XXI
გარინდებული ზის ფარსმან სპარსი ჩუქურთმიან საკარცხლულზე და
გასცქერის მთავართა სანათლოის განაპირა უბანს, მიწისძვრებისაგან იავარქმნილს.
სარკმლიდან შემოსულ უსუსურ ნათელს გაუჩრდილავს ბორას ნისკარტივით
მოდრეკილი, სიფრიფანა ცხვირი და პერგამენტივით გაყვითლებული ქოსა სახე.
ხრჩოლავს ირანულ ყალიონში გაღვივებული თრიაქი, ლიცლიცებს ბენგალის
ცეცხლივით მომწვანო შუქი. ლილისფერი ბოლი მატყლის ფთილებივით იწელება,
ზანტად მიიკლაკნება ქვითკირის დარბაზის მაღალ თაღებისაკენ.
სათოფურებსა და სამზერებზე ეტყობა ამ დარბაზს, ციხე ყოფილა ოდესღაც იგი,
ან სამლოცველო წარმართების, ძველთუძველესი.
თაროებზე უწესრიგოდ ჰყრია საკითხავები, ეტრატის გრაგნილები,
კარაბადინები, ავანდასტები დაფიალები. კედლებზე ფრესკები ატყვია წამალგადასული. ფრთოსანი ლომები შეჰბმიან
გვირგვინის გარშემო ურთიერთს, კუდაშვერილ გრიფონს ხახაში გაურჭვია ტერფი
კაცისა, ცხენოსანი, შარავანდიანირაინდი ჰოროლსა სცემს ხახაში ურჩხულს.
მცხეთის ერისთავს თაჯი ახურავს თავზე, წელზე ხმალი ჰკიდია
ვადაჯვარიანი და ეკლესიის მოდელი უპყრია ხელში, იქვე ჰკიდია ეკლესიების,
ციხეების ნახაზები და გეგმები, ქვის საკოდი ეჩოები და საჭრეთელები, მკუთხავები
და გონიო.
სარკმელიდან მთავართა სანათლოის ნანგრევები მოსჩანს ცარცისფერ მთების
ფონზე. გასული წლის მიწისძვრისაგან დალეწილი პალატები, გუმბათგადაცლილი
სამრეკლო, დანგრეულ ბალავრებზე მარტო შთენილი ბუხრისთავები.
მხარმარცხნით ნაძვნარი მოსჩანს თოვლით დახუნძლული.
ფარსმანი გაჰყურებს თოვლისაგან დადრეკილ ტოტებს, რომელიღაც ნადირის
თათებს მიაგვანან შორიდან ისინი. ესმის თუ როგორ ილეწებიან ნაძვის შტოები,
ყინვის ლოლუები სცვივიან სამრეკლოს გუმბათის კარნიზებიდან.
კუზიანი დედაკაცი გამოდის ტყიდან, დათქერილ ბილიკზე ხრაშახრუში
გაუდის თოვლს. მოდის ვაგლახად მოდრეკილი მხევალი თებრონია და მოათრევს
მორებს.
მხარმარჯვნით გზა მიდის მუხნარისას ციხისაკენ. ქარავანი მიემართება
ზლაზვნით, ჟრიალებენ ზანზალაკები, ფრუტუნებენ ჯორები, მეაქლემის შეძახილი
გაისმის მჭახე. ხანაც შოლტის ტლაშუნი ზედიზედ.
ისევ დავარდა დუმილი და ესმის ფარსმანს, ტალანში ფეხებს აბაკუნებს
თებრონია, სამოსიდან იბერტყავს თოვლს.
კარი შემოაღო მხევალმა, უსიამო მზერა ესროლა ფარსმანმა ტყირპიან სახეს.
უარესად დაწითლებოდა თებრონიას მოხარშულ კიბოსავით გაწითლებული ტყირპი.
აცმაცურდნენ მისი ზანგური ლაშები, რაღაც წაიბუტბუტა, მაგრამ ბუხრისაკენ
მიბრუნდა, მირეჯგვ-მორეჯგვა მუგუზლები, მორები შეჰყარა შიგ.
თვალი აარიდაფარსმანმა დიაცს, ისევ სარკმელიდან გაიხედა ანაზდად.
ყორნები შემომსხდარან სამრეკლოს გუმბათზე, ყრანტალებენ უსიამოდ
მყივარნი.
სიბნელე ნელ-ნელა მოიპარება დარბაზში. თებრონია დაფათურობს ნიშების
მახლობლად, გაჩაღებული კვარი უჭირავს ხელში, თაფლის სანთლებს ანთებს
სათითოოდ.
ლიცლიცებენ თაფლის სანთლები, ყორნების ყრანტალი მოისმის გარედან,
ხანაც ზანზალაკების ერთობლითი ჟღარუნი.
კარი გაიღო ანაზდად, ფარსმანი მიაშტერდა ტალანს. ახალმოსულმაც
დაიფერთხა ტალანშიფეხი, საკარცხლულისაკენ წამოვიდა ჯიქურ.
თავი დახარა, მასპინძელს შეხედა მცირედ, მიესალმა თავმოდრეკილი:
«მწუხრი მშვიდობისა, ოსტატო!»
ფარსმანმა კონსტანტინე არსაკიძე შეიცნო ხმაზე. სამფეხა სკამი უჩვენა
თვალით.
სტუმარმა მადლი მოახსენა მასპინძელს, იღლიიდან უშველებელი გრაგნილი
გამოიღო, წაიბუტბუტა:
«სვეტიცხოველის გეგმა დავასრულე, გიორგი მეფესთან ვიყავი წვეული,
მოიწონა მეფემ ეს ნახაზები, მხოლოდ ესა ბრძანა: ფარსმანმა გადაჰკრასო თვალი,
ხვალ დილით კათალიკოსს მივართმევ გეგმას». უსიამოდ დაეღრიჯა სახის ნაკვთები ფარსმანს, გრაგნილი ტაბლაზე გახსნა,
საკარცხლულიანად მიუჩოჩდა, ორივე ხელით დაებჯინა ნახაზზე. დიდხანს
ათვალიერა მდუმარედ. მერმე თებრონიას უბრძანა: მომაშველეო მაშხალა.
თებრონიამ ანთებული მაშხალა მოიტანა. თავი აიღო ფარსმანმა, მცირე ხანს
ითვლიდა, სიგრძესა და სიგანეს ამრავლებდა, ანგარიშობდა კედლების სიმაღლეს,
ნავების სივრცეს და მოცულობას, გუმბათის სიგრძეს, კარ-ფანჯრების რიცხვსა და
ოდენობას.
«მაინც არიშლის მელქისედეკი თავისას, სამნავიანი იყოსო უთუოდ?»
ეკითხებაფარსმანი არსაკიძეს.
«სიმაღლეზერამდენი გაქვს ნავარაუდევი?»
«ორჯერმეტი, ვიდრე სიგანე».
«კათალიკოსი აგრე ბრძანებს, ოსტატო, - მიუგო მოკრძალებულად შეგირდმა, -
ახალი სვეტიცხოველი ისეთი მოცულობისა უნდა იყოს, სამი ეკლესია გაიმართოს
მასში, ოლთისის ეკლესია ქართული ლაშქრის მიერ გადამწვარი უცაბედად, ორიც
სამცხისა, შენს მიერაგებული, ოსტატო».
ფარსმანი მოიღუშა.
«მეფერას ამბობს ამის გამო?»
«მეფემ დასტური მოგვცა, ოსტატო, გუშინ».
«ეგებ მელქისედეკს ასე ეგონოს, 300 ფხოველი ტყვე კმაროდეს მუშახელად?»
«მეფეს ნაბრძანები აქვს, ორ ათას მონას მოვასხამო ტაოკლარჯეთიდან, ერგას
გამოცდილ ქვისმთლელს ბერძენთაგანს მიგიჩენთო».
«რა მასალაა ნაგულისხმევი?»
«ალგეთურ თეძამის ქვისა და ცისფერი ფიქალისაგან უნდა გაკეთდეს პერანგი
ტაძრისა».
«ძველი მასალა?»
«ძველი მასალა მხოლოდ ეკვდრებს უნდა მოხმარდესო, კათალიკოსს ასე აქვს
ნაბრძანები, ოსტატო».
«კირითხურონი?»
«ათორმეტი ბოლნისიდან წამოსულია».
«სახურავი?»
«მთლიანიფიქალისა».
«ახლა ძველი ნაგებობის დანგრევა ნახეთ, როგორ მისჭირდეს: აბულ-ყასიმს
მხოლოდ ჩრდილოსფასადი აქვს სავსებით დანგრეული».
«ნაბრძანებია, სათითაოდ ჩამოვიღოთ ლოდები, რათა დანგრევისას მეფეთა და
კათალიკოსთა სამარხები არ დაზიანდეს».
«აბა მე გეტყვით, ძველი ნაგებობის დანგრევასაც არეყოფა სამი თვე».
«მისი მეუფობა ასე ბრძანებს, თუ გასჭირდა ათას მონასა და ერგას
კირითხუროს ჩამოვიყვანო, ლაზებს».
შემდგომ ამისა დადუმდა ფარსმანი. ისევ დაეყრდნო ტაბლაზე გადაშლილ
გეგმას, ორივე ხელით, სულ ახლოს, სულ ახლოს მიჰქონდა ნახაზის დეტალებთან
თვალები, და აშტერდებოდა, მერმე აიღებდა, ბუტბუტებდა, ანგარიშობდა.
ბოლოს წელში გაიმართა, ბნელ კუთხისაკენ გაიხედა, თვალები მიაშტერა
კედელს, თითქოს იქ ეგულებაო ასაგებ ტაძრის გეგმა და მას უმზერსო, მერმე
კონსტანტინე არსაკიძეს ჩოფურა სახეს შეჰხედა და ეუბნება:
«მოახსენებდე, ჭაბუკო, მეფეს, ჩემის ვარაუდით: ასეთი უზარმაზარი ტაძრის
აგებას ათი წლის მანძილზედაც ვერ შევძლებთ ჩვენის ძალებით, ციხეების შეკეთებაუნდა შეჩერდეს, ვეღარც ლოდსატყორცნებისა და ტარანტების აგებას შევძლებთ ამ
წლებში».
მერმე გრაგნილი დაკეცაფარსმანმა, ხელში მისცა არსაკიძეს.
გრაგნილი გამოართვა კონსტანტინემ, მწუხრი მშვიდობისა დაუბარა
მანსპინძელს, გაღვივებულ ცეცხლისაკენ გაექცა შემცივნებულს თვალი.
ბუხრისწინ გაჩაღებულ მაყალზე ლითონის კოჭობები იდგნენ, რაზრაზებდნენ
ადუღებული ქოთნების სარქველები, უსიამო სუნს ავრცელებდნენ ირგვლივ.
ალბათ რაღაც საწამლავებს ხარშავსო ფარსმანი, ეს გაიფიქრა არსაკიძემ და
კარისკენ გაემართა მკვირცხლად. თებრონია წინ მიუძღოდა, მაშხალით უნათებდა
დაბნელებულ ტალანებსა და კიბეებს.
ფარსმანმა ისევ გადმოიღო ყალიონი, თრიაქი ჩასტენა, ცერით. მოუკიდა და
ააბოლა კვლავ, მატყლის ფთილივით დაწეწილი მწვანე ბოლი ადგა და გაემართა
დარბაზის ბნელ თაღებისკენ ზლაზვნით.
დიდხანს იჯდა გაოგნებული ფარსმანი, ხარბად სწევდა თრიაქს და
გასცქეროდა ირგვლივ მოწოლილ ბნელს.
ლიცლიცებდნენ თაფლის სანთლები, ჟღარუნებდნენ აქლემების ზანზალეკები
ბნელში.
შემოფათურდა თებრონია, ქუმელი შემოუტანა ჯამით, მაგრამ წინა ღამით
უძინარ ფარსმანს ისე მოსძალებოდა თრობა, არც თებრონია შეუნიშნავს და არც
ქუმელის ჯამი.
ერთბაშად თავბრუ დაესხა ფარსმანს, მის თვალწინ ყვითელი ბურთულები
აცეკვდნენ, თითქოს ჯამბაზის მიერ ზეასროლილთ შესცქერისო მთვრალი, შემდგომ
ამისა ისეთი რყევა შეიცნო, აქლემზე პირველად შემჯდარი რომ განიცდის ხოლმე, ან
ნავით გასული ატოკებულ ზღვაზე.
საფეთქლებში ოფლი გამოუვიდა, მჯიღით მოიფშვნიტა თვალი, ბოლოს ოდნავ
დაუცხრა მღელვარება, მოუდუნდა სხეულის იოგები, მოეწადინა რული და სწორედ
ამ დროს უხეშად დააკაკუნა ვიღაცამ კარზე.
უსიამოდ შეკრთაფარსმანი.
ბუხართან მთვლემარე თებრონიამ მაშხალს წაავლო ხელი, კარი გამოაღო თუ
არა, კარის ჩარჩოში გამოჩნდა ვიღაც ახმახი კაცი, თვალი მიაშტერა ფარსმანმა და
მსაჯულთუხუცესის შიკრიკი შეიცნო.
უცნობმა არ ინდომა კარის ზღურბელზე გადმოსვლა, რაღაც გრაგნილი შეაჩეჩა
თებრონიას, სალამის დაუბარებლად გაალაჯა ბნელ ტალანისკენ.
გახსნა თუ არაფარსმანმა წიგნი, მსაჯულთუხუცესის მოწოდება ამოიკითხა:
«შესმენილ იქნა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფეთ მეფის
გიორგის წინაშე.
ხუროთმოძღვართუხუცესი - ფარსმან სპარსი...
მოაჯე - ფანასკერტელირუსუდან.
შემსმენელი - ეზოსმოძღვარი ამბროსი».
უეცრად გაუარაფარსმან სპარსს თრობამ, გაბურძგლა მთელ ტანზე, შემცივნება
იგრძნო, გრაგნილი დააგდო ტაბლაზე, საკარცხლული დაითრია, ზედ ცეცხლის
პირად მიაჩოჩა, ხელისგულები მიაფიცხა ცეცხლს.
გააჟრჟოლა, გააჟრჟოლა ანაზდეულად, მერმე გაიმართა საკარცხლულში,
ორივე ხელი გადააწნა ურთიერთს, ხელ-ფეხი გასჭიმა და გააზმორა ისე, როგორც
ხურვება მოძალადებული გაიჭინთება ხოლმე. შემდგომ ამისა ხელები გაითავისუფლა, საკარცხლულის სახელურებს
მოსჭიდა ორივენი, ფეხები გამართა, ბუხრის ლინგს მიაყრდნო მტკიცედ და
მიაშტერდა ღველფადქცეულ მუგუზლებს, რომელთაც ჯერაც ზედ აჩნდათ ის
მსუბუქი ხაზები, ძარღვების დარად რომ ეტყობათ ხოლმე ახლად დახეთქილ მორებს.
მერმე ხედავდა ფარსმანი, თუ როგორ დაინგრა აყუდებული, დამწვარი
მუგუზლები გამოხურვებულ ოქროსავით ბრწყინვალე.
წამოიწია, ორი მორი აიღო და შეუკეთა ცეცხლს. ესმოდა თუ როგორ მოედო
ცეცხლი კოპიტს, აშიშხინდა მორი. ცოფიანის დუჟისებრი სითხე გამოეყო
ნარტოალებს, ბოლოს ეს შიშხინი წივილად იქცა...
ზის გარინდებული ფარსმანი ბუხართან და შეჰყურებს ცეცხლს... ხან
მელქისედეკ კათალიკოსის პირგამეხებული სახე ელანდება, ხანაც ეზოსმოძღვრის
ცერცვისფერი, ჭრუტა თვალები.
როგორი უცნაურია და უგუნური ეს ცხოვრება მართლაც!
რამდენ ხმალშემართულ რაინდს შეჰგებებია უშიშრად ფარსმანი! ქართველსა
და ბერძენს, სარკინოზსა და სომეხს, ცხენდაცხენ შესტაკებია სახელოვან სტრატიგებს
დაფარისებს, ხმლითა და ჰოროლით უბრძოლნია მტრებთან...
და ახლა, ამ დალეულმა, ჩია მოხუცმა - მელქისედეკ კათალიკოსმა უნდა
მოუსწრაფოს სიცოცხლე მრავალნაცად მეომარსა და მოგზაურს!
წრეულს, შობა დღეს იდგა საკურთხევლის წინ მელქისედეკი, უქადაგებდა
მრევლს. აღტყინებისაგან სიმაღლე მომატებოდა თითქოს, ღველფივით ელავდნენ
ღილივით წვრილი და გამხვრეტი თვალები მისფერმკრთალ სახეზე.
ქადაგად დავარდნილივით როშავდა კათალიკოსი. განკითხვის დღის გეენით
აშინებდა იგი თავის მრევლს. ადამიანურ ვნებათა დაოკებისაკენ მოუწოდებდა
ქრისტიანებს დაროცა სოდომის ცოდვებს შეეხო, ასეთირამე სთქვა:
«ამისათვის ვამცნებთ ყოველსა დიდსა და მცირესა და გლახაკსა, მეფესა და
მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და
ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად
ამის ვნებისაგან»...
მერმე მოჰყვა კათალიკოსი, თუ როგორ წარწყმინდა ამ ცოდვამ ათინა და რომი,
თებაი და ბაბილონი, აშურთა ქვეყანა და ქვეყანაიფარსთა.
წამოდგა ფარსმანი, ტაბლიდან აიღო მსაჯულთუხუცესის მოწოდება, ისევ
ბუხართან დაჯდა, გულმოდგინედ გადაიკითხა იგი.
ხედავდა, «უძვირესსა და უსაწყალობელს» ბრალსა რომ სდებდა კათალიკოსი
მას. სჯულის კანონები ზედმიწევნით იცოდა ფარსმანმა, სოდომის ცოდვისათვის
სამი სხვადასხვაგვარი სასჯელი იყო დაწესებული როგორც ბიზანტიაში, ისე
საქართვლეოში.
ძელზე აბმა, თავის მოკვეთა, ან დაბნელებაი ორთავე თვალთა.
თვალების დაწვას ყოველგვარი სასჯელი ერჩია ფარსმანს, უთვალოდ ან რას
გააწყობდა ხუროთმოძღვარი?
ბრალდება ორკეცი იყო: «უჰასაკოისა გახრწნაი ქალისა ქალწულისა და
დედათა თანა მამათმათლობაი».
ეს ყოველივე რთულდებოდა თავათ ფარსმანის მდგომარეობითაც. სამეფოის
კანონთა მიხედვით, «სწავლულთა და მეცნიერთა ცოდვანი უძნელესს არიან
უსწავლელთა და უმეცართასა».
კიდევ ერთხელ გადაავლო მოწოდებას ფარსმანმა თვალი, კვლავ დაგრაგნა და
ბუხრისრაფაზე შეაგდო. იდაყვები მუხლისთავებზე დაუყრდნია ფარსმანს, მჯიღები ყბებზე
შემოუდგამს, დადუმებული შესცქერის ცეცხლს, თებრონია სკამლოგინზე
მიგდებულა და ხვრინავს.
მდუმარება და ბნელი შემოსწოლია ფარსმანის სავანეს, მხოლოდ გზის
პირიდან მოისმის კანტიკუნტად შოლტის ტლაშუნი და ზანზალაკების ერთობლივი
ჟღარუნი. გულის მომწყლველად წრიპინებს კოპიტის ნარტოალი, თუთხუნებენ
თუჯის კოჭობები, ჯოჯოხეთურს ოხშივარს ავრცელებენ ირგვლივ.
აჰა, დაიწვა უკანასკნელი მუგუზალი, ნაღვერდალად ქცეულ შეშის ნაჭერს ზედ
აჩნია ზოლები, ძარღვისებური ფაქიზი ხაზები. კიდევ ცოტა ცეცხლი, კიდევ
სიმხურვალე მცირეოდენი, წაიქცევა და ათას კავშირად იქცევა იგი.
არც ერთი მათგანი არ ემგვანება იმ ორს, რომელიც ფარსმანმა შეუკეთა
სახმილში.
რაღა დარჩება მისგან? მცირეოდენი ნახშირი და ფერფლი, ნახშირი და
ფერფლი...
კიდევ ორიოდე დღე, შესაძლოა, მისი სხეულიც ისე დაიშალოს და დაირღვეს,
როგორც ეს ცეცხლმოდებული ძელი.
შესცქერის გაჩაღებულ ბუხარს ფარსმანი, აგონდება თავისი ტკბილი, ტკბილი
ბავშვობა.
თაფლის სანთლები ლიცლიცებენ ნიშებში. ზის თავის საკარცხლულზე წელში
მოდრეკილი, უზარმაზარი ჩრდილი მისი სხეულისა აყუდებულა აგერ კედელთან.
თავის გარშემო შემოგრაგნილი ჩალმის ტოტები ისე იხატება ნაჩრდილევში, როგორც
მარჩბივირქაი სატანისა.
დამჯდარა იგი ცეცხლის პირად, სიბერის ნაჩრდილევსა და სიყმაწვილის
ჩვენებას შორის.
აგერ მორბის შვიდი წლის ბიჭუნა, მშვილდისარი უპყრია ხელში. თუხარისის
ციხის სილუეტი წარმოისახა მის წარმოდგენაში.
ამ ციხის ჩარდახებზე დასდევდა ფარსმანი მტრედებს, ხოლო იდუმალ
ხვრელებსა და სარდაფებში ვირთხებზე ნადირობდა მოისარი სწორუპოვარი.
შავშეთის უღრანი ტყეები აგონდება. ქარაფებზე გადმომდგარი ციხეები და
ეკლესიები, კლდიდან გადმოკიდებული ჩქერალები, ჭოროხის ცისფერი წყალი,
სასირე ბადეები, კალმახის ფაცერები, საძოვრებიდან მობრუნებულ კუროების
ბღავილი, მწუხრისას გალობა კლიროსზე, მხიარული ლამპრობა ვნების კვირაში,
ნაჩრდილევისა და ნაშუქალის ციალი თუხარისის კარის ეკლესიის სარკმლიდან,
მღამიობები, მტრედები, ქედნები...
მათ ფრთებს თან გადაჰყვა მისი სიყმაწვილე.
პაპა სუმბატი, მუდამ მოღუშული, ჟანგისფერ თორიანი დევკაცი, მისი ფეხკავშა
იაბო, ქორ-შავარდნები, მაძებრები და ლომისფერი მწევრები, მამა – ბაქარი,
ჭროღათვალება, ქერა რაინდი, დედა – ნანაი, მუდამ ლოცვებში ჩაფლული,
სძლისპირების ტკბილი მგალობელი.
ბუზღუნა მზრდელი, თავმოტვლეპილი, კოჭლი ვარდანი (კრუხის უკანალივით
გამოპუტული ჰქონდა ნიკაპთან წვერი. ცალ დეზს ატარებდა მარჯვენაფეხზე).
ლანდივით უკან დასდევს ვარდანი ყრმას, ციხის ჩარდახებზე გასვლას
უკრძალავს. არც სარდაფებში ჩახედვას ანებებს, ნიადაგ იფუთნება თვითონაც და
ფუთნის თავის გაზრდილს მუდამ.
ტყეში ნუ მიხვალ – დათვებია მანდ დღისით, ღამით მიონები გაგჩხიბავენო,
ჭოროხში ნუ ჩახვალ – გველები და ჯოჯოებიაო შიგ, მიწაზე ნუ წვები – უჟმურსშეეყრებაო, ხილი არ სჭამო – სტომაქს გაიფუჭებო, სარკმლიდან ნუ გაიხედავ – ქარი
გეცემაო, მზეს ნუ მიაშტერდები – თვალებს აგატკიებსო, «რამეთუ მზეი ქნული
ღვთისაი არს», თვალი ვერავინ შეუდგინოსო მას.
ერთადერთი რაც დაშლილი არა ჰქონდა ფარსმანს მზრდელისაგან ეს იყო
ლოცვა...
დილით, სადილობის წინ, ნასადილევს და ზარმელისას, მწუხრისა და დაწოლის
წინ მუდამ უნდა ელოცნა ყრმას, ფსალმუნს აზეპირებინებდა დღენიადაგ.
განკითხვის დღისა და მეორედმოსვლის საშინელებას უხატავდა უცნაურის
ენამზეობითა.
ერთხელ ჭექა-ქუხილი ატყდა. ვარდან მზრდელი გზაში დარჩა. ნაშუადღევს
მოაქევქევა ციხეში ჯორი.
აცახცახებული, გაფითრებული ძლივს ჩამოათრიეს დასველებული ვარდანი
უნაგირიდან. დაჯდა ბუხრის პირად, უამბობდაფარსმანს:
ტყეში მომისწრო ქარიშხალმა, იყო ელვა, ქუხილი და ჰაერი ბოროტი, შვიდგზის
დაჰკვერა ეშმაკმან და პეროინ იღრჭენდა და ყიოდა, ხოლო მე მუხის ძირას ვიდექი
და ვილოცვიდიო.
ლოგინად ჩავარდა ვარდანი.
ყრმაფარსმანი გახარებულია, ეგებ მოკვდეს და გადავრჩეო ფსალმუნისღეჭვას.
ისევ გამომჯობინდა ვარდანი და დაიწყო ჩიჩინი.
«ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყვასა იტყვი. პატივი ეც დედასა შენსა და მამასა
შენსა, შეიყვარე მოყვარენი, ვითარცა თავი თვისი.
ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო». ბეჭის ძვალზე
ასწავლა ნახშირით წერა ვაჟას.
შემდგომ ამისა დაუმეგობრდა საკითხავებსფარსმანი.
ისევ ახალი შეგონება:
«მხეცი არს სიბრძნე და გონიერება კაცთა შორის და სისპეტაკეთა მათთა არად
სარგებელ».
უკვე სიჭაბუკეში გადავიდა ყრმა, მზრდელის ბუზღუნს აღარაფრად აგდებს.
შავარდენს შეისვამს მარცხენაზე, მხარზე მშვილდს გადაიკიდებს, დაყიალობს
ჭოროხის ჭალებში.
უბელო ულაყებით დაჯირითობს. სანადიროდ აეკიდება პაპასა და მამას,
ჭოროხში სათევზაოდ დაჰყვება მონადირეებს.
და როგორც იხვის ბჟიტებს ყვერულს მიუსხმენ ხოლმე, დასდევს მერმე თავის
შვილობილებს საჭურისი ქათამთაგანი, შესცურავენ ბჟიტები გუბეში, ყვერული
კუთავს და წრიალებს, გულგახეთქილი ასკდება ნაპირებს, ეშინია წიწილები არ
დამეხრჩოსო, ასე კრუსუნებს და ავობს ვარდან მზრდელი, როცა შეხედვას თუ როგორ
შეახტება ფარსმანი ნასუქალ ულაყს, ან ჭოროხს გადასცურავს მხარულით. ღამეებს
ათევს ნადირობის დროს ტყეში.
კვალად მოესმის ჩიჩინი.
«ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო»...
ჭაბუკ ფარსმანს ცხოვრება ენატრება პირიქით, ამ უდაბნოში წიაღსვლას
მონატრებულია იგი და სწუხს კიდევაც, რომ ჯერ არც ომია სადმე, მშვიდობაა
ჩორჩანელების ციხეში, მეომრებს ხმალი ჩაუჟანგდათ ქარქაშში, დღისით და ღამით
ამაოდ უთვალთვალებენ ციხის გუშაგები სამზერებს. მხოლოდ პაპა სუმბატის ნაამბობიდან თუ სმენია ფარსმანს ომების, ბრძოლების,
ფალავნური შეტაკებების, ტალად დგომის, ციხეების შემოწყობისა და გოდოლების
შემუსვრის ამბები.
განუსაზღვრელად უყვარს ჭაბუკს თორის გადაცმა, მუზარადის თავზე დახურვა,
პაპის ხმლები, მამის ქეიბურები, ცხენი, ჯირითი და ხმლის მოქნევა...
თექვსმეტი წლის ფარსმანს საომარი ცხენი მიუჩინა პაპა სუმბატმა, თორი აჩუქა
და მუზარადი, ხმალი, მშვილდი და საბრძოლო ქეიბურები.
ხედავდა ვარდან მზრდელი, მისი ძველი შეგონებანი დარჩა ხმად
მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ამიტომაც მიაწოდა ჭაბუკს შეგონება ახალი:
«არს კაცი ჭური თვითმოძრავი – სულისა ხელმწიფე»...
და სწორედ იმ წელს შეუსრულდა ფარსმან ჩორჩანელს ნატვრა. საქართველოს
დიდმა პატრიოტმა იოანე მარუშისძემ უფლისციხე გადასცა დავით კურაპალატს.
ფარსმანის პაპა სუმბატ ჩორჩანელი მიიწვია სხვა ერისთავებთან ერთად
დავითმა და წარუდგინა ბაგრატ კურაპალატს:
«ესე არს მკვიდრი ტაოისა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილად გაზრდილი ჩემი
და მას დაემორჩილეთო»...
სუმბატ ჩორჩანელმა არა ჰქნა მორჩილებაჲ მეფისა, მაშინ შეიპყრო იგი ბაგრატმა
და თავი მოჰკვეთა, ხოლო გვამს მისას თოკი შეაბეს ფეხებზე, ციხის ჩარდახიდან
გადმოჰკიდეს თავქვე ურჩ აზნაურთა ჭკუის სასწავლებლად.
შემდგომ ამისა წამოვიდა ბაგრატ მესამე ლაშქრითურთ და თუხარისის ციხეს
შემოეწყო, გულით ეწადა სუმბატის ძე ბაქარი შეეპყრო და ვაჟი მისი ფარსმანი. ქოსსა
ჰკრეს თუხარისის ციხეში... ჩამოეგებნენ ტაოელები ციხიდან სამეფოის სპათა...
ჭაბუკი ფარსმანი ვაჟკაცურად იბრძოდა მამის გვერდით, მაგრამ სასტიკი
იერიშები მოიტანეს სამეფოის სპათა, ჩორჩანელის ჯარი უკუაქციეს.
ციხეში შებრუნდა ერისთავის ლაშქარი. სამ თვეს გაუძლო შემოწყობას ბაქარ
ჩორჩანელმა, ბოლოს სურსათი შემოელიათ მეციხოვნეებს, ძაღლები, სახედრები და
ვირთხები აღარ დარჩათ საჭმელად. ბაქარ ჩორჩანელმა აიყოლია თვისი
მხოლოდშობილი ვაჟი და ათასი მონასპა, ციხის ხვრელიდან გაძვრა და ბნელ ღამეს
მიმართა.
აგორდა თვითმოძრავი ჭური...
ბიზანტიაში გადავიდნენ ოტებულნი. კეისრის ქვეყანაში ბარდა ფოკას ამბოხი
იწყებოდა იმჟამად, ბაგრატ მესამეს ახლად მიღებული ჰქონდა კურაპალატის ხარისხი,
ამადაც ერთგულობდა ბასილი კეისარს.
განდგომილი ბაქარჩორჩანელი მეამბოხე სარდალს ბარდაფოკას მიემხრო.
ფოკას ციხეს შემოეწყო ბიზანტიელი პატრაციუსი იოან პორტეზე თავისი
იჯარით, ლოდსატყორცნებითა და ტარანტებით გასტეხა ციხე. ფოკამ თავს უშველა,
ხოლო ბაქარ ჩორჩანელი და ათასი იბერიელი მონასპანი ექვს თვეს იბრძოდნენ
გააფთრებული, ბოლოს ციხე აიღო პორტეზემ, იბერიელი მონასპანი გასწყვიტეს,
ბაქარ ჩორჩანელს თავი მოსჭრეს, ფარსმან ჩორჩანელი და სამასი იბერიელი მონასპა
ტყვედ წაასხეს ბიზანტიონში.
კვლავ აგორდა თვითმოძრავი ჭური...............................................................................
ფარსმან სპარსმა შეშა შეუკეთა ცეცხლს.
სრული დუმილი სუფევდა დარბაზში, თებრონია ბოდავდა ძილში, მეაქლემის
მჭახე ხმა მოისმა გზიდან, ზანზალაკების ერთობლივმა ჟღარუნმა შეაშფოთა
ღამე......................................................................................
...აგონდება საშინელი მოგზაურობა ანტიოქიის ურწყულ მიწაზე. ხვატით გადარუჯული ველები, ცისკიდურებზე ციხეთა ქონგურები, მიზგითები,
ეკლესიები, ღატაკური მიწურები, თავშიშველა მონების
ბრბოები....................................................................
«წყალი», ეხვეწებიან იბერიელი ტყვეები გუშაგებს, მაგრამ არავის ესმის მათი
მუდარა.
«წყალი», ევედრებიან გამვლელებს, მეაქლემეებს და სტრატიოტებს, არავის ესმის
ეს სიტყვა.
ზის ფარსმანი იმავე აქლემზე, რომელზედაც ხურჯინით ზედ ჰკიდია ბაქარ
ჩორჩანელისა და მისი სახლთუხუცესის თავები...................................................
ტარაბუები ჰკბენენ მხარგაკრულს, მიყანყალებს ორკუზიანი აქლემი, გული
ერევა, თავბრუ ესხმის მწყურვალს, იბერიელთა შორის ერთადერთი ფარსმან
ჩორჩანელი არავის ევედრება წყალიო, რადგან ეს უნდა მასაც, არ დააყოვნოს უწყლო
სიკვდილმა, ამ უკაცრიელ ველებზე ამოხადოს სუნთქვა.
ჟრიალებენ ზანზალაკები, აფურთხებენ აქლემები ხვატისაგან დახეთქილ მიწაზე
და აგონდებაფარსმანს შეგონება მზრდელის ვარდანისა:
ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო...
იგორა მერმე ამ თვითმოძრავმა ჭურმა, იგორა, ვიდრე აია სოფიას ჯვარი არ
გამოჩნდა ზეცის თავანში.
ჰიპოდრომის გვერდით დილეგი ჰქონდა გამართული იმ «ძაღლს» ბასილი
კეისარს.
შვიდი იბერიელი და ცამეტი სარკინოზი გამოიყვანეს ტყვეების მწკრივიდან,
თმა-წვერი მოპარსეს, ნესტოები გაუხვრიტეს. ჯაჭვი ქედზე დაადვეს, ფეხებზე
ბორკილები შეასხეს და ერთ საკანში შეაგდეს.
ერთი წლის წამების შემდეგ ერთმა ქართველმა ბერმა ინახულა ფარსმანი და
ექვსი იბერიელი აღდგომა დღეს, მცირეოდენი მოსაკითხი მოუტანა და ანუგეშა
ტყვეები.
როცა მნახველი წავიდა, დამშეული ტუსაღები მისცვივდნენ საპასექო
ლელანგოებს, სწორედ ფარსმან ჩორჩანელს შეხვდა ის ლელანგო, რომელშიაც პწია
ქლიბი შეეტანა ბერს.
შვიდი ღამე იმუშავა ფარსმანმა, ქედზე დადებული ჯაჭვი და ფეხებში ასხმული
ბორკილები გაქლიბა, შემდგომ ამისა ამხანაგებსაც გაუხსნა ხელ-ფეხი, ბორკილები
ურთიერთს გადააბეს, ციხის კედელი გამოანგრიეს, ბნელ ღამეს შეაფარეს თავი.
კონსტანტინოპოლის სანახებში თავს დაესხნენ წმ. იოანეს მონასტრის ბერებს,
ვენახებში მომუშავეთ თავზე წაადგნენ.
ეს ამბავი ასე მოაწყო ფარსმანმა: ჯერ თავისრაზმს უბრძანა ტანზე გაიხადეთო...
ბერები გაოცდნენ, გახევდნენ, რა დაინახეს შიშველი ვაჟკაცები გამოქანდნენ
მათკენ.
ახლა ბერები გაატიტვლეს, ტუსაღების ძველმანები მიუგდეს, ათ-ათი ოქროს
სოლიდი წართვეს თითოს.
სახედრები იყიდეს და ანტიოქიისაკენ გასწიეს.
გამვლელებს ატყუებდნენ იერუსალიმს მივალთო.
იგორა თვითმოძრავმა ჭურმა.
ახლა სახედრით შემოიარა ფარსმანმა ბითინია, ანატოლიკი და ანტიოქია,
ბოლოს ალ-ჰაქიმთან ჩავიდა ჰალებში. ხალიფს წვრილად სცოდნოდა საქართველოს ამბები. ბაქარ ჩორჩანელის
მამაცობაც სმენოდა თურმე. ბაგრატ კურაპალატისა და ბიზანტიის კეისრისადმი
სიძულვილმა სჯული გამოაცვლევინაფარსმანს.
აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი დაირქვა.
როცა ბასილი კეისარი ჰალების ციხეს მიადგა, ფარსმანი ციხისთავად იყო. ამ
ბრძოლაში დიდად გაითქვა სახელი, ალ-ჰაქიმის მარჯვენას უწოდებდნენ
სარკინოზები მას.
ბერძნებთან მეორეჯერ შეტაკებისას განსაცვიფრებელი სიმამაცე გამოიჩინა. ალ-
ჰაქიმი დაფარსმანი მაშველი ჯარით ზურგში მოექცნენ ბიზანტიელ დუკას.
დუკას ლაშქარი შემოწყობოდა ქაიროს ციხეს, ლოდსატყორცნით ანგრევდა
პირველ გოდოლს.
დასძრა თავისი არაბული ულაყი ფარსმანმა, ელვის უსწრაფესად მიეჭრა
ბერძნებს, მიდიური ცეცხლი ესროლა ლოდსატყორცნს, ხანძარი გაუჩინა, ალ-
ჰაქიმთან მიბრუნდა კვლავ.
დუკა უკუაქციეს.
ციხე გაათავისუფლეს სარკინოზებმა, მაგრამ, ხელჩართულ ბრძოლაში ჰოროლი
სცა ბერძენმა სტრატიოტმაფარსმანს, ბექთარიანად გაუგმირა ბეჭი.
საუკეთესო აქიმები მიუჩინა ალ-ჰაქიმმა, მაგრამ ვერ განკურნეს სავსებით, თავის
სასახლეში დააბინავა ხალიფმაფარსმანი.
ქაიროში შეისწავლა მან ხუროთმოძღვრება, ალქიმია დაფარსული.
აქვე გაიცნო ინდოელი ფაკირები... მოპირულ ხმლებზე სიარულს შეაჩვია
შიშველი ფეხი. ხანაც დიდ ბაზრებზე გამოდიოდა, როგორც ჯამბაზი, დღისით
ალესილ ხმლებს იბჯენდა თვალებზე, ცეცხლის ალს ყლაპავდა უვნებლად და
მიზგითების მინარეთებიდან უთვალთვალებდა ვარსკვლავებსღამით.
სუფიების მოძრაობას მიემხრო, მერმე ისევ ხელოვნებას მიუბრუნდა და
უმშვენიერესი მიზგითები ააგო ქაიროში.
ბიზანტიელი დომესტიკის ლაშქარი კვლავ შემოეწყო ჰალებს 990 წელს,
ხუთშაბათს, მაისის ორს.
ლოდსატყორცნი მანქანები და ტარანტები მიაყენა დომესტიკმა ციხეს, მეწინავე
ჯარმა პირველი გოდოლი შელეწა, «ამ ჯარის სათავეში იბრძოდა საქართველოს მეფე,
ხოლო, მარჯვენა ფლანგზე – გრძელ ბექთარებში ჩაჭედილი პატრიციები».......................
მაშინ ალ-ჰაქიმმა მძევლები მისცა დომესტიკს და ელჩები წარგზავნა
ბიზანტიონში.
ისევ აგორდა თვითმოძრავი ჭური.
ამ დესპანების ხელმძღვანელობა ჩააბარეს აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარის.
მამალმა იყივლა მთავართა სანათლოის გარეუბანში...
ფარსმანმა ნეკერჩხლის მუგუზალი შეუკვეთა ცეცხლს. მაისის მიწურულში
ბიზანტიაში ჩავიდნენ დესპანები, კეისრის სასახლეში გამოცხადდა აბუბექრ-ისმაილ-
იბნ-ალ-აშარი, მთავარი ელჩი ხალიფის ალ-ჰაქიმისა.
შავი მოსასხამი ეცვა, თავზე თეთრი ჩალმა ჰქონდა შემოგრაგნილი, შავი
სატევარი ეკიდა წელზე.
კარისკაცები გაჯანჯლდნენ, არ ისურვეს თეთრჩალმიან და შავხანჯლიან კაცის
შეშვება კეისრის პალატებში.
მაშინ ეს უთხრა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარიმ კეისრის კარისკაცებს:
მე წავალ და აღარმოვალო ამიერიდან. გამობრუნდა გახარებული: შემრჩებაო ათასი შუშა მუსკუსი, ათი ათასი ოქროს
სოლიდის საღირალი პატიოსანი თვლები, სტავრა, ოქსინო და არაბული შტახსი
ხუთასი შუშა.
აგორდა ისევ ჭური თვითმოძრავი, ზღვის კიდემდის მიაღწია, განიზრახა
ინდოეთს წავალო, უთვალთვალებდა ნაპირისკენ მომავალ ტრირემას.
კარისკაცებს მალემსრბოლი გამოეგზავნათ, კეისარი უხმობსო ალ-ჰაქიმის ელჩს.
როცა ხელახლა მოვიდა სასახლეში, მსახურთუხუცესი გამოეგება. მოსთხოვა,
კეისრის პალატებში შესვლამდის მიწას უნდა ემთხვიოსო ყოველი მუსლიმანი.
უარზე დადგა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი, წასვლა დააპირა კვლავ.
მივიდნენ და მოახსენეს ბასილი კეისარს.
გაეცინა იმპერატორს, დამარცხებული ალ-ჰაქიმის ელჩის ასეთი თავხედობა რა
შეიცნო. ხალიფა ალ-ჰაქიმი ბნედიანია, ალბათ გიჟს გამოგზავნიდაო ვინმეს.
ბრძანა: ისეთი კარი შეაბითო, თავმოდრეკა მაინც მოუხდესო ჩემთან
შემოსვლისას.
მეორე დღისით იხმეს აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი.
როცა თეთრჩალმიანი და შავხანჯლიანი ელჩი კვლავ მიბრუნდა კეისრის
სასახლეში და სახელდახელოდ შეხანხლული დაბალი კარი დაინახა, ზღურბლამდის
მივიდა ქედგამართული, მერმე გამობრუნდა და უკანალით შევიდა ბასილი კეისრის
დარბაზში, კარი ვიწრო იყო, ჩარჩოს გამოედო, მაგრად შეანჯღრია ხის კარი.
კეისარი ვერცხლის ტახტზე იჯდა, მხარმარჯვნით სამი ოქროსთორიანი
პატრიციუსი იდგა, მხარმარცხნით სამი თარჯიმანი. ოქროს გვირგვინი ეხურა
ბასილის თავზე, მარგალიტებით მოოჭვილი ძოწეული ტანზე ეცვა, კისერზე
პატიოსანი თვლებით დახუნძლული ჯაჭვი ეკიდა, ფეხზე წითელი წაღები ეცვა,
ალმასებითა და მარგალიტებით მოოჭვილი სრულად.
წინ წამოდგა არაბულის თარჯიმანი, მიესალმა და ეკითხება ელჩს:
«რა მოვახსენო თქვენის სახელით კეისარს?»
«მხოლოდ იგი, რაც ჩემგან გაიგონოთ».
გაეცინა კეისარს.
მერმე არაბულის თარჯიმანს მიუბრუნდა ბასილი და ეუბნება:
«სარკინოზების ელჩებს, როგორც სჩანს, უკანალი უფრო მაგარი უნდა ჰქონდეთ,
ვიდრე შუბლი?»
აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარიმ არ აცალა გადათარგმნა თარჯიმანს,
დახვეწილი ბერძნულით მიმართა კეისარს:
უფლისწულო, საერთოდ ელჩებს განსაკუთრებით უკანალი უნდა ექნეთ მაგარი,
როცა ხალიფის სასახლიდან კეისარს ეახლებიან, რაკი ბევრ პანღურს უნდა
მოელოდნენო.
ბასილის დედა მიკიტნის ქალი იყო, ამიტომაც უყვარდა ბილწსიტყვაობა
კეისარს.
გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.
როცა ალ-ჰაქიმის ელჩებმა საქმე მოათავეს და ქრთამები გადასცეს კეისარს,
ლულუის მცხოვრებთა დესპანები შემოიყვანეს, მათ შეატყობინეს კეისარს: ლულუის
ქალაქი აპირებსო ქრისტეს სჯულად მოქცევას.
ბასილი ბრმად მორწმუნე იყო, დიდძალი საჩუქრები მიუბოძა ლულუის
დესპანებს და დაუყვავა.
მეორე დღეს კვლავ გამოეცხადა ბასილის ალ-ჰაქიმის ელჩი, მეც ვიწამებო
ქრისტეს სჯულს. იმ დღეს ხრიზოტრიკლინის ოქროს დარბაზში მიიღო ბასილიმ ელჩები.
კეისარს გაუხარდა, რა გაიგო ეს ენამახვილი და გამბედავი რაინდი უერთდებაო
ქრისტიანობას. როცა ფარსმანმა შვიდი ხელობა ჩამოუთვალა, ხუროთმოძღვართა
უხუცესად დანიშნეს იგი.
წლის დამლევს დიდი მიწისძვრა მოხდა ბიზანტიაში. ფარსმანმა შეაკეთა აია
სოფია დარამდენიმე ტაძარი ანატოლიკში.
კონსტანტინოპოლშივე მიემხრო ფარსმანი სუფიების სექტას, ერთ მშვენიერ
დღეს ქალაქიდან გაიპარა. დაუჭედელი აქლემით გაიქცა მისრს.
დიდხანს იმოგზაურა ეგვიპტეში. ხეოპსის პირამიდაზე არაბული წარწერა
ამოიკითხა ასეთი:
დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,
ვერგაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა,
გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი,
ზღვისგან ისწავლეღელვის შემდეგ გულდამშვიდება...
განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,
დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა...
ეს ლექსი, უკაცრიელ უდაბნოში ამოკითხული, ისე ღრმად ჩასწვდა გულში,
დერვიშობა დაიწყო, მთელი ეგვიპტე შემოიარა, მათხოვართა ხანაგებში ღამეს ათევდა.
იქიდან ბაღდადს ჩავიდა...
სწორედ იმ დღეს საშინელი ქარიშხალი დაიწყო ბაღდადში, ატყდა ჭექა-ქუხილი,
ცეცხლის სვეტი გამოვიდა ციდან. შავი წვიმა დაუშვა, საღამოს კუდიანი ვარსკვლავი
ამოხდა მახვილის სახისა.
შეძრწუნებული მოსახლეობა ალაჰის რისხვას მიაწერდა ამას ყოველივეს და
ლცულობდა პირქვედამხობილი.
ამ ამბავმა ფარსმანი ფრიად დააფიქრა და ვარსკვლავთმრიცხველობამ გაიტაცა
იგი.
უკვე ხანში შესულს სამშობლო მოენატრა. ბაღდადის ხალიფამ ტფილისის
ამირასთან წარგზავნა იგი. ტფილისში მოაწყო მან პირველი ობსერვატორია, აქვე
შეირქვაფარსმან სპარსი.....................................................................................................
როცა ტფილისის ამირა ბაგრატ მეფეს შეება დიღომთან, ფარსმანი შეიპყრეს
სამეფოს სპათა (იგი თუხარისის ციხეში იდუმალ ჩასვლას აპირებდა თურმე, იმადაც
წამოყოლოდა სარკინოზების ჯარს).
მცირე ხანს დილეგში იჯდა უფლისციხეში, ბაგრატ კურაპალატს ჯერ
თარჯიმანად ჰყავდა სასახლეში. ერთი წლის შემდეგ ხუროთმოძღვართა უხუცესობა
დააკისრა მას გიორგი პირველმა.
ისევ იყივლა მამალმა მუხნარისას ციხის სანახებში, ახლა მეორე გაეპაექრა მას.
აყივლდნენ მთავართა სანათლოის მამლებიც.
ზის წელში მოდრეკილი ფარსმან ჩორჩანელი ჩანაცრულ ბუხრის წინ. ხვალ, ზეგ
ან ერთი კვირიაკეს მოქცევის შემდეგ რა მცირე ღელე დაახრჩობს ზღვათა
გადამლახველს!..
სულ მცირე, უსუსური ღელე დაახრჩობს მრავალნაცად მეომარსა და მსოფლიო
მოგზაურს, თავის სამშობლოში უსამშობლოდ ქცეულს.
კვლავ აგონებდა ვარდან ბრძენის შეგონებაი:
ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო... ფარსმანს შეეძლო ახლა ეთქვა: მე არც ქრისტეანი ვარ, არც იუდაელი და არც
მუსლიმი.
უსჯულოდ, უღმერთოდ, უთვისტომოდ იღუპება იგი თვისტომთა შორის.
მერმერისთვის?
ერთი ციდა ქალის, ფანასკერტელის გომბიოს გამო...
უკეთეს შემთხვევაში თავს მოჰკვეთენ სადმე, ღართისკარს გადაღმა გადააგდებენ
მის ცხედარს ხევში და არავინ გამოჩნდება ქვეყნად არც მთხრობელი, არც მწერალი,
არცა მხატვარი, რათა მისი დიდი ვნებანი გაუზიაროს შთამომავლობას შემდეგ..............
მხევალი თებრონია პირაღმა გაშოთილა. უდრტვინველად ხვრინავს და მისი
ტყირპიანი სახე ისე მოქცეულა, მორიელები დასევიანო ღაწვის თავებზე.
იყივლა მამალმა კვლავ, ახლა სულ ახლოს, სადაც ფარსმანის შეგირდი არსაკიძე
ცხოვრობს. მას მეორე გამოეხმაურა, მესამე, მეოთხე და ვეღარ დათვალა
ფარსმანმა.........................................................................
«რა საოცარი არსებაა მაინც მამალი!!»
ფიქრობს თავისთვისფარსმანი.
«იგი ერთადერთია ცხოველთა შორის, რომელიც ცისკენ იყურება მუდამჟამს.
მზისა და სიკვდილის მოახლოების მაცნეა მამალი, ღამესთან მორკინე და მარადჟამს
ღამისმთეველი.
ლომსაც კი აფრთხობს მისი უცნაური ყივილი.
...იგორა თვითმოძრავმა ჭურმა და აჰა, სიკვდილის ბჭესთან მოგორებულა
იგი!......................................................................
მელქისედეკის პირგამეხებული სახე წარმოუდგა კვლავ.
ცისკენ თავაშვერილ მამალს წააგავდა მელქისედეკ კათალიკოსი, შობა დღის
ქადაგების მთქმელი.
რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცდაშრეტილი ბერის
ჩონჩხდაქცეულ ანაგობიდან. ტირანული სისასტიკე გართხმულიყო
ძარღვებდაბერილ შუბლსა და ენერგიულ ღაწვისთავებს შორის, ციმციმებდნენ
ტიარის ალმასები, ვარვარებდა ოქროს ომფორი უამრავი სანთლის ერთობლივ
ლიცლიცზე.
ისეთი ბედითი ლაპლაპი გაჰქონდა ტიარასა და ომფორს, როგორიც ბიზანტიელ
პატრიციების მოოქროვილ მუზარადებსა და ჯაჭვის პერანგებს იმ წუთში, როცა
ხმალამოწვდილნი დასძგერებიან ისინი აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარს, ჟანგისფერ
თორ-აბჯარში მორთულს.
იდგა მელქისედეკი ამაყად, თავაწეული და გაუდრეკელი, როგორც სეფედროშა
გამარჯვებული ლაშქრისა.
სარკმლიდან გაიხედაფარსმანმა.
ეძინა მთავართა სანათლოის ჩაბნელებულ უბანს.
მგლების ყმუილი მოისმოდა შორიდან, ისევ ატყდა მამლების დაჟინებული
ყივილი, ტოკავდა, ზანზარებდა მთვარის შუქისაგან დაბლონდილი ზეცის თავანი......
XXII
მოწეულიყო არე გაზაფხულისა. ლაინისფერ მთებზე ალაგ-ალაგ ელავდა ხასხასა
სითეთრე. მწვანე შემოსდგომოდა არაგვის ხეობას.
ჰყვაოდა ნუში.
ქედანისფერი, მგლისფერი და ზღვისფერი ებრძოდნენ ურთიერთს კორდებზე .... მზე ეთხოვებოდა მცხეთის ტაძრების მოოქროვილ გუმბათებს.
კონსტანტინე არსაკიძე ნელი ნაბიჯით ჩამოდიოდა ერთსართულიან ქვითკირის
სახლიდან, რომელსაც ჩარდახმორღვეული კოშკი ჰქონდა უკან მოდგმული. ხურსი
აბულელის სახლთუხუცესსრატის ეკუთვნოდა ეს პატარა სასახლე ოდესღაც.
როცა ხურსი სარკინოზებთან გაიქცა, სახლეული და სახლთუხუცესი თან
წარიტანა, მხევალი ნონაი დასტოვა შინ.
მერმე ის იყო, ხუროთმოძღვარის ხარისხი მიუბოძა გიორგი მეფემ არსაკიძეს და
ეს სასახლეც მას გადასცეს.
ხილნარი ერტყა სასახლეს გარშემო, ირანულ გეგმაზე მოწყობილი ბაღჩა,
ათიოდე საფუტკრეც შიგ.
მოხუცებული ნონაი მრავალ წელს მარტოკა ცხოვრობდა ამ უკაცრიელ სახლში.
ყველაზე ადრე მწერი და ქვეწარმავალი შეიცნობს ხოლმე კაცთა ოჯახის
იავარყოფას.
ობობები შეესია კუთხეებს, ხოჭოებით გაივსო კარადები და განჯინები,
მორიელებმა გამოსტეხეს ქვითკირი, ცეცხლისფერი მორიელები ზიმზიმებდნენ
თაროებსა დაფანჯრისრაფებზე.
ნონაი თავგამოდებით ებრძოდა მათ, ბოლოს გაქცევა გადასწყვიტა, დედათა
მონასტერში მონაზვნად აღკვეცას აპირებდა, რადგან ამბავი მოუვიდა – რომელიღაც
ომში მოჰკლესო რატი.
სწორედ ამ დროს დააბინავეს ტყვეყოფილი ლაზი მუნ. სიხარულისაგან ცას ეწია
ნონაი.
მამისეულ ოჯახში ნებივრად აღზრდილს მეურნის ნიჭი არ მოსდგამდა
არსაკიძეს. განდგურების კიდეზე იყო მიმდგარირატისეული სასახლე.
შერყეულიყვნენ თავკიდურები, ბალავარი მიწისძვრას დაეხეთქა, სახურავის
ფიქალი ალაგ-ალაგ ქარს გადაეძრო. ხეხილი დაეზრა ყინვას.
მიმხედავი არავინ სჩანდა.
არსაკიძე დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავდა. მთელს საქართველოში
დაეხეტებოდა, ციხეთა და ეკლესიათა მშენებლობას თვალს ადევნებდა. დაქანცული,
კირში ამოთხვრილი ბრუნდებოდა ნასამხრალზე შინ, ზეზეურად წაიხემსებდა, კვლავ
სამუშაოს მიუჯდებოდა.
თავათ ხაზავდა გეგმებს, ასწორებდა სხვის მიერ დახატულ დეტალებს, არ
ენდობოდა ხელოსნებს, ხანაც საჭრეთელს წაავლებდა ხელს, აქანდაკებდა
ბარელიეფებს, ჩუქურთმებსა სჭრიდა უდრეკ ლოდებზე, საფრესკე ნახაზებს
ამზადებდა თავათ.
საკუთარ შვილსავით უვლიდა ნონაი ჭაბუკს. იტანჯებოდა მოხუცი დიაცი
არსაკიძის უმწეობისა და სიბედშავის შემყურე. დღენიადაგ შრომაში გართულს ჭამაც
ავიწყდებოდა. ჯამიანად უკან დასდევდა ნონაი.
შესჭამეო რამე, ევედრებოდა თავის ახალ ბატონს, რომელსაც ბატონობის უნარიც
არაღმოაჩნდა.
იმ საღამოსაც ჩრდილივით მიიპარებოდა არსაკიძე ბინიდან. ბაღჩაში კაჭაჭსა
სთხრიდა ნონაი.
გამოუდგა.
დღეს უმადოდ ისადილე, ბატონო, მცირეოდენი კორკოტი მაინც ინებეო,
ევედრებოდა. არსაკიძეს ეჩქარებოდა, მაგრამ ხათრი დასდო მოხუცებულს. დედას
აგონებდა იგი უცნაურის მზრუნველობითა.კორკოტიც არა ჰქონდა მოთავებული,
კეცზე შემწვარი ორაგულები მოურბენინა ნონაიმ. მაგვიანდებაო, მოიმიზეზა არსაკიძემ, ხელიდან დაუძვრა მხევალს.
ბაღჩა გადაიარა თუ არა, ფარსმანის სახლს მოჰკრა თვალი.
შევალ და ვინახულებ ავადმყოფ ოსტატს, ეს გაიფიქრა და სწორედ ამ დროს
ძელსა ჰკრეს მთავართა სანათლოის ეკლესიაში. ეზოსმოძღვარის გუშინდელი
საყვედური გაახსენდა ანაზდად: წირვასა და მწუხრზე ვერგხედავენო, ლაზო.
შემდგომ ამისა, ძველთუძველესი ისტორიები წამოიწყო ხუცესმა: ლაზები
იყვნენო პირველქრისტეანნი საქართველოში, მათ აღმართესო ძელი პატიოსანი
პირველად. თუ წარმართმა ფხოველებმა არ გადაგარჯულეს, შენ უნდა იყვეო
სანაქებო სჯულისმოყვარე.
ამ თავაზიან შეგონებაში უცილოდ ერია იდუმალი ქირდვა. კარგად იცოდა
არსაკიძემ, გულბოროტი რომ იყო ეზოსმოძღვარი ამბროსი, ენაჭარტალა და მთესავი
ღვარძლისა.
ახლა, როცა დიდი ხნის წამების შემდეგ ბედმა გაუღიმა, რაღად სჭიროდა
მიუსაფარ ტყვე ლაზს ამ ქვეყნის ძლიერთა გულისწყრომის დამსახურება.
დაქანცული იყო მთელი დღე ხარაჩოებზე თრიალისაგან, შინგაბრუნება
ყველაფერს ერჩია, მაინც მიეძალა გზას.
მარტის მზეს სიმხურვალე დარჩენოდა მთების უბეებში, ხვადაბუნების პაწია
ვენახებს სხლავდნენ. ალაგ-ალაგ კოცონები ენთო ბაღის კუთხეებში, ლიწინ-ლიწინი
გაჰქონდა წალამს.
რქა აეყარა ვაზს, აყვავებულიყო ფშატისა და ატმის ხეები, ლერწები
დასწითლებოდა ნერგებს, მანეულის ბუჩქები ყვითლად ღვიოდნენ. ცეცხლმოდებულ
ჯაგებს წააგავდნენ ისინი.
მწუხრი მშვიდობისას უსურვებდა არსაკიძე ვენახებში მომუშაკეთა.
ბავშვებს სიმღერით შემოჰყავდათ მთავართა სანათლოის გარეუბანში ღორ-ხბო.
მათ უკან კამეჩის ჯოგები მოიზლაზნებოდნენ თემშარაზე, ნახირები მოსდებოდნენ
გზებსა და შუკებს, ყოყინებდნენ თავაწეული კამეჩები, ჭიხვინებდნენ უბელო ჭაკები,
ფალნიანი აქლემები მოაკატუნებდნენ თავს, ქერა კვიცები მოკუნტრუშობდნენ
ტალახიან გზებზე.
კორდი აიარა თუ არა, სვეტიცხოველი გამოჩნდა შორიდან. თავის საყვარელ
ქმნილებისაკენ გაექცა თვალი.
გაიხარა ოსტატის გულმა. ორი წლის წინათ მიწას არ აჩნდა ბალავარი ამ
ადგილიდან. ახლა ხარაჩოების მთელი ტყე იდგა ოთხივე კიდეს. სვეტები, კოჭები,
კაკუტები, ლატნები, ხარიხები და ძელები................
სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ჯვარედინი, წრიული და მანდიკური ხაზები, ეს
ყოველივე ისეთ შთაბეჭდილებას ჰბადებდა შორიდან, გოლიათური ქარის
წისქვილები აუგიათო, ქორედ-ქორედი ხუხულები, დევის ყმაწვილთა სათამაშოდ
გაკეთებული.
ამ უწესრიგო, უსწორო ხაზების ქაოტიურ ზესწრაფვაში მხოლოდ ოსტატის
თვალი თუ ამოიკითხავდა მომავალი ნაგებობის ანაგობას დიდებულს.
არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი
ამქვეყნად.
არსაკიძე გრძნობდა, მეფემ და კათალიკოსმა უდიდეს ოსტატს რომ შეარკინეს
იგი. მოხუცებულ ბრძენკაცს უნდა შებმოდა მოკრძალებული, თავმდაბალი ჭაბუკი,
მის ქმნილებას უნდა დაეჩრდილა ყველა ტაძარიფარსმანის მიერაგებული სამცხეში.
ღმერთმია მოწამე, მას არ მოუწადინებია ეს. არსაკიძის სახელს დასწვდნენ და
ესროლეს იგიფარსმანს, როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს. ხალხს გულამაყი ეგონა არსაკიძე – უთვინიერესი ბუნებით. ჯერ კიდევ
ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და
შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე,
ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი
მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.
არც თუ ოდესმე გაბედავდა არსაკიძე არაგვისა და მტკვრის შესართავთან
ტაძრის აგებას უკვარცხლბეკო ვაკეზე.
აღმოსავლეთიდან ჯვარის ტაძარი გადმოსცქერის მას, სარკინეთისა და
ზედაზენის მთების გვირგვინი, ჩრდილოეთიდან ყაზბეგის მწვერვალიდან ყინვის
ბექთარებში ჩაჭედილი მარადჟამობა.
ეს ყოველივე კარგად ესმოდა არსაკიძეს, ამიტომაც ებრძოდა იგი ამ უხეში
ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანეღმერთს.
ორი წლის წინათ ეს ლოდები, ეს ძელები, ეს აგურები უწესრიგოდ ეყარნენ
მიწაზე, დაჰხედა ოსტატის თვალმა, შეეხო ოსტატის ხელი, ქვა ქვაზე შესდგა, აგური
აგურს წაეპოტინა, კედლებმა მხარი მისცეს ურთიერთს, თაღებმა კამარა შეჰკრეს,
გუმბათმა ნაგებობა დააგვირგვინა. მალე მიეახლება ნაოსტატარს ოსტატი, ქაოსს
შემოაცლის სრულყოფილს, ბედნიერი შემოქმედი, შესძახებს ქმნილებას: იქმენინ
ნათელი!
და ცას მისწვდება ლოდების უცნაური ჰარმონია ცადატყორცნილი და ცაშივე
გაყინული სამარადჟამოდ.
«კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე
ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი
სიმამაცე.
უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი
ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება».
უბანი გაიარა ამ ფიქრით მოცულმა ჭაბუკმა, ველი დაიწყო უკაცრიელი.
გუგულის ხმა მოისმოდა შორიდან. გაზაფხული გაუბედავად მოსდგომოდა არაგვის
ხეობას, გუგული უხმობდა თითქოს მთების უბეებში დაყოვნებულს.
ბეხრეკა მუხა გაეჭაბუკებინა გაზაფხულის სუნთქვას ძალოვანს.
გალურჯებულიყვნენ შტოებზე ლერწები, ია გამოსულიყო აქა-იქ კორდებზე, ავშანის
მხმარ ბუჩქებში განაბული. ფაჩუნებდა ღობემძვრალა ნაზამთრალ ფოთლებში,
წითური ჯინჭველების ქარავანი აღმა აჰყოლოდა დაკორძებულ მუხის ტანს. ხოლო
ქვევით, დაღვარჭნილ ფესვებთან, შავი ჯინჭველები მისეოდნენ გვამგამოფატრულ,
ყვითელ მუხლუხას, ფუსფუსებდნენ გრძელულვაშიანი მეკობრენი, სიცოცხლე
ზეიმობდა სიკვდილის კარზე.
კორდზე წამომჯდარი მწყემსი სალამურს უკრავდა. თხები დაკუნტრუშებდნენ
ქარაფებისფერხთით. ციკნები კიკინებდნენ მაყვლოვანში მონავარდენი.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში.
მწუხრზე ეჩქარებოდა არსაკიძეს, გადასწყვიტა მოკლეებით მოეჭრა სასაფლაოზე
გზა.
საწყალობელი იყო ძველთაძველი საგოდებელი.
ქართული, ბერძნული, არაბული წარწერანი მოსჩანდნენ ლოდებზე, ფრინველთა
სკორეს წაებილწათ უპატრონო სამარხები.
ყორნები წამოიშალნენ ქვის ჯვრებიდან, უკმაყოფილო ყრანტილით მიაშურეს
მუხოვანს. მიდიოდა არსაკიძე, შრიალებდნენ ანწლისა და ავშანის მხმარი კლერტოები.
თვალს გადაჰკრავდა გზადაგზა წარწერებს, ხანაც სამარხებზე დაყუნცულ ვერძებს
გადაჰხედავდა. ზოგ წარწერას კიდევ გაარჩევდა თვალი, ხავსს წარეხოცა ზოგიც.
ქართველები ბერძნები, სარკინოზი, ყველა წამხდარიყო სიკვდილის წინაშე.
ამსოფლიურ ამაოებას მისტიროდნენ, შენდობასა და მოხსენებას ითხოვდნენ ყველანი.
«ნუთუ ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი, ვისაც ეს მზეგადსული თაობანი
შეჰღაღადებენ? თუ სიკვდილის უფალია, ჩრდილების ქვეყნისა და შავეთის თავადი?»
საგოდებელი გადაიარა არსაკიძემ და შეღმართი მოათავა. ანწლისა და ავშანის
კლერტოები წელამდის წვდებოდა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდა ნაზამთრალ
ღეროებს.
იძალა სალამურის ხმამ, ძახილს მოუხშირა გუგულმა.
ასე გამოდიოდა: პანის სალამური და გუგულის ხმა უხმობდნენ გაზაფხულს. ამ
გავერანებულ საგოდებელშიაც გადმოსულიყო იგი, რადგან ავშანისა და ანწლის
ნაფესვარებიდან თავი წამოეყო მორჩს, ყურდაცქვეტილი ყლორტები უღიმოდნენ ცას.
აზმორებდა მიწას სიმხურვალე გაზაფხულისა. სადაცაა ჟვერს უნდა ამოეხეთქა და ამ
ველურ ვეგეტაციას წარეხოცა ეს ხავსიანი ლოდები და ქვის ჯვრები. ეს წარწერანი,
ამაოებისა და სიკვდილის მაუწყებელნი.
გუნება შეეცვალა არსაკიძეს, კიდევ ერთხელ გადაჰხედა სვეტიცხოველს. კორდი
აირბინა ისე მსუბუქად, თითქოს ხელმეორედ შობილიყო ამ ქვეყანაზედ.
მოდიოდა მტკიცე ნაბიჯით დაფიქრობდა თავისთვის:
«ხელოვნებაა თავათ უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერეწევა სიკვდილი.........................................................................
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი
დარჩებაროგორცღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი».
შედრკა საკუთარი ფიქრის წინაშე და ეკლესიისაკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვა
აჩქარებული ნაბიჯით.
ძელსა ჰკრეს სამთავროში ხელახლა.
ზღვა ხალხი ეტეოდა ეზოში, გალავნის გარშემო მოჯარულიყო ბრბო.
ბალღებიანი დიაცები კარიბჭეში ისრისებოდნენ, ჭიხვინებდნენ ქვის ყორეებთან
დაბმული ულაყები, დიდკაცების თოროსან ცხენებს დაასეირნებდნენ მეჯინიბენი.
მათხოვრები, ჯამბაზები და მუცლით მეზღაპრენი ქოთქოთებდნენ
კარიბჭეებთან. ისმოდა ურთიერთი აღრეული გალობა, ტირილი, ბავშვების ღნავილი
და ცხენების ჭიხვინი.
შესავალთან ვიღაც მოხუცი შეაყენა არსაკიძემ.
ჰკითხავდა:
ხატობაზე ხომ არმოსულაო ეს ამდენი ხალხი?
არა, ხატობა როდიაო, მელქისედეკ კათალიკოსი იქადაგებს მწუხრის შემდეგ,
ამადაც მოაწყდაო ხალხი.
არსაკიძეს არ უყვარდა ის უცნაური სუნი, ადამიანების გაჭექილ ეკლესიებში
რომ ხდება საცნაურ, მხოლოდ ეს უნდოდა ლაზს, ეზოსმოძღვარი დაელანდა
როგორმე, ამის შემდეგ მოხდილად ჩათვლიდა მოვალეობას ამჯერად.
ხალხით გაჭედილიყო ტაძარიც, მაინც ყველა შიგ შესვლას მიესწრაფოდა. ორ-ორ
კაცს გამოჰყავდათ გულშემოყრილი ქალები,ერთ მანდილოსანს, გოლიათურ
ანაგობისას, ოთხი ვაჟკაცი შესდგომოდა, სავსებით ფერმიხდილს ძლივს
მიათრევდნენ ბრბოში. კლიროსიდან მოისმოდა სულზე უტკბესი გალობა. ეს გალობა უყვარდა
არსაკიძეს. მხოლოდ ამისთვის დადიოდა წირვაზე, მაგრამ ტაძარში ისეთი ზუნი
იდგა, მხოლოდ კანტიკუნტად მოესმოდა მგალობელთა ხმა.
მწუხრი მოთავებული იყო, როცა არსაკიძემ ტაძრის შუაგულამდის მიაღწია
ძლივს.
კათალიკოსს ქადაგება უკვე დაეწყო.
რა უცნაურია ბრმა შემთხვევის ძალა! სწორედ იაკობის მიერ ღმერთთან
შებრძოლებას ეხებოდა მელქისედეკი.
...«და წიაღ მოიკრიბა იაკობ ყოველივე, როცა იყო მისი და დადგა იგი მარტოი
მუნ და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადამდე.
და ვითარ იხილა რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეეხო ვრცელსა ბარკლისა
მისისასა და დაუბოშა ვრცელი ბარკლისაი იაკობისი, ბრძოლასა მას მისსა მისთანა და
ჰრქვა: განმიტევე მე, რამეთუ აღმოხდა ცისკარი.
და მან ჰრქვა: რაი არის სახელი შენი?
ხოლო მან ჰრქვა: იაკობ».
ეს ადგილი ზეპირად წარსთქვა მელქისედეკმა.
შემდგომ ამისა მტკიცე და შუდრეკელი ხმით განაცხადა:
მოწესეებსა და მღვდლებს მართებთო კარგად განმარტება ამ ადგილისა, რადაგნ
მწვალებელნი და მკრეხელნი აუგად იყენებენო იაკობის მიერ ღმერთთან ბრძოლის
ამბავს.
ამქვეყნიური სახელითა და პატივით გულმოცემულნი შემოქმედს უტოლებენ
თავს, ღმერთთან შერკინებას მიელტვიანო.
აქ ხმა აუმაღლა კათალიკოსმა და იქედნური ღიმილით დასძინა: ამ საცოდავებს
ის ავიწყდებათ, ბარკალირომ მოსტეხაო ღმერთმა თავის უფალთან მორკინე იაკობს.
ბიბინებდნენ კანკელის წინ სანთლები, ელავდა ოქრომკედი კათალიკოსის
ომფორზე, ციმციმებდნენ ვარშამანგის ალმასები.
ღაწვისთავები შესწითლებოდა მელქისედეკს, მომნუსხველი მზერით
შესცქეროდა იგი გარს მოჯარულ ბრბოს.
ამ წუთში ასე ეგონა არსაკიძეს: მას ერთს შესცქეროდა კათალიკოსი, ეჭვი აღეძრა
მცირეოდენი. წეღანდელიფიქრი ხომ არშეიცნოო ამ მოხუცმა გრძნეულების ძალით?
ჯიქურ შეხედა კათალიკოსს, მაგრამ მალე თავი დაჰხარა, ვერ აიტანა
მელქისედეკის დაძაბული მზერის სიმძაფრე.
გული უწუხდება კონსტანტინეს, ბრბოში გაჭექილს. ოფლის სუნი მისწვდა მის
სათუთ ყნოსვას, ოფლისა, საკმეველისა და მირონის სუნი ურთიერთში აღრეული.
კარებისკენ უკუიქცა.
მიდიოდა. კი არ მიდიოდა, მხარულით მისცურავდა თითქოს. არსაკიძე ჯერ
კიდევ არიყო გამოსული ტაძრიდან, როცა მელქისედეკმა ქადაგება მოათავა.
ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ყოველ კუთხეში.
აბობოქრდა ხალხი, დიდი და მცირე საკურთხევლისაკენ გაეშურა კათალიკოსის
დამჭკნარი ხელის ამბორსაყოფად, მაგრამ რადგანაც ბრბოს მრავალი ათასი პირი
ჰქონდა, ხოლო მელქისედეკს ერთადერთი მარჯვენა, საშინელი სრესა გაიმართა.
ოთხივე კარიდან შემოაწვა გაჭექილ ტაძარს ხალხი.
მთავარდიკვნის კათედრა წააქციეს.
ერთბაშად იკივლა ვიღაც დედაკაცმა. მცირე ხანს ზუზუნებდა შეტბორებული
ბრბო, თოთო ბავშვის ცხედარი ამოტივტივდა ორი ვაჟკაცის ხელებზე. არსაკიძე შეჰზარა თავგასრესილ ბალღის შეხვედამ, თვალი აარიდა და მთელის
ძალღონით დაიძრა გასასვლისაკენ, დაქანცულობა გადაავიწყდა გაგულისებულს,
ბოლოს ძლივს გავიდა ეზოში საკინძეშემოხეული.
იმხანად ასეთი ჩვეულება დასჩემდა არსაკიძეს.
ყოველ ეკლესიას საგანგებოდ ატოლებდა სვეტიცხოველის მომავალ შენობას.
ამიტომაც ორჯერ შემოუარა სამთავროს ეკლესიას ბნელში. ნაბიჯით გამოზომა
სიგრძე და სიგანე. გაცილებით უფრო დიდი აღმოჩნდა ახალი სვეტიცხოველი. იამა ეს
ამბავი ოსტატს.
მუდამ ასეთი ყოფილა ხელოვანის ბედი.
როგორც ტოილოთი დაბმული ცხენი გარს უვლის ხოლმე დღედაღამ პალოს, აქ
მოსძოვს მცირეს, იქ მოიბალახებს, დადის წრის გარშემო გაჩხიბულივით, ასევე
ოსტატს მუდამ თვალწინ უდგას შემოქმედების თვისის საგანი, სულ ერთია,
სეირნობს იგი, ლხინს ეძლევა, ან და მაშინაც, როცა ბრბოში უსაქმურად დაეხეტება,
მარადჟამს თავის პირმშოს დასტრიალებს გონების თვალით.
მთვარე ამოსულიყო უკვე.
ცაცხვის ჩრდილში იდგა არსაკიძე, მძინარე ქალაქს გადასცქეროდა. ჩრდილის
კარიდან ეზოსმოძღვარი გამოძვრა. პირდაპირ შეეჩეხა ბნელში მდგარ
ხუროთმოძღვარს.
«მწუხრი მშვიდობისა».
წაიბუტბუტა არსაკიძემ, მაგრამ ეზოსმოძღვარი ისე გაოგნებულ იყო, არც კი
სმენია ეს მისალმება.
სჩანდა: ვიღაცას უთვალთვალებდა იგი ეკლესიის ეზოში.
კისერი წაიგრძელა ხუცესმა და მიჰყვა დიაცების ერთ ჯგუფს, საქალებოდან
გამოსულს იმ წუთში.
არსაკიძეს ცნობის წადილი მოეძალა.
ნაბიჯს აუჩქარა.
შენიშვნა: ფხოვურ სამოსში გამოწყობილ მხევლებს ვიღაც მანდილოსანი
მიჰყავდათ ეზოში.
მიუახლოვდა თუ არა, ვარდისახარის შინდისფერი თავშალი შეიცნო არსაკიძემ.
შესაძლოა შორენა მოჰყავდეთო, ეს გაიფიქრა და წამოეწია. ორიოდე ნაბიჯით
გაუსწრო მოახლეებს, უკან მოიხედაფრთხილად.
თავჩაღუნული მოდიოდა შორენა, სახეს არიდებდა ცნობისმოყვარეთა
დაჟინებულ მზერას. გამსჭვირვალე ბლონდი ებურა პირზე, ბროწეულის ყვავილის
დარი, სითვით ამოქარგული.
ორი შკვარიანი მოახლე გვერდით მისდევდა. სიყვითლის იერი გადასდიოდა
ღაწვებზე. არსაკიძეს ვერ გაეგო, შუქის ანარეკლი იყო ეს, თუ ბუნებრივ ფერად
ქცეოდა იგი ტყვეს?
არსაკიძემ შენიშნა, ვარდისახარმა შეიცნო იგი.
ორჯერმოიხედა ზედიზედ, მზერა აარიდა ჭაბუკმა ქალს.
სწორედ ამ დროს გაიელვა მის წინაშე ეზოსმოძღვარის ლანდმა.
გაეცალა არსაკიძე შაოსანს. ნელის ნაბიჯით მიდიოდა ბრბოში. ცალკერძ
ფხოველ ქალების გუნდს უთვალთვალებდა, ცალკერძ შავ ანაფორას ხუცისას.
ისევ მოუარა წადილმა. უნდოდა როგორმე წამოსწეოდა ფხოველ დიაცებს,
მწუხრი მშვიდობისა მაინც ეთქვა შეფარვით. უცნაური ხმები დადიოდა ბოლო ხანს შორენას გამო მცხეთაში. საბელით
გადააპარესო იგი მოახლეებმა ღართისკარის ციხიდან ღამით. ფხოვს გაქცეულაო
თორ-აბჯარში გადაცმული ტყვე, ახალ ამბოხებას აწყობსო ერისთავის ასული ახლა.
სულ სხვას ამბობდნენ სხვანი: უფლისციხეში ჰყავსო კოლონკელიძის ქალი
მეფეს, დასნეულდაო ბნელში ჯდომისაგან შორენა.
ასეთი რამეც განაგონი ჰქონდა არსაკიძეს: ბედიის მონასტერს წარგზავნაო იგი
კათალიკოსმა, მონაზვნად აღკვეცილაო მუნ.
დაწინაურდა არსაკიძე ბრბოში, ისევ წაებლანდა მის მზერას ეზოსმოძღვარის
შავი ანაფორა.
მშვენიერი საღამო იყო, გაზაფხულის ამო სუნთქვით დამტკბარი. ცაცხვების
შტოები ელავდნენ ვარსკვლავებით, მთვარე გადმოსულიყო სარკინეთის შავჯაგრიან
ზურგზე.
ფხოველი ქალების დანახვამ უცნაურად ააფორიაქა არსაკიძე, ტკბილი სიყრმე
მოაგონა თავისი, ბედითად შეწყვეტილი ლხენა სიჭაბუკისა.
ვიწრო ქუჩაში მოლაშლაშებდა მლოცველების ბრბო. მარტოობა მოუნდა
გულდარდიან ჭაბუკს. ქუჩის გასწვრივ ნანგრევები იყო ძველი, მათ ჩრდილს შეაფარა
თავი. მიდიოდა დარდიანი, თავჩაქინდრული.
ვიღაცამ უბიძგა მკლავი. რიდით პირახვეული ლანდი ეუცნაურა. შეკრთა,
აღელდა, ვარდისახარი შეიცნო მყისვე.
თილისმურად უღიმოდა დიაცი.
წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ვარდისახარი, შორს მიმავალ მოახლეების
ჯგუფს არაცილებდა თვალს.
«სად იყავი აქამდის, რად არსჩანდი მცხეთაში?»
ეს ჰკითხა არსაკიძემ პირველად.
«ღართისკარის ციხეში ვისხედით»...
«ახლა?»
ახლა შეგვიწყალაო მეფემ, ხურსისეული სასახლე მიგვიჩინა. იმასაც ამბობენ,
დროებითა ვართო მანდ, აფხაზეთს გვგზავნისო კათალიკოსი.
არსაკიძე გაოცდა. სიზმარი ეგონა ეს ყოველივე.
«შენი ამბავი წვრილად გვამცნო ჩვენმა მოძღვარმა, ათანასე ბერმა. მეფეს
გაუცვნიხარ ნადირობის დროს, წარჩინება მიგიღიაო. შორენა გახარებულია ამ
ამბით.ფხოვიდან თუ გსმენიარაიმე?»
ეუბნება სხაპასხუპით ვარდისახარი, ხურვება შეყრილივით უცახცახებს ყბები.
ფხოვიდან არაფერი მსმენიაო ჯერაც.
ქალი გაოგნებული შესცქეროდა ვაჟს. არსაკიძეს ბრბოსკენ გაექცა თვალი. ხელი
მკლავზე წაავლო გაშტერებულ ქალს.
«გესმის ვარდისახარ, გესმის, მეც თქვენს ახლოს მიმიჩინეს ბინა. შებინდებულზე
მოდი როგორმე, ნონაი იკითხე, სახლთუხუცესის რატის მხევალი. ახლა წადი,
ეზოსმოძღვარი გვითვალთვალებს ვგონებ».
რიდე აიფარა დიაცმა, კედელს აეკრა და ისაფრა ჩრდილი, ბნელში წალასლასდა
ლანდი.
უცნაურად მოსწყდა არსაკიძე იოგებში. ნაბიჯს უკლო, სასაფლაოსკენ
გადავივლიო, გაიფიქრა მარტო შთენილმა.
ცა იისფერი იყო, ვარსკვლავები მჭმუნვარედ აფახულებდნენ მოოქროვილ
წამწამებს. ვარდისახარის სქელი ტუჩები თვალწინ დაუდგა, ვნებისაგან უელავდა დიაცს
თვალები.
ფხოვური მაღალი ცა მოგონდა. ვარდისახარის რბილი და ტფილი სხეულის
სიტკბო, თავის წაწალთან გათენებულიღამეები.
საოცარმა ნდომამ იფეთქა ჭაბუკის გულში.
ისევ აუჩქარა ნაბიჯს. ფხოველი დიაცები აღარ სჩანდნენ ბრბოში, ლანდივით
მოეჩვენა ვარდისახარი წეღან, უნდოდა შორენასთვის სახეში ჩაეხედნა, წამიერად
ენახა სიყრმის მეგობარიროგორმე.
ახლა თუ წაახელებდა იგი, არმოერიდებოდა ეზოსმოძღვარს, ახლოს ჩაუვლიდა,
მწუხრი მშვიდობისაო, –ეტყოდა მაინც.
პატარა სამლოცველოს გვერდით ვიწროვდებოდა ტალახიანი ქუჩა.
მლოცველების ბრბო შეტბორდა. არსაკიძემ ისარგებლა ამით.
ისევ წააწყდა მისი თვალი შინდისფერ თავსაფარს. შორენას მოქარგულმა
ბლონდმაც გაიელვა მკვარის სინათლეში.
ახლა ეს შენიშნა არსაკიძემ, – გარსმოჯარული მცხეთელი დიაცები.
მომეტებულის გულისყურით უჭვრეტდნენ ერისთავის ქალსა და მის მოახლეებს.
ფხოვური ჩოხა ეცვა კონსტანტინეს, მიახლებოდაფხოველ დიაცებს?
ეს თვალში ეცემოდა ყველას.
კვლავ მოუდუნდა ნებისყოფა ჭაბუკს, შესაძლოა, ქალებს დაუშავდესო რამე.
ორი ყმაწვილი ქალი უკან მიჰყვებოდა ფხოველ ტყვეებს. მანდილიანი
ეჩურჩულებოდარიდემოსხმულს.
რიდით შებურვილმა რაღაცა ჰკითხა მანდილიანს (ეს ვერ გაარჩია არსაკიძემ).
პასუხი გაიგონა მხოლოდ:
«კოლონკელიძის ასულია, შორენა».
«დედოფალივით ქალია, არა?»
ამას ამბობდა მაღალი მანდილოსანი.
«არც ბევრი უკლია»...
ეუბნებარიდემოსხმული.
«რად იტყვი მაგას,ქა?»
«გიორგი მეფის ხარჭაა, ხომ იცი»...
სამსჭვალივით ეცა ეს სიტყვები არსაკიძეს.
უნდოდა მივარდნოდა ენაჭარტალა დიაცს, მიეხლა: სტყუიო.
თავი შეიკავა, გველცემულივით გამოტრიალდა, პირდაპირ შეეჩეხა მის უკან
მომავალ ეზოსმოძღვარს, მდუმარედ ჩაუარა მას და ბნელ შუკაში გაუჩინარდა.
XXIII
ხუროთმოძღვართუხუცესის სასამართლოში მოწოდებამ დიდი მითქმა-მოთქმა
აღძრა მცხეთის სასახლეში. ნამდვილი ვითარება საქმისა სამიოდე პირმა იცოდა
მხოლოდ.
მიუხედავად ამისა, ფარსმანის დასჯას მოითხოვდა დიდი და მცირე,
განსაკუთრებით მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მემხრენი.
ყველას, ყველას სძაგდა ფარსმანი თავისი ყბადაღებული «წარმართობისა» და
მუსლიმური ჩაცმულობის გამოც.
არც დედოფალს მოსწონდა თავიდანვე იგი, მაგრამ მის შემცვლელს ვერავის
ხედავდა ეკლესიათა მშენებლობით გატაცებული, ამიტომაც ითმენდა «სახითაბარბაროსს და სჯულითა ტარტაროზს» (როგორც უწოდებდა ხოლმე ეზოსმოძღვარი
ფარსმანს).
მარიამ დედოფლის ოცნება ეს იყო: მთელი საქართველო ეკლესიად და
მონასტრად ექცია; არა მარტო საქართველო და სომხეთი, მთელი ქვეყანა.
აფხაზეთიდან ახლადჩამოსულს ამბავი დაახვედრეს უფლისციხეში: მეფემ და
კათალიკოსმა ახალგაზრდა, ქრისტიანი ლაზი დააწინაურესო. ფრიად გაიხარა
დედოფალმა, თუმცა ჯერარც არსაკიძე ენახა და არც მისი ნახელოვნები.
უფლისციხეშივე ამცნეს: ფანასკერტელის ქალს გამიჯნურებია მოხუცი ფარსმანი.
თუმცა ფანასკერტელიც ისევე სძაგდა, როგორც ყოველი ნაშიერი დიდაზნაურთა
გვარისა, მაინც მოითხოვდაფარსმანის დასჯას.
ყველაზე მეტად წმ. გიორგის მცხეთის სასახლიდან «გაპარვამ» დააღონა მარიამი,
უდიდესი უბედურების მაცნედ მიიჩნია ეს ამბავი.
მცხეთაში ჩამოსვლისთანავე ითავა და მერმე ის იყო, მეფემ, კათალიკოსმა და
ეზოსმოძღვარმა დიდძალი საკლავი წაასხმევინეს ნოკორნას, თაყვანი სცეს ახალ
საბრძანისში წმინდანს.
ფხოველნი, წანარნი დაღილღვნი მოაწყდნენ ნოკორნას მონასტერს იმ დღეს.
თავათ კათალიკოსი სწირავდა. ნაწირველს დიდხანს იქადაგა მელქისედეკმა.
მეფემ დაიჩოქა და ეამბორა განრისხებულ ღვთაებას. შემდგომ ამისა, დედოფალი
მიეახლა ფორთხვით, მდუღარე ცრემლებით დაალტო ხატი, თავის ოჯახზე გულის
მობრუნება შესთხოვა წმინდანს.
ამაოდ ეცადა ეზოსმოძღვარი როგორმე წვრილად მოეხსენებინა ფარსმანის
დანაშაულის ნამდვილი ვითარება დედოფილისათვის, მაგრამ საამისოდ ისეთი
ბიწიერი სიტყვები უნდა ეხმარა, მათი წარმოთქმაც ვერგაჰბედა შემასმენელმა.
მარიამ დედოფალი სომეხთა მეფის ასული იყო. მან შემოიტანა სასახლეში
აფხაზთა მეფეებისათვის სავსებით უცხო, ასკეტური სული.
მარიამი თვალს ადევნებდა არა მარტო რელიგიური რიტუალების სასახლეში
შესრულებას, არამედ მონასტრებისა და ეკლესიების ყოფას, მღვდელმთავართა,
ეპისკოპოზთა, მოწესეთა ზნეობას.
მისი ყოვლისმხილველი თვალი და ყოვლისმსმენელი ყური ეზოსმოძღვარი
ამბროსი იყო, იგი უთვალთვალებდა არა მარტო სამღვდელოთა, არამედ თავათ მეფეს,
მის ვაზირებსა და ერისთავებს.
ფარსმანის საქმის გამო დაჟინებით სდუმდა გიორგი, რადგან კარგად იცოდა
მეფემ: მის მიერ თუნდაც რაიმე აზრის გამოთქმაც განჩინების წინასწარ გამოტანა
იქნებოდა უთუოდ.
ზვიად სპასალარიც თავს იკავებდა. მაინცდამაინც არც მას უყვარდა ფარსმანი,
მაგრამ როგორც ყოველ საქმეში, აქაც სამხედრო მოსაზრება ამოძრავებდა სპასალარს
მხოლოდ.
კარგად ჰხედავდა: დღითი დღე რთულდებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობა.
«კომნინის შეთქმულებას» საშინელი დევნა მოჰყვა, ეს ყოველივე ქართველობას
დაატყდა თავზე.
ცნობილია: ვესტარხების ხარისხს მარტოოდენ ქართველებსა და სომხებს
ანიჭებდნენ ხოლმე ბიზანტიის კეისრები. უკანასკნელ წლებში მხოლოდ სომხებს
მიუბოძა ბასილ კეისარმა ეს ხარისხი.
ბიზანტიონში შეიპყრეს ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს სამშობლოდან
გაქცეული კლარჯეთელი აზნაურები, სავსებით უბრალოდ დაუკავშირეს ისინი
«კომნინის საქმეს», მსტოვარების მიერსაგანგებოდ შეთხზულს. ამგვარი ატმოსფერო შეურიგებელ აზრთა სხვაობას იწვევდა გიორგი მეფის
სასახლეში. დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ
ისინი საქართველოს მტერს როდი ჰხედავდნენ კეისარში, არამედ ქრისტიანული
სამყაროს უზენაესს არსებას, რომელიც ვითარცა რომის იმპერატორი და «პონტიფექს
მაქსიმუმ», მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამქვეყნად.
ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობით დაბრმავებულმა თავისი სამეფო გადასცა
ბასილი კეისარს სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ.
ზვიადი ამჩნევდა: «კომნინის შეთქმულება» საქართველოსაკენ მოღერილი
მახვილის ალესვას მოასწავებდა მხოლოდ.
ასეთ დროში ფარსმანისთვის თვალების დაწვა არც ისე იოლად გადასაწყვეტი
იყო.
ეკლესიათა მშენებელი დიახაც მოიძებნა, მაგრამ მეფისა და სპასალარის გარდა
არავინ უწყოდა, რომ რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა
ფარსმანმა იცოდა მხოლოდ.
ამ საიდუმლოს სხვისთვის გადაცემას არც აპირებდა იგი.
გარდა ამისა, არც საქართველოში, არც წინა აზიაში ფარსმანზე უფრო დიდი
მცოდე ციხეთმშენებლობისა ზვიად სპასალარს არეგულებოდა.
*
მეფე გიორგი უჩვეულოდ ღელავდა. სამჯერ გადაადებინა საქმე. ბოლოს მარტის
27-ს უნდა წარსდგომოდა სასამართლოსფარსმანი.
ახმობინა მეფემ მსაჯულთუხუცესი, დედათა მონასტრის წინამდგომი
ვერხაულისძის ქალი და ეზოსმოძღვარი.
გამოუცხადა: ფანასკერტელის ქალის საქმე არავისთვის ემცნოთ მსჯავრის
გამოტანამდის. თვით მარიამ დედოფლისათვის არ გაემხილათ საქმის შინაარსი.
უსასტიკესი სასჯელით დაემუქრა სამთავეს.
შემდგომ ამისა, მსახურთუხუცესი წარგზავნა, მელქისედეკ კათალიკოსი
აწვევინა. სამგზის ეახლა იგი მელქისედეკს, სამგზისვე ლოგინად ჩავარდნილი
დაუხვდა მელქისედეკი მოციქულს.
მეფე თავათ იყო სასამართლოს უზენაესი წინამდგომი. მისთვის დიახ
უხერხული იქნებოდა საქმის მოსპობის, ან ფარსმანის შეწყალების მოთხოვნა, რაკი
მოაჯის – ფანასკერტელის ქალის ძიება საქმეში იყო ჩართული.
ბოლოს თავათ დააპირა კათალიკოსთან წასვლა, მაგრამ ერთიც ვნახოთ,
სადარბაზოდ მოსული მეფე გაეწბილებინა მელქისედეკს?
ეს დიდად საჩინოდ გახდიდა მათ შორის უჩინარად წარმოებულ ბრძოლას.
რაკი კათალიკოსთან სათათბიროდ წარგზავნილისათვის ფრიად დიდი და
იდუმალი საქმენი უნდა გაემხილათ, ზვიად სპასალარმა თავათ შესთავაზა გიორგის:
მე ვეახლებიო კათალიკოსს.
მეფემ დაათათბირა ზვიადი, ყოველივე წვრილად უნდა აეხსნა
მელქისედეკისათვის.
დიდხანს იჩურჩულეს, ბოლოს დააბარა: არავინ დაესწრო ამ საუბრის დროს.
სპასალარმა უგუნებობა შეამჩნია გიორგის, მიზეზი ჰკითხა. წინა ღამის უძინარი
ვარო, მოიმიზეზა.
თათბირი მოთავებული ჰქონდათ, მეფემ თრიაქი გადმოიღო, ნარგილე გააჩაღა
და სწორედ ამ დროს მალემსრბოლი ჩამოვიდა ბიზანტიონიდან. გახსნეს გრაგნილი და ასეთი ამბავი ამოიკითხეს:
ტაოდან იერუსალიმს სალოცავად მიმავალი ბერი ზაქარია შეეპყრო ანტიოქიის
დომესტიკს. ბასილისთვის გადაეგზავნა, კეისარს დილეგში ჩაეგდო იგი.
შესწამეს თურმე ზაქარიას, მას მიეტანოს თითქოს კომნინისათვის გიორგი მეფის
მიერ გაგზავნილი წითელი წაღები, და მისივე სახელით კეისრობა მიელოცნოს
განდგომილისათვის.
დიდხანს ეწამებინათ ბერი ზაქარია, მისგან ამას მოითხოვდნენ,
დაედასტურებინა ოღონდ: მართლაც გაეგზავნოს თითქოს წითელი წაღები
კომნინისათვის გიორგი მეფეს. მყისვე განთავისუფლებას ჰპირდებოდნენ ბერს,
კესარეის საეპისკოპოზო ტახტს აღუთქვამდნენ თურმე.
ზაქარიას მტკიცე უარი განეცხადებინა.
რაკი აღთქმებით ვერგააწყვესრა, დილეგში ჩააგდეს კვლავ, ვირთხები მიუსიეს.
როცა დაკითხვებით თავი მოაბეზრეს, სიმუნჯე მოიგონა.
ენა მოსჭრეს თურმე.
რაკი დამუნჯდი, ენარაღად გინდაო, დასცინოდნენღრმად მოხუცებულს.
გიორგი გააცოფა ამ ამბავმა.
წამოვარდა, მუშტებს უშენდა ტაბლას.
«ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად
გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს
ძაღლთაპირი ბასილი კეისარი»...
ყვიროდა მეფე.
ასეთი სიტყვები არასოდეს სმენოდა მისგან სპასალარს.
ნუთუ ამას ვერ ჰხედავს დაბრმავებული მელქისედეკი? აღარც მარიამ
დედოფალს ესმის ეს საფრთხე».
ზვიადს გაუხარდა ეს ამბავი ერთის მხრით, მიხვდა: დიდად წაადგებოდა იგი
კათალიკოსის სიჯიუტის დასათრგუნველად.
წასვლას დაადგა ზვიადი და სწორედ ამ დროს გაიღო კარი, დედოფალი
შემოვიდა დარბაზში.
სიგამხდრეს უფრო მეტად გაემაღლებინა ისედაც ახოვანი, პირხმელი ქალი.
ფერგამკრთალი სჩანდა და სახეგამშრალი.
ჩინური, შავი ფარჩა ეცვა, დიდრონი ალმასების მანიაკი ირისეს დარად
უთიმთიმებდა ყელის გარშემო. წვრილსა და გრძელ კისერზე უცნაურად დაბერილი,
ენერგიული ძარღვები მოუჩანდა, რისხვიანად უელავდნენ წამოსივებული თვალები.
ზვიადმა თაყვანი სცა.
მშრალად მიესალმა სპასალარს.
ზედ ეტყობოდა: აფხაზეთში მოგზაურობას თუ შინ დახვედრილ უსიამო ამბებს
ფრიად მოექანცა დედოფალი.
როცა სპასალარს სალამითვე მიუგო, ნაძალადევად გაუღიმა. ჭარბად წაცხებულ
უმარულს ვერ დაეფარა ჩიტის ნაფეხურივით წვრილი, წვრილი ნაოჭები, ფართე და
სევდიან თვალების გარშემო მომდგარნი.
უჩვეულო შარიშურით გაიარა საწოლის დარბაზისაკენ. კარის გახურვაზედაც
შეამჩნია ზვიადმა, რაღაც დიდი უსიამოვნება უნდა მოსვლოდა ცოლ-ქმარს.
ზვიადმა თაყვანისცა მეფეს, ღამე ნებისაო, ჩაილუღლუღა.
გიორგი მეფე იჯდა, თრიაქსა სწევდა, არც კი გაუგონია სპასალარის გამოსალმება.
დარბაზის კარამდისაც არ იქნებოდა მიღწეული ზვიადი, როცა გიორგიმ თავი
აიღო და მიაძახა: «შენ გეტყვი, ზვიად, მობრუნდი, აქ დაჯე!»
ზვიადი გაოცდა, გიორგის არა სჩვეოდა უკუხმობა მიმავლისა, არც თუ ოდესმე
დავიწყნია წარგზავნილისათვის დაბარება შესათვლელისა.
როცა ნარგილეს გვერდით მჯდარს თავზე წამოადგა სპასალარი, დიდხანს იყო
გაოგნებული, თითქოს დაავიწყდაო, წეღანრომ უხმობდა ზვიადს.
იდგა გახევებული სპასალარი, ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა მეფე,
თმა შუბლზე ჩამოფხატოდა, ღაწვები ჩავარდნოდა, სახე დაგრძელებოდა. თმის
ყოველ ღერზე ეტყობოდა, თუ როგორ აფორიაქებოდა ბუნება საერთოდ გულდინჯსა
და უშიშარვაჟკაცს.
სპასალარმა ნელა დახველა. ამით უნდოდა შეეხსენებინა ფიქრით მოცულ
გიორგისათვის: რად მიხმეო წეღან?
თავი აიღო.
თრიაქი თუ გსურსო?
შეეკითხა იგი ზვიადს.
მადლობა მოახსენა: არა, უკვე არვწევო თრიაქს.
მეფემ სელზე დაჯდომა ანიშნა თვალით, კიდევ მცირე ხანს სდუმდა... მერმე
ამღვრეული თვალები ჯიქურად მიანათა სპასალარს და ეუბნება:
«შენ გეტყვი, ზვიად, თუ მელქისედეკმა შორენას გამო რაიმე გითხრა, რას მიუგებ
მაშინ?»
ზვიადი აიმღვრა.
«მხოლოდ იმას, რასაც მეფე მიბრძანებს, პატრონი ჩემი».
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა და გაუმეორა:
«მხოლოდ იმას, რასაც მეფე გიბრძანებს... ჰმ»...
«რადა ბრძანებთ ამას, მეფეთ მეფეო?»
«არა, ისე ვთქვი»...
მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:
«დედოფალი წამეკიდა წუხელ, სჩანს ეზოსმოძღვარს უჭორავნია... მარიამ
ყოველივეს ამცნობდა კათალიკოსს, ალბათ, თუ მელქისედეკმა შორენას წარგზავნა
მოითხოვა, აფხაზეთს წარგზავნა და ბედიაში მონაზვნად აღკვეცა, არამც და არამც არ
მისცე ჩემის სახელით დასტური.ხოლო»...
აქ ისევ დადუმდა, მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო: «ხოლო თუ კათალიკოსი
გაჯიქდეს, უთხარი ჩემის სახელით, გირშელს მიათხოვებენ-თქო შორენას,
ყველისციხის პატრონს, დედიჩემის დისწულს.
ეცადე აქამდის არ მიიყვანო საქმე, თუ სხვა ღონე არ იქნეს, დაეთანხმე,
გურანდუხტმა მზითევი გადმოუგზავნა-თქო უკვე, მეფემ დასტური მისცა-თქო.
გირშელს მიათხოვებენ-თქო ყველისციხის პატრონს. ასე უთხარი და ვნახოთ მერმე»...
ხელახლა თაყვანი სცა ზვიადმა მეფეს, მან კვლავ ჩაიდო ნარგილეს მილი პირში,
გააბოლა. მცირე ხანს რეტდასხმული იჯდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ
მიაძახა მიმავალს:
«წითელი წაღების ამბავი გამოიყენე შენებურად, ზვიად»...
XXIV
ბინდი გადმომდგარიყო სარკინეთის მთებზე, როცა კათალიკოსის ბაღში ფეხი
შესდგა ზვიად სპასალარმა. ღვივოდა მიმავალი სხივის ნამუსრევი ატმების
აყვავებულ შტოებზე. ფარშავანგების ჩხავილი მოისმოდა საიდანღაც. ზვიადს ეს უნდოდა: შეუმჩნევლად შეპარულიყო კათალიკოსის სასახლეში
როგორმე.
შველმა გადაურბინა გზაზე. ყურდაცქვეტილი შესდგა ნუშის ქვეშ. ერთი შეხედა,
შეკუნტრუშდა და შრამელებისკენ გაჰქანდა ჭენებით. უზარმაზარი ნაგაზები
გამოენთნენღრიანცელით სტუმარს.
ზვიადს დაცდილი ჰქონდა: საერთოდ არ ერჩოდნენ ძაღლები მას, მაგრამ ესენი
ისე მჭიდროდ შემოესიენ, ქარქაშიანი ხმლით იგერიებდა, უყვიროდა მყეფარებს.
ბოლოს მისჭირდა საქმე, ერიდებოდა ომებში მრავალნაცად მახვილის ამოღებას,
სწორედ ამ დროს გამოსცვივდნენ შრამელებიდან მონები, დატუქსეს ძაღლები.
აივნის კარი გაიღო, ეზოსმოძღვარმა გამოჰყო თავი. ისევ გაუჩინარდა. არ იამა
ზვიადს: რად გადავაწყდიო ამ მელაძუა ხუცესს?
იცოდა: უსიტყვოდ მიხვდებოდა ამბროსი სპასალარის დარბაზობის საგანს.
დღესვე მოახსენებდა დედოფალს.
მეფესა და სპასალარს აგრე ეწადათ: ყოველივე ისე მოეწყოთ, ვითომდაც
მელქისედეკს თავათ განეჭვრიტოს ყოველივე წინასწარ, სახელმწიფური მოსაზრებით
შეეჩერებინოს ფარსმანის საქმე, რაკი ზნეობისა და სჯულის ვითარებანი
კათალიკოსის საუფლოს შეადგენდნენ უპირატესად.
კიბის ხარიხაზე ფეხი შესდგა ზვიადმა თუ არა, ეზოსმოძღვარმა კვლავ გამოჰყო
ტალანიდან თავი.
«მობრძანდით, ზვიად ბატონო», – შემოეგება ღიმილით სტუმარს, მარად
მოღუშული, შეყრილი წარბები არც კი გაუხსნია ზვიადს, ისე მიუგდო «მწუხრი
მშვიდობისა» ხუცესს დაღია კარში შეასწრო ანაზდად.
სამ დარბაზში გაატარა ეზოსმოძღვარმა სტუმარი. საკმეველისა და მურის სუნი
სდიოდა ირგვლივ. თაფლის სანთლები ლიცლიცებდნენ ნიშებში ჩარაზმულ ხატების
წინაშე.
პირჯვრის წერით მიჰყვებოდა სპასალარი ეზოსმოძღვარს, მიფათურობდა
გარეშემო დაფანტულ დგამს შორის.
საწოლი დარბაზის კარი ღია იყო. შიგ შესვლამდის თვალი მოჰკრა ზვიადმა
მელქისედეკის გაფითრებულ სახეს, უზარმაზარბალიშზე მთლად დალეულს.
სასთუმალთან უსხდნენ კათალიკოსს მამათა მონასტრის მამაი სტეფანოზ,
მცხეთის მიტროპოლიტირაჟდენი და გაიოზ ბერი.
სამი მემაშხლე თავზე ადგა სტუმრებს. აქაც უამრავი სანთლები ლიცლიცებდნენ
ხატებისა და ჯვრების წინაშე.
როცა კათალიკოსს თაყვანი სცა ზვიადმა და ხელზე ეამბორა მას, დარწმუნდა:
სრულიადაც არ უნდა ჰქონოდა მელქისედეკს სიცხე. მიხვდა: ეს «ლოგინად ჩავარდნა»
მხოლოდ იმას მოასწავებდა, რომ მელქისედეკს არა სურდა ჯერჯერობით
შეხვედროდა მეფეს.
ზვიადს ისეთი დაფანჩვული წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდა, მძინარე
ეგონებოდა უცხოს. მიუხედავად ამისა, გაუმხელელ ზრახვათა შეცნობის
დიდოსტატიც იყო ზვიად სპასალარი.
ახლა ცხადი იყო, თუ რად გამოსტოვა კათალიკოსმა სამი დღის წინათ
დანიშნული ბჭობა, სვეტიცხოვლისათვის საჭირო ახალი მასალისა და მუშახელის
მოსახვეჭად მოწვეული გიორგის მიერ.
როცა მისალმებანი და ურთიერთის მოკითხვა მოთავდა, ერთბაშად დიდი
უხერხულობა შეიცნო ზვიადმა, ამაოდ ეძებდა კათალიკოსთან გასაუბრების საგანს,
მაგრამ იგი არაღმოჩნდა ანაზდად. ეზოსმოძღვარი ფეხზე იდგა, პირში შესციცინებდა სპასალარს, თავისი რჩხია,
ცერცვისფერი თვალებით ეუბნებოდა თითქოს: სთქვი ბარემ, რისთვის მოსულხარ?
სულ ერთია, უთქმელადაც ყოველივე ვიციო.
ეკლესიის ყვავებივით დამსხადრიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ.
მათგან ისეთი შთაბეჭდილება მიიღო სტუმარმა, დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს
შაოსნები ხატებით მორთულ საწოლის დარბაზში.
გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოზ,
ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა
ფაფუკღიპამდის მიღწეულ წვერზე.
ძლივს აფახულებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი
რაჟდენი, თრიაქით მთვრალს მიუგავდა სახე, პირმოკუმული იჯდა თხაწვერა
მოხუცი ბერი გაიოზ, ცხვირმოკლე და ყურკვეთილი მოხუცი.
კათალიკოსმა წამუყო და ეზოსმოძღვარი ციყვივით დაყუნცდა სელის სკამზე.
მის გამოხედვაში ცნაურდებოდა ის ველური სიფხიზლე, მინდვრის ვირთხას რომ
ეტყობა ხოლმე, ველის პირად ახალგამოსულს სოროდან.
ზვიადი უგუნებოდ შეიქმნა, ხელისგული დაისვა წვერით გაჯაგრულ ნიკაპზე
(როგორც ეს მღელვარების დროს მას სჩვევოდა ხოლმე).
აღარიცოდარა ეთქვა, რა მოემოქმედნა?!
მოეხსენებინა კათალიკოსისათვის მარტო შენს მეუფებასთან მსურსო საუბარი?
ეს უთუოდ შეურაცხყოფდა თანდამსწრეთა.
ბოლოს, როგორც იქნა, ორიოდეფრაზას თავი მოუყარა და წაილუღლუღა:
«მეფის დავალებით გეახელით, უნეტარესო. წვივის ტკივილები განუახლდა,
თორემ თავათ გეწვეოდა უთუოდ».
ესა სთქვა, სელიდან წამოიწია და დასძინა:
ხვალ დილას უფლისციხეს მგზავნისო მეფე, და სწორედ ამ დროს თავათ
კათალიკოსმა შეაგება:
მცირერამ საუბნო მქონდაო, ზვიად ბატონო, შენთან.
სტუმრები აიყარნენ.
ზვიადმა შენიშნა: ეზოსმოძღვარი სხვებს აცილებდა, მაგრამ ჯერ არა სჩანდა,
თავათ იგი თუ წაშავდებოდა აქედან, ვის თანდასწრებითაც საუბარს განსაკუთრებით
გაურბოდა სპასალარი.
მცირე ხანს მონუსხულივით შესცქეროდა მელქისედეკის დაშრეტილ სახეს. ახლა
მიხვდა ზვიადი: არც კათალიკოსს ნებავდა საუბრის დაწყება, ვიდრე სტუმრების
გაცილებას არმოათავებდა ეზოსმოძღვარი.
სიცოცხლის ნიშანწყალი არ ღიმღამებდა მელქისედეკის სახეზე. მდოგვის
ფესვებივით წვრილი, ცისფერი ძარღვები მიიკლაკნებოდნენ ღაწვის თავებიდან
საფეთქლებისაკენ.
გულზე ხელდაკრეფილი იწვა პირაღმა. მისი გრძელი, ნაოჭიანი ხელები
მიცვალებულისას მიაგავდნენ, დალურჯებოდა თითების ნუნები, ხელის
ზურგზედაც უსუსური ძარღვები სჩანდნენ, როგორც უმწიფარ ფოთოლს თუთუნისას
ატყვია ხოლმე.
საკმარისი იყო წამიერად დაეხუჭა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი
თვალები, და იგი სამი დღის მიცვალებულს დაემგვანებოდა უცილოდ.
ცხედრის თმას მიაგავდა მისი გამოხუნებული, მგლისფერი წვერი, ნიკაპსა და
ტუჩპირს ოდნავ გაპუტული.
იწვა და სდუმდა მელქისედეკი. უსიცოცხლო ბაგენი ისე მოეკუმა, ზედვე ეტყობოდა: დიდძალ ენერგიას
ხარჯავდა დუმილის დასაცავად.
ზვიადს უხაროდა მემაშხლეთა თანდასწრებით რომ არ აპირებდნენ ეს ტუჩები
ამეტყველებას. ბოლოს შემოვიდა ეზოსმოძღვარი, ხელზე ემთხვია მელქისედეკს და
წაცუნცულდა.
კათალიკოსმა წამუყო მემაშხლეთა. ისინიც გავიდნენ.
მცირე ხანს კიდევ ასე იწვა ხმაგაკმენდილი, აღმოსავლეთის კედელს
მისჩერებოდა, თითქოს მანდ ჩარაზმულ ხატებს ეკითხებაო თათბირს, ბოლოს
ნახევრად ბნელში მწოლარემ დაიწყო ასე:
«ორგზის ვუწვევივარ მეფე გიორგის, მაგრამ ჯანმრთელობამ არ მომცა ნება,
რათა ვხლებოდი როგორმე და თავათ მომეხსენებინა იგი, რასაც გაუწყებ, ზვიად
ბატონო, ახლა».
ზვიადი უხერხულად შეირხა სელზე, ისევ დაისვა ხელისგული ნიკაპზე, სმენა
დაძაბა, რადგან სახის იერიც უმტკიცებდა მელქისედეკს რაღაც უცნაური და უკმეხი
უნდა წარმოეთქვა ამ წუთში:
«ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზვიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც.
არც მე მწადის საქართველოს დაქცევის მოწმე რომ გავხდე. უმალ დამვსებია ეს
თვალნი და ყურნი დამგმანვია, სმენად ბოძებულნი უფლისა მიერ.
რამეთუ ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის
თვალით იხილავდნენ სამშობლოს თვისის იავარყოფას.
ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის
ლანდადქცევას არჩევენ, გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში
ყოფნას.
ვაჲ მათ, ვისაც იერემიასებრი გოდება წილად ხვდეს, სამშობლოის თვისის
დარღვეულ გოდოლთა და ნაციხართა შორის.
უსჯულობა მოძალებული არს საქრისტიანოსა ზედა. ასეთ დროს სჯულის
სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნეთ, ვერას გვიშველის ის
ციხეები, რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებ, ზვიად ბატონო, შენ.
ქვეყანა თავზე დაგვემხობა, იავარქმნიან საქრისტეანოს და ვეღარც ის ცეცხლის
მფრქვეველი ხმლები გააწყობენ რაიმეს, გიორგი მეფე რომ აწრთობინებს ფარსმანს,
უსჯულოსა და მუცლით მეზღაპრეს.
რადგან ყოველთა დამბადებლისა და ყოვლის მხილველის თვალი სუფევს,
ზვიად ბატონო, ყოველგან და მდოგვის მარცვალიც ვერსად დაეცემა თვინიერ ნებისა
და ხედვისა მისისა»...
ზვიადს აგრე ეგონა: ამ გრძელ წინასიტყვის შემდეგ მაინც მიაღწევსო
სათქმელამდის მელქისედეკი. გონებადაძაბული უსმენდა, მაგრამ ერთბაშად ბაგრატ
კურაპალატი ახსენა მელქისედეკმა და ჩვეულებისამებრშეუდგა მის ხოტბას.
«ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა სასოება» იყოო ბაგრატი, ამიტომაც
განავრცოვო მან საქართველო, არც თუ ვინმეს აუგიაო ამდენი ეკლესია სხვას, ვახტანგ
გორგასალის შემდეგ.
ყოვლად ქრისტიანი მეფე იყოო ბაგრატი, მიტომაც მიუბოძაო კურაპალატობა მას,
«საქრისტეანოს უზენაესმა მამამ – ბასილი კეისარმან».
გასაგები იყო, თუ ვის ეხებოდა ეს იგავები: გიორგი მეფის ქირდვას მოასწავებდა
ეს ყოველივე.
არც იმას ახსენებდა მელქისედეკი, ბაგრატისძემ – გიორგიმ კურაპალატისა და
ნოველისიმუსის ხარისხებს ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლარომ არჩია. ბასილის ხსენებისას ხველა აუტყდა მელქისედეკს, ხოლო ზვიადს ბრაზი
წაეკიდა. ბრაზი წაეკდა, რადგან მთელი სიცოცხლის მანძილზე ამას ნანობდა იგი:
ოლთისის ომშირად არმოვჰკალიო ბასილი?
ცხენდაცხენ შეეჩეხა ხელჩართულ ბრძოლის დროს მას, მაგრამ ვერ შეჰბედა
ქრისტიან კეისარს და მის ნაცვლად პატრიციუსს ბასილისკ კულეიბს აძგერა მახვილი.
ხველებისაგან ღონემიხდილ კათალიკოსს ლაპარაკის უნარი წაერთო და ისევ
მოკუმა მან თავისი ჯიუტი, ლაინისფერი ბაგენი, რათა ანაზდად შეწყვეტილ
საუბრისათვის კვლავ მოეკრიბა ძალა.
სწორედ ამით იდროვა სპასალარმა და ხელისგული ჩამოისვა ნიკაპზე,
მღელვარება ძლივს დაიოკა.
სპასალარი ყოველგვარ ენამზეობას მოკლებული იყო, უბრალო საუბარიც ძლიერ
უჭირდა ბუნებით მდუმარეს. ლაპარაკის დროს სახე ეღრიჯებოდა, ცხვირის
ნესტოები ებერებოდა, მუშტებს იშველიებდა უნებლიეთ, თითქოს ექადნებაო ვისმეს,
წარამარა სიტყვას ეძებდა.
მღელვარების დროს წინადადებას უმატებდა «არა»-ს.
«თუ ბასილი კეისარი მართლაც უზენაესი მამაა სრულიადის საქრისტეანოსი,
როგორც წეღან ბრძანე, უნეტარესო, რად აწამებინა მან სავსებით უბრალოდ ბერი
ზაქარია?.. იგი ხომ ჩვენს მიერწარგზავნილი მსტოვარი არა ყოფილა?! არა?
არც თუ წითელი წაღები გაუგზავნია მისი მეშვეობით კომნინისათვის მეფე
გიორგის. იერუსალიმს მიდიოდა თურმე ბერი ზაქარია სულის საცხონებლად, არა?»...
კათალიკოსი სახტად დარჩა ამის გამგონე. მცხეთის მიტროპოლიტი ახლად
ჩამოსული იყო ბიზანტიონიდან და სწორედ ზვიადის მოსვლამდის მოახსენებდა
კათალიკოსს ბიზანტიის ქართული ეკლესიების ვითარებას, გაკვრით იხსენიებდა
ვინმე ზაქარია ბერის შეპყრობას.
მელქისედეკი აიმღვრა, ღაწვისთავები შეუწითლდა, მხოლოდ ეს შეაგება
სპასალარს:
«ზაქარია ბერი მართლმორწმუნეროდია, სომეხია იგი».
«სომეხიაო?»
იქედნურად გაიღიმა ზვიადმა.
«ზაქარია ბერი არტანუჯელი აზნაურია, არიშიანის გვარისა და არიშიანის
სომხობა არავის სმენია, უნეტარესო, დღემდის».
ამ ამბავმა სავსებით დათრგუნა კათალიკოსი, მიტროპოლიტი ასე ამბობდა:
ზაქარია დარიშიანი აწამესო ბიზანტიონში. არ ესიამოვნა საკუთარ სამწყსოს მიმართ
გულგრილობაშირომ დაიჭირა იგი, მერმე ვინ?
ზვიად სპასალარმა, რომელსაც, მელქისედეკის აზრით, მცირეოდენი წილი ედო
ოლთისის ეკლესიის დაწვაში.
ბრაზი წაეკიდა კათალიკოსს, რადგან მიტროპოლიტს სწყევლიდა თავის
გუნებაში: ასერამ გამოაშტერაო ბერიკაცი, დარიშიანი და არიშიანიცრომ ვერგაერჩია
ურთიერთისაგან?
ამ მარცხის მიუხედავად არშემკრთალა მელქისედეკი.
მოურიდებლად აღლესა მახვილი მხილებისა და დაიწყო გიორგი მეფის ძაგება
უშიშრად. აქაც შორიდან მოუარა სათქმელს.
იგიც ახსენა, გიორგი რომ მისი ნათესავი იყო მკვიდრი, ნეტარხსენებულმა
ბაგრატ კურაპალატმა ჩამაბარაო თორმეტი წლის ყრმა.
ბოლოს, როგორც იქნა, მიადგა სათქმელს: უწესო დედათა მოყვარულიაო გიორგი. კოლონკელიძეს თვალები დაუბნელა,
მისი მხოლოდშობილი ქალი ხურსისეულ სასახლეში გადაიყვანა და ხარჭადა ჰყავსო.
მეფის მიერ წინასწარ გაფრთხილების მიუხედავად ზვიადი არ მოელოდა ამას
ყოველივეს თუ შეაგებებდა კათალიკოსი.
ფარსმანის ამბავი დაჩრდილა ამ ამბავმა.
ღართისკარიდან შორენას გადმოყვანაც მასთან მოითათბირა გიორგიმ. არც მაშინ
ურჩევდა ზვიადი ამის ჩადენას მეფეს.
ღართისკარის ციხე უნდა შევაკეთოო, მოიმიზეზა მან.
ეს გაახსენდა ზვიადს და სწორედ ამით დააშოშმინა კათალიკოსი.
რაიცა შეეხება ხარჭას, დანამდვილებით ვიცი, გიორგი მეფე აქაც სავსებით
უბრალოა, ავი ენების მოტანილი უნდა იყოსო ეს ყოველივე. კარგს იზამდაო
უნეტარესი, ზოგიერთი სამღვდელო პირის ნათქვამს შეამოწმებდესო წინასწარ
როგორმე.
კათალიკოსს გულზე შემოენთო, მიხვდა: ეზოსმოძღვარს რომ გულისხმობდა
სპასალარი, ბოლოს თავათაც დაფიქრდა: თუ მცხეთის მიტროპოლიტს არიშიანი
დარიშიანად მოეჩვენა, ხომ შესაძლო იყო ეზოსმოძვარსაც არეოდარაიმე?
ვინ იცის?..
ღართისკარის ციხერომ შესაკეთებელი იყო, ეგეც მიაგავდა ჭეშმარიტებას.
ზვიადმა რა შენიშნა კათალიკოსი მოლბაო, წელში გაიმართა, თავათაც შორიდან
მოუარა უმთავრესს. დიდსა და იდუმალ საქმეთ აუწყებდა კათალიკოსს, წარამარა
ისვამდა ნიკაპზე ხელისგულს.
...«მაინც დიდი დღე წინ არ უძევს, უნეტარესო, ფარსმან სპარსს. მეფესა და მე,
მიწას მეუფებისა შენისას, გადაწყვეტილი გვაქვს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ მაგ
მუცლით მეზღაპრეს, მაგრამ ვშიშობთ, მცირეოდენი გაგულისება და შესაძლოა,
სარკინოზებთან გაგვექცეს.
არა?
საიდუმლონი ჩვენი სარკინოზებს მისყიდოს.
არა?
და სარკინოზები კარზე გვადგანან, უნეტარესო, არა?»
შესაძლოა, ხურსი აბულელის დარად გაგვექცესო ფარსმანი.
აბულელის ხსენებამ ჟრუანტელი მოჰგვარა მელქისედეკს. «სატანასთან
თანაზიარობისათის» თავათ ჰყავდა შეჩვენებული იგი.
ისევ აუტყდა კათალიკოსს ხველა, კვლავ იდროვა ზვიადმა: «უმთავრესი მაინც
ეგაა, უნეტარესო, – დაიწყო იდუმალი ხმით. მიმოიხედა ირგვლივ, რა დარწმუნდა
ხატების გარდა სხვა არავინ უსმენდა, ხმამაღლა განაგრძო:
«...როგორმე დავსტყუოთ ფარსმანს რკინათა და ძვალთა მკვეთელი ხმლის
საიდუმლო, რომელიღაც უცნობი ბუნების ჰინდურ ფოლადსა ჰხმარობს ის წყეული
და არაბულ ფხვიერს უცნაურს.
ჯერ კიდევ ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა სამგზის აწამა იგი,
დილეგში ჩააგდო, ენის მოჭრას დაემუქრა, ფეხის ფრჩხილები სათითაოდ
დააძრობინა, კრინტი არ დასძრა გაჯიქებულმა».
ზვიადი შესდგა, კათალიკოსს ჩახედა თვალებში, რა დარწმუნდა,
გულმოდგინედ მისმენსო, მხნეობა შეემატა და დასძინა:
«კვეტარიდან ჩამოყვანილი ტყვე დიაცთა შორის მხევალი გვეგულება. ვინმე
ვარდისახარი, კოლონკელიძის ასულის პირისფარეში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვსბებერ ფარსმანს შევართვევინოთ იგი, უწესო დიაცთა მოყვარულია ეგ უსჯულო, ვინ
იცის, ეგებ ამ დიაცმა დასტყუოს ეს საიდუმლო მას».
მელქისედეკი არც ისე გულუბრყვილო იყო, ჯერ კიდევ სავსებით ვერ
დაარწმუნა იგი სპასალარმა, ხარჭად რომ არა ჰყვდა გიორგის შორენა.
ღართისკარის შეკეთების ამბავი მოსჩანდა მარტოოდენ სარწმუნოდ. ისიც იცოდა
კათალიკოსმა. ჯერ კიდევ ჭიაბერის ორმოცზე ამ «სიძვის დიაცის» საჭვრეტად რომ
წასულა მეფე.
არც ის დაუმალავს ეზოსმოძღვარს მისთვის, მეფე და დედოფალი როგორ
წაეკიდნენ ამ ქალის გამო ურთიერთს.
მარიამ დედოფალს ფრიად აფასებდა მელქისედეკი, «ვითარცა წმიდათასწორსა
და ეკლესიათა დიდს მოამაგეს» (რა ვუყოთ, რომ აზნაურებს სძაგდათ ეს «სომხის
ქალი»?).
მისთვის ცხადი იყო: ღართისკარის ციხეშიაცრომ ჩაეკეტნათ ეს ცდუნებით სავსე
დიაცი, მაინც დიდ საფრთხეს უქადდა იგი როგორც დედოფალს, ისე სამეფოის
ზნეობას. სწორედ ამიტომაც, ხელი ჩასჭიდა მელქისედეკმა ხელმარჯვე შემთხვევას
და ეუბნება ზვიადს.
«მე მივაწვდიდი კარგ თათბირს, ზვიად ბატონო, მეფესა»... სპასალარმა ყური
სცქვიტა:
???
«თუ თქვენ ფარსმანის მოჯადოება გწადიათ მართლა, მე გირჩევდით
კოლონკელიძის ასული შეართვევინოთ მათ უსჯულოსა. თილისმა ქალიაო, აგრე
ამბობენ. ფარსმანზე უფრორე ახალგაზრდათათვის წარუტაცნია მაგ დიაცს გონება».
ზვიადი მიხვდა, გიორგის რომ გულისხმობდა მელქისედეკი შეფარვით, მაინც
არ დაიბნა.
კვლავ შეეცადა კოლონკელიძის ასული გამოეთიშა ამ საქმიდან როგორმე, უფრო
ენერგიულად ჩამოისვა ხელისგული ნიკაპზე და მიუგო:
«რაც არ უნდა იყოს, ერისთავის ქალია, უნეტარესო, ეგ დიაცი, არა? ვიღაც
სარკინოზს თუ ირანელს არ მითხოვდება, არა? გარდა ამისა ვარდისახარი
გრძნეულებით ყოფილა განთქმული, მდაბიორის, მეჯადაგის ქალი, ოვსთა მეფეს
ჰყოლია ხარჭად, მერმე ის იყო ღალატით მოჰკლა ოვსთა მეფე ჭიაბერმა, ციხენი
წარუღო, ეს დიაცი ტყვედ წამოიყვანა და თავის სასძლოს შორენას უბოძა იგი».
მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვლავ მიაშტერა თავისი დიდრონი, მოღუშული
თვალები მელქისედეკს. უსიტყვოდ შეატყო, რომ ვერც ამით შეაჯერა კათალიკოსი.
«რაიცა შეეხება ფანასკერტელის ქალს, ეს საქმეც მოგვარებულია, უნეტარესო,
წინასწარ.
ცხრატბის ცოტა-ერისთავის უმრწემესს ვაჟს, დაჩის, სიცოცხლე აჩუქა მეფემ. ასე
რომ მაგ უბედურს შევართვევინებთ ფანასკერტელის ასულს. უკვე მიღებულია
დაჩისაგან დსტური.
ძიებას რომ მსვლელობა მიეცეს ამჟამად, სახელი გაუტყდება სასძლოს და
ფარსმანის სიკვდილი ვერას უშველის ამ სამწუხრო საქმეს».
კათალიკოსი ყოველგვარი მოკვდინებისა და თვალების დაწვის წინააღმდეგი
იყო. აქამდის ფარსმანის გაძევებას მოითხოვდა იგი, მაგრამ ახლა თავათაც
დარწმუნდა, მისი გაძევება სარკინოზებს გაახარებდა, ამიტომაც სარწმუნოდ მიიჩნია
ეს ყოველივე.
დაეთანხმა სპასალარს: კათალიკოსის შუამდგომლობის მეოხებით მეფე
უბრძანებდა მსაჯულთუხუცესს, საქმეს შეაჩერებდნენ დროებით. მელქისედეკი არაჰკარგავდა იმედს, რომ ასეთი გულმოწყალება ქრისტეს სჯულისაკენ მოახედებდა
ფარსმანს.
ზვიადს აგრე ეგონა, ამით დასრულდაო თათბირი.
გულხელდაკრეფილი იწვა კათალიკოსი, ბაგემოკუმული შესცქეროდა ხატებს.
ერთბაშად სახე მიიდრიკა ზვიადისაკენ:
«ეს ყოველივე ჩინებულია და კეთილი, ზვიად ბატონო, მაგრამ... ერთი და
უმთავრესი უნდა მოგვარდეს მაინც»...
ესა სთქვა მელქისედეკმა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი თვალები
მიაშტერა სპასალარს:
«გულმეცნიერი ბრძანდები, ზვიად ბატონო, და უჩემოდაც მოგეხსენება, თუ რა
მძიმე ტვირთი დამაკისრა ამ სოფლად უფალმა. დედოფალი მარიამი ბრძანდებოდა
სამი დღის წინათ ჩემთან. იმ სელზე იჯდა და სტიროდა მდღარე ცრემლით.
შემომჩიოდა მეფის გულარძნილობის გამო, გადაწყვეტილი მაქვსო ბედიის
სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცა. მოგეხსენება, მარიამ დედოფალს
წმინდანად შეჰრაცხს ეკლესია საქართველოსა ოდესმე, მაგრამ ამჟამად მონაზვნად
აღკვეცა მისი უთუოდ საზიანო იქნებოდა სამეფოისა ჩვენისათვის.
ამიტომაც მოვითხოვ მეფისაგან, ზვიად ბატონო, კოლონკელიძის ქალი
აღკვეცილ იქნას ბედიის მონასტერში».
ზვიადი სახტად დარჩა, მიხვდა, უკუსაქცევი გზა რომ არ გააჩნდა, ამიტომაც
შებრძოლებაზე ხელი აიღო მყისვე და მეფის დანაბარები უყოყმანოდ ამცნო
კათალიკოსს.
გირშელს, ყველისციხის პატრონს, მიათხოვებსო გურანდუხტი თავის ქალს, მეფე
გიორგის მიუცია დასტური უკვე.
ეგეც კეთილგონიერად იცნო კათალიკოსმა...........................................................
ნაშუაღამევი იყო, როცა სამმა მემაშხალემ კათალიკოსის ბაღიდან გამოაცილეს
სპასალარი.
ზვიადმა მონები დაითხოვა, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას აჰხედა. მოგვთა
ხიდის სანახებში იყივლა მამალმა ხოხობმა.
XXV
ნააღდგომებს მოუთმენლად მოელოდა მარიამ დედოფალი ყველისციხის
პატრონის სასახლეში ჩამოსვლას. მას არ უყვარდა ქმრის ნათესავები, მით უმეტეს
გირშელი, მაგრამ ამჯერად მასზე იყო დამყარებული უკანასკნელი იმედი.
დედოფალი დარწმუნებული იყო, როგორც კი შორენას დანიშნავდა გირშელი,
გიორგი მყისვე ჩამოეცლებოდა ამ «სიძვის დიაცს» და ავ ენებსაც გამოელეოდათ
საჭორაო საგანი.
ბოლოს დაიწყო მდინარეების საგაზაფხულო დიდროაი, არაგვი, მტკვარი და
ქსანი განსაკუთრებით გაცოფთდნენ იმ წელს, მარიამმა იმედი დაჰკარგა, აღრც სხვანი
მოელოდნენ მოკლე ხანში სტუმრებს.
სიყრმის შემდეგ არავის ენახა ყველისციხის პატრონი მცხეთაში. დიდი და მცირე
მას აქებდა იმ დღეებში. შვიდ წელს ჰყოლოდათ სარკინოზებს გირშელი და მისი სამი
აზნაური ტყვედ, ბოლოს, ბაირამობის დღეს, ხალიფის სასახლეში მიჰყავდათ თურმე
ტყვეები. დასძგერებიან გულიამებს იბერიელები, საჭურველი აუყრიათ, თოროსანი
ცხენები წაურთმევიათ, ბრძოლით გაუკაფავთ გზა, ერთი წლის წამების შემდგ
ყველისციხემდის მიუღწევიათ ძლივს.
სწორედ კვირაცხოვლობის ნაშუაღამევს შვიდი თოროსანი რაინდი მოადგა
დიდი ამალით არაგვის კარის საბრძოლო გოდოლებს.
ქვახვრელთან გადმოელახათ ადიდებული მტკვარი. მდინარეს წარეტაცა
ერისთავის მეაბჯრე ქაჩაბურაისძე, ამაოდ გამოსდგომოდნენ აზნაურები. ბოლოს
თავათ პატრონს გამოედო თავი, ცხენი დახრჩობოდა მეაბჯრეს.
წამოსწეოდა მხარულით გირშელი, ყმაწვილივით გამოეჩრა სულმობრძავი
იღლიაში, ცურვით გამოეტანა გამოღმა, ისევ გაეცურა მტკვარი, ახლა ცხენდაცხენ
გადმოელახა მდინარე.
დიდად გასჭირვებოდათ ქსანზედაც გადმოსვლა.
მეორე დღეს საშვიდობო პარაკლისი გადაიხადა მელქისედეკმა, მთელი მცხეთა
ისევ ალაპარაკდა გირშელის მამაცობის გამო.
ნაშუადღევს მელქისედეკ კათალიკოსი, ჭყონდიდელი და მთელი ტაძრეული
დიდდარბაზში ისხდნენ, როცა ვერცხლის ჯაჭვიანი დევკაცი დეზების ჟღარუნით
შემოვიდა უხმლოდ, შვიდი თოროსანი აზნაურის თანხლებით.
დედოფალს მიეჭრა მყისვე, ცალი მუხლი იატაკს დაჰკრა, თაყვანი სცა და ხელზე
ეამბორა, ხელზე ემთხვია კათალიკოსს, გიორგი მეფე გადაჰკოცნა და, როცა
სპასალარს მიეახლა, მთელი წყრთით მასზე უფრო დაბალი აღმოჩნდა ზვიადი.
დათვური მოუდრეკელობა მჟღავნდებოდა მის მიხვრა-მოხვრაში, ნახმლევით
დაჩეხილი ჰქონდა ღაწვისთავები, ეს ამახინჯებდა მშვენიერ ვაჟკაცს. როხროხა ხმა
ჰქონდა, იშვიათად იცინოდაფრიად თავმოდრეკილი ქცევაში.
დედოფალი თვალს არ აშორებდა სტუმარს, როცა მეფეს გადაეხვია იგი,
მარიამის მძაფრმა თვალმა შენიშნა: საკმაოდ ცივად შეეგება გიორგი დიდი ხნის
ლოდინის შემდეგ ჩამოსულ ნათესავს.
მტკვარზე გადმოსვლისას გაცივებულიყო გირშელ, ახველებდა, მაინც არად
იმჩნევდა შეუძლოდყოფნას.
გირშელის გამო უცნაური ამბები ჰქონდა გაგონილი დედოფალს: ქალთა სქესს
გაურბისო რატომღაც, ღვინოსა და თრიაქს ეძალებაო.
უმშვენიერესი სეფე-მოახლე მიუჩინა დედოფალმა სტუმარს; როცა ანჩაბაისძის
ქალს წარუდგინეს. გირშელი უცნაურად აიმღვრა, მამლის ბიბილოებივით
გაუწითლდა ნიყვივით ფართე, განზე გამდგარი ყურები.
ორიოდე სიტყვას ძლივს მოუყარა თავი.
დედოფალმა ეს აგრე ახსნა: ალბათ მუსულმანების ტყვეობაში გადასჩვევიაო
მანდილოსნებთან მასლაათს.
პურობა აფხაზთა მეფეების სასახლეებისათვის ჩვეული ცერემონიით დაიწყო.
უცნაური მადა მოსძალებოდა ნამგზავრს, ნერწყვსა ჰგვრიდა ირმის მწვადების,
კეცზე შემწვარი ორაგულების, ორთქლიანი ბეჭისა და მოხრაკულების საამური სუნი.
ბუნებით თავაზიანი და მორიდებული ისე ციცქნიდა საჭმელს, როგორც ირემი
ნეკერს, გაურბოდა ვაჟკაცი მანდილოსანთა სიახლოვეს ჭამას.
ყველა ატყობდა, უხერხულად რომ გრძნობდა თავს პურობის დროს სტუმარი.
თავათ მას აოცებდა მეინახეთა მდუმარება სრული. როგორც მეფე-დედოფალი, ისე
მთელი ტაძრეული ისე სადილობდნენ, თითქოს ამ სუფრაზე ყველა ემდურისო
ურთიერთს. პურობას ნადიმი მოჰყვა. განმგეთუხუცესმა მოართმევინა დიდ-დიდნი
სამწდეურნი ბაგრატეულნი, ატენური, ხიდისთავური და მუხრანული სუფრას არ
აკლდა.
ღვინო ენატრებოდა მაჰმადიან ქვეყანაში დაყოვნებულს, მაგრამ იცოდა:
სასახლეში არიყო მიღებულიღვინის სმა ჭარბად, ამიტომაც ითმენდა შეძლებისამებრ.
ჩუმად სჭამდა მეფეც, მაგრამ ღვინოს მიეძალა რატომღაც, გირშელსაც
ეპატიჟებოდა – მოსვიო, სთხოვდა ჟამიდან ჟამზე.
შეუძლოდ ვარო, – მოიმიზეზა გირშელმა. ტუჩს მიადებდა სამწდეურს,
შესრუტავდა მართლაც მცირეოდენს, სტკბებოდა ღვინის ჭაშნიკითა და
ნელსურნელებით.
ადრე გათავდა ნადიმი იმ დღეს, ყველაზე მეტად გირშელს გაუხარდა ეს.
სასახლის ბაღში გაიყვანა მეფემ სტუმარი ყოველი ბუჩქი, ყოველი ხე თავის სიყრმეს
აგონებდა გირშელს.
ამ ყველაფერში დასდევდნენ იგი და გიორგი პეპლებს, იმ ხილნარში აგებდნენ
კაკანათებსა და სასირე ბადეებს, იმ ცაცხვების ფუღუროებში უთვალთვალებდნენ
ბუს მართვეებს. ამ მსხლებზე ასულან, ის ატმები გაუკრეფიათ, იმ კაკლების ქვეშ
ელოდნენ მწიფე ნაყოფის ცვენას.
მსხლებს ფითრი მოსდებია, ატმებს შტოები შეხმობია, კაკლებს ფუღურო
შესდგომია, ლეღვები გადაუჭრიათ, მორჩს შეეცვალა ნაცრისფერი ტანები. ძუძუების
დარი კერტები ეგულებოდათ ამ ლეღვებზე, «დედამძუძეებს» უწოდებდნენ მათ.
კაჭკაჭის ბუდეები დაუნგრევიათ იმ ვერხვებზე, იმ ვაშლის ხეებზე ჩამომსხდარ
გვრიტებს გამოსდგომიან ტოლები მშვილდისრით, ამ ცაცხვის ქვეშ ერთ ვირზე
მჯდარან მეფე და ერისთავი ოდესღაც, თოროსან რაინდებად მოჰქონდათ სახრეებით
აღჭურვილებს თავი.
შაშვის მართვეები ჩამოუყვანიათ იმ თუთის ხეებიდან.
ბედნიერი ბალღობა იჭვრიტებოდა ყოველი ხის ფუღუროდან, ყოველი ბუჩქის
ძირიდან. ეს უკვე აღარ იყო მათი სიყრმის ლხენის წალკოტი, არამედ ნაღვლის
მომგვრელი ბაღნარი სევდისა.
საბაზიერო სახლს ჩაუარეს, ქორ-შავარდნები სთვლემდნენ ხარიხებზე,
მენადირეთუხუცესმა მოასხა მეძებრები, მადევრები და მწევრები.
შემოესიენ ძაღლები მეფეს. გირშელს აღტაცება მოჰგვარა ამ სანახაობამ,
მხიარულად ყეფდნენ მადევრები, წკმუტუნებდნენ მეძებრები.
ყვითელწინწკლიანი შავი მწევარი შეახტა გირშელს, ოქსინოს ჯუბაჩა დაუსვარა
თათებით.
გიორგი ყვრიმალებს უსრესდა ძაღლებს, პირში ხელს უყოფდა ყოველ მათგანს,
ფაფუკ ყურებს იღებდა ხელში, თელგამს უწმენდდა თვალწიდოვანებს.
როცა ძაღლები წაასხეს, გირშელი ეკითხება მასპინძელს:
«შენი ავაზარა უყავი, გიორგი?»
«ჩემი ავაზა გაცოფდა, ბევრი ვუაქიმეთ, ლენცოფის წვენი ვასვით, ბოლოს
ნამეტნავად გაბოროტდა, შემომიტია მეცა.
უნდა გენახა გახელებული, ნაკვერცხლებს ჰყრიდა თვალებიდან, აქოჩრილი,
დუჟმორეული მომეჭრა, ისეთი უცნაური ხმა გაიღო, როგორიც გაბრაზებულ კატას
წამოსცდება ხოლმე. ახლაც სხეულში მაქვს დარჩენილი ის შიში, რომელიც გულში
ჩამეჭრა იმ დღეს. ეს შემემთხვა უჯაჭვოდ, უხმლოდ გამოსულს ამ ბაღში.
მალემსრბოლი უშიშარაისძე მოვარდა, შუბის წვერზე წამოაგო გაცოფებული».
«სადაური იყო ის ავაზა, გიორგი?» «მამაჩემს უთავაზა კეისარმა».
«მაშ ახლა უავაზოდ ნადირობ?»
«ავაზა ერთი კი არა, ორი მყავს.
ერთმა ირანელმა მომგვარა ბოკვერები შარშან».
ორმა მონამ შრამელიდან გამოიყვანა ერთი წყვილი ავაზა. მშვენიერი, ხატულა
ბეწვი ჰქონდა ხვადს. განსაკუთრებით იგი წააგავდა ვეფხს. გამოხამებული, სადოღე
ცხენივით ტანმოქნილი, მაღალ ფეხებზე იდგა იოგებმაგარი მხეცი.
გრძელი, მოხდენილი ტანი ჰქონდა, ტანზე უგრძესი კუდი, სხივისფერი ულვაში
უბრწყინავდა ჩალისფერ ტუჩ-პირის გარშემო.
მიდიოდა თავდაწეული, უნდოდ აფახულებდა ყვითლად დაწინწკლულ
კატისებრ თვალებს.
ძუ შორიახლო შესდგა, გაბზეკილი კუდი გააშეშა, პირდაღრენილი შესცქეროდა
უცხოს.
ხვადმა მეფისაკენ წამოიწია, გაუშვითო, უბრძანა გიორგიმ მონას.
როცა მოეახლათ, გირშელი შედრკა.
ფრთხილად მოსინჯა ხმლის ვადა. გიორგიმ დაამშვიდა სტუმარი. ავაზას
მისწვდა, ყვრიმალები დაუსრისა მხეცს, ნადირმა თვალები განაბა.
გიორგი იცინოდა.
ზურგზე ხელს უსვამდა გატვრინულ ხვადს.
ბოლოს ხელიდან გაუსხლტა იგი პატრონს, გირშელისაკენ გაიწია ღრენით,
მონები მოიჭრნენ, წაიყვანეს გაავებული.
«სადაურია ესენი?»
იკითხა გირშელმა.
«ჰინდუსტანიდან მომგვარეს, ჩიტას უწოდებენ თურმე ამ ნადირს ჰინდონი».
«ალ-ჰაქიმს ჰყავდა თორმეტი ამათზე უფრო მოზრდილი ავაზა. – ამბობს
გირშელი, – ისინი სავსებით დაგეშილნი იყვნენ, ხალიფის ბაღში დასეირნობდნენ,
არას ავნებდნენ გამვლელებს».
«ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რაც თვალით არგენახოს არასდროს».
როცა სასახლის ბაღი გადაიარეს და ირმის საჩიხემდის მიაღწიეს, გირშელი
გაოცდა მართლაც. იგი ირანშიაც იყო ნამყოფი, მაგრამ არც შაჰის სამხეცეში, არც
ფატიმიდების სანადირო პავილიონებში ამდენი ირმები არ ენახა ერთად
თავმოყრილი.
უსაყვედურა გიორგის, ცუდად გყოლიაო მოვლილი.
«ეს ირმები შენი სასძლოს – შორენას მამას წავართვი, კვეტარის ერისთავს» –
მიუგო გიორგიმ, თვალი თვალში გაუყარა სტუმარს. შორენას ხსენებაზე ყურები
შეუწითლდა გირშელს, მღელვარების თუ დარცხვენის დასაფარავად საჩიხეს
მარგილებს მოსჭიდა ხელები, კისერი წაიგრძელა, საჩიხეში თავი გადაჰყო,
თვალიერება დაუწყო ქორბუდიანრქების მთელ ტყეს.
განსაკუთრებით ფურები გამოიყურებოდნენ მთლად საწყალობელად.
ნაზამთრალი ბალანი გასცვენოდათ, ახალი ჯერ არსად სჩანდა, ზოგსაც ისეთი
უსუსური ბეწვი ამოსვლოდა აქა-იქ, როგორიც კორდებს მოედება ხოლმე ბალახი,
დასუსხული, მეჩხერი, თებერვლის გასულს, როცა არც ზამთარია, არც გაზაფხული
და მთებს ჯერკიდევ ატყვიარილოჭრელო თოვლისა.
ნუკრები მიყუჟულიყვნენ ყორესთან, თავჩაქინდრულნი სთვლემდნენ,
უცნაურად ძაგძაგებდნენ ბედშავენი მზვარეში. «საქმე ისაა, – ამბობს გიორგი, – ნუკრობიდანვე მთაში იყვნენ ეს ირმები
გაზრდილნი, მოვლა კარგი აქვთ, საკვებსაც არ აკლებენ, მაგრამ მცხეთის ჰავას
ცუდად იტანენ».
მენადირეთუხუცესმა ლასტის ფალანგი შეაღო, საჩიხეში შეიყვანა გირშელი
მეფემ.
საქონლისა და სკორის სუნი სდიოდა ირგვლივ.
გირშელმა ნუკრებს გადახედა.
«როგორც სჩანს, აცივებს ბედშავთ!»
ხარები ატორტმანდნენ უცხოს დანახვაზე, უმშვენიერეს ფურს თვალი დაადგა
სტუმარმა.
«ეს არის შორენას საყვარელი, ნებიერა, თავათ გაუზრდია თურმე».
«ახლაც თუ უვლის თავათ?»
იკითხა გირშელმა.
«აქამდის ღართისკარის ციხეში გვყავდა ერისთავის ქალი. ამჟამად ხურსისეულ
სასახლეში ცხოვრობს. როცა შენი სასძლო გახდება, მისი ნებაა, თავის ირემს თუ
მიხედავს თავათ.
ათანასე ბერი მიამბობდა, შორენას მოძღვარი: ძლიერ ენატრებაო თავისი
ნებიერა».
გირშელს ჯერ არ ენახა კოლონკელიძის ქალი, მიშტერებოდა ნებიერას, თითქოს
ეწადა ამ მშვენიერი, ლომისფერი ცხოველის ანაგობაში როგორმე ამოეკითხა თავისი
სასძლოს ბუნება.
მენადირეთუხუცესი და მონები დაითხოვა გიორგიმ. ჩვენ გადავკეტავთო
საჩიხეს.
როცა მარტონი დარჩნენ, მანაც შეხედა ნებიერას, მოაგონდა: ის ორიოდე
ბედნიერი წუთი, კოლონკელიძის სასახლეში გატარებული იმ საშინელ ღამეს, როცა
კვეტარის ციხე აიღეს სამეფოს სპათა.
გირშელს მიუბრუნდა ისევ:
«ჩვეულებრივი აზნაურის ასული არ გეგონოს შორენა, ვაჟკაცი, მონადირე ქალია
იგი».
მონადირეო?
???
თავის მამიდებისაგანაც ბევრი რამ ჰქონდა განაგონი შორენას სილამაზის გამო
გირშელს. ვერც წარმოედგინა ამ უჩვეულო მშვენების პატრონს მოისარობა და
ნადირობა თუ ემარჯვებოდა.
საოცრად მოუნდა საცოლეს ნახვა, უნდოდა ეთქვა სიყრმის მეგობრისათვის,
ბოლოს, მაჩვენეთო ეგ ჩემი სასძლო.
გაახსენდა: გურანდუხტს მოელოდნენ სასახლეში, უმისოდ რომ არ
შეხვედროდნენ შორენას. დაძრული სიტყვა ხორხის არეში გაეჩხირა და ეს უთხრა
გიორგის:
«დედოფალსა და კათალიკოსს მოვერიდე დღეს, თორემ სწორედ გითხრა, სმა
მეწადა პურობის დროს».
გიორგის შერცხვა, ალბათ შეამჩნია, გულცივად რომ მივიღეო სტუმარი, გაუღიმა
გირშელს, მხარზე ხელი დაჰკრა და ეუბნება:
«მაშ კარგი, ძველი დრო მოვიგონოთ ერთი, სმაში გავეჯიბროთ ერთმანეთს».
მცირე ხანს შესდგა, ახედ-დახედა გირშელს და დასძინა: «თუ ნამდვილი ღრეობა
გწადია, უნდა გადავიცვათ როგორმე». გირშელი გაოცდა.
ოქსინოს ჯუბანი ეცვა, ვერცხლის ბექთარნი მასზედ, ვერ გაეგო რა უნდა ჩაეცვა
ამაზე უკეთესი სტუმრად წასულს?
«არა, მდაბიორის სამოსი უნდა გადავიცვათ ორივემ».
გირშელმა გაიღიმა.
კარისკაცთა შორის არავინ ეგულებოდა გიორგის ისეთი, ვისი სამოსიც
მოერგებოდა სტუმარს. ზვიადს სთხოვა სანადირო დიდი ტყავკაბა, არც ეგ გამოადგა
დევკაცს.
ბოლოს მალემსრბოლი უშიშარაისძე მოაგონდა მეფეს, სასაცილო იყო
ნასხვისარში ახმახი გირშელი. უშიშარაისძის ხამლის სამოსი და კურდღლის ტყავის
ჯუბაჩაც მოკლე აღმოჩნდა მისთვის. ბოლოს მამამზეს ტყავკაბა გამოსძებნეს,
მცხეთიდან წასვლისას დარჩენოდა იგი ერისთავს, უკვე გახუნებული და
პეწგადაცლილი საკმაოდ.
XXVI
როცა მეფემ ინით შეიღება წვერი, გაოცებული მიაშტერდა გირშელი.
«იცი, გიორგი, უცნაურად მაგონებ ალ-ჰაქიმს, სწორედ ასეთი წითური წვერი
ჰქონდა ხალიფას, მკვიდრი ძმა ეგონები სარკინოზებს მისი».
«სარკინოზებთან ომებში ეხმარებოდა მამაჩემი კეისარს, დიაცთა მოყვარული
იყო ბაგრატ კურაპალატი თურმე, ვინ იცის, ეგებ ხალიფას დედას გადააწყდა სადმე».
გირშელმა გაიღიმა.
«დამავიწყდა შენთვის მეამბნა: სწორედ იმ ღამეს, როცა გულიამები დავხოცეთ,
ხალიფი ალ-ჰაქიმი სასეირნოდ წასულა და უკვალოდ დაკარგულა თურმე».
გიორგი გაოცდა და გირშელმა დასძინა:
«ასერომ, შენ შეგიძლია სარკინოზებისღმერთად გამოაცხადო თავი».
იცინოდნენ, აღმა მიჰყვებოდნენ არაგვს.
«ღმერთი არ გაგიწყრეს, გირშელ, არავისთან წამოგცდეს, თორემ ამასაც
მკრეხელობად ჩამომართმევს კათალიკოსი».
შესდგნენ მცირე ხანს.
მოგელავდა გაშმაგებული მდინარე, სოჭის ძელები მოჰქონდა, ყინულის
ხორგები და დამხრჩვალი ცხენები.
უღლიანი კამეჩები მოეტაცნა წყალს. თავ-კისერი მოუჩანდათ ბედშავებს
მხოლოდ, საწყალობლად ყოყინებდნენ, ნაპირისაკენ იცქირებოდნენ.
იძალებდა ორთაგანი ერთი, ზეაისროდა თავის კერძ უღელს, დასძირავდა
მეორეს წყალში.
მოჰქონდა დაუღლებულნი არაგვს, მორიგეობით ყვინთაობდნენ ბედშავნი.
«ასე გადაჰკიდებს ხანდახან ორკაცს ერთ უღელზე ბედი».
ესა სთქვა გიორგიმ და გირშელმა მიუგო:
«ან ერთს დაახრჩობს, ან მეორეს ბოლოს».
«შესაძლოა, ორივენი მოაშთოს ერთად».
ვიღაც ვაჟები გაშიშვლდნენ რიყეზე, ცურვით გაეკიდნენ წყალწაღებულ
პირუტყვებს.
«სიყრმეში მე და შენაც გადაგვილახავს ასეთ დროს არაგვი, ბიჭი ხარ და ახლა
გადასცურავ».
ეუბნება გირშელი დეიდაშვილს. გიორგის გაახსენდა მუდმივი ჯიბრი სიყრმის მეგობართან.
«რატომაც არა, შენ თუ მტკვარი გადასცურე გუშინწინ, ნუთუ მე არაგვს ვერ
მოვერევი?
«უნდა გითხრა, მტკვარი არყოფილა ასე მოდიდებული იმღამეს».
მცირე ხნის შემდეგ ამბობს:
«ჩვენ ორივეს გვჯობნიდა ერთი მდაბიორი».
«რომელი?..
«დრუიძე?...
«არა, გაბოი, ვგონებ, რა გვარი იყო გაბოი!»
«კოხრიჭისძეა გაბოი. მის სახლში მივდივართ სწორედ».
ესა სთქვა გიორგიმ, არაგვს მიჰხედა კვლავ. კამეჩებს მისწეოდნენ ბიჭები.
გაუხარდა, რადგან კამეჩები უყვარდა გიორგის.
მუდამ უკვირდა: რად ყოყინებსო ასე ნაღვლიანად ეგზომ ძლიერი ცხოველი?
ახლაც ეს უთხრა მეგობარს.
«შენრა გგონია, – ამბობს გირშელი, – ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად.
მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხები და ავაზები, ხოლო
თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულობენ.
არაბეთში მომისმენია ლომების ბუხუნი. გამოდგებიან უდაბნოში, შემზარავად
გრგვინავენ, ამაზრზენია მათი უცნაური გლოვა».
მდუმარედ მიჰყვებოდნენ ორივენი ნაპირს.
გირშელი ბანიან სახლს მიაჩერდა ერთს.
– გახსოვს, გიორგი, მზრდელს რომ გავეპარეთ კვირაცხოვლობას. ვიღაც
ლოთებმაღვინო გვასვეს, აგვეკვიატა ერთი კუზიანი. იმ სახლის სარდაფში ჩაგვიყვანა,
მეძავებთან.
გამოგვიდგნენ ჭარმაგი კაცები, თქვენრა გინდათო მეძავებთან, ღლაპებო?
დაგვიცაცხანეს, დარცხვენილნი გამოვიპარეთ».
გიორგის გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.
იმ სახლის ბანზე ახლაც ისხდნენ ქალები.
გადასცქეროდნენ მოზღვავებულ არაგვს.
ვიღაც ვაჟებს ბადე ამოჰქონდათ წყლიდან.
გიორგი და გირშელი გადადგნენ კბოდეზე.
ბადე გაშალა მებადურმა თუ არა, ორაგულები, ციმორები და კალმახები
აცეკვდნენრიყეზე.
თევზი გვიზიარეთო, გადასძახეს გოგონებმა ყმაწვილებს.
გირშელი ათვალიერებდა გზადაგზა ქუჩებს, უთვალთვალებდა ბაღებსა და
ბანებს.
ზედიზედ იგონებდა სიყრმეს.
მამლების, ვერძების ბრძოლას, ბერიკობასა და ჭონას. მთვარიან ღამეში
სასახლიდან გაპარვას, მზრდელის ბუზღუნსა და არაგვში თევზაობას.
ოჩხის ამოღებას, ჩანგლების სროლას, თოვლის გოდოლების აგებას და მათ
შემუსვრას.
ამ საუბარში გართულნი მოსულიყვნენ მთავართა სანათლოის უბანში.
როცა ხურსისეულ სასახლემდის მიაღწიეს, გირშელი ყმაწვილივით ატყდა:
მაინც მდაბიორებს ვგავართ, სასახლის ეზოში შევიჭვრიტოთ, ფხოველი დიაცები
დავლანდოთო შორიდან მაინც. გიორგიც გააყმაწვილა სიყრმის ტკბილმა მოგონებებმა, თავათაც ეწადა ასეთი
რამ მოემოქმედნა, მაგრამ ეს არ უნდოდა გირშელის თანხლებით ექნა.
სტუმარი მაინც არიშლიდა თავისას. თვალმოკვრით მაინც ვნახოო შორენა.
გიორგი დაფიქრდა: ვაჲთუ სხვარიგად ახსნასო, ხურისისეულ სასახლის ბაღში
შეიყვანა გირშელი.
აივანზე ბნელოდა.
გულით უნდოდა არავინ დახვედროდათ შინ.
ძაღლები აყეფდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი გამოეგება ხილნარში შესულებს, ტანმორჩილი, ნაყვავილევი.
«- მწუხრი მშვიდობისა» შეაგება სტუმრებს.
შორენა იკითხეს.
დიაცი შეკრთა.
ათანასე ბერმა წაიყვანაო სალოცავად ზედაზენს შორენა და მოახლეები მისი.
ვარდისახარიღა დარჩა შინ, რაკი შეუძლოდ იყო იმ დღეს.
ვარდისახარს ვუხმობო, თუ გნებავთ.
ამას ამბობდა ჩოფურა დიაცი.
ვარდისახარის ნახვა არავის ეწადა, ამიტომაც გაბრუნდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი არ მოეშვა: რომელი სოფლისანი ხართ, ან ეს გვარქვით, რად
იკითხეთო პატრონი ჩვენი?
კლარჯეთელი მწირები ვართო, კოლონკელიძის ნაცნობნი ძველნი.
მაშ მოიცადეთ, სადაცაა მოვლენო, ემუდარაფხოველი დიაცი.
მცირე ხნის შემდეგ გამოგივლითო კვლავ, დაუბარა გიორგიმ, ქუჩაბანდისკენ
გადაუხვიეს.
როცა სამეფო საჯინიბეს ჩაუარეს, გირშელმა აიჩემა: შენი კვიცების ქება გამიგია,
მაჩვენეო ახლა.
თავლაში შესვლისთანავე ეცათ ის სუნი, რომელიც ცხენისმოყვარულთ არა
სძაგთ ხოლმე.
პატრონის დანახვაზე ჭიხვინი მორთეს საომარმა ცხენებმა.
გიორგის განუზომლად უყვარდა ისინი. ჭირთამთმენნი მრავალთა, მრავალი
ომის თანაზიარნი.
ეს ცხენებიც ისევე დაჩეხილნი იყვნენ, როგორც მათი პატრონის ჯერაც
ახალგაზრდა სხეული.
ხუმრობით იტყოდა ხოლმე გიორგი:
«ეს კარგი, ჩვენ კაცნი რომ ვხოცავთ ურთიერთს, მაგრამ ამ საცოდავ პირუტყვებს
რას ვემართლებით, ნეტავ?»
სათითაოდ მიეახლა თითოეულს, ეფერებოდა, ყურებზე, საოლავებზე ხელს
უსვამდა, თვალებს უკოცნიდა, საალერსო სახელებს ეუბნებოდა სათითოოდ.
ეს მშვენიერი ერთგული ცხენებიც იფერებდნენ ალერსს, ხვიხვინებდნენ,
ფრუტუნებდნენ, ალერსიანად თავს უქნევდნენ პატრონს.
სტუმარს ეუბნება გიორგი:
«შენ გეტყვი, გირშელ, ხვალ რომ ტახტიდან გადამაგდოთ ერისთავებმა,
მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლი და ეს მომგვრიდა უდიდეს
ბედნიერებას».
აღტაცებული შესცქეროდა ყველისციხის პატრონი ნაომარ იაბოებს,
მკერდდაჩეხილ ულაყებს, არაბულ კვიცებსა და თექურჭაკებს.
სიყრმის მეგობარს მიუბრუნდა: «იცი, გიორგი, ომში ცხენები მეცოდება ყველაზე მეტად, მრავალგზის მინატრია:
ოღონდ ცხენს ნუ გამომიკლავენ ბრძოლაში და მე მზადა ვარ თავათ შევუშვირო
მტრის ისარს მკერდი.
როცა ქაჩაბურაისძე წარმტაცა მტკვარმა, ცხენი შემეცოდა და, ამიტომაც არ
დავიზოგე თავი, მეჯინიბეს მივუგდე ჩემი, მხარულით გავსდიე მეაბჯრეს».
საჯინიბოს ეზო გადაიარეს.
გაბოის სახლში ბჟუტავდა ჭაღი.
ეს იყო ჩვეულებრივი სოფლური დარბაზი უზარმაზარ დედაბოძზე
დაყრდნობილის სახურავითა. ჩაჩხები ეკიდა სხვენზე. მჭვარტლში გამურული
სრულიად.
დაფაცურდა გაბოი.
შუაცეცხლზე ჯაჭვი იყო ჩამოშვებული. ბატი ეკიდა ზედ.
დიაცი კერას უჯდა.
ტრიალებდა ბატი, ძირს დადგმულ ტაფაზე იღვრებოდა ცხიმი.
ფრთას აწობდა დიაცი ცრმელში, უსვამდა ისევ ბატს.
საამური სუნი იდგა ქოხში. ნერწყვი მოადგათ გირშელსა და გიორგის.
ერთადერთი უცხოთაგანი დაუხვდათ მუნ, უნდილაისძე, ჯავახელი მეცხვარე.
«აბა თუ იცნოთ ჩემი სტუმარი?»
ეუბნება სიყრმის მეგობრებს გიორგი.
ვერც გაბრიელმა, ვერც ქიტესამ და ვეღარც ესტატემ ვერიცვნეს სტუმარი.
მეფეს არ უნდოდა გირშელის ვინაობა შეეცნო მეცხვარეს, ამიტომაც ეუბნება
დამხვდურთ:
«კარგი, დასხედით, ჯერ, დაგვალევინეთ ღვინო, მერმე გაგაცნობთ ამ ვაჟკაცის
ვინაობას».
გაბოი სხვენზე აძვრა, სამწლიანი დუმა ჩამოიღო.
უცნაური სიღატაკე სუფევდა ირგვლივ. ჯვალოს ძონძები ეკიდა კედლებზე,
დაფხრეწილი მუთაქები და დოშაკები ეგდო კუთხეში, სამი აკვანი იდგა საწოლის წინ,
საწყალობლად ღნაოდნენ ბალღები.
უმწეოდ სტიროდა პატარა ბიჭუნა, მერმე სლოკინი აუვარდა, ხველა დააწყებინა,
ყვინჩილასავით ყიოდა თანაც.
დიაცები სუფრის თადარიგით იყვნენ გართულნი, ბალღებისთვის არავის
ცხელოდა.
გიორგი მივიდა, დაუყვავა პატარას.
საჩვენებელი თითი დაადო ნიკაპზე.
ეუბნება:
«ალალი, ალალი!»
დუმა ქვაბში ჩააგდეს, ლოქო მოართვეს სტუმრებს. ქინძის სუნი ეცა დამშეულ
გირშელს, უარესად გაუხელდა მადა.
გიორგი თავათ მიუჯდა კერას. ფრთა გამოართვა დედაკაცს. თავათ აწობდა
ცხიმში, ჯაჭვზე დაკიდებულ ბატს უსვამდა ნელ-ნელა.
«რამდენი შვილი გყავს, ქალო?»
ეკითხება გიორგი დიაცს.
«მენა? მენა, ორი».
«ტყუპები?»
«ტყუპები».
მიუგო დარცხვენით დიაცმა. «გაგიზარდოს, გაგიზარდოს, ქალო».
ისევ ჩააწო გიორგიმ ტაფაშიფრთა, ბატს წასცხო კვლავ და ეკითხება დიაცს:
«ეს მესამე ვისია, ქალო?»
«ჩემი დაი სტუმრადაა ჩვენსას, იმისია ი პატარაი, ყივანა ხველა შეეყარა ბედშავს».
გირშელი ხარბად სჭამდა ლოქოს, ესტატეს სავსე ხელადები მოჰქონდა ჭურიდან.
«ერთ ძმაკაცთან ვიყავი სადილად დღეს, მშიერი დამტოვა მაგ ოჯახქორმა».
ესა სთქვა გირშელმა, ლავაში დაახვია ნიჩაბისებრ ხელით, წვენში ჩააწო და
ჩაიბღუჯა პირში.
ღვინო მოსწყურდა სველი ხელადების დანახვისას გიორგის. გირშელმა მორიგი
ჯამი გადასცა ესტატეს.
ეუბნება:
«ჩვენი გლახუნა ვადღეგრძელოთ ამ ჯამით».
გიორგიმ სასმური გამოართვა მეგობარს. ზეასწია და ამბობს:
«ჯერჩემი სტუმარი მიდღეგრძელეთ, იკუნკელისძე».
გირშელმა გაიღიმა და არა სთქვარა.
«ეგ კაცი ცოლის შესართავადაა მცხეთას ჩამოსული, ადიდებული მტკვარი
გადაულახავს.
ვაჟკაცთა წესია ასეთი: გულისმიჯნურისთვის არ დარიდება საფრთხისა».
გლახუნამ თვალი მოავლო მიწურს, რა დარწმუნდა, დიაცები გაკრებილანო:
«არა, გატყუებთ, ბიჭებო, მას ერთი სიძვის დიაცი ჰყავს მცხეთაში, ამადაც
გაუწირავს თავი».
გაბომ შენიშნა: გლახუნა ეჯიბრებოდა ღვინის სმაში უცხოს. ამიტომაც
უჩურჩულა ესტატეს:
ცოტა არაყი ჩაუსხიო მაგ გოლიათს ყანწში, თორემ დაგვათრობსო ყველას.
გიორგის მოუბრუნდა შემდეგ ამისა:
«საჭმელს მიეძალე, გლახუნა, თორემ ეგღვინო მატყუარაა, იცოდე».
გლახუნამ ბარკალი აგლიჯა ბატს. გირშელი უხმოდ ილუკმებოდა,
ნადირისებრი კბილებით გლეჯდა ხორცს, ძვლებს ხრავდა, ილოკავდა ცხიმში
ამოსვრილ ხელებს.
მადიანად შეექცეოდნენ მდაბიორებიც. ამათ შემყურეს გლახუნასაც მოეცა მადა.
როცა მეინახეთა და ოჯახის წევრთა სადღეგრძელოები ჩამოთავდა,
უნდილაისძეს გადახედა გიორგიმ. რა დარწმუნდა, აღარ არისო იგი უკვე ამ სოფელს,
მოზვრის ყანწი ზეასწია და ამბობს:
«ერთი სადღეგრძელო მეც მათქმევინეთ, კაცნო, ხომ გახსოვთ სიყრმის მეგობარი
ჩვენი, დედიჩემის დისწული – გირშელი».
«როგორარგვახსოვს, გლახუნავ, გვითევზავნია არაგვში მასთან».
მიაძახეს სამთა.
«ჰოდა... სარკინოზებს გამოჰქცევია, ყველისციხეში ჩასულა აღდგომა დღეს.
ვადღეგრძელოთ, ბიჭებო, გირშელი.
გეხსოვნებათ, ალბათ, ღვინის სმაში გვეჯიბრებოდა ოდესღაც. აქა გვყავდეს,
ვუჩვენებდით სეირს».
«ჰაი, ჰაი, აქა გვყავდეს ნეტა!»
როხროხობს გაბოი.
ნადირისებრი ღოჯები გამოაჩინა გირშელმა, ყანწი დასცალა და ბატის კურტუმს
დაუწყო ღრღნა. ერთ წუთში აელეწა სახე, უცნაური რყევა შეიცნო, ჯამში ჩააგდო
ცხიმიანი ხორცი. გული აერია, მაგრამ თავი შეიკავა, ორივე მკლავით მუხლის თავს მოეჭიდა.
გაბრიელმა ჯიხვი გაავსო კიდემდის.
წესისამებრვადღეგრძელოთო მეფე გიორგი.
ჩამოიარა ჯიხვმაც. უხმოდ ჭამას შეუდგნენ მეინახენი კვლავ.
ესტატემ ესა სთქვა მხოლოდ.
«რასა სჭამს ნეტავ ი ბედშავი მეფე გიორგი ახლა?»
«სამი წლის დუმას შეექცევა ალბათ ჩვენსავით, ირმის მწვადები
გამოულეველიაო სასახლეში თურმე».
გაიხუმრა უნდილაისძემ.
მეფე გიორგი მართლაც სჭამდა სამი წლის დუმას იმ წუთში.
გაეცინა.
პეშვით მოიწმინდა ულვაშიდან ცხიმი.
გიორგის შეეშინდა, ჩემი ვინაობა არშეიცნოსო მეცხვარემ.
წამუყო გაბრიელს:
კიდევ ატაკეო მოზვრის ყანწი უნდილაისძეს.
კიდემდის გაავსო თამადამ ყანწი.
შენი ცოლ-შვილის სადღეგრძელოსა ვსვამთო.
წელი მოსტეხა მუხრანულმა ჯავახელს. თავი ჩაჰკიდა და დაიწყო თვლემა.
გირშელსაც ძლიერ მოეკიდა ღვინო. როგორც ყველაფერში, სმაშიაც ეჯიბრებოდა
თავის ნათესავს.
გამწედ სვამდა თავათ, გიორგის მიერ დაცლილ ყანწებსა და ჯამებს
უთვალთვალებდა თანაც.
«ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იკუნკელისძევ».
მიაძახა გლახუნამ, სულმოუთქმელად გამოსცალა უზარმაზარი ჯამი და ისევ
გირშელს გადაულოცა.
გირშელმა მიამიტად შესცინა.
ქიტესა, ესტატე და გაბოი გაოცებულნი იყვნენ.
არაოდეს ენახათ, ასე ხალისიანად რომ ესვა მეფეს.
გირშელმა თრობა შეიცნო უკვე.
აუხირდა გიორგის: დღეს ეს ვიკმაროთ, წამო, ხურსისეულ სასახლეში
შევიჭვრიტოთო.
გიორგიმ იცოდა: სმა რომ შეეწყვიტათ, გირშელი უთუოდ წაათრევდა ფხოველი
დიაცების სანახავად მასაც. თავს ვერ შეიკავებდა სასძლოს დანახვაზე მთვრალი,
მთელი ქვეყანა გაიგებდა ამ ამბავს.
ანიშნა გიორგიმ გაბრიელს: გაეგრძელებინაროგორმე სმა.
მიცვალებულთა შენდობანი მოთავდა.
ომებში დახოცილი მეგობრები მოიგონეს.
ადგილის დედაც ადღეგრძელეს ბოლოს.
წამოდგა ძველი მონადირე, ესტატე.
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს,
უფსკრულებში დაეძებდეს თავის დედალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს,
რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს».
გიორგის გულზე ეცა ეს სადღეგრძელო.
გირშელი მოაგონა ამ ორაგულმარატომღაც.
ბრაზი წაეკიდა, მაგრამ დადუმდა. მოზვრის ყანწმა ჩამოიარა კვლავ. გირშელს სასმური ჩამოართვა გიორგიმ, ცერის
ფრჩხილზე დააპირქვავა.
ახლა ქიტესამ აიღო ყანწი.
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ფურირემს, რომელიც საჩიხეში ჰყავს დამწყვდეული
მეფე გიორგის, მყვირალობის დრო მოდგება თუ არა, აბღავლდება და ეძახის გულის
სწორს».
გირშელს ნებიერა გაახსენა ამ სადღეგრძელომ, ხოლო ნებიერამ – შორენა.
მხარზე დაეყრდნო თავის ნათესავს და უჩურჩულა:
თუ შენ არწამოხვალ ახლავე, მე წავალ და ვინახულებო ფხოველ დიაცებს.
იჭვნეულობა გულზე წაეკიდა გიორგის.
ცოტა მადროვე, წამოვალო ახლავე.
ესა სთქვა, ჯიხვი გაავსო კიდემდის.
ხელში აიღო და ამბობს:
«ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხარირემს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევდეს
ამ წუთში თავისფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოფატრავს მეტოქეს».
ხარირემის სადღეგრძელომ წააქცია გირშელი.
გული აერია თუ არა, წამოვარდა, მაგრამ პურის კიდობანს გადააწყდა ბნელში და
დაყორდა სოხანეზე დევკაცი.
ოთხმა ვაჟკაცმა ძლივს გაათრია გირშელი ფარდულში. ჩალაზე დააწვინეს,
ნაბადი დაახურეს ზედ, მაგრამ გაბრიელის ნაბადი კვირისთავამდისაც არ
მისწვდენია გოლიათს.
გირშელმა ხვრინვა ამოუშვა მყისვე.
გიორგი გამობრუნდა და ეუბნება მეგობრებს:
«იცით, ბიჭებო, ეგ კაცი ვინ არის?
გირშელია, დედიჩემის დისწული».
«შე კაცო, დროზერომ გეთქვა, არ დავათრობდითო ასე უღმერთოდ».
ამბობს ნაღვლიანად გაბოი.
სამივენი მიეახლნენ გირშელს და გადაჰკოცნეს მძინარე.
«იცით, ბიჭებო, მეცნაურებოდა ეგ კაცი, მაგრამ ნახმლევი მებლანდებოდა
თვალში».
ესა სთქვა ესტატემ.
უკვე შეღამებული იყო, როცა სტუმარი გამოაცილეს სამთა.
საჯინიბოში გავიაროთო, მოისურვა გიორგიმ.
როცა შიგ შევიდნენ, ოქროსფერი ულაყი შემიკაზმეო, ეუბნება გლახუნა
გაბრიელს.
კოხრიჭისძე გაშრა, მხრები აიჩეჩა.
რა დროს შეკაზმვააო ცხენისა?
უჩვეულოდ გაფიცხდა გლახუნა.
მეფე გიორგი გიბრძანებს: ახლავე შეჰკაზმეო ცხენი.
ბუზღუნით დაითრია უნაგირი გაბომ.
გაოგნებული შესცქერიან ესტატე და ქიტესაც მეფეს.
ბუნებით მშვიდსა და თავაზიანს არსჩვეოდა ამნაირი ჭირვეულობა.
ბოლოს ხნით უფროსმა მოიკრიბა მხნეობა. ქიტესა მიეჭრა და ეუბნება გიორგის:
უკეთუ არგვამცნობ თუ სად მიდიხარ, შენს ნაბრძანისს არშევასრულებთო.
«ბევრს ნუ ლაყბობ, შენ გეტყვი, ესტატე, გაიქე, უშიშარაისძე აქ მომგვარე ახლავე,
ზედაზენს უნდა წავიდე ამაღამ». ???
«არაგვი გაცოფებულია და ზედაზენს ამაღამ წასვლა?!»
დაუჩოქა ჭაღარა ქიტესამ.
«სამივენი დაგვხოცე, თუ გნებავს, არგაგიშვებთ ზედაზენს ამაღამ».
გაბრიელმა უნაგირი ძირს დასდო. ფერხთით დაუვარდა გაგულისებულს.
ჩვენ გადავლახავთ შენს მაგივრად არაგვს, რასაც გვიბრძანებ, აგისრულებთო
ახლავე.
«არა, ჩემს მაგივრობას ვერგასწევთ თქვენ».
«მაშრაც გენებოს, ის გვიყავი, არშეგიკაზმავთ, გლახუნავ, ცხენს».
ესა სთქვა გაბომ და უნაგირი კვლავ შეიტანა თვალში.
დაუჩოქა ქიტესამ გიორგის, სიყრმის მეგობრობა მოაგონა, ნუ დაადგამო გაბოის
პურ-მარილსფეხს!
საქმერა მისჭირად, დედის სული დააფიცა ბოლოს.
დედა უყვარდა გიორგის ყველაზე მეტად ამქვეყნად. აქ კი მოტყდა უცნაურად
გაჯიქებული.
«მაშ ჩამომეცალეთ სამივენი ახლავე, მარტოობა მომნატრებია».
განაცხადა გლახუნამ მტკიცედ.
სამივენი გადაჰკოცნა მთვრალმა.
«ბატონი ბრძანდები, ვარდი გფენია შენს გზაზე».
მიუგო ქიტესამ..........................................................

Комментариев нет:
Отправить комментарий