მეთვრამეტე თავი
ტოპსი
ოფელია დილიდან საღამომდისფუსფუსებდა სენ-კლერის სასახლეში.
მოსამსახურეები, დაწყებული დინასაგან პატარა ხელზე მოსამსახურე ბავ-
შვებამდის, ყველა ამბობდა ოფელიაზე, უცნაური ადამიანი არისო. კოხტად გა-
მოწყობილი ადოლფი და მოახლე გოგოები ხომ ქალბატონადაც არ თვლიდნენ.
ეჭვობდნენ, რომ ის მართლა იმათი ბატონის ნათესავი იყო.
თვითონ ქალბატონი სენ-კლერიც იტყოდა ხოლმე: კაცი დაიღლება ოფე-
ლიას ფუსფუსის ცქერითაო. და მართლაც, ოფელია ხელს არ აჩერებდა. დღი-
სით ყოველთვის კერავდა, ჭრიდა ისეთი მუყაითობით, თითქოს შეკვეთილი
სამუშაო აქვს დასამთავრებელიო. შებინდდებოდა თუ არა, მაშინვე ხელს მოჰ-
კიდებდა წინდის ჩხირებს და გამალებული დაიწყებდა ქსოვას. უსაქმური კა-
ცისათვის იმისი ცქერა, მართლაც, მოსაბეზრებელი უნდა ყოფილიყო.
ერთხელ, დილით, ოფელია რაღაც საქმეში იყო გართული, სენ-კლერის ძა-
ხილირომ შემოესმა. ბიძაშვილი ეძახდა სახლში შემოსასვლელი კარებიდან:
_ მოდი აქ, ოფელია, ნახე, რა გაჩვენო!
_ რა ამბავია? _ ჰკითხა ოფელიამ კიბიდან.
_ აი, რა საჩუქარი მოგართვი, _ უთხრა სენ-კლერმა და მიუთითა ცხრა-ათი
წლის ზანგის გოგოზე. მეტისმეტად შავ პირისახეზე ბავშვს თვალები მძივები-
ვით უბრდღვიალებდნენ და მკვირცხლად გადარბოდნენ საგნიდან საგანზე. ნა-
ხევრად გაღებულ პირში თეთრად უელავდა კბილები. ბავშვი გაოცებული შეჰ-
ყურებდა მდიდრულად მორთულ სასახლეს. შავი ხუჭუჭი თმა პატარ-პატარა
ნაწნავებად ჰქონდა დაწნული. სახეზე ცბიერებითა და სევდით შეზავებული
არაბუნებრივი სიდინჯე ეტყობოდა. ტანზე დახეული ჭუჭყიანი ტანისამოსი
ეცვა, საცვლები კი სულაც არა ჰქონდა. ბავშვი წყნარად იდგა გულხელდაკრე-
ფილი.
ოფელია შეზარა ბავშვის გარეგნობამ. _ რატომ იყიდე? რად გინდოდა? _ შეეკითხა ოფელია სენ-კლერს.
_ მინდა, შენ აღზარდო წესიერად. ეს გოგო ძალიან მომეწონა. მეტად სასა-
ცილო რამ არის. ტოპსი, აბა იმღერერამე და იცეკვე!
ბავშვს თვალები ეშმაკურად შეუთამაშდა. წვრილი ხმით მოჰყვა ზანგურ
სიმღერას და თან ციბრუტივით დატრიალდა ერთ ადგილას, იქნევდა ხელებს
და აბარტყუნებდა ფეხებს. უცებ ორჯერ-სამჯერ მაღლა შეხტა, გემის სასტვენი-
ვით დაიწივლა და ერთ ალაგას გაშეშდა: გულხელი დაიკრიბა და წინანდელი
მორჩილი, ნაღვლიანი გამომეტყველება მიიღო, მხოლოდ მოელვარე თვალები
გამოიყურებოდნენ წარბებქვეშ.
თავზარდაცემული ოფელია სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა. სენ-კლერი
კი, ეტყობოდა, კმაყოფილი იყო იმით, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ის,
და იცინოდა.
_აბა, ტოპსი! ეს არის შენი ქალბატონი. ვინძლო, კარგად მოიქცე, _ უთხრა
მან.
_ დიახ, ბატონო, _ თქვა ბავშვმა დინჯად, მაგრამ თვალებში რაღაც ბოროტ-
მა ნაპერწკალმა გაუელვა.
_ მართალი გითხრა, არ მესმის შენი საქციელი, ავგუსტინ! _ შესძახა ოფე-
ლიამ: _ უიმისოდაც სახლში კაცი ფეხს ვერ აუქცევს მოსამსახურეებს, ყოველ
ნაბიჯზე უსუსურ ბავშვს დაადგამ ფეხს. დილით რომ გამოვალ ხოლმე, ვხე-
დავ, ერთი კარებთან აგდია და სძინავს, მეორეს სადმე მაგიდის ქვეშ ვიპოვი,
მესამეს _ დერეფანში და, ვინ მოთვლის, კიდევ სად? ეს ბავშვები ცელქობით
იკლებენ აქაურობას, რაღა ამ გოგოს მომატება უნდოდა?
_ მე უკვე გითხარი: მსურს ვნახო, როგორი აღმზრდელი იქნები-მეთქი. გან-
გებ ვიყიდე იმ განზრახვით, რომ ჩვენი სახლის გავლენას არგაეფუჭებინა.
«_ ამისი აღზრდის ხალისი არა მაქვს; უამისოდაც ბევრი თავში საცემი საქ-
მე მაბარია.
_ აი, თქვენ ყველანი ასეთები ხართ, _ თქვა სენ-კლერმა, _ მხოლოდ ლაპა-
რაკი შეგიძლიათ იმაზე, თუ როგორ უნდა ადამიანის აღზრდა, მაგრამ, როცა
საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ კი არა გსურთ სახლში შეუშვათ აი, ასეთი უმეცა-
რი ბავშვი, რომ კეთილად აღზარდოთ და ადამიანად აქციოთ.
_ ეგ ვეღარ მოვიფიქრე, ძმაო! _ თქვა სენ-კლერის სიტყვებით მორბილე-
ბულმა ოფელიამ, _ შენ მართალი ხარ: საჭიროა შევეცადოთ ამ ბავშვის მორჯუ-
ლებას.
ოფელიამ ბავშვს ახლა სულ სხვა თვალით შეხედა. სენ-კლერის სიტყვებმა
ღრმა გავლენა იქონია მასზე.
_ მაინც ვერ გამიგია, რა საჭირო იყო ამ გოგოს ყიდვა? ჩვენ სახლში ისედაც
საკმარისია ბავშვები, რომელთაც არ მოსჭარბდება აღზრდა, თუკი მაგ საქმეს
მოვკიდებ ხელს.
_ მაპატიე, დაო, აი, საქმე რაშია, _ სენ-კლერმა ოფელიას მკლავში ხელი
მოჰკიდა და იქით წაიყვანა: _ ეგ ბავშვი ეკუთვნოდა ორ ლოთ მედუქნეს. მე
ხშირად გამივლია იმათ დუქანთან და ყოველთვის ამ ბავშვის ტირილი და წი-ვილ-კივილი მესმოდა. მედუქნეები უმოწყალოდ სცემდნენ საცოდავ გოგოს.
ბავშვს ცოცხალი გამომეტყველება აქვს. მგონია, თუ აღზრდა ეღირსა, კარგი
ადამიანი დადგება. ამიტომ გადავწყვიტე მეყიდა და შენთვის მომეცა აღსაზ-
რდელად. ეცადე, იქნება კარგი ადამიანი გამოვიდეს ამ პატარა ნადირისაგან. მე
კი აღმზრდელად არვვარგივარ.
_ ძალ-ღონეს არ დავზოგავ და ვნახოთ, რა გამოვა, _ თქვა ოფელიამ.
ოფელია მიუახლოვდა თავის მომავალ შეგირდს, ისე შეხედა, თითქოს შავ
ობობას უახლოვდებაო. აშკარად ემჩნეოდა, რომ ეზიზღებოდა, მაგრამ მაინც
კარგი სურდა იმისთვის.
_ რა ჭუჭყიანია! _ შენიშნა მან.
_ ეგ არაფერია. ჩაიყვანე ქვევით და უბრძანე გოგოებს, კარგად დაბანონ და
სუფთად ჩააცვან.
ოფელიამ ბავშვი სამზარეულოში წაიყვანა.
_ ნეტა ვიცოდე, რად დასჭირდა ბატონს ეს შავტუხა გოგო, _ წაიბუტბუტა
დინამ, როცა ტოპსი დაინახა. _ ყოველ შემთხვევაში, სამზარეულოში ეგ ჩემ-
თვის საჭირო არარის.
როზამ და ჯენიმ, ახალგაზრდა და კოხტად ჩაცმულმა გოგოებმა, ტუჩი
აუბზუეს ჭუჭყიან კონკებში გახვეულ გოგოს. ოფელია დარწმუნდა, რომ მას
არავინ დაეხმარებოდა, და ამიტომ თვითონ შეუდგა საქმეს, დაბანა, დავარცხნა
და საცვლები ჩააცვა. გოგო მართლაც საშინელი ბინძური იყო. ოფელია ბევრი
ებრძოლა თავის თავს, რომ ზიზღი დაეძლია, მაგრამ, როცა ბავშვს ზურგზე გა-
ლურჯებული ადგილები უნახა, გული სიბრალულით აევსო.
სანამ ბანდნენ და ასუფთავებდენენ, ტოპსი ისევ ისე დაღონებული და მორ-
ჩილების გამომხატველი სახით იდგა, როგორც პირველად კიბეზე; ეს სახე ფა-
რავდა მის ბუნებრივ გამომეტყველებას. ხანდახან ქვეშ-ქვეშ გახედავდა მორ-
თულ ჯენს. მეტად მოეწონა იმისი მარჯნის საყურეები. როცა დაბანეს, თმა
ძირში გადაჰკრიჭეს და სუფთა ტანისამოსი ჩააცვეს, ოფელიამ სიამოვნებით შე-
ხედა ბავშვს; მის თვალში გოგო ახლა ოდნავ მაინც დაემსგავსა ადამიანს. ახლა
ოფელია იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ შესდგომოდა ბავშვის აღზრდას. ამი-
სათვის საჭიროდ სცნო გამოლაპარაკებოდა.
_ რამდენი წლისა ხარ? _ჰკითხა მან ტოპსის.
_ არვიცი, ქალბატონო!
_ როგორ თუ არ იცი? განა შენთვის არავის უთქვამს არასოდეს, რამდენი
წლისა ხარ? სად არის დედაშენი?
_ მე დედა არმყოლია არასოდეს, _ უპასუხა ბავშვმაღრეჭით.
_ როგორ თუ დედა არ გყოლია? _ ჰკითხა გაოცებულმა ოფელიამ. _ მაშ,
სად დაიბადე?
_ მე არ დავბადებულვარ, _ უპასუხა გოგომ ისევ სიცილით.
_ გამიგონე, ჩემო კარგო! ასე ნუ მელაპარაკები; მე არ გეხუმრები. გამაგები-
ნე ხეირიანად _ სად დაროდის დაიბადე და ვინ იყვნენ შენი მშობლები? _ მე არასოდეს არ დავბადებულვარ, _ გაიმეორა გოგომ კიდევ უფრო ცხა-
რედ, _ არასოდეს არ მყოლია არც მამა, არც დედა, არავინ არა მყოლია. ბატონ-
თან ვცხოვრობდი. იქ ბევრი ბავშვი იყო, ბებერი მამიდა ზოია გვივლიდა.
ეტყობოდა, ბავშვი არხუმრობდა.
_ გოგო მართალს მოგახსენებთ, ქალბატონო! _ ჩაერია ლაპარაკში ჯენი, _
ასე ბევრ ბავშვს ყიდულობენ იაფად: ზრდიან და შემდეგ ჰყიდიან კარგ ფასში.
ვაჭრები ამაში დიდ ფულს იგებენ.
_ რამდენ ხანს იყავი შენს ბატონთან? _ ჰკითხა ტოპსის ოფელიამ.
_ არვიცი, ქალბატონო!
_წელიწადი, ნახევარი თუ ნაკლები?
_ რა მოგახსენოთ.
_ ქალბატონო, მონა-ზანგებს წარმოდგენა არა აქვთ დროზე, _ კვლავ ჩაერია
ლაპარაკში ჯენი, _ იმათ არ იციან, რა არის წელიწადი, არც თავიანთი წლოვა-
ნებისა გაეგებათ რამე.
_ იცი, ვინ გაგაჩინა?
_ არვიცი! მე მგონია, რომ არავინ.
ეს აზრი ბავშვს თითქოს მოეწონაო, თვალებმა რაღაცნაირად გაუელვა და
განაგრძო ლაპარაკი:
_ მგონია, თვითონ გავჩნდი, არავის არგავუჩენივარ.
_ კერვა იცი? _ ჰკითხა ოფელიამ, რომელმაც გადაწყვიტა, ბოლოს უფრო გა-
საგებრამეზე დალაპარაკებოდა.
_ არა, ქალბატონო!
_ რის გაკეთება შეგიძლია? რას აკეთებდი შენი ბატონების სახლში?
_ წყალს ვეზიდებოდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, დანა-ჩანგალს ვწმენდდი,
ხელზე ვემსახურებოდი.
_ კეთილი ბატონები გყავდნენ?
_ არა უშავდათ რა, _ უპასუხა ბავშვმა და ეჭვის თვალით შეხედა ოფელიას.
ოფელიამ შეატყო, რომ ამ ლაპარაკითაც არაფერი გამოდიოდა, და თავი გა-
ანება.
ოფელიას ასეთი აზრი ჰქონდა აღზრდაზე: ბავშვი შეაჩვიე მორჩილებას, ას-
წავლე წერა-კითხვა, ხელსაქმე (თუ ქალსა ზრდი) და ტყუილის თქმისთვის
უეჭველად წკეპლით დასაჯე.
სწორედ ამნაირად დაუწყო აღზრდა ოფელიამ თავის პატარა ველურ გო-
გოს.
სახლში ბავშვს ყველა ისე უყურებდა, როგორც ოფელიას საკუთრებას, მო-
სამსახურეები ცუდი თვალით უყურებდნენ და ამიტომ ოფელია იძულებული
იყო, ტოპსი თავის ოთახში მოეთავსებინა. თუმცა ოფელიას თვითონ უყვარდა
თავისი ოთახის დალაგება, მაგრამ ეს საქმე ახლა ბავშვს მიანდო, რომ ამით იგი
ნელ-ნელა შეჩვეოდა მუშაობას. ჯერ ლოგინის გაშლა-ალაგება ასწავლა. _ მე ძალიან მიყვარს, რომ ჩემი ლოგინი კარგად იყოს გაშლილი, _ ეტყოდა
ხოლმე ოფელია. _ კარგად გახსოვდეს, ტოპსი, კაცმა ყველაფერი სუფთად უნ-
და გააკეთოს.
_ დიახ, ქალბატონო, _ უპასუხებდა ტოპსი დინჯად და ღრმად ამოიოხრებ-
და ხოლმე.
_ აი, ტოპსი, ეს პირია საბნისა, ეს სარჩული, ხომ დაიხსომებ?
_ დიახ, ქალბატონო! _ უპასუხა ტოპსიმ.
_ ზეწარი ისე უნდა შემოუკეცო ნაალს, რომ ნაკეცი არსად იყოს. ხედავ,
როგორვაკეთებ?
_ დიახ, ქალბატონო, _ უპასუხა ტოპსიმ, რომელიც ყურადღებით უსმენდა.
მაგრამ ამ დროს ქალბატონი რაღაცისთვის მიბრუნდა იქით. ტოპსიმ მარდად
აიტაცა წყვილი ხელთათმანი და ლენტი და კაბის სახელოში ჩაიწყო.
_ აბა, ტოპსი! ახლა შენ გაასწორე ლოგინი, როგორც გასწავლე.
ტოპსიმ ყველაფერი მშვენივრად გააკეთა და გააკვირვა ქალბატონი თავისი
სიმარდით. ისე დაცქრიალებდა, კაცს ეგონებოდა, დიდი ხნის შეჩვეულია ამ
საქმესაო. მაგრამ ამ დროს სახელოდან ლენტის წვერი გამოეჩარა. ოფელიამ და-
ინახა და მივარდა.
_ ესრა არის, შე საძაგელო? ლენტი მოიპარე?
სახელოდან გამოაძრო მთელი ლენტი. ტოპსიმ წარბიც არ შეიხარა: დამშვი-
დებული უყურებდა ლენტს და ბოლოს წამოიძახა:
_ უი, ეს ქალბატონის ლენტი ყოფილა დაროგორგაჩნდა ჩემს სახელოში?
_ ნუ ტყუი, ტოპსი! ლენტი შენი აღებულია!
_გეფიცებით, ქალბატონო, პირველად ვხედავ მაგ ლენტს, აქამდის თვალი-
თაც არმინახავს ეგ ლენტი.
_ ტოპსი, ცოდვაა ტყუილიფიცი!
_ მე არასოდეს არ ვლაპარაკობ ტყუილს, ქალბატონო, _ უპასუხა ბავშვმა
დარბაისლურად, _ სრულ სიმართლეს მოგახსენებ.
_ ტოპსი, თუ ეგრე იცრუებ, იძულებული გავხდები, დაგსაჯო.
_ თქვენი ნება გახლავთ, ქალბატონო! თუ გნებავთ, მთელი დღე მცემეთ, მე
მეტი არაფერი ვიცი. უთუოდ კაბის სახელოს მოჰყვაროგორღაც უცაბედად.
ოფელია ისე ააღელვა ბავშვის ლაპარაკმა, რომ წასწვდა და შეანჯღრია.
_ აღარგაბედო მაგისთანა სიცრუის თქმა! _ დაუყვირა ბავშვს.
ნჯღრევისას სახელოდან ხელთათმანები გამოუვარდა.
_ აი, ხედავ! ახლა ხომ ვეღარიტყვი უარს _ ლენტი არმომიპარავსო?
ტოპსიმ ხელთათმანებზე განაცხადა, მე ავიღეო, მხოლოდ ლენტის შესახებ
კიდევ უარზე იყო.
_ გამიგონე, ტოპსი, თუ გამოტყდები _ აღარ დაგსჯი.
ამ სიტყვებმა იმოქმედა ტოპსიზე და თქვა: მე ავიღე ნივთები მაგიდიდა-
ნაო. ნანობდა, სიტყვას იძლეოდა, შემდეგში აღარაფერს ხელს არვახლებო. _ ახლა მითხარი: კიდევ რა მოიპარე, რაც აქა ხარ? მე გუშინ ყველა ოთახში
სიარულის ნება მოგეცი. შეიძლება აიღე რამე. თუ მართალს მეტყვი, არ დაგ-
სჯი.
_ ევას მარჯანი ავიღე, ყელზერომ იკეთებს ხოლმე.
_ ხედავ, რა ცუდი ბავშვი ყოფილხარ!
_ კიდევ მოვიპარეროზას წითელი საყურეები.
_ წადი ახლავე და მომიტანე.
_ არშემიძლია, ქალბატონო! ისინი უკვე დაიწვა.
_ როგორ თუ დაიწვა? რას ბოდავ? ახლავე აქ მომიტანე, თორემ დაგსჯი.
ტოპსიმ ხმამაღლა ტირილი მორთო და ეფიცებოდა, ნივთები დაიწვაო.
_ მერერად დაწვი? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ იმიტომ, რომ ბოროტი, ბრაზიანი გული მაქვს.
ამ დროს ოთახში შემოვიდა ევა: ყელზე თავისი მარჯანი ეკეთა. მან არ იცო-
და, რა ხდებოდა ამ ოთახში.
_ ევა, სად იპოვე შენი მარჯანი? _ ჰკითხა გაჯავრებულმა ოფელიამ.
_ სად უნდა მეპოვა? მარჯანი დილიდან ყელზე მაქვს.
_ გუშინ სადღა გქონდა?
_ ღამე სულ არმომიხსნია, დამავიწყდა და ლოგინში ჩამყოლოდა.
ოფელია ისე გააკვირვა ამ ამბავმა, რომ არ იცოდა, რა ეთქვა. იმის განცვიფ-
რება გაორკეცდა მაშინ, როცა როზას საყურეები ყურებზე დაუნახა. ამ დროს
როზამ დაუთოებული სარეცხი შემოიტანა.
_ არა, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს! ტოპსი, რად დასწამე ცილი სა-
კუთარ თავს დარად მითხარი ტყუილი, მარჯანი და საყურეები მოვიპარეო?
_ თქვენ მიბრძანეთ _ მითხარი კიდევაო, და მეც მაგის მეტი ვერა მოვახერ-
ხერა.
_ განა მე ის გითხარი, ტყუილები მითხარი-მეთქი? ეგეც ხომ ისეთივე სიც-
რუეა, როგორც პირველი?
_ ნუთუ სულ ერთია? _ ჰკითხა ტოპსიმ განცვიფრებით.
_ ამისთანა საძაგელი გოგოსაგან განა მართალს გაიგებს კაცი! _ თქვა როზამ
და ზიზღით შეხედა ტოპსის. _ მე რომ ბატონი ვიყო, ერთი მაგრად ვაცემინებ-
დი მაგის თავს.
_ გაჩუმდი, როზა, _ უთხრა ევამ. მისმა ჩვეულებრივად ალერსიანმა ხმამ
ახლა სიმკაცრის კილო მიიღო. _ მე ასეთი ლაპარაკი არმიყვარს.
_ ბატონის ქალო! თქვენ კეთილი გულის ბრძანდებით და ჯერ არ იცით,
როგორ უნდა ზანგების მორჯულება; უმათრახოდ იმათ კაცი ვერაფერს შეას-
მენს, _ თქვაროზამ.
_ როზა, გთხოვ, კრინტი აღარ დაძრა, _ უთხრა ევამ მას ბრძანების კილო-
თი, სიბრაზით თვალები აენთო და ლოყები გაუწითლდა.
როზა გაჩუმდა.
_ ბატონის ქალი პირწავარდნილი მამაა,_ თქვა მან თავისთვის ოთახიდან
გამოსვლის დროს. ევა ტოპსის გვერდით იდგა და სიბრალულით უყურებდა პატარა ველურს.
ის ჯერ მეტად პატარა იყო, რომ ჩაჰკვირვებოდა, რა ხდებოდა ამჟამად ტოპსის
გულში. შეჰყურებდა პატარა გოგოს ნამტირალევ თვალებში და ბუნდოვნად
გრძნობდა, რა უფსკრულია ამ უბედურ ბავშვსა და მას შორის. ევას მგრძნობია-
რე გული სიბრალულით აივსო: შეეცოდა თავისი ტოლი ბავშვი, რომელიც სი-
ცოცხლეს გამოუთქმელ ტანჯვაში ატარებდა იმ დროს, როცა თვითონფუფუნე-
ბაში იზრდებოდა.
_ საბრალო ტოპსი! _ თქვა ევამ თავისი ნაზი ხმით, როცა ოფელიამ ტოპსის
დატუქსვა დაწყო; _ რად იღებ ხოლმე სხვის ნივთებს? ახლა დაგიწყებენ თვალ-
თვალს, ყველაფერს დაგიმალავენ. მე მზად ვარ, ყველა ჩემი ნივთი სულ შენ
მოგცე, ოღონდ სხვის ნივთებს ხელს ნუ ახლებ.
საბრალო დაჩაგრულმა გოგომ პირველად გაიგონა თანაგრძნობის ალერსი-
ანი სიტყვა.
იმის დიდ ბრდღვიალა თვალებს თითქოს ცრემლი მოერიაო, მაგრამ უც-
ბად გადაიხარხარა და სახე სასაცილოდ დაღმიჭა. ოფელიამ არ იცოდა, როგორ
მოქცეულიყო, მეტი ვერაფერი მოახერხა და გადაწყვიტა, ტოპსი ჯიხურში და-
ემწყვდია. დარწმუნებული იყო, ბნელი ოთახი კარგ გავლენას მოახდენდა ბავ-
შვზე.
ოფელიამ რჩევა ჰკითხა სენ-კლერსაც, მან მხოლოდ გაიცინა ბიძაშვილის
გაჭირვებაზე.
_ რა გაეწყობა! _ უთხრა სენ-კლერმა: _ თუ უწკეპლოდ საქმე ვერ რიგდება,
მიმართე წკეპლას, მხოლოდ არა მგონია, შენმა დასჯამ რაიმე ნაყოფი გამოი-
ღოს. ტოპსი შეჩვეულია უფრო მკაცრსასჯელს.
_ მაშ, რა წყალში ჩავვარდე? რა მოვუხერხო? _ ამბობდა იმედდაკარგული
ოფელია.
_ არვიცი, დაო; შენ სცადე, მე აღზრდისა არაფერი გამეგება.
და, მართლაც, სენ-კლერმა მხოლოდ ხუმრობა იცოდა ბავშვებთან: ყოველ-
გვარ ცელქობაზე წააქეზებდა ბავშვს. ის ტოპსს უყურებდა, როგორც გასართობ
მაიმუნს.
ტოპსის, მართლაც, შეეძლო კაცის გართობა, იცოდა ცეკვა, სიმღერები, ათას
რამე სასაცილოს მოიგონებდა ხოლმე, სიცილით ხოცავდა ყველას. განსაკუთ-
რებით ბავშვებს შეუყვარდათ ტოპსი და მათ შორის ევასაც. ოფელიას აწუხებ-
და ევას დაახლოება ტოპსისთან და სთხოვა სენ-კლერს, როგორმე ევა მოერი-
დებინა ტოპსისთვის.
_ ეჰ, დაო, სულ ტყუილი შიშია! _ უთხრა სენ-კლერმა. _ ევას არასოდეს ცუ-
დი არაფერი მიეკარება, ისეთიფაქიზი არსებაა.
პირველ ხანებში მოსამსახურეებმა აითვალწუნეს ტოპსი, არავინ დაიახლო-
ვა, მაგრამ ისინი ადვილად დაამარცხა ამ პატარა გოგომ. საკმარისი იყო, რომე-
ლიმე მოსამსახურეს ტოპსისათვის ცუდი სიტყვა ეთქვა ან დაებეზღებინა ბა-
ტონთან რაიმე საქციელისათვის, რომ ასეთ მოსამსახურეს უეჭველად მალე რა-
იმე ხიფათი შეემთხვეოდა: ან დაკარგავდა რამეს, ან ტანისამოსი გაუფუჭდებო-და, ან საიდანმე უცებ ჭუჭყიან წყალს გადაასხამდნენ თავზე და სხვ. ტოპსის
სიცუღლუტეს დასასრული არა ჰქონდა. ამასთან, ისე შეასრულებდა თავის გან-
ზრახვას, რომ ვერავინ ვერაფერს დააბრალებდა. საქმე იმით გათავდა, რომ მო-
სამსახურეები დაიმორჩილა ტოპსიმ და ყველას მისირიდი ჰქონდა.
ოფელია ზრუნავდა ტოპსის აღზრდაზე, ასწავლიდა წერა-კითხვას და ხელ-
საქმეს. კითხვა ჩქარა ისწავლა და დიდი ხალისითაც კითხულობდა წიგნებს,
საკერავს კი გული ვერ დაუდო. ასე გავიდა ერთი წელიწადი, მეორე _ და ტოპ-
სი შეეჩვია ახალ ბინას. ოფელია თვალყურს ადევნებდა ბავშვს და ებრძოდა მის
ცუდ მხარეებს. სენ-კლერისათვის ტოპსი გასართობი საგანი იყო; ხშირად აქე-
ზებდა და ათამაშებდა: საჩუქრებსაც აძლევდა ხოლმე; ერთი სიტყვით, ბავშვს
მფარველობას უწევდა.
ახლა დავბრუნდეთ კენტუკში და ვნახოთ, რა ხდება ბიძია თომას ქოხში.
მეცხრამეტე თავი
ხლოას სიხარული
უკვე კარგად მოსაღამოებული იყო. შელბის სახლში ყველა კარი დაფანჯა-
რა გაეღოთ ჰაერის გასაწმენდად და გასაგრილებლად. დღისით ოთახებში სიც-
ხის ბუღი ტრიალებდა.
დიდ სადარბაზო ოთახში იყო ცოლ-ქმარი. ამ ოთახს სახლის შუაგული
ეჭირა მთლად ერთი მხრიდან მეორემდის; ორივე მხრიდან დიდი გრძელი აივ-
ნები ჰქონდა. ბატონი შელბი სავარძელში იჯდა და სიგარას ეწეოდა; მისი ცო-
ლიც იქვე იყო და ხელში საკერავი ეჭირა, ქალს რაღაც მოუსვენრობა ეტყობო-
და: თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ქმრისათვის და ვერა ბედავდა. წამდაუ-
წუმ საკერავს შეაჩერებდა, თავს ასწევდა და გახედავდა.
_ არტურ, გაიგე, ხლოამ თომასაგან წერილი მიიღო, _ გაბედა ბოლოს, რო-
გორც იყო, ლაპარაკი ქალმა.
_ მართლა? რაო? რას იწერება? ახალ ბინაზე შეუძენია თუ არა მეგობრები?
როგორვცხოვრობო?
_ თომა ძალიან კარგ კაცს უყიდია თურმე, მშვენივრად ექცევიან და არც
ბევრს ამუშავებენ.
_ მოხარული ვარ, _ თქვა შელბიმ, _ რომ ჩვენი კეთილი თომა კარგ ოჯახში
ჩავარდნილა. იქნებ სამხრეთი ისე მოეწონოს, რომ აქეთ სულაც აღარ მოისურ-
ვოს წამოსვლა.
_ არა, პირიქით: კითხულობს, ჩქარა გამოვისყიდით თუ არა?
_ ამისი კი რა მოგახსენოთ! _ წარმოთქვა შელბიმ. _ თუ ერთხელ კაცს საქმე-
ები აეწეწა, მერე ძნელადღა გამოუძვრება საბელს. მე ახლა მხოლოდ იმით ვა-
კოწიწებ ჩემს საქმეებს, რომ ერთს ვესესხები და მეორე მოვალეს ვაძლევ. დავა-
ლიანება ჭაობში სიარულსა ჰგავს, მუდამ საფრთხეში ხარ. _ იქნებ როგორმე გამოსწორდეს ჩვენი საქმეები, _ თქვა ქალბატონმა შელ-
ბიმ, _ შეიძლება, მაგალითად, ცხენები გავყიდოთ ანრომელიმე სოფელი და ვა-
ლი გავისტუმროთ.
_ უაზროდ ლაპარაკობ, ემილია! შენ ყველაფერში სამაგალითო ადამიანი
ხარ, მაგრამ მეურნეობისა არაფერი გაგეგება, ქალებს საზოგადოდ არაფერი ეს-
მით ანგარიშებისა.
_ მერე რატომ არაფერს მეუბნები შენს აწეწილ საქმეებზე? _ უსაყვედურა
ქალმა ქმარს: _ ის მაინც შემატყობინე, ვისი ან რამდენი გმართებს? შეიძლება,
როგორმე შემოგეშველო და ოჯახის ხარჯები შევამცირო.
_ თუ ხათრი გაქვს, დამეხსენი, ემილია! _ თქვა გაჯავრებულმა შელბიმ. არ
იცოდა, რა პასუხი მიეცა ცოლისათვის, და ამიტომ გაჯავრდა, ამით სურდა, მო-
ესპო ეს უსიამოვნო ლაპარაკი. _ შენ სამეურნეო საქმეების წარმოება ის ხომ არა
გგონია, ხლოა რომ ქადებს აცხობს სამზარეულოში. აქ ცომს მოგლეჯს, იქ მიუ-
მატებს, მორჩა და გათავდა! მეურნეობა ქადების ცხობა არ არის. გთხოვ, ჩემს
საქმეებში ნუ ჩაერევი.
ქალბატონი შელბი გაჩუმდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მისი ქმარი მარ-
თალს ამბობდა, როცა ქალების უაზრობაზე ლაპარაკობდა. თვითონ ფხიზელი
გონებისა და მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო და თავის ქმარზე ნაკლებ არ მო-
აწყობდა საქმეებს, თუ ამის ნებას მისცემდნენ. მას დიდი ხანია, გადაწყვეტილი
ჰქონდა თომას გამოსყიდვა, მაგრამ ამ განზრახვის ასრულებას ახალ-ახალი
დაბრკოლება ეღობებოდა. ქალმა მძიმედ ამოიოხრა და, ცოტა ფიქრის შემდეგ,
ისევ განაგრძო ლაპარაკი.
_ არტურ! მაშ, შეუძლებელია, სადმე ვიშოვოთ ფული და დავამშვიდოთ ეს
საწყალი დედაკაცი? ეს საცოდავი სულ იმაზე ფიქრობს, როდის ეღირსება თო-
მას ნახვა.
_ ძალიან სამწუხაროა, _ თქვა შელბიმ, _ ჩვენ ავჩქარდით, როცა დავპირ-
დით _ გამოგისყიდიო. მგონია, მე მაგას ვერასოდეს მოვახერხებ. ჯობს, ახლავე
სიმართლე ვუთხრათ ხლოას. თომა ორიოდე წლის შემდეგ იქ მეორე ცოლს
იშოვის და ხლოასაც ურჩევნია, აქ სხვაზე გათხოვდეს.
_ მე ყოველთვის იმას ჩავჩიჩინებდი მონებს, რომ ქორწინება იმათთვისაც
ისეთივე წმინდაა და შეურყეველი, როგორც ჩვენთვის, როგორ შეიძლება ახლა
ასეთი რჩევის მიცემა, არტურ? _ უთხრა აღელვებული ხმით ქალბატონმა შელ-
ბიმ ქმარს.
_ ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მონებს მათთვის შეუსაბამო ზნეობა მოახვიე
თავზე.
_ ეს ზნეობა ყველა ადამიანისათვის ერთნაირად სავალდებულოა დედამი-
წის ზურგზე. მე მძაგს მონობა, რომელიც ადამიანებს ორ ხარისხად ყოფს. რო-
გორც გინდა, ისე ჩამომართვი, არტურ, მე კი ჩემს სიტყვას ვერ გადავალ. თუ
სხვა გზით ვერ ვიშოვი საჭირო ფულებს, მუსიკის მასწავლებლობას დავიწყებ
და შევაგროვებ საჭირო თანხას თომას გასათავისუფლებლად. _ დავიჯერო, შენ მაგას გაბედავ? ქალბატონი დაიწყებ წანწალს კაპიკიან
გაკვეთილებზე? ეგ ხომ ჩვენი თავის მოჭრა იქნება! _ წამოიძახა შელბიმ.
_ ეს არავითარი დამცირება არ არის. მაგრამ, სიტყვა რომ გავტეხო, მაშინ კი
მართლა თავს დავიმცირებ.
_ ვიცი, რომ შენ ყოველთვის მზად ხარ, ჩაიდინო რამე არაჩვეულებრივი,
ემილია, მაგრამ, გთხოვ, კარგად მოიფიქრო, ვიდრე მაგ შენს აზრს განახორციე-
ლებდე.
ამ დროს აივნის ბოლოს გამოჩნდა ხლოა.
_ ქალბატონო, ერთ წუთს აქ მობრძანდით, _ დაუძახა მან ქალბატონს.
ქალბატონი შელბი წამოდგა და აივანზე გავიდა.
_ რა საქმე გაქვს, ხლოა? _ ჰკითხა მან მოახლეს.
_ აი, ეს ვარიები მოვიყვანე საჩვენებლად. თუ გნებავთ, წვნიანს გავაკეთებ.
_ ჩემთვის სულ ერთია, ხლოა! _ უპასუხა ქალბატონმა და ძალიან გაუკვირ-
და, რომ ხლოამ ასეთი კითხვით მიმართა მას. ხლოა ასეთ რჩევას არა ჰკითხავ-
და ხოლმე ქალბატონს.
ქალბატონი შელბი ჩააცქერდა ხლოას სახეში და შენიშნა, რომ იმასრაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა, ეტყობოდა, ვარიები მხოლოდ მისვლის
საბაბი იყო, ნამდილად კი სხვა საქმე ჰქონდა.
_ ხლოა, შენრაღაც სხვა სათქმელი გაქვს და ვერ მიბედავ! მითხარი, რა გინ-
და?
ხლოამ ცოტა ყოყმანის შემდეგ დაიწყო:
_ ჩემო ქალბატონო, რატომ გინდათ თავი შეიწუხოთ ფულის საშოვნელად?
თქვენ ხომ ყოველთვის გექნებათ ის, თუკი მოისურვებთ.
ამ სიტყვებზე ხლოას გაეცინა.
_ მე შენი სიტყვებისა ვერაფერი გავიგე, _ უთხრა ხლოას ქალბატონმა. ის
მიხვდა, რომ ხლოას ქმართან მისი ლაპარაკი გაგონილი ჰქონდა.
_ როგორვერმიხვდით ჩემს აზრს, ქალბტონო! _ უთხრა ხლოამ ქალბატონს
ისევ ღიმილით, _ აბა უყურეთ სხვა ბატონებს: ისინი მონებს ქირით ამუშავებენ
სხვაგან, როცა სახლში სამუშაო არა აქვთ, და ამით დიდ ფულს იღებენ. თქვენი
მონები კი უსაქმურად ყრიან სახლში წლობით და ჭამისფასსაც არაკეთებენ.
_ მერე, აბარომელი დავაყენოთ მოჯამაგირედ.
_ მე სხვაზე არაფერს მოგახსენებთ. სამი ამბობდა იმ დღეს _ ლუნევილში
ერთი მეშაქარლამე ეძებს ხელოსანსო და ხელფასს კვირაში ოთხ დოლარს აძ-
ლევსო.
_ მერე შენრა, ხლოა? _ შეეკითხა ისევ ქალბატონი.
_ აი, რა მოვიფიქრე, ქალბატონო! ჩემი თანაშემწე სალი ახლა თვითონაც
კარგად შეძლებს სადილ-ვახშმის მომზადებას, ის ჩემზე ნაკლებად არ ამზა-
დებს საჭმელებს. მე რომ გამიშვებდეთ ლუნევილში, ფულის მოგროვებაში და-
გეხმარებოდით. მე საშაქარლამო საქმეები კარგად ვიცი.
_ მერე ბავშვებს მარტო როგორ დატოვებ, ხლოა? _ ეჰ, ქალბატონო! ბიჭებს ახლა მუშაობაც კი შეუძლიათ, გოგოს კი სალი
უგდებს ყურს.
_ იქნება არიცი, რომ ლუნევილი აქედან შორს არის?
_ არა უშავს რა, ამბობენ, სადღაც ქვემოთ არის მდინარის ნაპირზე, სამხრე-
თისაკენაო. იქნებ ახლო გახლავთ თომასთან? _ იკითხა ხლოამ.
_ არა, ხლოა! ლუნევილიდან სამხრეთ შტატებამდის კიდევ დიდი მანძი-
ლია.
ამ სიტყვების გაგონებაზე ხლოას სახე მოეღრუბლა.
_ მაინც ცოტა უფრო ახლო იქნები, _ ანუგეშა ქალბატონმა. _ მე თანახმა
ვარ, გაგიშვა. სანამ შენ იქ შეაგროვებრამეს, მეც აქ მთელ შენს ჯამაგირს შეგინა-
ხავ და თომას გამოსახსნელ თანხას მივუმატებ.
თითქოს მზემ გამოაშუქაო, ისე გაუბრწყინდა ხლოას სახე სიხარულისაგან.
_ რა კეთილი ბრძანდებით, ქალბატონო! მე თვითონ არაფერი დამჭირდება
_ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი _ ყველაფერი მაქვს, ყოველ გროშს გამოვნასკვავ.
რამდენი კვირა არის წელიწადში ქალბატონო?
_ ორმოცდათორმეტი.
_ აი, რამდენი ფული შეგროვდება: კვირაში ოთხი დოლარი რას იზამს წე-
ლიწადში?
_ ორასრვა დოლარს, _ უთხრა ქალბატონმა.
_ ხედავ, რა ბევრია! _ წამოიძახა გაკვირვებულმა ხლოამ. _ დიდხანს დამ-
ჭირდება მეშაქარლამესთან მუშაობა, ქალბატონო, რომ საჭირო ფული შევაგ-
როვო?
_ ოთხი ან ხუთი წელიწადი, მაგრამ შენ იქ ნაკლებს დარჩები, რადგან მეც
დაგეხმარები, რითაც შევძლებ.
_ ქალბატონს გაკვეთილებზე სიარული არ დასჭირდება, მე ჩემს ბატონებს
ეგრე არგავუჭირვებ საქმეს, _ უთხრა ხლოამ ქალბატონს მადლიერი ხმით.
_ ჩემი დარდი ნუ გაქვს, ხლოა, _ უპასუხა ქალბატონმა შელბიმ ღიმილით.
_ როდის წახვალ ლუნევილში?
_ სამი ლაპარაკობდა, ამ დღეებში კვიცები უნდა წავასხა ბაზარზე გასაყი-
დადო; მაშინ გავყვებოდი მეც. დიდი ბარგი არა მაქვს ჩასალაგებელი. თუ მოწ-
მობას მიბოძებს ქალბატონი, ხვალვე გავემგზავრები.
_ ეგ ყველაფერი კარგია, ხლოა, მაგრამ ჩემს ქმარსაც უნდა მოველაპარაკო
ამაზე.
ქალბატონი ოთახში შევიდა, ხლოა კი გახარებული დაბრუნდა თავის ქოხ-
ში და მზადებას შეუდგა. საღამოთი ჯორჯ შელბი შევიდა მამიდა ხლოასთან
და ხლოამ ჯორჯს ახალი ამბავი ახარა.
_ ჩემო ბატონიშვილო! თქვენ იქნება არ იცით, რომ მე ხვალ ლუნევილში
მივდივარ? აი, ახლა ბარგს ვალაგებ, ბავშვებს საცვლები უნდა დავუმზადო.
იცი, ჯორჯ, მე კვირაში ოთხი დოლარი მექნება ჯამაგირი და ეს ფულები უნდა
მოვაგროვო თომას გამოსასყიდად. ამას გარდა, დედათქვენი დამპირდა დახმა-
რებას. _ ეგ ძალიან კარგი საქმეა! _ წამოიძახა ჯორჯმა სიამოვნებით. _ როდის აპი-
რებთ წასვლს, მამიდა ხლოა?
_ ხვალ დილით; სამს მივყავარ. გეხვეწებით, ბატონო, დაბრძანდით და ყვე-
ლაფერი მისწერეთ თომას.
_ დიდი სიამოვნებით, _ თქვა ჯორჯმა. _ წარმოდგენილი მაქვს, როგორ გა-
უხარდება ბიძია თომას. მე გავიქცევი, ქაღალდსა და საწერ-კალამს მოვიტან.
ჩვენს ცხენებზედაც მივწერ, ხომ კარგი იქნება, რომ მივწერო, მამიდა ხლოა?
_ ძალიან კარგი იქნება! აბა, მაშ თქვენ საწერ-კალმისათვის მიბრძანდით და
მე მანამ აქ ვარიას მოგიხრაკავთ. ეს იქნება ბებერი ხლოას გაკეთებული უკანას-
კნელი ვახშამი.
მეოცე თავი
ევა
ორი წელიწადი გავიდა, რაც თომა სენ-კლერის სახლში ცხოვრობდა. ის ყო-
ჩაღად იყო, იმისდა მიუხედავად, რომ მოწყვეტილი იყო ოჯახს, ცოლ-შვილს
და ყველაფერს, რაც იმისათვის ძვირფასი იყო ამქვეყნად.
თავისუფალ დროს საღვთო წიგნებს კითხულობდა თავის ოთახში. ეს მა-
ტებდა მას ძალ-ღონეს, სიმხნევესა და უკეთესი მომავლის იმედს აძლევდა. შე-
უდრეკელი იყო, რაც უნდა გაჭირვება დასდგომოდა.
ამავე დროს, თომამ მიიღო ჯორჯის წერილიც; იმის სიხარულს საზღვარი
არ ჰქონდა. ათასჯერ გადაიკითხა საყვარელი ბავშვის წერილი და განუსაზ-
ღვრელი სიამოვნება იგრძნო, როცა ამოიკითხა, რომ მახლობლები ზრუნავენ
და ცდილობენ იმის გამოსყიდვას.
თომასა და ევას მეგობრობაც თანდათან იზრდებოდა. თომას ბავშვი ძა-
ლიან შეუყვარდა. მისთვის რამე სურვილის ასრულება, სასიამოვნო საქმის გა-
კეთება _ თომას დიდ სიხარულს ანიჭებდა. დილით თომა წავიდოდა ბაზარში,
მოძებნიდა საუკეთესო ფორთოხალს, ატამს, ყვავილების ლამაზ თაიგულს,
იყიდდა და ევას მოუტანდა. ბავშვი ყოველთვის მოუთმენლად ელოდა ბაზრი-
დან თომას დაბრუნებას. «რა მომიტანა დღეს ბიძია თომამ?» _ იკითხავდა ევა,
ბაზრიდან დაბრუნებულ თომას რომ დაინახავდა. ბავშვის საოცარი ღიმილი,
იმისი წკრიალა ხმა, ოქროსფერი თმით შემოსილი თავის დანახვა დაობლებუ-
ლი ადამიანის გულს ნეტარებას აგრძნობინებდა ხოლმე. ევაც თავის მხრივ იმა-
ზე ფიქრობდა, რით გაეხარებინა თომა, წიგნის კარგი კითხვა იცოდა და დიდი
ხალისით კითხულობდა ხოლმე. პირველად მხოლოდ თომას გულისათვის
კითხულობდა ხმამაღლა, მაგრამ იმის მგრძნობიარე სულს ნელ-ნელა ჩაეწვეთა
კარგი სიტყვები და ბავშვს სურვილი აღეძრა, რამე კეთილი საქმე გაეკეთებინა
დაჩაგრული მონებისათვის. ბავშვს არ შეეძლო, ყველაფერი გაეგო, მაგრამ ყოველ ფეხის გადადგმაზე
ხედავდა ბოროტებასა და უსამართლობას, და ეს ტანჯავდა იმის მგრძნობიარე
პატარა გულს.
არაერთხელ შეშინებია სენ-კლერს, ბავშვი რომ ნამტირალევი უნახავს. ევას
ხან ძიძის მდგომარეობა აწუხებდა, რომელიც ქმარ-შვილს დააშორეს, ხან თო-
მასი, ხან კიდევ სხვა რომელიმე მონისა. მამა რომ დამშვიდებას შეეცდებოდა,
ასე იტყოდა ხოლმე ბავშვი:
_ ოჰ, მამილო, მძიმე ლოდივით მაწევს გულზე ამ ადამიანების მწუხარება!
სენ-კლერის ოჯახი საზაფხულოდ პონშარტზენის ტბის ნაპირზე წავიდა.
მათ იქ მშვენიერი საკუთარი სახლი ჰქონდათ სააგარაკოდ. ცხელი ზაფხული
იყო, ქალაქში აუტანელი სიცხეები დაიჭირა და საშინელი მტვერი იდგა. ყველა,
ვისაც კი შეეძლო, სოფლად გავიდა. სენ-კლერის აგარაკს გარშემო დიდი ბაღი
ერტყა. ჰაერში ყოველთვის ათასნაირი სურნელოვანი ყვავილის სუნი ტრია-
ლებდა, ასწლოვანი ხეები და უზარმაზარი ტბის სიახლოვე იმდენად აგრილებ-
და ჰაერს, რომ ამ მშვენიერ სასახლეში საამურად ატარებდა ადამიანი ცხელ
ზაფხულს.
მოწმენდილი საღამო იყო, ჩამავალი მზის შუქი ალისფერ ზოლებად ისახე-
ბოდა ტბის გამჭვირვალე ტალღებში. აქა-იქ მოჩანდნენ აფრაგაშლილი გემები.
ბინდში ისინი მოჩვენებებს წააგავდნენ.
ბუნება ძილს აპირებდა, ცაზე თითო-ოროლა ვარსკვლავი გამოჩნდა. სასია-
მოვნო იყო მყუდრო კუნჭულიდან ამ საუცხოო სურათის ხილვა. თომა და ევა
გრძელ სკამზე ისხდნენ ხეივანში ტბის პირას. ევას მუხლებზე გაშლილი წიგნი
ედო, ის იყო მორჩნენ კითხვას და ახლა ბუნების მშვენიერებით ტკბებოდნენ.
_ ბიძია თომა! _ უთხრა ბავშვმა თომას და ტბისკენ გაიშვირა ხელი: _შეხე-
დე, როგორ გავს ეს სურათი იმას, რაც ახლა წავიკითხეთ! ჰგავს, არა, ბიძია თო-
მა?
_ დიახ, დიახ, ჩემო პატარა ქალბატონო! _ უპასუხა თომამ, რომელიც აღტა-
ცებით შეჰყურებდა კეკლუც ბუნებას.
რამდენიმე წამმა გაიარა სიჩუმეში. ბავშვი კვლავ აღტაცებული შეჰყურებ-
და ცას.
_ ბიძია თომა, _ დაიწყო ისევ ბავშვმა, _ მე მგონია, რომ ჩქარა წავალ იქ,
იმათთან!
ბავშვი წამოდგა და ხელი ცისკენ გაიშვირა. ჩამავალმა მზემ თავისი უკანას-
კნელი სხივი მოახვედრა ევას ოქროსფერ თმებს და შარავანდედში გაახვია ბავ-
შვი. ევას მშვენიერი სახე გაუბრწყინდა.
შეშინებულმა თომამ ბავშვს შეხედა.
უსიამოვნო წინათგრძნობამ უკბინა გულზე. თომა ამჩნევდა, რომ უკანას-
კნელ ხანებში ბავშვი გახდა, ჩქარა იღლებოდა; როცა ოდნავ დაიღლებოდა,
სუნთქვა უძნელდებოდა. ხშირად გაუგონია ოფელიასაგან _ ევას ახველებს და
ვერაფერი ვუშველეთ ამ ხველასო. ახლა, ამ უცნაური სიტყვების გაგონებაზე, თომამ შენიშნა, რომ ბავშვს ლო-
ყები აენთო, სიცხისაგან. ხელი წაავლო მაჯაზე და ნახა, რომ ბავშვი საშინლად
ცხელი იყო.
სამწუხაროა, რომ ასეთი ბავშვები, როგორიც ევა იყო, დიდხანს არ ცოც-
ხლობენ. მათ სახელებს უფრო ხშირად საფლავების ქვაზე ვკითხულობთ. წმინ-
და სიყვარული და სიმართლის წყურვილი ისე ავსებს იმათ გულს, რომ სუსტი
სხეული ვერ უძლებს ძლიერ გრძნობებს და ვერ იტანს მუდმივ სულიერმღელ-
ვარებას.
ასეთი იყო პატარა ევაც და ამიტომ მასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა
ამქვეყნად. მას აქ მხოლოდ სუფთა ფაქიზი ბავშვობის გატარება ხვდა წილად.
ვერავინ ამჩნევდა, როგორ დნებოდა ბავშვი, მახლობელი არავინ გრძნობდა
ამას ნათლად და არმოელოდა უბედურებას.
_ ევა, ჩემო კარგო, _ გაისმა ოფელიას ხმა, _ ჩქარა შემოდი, გენაცვალე, რად
ზიხარბაღში მზის ჩასვლის შემდეგ? შეგცივა!
ოფელია შეჩვეული იყო ავადმყოფის მოვლას. ჭლექიანი ავადმყოფების
მოვლაც გამოეცადა. შეამჩნია, რომ ევას ხანდახან ლოყები უყვითლდებოდა,
ოფელიას არგამოპარვია არც ის, რომ ბავშვს გამუდმებით ახველებდა.
ოფელიამ თავისი ეჭვები სენ-კლერს გაუზიარა, მაგრამ მამას გაგონებაც კი
არ უნდოდა იმისი, რომ მის ევასრაიმე საფრთხე მოელოდა.
_ რა ყვავივით შემომჩხავი, დაო! მართლა, ცუდი არაფერი მომიტანო, _ ეტ-
ყოდა ხოლმე სენ-კლერი პასუხად ოფელიას, როცა ქალი ევას ავადმყოფობაზე
ჩამოუგდებდა ლაპარაკს: _ ვერა ხედავ, ბავშვი სწრაფად იზრდება, ტანს იყრის,
ასეთ შემთხვევაში ბავშვი ყოველთვის ხდება.
_ მაშ, რა მიზეზია, რომ ბავშვს ახველებს? _ ჰკითხავდა ოფელია ბიძაშ-
ვილს.
_ ეგ არაფერია: ოდნავ გაცივდებოდა თამაშის დროს; ეგ ხველა საშიში არ
არის.
_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯენს, ელენესა და მარიამს ახველებდათ და
ჭლექი აღმოაჩნდათ.
_ ეჰ, დამეხსენი, თუ ხათრი გაქვს! _ თქვა გაჯავრებულმა სენ-კლერმა: _ შენ
სულ საზარელი სურათები გეხატება თვალწინ. ასე ცხოვრება არ შეიძლება.
ევას გაუფრთხილდი _ აი, რა არის საჭირო. ნუ გაუშვებ საღამოთი ცივ ჰაერზე;
ეცადე, არიღლებოდეს საქმით ან თამაშით.
თუმცა სენ-კლერი ასე ელაპარაკებოდა ოფელიას, გუნებაში ძალიან ეშინო-
და და ღელავდა. თვითონაც დაუწყო ბავშვს თვალყურის დევნება და გვერდი-
დან არ იშორებდა. ევა ხშირად სეირნობდა მამასთან ერთად ცხენით. სენ-კლე-
რი ყოველდღე უზიდავდა ბავშვს ახალ-ახალ წამლებს და ერთგულად ასმევ-
და, თუმცა, ამავე დროს, ამბობდა: ევას წამლები არ ესაჭიროება, მაგრამ არც სა-
ზიანოაო.
მას ყველაზე მეტად ბავშვის არაჩვეულებრივი აზროვნება აწუხებდა, მისი
სერიოზული გრძნობები. ევა ხანდახან ისეთ რამეებს ლაპარაკობდა, რომ იმისიწლოვანებისათვის წარმოუდგენელი იყო. ასეთ წუთებში სენ-კლერი რაღაც გა-
მოუთქმელ შიშს გრძნობდა. მაგრად მიიკრავდა ბავშვს გულზე, თითქოს ეში-
ნოდა, არავინ მომტაცოსო.
ბავშვი სულ უფრო მეტ სიყვარულსა და სიბრალულს გრძნობდა ირგვლივ
ყველას მიმართ და ყველაზე ზრუნავდა. თუმცა ტოპსისთან და სხვა ბავშვებ-
თან თამაშობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ აზრებით სხვაგან იყო. ხშირად, როცა
ტოპსის ცუღლუტობას უყურებდა, მწარედ ჩაფიქრდებოდა.
_ დედა, _ ჰკითხა ერთხელ დედას ევამ, _ რატომ ჩვენი ზანგები წერა-კით-
ხვას არსწავლობენ?
_ რა უაზრო კითხვას მაძლევ, ევა! _ უპასუხა დედამ, _ ზანგებს არსად არ
ასწავლიან წერა-კითხვას.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ იმათთვის წერა-კითხვა საჭირო არ არის. ეს მათ მუშაობას
არგაუადვილებს. ზანგები კი მუშაობისათვის არიან გაჩენილები.
_ მე მგონია, _განაგრძო ევამ, _ მონებმა წერა-კითხვა უნდა იცოდნენ, რომ
კარგი წიგნებით შეისწავლონ წესიერი ცხოვრება.
_ მაგდენს იმათ ყოველთვის წაუკითხავს ვინმე.
_ მე კი მგონია, დედა, რომ წიგნებს ყოველი კაცი თვითონ უნდა კითხუ-
ლობდეს. თუ კაცმა წიგნი არიცის, არც წამკითხველი ჰყავს, მაშინრაღა ქნას?
_ რა უცნაური ბავშვი ხარ, შვილო! _ წარმოთქვა მარი სენ-კლერმა.
_ მამიდა ოფელიამ ტოპსის ასწავლა წერა-კითხვა, _ განგრძო ლაპარაკი
ევამ.
_ მერე, რა სარგებლობას მოუტანს ტოპსის წერა-კითხვა? _ თქვა ქალბატონ-
მა სენ-კლერმა: _ იმაზე გაფუჭებული ბავშვი ჩვენს სახლში არმოიპოვება.
_ ჩემს ძიძასაც ძალიან უყვარს წიგნები.
ქალბატონი სენ-კლერი რაღაც ყუთს ალაგებდა, საქმეს თავი დაანება და სე-
რიოზული კილოთი უთხრა ევას:
_ როცა წამოიზრდები, ევა, და საზოგადოებაში გახვალ, მაშინ მონებისათ-
ვის წიგნის საკითხავად აღარ გეცლება. იმიტომ კი არ გეუბნები ამას, რომ არ
მომწონს შენი საქციელი. მე თვითონაც ვუკითხავდი შენხნობას, მაგრამ როცა
საფიქრებლად კაბის შეკერვა და დროს ტარება გაგიხდება, მაშინ შენ მაგათ-
თვის დრო აღარ გექნება. უყურე, რა მშვენიერი ბრილიანტია! პირველად რომ
წამიყვანეს საცეკვაო საღამოზე, მაშინ გავიკეთე. როცა გაიზრდები, შენ გაჩუქებ.
ევამ ცალი თვალით გადახედა ბრჭყვიალა სამკაულს.
_ რასფიქრობ, შვილო? _ ჰკითხა დედამ, როცა ბავშვს ჩაფიქრება შეამჩნია.
_ დედა, ეს ძვირფასია? _ჰკითხა ბავშვმა.
_ ჰო, შვილო! მამაჩემმა საზღვარგარეთიდან გამოიწერა. ეს სამკაული დაუ-
ფასებელია.
_ ნეტავი ჩემი იყოს! _ თქვა ევამ.
_ რად გინდა, შვილო?! _ ახლავე გავყიდდი და იმ ფულით ვიყიდდი ბლომად მიწას ისეთ ადგი-
ლას, სადაც მონობა არ არის, და იქ დავასახლებდი ყველა ჩვენს მონას. მივუ-
ჩენდი მასწავლებელს და ყველას ვასწავლიდი წერა-კითხვას.
მარის გულიანად გაეცინა.
_ ერთი სიტყვით, შენ იქ სასწავლებელს გახსნიდი, ასწავლიდი ფორტეპია-
ნოზე დაკვრას, ხავერდზე ქარგვასა და ამისთანებს.
_ არა, დედილო! _ მტკიცედ უპასუხა ევამ: _ მე ვასწავლიდი იმათ წერა-
კითხვას, რომ წერილების შედგენა შეძლებოდათ. დედილო, ღმერთმანი, ახლა
აუტანელია მათი ცხოვრება; ბიძია თომა ამას ძალიან კარგად გრძნობს, ძიძაცა
და ბევრი სხვაც.
_ ბავშვურად მსჯელობ, ევა! _ შენიშნა დედამ, _ თავი დავანებოთ ამ ლაპა-
რაკს, თავი ამტკივდა.
მარი ყოველთვის თავის ტკივილს მოიგონებდა, როცა სურდა, შეეწყვიტა
უსიამოვნო ლაპარაკი.
ევა ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან.
ოცდამეერთე თავი
ჰენრი
ამ ხანებში სენ-კლერს სტუმრად ეწვია ძმა პატარა ვაჟიშვილით.
სენ-კლერი და იმისი ძმა არაფრით არ ჰგვანდნენ ერთმანეთს _ არც სახით,
არც ხასიათით, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
სასიამოვნო სანახავი იყო, როცა ძმები ხელიხელგაყრილნი დასეირნობ-
დნენ ბაღში და შეუჩერებლივ მასლაათობდნენ. ბავშვებიც ჩქარა დამეგობ-
რდნენ. ჰენრი ლამაზი ბავშვი იყო, შავი თმა და შავი დიდრონი თვალები ჰქონ-
და. სახეზე ეტყობოდა, რომ ამაყი და ფიცხი ბავშვი უნდა ყოფილიყო, მაგრამ
ევას მეტად ალერსიანად ეპყრობოდა. პირველი გაცნობიდანვე ევამ უცებ დაი-
მორჩილა იმისი გული.
ევას პატარა თეთრი ცხენი ჰყავდა, იმით დასეირნობდა ხოლმე.
ერთხელ ბავშვები სასეირნოდ მიდიოდნენ. თომამ მოიყვანა სასახლესთან
ევას პატარა ცხენი. თომას გვერდით ცამეტი წლის ბიჭს ეჭირა მშვენიერი დაბა-
ლი ტანის არაბული ცხენი. ეს ძვირფასი ცხენი ჰენრის მამამ ახლახან გამოიწე-
რა შვილისათვის. პატარა მეჯინიბეც ჰენრის საკუთრებას შეადგენდა. ჰენრის
თავი მოსწონდა ლამაზი ცხენით და ახლაც გულმოდგინედ დაუწყო თვალიე-
რება _ სუფთად იყო შენახული თუ არა.
_ ეს რა არის? როგორ უსუფთაოდ გყავს ცხენი? _ დაუყვირა ბატონმა პატა-
რა ბიჭს. _ ვგონებ, დღეს თავი არშეგიწუხებია, რომრიგიანად გაგესუფთავები-
ნა.
_ როგორ არა, ბატონო! _ მორჩილად უპასუხა ბიჭმა. _ კარგად გავწმინდე,
მაგრამ ისევ გამტვრიანდა. _ გაჩუმდი! _ უფრო ძლიერ დაუყვირა ჰენრიმ და ბიჭს მათრახი დაუქნია.
ბიჭი წლოვანებით თავისი ბატონის ხნისა იყო: ცდილობდა, თავი ემარ-
თლებინა; სირცხვილით სახე აუჭარხლდა და თვალებმა სიბრაზისაგან ელვა
დაუწყო.
ჰენრიმ მოთმინება დაკარგა და მათრახი გადაჰკრა.
_ აი, ესეც შენ _ ბევრი ლაპარაკისათვის! _ უთხრა იმან მონას. _ წაიყვანე ახ-
ლავე და კარგად გაწმინდე ცხენი!
როცა ბავშვმა ტირილით წაიყვანა ცხენი, თომა გამოექომაგა:
_ მე ჩემი თვალით ვნახე, ცხენი გასუფთავების შემდეგ მტვერში გაგორდა.
_ შენ არავინ გეკითხება, _ მკვახედ მიუგო ჰენრიმ და აივანზე ავიდა ევას-
თან. იგი სასეირნო ტანისამოსში იყო გამოწყობილი.
_ საყვარელო დაო, მაპატიე, რომ ბრიყვის გადამკიდე ამდენ ხანს გაცდევი-
ნებ, აქ დავსხდეთ, სანამ ჩემს ცხენს მოიყვანენ. რა ფერი გაძევს? როგორ მკაც-
რად იცქირები?
_ როგორ არა გრცხვენია, ჰენრი, რომ ასე სასტიკად, ასე ცუდად ეპყრობი
მონებს? _ უსაყვედურა ევამ ბიძა-შვილს.
_ განარა დავაშავე სასაყვედურო, ძვირფასო ევა?! _ გაიკვირვა ჰენრიმ.
_ ძვირფას ევას ნუღარმეძახი, შენ ცუდი ბავშვი ყოფილხარ.
_ შენ არ იცნობ, ევა, მაგ ბიჭს! მაგას კაცი ვერაფერს გააგონებს უმათრახოდ.
მამაჩემიც ეგრე ექცევა მონებს.
_ ხომ გაიგონე, ბიძია თომამ თქვა _ ბავშვი დამნაშავე არ არისო. ის თავის
დღეში ტყუილს არიტყვის.
_ იშვიათი ზანგი ყოფილა! ჩვენი მონები კი ყველანი მატყუარები არიან.
_ იმიტომ, რომ თქვენ ისინი დაშინებულები გყავთ. ადამიანს შიში აიძუ-
ლებს იცრუოს!
_ კარგი, კარგი, დაო! შენ ისე გამოექომაგე ჩემს ბიჭს, რომ, გეფიცები, მე
იმას შენთან არასდროს დავსჯი.
ასეთი დაპირება ევას არ აკმაყოფილებდა, მაგრამ მეტი აღარაფერი უთ-
ქვამს, რადგანაც ხედავდა, რომ აგრე ადვილად ვერას შეასმენდა თავის ბიძაშ-
ვილს, რომელიც საშინლად გაერყვნა დედ-მამას და მისთვის ბატონყმური აზ-
რები ჩაენერგა.
ბიჭმა ჩქარა მოჰგვარა ბატონს გაწმენდილი ცხენი. ევამ შეამჩნია, რომ
ბავშვს ნამტირალევი თვალები ჰქონდა და რამდენიმე ალერსიანი სიტყვა უთ-
ხრა ნუგეშად, როცა ბიჭი ევას ცხენზე შეჯდომას შველოდა. ჰენრის ცოტა შერ-
ცხვა თავისი საქციელის და შეეცადა, დაეყვავებინა მსახურისათვის. რამდენიმე
გროში გადაუგდო ბიჭს საჩუქრად, ხილი იყიდეო.
პატარა ბიჭმა მადლიერი თვალით გადახედა ევას კეთილი სიტყვისათვის.
ამ სიტყვებმა უფრო მეტად ასიამოვნა, ვიდრე ბატონის ნაჩუქარმა გროშმა.
მათმა მამებმა ყველაფერი დაინახეს ფანჯრიდან. ევას მამა დიდხანს ეკამა-
თებოდა ძმას, რომელიც ექომაგებოდა შვილს და იმის საქციელს ხასიათის სი-
ფიცხით ხსნიდა. _ მერე რად უწყობ ხელს ასეთი ხასიათის განმტკიცებაში? რად აძლევს ნე-
ბას, რომ თავისსავე ტოლ ბავშვს აგრე მოექცეს? _ ეკითხებოდა სენ-კლერი.
_ რა ზომები შემიძლია მივიღო? _ უპასუხებდა ჰენრის მამა: _ ეგ დაბადე-
ბით ეგეთი ფიცხია. ვერც მე, ვერც ჩემი მეუღლე ვერაფერს ვაწყობთ მაგასთან,
როცა გუნება აემღვრევა ხოლმე. რაც შეეხება ამ ბიჭს, სწორი მოგახსენოთ, მა-
გათთან სხვანაირად ვერაფერს გააწყობ.
ევას მამა ააღელვა ძმის სიტყვებმა; ძმებმა დიდხანს იკამათეს მონობის შე-
სახებ, ისინი სულ სხვადასხვა შეხედულებისა იყვნენ ამ საკითხზე.
ცხენის ფეხის ხმა მოისმა: ბავშვები სეირნობიდან დაბრუნდნენ. მამა გამოე-
გება ევას ეზოში.
_ შვილო, ევა! _ უთხრა იმან ცხენიდან გადმოყვანის დროს: _ გეტყობა,
დაღლილხარ.
_ არა, მამილო! _ უპასუხა ბავშვმა.
მაგრამ ევა მძიმედ სუნთქავდა. მამას შეეშინდა.
_ როგორშეიძლება ცხენის გაჭენება! ხომ იცი, ეგ შენთვის მავნებელია.
_ მამილო, მე ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ დამავიწყდა ჩემი ავადმყოფო-
ბა.
სენ-კლერმა ხელში აიყვანა ბავშვი, შეიყვანა სასტუმრო დარბაზში და დააწ-
ვინა დივანზე.
_ ჰენრი, _ უთხრა სენ-კლერმა ძმისწულს, _ გაუფრთხილდი ევას, ეგრე ნუ-
ღარაჭენებთ ცხენებს.
_ თქვენ დარდი ნუ გაქვთ, ნუ შეწუხდებით, ბიძია, მე მოვუვლი ევას.
ის მოუჯდა ევას გვერდით და მაჯა დაუჭირა.
_ ევა, მე ძალიან ვწუხვარ, რომ მამა ჩქარა წამიყვანს აქედან. მერე როდისღა
გნახავ? მე რომ აქ დიდხანს დავრჩენილიყავ, ბევრად მომირბილდებოდა ხასია-
თი და ჩემს ბიჭს უდიერად აღარ მოვეპყრობოდი. მე იმისათვის ცუდი არა
მსურს, მაგრამ, როცა გავბრაზდები, თავს ვეღარ ვიკავებ. ეგ ჩვენს სახლში ისეთ
ცუდ მდგომარეობაში არ იმყოფება, როგორც შენა გგონია. ამ ბიჭს ჩვენ კარგად
ვინახავთ: ვაცმევთ, კარგი ჭამა-სმა აქვს და ზოგჯერ ფულსაც ვაჩუქებ ხოლმე.
მე ვგონებ, კმაყოფილია თავისი ცხოვრებით.
_ განა ბედნიერი იქნებოდი, ჰენრი, რომ არავის უყვარდე? _ ჰკითხა ევამ.
_ არა, _ გადაჭრით უპასუხა ჰენრიმ.
_ აი, ხედავ, ეგ ბიჭი მოუშორებიათ თავისი ოჯახისათვის. აბა ვის უყვარს
იგი თქვენს სახლში?
_ მე ამ შემთხვევაში არავითარი შველა არშემიძლია, _ უპასუხა ჰენრიმ.
_ რატომ შენ თვითონ არგიყვარს ეგ ბიჭი? _ განაგრძო ლაპარაკი ევამ.
_ რად უნდა მიყვარდეს? _ ჰენრიმ ვერ გაიგო ევას სიტყვების აზრი: _ შენც
ხომ არგიყვარს შენი მონები.
_ მე მიყვარს, _ უპასუხა ევამ.
_ უცნაურია!
ევა გაჩუმებული იცქირებოდა ძირს. _ მაინც გთხოვ, _ განაგრძო ევამ, _ კეთილი ადამიანი იყო და საწყალ უცხო
ბავშვს ალერსიანად ეპყრობოდე. დამპირდი, თუ გიყვარვარ, რომ თხოვნას
ამისრულებ.
_ შენი გულისათვის, ჩემო ძვირფასო, ვისაც გინდა, შევიყვარებ! _ წამოიძახა
ჰენრიმ: _ ჩემს სიცოცხლეში შენზე კარგი არავინ მინახავს!
ევამ ჰენრის სიტყვები დინჯად, დარბაისლურად მოისმინა, მაგრამ ამ სიტ-
ყვებმა იმის თავმოყვარეობას არაფერი მისცა.
_ მოხარული ვარ, რომ კარგი სურვილები გაქვს, ჰენრი, _ უთხრა ევამ ბი-
ძაშვილს ალერსიანად. _ არ დაივი-წყო შენი დაპირება.
ამ დროს სადილის ზარი დაირეკა და ბავშვები სასადილოში წავიდნენ.
ოცდამეორე თავი
მამისა და შვილის საუბარი
ორი დღის შემდეგ სტუმრები წავიდნენ. სანამ სტუმრები იყვნენ სახლში,
ევა ისე გამოცოცხლდა და გამხიარულდა, რომ ყველას დაავიწყდა მისი ავად-
მყოფობა, მაგრამ სტუმრების წასვლის შემდეგ სწრაფად დაეტყო სისუსტე. ახ-
ლა კი ყველამ იგრძნო, რომ ბავშვი მძიმე ავადმყოფი იყო. მხოლოდ მარი ვერ
გრძნობდა ბავშვის მდგომარეობას. ნებივრობამ შთანთქა და შვილისათვის არ
ეცალა. სწყინდა ხოლმე, როცა ოფელია ბავშვის ავადმყოფობაზე ეტყოდარასმე.
_ მე საშიშს ვერაფერს ვხედავ ევას მდგომარეობაში, _ უპასუხა მარიმ ოფე-
ლიას, როცა ამ უკანასკნელმა კიდევ ჩამოუგდო ლაპარაკი ევას ავადმყოფობა-
ზე.
_ აბა, ყურადღება მიაქციეთ, როგორახველებს ბავშვს! _ თქვა ოფელიამ.
_ ეგ რა ხველაა! მე რომ ევას ხნისა ვიყავი, უფრო მაგრად მახველებდა, ეში-
ნოდათ, ჭლექი არგამჩენოდა.
_ ევას ახველებს, დღითი დღე სუსტდება, სუნთქვა უძნელდება ბავშვს.
_ ეგ ნერვების ბრალია. მახსოვს, ძლივს ვსუნთქავდი ხოლმე.
_ ღამე ოფლირომ მოსდის? _ არა ცხრებოდა ოფელია.
_ არც ეგ არის საშიში, _ თქვა ქალბატონმა სენ-კლერმა. _ ღამით ოფლი ნერ-
ვების სისუსტემაც იცის. ძიძა ახლაც ხშირად გამომიცვლის ხოლმე ღამღამო-
ბით ოფლიან საცვლებს.
ოფელია გაჩუმდა, რაკი დარწმუნდა, რომ მარისთან ლაპარაკი ამაო იყო.
იცოდა კი, რომ ასეთი უცნაური უდარდელობა დედისა დიდხანს ვერ გასტან-
და. როცა ევა ისე ცუდად გახდა, რომ რამდენიმე ექიმი მოიწვიეს, მაშინ დედაც
შეფიქრიანდა და მეორე უკიდურესობა დაეტყო: ახლა მხოლოდ იმასღა ლაპა-
რაკობდა, რომ ის უბედური დედაა, რომ წინათვე გრძნობდა და მოელოდა ამას.
მწუხარებამ ნერვები აუშალა: ყველას უჩიოდა, ყველას ლანძღავდა; არც დღე,
არცღამე არავის მოსვენებას არაძლევდა. _ ჩემო მარი, _ ეტყოდა ხოლმე სენ-კლერი ცოლს: _ რად ეძლევი უიმედო-
ბას? განა არავითარი შველა არ შეიძლება? ექიმს ხომ ჯერ მორჩენის იმედი არ
დაუკარგავს?
_ შენ შეგიძლია მხიარულად უყურო მომავალს და იმედები იქონიო, ეგ
შენთვის ძალიან კარგია, _ უპასუხებდა ხოლმე ქმარს ქალბატონი სენ-კლერი, _
მაგრამ არშეგიძლია მიხვდე დედის გრძნობებს.
ნერვებაშლილი დედაკაცი ხან ვის მივარდებოდა და ხან ვის. ყველას გულ-
ქვაობას უკიჟინებდა, უსაყვედურებდა, რომ არავის ესმოდა მისი ტანჯვა.
ევას ხშირად ესმოდა დედის ბუზღუნი და ეს საშინლად აწუხებდა.
ორმა კვირამ გაიარა. ევამ ცოტათი მოიხედა. მაგრამ ეს არ იყო საღი ადამია-
ნის გამოკეთება. ასეთმა ავადმყოფებმა ხშირად იციან უკანასკნელ ჟამს მოხედ-
ვა. ევამ კიდევ შეძლო სეირნობა ბაღში, აივანზე. ის ხანდახან თამაშობდა და
იცინოდა კიდეც ძველებურად. მამას ძლიერ უხაროდა ბავშვის გამობრუნება
და ყველას ახარებდა ევას გამოკეთებას; იმედი ჰქონდა, ბავშვი ჩქარა სულ კარ-
გად შეიქმნებაო. ექიმი და ოფელია კი სხვას ფიქრობდნენ. ამ ცვლილებამ ვერ
მოატყუა ისინი და თვითონ ბავშვსაც არ მისცემია მორჩენის იმედი. სიკვდი-
ლისაგან ნიშანში ამოღებული ადამიანი როგორღაც გრძნობს ამას. ევაშიც ასე-
თი ცვლილება მოხდა. ის გრძნობდა, რომ ამქვეყნად დიდი ხნის სიცოცხლე
აღარ ჰქონდა. ამ საგანზე მას ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. საკვირველი იყო: ფუფუ-
ნებაში აღზრდილი ბავშვი არ ნანობდა, რომ ამქვეყნიურ ბედნიერ ცხოვრებას
ტოვებდა. მხოლოდ იმასა წუხდა, რომ სიკვდილი დააშორებდა საყვარელ ადა-
მიანებს; განსაკუთრებით აწუხებდა მამის მდგომარეობა. იცოდა, რომ მის მამას
მეტი მახლობელი და საყვარელი არავინ რჩებოდა. დედაც ენანებოდა. მგრძნო-
ბიარე გულში მშობლის სიყვარული ღრმად ჰქონდა ჩანერგილი. ყველა მონა
ენანებოდა. სურდა, სანამ ცოცხალი იყო, რამე გაეკეთებინა მათი ცხოვრების გა-
საუმჯობესებლად.
ერთხელ, სადილის შემდეგ, სენ-კლერი აივანზე იჯდა. ამ დროს ბაღიდან
ევაც ამოვიდა. მისი ოქროსფერი თმები მზეზე საუცხოოდ ბრჭყვიალებდა. ლო-
ყები გაწითლებული ჰქონდა. ბავშვს თეთრი, გაქათქათებული კაბა ეცვა და ან-
გელოზს ჰგავდა.
მამამ ჯერგაოცებით შეხედა ბავშვს, მერე კი მაგრად ჩაიკრა გულში.
_ მამილო, _ მტკიცე ხმით უთხრა ევამ, _ დიდი ხანია, შენთან ერთ საქმეზე
მინდა ლაპარაკი. მინდა მოგელაპარაკო, სანამ ძალ-ღონე მაქვს.
ამ სიტყვების გაგონებაზე სენ-კლერს თავშირაღაცამ დაჰკრა.
ბავშვი მამის მუხლზე დაჯდა და პატარა თავი მკერდზე მიაყრდნო.
_ მამილო, მე აღარ შემიძლია დავფარო ის, რასაც ვგრძნობ, _ დაიწყო ბავ-
შვმა, _ ვიცი, რომ ჩქარა სამუდამოდ გამოვეთხოვები ამ ქვეყანას.
ბავშვს ტირილი მოერია ამ სიტყვებზე.
_ შვილო, ავადმყოფობისაგან დასუსტებული ხარ, ნერვები აგეშალა და ამი-
ტომ მოგდის თავში ასეთი საზარელი აზრები. სენ-კლერი დამშვიდებული ხმით ლაპარაკობდა, თუმცა შიშით გული უს-
კდებოდა.
_ არა, მამილო, ნუ ატყუებ შენ თავს; მე უკეთ არა ვარ, ეს კარგად ვიცი. არც
საზარელი ფიქრები და სისუსტე მალაპარაკებს. ვგრძნობ, რომ მძიმე ავადმყო-
ფი ვარ და თქვენ, ჩემი საყვარელი ადამიანები რომ არ მენანებოდეთ, სრულ
ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემს თავს. მე მსურს სიკვდილი.
_ რამ მოგაბეზრა ასე სიცოცხლე, შვილო? ვგონებ, ჩვენ საკმაოდ ვზრუნავთ
შენი ბედნიერებისათვის?
_ ამქვეყნად კარგია სიცოცხლე, როცა საყვარელ ადამიანებს შეჰყურებ, მაგ-
რამ გარშემო ბევრი უსამართლობა ტრიალებს, ბევრი იტანჯება უბრალოდ და
ამიტომ არვნანობ ამ ქვეყნის მოშორებას.
_ ჩემო სიცოცხლევ, რა ბოროტებას ხედავ ამქვეყნად, რატომ არმეტყვი?
_ საშინელ, აუტანელ მდგომარეობაშია საწყალი ხალხი, მამილო! მე იმათ
ყველას ვუყვარვარ. მამილო, მე მსურს ისინი ყველანი გაათავისუფლო.
_ განა ჩვენი მონები ცუდ პირობებში ცხოვრობენ, შვილო?
_ არა, მამილო, იფიქრე, რა მოუვათ, როცა შენ აღარ იქნები. შენისთანა ადა-
მიანი იშვიათია ქვეყანაზე. აი, ბიძია ალფრედი არა გგავს შენ, არც დედა. ამათ-
ზე უფრო სასტიკი ბატონებიც იქნებიან კიდევ. აბა, იფიქრე, მამილო, რა საში-
ნელ დღეში შეიძლება ჩაცვივდნენ ჩვენი მონები.
ევას გააჟრჟოლა.
_ შვილო, შენ მეტად მგრძნობიარე გულისა ხარ. ვნანობ, რომ ნებას გაძლევ-
დი და სამწუხარო ამბებს ყურს უგდებდი.
_ აი, სწორედ ეგ მწყინს, მამილო! შენ გსურს, რომ მე ბედნიერად ვიცხოვ-
რო, რომ ჩემს ყურამდის არავითარი სამწუხარო ამბავი არაღწევდეს, უმრავლე-
სობა კი მთელ თავის სიცოცხლეში მწუხარების მეტს არაფერს ხედავს. მე ყვე-
ლაფერი უნდა ვიცოდე, ყველაფერი მესმოდეს, სხვის უბედურებას უნდა
ვგრძნობდე. აი ეს აზრები მაწვებოდა გულზე ყოველთვის მძიმე ლოდად. მე
სულ ამაზე ვფიქრობდი ხოლმე. მამილო, მითხარი, გენაცვალე, განა არ შეიძ-
ლება მონების განთავისუფლება?
_ მეტად ძნელ კითხვას მაძლევ, შვილო! მეც და ბევრი სხვაც ფიქრობს, რომ
მონობა ბოროტებაა. მაგრამ, როგორ უნდა მოისპოს მონობა _ ეს კი ხეირიანად
არავისა გვაქვს წარმოდგენილი; ეს ძნელი საქმეა.
_ მამილო, შენ ჭკვიანი და კეთილი ადამიანი ხარ. კარგი ლაპარაკიც იცი.
განა არ შეგეძლო, მისულიყავი ჩვენს მეზობლებთან და დაგერწმუნებინა ისი-
ნი, რომ საჭიროა მონების განთავისუფლება? როცა მე მოვკვდები, მამილო, ჩემს
სახსოვრად უთუოდ გაათავისუფლე ჩვენი მონები. იმედი მაქვს, ამ თხოვნას
ამისრულებ.
_ როცა შენ მოკვდები, ევა! _ მწარე ნაღველით წარმოთქვა სენ-კლერმა, _ ნუ
ლაპარაკობ ასე, ჩემო ძვირფასო: ამქვეყნად შენს მეტი არავინა მყავს და უზო-
მოდ მტანჯავს შენი სიტყვები! _ ძიძასაც ყველაზე ძლიერ თავისი შვილები უყვარს. მაგრამ, ამისდა მიუხე-
დავად, იძულებულია, მთელი თავისი სიცოცხლე იმათგან მოშორებით გაატა-
როს. ძვირფასო მამილო! იზრუნე ამ უბედურთათვის, შეისმინე ცრემლები ჩემი
საყვარელი ძიძისა: რამდენჯერ მინახავს ის ცხარე ცრემლებით მტირალი. ან
ბიძია თომა _ იმასაც ხომ უყვარს თავისი შვილები? საშინელებაა, რაც ახლა
ხდება ქვეყანაზე!
_ დამშვიდდი, ჩემო პაწიავ, ნუ შფოთავ, ნუ ლაპარაკობ სიკვდილზე და ნუ
მტანჯავ! მე მზად ვარ, ყველაფერი აგისრულო.
_ სიტყვა მომეცი, ძვირფასო მამილო, რომ თომას უეჭველად გაათავისუფ-
ლებ, როცა... _ ბავშვს სიტყვა გაუწყდა, თითქოს ვერ ბედავდა გამოეთქვა, რაც
ჰქონდა სათქმელი; მაინც, როგორც იყო, თავს ძალა დაატანა და დაამთავრა აზ-
რი: _ როცა მე აღარვიქნები ცოცხალი.
_ ჰო, ჩემო ძვირფასო, ყველაფერს აგისრულებ, რასაც მთხოვ.
_ ჩემო კარგო მამილო! _ მიეალერსა ბავშვი მამას და თავისი გახურებული
ლოყა მიადო მამის ლოყას. _ რა ძალიან მინდა, რომ შენც ჩემთან ერთად წამოხ-
ვიდე იქ!
სენ-კლერს ხმა ჩაუწყდა და მაგრად ჩაიკრა შვილი გულში.
_ მაშ, შენც მოხვალ იქ, ჩემთან, მამილო? _ თქვა ბავშვმა მტკიცე ხმით.
_ ჰო, ჩემო საყვარელო, მეც მალე გამოგყვები! მე შენ არასოდეს არ დაგივიწ-
ყებ!
ხშირმა ბინდმა დაჰკრა და აივანზედაც დაბნელდა. სენ-კლერი უძრავად
იჯდა სავარძელში და მაგრად ჰყავდა ჩახუტებული ბავშვი გულში. ხშირ ბინ-
დზე ბავშვის ღრმა თვალებს ვეღარ არჩევდა, მაგრამ მისი ანგელოზისებური
ხმა კიდევ ესმოდა. ამ ძვირფასმა, დასუსტებულმა ხმამ სენ-კლერის ხსოვნაში
გააცოცხლა მთელი მისი წარსული ცხოვრება: გაახსენდა თავისი საყვარელი და
კეთილი დედა, ახალგაზრდობის მისწრაფებანი და სურვილები, ყოველივე,
რითაც ძალ-ღონით სავსე ახალგაზრდა აპირებდა ცხოვრებაში ფეხის შედგმას.
შემდეგ მოიგონა ის წლები, რომლებიც მან ფუქსავატ საზოგადოებაში გაატარა
ურწმუნოებასა და სიზარმაცეში. ერთი სიტყვით, ის ცხოვრება, რომელიც მდი-
დარი, წარჩინებული ვაჟბატონის კარგ ცხოვრებად მიაჩნიათ.
აზრი სწრაფია: შეუძლია რამდენიმე წამში ადამიანის მთელი ცხოვრება
აღადგინოს გონებაში. ამ წუთებში სენ-კლერისათვის ბევრი რამ შეიქნა ცხადი,
მაგრამ თქმით კი არაფერი უთქვამს.
დაღამდა. მამამ ბავშვი ხელით შეიყვანა საწოლ ოთახში. დასუსტებულ
ბავშვს ტანთ გახადეს და ლოგინში ჩააწვინეს. სენ-კლერმა ძიძა დაითხოვა ბავ-
შვის ოთახიდან და თვითონ დაარწია შვილის ლოგინი, თან ნანას უმღეროდა,
სანამ ბავშვს არჩაეძინა.
კვირა დღე იყო. სენ-კლერი სავარძელში იჯდა აივანზე და სიგარას ეწეოდა.
აივნის ახლოს, ღია ფანჯარასთან, იჯდა მისი ცოლი. ქალს ჩამოფარებული
ჰქონდა ნაქსოვი ფარდა, რომ კოღოებს არ შეეწუხებინათ. გადაშლილი წიგნი
ეჭირა და ზედ თვლემდა. ოფელია და ევა ეტლით გაასეირნა თომამ. _ გამიგონე, _ მიუბრუნდა მარი ქმარს, _ მგონი საჭიროა, გავგზავნოთ კაცი
ქალაქში და ჩემი ძველი ექიმი მოვიწვიოთ. ეჭვი მაქვს, რომ გულის ავადმყო-
ფობით ვარავად.
_ შენ გუნებაზე არა ხარ, მარი! _ უპასუხა სენ-კლერმა, _ არა მგონია, რომ
გულის ავადმყოფობა გქონდეს.
_ რასაკვირველია, არ დაიჯერე! რა უნდა დამიჯერო! შენ ლამის არის გადა-
ირიო ევას ყოველ წამოხველებაზე, მაგრამ ჩემთვის კი არა გცხელა.
_ თუ მაინცდამაინც გსურს, რომ გულის სიგანიერე გქონდეს, მე დაგეთან-
ხმები; აქამდის კი სრულებით საღი მეგონე.
_ კარგი იქნება, სანანებლად არ გაგიხდეს ეგ შენი ჯიუტობა! მე კი მგონია,
რომ ევაზე ფიქრმა და ზრუნვამ მთლიანად მომიდნო და უთუოდ გული შემი-
შინდა.
სენ-კლერმა არაფერი თქვა. მან იცოდა, რომ ეს სულ ცარიელი სიტყვები
იყო. ცოლის სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა, ის მშვიდად ეწეო-
და სიგარას, სანამ ეტლის ხმა არშემოესმა.
ოფელია თავის ოთახში გაეშურა ტანისამოსის გამოსაცვლელად და დასას-
ვენებლად. ევა მამის მუხლებზე ჩამოჯდა და უამბო, რა ნახა სეირნობის დროს.
ამ დროს ოფელიას ოთახიდან ხმაური მოისმა. ოფელიარაღაცას ჯავრობდა.
_ უეჭველია, ტოპსი ჩაიდენდა რასმეს, _ თქვა სენ-კლერმა, _ სხვა რა მიზე-
ზი უნდა იყოს.
ჯერ ეს სიტყვები არ გაეთავებინა სენ-კლერს, რომ აივანზე გამოვიდა ოფე-
ლია, რომელიც მოათრევდა მკლავში ხელჩავლებულ ტოპსის.
_ რა მოხდა? _ იკითხა სენ-კლერმა.
_ მეტი აღარ შემიძლია! _ დაიყვირა ოფელიამ, _ მოთმინება დავკარგე. წარ-
მოიდგინე, რა ჩაუდენია. სასეირნოდ რომ მივდიოდი, ეს საძაგელი ჩემს ოთახ-
ში ჩავკეტე და გაკვეთილი მივეცი დასაზეპირებლად. იცით, რა ჩაუდენია?
უპოვია კომოდის გასაღები, ამოუღია შლაპის მორთულობა, ხავერდი სულ და-
უკუწავს და დედოფლებისათვის კაბები შეუკერავს. ჩემს სიცოცხლეში არ მინა-
ხავს ასეთი ბავშვი!
_ ხომ გეუბნებოდი, მაგ ხალხთან დაყვავებით ვერაფერს გააწყობთ-მეთქი,
_ უთხრა მარიმ. _ აი, ახლა ეგ გომბიო კარგად უნდა გაწკეპლოთ, მაშინ ისწავ-
ლის ჭკუას.
ამ სიტყვების გაგონებაზე ოფელია გაჩუმდა. მართალია, ბავშვის საქციელმა
მოთმინება დააკარგვინა, მაგრამ არაფრის გულისთვის არ დასთანხმდებოდა,
რომ ბავშვი სასტიკად დაესაჯათ.
_ არა, არა, არ შემიძლია ბავშვს ასე მოვექცე. თუმცა ვერც ის მომისაზრებია,
რა ზომა ვიხმარო. რა არ ვცადე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბავშვი ისევ ცუდად
იქცევა.
_ მოდი ჩემთან, მაიმუნო! _ უთხრა სენ-კლერმა გოგოს.
ტოპსი მიუახლოვდა, მის დიდ ბრდღვიალა თვალებში შიშიც იხატებოდა
და, იმავე დროს, ჩვეულებრივი დაცინვაც. _ რად დაკუწე ქალბატონის ხავერდი? _ ჰკითხა სენ-კლერმა.
_ იმიტომ, ბატონო, რომ მე ბოროტი გოგო ვარ, _ უპასუხა ტოპსიმ: _ ქალბა-
ტონი ბრძანებს, რომ მე გაფუჭებული გოგო გახლავართ.
_ მერე განა არ გესმის, რომ ქალბატონი შენზე ზრუნავს და ცდილობს, კარ-
გი ადამიანი გამოგიყვანოს?
_ მესმის, ბატონო! მაგრამ რა ვქნა, რომ ასეთი ბოროტი გული მაქვს?! წინან-
დელი ქალბატონი ძალიან მცემდა ხოლმე, თმებით მათრევდა, მაგრამ არაფერი
მეშველა. აბარას გააწყობდა! მე შავკანიანი გახლავარ.
_ ხელი უნდა ავიღო მაგის აღზრდაზე, _ თქვა ოფელიამ. _ აღარ შემიძლია
გაძლება.
ევა აქამდის ჩუმად უგდებდა ყურს ოფელიასა და მამის ლაპარაკს. ბოლოს
წამოდგა, მეორე ოთახში გავიდა და ტოპსის დაუძახა.
_ საინტერესოა, რა მოიფიქრა ევამ! _ თქვა სენ-კლერმა და ფეხაკრეფით მი-
უახლოვდა ოთახის კარს.
შეიხედა ოთახში, მობრუნდა და ოფელიას ანიშნა, რომ ისიც ფეხაკრეფით
მისულიყო კართან.
იატაკზე იჯდა ორივე ბავშვი. კარებიდან მათი სახეები ჩანდა. ტოპსი ისევ
იღრიჭებოდა, ევა კი მწუხარებითა და სიყვარულით სავსე თვალებით დინჯად
შეჰყურებდა გოგოს.
_ ტოპსი, _ უთხრა ევამ, _ რად იქცევი ყოველთვის ცუდად? განა ქვეყანაზე
არავინ არგიყვარს, ან არავის ხათრი არა გაქვს?
_ რა მოგახსენოთ, ბატონის ქალო! მე მიყვარს კანფეტები და სხვა ტკბილე-
ულობა. ამის მეტი არაფერი ვიცი.
_ მაშ, არგიყვარს მამა, დედა?
_ მე დედ-მამა არა მყოლია, აკი მოგახსენეთ, ბატონის ქალო!
_ ჰო, ჰო, მართლა... საწყალო ტოპსი! მაშ, შენ, უეჭველია, გეყოლება ძმა, და,
მამიდა, ან სხვა ვინმე ნათესავი...
_ მე ქვეყანაზე არავინ მყავს, _ გააწყვეტინა ლაპარაკი ტოპსიმ, _ არცა მყო-
ლიაროდისმე.
_ თუ ეცდები და კარგი იქნები... მაშინ...
_ არა ღირს, ქალბატონო, _ კიდევ გააწყვეტინა ლაპარაკი ტოპსიმ: _ მე არა-
სოდეს არგავხდები თეთრკანიანი, მაშასადამე, არც ცდაღირს.
_ განა შავკანიანს კი არავინ შეიყვარებს? _ ჰკითხა ევამ. _ აი, მამიდა ოფე-
ლია შეგიყვარებდა, შენრომ კარგი იყო.
ტოპსიმ ამ სიტყვების გაგონებაზე გადაიხარხარა: ბავშვს ეს აზრი სასაცი-
ლოდ ეჩვენა.
_ განა ჩემი სიტყვებისა არა გჯერა?
_ თქვენს მამიდას მე ვეზიზღები, იმიტომ, რომ შავკანიანი ვარ. ზიზღით
ახლო ვერმეკარება. ისე მიყურებს, თითქოს გომბეშო ვიყო.
ტოპსიმ უდარდელად დაუსტვინა. _ ტოპსი, ჩემო კარგო! _ უთხრა ევამ ხმამაღლა და მხარზე ხელი დაადო: _
მიყვარხარ და მეცოდები! მიყვარხარ და მსურს, რომ შენ კარგი ადამიანი გა-
მოხვიდე. ძალიან ავადა ვარ, დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებ! გთხოვ, ჩემი გული-
სათვის ეცადო, ტოპსი!
ტოპსის დიდი დამცინავი თვალებიდან უცებ ცრემლები გადმოსცვივდა და
ევას ნაზ ხელებზე მოხვდა. რაღაცა ზეციურმა შუქმა შეანათა ამ წუთს დაჩაგ-
რული ბავშვის გულში. თავი კალთაში ჩაუდო და ხმამაღლა აქვითინდა. ევა
დაიხარა და დამშვიდება დაუწყო.
_ ძვირფასო ბატონის ქალო! ვეცდები, უეჭველად ვეცდები, კარგი ქალი
გავხდე. აქამდის არმინდოდა, ახლა კი მომინდა...
სენ-კლერი და ოფელია კარებს მოშორდნენ.
_ უნდა გამოვტყდე, რომ მართლაც მეზიზღება შავკანიანები, _ თქვა ოფე-
ლიამ. _ ტოპსიმ მართალი თქვა, მეზიზღება ხოლმე მისი ხელის ხლება, მაგრამ
არმეგონა, თუ იმან ეს იცოდა.
_ დამიჯერე, ბავშვები მშვენივრად გრძნობენ, ვინროგორექცევა, _ უპასუხა
სენ-კლერმა, _ არავითარი მეცადინეობა არ მოხიბლავს გულს, თუ ბავშვი არ
გრძნობს, რომ ის წმინდა გულით უყვართ.
_ არვიცი, როგორ დავძლიო ჩემში ეს ზიზღი, _ თქვა ოფელიამ.
_ მიბაძე ევას, _ უპასუხა სენ-კლერმა.
_ ევას ყველა უყვარს. ეგ სამაგალითო ბავშვია. ბარემ ძალიან მინდა, მას
ვგავდე, მაგრამ, უეჭველია, ვერ მოვახერხებ ამას. ევას ყოველნაირი ჯიუტის
მორჯულება და გარდაქმნა შეუძლია.
_ ეს პირველი მაგალითი არ არის, _ შენიშნა სენ-კლერმა: _ ბავშვები ხში-
რად ასწავლიან დიდებს სიმართლესა და სიყვარულს.
ოცდამესამე თავი
ევას სიკვდილი
ევას დიდი, მაღალჭერიანი ოთახი ჰქონდა. ოთახის გვერდით ერთ მხარე-
ზე მისი მშობლების საწოლი ოთახი იყო, მეორე მხარეზე _ ოფელიასი. სენ-
კლერი განსაკუთრებული გემოვნებითა და სიყვარულით ამკობდა შვილის
ოთახს. რას არ ნახავდა კაცი ამ ოთახში: მოქარგული ფარდები ამშვენებდა ფან-
ჯრებს, კარებს, ბავშვის ლოგინსა და დივნებს, რომ ბავშვი დღისით ქინქლას არ
შეეწუხებინა. იატაკზე გაშლილი იყო მშვენიერი ხალიჩა.
კედლებზე სურათები ეკიდა. ისინი შერჩეული იყო ევას გემოვნებით.
პატარა მაგიდებსა და საგანგებო დასადგმელებზე ელაგა ყვავილებით სავსე
ქილები. ევას ძალიან უყვარდა ყვავილები. მეტადრე ახლა, როცა თანდათან
სუსტდებოდა და ბაღში გასვლა უძნელდებოდა, ამ ყვავილებით ხარობდა. ხში-
რად მთელი დღეები დივანზე იწვა ღია ფანჯარასთან და ბაღსა და ტბას გაჰყუ-
რებდა. ერთ დღეს თვალებდახუჭული ევა იწვა თავის აჩემებულ ადგილას. უცებ
აივნიდან დედის გაჯავრებული ხმა შემოესმა.
_ აი შე საძაგელო, კიდევ არ იშლი ეშმაკობას?! როგორ ბედავ ყვავილების
გლეჯას ბაღში?
ამასთან, ევას შემოესმა, რომ ვიღაცას მაგარი სილა გააწნეს.
_ ქალბატონო, რადა მცემთ! მე ხომ ეს ყვავილები ევასთვის მინდა.
ევამ იცნო ტოპსის ხმა.
_ ნუ ტყუი! _ განაგრძო ქალბატონმა სენ-კლერმა. _ შენა გგონია, ევას ძალი-
ან ეპიტნავება შენი მიტანილი ყვავილები? დაიკარგე აქედან, შე საზიზღარო,
შავო გომბიო!
თუმცა ევა საშინელ სისუსტესა გრძნობდა, წამოხტა და გავიდა აივანზე.
_ დედა, ნუ უჯავრდები ტოპსის. მართალია, ყვავილები ჩემთვის მოჰქონ-
და, მომეცი აქა!
_ შვილო, შენ ისედაც ბევრი ყვავილი გაქვს ოთახში, რად გინდა ბაღიდან
მოტანილი ყვავილები! _ უთხრა დედამ.
_ მართალია, მაგრამ მე მაინც ცოტა მგონია. ტოპსი, მომეცი აქ ეგ ყვავილე-
ბი!
ტოპსი აწითლებული სახით მიუახლოვდა ევას და მიაწოდა ყვავილების
კონა.
_ რა მშვენიერი თაიგულია! _ თქვა ევამ, როცა ყვავილები დაათვალიერა; _
ყოველდღე მომიტანე ხოლმე ასეთი თაიგული.
მართლაც, ტოპსის მშვენივრად შეერჩია ფერადი ყვავილები. ბავშვი გაამ-
ხნევა და გაახარა ქებამ და თხოვნამ _ ყვავილები ყოველდღე მომიტანე ხოლ-
მეო.
_ ვერგამიგია, რად გინდა ეგ თაიგული! _ შენიშნა დედამ.
_ მაგას ნუ მკითხავ, დედა! იმედია, ტოპსის ნებას მისცემ, ყვავილები და-
მიკრიფოს ხოლმე.
_ რაღა კითხვა უნდა, თუკი შენა გსურს. აუსრულე ბატონის ქალს ყველაფე-
რი, რაც გიბრძანოს, _ უბრძანა ქალბატონმა სენ-კლერმა ტოპსის.
ტოპსიმ თავი დაუკრა და წავიდა. ევამ ბავშვს თვალებზე ცრემლები შეამ-
ჩნია.
_ დედილო! მე ვიცი, ტოპსის სურს, რითიმე მასიამოვნოს.
_ სისულელეა! მაგას მხოლოდ ცელქობა უყვარს, სხვა არაფერი ახსოვს.
_ არა, დედა, ტოპსი ძალიან გამოიცვალა: ცდილობს გამოსწორდეს.
_ დიდი ხანი გაივლის მაგის გამოსწორებამდის, _ თქვა ქალბატონმა სენ-
კლერმა სიცილით, _ ძნელია მაგის გამოსწორება.
_ არც გასაკვირია, დედილო! აბა, იფიქრე, რა საშინელი ბავშვობა გაუტარე-
ბია საწყალს.
_ რაც ჩვენს სახლშია ტოპსი, მხოლოდ კარგსა და კეთილს ხედავს. ოფელია
ყოველნაირად ცდილობს მაგის გამოსწორებას, მაგრამ არაფერი ეშველა. საძაგე-
ლი ბავშვია. _ დედა, აბა იფიქრე! მე ხომ ასე არა მზრდიდნენ: მასწავლიდნენ, მანებივ-
რებდნენ, ყველაფერი მქონდა, მაგას კი ყველაფერი აკლდა, სცემდნენ და აწა-
მებდნენ.
_ შეიძლება ეგრეც იყოს, _ დაეთანხმა ქალბატონი სენ-კლერი შვილს და
დაამთქნარა.
_ დედა! _ უთხრა ევამ დედას ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, _ მინდა რამდე-
ნიმე კულული თმა შევიჭრა.
_ რადა, შვილო?
_ მსურს, სანამღონე შემწევს და ლაპარაკი შემიძლია, გამოვეთხოვო ყველას
და სახსოვრად ჩემი თმები დავურიგო. დედა, მამიდას დაუძახე, აქ მოვიდეს.
ევა ისევ თავის დივანზე წამოწვა. ოფელიაც ჩქარა შემოვიდა ოთახში.
ბავშვმა ბალიშიდან ასწია თავი, თმები შეიბერტყა და ღიმილით უთხრა
ოფელიას:
_ მამიდა, ბატკანი გაკრიჭეთ.
_ რას ამბობ? _ ჰკითხა გაკვირვებულმა სენ-კლერმა, რომელიც ამ დროს
ევას ოთახში შემოვიდა და ბავშვის სიტყვები გაიგონა. მას ევასათვის ატამი და
მსხალი მოჰქონდა.
_ მამილო, მამიდას ვთხოვე, ცოტა თმები შემკრიჭოს, თორემ ძალიან მცხე-
ლა. თანაც მინდა, ჩემს მეგობრებს სახსოვრად დავურიგო ჩემი კულულები.
ოფელიამ მაკრატელი აიღო ხელში.
_ ფრთხილად, დაო! _ შესძახა სენ-კლერმა, _ არ დააუშნოვო ჩემი კოპწია
გოგონა. ჩემი სიამაყეა მაგისი მშვენიერი თმები.
_ ეჰ, მამილო! _ ამოიოხრა ნაღვლიანად ევამ.
_ ოჰ, ჩემო სიცოცხლევ! _ მიუალერსა სენ-კლერმა შვილს, _ მინდა სტუმ-
რად წაგიყვანო შენს ბიძასთან და ბიძაშვილთან, რომ იქ ყველამ გნახოს ისეთი,
როგორიც ყოველთვის იყავი.
_ მე იქ ვეღარ წამიყვან, მამილო! დაიჯერე, ჩემო ძვირფასო! განა ვერა ხე-
დავ, რომ ყოველდღეღონე მაკლდება?
_ შვილო, ნუ გამაგონებ ხოლმე მაგ მწარე სიტყვებს, გენაცვალე. შენი სიტ-
ყვები მტანჯავს!
_ იმიტომ, მამილო, რომ სიმართლეა. ახლავე რომ შეურიგდე ამ აზრს, შემ-
დეგ უფრო ადვილი ასატანი იქნება შენთვის უბედურება.
სენ-კლერი გაჩუმდა მწუხარებისაგან გულჩათუთქული. უყურებდა, რო-
გორ კრეჭდა ბავშვს ოფელია, ევა კი აგროვებდა კულულებს და თან მოუსვენ-
რად შეხედავდა ხოლმე. ქალბატონი სენ-კლერი უჩიოდა თავის ბედს და, როცა
ქმარმა არავითარი ნუგეში არმისცა, წუწუნი ქვითინად შეეცვალა.
ევა მოკრძალებული თვალებით შეჰყურებდა ხან მამას და ხან დედას. ამ
წამს ბავშვმა იგრძნო, რამდენად განსხვავდებიან ხასიათით ერთმანეთისაგან
იმისი დედა და მამა. ევამ სთხოვა მამას, ახლოს დამჯდარიყო.
_ მამილო, _ უთხრა ბავშვმა, როცა სენ-კლერი შვილის ლოგინზე ჩამოჯდა,
_ მე ვიცი, რომ ჩქარა მოვკვდები. მსურს, ბევრი რამ გითხრა, სანამ ღონე შემ-წევს. თუმცა შენთვის სამძიმოა ამ საზარელი სიტყვების გაგონება, მაგრამ აუ-
ცილებლობას არაფერი ეშველება. ჩემო მამილო, ნება მომეცი, გითხრა, რაც
მაქვს სათქმელი.
_ თქვი, შვილო! _ უთხრა სენ-კლერმა დაყვავებით, ცალი ხელი სახეზე მიი-
ფარა და მეორე ხელით შვილს მაჯა დაუჭირა.
_ მინდა, აქ მოვიდეს ყველა ჩვენი მოსამსახურე, რომ გამოვეთხოვო.
ოფელიამ გოგო გაგზავნა: რამდენიმე წუთში ოთახი ხალხით აივსო. ბავშვი
ასე დასუსტებული, სიცხიანი, გაწითლებული ლოყებითა და გაშლილი თმე-
ბით რომ ნახეს, ყველას თვალებზე ცრემლი მოადგა, ყველა ჩუმად იდგა. ამ სა-
ერთო სიჩუმეში მხოლოდ ქალბატონ სენ-კლერის ქვითინი ისმოდა.
ევამ თვალი მოავლო ოთახს და ლაპარაკი დაიწყო:
_ მეგობრებო, მე დაგიბარეთ; თქვენი ნახვა მსურდა, ყველანი მიყვარხართ
და მინდა, ყველას გამოგეთხოვოთ. ვიცი, რომ ყველას გიყვარვართ. თქვენ მე
ყოველთვის კარგად მექცეოდით, მადლობელი ვარ და მსურს ყოველ თქვენ-
განს სახსოვრად რაიმე დავუტოვო. მინდა ყველას გახსოვდეთ, რომ მეც მიყ-
ვარდით.
მსმენელებზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა საყვარელი ბავშვის სიტ-
ყვებმა. მიუახლოვდნენ ევას საწოლს, დაიჩოქეს და ატირდნენ. ევამ კი ყველას
დაურიგა თავისი თმები.
ოფელია ცდილობდა, ჩქარა გაეყვანა, ვინც კი საჩუქარი მიიღო: ეშინოდა,
გადამეტებულ მღელვარებას ვნება არ მოეტანა ბავშვისათვის. ბოლოს დარჩნენ
ბიძია თომა და ძიძა.
_ ბიძია თომა! _ დაუძახა ევამ, _ აი, შენ სახსოვრად გაძლევ ამ გრძელ კუ-
ლულს. განგებ შევინახე შენთვის. შენც, ჩემო ძვირფასო ძიძა, მთელ კულულს
გაძლევ.
ამ სიტყვებით ბავშვი მოეხვია თავის ძიძას.
_ ჩემო ძვირფასო, _ უპასუხა ერთგულმა მოახლემ, _ მე როგორღა გავძლებ
ამქვეყნად უშენოდ? მზე დამიბნელდება და ქვეყანა დაცარიელდება ჩემთვის.
ძიძა მოთქმით ტიროდა.
ოფელიამ, როგორც იყო, გამოიყვანა ოთახიდან ძიძა და თომა. ეგონა, ოთახ-
ში აღარავინ იყო, მაგრამ თვალი მოჰკრა კარებთან ატუზულ ტოპსის.
_ შენრაღა გინდა აქა? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ძვირფასო ბატონის ქალო! _ დაუძახა ტოპსიმ ევას: _ მე, მართალია, ბო-
როტი გოგო ვარ, მაგრამ განა მე კი არ მომცემთ სახსოვრად თქვენს თმებს? _
ბავშვმა ხელით მოიწმინდა თვალებზე მომდგარი ცრემლები.
_ მოგცემ, მოგცემ, ჩემო ტოპსი! _ უპასუხა ევამ. _ გახსოვდეს, რომ მე მიყ-
ვარდი, _ და ამ სიტყვებით გაუწოდა დარჩენილი თმები.
ტოპსიმ გულში ჩაიკრა ძვირფასი თმები და თვალცრემლიანი გავიდა ოთა-
ხიდან.
როცა ყველანი გავიდნენ ოთახიდან, ოფელიამ კარები დაკეტა და მივიდა
ევას საწოლთან. მას თვითონაც ძალიან აუჩუყდა გული, მაგრამ ცრემლებს იკა-ვებდა: ეშინოდა, თავისი თავშეუკავებლობით ბავშვისათვის მეტი მწუხარება
არ მიეყენებინა. სენ-კლერი, როგორც იჯდა შვილის ლოგინთან ხელებაფარე-
ბული, ისევე უძრავად დარჩა ოთახიდან მონების გასვლამდის.
_ მამა! _ დაუძახა ევამ და მამას ხელი დაუჭირა.
სენ-კლერს ჟრუანტელმა დაუარა ტანში, მაგრამ ხმა კი ვერამოიღო.
_ ძვირფასო მამა! _ გაიმეორა ევამ.
_ არა, ამის ატანა აღარშემიძლია, _ თქვა გამწარებულმა სენ-კლერმა.
_ მამა, ამ სიტყვებით შენ მე გულსა მტკენ! _ უთხრა ევამ, წამოიწია და მამას
მოეხვია. _ მწუხარება უნდა აიტანო.
ბავშვმა ტირილი დაიწყო.
სენ-კლერმა თავისი მწუხარება გულში ჩაიკლა და ევას დამშვიდებას შეეცა-
და.
_ ნუ ტირი, გენაცვალე, დამშვიდდი! მე მტყუანი ვარ, ოღონდ შენ ნუ ღელავ
და ნუ წუხხარ. ცუდად მოვიქეცი, ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა,_ მაგრამ ევა
ჩქარა დამშვიდდა. მამის სიტყვები ნანად ჩაესმა და მის მკლავზე მოსვენა.
მარი თავის ოთახში გავიდა, მას საშინლად ატკივდა თავი.
_ ევა, შვილო! მერატომ არმომეცი შენი თმები სახსოვრად?
_ ჩემი თმები სულ შენ გეკუთვნის, მამილო! _ უთხრა ევამ ღიმილით: _ შენ
და დედას, მხოლოდ მამიდა ოფელიას კი უნდა მივცე სახსოვრად. იცი, მამი-
ლო, რად მინდოდა, ჩემი ხელით დამერიგებინა ჩემი თმები? მეშინოდა, ვაითუ
მერე დაგვიწყებოდათ ჩემი ანდერძის ასრულება.
ამის შემდეგ ავადმყოფი სწრაფად დასუსტდა. ყოველდღე მოსალოდნელი
იყო ბავშვის აღსასრული. ევას მორთული ოთახი საავადმყოფოს დაემსგავსა.
მამიდა ოფელია მომვლელ ქალად გადაიქცა. ის არ შორდებოდა ავადმყოფს
არც დღე, არც ღამე, სამაგალითოდ უვლიდა. ბიძია თომაც ხშირად იყო ხოლმე
ევას ოთახში. ხანდახან ბავშვს სუნთქვა ეხუთებოდა და შფოთავდა. ასეთ შემ-
თხვევაში თომას ხელით დაჰყავდა ბავშვი ოთახში, აივანზე და, როცა კარგი
დარი იდგა, ბაღშიც. აქ ის თავისი ძვირფასი ავადმყოფით ევას საყვარელ
გრძელ სკამზე ჯდებოდა და უამბობდა ზღაპრებს. სენ-კლერსაც უყვარდა შვი-
ლის ხელით ტარება, მაგრამ ის თომაზე გაცილებით სუსტი იყო და ჩქარა იღ-
ლებოდა.
როცა ევა შენიშნავდა მამას დაღლას, ეტყოდა ხოლმე:
_ მამილო, თომას გადამეცი, იმან მატაროს; იმას ყოველთვის სურს, რითიმე
მასიამოვნოს.
_ მეც მსურს, ჩემო ძვირფასო!
_ ვიცი, მამილო, მაგრამ შენ განუშორებლივ ჩემთან ხარ, ღამესაც ჩემს სა-
წოლთან ატარებ; თომას კი მხოლოდ დღისით შეუძლია ჩემთან ყოფნა.
ყველა მოსამსახურეს ერთნაირად ენანებოდა ბავშვი და ცდილობდნენ, რი-
თიმე ესიამოვნებინათ ავადმყოფისათვის.
ძიძას ყოველთვის უნდოდა ევასთან ყოფნა, მაგრამ ქალბატონი საშუალე-
ბას არაძლევდა: ყოველ წუთს იმისფარეშსა და მოვლას უნდებოდა. ავადმყოფობა მხოლოდ დროგამოშვებით ააწრიალებდა ევას, უმეტესად კი
იგი მშვიდად, მოღიმარი სახით იწვა ლოგინზე. ამის გამო სენ-კლერი ნელ-ნე-
ლა დამშვიდდა; მწუხარება ისეთი გრძნობით შეიცვალა, თითქოს შვილს ის-
ტუმრებდა სადღაც შორს.
ბოლო ხანებში თომა ღამღამობით თავის ოთახში აღარ მიდიოდა, აივანზე
ეძინა, ისე ფხიზლობდა, რომ, რა წამს ბავშვი შეიშმუშნებოდა, მაშინვე გებუ-
ლობდა და ეშველებოდა.
იმ დღეს ევა უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე წინა დღეებში. სენ-კლერი ისევ
თავს იტყუებდა _ შესაძლებელია ბავშვის გამობრუნებაო; დღევანდელმა დღემ
იმედები გაუღვიძა გულში და საღამოთი დამშვიდებული გავიდა შვილის
ოთახიდან დასაძინებლად. წასვლის დროს ოფელიას უთხრა:
_ ვინ იცის, დაო, შეიძლება ევას კიდევ უწერია ჩვენთან ცხოვრება.
ამ იმედით წავიდა სენ-კლერი თავის საწოლ ოთახში.
მაგრამ დადგა შუაღამე, ჟამი, როცა სასტიკ სტუმარს, სიკვდილს, უყვარს
მოგზაურობა. ევას ოთახში გაისმა ფეხაკრეფით სიარულის ხმა. ოფელია ჯერ
არ დაწოლილიყო და ისევ თავს დასტრიალებდა ავადმყოფს. შუაღამისას მოეჩ-
ვენა, რომ ავადმყოფში მოხდარაღაც უცნაური ცვლილება.
_ თომა, _ დაუძახა მან კარებიდან, _ ჩქარა გაიქეცი ექიმთან.
ოფელიამ სენ-კლერიც გააღვიძა.
_ ძმაო, გამოდი აქ, _ დაუძახა მან ბიძაშვილს.
ოფელიას ხმა ტყვიასავით მოხვდა სენ-კლერის გულს. ერთ წუთში ჩაიცვა
ტანისამოსი და გამოვიდა. პირი გაუშრა, ბავშვსრომ დახედა. ვეღარაფრის თქმა
ვეღარ მოახერხა, რაღაც უჩინარმა ძალამ აგრძნობინა უბედურ მამას, რომ მისი
ძვირფასი საუნჯე ამ წუთიდან იმისი აღარ არის და ხელიდან ეცლება. ევას სა-
ხეზე ტანჯვა არ ემჩნეოდა. რაღაც არაამქვეყნიური ნათელი ადგა ბავშვს. ოთახ-
ში ისეთი სიჩუმე იყო, რომ საათის მუშაობა დიდ ხმაურად ისმოდა. თომამ ექი-
მი მოიყვანა. ექიმმა გასინჯა ავადმყოფი და ხმაამოუღებლივ გაჩერდა იმის
ლოგინთან.
_ როდის მოხდა ეს ცვლილება ავადმყოფში? _ ჰკითხა მან ჩურჩულით ოფე-
ლიას.
_ დიდი ხანი არარის...
ამ დროს ოთახში შემოვიდა ქალბატონი სენ-კლერი.
_ ესრა ამბავია?
ამ სიტყვებით ის მიუახლოვდა ქმარსა და ოფელიას.
_ შშ... _ გააჩუმა ქმარმა, _ შვილი ხელიდან გვეცლება.
ძიძა კარებში იდგა და მოუთმენლად ელოდა, გაეგო რამე ბავშვისა. სენ-
კლერის უკანასკნელი სიტყვებირომ გაიგონა, მაშინვე გაიქცა მოსამსახურეების
გასაღვიძებლად. სახლში ხმაური ატყდა, აქა-იქ სინათლის შუქი გამოჩნდა; გა-
ისმა ფეხის ხმა. დაღონებული და თვალცრემლიანი მოსამსახურეები სწრაფად
შეგროვდნენ. სენ-კლერი ვეღარაფერს ხედავდა, გარდა თავისი ძვირფასი ავად-
მყოფის სახისა, რომელსაცრაღაც განსაკუთრებული შუქი ანათებდა. _ ნეტა ერთი კიდევ გაახილოს თვალები და მითხრას რამე! _ თქვა მამამ
მწუხარებით და შვილის ბალიშზე დაემხო: _ ევა, ჩემო ძვირფასო!
ბავშვმა გაახილა თავისი დიდი ლურჯი თვალები და მამას გაუღიმა. ადგო-
მა მოიწადინა დარაღაცის თქმა უნდოდა.
_ ევა, შვილო, მიცნობ, ვინა ვარ? _ ჩასძახა მამამ.
_ ძვირფასო მამა! _ წაილუღლუღა ბავშვმა და მკლავები ასწია მოსახვევად,
მაგრამ ვეღარ მოახერხა. ავადმყოფს სახეზე ძლიერი ტანჯვა დაეტყო, უღონოდ
გადაიქნია მკლავები, ცდილობდა ამოსუნთქვას, მაგრამ აღარშეეძლო.
_ რა საშინელებაა! _ დაიკვნესა უბედურმა მამამ და გამწარებული მოშორ-
და ბავშვის საწოლს. არ იცოდა, რას შვრებოდა. წაავლო თომას მაჯაში ხელი და
უთხრა:
_ თომა, ჩემო კარგო, აღარშემიძლია ამის ატანა!
თომამ მაგრად დაუჭირა ხელი ბატონს და დაუწყო დამშვიდება.
ევას ბალიშიდან თავი გადმოუვარდა და თვალები ღია დარჩა, თითქოს
მაღლა იყურებოდა. ტკივილები აღარ ემჩნეოდა. ქვითინი შეწყდა. ოთახში სა-
მარისებური სიჩუმე გამეფდა.
_ ევა! _ ჩასძახა კიდევ შვილს მამამ.
ბავშვს აღარაფერი ესმოდა.
_ ევა! _ გაიმეორა კიდევ ხმამაღლა მწუხარებით დატანჯულმა მამამ, _ შვი-
ლო, გვითხარი, რას ხედავ?
ბავშვს ტუჩებზეღიმილი აღებეჭდა; ამ სიტყვების პასუხად ნაწყვეტ-ნაწყვე-
ტად ჩურჩულით წარმოთქვა:
_ ოჰ, სიყვარული... სიყვარული... მშვიდობა... _ ერთი კიდევ ღრმად ამოი-
სუნთქა და გათავდა.
ევას ოთახში სურათებსა და სარკეებს თეთრი ფარდები ჩამოაფარეს და
მხოლოდ ათასში ერთხელ ნელი ფეხის ხმა და ჩურჩული არღვევდა იქ გამეფე-
ბულ სიჩუმეს.
გაქათქათებულ ლოგინზე, ვარდისფერი ფარდის ქვეშ, თეთრი ტანისამო-
სით ესვენა ბავშვი. კაცს ეგონებოდა, სძინავსო, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა მიც-
ვალებულს. ისეთი უმანკოსათვის, როგორიც ევა იყო, არ არსებობს სიკვდილის
წყვდიადი: ის გაქრა ისე, როგორც ქრება ხოლმე ცისკრის ვარსკვლავი მზის
ამოსვლის შემდეგ.
ასე ფიქრობდა სენ-კლერი, მიცვალებულის სპეტაკ სახეს გულხელდაკრე-
ფილი რომ დაჰყურებდა. ძნელი გამოსათქმელია, რას გრძნობდა. იმ წამიდან,
რაც ძვირფასი შვილი ხელიდან გამოეცალა, იმას თავში ყველაფერი აერია და
გარშემო ყველაფერი ნისლმა მოიცვა; ხმაური ესმოდა და სიტყვებს კი ვერ არ-
ჩევდა. კითხვაზე _ როდის ან სად სურს ბავშვის დასაფლავება, გაოგნებულმა
მამამ უპასუხა, რომ მისთვის სულ ერთია ყველაფერი. ადოლფმა და როზამ
ყვავილებით მორთეს მიცვალებულის ოთახი. მამიდა ოფელია ხელმძღვანე-
ლობდა მოსამსახურეებს და თადარიგს აძლევდა, მაგრამ ყვავილებისა კი არა-ფერი გაეგებოდა და ეს მათ მიანდო. ოთახი შეამკეს იმ ყვავილებით, რომლე-
ბიც უყვარდა ევას სიცოცხლეში.
პატარა ტოპსიც მოვიდა თავისი ყვავილების კონით, მაგრამ როზა არ უშ-
ვებდა ოთახში. სენ-კლერმა დაინახა და უბრძანა, ტოპსი შეეშვათ. მან ყვავილე-
ბის კონა მიცვალებულს ფერხთით დაუწყო, დაიჩოქა და გულწრფელი ცრემ-
ლები გადმოღვარა.
_ ოჰ, ჩემო ძვირფასო ბატონის ქალო! ნეტავი, მეც მოვკვდებოდე, _ დასტი-
როდა ტოპსი, _ მეც მინდა სიკვდილი!
სენ-კლერი ააღელვა ბავშვის ცრემლებმა. პირველად ახლა გადმოვარდა მა-
საც ცრემლი შვილის სიკვდილის შემდეგ.
_ ადექი, შვილო! _ უთხრა იმან ტოპსის ალერსიანი ხმით და ხელი მოჰკი-
და.
_ მე მინდა ევას ნახვა, ვეღარ ვეღირსები იმის ნახვას, მასავით არავინ არ შე-
მიყვარებს.
ტოპსიმ კიდევ დაიწყო ქვითინი.
_ დაო, დაამშვიდე როგორმე ეს საწყალი ბავშვი, _ უთხრა სენ-კლერმა ოფე-
ლიას.
ოფელიამ ტოპსის ხელი მოჰკიდა, დამშვიდება დაუწყო და თვითონაც
ცრემლებით აევსო თვალები.
_ ტოპსი, _ უთხრა მან ბავშვს, _ თუმცა ევა აღარ გყავს, მაგრამ ახლა მე მეყ-
ვარები. მართალია, ევასავით სათნო ადამიანი არა ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ
ამისი მაგალითი გვასწავლის, როგორ უნდა სიყვარული. მეც იმედი მაქვს, შე-
გიყვარო ნამდვილი სიყვარულით, და ვეცდები, კარგი ადამიანი გამოგიყვანო.
ოფელიას ლაპარაკის კილომ და მისმა ცრემლებმა უფრო ღრმა შთაბეჭდი-
ლება მოახდინა საბრალო ობოლ ბავშვზე, ვიდრე იმისი სიტყვების შინაარსმა.
ამის შემდეგ ეს შთაბეჭდილება აღარ გაჰქარწყლებია და ამ დღიდან ოფელიამ
დაიმორჩილა პატარა ნადირის გული.
მთელი დღე ხალხი მოდიოდა. მიცვალებულის ოთახი სავსე იყო. მოდი-
ოდნენ გამოსამშვიდობებლად. წყნარი ფეხის ხმა, ხმადაბალი ლაპარაკი გაის-
მოდა ოთახში. მოიტანეს პატარა კუბო და ჩაასვენეს მიცვალებული. დასაფლა-
ვების დღესაც აუარებელი ხალხი მოვიდა. უკანასკნელ წუთებამდის სენ-
კლერს თავი სიზმარში ეგონა. ის ვერაფერს ხედავდა და ვერაფერს ამჩნევდა,
გარდა თავისი საყვარელი შვილის ოქროსფერთმიანი თავისა კუბოს ბალიშზე.
მაგრამ, აი, კუბოს თავი დახურეს და სენ-კლერიც სხვებთან ერთად გაემგზავრა
სასაფლაოზე. კუბო საფლავში ჩაუშვეს. სენ-კლერს კიდევ არა სჯეროდა, რომ
ცივ სამარეს მიაბარეს მისი ძვირფასი ევას ნეშტი.
ქალბატონ სენ-კლერს წამდაუწუმ გული მისდიოდა. უანგარიშოდ ეძახდა
ქმარს. ვერ ხედავდა, რა საშინელი მწუხარებით იყო სავსე მისი ქმრის გული,
და გულცივობას უსაყვედურებდა.
_ რაც უფრო დიდი მწუხარება აქვს ადამიანს, მით უფრო ღრმად იმარხავს
იმას თავის გულში, _ შენიშნა მარის წუწუნზე ოფელიამ. _ მე ეგ არა მწამს. როცა ადამიანს ძლიერი მწუხარება აწევს გულზე, უეჭვე-
ლია, ცდილობს როგორმე იმის გამოთქმას. შევნატრი სენ-კლერს, რომ ასეთი
გულცივი კაცია. მე მომიდნო გრძნობიერებამ.
_ ქალბატონო, ბატონი დაემსგავსა აჩრდილს, ისე გახდა მწუხარებისაგან.
ამბობენ, ევას სიკვდილის დღიდან გემოთი არაფერი უნახავსო, _ ჩაერია ლაპა-
რაკში ძიძა.
_ მაგისი არა ვიცი, და იმას კი კარგად ვატყობ, რომ მე სრულებით არ ვებ-
რალები. ამდენ ხანს ერთი სანუგეშო სიტყვაც არ უთქვამს. უნდა ესმოდეს, რომ
დედაზე მეტ მწუხარებას ვერავინ გამოცდის ასეთ წუთებში.
თომას თვალი ეჭირა თავის ბატონზე. დაინახა, რომ ბატონი კაბინეტში შე-
ვიდა და დიდხანს იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. თომამ გადაწყვიტა, ენახა ბა-
ტონი, და ფეხაკრეფით შევიდა ოთახში. ბატონი დივანზე პირქვე იწვა. თომა
ვერ ბედავდა მიახლოებას. ამ დროს სენ-კლერი გაინძრა, თავი მაღლა აიღო და
დაინახა თომა. საშინელი სასოწარკვეთილება ეტყობოდა სახეზე. თომა მიუახ-
ლოვდა. სენ-კლერმა ხელი გამოართვა და მონის ხელის გულს შუბლი დააყ-
რდნო. _ თომა, ჩემო მეგობარო, ქვეყანა დაცარიელდა ჩემთვის!
_ მინდარითიმე ნუგეში გცეთ, _ წარმოთქვა თომამ.
ოცდამეოთხე თავი
თავისუფლება ვერ მიიღო
ევას დასაფლავების შემდეგ სენ-კლერის ოჯახი მალე გადასახლდა ქალაქ-
ში. სენ-კლერს ემძიმებოდა იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი აგონებდა ძვირფას და-
ნაკარგს, და ეგონა, ბინის გამოცვლით შეუმსუბუქდებოდა მწუხარება.
ოჯახი ჩადგა თავის კალაპოტში. რაც უნდა მოხდეს, რაგინდ საშინელი
უბედურება დაატყდეს თავს ადამიანს, ყოველდღიური ცხოვრება მიდის თავი-
სი წესით. მწუხარებაში მყოფსაც უნდა ჭამა-სმა, ძილი, გავლა-გამოვლა, ხმის
გამცემი, ერთი სიტყვით, ისეთი ცხოვრება, როგორსაც ის ატარებდა მწუხარე-
ბამდე. სენ-კლერი გრძნობდა, რომ ევას სიკვდილის შემდეგ მისთვის ყველა-
ფერმა დაკარგა ღირებულება; საქმეზე გული არა ჰქონდა; განუწყვეტლივ ფიქ-
რობდა იმაზე, რასაც ლაპარაკობდა ევა უკანასკნელ დღეებში. პირველ ყოვლი-
სა, სენ-კლერმა აუცილებელ საჭიროებად ჩათვალა, რაც შეიძლება ჩქარა გაეთა-
ვისუფლებინა თომა მონობისაგან. შეუდგა ამ საქმის წარმოებას სასამართლო-
ებში. რაც დრო გადიოდა, სენ-კლერი იმდენად უფრო ეთვისებოდა თომას და
უახლოვდებოდა მას. თომას დანახვაზე თავისი ევას სახე ცოცხლად წარმოუდ-
გებოდა ხოლმე თვალწინ და ამიტომ ყოველთვის უნდოდა თომას ახლოს ყოფ-
ნა. აქამდე თუ განმარტოებული ცხოვრება უყვარდა, ახლა უთომაოდ აღარ შე-
ეძლო გაძლება. გასაკვირიც არ იყო, რომ ბატონს ასე შეუყვარდა თომა. ერთგული, მოსიყვა-
რულე ზანგი ყველანაირად ცდილობდა თავისი ბატონის მწუხარების შემსუ-
ბუქებას, მარტო არასოდეს ტოვებდა.
_ ახლა კი ჩქარა თავისუფალი კაცი იქნები, თომა! _ უთხრა ერთხელ სენ-
კლერმა თომას. _ შეგიძლია, მოემზადო და შინისაკენ გაუდგე გზას.
ამ სიტყვების გაგონებაზე თომას სახე გაუბრწყინდა. მისმა ასეთმა სიხა-
რულმა სენ-კლერს, ცოტა არ იყოს, გული ატკინა: ეწყინა, რომ თომას ასე უხა-
როდა მისი სახლიდან წასვლა.
_ განა ჩემს სახლში ცუდად გრძნობდი თავს? _ჰკითხა მან თომას საყვედუ-
რის კილოთი.
_ სრულიადაც არა, ბატონო! _ უპასუხა თომამ, _ მაგრამ აბა წარმოიდგი-
ნეთ, თქვენი ჭირიმე, რას ნიშნავს თავისუფალ ადამიანად გახდომა.
_ განა შენ აქ უკეთ არ ცხოვრობდი, ვიდრე ბევრი თავისუფალი კაცი თავის
სახლში?
_ არა, ბატონო! _ მტკიცედ მიუგო თომამ, _ მაგაზე ვერ დაგეთანხმებით.
_ განა თავისუფალი რომ ყოფილიყავი, შეგეძლო იმდენი ფული გეშოვა,
რომ ასე მდიდრულად გეცხოვრა, როგორც ჩემს სახლში ცხოვრობდი?
_ ეგ მართალი გახლავთ, ბატონო! მაგრამ მაინც უნდა მოგახსენოთ, რომ
ცუდი თავისუფალი ცხოვრება ჯობია ფუფუნებაში მონობას. ადამიანის ბუნება
ასეთი გახლავთ!
_ შეიძლება შენ მართალი იყო, თომა! რა გაეწყობა! ერთი თვის შემდეგ ან
ცოტა გვიან შეძლებ აქედან წასვლას და დამტოვებ მარტოდმარტო. ან რატომ
არ უნდა წახვიდე, _ დაუმატა სენ-კლერმა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ და თვი-
თონაც ოდნავ მოიმხიარულა.
_ არა, ბატონო! სანამ ბატონი მწუხარე ბრძანდება, მე არსად წავალ აქედან.
მე ბატონთან დავრჩები, სანამ ჩემი თავი ბატონისათვის საჭირო იქნება.
ქალბატონი სენ-კლერი თავისებურად წუხდა შვილის დაკარგვას და, რად-
განაც ხასიათად ჰქონდა, სიცოცხლე გაემწარებინა ყველა მახლობლისათვის,
ამიტომ იმისი მწუხარებაც მონა-მოსამსახურეთა ტუქსვა-წვალებაში გამოიხა-
ტებოდა. ევას სიკვდილმა საბრალო მოსამსახურეებს ამ მხრივ საშინელი ტან-
ჯვა მოუტანა. ახლა იმათი ქომაგი და მომხრე აღარავინ იყო. ძიძა ცხარე ცრემ-
ლით ტიროდა თავისი გაზრდილის დაკარგვას, მწუხარებისაგან მუშაობასაც კი
ვეღარახერხებდა და ქალბატონი ყოველთვის მისი მომდურავი იყო.
ოფელიამაც ღრმად იგრძნო ევას დაკარგვა: ეს განსაკუთრებით მის ხასიათს
დაეტყო. მან სათნოებას უმატა: ცდილობდა, ყველასთან კარგი ყოფილიყო და
თავისი მოვალეობა მუყაითად შეესრულებინა. ბეჯითად მოჰკიდა ხელი ტოპ-
სის აღზრდას. აღარეზიზღებოდა მისი შავი კანი და ისე ექცეოდა, როგორც ევა.
ტოპსი ერთბაშად ვერ განთავისუფლდა თავისი ნაკლოვანებისაგან, მაგრამ
ევას სიკვდილის შემდეგ მაინც ძალიან გამოიცვალა. ახლა უწინდებური უდარ-
დელობა აღარ ემჩნეოდა, მეტი გრძნობიერება დაეტყო. ცდილობდა, ყველასათ-
ვის ესიამოვნებინა, თუმცა ხანდახან ძველი ზნე წამოჰკრავდა ხოლმე. ერთხელ ოფელიამ როზა გაგზავნა ტოპსის დასაძახებლად. ტოპსიმ ძახილ-
ზე მოირბინა. იღლიაშირაღაც ეჭირა.
_ რა გაქვს იღლიის ქვეშ? _ დაუყვირა როზამ და ხელი წაატანა: _ კიდევ მო-
იპარერამე?
_ თავი დამანებე, შენი საქმე არ არის, _ უპასუხა ტოპსიმ და ხელიდან გაუს-
ხლტა.
_ ტყუილად მალავ; მე დავინახე, იღლიის ქვეშრაღაცა გაქვს.
როზა ძალით უპირებდა ბავშვს გაჩხრეკას. გაიმართა ჭიდაობა. ტოპსი მოჰ-
ყვა ყვირილსა და ხელების ქნევას. ხმაურზე მოვიდნენ ოფელია და სენ-კლერი.
_ კიდევრაღაც მოუპარავს, _ იჩივლა ქალბატონთანროზამ.
_ ტყუის, მე არაფერი არმომიპარავს! _ გამწარებით ყვიროდა ტოპსი.
_ კარგი, გაჩუმდი, _ უთხრა ოფელიამ, _ აბა, გვაჩვენე, რა გაქვს იღლიის
ქვეშ.
ტოპსი ყოყმანობდა _ ეჩვენებინა თუ არა. ბოლოს გამოიღო პატარა შეხვეუ-
ლი ჩვარი. შიგ აღმოჩნდა წინდის ყელი და პატარა წიგნი, რომელიც ევამ აჩუქა
ტოპსის.
სენ-კლერზე იმოქმედა ამ წიგნის დანახვამ. ტოპსის საქციელზე გაეცინა,
მაგრამ თვალები კი ცრემლებით აევსო.
_ ნუ ტირი, ტოპსი, _ უთხრა იმან, _ მაგეებს შენ არავინ წაგართმევს. წაიღე
და წადი.
ამ სიტყვებით ხელი მოჰკიდა ოფელიას და გაიყვანა სასტუმრო ოთახში.
_ მე მგონია, _ უთხრა იმან ოფელიას, _ ეს გოგო კარგი ადამიანი დადგება.
ვისაც შეუძლიაღრმად იგრძნოს მწუხარება, ის სამუდამოდ არარის ჯერკიდევ
გაფუჭებული. ეცადე, განავითარო ამ ბავშვში კარგი, რაც კი მისთვის ბუნებას
მიუნიჭებია.
_ მართალია, ტოპსი ძალიან გამოიცვალა, _ თქვა ოფელიამ. _ ამ გახსენება-
ზე, აი, რა უნდა მეკითხა შენთვის, ძმაო: ვისი საკუთრებაა ახლა ტოპსი _ ჩემი
თუ შენი?
_ მე, დიდი ხანია, ტოპსი შენ გაჩუქე, _ უპასუხა სენ-კლერმა.
_ სიტყვით კი მართალია, მაგრამ შენ არავითარი ქაღალდი არ მოგიცია ჩემ-
თვის ამის შესახებ.
_ დაო, რას ამბობ! _ წამოიძახა სენ-კლერმა, _ რას იტყვიან თქვენები, როცა
გაიგებენ, რომ შენ მონა გყავს?
_ ეგ არაფერია! მე მინდა, ტოპსი ჩემი იყოს, რომ შემეძლოს წაყვანა ჩრდი-
ლოეთში. იქ თავისუფალი ადამიანი იქნება. იქ ამაოდ არჩაივლის ჩემი შრომა.
_ არა, ოფელია, _ გაეცინა სენ-კლერს, _ შენ ამით თავს ვერ იმართლებ. შენ
იცი, რომ ცუდი საქმეა მონის ყოლა. სინდისი არ უნდა გაძლევდეს ნებას, მონა
შეიძინო, თუნდაც, კარგი განზრახვა გქონდეს.
_ გამიგონე, ძმაო, მე ხუმრობის გუნებაზე სულაც არა ვარ, საქმეზე გელაპა-
რაკები. ეს გოგო ადამიანად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლე-ბას ეღირსება. მე მსურს შენგან კანონიერი ქაღალდი მქონდეს ტოპსის განთავი-
სუფლების შესახებ.
_ კარგი, კარგი, _ უპასუხა სენ-კლერმა, _ ყველაფერს აგისრულებ, რასაც
მთხოვ.
_ გთხოვ, ეგ საქმე ახლავე ამისრულო.
_ რა გეჩქარება, დაო?
_ ასე ჯობია! კაცმა დროზე უნდა შეასრულოს ყოველი საქმე, რაც კი დაკის-
რებული აქვს, _ უპასუხა ოფელიამ. _ აი, საწერ-კალამი და ქაღალდი, დაჯექი
და დაწერე.
სენ-კლერს არ უყვარდა აჩქარება, გული მოუვიდა ოფელიას სიტყვებზე.
_ არ ვიცი, რა დაგემართა დღეს! _ წაიბუზღუნა იმან უკმაყოფილო ხმით, _
განა ჩემი სიტყვა არა კმარა შენთვის?
_ მინდა გული დავაჯერო, რომ ტოპსი ჩემია; თორემ, ვინ იცის, რა უწერია
კაცს. შენ რომ აღარ იყო, ვიღა მომცემს საჭირო ქაღალდს. ტოპსის სხვა მონებ-
თან ერთად გაჰყიდიან.
_ შენ ძალიან თადარიგიანად იქცევი, დაო! ეჰ, რა გაეწყობა! ახლა ხომ აღარ
მომეშვები.
სენ-კლერი შევიდა თავის კაბინეტში და საჭირო ქაღალდი დაწერა.
_ აი, წაიკითხე! ვგონებ, ნათლად არის გამოთქმული ჩემი სურვილი, _ და
გადასცა ოფელიას დაწერილი ქაღალდი. _ ახლა ხომ დამშვიდდები.
ოფელიამ წაიკითხა.
_ გმადლობ, ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ, მგონი საჭიროა, კი-
დევ მოწმემ მოაწეროს ხელი.
_ ოჰ, რა ახირებული ადამიანი ხარ! წავიდეთ მარისთან, იმანაც მოაწეროს
ხელი.
_ რა ამბავია? _ იკითხა მარიმ, როცა სენ-კლერი და ოფელია იმის ოთახში
შევიდნენ. მერე შეიტყო, რაშიც იყო საქმე, ბევრი იცინა, რომ ოფელია მონას
იძენს, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით მოაწერა ხელი.
_ მე დიდი სიამოვნებით ვუთმობ ოფელიას ისეთ ძვირფას განძს, როგორიც
ტოპსია, _ თქვა მარიმ, როცა ქაღალდს ხელი მოაწერა.
_ ახლა ტოპსი მთლად შენ გეკუთვნის, _ უთხრა სენ-კლერმა და ქაღალდი
ოფელიას გადასცა.
სენ-კლერი დაბრუნდა სასტუმრო ოთახში. ოფელიაც თან გაჰყვა. სენ-კლე-
რი ხმაამოუღებლივ დაჯდა დარაღაცის კითხვას შეუდგა.
_ ძმაო, _ წამოილაპარაკა ისევ ოფელიამ, _ გიფიქრია როდისმე შენს მონებ-
ზე? რა ბედი მოელით იმათ შენს შემდეგ?
სენ-კლერმა არაფერი უთხრა და კითხვა განაგრძო.
_ მაშასადამე, შენი ახლანდელი სათნო მოპყრობა შეიძლება როდისმე ჩამ-
წარდეთ?
სენ-კლერს თვითონაც არაერთხელ უფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა უდარდე-
ლი კილოთი უპასუხა ოფელიას: _ ვფიქრობ, როგორმე ყველაფერი მოვაწესრიგო.
_ როდისღა?
_ ამ დღეებში.
_ როდისღა ამ დღეებში? იქნებ შენრა გიწერია მანამდის?!
_ რა დაგემართა, დაო, დღეს! _ გაკვირვებით ჰკითხა სენ-კლერმა და გაზე-
თი გადაისროლა,L _ განა სასიკვდილოს რას მატყობ? რად მოგდის თავში ასე-
თი აზრები?
_ ეჰ, სიკვდილი ერთი დამთქნარებაა!
სენ-კლერმა აღარაფერი თქვა და აივანზე გავიდა; ამ ლაპარაკმა ხასიათი გა-
უფუჭა.
_ სიკვდილი ერთი დამთქნარებაა! _ გაიმეორა მან ანგარიშმიუცემლად
ოფელიას სიტყვები. აივნის მოაჯირს გადაეყუდა და შადრევანს, მშვენიერი
ყვავილების ბაღჩას, მოწმენდილ ცას დაუწყო ცქერა. _ სიკვდილი..._ იმეორებ-
და სენ-კლერი გუნებაში ამ საშინელ სიტყვას. _ საფიქრალადაც კი საზარელია,
რომ ადამიანს წინ სიკვდილი უდევს და ის კი ცოცხლობს და ამ სიცოცხლეს ებ-
ღაუჭება. დღეს მე კარგად ვგრძნობ თავს, ვსუნთქავ, შევცქერი ჩემს თვალწინ
გადაშლილი ბუნების მშვენიერ სურათს, სიცოცხლითა და სურვილებითა ვარ
აღსავსე, ხვალ კი, შეიძლება, უსასრულო მძორი ვიყო, სამუდამოდ მოვშორდე
ამ ქვეყანას.
სენ-კლერმა ბოლთის ცემა დაიწყო. ის მთლად ფიქრებს მიეცა. თომამ მეო-
რედ რომ მოახსენა _ ჩაის ზარი დაირეკაო, სენ-კლერი მაშინაც კი ძლივს გამო-
ერკვაღრმაფიქრებისაგან.
ჩაის დროსაც განაგრძობდა ფიქრს და არ ლაპარაკობდა. ჩაის შემდეგ სენ-
კლერი, ოფელია და მარი გავიდნენ სასტუმრო ოთახში. არც ერთს კრინტი არ
დაუძრავს. მარის ჩქარა ჩაეძინა დივანზე. ოფელია წინდის ქსოვას შეუდგა. სენ-
კლერი კი ფორტეპიანოს მიუჯდა და რაღაც ნაღვლიანი ჰანგი დაუკრა. სახეზე
ღრმა მწუხარება ეტყობოდა. ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა და განჯინიდან ძვე-
ლი, ფურცლებგაყვითლებული ნოტებისრვეული გადმოიღო.
_ აი, დაო, უყურე, ეს დედაჩემის ნაწერია. ხშირად მღეროდა ამ სიმღერას,
ახლაც ყურებში მიდგას დედაჩემის ხმა.
ის ისევ მიუჯდა ფორტეპიანოს, დაუკრა და დაამღერა დიდებული მუსი-
კოსის, მოცარტის ლოცვა: «სამგლოვიარო ჰიმნი». თომამ გაიგონა საუცხოო მუ-
სიკის ხმა, სასტუმრო ოთახის კარებთან მივიდა და ღრმა გრძნობით დაუგდო
ყური. სენ-კლერს ყველაფერი დაავიწყდა ამ წუთებში; მას ეგონა, თითქოს სად-
ღაც გაქრა მისი წლოვანება, დაუბრუნდა ბავშვობა, ესმის დედის გალობა და
ყურს უგდებს მას.
როცა დაკვრა გაათავა, სენ-კლერი ნიდაყვებზე დაეყრდნო, პირზე ხელები
მიიფარა და დიდხანს იყო ასე გაჩუმებული. ბოლოს წამოდგა და ოთახში სია-
რული დაიწყო. _ ნეტავ, რას ნიშნავს, რომ დღეს სულ დედაჩემი მიდგას თვალწინ? _ თქვა
მან ბოლოს. _ ისე ცოცხლად ვგრძნობ იმის სიახლოვეს, თითქოს აქ ახლო იყოს
სადმე და მისი სიტყვები მესმოდეს, ისე ცხადად გამიცოცხლდა ხსოვნაში.
სენ-კლერმა კიდევ კარგა ხანს იარა ოთახში, შემდეგ ოფელიასთან გაჩერდა
და უთხრა:
_ ეჰ, მოდი, გავივლი სადმე და გავიგებ, რა ხდება ქვეყანაზე, კაფეში შევალ,
საღამოს გაზეთებს წავიკითხავ.
ამ სიტყვების შემდეგ აიღო ქუდი და სახლიდან გავიდა. თომა კიბემდე
მიჰყვა და ჰკითხა, გაჰყოლოდა თან თუ არა.
_ არა, მეგობარო! მე ჩქარა დავბრუნდები.
თომა სახლში შემობრუნდა. საუცხოო თბილი, მთვარიანი ღამე იყო. თომა
დაჯდა და ფიქრს მიეცა. ბაღიდან ისმოდა შადრევნის ჩუხჩუხი. თომა ფიქრობ-
და თავის ცოლ-შვილზე, მოელოდა, რომ ჩქარა განთავისუფლდებოდა და დაბ-
რუნდებოდა კენტუკში, მოჰკიდებდა მუშაობას ხელს და გამოისყიდდა ცოლ-
შვილს მონობისაგან.
ამ ფიქრებში თომას ჩასთვლიმა. ძილში ნახა ევა. ბავშვს ოქროს თმებზე ყვა-
ვილების გვირგვინი ჰქონდა გაკეთებული. ლოყები გასწითლებოდა. ბავშვი
ისე ცოცხლად ნახა, როგორც წინათ მოირბენდა ხოლმე ღიმილით თავის საყვა-
რელ ბიძია თომასთან. აი, ბავშვმა მიწას მოაშორა ფეხი, მაღლა-მაღლა წავიდა,
ლოყები გაუფერმკრთალდა, თავზე შარავანდედი მოეფინა და მოჩვენება გაქრა.
ამ დროს შემოესმა მაგარი ბრახუნი ალაყაფის კარზე.
თომაფეთიანივით წამოვარდა და კარის გასაღებად გაექანა. კართანრამდე-
ნიმე კაცი იდგა. მხრებზე ზეწარგადაფარებული საკაცე გაედოთ. თომამ სანათი
მიაშუქა და გაარჩია, რომ საკაცეზე კაცი იწვა; დააშტერდა სახეზე და იცნო თა-
ვისი ბატონი. შეშინებულმა თომამ საშინლად დაიყვირა. მისმა ყვირილმა მთე-
ლი სახლიფეხზე დააყენა. ხმაური ოფელიამაც გაიგონა.
რა მოხდა? სენ-კლერი რომ შევიდა კაფეში, იქ ორი კაცი ჩხუბობდა. სხვებ-
თან ერთად სენ-კლერიც მივიდა მათ გასაშველებლად. ერთმა მოჩხუბარმა მეო-
რეს დანა მოუქნია დასარტყმელად. სენ-კლერმა ხელი წაატანა დანის წასარ-
თმევად, მაგრამ მოქნეული დანა მას მოხვდა გვერდში და მძიმედ დაიჭრა.
ხალხი მისცვივდა დაჭრილს, წამოაყენეს, კარგად იცოდნენ მისი ბინა და იმ
წამსვე შინ წამოიყვანეს. სენ-კლერის სახლში ყველას თავზარი დაეცა: ყველანი
დარეტიანებულნი იყვნენ და არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ, როგორ ეშველათ
დაჭრილისათვის. მხოლოდ თომა და ოფელია მხნეობდნენ, დაჭრილს უვლიდ-
ნენ. სასტუმრო ოთახში დააწვინეს დივანზე. სენ-კლერმა გონება დაკარგა და
გულწასული იწვა დივანზე.
ოფელია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ დაჭრილი გონს მოეყვანა. ბოლოს,
როგორც იყო, სენ-კლერმა თვალი გაახილა, ოთახს თვალი მოავლო, ყველა იქ
მყოფი შეათვალიერა და ბოლოს კედელზე დედის სურათს მიაშტერდა.
მოვიდა ექიმი, ჭრილობა გასინჯა. მის სახეზე კაცი წაიკითხავდა, რომ მორ-
ჩენის იმედი არ იყო. მაინც შეუხვია ჭრილობა. ექიმს თომა და ოფელია შვე-ლოდნენ. ოთახში და აივანზე მოსამსახურეები შეყრილიყვნენ, ხმაურობდნენ
და ტიროდნენ. ოფელიამ ყველა დაითხოვა ოთახიდან, რადგანაც ავადმყოფის
მდგომარეობა სრულ მყუდროებას საჭიროებდა. სენ-კლერს ლაპარაკი არ შეეძ-
ლო, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ მძიმე ფიქრები აწუხებდა. რამდენიმე ხნის
შემდეგ თომას, რომელიც იმის წინ დაჩოქილი იყო, მხარზე ხელი დაადო და
უთხრა:
_ ჩემო ძვირფასო თომა!
_ რა გნებავთ, ბატონო?
_ ვკვდები, თომა!
თომას სენ-კლერმა მაგრად ჩამოართვა ხელი, მაგრამ მეტი კი ვერაფერი
უთხრა. თვალები დახუჭა და თომას ხელი ხელში ჩარჩა. განკითხვის დღეს
თეთრი და შავკანიანი ხელები შეუერთდნენ ერთმანეთს ძმური სიყვარულით.
სენ-კლერი უძრავად იწვა და დროგამოშვებით ლუღლუღებდა სიტყვებს იმ
ლოცვიდან, რომელიც მან დაუკრა ფორტეპიანოზე, სანამ სახლიდან სასეირ-
ნოდ გავიდოდა. ოთახში მყოფთ გაურკვეველი ლუღლუღი ესმოდათ.
_ ბოდავს, _ თქვა ექიმმა.
_ არა, _ უპასუხა სენ-კლერმა, _ ეს ბოდვა არ არის...…მე ძლივძლივობით
მოვედი სახლში...…
სამარის ფერმა გადაჰკრა დაჭრილს სახეზე, მაგრამ იმ წამსვე ღიმილით გა-
უბრწყინდა სახე. ერთი კიდევ დაიძახა: «ჩემო დედილო!» და საუკუნოდ დახუ-
ჭა თვალები.
ოცდამეხუთე თავი
შეუბრალებელი
სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ მის სახლში მწუხარებამ დაისადგურა.
უბედურებით თავზარდაცემულ მარის წამდაუწუმ გული უწუხდა და ტირო-
და.
ოფელია მაგრობდა, არ ეძლეოდა მწუხარებას. ის ერთი წუთითაც არ მოშო-
რებია დაჭრილის საწოლს, სანამ მოვლა იყო საჭირო. ახლა ბიძაშვილის სიკ-
ვდილის შემდეგ დატრიალდა ოჯახში და ყველას თადარიგი მისცა.
დადგა დასაფლავების დღე.
მიაცილეს სამარის კარამდის ნეშტი უდროოდ დაღუპული ადამიანისა.
უამრავი მეგობარი თუ ნაცნობი მისდევდა მის კუბოს. ყველას ერთნაირად ენა-
ნებოდა იგი. შემდეგ დაიწყო ყოველდღიური ცხოვრება.
სენ-კლერის სახლში ახლა კი ყველა დააინტერესა საკითხმა: როგორ მოეწ-
ყობოდა ამის შემდეგ მათი ცხოვრება.
ქალბატონი სენ-კლერი ნელ-ნელა გონს მოვიდა და თავის ფარეშობას შე-
უდგა. ოფელიამაც იგრძნო, რომ ახლა ის საჭირო აღარ იყო და შინისაკენ უნდა
გამგზავრებულიყო. ყველაზე მეტად შეშფოთებული იყვნენ მონები, რომლებ-მაც არიცოდნენ, რას უპირებდა მათ ახალი ბატონი. ყველა გრძნობდა, რომ სენ-
კლერის სიკვდილის შემდეგ გულდამშვიდებული ცხოვრება აღარ ექნებოდათ.
ქალბატონისაგან კეთილს არაფერს არმოელოდნენ.
ჩქარა დადგა ეს ახალი ხანაც. ორი კვირა იყო გასული სენ-კლერის სიკვდი-
ლის შემდეგ. ოფელია თავის ოთახში იჯდა და რაღაცას აკეთებდა. კარი გაიღო,
ოთახში ატირებული მოახლე გოგო როზა შემოვიდა და ოფელიას რაღაც ბარა-
თი მიაწოდა.
_ ო, ქალბატონო ოფელია, მიშველეთ, დამეხმარეთ! ქალბატონმა ბარათი
მისწერა მოურავს და იქ უნდა გამწკეპლონ.
_ რადა?
_ ქალბატონს სიტყვა შევუბრუნე და იმიტომ. საქმე ასე იყო: მე ქალბატონის
კაბის ზომას ვიღებდი, მან უცებ რაღაცაზე გაბრაზებულმა სილა გამარტყა. ეს
მეწყინა და სიტყვა შევუბრუნე, ასეთი საძაგელი ხასიათი მაქვს. ქალბატონმა
ამისათვის თხუთმეტი მათრახის დარტყმა დამინიშნა. ვაი, სირცხვილო! ნეტა-
ვი მომკლა და ამ სამარცხვინო სასჯელს ამაცდინა!
როზა ტიროდა და მთელი ტანით ცახცახებდა.
ოფელია ეცადა, გოგო დაემშვიდებინა.
_ აქ მოიცადე, მე წავალ მარისთან მოსალაპარაკებლად.
ოფელიამ მარი საპირფარეშო ოთახში ნახა. ძიძა თმებს უვარცხნიდა, ჯენი
კიფეხებს უზელდა.
_ მინდა, როზას შესახებ მოგელაპარაკოთ, _ უთხრა ოფელიამ მარის. _ გო-
გო ძალიან ნანობს, რომ თქვენთვის სიტყვა შეუბრუნებია.
_ მართლა? ეგ არაფერია, შენანება მერე იქნება, ჯერ სად ბრძანდება. ეყო,
რაც ითამამა მაგ საძაგელმა გომბიომ. მე მაგას მოვაჭკვიანებ, თავისი ადგილი
უნდა იცოდეს, თორემ თავზე დაგვასხდნენ.
_ როგორ შეიძლება ყმაწვილი ქალის გაწკეპვლა, მაგით ხომ ქალში ჩაკ-
ლავთ ყოველივე თავშეკავების, სირცხვილისა და მორიდების გრძნობას?
_ თქვენც გიპოვიათ, რაღა, ადამიანი და გამოსარჩლებიხართ. განა მაგისთა-
ნა გომბიოებმაც იციან, რა არის სირცხვილი და მორიდება? მე სასტიკი ადამია-
ნი ვარ? განა თხუთმეტი მათრახი მაგისთანა თავაშვებული გოგოსათვის სისას-
ტიკეა? მიეცით მაგას ნება _ და ჩქარა სხვა მონებიც თავზე წამოგასხდებიან.
არა, ახლა სხვანაირად უნდა მოვუაროთ მაგათ.
ოფელია დარწმუნდა, რომ საქმეს აღარაფერი ეშველებოდა, და იმედგაც-
რუებული გავიდა ოთახიდან.
ქალბატონი სენ-კლერი მოელაპარაკა ვექილებს, მშობლებს, მაზლს და გა-
დაწყვიტა, აქაური მამული მთლად გაეყიდა.
ერთ დილით ადოლფმა მწუხარებით შეატყობინა თომას, მონებს გაყიდვას
უპირებენო.
_ საიდან იცი ეგა? _ ჰკითხა თომამ.
_ ყური მოვკარი ქალბატონის ლაპარაკს. რამდენიმე დღის შემდეგ ყველა
მონას აქედან გაგვისტუმრებენ. _ რა გაეწყობა! _ წარმოთქვა თომამ და მძიმედ ამოიოხრა.
_ ჩვენ სენ-კლერისთანა ბატონს ვეღარ ვიშოვით, _ თქვა ადოლფმა ნაღვლი-
ანად.
თომამ არაფერი უპასუხა. მისი მომთმენი გული იტანდა ოჯახისა და ცოლ-
შვილის დაშორებას. აქამდის კიდევ იმედი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა,
ახლა კი, ამ ამბის გაგონებაზე, საშინელ სასოწარკვეთილებას მიეცა; აღარ იცო-
და, რა ექნა. მორჩილმა მონამ გულხელი დაიკრიბა და ყელში მომდგარი ცრემ-
ლები შეიკავა. გულის სიღრმეში კი გრძნობდა, რომ ამდენ განსაცდელს ვეღარ
აიტანდა.
თომა წავიდა ოფელიასთან ამ საგანზე მოსალაპარაკებლად. ევას სიკვდი-
ლის შემდეგ თომა ძალიან დაუახლოვდა ოფელიას.
_ ქალბატონო, ალბათ, თქვენც მოგეხსენებათ, რომ ბატონი დამპირდა გან-
თავისუფლებას. როგორც განსვენებული ბრძანებდა, სათანადო დაწესებულე-
ბაში კიდეც დაიწყო ამ საქმის წარმოება. სიკეთე დამდეთ და ამ საგანზე ქალბა-
ტონს მოელაპარაკეთ: იქნება არგადაეღობოს წინ თავისი ქმრის სურვილს.
_ ძალიან კარგი, თომა! მე უეჭველად მოველაპარაკები მარის, ვეცდები, და-
ვითანხმო როგორმე, თუმცა უკვე ერთმა მაგალითმა დამარწმუნა, რომ მასთან
ლაპარაკი ძნელია. წინასწარვერაფერს დაგპირდები.
ოფელიამ გადაწყვიტა, ფრთხილად, ზრდილობიანად ელაპარაკა მარისთან.
ეშინოდა, თომას საქმეც არწაეგო.
ოფელიას მარი დივანზე წამოწოლილი დაუხვდა; წინ ეყარა ფარჩეულობა
და საზაფხულო კაბებს ირჩევდა.
_ აი, ეს საკაბე ცუდი არ უნდა იყოს, _ თქვა ქალბატონმა დასუსტებული
ხმით და უჩვენა ერთ ნიმუშზე. _ მხოლოდ არ ვიცი, შემეფერება თუ არა ამ
მდგომარეობაში ამფერის კაბა.
_ რატომაც არა, ქალბატონო! _ უპასუხა ჯენმა, _ სწორედ ამგვარი კაბა ეცვა
იმ დღეს გენერალ დებრენონის ქვრივს. გენერალი დიდი ხანი არგახლავთ, რაც
გარდაიცვალა.
_ შენრაღას იტყვი, დაო? _ შეეკითხა ოფელიას, _ შესაფერი იქნება?
_ შენ უკეთ იცი, მარი, რა შეგშვენის და რა არა. ეგ იმაზეა დამოკიდებული,
სად როგორი ჩვეულება აქვთ.
_ მე მინდა, მძიმე თალხები გამოვიცვალო, თორემ კაბა ზედ შემომაცვდა.
მაინც სულ ერთია: აქ დიდხანს აღარვიცხოვრებ.
_ როდის აპირებ აქედან წასვლას? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ შეიძლება ერთი კვირის შემდეგ. ჩემი მაზლი მწერს, რომ უმჯობესია, ყვე-
ლაფერი საჯარო ვაჭრობით გავყიდოთ. ასე რომ, მე შემიძლია აქ აღარაფერს
ვუცადო; საქმეებს ვექილს ჩავაბარებ და ის მოაწყობს ყველაფერს.
_ მარი, მინდა ერთ საქმეზე მოგელაპარაკო! _ უთხრა რძალს ოფელიამ. _
საქმე ისაა, რომ განსვენებული შენი ქმარი თომას განთავისუფლებას დაჰპირ-
და, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ეს საქმე კანონიერი წესით შეესრულებინა. იმედია,
შენ დააბოლოებ იმის დაწყებულ საქმეს. _ სრულებითაც არა, მე თომას განთავისუფლებას არ ვფიქრობ, _ მკვახედ
გააწყვეტინა ლაპარაკი მარიმ: _ ის ყველაზე კარგი მუშაა და რა ხეირია ჩემ-
თვის, რომ სწორედ ის გავანთავისუფლო? სხვებში რაღას მომცემენ? არც საჭი-
როდ მიმაჩნია თომას განთავისუფლება: მისთვის ბევრად უკეთესია მონური
ცხოვრება.
_ თვითონ თომას ძალიან უნდა განთავისუფლება, _ შეეცადა ოფელია ლა-
პარაკის განგრძობას, _ და ამას შეჰპირდა თვითონ ბატონი.
_ დარწმუნებული ვარ, ყველა მონა თავისუფლებაზე ბოდავს, _ მედიდუ-
რად წარმოთქვა მარიმ. _ რა უმადური ხალხია! მე მონების განთავისუფლების
წინააღმდეგი ვარ. სანამ მათზე თვალყური უჭირავს ვისმე, კიდევ ადამიანებსა
ჰგვანან, მაგრამ, თუ თავისუფლება მიიღეს, მაშინვე გამხეცდებიან. ბევრი მინა-
ხავს ამგვარი მაგალითი.
_ თომაზე ამას ვერ ვიტყვით. მასზე უკეთესი კაცი იშვიათია, _ უთხრა ოფე-
ლიამ.
_ მართალია, ისიც წყნარია, სანამ მონაა, მაგრამ მაგისთანებიც მინახავს.
ისიც კარგად ვიცი, რა დაემართებათ ხოლმე განთავისუფლების შემდეგ.
_ ძალიან კარგი, გეთანხმები, რომ შენ ყველაფერს სწორად ამბობ, _ უპასუ-
ხა ოფელიამ და ძლივს შეიკავა თავი, რომ მარისათვის არ ეწყენინებინა, _ მაგ-
რამ, რატომ არ ფიქრობ, რომ შეიძლება, შემდეგ თომა ჩავარდეს ცუდი კაცის
ხელში.
_ ეგ ძველი ზღაპრებია! _ წარმოთქვა მარიმ. _ ცუდი ბატონები ძნელი წარ-
მოსადგენია, ან თუ მოიპოვება _ მეტად იშვიათად. კარგ მონას ყველა კარგად
ეპყრობა. ჩვენს სახლში ყოველთვის აუარებელი მონა იყო. მე იმათ შორის გავი-
ზარდე და არასოდეს მინახავს ის საზიზღარი მაგალითები, რომლებიც მოჰ-
ყავთ ხოლმე ხშირად.
_ უნდა მოგაგონო, რომ თომას განთავისუფლება სურდა განსვენებულ შენს
ქმარს. მას თავის მხრივ ჩვენმა ძვირფასმა ევამაც სთხოვა.…დავიჯერო, მათ
სურვილს არშეასრულებ?
_ რა უბედური ადამიანი ვარ! ჩემზე არავინ ფიქრობს! _ ტირილით თქვა
ქალბატონმა სენ-კლერმა, _ მგონია, უამისოდაც ბედმა საკმაოდ დამჩაგრა: დავ-
კარგე ძვირფასი შვილი, ქმარი, რომელსაც სიყვარულით მივთხოვდი, _ ორი
ძვირფასი ადამიანი ამ მოკლე ხანში. დავიჯერო, ადამიანებს იოტისოდენა სიბ-
რალული არა აქვთ ჩემი, რომ ასე დაუსრულებლად მტანჯავენ?!
მარიმ ტირილი მორთო და ისტერიად გადაექცა. საჩქაროდ მოიწვიეს ექი-
მი. ამ არეულობაში ოფელია ოთახიდან გამოვიდა. მან იმედი დაკარგა, თომა-
სათვის ეშველარამე.
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეეცადა თომას ბედის შემსუბუქებას. წერილი
მისწერა იმის ძველ ქალბატონს, აუწერა, რაც მოხდა სენ-კლერის სახლში, შეატ-
ყობინა, რა მოელოდა თომას, და სთხოვა, რაც შეიძლება ჩქარა მოშველებოდნენ
მას. რამდენიმე დღის შემდეგ თომა, ადოლფი და ათიოდე კიდევ სხვა მონა წა-
იყვანეს ბაზარზე საჯარო ვაჭრობით გასაყიდად.
ოცდამეექვსე თავი
მონათა სავაჭრო
ღამით მონები დაამწყვდიეს დიდ ოთახში. ისინი სხვადასხვა წლოვანები-
სანი იყვნენ. ოთახში საშინელი ხმაური და სიცილი ისმოდა. ერთი ზანგი
ოხუნჯობით ართობდა ბრბოს.
თომას არ მოეწონა ლაზღანდარობა. მან თავისი ყუთი მოშორებით დადგა
კუთხეში, ზედ ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო.
მონებით მოვაჭრენი ყოველთვის ცდილობდნენ, ბაზრის გახსნამდე მონები
კარგად ეკვებათ და გაერთოთ რითიმე. ჯანსაღსა და მხიარულ მონაში ყოველ-
თვის უფრო მეტ ფასს აძლევდნენ მყიდველები. იმ მონებს, რომლებიც საერთო
მხიარულებასა და ოხუნჯობაში არ მონაწილეობდნენ, ვაჭრები კარგი თვალით
არ უყურებდნენ, მავნე კაცებად თვლიდნენ. ხუმარა სამბო მიუახლოვდა თომას
და ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა.
_რას აკეთებს ეს კაცი ამ კუთხეში? _ თქვა იმან ვითომ თავისთვის და გვერ-
დში წიხლი ჰკრა თომას. _ ეგრე განაპირას რადა ზიხარ? _ ჰკითხა ახლა თომას.
_ ოცნებას მისცემიხარ?
_ მე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდები! _ და-
ღონებული ხმით უპასუხა თომამ.
_ აი სულელი! მაგაზე რა ფიქრია საჭირო! სასიამოვნოცაა ჩემთვის, როცა
მუშტარი მათვალიერებს და მსინჯავს ხოლმე.
ახლა ადოლფს მიუბრუნდა:
_ ხედავ, რა აზიზი ყმაწვილი ბრძანდება! ეს ნამდვილი თეთრკანიანი ბა-
ტონია და არა მონა! სუნამოც რომ უპკურებია! რაღაც სხვანაირი პრეწია ყმაწვი-
ლი ბრძანდება, როგორც ეტყობა!
_ გთხოვთ, თავი დამანებოთ! _ შეუბღვირა ადოლფმა.
_ ხედავთ, გული შიგნიდან ჰქონია! _ და სამბომ ლაპარაკში გამოაჯავრა
ადოლფს.
ადოლფმა მოთმინება დაკარგა და მივარდა ლაზღანდარას. გაიმართა ჩხუ-
ბი და აყალმაყალი. მოჩხუბრებს გარს შემოეხვივნენ სხვა მონებიც და იმათი
კინკლაობით ერთობოდნენ. ხმაურზე სარდაფის პატრონი მოვიდა.
_ რა ამბავი გაქვთ? _ დაუყვირა იმან და მონებს შოლტი გაუტყლაშუნა.
_ ჩვენი ბრალი არ არის, _ გაისმა აქეთ-იქიდან და ბრბო ამ სიტყვებით დაი-
შალა: _ აი, ახლებირომ მოიყვანეს, იმათ გამართეს ჩხუბი.
სარდაფის პატრონმა ვეღარ გაარჩია მართალი და მტყუანი და თითო შოლ-
ტი უთავაზა ადოლფსა და თომასაც.
ქალების განყოფილებაში სხვა სურათი იყო. დიდ ოთახში ყვირილი და ხმაური იდგა. ბევრი იატაკზე იწვა და ეძინა. აქ
მოხუცებულებიც იყვნენ და ახალგაზრდებიც. ერთ კუნჭულში იწვა ათი-თორ-
მეტი წლის გოგო; ის დიდხანს გულამოსკვნილი ტიროდა და ბოლოს ჩაეძინა
ტირილით მოქანცულს. მას გუშინ დედა გაუყიდეს და მისი ალერსი მოაკლდა.
ცოტა მოშორებით იწვა მოხუცებული დედაკაცი. მის გამხმარ, დაბერებულ ხე-
ლებს ეტყობოდა, რომ დედაკაცს მთელი თავისი სიცოცხლე მძიმე შრომაში გა-
ეტარებინა და ახლა, ვინ იცის, ვის ერგებოდა ის საჯარო ვაჭრობით მწვანილის
ფასად. ოთახში სულ ორმოცდაათამდის დედაკაცი იყო. მოშორებით მოჩანდა
ორი დედაკაცი.
ისინი დანარჩენებისაგან განირჩეოდნენ.
ერთი მათგანი მულატი ქალი იყო, ასე ორმოციოდე წლისა, სუფთად ჩაც-
მული. მას მშვენიერი თვალები და ნაზი პირისახე ჰქონდა. თავზე ეხვია ძვირ-
ფასი მოსახვევი. ეტყობოდა, კარგი ოჯახიდან იყო.
ამ დედაკაცს გვერდში ბარტყივით ამოჰკვროდა თხუთმეტ-თექვსმეტი
წლის ლამაზი გოგო. ერთი შეხედვით, შეატყობდით, რომ ესენი დედა-შვილი
იყვნენ. გოგოს ისეთივე შავი, მშვენიერი თვალები ჰქონდა, როგორც მის დე-
დას, შავი თმა კი _ უფრო სქელი და ხუჭუჭი. ნაზ თითებზე ეტყობოდა, რომ
შავ სამუშაოს არიყო ჩვეული.
აი, როგორ მოხვდნენ დედა-შვილი საჯარო ვაჭრობაში: დედას ერქვა სუსა-
ნა, შვილს _ ემელინა. რამდენიმე წლის წინ ისინი იყიდა ერთმა მდიდარმა
ქალმა ახალ ორლეანში.
ეს ქალი მშვენივრად ეპყრობოდა მონებს, წერა-კითხვას ასწავლიდა, ერთი
სიტყვით, ისინი კარგ ცხოვრებაში იყვნენ, რამდენადაც კი შეიძლება მონობის
დროს კარგი ცხოვრება. მაგრამ ამ მდიდარ ქალს ერთი ბედოვლათი შვილი
ჰყავდა. იმან ისე აუწეწა დედას საქმეები, რომ ვალებში ჩააგდო. დედა იძულე-
ბული გახდა, ყველაფერი გაეყიდა. დედა-შვილიც გაყიდა. მყიდველმა, თავისი
მხრივ, ბაზარზე წამოიყვანა ორივენი გასასყიდად იმ იმედით, რომ კარგ ფასს
აიღებდა.
მთვარის შუქი ოდნავ ხვდებოდა იმ კუნჭულს, სადაც სუსანა და ემელინა
ისხდნენ. ორივენი ტიროდნენ, მაგრამ ამავე დროს ცდილობდნენ, ერთმანეთი-
სათვის ცრემლები არ დაენახვებინათ.
_ დედა, _ თქვა ემელინამ და თავს ძალა დაატანა, რომ ტირილი არწასკდო-
მოდა: _ დედილო, დადე თავი ჩემს კალთაზე და დაიძინე.
_ არ მეძინება, შვილო! ვინ იცის, იქნებ უკანასკნელ ღამეს ვატარებთ ერ-
თად!
_ ამაზე ნუ ფიქრობ, დედილო! შეიძლება, ვინმემ ერთად გვიყიდოს. სარდა-
ფის პატრონმა თქვა _ თქვენ, დედა-შვილს, კარგი ვინმე გიყიდის ორივეს ერ-
თადაო.
დედას ამ სიტყვებზე გაახსენდა, როგორი მოურიდებელი სიამოვნებით
უსინჯავდა სარდაფის პატრონი იმის კოპწია გოგონას ხელებსა და თმებს, მოა-
გონდა სიტყვები: «პირველი ხარისხის საქონელია» და ბრაზით და ზიზღითაევსო გული. სუსანა თავდაჭერილი ადამიანი იყო და გული უკვდებოდა, როცა
წარმოიდგენდა იმ ცხოვრებას, რომელშიც შეიძლება ჩავარდნილიყო მისი შვი-
ლი.
_ იცი, ემა, რა გითხრა! ხვალ ეცადე, რაც შეიძლება მაგრად დაივარცხნო
თმა, რომ ხუჭუჭი აღარგეტყობოდეს.
_ რადა, დედილო, მაშინ ხომ თმა უშნოდ დამიდგება?
_ მართალს ამბობ, შვილო, მაგრამ შეიძლება ასე ჯობდეს. ბატონებს უყ-
ვართ, როცა მოსამსახურე არ კოხტაობს და უბრალოდაა ჩაცმული. შენი კულუ-
ლები შეიძლება არმოეწონოთ.
_ კარგი, დედილო, როგორც დამარიგებ, ისე მოვიქცევი.
_ გამიგონე, შვილო! _ განაგრძო დედამ ლაპარაკი: _ თუ ხვალ ჩვენ ერთმა-
ნეთს დაგვაშორეს, გახსოვდეს დარიგება: იყავი პატიოსანი, კარგი ქალი.
საბრალო დედა ლაპარაკობდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რა ძნელია
ყმაწვილი ქალისთვის ბრძოლა. კარგად იცოდა, როგორი განსაცდელი მოელო-
და იმის შვილს, რა ძვირად დაუჯდება, თუ გოგო მოინდომებს სირცხვილსა და
გახრწნილებას თავი დააღწიოს.
მთვარე ზევიდან დაჰყურებდა საპყრობილეს, რომელშიც ამდენი ტანჯუ-
ლი და წამებული იმყოფებოდა.
გათენდა დილა, დამწყვდეულ და გასაყიდად გამზადებულ მონათათვის
საზარელი და საბედისწერო.
სარდაფის პატრონი, ბატონი სკეგსი ხან ერთთან მივიდოდა, ხან მეორეს-
თან, რაღაც მოუსვენრობა ეტყობოდა.
_ ეს რა გიქნიათ ამ გოგოსთვის? _ დაიძახა მან წყრომით, როცა ემელინას
თმები დაინახა. _ ხუჭუჭი კულულები რა იქნა? ასე უშნოდ რად დაგივარცხნი-
ათ?
_ მე ვიფიქრე, ასე ემჯობინება-მეთქი, _ უპასუხა სუსანამ, _ უეჭველია, ამას
ვინმე ხელზე მოსამსახურედ იყიდის და ბატონებს ეჯავრებათ მოპრანჭული
გოგოები.
_ შენ მაგეებს ვინა გკითხავს! _ გააწყვეტინა ლაპარაკი სკეგსმა, _ ახლავე წა-
დი და ძველებურად დავარცხნე თმები. _ მარტო ამ ხუჭუჭებში გაიღებს კარგი
მუშტარი ას დოლარს.
თომა სხვა მონებთან ერთად იდგა დაფიქრებული და ათვალიერებდა სა-
ვაჭროდ მოსულ ხალხს; სურდა, დაენახა ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო
მისი ნდობა და პატივისცემა გამოეწვია. ამ აუარებელ ხალხში არ მოიპოვებოდა
არც ერთი სახე, რომ სენ-კლერის მშვენიერსახესთან შორეული მსგავსება მაინც
ჰქონოდა. თომა ვეღარიშოვიდა ისეთ ბატონს!
რამდენიმე წუთის წინ, სანამ ვაჭრობა დაიწყებოდა, მონებში დაიწყო სია-
რული და იმათი თვალიერება დაბალმა, ჯმუხმა კაცმა. მას პერანგის საკინძე
გახსნილი ჰქონდა და ამოზუნზლული შარვალი ეცვა. თომამ შეხედა და განუ-
საზღვრელი ზიზღი იგრძნო ამ კაცისადმი. მართლაც, მეტად ცუდი შესახედაო-
ბა ჰქონდა: ქერა, ყალყზე შემდგარი თმები, ქერა წვერ-ულვაში, ჭროღა თვალე-ბი და განიერი პირი, რაღაც ნადირსა ჰგავდა. ვეებერთელა პირს წამდაუწუმ
აღებდა და შიგ თამბაქოს იტენიდა, ღეჭავდა თამბაქოს და აფურთხებდა. როცა
ზანგებს სინჯვა დაუწყო, მაშინ ხომ სულ გამოააშკარავა თავისი მხეცობა. ბრიყ-
ვულად წაავლო თომას ქვედა ყბაში ხელი, პირი გაუღო და კბილები გაუსინჯა,
მერე მკლავები და კუნთები უნახა. მერე უბრძანა, გაქცეულიყო, რომ ენახა,
რამდენად მაგარიფეხები ჰქონდა.
_ სადაური ხარ? _ ჰკითხა ბოლოს თომას.
_ კენტუკიდან, ბატონო! _ უპასუხა თომამ და გარშემო მიიხედ-მოიხედა,
თითქოს შველასა სთხოვდა ვისმე.
_ იქრას აკეთებდი?
_ სულ მე მებარა ჩემი ბატონის მეურნეობა.
_ ტყუი, ცრუობ! _ და ამ სიტყვებით თომას მოშორდა.
ახლა ქალებთან მივიდა და ემელინას ხელები და კისერი გაუსინჯა. დედას
გული უსკდებოდა, რომ ასე უზრდელად ექცეოდნენ იმის ქალს. ბავშვი დედას
მიეკრა და ტირილი დაიწყო.
_ ნუ იცრემლები, _ შეუტია ბავშვს სარდაფის პატრონმა. _ მალე ვაჭრობა
დაიწყება, აქ თამაშობა კი არგეგონოთ.
მართლაც ჩქარა დაიწყო ვაჭრობა.
რიგი თომაზე მიდგა.
_ აბა, ყოჩაღად! _ უთხრა თომას დამფასებელმა.
თომა ავიდა საგანგებოდ სავაჭროდ მომზადებულ ადგილზე და შეშინებუ-
ლი თვალები მოავლო გარშემო. ხმაური ესმოდა და ლაპარაკს კი ვერ არჩევდა,
ისე აერია ყველაფერი თავში. ბოლოს გაიგონა დამფასებლის ჩაქუჩის ბრახუნი.
ვაჭრობა გათავებული იყო. თომა გაყიდეს. ვიღაცამ მოავლო ხელი და ამაღლე-
ბული ადგილიდან გადმოაგდო. სწორედ იმ საშინელი სახის კაცმა წაავლო თო-
მას მხარში ხელი, გვერდზე გაიყვანა და დაუყვირა:
_ აქ გაჩერდი!
თომას თავზარი დაეცა, როცა გაიგო, რომ სწორედ იმ კაცს უყიდია, რომელ-
მაც პირველი შეხედვისთანავე მის გულში ზიზღი გამოიწვია.
ვაჭრობა თავისი წესით წარმოებდა. დამფასებლის ჩაქუჩი ხმაურობდა.
სუსანასა და ემელინას გარშემო დიდი ბრძოლა ატყდა ვაჭართა შორის. რო-
ცა დედა გაყიდეს და ამაღლებული ადგილიდან ჩამოაგდეს, იმან მთრთოლვა-
რე ხელები გაიწოდა შვილისაკენ. გამწარებულ დედას ერთი შუახნის, კეთილი
სახის კაცი მიუახლოვდა.
_ ოჰ, ბატონო, გემუდარებით, ჩემი შვილიც იყიდეთ!
_ დიდი სიამოვნებით, თუ ფული მეყო.
ეტყობოდა, იმასაც ეცოდებოდა შეშინებული გოგო.
ემელინაზე უფრო დიდი ბრძოლა ატყდა. დამფასებელმა ეს რომ დაინახა,
ფასი აუწია. სუსანას მყიდველმა ვეღარ შეძლო მომატება და ვაჭრობას თავი
დაანება.
ემელინაც იმ ვაჭარს ერგო, რომელმაც თომა იყიდა. ამ ვაჭრის გვარი იყო ლეგრი. მას დიდი პლანტაციები ჰქონდა წითელ
წყალზე. ემელინაც ჩააყენეს თომას ჯგუფში. მათთან კიდევ ორი მონა იყო. ბავ-
შვი ცრემლად იღვრებოდა, მაგრამ ცრემლები რას უშველიდა. იძულებული
იყო, საითაც უბრძანებდნენ, იქით წასულიყო.
ოცდამეშვიდე თავი
ისევ მონად
ბიძია თომა ხელფეხგაბორკილი იჯდა გემის ქვედა ბაქანზე. გემი წითელ
წყალზე მიდიოდა. შავი ფიქრები უხუთავდნენ სულს თომას. ყველაფერი კარ-
გი გაჰქრა მის ცხოვრებაში და აღარავითარი იმედი არა ჰქონდა მონობიდან
განთავისუფლებისა. უნდა გამოსთხოვებოდა იმ ოცნებას, რომ როდისმე დაბ-
რუნდებოდა კენტუკში თავის ცოლ-შვილთან, ნაცნობ-მეგობრებთან. მწარედ
იგონებდა, რა კარგად ცხოვრობდა სენ-კლერის სახლში. ახლა ქედი უნდა მოე-
ხარა ახალი ბატონის წინაშე, ეწია ის მძიმე უღელი, რომელსაც ახლა ადგამ-
დნენ. ლეგრის, თომას გარდა, ბაზარზე ნაყიდი რვა სხვა მონაც მიჰყავდა. სანამ
გემში ჩასვამდა, თითოეული მათგანი კარგად გაჩხრიკა. ბოლოს ჯერი მიდგა
თომაზე. შეხედა მის ტანისამოსს, ახალ წაღებს და დაუღრიალა:
_ ადექ ზეზე!
თომა ადგა.
_ გაიხადე ყველაფერი!
თომას ტანთ გახდას ბორკილები უშლიდა. ლეგრიმ თვითონ გააძრო საჩქა-
როდ ტანისამოსი, გახსნა მისი ყუთი, იქიდან ძველები ამოიღო და მისცა ჩასაც-
მელად. ამ ტანისამოსს სენ-კლერის სახლში თავლაში ცხენების მოვლის დროს
იცვამდა ხოლმე.
_ აბა, მარდად ჩაიცვი, _ უთხრა ლეგრიმ თომას. _ ფეხსაცმელიც გაიხადე
და ეს ძველები ჩაიცვი! _ მიუყარა დაგლეჯილი წაღები. ლეგრიმ გაუსინჯა ჯი-
ბეები და, რაც კი იპოვა, სხვათა შორის, ევას სახსოვარი თმები, ყველაფერი გა-
დაუყარა წყალში.
_ მე მეჯავრება, როცა ჩემი მონები წერა-კითხვასა და სხვა ამისთანა სისუ-
ლელეებში კარგავენ დროს. ეს კარგად დაიხსომე! ამის შემდეგ მხოლოდ მე ვარ
შენი ბატონ-პატრონი, ყოველი ჩემი სურვილი და ბრძანება შენთვის კანონი
უნდა იყოს!
ლეგრიმ გახსნა თომას ყუთი და იქვე გაყიდა, რაც მეტი საცვალი და ბარგი
აღმოაჩნდა. თან დასცინოდა მონებს _ ბატონებს ჰბაძავენ და ბატონებივით
მოპრანჭულები დადიან ხოლმეო.
_ აი, ახლა მშვენივრად ბრძანდები მორთული, _ უთხრა მან თომას, როცა
ყველაფერი გაუყიდა. _ შენ ახლა მეტი ბარგი აღარ შეგაწუხებს. რაც ახლა ჩა-
გაცვი, ამ ტანისამოსს უნდა გაუფრთხილდე, ჩემო კარგო, იმიტომ რომ ჩემგან
სხვა ტანისამოსს ნუღარმოელი წლის დამლევამდის. ლეგრი ახლა ემელინას მიუბრუნდა.
_ აბა, გოგო, _ უთხრა მას უნამუსო ღრეჭით და ნიკაპში ხელი ამოჰკრა, _
მხიარულად შემომხედე!
გოგომ უკან დაიწია. მის სახეზე შიში და ზიზღი გამოიხატა. ლეგრიმ შუბ-
ლი შეიჭმუხნა.
_ პრანჭვა-გრეხას თავი უნდა დაანებო, _ უთხრა იმან, _ როცა მე გელაპარა-
კები, მხიარული ღიმილით უნდა შემომყურებდე, გესმის თუ არა? შენ, ჰეი, ბებ-
რუცუნავ, ნურც შენ ჩამოგიშვია ცხვირი, _ მიუბრუნდა მესამეს, _ ყველანი მხი-
არულად უნდა იყვეთ! მე მონების გათამამება არ მიყვარს. ბუნებამ დამაჯილ-
დოვა იმათთვის ზორბა მუშტით! _ თქვა ესა და თომას ისე ახლო მიუტანა მუშ-
ტი ცხვირთან, რომ თომამ უნებურად უკან დაიხია.
_ მე დაქირავებული ნოქრები არა მყავს, ჩემს საქმეებს მე თვითონ ვაწარმო-
ებ! _ ყვიროდა ლეგრი და აბობოქრებული მიმოდიოდა. _ თუ მონამ რამე გამი-
ფუჭა, ჩემი ხელით გავაძრობ ტყავს.
ამის შემდეგ ის წავიდა გემის იმ ნაწილისაკენ, სადაც ბუფეტი ეგულებოდა,
რომ არაყი გადაეხუხა.
უბედური მონები კი შებორკილები და გულჩათუთქულები ისხდნენ გემის
ბაქანზე. რაღას უნდა მოელოდნენ ისინი ასეთი საზარელი ადამიანის ხელში?
ვინ იხეირებს ასეთ ბოროტ ადამიანთან? ემელინა ბორკილით გადაბმული იყო
ახალგაზრდა მულატ ქალთან. ყმაწვილი გოგო გამოელაპარაკა მეზობელს.
_ ვინ იყო უწინ თქვენი ბატონი? _ ჰკითხა მან.
_ ბატონი ელისი, _ უპასუხა მულატმა ქალმა, _ გამოჩენილი მდიდარი კა-
ცი. ნანახი გექნებათ იმისი მშვენიერი სასახლე ახალ ორლეანში.
_ როგორი კაცი იყო?
_ წინათ კარგი, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ გაავზნევდა და აუტანელი
შეიქნა იმასთან სამსახური. არც დღე, არც ღამე მონებს მოსვენებას არ აძლევდა.
მე მთელ ღამეს თავის გვერდით მათევინებდა, ძილის ნებას არ მაძლევდა. ძა-
ლა გამომელია, დავსუსტდი და ერთხელ, სამწუხაროდ, წამეძინა. ბატონი სა-
შინლად გამიწყრა და დამემუქრა _ გაგყიდიო. ასეც მოხდა. გამყიდა და მერე ამ
ბოროტი კაცის ხელში ჩამაგდო. წინათ მპირდებოდა _ გაგათავისუფლებო.
_ მშობლები გყავთ? _ განაგრძო ემელინამ კითხვა.
_ ქმარი მყავს. ვერც კი მოვასწარ მასთან გამოთხოვება. ქმრის გარდა, ოთხი
შვილი დამრჩა იქა. ოჰ, მე უბედური!..
დედაკაცმა თვალებზე ხელი მიიფარა და მწარედ ატირდა. ემელინა შეეცა-
და, საცოდავისათვის ნუგეში ეცა, მაგრამ რა ანუგეშებს ასეთ უბედურებაში
მყოფადამიანს?
გემი მიაპობდა წყლის ტალღებს. უბედური ხელფეხშებორკილი მონები
გაჰყურებდნენ მთა-გორიან ნაპირებს. ბოლოს გემი გაჩერდა იმ პატარა ქალაქის
ნავსადგურში, სადაც ლეგრი უნდა გადმოსულიყო თავისი მონებით.
ოცდამერვე თავი
ახალი ბინა
თომა და მისი თანამგზავრები ძლივს იძვროდნენ ტალახიან გზაზე. მათ
წინ მიდიოდა ურემი; შიგ ისხდნენ ლეგრი, ემელინა და მულატი ქალი. ლეგ-
რის თავის მამულში მიჰყავდა მონები. გზა მიდიოდა დაბურულ, თვალუწვდე-
ნელ ნაძვის ტყეში. ძნელი წარმოსადგენია ამაზე ყრუ და მივარდნილი ადგი-
ლი.
ქარი ქროდა და ახმაურებდა ხეებს. ბალახებში დასრიალებდნენ მცურავები
და სხვადასხვა ქვეწარმავალნი. ასეთ გზაზე მოგზაურობა ბედნიერ და მხია-
რულ კაცსაც კი აღუძრავდა შავფიქრებს და, აბა, რა დაემართებოდათ დარდისა
და ნაღველისაგან გამწარებულ მონებს? მოწყენილნი იყვნენ ლეგრის მონები,
სახეები ჩამოსტიროდათ! მხოლოდ ლეგრი იყო მხიარულად. წამდაუწუმ არაყს
ხუხავდა და ამით იკეთებდა გუნებას.
_ თქვენ, ჰეი, ზანგებო! _ დაუყვირებდა ხოლმე ის მონებს დროგამოშვებით,
როცა იმათ დაღვრემილ სახეებს დაინახავდა, _ რას ჩამოგიშვიათ ცხვირები?
აბა, იმღერეთ რამე!
მონები ერთმანეთს შეხედავდნენ და უჩუმრად განაგრძობდნენ გზას.
_ არ გეყურებათ, რომ გიბრძანებთ? _ დაიღრიალა ლეგრიმ ბოლოს და
შოლტი გაატკაცუნა.
ვიღაცამრაღაც უაზრო სიმღერა დაიწყო, მოჰყვაფეხების ბარტყუნს და შაი-
რები მიაყოლა; დანარჩენებმა ძალაუნებურად ბანი მისცეს. ეს ვითომდა მხია-
რული სიმღერა ტირილსა და ქვითინზე უფრო მძიმე მოსასმენი იყო, იმიტომ
რომ ეს იყო ცრემლებში ნალევი ხმა ტანჯული ადამიანებისა. მაგრამ ლეგრი
ამას ანგარიშს არ უწევდა. მან განზრახ უბრძანა მონებს ემღერათ, რომ ფიქრის
დრო აღარ დარჩენოდათ.
_ აი, ჩემო კეკლუცო, ცოტა კიდევ და მალე ჩვენს სახლში ვიქნებით, _ ამ
სიტყვებით მან ემელინას მხარზე დაადო ხელი.
შეშინებული ემელინა მულატ ქალს მიეკრა, თითქო იმასა სთხოვდა შვე-
ლას. ეშინოდა ლეგრის ლანძღვა-გინებისა და ყვირილისა, მაგრამ უფრო მწარე
დღე ადგებოდა ლეგრის ალერსისაგან.
_ განა საყურეებს არატარებ? _ ჰკითხა ლეგრიმ.
_ არა, ბატონო, _ ცახცახით მიუგო თავდახრილმა ქალმა.
_ ლამაზ საყურეებს გაჩუქებ, თუ ჭკვიანი გოგონა იქნები, _ უთხრა ლეგრიმ,
_ შენ ჩემი ნუ შეგეშინდება: შენისთანა ლამაზ გოგონასთვის ძალიან გულკეთი-
ლი ვარხოლმე.
ლეგრის არაყი მოერია და არშიყობის გუნებაზე დადგა.
ჩქარა გამოჩნდა იმისი მამული და სახლი. ოდესღაც ეს მამული ეკუთვნო-
და მდიდარ მემამულეს და მშვენივრადაც ჰქონდა მოვლილ-მოწყობილი, მაგ-რამ, რაც ლეგრიმ იყიდა, მამულის გამშვენიერებაზე ხელი აიღო. იმისთვის
სულ ერთი იყო _ შერჩებოდა სასახლეს თუ არა ძველებური მშვენიერება. ერი-
დებოდა ისეთ ხარჯს, რომელსაც პირდაპირი სარგებლობის მოტანა არ შეეძ-
ლო. ამის გამო სასახლემ ნელ-ნელა დაკარგა თავისი ძველი მშვენიერება. უწინ
სასახლეს დიდი, მწვანით შემოსილი ეზო ჰქონდა, ახლა კი ეზო ნარ-ეკლითა
და ნაგვით იყო სავსე. ირგვლივ ღობეზე ასული ყვავილები ალაგ-ალაგ გადახ-
მა. კვლებში უბრალო ბალახმა ყვავილებს თავს გადაუარა. აქა-იქ ეყარა დამ-
ტვრეული თიხის ქოთნები.
ურემი გრძელ ხეივანში შევიდა. ხეივნის ბოლოს სასახლე მოჩანდა. ურემი
სასახლის წინ გაჩერდა. ლეგრის ავმა ძაღლებმა საშინელი ყეფა ატეხეს და
ურემს მიესივნენ, სახლიდან ბიჭები გამოცვივდნენ და ძლივს მოუგერიეს ძაღ-
ლები ახალმოყვანილ მონებს.
_ აი, ხომ ხედავთ, გირჩევთ, ყოველთვის ფხიზლად იყოთ და ძაღლებს არ
ჩაუვარდეთ პირში, თორემ შესაჭმელად არ დაგინდობენ. კარგად გახსოვდეთ,
რომ ჩემი ძაღლები დაგეშილები არიან ზანგებზე და, თუ ვინმე თქვენგანი მოი-
სურვებს გაქცევას, ვაი იმის ტყავს!
_ სამბო, როგორ აწარმოეთ საქმეები უჩემოდ? _ ჰკითხა ლეგრიმ ზანგს, რო-
მელიც ბატონს თავს დასტრიალებდა.
_ ძალიან კარგად, ბატონო!
_ შენ, კვიმბო, _ მიუბრუნდა მეორე ზანგს, რომელიც აგრეთვე ცდილობდა,
ბატონის ყურადღება მიეპყრო, _ ყველაფერი აასრულე, რაც დაგავალე?
_ დიახ, ბატონო! _ მიუგო კვიმბომ მონურიღიმილით.
ეს ორი ზანგი ზედამხედველად ჰყავდა ლეგრის.
ეს ზანგები ბატონზე უფრო ბოროტები იყვნენ და საბრალო მონებს საშინ-
ლად ტანჯავდნენ. ორივენი ცდილობდნენ, ბატონის ყურადღება დაემსახურე-
ბინათ, მისი გული მოეგოთ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მაბეზღარობასა და სი-
სასტიკეში. მათ ერთმანეთი სძულდათ, ერთმანეთის შურით იყვნენ სავსენი და
მუდამ ეცილებოდნენ ერთმანეთს.
_ აბა, სამბო, ეს ბიჭები დააბინავე. აი, ეს ქალბატონი შენთვის მიჩუქებია, _
უთხრა მან ერთგულ მონას და მულატ ქალზე უჩვენა: _დაგპირდი, შენთვის
ცოლი მეშოვა, და, აი შეგისრულე დაპირება. შეგიძლია, შენს ქოხში წაიყვანო.
საბრალო შეშინებულმა ქალმა უკან დაიხია.
_ რას ბრძანებთ, ბატონო, _ თქვა ქალმა, _ მე ხომ ქმარი მყავს, ის ახალ ორ-
ლეანშია.
_ მერე რა არის? ის ორლეანშია, აქ კი სხვა ქმარი დაგჭირდება. გაჩუმდი, შე
სულელო, და წაჰყევი, სადაც წაგიყვანს.
ამ სიტყვებით ლეგრიმ შოლტი მოუღერა დედაკაცს.
ამ დროს სასახლისფანჯრიდან ერთმა დიდთვალა შავკანიანმა ქალმა გამო-
იხედა. როცა ლეგრიმ სახლის კარებში შედგა ფეხი, ოთახიდან გაჯავრებული
ქალის ხმა მოისმა. თომა თვალყურს ადევნებდა ემელინას. მან გაიგონა ქალის ხმა და ლეგრის
შემდეგი პასუხი:
_ გაჩუმდი! მე ვარაქ ბატონი, რაც მსურს, იმას ვაკეთებ.
მეტის გაგონება ვეღარ მოასწრო, იმიტომ, რომ თომა სამბომ წაიყვანა დასა-
ბინავებლად.
ლეგრის მონები ცხოვრობდნენ პატარ-პატარა ქოხებსა და მიწურებში, სა-
სახლის ცოტა მოშორებით.
თომას გულმა დაიკვნესა, ეს ქოხმახები რომ დაინახა. როცა ერთ ქოხში შე-
იყვანეს, სული შეეხუთა და იმავ წამს გარეთ გამოვარდა.
_ რომელ ქოხში უნდა ვიცხოვრო? _ ჰკითხა მან სამბოს.
_ მეც არ ვიცი, რომელში მოგათავსო. აი იმ ქოხში, ვგონებ, კიდევ არის ერ-
თი კაცის ადგილი, _ უთხრა სამბომ და მიუთითა ერთ ქოხზე.
მუშაობით დაქანცული მონები გვიან საღამოთი დაბრუნდნენ, მათ დაძონ-
ძილი ტანისამოსი ეცვათ და დაღვრემილი სახეები ჰქონდათ. არც კი შეუხე-
დავთ ახლად მოყვანილებისათვის. ისინი მთელი დღე მზის ამოსვლიდან და-
ღამებამდის თავაუღებლივ მუშაობდნენ. თუმცა ბამბის მოკრეფა ძნელი საქმე
არ არის, მაგრამ მთელი დღე სიცხე-პაპანაქებაში ტრიალი კაცს ჩაგრავს. თომა
კი ათვალიერებდა ამხანაგებს და ცდილობდა, მათ შორის ეპოვა ვინმე, რომ გუ-
ლი შეჰვარდნოდა. მაგრამ ამაოდ, ყველას მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. აქ
კაცი მხიარულ ლაპარაკს ყურს ვერ მოჰკრავდა. შინ დაბრუნების შემდეგ კიდევ
ჰქონდათ საზრუნავი: ხელსაფქვავებზე ხორბალი უნდა დაეფქვათ, ცომი მოე-
ზილათ და ვახშმისათვის პური გამოეცხოთ. ყველა მათგანი ცდილობდა, ადრე
ჩაეგდო ხელში ხელსაფქვავი.
შუაღამემდის ხელსაფქვავებისღრიჭინი ისმოდა. ხელსაფქვავები ცოტა იყო
და ამიტომ ჯერითა ფქვავდნენ. მძლავრები ძალმომრეობდნენ და უწინ ფქვავ-
დნენ, სუსტები ბოლოსრჩებოდნენ.
_ აბა, ერთი ხორბალი დამიფქვი და ვახშამი მომიმზადე, _ უთხრა სამბომ
ლეგრისაგან ნაბოძებ ცოლს. _ რა გქვია? შენი სახელი მითხარი.
_ ლუსი, _ უპასუხა დედაკაცმა.
_ გამიგონე, ლუსი, შენ ახლა ჩემი ცოლი ხარ და უნდა მემსახურო.
_ მე შენი ცოლი არა ვარ და არც ვიქნები არასოდეს, _ უთხრა დედაკაცმა
გაბრაზებით. _ დამეკარგე აქედან!
_ ხმა ჩაიკმინდე, თორემ მე ვიცი შენი! _ დაუღრიალა სამბომ. _ წიხლი ხომ
არმოგდომებია.
_ მომკალი, თუ შეგიძლია. რაც ჩქარა მოვკვდები, ისა ჯობია, _ უპასუხა
გამწარებულმა დედაკაცმა.
თომას ძალიან მოშივდა. გზაში გემოთი არაფერი გაუსინჯავს და დაღლი-
ლობისა და შიმშილისაგან მუხლები ეკეცებოდა.
_ აი შენი ერთი კვირის საზრდო, _ უთხრა მას კვიმბომ და ერთი პარკი
ხორბალი გადმოუგდო, _ შენ თვითონ უნდა დაფქვა და გამოაცხო. კარგად გა-უფრთხილდი ამ საზრდოს, თორემ ერთი კვირის განმავლობაში მეტს ვეღარ
მიიღებ.
თომამ დიდხანს იცადა, სანამ ხელსაფქვავის ჯერი შეხვდებოდა. შიმშილი-
სა და დაღლილობის მიუხედავად, მან ორ დედაკაცს უშველა ჯერის გამოფქვა,
შემდეგ შეუკეთა ბუხარს და ისევ შეუდგა ხორბლის დაფქვას.
დედაკაცები თავის მხრივ დაეხმარნენ ცომის მოზელაში.
მალე დედაკაცებიც წავიდნენ. თომა მარტო დარჩა ცეცხლის პირას. ხანი გა-
დიოდა. ბუხარში ცეცხლი ჩაიფერფლა. მთვარე ამოვიდა და არემარეს შუქი
მოჰფინა. გაანათა მონათა უბანიც. აქ ეძინათ მუშაობით მოქანცულ ადამიანებს.
მთვარის ნაზი შუქი იმ ქოხსაც მოხვდა, რომელშიც თომა იჯდა მარტო.
თომა მტკიცე ადამიანი იყო, მაგრამ ამ მძიმე წუთებში, საზარელი მომავ-
ლის მოლოდინში, იმისი სპეტაკი სულიც წყვდიადმა მოიცვა. ეჭვები შეეპარა
იმ საღმრთო სიტყვებში, რომლებიც ყოველთვის ამხნევებდა და უადვილებდა
მონის მძიმე უღლის ატანას.
კარგა ხანს იმყოფებოდა თომა ამ გამოურკვეველ მდგომარეობაში. ბოლოს
წამოდგა და თავისი ქოხისაკენ წავიდა. იქ უკვე რამდენსამე კაცს ეძინა. ქოხში
მძიმე ჰაერი იყო. თომას შეეზიზღა იქ ყოფნა, მაგრამ მეტი გზა არა ჰქონდა: გა-
რეთ დედამიწა დანამული იყო და არ შეიძლებოდა იქ წოლა. გაეხვია დაგლე-
ჯილ საბანში, მიწვა ჩალაზე და მიიძინა. სიზმარში პატარა ევა ნახა.
ოცდამეცხრე თავი
სამუშაოზე მომხდარი ამბავი
თომა მალე მიხვდა, რას უნდა მოელოდეს კაცი ახალი ბატონისაგან. პირ-
ველ დღესვე იმდენი უსამართლობა და სიმკაცრე ნახა, ისე საძაგლად ექცეოდ-
ნენ ყველანი მონებს, რომ აქ ადამიანური ცხოვრების იმედი არ უნდა ჰქონოდა.
მაგრამ კეთილმა, მშრომელმა და სინდისიერმა ადამიანმა გადაწყვიტა, ყოველი
ღონე ეხმარა და კარგი ყოფაქცევითა და მუყაითობით ლეგრის გული მოეგო.
ბატონმაც თავის მხრივ ჩქარა შეატყო, რომ თომა მხნე მუშა იყო, და აზრად
ჰქონდა, მომავალში მუშების ზედამხედველად დაენიშნა, თუმცა რაღაც დაუძ-
ლეველ სიძულვილს გრძნობდა ამ მშვიდი და კეთილი შავკანიანისადმი. მისი
ბოროტი გული ვერ ეგუებოდა თომას ყოფაქცევას. ლეგრის თანაშემწე რომ გამ-
ხდარიყო, თომას ხასიათი სულ უნდა შეეცვალა, ისევე სასტიკად უნდა მოქცე-
ოდა მონებს, როგორც სხვა ზედამხედველები.
და ლეგრიც შეუდგა თომას აღზრდას.
ერთხელ, როცა მონები სამუშაოდ გავიდნენ, თომას ყურადღება მიიქცია
ერთმა ახალმა მუშა ქალმა: იგი გამოირჩეოდა სხვებისაგან თავისი გარეგნობით
და თავიც დამოუკიდებლად ეჭირა.
ეს იყო მაღალი, მოყვანილი ტანის ქალი; ნაზი თითები და პატარა ფეხები
ჰქონდა; სუფთად ეცვა. შესახედაობით ასე ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტიწლის იქნებოდა. თუმცა მწუხარებას მისი სახისათვის თავისი კვალი დაეჩნია,
მაგრამ ქალს კიდევ შერჩენოდა ძველი სილამაზე. მომხიბლავი შავი, დიდი
თვალები, მშვენიერი შუბლი, პატარა კოპწია პირი ამკობდა მის პირისახეს.
დაღვრემილ სახეს ტანჯვა-წამების ბეჭედი აჩნდა. ეტყობოდა, აქ მას ყველაფე-
რი სძაგდა, ეზიზღებოდა. თომას ამის მეტად არენახა ეს ქალი და გაკვირვებით
გააყოლა თვალი, როცა ქალმა მონებს შორის ამაყად გაიარა. ეტყობოდა, მონები
კარგად იცნობდნენ ამ ქალს, ყველა რაღაც ეჭვიანად იღიმებოდა მის დანახვაზე
და მოურიდებლად დასცინოდა.
_ აჰა, შენც მოესწარი ამ დღეს! დროა, შენც იგემო მონის უღელი!
_ რაო, ქალბატონო, დამთავრდა შენი ბატონობა? შენმა ნაზმა ხელებმაც უნ-
და სცადონ მუშაობა?
_ მგონი, დღეს ამას სამბოს შოლტი არასცდება, ბიჭებო!
_ არმოუხდება თუ? შეხედეთ, რა ნაზი კანი აქვს!
ქალი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ამ დაცინვას. თომამ იცოდა კაცის
ცნობა და ჩქარა მიხვდა, რომ ეს ქალი კარგი ოჯახის შვილი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ის ვერ გაეგო, როგორ ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. გზაში ქალს თო-
მასკენ ერთხელაც არმიუხედავს, თუმცა თითქმის მხარდამხარმისდევდა.
მივიდნენ თუ არა მინდორში, თომა მაშინვე შეუდგა მუშაობას, მაგრამ მა-
ინც თვალს ადევნებდა ამ უცნაურ მონა ქალს. ჩქარა შენიშნა, რომ ქალი მარჯვე
მუშა იყო. თომას გვერდით მუშაობდა ლუსი, რომელსაც უმძიმდა მუშაობა. სი-
სუსტისაგან ისე დალასლასებდა, თითქოს საცაა წაიქცევაო. თომა შეუმჩნევ-
ლად მიუახლოვდა ლუსის და მოკრეფილი ბამბა კალათში ჩაუყარა.
_ ნუ იზამ ამას, თორემ შეგამჩნევენ და დაგსჯიან, _ უთხრა ქალმა.
ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ზედამხედველი სამბო თავისი მათრახით.
_ რას ჩადიხართ, თქვე ცუღლუტებო! _ დაიღრიალა მან და წიხლი ჩაჰკრა
ქალს. თომასაც ისე ღონივრად გადააწნა სახეზე მათრახი, რომ თომას სისხლი
წასკდა. იგი უხმოდ დაბრუნდა თავის ადგილზე და მუშაობა განაგრძო, ლუსი
კიღონემიხდილი დაეცა მიწაზე.
_ დამაცადე, ჩქარა წამოგახტუნებ! _ თქვა ბრაზმორეულმა სამბომ, სახელო-
დან გრძელი ქინძისთავი ამოიღო და საბრალო ქალს ყუნწამდის შეურჭო გვერ-
დში. ქალმა დაიგმინა და წამოიწია.
_ ადექი, შე პირუტყვო! _ დაუყვირა სამბომ, _ თორემ უარესად გაგიმასპინ-
ძლდები.
ლუსიმ უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, კვნესით წამოდგა და სცადა მუ-
შაობა.
სამბო მოშორდა. მულატმა ქალმა განწირული ხმით წარმოთქვა:
_ ნეტავ, როდის მოეღება ბოლო ამ ტანჯვას?
თომა დარაჯობდა სამბოს და, წავიდა თუ არა იგი, ისევ მივიდა ლუსისთან
და კიდევ ჩაუყარა კალათში ბამბა.
_ ნუ იქცევი აგრე; იქნებ არიცი, როგორაწამებენ ამის გულისათვის? _ რაც უნდათ, ის მიყონ, _ უპასუხა თომამ, _ მე ჯანსაღი ვარ და ბევრს ავი-
ტან, შენ კი ძლივსღა დგახარფეხზე.
ამ სიტყვებით თომა თავის ადგილზე დაბრუნდა. ამ დროს იმის კალათს
მიუახლოვდა ის ქალი, რომელსაც თომა დილით გაოცებული შეჰყურებდა, და
კალათში ბამბა ჩაუყარა.
ქალს გაეგონა თომას და ლუსის ლაპარაკი.
_ გეტყობა, დიდი ხანი არ არის, რაც მოსულხარ, _ უთხრა ქალმა თომას, _
აქაური წესები არა გცოდნია. აქ სხვისი შებრალება კი არა, ნეტავი კაცმა თავისი
თავიროგორმე გადაირჩინოს.
_ შენც დაიწყე ჩემი მოტყუება?! _ დაუყვირა სამბომ, რომელიც საიდანღაც
გაჩნდა ქალის ახლოს და შოლტი მოუღერა. _ ნუ გავიწყდება, მზეთუნახავო,
რომ ახლა შენი უფროსი მე ვარ. მიფრთხილდი, ჩემი მათრახი არიგემო.
ქალი აენთო, თვალებიდან ელვა გამოკრთა, ცხვირის ნესტოები დაებერა,
ტუჩები სიბრაზით აუთრთოლდა. მან ამაყად, ზიზღითა და მძულვარებით შე-
ხედა სამბოს.
_ ერთი გაბედე და თითი დამაკარე, შე ლაწირაკო, შენა! _ დაუყვირა ქალმა.
_ არ გეგონოს, თითქოს მე გავლენა აღარა მაქვს. თუ მოვისურვე, ერთი თვალის
დახამხამების მეტი არ დამჭირდება, რომ ძაღლებს ლუკმა-ლუკმა დავაფლე-
თინო შენი თავი!
_ უკაცრავად, ქალბატონო კასი! _ უცბად გამოიცვალა კილო შეშინებულმა
სამბომ. _ მე ჯერაც ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ თქვენ სამუშაოზე გამობ-
რძანდით?
_ არგესმის და ხმა გაიკმინდე; ბევრს ნუ ლაპარაკობ და აქედან მოშორდი!
სამბო გაბრუნდა გაწითლებული. ქალმა დაიწყო მუშაობა. ისე მარჯვედ
მუშაობდა, რომ, საღამო ჯერ მოტანებული არ იყო და კალათი კი სავსე ჰქონდა
ბამბით, იმის მიუხედავად, რომ თომასაც შველოდა.
კარგა ხანია მზე ჩავიდა. დაქანცულმა მონებმა თავიანთი სავსე გოდრები იმ
ფარდულისაკენ წაიღეს, სადაც მოკრეფილ ბამბას აგროვებდნენ.
ლეგრი მუშებს აქ უცდიდა. გვერდით თანაშემწეები ედგნენ და ყურში ჩას-
ჩურჩულებდნენ, რაც მოხდა დღის განმავლობაში.
_ თომა მუშებს აჯანყებს, ბატონო! _ იჩივლა სამბომ, _ მე წავასწარი _ ლუ-
სის შველოდა ბამბის კრეფაში. ამ დღეებში კი იმაზე ულაპარაკია, რომ აქ მონე-
ბი მძიმე ცხოვრებას ეწევიანო. თუ ბატონი თვითონ არ დატუქსავს, მე აღარ ვი-
ცი, რა მოვუხერხო!
_ ერთი იმ შავ მაიმუნს უყურეთ! დამაცადოს, მე ვასწავლი ჭკუას! _ დაიღ-
რიალა ლეგრიმ. _ მე კარგი საშუალება მოვიგონე მაგის მოსაჭკვიანებლად.
თვითონ მას უნდა მივანდო ვისიმე ცემა.
_ ძნელია, რომ მაგისთანა საქმეზე დაითანხმოთ, ბატონო, თომა, _ უთხრა
შხამიანიღიმილით სამბომ. _ ვნახოთ. ვუბრძანებ, აასრულოს ჩემი სიტყვა, არ აასრულებს და თვითონ
მას მოხვდება. მხოლოდ ჯერ ამისი დრო არ არის: მუშაობის დროა, მუშახელია
საჭირო.
სამბომ წეღანდელივით გაიცინა.
_ რაც შეეხება მულატ ლუსის, _ განაგრძო სამბომ ცბიერად, _ უნდა მოგახ-
სენოთ შემდეგი: მეტად ზარმაცია და, თომას რომ არ ეშველა, ცარიელ კალათს
მოიტანდა.
_ ჰაა, თომა შველოდა?! _ დაიღრიალა ლეგრიმ, _ აი სწორედ ლუსი უნდა
გავაწკეპლინოთ თომას!
ამ სიტყვებზე ლაქუცა თანაშემწეებმა გაიცინეს.
_ წონაში კი იქნება გამოვიდეს ლუსის კალათი, მაგრამ სხვისი ნამუშევა-
რია.
_ მე თვითონ ავწონი: ვნახავ, თუ წონაში მოვა!
დაღლილი მონები მოწიწებით მიდიოდნენ ბატონთან და ნამუშევარს აბა-
რებდნენ. ლეგრის ერთ ხელში დაფა ეჭირა და თითოეული მუშის დღიურ ნა-
მუშევარს აღნიშნავდა.
თომას გოდორი კარგად გამოვიდა წონაში. მას ახლა ლუსის დარდი ჰქონ-
და. საწყალი ქალი სისუსტისა და დაღლილობისაგანფეხზე ძლივსღა იდგა.
თუმცა ლუსის გოდორი მძიმე იყო, ლეგრი მაინც გაცოფდა და ქალს ლან-
ძღვა დაუწყო.
_ წონაში არმოვიდა შენი გოდორი. ცალკე დადექი. სხვების ნამუშევარს მი-
ვიღებ და მაშინ მოვიცლი შენთვის, შე საძაგელო!
ლუსიმ ამოიკვნესა და ძალმიხდილი დაეშვა სკამზე.
კასი მივიდა სასწორთან, ზიზღით შეხედა ლეგრის და რაღაც უთხრა ფრან-
გულ ენაზე. რა უთხრა, ვერავინ გაიგო, რადგანაც ფრანგული არავინ იცოდა;
მხოლოდ შენიშნეს, რომ მის სიტყვებზე ლეგრის სიბრაზისაგან სახე გაულურ-
ჯდა და ქალს მუშტი მოუღერა დასარტყმელად. ქალმა ერთი კიდევ შეხედა
ამაყად და მოღერებული მუშტი ძირს დააშვებინა.
_ თომა! _ დაუძახა ლეგრიმ თომას, როცა სიბრაზემ გაუარა. თომა ახლოს
მივიდა.
_ გამიგონე, ჩემო კარგო, _ დაუწყო ლეგრიმ ვითომდა ალერსით: _ მე შენ
შავი სამუშაოსათვის არ მიყიდიხარ. შენ აზრიანი, გამოცდილი კაცი ხარ, ზე-
დამხედველად გამოდგები. მე მინდა შეგაჩვიო ზედამხედველის მოვალეობას
და პირველი შემთხვევისათვის მსურს მოგანდო მცირე საქმე: ერთი ლაზათია-
ნად გამიწკეპლე ეს საძაგელი ზარმაცი გომბიო, _ და ხელი გაიშვირა ლუსის-
კენ.
_ ვთხოვ ბატონს, ასეთი სამსახურისაგან გამათავისუფლოს, მე მაგისთანა
დავალების შესრულება არ შემიძლია და ვერც ვიკისრებ, _ მტკიცედ უპასუხა
თომამ.
_ ვნახავ, როგორ დაარღვევ ჩემს ბრძანებას! _ დაიღრიალა ლეგრიმ და თო-
მას სახეში შოლტი გააწნა, მიაყოლა მეორე, მესამე... იმდენ ხანს სცემა, სანამმკლავი არ დაეღალა. ბოლოს ერთხელ კიდევ შეეკითხა, შეასრულებდა თუ არა
იმის ბრძანებას.
_ არა, ბატონო, მე გადაჭრილ უარს მოგახსენებთ, _ მიუგო თომამ და პირზე
სისხლი მოიწმინდა. _ მე თვითონ, როგორცა გნებავთ, მამუშავეთ, მხოლოდ
სხვის წვალებას ნუ მომანდობთ.
თომამ ზრდილობიანად, თავდაჭერილი კილოთი წარმოთქვა ეს სიტყვები,
მაგრამ მონებს მაინც თავზარი დასცა მისმა ასეთმა საქციელმა.
ლეგრი გაკვირვებული გაჩერდა, მაგრამ უცბად ისევ გაცოფდა.
_ აი შე შავო ძაღლო! _ დაუყვირა მან და სიბრაზისაგან ხმა ჩაუწყდა, _ ჭკუ-
ასაც მასწავლი?! იცი თუ არა, შე შტერო, რომ მე შენი პატრონი ვარ, შენში ფუ-
ლი მიმიცია და, რაც მინდა, იმას გიზამ! მაშ, შენი აზრით, ამ გომბიოს ცემა არ
ეკუთვნის? აბა ერთი კიდევ გაიმეორე შენი სიტყვები! ჭკუა მასწავლე!
_ ავადმყოფი ქალია და სირცხვილი იქნება მაგისი წვალება, _ ისევე აუ-
ღელვებლად თქვა თომამ. _ მომკალით, თუ გნებავთ, მაგრამ მე არ შემიძლია
ხელი ვახლო, _ თომამ ეს სიტყვები წყნარად, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა.
ლეგრი სიბრაზით კიდევ უფრო გაფითრდა და კანკალი დაიწყო.
_ ხედავ, რა წმინდანი გაერია ამდენ ცოდვილში! მაშ, შენა გსურს ჩემი მორ-
ჯულება? აი, შე მახინჯო, შენა! განა გავიწყდება, რომ მე მეკუთვნის შენი სული
და ხორცი?
და ამ სიტყვებით დაჭედილი ქუსლი გვერდში ჩაარტყა თომას.
შეურაცხყოფილმა და დატანჯულმა თომამ უცებ რაღაცა ძალა იგრძნო, ზე-
ცისკენ აიხედა ცრემლმორეული თვალებით და შესძახა:
_ არა, ბატონო, თქვენ არ გეკუთვნით ჩემი სული, თქვენ ჩემს სულს ვერ
იყიდით, მას ვერავითარვნებას ვერმოუტანთ!
_ ვერა? _ დაიღრიალა ლეგრიმ: _ აბა, მაშ, ამას ახლავე დავინახავთ! სამბო,
კვიმბო, აქ მოდით! ერთი ეს ვაჟბატონი ისე მიბეგვეთ, რომ მთელ თვესა კვნე-
სოდეს.
ზორბა ზანგმა სიამოვნებით სტაცა ხელი თომას და წაიყვანა.
ყველა შეაძრწუნა ამ ამბავმა. ლუსიმ საშინლად ამოიგმინა ამ ბრძანების გა-
გონებაზე.
ოცდამეათე თავი
თომას ავადმყოფობა
შუაღამე გადავიდა. თომა ეგდო ძველ ფარდულში. უბედური, ნაწამები
ადამიანი ტიროდა და ქვითინებდა. ნოტიო ღამე იყო. ჰაერში უამრავი მწერი
ირეოდა და აწუხებდა მას. ნაცემსა და ნაბრძოლს საშინლად სწყუროდა წყალი.
უპატრონოდ ეგდო და გმინავდა გამწარებული ადამიანი.
დერეფანშიფეხის ხმა გაისმა; კარებში შუქი გამოჩნდა. _ ვინ არის? _ ჰკითხა თომამ. _ წყალი დამალევინეთ!
შემოვიდა კასი, ის ლამაზი ქალი, რომელმაც გუშინ თომას ყურადღება მი-
იპყრო. ქალმა სანათი დადგა მიწაზე, ბოთლიდან ჭიქაში ჩაასხა წყალი და თო-
მას მიაწოდა. ავადმყოფმა ერთი დაცალა და კიდევ მოითხოვა; კიდევ დალია
რამდენიმე ჭიქა და წყურვილი ვერმოიკლა.
_ დალიე, რამდენიც გსურდეს, _ უთხრა კასიმ, _ პირველი არ არის ჩემთვის
შენისთანა უბედურის მოვლა.
_ გმადლობთ, ქალბატონო! _ წარმოთქვა თომამ, როცა წყლით გული გაიგ-
რილა.
_ ქალბატონს ნუ მეძახი, მე ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ; მხოლოდ არც
ერთი მონა იმდენ დამცირებას არ იტანს, რამდენსაც მე, _ თქვა მწუხარებით
ქალმა.
ქალმა ნაცემს შემოუტანა თავისი ლეიბი. თომამ დიდი წვალებით გადაათ-
რია დათეთქვილი ტანი ლეიბზე. კასიმ გაუშალა სველი ზეწარი, რომელმაც გა-
უგრილა გახურებული, ნაცემი ადგილები თომას და მან ოდნავი შეღავათი იგ-
რძნო.
ქალმა სასთუმალიც გაუმართა და დასძინა:
_ მე ამის მეტი შენთვის აღარაფრის გაკეთება არშემიძლია.
თომამ მხურვალე მადლობა გადაუხადა.
კასი დაჯდა თომას ახლო მიწაზე. მკლავები მუხლებზე შემოიხვია და სად-
ღაც შორს დაიწყო ყურება თავისი მშვენიერი თვალებით. გრძელი, შავი, მოსახ-
ვევქვეშ შეკეცილი თმები ჩამოეშალა და მხრებსა და ლოყებზე დაეფინა.
_ შენ მართალი ხარ, მეგობარო, კარგად მოიქეცი, მაგრამ მაინც უნდა გით-
ხრა, რომ ტყუილად გაუწიე ბატონს ურჩობა. ალბათ, ჯერ არ იცი, ვის ხელში
ჩავარდი: ალქაჯია და არა ადამიანი. უთუოდ უნდა დაემორჩილო, თუ ჯერ სი-
ცოცხლე არმოგძულებია.
«დაემორჩილო!» _ საშინლად იმოქმედა ამ სიტყვამ თომაზე. ტკივილებიც
ამასვეღაღადებდა.
_ ოჰ! _ ამოიგმინა თომამ. _ რა ვქნა! როგორმოვიქცე!
_ შენ ჯერ არ იცი და არ გესმის, რა ხდება შენს გარშემო! თმა ყალყზე და-
გიდგება, ყოველივე იმას რომ შეიტყობ, რაც მე აქ ვნახე ამ ხუთ წელიწადში. ახ-
ლომახლო სოფელი არსად არის: ვერავისთან იჩივლებ, ვერავის დაიმოწმებ,
რომ შეგეძლოს საჯაროდ დაამტკიცო ყველა ის საზიზღრობა, რაც აქ ხდება. შე-
უძლიათ ცოცხლად ჩაგაგდონ საკირეში, ან ძაღლებს დააფლეთინონ შენი სხე-
ული. ერთი სიტყვით, აქ ბრძოლა შეუძლებელია და უნაყოფო. მე ეს აქ ყველა-
ზე უკეთ ვიცი, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მძაგს და მეზიზ-
ღება ეს შეჩვენებული კაცი, მაინც მასთან ვერაფერს გავხდი და დავემორჩილე.
ან უნდა დავმორჩილებოდი, ან თავი უნდა მომეკლა. მაგრამ თავის მოკვლა ვერ
გავბედე. ახლა რომ მხედავ, ყოველთვის ასეთი როდი ვიყავი. არა, მე კარგად
მზრდიდნენ, მშვენიერი განათლება მაქვს მიღებული და თვრამეტ წლამდის
ალერსიანი სიტყვის მეტი არაფერი გამიგონია, მაგრამ გარდაიცვალა ის ადამი-ანი, რომელიც მე შვილივით მზრდიდა და მისმა მემკვიდრეებმა საჯარო ვაჭ-
რობით გამყიდეს. აქ მე პირველად ვნახე, რა საზარელ ყოფაში არიან მონები.
ჩემს თავგადასავალს არ მოგიყვები: მოსაგონებლადაც სამძიმოა. ერთი დიდი
მწუხარება დამატყდა და იმან ყველაზე ძლიერ იმოქმედა ჩემზე. ორი მშვენიე-
რი ბავშვი, ქალ-ვაჟი, მყავდა. ქალი, სწორედ მზეთუნახავს რომ იტყვიან, ისეთი
ლამაზი იყო. ბავშვები მოულოდნელად წამართვეს და გამიყიდეს. ქალი მოპარ-
ვით წაიყვანეს სახლიდან. რა არ ჩავიდინე, რომ მისი კვალისთვის მიმეგნო,
მაგრამ ვერას გავხდი. უეჭველია, ბავშვს გაყიდდნენ ბაზარში. ისეთ ბავშვებში
დიდ ფულს აძლევენ, ვაჟი კიდევ ძალით გამომგლიჯეს ხელიდან. ბავშვი კაბა-
ზე მებღაუჭებოდა. დიდხანს მესმოდა მისი წივილ-კივილი. მე მაინც ავიტანე
დარდი, არ მოვკვდი, არც თავი მოვიკალი, როგორცა ხედავ, და ახლა აქ ვატა-
რებ მძიმე უღელს. შემძაგდნენ ადამიანები.
კასიმ გიჟივით გადაიხარხარა. შეშინებულმა თომამ გულხელი დაიკრიბა.
წარმოიდგინა, თითქოს ქვეყანა ინგრეოდა მის გარშემო.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს კასიმ ხელახლა დაილაპარა-
კა.
_ მერე და, ვის წირავ სიცოცხლეს? აქ ისეთ ადამიანს ვერ იპოვი, რომ
მსხვერპლის დაფასება შეეძლოს. აქაური მონები შენი გულკეთილობისათვის
ღალატით გადაგიხდიან. განა ღირს, რომ ასეთი ადამიანისათვის კაცი ეწამოს
და იტანჯოს?
_ ისინი მაინც უბედური ადამიანები არიან! _უპასუხა თომამ. _ რამ მიიყვა-
ნა ისინი ამ დღემდის? იმან, რომ შეცდნენ და გაბრაზებულებმა მიჰყვეს ხელი
ცუდ საქციელს. მეც, თუ იმათსავით მოვიქეცი, ასევე დამემართება. არა, კასი!
მე ყველაფერი მომესპო, რაც მიყვარდა: მომაშორეს ცოლ-შვილს, დავკარგე კე-
თილი ბატონი, რომელიც განთავისუფლებას მპირდებოდა, რომ დასცლოდა.
ერთი სიტყვით, არაფერი სასიამოვნო არმომელის.
კასიმ ჩაკიდა თავი და ფიქრებს მიეცა. კარგა ხანს იჯდა ასე, მერე ადგა და
ალერსიანი ხმით ჰკითხა თომას:
_ ხომ აღარაფერია შენთვის საჭირო, მეგობარო! იქნება, წყალი გწყურია კი-
დევ?
თომამ მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის და კიდევ რაღაცის თქმა
უნდოდა, მაგრამ მეტი ვეღარშეძლო.
_ შენ ძალიან დასუსტდი, ჩემო ძმაო, _ გააჩერა მან თომა. _ გეყოფა ლაპარა-
კი. ეცადე დაიძინო. მშვიდობით.
ქალი გამოვიდა ფიცრულიდან და შინ შევიდა. ლეგრი თავის სამუშაო
ოთახში იჯდა.
დიდ, ოდესღაც ლამაზ ოთახს ახლა მოსაწყენი შესახედაობა ჰქონდა: ჭუჭ-
ყიანი და არეულ-დარეული, კედლებზე შპალერჩამოხეული. აქა-იქ ეყარა
ათასნაირი ნივთი: შოლტები, ღვედები, მათრახის ტარები, ტაბიკები, უნაგირე-
ბი და სხვა ამისთანა. აქვე ეყარნენ ლეგრის ავი ძაღლები. ბუხარში ძლიერიცეცხლი ენთო და ოთახს აშუქებდა. ლეგრი სავარძელში იჯდა და ღვინოს შეექ-
ცეოდა.
_ საძაგელი სამბო, _ ბუზღუნებდა ლეგრი თავისთვის, _ მისი ენატანიობის
ბრალია, რომ ასეთი სისულელე ჩავიდინე და თომა გავლახე. ამ გახურებული
მუშაობის დროს ერთი გამოცდილი მუშა მომაკლდა.
_ ახია შენზე! _ მოესმა ლეგრის ზურგს უკან.
კასი სწორედ ამ დროს შევიდა ოთახში შეუმჩნევლად.
_ ოჰ, ეს შენა ბრძანდები! _ წარმოთქვა ლეგრიმ. _ საიდან მობრძანებულ-
ხარ?
_ სულ ერთია, საიდანაც უნდა ვიყო მოსული. მე მხოლოდ ერთი კეთილი
რჩევა მინდა მოგცე, სიმონ ლეგრი!
_ დამეკარგე აქედან შენირჩევით, _ უკმეხად უპასუხა ლეგრიმ.
_ გინება შენ ხელთ არის: ილანძღე, რამდენიც გინდა, _ უთხრა ქალმა. _
პირველად არ მესმის შენი გინება, მაგრამ მაინც მსურს, ერთი რჩევა მოგცე: და-
ანებე თავი თომას, ნუ აწვალებ!
_ მერე, შენრა საქმე გაქვს თომასთან?
_ მე არაფერი, მაგრამ არაერთხელ დამიზოგავს შენი სარჩო და ახლაც
მწყინს, რომ შენიფულები უბრალოდ იკარგება. შენ თომა ძვირად დაგიჯდა, ის
კი ახლა სამუშაოდ აღარვარგა ამ ცხელ დღეებში.
_ ჩემს საქმეებში ნუ ერევი.
_ მართლაც დარა მრჯის! თავშიც ქვა გიხლია! დახოცე შენი საუკეთესო მუ-
შები ცემით და იჯექი სულელივით გულხელდაკრეფილი ამ გახურებული მუ-
შაობის დროს. ოჰ, რას დაგცინებს შენი მეზობელი ტომკინსი!
კასიმ თავისი ქალური ხერხით ლეგრის სწორედ მტკივან ადგილას მოარ-
ტყა ისარი. ლეგრისათვის იმაზე დიდი უბედურება წარმოუდგენელი იყო, რომ
ბაზარზე დაჰგვიანებოდა ბამბის გატანა და სხვას მეტი მოგება ენახა. _ მარ-
თლაც, იქნება შენ მართალი იყო. ამის შემდეგ თომაზე ხელს აღარ დავაკარები-
ნებ. მხოლოდ ბოდიში მოიხადოს და პატიება ითხოვოს.
_ შენ მაგას ნუ ელი თომასაგან, _შენიშნა კასიმ.
_ ერთი მიბრძანე, რატომაო? რად გგონია აგრე?
_ იმიტომ, რომ თომა მართალია. როგორ უნდა უარყოს სიმართლე!
_ მაგასაც დავინახავთ! _ ზიზღით წარმოთქვა ლეგრიმ, წამოდგა და გარეთ
გასვლა დააპირა.
_ სად არის ახლა თომა? _ იკითხა მან.
_ ფიცრულშია.
ლეგრიმ გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა და დამშვიდებით ელაპარა თომას-
თან.
მოსიყვარულე ადამიანის სულმა სძლია სხეულის ტანჯვას. თომა ახლა
ტკივილებს ვეღარ გრძნობდა, ამიტომ იწვა მშვიდად და არ შეშინებულა, როცა
მასთან ლეგრი შევიდა. _ როგორ ბრძანდები, მეგობარო? _ მიესალმა ლეგრი. _ ხომ გეუბნეოდი,
ჩვენს სახლში ბევრ რასმე ისწავლი-მეთქი. ჰა, ვგონებ აღარ იმღერებ ახლა ძვე-
ლებურჰანგებზე.
თომამ არაფერი უთხრა.
_ ადექი, რას აგდიხარ! _ დაუყვირა ლეგრიმ და მაგარი წიხლი წაჰკრა გვერ-
დში.
თუმცა ძალიან უჭირდა თომას განძრევა, მაგრამ მაინც შეეცადა ფეხზე ად-
გომას და, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იყო, წამოდგა. ლეგრი უყურებდა
თომას წვალებას და მხეცივით იცინოდა. თომა იდგა თავისი ბატონის წინ და
მშვიდად შეჰყურებდა.
_ აბა, ახლა დაიჩოქე და ბოდიში მომიხადე გუშინდელი ურჩობისათვის, _
დაუყვირა ლეგრიმ.
თომა გაუნძრევლად იდგა ერთ ალაგას.
_ არგეყურება? დაიჩოქე-მეთქი, შე ძაღლო! _ დაუყვირა კიდევ ლეგრიმ.
_ ბატონო, მე ამას არ ვიზამ! _ უპასუხა აღელვებულმა თომამ, _ მე გუშინ
მტყუანი არ გახლდით. მართალ საქმეზე კი ბოდიშის მოხდა არ შემიძლია და
შემდეგშიც გუშინდელივით მოვიქცევი.
_ შენა გგონია, რომ ამაზე უარესს ვეღარას დაგმართებ? _ თქვა ბრაზმორე-
ულმა ლეგრიმ. _ ტყუილად გგონია. რას იტყვი, შენი თავი ხეზე რომ გავაკვრე-
ვინო და ცეცხლირომ მოვაკიდებინო?
_ მე ვიცი, ბატონო, რომ შეგიძლიათ ყოველივე ტანჯვა მომაყენოთ, როგო-
რიც კი მოგივათ თავში. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ხელთ არის მხოლოდ ჩემი
სხეული, შემდეგ კი თქვენი უფლება ჩემზე ისპობა.
ამ სიტყვებმა ძალა მოუმატა და აღაფრთოვანა წამებული მონა. ლეგრიზე
კი მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.
_ ბატონო, _ განაგრძო მხიარულად თომამ, _ თქვენ მე მიყიდეთ. მართა-
ლია, იყიდეთ ჩემი სხეული და ამიტომ მზად ვარ, ყველანაირი მუშაობა შევას-
რულო თქვენს სასარგებლოდ, მაგრამ ჩემს სულს კი არასოდეს არავის მივცემ.
თქვენ შეგიძლიათ მცემოთ, რამდენიც გსურთ, დამამშიოთ, დამწვათ ცეცხლზე:
მე მივიღებ ყველა ასეთ ტანჯვას.
ლეგრიმ მოთმინება დაკარგა თომას ლაპარაკზე, ერთი მაგარი მუშტი გაარ-
ტყა და წააქცია. ამ დროს ვიღაცის პატარა, ცივმა ხელმა შეაჩერა ლეგრის მეო-
რედ მოღერებული მკლავი. მოიხედა და დაინახა კასი.
_ ლეგრი, შენ ისევ სულელობ, _ უთხრა ქალმაფრანგულ ენაზე, _ გასწი აქე-
დან. მე მოვუვლი თომას და ვეცდები, ჩქარა ფეხზე წამოვაყენო, რომ სამუშაო-
ზე გამოდგეს.
ლეგრიმ გაიგონა კასის სიტყვა, იგრძნო ქალის ძალა და გადაწყვიტა, სამერ-
მისოდ გადაედო ანგარიშის გასწორება თომასთან, ახლა კი თავი დაენებებინა.
_ კარგი, ეგრე იყოს, მე წავალ, _ თქვა მან და მოემზადა წასასვლელად, _
მაგრამ არ გეგონოს, რომ ეს ამბავი დამავიწყდება, _ უთხრა იმან თომას, _ მე
არასდროს არაფერი არმავიწყდება, დრო მოვა და ანგარიშს მოგთხოვ. ლეგრი გავიდა და კარი გაიჯახუნა.
_ შენ თვითონ არ მოგიხდეს პასუხის გება, _ ამ სიტყვებით გააცილა ის კა-
სიმ, _ აბა, მეგობარო, როგორგრძნობ თავს? _ ჰკითხა ქალმა თომას.
_ მადლობელი ვარ, _ უპასუხა თომამ და მადლიერი თვალით შეხედა კა-
სის.
_ მაგ კაცისაგან შებრალებას ნუ ელოდები. კარგად ვიცნობ, მოსვენებას არ
მოგცემს, დღედაღამ გიყარაულებს და სისხლს გაგიშრობს.
ოცდამეთერთმეტე თავი
კანადაში
დავუბრუნდეთ ახლა ჯორჯ ჰარისსა და ელიზას, რომლებიც გაექცნენ
მტანჯველებს და კეთილი კვაკერების საშუალებით თავს უშველეს. თავისუ-
ფალ ქვეყანაში _ კანადაში ისინი ფარულად ცხოვრობდნენ დროებით იმ კვაკე-
რების ოჯახში, სადაც მოათავსეს დაჭრილი ტომ ლოკერი, და მარჯვე დროს
ეძებდნენ ტბაზე გადასასვლელად.
დაჭრილს დაუღლელად უვლიდა კეთილი მოხუცებული ქალი დორკასი.
ის მაღალი ტანის, დარბაისლური შესახედაობის ქალი იყო, კვაკერულ ტანისა-
მოსში გამოწყობილი. ტანზე ეცვა სადა, ნაცრისფერი კაბა; ყელზე ეხვია თეთრი
დოლბანდი, ჭაღარა თმას უბრალო თეთრი მოსახვევი უფარავდა. ქალი ერ-
თგულად დასტრიალებდა ავადმყოფს, ხშირად უსწორებდა ლოგინს, მერე ისევ
ფანჯარასთან ჯდებოდა და ხელსაქმეს ჰკიდებდა ხელს.
_ ოჰ, დაგლახვროს ეშმაკმა! _ წამოიყვირა უცებ ლოკერმა და საბანი გადი-
ღეღა.
_ ტომ, გთხოვ, ასეთ სიტყვებს ნუ ხმარობ, _ უთხრა მოხუცმა დორკასმა.
ქალმა ავადმყოფს საბანი შეუკეცა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.
_ კარგი, ბებია, აღარ ვიტყვი. ვეცდები, აღარ ვიხმარო ცუდი სიტყვები, მაგ-
რამ, ძალზე ძნელია ჩემთვის თავის შეკავება.
დორკასმა ახადა თბილი საბანი, ხელახლა გაუსწორა ლოგინი და ისე შემო-
ახვია საბანი, თითქოს ბავშვი არტახებში ჩააკრესო.
_ გულით მინდა, რომ ხასიათი გამოიცვალო, _ უთხრა ქალმა ავადმყოფს, _
ცუდია ლანძღვა-გინება.
_ ეგ საიდან მოიგონე! რა ოხრად მინდა ხასიათის გამოცვლა?!
ავადმყოფი შეინძრა და ისევ გაიღეღა.
_ გაქცეულები ისევ აქ არიან? _ იკითხა მან ცოტა ხნის შემდეგ.
ჯორჯსა და ელიზას გულისხმობდა.
_ ჰო, ისინიც აქ ცხოვრობენ! _ უპასუხა დორკასმა.
_ ურჩიე, ჩქარა წავიდნენ აქედან. რაც ჩქარა გადავლენ ტბას, ისა ჯობია
იმათთვის.
_ უეჭველია ჩქარა წავლენ, _ უპასუხა დორკასმა. _ აი, კიდევ რა უნდა გითხრა, _ განაგრძო ლოკერმა: _ შეატყობინე, რომ ქა-
ლაქ სანდუსკოში ნავსადგურზე აქაური ჯაშუშები დახვდებათ. ახლა ჩემთვის
სულ ერთია, დაე, მაგათ თავს უშველონ. მე კიდევაც მინდა, რომ თავი დააღწი-
ონ. მინდა, რითიმე გადავუხადო იმ პირუტყვ მერქსს, ეშმაკმა წაიღოს იმის თა-
ვი!
_ ტომ! _ ვედრების კილოთი თქვა მოხუცებულმა.
_ ეჰ, ბებია, თუ ეგრე ჩამაცივდები, მოთმინებას დავკარგავ და სულ გადავი-
რევი. ყური დამიგდე, რა უნდა გითხრა. ახალგაზრდა ქალი რომ ჰყავთ გაქცეუ-
ლებს, იმას ტანისამოსი უნდა გამოუცვალოთ, თორემ მისი ნიშნები კარგად
იციან ნავსადგურში და ადვილად დაიჭერენ.
_ ძალიან კარგი, მაგაზე იზრუნებენ, _ აუჩქარებლივ უთხრა ბებია დორკას-
მა.
რადგანაც ამ მოთხრობაში შემდეგ ლოკერზე ლაპარაკი აღარ იქნება, აქვე
შევატყობინებთ მკითხველს, როგორი კაცი დადგა შემდეგ ლოკერი.
ის ორი კვირა იწვა კვაკერებთან და ხასიათი სრულებით გამოიცვალა: და-
დარბაისლდა, დაჭკვიანდა და ცხოვრებას ჩაუფიქრდა; ტყის ყარაულის ადგი-
ლი იშოვა და მყუდრო ცხოვრებას შეუდგა. ხალხზე ნადირობას თავი დაანება.
ახლა მხოლოდ ველურ მხეცებზე, მელიებსა და მგლებზე ნადირობით კმაყო-
ფილდებოდა.
სიკვდილამდის ახსოვდა კვაკერების სიკეთე და ყოველთვის პატივისცე-
მით იგონებდა ამ კარგსა და კეთილ ხალხს.
* * *
ლოკერისაგან მიღებული ცნობების შემდეგ გაქცეულებმა არჩიეს ორ ჯგუ-
ფად გაყოფილიყვნენ და ისე გადასულიყვნენ ტბაზე.
ჯიმი თავისი დედით ადრევე წავიდა. ორი დღის შემდეგ მათ უკან მიჰ-
ყვნენ ჯორჯი და ელიზა. ერთი ღამე გაატარეს კვაკერების ნაცნობებთან ქალაქ
სანდუსკოში. საბედისწერო ღამე იყო ეს ღამე გაქცეულებისათვის; ისინი გათე-
ნებასთან ერთად თავისუფლებასაც ელოდნენ. ფიქრით უკვე იყვნენ აღთქმულ
ქვეყანაში. ჯორჯს იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს. დილით ელიზამ ვაჟის ტა-
ნისამოსი ჩაიცვა, სარკეში ჩაიხედა და მერე ქმარს მიმართა:
_ ჯორჯ! მენანება ამ თმების გაკრეჭა, მაგრამრა გაეწყობა!
ჯორჯმა მწარედ გაიღიმა ამ სიტყვებზე. მეტი ნუგეში ვერმისცა ელიზას.
ელიზამ მაკრატელი აიღო და სწრაფად შეიჭრა მშვენიერი დალალები.
_ აი, მეც მზად ვარ, _ თქვა მან და შეკრეჭილი თმები გაიქნია. _ არც ისე და-
ვუშნოვდი, როგორც მოველოდი: ურიგო ბიჭი არა ვარ, არა, ჯორჯ?
_ ჩემო სიცოცხლევ, შენ ყოველთვის ლამაზი იქნები, _ უთხრა ქმარმა.
_ ჯორჯ, რადა ხარ ეგრე დაღონებული? _ უთხრა ელიზამ ქმარს ალერსით
და მაჯა დაუჭირა, _ აბა, დაფიქრდი, ერთი დღე და ღამე კიდევ ვიქნებით გემ-
ზე და შემდეგ ამოვყოფთ თავს თავისუფალ ქვეყანაში. _ აი, სწორედ ეს გარემოება აშფოთებს ჩემს გულს, ჩემო ძვირფასო! _ უპა-
სუხა ჯორჯმა. _ დღეს უნდა გადაწყდეს ჩვენი ბედი. რა საშინელება იქნება,
რომ ყველა გამოვლილმა გაჭირვებამფუჭად ჩაგვიაროს. მე ამას ვეღარავიტან.
_ ნუ გეშინია! _ ამხნევებდა ცოლი, _ მე მგონია, რომ ყველაფერი კეთილად
უნდა დასრულდეს.
_ შენს პირს შაქარი, ელიზა! _ უთხრა ქმარმა. _ დავიჯერო, ბოლო მოეღება
ჩვენს მონობას, ჩვენს ტანჯვას?! დავიჯერო, ჩვენ როდისმე თავისუფლები ვიქ-
ნებით?
_ მე ამაში დარწმუნებული ვარ, ჯორჯ! _ უპასუხა ელიზამ და ცრემლმორე-
ული თვალები ზეცას მიაპყრო. _ ვგრძნობ, რომ დღეს სამუდამოდ მოგვეხსნება
კისრიდან მონობის უღელი.
_ ნეტამც ასე იყოს, ელიზა! ახლა კი დროა, წავიდეთ. მართლაცდა, რა ლამა-
ზი ბიჭი ხარ! _ უთხრა ქმარმა ელიზას და სიამოვნებით მოავლო თვალი მის
მორთულობას. _ ჰარიც მზად არის თუ არა? რატომ ეტლი არმოვიდა აქამდის?
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა შუახნის დედაკაცი, რომელსაც
ხელმოკიდებული მოჰყავდა ჰარი. მას ქალურად ეცვა.
_ რა მშვენიერი გოგონაა! _ წამოიძახა ელიზამ, _ სახელად ჰარიეტ ჰქვია. სა-
ხელიც კარგად შეეწყო ბავშვის ნამდვილ სახელს.
ბავშვი გაჩუმებული შესცქეროდა დედას, ეჩოთირებოდა დედის უცნაური
ჩაცმულობა.
_ ჰარი, ვერიცან დედაშენი? _ ჰკითხა ელიზამ და ხელები გაუწოდა შვილს.
ბავშვი არ მივიდა დედასთან, იმ ქალის კაბაზე ეკიდა ხელი, რომელმაც აქ
მოიყვანა.
_ რად ეძახი, ელიზა! _ შენიშნა ჯორჯმა. _ ჯობია, ბავშვი ახლოს არც გეკა-
რებოდეს.
_ მართალს ამბობ, მაგრამ მაინც გულსა სწყინს, ჩემი ღვიძლი შვილი რომ
ვეღარა მცნობს და ახლოს აღარმეკარება.
_ ქალბატონო სმიტ! _ მიუბრუნდა ჯორჯი მოხუცებულ დედაკაცს, _ თქვენ
ჩვენი მამიდა ბრძანდებით და ჩვენთან ერთად მიემგზავრებით კანადაში.
თქვენ ეს ყოველთვის კარგად უნდა გახსოვდეთ.
_ გავიგე, ყველა გემზე ბრძანება გაუციათ: ასეთი და ასეთი ქალი და კაცი
თუ შეგხვდეთ ბავშვითაო, თქვენი ნიშნებია თურმე ჩამოთვლილი, უეჭველად,
დააპატიმრეთო.
_ ამის არ გვეშინია, _ უპაუხა ჯორჯმა, _ იქნებ მე თვითონ ვუამბო რამე
მდევრებს გაქცეულების შესახებ.
ქალბატონი სმიტიც მიემგზავრებოდა კანადაში და დათანხმდა, გაქცეუ-
ლებთან ერთად ემგზავრა, როგორც ბავშვის მამიდას. ქალი მთელი დღე მასთან
იყო და ბავშვიც შეეჩვია ახალშეძენილ მამიდას. ქალი უალერსებდა, უყვავებ-
და, ტკბილ კვერებსა და კანფეტებს აჭმევდა, ისე რომ, ახალი ნათესავები ჩქარა
შეეჩვივნენ ერთმანეთს. ნავსადგურთან ეტლი გაჩერდა. ელიზა მარდად გადმოხტა და გადმოსვლა-
ში დაეხმარა ქალბატონ სმიტს. ყველანი გემზე ავიდნენ. ჯორჯი ბილეთების
ასაღებად წავიდა. სალაროსთან მან ყური მოჰკრა შემდეგ ლაპარაკს:
_ გემი გულმოდგინედ დავათვალიერე და გაქცეულები ვერა ვნახე.
ჯორჯმა გვერდიდან შეხედა ამის მთქმელს და იცნო მერქსი, რომელიც გა-
ნაგრძობდა ლაპარაკს.
_ ძნელი საცნობები კი არიან. იმათ კაცი თეთრკანიანებისაგან ვერგაარჩევს.
მხოლოდ კაცსა აქვს აშკარა ნიშანი ხელზე.
ამ სიტყვებზე ჯორჯს უნებურად შეუთამაშდა ხელი, მაგრამ ჩქარა თავი შე-
იკავა და არხეინი გამომეტყველება მიიღო, აუჩქარებლად აიღო ბილეთი და
აუჩქარებლადვე დაბრუნდა თავის თანამგზავრებთან.
ბოლოს ზარი დაირეკა. ჯორჯმა დაინახა, რომ მერქსი ნაპირზე გადავიდა.
გემი ნავსადგურს მოშორდა და გაქცეულებმაც თავისუფლად ამოისუნთქეს.
მშვენიერი ღამე იყო. მთვარე აბრჭყვიალებდა ტბის ზედაპირს. გრილი ნია-
ვი ქროდა.
საშინელ მღელვარებას განიცდიდა ჯორჯი. იგი თავისი ახალგაზრდა თა-
ნამგზავრით ბოლთასა ცემდა გემის ბაქანზე.
ყოველ წუთს მოელოდა რაიმე ხიფათს: აი, გამოტყვრება სადმე მდევარი და
ყველა იმედი ჩამეფუშებაო.
მაგრამ ამასობაში დრო გადიოდა და გემი ტალღებს ჭრიდა. გამოჩნდა სა-
ნატრელი ქვეყნის ნაპირიც. გემი შევიდა ერთი პატარა ქალაქის ნავსადგურში.
ჯორჯის მღელვარებას საზღვარი აღარ ჰქონდა: თვალთ დაუბნელდა, ხელი
მოჰკიდა თანამგზავრს, რომ არ წაქცეულიყო, სუნთქვა შეეკრა. მთრთოლვარე
ხელით მაგრად ეჭირა ელიზას მკლავი. გემმა უკანასკნელად დაიკივლა და გა-
ჩერდა ნავსადგურში. ჯორჯს თავი სიზმარში ეგონა. ბარგი ნაპირზე გადაიტა-
ნეს და, როცა მგზავრები წავიდ-წამოვიდნენ, ცოლ-ქმარმა აქვე, მდინარის პი-
რას, მუხლი მოიყარა და მხურვალე მადლობა შესწირა ბედს განსაცდელისაგან
დახსნისათვის.
ქალბატონმა სმიტმა გაქცეულები მიიყვანა ერთ თავის კარგ ნაცნობთან,
რომლის სახლის კარი ყოველთვისღია იყო გაჭირვებულთათვის.
ძვირფასია ადამიანისათვის მოქალაქეობრივი თავისუფლება, თავისუფლე-
ბა სიტყვისა, თავისუფლება მოქმედებისა; წამებულ ადამიანთათვის კი ეს
უმაღლესი ნეტარებაა!
ელიზა ალერსიანად დაჰყურებდა თავის ჰარის, რომელსაც მშვიდად ეძინა
კეთილი მასპინძლის ჭერქვეშ. მაგრამ არც თვითონ, არც ჯორჯს მთელი ღამე
არ დაუძინიათ სიხარულით. მართალია, მათ ჯიბეში გროშიც არ მოიპოვებო-
და, არ ჰქონდათ მიწა-წყალი, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი გრძნობდნენ თავი-
სუფლებას, _ ამ უდიდეს მოქალაქეობრივ საუნჯეს. ეს მათთვის წარმოადგენდა
ნეტარებას. ეს იყო ამჟამად განუსაზღვრელი ბედნიერება.
ოცდამეთორმეტე თავი
მკვლელობის აცილება
როცა თომა თავის მტარვალს სიმართლეს ეუბნებოდა, გრძნობდა, რომ შეძ-
ლებდა ყოველნაირი ტანჯვის ატანას. მაგრამ ტანჯვა-წამება გაგრძელდა და
თომაც სულით დაეცა, ეჭვებმა დაუწყეს გულისღრღნა.
ჯერ კიდევ ნაცემი და დაბეჟილი გვერდები არ მორჩენოდა, რომ სამუშაოდ
გაიყვანეს. ზედამხედველების მუდმივმა დაცინვამ, მძიმე მუშაობამ, ავადმყო-
ფობამ და, რაც ყველაზე ძნელია, წყვდიადით მოცულმა მომავალმა თომას ჩვე-
ულებრივი სულიერი მყუდროება დაურღვია. ახლა მიხვდა, რად იყვნენ ლეგ-
რის მუშები ბრაზიანები და გულჩათხრობილნი.
წინათ იმედი ჰქონდა, რაც უნდა ბევრი სამუშაო დამაწვეს, მაინც ვიშოვი
დროს სახარების საკითხავადო, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. თავისუფალი დრო
არა ჰქონდა. მუშაობდნენ კვირა და უქმე დღეებშიც. აჩქარებდნენ ბამბის დამ-
ზადებას და დროით ბაზარზე გატანას. ლეგრის მხოლოდ მოგება აინტერესებ-
და.
განა ასეთი კაცი დაფიქრდება იმ ადამიანის მდგომარეობაზე, რომლისაც
მხოლოდ სამუშაო ძალა ესაჭიროება?
თომა ცემის შემდეგ ისე იყო დასუსტებული, რომ სამუშაოდან დაბრუნე-
ბულს არც ერთი სტრიქონის წაკითხვა აღარ შეეძლო; დაქანცული დაეგდებო-
და ხოლმე მიწაზე სხვა მონებთან ერთად. წყვდიადმა და ნაღველმა მოიცვა
ტანჯული კაცის გონება: ხანდახან გაახსენდებოდა, ოფელიამ რომ წერილი
მისწერა კენტუკში და იმედი აღეძვრებოდა გულში, მაგრამ არსაიდან შველა არ
ჩანდა და საბრალოს სული ეხუთებოდა. თომას დაავიწყდა სხვა მონების ტან-
ჯვა, ახლა მხოლოდ თავისი თავი ახსოვდა.
ერთ საღამოს თომა იჯდა ბუხართან, ნაცარში პური ჰქონდა ჩაფლული და
იმის გამოცხობას ელოდა. ჩანელებულ ბუხარს ჩინჩხვარი მიაყარა, ცეცხლი გა-
აძლიერა და ცეცხლის შუქზე შეეცადა ლოცვების წიგნის კითხვას.
ამ დროს ხმაური შემოესმა. თომამ საჩქაროდ დაკეცა წიგნი და ჯიბეში ჩაი-
დო.
მის წინ ლეგრი იდგა.
_ ჰა, ბებერო, დაანებე თუ არა თავი შენ სულელურ ფიქრებს და ოცნებას?
თუმცა დიდი სულელი კი ხარ. შენზე იყო დამოკიდებული შენი კეთილდღეო-
ბა, შეგეძლო სამბოსა და კვიმბოზე უკეთ მოწყობილიყავ. ახლა შენა გცემენ, მა-
შინ კი შენს ხელში სხვისი ბედ-იღბალი იქნებოდა. გირჩევ, წიგნების კითხვას
თავი დაანებო და მე დამიგდო ყური!
_ ვერა, ბატონო! მე თქვენსრჩევას ვერმივიღებ!
_ განა ვერ დარწმუნდი, რომ ღმერთს შენთვის არა სცალია? ღმერთს რომ
ახსოვდე, ამ ყოფაში არჩაგაგდებდა. შენი ლაპარაკი ჩალად არღირს. გირჩევ, მე
დამმორჩილდე. მეღმერთზე მეტი შველა შემიძლია! _ არა, ბატონო! თქვენ ვერ დაიმორჩილებთ ჩემს სულს! _ უპასუხა ისევ
მშვიდად თომამ.
ბრაზმორეულმა ლეგრიმ გადააფურთხა, გაბრუნდა და წავიდა.
ლეგრისთან უკანასკნელ შეხვედრამდე თომა საშინელ სულიერ ტანჯვას
განიცდიდა. იმისმა დაცინვამ პირველ ხანებში გაუორკეცა ტანჯვა, მაგრამ ცო-
ტა ხნის შემდეგრაღაც უცნაური ცვლილება მოხდა მის არსებაში.
ყველამ შეამჩნია თომას ეს ცვლილება.
_ რა დაემართა თომას, რომ სიხარულით ფეხზე არა დგას! _ ჰკითხა ლეგ-
რიმ სამბოს.
_ რა მოგახსენოთ, გაქცევას თუ აპირებს!
_ ძალიან საქმეს კი იზამს: ერთი ვნახოთ, როგორ გაექცევა ჩვენს ძაღლებს.
არ ახსოვთ, ბატონო, რა დღე დააყარეს, მოლი რომ გაიქცა? ძლივს გავაგდები-
ნეთ პირიდან. ახლაც ეტყობა ნაკბილარები.
_ აბა, სამბო, ფრთხილად იყავ, არგაგეპაროს!
_ არხეინად ბრძანდებოდეთ, ბატონო! ეგ მე მომანდეთ, _ უპასუხა ბატონს
ერთგულმა მონამ და თავი დაუკრა წასასვლელად მომზადებულ ლეგრის.
ლეგრიმ მთელი დღე დაჰყო ქალაქში. შინ ღამით დაბრუნდა. მუშების ქო-
ხებს რომ მიუახლოვდა, ცხენი ნელა წაიყვანა და მონათა უბანს თვალიერება
დაუწყო. უცბად აღტაცებული გალობა შემოესმა.
_ ეჰე, ერთი უყურეთ, როგორ გალობს! _ დაიღრიალა ლეგრიმ და ცხენი მი-
აგდო იმ ქოხის კარებზე, საიდანაც გალობა შემოესმა.
ქოხის კარებში იდგა თომა და გალობდა. თავი მაღლა ჰქონდა აწეული და
ზედ მთვარის შუქი დაჰქათქათებდა. თომა გატაცებული გალობდა და ვერ შე-
ნიშნა, როგორმიუახლოვდა ცხენოსანი კაცი.
_ ხმა გაიკმინდე, შე ბებერო! _ დაუყვირა ლეგრიმ და მათრახი გადააწნა ბე-
ჭებზე.
ლეგრი მთლად გადარია თომას სახის სიმშვიდემ.
_ აჰა, კიდევ, შე ძაღლო, კიდევ იღმუვლებ? დამაცა, მოგაშლევინებ მხიარუ-
ლებას!
თომას წარბიც არ შეუხრია ცემის დროს. მათრახი სხეულს ტკივილით
სწვავდა, მაგრამ ის ამ წამს სულიერ შეურაცხყოფას არა გრძნობდა. ლეგრი
დარწმუნდა, რომ მან თომაზე სრულიად დაკარგა გავლენა. მის გულში ერთ
წამს სიბრალულმაც კი გაიღვიძა მისგან წამებული ადამიანისადმი, მაგრამ ეს
მხოლოდ წუთიერი იყო და ჩქარა ჩადგა თავის კალაპოტში. თომა კი ამ დღი-
დან გადაიქცა ყველა ტანჯული მონის მეგობრად. ის ყურადღებას არ აქცევდა,
რომ მას დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ზედამხედველები, თა-
ვის მხრივ კი ცდილობდა, ყველას დახმარებოდა. მის გულში ისევ გაიღვიძა
სათნოებამ.
თომა ცდილობდა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა ის სულიერი სიმშვიდე,
რასაც თვითონ განიცდიდა. გაჭირვების დროს ანუგეშებდა დაჩაგრულ მონებს.
მათ ჯერ არ ესმოდათ თომას ყოფაქცევა, ალმაცერად უყურებდნენ და ერიდე-ბოდნენ. მაგრამ, როცა დაინახეს, რომ ის თავის გზას მტკიცედ ადგა, მაშინ კი
პატივისცემით დაუწყეს მოპყრობა. ამ მშვიდმა და მომთმენმა კაცმა ბოლოს მო-
იპოვა დაჩაგრული მოძმეების ნდობა და სიყვარული. თომა ყოველთვის მზად
იყო, სხვას დახმარებოდა მუშაობაში. თვითონ ცოტათი კმაყოფილდებოდა და
თავისი მცირე სარჩოდან კიდევ სხვას უნაწილებდა ხოლმე.
საჩქარო სამუშაო გათავდა და ლეგრის მონებს კვირაობით საშუალება
ჰქონდათ, დაესვენათ. ისინი იკრიბებოდნენ ბიძია თომასთან და ყურს უგდებ-
დნენ წიგნის კითხვას. თომა უკითხავდა და უამბობდა იმქვეყნიურ ცხოვრება-
ზე. მონებს უნდოდათ, კრებები გაემართათ ხოლმე, მაგრამ ლეგრიმ ნება არ
მისცა. ის დევნიდა ყოველნაირ კრებას და, საცა მოასწრებდა რამდენსამე მონას
ერთად თავმოყრილს, ცემა-ტყეპით ფანტავდა. მონები იძულებული გახდნენ,
ფარულად გაემართათ კრებები.
საწყალი ლუსიც გაამხნევა თომამ, რომელიც ყოველთვის სარგებლობდა
მარჯვე შემთხვევით, რათა ეს ქალი ენუგეშებინა.
ამაყი კასიც თომას გავლენის წყალობით გამოიცვალა. მონებთან ძველებუ-
რად ამაყად აღარ ეჭირა თავი და, რაც შეეძლო, მათ მდგომარეობაზე ფიქრობ-
და.
ერთ ღამეს თომა ვიღაცამ გააღვიძა. ქოხში ბევრ ხალხს ეძინა. თომამ თვა-
ლები გაახილა და დაინახა კასი, რომელიც სანათურთან მომდგარიყო და თო-
მას ეძახდა. თომამ ტანთ ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. ღამის ორი საათი იყო.
დუმილით მოცულ არემარეს მთვარე დაჰკაშკაშებდა. მთვარის შუქზე თომამ
გაარჩია კასის გაფითრებული და აღელვებული სახე.
_ მოდი აქ, ჩემთან, ბიძია თომა, _ თქვა მან და მაჯაში ხელი წაავლო: _ მე
შენთან ძალიან საჭირო საქმე მაქვს.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა თომამ.
_ თომა, გსურს თავისუფლება? _ ჰკითხა აღელვებულმა ქალმა.
თომამ შეკითხვაზე არ უპასუხა.
_ თუ გსურს თავისუფლება, გამომყე, ნუღარ აგვიანებ, _ გაუმეორა ქალმა. _
იმას ახლა ისე მაგრად სძინავს, რომ ადვილად ვეღარ გაიღვიძებს. ვნანობ, რომ
კარგი წამალი ვერ ვიშოვე, თორემ შენი შველა აღარ დამჭირდებოდა. ახლაც
მოვახერხებდი, ცოტა მეტი ძალა რომ მქონდეს მკლავში, მაგრამ ამ ბოლო
დროს დავსუსტდიროგორღაც. აბა, წამომყე ჩქარა! ცული მზად მაქვს.
ქალმა თომას მკლავში წაავლო ხელი და ძალით წაყვანა დაუპირა.
_ არა, ქალბატონო, მე ვერ წამოვალ, _ გადაჭრით უთხრა თომამ, _ არაფრის
გულისათვის არმოგიმართავთ ხელს ასეთ საქმეში.
_ თომა, აბა, დაფიქრდი, რა ტანჯვა-წამებაში ჰყავს ამ მხეცს ამდენი მონა!
შენთვის კი არ ჩაიდენ ამ მკვლელობას. იმას თუ ბოლოს მოუღებ, სატანჯველი-
საგან გვიხსნი ამდენ ხალხს. შენ მოვალე ხარ, ეს აასრულო.
_ არა, არა, ქალბატონო, არასოდეს! _ იმეორებდა თომა: _ ბოროტებისაგან
კეთილი არგამოვა. _ მაშ, მე თვითონ მოვუღებ ბოლოს, _ თქვა კასიმ და ლეგრის სასახლისაკენ
გასწია.
დიდხანს არწმუნებდა თომა კასის, რომ მკვლელობა არ ჩაედინა და სხვა
გზა მოენახა განთავისუფლებისათვის. ბოლოს, როგორც იყო, დააჯერა და კა-
სიმაც მონახა სხვა გზა.
ოცდამეცამეტე თავი
გაქცევა
ლეგრი სულ არა ხმარობდა სახლის სხვენს. ვეებერთელა სხვენში ობობებს
ჰქონდათ ქსელი გაბმული. იქ ათასი ხარახურა ეყარა. სახლის უწინდელმა პატ-
რონმა თან წაიღო ხეირიანი ავეჯი, უხეირო კი სხვენში ააზიდვინა და იქ დაყა-
რა. იქვე ეგდო ორი დიდი ფიცრის ყუთი. შეიძლება, ბარგი ამ ყუთებით იყო
მოზიდული და ისინიც აქვე დაეყარათ. სხვენს ერთ ალაგას ფანჯარაც ჰქონდა.
შუშები მტვრიანი იყო და ოდნავი სინათლე შემოდიოდა. აქაურობის მნახველს,
უნებლიეთ, რაღაც იდუმალი შიში ეუფლებოდა; ცრუმორწმუნე ზანგებზე ხომ
ის საშინლად მოქმედებდა. მათ შორის ათასნაირი ხმა იყო გავრცელებული
სხვენის შესახებ. რამდენიმე წლის წინათ ლეგრის იქ ერთი დედაკაცი დაუმ-
წყვდევია. არავინ იცის, რა შეემთხვა მას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ იქი-
დან გაცივებული გვამი ჩამოიტანესო.
ამის შემდეგ საშინელ რამეებს ლაპარაკობდნენ: ღამე სხვენში ისმის ადამი-
ანის გმინვა, ქვითინი, ცემა-ტყეპა და წყევლა-კრულვაო. ლეგრიმდისაც მიაღ-
წია ამ ხმებმა. ის საშინლად განრისხდა და დაიმუქრა, ამ სხვენში დავამწყვდევ
ყველას ერთი კვირით, ვინც კიდევ რასმე იტყვის იმის შესახებო: თვითონ ნა-
ხოს, რაც იქ ხდებაო. ასეთი მუქარის შემდეგ მითქმა-მოთქმა შეწყდა, თუმცა
ყველას ჭეშმარიტებად მიაჩნდა გაგონილი ამბავი.
ყველას ეშინოდა სხვენში ასვლა, ყველა გზას უქცევდა იმის კიბეს. კასიმაც
გადაწყვიტა, ესარგებლა ამ გარემოებითა და ლეგრის ცრუმორწმუნეობით, რა-
თა თავისი თავი და ემელინა დაეხსნა.
სწორედ ამ სხვენის ქვეშ ჰქონდა კასის საწოლი ოთახი. ერთ მშვენიერ დღეს
მან თავისი ბარგი, ლეგრის დაუკითხავად სასახლის მეორე ბოლოში გადაატა-
ნინა. ლეგრიმ დაინახა ბარგაკიდებული მოსამსახურეები და კასის ჰკითხა:
_ ეგრა გამოგიგონია? რად შეგიცვლია ბინა?
_ ბარემ არმეხალისება ბინის მოშლა, მაგრამ აღარშემიძლია ცხოვრება ჩემს
ოთახში.
_ რატომ?
_ რატომ და იმიტომ!
_ მაინცრატომ? გეკითხები და უნდა მიპასუხო.
_ იმიტომ გამოვიცვალე ბინა, რომ მინდა ერთხელ მაინც დავიძინო მოსვე-
ნებით. _ მერე ვინ გიშლის ძილს შენს ოთახში?
_ თუ გსურს შეიტყო, გიამბობ.
_ აბა, მიამბე, შე ეშმაკის კერძო!
_ შეიძლება შენ, როგორც გულად კაცს, არც კი მიგექცია ყურადღება, მაგრამ
მე კი ჩემი დამემართა. სხვენში ყოველღამე საშინელი ხმაურია, ვიღაცეები ჩხუ-
ბობენ, გორაობენ, მთელიღამე იმათგან მოსვენება არა მაქვს.
_ განა ვინ უნდა იყოს იქ? _ ჰკითხა ლეგრიმ და თავს ძალა დაატანა, რომ გა-
ეღიმა. გულში კი შიში შეეპარა. _ არვიცი, რად უნდა იყოს ხმაური?
კასიმ ისეთი თვალით შეხედა ლეგრის, რომ მას ტანში გააჟრჟოლა.
_ მართლაც, საყურადღებოა, გაიგოს კაცმა, რად არის იქ ეს ხმაური, _ თქვა
კასიმ, _ იქნებ შენ შეგიძლია ამიხსნა, რა მიზეზი უნდა იყოს?
გაბრაზებულმა და შეშფოთებულმა ლეგრიმ მათრახი მოუქნია დასარტყმე-
ლად, მაგრამ ქალმა მათრახი აიცილა და კარისაკენ გასრიალდა შემდეგი სიტ-
ყვებით:
_ გირჩევ, ერთ ღამეს დაიძინო ჩემს ოთახში, და მაშინ თვითონ გაიგებ, რა
ხდება მაღლა.
ლეგრი დიდხანს ღრინავდა და ილანძღებოდა, მაგრამ კასის ვერაფერი და-
აკლო.
ქალი კი დაკმაყოფილდა იმით, რომ ლეგრი შეაშინა თავისი ლაპარაკით და
შემდეგაც ყოველთვის ხელს უწყობდა ამ შიშის გაძლიერებას. სხვენზე ერთ
ალაგას ფიცარი იყო გახვრეტილი, ამ ჭუჭრუტანაში კასიმ გატეხილი ბოთლის
ყელი გაჭედა. ქარი რომ ამოვარდებოდა, ბოთლის ყელიდან ადამიანის ქვითი-
ნისმაგვარი ხმა ისმოდა. თუ ქარი ძლიერი იყო, ქვითინიც მძლავრად გაისმო-
და. მონების უბნამდისაც მიაღწევდა ხოლმე ხანდახან ეს ხმა და საბრალო დე-
დაკაცის თავგადასავალს აგონებდა მათ. მონათა შორის შიში ძლიერდებოდა
და ამ შიშმა მაგრად შეიპყრო ლეგრიც.
ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კასიმ ბინა გამოიცვალა. ქარიანი დღე
იყო. სასახლეში კარ-ფანჯარა სულ ზრიალებდა, კვამლს ატრიალებდა და ოთა-
ხებში ნაცრის კორიანტელს აყენებდა, თითქოს აჩრდილთა მთელი რაზმი გა-
მოეფინაო.
ამ საღამოს ლეგრი რაღაცას ანგარიშობდა თავის სამუშაო ოთახში და საან-
გარიშო წიგნებს ჩასცქეროდა. შემდეგ გაზეთების კითხვას შეუდგა. კასი იმის
ოთახში იყო ერთ კუნჭულში მიმჯდარი და ბუხარში ცეცხლს შეჰყურებდა.
ლეგრიმ გაზეთები გადაათვალიერა და ხელში რაღაც წიგნი მოხვდა. ახლა
იმას დაუწყო ფურცვლა და თვალიერება. ეს წიგნი კასიმ იპოვა სადღაც. ეს იყო
საშინელი და საზარელი მოთხრობების კრებული. წიგნი მოკლებული იყო
მხატვრულ ღირსებას, მაგრამ მკითხველის ყურადღებას იზიდავდა თავისი
უცნაური შინაარსით. ლეგრის თითქოს არმოსწონდა ეს წიგნი, ხმამაღლა გამო-
ხატავდა უკმაყოფილებას, მაგრამ კითხვას თავს არ ანებებდა. ბოლოს გულმო-
სულმა მოისროლა წიგნი და კასის მიუბრუნდა: _ კასი, გწამს, რომ ამქვეყნად
არიან ავი სულები? _ მე რა მწამს და რა არა, ეგ შენი საქმე არ არის, _ უპასუხა ქალმა უკმაყოფი-
ლო კილოთი.
ლეგრიმ ამ სიტყვებს ყურადღება არმიაქცია და განაგრძო:
_ გემზე რომ ვმუშაობდი, მაშინ ამხანაგები მარწმუნებდნენ, რომ ქვეყნად
არის მავნე სული. ათასნაირ არაკს მიყვებოდნენ, მაგრამ მე იმათი არაფერი
მჯეროდა.
კასი ჩუმად იჯდა ბნელ კუნჭულში და იქიდან შეჰყურებდა ლეგრის. ქალს
თვალებირაღაც შუქით უბრწყინავდა და ლეგრის შიშის ზარსა ჰგვრიდა.
_ გემზე ხმაურის მიზეზი ყოველთვის ვირთაგვები არიან. მე არაერთხელ
დავრწმუნებულვარამაში. ქარსაც შეუძლია ატეხოს ხმაური.
კასი დარწმუნებული იყო, რომ მისი თვალების გამომეტყველება შიშის
ზარსა ჰგვრიდა ლეგრის, და ამიტომ არაშორებდა თვალს.
_ კასი, შენრაღასფიქრობ? განა მე მართალს არვამბობ? _ შეეკითხა ლეგრი.
_ განა ვირთაგვებს შეუძლიათ კიბეზე ჩამოსვლა და დაკეტილი კარის გაღე-
ბა? ან მოჩვენებად გადაქცევა ისე, რომ მივიდნენ ადამიანთან და ხელი გაუწო-
დონ ჩამოსართმევად, აი ასე?
კასიმ გაუწოდა ყინულივით ცივი ხელი და თან თვალს არ აშორებდა ლეგ-
რის. კასიმ თავისი ცივი ხელი მაჯაზე დაადო ლეგრის, შეშინებული ლეგრი
ფეხზე წამოვარდა.
_ რა გინდა ამით თქვა, დედაკაცო? განა ოდესმე მოგეჩვენა შენ ასეთირამე?
_ არა, მე ხომ ეგ არ მითქვამს! _ უპასუხა კასიმ ზიზღით და დაცინვის კი-
ლოთი.
_ გამიგონე, კასი, მითხარ, გემუდარები, მაგისთანა რა მოგელანდა იმ
ოთახში? მითხარი, ნუ გაჩუმებულხარ.
_ ერთ ღამეს შენ თვითონ დაწექი იქ და ყველაფერს შენი თვალით ნახავ.
_ განა სხვენიდან გესმოდა ხმაური?
_ რა ხმაური? რაზე მეკითხები, არმესმის.
_ აი «ის», მოჩვენება, რაზედაც შენ ლაპარაკობ.
_ მე არ მითქვამს, მომელანდა-მეთქი, _ უპასუხა კიდევ კასიმ მოკლედ და
გაჩუმდა.
აღშფოთებულმა ლეგრიმ ოთახში სიარული დაიწყო.
_ მე ამას დაწვრილებით გამოვიკვლევ, _ ბუტბუტებდა ლეგრი თავისთვის,
_ იარაღით ავალ და ვნახავ, რა მოჩვენება მომელანდება.
_ ძალიან კარგი იქნება, _ მოუწონა კასიმ, _ კარგს იზამ, ერთი ღამე რომ და-
იძინო ჩემს ოთახში.
კასის სიტყვებზე ლეგრის გული მოუვიდა, გაბრაზებული ბორგავდა და
ილანძღებოდა.
_ გირჩევნია, ლანძღვას თავი დაანებო, არავინ გაიგოს! ყური დაუგდე. ეს რა
ხმა ისმის? შენ არგეყურება?
_ საიდან, რა ისმის? _ ჰკითხა ლეგრიმ და მთლად აცახცახდა.
ამ დროს ძველებურმა ჰოლანდიურმა საათმა თორმეტი დარეკა. ლეგრი ადგილიდან ვეღარ იძვროდა: გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო. კასი
დაცინვით შეჰყურებდა და გულდამშვიდებული ითვლიდა საათისრეკვას.
_ თორმეტი შესრულდა, ახლა დაიწყება ხმაური სხვენში.
კასიმ დერეფნის კარი გამოაღო და ყური დაუგდო.
_ აბა, ყური უგდე. რა გესმის, რა ხმაური მოდის იქიდან?
_ ქარია, სხვარა უნდა იყოს, _ უპასუხა ლეგრიმ.
_ აბა აქეთ მოდი, _ დაუძახა კასიმ ხმადაბლა, ლეგრის ხელი მოჰკიდა და
კართან მიიყვანა.
ამ დროს ზევიდან საზარელი ღრიალი შემოესმათ. ლეგრი გაფითრდა,
მუხლთ მოეკეცა.
_ ჯობია, დამბაჩა აიღო ხელში, _ ურჩია კასიმ დაცინვით. _ გამიგონე, ლეგ-
რი! ახლა კარგი შემთხვევა გაქვს, ნახო, რა ღრიალებს და ხმაურობს სხვენში.
აბა, ადი და ნახე; ახლა «ისინი» იქ უნდა იყვნენ.
_ მე ახლა იქ ვერავალ, _ თქვა ლეგრიმ და უკან დაიხია.
_ რატომ? აკი ამბობდი, მე ბოროტი სულების არსებობა არა მწამსო, ეგ ყვე-
ლაფერი ადამიანის გამოგონილიაო.
ამ სიტყვებით კასი გავიდა დერეფანში, სხვენის კიბეზე შედგა და ერთხელ
კიდევ დაუძახა ლეგრის, გამომყევიო.
_ მე ვერწამოვალ, შენც უკან დაბრუნდი, შე კუდიანო!
მაგრამ კასიმ ლეგრის ბრძანებას ყური არ დაუგდო: სწრაფად აირბინა კიბე-
ზე და სხვენის კარი გააღო. იქიდან საშინელმა ქარმა დაქროლა და ოთახის კა-
რებში მდგომ ლეგრის ხელში სანთელი გაუქრო.
შიშით გადარეული ლეგრი ოთახში შევარდა. კასიც ჩქარა დაბრუნდა უკან;
მის თვალებს ისევ წეღანდელი საშიში გამომეტყველება ჰქონდა.
_ აბა, ახლა რას იტყვი? იქნებ ამიხსნა, რა უნდა ხმაურობდეს ასე საშინლად
სხვენში.
_ თავი დამანებე, მეშინია, ამაზე ლაპარაკი არა მსურს! _ უპასუხა შერცხვე-
ნილმა და შეშინებულმა ლეგრიმ.
_ მართლა? მე კი მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ბინა გამოვიცვალე.
კასი განზრახ ავიდა სხვენში: ფანჯარა გააღო, რომ ძლიერი ქარი შემოვარ-
დნილიყო.
მან კიდევ კარგა ხანს დაჰყო ლეგრის ოთახში და იქამდე მიიყვანა თავისი
ყოფაქცევით, რომ ლეგრი უფრო ადვილად პირდაღებულ ლომს შეეჭიდებოდა,
ვიდრე სხვენში ავიდოდა.
კასი შეუდგა თავის საქმეს: ღამღამობით ჩუმად აჰქონდა სხვენზე თავისი
და ემელინას ბარგი, აგრეთვე მგზავრობისათვის საჭირო სანოვაგე. ჩქარა ყვე-
ლაფერი მოაწყო, მხოლოდ მარჯვე დრო იყო საჭირო გასაქცევად. კასისათვის
საჭირო იყო გზის ცოდნა. ამისათვის შეუჩნდა და იმდენი მოახერხა, რომ ლეგ-
რიმ ის ერთხელ მახლობელი პატარა ქალაქის სანახავად წაიყვანა. კასიმ გზები
კარგად დაზვერა და დაიმახსოვრა. ერთ საღამოს ლეგრი მეზობელ ფერმერთან წავიდა სტუმრად. კასიმ ბოლო
ხანებში მოისყიდა ლეგრის გული ალერსიანი მოპყრობით. ქალს ახლა თავი-
სუფლად შეეძლო ცხოვრება ბატონის სასახლეში. ლეგრი რომ წავიდა სახლი-
დან, კასი შევიდა ემელინას ოთახში და ორივემ მოიმზადა სამგზავრო ორი დი-
დი ბოხჩა. ბოლოს კასიმ თქვა:
_ ახლა კი დროა, სამგზავრო ტანისამოსიც ჩავიცვათ და გზას გავუდგეთ.
_ ჯერ ადრეა: ნათელია და შეიძლება დაგვინახოს ვინმემ, _ უპასუხა ემე-
ლინამ.
_ დაე, დაგვინახონ. მეც სწორედ ეგ მინდა. საჭიროა, მდევარი გამოგვეკი-
დოს, რომ სახლში აღარავინ იყოს იმ დროს, როცა ჩვენ ჭაობიდან წყალ-წყალ
უკან დავბრუნდებით. ამნაირად ძაღლები ვეღარ მიაგნებენ ჩვენს კვალს და
სახლში დავბრუნდებით. ჩვენ შეუმჩნევლად უნდა ავიდეთ სხვენზე. მე იქ ყვე-
ლაფერი უკვე მომზადებული მაქვს. შეგვიძლია, მშვენივრად ვიცხოვროთ მთე-
ლი თვე, ყველაფერი საკმარისი გვექნება. მაინც დიდი ხანი მოგვიწევს იქ ცხოვ-
რება. ლეგრი ასე ადვილად არ დათმობს ჩვენს გაქცევას და დიდხანს გასტანს
ძებნა. ახლომახლო ჩირგვს არ გაუშვებს გაუსინჯავს. მეზობელ პლანტატორებ-
საც კი დაიხმარს ჩხრეკის დროს. დაე, გვეძებონ, რამდენიც სურთ!
_ მშვენივრად მოგისაზრებია ყველაფერი, კასი! არ ველოდი, თუ აგრე კარ-
გად მოაწყობდი ჩვენი გაქცევის საქმეს.
კასი სულაც არ გაახარა ამ ქებამ. მან ალერსიანად მოჰკიდა ხელი ყმაწვილ
ქალს და უთხრა:
_ აბა, ჩემო კარგო, ახლა კი დროა, წავიდეთ!
ქალები სასახლიდან შეუმჩნევლად გავიდნენ და გაიარეს მონათა უბანი.
უკვე გასცილდნენ პლანტაციას და მიუახლოვდნენ ჭაობს, როცა ხმაური და
ყვირილი შემოესმათ.
მოხდა სწორედ ის, რასაც კასი მოელოდა, გაქცეულები თვითონ ლეგრიმ
შენიშნა და ლანძღვა-გინებით გამოეკიდა უკან.
ლეგრის ხმის გაგონებაზე ემელინას შიშით მუხლთ მოეკვეთა და კასის ხე-
ლი გაუწოდა.
_ მიშველე, კასი, მუხლთ მომეკვეთა, საცაა, წავიქცევი.
_ თუ წაქცეულხარ, აქვე მოგკლავ, _ კასიმ უბიდან ბასრი დანა ამოიღო და
ემელინას დაანახვა.
ამ მუქარამ მშვენიერი გავლენა იქონია. ემელინამ ძალ-ღონე მოიკრიბა და
ჭაობს მიაშურა. ჭაობში კი ლეგრის მარტოკა აღარ შეეძლო დევნა: მისთვის სა-
ჭირო იყო მშველელი.
_ ძალიან კარგი! _ წაიბუტბუტა ლეგრიმ, როცა ქალები ჭაობში შევიდნენ. _
სულელები, თვითონ გაებნენ მახეში. იქიდან ისინი ვეღარსად წაგვივლენ.
_ ეჰეი... სამბო, კვიმბო! ჩქარა გამოიქეცით აქეთ, ყველა ბიჭსა და მონას და-
უძახეთ! _ ყვიროდა ლეგრი.
მუშები ის იყო დაბრუნდნენ სამუშაოდან და ქოხებში ვახშმის მზადებაში
იყვნენ. _ ხუთ დოლარს მიიღებს, ვინც გაქცეულებს დაიჭერს. აბა ძაღლები აუშვით
და მიუსიეთ!
ზოგი სიხარულით შეეგება ლეგრის წინადადებას და გაექანა დედაკაცების
დასაჭერად. ანგარებისმოყვარეობა და ბატონის წინაშე ყურადღების დამსახუ-
რება ამოძრავებდა და აქეზებდა მათ ამ საქმეზე. საშინელი ალიაქოთი ატყდა.
ჟინჟღილები აანთეს და ძაღლები აუშვეს.
_ ბატონო, ნებას გვიბოძებთ, თოფი ვესროლოთ? _ ჰკითხა სამბომ ლეგრის.
_ კასის შეგიძლიათ ესროლოთ, ის ადრე იყო სასიკვდილო, ახალგაზრდას
კი ხელი არ ახლოთ. აბა, ბიჭებო, ვინძლო ყოჩაღად მოიქცეთ, ხუთ-ხუთი დო-
ლარი და თითო ჭიქა არაყი საჩუქრად იმას, ვინც გაქცეულებს დაიჭერს.
მდევარნი სანათით ხელში ღრიანცელით გაიქცნენ ჭაობისაკენ. ძაღლების
ყეფამ არემარე გააყრუა.
სასახლიდან შინამოსამსახურენიც გამოცვივდნენ სეირის საყურებლად.
მართლაც, როცა კასი და ემელინა უკანა კარიდან დაბრუნდნენ, სახლში სრუ-
ლებით არავინ იყო. მხოლოდ შორიდან ისმოდა ძაღლების ყეფა და ხმაური.
გაქცეულები უყურებდნენ, როგორ დარბოდა ჭაობში მდევარი. ღამის
წყვდიადში ხან აქ გააშუქებდა სანათი და ხან იქ.
_ ხედავ, კასი, ნადირობა გააჩაღეს, _ ეჩურჩულებოდა ემელინა კასის: _ რა
ამბავი აქვთ! ძაღლები როგორ ყეფენ! უჰ, რა დღე დაგვადგებოდა, ჩვენ რომ
აქამდე იქ ვყოფილიყავით? წამო, ჩქარა დავიმალოთ, კასი! _ შეეხვეწა ემელინა.
_ აჩქარება საჭირო არ არის, _ დინჯად უპასუხა კასიმ, _ ახლა ისინი ნადი-
რობაში არიან გართული, მთელ საღამოს იქ გაატარებენ. ჩვენ აუჩქარებლივ
შეგვიძლია მოვაწყოთ ჩვენი საქმეები. სხვენზე ასვლას კიდევ მოვასწრებთ. ჯერ
აქაურობა მივათვალიერ-მოვათვალიეროთ. ჩვენთვის გზაში ფული იქნება სა-
ჭირო და შეიძლება აქ ვიშოვოთ როგორმე.
ამ სიტყვებით იგი ლეგრის საწერ მაგიდასთან მივიდა და უჯრა გამოაღო.
ემელინა უარს იყო ქურდულად ფულის შოვნაზე, მაგრამ კასიმ მის ლაპარაკს
ყური არათხოვა და უჯრიდან ერთი ბღუჯაფული ამოიღო.
_ არ გეთანხმები, ჩემო პაწია, _ უთხრა კასიმ ემელინას, _ უფულოდ გზაში
დავიღუპებით. მართალია, ჩვენ ამ ფულს ვიპარავთ, მაგრამ ესენი მთელ ჩვენს
სიცოცხლეს გვპარავენ. ახლა წავიდეთ. მე სანთელიცა მაქვს შენახული. წიგნის
კითხვაც შეგვიძლია ხოლმე, როცა მოვისურვებთ.
სხვენზე ქალებს მშვენივრად მოწყობილი ბინა დახვდათ. კასის დიდი, თავ-
ღია ყუთი გვერდზე დაეწვინა, შიგ ლოგინი დაეგო და საწოლები გაემართა. მე-
ორე ყუთში სანოვაგე და სხვა საჭირო ნივთები ჩაელაგებინა. ყველაფერი მოეწ-
ყო გონივრულად და წინდახედულად.
_ აი, ჩვენი დროებითი ბინა ეს არის, _ უთხრა კასიმ ემელინას, როცა სხვენ-
ში ავიდნენ, _ როგორმოგწონს?
_ ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ იმედი გაქვს, რომ აქ ვერ მოგვაგნებენ? _ შეე-
კითხა ემელინა. _ კარგი სანახავი იქნება, აქ რომ ლეგრი ამოვიდეს! მონები და მოსამსახუ-
რეები კი ვერამობედავენ აქ უიმისოდ. სიკვდილს ამჯობინებენ აქ ამოსვლას.
ემელინა დამშვიდდა, მიწვა ლოგინზე და ბალიშზე მიდო თავი.
_ კასი, რად დამემუქრე, მოგკლავ, თუ წაქცეულხარო?
_ იმიტომ, რომ გამაგრებულიყავ და გული არ წაგსვლოდა. ასე რომ არ მოვ-
ქცეულიყავ, შენ მართლა წაიქცეოდი და ისევ ჩაუვარდებოდით ხელში ლეგ-
რის.
ემელინას გააჟრჟოლა ამ სიტყვების გაგონებაზე.
ქალები გაჩუმდნენ. ემელინას მოქანცულობა დაეტყო და ჩათვლიმა, კასიმ
კი წიგნის კითხვა დაიწყო. ასე მშვიდად იყვნენ, სანამ ლეგრი თავისი ბიჭებით
ნადირობიდან დაბრუნდებოდა.
კარგა დაბინდებული იყო, როცა სახლის ეზოში ხმაური და ძაღლების ყეფა
გაისმა. ემელინას გამოეღვიძა და შეშინებულმა ხმადაბლა შეჰყვირა.
_ ნუ შეგეშინდება, _ დაამშვიდა კასიმ ნამძინარევი, _ ნადირობიდან დაბ-
რუნდნენ და ისინი ხმაურობენ. აი, ამ ჭუჭრუტანაში გაიხედე და ყველაფერს
კარგად დაინახავ. ნადირობა შეაჩერეს: ლეგრის მეტად მოწყენილი სახე აქვს.
მისი ცხენი მთლად ტალახშია ამოსვრილი. ძაღლები ქასქასებენ. უეჭველია,
ხვალ კიდევ ცდიან ბედს. მაგრამ ნადირი იქ არარის, სადაც იმათ ეგულებათ.
_ გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ, _ სთხოვა ემელინამ, _ ლაპარაკი არგაიგონონ.
_ ლაპარაკი რომ გაიგონონ, მაშინ სულ დაფრთხებიან და სხვენს ახლო არ
გაეკარებიან. ჩვენ აქ საშიშროების გარეშე ვართ. რაც მეტს ვიხმაურებთ, მით
უკეთესია. მე კარგად ვიცი, რა შვილები ბრძანდებიან ისინი.
ცოტა ხნის შემდეგ სასახლეში სიჩუმე ჩამოვარდა.
ლეგრი ლანძღვა-გინებით, მუქარითა და კბილების ღრჭენით წავიდა თა-
ვის ოთახში დასაძინებლად.
ოცდამეთოთხმეტე თავი
ცემა
კასისა და ემელინას გაქცევამ მეტისმეტად გააბოროტა ისედაც ავი და ბო-
როტი ლეგრი. მან თომაზე მოინდომა ჯავრის ამოყრა.
თომამ ვერ დაფარა თავისი სიხარული, როცა შეიტყო კასისა და ემელინას
გაქცევის ამბავი. ლეგრის ეს არ გამოეპარა, თუმცა თავდაპირველად ყურადღე-
ბა არ მიაქცია. ის ამჟამად მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეჭირა გაქცეუ-
ლები. შემდეგ კიდევ ერთმა გარემოებამ მიაქცევინა ყურადღება თომას საქცი-
ელზე: გაქცეულების საძებნელად თომა არ გავიდა. მეორე დღესაც მთელი
დღის ძებნის შემდეგ საღამოთი ყველა დაღლილი დაბრუნდა შინ. გაქცეულე-
ბის კვალს ვერმიაგნეს: თითქოს მიწამ შთანთქა გაქცეულებიო.
ლეგრის ბრაზი ახრჩობდა, მაგრამ იმ საღამოთი თავი შეიკავა, დილისათ-
ვის კირაღაც საშინელს აპირებდა. მეორე დილით ლეგრი თავის კაბინეტში დივანზე იყო წამოწოლილი და
გეგმას ადგენდა, როგორეწამებინა თომა. ბოლოს დაუძახა კვიმბოს და უთხრა:
_ წადი და აქ მომგვარე თომა! _ თან კმაყოფილებით ჩაიცინა, _ იმან უთუ-
ოდ უნდა იცოდეს, როგორ გაიქცნენ და სად დაიმალნენ გაქცეულები. იმდენს
ვეცდები, ენა ამოვადგმევინო და ყველაფერი ვათქმევინო. გაჩუმებას ვეღარ გა-
მიბედავს.
სამბოსა და კვიმბოს თომა ათვალწუნებული ჰყავდათ იმ დღიდან, რაც
ლეგრიმ გამოთქვა აზრი, თომა კარგი ზედამხედველი იქნებაო. ადვილი წარ-
მოსადგენია, რარიგ გაუხარდებოდა კვიმბოს ბატონის ბრძანება.
თომას გულში რაღაცამ უკბინა, როცა უთხრეს _ ბატონი გიბარებს თავის-
თანაო. მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ ყოველნაირ ტანჯვა-წამებას აიტანდა, და
ამიტომ არშეშინებია.
კვიმბომ, სასახლის კიბესთანრომ მიიყვანა თომა, მკლავი დაუჭირა და უთ-
ხრა:
_ როგორც იყო, შენამდეც მოაღწიეს. ახლა ვნახოთ, როგორ მოუმართავ
ხოლმე ხელს მონებს გაქცევაში. მიბრძანდით, ლეგრი გაგისწორდება თავისე-
ბურად.
თომამ იგრძნო, რომ მისი აღსასრულის დღე მოახლოებული იყო. გზადაგ-
ზა ეთხოვებოდა ნაცნობ არემარეს.
თომას დანახვაზე ლეგრიღრიალს მოჰყვა.
_ იცი თუ არა, _ მიმართა მან თომას კბილების ღრჭენით, _ რომ დღეს მოკ-
ვლას გიპირებ?
_ ნება თქვენია, ბატონო, _ უპასუხა თომამ წყნარად.
_დიახაც, გადავწყვიტე, მოგკლა, თუ არ მეტყვი _ სად წავიდნენ დედაკაცე-
ბი. ახლავე თქვი _ სად არიან კასი და ემელინა?
თომა ჩუმად იდგა.
_ გეყურება თუ არა, რას გეკითხები? _ ღრიალებდა გაშმაგებული ლეგრი. _
თქვი-მეთქი.
_ არაფერი მაქვს, ბატონო, სათქმელი, _ უპასუხა თომამ მშვიდად, მტკიცე
ხმით.
_ როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს? მაშ, არ იცი, სად არიან დედაკაცე-
ბი?
_ არ ვიცი, ბატონო! და კიდეც რომ ვიცოდე, არ მოგახსენებდით. სიკვდილს
ვარჩევდი.
ლეგრის სიბრაზით სუნთქვა შეეკრა, მაჯაში სტაცა თომას ხელი, დაუწყო
ნჯღრევა და ყვირილი:
_ ხომ არა გგონია, რომ კიდევ გაპატიებ! არა, ძმობილო, ახლა კი მოვიდა შე-
ნი აღსასრულის დღე! მე უკვე ნაანგარიშევი მაქვს, რა ზარალი მომივა შენი
მოკვლით, და ამ ზარალს შევურიგდები: გადაწყვეტილი მაქვს, გაწამო და ისე
ამოგხადო სული, თუ არ დამმორჩილდები. გესმის თუ არა?
თომამ სათნოებით სავსე თვალებით შეხედა განრისხებულ ბატონს. _ ბატონო! თქვენ რომ რაიმე გაჭირვება გადგეთ, ან მწუხარე ავადმყოფი
ბრძანდებოდეთ და ჩემი სიცოცხლე გიხსნიდეთ განსაცდელიდან, მე დიდი სი-
ამოვნებით დავღვრიდი სისხლს თქვენს საშველად: დაუყოვნებლივ გავწირავ-
დი ჩემს სიცოცხლეს. ახლა კი არ ვიცი, როგორ მოვიქცე და რა მოგახსენოთ. ნუ
ამძიმებთ თქვენს სულს ასეთი სისასტიკით. ხომ იცით, რაც უნდა დამმართოთ,
ბოლოს მაინც ყოველივე ტანჯვას დასასრული ექნება.
წამით თითქოს იმოქმედა ლეგრიზე თომას სიტყვებმა, თითქოს გულის
სიღრმეში ჩასწვდა და დაამშვიდა. კარგა ხანს გაჩუმებული იყო. ოთახშიც სამა-
რისებური სიჩუმე გამეფდა. მხოლოდ საათის მუშაობის ხმა ისმოდა. მაგრამ ეს
მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ბოლოს ისევ მხეცურმა გრძნობამ
სძლია ლეგრის ადამიანურ გრძნობებს. უცებ თავისებურმა ბრაზმა მოუარა და
გაცოფებული ეცა თავის მსხვერპლს... როცა ცემით თვითონ იჯერა გული,
ბრძანა, გაეთრიათ სიკვდილის პირას მიყვანილი თომა და, რაც მან დააკლო,
ახლა კვიმბოსა და სამბოს შეესრულებინათ.
ნაცემი, ნაწამები თომა მარტოკა ეგდო ყველასაგან მიტოვებული. მაგრამ
სულით მაინც არ დაეცა.
სამბოც კი მოისყიდა ბოლოს თომას სათნოებამ.
_ ბატონო, ვგონებ, მეტი ტანჯვა საჭირო არ არის: ნაცემი აღარა სუნთქავს, _
მოახსენა მან ლეგრის.
_ შენ შუამავლობას არავინა გთხოვს, აასრულე, რასაც გიბრძანებენ. უნდა
მოკვდეს, თუ არ დამემორჩილება. უნდა მითხრას, სად არიან დედაკაცები.
ამ სიტყვებზე თომამ თვალები გაახილა და უშიშრად შეხედა ლეგრის.
_ საცოდავო, დაღუპულო ადამიანო! ახლა შენ აღარა გაქვს მეტი უფლება
ჩემზე. მეც შენთვის ყველაფერი მიპატიებია.
ნაცემმა თვალები დახუჭა და გონება დაკარგა.
_ შენ მართალი თქვი, სამბო, ვგონებ კვდება! _ თქვა ლეგრიმ; მიუახლოვდა
თომას და სახეზე დააცქერდა, _ ახლა მაინც ჩაიკმინდავს ხმას.
თომა კიდევ ცოცხალი იყო და ლეგრის ლაპარაკი ეყურებოდა. მისმა მოთ-
მინებამ და ლმობიერებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამბოსა და კვიმბო-
ზე. ლეგრი რომ გარეთ გავიდა, ისინი შეეცადნენ, თომა ფეხზე წამოეყენებინათ
და გონს მოეყვანათ.
_ მოგვიტევე, თომა, _ დაიწყო სამბომ ბოდიშით ლაპარაკი, _ ცუდი საქმე
დაგმართეთ ჩვენი უგუნურებით, მაგრამ ამაში დამნაშავე ჩვენი ბატონია.
ნაცემს წყლულები მობანეს ცივი წყლით, ბამბა დაუგეს და ზედ დააწვინეს.
ერთი მათგანი ლეგრისთან წავიდა, ღვინო სთხოვა, ის კი დაუმალა, რომ
ღვინო ავადმყოფისათვის უნდოდა. ერთგულ მონას ლეგრიმ ღვინო არ დაუჭი-
რა; მონამ მოიტანაღვინო და თომას წვეთ-წვეთობით აყლაპებდა.
_ საზიზღარი საქმე ჩავიდინეთ, ძმაო თომა, _ მიმართა ახლა კვიმბომ.
_ ყველაფერი მიპატიებია, _ წარმოთქვა თომამ მისუსტებული ხმით. ოცდამეთხუთმეტე თავი
თომას სიკვდილი
ორი დღის შემდეგ ერთი ყმაწვილი კაცი მოადგა ეტლით ლეგრის სასახ-
ლეს. ეს იყო ჯორჯ შელბი.
მამიდა ოფელიას წერილმა ორი თვის შემდეგ მიაღწია დანიშნულებისა-
მებრ. ამ ხნის განმავლობაში უკვე მოასწრეს თომას გაყიდვა და ახალ ბატონსაც
წაეყვანა იგი პლანტაციაზე.
ქალბატონი შელბი მეტად დაანაღვლიანა ოფელიას წერილმა, მაგრამ მას
იმხანად არაფრის მოხერხება არ შეეძლო: ქმარი ჰყავდა მძიმე ავადმყოფი. შემ-
დეგ ბატონი შელბი გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ცოლს უანდერძა.
ქვრივმა თომასათვის ვეღარ მოიცალა, ბევრი საქმე ჰქონდა. ცდილობდა, მალე
გამოერკვია ქმრის აწეწილ-დაწეწილი საქმეები და ვალები გაესტუმრებინა.
სწორედ ამ დროს მოუვიდა პასუხი ქალბატონ სენ-კლერის რწმუნებულისაგან.
ის ატყობინებდა ქალბატონ შელბის _ თომა სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ
გაყიდესო. ამ პასუხმა, რასაკვირველია, არ დააკმაყოფილა არც ქალბატონი
შელბი და არც იმისი შვილი ჯორჯი.
ბევრი ძებნისა და ძიების შემდეგ ჯორჯმა ახალ ორლეანში შემთხვევით ნა-
ხა ერთი კაცი, რომელმაც ასწავლა, სად იმყოფებოდა თომა. ჯორჯმა მაშინვე
წაიღო საჭირო ფული და წავიდა თომას დასახსნელად.
ჯორჯი მივიდა ლეგრისთან და მაშინვე საქმეზე დაუწყო ლაპარაკი.
_ შევიტყვე, რომ ახალ ორლეანში თქვენ გიყიდიათ მონა ზანგი თომა, _
უთხრა მან ლეგრის, _ ის წინათ ჩვენი კაცი იყო და მსურს ისევ შევისყიდო, თუ
თქვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ.
თომას სახელის ხსენებაზე ლეგრის სახე მოეღუშა.
_ დიახ, მე ვიყიდე თომა და ძალიან ვნანობ, რომ ვიყიდე. მეტად ურჩი ადა-
მიანი აღმოჩნდა; მონები ამიჯანყა, ორ მონა დედაკაცს გაქცევა მოუწყო. საშინ-
ლად გავბრაზდი და ისე ვაცემინე, რომ ვგონებ, ვეღარმობრუნდეს.
_ ახლა სად არის? _ მკაცრი კილოთი შეეკითხა ჯორჯი ლეგრის.
ყმაწვილი ბრაზისაგან თავს ძლივს იმაგრებდა, რომ უმართებულო საქციე-
ლი არჩაედინა.
ჯორჯს გამოელაპარაკა პატარა ბიჭი, რომელმაც ცხენი ჩამოართვა და ის
ქოხი აჩვენა, სადაც ნაცემი თომა ეგდო.
ლეგრის ბრაზი მოუვიდა ამ ბიჭზე და მუცელში წიხლი ჩაჰკრა. ჯორჯს
ლეგრის საქციელმა მოთმინება დააკარგვინა, მაგრამ კიდევ შეეცადა, თავი შეე-
კავებინა, და ხმაამოუღებლივ გაეშურა იმ ქოხისკენ, სადაც თომა ეგულებოდა.
თომა ჯერ ცოცხალი იყო. ცემისაგან დაბეჟილ მის სხეულს მოძრაობის უნა-
რი დაეკარგა და უგონოდ ეგდო, თუმცა მისი მძლავრი ბუნება კიდევ ებრძოდა
სიკვდილს. არაერთი მონა გაამხნევა ზნეობრივად თომამ იმ ხნის განმავლობაში, რაც
იგი ლეგრის სახლში ცხოვრობდა. ახლა კი ეს ხალხი არიშურებდა თავის ძვირ-
ფას დასასვენებელ საათებს და მოდიოდა ავადმყოფი თომას სანახავად. მართა-
ლია, მათ, უკიდურეს ღარიბებს, არაფრის მიტანა არ შეეძლოთ მისთვის, მხო-
ლოდ წყალს თუ მიაწვდიდნენ ან დაელაპარაკებოდნენ, მაგრამ ესეც დიდი ნუ-
გეში იყო ტანჯული ადამიანისათვის. მნახველები წრფელი გულით მიდიოდ-
ნენ და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ მისი წამებული სხეულის წინ. ეს დიდი
ზნეობრივი ნუგეში იყო თომასათვის. ცხადი იყო, მისმა გულწრფელმა სიყვა-
რულმა და მხურვალერწმენამ გამოძახილი ჰპოვა ტანჯული მონების გულში.
ნაცემი თომას დანახვაზე ჯორჯს თავბრუ დაესხა და კინაღამ გული წაუვი-
და.
_ ამას რასა ვხედავ?! ბიძია თომა, ჩემი საყვარელი და ძვირფასი მეგობარი,
რა დღეში იმყოფება! _ ყმაწვილის სიტყვები მომაკვდავს ჩაესმა, თავი ოდნავ
გაანძრია და ამოილუღლუღა:
_ ჩემი საწოლი ქურთუკზერბილად მეჩვენება.
ჯორჯმა დაიჩოქა თომას წინ და ტირილი დაიწყო.
_ ბიძია თომა, აბა ერთი თვალი გაახილე, დამელაპარაკე, ნუთუ ვერ იცანი
შენი გაზრდილი პატარა ჯორჯი?
_ ჯორჯ, შენა? ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო! _ წამოილუღლუღა სუსტი
ხმით თომამ და თვალი გაახილა. პირველად თვალებს უაზროდ აცეცებდა
აქეთ-იქით. მერე ნელ-ნელა გონს მოვიდა, მის სახეს სიცოცხლე დაეტყო და გა-
უბრწყინდა. თვალებზე ცრემლი მოადგა. _ უკანასკნელი წადილი ამისრულდა:
ჩემი პატარა ჯორჯი ვნახე. გმადლობთ, რომ არ დაგვიწყებივართ. ახლა დამ-
შვიდებული მოვკვდები.
_ არა, თომა! შენ სიკვდილს მე ვერ ავიტან; შენ უნდა იცოცხლო და ჩემთან
ერთად წამოხვიდე კენტუკში. მე შენს გამოსახსნელად მოვედი და ჩემი ვალი
უნდა ავასრულო.
_ ძვირფასო ჯორჯ! გვიანღა არის, ჩემი მოსულიერება აღარშეიძლება.
_ ჩემო თომა, შენი სიკვდილი მეც ბოლოს მომიღებს. თავბრუ მესხმის, რო-
ცა წარმოვიდგენ, რამდენი ტანჯვა აგიტანია, ჩემო საწყალო მეგობარო!
_ ნუ მიწოდებ საწყალს. მე საწყალი აქამდის ვიყავ, ახლა კი ჩემს უბედურე-
ბას ბოლო მოეღო.
ჯორჯი უძრავად იჯდა და ყურს უგდებდა მომაკვდავის ლაპარაკს.
_ ხლოას ნუ ეტყვით, რა დღეში მნახეთ, _ განაგრძო ისევ თომამ, _ თორემ
მწუხარება გაუორკეცდება საწყალს; გადაეცით მხოლოდ, რომ მე ჩემი დღით
მოვკვდი. უთხარით აგრეთვე, რომ მე აქ არავითარი ტანჯვა არ მინახავს და ყო-
ველთვის მახსოვდა ჩემი ცოლ-შვილი. თუმცა გული მიკვდებოდა, რომ მათგან
შორს ვიყავი, მაგრამ ასეთი იყო ჩემი ბედი და მეც ვითმენდი მათ დაშორებას.
ვლოცავ ჩემს შვილებს და ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში მუდამ სიმართლის
გზით იარონ. გადაეცით აგრეთვე ყველა ნაცნობს ჩემი უკანასკნელი სალამი. ჯორჯის ნახვამ ავადმყოფი მეტად ასიამოვნა და დროებით ძალ-ღონე შეს-
ძინა, მაგრამ ჩქარა ისევ დასუსტდა, თვალები მიელულა, სახე შეეცვალა, სუნ-
თქვა გაუძნელდა და მაჯისცემა დაუსუსტდა: სახეზე კი ღიმილი უკრთოდა.
მისი სახე გამარჯვების შუქით შეიმოსა...
ჯორჯი მოწიწებით დაჰყურებდა თომას ცხედარს. კარგა ხანს იყო ასე. ბო-
ლოს წამოდგა და თვალები დაუხუჭა მიცვალებულს. მერე მობრუნდა, ქოხი-
დან გამოსვლას აპირებდა, და წინ ლეგრი შეეჩეხა. ისიც მოღუშული სახით
დაჰყურებდა მიცვალებულის ცხედარს. ძნელი სათქმელია, რა გრძნობამ შეიპ-
ყრო იგი ამ წუთს.
ჯორჯს მიცვალებულის პატივისცემამ შეაკავებინა თავი, რომ ლეგრისთვის
შეურაცხყოფა არმიეყენებინა: ყმაწვილს მხოლოდ შეეზიზღა მტარვალი ადამი-
ანის დანახვა და თვალი მოარიდა, თუმცა დალაპარაკება კი საჭირო იყო.
_ ხომ ხედავთ, მიცვალებული თქვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ღი-
რებულებას. მაშ, მომყიდეთ მისი ცხედარი; მსურს, ჩემი ყოფილი მონის ნეშტი
მიწას მივაბარო.
_ მე მკვდრებით ვაჭრობა ჩვეულებად არა მაქვს, _ უპასუხა ლეგრიმ უკმე-
ხად. _ შეგიძლიათ, წაასვენოთ და, როგორც გსურთ, ისე დაასაფლაოთ...
_ აბა, ბიჭებო, _ მიმართა ჯორჯმა იქვე მყოფ მონებს, _ მიშველეთ, მიცვა-
ლებული გადავიტანოთ ჩემს ეტლში. გაიქცეს ვინმე და ბარები მოიტანოს საფ-
ლავის გასაჭრელად.
ერთი ბიჭი ბარებისათვის გაიქცა, დანარჩენები დაეხმარნენ ჯორჯს. ეტ-
ლში ჯორჯის წამოსასხამი გაშალეს და ზედ დაასვენეს მიცვალებული.
ლეგრის მამულის ახლო მოჩანდა ერთი პატარა კორდი. ეს კორდი ამოარ-
ჩია ჯორჯმა თომას დასამარხავად.
საჩქაროდ გათხარეს საფლავი.
_ წამოსასხამი თან ჩავატანოთ, ბატონო? _ შეეკითხნენ მესაფლავეები, როცა
მიცვალებული წამოსასხამზე დასვენებული მიასვენეს საფლავთან.
ჯორჯი მიუახლოვდა მიცვალებულს.
_ ჩემო ძვირფასო აღმზრდელო, ჩემო სიყრმის მეგობარო, მეტი აღარაფრის
გაკეთება აღარ შემიძლია შენთვის; ნება მომეცი, ამით გემსახურო და ტანი შე-
გიმოსო ჩემი წამოსასხამით.
ცხედარი ჩაასვენეს საფლავში და მიწა მიაყარეს. საფლავს თავი შეუკრეს და
ზევიდან მწვანე ხავსი დააყარეს.
ჯორჯმა მონებს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის და დაითხოვა.
ზანგები წავიდნენ და ჯორჯი მარტო დარჩა თომას საფლავთან. ყმაწვილმა
მუხლი მოიყარა და შემდეგი სიტყვებით გამოეთხოვა ბიძია თომას:
_ ძვირფასო თომა! ვფიცავ შენს წმინდა საფლავს და ხსოვნას, რომ მთელ
ჩემს ძალ-ღონეს მოვანდომებ მონების განთავისუფლებას. მე არავითარ დაბ-
რკოლებას არ დავერიდები ამ მიზნის მისაღწევად, ჩემს წვლილს შევიტან ამ
დიადი საქმის განსახორციელებლად. თომას საფლავზე არ აღუმართავთ არავითარი ძეგლი; მან ადამიანთა ხსოვ-
ნაში უკვდავყო თავისი სახელი.
ოცდამეთექვსმეტე თავი
კასი და ემელინა
ჯერ მზე არ ამოსულიყო, რომ ორი ქალი ბოხჩებით ხელში შევიდა ერთ პა-
ტარა ქალაქში. ეს ქალები იყვნენ კასი და ემელინა: იმათ აასრულეს თავიანთი
განზრახვა.
ლეგრიმ ბოლო დროს ლოთობას მიჰყო ხელი. ერთი მხრივ, კასისაგან ჩა-
ნერგილი ცრუმორწმუნეობრივი შიში, მეორე მხრივ _ სინდისის ქენჯნა არ აძ-
ლევდა მტარვალს მოსვენებას და სასმელში ჰპოვებდა დროებით შვებას. ხში-
რად თვრებოდა და საქმე იმით გათავდა, რომ მძიმედ გახდა ავად. სწორედ ამ
გარემოებით ისარგებლეს კასიმ და ემელინამ. ლეგრის ავადმყოფობის დროს
სახლში სრული უწესრიგობა სუფევდა, მოსამსახურეები გაიქც-გამოიქცნენ,
ავადმყოფი ავკაცობდა და ვეღარავინ უძლებდა.
ერთხელაც, განთიადისას, კასი და ემელინა შეუმჩნევლად გამოვიდნენ
ლეგრის სახლიდან.
იმ დღეს ორმა ზანგმა ხმა გაავრცელა, რომ მათ ნახეს მოჩვენება ქალის სა-
ხით: თეთრებში გამოწყობილი ორი ქალი ლეგრის სახლიდან გამოვიდაო.
ლეგრიმაც დაიჯერა და მხოლოდ შიში გაუორკეცა ამ ამბავმა; კასისა და ემელი-
ნაზე კი არავითარიფიქრი არმოსვლია.
კასის მდიდრულად ეცვა შავი ტანისამოსი ესპანურ გემოვნებაზე: სახეზე
რიდე ეფარა. ის ვითომ ქალბატონი იყო, ემელინა კი _ მოსამსახურე. კასი
მდიდრულ ოჯახში იყო აღზრდილი, იცოდა მათი ზნე-ჩვეულება და ადვილად
ასრულებდა თავის როლს. კაცს ნამდვილად წარჩინებული საზოგადოების ქა-
ლი ეგონებოდა. ქალაქში ძვირფასი სამგზავრო კალათი იყიდეს და ბარგი შიგ
ჩააწყვეს.
ძვირფას სასტუმროში დაბინავდნენ. მოსამსახურე ბიჭმა აიტანა სამგზავრო
კალათები; ემელინას ბოხჩები ეჭირა. სასტუმროს პატრონი დაფაცურდა და ისე
მიიღო ისინი, როგორც წარჩინებული სტუმრები.
სასტუმროში კასიმ თვალი მოჰკრა ჯორჯ შელბის. ჯორჯი მან პირველად
სხვენიდან დაინახა თომას დასაფლავების დღეს.
ქალს მაშინვე გული შეუვარდა ამ ყმაწვილზე და ახლა პირველ შეხვედრა-
ზევე გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. კასიმ შეიტყო, რომ ჯორჯიც გემს უცდის
და ერთად მოუხდებათ მგზავრობა.
სასტუმროში ყველა პატივისცემით ეპყრობოდა კასის. ეჭვიც არავის შეჰ-
პარვია, რომ ის რომელიმე წარჩინებული ოჯახის წევრი არ იყო. მას ახლა გამო-
ადგა ლეგრის ფულები: ხელგაშლილად ხარჯავდა ფულს. იცოდა, რომ გზაში
წარბშეუხრელად უნდა ხარჯო ფული, თუ გსურს, ეჭვი აიცილო თავიდან. საღამოთი გემიც მოვიდა. ჯორჯ შელბი დაეხმარა ქალებს გემზე კარგი ბი-
ნის შოვნასა და მოწყობაში.
კასი გარეთ აღარ გამოდიოდა, ავადმყოფობა მოიმიზეზა. მოსამსახურე გო-
გოც არა შორდებოდა თავის ქალბატონს.
მდინარე მისისიპზე მეორე გემზე მოუხდათ გადასვლა. აქ აღმოჩნდა, რომ
ჯორჯსა და ქალებს კიდევ ერთად უხდებოდათ მგზავრობა. ჯორჯმა ქალები
კვლავ დააბინავა ახალ გემზე.
გემი მარჯვედ მიაპობდა მდინარის ტალღებს და უკან ფართო ქაფის კვალს
ტოვებდა.
კასი ახლა ხშირად გამოდიოდა გემის ბაქანზე. ყველა ამჩნევდა, რომ ის
სიყმაწვილეში ძალიან ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო.
ჯორჯმა პირველ დანახვაზევე ვიღაც თავის ნაცნობს მიამსგავსა, მაგრამ
ვერ მოიგონა, სახელდობრ _ ვის. ბევრსა ცდილობდა, მოეგონებინა, მაგრამ ვერ
მოიგონა.
ჯორჯი ცდილობდა, არ შეემჩნევინებინა ქალისათვის, რომ დაინტერესე-
ბული იყო მისი ვინაობით, მაგრამ ქალს ეს გარემოება არგამოპარვია.
ქალი შეფიქრიანდა: ეგონა, ყმაწვილმა რაიმე ეჭვი მიიტანა ჩემს ვინაობა-
ზეო. საქმე იქამდის მივიდა, რომ მეტის დაფარვა შეუძლებელი გახდა და ქალ-
მა უამბო ჯორჯს თავისი თავგადასავალი.
ჯორჯზე საშინლად მოქმედებდა ლეგრის სახელის გაგონებაც კი. ნაამბობ-
მა მეტად ააღელვა იგი. ყმაწვილმა გადაწყვიტა, გზაში ყოველმხრივ დახმარე-
ბოდა ქალებს. იმავე გემით მიდიოდა ვიღაც ფრანგი ქალი, გვარად დე-ტუ. ამ
ქალს თან ჰყავდა პატარა, თოთხმეტი წლის ქალიშვილი. ქალმა ყური მოჰკრა,
რომ ჯორჯი კენტუკიდან იყო, და გამოელაპარაკა. გაცნობასა და დაახლოებას
ხელი შეუწყო ცქრიალა გოგონამ, რომელიც გემზე ყველგან თამამად დარბოდა.
შელბიმ რამდენჯერმე მიართვა სკამი ქალბატონ დე-ტუს და დიდხანს ემუსაი-
ფა. მათი საუბარი კასის ესმოდა.
ქალბატონ დე-ტუს ეტყობოდა, რომ კარგად იცნობდა კენტუკს. დაწვრილე-
ბით გამოჰკითხა ყმაწვილს იქაური ამბები. ჯორჯი მეტად გააოცა ამ ამბავმა.
ბოლოს ჰკითხა ქალმა ჯორჯს:
_ იქნებ, თქვენ იცნობდეთ იქ ერთ კაცს, გვარად ჰარისს?
_ დიახ, ვიცნობ, ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ერთი ჰარისი, _ უპასუხა
ყმაწვილმა. _ მხოლოდ ჩვენ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არა გვაქვს.
_ ვგონებ, დიდი მემამულე უნდა იყოს, _ განაგრძო ქალმა ლაპარაკი და თან
მღელვარება დაეტყო, თუმცა ცდილობდა, თავი შეეკავებინა.
_ დიახ, მდიდარი მემამულე გახლავთ.
ჯორჯიც გაკვირვებით შესცქეროდა მოლაპარაკეს. ვერ აეხსნა, რად აინტე-
რესებდა ამ ქალს ჰარისი.
_ შეიძლება გაგეგონოთ: იმ ჰარისს ჰყავდა მონა ბიჭი ჯორჯი? _ დიახ, გამიგონია და კარგადაც ვიცნობ ჯორჯ ჰარისს. იმას ცოლად ჩვენი
მოახლე ჰყავს. ჯორჯ ჰარისი კენტუკიდან გაიქცა თავისი ცოლ-შვილით კანა-
დაში.
_ გაიქცა! ძალიან კარგია! _ წარმოთქვა ქალმა ისე, თითქოს ამ სიტყვების გა-
გონებაზე რაღაცა მძიმე ტვირთი მოეხსნაო. ჯორჯი მეტად გააკვირვა ქალის
უკანასკნელმა სიტყვებმა.
ქალმა პირზე ხელები მიიფარა და ატირდა, ბოლოს, როგორც იყო, თავი შე-
იკავა და ლაპარაკი დაიწყო.
_ ის ჰარისი ჩემი ძმაა, _ განაცხადა ქალმა.
_ ჯორჯი? ჯორჯი თქვენი ძმა არის? _ წამოიძახა განცვიფრებულმა ჯორ-
ჯმა.
_ დიახ, ჩემი ღვიძლი ძმა, _ ქალმა ამაყად აიღო თავი მაღლა და ცრემლები
მოიწმინდა. _ ბატონო შელბი, მე ჯორჯ ჰარისის და გახლავარ.
_ ყველაფერი ამერია თავში! _ ჯორჯმა მხრები აიჩეჩა.
_ როცა გამყიდეს, ჯორჯი პატარა ბავშვი იყო, კეთილმა და პატიოსანმა კაც-
მა მიყიდა. ვესტ-ინდოეთში წამიყვანა, მონობიდან გამათავისუფლა და ცოლად
შემირთო. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა. იმის შემდეგ გა-
დავწყვიტე დაბრუნება კენტუკში და ჩემი ძმის პოვნა. მსურს, მონობიდან და-
ვიხსნა.
_ ახლა მეც მაგონდება, რომ ჯორჯი ხშირად იგონებდა ხოლმე თავის დას
ემილიას.
_ ის ემილია სწორედ მე გახლავართ. მითხარით, როგორი კაცი დადგა
ჯორჯი?
_ ჩინებული ადამიანია. მონობამ ვერ დაატყო მას თავისი კვალი. მეტად
ჭკვიანი და მტკიცე ზნეობის კაცია. მე კარგად ვიცნობ. იმას ცოლად ჩვენთან
აღზრდილი ქალი ჰყავს და ხშირად იყო ხოლმე ჩვენსა, ცოლიც მშვენიერი ქა-
ლი გახლავთ. კარგი წერა-კითხვა და ხელსაქმე იცის, კარგი ხმა აქვს და მღერის
კიდეც.
_ ის ქალი თქვენ სახლშივე გახლავთ დაბადებული? _ ჰკითხა ჯორჯს ქალ-
ბატონმა დე-ტუმ.
_ არა, ის მამაჩემმა ახალ ორლეანში იყიდა რვა-ცხრა წლისა და დედაჩემს
საჩუქრად მოჰგვარა. მამას თავის სიცოცხლეში არ უთქვამს, რა მისცა იმ ბავ-
შვში. იმის სიკვდილის შემდეგ ქაღალდებიდან აღმოჩნდა, რომ ბავშვი ძალიან
ძვირად ეყიდა, ალბათ, იმიტომ, რომ გასაოცრად ლამაზი იყო.
ჯორჯი ზურგშექცევით იდგა კასისკენ და ვერ შენიშნა, რა გაფაციცებით
უსმენდა ეს უკანასკნელი ჯორჯის ლაპარაკს. ქალი უცებ წამოდგა, მივიდა
ჯორჯთან და ჰკითხა:
_ არიცით, ვინ მიჰყიდა მამათქვენს ის ბავშვი?
_ თუ არ ვცდები, ნასყიდობის ქაღალდში ვიღაცა სიმენსის გვარი უნდა ეწე-
როს.
_ ვაი ჩემს თავს! _ წამოიძახა კასიმ და გულწასული დაეცა იატაკზე. ჯორჯი და ქალბატონი დე-ტუ მისცვივდნენ მოსაბრუნებლად.
მათ ვერ გაეგოთ მიზეზი კასის გულის წასვლისა. შემკრთალნი თავს დას-
ტრიალებდნენ და ცდილობდნენ, როგორმე მოებრუნებინათ. ჯორჯმა ფაცა-
ფუცში წყლის სურა გადმოაგდო მაგიდიდან და გატეხა. ხმაურზე მოვიდნენ
სხვა მგზავრებიც.
ხალხის ჩოჩქოლი უფრო ხელს უშლიდა ქალის მობრუნებას.
კასი, როგორც იყო, მობრუნდა, ახლა კედლისაკენ მიიბრუნა პირი და ტი-
რილი დაიწყო.
ყოველი მშობელი მიხვდება, რად ტიროდა კასი. ეს ტირილი სიხარულისა
იყო. მას გულში აღეძრა თავისი დაკარგული შვილის პოვნის იმედი.
ოცდამეჩვიდმეტე თავი
ერთმანეთი ნახეს
ჯორჯ შელბიზე, როგორც მგრძნობიარე ახალგაზრდაზე, ძლიერ იმოქმედა
ამ ამბავმა. შინ რომ მივიდა, მამისეულ ქაღალდებში მოძებნა და კასის გაუგ-
ზავნა ელიზას ნასყიდობის ქაღალდი, საიდანაც ყველაფერი ნათლად ჩანდა:
წელიწადი ბავშვის გაყიდვისა და რიცხვი, ბავშვის სახელი. აშკარა იყო, რომ
ელიზა კასის შვილი იყო. ახლა საჭირო იყო მისი მოძებნა.
კასი და ქალბატონი დე-ტუ კანადაში წავიდნენ და დაიწყეს ძებნა იმ სოფ-
ლებში, სადაც ჩვეულებრივ გაქცეული მონები აფარებდნენ თავს. ემერბურგში
გაიცნეს ერთი მისიონერი. აღმოჩნდა, რომ მის სახლში გაეტარებინათ ჯორჯსა
და ელიზასრამდენიმე დღე. მანვე გაუადვილა შემდგომი ძებნაც.
ხუთმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ჯორჯმა და ელიზამ მონობის უღე-
ლი მოიშორეს კისრიდან. ჯორჯი მუშაობდა ერთ მექანიკურ სახელოსნოში,
საკმაო ფულსა შოულობდა და გაუჭირვებლად არჩენდა ოჯახს. ამ ხანში მათ
მოემატათ კიდევ ერთი ქალიშვილი. ბავშვს დაარქვეს ელიზა.
პატარა ჰარი უკვე სასწავლებელში დადიოდა. მშვენიერი ბავშვი იყო, კარ-
გად სწავლობდა. მისიონერმა იკისრა ქალების გაყოლა ჯორჯისა და ელიზას
საძებნელად. ყველა ხარჯი ქალბატონმა დე-ტუმ დაფარა.
* * *
შევიხედოთ ქალაქ მორეალის განაპირა უბანში, ერთ პატარა სადგომში. სა-
ღამო ხანია. ოთახის შუაგულში მაგიდა დგას და ზედ ვახშამია მომზადებული.
ოთახის ერთ კუთხეში მეორე მაგიდა დგას, მაუდგადაფარებული. მაგიდაზე
საწერ-კალამი და რაღაც ქაღალდებია. კედელზე თაროებია გაკეთებული და
რჩეული წიგნები აწყვია.
ეს ჯორჯის საწერი მაგიდაა. ერთხელ გაღვიძებული ცნობისმოყვარეობა,
რომელმაც იგი იმთავითვე დააყენა თვითგანვითარების გზაზე, მოსვენებას არ
აძლევდა. ახლაც თავის მაგიდას უზის ჯორჯი და რაღაც წიგნიდან საყურადღებო
აზრს იწერს თავისრვეულში.
_ ჯორჯ, გენაცვალე, თავი დაანებე წიგნს, _ დაუძახა ქმარს ელიზამ. _ დღეს
მთელი დღე სახლში არა ყოფილხარ: შენთან სალაპარაკო მაქვს.
ამ დროს მამასთან მიირბინა პატარა ელიზამ და სთხოვა, კალთაში ჩაესვა.
_ აი, შე მოუსვენარო, შენა, _ უთხრა ალერსით ჯორჯმა თავის პატარა
ცქრიალა გოგონას.
_ აი, ასე კარგია. რამდენიმე წუთი ოჯახსაც უნდა აჩუქო ხოლმე, _ მოუწონა
ქმარს ელიზამ და თვითონ სუფრის გაშლას შეუდგა.
ელიზას ცოტა ხნოვანება დასტყობია და დასრულებულა, მაგრამ სახეზე
კმაყოფილება უბრწყინავს და სრული სიმშვიდე გადაჰფენია.
მამასთან მიირბინა უფროსმა ვაჟმაც.
_ ჰარი, დღეს როგორ ჩააბარე გაკვეთილები მასწავლებელს? _ ჰკითხა ჯორ-
ჯმა და თავზე გადაუსვა ხელი.
ჰარის ახლა დიდი ხუჭუჭი თმები აღარ ჰქონდა, მაგრამ დიდრონი თვალე-
ბი და გრძელი წამწამები ნაკლებად არ ამშვენებდნენ ბავშვის მოხდენილ სახეს.
მამის კითხვაზე მან ამაყად უპასუხა:
_ ყველა ამოცანა მასწავლებლის დაუხმარებლად გამოვიყვანე.
_ ასე უნდა, შვილო! კაცს მხოლოდ თავისი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.
თუმცა შენ უკეთეს პირობებში იზრდები, ვიდრე მამაშენი იმყოფებოდა.
ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ელიზა გავიდა და დერეფნის კარი გაა-
ღო.
_ რა ქარმა გადმოგაგდო? _ შესძახა გაოცებულმა, როცა კარებში ნაცნობი
მისიონერი დაინახა და მასთან ორი უცნობი ქალი.
ელიზამ სტუმრები ოთახში შეიპატიჟა.
მისიონერს მოსაზრებული ჰქონდა, როგორ მოქცეულიყვნენ, რომ უცბად
ქალებს თავიანთი ვინაობა არგამოემჟღავნებინათ.
მაგრამ წინდაწინ შემუშავებული გეგმა აღარ გამოდგა. მისიონერმა ხმის
ამოღებაც ვერმოასწრო, რომ ქალბატონი დე-ტუ გადაეხვია ჯორჯს და უთხრა:
_ ჯორჯ, განა ვერმცნობ, შენ გენაცვალე? მე ხომ შენი და ემილია ვარ!
კასი კი ცდილობდა, შეესრულებინა მისიონერის მიერ შემუშავებული გეგ-
მა, სკამზე დაჯდა და მარჯვე დროს უცდიდა თავისი ვინაობის გამოსამჟღავ-
ნებლად. მაგრამ აქაც უბრალო შემთხვევამ ჩაშალა გეგმა. პატარა ელიზა მივი-
და უცხო ქალთან და ცნობისმოყვარეობით დაუწყო ცქერა. ბავშვი პირწავარ-
დნილი დედა იყო. კასიმ ვეღარ მოითმინა, ხელი დასტაცა ბავშვს და გულში
ჩაიკრა.
_ ჩემო ძვირფასო, ჩემო სიცოცხლევ! _ ჩასძახოდა კასი ბავშვს და კოცნიდა.
მას ეგონა, ჩემი პატარა ელიზა მიჭირავს ხელშიო.
ამ სურათს საშინელი ალიაქოთი და ჟრიამული მოჰყვა. კასი, ელიზა, ქალ-
ბატონი დე-ტუ, ჯორჯი ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. ბავშვებს ჟრია-
მული შეუდგათ. ტირილი და სიცილი ერთმანეთში აირია. როცა ოდნავ დამ-შვიდდნენ, მისიონერმა ყველაფერი დალაგებით უამბო ჯორჯსა და ელიზას.
დიდხანს ილაპარაკეს. ყველა თავის თავგადასავალს მოყვა. მარტო კასი აკვირ-
ვებდა თავის შვილიშვილს: მოწყენილი იჯდა მაგიდასთან და გემოთი არაფე-
რი გაუსინჯავს; დროგამოშვებით ჩაიხუტებდა ხოლმე ბავშვს გულში და დაჟი-
ნებით კოცნიდა.
კასის ვეღარ იცნობდა ადამიანი: ის მთლად გამოიცვალა, სახე დაუმშვიდ-
და. წარსული სულ გადაავიწყდა და აწმყოთი ხარობდა. ახლა ის დედა იყო
მთელი ოჯახისა. ყველაზე მალე პატარა შვილიშვილს შეეჩვია. ბავშვი შორეულ
წარსულს, თავისი ელიზას სიყმაწვილეს აგონებდა; ღვიძლ შვილს კი ჩუმ-ჩუ-
მად ეცინებოდა და თანდათან უახლოვდებოდა დედას.
ქალბატონმა დე-ტუმ ძმას უთხრა, რომ მას კარგი შეძლება აქვს და სურს,
ძმასა და ძმისწულებს მოახმაროს.
ჯორჯს სწავლა სწყუროდა და პირველ რიგში ამ საგანზე დაიწყო ოცნება.
ბევრი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, ჯორჯი მთელი ოჯახით წასულიყო
საფრანგეთში სასწავლებლად.
მათ თან წაიყვანეს ემელინაც, რომელიც კასიმ მონობას გადაარჩინა.
გზაში ემელინა მოეწონა გემის კაპიტანს და ცოლად შეირთო.
ჯორჯმა ოთხი წელიწადი დაჰყო პარიზის უნივერსიტეტში და კარგი ცოდ-
ნა შეიძინა.
სწავლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში ცხოვრება აღარ ისურვა: გული
ზანგების ქვეყნისკენ მიუწევდა. გადაწყვიტა, დასახლებულიყო აფრიკაში და
ეშრომა თავისი დაბეჩავებული ხალხისათვის. მთელი ოჯახი თან გაჰყვა.
ცოტა რამ მინდა გიამბოთ ქალბატონ ოფელიასა და ტოპსიზე. ისინი წა-
ვიდნენ ვერმონტში. ტოპსის ჩაყვანით ოჯახი მაინცდამაინც კმაყოფილი არ
დარჩა, რადგან გოგონას ხელისშემშლელად და ოჯახური მყუდროების დამ-
რღვევად თვლიდნენ. მაგრამ ოფელია დაუღალავად ასრულებდა თავის მისიას
და ტოპსის აღზრდაში მოულოდნელ შედეგებს მიაღწია.
გოგონამ მალე თავი შეაყვარა არა მარტო შინაურებს, არამედ მეზობლებსაც
კი.
ტოპსი გაიზარდა და დარბაისელი, კეთილი და ჭკვიანი ქალი დადგა. კარ-
გმა აღზრდამ ხელი შეუწყო მისი ბუნებრივი ნიჭის გაფურჩქვნას. მშვენიერი
მასწავლებელი გამოვიდა.
ოცდამეთვრამეტე თავი
თავისუფლების მიმნიჭებელი
ჯორჯ შელბიმ გზიდან მოკლე წერილი მისწერა დედას და შეატყობინა,
როდის დაბრუნდებოდა შინ. რამდენჯერაც თომას ხსენება დააპირა წერილში,
იმდენჯერ თვალები ცრემლით აევსო და ამიტომ წერილში თომა არ უხსენებია. დიდი სიხარული და სამზადისი იყო შელბის სახლში იმ დღეს, როცა
ჯორჯს მოელოდნენ.
სასტუმრო ოთახში ქალბატონი შელბი მისჯდომოდა აგიზგიზებულ ბუ-
ხარს. სასადილო მაგიდაზე ორი ადამიანისათვის იყო გაწყობილი სუფრა. მო-
ხუცი ხლოა დასტრიალებდა მაგიდას.
ხლოას ჩითის კაბა ეცვა, წინსაფარი ეფარა და თავზე გაქათქათებული ხი-
ლაბანდი ეხვია. შავი პირისახე სიამოვნებით უბრწყინავდა. დასტრიალებდა
მაგიდას და თან ქალბატონსაც ემუსაიფებოდა.
_ მგონი, ყველაფერი იმის გემოვნებაზე მოვამზადე, _ თქვა ხლოამ და თვა-
ლი გადაავლო გაშლილ სუფრას. სავარძელი ბუხრისაკენ მისწია და დაუმატა: _
ახალგაზრდა ბატონს სითბო უყვარს. რატომ ჯორჯის ნაყიდი ახალი ჩაიდანი
არ დაუდგამთ ცეცხლზე? ახლავე გამოვცვლი. ქალბატონო, რას იწერება ჯორ-
ჯი? _ მიუბრუნდა ახლა ქალბატონს, _ არაფერს გწერთ ჩემს თომაზე?
_ არა, ხლოა! ჯორჯი მხოლოდ ორიოდე სიტყვით მატყობინებს თავისი
მოსვლის დღეს. მოვა და თვითონ გვიამბობს ყველაფერს.
_ იმან ყოველთვის ასე იცის. მართალიც არის: ადვილი ხომ არ არის ყვე-
ლაფრის შეტყობინება წერილით!
ამ სიტყვებზე ქალბატონს გაეცინა.
_ იქნება ჩემმა ბებერმა თავისი შვილები ვეღარც კი იცნოს, _ განაგრძო
ხლოამ ლაპარაკი, _ მეტადრე პატარა გოგოს სულ ვეღარ იცნობს: როგორ აიყა-
რა ტანი და რა ცქრიალა გოგო დადგა ჩვენი პოლი. ახლა სამზარეულოში დავ-
ტოვე, რომ ქადები არ დაიწვას. თომას რომ უყვარს, იმ ქადებს ვაცხობ. სწორედ
ასეთივე ქადა გამოვუცხე, როცა აქედან წაიყვანეს. უჰ, რა დღე გამოვიარე მაშინ!
ქალბატონმა შელბიმ მძიმედ ამოიოხრა. გულირაღაც ცუდს ეუბნებოდა მას
შემდეგ, რაც შვილის წერილი მიიღო და შიგ თომას შესახებ ერთი სიტყვაც არ
იყო ნახსენები.
_ ქალბატონო, ხომ არ დაჰკარგეთ მეკონდიტრის ანგარიშები? _ ჰკითხა
ხლოამ ქალბატონ შელბის.
_ ყველა ბარათი შენახული მაქვს, ხლოა!
_ მე მინდა, ის ბარათები თომას ვაჩვენო. მეკონდიტრე მეხვეწებოდა, კიდევ
დავრჩენილიყავ იმასთან. მადლობას მოგახსენებთ-მეთქი, ვუთხარი. ვუამბე,
რატომ მოვეჩქარებოდი შინ. კარგი კაცი კი გახლდათ.
ქალბატონმა შელბიმ გამოუტანა ყველა ბარათი დაფულიც, რაც ხლოას მო-
ეგროვებინა ხუთი წლის განმავლობაში.
_ განა ხუმრობა საქმეა, _ ლაპარაკობდა თავისთვის ხლოა. _ რამდენი ხანია
არ მინახავს ჩემი ბერიკაცი. პოლი მაშინ ძუძუთა მყავდა. მუხლში ძლივს იმარ-
თებოდა. ოჰ, საწყალო ჩემო მოხუცო, ვინ იცის, რამდენი ტანჯვა გამოიარე!
სასახლის ახლო ეტლის ხმაური გაისმა.
_ ბატონი მობრძანდა! _ წამოიძახა ხლოამ დაფანჯარას მიაშურა. ქალბატო-
ნი შელბი შვილს შეეგება და გადაკოცნა. ხლოა ადგილზე გაშეშდა და ელოდა, როდის დაელაპარაკებოდა ოთახში
შემოსული ჯორჯი. მართლაც, მალე მიუახლოვდა და ნაღვლიანად უთხრა:
_ საბრალო მამიდა ხლოა! მე ყოველი ღონე ვიხმარე, რომ თომა მომეყვანა
შენთვის, მაგრამ განგებამ სხვაგვარად განსაჯა: უფალმა წაგვართვა ჩვენი ძვირ-
ფასი თომა...
ამ სიტყვების გაგონებაზე ქალბატონ შელბის მწუხარე კვნესა აღმოხდა გუ-
ლიდან, ხლოას კი კრინტიც არ დაუძრავს.
სასტუმრო ოთახი მონა-მოსამსახურეებით აივსო. ბოლოს, როგორც იყო,
ხლოა გამოერკვა, მაგიდას მიუახლოვდა, ბარათები დაფული ერთად შეაგროვა
და ათრთოლებული ხელით გაუწოდა ქალბატონს შემდეგი სიტყვებით:
_ ეს ფული ჩემთვის საჭირო აღარ გახლავთ. მე მაშინვე ვგრძნობდი, რომ იმ
საწყალს ეს დღე მოელოდა. ვიცოდი, რომ მუშაობაში ამოართმევდნენ სულს, _
გაბრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
ქალბატონი შელბი უკან გამოეკიდა, შემოაბრუნა ოთახში, ჩასვა სავარძელ-
ში და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
_ ჩემო საბრალო ხლოა, _ თქვა ქალბატონმა შელბიმ და ამ სიტყვებით გამო-
ხატა თავისი გულწრფელი თანაგრძნობა ხლოასადმი.
ხლოამ თავი მის მკერდს მიაყრდნო და მწარედ ატირდა.
_ ოჰ, ქალბატონო, _ ამბობდა ის ტირილით, _ მაპატიეთ, გული მიკვდება
დარდისაგან და მეც არვიცი, რას ჩავდივარ.
_ ვიცი, კარგად მესმის შენი სულიერი ტანჯვა, ჩემო ძვირფასო ხლოა, _
უპასუხა ქალბატონმა შელბიმ და თვითონაც ატირდა. _ მე შენთვის ნუგეშისცე-
მა არ შემიძლია, მაგრამ, იმედია, უფალი არ დაგვტოვებს უნუგეშოდ: ის და-
გიბრუნებს სიმშვიდეს და განკურნავს შენს სულს წყლულებისაგან.
კარგა ხანს მხოლოდ ტირილი ისმოდა ოთახში, ბოლოს ჯორჯი მივიდა
ხლოასთან, დაამშვიდა, გვერდით მიუჯდა, მაჯა დაუჭირა და მოუყვა თომას
თავგადასავალი, გადასცა თომას მასთან და შვილებთან დაბარებული უკანას-
კნელი სალამი.
ერთი თვის შემდეგ ჯორჯ შელბიმ მოიხმო თავისი მონები და განთავი-
სუფლების ქაღალდები დაურიგა. მონების სიხარულსა და აღტაცებას საზღვა-
რი არ ჰქონდა, სიხარულით ბევრი ტიროდა. ბევრ მონას ეძნელებოდა ბატონის
სახლიდან წასვლა, ისე იყვნენ შეჩვეულნი თავის მდგომარეობას. ემუდარე-
ბოდნენ ბატონს, ქაღალდები უკანვე დაებრუნებინა და ისინი ძველ მდგომარე-
ობაში დაეტოვებინა.
_ არ გვინდა თავისუფლება, _ გაიძახოდნენ ისინი, _ ჩვენ უიმისოდაც კარ-
გად ვცხოვრობთ და არმოვშორდებით ბატონის სახლსო.
_ მეგობრებო, _ უთხრა ჯორჯმა, როცა საერთო მღელვარება შეწყდა და შე-
საძლებელი შეიქნა ლაპარაკი: _ თქვენ შეგიძლიათ აქ დარჩეთ, ვიდრე თქვენ-
თვის საჭირო იქნება. ჩემთვის მუშახელია საჭირო. თქვენ ჩემთან იქნებით თა-
ვისუფალ მუშებად და ყოველთვის მიიღებთ თქვენი შრომის საფასურს. ამნაი-
რად მე დამშვიდებული ვიქნები, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ თქვენ არავინშეგაწუხებთ. მეც თქვენთან ერთად ვიმუშავებ და თანაც გასწავლით, როგორ
ისარგებლოთ თავისუფლებითა და თქვენი უფლებებით. იმედია, ახლა ყველა
თქვენგანი მიხვდა ჩემი გულის წადილს.
ერთმა ღრმად მოხუცებულმა მონამ აღაპყრო მთრთოლვარე ხელები და
წარმოთქვა:
_ ძმებო, მადლობა შევწიროთ ჩვენს ბედს!
_ მეგობრებო, ერთი სიტყვა მაქვს კიდევ სათქმელი! _ მიმართა მათ ჯორ-
ჯმა, _ ხომ გახსოვთ ჩვენი კეთილი ბიძია თომა?
მან უამბო მონებს თომას თავგადასავალი და მისი მოწამეობრივი სიკვდი-
ლი, გადასცა მათ მისი უკანასკნელი სალამი და ამბავი შემდეგი სიტყვებით
დაასრულა:
_ მეგობრებო, თომას საფლავზე აღთქმა დავდე _ ჩემს სახლში არ ვიყოლიო
არც ერთი მონა, თუ ჩემს ხელთ იქნება მათი ბედ-იღბალი. არა მსურს, რომ მე
ვიყო მიზეზი ვისიმე ოჯახური ან სხვა უბედურებისა, არა მსურს, რომ ვისმეს
ისე ამოხდეს სული, შორს თავისი ოჯახიდან, როგორც საბრალო თომას. მეგობ-
რებო, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ბიძია თომა, იმისი კეთილი გული და
ფიქრი, მისი ფაქიზი გრძნობები; ყოველთვის უნდა ბაძავდეთ მას. ეცადეთ,
იმისი ცოლ-შვილი არ დააღონოთ და არ შეამჩნევინოთ ობლობა. თქვენ ახლა
თავისუფალი ადამიანები ხართ!
ჰ. ბიჩერ-სტოუ და მისი რომანი
ას ორმოცდაათი წლის წინ ამერიკელმა მწერალმა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუმ
დაწერარომანი «ბიძია თომას ქოხი».
სასულიერო პირის ოჯახში აღზრდილი მწერალი ბავშვობიდანვე ჩასწვდა
მონათმფლობელობის მძიმე ხვედრის არსს, რადგანაც მათი სახლი არაერთხელ
გამხდარა სამხრეთიდან გამოქცეული მონების თავშესაფარი. აქ კი, თავისუ-
ფალ ჩრდილოეთში გაზრდილი ჰარიეტი პირისპირ შეეჯახა მისთვის სრული-
ად უცნობ ახალ სოციალურსაკითხებს.
ამერიკაში 850 წელს გამოცემული კანონის თანახმად, გაქცეული მონები
იძულებით უნდა დაბრუნებოდნენ მონათმფლობელებს. ამან სამართლიანი
პროტესტი გამოიწვია ამერიკის იმდროინდელ მოწინავე საზოგადოებაში. სწო-
რედ ამ მოვლენამ მისცა ბიძგი ბიჩერ-სტოუს, შეექმნა შედევრი «ბიძია თომას
ქოხი».
მართლაც, მწერალმა თავდაპირველად გამოაქვეყნა მოკლე ვარიანტი ზანგი
თომას ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. მკითხველთა დაჟინებული თხოვნით
მწერალმა განავრცო მოთხრობა და მისცა დასრულებულირომანის სახე.
რომანს არნახული წარმატება ხვდა წილად. სტამბები დღე დაღამე ბეჭდავ-
დნენ «ბიძია თომას ქოხს». მალე მისმა საერთო ტირაჟმა გადააჭარბა მილიონს.
ეს იმ დროისათვის გაუგონარი ამბავი იყო. მალე მწერალი ქალი ცნობილი გახ-
და მთელ მსოფლიოში. ამ წიგნის არსი მდგომარეობს ცხოვრების უტყუარი სინამდვილის ასახვა-
ში. მონობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია ამერიკის შეერთებუ-
ლი შტატების ისტორიაში. XVII საუკუნეში პირველად გამოჩნდნენ ზანგები,
რომლებიც მუშაობდნენ მონებად თამბაქოსა და ბამბის პლანტაციებში.
მონათმფლობელი პლანტატორები მონებს ისე ექცეოდნენ, როგორც შინა-
ურ ცხოველებს. მონების არაადამიანურმა, ენით გამოუთქმელმა წამებამ აღაშ-
ფოთა ამერიკის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება. ასეთ ადამიანთა
რიცხვს ეკუთვნოდა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუც. მან თავის «ბიძია თომას ქოხში»
გვიჩვენა მონობის მთელი საშინელება. ნათლად დაგვანახა, რომ ამ სისტემას
მხოლოდ უბედურება და ტანჯვა მოჰქონდა მილიონობით ადამიანისათვის.
ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს სწამდა, რომ ქრისტიანული სარწმუნოების საფუძ-
ველზე შეიძლებოდა მონათმფლობელებისა და მონების მორიგება. მთავარი
მოქმედი გმირი თომა ხომღვთის მოშიში, სათნო და მორჩილი ადამიანია.
სულისშემძვრელია ზანგი თომასა და ბატონის ქალის, ევას, მეგობრობა. გა-
ვიხსენოთ ერთ-ერთი ეპიზოდი:
«როცა ევა შენიშნავდა მამას დაღლას, ეტყოდა ხოლმე:

წოლთან ატარებ, თომას კი მხოლოდ დღისით შეუძლია ჩემთან ყოფნა».
წიგნში მომთმენი, მორჩილი ადამიანების გვერდით გვხვდება მტკიცე ნე-
ბისყოფის ადამიანები, რომლებიც ყოველგვარ პირობებში ინარჩუნებენ თავი-
ანთ ადამიანურ ღირსებებს. ავიღოთ თუნდაც ელიზა, რომელიც განსაცდელში
იგდებს საკუთარ თავს პირმშოს გადასარჩენად. ასეთივე გმირია მისი ქმარი,
ჯორჯ ჰარისი. თავისი ბატონისადმი უსაზღვრო სიძულვილით შეპყრობილი,
დაუცხრომლად მიილტვის თავისუფლებისაკენ. ასეთია ყველასაგან მივიწყე-
ბული საშინელი ლოთი პრუ, რომელსაც მონებად გაყიდული და დახოცილი
შვილების მოგონებისა და სრული უიმედობის მეტი აღარაფერი დარჩენია ამ-
ქვეყნად. ასეთივეა ნახევრად შეშლილი, ნაღველითა და დარდით ჩაფერფლი-
ლი კასი.
ბიჩერ-სტოუ ამტკიცებდა, რომ ადამიანის სინდისი და პატიოსნება არ უნ-
და ურიგდებოდეს რასობრივ ჩაგვრასა და ზიზღს. «ძალა არ შემწევს მოგით-
ხროთ, აღვწერო ან, თუნდაც, წარმოვიდგინო ყველა ის საშინელი დრამა, რომ-
ლებიც ყოველდღიურად თამაშდება აქვე, ჩვენს გვერდით, ამერიკული კანონე-
ბის დახმარებით», _ წერდა მწერალი ქალი.
«ბიძია თომას ქოხის» შემოკლებული ქართული თარგმანი პირველად დაი-
ბეჭდა 93 წელს ჟურნალ «ნაკადულის» დამატებაში, შემდეგ კი _ რამდენჯერმე
გამოიცა.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ОтветитьУдалить(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.