ბიძია თომას ქოხი 1-18 თავი

თებერვლის ცივი საღამო იყო. ამერიკაში, კენტუკის შტატის ერთ პატარა
ქალაქში, მდიდარი მემამულის სახლში სასადილო მაგიდას უჯდა ორი კაცი.
სადილი გაეთავებინათ და ახლა ღვინოს მიირთმევდნენ, თანაც საქმეზე ლაპა-
რაკობდნენ. ერთი მათგანი არც მიხრა-მოხრით, არც ჩაცმულობით მებატონეს
არ ჰგავდა; ტლანქი ტანი და უხეში სახე ჰქონდა; კოტიტა თითებზე ბეჭდები
აეჩონჩხლა. მის ჩაცმულობას გემოვნება არ ეტყობოდა. სახე კმაყოფილებით
უღიმოდა, ცდილობდა, დიდკაცურად დაეჭირა თავი, მაგრამ ვერ ახერხებდა
და სასაცილო მეტიჩარას უფრო ჰგავდა. მასპინძელი შელბი კი ნამდვილი ბა-
ტონი იყო როგორც შესახედაობით, ისე მიხრა-მოხრით.
_ აი ამნაირად გადავიხდი თქვენს ვალს, _ დაამთავრა ბატონმა შელბიმ ლა-
პარაკი.
_ მე ხელს არმომცემს ეგ პირობები, _ მიუგო მას უხეში სახის კაცმა.
_ გამიგონეთ, ჰელი, _ შენიშნა შელბიმ, _ თომა არაჩვეულებრივი ადამია-
ნია, ღირს ამ ფასად. პატიოსანი, შრომისმოყვარე და აზრიანი მუშაა, მთელ ჩემ
მეურნეობას ის უძღვება.
_ მჯერა. იმდენად იქნება პატიოსანი, რამდენადაც მოეხერხება პატიოსნება
შავკანიანს, _ თქვა ჰელიმ და ჭიქაღვინით აივსო.
_ არა, ნამდვილად პატიოსანი, კეთილი და გონიერი ადამიანია. მე თომას
ყველაფერში ვენდობი. ბევრჯერ ჰქონია მას ხელში ჩემი ფული, რამდენჯერ
დამიტოვებია იმის ამარა სახლი, საქონელი, ცხენები. თუ მოისურვებდა, შეეძ-
ლო გაქცევა, მაგრამ არასოდეს არ უსარგებლია ასეთი შემთხვევით და არ უღა-
ლატია ჩემთვის. შარშან ცინცინატში გავგზავნე. იქ ფული მქონდა ასაღები, ხუ-
თასი დოლარი. ვიღაცა გაიძვერები თურმე ცდილობდნენ მის გაბრიყვებას,
ურჩევდნენ, ფულები გაეტაცა და კანადაში გაქცეულიყო. მაგრამ თომამ ეს არ
იკადრა. გაქნილ მრჩევლებს თურმე ასე უპასუხა: კაცი მენდო და მე კი ვუღა-ლატო, ეგ როგორი ნამუსი იქნებაო. აი, როგორი კაცია თომა. სწორედ მოგახსე-
ნოთ, მე ძალიან მეძნელება მისი მოშორება, მაგრამ რა ვქნა, რომ მეტი გზა არა
მაქვს. ამისათვის უნდა მენდოთ და თომა მთელ ვალში აიყვანოთ.
_ სინდისისა რა მოგახსენოთ! _ თქვა ჰელიმ ღრეჭით, _ სინდისი იმდენი
მაქვს, რამდენიც საჭიროა ვაჭრისთვის. მზადა ვარ დაგითმოთ რამე, მაგრამ
თქვენ ძალიან დიდ ფასს მთხოვთ თომაში.
_ მაშ, თქვენ როგორ გსურთ, ჰელი? _ შეეკითხა შელბი ცოტა უხერხული
სიჩუმის შემდეგ.
_ იქნებ პატარა ბიჭი ან გოგო გყავდეთ და თომას დაუმატოთ.
_ მეტი არავინ მყავს. უკიდურესი გაჭირვება რომ არ დამდგომოდა, ვერც
მაგას გავიმეტებდი. ძალიან მემძიმება მონების გაყიდვა.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ხუთი წლის შავგვრემანი ქვადრუნი ბავ-
შვი შემოვიდა. შავი კულულები ამშვენებდა იმის მრგვალ პირისახეს. ხშირი
წამწამების ქვეშ მკვირცხლი, კუნაპეტივით შავი, მოელვარე, კეთილი თვალები
გამოიყურებოდნენ. ბავშვი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ოთახს. იმის
შავ, ლამაზ, მხიარულ პირისახეს მეტად შვენოდა კარგად შეკერილი ჭრელზო-
ლიანი ტანისამოსი. ბავშვს თამამად ეჭირა თავი. ეტყობოდა, შეჩვეული იყო
ბატონის ალერსს.
_ გამარჯობა, ჰარი! მოდი ჩემთან, _ დაუძახა ბავშვს შელბიმ. ბავშვი მიუახ-
ლოვდა. ბატონმა ალერსიანად დაუსვა ხუჭუჭა თმაზე ხელი. _ აბა ერთი ვაჩვე-
ნოთ ამ სტუმარს შენი ცეკვა და სიმღერა.
ბავშვმა თხოვნა აღარ გაამეორებინა: სუფთა, წკრიალა ხმით შემოსძახა სიმ-
ღერა და თანაც ჩამოუარა.
_ ყოჩაღ, ბიჭო! _ უთხრა ჰელიმ დაფორთოხლის ნაჭერი დაუგდო.
_ აბა ახლა ბიძია ქეჯოს გააჯავრე: როგორ აითრევს ხოლმე წელს, როცა ქა-
რები აეშლება.
ბავშვი სასაცილოდ დაიღრიჯა, თეძო აითრია, ბატონის ყავარჯენს დაეყ-
რდნო და კოჭლობით დაიწყო ოთახში ხანხალი. სახეზე ვითომ ტკივილებისა-
გან გამოწვეული მწუხარება დაეტყო; წამდაუწუმ აქეთ-იქით იფურთხებოდა
მოხუცივით და ტუჩებს სახელოთი იწმენდდა. იმის შემყურე შელბი და ჰელი
სიცილს ვერიკავებდნენ.
_ ყოჩაღ, ბიჭო! _ თქვა ჰელიმ, _ კარგი რამ გაიზრდები. აი, მე რა მოვიაზრე,
_ მიუბრუნდა ის შელბის და მხარზე ხელი დაჰკრა: _ ეგ ბავშვი თომას დაამა-
ტეთ და ამით გავათავოთ საქმე.
ამ დროს სასადილო ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა კვარტერონი ქალი.
ყველა შეატყობდა, რომ ქალი ამ ბავშვის დედა იყო. მასაც მშვენიერი, დიდი,
შავი თვალები, გრძელი, ხშირი წამწამები და ხუჭუჭა თმა ჰქონდა. კაბაში კოხ-
ტად იყო გამონაკვთული. ქალს სახეზე ალმურმა გადაჰკრა, როცა შეამჩნია,
რომ უცხო კაცი მას მოურიდებლად უცქეროდა.
_ რა გინდა, ელიზა? _ ჰკითხა შელბიმ, როცა შენიშნა, რომ ქალს რაღაცის
თქმა უნდოდა. _ბატონო, ჰარის წასაყვანად გეახელით.
ბავშვი დედას კალთაზე შემოეხვია და ნაბოძები ტკბილეულობა აჩვენა.
_ წაიყვანე, _ დართო ნება შელბიმ.
ქალმა ბავშვს ხელი მოჰკიდა და საჩქაროდ გაიყვანა ოთახიდან.
_ დალახვროს ღმერთმა! _ წამოიძახა ჰელიმ აღტაცებით. _ ძალიან საქონე-
ლია! მაგ გოგოში დიდ ფულს მოგცემენ ახალ ორლეანში, თუ გაყიდვას მოი-
სურვებთ. ისეთებში აძლევენ ათას დოლარს, ამის აჩრდილებიცრომ არარიან.
_ სულაც არ მინდა, ეს ქალი ჩემს გასამდიდრებლად გამოვიყენო, _ მკვახედ
უპასუხა შელბიმ, ახალი ბოთლი გახსნა და სტუმარს ღვინო შესთავაზა. ამით
სურდა, ლაპარაკის საგანი გამოეცვალა.
_ მშვენიერი ღვინოა, _ თქვა ჰელიმ, როცა გემო ნახა, მერე შელბისაკენ გა-
დაიხარა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: _ ბრძანეთ, როგორ აფასებთ ამ გო-
გოს?
_ გოგო გასაყიდი არ გახლავს, მოწყალეო ხელმწიფევ, ჩემი ცოლი მაგ გო-
გოს არმოიშორებს, მაგის წონა ოქროცრომ მისცეთ.
_ ქალები ყოველთვის ასე მსჯელობენ, _ თქვა ჰელიმ, _ მათ ფულის ყადრი
არ იციან. აუხსენით, რამდენ ძვირფას სამკაულს, ტანსაცმელსა და ქალისათვის
საჭირო სხვა ნივთს შეიძენს იმფულით და მაშინ აგრე აღარილაპარაკებს.
_ ბატონო ჰელი, გიმეორებთ, რომ მაგ გოგოს გაყიდვას გულშიც არ გავივ-
ლებ. ვთქვი და გავათავე.
_ მაშ, ბავშვი მომყიდეთ, _ არეშვებოდა ვაჭარი, _ ეს ხომ შესაძლებელია?
_ ვერგამიგია, რად გინდათ ასეთი ბავშვი?
_ ერთი ნაცნობი მყავს, ბავშვებით ვაჭრობს: ყიდულობს და სამხრეთის
ბაზრებში ჰყიდის. ბავშვებს მდიდრები ყიდულობენ ხელზე მოსამსახურედ და
კარგ ფასსაც იძლევიან, ამ ბიჭმა კი, სხვათა შორის, სიმღერაც იცის და მასხრო-
ბაც.
_ მე ამ ბავშვის გაყიდვა არ შემიძლია, _ წარმოთქვა შელბიმ ცოტა ხნისფიქ-
რის შემდეგ. _ მეტისმეტი გულქვაობა იქნება, დედას შვილი მოჰგლიჯო მკერ-
დიდან და გაუყიდო.
_ რას ბრძანებთ, თქვენს დღეგრძელობას! ეგ სადაური მსჯელობაა! მაგრამ,
ერთი მხრივ, თქვენ მართალი ბრძანდებით. დედაკაცების ამბავი მეც კარგად
ვიცი. საშინლად მეჯავრება, როცა ისინი ბღავილს მოჰყვებიან ხოლმე. ყოველ-
თვის ვცდილობ, თავიდან ავიცდინო ასეთი უსიამოვნო შემთხვევა. მაგრამ ამ-
ჯერად შეიძლება საქმე ასე მოეწყოს: ბავშვის დედა ორიოდე დღით ან ერთი
კვირით სადმე გაგზავნეთ და ამასობაში მე ბავშვს უდავიდარაბოდ წავიყვან.
დედა რომ დაბრუნდება, ყველაფერი გათავებული იქნება. თქვენი მეუღლე სა-
ყურეებს, კაბას ან სხვა რამეს აჩუქებს და ისიც ყველაფერს დაივიწყებს, საჩუ-
ქარს გულს გადააყოლებს.
_ არა მგონია.
_ რას ბრძანებთ, ბატონო, ზანგის ქალები ჩვენს ქალებს ხომ არა გვანან! გუ-
ლახდილად მოგახსენებთ, _ განაგრძო ჰელიმ, _ ზოგიერთები ზანგებით ვაჭ-რობას ადამიანის პიროვნების დამამცირებელ საქმედ თვლიან, მე კი ამ ხელო-
ბაში სასირცხვილოს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, ზოგიერთი გულქვა ვაჭარი მო-
ურიდებლად და ურცხვად აცილებს დედას შვილს და ყურადღებას არ აქცევს
იმის წივილ-კივილს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ასეთი საქციელით მხოლოდ
საქმეს წავახდენ. გულდაკოდილი დედა აღარაფერში გამოადგება პატრონს:
მუშაობას ვეღარ მოახერხებს. ორლეანში ვიცნობდი ერთ ლამაზ დედაკაცს
(ვაჭრებმა დაღუპეს საბრალო ქალი იმით, რომ მოურიდებლად მოჰგლიჯეს
გულიდან შვილი. ბავშვის მყიდველმა დედის ყიდვა არ ისურვა. მანამ ბავშვი
დედას ხელში ეჭირა, გულში ჩაკრული ჰყავდა, დადიოდა და რაღაცას ბუტბუ-
ტებდა გადარეულივით. მოგონებაც კი მიმძიმს...). ტანში ჟრუანტელი დამივ-
ლის ხოლმე, როცა გავიხსენებ ამ ამბავს. ბავშვი წაართვეს და დედა დაამწყვდი-
ეს. ქალი ჭკუაზე შეიშალა. ერთი კვირა იომა, გონს ვეღარ მოვიდა და მოკვდა.
დაიკარგა ათასი დოლარი ტყუილ-უბრალოდ. ყოველ საქმეს ცოდნა უნდა. მო-
ნებით ვაჭრობასაც ცოდნა უნდა. ვაჭარი ნაყიდ მონებს ფაქიზად უნდა ეპყრო-
ბოდეს, ეს უფრო სახეიროა ყოველთვის, გამოცდილებით ვიცი, _ თავისი
მჭევრმეტყველებით კმაყოფილი ჰელი სავარძლის ზურგს მიეყუდა. თავისი
თავი ამ წამს უთუოდ მართლა კეთილი მოღვაწე ეგონა. კაცს ეგონებოდა, ეს სა-
კითხი მას მართლა აინტერესებსო.
შელბი ჩუმად იჯდა, ფორთოხალსფცქვნიდა დაფიქრს მისცემოდა.
ჰელი კი განაგრძობდა:
_ მართალია, თავის ქება არ ვარგა, მაგრამ მართალი მაინც უნდა თქვას კაც-
მა. ყველამ იცის, რომ ბაზარში ჩემისთანა მოვლილი და შენახული საქონელი
არავის გაჰყავს გასაყიდად, მაძღრები და ჩასუქებულები არიან. იშვიათად მომ-
კვდომია გზაში კაცი. იცი, რატომ მიდის ასე კარგად ჩემი საქმე? იმიტომ, ბა-
ტონო ჩემო, რომ მე კარგად ვეპყრობი მონებს. დიახ, სათნოებაა ჩემი მოღვაწეო-
ბის მთავარი საფუძველი.
შელბი უხერხულად გრძნობდა თავს. არ იცოდა, რა ეთქვა ამ ენააქავებული
ადამიანისთვის. მან მხოლოდ ანგარიშმიუცემლად წაილუღლუღა:
_ ნუთუ მართლა ეგრე გაქვთ საქმე?
_ სხვა ვაჭრები დამცინიან, _ განაგრძო კვეხნით ჰელიმ, _ ჩემს აზრებს ვე-
ლურ აზრებს უწოდებენ, არავის მოსწონს, მაგრამ მე ასე მწამს და საქმეც კარ-
გად მიმყავს. დიახ, უნდა მოგახსენოთ, რომ არასოდეს მინანია.
მოლაპარაკეს თვითონვე მოეწონა თავისი ენაწყლიანობა და კმაყოფილმა
ჩაიცინა. ჰელის მსჯელობა სათნოებასა და კაცთმოყვარეობაზე იმდენად შეუსა-
ბამო და სასაცილო იყო, რომ აღელვებულმა შელბიმ თავი ვეღარ შეიკავა და
ზიზღის გამოსახატავად გესლიანად გაიცინა. მასპინძლის სიცილმა ჰელი გაამ-
ხნევა.
_ მე ყოველთვის ვცდილობ, უსიამოვნება თავიდან ავიცილო. ეჭვს გარეშეა,
ძნელია დედა-შვილის დაშორება, მაგრამ ყოველთვის მოხერხებულად ვაწყობ
ხოლმე საქმეს. ზანგის ქალი ჩვენი ქალივით სათუთი არ არის; თუკი იგი პატა-რაობიდანვეა შეჩვეული თავის მდგომარეობას, შვილის მოშორებას ადვილად
იტანს, აღარეძლევა ოცნებას და ადვილად ურიგდება თავის ბედს.
_ ვეჭვობ, რომ ჩემი მონები ასეთი მორჩილები აღმოჩნდნენ, _ თქვა შელბიმ.
_ შესაძლოა. თქვენ ალბათ მონებს ანებივრებთ. გაგიბედავთ და მოგახსე-
ნებთ, რომ მათთვის ცუდი სამსახური გაგიწევიათ. მონას, რომელიც ნივთივით
ერთი პატრონიდან მეორის ხელში გადადის, ცუდი დღე მოელის ცხოვრებაში,
თუ განებივრებულია. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ყველას თავისი აზრი შეუმცდა-
რი ჰგონია. მე თვითონაც ეგრე ვარ: მგონია, რომ ჩემს მონებს ძალიან კარგად
ვეპყრობი.
_ დიდი ბედნიერებაა, როცა კაცი თავისი თავით კმაყოფილია, _ წარმოთქვა
შელბიმ და მხრები აიჩეჩა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
_ მაშ, რას იტყვით ბავშვის შესახებ? _ ჰკითხა კვლავ ჰელიმ.
_ დრო მომეცით, მოვიფიქრო და ჩემს ცოლს მოველაპარაკო. მანამდის კი,
თუ გსურთ, რომ საქმე მართლაც ჩუმად გაკეთდეს, კრინტი არ დაძრათ ამ სა-
განზე ჩემს მონებთან, თორემ უბედურება დატრიალდება.
_ რას ბრძანებთ, განა თვითონ არ ვიცი? მხოლოდ გთხოვთ, საქმე რაც შეიძ-
ლება დააჩქაროთ, თორემ წასვლა მიგვიანდება.
_ შემოიარეთ საღამოს ექვსიდან შვიდ საათამდის.
ჰელი გამოეთხოვა მასპინძელს და წავიდა.
_ ოჰ, რა სიამოვნებით გადავუძახებდი კიბიდან ამ არამზადას! _ ჩაილაპა-
რაკა ბრაზმორეულმა შელბიმ, როცა ჰელი კიბეზე ჩადიოდა. _ რა უტიფარია!
იცის, რომ მის ხელში ვარ და სარგებლობს ამით! მაგრამ რა წყალში ჩავვარდე,
არ ვიცი! სხვა დროს რომ თომას შემვაჭრებოდა ვინმე, საკადრის პასუხს გავცემ-
დი, ვაგრძნობინებდი, რომ ჩემი მოსამსახურე პირუტყვი არ არის, რომ გავყი-
დო! ახლა კი ისეთი გასაჭირი მაქვს, რომ აღარ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი
საფრთხეს... მაგრამ ბავშვი?! ჩემი ცოლი ხომ ერთ ამბავს ატეხს! მართალია, თო-
მას გაყიდვაც ძალიან გააბრაზებს, მაგრამ ბავშვის გაყიდვაზე სულ თავს მოიკ-
ლავს. ოჰ, ეს წყეული ვალები!
მებატონე შელბი ცუდი კაცი არ იყო, უფრო კეთილ და მოწყალე ადამიანად
ჩაითვლებოდა. იმის სახლში მონები თავისუფლად ცხოვრობდნენ. მაგრამ ბო-
ლო დროს საქმეები აეწეწა და ვალის აღება დასჭირდა. ჰელიმ ხელთ იგდო
შელბის თამასუქები და ახლა სულს უხუთავდა. ცდილობდა, ისინი კარგად გა-
ენაღდებინა. ჰელის წასვლის შემდეგ შელბის გულზე ნაღველი შემოაწვა. იცო-
და, მის მეუღლეს საშინლად ეწყინებოდა მონების გაყიდვა და ეს ამბავი მოსვე-
ნებას უკარგავდა.

მეორე თავი
ელიზა და ჯორჯი ელიზა რომ სასადილო ოთახში შედიოდა ბავშვის გამოსაყვანად, ყური
მოჰკრა, რომ ვიღაცის გაყიდვაზე იყო ლაპარაკი, მხოლოდ ვერ გაარჩია, ვის შე-
სახებ ლაპარაკობდნენ. როცა ბავშვი ოთახიდან გამოიყვანა, სურდა, ყური და-
ეგდო ლაპარაკისათვის, მაგრამ ამ დროს ქალბატონმა დაუძახა და იქით გაექა-
ნა: «ნუთუ ჩემ ჰარის უპირებენ გაყიდვას?» _ გაუელვა ელიზას აზრმა და მთე-
ლი მისი არსება შიშმა შეიპყრო. ისე მაგრად მოჰხვია შვილს ხელები და გულში
ჩაიკრა, რომ ბავშვმა გაკვირვებით შეხედა დედას.
_ რა დაგემართა? ავად ხომ არა ხარ? _ შეეკითხა ქალბატონი ელიზას, როცა
იგი ფერმიხდილი დაინახა. ელიზა გაბრუებულივით ტრიალებდა ოთახში და
ვერაფერს ახერხებდა. დაეჯახა პირსაბანს, ხელსაქმის მაგიდა წააქცია, ქალბა-
ტონსფარჩის კაბის მაგიერსაღამური პერანგი მიართვა.
ქალბატონის შეკითხვაზე ელიზას ცრემლი მოერია.
_ ქალბატონო, _ თქვა მან ტირილით, _ სასადილო ოთახში ყური მოვკარი
ბატონისა და ვაჭრის ლაპარაკს.
_ მერერა იყო?
_ ნუთუ ბატონი გაყიდვას უპირებს ჩემს ჰარის? _ თავი ვეღარ შეიკავა, სა-
ვარძელში ჩაიკეცა და აქვითინდა.
_ ეგ რამ გაფიქრებინა?! განა შენი ბატონი თავის დღეში რომელიმე მსახურს
გაყიდის? მას არაფერი ესაქმება მონებით ვაჭრებთან. კარგი ერთი, ჩემო ელიზა,
დამშვიდდი, ნუ ფიქრობ. მოდი, დროზე ტანთ ჩამაცვი და თმა შენებურად გა-
მიკეთე. გირჩევ, ყურს ნუ დაუგდებ სხვის ლაპარაკს.
_ კარგი, ქალბატონო, მაგრამ მაინც მიბრძანეთ: თქვენ ხომ არ დათანხმდე-
ბით, რომ ჩემი ჰარი გაყიდონ?
_ რა სისულელეს როშავ! ბარემ მკითხე, თანახმა ვარ თუ არა, გავყიდო ჩემი
საკუთარი შვილი? გარწმუნებ, ელიზა, შენ ბევრს ფიქრობ შენ შვილზე და იმი-
ტომ მოგდის თავში ასეთი საშინელი აზრები.
ქალბატონის სიტყვებმა დაამშვიდა ელიზა: მართლა რომ იყოს რამე, ქალ-
ბატონი ასე ვერ ილაპარაკებდაო, _ გაიფიქრა მან, გამხიარულდა და სწრაფად
მორთო თავისი ქალბატონი.
ქალბატონი შელბი არაჩვეულებრივად გონიერი და მაღალი ზნეობის ადა-
მიანი იყო.
ქმარი ყველაფერში ენდობოდა და დიდ პატივს სცემდა. არასოდეს უშლი-
და ცოლს მონების წვრთნასა და აღზრდას. პირიქით, ეს მას სამართლიან საქ-
მედ მიაჩნდა.
ქალბატონმა შელბიმ არ იცოდა, რომ მის ქმარს საქმეები აწეწილი ჰქონდა,
და ასე დაიმედებული იმიტომ ელაპარაკებოდა ელიზას. ვერასოდეს წარმოიდ-
გენდა, თუ მათ სახლში როდესმე ასეთი რამ მოხდებოდა, ამიტომაც დამშვიდე-
ბული წავიდა საღამოთი სტუმრად მეზობლებთან.
ელიზა ბავშვობიდანვე აღიზარდა ქალბატონ შელბის სახლში. ისეთი ლამა-
ზი ქალი, როგორც ელიზა იყო, მონობაში ძნელად შეინახავდა თავს, მაგრამ მას
ქალბატონი მფარველობდა. როცა ასაკში შევიდა, შეუყვარდა ლამაზი, ნიჭიერიკვარტერონი ჯორჯ ჰარისი და მისთხოვდა მას. ჯორჯ ჰარისი მეზობელი ბა-
ტონის მონა იყო. იგი ძაფსართავ ქარხანაში მუშაობდა, ქირას კი მისი ბატონი
იღებდა. მარდი და ფხიზელი გონების ახალგაზრდა ყველას სიყვარულსა და
პატივისცემას იმსახურებდა. ნიჭიერმა მუშამ სელის საძენძი მანქანაც კი გამოი-
გონა, რის შემდეგ ქარხნის პატრონმა მეტი ყურადღება მიაქცია. ასე რომ,
ჯორჯს ქარხანაში კარგი მომავალი ელოდა, ჯიუტი და ახირებული ბატონი
რომ არა ჰყოლოდა.
როცა ბატონმა შეიტყო, რომ მისმა მონამ რაღაც მანქანა გამოიგონა, წავიდა
ქარხანაში მანქანის სანახავად. ძალიან გაბრაზდა, როცა ნახა, რომ მის მონას
თამამად ეჭირა თავი და ყველას გაბედულად ელაპარაკებოდა. ისიც ეწყინა,
რომ ამ გათამამებულ მონას ყველა პატივისცემით ექცეოდა. ბატონმა გადაწყვი-
ტა, იგი ქარხნიდან წაეყვანა და შავ სამუშაოზე დაეყენებინა თავის მამულში.
ეს რომ გაიგო, ქარხნის პატრონი გაოცდა, მან დიდი ჯამაგირი შეაძლია
ჯორჯის ბატონს და შეეცადა აეხსნა ჯიუტი ადამიანისათვის, რა სასარგებლო
კაცი იყო ჯორჯი ქარხნისათვის. თქვენ, ასეთი მონის პატრონს, თავი უნდა
მოგწონდეთო. მაგრამ არაფერმა უშველა: საწყალი ჯორჯი წაიყვანეს ქარხნი-
დან და სოფელში შავ მუშად დააყენეს.
ქარხნის პატრონმა ჯორჯი ანუგეშა: დაჰპირდა, ჯიუტი მებატონის ხელი-
დან დაგიხსნიო..
ჯორჯმა ქარხანაში მუშაობის დროს გაიცნო ელიზა და ცოლად შეირთო. ამ
ბედნიერ ხანაში მას საკმაო თავისუფალი დრო ჰქონდა და შეეძლო ეფიქრა
ოჯახურ ბედნიერებაზე. ქალბატონ შელბის ძალიან მოეწონა ჯორჯი და თვი-
თონ შეუწყო ხელი ელიზას გათხოვებას.
გათხოვების შემდეგ პირველ ხანებში ელიზა ხშირად ნახულობდა თავის
ქმარს და სრულიად ბედნიერიც იქნებოდა, რომ ორი უფროსი ვაჟი არ მოჰ-
კვდომოდა. მაგრამ ეს მწუხარება მოინელა, როდესაც მესამე შვილი, პატარა ბი-
ჭუნა ჰარი გაუჩნდა, რომლის შესახებაც უკვე გვქონდა ლაპარაკი. ელიზას მზე
და მთვარე ამოსდიოდა ამ ბავშვზე.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საქმე კარგად მიდიოდა, სანამ ჯორჯი ქარხანაში
მუშაობდა, შემდეგ კი, როცა თვითნება მებატონის ხელში ჩავარდა, ჯორჯის
ცხოვრება უკუღმა დატრიალდა.
კეთილი მექარხნე ერთხელ კიდევ შეეცადა ჯორჯის დახსნას ბატონის ხე-
ლიდან, მოინდომა მისი ყიდვა და დიდი ფულიც შეაძლია, მაგრამ არაფერმა
უშველა.
_ ვიცი, ბატონო ჩემო, ვიცი! _ უპასუხა ჯორჯის ბატონმა ქარხნის პატრონს,
როცა მან ჯორჯის გაყიდვაზე ჩამოუგდო ლაპარაკი. _ კარგად დავინახე, რომ
თქვენ ჩემს მონას გამოთხოვების დროს რაღაცას ეჩურჩულებოდით. მე მას ვე-
რაფერ შეღავათს ვერ მივცემ. აბა, თუ ბიჭია, აქ იმუშაოს და სხვა მონებივით
იბეჯითოს.
ამით გათავდა მოლაპარაკება. ახლა ჯორჯი ისე ხშირად ვეღარ ახერხებდა
ცოლ-შვილის ნახვას. მესამე თავი
ჯორჯი გაიქცა
ქალბატონი შელბი სტუმრად წავიდა. ელიზა აივანზე იდგა და გაჰყურებ-
და მიმავალ ეტლს. ამ დროს ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. ქალი შეკრთა, მიი-
ხედა და სახე სიამოვნებისაგან გაუბრწყინდა.
_ ჯორჯ, შენა ხარ? როგორ შემაშინე! რა კარგია, რომ დღეს მოხვედი. ქალ-
ბატონი სხვაგან წავიდა და მე სრულიად თავისუფალი ვარ.
ქალმა ჯორჯი შეიყვანა სუფთა პატარა ოთახში, რომელიც აივანზე გამო-
დიოდა. ელიზა აქ იყო ხოლმე თავისი ქალბატონის ახლოს. ოთახში ჰარი თამა-
შობდა.
_ რად ხარ დაღონებული, ჯორჯ? _ ჰკითხა ელიზამ ქმარს. _ აბა შეხედე, რა
ლამაზი ბიჭი გვყავს! ხედავ, რამოდენა გაიზარდა! _ჯორჯის დანახვაზე ბავშვი
დედის კალთას ამოეფარა და ქვეშ-ქვეშ მორცხვად გაჰყურებდა მამას.
_ ეჰ, ნეტავი სულაც არ დაბადებულიყო! _ თქვა დაღვრემილმა ჯორჯმა. _
უმჯობესი იქნებოდა, მე თვითონაც არგავჩენოდი დედაჩემს...
ამ სიტყვებით შეშინებული ელიზა ქმარს მხარზე მიეყრდნო და ქვითინი
დაიწყო.
_ კმარა, ნუ ტირი, ჩემო კარგო, დავაშავე, რომ ასე უხეიროდ დაგიწყე ლაპა-
რაკი. რა ცუდ იღბალზე გაგიცან! იქნება, მე რომ არ შეგყროდი, ბედნიერი ყო-
ფილიყავი.
_ ჯორჯ, როგორ არა გრცხვენია, რას ამბობ? რა იყო? რა მოხდა? რატომ არ
მეტყვი?
ჯორჯმა შვილი კალთაში ჩაისვა, თავზე ხელი გადაუსვა და ლამაზ თვა-
ლებში ჩააცქერდა.
_ რა ძალიან გგავს, ელიზა, ჩვენი ჰარი! მე შენზე ლამაზი ქალი არ მინახავს
ქვეყანაზე. ოჰ, ღმერთო, რად არის დაწყევლილი ჩემი გზა და კვალი! ნეტა არ
გამეცანი მაინც, ახლა ხომ ჩემთან ერთად შენც იღუპები... ოჰ, ნეტავ მომკლა და
ასეთ სიცოცხლეს მომაშორა!
_ ჯორჯ, ჩემო ძვირფასო, ეგრე ნუ ლაპარაკობ! ვიცი, გიჭირს ბოროტ ბა-
ტონთან გაძლება, მაგრამ ცოტა მოითმინე,შეიძლება რამე ცვლილება მოხდეს
და...
_ მოითმინე! _ გააწყვეტინა სიტყვა ჯორჯმა. _ ადვილი სათქმელია! ნეტა
იცოდე, როგორა მტანჯავს, როგორ მაწამებს და დამცინის. მერე რით ვარ მე
იმაზე ნაკლები? ყველა ბინძურ საქმეს მე მაკეთებინებს. ამით უნდა თავმოყვა-
რეობა შემილახოს. ყველაფერს ვითმენ, ყველა საქმეს ვაკეთებ. ყველაფერს ავი-
ტანდი, ათასში ერთხელ მაინც იმდენ თავისუფალ დროს რომ მომცემდეს, რომ
წიგნები ვიკითხო. ამის ნებას არ მაძლევს ჩემი ბატონი. ამაყს და მეამბოხეს მე-
ძახის და ყოველთვის ცდილობს ჩემს დამცირებას. მოთმენა! კარგია მოთმენა, მაგრამ როდემდის?! ბოლო მოეღო ჩემს მოთმინებას, თავს ვეღარ ვიკავებ! _
ჯორჯს ბრაზით თვალები აემღვრა.
ელიზა შეშინებული შეჰყურებდა ქმარს.
_ ყური მიგდე, ჯორჯ! _ შეეცადა ბოლოს ელიზა ქმრის დამშვიდებას, _ რაც
უნდა გიყოს, უნდა მოითმინო. ხომ იცი, რომ ის შენი ბატონია. ჩვენ ხომ პატა-
რაობიდანვე ჩაგვჩიჩინებდნენ, გიყვარდეთ თქვენი ბატონიო.
_ ეჰ, ელიზა, შენ იმთავითვე კეთილი ბატონები გყავდა. კარგ გზაზე დაგა-
ყენეს, ყველაფერში ხელი შეგიწყვეს და იმიტომ გრძნობ მათ სიყვარულს. შენი
სიტყვები მართალია ასეთი ბატონების მიმართ, მაგრამ მე ჩემი ბატონისაგან
ცემა-ტყეპის მეტი არაფერი მომაგონდება. ასჯერ მაინც გადამიხდია იმისთვის
ჩემი ფასი. აღარაფერი ვალი არ მაძევს. არა, აღარ შემიძლია გავუძლო ამ აუტა-
ნელ ცხოვრებას! შენ ხომ იცი, ძაღლი მყავდა, კარო, ამას წინათ ბატონმა დამი-
ნახა, რომ კაროს პურს ვაჭმევდი. განრისხდა და მიბრძანა, ძაღლი წყალში და-
მეხრჩო: ხომ ოჯახი დამექცა, ჩემმა მონებმა რომ ძაღლებიც გაიჩინონ და ჩემი
პურითა კვებონო.
_ ნუთუ შეასრულე ბატონის ბრძანება?
_ არა. მაგრამ რა გამოვიდა? რამდენიმე დღის შემდეგ საბრალო პირუტყვი
ჩემს თვალწინ მოაკვლევინა. და განა მაგას მაკმარებს: ახალი ხერხი მოიგონა,
რომ წუთისოფელს გამომასალმოს.
_ რა ხერხი? _ შეეკითხა შეშინებული ელიზა.
_ აი რა: ის ახლა ძალიან ნანობს, რომ ცოლის შერთვის ნება მომცა. სძულს
შენი ბატონი და მთელი მისი ოჯახი. მას ჰგონია, აქ გამათამამეს. აქამდის მე-
მუქრებოდა, ცოლ-შვილის ნახვის ნებას არ მოგცემო, გუშინ კი გამომიცხადა,
უნდა ცოლად შეირთო მოახლე გოგო მინაო. თუ არ დავთანხმდები, ახალ ორ-
ლეანში გაყიდვას მიპირებს.
_ როგორშეიძლება მეორე ცოლის შერთვა? _ გაიოცა ელიზამ.
_ განა არიცი, რომ მონებს ქორწინების ნება არა აქვთ? თუ ბატონი მოინდო-
მებს, შეუძლია დაგვაშოროს. აი, ამიტომ ვამბობდი წეღან, ნეტავი თავის დღეში
ერთმანეთს არ შევყროდით-მეთქი. უმჯობესი იქნებოდა, არც შვილი გვყოლო-
და. ამ ბავშვსაც ჩვენი დღე მოელის, როცა წამოიზრდება.
_ არა, არა, ეგ შეუძლებელია, ეგ არასოდეს მოხდება! _ შესძახა აღელვე-
ბულმა ელიზამ. _ ჩვენი ბატონი კეთილი კაცია.
_ მერე, ბატონი შელბი ცას ხომ არშეაბერდება. იმის სიკვდილის შემდეგ ჰა-
რისაც გაყიდიან და ახლა კიდევ ღმერთმა უწყის, ვის ხელში ჩავარდება. არც ის
მიხარია, რომ ჩვენი შვილი ასეთი ლამაზი და ჭკვიანია. აი, გახსოვდეს ჩემი
სიტყვები: შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს მაგისი სილამაზე და გონიერება.
ქმრის სიტყვები ტყვიასავით მოხვდა ელიზას გულს: მოაგონდა ის ვაჭარი,
ბატონთან რომ ნახა. საშინელი აზრები მოუვიდა თავში და გონება ბავშვისკენ
გაუქანდა. ამ დროს ბავშვი ოთახში აღარ იყო, გარეთ გასულიყო, ჯოხზე გადამ-
ჯდარიყო და დააჭენებდა. ელიზამ ჯერ დააპირა, გაეზიარებინა ქმრისათვის
თავისი ეჭვები, მაგრამ თავი შეიკავა. «რაღა ეგ უნდა, _ გაიფიქრა ქალმა, _ ისედაც გული ნაღველითა აქვს სავსე.
ახლა კიდევ ჩემი ეჭვებით გავუსიო გული? არ ღირს ამაზე ფიქრი. ჯობია, და-
ვიჯერო ქალბატონის სიტყვა. დარწმუნებული ვარ, არმომატყუებს.
_ ეჰ, ელიზა, ჩემო ძვირფასო, ახლა კი მშვიდობით, _ წარმოთქვა ჯორჯმა
ნაღვლიანად. _ წასვლის დროა, მხნედ იყავი, სულით ნუ დაეცემი. გადაწყვე-
ტილი მაქვს, გავიქცე ბატონის სახლიდან.
_ მერე სად უნდა წახვიდე, ჯორჯ?
_ კანადაში, ინგლისელებთან, _ უპასუხა ჯორჯმა და წელში გასწორდა. _
კანადაში თავისუფალი კაცი ვიქნები, მაშინ შენც გამოგისყიდი. სხვა ვეღარაფე-
რი მომიფიქრებია. შენ კეთილი ბატონები გყავს და, იმედია, დამითმობენ ჩემს
ცოლ-შვილს. ღმერთი მოწყალეა, როგორმე გამოგისყიდით ორივეს.
_ ღმერთო ჩემო! _ წამოიძახა ელიზამ, _ რაღა მეშველება, რომ დაგიჭირონ?
_ მაგის შიში ნუ გექნება. ცოცხალი არავის ჩავუვარდები ხელში. იმის ნებას
კი არმივცემ ბატონს, რომ პირუტყვივით გამყიდოს სამხრეთის ბაზარში.
_ ჯორჯ, გაიქეცი, თუ ეს შენთვის აუცილებელია, მხოლოდ თავს კი გაუფ-
რთხილდი...
_ ყური მიგდე, ელიზა, ასე ვაპირებ საქმის მოწყობას. არ ვიცი, მოგეწონება
თუ არა. მე დღეს ბატონ სიმესთან გამომგზავნეს, რაღაც წერილი გამომატანეს.
ამ მხარეზე კარგი მეგობრები მყავს. შემთხვევით ვისარგებლე, ისინიც ვნახე და
ჩემს საქმეზე მოველაპარაკე. დღეც დავნიშნეთ, როდის უნდა გავიქცე. ჯერ
დამმალავენ და მერე გამაპარებენ ცხენებით. ახლა კი ისევ დავბრუნდები ბა-
ტონთან და განვაგრძობ ჩვეულებრივ მუშაობას ერთი კვირის განმავლობაში.
შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს გავქრები და ვეღარმიხილავენ.
ჯორჯი გამოსათხოვებლად მიუახლოვდა ელიზას, ხელები მაგრად დაუ-
ჭირა და დიდხანს უსიტყვოდ ჩასცქეროდა თვალებში. მერე გადაეხვივნენ ერ-
თმანეთს და მწარედ აქვითინდნენ.
მძიმეა გამოთხოვება საყვარელ ადამიანთან, როცა არ იცი, გეღირსება კი-
დევ იმისი ნახვა თუ არა. ნაღველში ნალეს ცრემლებს აფრქვევს ამ დროს ადა-
მიანი. ძნელია ამ წუთების კალმით გადმოცემა.

მეოთხე თავი
ბიძია თომას ქოხში
პატარა ფიცრულ ქოხში, ბატონის სასახლის ახლოს, ცხოვრობდა ბიძია თო-
მა თავისი ოჯახით. ის ბატონის მარჯვენა ხელი იყო, თომას ცოლი ხლოა კი სა-
უკეთესო მზარეულად ითვლებოდა. ისეთ ჩინებულ საჭმელებს აკეთებდა, რომ
ბადალი არა ჰყავდა. ისეთი შემწვარის, საუცხოო ქადებისა და ტკბილეულობის
მომზადება ახლომახლოში არავინ იცოდა.
ბიძია თომას სახლის წინ პატარა ბაღი ჰქონდა. რას არ ნახავდით აქ: ნაირ-
ფერ ყვავილებსა თუ ხეხილს. ყველაფერი კოხტად იყო მოვლილი. ბაღჩიდანმცენარეები ბიძია თომას ქოხზე ადიოდა და ზედ იყო შემოხვეული. ხლოასაც
უყვარდა ყვავილები და ამაყობდა თავისი ბაღით.
იმ საღამოს, როცა შელბიმ ჰელისთან მოლაპარაკება გაათავა, ბიძია თომას
ქოხში შემდეგი სურათი იყო: ეს არის გაათავეს ვახშამი. მოსამსახურე გოგოები,
რომლებიც დღისით ხლოას შველოდნენ სამზარეულოში, ახლა ჭურჭელს რეც-
ხავდნენ. თვითონ ხლოა კი ისევ ღუმელთან ტრიალებდა. იმის შავ, მსუქან და
ლაპლაპა პირისახეს დაფიქრება ეტყობოდა. იგი რაღაც საგანგებო ნამცხვარს
აცხობდა. ხლოა ვახშამს უმზადებდა თომას და პატარა ბატონიშვილს ჯორჯს,
რომელიც იქვე, ქოხში, იჯდა მაგიდასთან და ბიძია თომას შესცქეროდა.
თომაც მაგიდასთან ზის და დაფაზე ვაივაგლახით გამოჰყავს ასოები. ეტყო-
ბა, უძნელდება წერა. პატარა ბატონიშვილი ასწავლის.
ოთახი უბრალოდაა მოწყობილი, მხოლოდ ერთი კუთხე არის მორთული,
სადაც ზეწარგადაფარებული ლოგინი დგას, მაგრამ აქ არავინ წვება; საწოლი
ლოგინი დგას მეორე კუთხეში, აქვე გაშლილია მოზრდილი ხალიჩა. კედელზე
კიდია სურათი გენერალ ვაშინგტონისა ოჯახი საპატიო ალაგად მიიჩნევს ამ
კუთხეს. იქ ბავშვებს არ უშვებენ.
კედელთან, გრძელ სკამზე, ორი შავი, თმააბურძგნული, შავთვალა ბავშვი
ზის. ისინი თვალს ადევნებენ პატარას, რომელიც ფეხზე დადგომას ცდილობს:
დადგება, ცოტას გაჩერდება, მერე ისევ დატორტმანდება და დაეცემა. ბავშვები
უყურებენ და, როცა პატარა წაიქცევა, აღტაცებულნი იმის ჭკუითა და მოხერ-
ხებით, სიცილს ატეხენ ხოლმე.
კერასთან დგას ფეხებდაბრეცილი მაგიდა, ამ მაგიდასთან მეცადინეობს ბი-
ძია თომა. იგი წარმოსადეგი, მძლავრი აგებულების კაცია. სახე და ხუჭუჭი
თმა ამტკიცებს, რომ ჩამომავლობით წმინდა ზანგია; მისი კეთილი და ჭკვიანი
სახე თომას სხვა ზანგებისაგან გამოარჩევს.
_ ბიძია თომა, ამ ასოს სწორად ვერ წერ. ეს ს არის და შენ ხ დაწერე, _ უთ-
ხრა ჯორჯმა.
ხლოა ერბოიან ტაფას ცეცხლზე ატრიალებს და თან პატარა ბატონიშვილს
უყურებს.
_ საკვირველი საქმეა, _ გაოცებით თქვა მან, _ თეთრკანიანები ყველაფერს
ადვილად ახერხებენ! გეამება, როცა უყურებ, რა მარჯვედა წერს ეს ბავშვი, რა
სხაპასხუპით კითხულობს, როცა გაკვეთილებს სწავლობს.
_ მამიდა ხლოა, ამასობაში მომშივდა კიდევაც; ჯერარგამომცხვარა ქადა? _
შეეკითხა პატარა ჯორჯი.
_ ცოტაც მოითმინე, ჩემო პატარა ბატონიშვილო! _ უთხრა ხლოამ. _ ქადა
იბრაწება და ჩქარა მზად იქნება, ძალიან კარგი გამოცხვა.
ხლოამ ღუმელიდან გამოიღო ქადა, რომელიც მშვენივრად იყო გამომცხვა-
რი, დახელოვნებული მზარეულიც ვერ გამოაცხობდა ამაზე უკეთესს. ქადა
სუფრაზე მიიტანა და ახლა ძეხვისა და თაფლის კვერების მზადებას შეუდგა.
_ პიტ, მოსე, თქვე ცელქებო, მაგიდას მოეცალენით! _ უთხრა ხლოამ ბავ-
შვებს. _ შვილო, პოლი, შენც იქით დადექ! ახლავე თქვენც მოგცემთ ქადას. ბა-ტონიშვილო, წერას თავი დაანებეთ და სუფრასთან მიბრძანდით, ივახშმეთ ჩემ
ბერიკაცთან ერთად, ახლავე ცხელ-ცხელ ძეხვებს მოგართმევთ.
_ ვიცოდი, რომ გემრიელ ვახშამს გვაჭმევდი, მამიდა! შინ შემეხვეწნენ, მაგ-
რამ არ ვივახშმე, აქ წამოვედი. მე უკეთ ვიცი, სად ამზადებენ უფრო გემრიელ
საჭმელს.
_ მაშ ვიღამ უნდა იცოდეს, თუ არა თქვენ, ჩემო გვრიტო! განა არ ვიცი, რომ
გონიერი ბატონი გვყავხართ?
ხლოამ მიუალერსა ბავშვს და ისევღუმელს მიუბრუნდა.
ჯორჯი გემრიელად შეექცა ვახშამს, ძეხვს მორჩა და ახლა დანა აიღო ქადის
დასაჭრელად.
_ ბატონიშვილო, რას ჩადიხართ? მაგ დანით როგორ იქნება ქადის დაჭრა! _
დაუძახა ხლოამ. _ აი, სამაგისო დანა. _ მაგიდის უჯრიდან ამოიღო გალესილი
დანა, _ ეს დანა საგანგებოდ მაქვს შენახული ქადის დასაჭრელად. _ ამ სიტვე-
ბით მან დანა დაუსვა ქადას. _ რა კარგად ჭრის, იჰ, რა გაფუებულია, ბუმბუ-
ლივით მსუბუქია!
_ ტომ ლინკოლნი მარწმუნებდა იმ დღეს, ჩვენმა მზარეულმა თქვენს ხლო-
აზე კარგი მზარეულობა იცისო, _ თქვა ჯორჯმა ეშმაკურიღიმილით, თან პირი
ქადით გამოიტენა.
იმ დროს, როცა ბიძია თომას ქოხში გულდამშვიდებული ბაასობდნენ, მა-
თი ბატონის სახლში ბიძია თომას ბედი წყდებოდა.
სასადილო ოთახში ისხდნენ შელბი და ჰელი. მემამულემ ვაჭარს ქაღალდე-
ბი გადასცა:
_ ყველაფერი წესიერად გახლავთ, _ თქვა ჰელიმ, როცა ქაღალდები გადაი-
კითხა, _ ახლა საჭიროა, ნასყიდობის ქაღალდს ხელი მოვაწეროთ.
შელბის ემძიმებოდა ამ ქაღალდზე ხელის მოწერა. შიგ არ ჩაუხედავს, არ
წაუკითხავს, ისე მოაწერა საჩქაროდ თავისი გვარი, სადაც ჰელიმ უჩვენა. ჰე-
ლიმ ძველი ტყავის ქისიდან ამოიღო თამასუქი და გადასცა შელბის.
_ აჰა, გათავდა მთელი საქმე! _ თქვა ჰელიმ დაფეხზე წამოდგა.
_ გათავდა, დიახ, გათავდა! _ გაიმეორა ჩაფიქრებულმა შელბიმ ჰელის სიტ-
ყვა დაღრმად ამოიოხრა.
_ თქვენროგორღაც გული გეთანაღრებათ? _ შენიშნა ჰელიმ.
_ გახსოვდეთ, ბატონო ჰელი, თქვენი პატიოსანი სიტყვა, რომ თომას ვინმე
უცნობი კაცის ხელში არჩააგდებთ.
_ განა თქვენ თვითონ უცნობს არმომყიდეთ?
_ კარგად იცით, რომ მე სხვა გზა არა მქონდა.
_ ვინ იცის, შეიძლება მეც ამგვარ პირობებში ჩავვარდე. თქვენ, ყოველ შემ-
თხვევაში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვეცდები, თომა კარგ კაცს
მივყიდო. რაც შემეხება მე, ამის იმედი გქონდეთ, რომ კარგად შევინახავ.
ღვთის მადლით, მკაცრი კაცი არა ვარ. შელბი გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო. მაგრამ რა ექ-
ნა? მეტი აღარაფერი უთქვამს, ისე გააცილა ვაჭარი თავისი სახლიდან. შემობ-
რუნდა და დარდის გასაქარვებლად სიგარას მოუკიდა.


მეხუთე თავი
ელიზა გარბის შელბის სახლიდან
შელბის სახლში ყველა დასაძინებლად წავიდ-წამოვიდა. თვითონ ბატონი
შელბი თავის საწოლ ოთახში იჯდა სავარძელში და საღამოთი მოსულ ფოსტას
ათვალიერებდა; მისი მეუღლე კი სარკის წინ თმებს ისწორებდა. ქალბატონმა
ადრე დაითხოვა ელიზა, რაკი მოახლეს დაღლილობა შეატყო. იმ წუთშიც ელი-
ზაზეფიქრობდა. უცბად მოაგონდა მასთან ლაპარაკი.
_ არტურ, შენ გენაცვალე, მითხარი, ვინ არის ეგ ბრიყვი, მოუხეშავი კაცი,
დღეს შენთანრომ იყო სადილად?
_ მისი გვარია ჰელი, _ უპასუხა შელბიმ თავაუღებლივ. ვითომ რაღაც წე-
რილს ჩასცქეროდა, ნამდვილად კირცხვენოდა, თავი მაღლა აეღო.
_ მერერა საქმე ჰქონდა შენთან?
_ მე მასთან საქმე მქონდა ამას წინათ, ქალაქ ნატჩეზშირომ ვიყავი.
_ მერე იმის შემდეგ მეგობრად გთვლის და სადილად გეწვია?
_ სულაც არა, მე თვითონ მოვიწვიე სადილად. მე მასთან ანგარიშები მაქვს.
_ ეგ კაცი მონებით ვაჭრობს? _ შეეკითხა ქალბატონი შელბი, როცა ქმარს
უხერხულობა შეამჩნია.
_ ვინ გითხრა შენ ეგა? _ ჰკითხა შელბიმ თავის მხრივ.
_ ელიზა მოვიდა დღეს ჩემთან ნასადილევს საშინლად აღელვებული. იმას
ისე მოსჩვენებია, რომ ეგ კაცი ჰარის გევაჭრებოდა. ღმერთო, რა სულელია ის
დედაკაცი, რაებს არმოჩმახავს!
შელბი დუმდა, თითქოს მთელი მისი ყურადღება წერილისკენ იყო მიმარ-
თული.
«როცა იქნება, ხომ დამჭირდება გამომჟღავნება, მოდი, ახლა ვეტყვი ყველა-
ფერს», _ ფიქრობდა ის ამ დროს და ვერგადაეწყვიტა, როგორმოქცეულიყო.
_ ძლივს დავამშვიდე ელიზა, _ განაგრძო ისევ ქალბატონმა შელბიმ: _ და-
ვარწმუნე, რომ შენ არასოდეს გაყიდი მონას.
_ მართალია, ჩემო ემილია, _ გაბედა, როგორც იყო, ლაპარაკი შელბიმ. _ მე
ყოველთვის ვამბობდი და ვგრძნობდი მონების შესახებ იმასვე, რასაც შენ, მაგ-
რამ ახლა საქმეები ისე ამეწეწა, რომ იძულებული ვარ, უკიდურეს საშუალებას
მივმართო და გავყიდო რომელიმე მონა.
_ ეგ შეუძლებელია! შენ უთუოდ ხუმრობ, არტურ!
_ სამწუხაროდ, არა ვხუმრობ. მე თომას გაყიდვას ვაპირებ. _ როგორ! თომას?! ერთგულ, კეთილ და ჩვენს მოამაგე თომას გაყიდი? არა,
არტურ, ეგ აუტანელი იქნება! გაიხსენე, რამდენჯერ დაპირდი განთავი-
სუფლებას. ახლა კი გაყიდვას უპირებ! მერე ვის ხელში აგდებ? თუ ეგ მართა-
ლია, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა! ისიც აღარ გამიკვირდება, რომ
ჰარი მოგლიჯო დედას გულიდან.
ქალბატონ შელბის სიბრაზისა და მწუხარებისაგან ხმა აუკანკალდა.
_ ეჰ, ჯობია ახლავე შეგატყობინო, რაცა მაქვს გადა-წყვეტილი. ისიც მართა-
ლია, რომ ჰარის ვუპირებ გაყიდვას. თომასთან ერთად ბავშვიც უნდა გავყიდო.
მაგრამ ვერ გამიგია, რად მიყურებ ასეთი თვალებით? მონებს ხომ ყველა მემა-
მულე ყიდის?
_ რად ამოარჩიე მაინცდამაინც თომა და ჰარი გასაყიდად?
_ იმიტომ, რომ დიდი ფასი მომცეს. თუმცა შემეძლო კიდევ მეტი ამეღო: ჰე-
ლის ძალიან უნდოდა ელიზას ყიდვა.
_ საზიზღარი! ოჰ, ის საზიზღარი! _ დაიყვირა გაბრაზებულმა ქალბატონმა
შელბიმ.
_ რად ჯავრობ, ჩემო კარგო! მე გითხარი, შემომევაჭრა-მეთქი, ხომ არ გამი-
ყიდია. ვიცოდი, რომ შენ ელიზას გაყიდვა გეწყინებოდა და ამიტომ უარი ვუთ-
ხარი. მაშ, რა მექნა, ემილია? გაიგე ჩემი მდგომარეობა.
ქალბატონმა შელბიმ თავს ძალა დაატანა და ქმარს ცოტა უფრო ლმობიე-
რად დაელაპარაკა.
_ მაპატიე, არტურ, მკვახედ გელაპარაკები. ყველაფერი ისე მოულოდნე-
ლად მოხდა, რომ ახლაც გონს ვერ მოვსულვარ. მე მაინც გთხოვ, არ გაყიდო ის
უბედურები. აბა იფიქრე, როგორ შეიძლება თომას გაყიდვა, შენი გულისათვის
თავსაც კი არ დაზოგავს.
_ მართალს ამბობ, ემილია, მაგრამ რა ვქნა, რომ მეტი ღონე არა მაქვს! ახლა
გვიანღა არის ამ საგანზე ლაპარაკი.
_ არშეიძლება, რაიმე სხვა გზით ვიშოვოთ ფული? დაე, გავღარიბდეთ, ყვე-
ლაფერი ჯობს ამ საშინელ საქმეს, ადამიანებით ვაჭრობას. რა თვალით შევხე-
დო ამის შემდეგ ჩვენს მონებს? მთელი ჩემი სიცოცხლე იმას შევალიე, რომ მო-
ნებისთვის კეთილი გრძნობები ჩამენერგა, მათთვის ოჯახი, ბინადარი ცხოვრე-
ბა შემეყვარებინა. მუდამ იმას ჩავჩიჩინებდი ელიზას, რომ დედის წმინდა მო-
ვალეობა აესრულებინა და შვილი ნამდვილ ადამიანად აღეზარდა, ბავშვის სუ-
ლის სისპეტაკეზე ეზრუნა. ყოველთვის ვუქადაგებდი, ადამიანი სულიერ
ცხოვრებას ყველაფერზე მაღლა უნდა აყენებდეს-მეთქი, და ახლა კი გაიგებს,
რომ ჩვენთვის ფულს ყველაფერზე მეტი ფასი ჰქონია. ნორჩი არსება უნდა გა-
დავუგდოთ ურჯულო, გულქვა ადამიანს, რომელსაც შეუძლია არამცთუ ფი-
ზიკურად, არამედ სულიერადაც დაღუპოს ბავშვი...
_ საშინლად მაწუხებს, რომ ამ საქმეში ასე მხურვალედ მონაწილეობ, ჩემო
ძვირფასო ემილია! ვგრძნობ, რომ შენ მართალი ხარ... მაგრამ აღარაფრის შეც-
ვლა არ შეიძლება. აქამდის არ მინდოდა შენთან ასეთ საქმეზე ლაპარაკი, მაგ-
რამ ახლა იძულებული ვარ, ყველაფერი შეგატყობინო. საქმე ისაა, რომ ამ ვა-ჭარს ჩემი თამასუქები უჭირავს, ეს თამასუქები რომ არ გამიბათილოს, მთელი
ჩვენი სარჩო-საბადებელი, მთელი მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდება და
ჩვენს მონებსაც ამ საჯარო ვაჭრობაში შეიძენს ყველა, ვინც მოისურვებს და
ფასს მისცემს. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ჰელი მთხოვს მხოლოდ
თომას და ჰარის. თუ არ დავთანხმდები, იგი თავისას იზამს.
ქმრის სიტყვების გაგონებაზე ქალბატონმა შელბიმ თვალებზე ხელები აი-
ფარა და აქვითინდა.
_ ოჰ, რა საშინელია მონობა! _ წარმოთქვა მან. _ ნამდვილი წამებაა მონის-
თვისაც და ბატონისთვისაც. მე სულელს მეგონა, შევძლებდი ამ უკუღმართო-
ბის მოსპობას. მონობა ყოველთვის დიდ ცოდვად მიმაჩნდა და იმედი მქონდა,
შევძლებდი მონობის მძიმე უღლის შემსუბუქებას სათნოებითა და მზრუნვე-
ლობით. მონების განთავისუფლების საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ვაძლევ-
დი: ვფიქრობდი, მებატონის სახლშიც კარგად მოეწყობა მონების ცხოვრება,
თუ მათ ჯეროვნად აღვზრდით-მეთქი. უჰ, რა სულელი ვიყავი!
ქალბატონი შელბი ყველა საშუალებას ეძებდა, რომ დაეხსნა ისინი, ვის-
თვისაც ახლა ასე იტანჯებოდა.
_ სხვა ძვირფასი ნივთები არა მაქვს, მაგრამ ჩემი საათი კი ძვირი ღირს. იქ-
ნებ, ჰარი მაინც დავიხსნათ იმისიფასით.
_ გეუბნები, ახლა აღარაფერი მოხერხდება: ნასყიდობის ქაღალდზე ხელი
მოვაწერე და ჰელი არაფრის გულისთვის აღარ დაგვითმობს ბავშვს. შენ არიცი,
რა გულქვა კაცია ჰელი. თუ სარფა დაინახა, არაფერს დათმობს.
_ მერე მაგისთანა კაცს ჩაუგდე ხელში თომა და ჰარი? ღმერთო ჩემო, რა სა-
შინელებაა!
_ ჩემთვისაც სამძიმოა, ემილია! ამიტომ გადავწყვიტე, ხვალ ადრიან სხვა-
გან წავიდე, რომ მათი წაყვანის დროს აქ არ ვიყო. გირჩევ, შენც წახვიდე სადმე
და ელიზაც თან წაიყვანო.
_ არა, მე ეგრე ვერ მოვიქცევი! არ მსურს, ვმონაწილეობდე ასეთ ცუდ საქმე-
ში. წავალ თომასთან, დაე, იცოდნენ, რომ იმათთან ერთად მეც ვიტანჯები. დაე,
ნახონ, რომ გული მტკივა მათთვის, მაგრამ შველა არ შემიძლია. რაც შეეხება
ელიზას, ამაზეფიქრიც კი მაშინებს!
ცოლ-ქმარი ამ ლაპარაკში იყო და ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ ოთახის
კარებთან ელიზა იდგა და ყურს უგდებდა მათ ლაპარაკს. უბედურ დედას სიმ-
წრისაგან აცივ-აცხელებდა.
ელიზა ქალბატონის სიტყვებმა სავსებით მაინც ვერ დაამშვიდა. ამიტომ,
იმის მაგივრად, რომ დასაძინებლად წასულიყო, გადაწყვიტა, როგორმე ნამ-
დვილი ამბავი გაეგო, და, ქალბატონისა და ბატონის ლაპარაკი რომ შემოესმა,
ქალბატონის საწოლი ოთახის გვერდით, პატარა ოთახში დაიმალა და ყველა-
ფერი შეიტყო.
როცა ხმაური მიწყდა, ელიზა ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. კაცი ვეღარ
იცნობდა, ისე გამოცვლილიყო ამ რამდენიმე წუთში. იმის ნაზსა და მორცხვ სა-
ხეს ახლა რაღაც მტკიცე გადაწყვეტილება ეტყობოდა. პირმოკუმული, ფერმიხ-დილი ის წამით გაჩერდა ქალბატონის საწოლ ოთახთან, თავის გულში გამო-
ეთხოვა მოამაგე ადამიანს და შემდეგ თავისი ოთახისაკენ გაეშურა.
ოთახს რომ თვალი მოავლო, გაახსენდა მთელი თავისი წარსული ცხოვრე-
ბა, ამ ჭერქვეშ გატარებული ბედნიერი დღეები და გულმა მწარედ შემოჰკვნესა.
გადახედა თავის პატარა ჰარის, რომელსაც ტკბილად ეძინა ლოგინში; ხუჭუჭა
თმები ბალიშზე ეყარა: მძინარეს სახეზეღიმილი უკრთოდა.
ამ სურათის დანახვამ ელიზა გამოაფხიზლა, მსწრაფლ შეიკავა თავისი
გრძნობები, გამოეთხოვა მოგონებებს და საჩქაროდ მზადებას შეუდგა.
ჰარის ტანსაცმელი და საცვლები ერთად შეკრა და წელზე დაიკიდა. დედის
გულმა თავისი შვილის სათამაშოებიც კი არ დაივიწყა. ბოხჩაში გამოკრა ის სა-
თამაშოები, რომლებიც ჰარის უფრო უყვარდა. ეძნელებოდა ბავშვის გაღვიძება,
მაგრამ სხვა გზა არ იყო. როგორც იქნა, გააღვიძა, ხელში სათამაშოდ ჭრელი
თუთიყუში მისცა და თვითონაც მარდად ჩაიცვა.
_ დედა, სად მივდივართ? _ შეეკითხა ბავშვი, როცა ელიზამ პალტო მიუტა-
ნა.
დედამ მხოლოდ შეხედა შვილს და ამ შეხედვით აგრძნობინა, რომ რაღაც
არაჩვეულებრივი ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
_ ხმადაბლა ილაპარაკე, შვილო, _ უთხრა ელიზამ ჩურჩულით, _ თორემ
ხმაურს ვინმე გაიგებს და საქმეს წავახდენთ. ბოროტ კაცს უნდა მომტაცოს ჩემი
ჰარი, მაგრამ მე მას არ დავანებებ ჩემ ბიჭიკოს, ახლავე ჩააცმევს დედა და ისე
შორს წაიყვანს, რომ ბოროტმა კაცმა ვერმიაგნოს.
ელიზამ ბავშვს პალტო ჩააცვა, ხელში აიყვანა, უთხრა, კრინტი არ დაძრაო,
დაფეხაკრეფით გასრიალდა აივნის კარში.
მოწმენდილი ღამე იყო, ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. ციოდა კიდეც
ცოტათი. ელიზამ ბავშვი თბილ თავშალში გაახვია, მაგრამ ბავშვს მაინც შეს-
ცივდა პირველ გამოსვლაზე და დედის მკერდს მიეკრა. ეზოში ბრუნომ დაიყე-
ფა, მაგრამ ჩქარა იცნო ელიზა, გაჩუმდა და მიელაქუცა. რამდენიმე წუთის შემ-
დეგ ბიძია თომას ქოხთან მივიდნენ.
თომასა და ხლოას ჯერკიდევ ეღვიძათ.
ფეხის ხმაზე ხლოა ლოგინიდან წამოვარდა, ფანჯარასთან მიირბინა და
ფარდა ასწია.
_ ნეტა რა მოხდა, რომ ელიზა მოდის ჩვენთან ამ დროს? ბრუნოც უკან მოს-
დევს. ადე, კაცო, ჩქარა ტანთ ჩაიცვი, მე კარს გავუღებ, _ თქვა შეშინებულმა.
თომამ ქონის სანთელი აანთო. ხლოამ კარი გააღო და სანთლის მკრთალ
შუქზე გაარჩია ელიზას გაფითრებული სახე და ნაღვლით სავსე თვალები.
_ რა დაგემართა, ადამიანო? რა საშინელი სახე გაქვს, ავად ხომ არა ხარ? ჩქა-
რა მითხარი, რა მოხდა?
_ გაქცევას ვაპირებ, ბიძია და მამიდა! ბატონმა ჩემი შვილი გაყიდა და მინ-
და გადავარჩინო.
_ რაო?! ბავშვი გაყიდა?! _ შეჰყვირეს ერთად. _ დიახ, მიჰყიდა ისიცა და თქვენც, ბიძია თომა, ერთ ვაჭარს, ჩემი ყურით
გავიგონე ეს ბატონისაგან. ქალბატონს ეუბნებოდა: ხვალ ადრიანად უნდა წავი-
დე სადმე, რომ მათ წაყვანას არ დავესწროო.
სანამ ელიზა ლაპარაკობდა, თომა ხელებაპყრობილი იდგა გაშეშებული-
ვით. როცა გონს მოვიდა, ღონემიხდილი დაეშვა სკამზე და თავი ჩაკიდა. ელი-
ზას მოტანილმა ამბავმა თავზარი დასცა უბედურს.
_ ნუთუ ეს მართალია! _ წარმოთქვა ხლოამ, _ ნეტა რა დააშავა ამ საცოდავ-
მა, რომ ბატონმა გასაყიდად გაიმეტა?!
_ არაფერი. დანაშაულისათვის კი არა ჰყიდის! _ განაგრძო ელიზამ. _ რო-
გორც ბატონის სიტყვებიდან გავიგე, იმ კაცის ბევრი ფული ჰმართებია და, რომ
არ დათანხმებულიყო ამათ გაყიდვას, ბატონის მთელი ქონება მონებიანად
თურმე საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა. ჩემი ჰარი ყველაფერს მირჩევნია ქვე-
ყანაზე, ვინ იცის, რა დაემართება, იმ ბოროტი კაცის ხელშირომ ჩავაგდო.
_ ადამიანო, შენ რაღას გაჩერებულხარ? _ მიუბრუნდა ხლოა ქმარს, _ შენც
უნდა გაიქცე, თორემ, მაგათ რომ უყურო, ვინ იცის, სამხრეთის ბაზარზე გიკ-
რან თავი გასაყიდად. იქ თურმე აუტანელი მუშაობით ხოცავენ მონებს. ჯერკი-
დევ დრო გაქვს გასაქცევად. მე ერთ წუთში მოგიმზადებ ყველაფერს. შენ და
ელიზა ბარემ ერთად წადით.
თომამ მწუხარებით შეხედა ცოლს.
_ არა, გაპარვით არ წავალ ამ სახლიდან, _ წარმოთქვა ხმადაბლა, მაგრამ
მტკიცე ხმით. _ ელიზას გაჩერება შეუძლებელია. ამან ბავშვი უნდა გადაარჩი-
ნოს როგორმე. მე რომ წავიდე, ბატონს დავღუპავ. ხომ გაიგე, ბატონს მთელი
საცხოვრებელი გამოეცლებოდა ხელიდან, თუ არჩეულ მონებს არ გასცემდაო.
მე არა მსურს გავხდე მიზეზი ამ სახლის უბედურებისა, ეგ შეუძლებელია. დაე,
ისევ მე გამყიდონ. მე სხვაზე ნაკლებად არ ავიტან გაჭირვებას. _ თომა უფრო
ცოლის გასამხნევებლად ლაპარაკობდა, მაგრამ ყელში მომდგარი ცრემლები
უშლიდა ლაპარაკს. _ მე ყოველთვის ერთგული ვიყავი ბატონისა და ახლაც ერ-
თგული დავრჩები. ნუ გავამტყუნებთ ჩვენს ბატონს. ალბათ, სხვანაირად საქმე
მართლა არ მოხერხდებოდა, რომ მონა გასაყიდად გაიმეტა. იმედი მაქვს, ბატო-
ნი უნუგეშოდ არ დაგტოვებთ... შენ და საცოდავ...
თომამ ვეღარ დაამთავრა, რისი თქმაც უნდოდა. შეხედა ბავშვებს, რომლებ-
საც მშვიდად ეძინათ და ხუჭუჭი თმები სასთუმალზე გადაეშალათ. ახლა კი
თავი ვეღარშეიკავა და ტირილი წასკდა.
_ ახლა კი დროა გამოგეთხოვოთ, _ თქვა ელიზამ. _ დღეს ჩემი ქმარი იყო
ჩემთან. იმისთვისაც გაუმწარებიათ სიცოცხლე და ისიც გაქცევას აპირებს. თუ
კიდევ მოვიდეს აქ, გადაეცით ჩემი უკანასკნელი სალამი. შეატყობინეთ, რომ მე
აქედან გავიტაცე ჩვენი შვილი. იმედი მაქვს, ოდესმე მაინც ვეღირსებით ერ-
თმანეთის ნახვას. ბრუნო შეიტყუეთ და დაამწყვდიეთ, თორემ თან მომყვება
და საქმეს წამიხდენს.
ელიზა გამოეთხოვა თომასა და ხლოას, მაგრად ჩაიკრა გულში შვილი და
ჩქარი ნაბიჯით გაუდგა გზას.
მეექვსე თავი
მღელვარება შელბის ბინაზე ელიზას
გაქცევის შემდეგ
მეორე დღეს შელბიმ და მისმა მეუღლემ გვიან გაიღვიძეს. ქალბატონმა
შელბიმ კარგა ხანს უცადა, ან ახლა მოვა ელიზა, ან ახლაო, მაგრამ მოახლე არ-
სად ჩანდა. ბოლოს პატარა ბიჭი ანდი გაგზავნა დასაძახებლად. იგი შეშინებუ-
ლი დაბრუნდა ქალბატონთან.
_ ქალბატონო, _ მოახსენა მან, _ ელიზა ოთახში არ გახლავთ; სკივრები
თავღია ყრია. ყველაფერი არეულ-დარეულია: ალბათ, გაიქცა ელიზა!
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს შეხედა. იმათაც თავში გაურბინა აზრმა: უთუოდ
ჩვენს ლაპარაკს მოჰკრა ყური და მოინდომა ბავშვის გადარჩენაო.
_ კარგია, რომ თავს უშველა! _ წამოიძახა გახარებულმა ქალბატონმა შელ-
ბიმ და თავისუფლად ამოისუნთქა.
ქმარი კი ამ ამბავმა შეაწუხა.
_ რას ამბობ, ქალო? _ უთხრა მან ცოლს, _ რატომ იმას აღარ ფიქრობ, რომ
ჰელის შეუძლია, მე დამაბრალოს ელიზას გაპარვა და პასუხისგებაში მიმცეს?
შელბიმ საჩქაროდ ჩაიცვა და ოთახიდან გამოვიდა. სახლში საშინელი ალი-
აქოთი ატყდა. ყველგან დარბოდნენ და ეძებდნენ, მაგრამ კვალი ვერ იპოვეს,
ელიზას მნახველს ვერავის მიაგნეს. მხოლოდ ხლოამ იცოდა ყველაფერი და
იმასაც კრინტი არ დაუძრავს. მუდამ მოცინარე სახე დღეს მას მოღრუბლული
ჰქონდა. უხმოდ ტრიალებდა სამზარეულოში, კაცს ეგონებოდა, არც კი ეყურე-
ბა, თუ რა ხდებოდა მის გარშემო.
ცოტა ხნის შემდეგ ბატონის სახლის აივანთან ბლომად შეიკრიბნენ ზანგი
ბავშვები. ისინი ვაჭარს უცდიდნენ. ყველას სურდა, პირველს შეეტყობინებინა
მისთვის ეს ახალი ამბავი.
_ უჰ, როგორგაბრაზდება! _ თქვაღიმილით ანდიმ.
ამ დროს ჰელიც გამოჩნდა, მას სამგზავრო ტანისამოსი ეცვა. ბავშვები შემო-
ეხვივნენ და ახალი ამბავი ყველამ ერთად მიახალა.
ვაჭარმა ლანძღვა-გინება ატეხა და შოლტი დაუქნია ბავშვებს. ისინი უცნა-
ური ხტუნაობითა და მანჭვა-გრეხით სწრაფად გაიფანტნენ, ჰელიმ საქმის გან-
მარტება შელბის მოსთხოვა.
შელბიმ ბევრი არალაპარაკა კადნიერი ვაჭარი.
_ ნუ გავიწყდებათ, რომ საქმე პატიოსან ადამიანთან გაქვთ. ყოველნაირ
დახმარებას აღმოგიჩენთ გაქცეული მოახლის მოსაძებნად. სამ, ანდი! _ დაუძა-
ხა მან თავის ორმონას, _ შეკაზმეთ ახლავე ცხენები და ბატონ ჰელის ეახელით.
თომას გაყიდვისა და ელიზას გაქცევის ამბავი სწრაფად შეიტყვეს მონებმა.
ყველა თანაუგრძნობდა ელიზას, ყველა მოწადინებული იყო, ვაჭრისათვისგზა-კვალი აერია, რომ გაქცეული ელიზა ვერ ეპოვა. ახლა ისიც შეიტყვეს, ქალ-
ბატონს გაუხარდა ელიზას გაქცევაო, და ამან ხომ სულ ფრთები შეასხა ყველას.
ცხენების შეკაზმვა სამის დაავალეს. იგი გამოცდილი ადამიანი იყო და,
მდევარი რომ შეეფერხებინა, ჰელის ცხენის უნაგირსა და საოფლეს შუა კაკლის
ნაჭუჭი ჩაატანა.
_ ასე კარგად იქნება, _ ჩაილაპარაკა და ეშმაკურად ჩაიცინა: _ შეჯდეს ერ-
თი, ჩვენი მხედარი, სწორედ იქით წაიყვანს, საითაც საჭიროა.
როცა ჰელის ცხენები მოართვეს, ქალბატონმა შელბიმ სამს უთხრა:
_ სამ, შენ ამ ბატონს თან უნდა გაჰყვე, ვინძლო ცხენებს გაუფრთხილდე და
არ აჭენოთ, _ უკანასკნელი სიტყვები ქალბატონმა ხმადაბლა და განსაკუთრე-
ბულად წარმოთქვა.
_ დარდი ნუ გექნებათ, ქალბატონო, გავუფრთხილდები, _ ღრეჭით მიუგო
სამმა.
ცხენები ანდის ეჭირა. სამი მიუახლოვდა და რაღაც უთხრა. ორთავემ სიცი-
ლი დაიწყო.
გამოჩნდა თვითონ ჰელიც. გემრიელი ყავის შემდეგ კარგ გუნებაზე მოსუ-
ლიყო. სამმა და ანდიმ დაინახეს თუ არა, დაფაცურდნენ.
_ აბა, ბიჭებო, მარდად! _ დაუძახა ჰელიმ, _ დრო ძვირად გვიღირს.
ჰელი ცხენზე შეჯდა, მაგრამ უნაგირზე გასწორება ვერ მოასწრო, ცხენი
ყალყზე შედგა და ელვის სისწრაფით გახტა გვერდზე. ჰელიმ თავი ვერ შეიკავა
უნაგირზე, თავდაყირა გადმოვარდა და ბალახებში დაგორდა.
სამი ცხენისაკენ გაიქცა, თავზე ქუდის მაგიერ ბუერა ბალახის ფოთოლი
ეხურა და ეშმაკობით ცხენს თავში მოახვედრა. დამფრთხალ ცხენს მეტი არა
უნდოდა რა, მთლად გადაირია, შურდულივით გაირბინა ტრიალი მინდორი
და ტყეს ეცა. ანდისაც გამოუსხლტნენ ხელიდან ცხენები, რომლებიც მან განგებ
არშეაჩერა დაფრუტუნით გაცვივდნენ მინდორში.
აირია მონასტერი.
ანდი და სამი გიჟებივით დარბოდნენ და რაღაცას ყვიროდნენ. ბავშვებმა
საშინელი ღრიანცელი, სიცილი და ტაშისცემა ატეხეს. ჰელი, როგორც იყო, წა-
მოდგა, ლანძღვა-გინებით და ბოღმით ფეხებს აბაკუნებდა, ბატონი შელბი კი
აივნიდან აძლევდა ბიჭებს ბრძანებას, მაგრამ მისი ხმა ღრიანცელში აღარავის
ესმოდა. ქალბატონი შელბი გულში იცინოდა, გრძნობდა, რომ ყველაფერი ეს
განგებ იყო მოწყობილი.
ბოლოს, საათის თორმეტზე, ჰელის ცხენი დაიჭირეს და მოიყვანეს. სამს
თვითონ ეჭირა სადავე და წინ მოუძღოდა. ჰელი მივარდა სამს და ლანძღვა და-
უწყო.
სამი თავს იმართლებდა და იფიცებოდა, რომ სულითა და გულით მზად
იყო სამსახური გაეწია ვაჭრისათვის.
_ ახლა მოჰყვება ყბედობას! _ შეუტია ბრაზმორეულმა ჰელიმ. _ ჩქარა შეს-
ხედით ცხენებზე და გზას გავუდგეთ, ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. _ რას ბრძანებთ, ბატონო, ახლა ამ ცხენების გაჭენება როგორ შეიძლება. აბა
შეხედეთ, ოფლში ცურავენ. არ ვიცი, ბატონო, თქვენი ცხენების ამბავი, მაგრამ
ჩვენი ცხენები ეგრე არ გვყავს ნაჩვევი. ბატონი დაგვხოცავს, ცხენებს რომ დავ-
მართოთ რამე. თქვენ ელიზასი ნუ გედარდებათ. იმას რა სიარული შეუძლია?!
შუადღე გახლავთ, ბარემ ისადილეთ და ისე გავუდგეთ გზას.
ქალბატონი შელბი სიამოვნებით ისმენდა ამ ლაპარაკს; თავს ძალა დაატა-
ნა, ალერსიანად გაუღიმა ჰელის და სთხოვა, სადილად დარჩენილიყო.
სადილი უკვე მზად იყო.
მეტი ჩარა არ იყო. ჰელი თუმცა გულზე სკდებოდა, რომ იგვიანებდა, მაგ-
რამ ქალბატონ შელბის უარი ვეღარგაუბედა და დარჩა სადილად.

მეშვიდე თავი
ჰელის უშედეგო დევნა
ელიზამ საშინელი მარტოობა იგრძნო, როცა ნაცნობ ადგილებს მოშორდა
და ბავშვით ხელში მარტოდმარტო დარჩა.
წინ გრძელი გზა მოჩანდა. ვინ იცის, რა გაჭირვება და საფრთხე მოელოდა
მას ამ გზაზე. ტოვებდა ძვირფას ადგილებს, სადაც ამდენ ხანს ბედნიერად და
უდარდელად ცხოვრობდა.
მაგრამ მშობლიური სიყვარული ყოველ შიშსა ძლევს. მან მაგრად ჩაიკრა
ჰარი გულში. ბავშვის სიმძიმესაც კი ვეღარ გრძნობდა, ნიავივით მიქროდა წინ.
ბავშვს თვითონაც შეეძლო სირბილი, მაგრამ დედა ხელიდან არ უშვებდა; იმის
შიში, რომ შეიძლება მდევარი გამომიყენონო, მას სიმხნევეს მატებდა და
ფრთებს ასხამდა. როცა ჩირგვებში გაიფაჩუნებდა რამე, ელიზას გული გადაუ-
ქანდებოდა და ნაბიჯს უმატებდა.
პირველად ბავშვი შიშითა და ცნობისმოყვარეობით თვალებს აქეთ-იქით
აცეცებდა, ფხიზლობდა, ყველაფერს ეკითხებოდა დედას. იგი კი ამშვიდებდა:
_ დაწყნარდი, ჩემო სიცოცხლევ! ჩუმად იყავ, ნუ ილაპარაკებ და დედა და-
გიხსნის ბოროტი კაცის ხელიდან.
_ რო დავიძინო, ბოროტი კაცი აღარმომიტაცებს? მითხარი, ჩემო დედილო,
აღარმომიტაცებს?
_ არა, ჩემო გვრიტო! _ ისე უპასუხებდა დედა, რომ თვითონაც ვეღარ ცნობ-
და თავის ხმას.
ბავშვმა მხარზე დაადო დედას თავი და მშვიდი ფშვინვა ამოუშვა, ხელე-
ბი დედას ყელზე შემოჰხვია. სასწაულმოქმედ ძალას აძლევდა ეს პატარა ფუნ-
ჩულა ხელები ელიზას. სუსტი აგებულების, გრძელ მგზავრობას შეუჩვეველი
ელიზა ნიავივით მიაქროლებდა თავის ჰარის.
ელიზამ დიდი ხანია გადაიარა თავისი ბატონის ადგილ-მამული. მზის
ამოსვლის ჟამს ის უკვე გავიდა მდინარე ოჰაიოსაკენ მიმავალ გზაზე. სწორედ
ამ მდინარისაკენ მიეშურებოდა: იცოდა, რომ მდინარის გაღმა მათ განსაცდელიაღარ მოელოდათ. როგორ მოეწყობოდა მათი ცხოვრება უცხო მხარეში, ამაზე
ის ამჟამად არ ფიქრობდა. ამ მდინარეზე ნამყოფი იყო ელიზა: ერთხელ ქალბა-
ტონს ახლდა და გზა იცოდა.
როცა შარაგზაზე გავიდა, ცოტა შეისვენა, კაბა და მოსახვევი გაისწორა, შეე-
ცადა დამშვიდებულიყო, რომ არავის ეჭვი არ აეღო, გამოქცეულიაო. ბავშვი
დასვა, ხელი მოჰკიდა და გვერდით გაიდევნა. ელიზას ბავშვისათვის ქადები
და ვაშლები წამოეღო. რომ წაეხალისებინა ბავშვი, ვაშლს გაუგორებდა გზაზე,
ისიც გამოუდგებოდა დასაჭერად და ასე შეუმჩნევლად მიდიოდნენ წინ.
უცებ გზაზე ღობეს წააწყდნენ. ხმაური ისმოდა. ჰარის პური მოშივდა.
ელიზამ ბავშვი ღობეზე გადაიყვანა, მდინარის პირას ქვა იპოვა და იმაზე ჩა-
მოჯდა. გახსნა ბოხჩა და ბავშვს საუზმე ამოუღო. ჰარი მადიანად შეექცეოდა
და დედასაც სთავაზობდა. უკვირდა და სწყინდა, რომ დედა არაფერს ჭამდა.
_ არა, არ მინდა, შვილო, არა მშია! _ ეუბნებოდა ელიზა და თან ძლივს
იმაგრებდა ყელში მომდგარცრემლებს.
_ დედას ახლა არა შია, როცა მდინარესთან მივალთ, მაშინ დედაც შეჭამს, _
ეუბნებოდა ის.
ელიზამ საჩქაროდ შეკრა ბოხჩა და ისევ გზას გაუდგა. შეეცადა მხიარული
გამომეტყველება მიეღო. ერთი რამ ანუგეშებდა: თუ ნაცნობები შეხვდებოდნენ,
ვინც იცნობდა ბატონ შელბის ოჯახს, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ სათნო
ოჯახიდან მოსამსახურე გაიქცეოდა, უცნობები კი არჩათვლიდნენ ელიზას მო-
ნად, რადგანაც ისიც და მისი შვილიც თეთრკანიანები იყვნენ.
შუადღისას მიადგა ერთ დუქანს, შევიდა დასასვენებლად და სასადილოდ.
რაც უფრო შორს მიდიოდა ელიზა, მით უფრო უშიშრად გრძნობდა თავს,
მშვიდდებოდა და ბოლოს შიმშილიც იგრძნო. დუქანში დედაკაცი ვაჭრობდა.
მგზავრის დანახვა გაუხარდა, იფიქრა, ხმის გამცემი ვიშოვეო.
მზის ჩასვლისას ელიზა შევიდა მდინარე ოჰაიოს ნაპირზე მდებარე სო-
ფელში. ამ მდინარის იქით ის თავისუფალ ადამიანად გარდაიქმნებოდა.
გაზაფხული იყო. ადიდებულ მდინარეს დიდრონი ყინულები მოჰქონდა.
სოფელთან მდინარე უხვევდა და ნაპირის ერთი მხარე დაბალი იყო. ამ მხარე-
ზე მიეყარა დიდრონი ყინულები და გორები აეშენებინა. აქ წყლის კალაპოტი
ვიწრო იყო.
ელიზა კარგა ხანს დასცქეროდა ამ ადგილს.
«ასეთ დროს მდინარეზე ბორანი ვერიმუშავებს», _ გაიფიქრა მან მწუხარედ
და ამბის გასაგებად შევიდა იქვე ახლო დუქანში.
დუქნის სამზარეულოში ვიღაც ქალი გაჩქარებული ამზადებდა ვახშამს.
მოიხედა, როცა ელიზას შეწუხებული ხმა გაიგონა.
_ რა გნებავთ? _ ჰკითხა მან.
_ ბორანი დადის მდინარეზე?
_ არა, ახლა ვერც ბორანი და ვერც ნავი ვერიმუშავებს. ქალმა შენიშნა, რომ ამ ამბავმა ელიზა მეტად შეაწუხა, და თითქოს სანუგე-
შოდ დაუმატა: _ რად გნებავთ ბორანი? ძალიან საჭიროა თქვენთვის იქით ნა-
პირზე გასვლა? ავადმყოფი ხომ არავინ გყავთ?
_ იქ ჩემი მშობლები ცხოვრობენ, ჩემი შვილი იყო იმათთან და ავად გამ-
ხდომია. ეს ამბავი მხოლოდ გუშინ საღამოთი შევიტყვე, მაშინვე სახლიდან წა-
მოვედი და დაუსვენებლივ ვიარე აქამდის. ვჩქარობდი, თვალნათლივ მდინა-
რეზე გადავსულიყავ.
ელიზას სიტყვებმა იმოქმედა ქალზე; მასაც ჰყავდა შვილები და ადვილად
გაიგო დედის მწუხარება.
_ ძალიან სამწუხაროა. სოლომონ! _ დაუძახა მან ვიღაცას.
სამზარეულოს კარებში გულზე ტყავის ფეშტამალ-აფარებული კაცი
შემოვიდა.
_ სოლომონ, ხომ არიცი, მეურმე დღეს გადაიტანს კასრებს იქით ნაპირზე?
_ ამბობდა, უნდა ვცადო გადატანაო, _ უპასუხა კაცმა.
_ აქ, ჩვენს ბაკში დგას დაბარგული ურემი, _ უთხრა ქალმა ელიზას. _ მე-
ურმე ივახშმებს და მერე შევიტყობთ, შეაბამს თუ არა ურემს წასასვლელად. მა-
ნამდის კი შეგიძლიათ აქ მოიცადოთ და დაისვენოთ. რა კარგი ბიჭი გყავთ! _
მიუალერსა ქალმა ჰარის და ქადის ნაჭერი შესთავაზა, მაგრამ ბავშვი ატირდა,
საშინლად დაღლილი იყო.
_ ძალიან მოიქანცა, დღეს იმოდენა გზა გამოვიარეთ, _ თქვა ელიზამ.
ქალმა ელიზა მიიწვია მეორე ოთახში, სადაც სუფთა ლოგინი ეგო.
ელიზამ ლოგინზე დააწვინა დაღლილი ბავშვი და თვითონაც გვერდით
მიუჯდა. სანამ ბავშვს დაეძინებოდა, მისი ხელი ეჭირა ხელში, მაგრამ მოუს-
ვენრობას გრძნობდა: მდევრის ეშინოდა. დაღონებული ადგა, მივიდა ფანჯა-
რასთან და გახედა მქუხარე მდინარეს, რომელიც ამჟამად მას და მის შვილს
თავისუფლების მოპოვებას უძნელებდა.
* * *
დავუბრუნდეთ ახლა მის მდევარს.
თუმცა ჰელის უთხრეს, სადილი მზად გახლავსო, მაგრამ სუფრის გაწყობამ
დაიგვიანა რაღაც მოულოდნელი გარემოების გამო. ხლოა არ ჩქარობდა, ის რა-
ღაცას ბუტბუტებდა და ზოზინით ამზადებდა სადილს.
ჰელიმ თავისი ყურით გაიგონა, როცა შელბიმ ფიცხელი განკარგულება
მისცა, სადილი დააჩქარეთო, მაგრამ სადილმა მაინც დაიგვიანა.
მოახლეები მიხვდნენ, რომ ქალბატონი ხელს უწყობდა ჰელის დაგვიანე-
ბას, და ისინიც ეხმარებოდნენ. ხლოას შემწვრისთვის საწებელი გაუფუჭდა და
შემწვარი არ მოიტანა, სანამ ხელახლა არ დაამზადა. რაღაც ნამცხვარიც ძალიან
მოხერხებულად დაუვარდა ხელიდან, სამზარეულოდან რომ მოჰქონდა. კარგა
დიდი დრო დასჭირდა მის შესწორ-შემოსწორებასა და გასუფთავებას. _ ვაჭარი გულზე სკდება, რომ იგვიანებს, ქალბატონი ამშვიდებს, მაგრამ ის
ცოფიანივით დარბის ოთახში და არიცის, რა ქნას, _ ლაპარაკობდა ანდი სამზა-
რეულოში და თან გულიანად ხარხარებდა.
როგორც იყო, სადილი მიართვეს ბატონებს და ახლა მოახლეებმა იშოვეს
დრო სალაპარაკოდ.
_ რა საზიზღარი კაცი ყოფილა! _ დაიწყო ხლოამ ბრაზმორეული კილოთი:
_ აბა დააკვირდი, რამდენ ბოროტებას სჩადის! დედას შვილსა სტაცებს, აშო-
რებს ერთმანეთს საყვარელ ადამიანებს. ყველა ამას მოფიქრებით, დამშვიდე-
ბული გულით სჩადის და მაგისთანა საძაგლები, ადამიანის სისხლისმსმელე-
ბი, ბედნიერად ცხოვრობენ! _ მამიდა ხლოას ცრემლები ახრჩობდა.
ამ დროს გაისმა ზარის ხმა. თომას ეძახდნენ ბატონთან.
_ თომა, _ უთხრა შელბიმ თავის დიდი ხნის ერთგულ მოსამსახურეს, _ აი,
რისთვის დაგიბარე: დღეიდან ეს კაცი არის შენი ბატონი და მოვალე ვარ, ათასი
დოლარი ჯარიმა გადავიხადო, თუ შენ დანიშნულ დროს აქ არ დახვდები. ახ-
ლა ის თავის საქმეზე მიდის და შენ კი თავისუფალი ხარ, შეგიძლია, როგორც
გსურს, ისე მოიქცე.
_ გმადლობთ, ბატონო!
_ მაშ, კარგად გახსოვდეს, რაც გაიგონე. ისე არ მოიქცე, როგორც მონებსა
სჩვევიათ, თორემ, თუ სიტყვა გამიმტყუნე, იცოდე, შენი ბატონი არის პასუხის-
მგებელი.
_ ბატონო, _ მიმართა თომამ შელბის. _ რვა წლიდან თქვენს ოჯახში ვარ.
ერთი წლისა ბრძანდებოდით, როცა ცხონებულმა დედათქვენმა თქვენი თავი
ჩამაბარა და მითხრა: თომა, აბა შენ იცი, როგორ მოუვლი და გაუფრთხილდები
შენს მომავალ ბატონსაო. ახლა, ბატონო, თქვენ მიბრძანეთ, გავამართლე ეს
სიტყვა თუ არა?
ბატონი შელბი მეტად ააღელვა თომას სიტყვებმა, თვალებზე ცრემლები
მოერია, მიუახლოვდა და უთხრა:
_ ჩემო კეთილო თომა! მეძნელება შენი მოშორება, ჩემი ნება რომ იყოს, არა-
ვის დავუთმობდი შენს თავს.
_ მე ჩემი მხრივ გაძლევ პირობას, _ ჩაერია ლაპარაკში ქალბატონი შელბიც,
_ რომ უეჭველად გამოგისყიდით, როგორც კი მოვაგროვებთ საჭირო ფულს.
ბატონი ჰელი პატიოსან სიტყვას მაძლევს, რომ შემატყობინებს, სად გაგყიდის.
როგორც იყო, ნაშუადღევის ორ საათზე ბატონ ჰელის ცხენი მოართვეს. სა-
მი და ანდი ნასიამოვნები იყვნენ, რომ ჰელი დააგვიანეს. ახლა კი ერთობ გულ-
მოდგინედ ემსახურებოდნენ.
_ ძაღლები გყავთ თუ არა? _ იკითხა ჰელიმ.
_ დიახ, ბატონო, _ უპასუხა სამმა თავმოწონებით. _ ჯერ ერთი, ბრუნო, ძა-
ლიან გონიერი ძაღლია, ხმაც ისეთი რიხიანი აქვს. ამას გარდა, ყველა ჩვენგან-
საც ჰყავს თითო ძაღლი თავ-თავიანთ ქოხში. _ მე ეგეთ ძაღლებზე არ გეკითხებით. გყავთ თუ არა ზანგებზე ნაგეში ძაღ-
ლები-მეთქი. მაგრამ ან რას გეკითხებით, უეჭველია, აქ ამისთანა ძაღლები არ
გეყოლებათ.
სამმა კარგად იცოდა, როგორ ძაღლებზედაც ლაპარაკობდა ჰელი, მაგრამ,
ვითომ ვერმიუხვდა, და სიტყვა ბანზე აუგდო.
_ ჩვენს ძაღლებს მშვენიერი ალღო აქვთ, _ განაგრძობდა ის. _ ბრუნო, აქ მო!
_ დაუსტვინა მან. იმ წამსვე მოირბინა ნიუფაუნდლენდის ჯიშის დიდმა ძაღ-
ლმა და მიელაქუცა სამს.
გაბრაზებულმა ჰელიმ გადააფურთხა და უბრძანა მონებს, ცხენებზე შემ-
სხდარიყვნენ.
როცა შელბის მამულს გასცდნენ, ჰელიმ განაცხადა, საჭიროა, მდინარისა-
კენ მოკლე გზით წავიდეთო.
_ მე ვიცი ზანგების ჩვეულება: შარაგზით არასდროს არგაიქცევიან.
_ მართალს ბრძანებთ, ბატონო! _ დაეთანხმა სამი. _ მხოლოდ რომელი მოკ-
ლე გზით წავიდეთ. აქ მოკლე გზა ორი გახლავთ. ერთი მოკირწყლულია, მეო-
რე არა.
ანდიმ გაკვირვებულმა შეხედა ამხანაგს, მას არ გაეგონა აქამდის, რომ მეო-
რე გზაც იყო, მაგრამ ჩქარა მიხვდა სამის განზრახვას და ისიც დაემოწმა.
_ მე ასე მგონია, _ განაგრძო სამმა, _ ელიზა მოკირწყლული გზით არ წავი-
დოდა, ბილიკით წავიდოდა: ბილიკზე მგზავრი ნაკლებია.
ჰელის თავი გამოცდილ კაცად მიაჩნდა, მაგრამ ახლა დაიბნა და აღარ იცო-
და, როგორმოქცეულიყო.
_ თქვენსას, თქვე გაიძვერებო, კაცი ვერაფერს გაიგებს!
ზანგებმა ერთმანეთს შეხედეს და გაეცინათ, მაგრამ ჩქარა შეიკავეს სიცი-
ლი.
«მართლაც, ჭკუასთან უფრო ახლოა, რომ მოკირწყლული გზით არ წავი-
დოდა», _ გაიფიქრა გულში ჰელიმ.
_ ძნელი გამოსაცნობია, რომელი გზით წავიდოდა, _ თქვა ისევ სამმა. _ ქა-
ლისას ადამიანი ვერაფერს გაიგებს: გგონია, უსათუოდ ასე მოიქცევა, ნახავ _ ის
კი სწორედ საწინააღმდეგოს ჩაიდენს. მე ასე მგონია, ელიზა იმ ბილიკით უნდა
წასულიყო, მაგრამ შეიძლება ის პირიქით მოიქცა. იქნება ჯობდეს მოკირწყლუ-
ლი გზით წავიდეთ?
სამის მსჯელობამ ქალის ხასიათის შესახებ ჰელიზე არ იმოქმედა. მან გა-
დაწყვიტა, მოუკირწყლავი გზით წასულიყო, მეტადრე მას შემდეგ, რაც მათ
ლაპარაკს მოჰკრა ყური. სამი და ანდი ხმადაბლა ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რა
ძნელი სავალია მოუკირწყლავი გზაო. ჰელიმ იფიქრა: ზანგები ცუღლუტობენ,
სურთ გზა გამიძნელონ და გაქცეულს ხელი შეუწყონ განზრახვის შესრულება-
შიო.
გაუდგნენ ძველ ბილიკს. დიდი ხანია, ამ გზაზე აღარავინ დადიოდა.
მგზავრებმა ერთხანს კარგად იარეს, მაგრამ მერე კი გაჭირდა საქმე. ხან ღობე-
ებს წააწყდნენ, ხან ქოხებს ძველ ნაგზაურზე. ზანგები ხმამაღლა გამოთქვამ-დნენ უკმაყოფილებას: ცხენებს ფეხებს დააგლეჯს ეს გზა და ბატონს ვეღარ
ვეჩვენებითო, ჩიოდნენ ისინი. ჰელი მათ ყურს არ უგდებდა და თავის ცხენს
მიერეკებოდა.
სწორედ გაუვალ ადგილებში, სადაც სიჩქარე სრულიად მოუხერხებელი
იყო, სამი უცებ აყვირდებოდა: აგერ ბუჩქებში თითქოს ქალის კაბა მოჩანსო, და
ჰელიც მაშინვე იქით გააქანებდა ცხენს. ის კი ჩირგვებში გაებმებოდა, ბორძი-
კობდა ჯირკებზე, ვაჭარი ბრაზობდა და ილანძღებოდა.
ორი საათის სიარულის შემდეგ მგზავრები მიადგნენ უშველებელ ფლატეს.
იმის იქით ნაგზაურზე მაღალი ღობე იყო ამართული. წასვლა შეუძლებელი
იყო.
_ აკი მოგახსენეთ, ვერ გავივლით-მეთქი, მაგრამ რომ არ დამიჯერეთ! _
თქვა სამმა.
_ გაჩუმდი, შე ავაზაკო! _ დაუყვირა გაბრაზებულმა ჰელიმ: _ შენ ეს ყველა-
ფერი წინათვე კარგად იცოდი!
_ დიახ, ბატონო, ვიცოდი და აკი მოგახსენეთ კიდეც. ანდისაც ეხსომება ჩე-
მი სიტყვები.
მეტი გამოსავალი აღარ იყო, ამ გზისთვის თავი უნდა დაენებებინათ და შა-
რაზე გამოსულიყვნენ. ამის გამო გვარიანად შეიგვიანეს.
ასეთი მგზავრობის წყალობით ელიზა კარგა ხნის დასვენებული იყო, როცა
მდევარი ოჰაიოს ნაპირს მიუახლოვდა.
ელიზა ფანჯარასთან იდგა და მდინარეს გაჰყურებდა. სამმა პირველმა მია-
ჭენა ცხენი დუქანთან და ელიზა დაინახა, შეუმჩნევლად ქუდი გადმოაგდო
ძირს, ცხენზე შეტორტმანდა, გადმოიზნიქა და, ვითომ შეშინდა, დასჭყივლა.
ელიზამ სამის ხმა იცნო და სწრაფად დაიმალა.
ჰელიმ და ანდიმ ისე გაიარესფანჯრის წინ, რომ ელიზა ვერ დაინახეს.
ამ საშინელ წუთებში ელიზამ რაღაც არაჩვეულებრივი ძალა იგრძნო, დას-
ტაცა ხელი ჰარის, უკანა კარიდან გავარდა და მდინარეს მიაშურა. დუქანს რომ
გასცილდა, ჰელიმ მოჰკრა თვალი, საჩქაროდ ცხენიდან გადმოხტა, ზანგებს
დაუძახა, მიშველეთო, და დასაჭერად გამოუდგა.
ელიზა ფრინველივით მიფრინავდა. ჰელი ფეხდაფეხ მისდევდა. მდინარეს
რომ მიუახლოვდნენ, ელიზამ ბავშვი მაგრად ჩაიკრა გულში, უკანასკნელი
ძალ-ღონე მოიკრიბა და ყინულზე გადახტა. პირველი გადახტომა მარჯვედ
მოუვიდა და შედგა ზედ ყინულზე. ჭკუათამყოფელი ადამიანი ამ საქციელს
ვერჩაიდენდა, მხოლოდ უკიდურესმა გაჭირვებამ გაამეტებინა თავი.
ჰელიმ, სამმა და ანდიმ შეშინებულებმა შეჰყვირეს და უნებლიეთ გაუწო-
დეს ხელი საშველად.
ყინული შეინძრა და სიმძიმისაგან ჩაძირვა იწყო. ელიზა დიდხანს არ გაჩე-
რებულა, გულგასაგმირავი კივილით გადახტა მეორეზე; ცალ ფეხზე ფეხსაცმე-
ლი გასძვრა, წინდა დაეხა, შიშველი ფეხი წვეტიან ყინულს მოხვდა. ქალს ახლა
თავისი დარდი არა ჰქონდა, ის არა გრძნობდა არც სიცივეს, არც ტკივილს, ყვე-
ლაფერი დაავიწყდა ქვეყანაზე. სიზმარივით ელანდებოდა მდინარის მეორე ნა-პირი და იქით მიილტვოდა მთელი არსებით. ფეხიდან სისხლი სდიოდა და
წითელ კვალს აჩნევდა ყინულებზე.
ელიზა გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა უკანასკნელად გადახტა და მი-
წაზე დაადგა ფეხი. ვიღაც კაცი უყურებდა მის თავგანწირულ ხტომას და მის-
კენ გაეშურა.
_ ყოჩაღ, _ უთხრა უცნობმა. _ არ ვიცი, ვინ ბრძანდებით, მაგრამ ეს კი ეჭვს
გარეშეა, რომ გულადი ქალი ყოფილხართ!
ელიზამ იცნო მოლაპარაკე: ეს იყო შელბის მეზობელი მებატონე.
_ ბატონო სიმეს, _ მიმართა ელიზამ, _ მიშველეთ, დამმალეთ სადმე.
_ ეეჰ, შენ ხომ ბატონი შელბის მონა ხარ! _ თქვა სიმესმა, როცა ქალს კარგად
ჩააცქერდა. _ რა დაგმართია?
 _ ბატონმა გაყიდა ჩემი შვილი. მყიდველი იქით ნაპირზეა, ძლივს გამო-
ვუსხლტი ხელიდან. ბატონო სიმეს, თქვენც ხომ გყავთ შვილი, გევედრებით,
მიშველეთ რამე, გადამირჩინეთ ჩემი ჰარი განსაცდელს!
_ მართალს ამბობ, მართალს! მეცა მყავს შვილი და მესმის შენი მწუხარება.
მაგრამ ეგეც რომ არ იყოს, შენისთანა გაბედულ ადამიანს კაცმა უთუოდ ხელი
უნდა გაუმართოს. მე ძალიან მიყვარს გამბედაობა, რაშიც უნდა გამოიხატებო-
დეს. მხოლოდ საქმე ისაა, რა შველა შემიძლია? _ იგი ცოტა ხანს დაფიქრდა და
განაგრძო: _ აქ თავის შეფარება არსად არ მოხერხდება. აი, რას გირჩევ: მიდი,
აი, იმ სახლში, _ იმან აჩვენა ელიზას დიდი, თეთრი სახლი მდინარის მახლობ-
ლად. _ იქ კეთილი ოჯახი ცხოვრობს. ისინი უეჭველად საჭირო დახმარებას
აღმოგიჩენენ.
_ ბატონო, ხომ არავის ეტყვით, რომ მნახეთ?
_ გაფრთხილება არ მინდა. შენ დაიმსახურე თავისუფლება და კიდეც მიაღ-
წევ მას.
ელიზა ჩქარი ნაბიჯით წავიდა იმ სახლისაკენ. ბატონმა სიმესმა თვალი გა-
აყოლა.
_ დაე, შელბიმ, რაც უნდა, ის იფიქროს. შეიძლება მე იმას ამჟამად ვღალა-
ტობ, როგორც მეზობელს, მაგრამ სხვანაირად მოქცევა არშემეძლო.
ჰელი მდინარის პირას იდგა გაშტერებული. ელიზას საქციელმა მეტად გა-
ნაცვიფრა. კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა, გაოცებული შეჰყურებდა ხან სამს, ხან
ანდის.
_ ძალიან დედაკაცი ყოფილა! _ თქვა ბოლოს სამმა.
_ ეგ დედაკაცი კი არა, ქაჯი ყოფილა! _ დაუმატა ჰელიმ თავის მხრივ, _ ვე-
ლურკატასავით არმიხტოდა ყინულებზე?!
_ ბატონო, შენი ჭირიმე, ნუ გაგვიწყრებით, რომ ვერ გამოვეკიდეთ, _ მოახ-
სენა სამმა ვაჭარს ცუღლუტური ღიმილით. _ ჩვენ არ შეგვეძლო იმ ყინულზე
გასვლა.
_ როგორ ბედავ სიცილს, შე არამზადავ! _ დაუყვირა გაბოროტებულმა ჰე-
ლიმ. _ მაპატიეთ, ბატონო, თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან სასაცილო გახლდათ,
ხტოდა, ეცემოდა, მიფორთხავდა, რას არ სჩადიოდა ის შეჩვენებული. ნამდვი-
ლი კატა იყო, უბრალო კი არა, გაცოფებული.
სამი და ანდი იცინოდნენ. ჰელიმ მათზე მოინდომა ჯავრის ამოყრა და მათ-
რახით გამოუდგა, მაგრამ მათ ცხენებზე შეხტომა მოასწრეს და გაქუსლეს.
_ უკაცრავად, მეტი მოცდა აღარ შეგვიძლია, _ მოიხადეს მათ დაცინვით
ბოდიში განრისხებულ ვაჭართან. _ ქალბატონი გაგვიჯავრდება, თუ ცხენები
დროზე არმივრეკეთ სახლში.
მერვე თავი
გულკეთილი ხალხი
სენატორ ბერდის სასტუმრო ოთახის ბუხარში ცეცხლი გუზგუზებდა. მისი
შუქი მთელ ოთახს ანათებდა და სასადილო მაგიდაზე ჩაის ჭურჭელს აპრია-
ლებდა. ქალბატონი ბერდი მაგიდას აწყობდა. ოთახში ბავშვები თამაშობდნენ.
სენატორი ბერდი, ის იყო, საიდანღაც დაბრუნებულიყო, ყელიანი წაღები გაე-
ხადა და საშინაო ქოშებს იცვამდა. ქალბატონი ბერდი ქმარ-შვილში ბედნიე-
რად გრძნობდა თავს. სახეზე მხიარულიღიმილი უკრთოდა.
_ როგორგამიხარდა შენი ადრე მოსვლა, _ უთხრა ცოლმა ქმარს.
_ აქვე, ახლოს მქონდა საქმე. ვიფიქრე, ბარემ შინ შევივლი, ღამეს ცოლ-
შვილთან გავატარებ და ხვალ განვაგრძობ-მეთქი გზას. დაღლილი ვარ და თა-
ვიც მტკივა.
ცოლმა თავის ტკივილის წამლის მოტანა დააპირა, მაგრამ ქმარმა შეაჩერა.
_ არა, მერი, უწამლოდაც გაივლის, ერთ ჭიქა კარგ ჩაის დავლევ, კარგად
დავისვენებ და ეს არგებს ჩემს თავის ტკივილს. სწორედ რომ მოსაბეზრებელია
სამსახური.
_ რა საკითხებს არჩევს ამჟამად სენატი? _ ჰკითხა ქალბატონმა ბერდმა
ქმარს.
სენატორი გააკვირვა ცოლის ცნობისმოყვარეობამ. აქამდის ქალს სახელ-
მწიფო საქმეებზე არასდროს არაფერი უკითხავს ქმრისათვის. ის ოჯახურ საქ-
მეებში იყო გართული და არ აინტერესებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფო
საკითხები.
_ დავიჯერო, მართლა გამოსცა სენატმა ისეთი კანონი, რომლის ძალითაც
ამერიკელ მოქალაქეს ეკრძალება, დაეხმაროს მონა ზანგებს? ნუთუ მე ნება არა
მაქვს, გავათბო და გავაძღო საბრალო დევნილი ზანგები, თუ ისინი მთხოვენ
თავშესაფარს ან სასმელ-საჭმელს?
_ რას ვიზამთ, ჩემო ძვირფასო! თუ დაეხმარები გაქცეულებს, ამით ხელს
შეუწყობ ბოროტმოქმედებას. ჩვენი კანონები უკრძალავს მონას ბატონის სახ-
ლიდან გაქცევას. ცნობილია, რომ იმათ ასეთი საქციელით ზარალი მოაქვთ
მთელი სახელმწიფოსათვის. _ მეტად სასტიკი კანონია! ვერავინ დამარწმუნებს, რომ კაცთმოყვარეობით
კაცი ბოროტებას სჩადიოდეს.
ქალბატონი ბერდი წამოწითლდა, მღელვარება დაეტყო, გრძნობდა, რომ
მართალი იყო.
_ ყური დამიგდე, მერი, _ შეეცადა სენატორი ცოლისათვის კანონის განმარ-
ტებას.
_ ჯონ, ნუ ცდილობ მაგისთანა კანონის გამართლებას. სიტყვით რაც გინდა
თქვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემთხვევა რომ მოგეცეს, უეჭველად დაეხ-
მარები გაჭირვებულ მონა-ზანგს. ერთი მითხარი, თუ სინდისი გაქვს, განა სახ-
ლიდან დაითხოვ უბინაო და უმწეო ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის გაქცე-
ვია უდიერბატონს?
სენატორი კეთილი და გულჩვილი ადამიანი იყო. ცოლმა იცოდა ეს და ამი-
ტომ ელაპარაკებოდა ასე თამამად.
_ ჯონ, თუ გიყვარვარ, მითხარი, განა გაიმეტებ და ასეთ ავდარში დაითხოვ
სახლიდან, თავშესაფარირომ გთხოვოს გაქცეულმა მონამ? ან დაატუსაღებ?
სენატორი ცდილობდა, როგორმე უპასუხოდ დაეტოვებინა ეს უხერხული
კითხვები, მაგრამ ცოლი მოსვენებას არაძლევდა.
_ მერე რა ვუყოთ! ჩემთვის მეტად სამძიმო იქნებოდა კანონის დარღვევა;
იქნება დამერღვია კიდეც, მაგრამ მაინც მოვალედ ჩავთვლიდი ჩემს თავს...
_ რა უშინაარსო სიტყვებია, ჯონ! დავიჯერო, ვერ გრძნობ, რომ მაგ სიტ-
ყვებს აზრი არა აქვს? თუ მემამულეებს სურთ, რომ მონები მათი ერთგულები
იყვნენ, თვითონაც კარგად უნდა ეპყრობოდნენ. გარწმუნებ, ჯონ, ბედნიერი
ადამიანი თავის დღეში არ გაიქცევა სახლიდან. თუ მონა გაქცეულა _ ალბათ,
ტანჯვასა და მწუხარებას გაქცევია, ასეთ ადამიანთან ბრძოლა კი უსამართლო-
ბა იქნება. თქვენს კანონებს არ შევხედავ და ისე მოვიქცევი, როგორც სინდისი
მიკარნახებს.
სენატორის ცოლი წყნარი ხასიათის, ჩვილი გულის პატრონი იყო, მოშიშა-
რიც კი; მაგრამ როცა ხედავდა უსამართლობას და უდიერობას, მისი არსება
ამას ვერ ითმენდა: ეს სუსტი, პატარა დედაკაცი ხასიათის სიმტკიცეს გამოიჩენ-
და ხოლმე. ერთხელ თავისი პატარა ვაჟიშვილი სასტიკად დასაჯა კატის კნუ-
ტის წვალებისათვის. ეს სასჯელი ბავშვისათვის დაუვიწყარი იყო.
_ ეგ ყველაფერი კარგია, რასაც შენ ლაპარაკობ, ჩემო კარგო, _ შეეცადა კი-
დევ შეკამათებას ქმარი, _ შეიძლება შენ მართალი იყო, მაგრამ, თუ გულმშვი-
დად განვსჯით...
_ მე მძაგს მსჯელობა, _ გააწყვეტინა ქალმა ქმარს ლაპარაკი: _ ამგვარი
მსჯელობიდან არაფერი გამოდის. პირიქით, ნათელ საგანს ბურუსში გაახვევს.
მე კარგად გიცნობ, ჯონ, და დარწმუნებული ვარ, შენც ისევე მოიქცევი ასეთ
შემთხვევაში, როგორც მე.
ამ დროს მოხუცმა ზანგმა ქუჯომ ქალბატონს სამზარეულოში დაუძახა. სე-
ნატორი კმაყოფილი იყო, რომ ამით გათავდა ეს უსიამოვნო საუბარი, გასწორ-
და სავარძელში და გაზეთის კითხვა დაიწყო. _ ჯონ, ერთ წამს აქ მოდი! _ დაუძახა ქალბატონმა ბერდმა აღელვებული
ხმით. სენატორმა გაზეთი გადადო და სამზარეულოში შევიდა.
სამზარეულოში სენატორმა შემაძრწუნებელი სურათი ნახა: გრძელ სკამზე
ესვენა ვიღაც გულწასული ახალგაზრდა ქალი. მას ტანსაცმელი დაფლეთილი
და დასველებული ჰქონდა, შიშველი ფეხები დასერილი და დასისხლიანებუ-
ლი. მშვენიერსახეზე სამარისფერი დასდებოდა.
სენატორს გული მოუკლა ამ სურათის დანახვამ. ქალბატონი ბერდი თავს
დასტრიალებდა გულწასულ ქალს; მას ეხმარებოდა მოხუცი მოახლე დინა. ქუ-
ჯოს პატარა ბავშვი ეჭირა, გათოშილს ფეხსაცმელს ხდიდა და თანაც ფეხებს
უსრესდა.
_ საწყალი ქალი, რა ლამაზია, კალმით ნახატია! _ თქვა დინამ, _ რა ლამაზი
სახე აქვს! უთუოდ სითბომ აწყინა. მე ვკითხე, სადაური ხარ-მეთქი, და უცებ
ჩაიკეცა. ერთი შეხედეთ, ქალბატონო, რა ბროლივით თითები აქვს. ეტყობა,
ტლანქ მუშაობას არარის ჩვეული.
ამ დროს გულწასული ქალი _ ეს იყო ელიზა _ გონს მოვიდა. თვალი გაახი-
ლა, შეხედა ქალბატონ ბერდს და შეშფოთებულმა წამოიძახა:
_ სად არის ჩემი ჰარი! ნუთუ მომტაცეს შვილი!
ბავშვმა გაიგონა დედის ხმა, ქუჯოს კალთიდან გადმოხტა და დედასთან
მიირბინა.
_ ქალბატონო, აი ჩემი შვილი, გთხოვთ, გაუწიოთ მფარველობა, ნუ ჩაუგ-
დებთ ხელში მდევრებს!
_ დამშვიდდით, თქვენ აქ ხელს ვერავინ გახლებთ, _ ალერსიანად უთხრა
ქალბატონმა ბერდმა. _ აქ არავითარი საფრთხე არმოგელით.
_ გმადლობთ, _ წარმოთქვა დასუსტებული ხმით ელიზამ, სახეზე ხელები
მიიფარა და ატირდა.
ბავშვი დედასთან ტრიალებდა, უნდოდა, კალთაში ჩასჯდომოდა. ქალბა-
ტონმა ბერდმა ძლივძლივობით დაამშვიდა აღელვებული ქალი. სამზარეულო-
შივე ღუმელთან გაუმართეს ლოგინი. ქალმა გვერდით მოიწვინა ჰარი, მაგრად
მოხვია მკლავები, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიძინა. ბავშვმაც ჩქარა დაიძინა. დე-
დას ძილშიც არმოუშორებია მკლავები ბავშვისათვის.
სახლის პატრონები გავიდნენ სასტუმრო ოთახში. არც ერთ მათგანს კრინ-
ტი არ დაუძრავს. ქალი შეუდგა ხელსაქმეს, სენატორმა კი გაზეთი აიღო.
_ ნეტა ვინ უნდა იყოს ეს ქალი?! _ წარმოთქვა ბოლოს ბერდმა.
_ როცა დაისვენებს და გამოიძინებს, ყველაფერს გავიგებთ, _ უპასუხა
ცოლმა.
_ იცი, რა გითხრა, _ განაგრძო ბერდმა ცოტა სიჩუმის შემდეგ.
_ რა იყო, ჩემო კარგო?
_ არ შეიძლება, ერთ-ერთი შენი კაბა გადაუკეთოთ, რომ გამოადგეს? მგონი,
ქალი შენზე მაღალია.
ქალბატონ ბერდს ქმრის სიტყვებზე გაეღიმა და უპასუხა, შესაძლებელიაო.
ოთახში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. _ იცი, კიდევრა უნდა გითხრა, ჩემო კარგო? _ თქვა კიდევ ბერდმა.
_ რა უნდა მითხრა?
_ როგორ გგონია, არ შეიძლება ჩემი დიდი შალიც მივცეთ, კაბინეტში რომ
მახურავს ხოლმე?
ამ დროს დინამ შეატყობინა ბატონებს, ქალმა გაიღვიძა და ქალბატონის
ნახვას ნდომობსო.
ცოლ-ქმარი შევიდა სამზარეულოში. მათ თან გაჰყვა ორი უფროსი ვაჟიშვი-
ლიც, პატარებს კი უკვე ეძინათ.
ელიზა იჯდა სკამზე და დაფიქრებული შეჰყურებდა ბუხარს. თუმცა ამ წუ-
თას ის დამშვიდებული იყო, სახეზე მაინც სასოწარკვეთილება ეხატებოდა.
_ ჩემი ნახვა გდომებიათ, ჩემო კარგო? _ მიმართა ქალბატონმა ბერდმა
ალერსიანად, _ ხომ დაისვენეთ ცოტათი მაინც?
ელიზამ პასუხი ვერ მოახერხა, მხოლოდ ღრმად ამოიოხრა და ისეთი მწუ-
ხარე თვალებითა და მუდარით შეხედა, რომ ქალბატონ ბერდს თვალებზე
ცრემლი მოერია.
_ თქვენ ნურაფრის გეშინიათ, _ დაამშვიდა მან ელიზა, _ აქ მეგობრებში იმ-
ყოფებით. მითხარით, ვინ ხართ, ანრა სამსახურის გაწევა შემიძლია?
_ მე კენტუკიდან გეახელით.
_ როდის მოხვედით? _ ჰკითხა ბატონმა ბერდმა.
_ დღეს საღამოთი.
_ როგორგადმოხვედით მდინარეზე?
_ ყინულებზე გადმოვედი.
_ როგორ თუ ყინულებზე?! _ განცვიფრებით შესძახა ყველამ.
_ დიახ, ყინულებზე, _ განაგრძო ელიზამ. _ მდევარი დამეწია და ყინულზე
შევხტი, მეტი გზა არმქონდა.
_ ქალბატონო, გესმით, რას ამბობს ეს საცოდავი! _ წამოიძახა ქუჯომ, _
მდინარე დღეს დაიძრა, არემარე თან მოაქვს, თოშით არის სავსე!
_ დიახ, აგრე გახლავთ, მაგრამ მე მოვაღწიე აქეთ ნაპირს. არ მეგონა, თუ
ცოცხალი გადავრჩებოდი, მაგრამ სხვა გზა არა მქონდა. ვირჩიე ან სიკვდილი,
ან ტყვეობიდან გადარჩენა.
_ თქვენ მონა ხომ არა ხართ? _ შეეკითხა ბატონი ბერდი.
_ დიახ, ბატონო! გახლავარერთი კენტუკელი მებატონის მონა.
_ ბატონი ცუდად გეპყრობოდა?
_ ოჰ, არა, პირიქით, მეტად კეთილი კაცი ბრძანდება.
_ მაშ, ცოლი ეყოლება ავი!
_ არა, ბატონო! მეუღლეც კეთილი ადამიანი ბრძანდება და კარგად მეპყრო-
ბოდა.
_ მაშრად გამოიქეცით, რად მიიღეთ ამდენი ტანჯვა?
ელიზამ დაკვირვებით შეხედა ქალბატონ ბერდს და შენიშნა, რომ შავი კაბა
ეცვა.
_ ქალბატონო, თქვენ შვილის სიმწარე ხომ არგამოგიცდიათ? ეს მეტად მოულოდნელი კითხვა იყო ქალისათვის. ქალბატონ ბერდს გულ-
ში მოხვდა ეს სიტყვები და განუკურნავი წყლული აუშალა: ერთი თვის წინათ
მთელი მათი ოჯახის თვალი, საყვარელი უმცროსი შვილი მიაბარა მიწას.
სენატორზედაც საშინლად იმოქმედა ამ კითხვამ. მან პირი ფანჯრისაკენ
მიიბრუნა, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლები მეუღლისათვის არ დაენახვე-
ბინა, ქალბატონმა ბერდმა კი მწარე ქვითინი ამოუშვა.
_ რად მომეცით ეგეთი კითხვა? _ ჰკითხა მან ელიზას, როცა დამშვიდდა და
ლაპარაკი შეძლო. _ მართალია, ამ ერთი თვის წინათ ვაჟიშვილი დავმარხე.
_ მაშ, მეც შემიბრალეთ, _ წარმოთქვა ელიზამ, _ მე ორი შვილი დავმარხე
კენტუკში. დამრჩა მხოლოდ ეს ერთადერთი ნუგეში. ამაზე ამომდის მზე და
მთვარე. ამას უდედოდ ჯერ ერთი დღეც არ გაუტარებია და, აი, ამის მოტაცება
დამიპირეს. შვილი გამიყიდეს და სამხრეთის ბაზარზე უპირებდნენ წაყვანას.
ეს ვერ ავიტანე და გამოვიქეცი ჩემი ბავშვით. ვაჭარი უკან დამედევნა. თან ორი
მონა ახლდა ჩემი ბატონისა. მდევარი მდინარის პირას წამომეწია და, რაკი მე-
ტი ხსნა აღარ იყო, მდინარეს მივმართე. მახსოვს, როგორ გადავხტი პირველად
ყინულზე. შემდეგ რას ვშვრებოდი, აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ის დამამახ-
სოვრდა, რომ ერთმა კეთილმა კაცმა ამომიყვანა ნაპირზე.
ელიზას ერთი ცრემლიც არ გადმოუგდია ამ ლაპარაკის დროს, იმ მდგომა-
რეობამდის იყო მისული, როდესაც ადამიანს ცრემლიც კი უშრება.
მსმენელნი ყველანი ტიროდნენ. პატარა ბავშვებიც დედის კაბის კალთას
აკვროდნენ და იცრემლებოდნენ.
სენატორს არ უნდოდა დაენახვებინა თავისი მღელვარება, ფანჯარასთან
მივიდა და იქიდან ისმოდა მისი სლუკუნი.
_ აკი წეღან თქვი, ჩემი ბატონი კეთილი კაცი არისო? _ მიუბრუნდა ის უცებ
ელიზას. მის ხმაში შეკავებული ტირილი ისმოდა.
_ ახლაც მოგახსენებთ, რომ კეთილი ადამიანები არიან ისიც და მისი მეუღ-
ლეც, მაგრამ საქმეები აეწეწათ, ვალი აიღეს და მონებით ვაჭრის ქსელში გაებ-
ნენ: მე თვითონ გავიგონე ჩემი ყურით _ ქალბატონი ემუდარებოდა ბატონს,
მონებს ნუ გაყიდიო, მაგრამ ხვეწნა ამაო აღმოჩნდა, რადგანაც ვაჭარს უკვე ყვე-
ლაფერი მოეწყო და ბატონისათვის ნასყიდობის ქაღალდზე ხელი მოეწერინე-
ბინა. ამ ლაპარაკის გაგონების შემდეგ გადავწყვიტე გაქცევა, რადგანაც დავ-
რწმუნდი, რომ ბატონის სახლში, სულ ერთია, აღარ მედგომებოდა. მე ქვეყანა-
ზე აღარავინ მყავს ნუგეშად, ჩემი ჰარის მეტი.
_ განა ქმარი არა გყავთ?
_ ქმარი მყავს, მაგრამ ის სხვა ბატონის მონაა. ბოროტი ბატონი ჰყავს, ცოლ-
შვილის სანახავად არ უშვებდა ხოლმე, ამ ბოლო დროს კი სულ დღე გაუმწარა,
ემუქრებოდა, სამხრეთის ბაზარზე გაგყიდიო. აღარ ვიცი, ვნახავ კიდევ ოდესმე
იმას თუ არა!
ელიზა ისე დამშვიდებულად ლაპარაკობდა, კაცს შეცდომაში შეიყვანდა:
აფიქრებინებდა, შორეული კაცის ამბავს უამბობს და არა წუხსო, მაგრამ თვა-
ლები უნუგეშო მწუხარებით ჰქონდა სავსე. _ ახლა სად გინდა წახვიდე, შე საბრალო? _ ჰკითხა ქალბატონმა ბერდმა.
_ კანადაში მივდივარ, გზა კი არვიცი. აქედან შორს გახლავთ?
ქალბატონმა ბერდმა თავისი მოპყრობით ელიზას სრული ნდობა დაიმსა-
ხურა, ამიტომ ყველაფერზე გულახდილად ელაპარაკებოდა.
_ საბრალო ბავშვო! გეტყობა, წარმოდგენა არა გაქვს, რამ სიშორეზეა აქედან
კანადა. მაგრამ ჩვენ რამეს ვიღონებთ. დინა, _ მიუბრუნდა ის მოახლე დედა-
კაცს, _ ამაღამ შენს ოთახში მოათავსე ეს ქალი თავისი ბავშვით და ხვალ მოვი-
ფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. გულს ნუ გაიტეხ, ჩემო კარგო! _ შეეცადა ელიზას
დამშვიდებას ქალბატონი ბერდი.
სენატორი და მისი ცოლი ისევე სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ. ქალი ბუ-
ხარს მიუჯდა და ჩაფიქრდა. ქმარი ოთახში დადიოდა, ბოლოს მიუახლოვდა
ცოლს და უთხრა:
_ იცი, რა უნდა გითხრა, ჩემო ძვირფასო! ეგ ქალი ამაღამვე უნდა წავიყვა-
ნოთ ჩვენი სახლიდან. თუ გათენებას მოვუცადეთ, ვაჭარი კვალს მოჰყვება და
დილით კარს მოგვადგება. მარტო ქალი რომ იყოს, შეიძლებოდა დამალვა, მაგ-
რამ ბავშვით ძნელი დასამალია: შეიძლება ბავშვმა უდროო დროს მიირბინოს
ფანჯარასთან, ან გარეთ გავარდეს და სხვა ამისთანა. ჩემს სახლში რომ აღმოა-
ჩინონ გაქცეულები, მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები, რადგან მეც
ვმონაწილეობდი ახალი კანონის გატარებაში. ამერიკელ მოქალაქეებს ეკრძა-
ლებათ გაქცეული მონების დაფარვა. არა, ამაღამვე უნდა გავგზავნოთ სადმე!
_ როგორშეიძლება ახლა ამათი მგზავრობა? ან სად უნდა გავგზავნოთ?
_ ერთი აზრი მომივიდა თავში, _ თქვა სენატორმა და თან ჩექმების ჩაცმა
დაიწყო.
ქალბატონი ბერდი ფრთხილი ადამიანი იყო და ქმარს ამჯერად არაფერი
უთხრა. ის უხმოდ იჯდა სავარძელში და უცდიდა, რას იზამდა მისი ქმარი.
ქალმა კარგად იცოდა, რა აზრი უტრიალებდა ბერდს ამ წამს თავში.
_ აი, რა მოვიფიქრე, _ თქვა სენატორმა, როცა ჩექმები ჩაიცვა დაფეხზე
წამოდგა, _ აქ ახლო ერთი კარგი მეგობარი მყავს, გვარად ვან-ტრომპი. იმის
სახლამდის შვიდი მილი იქნება. ის თვითონაც კენტუკიდან არის გადმოსახ-
ლებული, ყველა თავისი მონა გაათავისუფლა და აქ დასახლდა საცხოვრებ-
ლად. ისეთ მიუვალ ადგილას ცხოვრობს, რომ ადვილად ვერ იპოვის უცხო კა-
ცი. ჩვენი სტუმრისათვის იქ მშვენიერი თავშესაფარი იქნება. მხოლოდ ეს არის,
რომ ჩემს მეტი მაგათ იქ ვერავინ მიიყვანს.
_ ქუჯო ვერმიაგნებს? ის ხომ მშვენიერი მეეტლეა.
_ ეგ მართალია, მაგრამ იმან გზა არ იცის, ორ ალაგას არის მდინარეზე გა-
დასასვლელი და ერთგან ფონი არა აქვს. მდინარე კარგად მაქვს შესწავლილი,
რადგანაც ხშირად მიხდება მგზავრობა. ერთი სიტყვით, ზედმეტია ლაპარაკი.
ქუჯომ ღამის თორმეტი საათისათვის ეტლი მოამზადოს, სხვა არაფერია საჭი-
რო. თვითონ წავიყვან. იქიდან კვალის დასაკარგავად წავალ კოლომბოში. იქ
დილით ეტლები მიდის ხოლმე და ისე ეგონებათ, ვითომღამით წავედით, რომ
დილით ეტლისათვის ჩაგვესწრო. კოლომბოში ცოტაოდენი საქმეცა მაქვს... რასიტყოდნენ ახლა ჩემი თანამოსამსახურენი, რომ გაიგონ, რა საქმეს ვაწყობ ამ
წამში, მაგრამ არ დავეძებ, რაც უნდათ, იფიქრონ, ჩემთვის სულ ერთია!
_ კარგად ვიცი, ჯონ, რომ შენ გულკეთილი ადამიანი ხარ! _ უთხრა სენა-
ტორს ცოლმა და მხარზე ნაზად დაადო ხელი, _ აზრები სხვაა და გრძნობები
სულ სხვა. სწორედ მაგ შენი კეთილი გულისათვის შემიყვარდი.
ქალბატონი ბერდი მშვენიერი რამ იყო ამ ლაპარაკის დროს. ლამაზი თვა-
ლები ნაზ სიყვარულს აშუქებდა. ცოლის სახის გამომეტყველებამ სენატორი
მოხიბლა.
იგი კარისაკენ წავიდა, რომ საჭირო განკარგულება გაეცა ეტლის მოსამზა-
დებლად, მაგრამრაღაცა მოაგონდა და უკან გამობრუნდა.
_ მერი, _ უთხრა მან ცოლს გაუბედავად, _ შენთვის სამძიმო ხომ არ იქნება,
რომ ჩვენი პატარა ჰენრის ნაცვამი ტანისამოსი მივცეთ იმ ბავშვს. მთელი სკივ-
რი გვაქვს სავსე იმის ტანსაცმლით, _ უთხრა ცოლს და ოთახიდან საჩქაროდ
გავიდა.
ქალბატონი ბერდი ბავშვების ოთახში შევიდა. შანდალი დადგა, გასაღები
ამოიღო სკივრის გასაღებად, მაგრამ აქ ის უეცრად ფიქრებმა წაიღო.
დედას უფროსი შვილებიც შეჰყვნენ ოთახში. ბავშვები გაშტერებულები
შესცქეროდნენ დედას.
ქალმა, როგორც იყო, ღონე მოიკრიბა და გააღო სკივრი, რომელშიც ელაგა
ახლად გარდაცვლილი უმცროსი ვაჟის ნივთები: პერანგები, ხალათები, წინდე-
ბი, ქუსლმოქცეულიფეხსაცმელებიც კი შეენახათ.
ქალბატონი სკივრის კიდეზე ჩამოჯდა და მწარედ ატირდა, მაგრამ ჩქარა
შეიკავა თავი, დასძლია მწუხარება და გულმაგრად შეუდგა ძვირფასი, დაუვიწ-
ყარი ნივთების გადარჩევას. საჩქაროდ ამოარჩია საუკეთესო ტანისამოსი და
საცვლები.
_ დედა, რად იღებ, განა უნდა მისცე ვისმე ჰენრის ნივთები? _ ჰკითხეს დე-
დას ბავშვებმა.
_ შვილებო, ჩვენი საყვარელი ჰენრი რომ ახლა ჩვენთან იყოს, თვითონაც
სიამოვნებით აჩუქებდა გაჭირვებულ ბავშვს თავის ნივთებს. ჩემთვის ძნელია
ამ ნივთების შელევა და ვერც გავიმეტებდი, ვინმე ბედნიერი ოჯახის ბავშვი-
სათვის რომ ეთხოვათ, მაგრამ ისეთ ადამიანს ვაძლევ, რომელიც ჩემზე მეტა-
დაა შეწუხებული.
ბავშვის ტანისამოსი რომ გადაარჩია, ახლა თავის ოთახში შევიდა და ელი-
ზასათვის აარჩია ტანისამოსი. კაბებს გადაკეთება დასჭირდა და ქალბატონი
ბერდი ღამის თორმეტ საათამდე კერავდა, თორმეტზე კი ეტლი მზად იყო. სე-
ნატორი ბერდი უკვე ჩაცმული შემოვიდა და უთხრა ცოლს: წასვლის დროაო.
ყველა დამზადებული ნივთი ჩადეს ერთ ყუთში და ეტლში ჩადგეს. გამო-
ვიდა ელიზაც, გამოწყობილი ქალბატონ ბერდის ტანისამოსში. ხელში ნამძინა-
რევი ბავშვი ეჭირა, ისიც ახალ ტანისამოსში გამოწყობილი. ქალბატონი ბერდი
ეტლამდის გაჰყვა და გამოთხოვების დროს ელიზას თავისი ნაზი ხელი გაუწო-
და. ელიზას არანაკლებ ნაზმა და ფაქიზმა ხელმა მას ჩამორთმევით მადლობაგადაუხადა. ელიზას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მღელვარებამ შეიპყრო და
სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა, მხოლოდ მადლიერი სახით შეჰყურებდა თავის
კეთილისმყოფელს. მისი თვალები სიტყვებზე მეტად გამოხატავდა მადლიერი
ადამიანის გრძნობას.
ეტლი დაიძრა. ელიზა ეტლს ზურგით მიეყრდნო და ტირილი დაიწყო.
გზაზე საშინელი ტალახი იყო. ალაგ-ალაგ, ოღროჩოღრო ადგილებში, ფიჩხი
ჩაეყარათ, რადგან უამისოდ გავლა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ნიაღვარს
ფიჩხი წაეღო და ნაკეთებ ადგილებში მხოლოდ დიდრონი კუნძებიღა დარჩე-
ნილიყო. ეტლი საშინლად ჯაყჯაყებდა, ქუჯო ყოჩაღად იჯდა კოფოზე. ცხენე-
ბი წამდაუწუმ ტალახში ეფლობოდნენ, მაგრამ ჩვენი მგზავრები მაინც ნელ-ნე-
ლა გზას იმოკლებდნენ. ერთ ღრანტეში ეტლი მაგრად ჩაიფლო ლაფში. ცხენებ-
მა ვეღარ გასწიეს და ეტლს ტალახიდან ხელით ამოთრევა დასჭირდა. ქუჯო
გადმოხტა კოფოდან და სენატორს ამცნო საქმის ვითარება. მეტი გზა არ იყო,
ბატონი ბერდი ეტლიდან გადმოვიდა და ქუჯოს მოეხმარა მუშაობაში. კარგა
ხანს ეჯაჯგურნენ. სენატორი ტალახში ჩავარდა და მეეტლემ ძლივს ამოიყვანა
მთლად გათხუპნული. როგორც იყო, ეტლი ამოათრიეს ტალახიდან და გაუდ-
გნენ გზას. მხოლოდ გათენებისას მიუახლოვდნენ ფერმას. კარგა ხანი აბრახუ-
ნეს კარებზე, სანამ ვისმე გააგონებდნენ. ბოლოს თვითონ სახლის პატრონი გა-
მოვიდა და კარი გაუღო მგზავრებს.
მხარბეჭიანი კაცი იყო. დიდი თმა და წვერი ჰქონდა, ტანზე მონადირის წი-
თელი ხალათი ეცვა. ერთი შეხედვით, მნახველზე ვერ ახდენდა სასიამოვნო
შთაბეჭდილებას. მისი სახელი და გვარი იყო ჯონ ვან-ტრომპი. აბურძგნული
თმა და წვერი რაღაც მკაცრ გამომეტყველებას აძლევდა იმის სახეს. მაგრამ, გა-
რეგნობის მიუხედავად, ის მეტად კეთილი ადამიანი იყო. უწინ მას კენტუკში
დიდი მამული ჰქონდა. ვერაიტანა იქ მონების ტანჯვა-წვალების ყურება, გაყი-
და მამული, მონები გაათავისუფლა, მდინარე ოჰაიოს ნაპირზე იყიდა სხვა მა-
მული, თავის ყოფილ მონებს ყველას მამულები მისცა, თვითონ კი თავისი
ოჯახით საკუთარ ფერმაში დაბინავდა. იქ ის ბედნიერად და მყუდროდ ცხოვ-
რობდა დამშვიდებული სინდისით.
დიდხანს ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე, სანამ სენატორმა არ უამბო ყველაფე-
რი.
_ შეგიძლიათ თუ არა, ამ საცოდავ ადამიანს თავისი შვილით თავშესაფარი
მისცეთ? _ ჰკითხა სენატორმა ბოლოს, როცა ყველაფერი უამბო.
_ იმედი მაქვს, შევძლებ, _ თქვა ჯონმა.
_ დარწმუნებული ვიყავი, დიდი იმედი მქონდა თქვენი და არც მოვტყუვ-
დი, _ წარმოთქვა სენატორმა.
_ ერთი გაბედონ ჩემთან მოსვლა! _ წარმოთქვა ჯონმა და წელში გაიმართა:
_ მე და ჩემი ყოჩაღი შვიდი ვაჟიშვილი ჯეროვნად გავუმასპინძლდებით ადა-
მიანზე მონადირეებს.
ელიზა გადმოვიდა ეტლიდან, ხელში ბავშვი ეჭირა. მუხლები ეკეცებოდა
სისუსტისაგან. ძლივს მიაღწია სახლის კარებამდის. მასპინძელმა სანათი ასწია, რომ ქალის სახე დაენახა, რაღაცა ჩაილაპარაკა
თავისთვის და შემდეგ ოთახი უჩვენა დასაბინავებლად. როცა ოთახში სანთე-
ლი აანთო, ქალს მიუბრუნდა და უთხრა:
_ ნუ გეშინია, შვილო, ვინც უნდა მოვიდეს, შენს თავს არავის დავაჩაგვრი-
ნებ. ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი სახლიდან ვერავის გამო-
იყვანენ, თუ ჩემი სურვილი არ არის. შენ დამშვიდდი და მოსვენებით დაიძინე.
ისე იგულე თავი, ვითომც საკუთარი მშობლების ჭერქვეშ ყოფილხარ.
ჯონი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
_ რა ლამაზი ქალია! _ უთხრა მან სენატორს, როცა მარტო დარჩნენ.
_ დიახ, და, რაც უფრო ლამაზები არიან ეგ საბრალოები, იმდენად უფრო
საჭიროა მათთვის მონობიდან თავის დახსნა, თუ სურთ ნამუსი შეინარჩუნონ.
სენატორმა უამბო ყველაფერი, რაც იცოდა ელიზას შესახებ.
_ ხედავთ, რა ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში?! _ თქვა გულნატკენმა ჯონმა, _
ქალს ტანჯავენ იმიტომ, რომ სამაგალითო დედაა, იმიტომ, რომ ის თავის ბუ-
ნებრივ გრძნობებს არავის აჩაგვრინებს. მეტი რა შეეძლო საცოდავს თავის გა-
დასარჩენად? მხეცობაა ასე ტანჯვა ადამიანებისა! მე ასეთი ამბები სწორედ გა-
დამრევს!
ჯონმა მალვით მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი.
_ თქვენც ხომ ჩვენსა გაათევთ ღამეს? ახლავე გავაღვიძებ ჩემს ბებერს და
ლოგინს მოგიმზადებთ.
_ არა, გულითად მადლობას მოგახსენებთ, _ უპასუხა ბერდმა, _ მე დილით
კოლომბოში მიმავალ ეტლებს უნდა ჩავუსწრო.
_ მაშ გაგაცილებთ მაინც და კარგ გზას გასწავლით, თორემ ძალიან შეწუხ-
დებით ამ ოღროჩოღროებში.
ჯონმა ტანთ ჩაიცვა, ხელში სანათი დაიჭირა და გაუ-ძღვა გზის საჩვენებ-
ლად.
გამოთხოვების დროს ბერდმა ჯონს ფული მისცა და უთხრა, იმ ქალს გადა-
ეცითო.
აქ ერთმანეთს გამოეთხოვნენ და ბერდი გზას გაუდგა.

მეცხრე თავი
ბიძია თომა ტოვებს თავის ქოხს
თებერვლის ცივი, მოღრუბლული დილა ნაღვლიანად იცქირებოდა ბიძია
თომას ქოხში.
ქოხში მყოფთა სულიერი განწყობილება ეთანხმებოდა ბუნების ჭმუნვას.
ყველას გული ნაღველითა ჰქონდა სავსე.
მამიდა ხლოას ბუხართან ახლოს, მაგიდაზე უთოს ფიცარი გაემართა და
ბიძია თომას პერანგს აუთოებდა. სკამის ზურგზე გადაფენილი იყო გაუთოე-
ბული საცვლები. ხლოა დიდი გულმოდგინებით ასწორებდა პერანგის ნაწიბუ-რებს და დროგამოშვებით თვალებზე მომდგარ ცრემლებს იწმენდდა. აქვე იჯ-
და ნიდაყვებზე დაყრდნობილი ბიძია თომაც.
ოთახში სიჩუმე სუფევდა. ჯერკიდევ ადრე იყო, ბავშვებს ეძინათ.
შავკანიანები, საზოგადოდ, ოჯახის მოყვარული ხალხია, თომა კი გამოირ-
ჩეოდა განსაკუთრებული მოსიყვარულე გულითა და ოჯახის ერთგულებით.
ახლაც მძინარე ბავშვების ლოგინთან ახლოს იჯდა და დაჰყურებდა.
_ ეჰ, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად ვხედავ ჩემ შვილებს, _ ჩაილაპარაკა
მან თავისთვის.
მამიდა ხლოამ ხმა არ გასცა, აჩქარებით აუთოებდა, ცდილობდა, თომას
სიტყვების მოქმედება გაექარწყლებინა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, უთოს ხელი
გაუშვა, სკამზე დაეშვა, პირზე ხელები მიიფარა და მწარე ქვითინი ამოუშვა.
_ მართალია, მონამ ყველაფერი უნდა აიტანოს, _ ამბობდა ის ტირილით, _
მაგრამ არვიცი, როგორგავუძლებ ამ მწუხარებას! ის მაინც ვიცოდე, სად მიყავ-
ხართ, ან რა დაგემართება! ქალბატონი გვპირდება: დავიხსნი, როცა ფულს ვი-
შოვიო, მაგრამ სამხრეთში მონას ხანგრძლივი სიცოცხლე არა აქვს: თურმე სა-
შინლად აწამებენ. ვინ იცის, რა დაგემართება, სანამ საჭირო ფულს შეაგროვე-
ბენ!
_ ეჰ, ხლოა, წინათვე გულს ნუ გაიხეთქ. იქნება კარგად მოეწყოს საქმე!
_ ეგ მართალია, მაგრამ ზოგჯერ საზარელი საქმის ჩამდენი დაუსჯელი
რჩება. მეშინია, ვაითუ უშენოდ ცხოვრებაში ვერვპოვო ნუგეში.
_ კიდევ კარგი, რომ მე გამყიდეს. საშინელება ის იქნებოდა, შენ რომ გაეყი-
დეთ ბავშვებით. მე ყოველნაირ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ვიცოდე, რომ თქვენ
აქ განსაცდელის გარეშე ხართ.
ეტყობოდა, რომ თომა ლაპარაკის დროს თავს ძალას ატანდა, ლაპარაკობ-
და მხოლოდ ხლოას გასამხნევებლად. ხმა უკანკალებდა, პირში სიტყვა უწყდე-
ბოდა. თომას სიტყვები ხლოას ნაკლებად ამშვიდებდა.
_ მე არ ვიცი, სად არის აქ სამართალი?! რად გაგყიდა ბატონმა?! როგორ გა-
გიმეტა?! განა ცოტა ოფლი დაგიღვრია ბატონის ოჯახში?! შენი ამდენი სამსახუ-
რისათვის განთავისუფლება გეკუთვნოდა და არა გაყიდვა! აკი გპირდებოდა
კიდეც. მაშ რაღად მოიქცა ასე? მე არ შემიძლია არ გავკიცხო იმისი საქციელი!
შენ მარტოდმარტო აწარმოებდი მთელი მისი ოჯახის საქმეებს... ეჰ, რაღა თქვას
კაცმა! შენ ბატონი უფრო ძლიერ გიყვარდა, ვიდრე საკუთარი ცოლ-შვილი, და
ახლა... ამაზე ფიქრიც კი საზარელია... გაგყიდა, იმიტომ რომ მოვალე გაესტუმ-
რებინა! არა, მე ამას ვერვაპატიებ!
_ ხლოა, თუ გიყვარვარ და ჩემი ხათრი გაქვს, ეგრე ნუ ლაპარაკობ ბატონ-
ზე. იმაზე ცუდის გაგონება ჩემთვის ისევე ძნელია, როგორც ჩემს თავზე. ხომ
იცი, რომ ბატონი მე პატარაობითვე ხელზე მყავს გაზრდილი.
ქალბატონმა ამ დილით ხლოა გაათავისუფლა სავალდებულო მუშაობისა-
გან და საშუალება მისცა, უკანასკნელი წუთები ქმრის მზრუნველობაში გაეტა-
რებინა. ხლოამ გემრიელი ნამცხვარი დაუმზადა თომას. საიდანღაც გამოჩნდასხვადასხვა მწნილი და მურაბები. ყველაფერი ეს მოწმობდა, რომ თომას ქოხში
გათენებულიყო არაჩვეულებრივი დილა.
სუფრაზე ბავშვებმა ტკბილეულობა რომ დაინახეს, ჟრიამული ატეხეს. პა-
ტარა მოსემ ქათმის ნაჭერს დასტაცა ხელი.
_ არა გრცხვენია, შე მსუნაგო, შენა! რა მშიერი მგელივით მივარდი სუფრას.
განა არ იცი, რომ მამაშენი უკანასკნელად საუზმობს თავის ქოხში! _ შეუტია
ხლოამ ბავშვს და ხელი ასწია თავში ჩასარტყმელად.
_ რას სჩადიხარ, ხლოა, _ შეაჩერა თომამ და ცოლს ხელი დაუჭირა.
_ არა, მე აღარ შემიძლია ამ ტანჯვის ატანა! _ წამოიძახა ხლოამ. _ ჩემს გო-
ნებაზე აღარა ვარ და არვიცი, რას ჩავდივარ.
უფროსი ბავშვები გაინაბნენ და გაშტერებულები შესცქეროდნენ მშობ-
ლებს. უმცროსი გოგო დედას კალთაზე ებღაუჭებოდა და ტირილით რაღაცას
სთხოვდა.
_ კმარა, _ თქვა ხლოამ, თვალები მოიწმინდა და ბავშვი ხელში აიყვანა, _
მეტს აღარაფერს ვიტყვი. ახლა საუზმეს შეუდექით. თომა, ბავშვებო, მოდით
სუფრასთან.
ბავშვებს მეტი პატიჟი აღარ დასჭირდათ, საჩქაროდ შეუდგნენ საქმეს. ისი-
ნი რომ არ ყოფილიყვნენ, საუზმე ხელუხლებელი დარჩებოდა, რადგანაც თვი-
თონ ხლოასა და თომას არაფრისათვის უხლიათ ხელი.
_ ახლა კი დროა, შენი ბარგი ჩავალაგო, _ თქვა ხლოამ და დაფაცურდა. _
თომა, დაიხსომე: აი, აქ ჩავდე შენი თბილი ხალათი. ახალმა ბატონმა კი არ წა-
გართვას ბარგი. თბილ ხალათს გაუფრთხილდი, ხომ იცი, ახლის მომქსოვი იქ
არავინ გეყოლება. აი, თბილი წინდები, ყველა დაკერებულია. შე საბრალო,
ამის შემდეგ ვიღა დაგიკერებს საცვლებს! _ ხლოას ისევ ცრემლი მოერია, საც-
ვლების ყუთში ჩაკიდა თავი და ტირილი დაიწყო. _ როცა დავფიქრდები, რომ
შენი მომვლელი იქ არავინ იქნება, მეტადრე თუ ავად გახდი... ოჰ, ძალა არ შემ-
წევს, ეს მწუხარება ავიტანო...
ბავშვებმა საუზმე გაათავეს და ახლა ყურს უგდებდნენ დედის ლაპარაკს.
ხლოას თვალებზე რომ ცრემლები დაინახეს, ისინიც ატირდნენ. პატარა გოგო
თომას კალთაში ჩაუჯდა, სახეზე ხელებს უცაცუნებდა, წვერს უწეწავდა და
კისკისებდა. მამა არ უშლიდა ბავშვს ცელქობას.
_ ეჰ, იცინე, შე საცოდავო, _ უთხრა ბავშვს ხლოამ. _ დრო იქნება, რომ შენც
წაგამწარებენ სიცოცხლეს, შენც წაგართმევენ ყველაფერ ძვირფასს. შენს ძმებს
ხომ გაყიდვა არასცდებათ...
_ აგერქალბატონიც მობრძანდება, _ წამოიძახა ერთმა ბავშვმა.
_ რად მოდის ქალბატონი? _ ჩაილაპარაკა ხლოამ თავისთვის, _ განა ჩვენი
შველა შეუძლია?
ქალბატონი ოთახში შემოვიდა. ხლოამ ხმაამოუღებლად შესთავაზა სკამი.
ქალბატონს მღელვარება ეტყობოდა, სახე გაწითლებული ჰქონდა.
_ თომა, _ დაიწყო იმან, _ მოვედი... _ სიტყვა გაუწყდა, ოთახს თვალი მოავ-
ლო და ატირდა. _ ნუ ტირით, ქალბატონო! ნუ ტირით, თქვენს დღეგრძელობას, _ ამშვიდებ-
და ხლოა, მაგრამ თვითონ კი ცრემლებად იღვრებოდა.
ოთახში ერთხანს მხოლოდ ქვითინი ისმოდა, ლაპარაკის თავი არავის
ჰქონდა. ცრემლებმა ოთახში მყოფთ გული მოულბო.
ცრემლებმა მოხოცეს მონების გულს ის უკმაყოფილება, რაც თომას გაყიდ-
ვის ამბავმა გამოიწვია.
_ ჩემო ძვირფასო თომა, _ წარმოთქვა ბოლოს ქალბატონმა, _ მე ახლა არა
მაქვს ფული, რომ გაგატანო, თუმცა, სულ ერთია, არ შეგარჩენენ. მაგრამ გაძ-
ლევ პატიოსან სიტყვას, ვიზრუნებ შენზე და, როგორც კი საჭირო თანხას შევაგ-
როვებ, მაშინვე გამოგისყიდი მონობიდან.
ამ დროს ვიღაცამ მოურიდებლად შემოაღო კარი. ზღურბლზე ჰელი იდგა,
ეტყობოდა, ცუდ გუნებაზე იყო. ერთი იმიტომ, რომ ღამე უძილოდ გაატარა,
და მეორეც, იმიტომ, რომ ელიზა ხელიდან გაუსხლტა.
_ მზად ხარ თუ არა? _ ჰკითხა მან თომას. ოთახში ქალბატონი შელბი დაი-
ნახა, ოდნავ თავი შეიკავა და სალამი მისცა.
ხლოამ საცვლების ყუთი დაკეტა, გაბოროტებით გადახედა მონებით ვა-
ჭარს; ცრემლები უცებ გაუშრა და მისი თვალები მხოლოდ სიბრაზის ცეცხლს
აფრქვევდა.
თომა დამშვიდებული წამოდგა, აიღო ხელში თავისი ნივთების ყუთი და
მზად იყო, ახალ ბატონს ჰხლებოდა. ხლოა ბავშვით ხელში გაჰყვა ქმარს გასა-
ცილებლად. სხვა ბავშვებიც გამოედევნენ მშობლებს.
ქალბატონმა შელბიმ შეაჩერა ჰელი და ცხარედ გამოელაპარაკა.
თომა ამ დროს ემშვიდობებოდა ეზოში თავმოყრილ მონებს, რომლებიც
მის გასაცილებლად მოსულიყვნენ. ყველას ენანებოდა კეთილი თომას მოშო-
რება, მეტადრე ქალებს.
_ ხლოა, შენი ქმარი ჩვენ შენზე მეტად გვენანება, _ უთხრა ერთმა ატირე-
ბულმა დედაკაცმა, როცა დაინახა, რომ ხლოა უცრემლოდ იდგა ეტლთან.
_ მე ცრემლების ფრქვევა აღარ შემიძლია, _ მიუგო ხლოამ მწუხარედ და ჰე-
ლის შეხედა, რომელიც ამ დროს ეტლს უახლოვდებოდა: _ იმას ჩემს ცრემლებს
არ დავანახვებ.
_ აბა, ჩაჯექი, _ უთხრა ჰელიმ თომას მოუთმენლად, თომა ეტლში ჩაჯდა.
ჰელიმ ბორკილები ამოიღო მისთვის ფეხებზე დასადებად. მაყურებელთა შო-
რის უკმაყოფილების ჩოჩქოლი გაისმა. ქალბატონმა კი ქოხის კარიდან დაუძა-
ხა:
_ მერწმუნეთ, ეგ თქვენგან გადაჭარბებული სიფრთხილე იქნება, ბატონო
ჰელი!
_ არ ვიცი, ქალბატონო, რამდენად მართალი ბრძანდებით. მე მხოლოდ ერ-
თი ვიცი, რომ აქ უკვე ხუთასი დოლარი ზარალი ვნახე და აღარ მსურს, ასეთი-
ვე შეცდომა გავიმეორო.
_ ამისთანა ადამიანისაგან მეტსრას უნდა ელოდეს კაცი, _ ჩაილაპარაკა გუ-
ლისტკივილით ხლოამ. ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაცა უცხო კაცი იმათ მამას რაღაცას უპირებდა,
იგრძნეს, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა, შემოეხვივნენ დედას და ტირილი და-
იწყეს.
_ ოჰ, როგორ მენანება, რომ პატარა ბატონი სახლში არა ბრძანდება: ძალიან
მინდოდა წასვლის წინ მასთან გამოთხოვება, _ თქვა თომამ.
ჯორჯი დილაადრიან სხვაგან გაგზავნეს. თომას გაყიდვის ამბავი დაუმა-
ლეს.
_ ჩემი სალამი გადაეცით ბატონიშვილს, _ თქვა თომამ გრძნობით სავსე
ხმით.
ჰელიმ ცხენებს მათრახი გადაუქნია. ეტლი დაიძრა და წაიყვანა საწყალი
ბიძია თომა. საბრალო თვალს არ აშორებდა თავის ქოხს, სანამ ტყეს არ მიეფარ-
ნენ.
თვითონ ბატონი შელბიც არ იყო სახლში. ისიც განგებ წავიდა სახლიდან,
რომ არ ენახა გამოთხოვების მძიმე სურათი. ძალიან ცდილობდა, დაერწმუნე-
ბინა თავი, რომ მონის გაყიდვით ცუდი არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ცოლთან
ლაპარაკის შემდეგ გულზე მძიმე ლოდად შემოაწვა დარდი.
სწრაფად გაიარეს თომასათვის ძვირფასი ადგილები, სადაც მას მთელი თა-
ვისი სიცოცხლე ჰქონდა გატარებული; როცა შელბის სამფლობელოს გასცილ-
დნენ და შარაგზაზე გავიდნენ, ცოტა ხნის შემდეგ, გზაზე სამჭედლო ნახეს და
გაჩერდნენ. ჰელი ჩამოხტა და მჭედელს სთხოვა, ბორკილი გაედიდებინა და
თომასთვის დაედო.
_ რას ხედავს ჩემი თვალები! ნუთუ ეს თომა არის, ბატონ შელბის მონა? ნუ-
თუ ბატონმა გაიმეტა გასაყიდად? სწორედ დაუჯერებელი ამბავია! _ თქვა მჭე-
დელმა.
_ რა არის აქ დაუჯერებელი! სწორედაცრომ გაყიდა, _ უპასუხა ჰელიმ.
_ ამას ვერ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა. მერე თომას რა
ბორკილები უნდა? ის უბორკილოდაც არსად წავა, პატიოსანი და ერთგული
ადამიანია.
_ ეგეთი ზღაპრები ბევრი მსმენია! _ გააწყვეტინა ლაპარაკი ჰელიმ, _ ვიცი,
რომ პატიოსან ზანგსაც მშვენივრად შეუძლია გაქცევა.
_ რასაკვირველია, სამხრეთში გაყიდვა სასიამოვნო არ არის, _ დაიწყო ისევ
მჭედელმა, _ ისიც კია, რომ საცოდავები იქ ბუზებივით იხოცებიან. საწყალ
თომას, ამას გარდა, აქ ოჯახიცრჩება.
_ ეგ კი სწორედ სისულელეა, _ თქვა ჰელიმ, _ ქალი ბევრია ქვეყანაზე, თომა
იქ სხვა ცოლს იშოვის.
ამ ლაპარაკის დროს თომა დაღვრემილი იჯდა ეტლში. უცებ ცხენის ფეხის
ხმა მოესმა და ვერც კი მოასწრო გამორკვეულიყო, რომ ჯორჯ შელბიმ ეტლთან
მიაჭენა ცხენი და თომას გადაეხვია. ბავშვი გულამოსკვნით ტიროდა და ილან-
ძღებოდა.
_ რა სიმდაბლეა! მერომ დიდი ვიყო, ამას ვერავინ გაგიბედავდა. _ ჩემო კარგო, ჩემო პატარა კარგო ბატონო, _ უთხრა თომამ, _ რანაირად მი-
ხარია თქვენი დანახვა, რა ბედნიერი ვარ, რომ ვეღირსე თქვენთან გამომშვი-
დობებას! უამისოდ ძალიან მიმძიმდა წასვლა. _ თომამ უცაბედად ფეხი გაან-
ძრია და ბორკილის ჩხარუნი გაისმა. ჯორჯი ყველაფერს მიხვდა.
_ ეს საშინელებაა! _ წამოიძახა აღელვებულმა. _ სირცხვილი ჩვენ! მოვკლავ
მე მაგ კაცს!
_ არა, თქვენ მაგას ხელი არ უნდა ახლოთ. ეგრე ხმამაღლაც ნუ ლაპარა-
კობთ ასეთ სიტყვებს, თორემ ბრაზი მოუვა და ჩემზევე იყრის ჯავრს.
_ კარგი, მაშ აღარას ვიტყვი, _ ბავშვმა სამჭედლოსკენ მიიხედა და შემდეგ
ხმადაბლა უთხრა თომას:
_ ბიძია თომა, ჩემი დოლარი მოგიტანე.
_ არა, ბატონიშვილო, მე არ ავიღებ მაგ ფულს, _ უპასუხა გულაჩვილებულ-
მა თომამ.
_ უნდა აიღო, ბიძია თომა, მე მამიდა ხლოას ვუთხარი და იმან მითხრა:
გახვრიტოს და გულზე ჩამოიკიდოს, თორემ, ფული რომ უნახოს იმ ავაზაკმა,
მაშინვე წაართმევსო. უჰ, როგორა მწყურია ერთი მაგისი მიბეგვა!
_ არა, ნუ იზამთ ამას, _ შეეხვეწა თომა.
_ კარგი, ეგრე იყოს, _ დაემორჩილა ჯორჯი.
ბავშვმა თომას გულზე ჩამოჰკიდა თავისი დოლარი.
_ გული კარგად შეიკარი, რომ შენმა ბოროტმა ბატონმა არ დაგინახოს. ეს
დოლარი ნიშნად გქონდეს, როცა დახედო, ყოველთვის გაიხსენე, რომ, სადაც
უნდა იყო, მოვალ შენთან, გაგათავისუფლებ ტყვეობიდან და შინ წამოგიყვან.
მე ასე დავპირდი მამიდა ხლოას, მამაჩემს კი მოსვენებას არმივცემ, მანამ...
_ მამაზე ეგრე ნუ ლაპარაკობთ, ჩემო კარგო პატარა ბატონო, _ უთხრა თო-
მამ, _ გამიგონეთ, რა მოგახსენოთ: დედათქვენი სამაგალითო ადამიანია და
იმას ნუ დაშორდებით ნურასოდეს, ადამიანს ყველაფრის შეძენა შეუძლია
ცხოვრებაში, მაგრამ დედას ვერ შეიძენს. ეცადეთ, დედათქვენს მარტოობა არ
აგრძნობინოთ. იცოცხლეთ იმის ნუგეშად. ეცადეთ, კარგი კაცი გამოხვიდეთ,
ჯორჯ! მაძლევთ თუ არა ამის პირობას?
_ პირობას გაძლევ, ბიძია თომა! _ უპასუხა ჯორჯმა ძალიან სერიოზული
კილოთი.
_ ლაპარაკში ყოველთვის წინდახედული უნდა იყოთ. თქვენს ასაკში ხში-
რად ბავშვები მოუთმენლობას იჩენენ, ახირებული და ჯიუტები არიან ხოლმე.
მაგრამ კარგი ბავშვები ყოველთვის პატივსა სცემენ თავიანთ მშობლებს. ხომ არ
გწყინთ, რომ ასე გარიგებთ?
_ არა, ბიძია თომა! შენ ყოველთვის კარგ დარიგებას მაძლევდი.
_ მე მოხუცი ვარ, _ უთხრა წყნარი ხმით თომამ, _ ბევრ კარგ თვისებას ვხე-
დავ თქვენში, თქვენ წინ გადაშლილია სიცოცხლე და ყველაფერი მოგეპოვებათ
იმისათვის, რომ ეს სიცოცხლე კარგად გაატაროთ. გახსოვდეთ, ჯორჯ, იყავით
კარგი ადამიანი! ამ ლაპარაკის დროს თომა ბავშვს სიყვარულით უსვამდა ხელს თავზე და
ხუჭუჭ თმას უსწორებდა.
_ ბიძია თომა, რომ გავიზრდები, დიდ სახლს აგიშენებ და დაგასახლებ,
რომ შენც ბედნიერად იცხოვრო.
ამ დროს ჰელი გამოვიდა სამჭედლოდან.
_ მე ვეტყვი ჩემს მშობლებს, რომ თომას ასე სასტიკად ექცევით, ბორკილე-
ბი დაგიდვიათ მისთვის, _ უთხრა ბავშვმა ჰელის საყვედურის კილოთი.
_ თქვენი ნება გახლავთ, უთხარით, რაც გსურდეთ, _ უპასუხა უკმეხად ვა-
ჭარმა.
_ თქვენ ადგილას რომ ვიყო, სირცხვილით დავიწვებოდი, მთელი თქვენი
სიცოცხლე ადამიანებით ვაჭრობთ.
_ თუკი ბატონები ყიდიან მონებს, მე რატომ არ უნდა ვიყიდო? რითი ვარ
მათზე ნაკლები?
_ როცა გავიზრდები, არც ერთს და არც მეორეს არ ვიკისრებ, _ თქვა ჯორ-
ჯმა ამაყად და უნაგირზე გასწორდა. _ მრცხვენია, რომ კენტუკში ვცხოვრობ,
სადაც ასეთი ამბები ხდება! ახლა კი მშვიდობით, ბიძია თომა!
_ მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ჯორჯ, გისურვებთ დღეგრძელობას! იშვია-
თი გულის კაცი გაიზრდებით!
თომა გასცქეროდა ჯორჯს, სანამ ცხენის ფეხის ხმა ისმოდა. როცა მიწყდა
უკანასკნელი ხმაური სამშობლო მხრიდან, გულზე ხელი მოისვა და იგრძნო
ჯორჯის მოცემული დოლარი. თითქოს მის მწუხარებას ცოტათი ეფონა. გული
გაუთბა. სინათლის სხივმა შეაშუქა იმ უკუნეთს წყვდიადში, რომელსაც მთელი
მისი არსება მოეცვა.

მეათე თავი

სასტუმროში
ერთ წვიმიან საღამოს ვიღაც მგზავრი ჩამოხტა სოფლის ერთ პატარა სას-
ტუმროში. საერთო დარბაზში ბევრი ხალხი იყო. ახოვან და ჯანმრთელ კენტუ-
კელებს მონადირის ხალათები და ყელიანი წაღები ეცვათ. თავი თავისუფლად
ეჭირათ. ზოგნი მაგიდებს შემოსხდომოდნენ და ლუდსა სვამდნენ, ზოგნი ბუ-
ხართან თბებოდნენ და თამბაქოს ღეჭავდნენ; ყველას ქუდი ეხურა: ამერიკე-
ლებს ასეთი ჩვეულება აქვთ.
ოთახის კუთხეებში ეყუდა თოფები, ეწყო საპირისწამლეები, სანადირო აბ-
გები და სხვა სანადირო იარაღები. დარბაზში პატარა მონა ზანგები, სასტუმ-
როს მოსამსახურეები ტრიალებდნენ.
ახლად მოსული სუფთად ჩაცმული, მომსხო ტანისა და მკვრივი აგებულე-
ბის მოხუცი იყო. მან თავისი სამგზავრო კალათა თვითონ მოიტანა, მოსამსახუ-
რე არ დაიხმარა, ბუხართან სკამქვეშ დადგა და თვითონაც დაჯდა. ცოტა არ
იყოს, შემკრთალი უყურებდა მახლობლად მჯდომ ზორბა ტანის კაცს, რომე-ლიც შესახედაობითა და ჩაცმულობით ჩარჩსა ჰგავდა. ეს კაცი თამამად იქცეო-
და, არავის ერიდებოდა, თამბაქოს ღეჭავდა და წამდაუწუმ აპურჭყებდა. მოხუ-
ცი მგზავრი იმის ყოველ გადაფურთხებაზე შეკრთებოდა ხოლმე და სკამიანად
უკან იწევდა. მეზობელმა ეს შენიშნა და გვერდზე მიიბრუნა პირი.
_ რას კითხულობენ ნეტა იმ კუთხეში? _ იკითხა მოხუცმა, როცა დაინახა,
რომ დარბაზის ერთ კუთხეში რამდენიმე კაცი კედელზე გაკრულ რაღაც ქა-
ღალდს კითხულობდა.
_ ვიღაც მებატონეს ზანგი გაჰქცევია, _ გამოეპასუხა ის მეზობელი, რომე-
ლიც მოურიდებლად აპურჭყებდა.
მოხუცმა, _ იმისი გვარი იყო ვილსონი, _ ამოიღო სათვალე, გაწმინდა სუფ-
თა ხელსახოცით, თვალებზე გაიკეთა და განცხადების წასაკითხად გაემართა.
აი, რა ეწერა განცხადებაში:
«ქვემორე ამისა ხელისმომწერ მემამულეს გაექცა მონა მულატი, გვარი და
სახელი: ჯორჯ ჰარისი, წაბლისფერი ხუჭუჭი თმა აქვს, პირის კანი თეთრი, გა-
ნათლებულია, კარგი წერა-კითხვა იცის, თავი ევროპელად მოაქვს. მხრებსა და
ზურგზე ღრმა ჭრილობა აჩნია. ხელზე დაღად ასვია ასო «ჰ». ოთხას დოლარს
ვაჩუქებ, ვინც იმას ცოცხალს მომგვრის, ან იმის სიკვდილს შემატყობინებს».
როცა მოხუცმა კითხვა გაათავა, _ ხმამაღლა კითხულობდა, _ მოურიდებე-
ლი მეზობლის ხმა შემოესმა:
_ ჩემი აზრით, ეს განცხადება მხოლოდ შეფურთხების ღირსია! _ და მარ-
თლაც შეაფურთხა.
_ რადა გგონია ეგრე? _ შეეკითხა ვიღაც კაცი.
_ იმიტომ, რომ, ამ განცხადების დამწერიცრომ გამოცხადებულიყო ახლა აქ
და მენახა, იმასაც შევაფურთხებდი. სირცხვილი არ არის ასეთი განცხადების
გამოკიდება? განა ის მემამულე, რომელსაც ასეთი მონა ვერ შეუფერებია, მეტის
ღირსია? მეცა მყვანან ზანგები, ხშირად ვეტყვი ხოლმე: ბიჭებო, თუ გინდათ,
გაიქეცით. ხშირად გავატან ხოლმე ქალაქში გასაყიდად ცხენს. ყველამ იცის,
რომ განთავისუფლების ქაღალდი დაწერილი და დამზადებული მაქვს ყველა-
სათვის, და მაინც ჯერ არც ერთი არ გაქცეულა სახლიდან. ყოველთვის პირ-
ნათლად ჩამაბარებენ ხოლმე გაყიდული ცხენების საფასურს. არც საკვირვე-
ლია: თუ მონა ჩემთან კარგადა გრძნობს თავს, რად გაიქცევა სხვასთან?
_ სრულ სიმართლეს ბრძანებთ, _ უპასუხა მოხუცმა. _ რაც შეეხება განცხა-
დებაში აღნიშნულ ახალგაზრდას, მე იმას კარგად ვიცნობ; ის დიდი განძია.
ერთ დროს ჩემთან მუშაობდა ქარხანაში. კანაფის საძენძი მანქანა გამოიგონა.
კარგად ვიცი, რომ მისმა ბატონმა იმისაგან დიდი ხეირი ნახა.
სასტუმროს კიბესთან ეტლი გაჩერდა. ხმაურზე დარბაზში ლაპარაკი შეწ-
ყდა. ეტლიდან გადმოვიდა ვიღაც ლამაზი, კარგად ჩაცმული კაცი; მისი ბარგი
ზანგმა შემოიტანა.
ახლად მოსული სასტუმროს პატრონთან მივიდა და თავისი სახელი და
გვარი ჩააწერინა: ენრი ბუტლერი, ოკლენდიდან, შელბის საგრაფოდან. მგზავრი წარმოსადეგი, ლამაზი ახალგაზრდა იყო. შავგვრემანი, ლამაზი
სახე და მშვენიერი შავი თმა მოწმობდა, რომ ის ვინმე წარჩინებული გვარის
ესპანელი უნდა ყოფილიყო სამხრეთ შტატიდან. ასე გაიფიქრეს დარბაზში მყო-
ფებმა.
სასტუმროს პატრონი დატრიალდა, არ იცოდა, როგორ ესიამოვნებინა საპა-
ტიო სტუმრისათვის. ახალმოსულმა ცალკე ოთახი მოითხოვა. მოსამსახურეები
დაფაცურდნენ ოთახის მოსამზადებლად. სტუმარი მივიდა კედელთან და გან-
ცხადება წაიკითხა.
_ ჯიმ, _ მიუბრუნდა ის თავის მოსამსახურეს, _ ვგონებ, ჩვენ ასეთი კაცი
შეგვხვდა გზაში.
_ დიახ, ბატონო, _ უპასუხა ზანგმა, _ მხოლოდ ხელზე დაღი არ შემიმჩნე-
ვია.
_ ხელზე არც მე შემიხედავს, _ თქვა ბუტლერმა მთქნარებით.
ქარხნის პატრონი ვილსონი გაშტერებით უყურებდა ახალმოსულს, ცდი-
ლობდა გაეხსენებინა, სად ენახა ბუტლერი. უეცრად რაღაც აზრმა გაუელვა
თავში, წამოდგა და შემკრთალი მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც
აქამდის გულგრილად უყურებდა მას. ახალგაზრდამ მაშინვე ხელი გაუწოდა
და უთხრა:
_ თუ არ ვცდები, ბატონი ვილსონი უნდა ბრძანდებოდეთ. მაპატიეთ, ერ-
თბაშად ვერ გიცანით. ვერ მიცანით? აბა, გაიხსენეთ, მე ბუტლერი გახლავართ,
ოკლენდიდან.
_ დიახ, ესე იგი... დიახ, დიახ... _ უპასუხა ვილსონმა დაბნეულად. მას თავი
სიზმარში ეგონა.
ამ დროს ბუტლერს მოახსენეს: ოთახი მზად გახლავთო.
_ ჯიმ, _ უთხრა მან თავის მონას, _ ბარგი შეიტანე ოთახში. მე თქვენთან
საქმე მაქვს, ბატონო ვილსონ, _ მიუბრუნდა მოხუცს. _ გთხოვთ, ერთ წამს მობ-
რძანდეთ ჩემს ოთახში.
ვილსონი გაჰყვა ზემო სართულში. ყველაფერი ეს ჯერაც სიზმარი ეგონა და
განცვიფრებისაგან გონს ვერმოსულიყო.
ოთახში ბუხარი გიზგიზებდა. როცა მოსამსახურეები გავიდნენ, ბუტლერ-
მა ოთახის კარი დაკეტა, მერე მიუბრუნდა ვილსონს და გულხელდაკრეფილმა
პირდაპირშეხედა თვალებში.
_ ჯორჯ! _ წამოიძახა მოხუცმა.
_ დიახ, მე გახლავართ.
_ ძლივს გიცანით!
_ კარგად გამომიცვლია სახე, არა?! _ ჰკითხა ჯორჯმა ღიმილით. _ კაკლის
წენგომ შემიღება თმა შავად და ჩემი ყვითელი პირის კანიც შავგვრემანი გახა-
და. მე ახლა აღარა ვგავარ იმ მონას, რომლის ნიშნებიც ჩამოთვლილია განცხა-
დებაში.
_ ჯორჯ, სახიფათო საქმე გიკისრია. ჩემი აზრით, არ უნდა გექნა ეს. _ მე ჩემსას ვეცდები და რაც მოხდება, მოხდეს. შევტოპე და ფონს გავალ! _
უპასუხა ჯორჯმაღირსეულიღიმილით.
სილამაზითა და თავდაჭერილობით ჯორჯი მამას ჰგავდა. მისი მამა წარ-
ჩინებული გვარიშვილი იყო კენტუკში. ჯორჯი მას ერთი მოსამსახურე ზანგი
ქალისაგან გაუჩნდა.
ვილსონი ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა: აღარ იცოდა, რა ექნა, როგორც კეთილ
ადამიანს, სურდა ეშველა გაქცეული მონისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მის
საქციელს უკანონოდ თვლიდა და ესეც აწუხებდა.
_ ძალიან მენანები, ჯორჯ, მაგრამ, ამავე დროს, არ შემიძლია დავმალო და
არ გითხრა, რომ ჩვენი ქვეყნის კანონის წინააღმდეგ მოქმედებ. გსურს მოშორ-
დე ბოროტ მებატონეს. შენი წადილი ბუნებრივია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს
საქციელი ვერ არის კარგი. ამასთან, საშინელ საფრთხეში იგდებ თავს. თუ ბა-
ტონს ახლა კიდევ ჩაუვარდი ხელში, სულს ამოგართმევს.
_ ეგ ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. აი, ჩემი უკანასკნელი ნუგეში, _ გა-
იხსნა სერთუკი და ჯიბიდან დამბაჩა და სანადირო დანა ამოიღო. _ ცოცხალი
მე იმას ხელში არ ჩავუვარდები. თუ საქმე იქამდის მივიდა, შევძლებ სამი არ-
შინი ორმოს დამსახურებას. ეს პირველი და უკანასკნელი წყალობა იქნება ჩვე-
ნი ქვეყნისაგან.
_ ჯორჯ, საშინელებას ლაპარაკობ, განა შეიძლება ასეთი აღშფოთება სამ-
შობლოს კანონების წინააღმდეგ!
_ მე სამშობლო არა მაქვს! _ შეჰყვირა ჯორჯმა, _ ისევე, როგორც არა მყო-
ლია მამა. აბა ერთი შემომხედეთ _ რითა ვარ სხვაზე ნაკლები? ისეთივე ადამი-
ანი ვარ, როგორიც ყველა თქვენთაგანი. მაგრამ მამაჩემმა, ერთმა აქაურმა მება-
ტონემ, იმდენი მზრუნველობაც კი არ გამოიჩინა ჩემდამი, რომ თავის ძაღლებ-
თან ერთად გავეყიდე საჯარო ვაჭრობით. რად მოხდა ეს? იმიტომ, რომ მე დე-
და მყავდა მონა. მახსოვს ის დღე: ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაყიდეს დედა-
ჩემი თავისი შვიდი შვილით, ჩემი და-ძმებით. ყველა ისინი სხვადასხვა მემა-
მულეებმა იყიდეს. დედა დაჩოქილი ემუდარებოდა ყველას, ჩემი თავი არ მოე-
შორებინათ მისთვის, მაგრამ უკმეხად ჰკრეს ხელი. მომაშორეს დედის მკერდს
და ახალ მებატონეს ჩამაბარეს. ვნახე, როგორ აწამეს ერთი ჩემი და. ის დედაჩე-
მივით ლამაზი იყო. სცემდნენ და აწამებდნენ, რადგან უნდოდა პატიოსნება შე-
ენარჩუნებინა. ბოლოს მისი ტანჯვა იმით გათავდა, რომ საცოდავი გაყიდეს
სამხრეთის ბაზარზე. მას აქეთ იმისი აღარა გამიგია რა, კვალი დავკარგე. ჩემი
ბავშვობა, სიჭაბუკე ტანჯვა-წვალებაში გავატარე. მცემდნენ, მშიერ-მწყურვალს
მამყოფებდნენ. ხშირად შიმშილისაგან გამგელებულს ძაღლებისათვის გადაყ-
რილი ძვლები ამიკრეფია და ის მიღრღნია. მთელი ღამეები ვტიროდი მარტო
იმიტომ კი არა, რომ მშიოდა, არა, მე მწყუროდა სიყვარული, მენატრებოდა
მშობლის ალერსი. მწყუროდა დედისა და და-ძმების ნახვა. ახლოს არავინ იყო
ისეთი, რომ სიყვარულით გაეთბო ჩემი გული. ერთი ალერსიანი სიტყვა არ გა-
მიგონია ბატონის სახლში. თქვენ პირველად მომეპყარით ადამიანურად, მას-
წავლეთ წერა-კითხვა. სიკვდილამდის თქვენი მადლიერი ვიქნები... შემდეგ შე-ვირთე ცოლი, თქვენ გეხსომებათ, რა ლამაზი ქალია. როცა შემიყვარა და ცო-
ლად შევირთე, ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მოიპოვებოდა ამ ქვეყანა-
ზე. ჩემი მეუღლე ხასიათითაც ისეთივე მშვენიერი ადამიანი გამოდგა, როგო-
რიც სახით არის. მაგრამ რა არის ჩემი ცხოვრება? ბატონმა ჩამომაშორა საყვა-
რელ სამუშაოს, მეგობრებს, ყველაფერს, რასაც ფასი და ღირებულება ჰქონდა
ჩემს ცხოვრებაში, და შავი სამუშაოთი სული ამომხადა. ასე იმიტომ მომექცა,
რომ, როგორც ის ამბობს, ჩემში სიამაყე ჩაეხშო და დაენახვებინა, რომ მე უბრა-
ლო მონა ვარ და სხვა არაფერი. ბოლოს შეუძლებელი მომთხოვა: ცოლს უნდა
გაეყარო და სხვა ცოლი შეირთოო. ერთი მიბრძანეთ, რომელი კანონი აძლევს
იმას ასეთ უფლებას? ეს ხომ ადამიანის გრძნობებს ეწინააღმდეგება! თქვენი კა-
ნონები ადასტურებს ისეთ საზარელ საქციელს, რომელმაც გული მოუკლა დე-
დაჩემს, ჩემს და-ძმებს, ჩემს ცოლს და თქვენ კიდევ მოითხოვთ ჩემგან, რომ ვე-
მორჩილებოდე ამ კანონებს? ვიმეორებ: თქვენი სამშობლო ჩემი სამშობლო არ
არის და იმის კანონებს მე არ დავემორჩილები. მე მხოლოდ ერთსა ვთხოვ ყვე-
ლას: თავი დამანებონ და მომასვენონ, რომ შემეძლოს ადამიანურად ვიცხოვრო.
წავალ კანადაში, იქაური კანონებით სრულუფლებიან ადამიანად მიმიღებენ.
იქ ისეთივე თავისუფალი მოქალაქე ვიქნები, როგორიც ბრძანდებით თქვენ აქა.
დაე, ნურავინ გადაეღობება გზაზე ამ ჩემს მისწრაფებას, თორემ, წინააღმდეგ
შემთხვევაში, თავისუფლების მოსაპოვებლად ვიბრძოლებ უკანასკნელ სის-
ხლის წვეთამდის. თქვენმა წინაპრებმაც, ევროპიდან გადმოსახლებულებმა,
ბრძოლით მოიპოვეს თავისუფლება. თქვენ ხომ იმათ პატივსა სცემთ. თუ ისი-
ნი მართალნი იყვნენ, მაშინ მეც მართალი ვარჩემს მისწრაფებაში.
ამ გაჭიანურებული ლაპარაკის დროს საშინლად აღელვებული ჯორჯი
ოთახში მიდი-მოდიოდა. ვილსონს გულის სიღრმეში ჩასწვდა ყმაწვილი კაცის
მწარე სიტყვები, თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივდა და მოჰყვა ლანძღვას:
_ შეჩვენებულები! _ყვიროდა აღელვებული, _ წყეულიმც იყვნენ ყველანი,
ვინც აგრე ტანჯავს ადამიანს. მე ყოველთვის ვამბობდი, მონობა საშინელი ბო-
როტებაა-მეთქი. აბა, ყოჩაღად, ჯორჯ! იმოქმედეთ, მხოლოდ ადამიანის
მკვლელობას ერიდეთ, ჩემო კარგო! ნურც სხვას მოკლავთ, ნურც თავს მოიკ-
ლავთ, ამას ნუ იკისრებთ, ჩემო ძვირფასო! სად არის ახლა თქვენი ცოლი?
_ ისიც გაიქცა ბატონის სახლიდან და შვილიც გაიტაცა. წავიდა, მაგრამ სა-
ით _ თვითონაც არიცის. არვიცი, შევხვდებით კიდევ ერთმანეთს თუ არა...
_ საკვირველია და გაუგებარი, ისეთ კარგ ბატონებსრად გაანება თავი?
_ სხვა გზა არ ჰქონდა. ბატონმა ვალი აიღო და მონების გაყიდვა დასჭირ-
დათ. ჩვენი ბავშვის გაყიდვა მოინდომეს.
_ რა საშინელებაა! _ თქვა კეთილმა მოხუცმა და ჯიბეში რაღაცას დაუწყო
ძებნა. _ ჯორჯ, ჩემო მეგობარო! ვინ იცის, რა შეგემთხვევათ, ფული დაგჭირდე-
ბათ; აი, მიიღეთ ჩემგან ეს, _ ამ სიტყვებით მოხუცმა დაკეცილი ქაღალდის ფუ-
ლი გაუწოდა.
_ არა, არა, მადლობას მოგახსენებთ! ფული არ დამჭირდება. ისიც მეყოფა,
რაცა მაქვს, _ უთხრა ჯორჯმა დაფულს ხელი არმოჰკიდა. _ სულითა და გულით გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან. ფული ყოველთვის გამო-
სადეგია. დიდად მოხარული ვიქნები, თუ გამომართმევთ.
_ კარგი, _ დაეთანხმა ჯორჯი, _ გამოგართმევთ იმ პირობით, რომ, როცა
შევიძლებ, უკანვე დაგიბრუნოთ.
_ ვინ არის ის ზანგი, თქვენრომ გახლავთ? _ ჰკითხა ვილსონმა.
_ ერთგული მეგობარია. ეგ უკვე იყო კანადაში და უკან დაბრუნდა, რადგან
იცის, რომ ბატონი შურს იძიებს დედამისზე შვილის გაქცევისათვის. ახლა
სურს, როგორმე დაიხსნას დედა სატანჯველისაგან.
_ მერე უშველარამე?
_ ჯერ ვერა. შემთხვევას ეძებს. მანამდე კი მე მიმაცილებს მდინარე ოჰაიომ-
დის, იქ თავის მეგობარს ჩამაბარებს და შემდეგ დაბრუნდება დედის დასახსნე-
ლად.
_ ძალიან, ძალიან სახიფათო საქმისათვის მოგიკიდია ხელი, _ თქვა მოხუც-
მა.
_ შეიძლება გავიმარჯვოთ, მით უმეტეს, რომ მე აქ ადრე არავის ვუნახივარ.
თუ აქედან გავასწარიროგორმე, მერე კვალი დაიკარგება.
_ რა ალაგას გაქვს დაღი ხელზე, ჯორჯ?
ჯორჯმა ხელთათმანი წაიძრო და დაღი აჩვენა.
_ ჩემმა ბატონმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ დამადო დაღი ასეთ თვალ-
საჩინო ადგილას. თითქოს გულმა უგრძნო, რომ გაქცევას ვაპირებდი.
_ სისხლი მიშრება ასეთი უდიერების მოწმეს! _ წამოიძახა ვილსონმა.
_ დიდად მოხარული ვარ, ბატონო ვილსონ, რომ შეგხვდით და ჩემი გარე-
მოება აგიხსენით, _ დააბოლოვა ჯორჯმა, _ მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
გმადლობთ თანაგრძნობისათვის, იქნება, ბოროტ ადამიანს ხელიდან გავუს-
ხლტე. მე მალვით არ ვაპირებ მგზავრობას, დღისით ვივლი, საუკეთესო სას-
ტუმროებში გავჩერდები ხოლმე, საერთო დარბაზში ვისადილებ. თუ ბედმა
მიმტყუნა და გავები სადმე მახეში, იცოდეთ, _ უეჭველად თავს მოვიკლავ.
ჯორჯმა ხელი გაუწოდა მოხუცს. მის სახეზე ამ წუთს იხატებოდა მამაცობა
და გამბედაობა. ვილსონმა გრძნობით ჩამოართვა ხელი, კეთილი მგზავრობა
უსურვა და ოთახიდან გამოვიდა.
ჯორჯი ერთ წუთს დაფიქრებული იდგა. უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავ-
ში, სწრაფად გააღო კარი და უკანვე შემოიხმო ბატონი ვილსონი.
_ თქვენთან კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, _ უთხრა მან მოხუცს. _ ისე ადა-
მიანურად მომეპყარით, რომ ვბედავ, თქვენთან სრულიად გულახდილი ვიყო.
მე რომ მოვკვდე, ქვეყანაზე არავის შევებრალები, გარდა საცოდავი ცოლისა. ეს
ქინძისთავი, _ ჯორჯმა ჰალსტუხიდან გამოიღო ქინძისთავი, _ ჩემი ცოლის ნა-
ჩუქარი გახლავთ, შეიძლება, როდისმე შეგხვდეთ ჩემი ცოლი, ქინძისთავი იმას
გადაეცით და უთხარით, რომ მე ის მეყვარება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამ-
დის. გადაეცით აგრეთვე ჩემი შემდეგი სურვილი: წაიყვანოს ჩემი შვილი კანა-
დაში და იქ თავისუფალ მოქალაქედ აღზარდოს, რომ იმან მაინც აღარგამოსცა-
დოს მონობის საშინელება. მოხუცს ცრემლები გადმოსცვივდა და აღუთქვა თხოვნის შესრულება.
_ იმედს ნუ დაჰკარგავთ, ჩემო კარგო! შეიძლება, კარგად წავიდეს თქვენი
საქმე. სიმართლე გაიმარჯვებს.
_ დიახ, თუკი არსებობს სიმართლე, _ თქვა ჯორჯმა სასოწარკვეთილებით.
_ მაგას ნუ ამბობთ! _ თქვა ვილსონმა მღელვარებით, _ სიმართლე არსე-
ბობს.
ეს სიტყვები ისეთი რწმენით წარმოთქვა ვილსონმა, რომ ჯორჯზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა, ოთახში სიარულს თავი გაანება და დაფიქრდა. შემ-
დეგ თავი ასწია და უპასუხა:
_ გმადლობთ დარიგებისათვის, კეთილო მეგობარო. თქვენი სიტყვები არა-
სოდეს დამავიწყდება.

მეთერთმეტე თავი
შემთხვევა გემზე
ვაჭარი ჰელი და თომა საღამოთი ჩავიდნენ ვაშინგტონში. ჰელის აქ საქმეე-
ბი ჰქონდა: საჯარო ვაჭრობას უნდა დასწრებოდა და კიდევ ეყიდა ზანგები.
თვითონ სასტუმროში ჩამოხტა, თომა კი საქალაქო სატუსაღოში მოათავსა. თო-
მა, როგორც ყოველთვის, ხმაამოუღებლივ დაემორჩილა თავის ბედს.
მეორე დღეს, შუადღის თორმეტ საათზე, ჭრელი ხალხი აირია სასამარ-
თლოს დარბაზში, სადაც საჯარო ვაჭრობა უნდა გამართულიყო. ზანგები ცალ-
კე იდგნენ და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. მათ შორის ყველაზე მეტ ყურადღე-
ბას იქცევდა მოხუცი, წელში მოხრილი, ქარებისაგან დაკრუნჩხული, თითქმის
უსინათლო დედაკაცი. მასთან ახლოს იდგა თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ცქვი-
ტი ბიჭი. ეს იყო უკანასკნელი შვილი ამ დედაკაცისა. მას ბევრი შვილი ჰყავდა,
მაგრამ ყველა გაუყიდეს და ეს უმცროსი ვაჟიღა შერჩენოდა დღემდის. დედას
თავისი აკანკალებული ხელები მოეხვია შვილისათვის და გულისფანცქალით
შეჰყურებდა ვაჭრებს, რომლებიც ზანგებს გარშემო უვლიდნენ.
_ ნუ გეშინია, ძალუა! _ უთხრა ერთმა მოხუცებულმა ზანგმა დედაკაცს: _
მე ველაპარაკე ბატონ ტომასს. იმას იმედი აქვს,შენ შვილთან ერთად გაგასა-
ღოს.
_ მე მუშაობა კიდევ შემიძლია, _ ამბობდა დედაკაცი და მოცახცახე მკლა-
ვებს მაღლა წევდა. _ საჭმლის გაკეთებაც შემიძლია, სარეცხის რეცხვაც. ჩემი
მყიდველი არ იზარალებს, დედაშვილობას, აგრე აუხსენით ყველას, _ ეხვეწე-
ბოდა დედაკაცი მასთან მოლაპარაკეს.
ამ დროს ზანგებში შეერია ჰელი. იმან გაუსინჯა კბილები ერთ მოხუცს.
წელში ამართა, მერე მოღუნა, რომ შეეტყო, რამდენად ნავარჯიშები კუნთები
ჰქონდა. ახლა მეორე გასინჯა, მესამე და ასე დაუარა ყველას. ბოლოს დედაბ-
რის ლამაზ შვილთან მივიდა: გაუსინჯა ხელის კუნთები და უბრძანა, ეხტუნა. _ ბავშვის გაყიდვა არ შეიძლება უჩემოდ, _ სწრაფად თქვა დედაკაცმა, _
ჩვენ, დედა-შვილს, ორივეს ერთად გაგვყიდიან, ბატონო. მე კიდევ შემიძლია
ყოველნაირი მუშაობის ატანა.
_ თამბაქოს პლანტაციაში ხომ არ აპირებ მუშაობას? _ ჰკითხა ჰელიმ და-
ცინვით, _ ზედ გეტყობა!
ამ სიტყვებით მოშორდა მონებს და სიგარა გააჩაღა.
_ რა გადაწყვიტეთ? _ ჰკითხა მას ბატონმა ტომასმა, საჯარო ვაჭრობის გამ-
გემ.
_ მე უფრო ახალგაზრდები მინდა ვიყიდო და იმათთან აი, ის ბავშვიც.
_ ბავშვთან იმისი დედაც უნდა იყიდოს მყიდველმა.
_ ძალიან ოინი მოგიგონიათ! ვის რად უნდა ეგ ბებრუცანა? ეგ ხომ თავისი
საჭმლის მარილისფასსაც ვერაანაზღაურებს!
_ მაშ, არიყიდით დედას?
_ სულელი ხომ არა ვარ! ბრმაც არის და ქარებისაგან დაკრუნჩხულიც. ვგო-
ნებ, სრულ ჭკუაზედაც არ უნდა იყოს.
_ არა, ეგ არ ითქმის. ხანდახან ასეთი მოხუცის მყიდველსაც შეუძლია, ხეი-
რი ნახოს. ძალიან იაფად ჰყიდიან. ამფასად, ეჭვს გარეშეა, დედაკაციღირს.
_ არა, მე მუქთადაც არმინდა, _ გადაწყვეტით განაცხადა ჰელიმ.
_ მებრალება საცოდავი. ვერ აიტანს, თუ შვილს დააშორეს. შვილი საშინ-
ლად უყვარს და ჭკუაზე შეიშლება ეს საბრალო.
_ მერერა ვუყოთ, _ გულცივად თქვა ჰელიმ.
ამ დროს მოვიდა დამფასებელი და ლაპარაკი შეწყდა.
მოხუცმა დედაკაცმა სუნთქვა შეწყვიტა და შვილს მაგრად მოჰკიდა ხელი.
_ ჩემთან ახლო დადექი, შვილო! ჩვენ უთუოდ ერთად გაგვყიდიან.
_ არა, დედილო, მე ამის იმედი არა მაქვს, _ უთხრა შვილმა.
_ უეჭველად, ერთად უნდა გაგვყიდონ. დარდისაგან მოვკვდები, ერთმა-
ნეთსრომ დაგვაშორონ.
დამფასებელმა ჩაქუჩი დაარახუნა და ვაჭრობა დაიწყო. საქმე სწრაფად მი-
დიოდა. მონების მყიდველი ბევრი მოსულიყო. ჰელის ორი მონა ერგო ვაჭრო-
ბაში. ჯერი მიდგა მოხუცებულ დედაკაცსა და იმის შვილზე.
_ ჩვენ ერთად დაგვაყენეთ, ბატონო! _ შეეხვეწა დედაკაცი დამფასებელს.
_ მოშორდი აქედან! _ დაუყვირა იმან, _ შენ უკანასკნელ რიგში ხარ მოქცე-
ული. _ აბა, ბიჭო, აქეთ გამოდი, _ მიუბრუნდა ის ბავშვს, ხელი ჰკრა და წინ გა-
მოაგდო მოედანზე, სადაც ვაჭრობა წარმოებდა. გაისმა დედის გულსაკლავი
ქვითინი. ბავშვმა უკან მოიხედა, მაგრამ დაყოვნების დრო აღარიყო, ცრემლები
მოიწმინდა დიდრონ მეტყველ თვალებზე და დადგა ნაჩვენებ ალაგს. ბავშვს
მოყვანილი ტანი ჰქონდა, მარჯვე მიხრა-მოხრა და სანდომიანი პირისახე. ბევ-
რი მუშტარი მიესია საყიდლად. შეშინებული ბავშვი აქეთ-იქით აცეცებდა თვა-
ლებს, ვიდრე ვაჭრობა არ გათავდა. გაისმა ჩაქუჩის რაკუნი _ იმის ბედი გადაწ-
ყდა. ბავშვი ჰელის ერგო. როცა ახალ ბატონს ჩააბარეს, დედისაკენ გაიხედა დადაინახა, რომ აკანკალებულ ხელებს უწვდიდა მას, მაგრამ ახლო კი არ უშვებ-
დნენ.
_ ბატონო, ღვთის გულისთვის, მეც მიყიდეთ, _ ეხვეწებოდა მოხუცებული
ჰელის, _ მე ვერავიტან შვილის მოშორებას!
_ ვაითუ უფრო ადრე მოკვდე, მე რომ გიყიდო. არა, საჭირო არა ხარ, _ და-
ცინვით უპასუხა ჰელიმ.
ვაჭრობის გამგე ტომასმა დედაკაცი იაფად იყიდა.
ზანგები მიეხვივნენ საბრალო დედას. მძიმე სანახავი იყო საცოდავი. ჭირის
ოფლს ასხამდა, სიმწრით სახეს იკაწრავდა.
_ ნუთუ არ შეიძლებოდა, უკანასკნელი შვილი მაინც შეერჩინათ ჩემთვის?!
ბატონი მპირდებოდა _ შენი შვილი შენთან იქნებაო, და ეს დაპირებაც არ ამის-
რულეს!!! _ მწარედ მოთქვამდა საცოდავი.
_ დედი, დედილო, დამშვიდდი. ამბობენ, შენი ახალი ბატონი კარგი კაცი-
აო, _ უთხრა შვილმა.
_ რა საჭიროა ჩემთვის კარგი ბატონი, ჩემო სიცოცხლევ? რა მეშველება უშე-
ნოდ?!
_ გაიყვანეთ აქედან ეგ დედაკაცი! _ დაიყვირა ჰელიმ, _ თვითონ მაგისათ-
ვის არის ცუდი, აქრომ გყავთ.
რის ვაივაგლახით წიყვანეს საბრალო დედაკაცი, ჰელიმ კი ახლად ნაყიდ
მონებს ბორკილებით შეუკრა ხელ-ფეხი და სატუსაღოში გაგზავნა.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰელი თავისი ზანგებით უკვე იჯდა გემში მდინა-
რე ოჰაიოზე.
გზადაგზა ჰელი კიდევ აპირებდა მონების ყიდვას ადამიანებისაგან შემ-
დგარი ჯოგის შესავსებად.
«მშვენიერი მდინარე» (ასე ეძახდნენ გემს, რომელშიც ჰელი და მისი მონები
ისხდნენ) მხიარულად მიცურავდა მდინარის შესართავისაკენ. მორთული ქალ-
ვაჟნი, მხიარული ბავშვები ირეოდნენ გემის ზემო ბაქანზე. ყველაფერი ბრწყი-
ნავდა. ყველგან მხიარულების ხმა ისმოდა, მხოლოდ ტრიუმში იყო მოწყენი-
ლობა.
იქ სხვადასხვა საქონელთან ერთად იყვნენ მოთავსებული ჰელის მონები.
ყველანი შეყუჟულიყვნენ ერთ კუნჭულში და ხმადაბლა რაღაცას ლაპარაკობ-
დნენ. არ იზიარებდნენ მგზავრების მხიარულებას, მხოლოდ თავიანთ მიტოვე-
ბულ ცოლ-შვილზე, მშობლებსა და ნათესავ-ნაცნობებზე ფიქრობდნენ, რომ-
ლებსაც სამუდამოდ დააშორეს.
_ ჩემმა ცოლმა არც კი იცის, თუ ბატონმა გამყიდა და ახლა სხვაგან მივყა-
ვართ, _ ამბობდა ერთი ზანგი, რომელიც სიაში ასე ეწერა: «ჯონი, ოცდაათი
წლისა».
_ სად ცხოვრობს თქვენი ცოლი? _ ჰკითხა თომამ.
_ სადღაც აქ ახლოს უნდა იყოს, სავაჭრო სახლში მსახურობს. ჩვენ ახლოს
გავივლით. ნეტა ერთი კიდევ მენახა ჩემს სიცოცხლეში! ჯონს ღაპაღუპით გადმოსცვივდა ცრემლები. თომამ მძიმედ ამოიოხრა და
შეეცადა, ნუგეში ეცა საცოდავისთვის.
ზემო სართულზე კი ბედნიერნი ამა ქვეყნისანი, _ მამები, დედები, ცოლები
და ქმრები, მხიარულად ატარებდნენ დროს თავიანთ შვილებთან ერთად. არა-
ვის აზრად არ მოსდიოდა, რომ მათ გემზევე, ერთი სართულით ქვემოთ, იმყო-
ფებოდნენ მათნაირივე ადამიანები, მხოლოდ მოკლებულნი ყველა უფლებასა
და ადამიანურბედნიერებას.
იშვიათად თუ ვინმე შეიბრალებდა ხელფეხდაბორკილ ზანგებს. უმრავ-
ლესობას მათი მდგომარეობა ბუნებრივად მიაჩნდა: მათი აზრით, ზანგები ნამ-
დვილ ადამიანებად არითვლებოდნენ.
ერთ-ერთ ნავსადგურში გემზე გამალებული ამოვარდა ერთი ზანგი ქალი,
წინ გაურბინა მორთულ-მოკაზმულ მგზავრებს და ტრიუმს მიაშურა, დაინახა
ჯონი, გადაეხვია და გადაკოცნა. თან უალერსებდა და თან ღაპაღუპით ცრემ-
ლი სდიოდა. ეს იყო ჯონის ცოლი, რომლის ნახვაც ასე ენატრებოდა ქმარს.
ძნელი ასაწერია, რას გრძნობდა ამჟამად ეს უბედური ცოლ-ქმარი. ვინ შეძ-
ლებს სავსებით გადმოცემას იმ გრძნობისას, რომელსაც შეეპყრო ამ წუთს უბე-
დურები! ხარობდნენ შეხვედრით, მაგრამ სიხარული შხამით იყო ნალესი,
რადგანაც შეიძლება ეს მათი საუკუნო გამომშვიდობება ყოფილიყო.
გემი ჩქარა მოშორდა ნავსადგურს და გზას გაუდგა. თითქოს არაფერი
არაჩვეულებრივი არმომხდარიყოს.
მგზავრები ისევ მხიარულობდნენ, მასლაათობდნენ, იცინოდნენ და შეექ-
ცეოდნენ. ბავშვები ცელქობდნენ და თამაშობდნენ.
შემდეგ სადგურზე ჰელი გემიდან გადმოვიდა, რაღაც საქმე ჰქონდა. თომა
გემის მოაჯირთან იდგა და დაფიქრებული გაჰყურებდა შორეულ სივრცეს.
თუმცა ბორკილები ედო ფეხებზე, სიარული მაინც შეეძლო. მან დაინახა გემი-
საკენ მომავალი ჰელი. ვიღაც ზანგი კაცი და ქალი მოსდევდნენ, ქალს ხელში
ბავშვი ეჭირა და ჰელის უკან მხიარულად მოდიოდა, კაცს ბარგი მოჰქოდა. რო-
ცა ქალი თავისი ბავშვითა და ბარგით გემბანზე ამოიყვანეს, კიბე მოხსნეს და
გემი ქშენითა და ხმაურით დაიძრა.
ახალი მგზავრი თავისი ბარგით დანარჩენ მონებთან მოათავსეს. ქალი რო-
გორღაც ჩქარა შეეჩვია თავის მდგომარეობას, მკლავზე მწოლარე ბავშვს ნანაც
კი უთხრა. ჰელი მივიდა ქალთან და ხმადაბლა რაღაც ჩაუჩურჩულა. ქალი წა-
მოწითლდა და უარის ნიშნად თავი გაიქნია.
_ რაო? არასოდეს არ დავიჯერებ, თქვენ მეხუმრებით!
თომამ ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და შეამჩნია, რომ ქალს სწრაფად ეცვალა
სახის გამომეტყველება.
_ თუ არ გჯერათ, აი, წაიკითხეთ ქაღალდი, რომელშიც ყველაფერი წერია,
რაც გითხარით; ეს ქაღალდი თქვენი ბატონის ხელმოწერილია. _ ჰელიმ ამოი-
ღო დაკეცილი ქაღალდი, გამოიწვია ერთი მგზავრთაგანი და სთხოვა წაეკითხა
ქალისათვის, რა ეწერა ამ ქაღალდში. ეს, მართლაც, ნასყიდობის ქაღალდი აღმოჩნდა, ვიღაც ფოზდიკს მიეყიდა
ვაჭარჰელისათვის დედაკაცი ლუსი თავისი ბავშვით.
დედაკაცმა საშინელი ხმაური ატეხა. ხალხი შემოეხვია.
_ ბატონმა სიტყვა მომცა, ლუნსვილში მოსამსახურედ გაგზავნი, იმავე და-
წესებულებაში, სადაც შენი ქმარი არის მოსამსახურედაო! ვერ დავიჯერებ, რომ
ბატონმა ეგრე მომატყუა!
_ ეჭვს გარეშეა, ჩემო კარგო, რომ ბატონს გაუყიდიხარ! _ შენიშნა ვიღაც
მგზავრმა.
_ მაშ, რაკი ეგრეა, ლაპარაკი ზედმეტი ყოფილა, _ მოკლედ მოჭრა დედა-
კაცმა სიტყვა, მაგრად ჩაიკრა გულში ბავშვი, ჩამოჯდა თავის ყუთზე და დაუწ-
ყო მდინარეს გულგრილად ყურება.
«ვგონებ, დამშვიდდა, _ გაიფიქრა ჰელიმ, _ ეტყობა, მტკიცე ხასიათის დე-
დაკაცია».
დედაკაცი უძრავად იდგა ერთ ალაგას, თითქოს ვერაფერს ხედავდა და ვე-
რაფერს გრძნობდა, გემი კი მიცურავდა და მიცურავდა. ზაფხულის ნაზი სიო
ელამუნებოდა დედაკაცის პირისახეს: მზის სხივები მდინარის ზედაპირს გან-
სკუთრებულ მხიარულ შუქს აყენებდა. ყოველი მხრიდან მხიარული ხმაური
ისმოდა. დედაკაცს კი საშინელი ნაღველი უღრღნიდა გულს, თითქოს რაღაც
ლოდი დააწვა მის არსებასო. ბავშვი ეალერსებოდა დედას, პატარა თითებს
უცაცუნებდა პირისახეზე, თითქოს ცდილობდა გამოეფხიზლებინა ის და გაემ-
ხიარულებინა. უცბად ქალმა ღონივრად მოჰხვია შვილს მკლავები, თვალები-
დან ცრემლები გადმოსცვივდა და განცვიფრებულ ბავშვს სახეზე დაედინა,
მაგრამ ქალი ნელ-ნელა ისევ დამშვიდდა, ბავშვის მოვლაში გაერთო. ჯანმრთე-
ლი, მხიარული ათი თვის ბავშვი ერთ წამსაც არ ჩერდებოდა, ტრიალებდა,
იწევდა, ეპოტინებოდა ყველაფერს და ერთ წუთს ვერაშორებდა დედას ხელს.
_რა მშვენიერი ბავშვია, _ თქვა ერთმა მგზავრმა. _ რა ხნისაა?
_ ათთვე-ნახევრის გახლავთ, _ უპასუხა დედამ.
უცნობმა სტვენით გაართო ბავშვი და შაქარყინული მისცა. ბავშვმა იმ წამ-
სვე პირისაკენ გააქანა.
_ ყოჩაღ, ბიჭო! გემო სცოდნია, _ თქვა სიცილით უცნობმა. ცოტაც ეთამაშა
და მერე წავიდა. გემის მეორე მხარეზე მან ჰელი ნახა და ლაპარაკი დაუწყო:
_ მშვენიერი საქონელი გიყიდიათ! _ უთხრა მან ჰელის, _ დედაკაცი ყოჩაღი
ჩანს. სამხრეთის ბაზარზე მიგყავთ?
_ დიახ, მე შეკვეთილი მყავს ზანგები ერთი პლანტატორისაგან. ამ დედა-
კაცზე მითხრეს, კარგი მზარეულობა იცისო, და იმიტომ ვიყიდე. თუ საჭირო
იქნა, პლანტაციაშიც კარგად იმუშავებს: ღონიერი ხელები აქვს.
ჰელიმ სიგარას მოუკიდა.
_ მერე, ბავშვირომ ხელს შეუშლის მუშაობაში, _ შენიშნა მოლაპარაკემ.
_ ბავშვს პირველ შემთხვევაშივე გავყიდი, _ უპასუხა ჰელიმ.
_ იაფად გაყიდით?
_ რა მოგახსენოთ: ჯანსაღი, მაგარი აგებულების ბავშვია და... _ მართალსა ბრძანებ, მაგრამ ბავშვს გაზრდა უნდა, გაზრდა კი ადვილი არ
არის.
_ სულ უბრალოა! ბავშვი ისევე ადვილი გასაწვრთნელია, როგორც ლეკვი.
ერთი თვის შემდეგფეხს აიდგამს.
_ მშვენიერი ადგილი მაქვს ბავშვის შესანახად, _ განაგრძო ლაპარაკი უც-
ნობმა, _ მსურდა, კიდევ შემეძინა ბავშვები. რას იტყვით, ათი დოლარი რომ
მოგცეთ? თქვენთვის ხომ სულ ერთია, ასე თუ ისე, ბავშვი თავიდან უნდა მოი-
შოროთ.
_ სრულიადაც არა, _ მიუგო ჰელიმ და სიგარა გააბოლა.
_ მაშ, რას აფასებთ?
_ აი, რას გეტყვით. მე თვითონ მშვენივრად შემიძლია მაგისი აღზრდა. შე-
სანიშნავი ბავშვია, ჯანსაღი. ორი წლის შემდეგ ორას დოლარსაც მომცემენ, ახ-
ლა კი ორმოცდაათ დოლარზე ნაკლებ არგავყიდი.
_ ხუმრობთ თუ მართალს ბრძანებთ?! _ წარმოთქვა გაოცებულმა უცნობმა.
კიდევ რამდენიმე ხანს ივაჭრეს და ბოლოს, როგორც იყო, მორიგდნენ 45
დოლარად. გადაწყვიტეს _ ახალი პატრონი ბავშვს ჩაიბარებდა ლუნსვილის
ნავსადგურში.
_ ჩვენ იქ დაბინდებისას ვიქნებით, _ თქვა ჰელიმ.
_ სწორედ კარგი დრო იქნება. ბავშვს ეძინება და ყველაფერი ჩუმად, მშვი-
დობიანად მოეწყობა. მძულს, როცა ტირილი დაღრიანცელი ატყდება ხოლმე.
წყნარი, მოწმენდილი საღამო იყო, როცა გემი შევიდა ლუნსვილის ნავსად-
გურში. ქალაქის სახელი რომ გაიგონა, ლუსიმ მძინარე ბავშვი ყუთის გვერ-
დით მიაწვინა, ქვეშ თავისი წამოსასხამი დაუგო, თვითონ კი ნავსადგურისაკენ
გაექანა იმის იმედით, რომ შეიძლება სასტუმროს მოსამსახურეებთან ერთად
მისი ქმარიც გამოსულიყო მგზავრების შესახვედრად. გემზე ხალხი აირია, ქა-
ლი ბავშვს ვეღარ ხედავდა. სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლა ჰელიმ, შეუმ-
ჩნევლად აიყვანა ბავშვი და ახალ პატრონს გადასცა. მყიდველმაც ფრთხილად
გამოართვა, ასევე შეუმჩნევლად გადავიდა გემიდან და ხალხში მიიმალა.
როცა გემი ნავსადგურიდან გავიდა, ლუსიც დაბრუნდა თავის ადგილას. აქ
მას დახვდა ჰელი, ბავშვი კი აღარჩანდა.
_ სად არის ჩემი ბავშვი? _ ჰკითხა თავზარდაცემულმა, შეშინებულმა ლუ-
სიმ.
_ თქვენი შვილი კარგმა კაცმა იყიდა. მე ვიცოდი, რომ თქვენ ახალ ბინაზე
ბავშვის მოსავლელად არ გეცლებოდათ, და ამის გამო ბავშვი კარგ ოჯახში მო-
ვათავსე. დამშვიდდით, ტყუილად ნუ შეიწუხებთ თავს, საქმე გათავებულია
და ბავშვის უკან დაბრუნება აღარშეიძლება.
ლუსიმ საშინელი თვალებით შეხედა მოლაპარაკეს, მაგრამ ამან ჰელიზე არ
იმოქმედა. არც იმან ააღელვა, რომ უბედურმა დედამ სიმწრით თითების
მტვრევა დაიწყო: ჰელი დიდი ხანია შეჩვეული იყო ამგვარ სურათებს. ის მხო-
ლოდ იმას ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ დედაკაცი
ყვირილსა და აურზაურს ატეხდა. მაგრამ დედაკაცი არ ყვიროდა. მისი მწუ-ხარება წივილ-კივილით არ გამოითქმებოდა. მას თავზარი დასცა ამ ამბავმა და
მუხლმოკვეთილი დაეშვა ყუთზე. მკლავები მოუდუნდა, თვალებს უაზროდ
აცეცებდა აქეთ-იქით და ვერაფერს ხედავდა.
არც დაუყვირია, არც დაუკვნესია, ერთი ცრემლიც არ გადმოუგდია თვალ-
თაგან.
ჰელიმ საჭიროდ დაინახა, თავისი მსხვერპლისათვის ნუგეში ეცა.
_ გამიგონე, ლუსი, _ უთხრა მან დედაკაცს, _ სასოწარკვეთილებას ნუ მიე-
ცემი. შენ ლამაზი ქალი ხარ და ახალ ბინაზე ჩქარა იშოვი ახალ ქმარს.
_ ბატონო, შემიბრალეთ, ნუ მელაპარაკებით, თავი დამანებეთ! _ ქვითინით
შეევედრა ლუსი. მის ხმაში იმდენი ტკივილი, იმდენი ტანჯვა იხატებოდა, რომ
გულქვა ვაჭარიც კი მიხვდა, აქ ყბედობა უადგილოაო.
სულ ფიქრობდა, როგორმე დაემშვიდებინა. ახლომახლო რამდენჯერმე გა-
იარ-გამოიარა და დარწმუნდა, რომ ჯობდა, ცოტა ხნით სულაც მოშორებოდა
თვალიდან, სანამ ქალი თვითონ დამშვიდდებოდა და გონს მოვიდოდა.
თომამ ყველაფერი დაინახა, რაც გადახდა უბედურ დედას. მისი მოსიყვა-
რულე გული ღრმად შეაძრწუნა ამ სანახაობამ; დედაკაცის ცოდვით იწვოდა და
არ იცოდა, რით ეშველა. უნდოდა, როგორმე შეემსუბუქებინა საბრალოსათვის
ტანჯვა. მივიდა ლუსისთან და შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაო აღმოჩ-
ნდა ყოველივე: თომას სიტყვები ვერჩასწვდა მწუხარე დედის გულს.
მშვიდი, მოწმენდილი ღამე იყო. ცა ურიცხვი მოციმციმე ვარსკვლავით მო-
იჭედა. მშვენიერი იყო ღამე, მაგრამ იმის სიკეკლუცეში არ მოიპოვებოდა მალა-
მო ადამიანის ტანჯვის გასაქარვებლად. გემზე ხმაური ნელ-ნელა მიწყდა. ყვე-
ლა დასაძინებლად გაემზადა.
მყუდრო ღამეში არ ეძინა მხოლოდ თომას, იმის ყურს დროგამოშვებით ეს-
მოდა თავშეკავებული ქვითინი უბედური დედისა.
ბოლოს ეს ხმაც შეწყდა და სრული სიჩუმე დამყარდა.
გათენებისას თომას ოდნავ ჩასთვლიმა, მაგრამ უცბად რაღაც ხმაურმა გა-
მოაღვიძა და წამოხტა. გვერდით რაღაც აჩრდილმა გაურბინა და გაქრა, შემდეგ
მოესმა წყლის თქაფუნი, თითქოს რაღაც მძიმე სხეული ჩავარდაო. თომამ გაი-
ხედა იქით, სადაც დედაკაცი ეგულებოდა, მაგრამ დედაკაცი ვეღარ დაინახა.
მწუხარე ადამიანმა ცივ ტალღებში ჰპოვა მოსვენება.
მდინარე მხიარულად მიაქანებდა ტალღებს, თითქოს ამ წუთას ამავე ტალ-
ღებმა არშთანთქა წამებული დედა.
ჰელიმ მეორე დღეს კარგ გუნებაზე გაიღვიძა და თავისი მონების დასათვა-
ლიერებლად ჩავიდა ძირს.
თომამ, ცხოვრების სიბრძნით განსწავლულმა, კრინტი არ დაძრა, როცა ვა-
ჭარმა ყვირილი მორთო:
_ სად არის ლუსი? ღამე ხომ ნაპირზე ვერსად გავიდოდა, სადგურებზე კი
თვალყური მეჭირა, რადგანაც კარგად ვიცი თქვენი ამბავი. არასოდეს გენდო-
ბით! თომა ჩუმად იყო. ვაჭარმა ყველა კუთხე და კუნჭული დაათვალიერა; ვერ-
სად ნახა ლუსი, ისევ მონებთან დაბრუნდა და თომას მიმართა:
_ გამიგონე, თომა! შენ უთუოდ გეცოდინება, რა იქნა ის დედაკაცი. ტყუი-
ლებს კი არ მოჰყვე. წუხელ საათის ათზე დედაკაცი ისევ აქ იყო, მერეც ვხედავ-
დი აქა. გათენებისას რომ დაგათვალიერეთ, თითქოს ვეღარ მოვკარ თვალი.
მთელ ღამეს შენ იმის გვერდით იყავი და გეცოდინება, რა დაემართა.
_ რაც ვნახე, ბატონო, მოგახსენებთ: გათენებისას, თითქოს რაღაცამ წამ-
კრაო, უცებ გამეღვიძა და დავინახე, რომ ჩემ გვერდით ვიღაცამ გაირბინა. ეს
იყო და ეს, შემდეგ აღარაფერი მინახავს, მხოლოდ წყლის თქაფუნი შემომესმა,
თითქოს რაღაცა მძიმე ჩავარდა წყალში. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, და-
ვინახე, რომ ლუსი თავის ადგილზე აღარიყო. აი, რაც ვიცი ამ საქმის შესახებ.
აღარაფერი ეშველებოდა. ჰელიმ ბევრი წყევლა თავისი ბედი, ანგარიშობდა
ზარალს, მაგრამ ამით რას გააწყობდა. იძულებული იყო, ბედს დამორ-
ჩილებოდა. სიკვდილისა და იმისი ულმობელი განაჩენის წინაშე უძლურია
ადამიანის ჩვეულებრივი ანგარიშები.
ლუსი მოშორდა ამ ქვეყანას და გადასახლდა იქ, სადაც ადამიანის მსჯელო-
ბასა და სამსჯავროს ადგილი არა აქვს.
მეთორმეტე თავი

შეხვედრა მშვიდობიან ოჯახში
ოჯახური მყუდროების სურათია: დიდ, ნათელ ოთახში, სუფთად შეღე-
ბილ თაროებზე ჩამწკრივებულია დახეხილი, ბრჭყვიალა ქვაბები. დგასრამდე-
ნიმე ძველი, მაგარი ხის სკამი. ყველაფერი ისე დასუფთავებულ-დაწმენდი-
ლია, რომ ადამიანის თვალს ახარებს. დგას აგრეთვე ორი სავარძელი: ერთი სა-
ქანაო, შიგ აგია ფერადი ნაჭრების ბალიში, მეორე დიდ სავარძელში კი რბილი
ყურთუკის ბალიშია.
ერთ სავარძელში ზის ჩვენი ნაცნობი ელიზა. გამხდარა მას შემდეგ, რაც
კენტუკიდან წამოვიდა, ფერი წასვლია. თვალები და, საერთოდ, სახის გამო-
მეტყველება მოწმობს, რომ ყმაწვილ ქალს მწუხარება უღრღნის გულს. მაგრამ
ისიც ეტყობა, რომ გამოვლილ ტანჯვა-წამებას მისთვის ხასიათის სიმტკიცე და
გამბედაობა მიუმატებია. ის თვალყურს ადევნებს იქვე მოთამაშე ბიჭუნას.
მეორე სავარძელში ზის ასე ორმოცდაათი-სამოცი წლის ქალი. ხნოვანებას
უძლურების ბეჭედი არ დაუსვამს ამ ქალისათვის. პირიქით, მისი ლამაზი სა-
ხისათვის სიდარბაისლე მიუმატებია. უბრალო ჩაცმულობასა და თეთრ მოსახ-
ვევზე შეატყობდა კაცი, რომ ის კვაკერთა სექტის წევრი უნდა ყოფილიყო. იმის
მრგვალ, კეთილ პირისახეს ჯერ კიდევ არ დაჰკარგვოდა ახალგაზრდული ელ-
ფერი. მოსახვევქვეშ მოჩანდა ოდნავ შეჭაღარავებული კავები. თვალები გამო-
ხატავდნენ მის სულიერ სისპეტაკეს. კარგია ახალგაზრდული სილამაზე, მაგ-რამ ხანშიშესულსაც თავისებური ხიბლი აქვს. სწორედ ასეთი სილამაზით იყო
შემკულირახილ ჰალიდეი.
რახილი იჯდა სავარძელში, ატამს ფცქვნიდა და სპილენძის თასში ალაგებ-
და. სავარძელი, ცოტა არ იყოს, დაზიანებული იყო: ყოველ განძრევაზე ჭრაჭა-
ჭრუჭი გაჰქონდა. რახილის ქმარი, სიმეონ ჰალიდეი, იტყოდა ხოლმე: ამ სავარ-
ძლის ჭრაჭა-ჭრუჭი განმაცდევინებს იმ ძველ სიყვარულსა და ერთგულებას,
რომლითაც შემკული იყო ჩვენი ცოლქმრული ცხოვრება ოცი წლის განმავლო-
ბაში.
მართლაც, სიმეონის ცხოვრებაში მისი მეუღლე იყო პირველი ნუგეში. ეს
ოცი წელი რახილმა სავარძელში გაატარა. ამიტომ უყვარდა სიმეონს ეს სავარ-
ძელიც. შვილებიც ასეთივე აზრისანი იყვნენ. იმათაც უყვარდათ ჭრაჭუნა სა-
ვარძელი. ამბობდნენ: არასოდეს არ მოვიშორებთ დედის სავარძელსაო. ძლიე-
რია გავლენა მოსიყვარულე გულისა. აკურთხოს უფალმა ისეთი ქალები, რო-
გორიც იყო რახილი!
_ ელიზა, შენ მაინც ფიქრობ კანადაში წასვლას? _ შეეკითხა რახილი ელი-
ზას და თან დაფცქვნილ ატამს ასწორებდა ტაშტში.
_ დიახ, ქალბატონო! _ მტკიცედ უპასუხა ელიზამ. _ ჩემი გზა უნდა განვაგ-
რძო. აქ დარჩენის მეშინია.
_ რას გააკეთებ კანადაში? ამაზედაც უნდა იფიქრო, შვილო!
ელიზას ხელები აუკანკალდა, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა,
მაგრამ მაინც მტკიცედ უპასუხა:
_ იმედი მაქვს, სამუშაოს ვიშოვი, ისე არგავჩერდები.
_ იცოდე, რომ ჩვენთანრამდენ ხანსაც გსურს, იმდენ ხანს შეგიძლია იცხოვ-
რო.
_ დიდად გმადლობთ. მაგრამ აქ ცხოვრება აღარ შემიძლია. არც დღე, არც
ღამე მოსვენება არა მაქვს. გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ის საზარელი ვაჭარი, ვი-
თომც თქვენს ეზოში შემოსულიყო.
_ საბრალო ბავშვი, _ თქვა რახილმა და თვალებზე მომდგარი ცრემლები
მოიწმინდა; _ ფიქრებს თავი არ უნდა მისცე. ჩვენს სოფელში ჯერმაგალითი არ
ყოფილა, რომ გაქცეული მონა დაეჭიროს ვისმეს, რაღა შენ ბავშვს დაატყდება
თავს ეს უბედურება.
ამ დროს კარი გაიღო და სამზარეულოში შემოვიდა ახალგაზრდა, ტანმორ-
ჩილი, კოხტა, მსუქანი ქალი. ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. იმასაც, როგორც
რახილს, ყომრალი ფერის კაბა ეცვა და ყელზე მარმაშის ქალაღაია ჰქონდა შე-
მოხვეული.
_ ოჰ, მშვიდობა შენს მოსვლას, რუთ! როგორა ხარ? _ მხიარულად შეეგება
რახილი სტუმარს და ალერსიანად გაუწოდა ხელი.
_ გმადლობთ, რახილ! _ უპასუხა ქალმა.
მან მაუდის ქუდი მოიხადა და მტვერი გადაწმინდა ცხვირსახოცით. ქუდის
ქვეშ, კვაკერების ადათისამებრ, მოხვეული თავშალი უხეიროდ ადგა თავზე.
კარგა ხანს ეწვალა ქალი თავისი ფუნჩულა ხელებით, მაგრამ უსარკოდ ვერ გა-ისწორა. თავშალი უკან გადასწეოდა და ხუჭუჭი კულულები უჩანდა. ყმაწვილ-
მა ქალმა (ოცდაოთხი-ოცდახუთი წლისა იქნებოდა) ბოლოს სარკეში ჩაიხედა,
მოსახვევი გაისწორა და სიამოვნება იგრძნო, თავისი სახერომ დაინახა.
ვის არესიამოვნებოდა ამ ჯანსაღი, ლამაზი, მხიარული ქალის დანახვა!
_ რუთ! _ უთხრა რახილმა, _ აი ჩვენი ახალი მეგობარი ელიზა ჰარისი და
მისი შვილი. იმ დღეს ამათზე გელაპარაკებოდი.
_ ძალიან სასიამოვნოა შენი ნახვა! _ უთხრა ელიზას რუთმა ისეთი კილო-
თი, თითქოს ძველ ნაცნობს გამოელაპარაკაო, _ ეს შენი ბავშვია? რა კარგი ბი-
ჭუნაა! ტკბილი ქადა მოვუტანე. _ რუთმა ბავშვს ნამცხვარი შესთავაზა. ბავშვმა
მორცხვად შეხედა ქალს და გამოართვა.
_ შენ სადღა გყავს ბავშვი, რუთ? _ ჰკითხარახილმა.
_ ბავშვი თანა მყავს. თქვენმა მერიმ მომტაცა და კალოზე გააქცია. იქ ბავ-
შვები თამაშობენ.
ამ დროს ოთახში შემოცქრიალდა პატარა, ლოყაწითელი გოგონა. ბავშვს
დედასავით კეთილი და სათნო სახე ჰქონდა. გოგონას ხელში რუთის ფუნჩუ-
ლა, თეთრი ბავშვი ეჭირა.
_ აი, ხსენებაზე თქვენი ბიჭუნაც მოვიდა, _ თქვარახილმა ბავშვების დანახ-
ვაზე, ბავშვი ხელში აიყვანა და მიუალერსა: _ რა კარგი სახე აქვს, რა ჩქარა იზ-
რდება!
_ დიახ, ჩემი ბიჭიკო ჩქარა იზრდება, _ დედამ გამოართვა რახილს ბავშვი,
გახადა პალტო და ქუდი, ტანისამოსი გაუსწორა, მხურვალედ დაკოცნა და შემ-
დეგ ძირს დასვა. ბავშვი ჩუმად იყო, მაშინვე დინჯად დაჯდა იატაკზე, თითები
პირისაკენ გააქანა და წუწნა დაუწყო, დედამ კი ჯიბიდან ჭრელი წინდები ამო-
იღო და ქსოვა განაგრძო.
_ შვილო, _ მიუბრუნდა რახილი თავის ქალს, _ ქვაბით წყალი შედგი ცეც-
ხლზე, გენაცვალე!
მერიმ ჭიდან წყალი მოიტანა, ბუხარში ზედადგარი გამართა და ქვაბით
წყალი შემოდგა.; ქვაბმა ჩქარა ამოუშვა გულიანი შიშინი. მეორე ზედადგარზე
მურაბის ტაშტი გამართა და დედის ხელმძღვანელობით ატმის მურაბის ხარ-
შვას შეუდგა. თვითონ რახილმა წინსაფარი აიფარა და ბისკვიტებისათვის ცო-
მის ზელა დაიწყო.
_ როგორარის პიტერსის ცოლი? _ ჰკითხარახილმარუთს.
_ ახლა უკეთ არის. დღეს დილით ვნახე. ლოგინი გავუსწორე და ოთახი
დავულაგე. ჩემს შემდეგ ლია გილსი წავიდა მასთან; პურს გამოუცხობს და საჭ-
მელს გაუკეთებს. საღამოთი ისევ მე წავალ და დავხედავ კიდევ.
_ მე ხვალ ვნახავ, _ თქვა რახილმა, _ შეიძლება მეც ვიყო რისთვისმე საჭი-
რო, იქნებ დასაკერებელი ან მისალაგ-მოსალაგებელი ჰქონდესრამე.
_ კარგს იზამ, _ უთხრა რუთმა. _ არ გაგიგია? ანა სტანბუდიც ავად გამხდა-
რა. გუშინ საღამოთი ჩემი ქმარი იყო იმათსა. მეც ხვალ ვაპირებ ნახვას.
_ თუ მთელი დღით მოგიხდეს წასვლა, ჯონი ჩვენსა გამოგზავნე სადილად.
_ გმადლობთ. ვნახოთ, როგორმოეწყობა საქმე. აი, სიმეონიც მობრძანდება. სამზარეულოში შემოვიდა სიმეონ ჰალიდეი _ მოსული, მაგარი აგებულე-
ბის კაცი. შავი მაუდის ტანისამოსი ეცვა, განიერი შავი ქუდი ეხურა.
_ როგორ ბრძანდებით, რუთ? _ მხიარულად მიესალმა ის სტუმარს. _ ჯონი
ხომ კარგად არის?
_ გმადლობთ, მთელი ჩვენი ოჯახი კარგად გახლავს.
_ ახალი ხომ არაფერი იცი? _ ჰკითხა რახილმა ქმარს და თან ბისკვიტებს
დასტრიალებდა.
_ პეტრე სტებინსმა მითხრა, დღეს საღამოს ჩემი მეგობრებით გეწვევიო.
სიმეონმა სიტყვა «მეგობრები» რაღაცა მნიშვნელობით წარმოთქვა, პირისა-
ბან ოთახში გავიდა, პირი დაიბანა და უკან შემობრუნდა.
_ შენი სახელი და გვარი ელიზა ჰარისია, ხომ? _ ჰკითხა სიმეონმა ელიზას.
რახილმა გაოცებით შეხედა ქმარს. ელიზამ კანკალით მისცა პასუხი. ორი-
ვეს ერთნაირმა შიშმა გაუელვა თავში: განცხადება ხომ არ არის გაკრული ელი-
ზას გაქცევის შესახებო.
სიმეონი ხელახლა გავიდა დერეფანში და ცოლი გაიხმო.
_ რა ამბავია? _ ჰკითხარახილმა ქმარს და თან ცომიან ხელებს იფშვნეტდა.
_ ელიზას ქმარი ჩვენს ახალშენში იმყოფება და დღეს საღამოს ჩვენსა მოვა,
_ უთხრა სიმეონმა ცოლს.
_ რას ამბობ! _ წამოიძახა რახილმა სიხარულით და სიამოვნებისაგან სახე
გაუბრწყინდა.
_ სრულ სიმართლეს გეუბნები. გუშინ საღამოთი პეტრე სადგურზე იყო
ეტლით. იქ ენახა ერთი მოხუცებული დედაკაცი და ორი კაცი. ერთი მათგანის
სახელია ჯორჯ ჰარისი. როგორც იმის სიტყვებიდან ჩანს, უთუოდ ელიზას ქმა-
რი უნდა იყოს. ამბობენ, ძალიან კარგი ყმაწვილია და ამასთან ლამაზიცაო. მო-
დი, ახლავე ვუთხრათ ელიზას, _ თქვა სიმეონმა.
_ მოიცა. რჩევა ვკითხოთ რუთსაც, _ ურჩია სიმეონს ცოლმა.
დაუძახარუთს.
_ იცი, რა ახალი ამბავი მოიტანა სიმეონმა? ელიზას ქმარი მახლობელ სო-
ფელში ყოფილა და დღეს ჩვენთან მოიყვანენ.
ყმაწვილ ქალს მეტად გაუხარდა ეს ამბავი, ტაში შემოჰკრა და ისე აღტაცე-
ბით დაიწყო ხტუნაობა, რომ ურჩი კულულები ისევ ჩამოეშალა შუბლზე.
_ ნელა, ნელა, ჩემო კარგო, _ ალერსიანად უთხრა რახილმა, _ შენ რას გვირ-
ჩევ, ვუთხრათ თუ არა ახლავე ელიზას?
_ უეჭველად, ახლავე ვუთხრათ. წარმოვიდგინოთ, მეგობრებო, მე ვიყო მაგ
მდგომარეობაში და ჩემ ჯონზე იყოს ლაპარაკი, განა მაშინვე არ შემატყობინებ-
დით? დროს ნუღარჰკარგავთ, ახლავე შეატყობინეთ ეს ბედნიერი ამბავი!
_ რაც დრო გადის, შენში იმდენად უფრო მტკიცდება კაცთმოყვარეობა, _
უთხრა სიხარულისაგან გაბრწყინებულმა სიმეონმარუთს.
_ მაშ, რისთვის უნდა ვიცხოვროთ ამქვეყნად? მე მიყვარს ჩემი ჯონი და ჩე-
მი შვილი. იმათი სიყვარული ნათლად მაგრძნობინებს ელიზას მდგომარეობას.
გეთაყვა, ჩქარა შეატყობინეთ ეს ამბავი, _ უთხრა რუთმა რახილს და თან მოეხ-ვია. _ წაიყვანე შენს საწოლ ოთახში; მანამ მე შენს მაგივრად ვახშამს მოვამზა-
დებ.
რახილი შევიდა სამზარეულოში, სადაც ელიზა საკერავში გართულიყო.
_ წამომყე, შვილო! _ უთხრა მან ელიზას და თავისი საწოლი ოთახის კარი
შეაღო: _ ახალი ამბავი მოგიტანე.
ელიზას მიმტკნარებული სახე უცბად აენთო, კანკალით წამოდგა და შეში-
ნებულმა ბავშვს დაუწყო ყურება.
_ არ შეშინდე, მეგობარო, _ დაამშვიდა რუთმა ელიზა: _ სასიამოვნო ამბავს
გაიგონებ, წაჰყე ჩქარა. _ მან მიაცილა ელიზა კარებამდის, პატარა ჰარის ხელი
მოჰკიდა, დაკოცნა და უთხრა:
_ ჩქარა ნახავ მამას, ბიჭუნავ, გაიგონე? მამა ჩქარა მოვა, _ რამდენჯერმე გა-
უმეორა ეს სიტყვები გაოცებულ ბავშვს.
ელიზა სიხარულისაგან წამოწითლდა, მერე ისევ ფერი დაკარგა და ღონე-
მიხდილი დაეშვა სავარძელში.
_ გამაგრდი, შვილო, _ განაგრძო რახილმა ალერსით ლაპარაკი და ელიზას
თავზე ხელი გადაუსვა, _ შენი ქმარი ახლა მეგობრებთან იმყოფება და დღეს
საღამოთი ნახავ.
_ დღეს საღამოთი? _ აზრი ვერ მოეკრიბა, თავში ყველაფერი აერ-დაერია
და გრძნობა დაკარგა.
როცა გონს მოვიდა, დაინახა, რომ ლოგინში წევს და თბილი საბანი ახუ-
რავს. რუთი ქაფურით უზელდა ხელებს, ელიზას ტანში რაღაცა სიამოვნების
ჟრუანტელმა დაუარა, ტკბილი სიზმრის მაგვარბურუსში გაეხვია.
იმ მოუსვენარ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდა ელიზა
გაქცევის დღიდან, ბოლო მოეღო. მოქანცულმა ადამიანმა დაისვენა. იწვა გაუნ-
ძრევლად და თვალს ადევნებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. შუა კარი ღია იყო
და მეორე ოთახში გაშლილი სუფრა ჩანდა. რუთი მეორე ოთახში ტრიალებდა
და ვახშამს აწყობდა. ყმაწვილი ქალი ხშირად მიირბენდა ხოლმე ჰარისთან, მი-
უალერსებდა და ტკბილეულობას სთავაზობდა.
სამზარეულოდან ქვაბის შიშინი ისმოდა. რახილი ხშირად შემოდიოდა
ელიზასთან: ხან საბანს შეუკეცავდა, ხან ბალიშს გაუსწორებდა. ამ სათნო ადა-
მიანის დედობრივი თვალები სიყვარულის სხივებს აფრქვევდა გარშემო.
მოვიდა რუთის ქმარი. ელიზა ხედავდა, რომ ის რაღაცას გაჩქარებით ელა-
პარაკებოდა ცოლს და თან ხელს იშვერდა იმ ოთახისაკენ, სადაც ელიზა იწვა.
რუთმა თავისი ბავშვი აიყვანა ხელში. ცოტა ხნის შემდეგ ყველანი სუფრას შე-
მოუსხდნენ. ჰარი რახილმა მოისვა გვერდით. ხმადაბალი საუბარი, ჭურჭლისა
და დანა-ჩანგლის წკრიალი დამამშვიდებლად მოქმედებდა მოქანცულ ადამი-
ანზე. ელიზამ გამოქცევის შემდეგ, იმ საშინელი ცივი საღამოს შემდეგ, პირვე-
ლად დაიძინა მოსვენებით.
მას ესიზმრა ამწვანებული კუნძულებითა და შადრევნებით შემკული სა-
უცხოო ქვეყანა, მწვანე მინდორში იდგა სახლი. უჩინარმა ტკბილმა ხმამ ჩასძა-
ხა მას ყურში, ეს სახლი შენიაო. შევიდა სახლში და იქ ნახა თავისი ჰარი. თავი-სუფალი და ბედნიერი ბავშვი მხიარულად თამაშობდა. ელიზას შემოესმა ფე-
ხის ხმა და იგრძნო მისი მოახლოება. მოვიდა, მოეხვია და ცრემლებით დაუს-
ველა სახე.
სიხარულისაგან აღელვებულმა ელიზამ გაიღვიძა და ნახა, რომ სიზმარი
სინამდვილე გამოდგა: მის გვერდით ეძინა შვილს, სასთუმალთან კი თავისი
ქმარი ეჯდა. ბალიშზე დაყრდნობილი ჯორჯი დაჰყურებდა ძვირფას ცოლ-
შვილს და ტიროდა.
მხიარული დილა გათენდა კვაკერების სახლში. დიასახლისი დილით ად-
რე ადგა და თავისი გოგო-ბიჭებით ოჯახში დატრიალდა. იმის სტუმართმოყვა-
რე სახლში საუზმე სახუმარო საქმე არიყო, ყველას თავისი საქმე ჰქონდა: ჯონი
წყალზე გაიქცა, სიმეონ-უმცროსი ფქვილს ცრიდა ქადებისათვის, მერი ყავას
ფქვავდა; თვითონ რახილი ნელა მიდი-მოდიოდა და სიყვარულით უწევდა
ხელმძღვანელობას ყველას მუშაობაში. ამ დროს სიმეონ-უფროსი პატარა სარ-
კის წინ უსერთუკოდ იდგა და წვერს იპარსავდა. სამზარეულოში ბავშვები ისე
მხიარულად ფუსფუსებდნენ, ისეთი სიყვარულით ექცეოდნენ ერთმანეთს,
რომ, როცა ელიზა, ჯორჯი და ჰარი სამზარეულოში გამოვიდნენ და მასპინ-
ძლები ალერსით მიეგებნენ, მათ თავი საოცნებო სიზმარში ეგონათ.
ბოლოს შეუდგნენ საუზმეს. მხოლოდ მერი იდგა ღუმელთან, ცხელ-ცხელ
ქადებს აცხობდა და სუფრაზე მოჰქონდა. რახილი ერთობ ბედნიერად თვლი-
და თავს თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის ერთად შეყრის დროს. იმისი
ალერსიანი ლაპარაკი და მშობლიური მზრუნველობა გემოს მატებდა საჭმელ-
სასმელს.
ჯორჯი პირველად იჯდა მაგიდასთან თეთრკანიანთა შორის, როგორც თა-
ნასწორი ადამიანი, და როგორღაც თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ მას-
პინძლების კეთილმა, ალერსიანმა მოპყრობამ, როგორც ნისლი მზის შუქმა, ეს
უხერხულობა ჩქარა გაფანტა. მან თავის ოჯახში იგრძნო თავი. ეს იმისთვის
სრულიად უცნობი, ახალი გრძნობა იყო. მის გულში ნელ-ნელა ცვლილება
მოხდა. მწუხარება, სასოწარკვეთილება, _ ყველაფერი დაჩრდილა სიყვარუ-
ლით გაშუქებულმა კვაკერების კეთილმა სახეებმა და იმ თანაგრძნობამ, რომ-
ლითაც ეკიდებოდნენ ისინი ბედისაგან დაჩაგრულ სტუმრებს.
_ რას იზამ, მამილო, ჩვენს სახლში რომ დაიჭირონ გამოქცეულები? _ ჰკით-
ხა მამას სიმეონ-უმცროსმა.
_ ჯარიმას გადავიხდი, _ უპასუხა მამამ.
_ საპყრობილეშირომ ჩაგსვან?
_ განა უჩემოდ შენ და დედაშენი ვერ გაუძღვებით ჩვენს მეურნეობას? _
ჰკითხა მამამ შვილსღიმილით.
_ დედას შეუძლია ყველაფერს მოუაროს, მაგრამ რატომ არა რცხვენიათ
იმათ, ვინც ასე აწიოკებს უდანაშაულო ხალხს?
_ მე მძულს ის მემამულენი, რომელთაც მონები ჰყავთ! _ წამოიძახა ახალ-
გაზრდამ. _ სამწუხაროა, თუ ჩვენი გულისათვის თქვენ რამე საფრთხე მოგელით, _
უთხრა ჯორჯმა სახლის პატრონს.
_ ნუ გეშინია, ჯორჯ, ჩვენ ამქვეყნად ტანჯვის ცხოვრება გვიწერია. თუ კე-
თილი საქმისათვის არ მივიღებთ ტანჯვას, მაშინ ღირსნი არა ვართ, ადამიანის
სახელი ვატაროთ.
_ მე მაინც ვერავიტან, რომ ჩემი გულისათვის ვინმეს ტანჯვა შეხვდეს.
_ დამშვიდდი, ჩემო მეგობარო! მე რასაც ვაკეთებ, ჩემი ადამიანური მოვა-
ლეობის ასასრულებლად ვაკეთებ. შენ გულდამშვიდებით გაატარე დღე ჩვენსა,
საღამოზე კი შენ და შენს თანამგზავრებს ფინეას ფლეტჩერი სხვა სოფელში წა-
გიყვანთ. თქვენი მდევარი ახლოს ყოფილა, დროს დაკარგვა შეუძლებელია.
_ მაშ, საღამომდისრაღად ვიცადოთ?
_ დღისით თქვენ არავითარი საფრთხე არ მოგელით. ამ სოფელში ყველა
თქვენი მეგობარია. ღამით კი მგზავრობა უფრო უხიფათოა.

მეცამეტე თავი

ევა და ბიძია თომა
დიდი მდინარის ტალღებში ელავდნენ საღამოს მზის სხივები. ბამბით
დატვირთული გემი მძიმედ მიაპობდა ტალღებს და მიდიოდა ახალი ორლეა-
ნისაკენ.
აუარებელ ბამბის ფუთებს შუა ერთ კუთხეში, ზემო ბაქანზე იჯდა ჩვენი
ძველი ნაცნობი თომა. ჰელიმაც კი მისცა მას ოდნავი თავისუფლება, როცა
დარწმუნდა, რომ თომა მშვიდი და სათნო ხასიათის ადამიანი იყო.
თომა სარგებლობდა თავისუფლებით მხოლოდ იმისთვის, რომ მიშველე-
ბოდა მუშაობაში, სადაც და ვისაც მუშახელი დასჭირდებოდა; გემის დატვირ-
თვაში, ბარგის გადატანაში, ყველაფერში მონაწილეობდა ისეთივე ხალისით,
როგორითაც ემსახურებოდა კენტუკში თავის ბატონს. როცა საქმე არა ჰქონდა,
ავიდოდა მაღლა, ბამბისფუთებს შუა დაჯდებოდა და მიეცემოდაფიქრს.
მაღლიდან მშვენივრად ხედავდა მდინარის გაშლილ ნაპირებს. შორს მო-
ჩანდა ბამბის მინდვრები. იქ დილიდან საღამომდის ირეოდნენ მუშა ზანგები.
მოჩანდა აგრეთვე ქოხები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ქოხების მოშორებით
ბაღებში ჩაფლული სასახლეები იდგა. აქ ცხოვრობდნენ თვითონ მემამულეები,
რომელთაც ეკუთვნოდათ ეს თვალუწვდენელი მინდვრები და უთვალავი მო-
ნა.
თომას გული ეთანაღრებოდა, როცა ფიქრობდა ამ უცნობ ადგილებში
ცხოვრებაზე. მისი წარმოდგენით, აქაურობა არაფერსასიკეთოს არ უქადდა. ახ-
ლა უფრო ნათლად ეხატებოდა თვალწინ თავისი კერა კენტუკში, დიდი წიფ-
ლების ქვეშ მდგარი ყვავილებით შემკული ქოხი ბატონის სასახლის გვერდით.
თვალიდან არ შორდებოდა ნაცნობი სახეები. ამხანაგები, ფუსფუსა ცოლი,
ცელქი შვილები, პატარა ყბედი გოგო _ უმცროსი შვილი. მაგრამ უცებ ეს სურა-თები ქრებოდა და თვალი მხოლოდ ვეება ერთფეროვან პლანტაციებსა და უშ-
ველებელ კვიპაროსის ხეებს ხედავდა. ესმოდა მინდვრებიდან მონების ხმაუ-
რი. აქ კი სინამდვილე აიძულებდა, შერიგებოდა იმ აზრს, რომ ძველი ტკბილი
ცხოვრება მისთვის სამუდამოდ გაქრა. თომამ წერა არ იცოდა, რომ წერილებით
მაინც გამოლაპარაკებოდა თავის საყვარელ ადამიანებს და ამით მოეოხებინა
გული.
გემზე, სხვათა შორის, იყო ერთი მდიდარი მემამულე ახალი ორლეანიდან,
გვარად სენ-კლერი. იმას თან ჰყავდა ექვსი-შვიდი წლის გოგონა და ერთი ხნიე-
რი ქალი, როგორც ეტყობოდა, ნათესავი. ეს ქალი ბავშვს ადევნებდა თვალ-
ყურს.
თომა ხშირად ხედავდა გოგონას. ბავშვი ყველგან დარბოდა. მისი ერთ ად-
გილზე გაჩერება ისევე ძნელი იყო, როგორც მზის სხივის ან ზაფხულის ნიავის
დაჭერა. ბავშვი იყო ლამაზი, მოხდენილი, ცქრიალა; შესანიშნავი თვალები
ჰქონდა. მისი თვალების გამომეტყველება საოცრად მოქმედებდა ყველაზე; ოქ-
როსფერი თმა კი ყველას ხიბლავდა. ბავშვს თვალებში თუმცა სიდინჯე ეხატე-
ბოდა, მაგრამ მხიარული იყო. სახეზე ყოველთვის ღიმილი უკრთოდა. დახტო-
და გემის ბაქანზე და ღიღინებდა. მამა და მამიდა უკან დასდევდნენ, მაგრამ
ბავშვი ხანდახან მაინც გაუსხლტებოდათ ხელიდან. არ ეშინოდა, რადგან იცო-
და, რომ მამა არ გაუჯავრდებოდა და საყვედურს არ ეტყოდა. საკმაო იყო მისი
ერთხელ ნახვა, რომ არასოდეს დაგვიწყებოდათ. ბაქანზე ყველას ყურადღებას
იქცევდა, ყველას უყვარდა.
თეთრკანიანმა გოგონამ გემის ყველა კუნჭული დაათვალიერა. აქ მას ყვე-
ლა კარგად იცნობდა. ხშირად მიირბენდა ხოლმე გახურებულ ღუმელთან და
უყურებდა, როგორ მუშაობდნენ იქ შავად გამურული კაცები. ბავშვს ებრალე-
ბოდა ისინი, ასე რომ იტანჯებოდნენ ამ სიცხეში. მესაჭე ღიმილით ეგებებოდა,
როდესაც ბავშვი შეიხედავდა იმის შუშის სადგომში. მგზავრებს მოსწონდათ
გოგონა და ყველა უღიმოდა, ლოცავდა და ეალერსებოდა.
თომას, როგორც საზოგადოდ ზანგებს, ნაზი და მგრძნობიარე გული ჰქონ-
და, უყვარდა ბავშვები. ამ გოგონას რომ უყურებდა, ეგონა, ანგელოზი ჩამოფ-
რენილა გემზედაო, ისე საყვარლად მოქმედებდა ეს ჰაეროვანი ქმნილება თომა-
ზე. ბავშვი ჩადიოდა ტრიუმშიც, სადაც ჰელის მონები ისხდნენ. ხელფეხშებორ-
კილი მონების დანახვაზე ბავშვს სახეზე მწუხარება აღებეჭდებოდა ხოლმე.
ხანდახან ბორკილებს ხელს შეახებდა, ამოიოხრებდა და წამოვიდოდა. რამდენ-
ჯერმე შესთავაზა მონებს კაკალი, კამფეტები და ფორთოხალი. ხილს მიაწვდი-
და და გაიქცეოდა, რომ მონებს მადლობის გადახდა ვერ მოესწროთ. თომამ
დიდხანს ადევნა თვალ-ყური ბავშვს და ბოლოს გადაწყვიტა, დალაპარაკებო-
და. ბავშვის მისაზიდად აკეთებდა ბლის კურკის, კაკლისა და ქაღალდის პაწია
სათამაშო კალათებს, სტვირებს, კაცუნებს და ბავშვს აჩვენებდა, როცა მის ახ-
ლოს გაირბენდა.
ბავშვი ჯერ მოკრძალებით ართმევდა სათამაშოებს, მერე თანდათან შეეჩ-
ვია და ცოტა ხნის შემდეგ კიდეც დამეგობრდნენ. _ რა გქვია, პატარა ქალბატონო? _ ჰკითხა თომამ, როცა დარწმუნდა, ახლა
კი დალაპარაკება შეიძლებაო.
_ ევანგელინა სენ-კლერი, _ უპასუხა ბავშვმა, _ მაგრამ მამა და ყველა ჩემი
ნაცნობი ევას მეძახიან. თქვენრაღა გქვიათ?
_ მე თომა მქვია. შინ, კენტუკში, ყველა ბავშვი ბიძია თომას მეძახდა.
_ მეც ეგრე დაგიძახებთ, იმიტომ რომ მომწონხართ, _ უთხრა ევამ. _ ახლა
სად მიდიხართ, ბიძია თომა?
_ რა ვიცი, პატარა ქალბატონო!
_ როგორ თუ არიცი?
_ ისე, რომ არ ვიცი, მივყავარ ერთ ვაჭარს გასაყიდად ახალ ორლეანში; ვინ
იცის, იქ ვინ მიყიდის!
_ მამა გიყიდით თქვენ! _ შეჰყვირა ევამ. _ თუ გიყიდათ, ჩვენთან კარგად
იცხოვრებთ. მე უეჭველად, დღესვე შევეხვეწები მამას.
_ გმადლობთ, პატარა ქალბატონო!
ამ დროს გემი გაჩერდა შეშის ასაღებად პატარა ნავსადგურში. ევამ მამის
ხმა გაიგონა და იმისაკენ გაექანა. თომა წავიდა მეზღვაურების საშველად.
გემმა შეშა აიღო და ჩქარა ისევ გზას გაუდგა. ევა მამასთან ერთად იდგა ბა-
ქანზე და გემის ბორბლების მოძრაობას ადევნებდა თვალს. უცებ ბავშვი რო-
გორღაც დატორტმანდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და გემიდან გადავარდა. მამამ
სიმწრისაგან ვერაფერი მოახერხა და თვითონაც აპირებდა წყალში გადავარ-
დნას, მაგრამ უკნიდან ვიღაცამ დაიჭირა და გააჩერა. ბავშვის საშველად სხვა
კაცი გადახტა წყალში, რომელსაც უფრო მეტად შეეძლო ბავშვის შველა, ვიდრე
სენ-კლერს.
ეს იყო ჩვენი თომა. ის იქვე ახლოს იდგა, როცა ბავშვი გადავარდა. იმ წამ-
სვე თან გადაჰყვა წყალში. თომამ მშვენიერი ცურვა იცოდა. გემზე მყოფნი შეშ-
ფოთებით უყურებდნენ. მაგრამ, აი, ცოტა ხნის შემდეგ წყალმა ბავშვი მაღლა
ამოატივტივა; თომა სწვდა, დაიჭირა და გამოცურდა გემისაკენ. გულწასულ
ბავშვს მრავალი ხელი წაეტანა ზევიდან მისაშველებლად. ორივენი გემზე აიყ-
ვანეს. მამამ შვილი ხელში აიტაცა და შეიყვანა ქალების ოთახში. ყველა ეხმარე-
ბოდა, ცდილობდნენ, ბავშვი გონს მოეყვანათ.
მეორე დღეს დიდი სიცხე იყო. გემი უახლოვდებოდა ახალ ორლეანს. ირ-
გვლივ ხმაური იდგა; მგზავრები ემზადებოდნენ გადასასვლელად. მეზღვაუ-
რები გემს ასუფთავებდნენ და ამზადებდნენ დიდ ნავსადგურში შესასვლე-
ლად.
ქვემო სართულში სხვა მონებთან ერთად იჯდა ჩვენი მეგობარი თომაც. მო-
უსვენრობა ეტყობოდა. გაჰყურებდა გემის მეორე მხარეს, სადაც რამდენიმე კა-
ცი ლაპარაკობდა. მათთან იყო მშვენიერი პატარა ევანგელინაც. ბავშვი დღეს
ფერმკრთალი იყო, თუმცა თავს ცუდად აღარ გრძნობდა. ევას გვერდით ბამბის
დიდ ფუთას მიჰყუდებოდა მისი მამა, ჯერკიდევ სულ ყმაწვილი ლამაზი კაცი.
მამა-შვილი ჰგავდა ერთმანეთს, მხოლოდ ევას დაფიქრება ეხატებოდა სახეზე.
ყველა მისი მოძრაობა ლამაზი, მოხდენილი და ზრდილობიანი იყო. მშვენიერიმიხრა-მოხრა ჰქონდა. ის ოდნავ შესამჩნევი ზიზღით უგდებდა ყურს ჰელის
ყბედობას, რომელიც ცდილობდა, რაც შეიძლება უკეთესად ეჩვენებინა თავისი
საქონელი.
_ ერთი სიტყვით, თქვენ გსურთ, დამარწმუნოთ, რომ ამ მონის შავი კანის
ქვეშ ნამდვილი სათნოება და სიკეთე ღვივის, _ უთხრა ღიმილით სენ-კლერმა,
როცა ჰელიმ ლაპარაკი გაათავა. _ აგრე იყოს. მე მჯერა თქვენი სიტყვები. ფასი
მიბრძანეთ, რა მოგართვათ ამ ყველაფრით შემკულ მონაში? გადაჭრით ბრძა-
ნეთ, ვაჭრობას ნუ დავი-წყებთ, ნუ დამიმალავთ, რამდენით გსურთ ზედმეტად
დამაჯარიმოთ.
_ ვგონებ, ათას სამას დოლარზე ნაკლებ რომ დაგითმოთ, ცოდო ვიქნები, _
თქვა ჰელიმ. _ გარწმუნებთ, ეს კიდევაც მცირეფასია.
_ დიახ, დიახ! _ უპასუხა ახალგაზრდა კაცმა დაცინვის კილოთი, _ მე ვიცი,
რომ თქვენ თითქმის მუქთად მითმობთ ჩემი ხათრის გულისათვის. მართალს
ვამბობ თუ არა?
_ დიახ, ამასთან, თქვენს გოგონასაც გულით სურს თომას ყიდვა, _ დაუმატა
ჰელიმ.
_ მაშ, ჩემს გოგონას გაუწიეთ ხათრი და ფასი დაუკელით, _ უთხრა დაცინ-
ვით სენ-კლერმა, _მაგრამ, ეჰ, ბევრს ნუღარ ლაპარაკობთ: ბრძანეთ თქვენი უკა-
ნასკნელიფასი და საქმე გავათაოთ.
ჰელი არ ათავებდა თომას ქებას, შელბის ხელით დაწერილი ქების ფურ-
ცლებიც აჩვენა, მყიდველი კი ოხუნჯობდა და დასცინოდა თავგამოდებულ ვა-
ჭარს.
ბოლოს ევამ წასჩურჩულა მამას:
_ მამილო, შენ ხომ ბევრი ფული გაქვს, მიეცი, რასაც გთხოვს. ძალიან მინ-
და, რომ თომა ჩვენი იყოს.
_ რად გინდა აგრე ძალიან? _ ჰკითხაღიმილით მამამ.
_ იმიტომ, რომ მინდა, თომა ბედნიერი იყოს.
_ საოცარი სურვილია. კარგი, მაშ იყოს ნება შენი.
_ თანახმა ვარ, ამ ფასად ვიყიდო, _ მიუბრუნდა სენ-კლერი ჰელის, _ ფული
მიიღეთ და ქაღალდები გადმომეცით.
რამდენიმე წუთის შემდეგ მამა-შვილი მივიდა თომასთან. სენ-კლერმა
ალერსიანად დაჰკრა თომას მხარზე ხელი, მერე ნიკაპი აუწია და უთხრა:
_ აბა შემომხედე, მოგწონს ახალი ბატონი?
თომამ შეხედა სენ-კლერს და თვალცრემლიანმა მადლიერი ხმით წარმოთ-
ქვა ის, რაც უნებურად მოსდიოდა ყველას თავში მშვენიერი ახალგაზრდა სენ-
კლერის დანახვაზე.
_ იკურთხოს თქვენი სახელი, ბატონო!
_ ცხენების მოვლა შეგიძლია?
_ დიახ, ბატონო, ჩემ ძველ ბატონს ცხენების ჯოგი ჰყავდა, მე ვუვლიდი და
ვხედნიდი. _ ძალიან კარგი. მეეტლედ დაგაყენებ, მხოლოდ ერთი პირობით: კვირაში
მხოლოდ ერთხელ უნდა დათვრე, მეტად არა.
თომას სახეზე გაკვირვება და წყენა დაეტყო.
_ მეღვინოს სულაც არგეახლებით, ბატონო.
_ უწინაც გამიგონია ასეთი ამბები. ნუ კი გეწყინება, ბებერო, ჩემი სიტყვები,
_ უთხრა სენ-კლერმა, როცა თომას წყენა შენიშნა, და მხარზე ხელი დაადო. _
მჯერა, რომ თავში კეთილი აზრები გიტრიალებს.
_ მართალს ბრძანებთ, ბატონო!
_ თქვენ ჩვენთან კარგად იცხოვრებთ, _ უთხრა ევამ თომას, _ მამა ძალიან
კეთილია, მხოლოდ ხანდახან ხუმრობა იცის.
_ გმადლობთ, რომ ასეთი კარგი აზრის ყოფილხარ მამაზე, _ სიცილით უთ-
ხრა სენ-კლერმა შვილს და ზემო ბაქნისაკენ წავიდა.

მეთოთხმეტე თავი

სენ-კლერი და ოფელია
სენ-კლერის ოჯახი კანადიდან იყო წამოსული. ერთ-ერთი ამათი წინაპარი
გადმოსახლებულა ლუიზიანაში და იქ გამდიდრებულა. ცოლად ფრანგი ქალი
შეერთო. ამ ქალის წინაპარი ევროპიდან გადმოსახლებულებს წამოჰყოლოდა
ამერიკის დასახლების პირველ ხანებში.
სენ-კლერი ყმაწვილობაში მეტად მგრძნობიარე, თითქმის ქალივით ჩვილი
გულის კაცი იყო. შემდეგ ეს გრძნობიერება აღარ ეტყობოდა, მაგრამ მაინც
ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა ყველას, ვინც კი იმის ყურადღებას
დაიმსახურებდა. ბუნებით ნიჭიერი კაცი იყო და ყოველსავე კარგსა და კე-
თილს ელტვოდა მისი გული. მისი გონება მეცნიერულ აზროვნებას იყო შეჩვე-
ული და ყოველდღიურ წვრილმანებს გულისყურს არ ათხოვებდა. გარეშე მა-
ყურებელს ეგონებოდა, უსაქმურ და უდარდელ ცხოვრებას ატარებსო. სწავლის
დამთავრების შემდეგ მან გაიცნო ერთი ძალიან ლამაზი, კარგი ქალი და შეუყ-
ვარდა ნამდვილი სიყვარულით. ქალსაც შეუყვარდა ახალგაზრდა კაცი. სენ-
კლერი ცოტა ხნით წავიდა თავის მამულში საქორწილოდ მოსამზადებლად.
ერთ მშვენიერ დღეს კი მასფოსტით ქალთან მიწერილი ყველა თავისი წერილი
უკან მოუვიდა. წერილებს უბრუნებდა ქალის მზრუნველი (ქალი ობოლი იყო
და მისი ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდა). მზრუნველი ატყობინებდა: ქა-
ლი სხვა კაცზე თხოვდება, ქორწილისათვის მზადებას თავი დაანებეთო.
სენ-კლერს თავზარი დასცა ამ ამბავმა. თავმოყვარეობამ ნება არ მისცა, რამე
განმარტება მოეთხოვა ქალისაგან. გადაწყვიტა, გულში ჩაეკლა მწუხარება. გუ-
ლის გადასაყოლებლად ხელი მიჰყო ქეიფს, დაიწყო სიარული გასართობ ადგი-
ლებში, ეარშიყებოდა ლამაზ ქალებს, ეგონა, ასე მოხერხდება სიყვარულის გუ-
ლიდან გადაგდებაო. ორი კვირის შემდეგ ერთი მდიდარი, ლამაზი ქალი დანიშნა ახალ ორლე-
ანში და ჩქარა ქორწილიც გადაიხადა. ყველანი ბედნიერ ადამიანად თვლიდ-
ნენ სენ-კლერს. ახლად ჯვარდაწერილები პირველ თვეს საკუთარ აგარაკზე
ცხოვრობდნენ.
ერთ საღამოს სტუმრები ჰყავდათ და დროს მხიარულად ატარებდნენ. ამ
დროს სენ-კლერს წერილი გადასცეს. მან იცნო ძვირფასი ადამიანის ნაწერი.
ძველი დანიშნული ატყობინებდა: ჩემმა მზრუნველმა ბევრი ტანჯვა გამომატა-
რა, ცდილობდა, შენზე ხელი ამეღო და იმის შვილს გავყოლოდი. დიდი მწუხა-
რება და ავადმყოფობა გამოვიარე. ბოლოს, როგორც იყო, ყველაფერს ვძლიე და
თავი დავაღწიე ჩემი მზრუნველის ვერაგობას. მოუთმენლად ველოდები შენ-
თან შეხვედრას, რომ ყველაფერი შეგატყობინო და დაგარწმუნო, რომ ისევ ისე
გულწრფელად მიყვარხარ და ყოველთვის შენი ერთგული ვიქნებიო.
ეს უკანასკნელი სიტყვები სასიკვდილო განაჩენი იყო ყმაწვილი კაცისათ-
ვის. სენ-კლერმა იმ წამსვე საპასუხო წერილი გაამზადა.
«მე დავიჯერე თქვენი მზრუნველის სიტყვა. პირველ ხანებში სასოწარკვე-
თილებამ შემიპყრო, გადარეულივით დავდიოდი და ამ დროს ცოლი შევირთე.
გთხოვთ, დამივიწყოთ. ამის მეტი აღარაფერი ეშველება ჩვენს საქმეს».
ამის შემდეგ დადგა მძიმე ხანა იმის ოჯახურ ცხოვრებაში. დასჩემდა თავის
ტკივილი, ამის გამო გართობას, მხიარულ დროსტარებას თავი დაანება. მისი
ახალგაზრდა ცოლი ყველგან მარტოკა დადიოდა. მდიდარ ოჯახში ნებივრობა-
სა და კეკლუცობას იყო ჩვეული. უნარი არ შესწევდა, თავისი ქმრის სულიერი
ტანჯვა ეგრძნო და შეეგნო. აზრადაც არ მოსვლია გაეგო, თუ რად მოხდა ასეთი
სწრაფი ცვლილება იმის ქმარში, რა იყო ამის მიზეზი? ქალმა რაკი შეიტყო, რომ
ქმარი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მოსწყინდა მარტო სიარული, გადაწყვიტა,
სენ-კლერი მეტად უფრთხილდება თავს და ნაზობსო, და სიანჩხლესა და ჟინი-
ანობას უმატა; დაანახვა ქმარს, რომ ლამაზი ცოლი შეიძლება კაცს ოჯახში
მტანჯველად, სულთამხუთავად გადაექცეს. სენ-კლერი მოხარული იყო, რომ
ცოლმა გონებაჩლუნგობა გამოიჩინა და ვერმიუხვდა, რა ტანჯავდა იმას ასე სა-
შინლად. თუმცა სულიერად ვერ დაუახლოვდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს, ცოლი
მაინც ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა ქმრისაგან. ფუქსავატი და გულ-
გრილი ქალი მეტსა და მეტს მოითხოვდა, სიყვარული არ შეეძლო და თავისი
სიმკაცრითა და ეჭვიანობით ქმარს სულს უხუთავდა.
სენ-კლერი, როგორც უზომოდ კეთილი ადამიანი, ყველაფერს უთმენდა
ცოლს, ცდილობდა, ოჯახში მშვიდობიანობა დაემყარებინა, ალერსისა და ყუ-
რადღების სანაცვლოდ, ცოლი საჩუქრებითა და პატივისცემით ჩაეჩუმებინა.
როცა შვილი მიეცათ, თითქოს რაღაც ახალმა გრძნობამაც იჩინა თავი და დაუ-
ახლოვდა ცოლს.
სენ-კლერმა თავის ქალს დედის სახელი დაარქვა. მისი დედა მაღალი ზნე-
ობისა დაფაქიზი გრძნობების ადამიანი იყო. შვილის ყოლამაც ვერ მოულბო გული ახალგაზრდა ქალს. ისევ ძველებუ-
რად იქცეოდა, ეჭვიანობდა _ ქმარს შვილი უფრო უყვარს, ვიდრე მეო, და მო-
ითხოვდა, ქმარს ყველაზე ძლიერის ჰყვარებოდა.
შვილოსნობის შემდეგ ქალი დაავადმყოფდა. შეჩვეული არ იყო შრომას,
მუშაობას და ქმარ-შვილში ცხოვრებამ ნერვები აუშალა, რაც მოსდით ხოლმე
უსაქმურ ქალებს. მთელი დღეები თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა. ფარდები
ჩამოფარებული ჰქონდა, რომ სინათლეს არ შეეწუხებინა, მზის შუქს ვერ იტან-
და თავის ტკივილის დროს, თავი კი თითქმის ყოველდღე სტკიოდა. გამუდმე-
ბით სავარძელში იწვა. რამდენიმე წლის შემდეგ ლამაზი სახე ჩამოაჭკნა და ჩა-
მოახმა.
სახლს ყურს არ უგდებდა. მის გოგონას მოსამსახურეები უვლიდნენ და
თავიანთ გუნებაზე ზრდიდნენ.
ევა ნაზი, სუსტი ქმნილება იყო და ეს ძალიან აწუხებდა მამას.
მამამ წაიყვანა ის თავის ახლო ნათესავებთან ფერმონტში, იქიდან კი ოჯა-
ხის მომვლელად და პატრონად წამოიყვანა თავისი ბიძაშვილი ოფელია.
ვინც ახალ ინგლისში ყოფილა, იმას უნახავს დიდრონი ფერმები ზოგიერთ
სოფელში. მშვენიერი სანახავია ეს ფერმები. მწვანე მოლით შემკულ ეზოში აქა-
იქ დგას შაქრის ლერწამი. ფერმებში სამაგალითო წესრიგი სუფევს. ყოველ
ნივთს, ყოველ ავეჯს თავისი განსაზღვრული ადგილი აქვს და არასოდეს ამ
ადგილს არ აშორებენ. ოთახებში მტვერს ვერ ნახავთ. იატაკი ისეა გაკრიალე-
ბული, რომ შიგ ჩახედვა შეიძლება. ბაღჩებში ფანჯრების წინ დარგულია სხვა-
დასხვა სურნელოვანი ყვავილი. ასეთ ფერმებში მთელი ოჯახი საჯალაბო დარ-
ბაზში იყრის ხოლმე თავს. აქვეა საოჯახო წიგნსაცავიც. აქ ნახავთ: მილტონის
«დაკარგულ სამოთხეს», როლენის2 «ისტორიას», დანტეს3 «ღვთაებრივ კომე-
დიასა» და სხვა ასეთ თვალსაჩინო თხზულებებს.
ასეთ ფერმებში მოსამსახურეები არა ჰყავთ. დიასახლისი თავისი ქალიშვი-
ლებით თვითონ უვლის სახლ-კარს და აკეთებს ყველანაირ საოჯახო საქმეს.
ფართო სამზარეულოში, თუმცა მთელი ოჯახი აქ სადილობს და ვახშმობს, ნამ-
ცეცა მტვერსაც ვერ დაინახავთ, ყველაფერი ისეა დაკრიალებული. ასეთ ოჯახ-
ში დაიბადა და გაატარა ორმოცდახუთი წელი ოფელიამ. ის ახლაც არ გადად-
გამდა სახლიდან ფეხს, ბიძაშვილი რომ არ შეხვეწნოდა _ ჩემს ოჯახს მოხედეო.
ოფელია და-ძმებში უფროსი იყო. იმის დედ-მამას მის გარდა კიდევ ბევრი შვი-
ლი ჰყავდა, მაგრამ ოფელიას მაინც ისე უყურებდნენ, როგორც პატარას, და
აღელდნენ, იმის წასვლაზერომ ჩამოვარდა ლაპარაკი.
მამა რუკებსა და წიგნებში ეძებდა ქალაქ ორლეანს და ცდილობდა შეეტყო,
როგორი ქალაქი იყო. მოხუცებულ დედას ეშინოდა, მისი ქალი ცუდ ადგილას
არ ჩავარდნილიყო. სამხრეთ შტატებს საზოგადოდ და, მასთან, ახალ ორლეან-
საც ეჭვის თვალით უყურებდა.
სენ-კლერის ლაპარაკიდან ოფელია დარწმუნდა, რომ იმის ოჯახს მომვლე-
ლი სჭირდებოდა, ბავშვს კი აღმზრდელი. თანაც ევა ძალიან შეუყვარდა. იცო-და, რომ სენ-კლერი ურწმუნო ადამიანი იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა
ოფელიას გადაწყვეტილებას, იგრძნო, რომ მოვალეობა აკისრებს ამ საქმეს.
როცა გემი ახალ ორლეანს უახლოვდებოდა, ოფელიამ შეაგროვა თავისი
ურიცხვი ბარგი: ხელის ყუთები, ბოხჩები, პარკები და ელოდა, როდის გაჩერ-
დებოდა გემი, რომ დაეწყო ბარგის გადმოზიდვა.
_ ევა, ყველაფერი აალაგე? _ ჰკითხა ოფელიამ პატარა ქალს, _ გატყობ, შენ
ამაზე არა ზრუნავ, ბავშვებმა ასე იციან. აბა ერთი დავთვალოთ შენი ბარგი. აი,
საპირისფარეშო ბოღჩა, აი, ქუდის ცისფერი ყუთი. საყელოებისა და სამაჯურე-
ბის პარკი _ ექვსი, ტყავის ყუთი _ შვიდი. შენი ქოლგა სადღა არის? მოიტანე,
ჩემს ქოლგასთან შევახვევ.
_ არა, მამიდა, ასე წამოვიღებ. აქედან ჩვენი სახლი შორს არარის.
_ ყველაფერში წესრიგია, შვილო, საჭირო. თუ გინდა კარგი ნივთები გქონ-
დეს, მათი შენახვაც უნდა იცოდე. სათითე ჩადე აბგაში თუ არა?
_ არმახსოვს, მამიდა.
_ კარგი, მე გავსინჯავ შენს აბგას. სათითე, წმინდა სანთელი, ორი კოვზი,
მაკრატელი, დანა, ნემსი _ აი ყველა ესენი აქ ჩავალაგოთ. ნეტა, როგორ იმგზავ-
რეთ შენ და მამაშენმა? უთუოდ ყველაფერს გზაში დაკარგავდით!
_ მართლაც რომ ბევრი რამ დავკარგეთ გზაში. საცა გავჩერდებოდით და
რამე დაგვჭირდებოდა, მამა ხელახლა ყიდულობდა ხოლმე.
_ მშვენიერი წესრიგი გქონიათ!
_ ჩემი აზრით, მამიდა, ასე კარგია.
_ რა საშინელი უზრუნველობაა!
_ მამიდა, ამ ყუთს თავი აღარ დაეხურება, იმდენი ნივთი ჩააწყვეთ შიგ, _
შენიშნა ევამ.
_ უეჭველად უნდა დაეხუროს თავი, _ გადაჭრით თქვა მამიდამ. ნივთები
ზევიდან ხელით დატკეპნა, გაასწორა და თავი დაახურა. მაინც ისე არ გასწორ-
და, რომ დაკეტილიყო. _ მოდი, ზედ შედექ და მე გასაღებს გადავაბრუნებ: ყუ-
თი ადრე იკეტებოდა და ახლაც უთუოდ უნდა დაიკეტოს. ბევრი ლაპარაკი სა-
ჭირო არარის.
ყუთს თითქოს შეეშინდა ამ მუქარისა: საკეტმა გაიჩხაკუნა და ბუდეში ჩა-
ვარდა. ოფელიამ გასაღები თავისუფლად გადაატრიალა, დაკეტა და ჯიბეში ჩა-
იდო.
_ ჩვენ მზად ვართ, მამაშენი სადღა არის? წადი, ევა, მონახე, დროა, მიბარე-
ბული ბარგიც მოვიკითხოთ.
_ აგერ, მამა ვიღაც კაცს ელაპარაკება, ფორთოხალს ჭამს, _ დაიძახა ევამ და
ხელი გემის მეორე მხარეს გაიშვირა.
_ შეიძლება არიცის, რომ ნავსადგურს ვუახლოვდებით, წადი, შეატყობინე.
_ მამას აჩქარება არ უყვარს, ნავსადგური ჯერ შორს არის. მამიდა, აქეთ მო-
დით, გემის მოაჯირთან, ჩვენს სახლს დაგანახებთ. გემი ხვნეშითა და ქშენით, დაღლილი ვეშაპივით შევიდა ნავსადგურში
მდგარ გემებს შორის. ევა მამიდას აჩვენებდა მშობლიური ქალაქის კოშკებსა
და გუმბათებს.
_ ლამაზი ქალაქი ყოფილა, _ თქვა მამიდა ოფელიამ, _ მაგრამ სად არის ამ-
დენ ხანს მამაშენი, აი, გემი უკვე საცაა გაჩერდება!
ატყდა ჩვეულებრივი ხმაური და ალიაქოთი. ბარგის გადამტანები ჩქარობ-
დნენ გემზე ასვლას, ბარგაკიდებული მგზავრები ბაქანს მიაწყდნენ, ხალხი
შეჯგუფდა გადასასვლელთან. მამიდა ოფელია თავის ყუთზე ჩამოჯდა, ყველა
ბარგი კი გვერდით მხედრებივით ჩაამწკრივა, თითქოს მზად იყო მამაცურად
უკუექცია ყველა, ვინც იმის ბარგზე იერიშს მიიტანდა.
_ ეს სკივრი გასატანია?
_ ქალბატონო, ეს თქვენი ბარგი გახლავთ?
_ ქალბატონო, მე გახლავართ ბარგის მორიგი გადამტანი!
_ მიბრძანეთ, ქალბატონო, გადავიტან!
ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ მამიდა ოფელიას, მაგრამ ის ადგილიდან
არ იძვროდა და არავის ხმას არა სცემდა, მაგრად ეჭირა შეკრული ქოლგები და
ისეთი სახით გამოიყურებოდა, რომ ბარგის გადამტანები კითხვის გამეორებას
ვეღარ უბედავდნენ.
ოფელიამ მოთმინება დაკარგა დარამდენჯერმე უთხრა ევას:
_ სად დაიკარგა მამაშენი? ხომ არაფერი დაემართა?
ოფელიას მეტი ცდა აღარ შეეძლო: ღელვა დაიწყო. ამ დროს სენ-კლერის
დამშვიდებული ხმა მოესმა:
_ აბა, დაო, მზად ხართ?
სენ-კლერი აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ევას ფორთოხლის ნა-
ჭერი შესთავაზა.
_ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ, მხოლოდ შენ გელით, _ უპასუხა ოფელიამ,
_ შემეშინდა კიდეც, ხომ არა დაემართარა-მეთქი.
_ აი, ბარგის ყოჩაღი გადამტანი, _ აჩვენა სენ-კლერმა ერთ კაცზე, _ ხალხმა
გაიარა და ახლა თავისუფლად გადავალთ. აბა, ძმობილო, წამოიღე ბარგი.
_ მეც თქვენთან წამოვალ და ვნახავ, როგორ დაალაგებთ ბარგს, _ თქვა
ოფელიამ.
_ საჭირო არარის, _ შეაჩერა სენ-კლერმა.
_ მაშ მე ამ ყუთებსა და ბოხჩებს წამოვიღებ.
_ ჩემო დაო, შენ გავიწყდება, რომ უცხო ქვეყანაში ხარ. შეეჩვიე აქაურ ჩვეუ-
ლებას. აქ ქალები ქუჩაში ბარგით არ დადიან, მოახლე ეგონები ვისმე. შენ არხე-
ინად იყავი, ეს ბიჭი ყველაფერს კარგად დაალაგებს.
საწყალმა ოფელიამ ნაღვლიანად შეხედა თავის ძვირფას ბარგს, რომელსაც
ბიჭი უკვე ამზადებდა წასაღებად. ის მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა თავი-
სი საუნჯე ხელუხლებელი ნახა ეტლში.
_მამილო, თომა სადღა არის? _ ჰკითხა ევამ მამას, როცა ეტლში ჩასხდნენ. _ ეტლის კოფოზე ზის, ჩემო პატარავ, მინდა, თომა მეეტლედ დავაყენო ჩე-
მი ლოთი მეეტლის მაგივრად, თორემ იმ დღეს დამთვრალიყო და დედაშენი-
სათვის ეტლი გადაებრუნებინა.
_ დარწმუნებული ვარ, თომა კარგი მეეტლე იქნება, ეგ სასმელს არა სვამს, _
თქვა ევამ.
ეტლი მშვენიერ სასახლეს მიუახლოვდა, თაღიანი ალაყაფის კარი გაიარა
და ოთხკუთხა ეზოში გაჩერდა, ეზო შემოღობილი იყო შენობების კედლებითა
და აივნებით. სასახლე ესპანური და ფრანგული ხუროთმოძღვრების გემოვნე-
ბაზე იყო აშენებული, კედლებზე კი აღმოსავლური მხატვრობა და ჩუქურთმე-
ბი მოჩანდა, რომელიც ერთ დროს ესპანეთში გაბატონებულ აღმოსავლეთის
მგზნებარე ფანტაზიას მოგაგონებდათ. შუაგულ ეზოში შადრევანი მოჩუხჩუ-
ხებდა. წყლის ჭავლი ვერცხლისფრად ელავდა ჰაერში და შემდეგ აუზში გროვ-
დებოდა. აუზის გარშემო ია ჰყვაოდა. აუზის ბროლივით კამკამა წყალში ოქ-
როსფერი და ვერცხლისფერი თევზები დასრიალებდნენ. მზეზე ქერცლი ათას-
ფრად უელავდათ. აუზს გარს შემოუყვებოდა ფერადი კენჭებით მოკირწყლუ-
ლი პატარა ბილიკი, ბილიკიდან დიდ გზამდის კი _ მშვენიერი მოლი. დიდ
გზაზე ქვიშა ეყარა, ორი აყვავებულიფორთოხლის ხე ჩრდილს ჰფენდა სახლის
წინ კოხტა მოედანს, ყვავილები მუქ ფოთლებზე ვერცხლის ვარსკვლავებივით
მოჩანდნენ, აქვე იყო წითელი ზიზილები, ათასი ჯურის ვარდი, ყვითელი ია-
სამანი. ალაგ-ალაგ ბალახებში ალოეს უცნაური ყლორტები თითქოს მედიდუ-
რად შეჰყურებდნენ იმ ნაზ ყვავილებს, რომლებიც მალე ჭკნებოდნენ. აივნებს
ძვირფასი ფარდები ამშვენებდა. ამ ფარდებს აფარებდნენ თავს ძლიერი სიცხის
დროს. სენ-კლერის სასახლე წააგავდა ოცნების სამყაროს, მას ფუფუნების ბეჭე-
დი ესვა.
ეტლი გაჩერდა სასახლის კართან, ევას აღელვება დაეტყო. ის ამ წუთს ჰგავ-
და გალიაში დამწყვდეულ ჩიტს, რომელიც ემზადება გალიიდან გამოსაფრე-
ნად.
_ აი, მამიდა, რა ლამაზი სახლი გვაქვს!
_ დიახ, საკმაოდ ლამაზია, _ შენიშნა ოფელიამ, როცა ეტლიდან გადმოვი-
და და გარშემო მიიხედ-მოიხედა. _ მაგრამრაღაც უცნაურია.
თომა სიამოვნებით იცქირებოდა ირგვლივ, ზანგებს საზოგადოდ უყვართ
ყველაფერი ლამაზი, კოხტა და აყვავებული.
სენ-კლერი პოეტური ბუნების ადამიანი იყო. ოფელიას სიტყვებზე მას ოდ-
ნავ გაეცინა, მაგრამ, როცა თომას ბავშვური აღტაცება შეამჩნია, იმას მიუბრუნ-
და და უთხრა:
 _ შენრაღას მეტყვი, მეგობარო, მგონია, მოგწონს აქაურობა?
_ ოჰ, დიახ, ძალიან მომწონს, ბატონო! მშვენივრად არის ყველაფერი მოწ-
ყობილი.
ეზოში ბლომად მოგროვდნენ მოსამსახურეები. ზოგი ბარგს ეზიდებოდა,
ზოგი ბატონის მისაგებებლად გამოსულიყო. ყველაზე წინ იდგა კოხტად ჩაც-
მული ახალგაზრდა მულატი. _ სად მორბიხართ? _ დაუყვირა მან მოსამსახურეთა ბრბოს. _ რატომ არა
გრცხვენიათ! ბატონი ჯერ არ მობრძანებულა და თქვენ ახლავე თავს აბეზ-
რებთ!
ზანგებს შერცხვათ და უკან დაიწიეს, მულატი კი წინ წამოდგა და ბატონს
მიესალმა.
სენ-კლერმა მიიხედა და დაინახა ატლასის ჟილეტსა და თეთრ შარვალში
გამოჭიმული ადოლფი; გულზე მას ოქროს ძეწკვი ეკეთა.
_ ოჰ, ადოლფ, შენა ხარ? როგორ გიკითხო? _ ჰკითხა სენ-კლერმა და ხელი
გაუწოდა. _ რა ამბავია ჩვენს სახლში?
მულატმა ვრცელი საპასუხო სიტყვით მიმართა, რომელიც, ეტყობოდა,
მომზადებული ჰქონდა.
_ ლამაზად ლაპარაკობ, ადოლფ, _ უთხრა სენ-კლერმა ღიმილით; ღიმილ-
ში დაცინვა გამოხატა გულკეთილმა ადამიანმა. _ მომიცადეთ, მე ახლავე მო-
ვალ და გნახავთ. _ მან ოფელია სასტუმრო ოთახში შეიყვანა და იქიდან ცოლის
კაბინეტში, სადაც ევა ეს-ეს იყო შევარდა. იმათ შესვლაზე სავარძლიდან წა-
მოდგა მაღალი, გამხდარი, დიდთვალა ქალი.
_ დედილო! _ აღტაცებული ევა გაექანა, დედას ყელზე შემოეხვია და კოცნა
დაუწყო.
_ ნელა, ევა, კმარა, საშილად მტკივა თავი, _ უთხრა დედამ ბავშვს, გულ-
გრილად აკოცა და მოახსნევინა ყელზე შემოჭდობილი ხელები.
სენ-კლერი მივიდა ცოლთან, ალერსიანად გადაკოცნა და შემდეგ წარუდ-
გინა ოფელია. მარიმ ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა ქმრის ბიძაშვილი და
ზრდილობიანი სალამი მისცა. მოახლე გოგოები იჭყიტებოდნენ ღია კარებში.
ყველაზე წინ იდგა ასე, ორმოციოდე წლის გულადი დედაკაცი. სახე სიხარუ-
ლით უბრწყინავდა, მოუთმენლობა ეტყობოდა.
_ აი, ძიძა! _ დაიყვირა ევამ, ქალი რომ დაინახა, გაექანა, მოეხვია და კოცნა
დაუწყო.
ამ დედაკაცს თავის ტკივილი არ გახსენებია, როცა თავისი საყვარელი გაზ-
რდილი დაინახა. ყველაფერი გადაავიწყდა. გახარებულმა მხურვალედ დაკოც-
ნა ბავშვი. ევა ახლა სხვა მოახლეებს მიესალმა, ზოგს ხელს ართმევდა, ზოგს
ჰკოცნიდა, ზოგს კიდევ თავს უკრავდა. მამიდა ოფელია გაოცებული შესცქე-
როდა ბავშვს.
_ კინაღამ გული შემიწუხდა, ევას რომ ვუყურებდი, _ თქვა შემდეგ ოფელი-
ამ, _ მე თვითონაც მიყვარს ხალხი, მაგრამ შავკანიანის კოცნას ვერგავბედავ.
სენ-კლერს ოფელიას ლაპარაკზე ეცინებოდა, თვითონაც სალამს აძლევდა
ყველა მოსამსახურეს და ხელს ართმევდა.
_ გამარჯობათ, გამარჯობათ, ჯენ, ძიძა, პოლი! გაგიხარდათ ჩემი მოსვლა?
ბავშვებს მოუარეთ; თუ ვისმეს ფეხი დავადგა, მითხარით, _ ამ სიტყვებით მან
ოდნავფეხი წაჰკრა პატარა ბავშვს, რომელიც იქვე იატაკზე დაბობღავდა.
ბატონის სიტყვებზე ყველას გაეცინა. _ აჰა, ახლა კი წადით, _ მხიარულად უთხრა სენ-კლერმა და შავკანიანთა
ბრბო გაიფანტა. ევა მონებს გაჰყვა და თან წაიღო საჩუქრებით სავსე კალათი.
სენ-კლერი ოთახში შემობრუნდა და დაინახა, რომ თომა დარცხვენით იდ-
გა, დოინჯშემოყრილი ადოლფი კი ლორნეტით ათვალიერებდა ახალმოსულს.
_ აი, შე მასხარავ! _ დაუყვირა სენ-კლერმა. _ რას იბღინძები და ემედიდუ-
რები შენსავე ძმას! _ და ლორნეტიანი ხელი ჩამოაშვებინა. _ შენ, მგონი, ჩემი
ტანისამოსი ჩაგიცვამს?
_ ბატონო, ეს ტანისამოსი დალაქავებული გახლავთ, ბატონს არ გამოადგე-
ბა, საწყალი ზანგისათვის კი კარგია.
ადოლფმა ხუჭუჭ თმაზე გადაისვა ხელი.
_ კარგი, კარგი, აგრე იყოს! მოიცა, თომას ქალბატონთან შევიყვან და მერე
სამზარეულოში წაიყვანე. ეს კი იცოდე: ეს კაცი შენისთანას ორს ჯობს.
_ ბატონი ხუმრობს. მოხარული გახლავართ, რომ კარგ გუნებაზე ბრძანდე-
ბით, _ თქვა ადოლფმა სიცილით.
_ წამომყე, თომა! _ უთხრა ბატონმა.
თომა შეჰყვა ბატონს სასტუმრო ოთახში. ის აღტაცებით შეჰყურებდა მორ-
თულ დარბაზს, თავის დღეში არ ენახა ასეთი ძვირფასი ოთახები, სურათები,
სარკეები, ქანდაკებანი. თომა თავჩაღუნული იდგა და ნაბიჯის გადადგმას ვერ
ბედავდა.
მარიმ ოდნავ ასწია თავი ბალიშიდან და თომას შეხედა.
_ დარწმუნებული ვარ, არაყს არც ეგ ააცილებს პირს.
_ არა, მე დამარწმუნეს, რომ თომაფხიზელი დაღვთისმოყვარე კაცია.
_ იმედი ვიქონიოთ. მაგრამ მე ნაკლებად მჯერა ხოლმე ასეთი სიტყვები.
სენკ-კლერმა უბრძანა ადოლფს, თომა სამზარეულოში წაეყვანა.
_ არ დაგავიწყდეს, რაც წეღან გითხარი, _ მიაძახა მიმავალ ადოლფს.
ადოლფმა კოხტად გაიარა ოთახში, თომა კი წაღების ბრაგა-ბრუგით გაჰყვა
უან.
_ ნამდვილი სპილოა! _ თქვა მარიმ.
_ აბა, ერთი ალერსიანი სიტყვა მითხარი, მარი, _ უთხრა სენ-კლერმა ცოლს
და გვერდით მოუჯდა.
_ შენ ორი კვირა დაიგვიანე! _ ალერსის მაგივრად წარბშეკვრით უთხრა
ცოლმა.
_ აკი შეგატყობინე, რატომაც მოხდა ეს, _ უპასუხა ქმარმა.
_ რა მოკლედ და უგულოდ დაწერილი ბარათი იყო!
_ მეშურებოდა, დრო არმქონდა ვრცელი წერილის დასაწერად.
_ ეჰ, შენ ყოველთვის ასე იქცევი: შინ ყოფნა არ გიყვარს. თუ წახვალ სადმე
და, წერილების წერა გეჯავრება.
_აი, რა მოგიტანე, _ უთხრა ქმარმა და ჯიბიდან ამოიღო ხავერდის კოლო-
ფი, შიგ სურათი იდო, ევა და მამამისი ერთად იყვნენ გადაღებულნი.
მარიმ უკმაყოფილოდ მიიღო ქმრის საჩუქარი.
_ ცუდად ხარსურათში; რად დამჯდარხარეგრე ცუდად? სურათში მამა-შვილს ერთმანეთის ხელები ეჭირა.
_ როგორც უნდა ვიჯდე, ეგ სულ ერთია. შენ ისა თქვი _ ვგავარ თუ არა?
_ თუ შენთვის მნიშვნელობა არა აქვს ჩემს აზრს, რატომ მეკითხები? _ თქვა
მარიმ და კოლოფი დახურა.
სენ-კლერს გული მოუვიდა, მაგრამ ცუდი არაფერი ჰკადრა ცოლს, პირი-
ქით, ალერსიანი ლაპარაკი სცადა.
_ ნუ სულელობ, მარი, მითხარი, მოგწონს სურათი?
_ რა ცოტასა ზრუნავ ჩემთვის! ხომ იცი, საშინლად ვიტანჯები თავის ტკი-
ვილისაგან, შენ კი არ გებრალები და მალაპარაკებ. ამ ალიაქოთმა ხომ თავისი
დამმართა. საშინელი ხმაური ატყდა მთელ სახლში შენი მოსვლის გამო.
_ ალბათ შაკიკი გაქვთ! _ უთხრა მარის ოფელიამ და სავარძლიდან წამოდ-
გა, იგი აქამდე გაჩუმებული იყო და იმაზე ფიქრობდა, რა უნდა ღირებულიყო
სასტუმრო ოთახის ძვირფასი მორთულობა.
_ შაკიკმა გამაწამა, _ უპასუხა მარიმ.
_ სვიის ჩაი თურმე ძალიან რგებს შაკიკს, _ თქვა ოფელიამ. _ ჩვენი
მღვდლის ცოლმა მასწავლა; მშვენიერი მოვლა იცის ავადმყოფისა.
_ სულ დავაკრეფინებ, რაც ჩვენს ბაღში ტბის პირზე სვია დგას, _ თქვა სენ-
კლერმა და ზარი დარეკა. _ შენ უთუოდ გზაში დაიღლებოდი, დაო, დასვენება
გესაჭიროება. ახლავე გიჩვენებ ოთახს. ადოლფ, დაუძახე ძიძას, _ უთხრა სენ-
კლერმა მოსამსახურეს, რომელიც შემოვიდა ოთახში.
ცოტა ხნის შემდეგ ძიძაც მოვიდა. სუფთად იყო ჩაცმული, თავზე ჭრელი
დოლბანდი ეხვია. ეს იყო ევას ახალი საჩუქარი.
_ ძიძა, წაიყვანე ქალბატონი და ოთახი უჩვენე, დაღლილია და დასვენება
ესაჭიროება, ვინძლო, კარგად მოუარო.
ოფელია გაჰყვა ძიძას.

მეთხუთმეტე თავი
საკუთარ თავზე ლაპარაკი
_ შენთვისაც დადგა მოსვენების დღეები, მარი! _ უთხრა რამდენიმე დღის
შემდეგ სენ-კლერმა თავის ცოლს. _ამის შემდეგ ოფელია იკისრებს ოჯახურ
საქმეებს და შენ თავისუფალი დრო ბევრი გექნება.
_ ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მაგ მძიმე ტვირთს მომხსნის, _ წარმოთ-
ქვა მაგიდაზე დიდკაცურად დაყრდნობილმა მარიმ. _ ოფელია ჩქარა დარ-
წმუნდება, რომ ასეთი მოსამსახურეების ხელში დიასახლისი მონაა, მოსამსა-
ხურეები კი ბატონები.
_ უეჭველია, მაგასაც შეიტყობს და ბევრ სხვა ჭეშმარიტებასაც, _ დაუმატა
თავის მხრივ სენ-კლერმა. _ გვამტყუნებ, რომ მონები გვყავს, _ განაგრძო მარიმ, _ განა ეს ჩვენთვის სა-
სიამოვნოა? ჩვენ რომ ხეირიანი მეურნეები ვიყვეთ, აქამდის მონებს გავათავი-
სუფლებდით.
ევანგელინამ გაკვირვებით შეხედა დედას. მისი სიტყვების აზრი ვერ გაე-
გო.
_ მერე და, ვინ გვიშლის მათ განთავისუფლებას, დედილო! რაღად გვყავს
მონები, თუ ასეა?
_ მეც არ ვიცი! ჩვენს სატანჯავად! მე ნამდვილად მაგათგან ვარ დასნეულე-
ბული. ჩვენი მონები სხვებზე ცუდები არიან.
_ შენ ამ დილით ცუდ გუნებაზე ხარ, მარი, _ უთხრა ქმარმა, _ ნუთუ ვერ
ხვდები, რომ სიმართლეს არ ამბობ? აბა ერთი მითხარი, რა გვეშველებოდა, ძი-
ძარომ არგვყავდეს?
_ ძიძა ყველა მონას ჯობს, _ დაეთანხმა მარი ქმარს. _ მაგრამ ისიც თავის
თავზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ჩემზე.
_ ეგ მართლაც დიდი დანაშაულია, _ შენიშნა სენ-კლერმა წარბშეუხრელად.
_ განა კარგია, რომ ძიძამ მაგარი ძილი იცის? მე ყოველ წუთს მოვლა მჭირ-
დება, ის კი არხეინად ხვრინავს ხოლმე მთელი ღამე. დღესაც სწორედ იმიტომ
ვარ ცუდ გუნებაზე, რომ ძიძას მოვუნდი. არა მეშველა რა და ღამე ვერ გავაღვი-
ძე.
_ მგონია, ძიძას რამდენიმე ღამე ზედიზედ არა სძინებია, დედილო, _ თქვა
ევამ.
_ ვინ გითხრა? ალბათ, თვითონ იჩივლა შენთან! _ მკაცრად თქვა მარიმ.
_ არა, დედილო, იმას არ უჩივლია. იმან ის მითხრა, რომ შენ რამდენიმე
დღეა, უძილო ღამეებს ატარებ.
_ კარგი იქნება, ხანდახან ჯენსა და როზას თუ მიაშველებ ხოლმე. მაშინ
ძიძაც ოდნავ მაინც მოისვენებდა.
_ როგორ მეუბნები მაგას, სენ-კლერ, რა დაუფიქრებლად ლაპარაკობ! მე
ისე მაქვს აშლილი ნერვები, ისე ვარ დასუსტებული, რომ ჰაერის ოდნავი მოძ-
რაობაც კი მაწუხებს. შეუჩვეველი მოსამსახურე ხომ ჭკუაზე შემშლის. ძიძას
ცოტათი მაინც რომ ვუყვარდე, ასე მაგრა არ დაიძინებდა ხოლმე, ამაში მე დარ-
წმუნებული ვარ. გამიგონია, არიან ასეთი ერთგული მოსამსახურეები; მაგრამ
ამ ბედნიერებას მე ვინ მაღირსებს!
მარიმ მძიმედ ამოიოხრა.
ოფელია უხმოდ უგდებდა ყურს. ტუჩები მაგრად ჰქონდა მოკუმული. ლა-
პარაკში ჩარევა არ უნდოდა. სურდა, კარგად გაეგო საქმე და მერე გამოეთქვა
თავისი აზრი.
_ მე არ ვამბობ, ძიძა კეთილი ადამიანი არ არის-მეთქი. არა, ის პატივსა
მცემს, მშვიდია, მაგრამ მაინც თავისი თავი ახსოვს. მერომ გავთხოვდი, თან წა-
მოვიყვანე. მამაჩემმა იმისი ქმარი არ გამოუშვა ჩვენთან. მაშინვე ვეუბნებოდი
ძიძას, ქმრისთვის თავი დაენებებინა, რადგან ისინი ერთმანეთს ვეღარ ნახავ-
დნენ ვერასოდეს. ვნანობ, რომ ძიძა მაშინვე აქ არ გავათხოვე. არაერთხელ მით-ქვამს, მამაჩემის სახლში ვერასოდეს დავბრუნდები, რადგანაც იქაური ჰაერი
მწყენს და ტყუილად იმედი ნუ გაქვს ქმრის ნახვისა-მეთქი, მაგრამ ის თავისას
არიშლის. ხანდახან ისე გადაირევა, კაცი ვეღარაფერს გააგონებს.
_ შვილები ჰყავს? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ორი შვილი ჰყავს.
_ შვილების ნახვა მოუნდება ხოლმე?
_ ალბათ, _ გულგრილად უპასუხა მარიმ, _ მე არ შემეძლო იმათი წამოყვა-
ნა. რა სასიამოვნოა ისეთი უსუფთაო ბავშვების სახლში ყოლა! ამას გარდა, ძიძა
იმათ მოვლას მოუნდებოდა და ჩემთვის აღარ ეცლებოდა. მე ვფიქრობ, ხანდა-
ხან ძიძა ამიტომ მებუტება ხოლმე. სხვა ქმარი არა სურს. ნებას რომ მივცემდე,
დღესვე გაფრინდებოდა და მე ასე უნუგეშო ავადმყოფს დამტოვებდა. რაც უნ-
და კარგი მონა იყოს შავკანიანი, იმას მაინც ყველაზე მეტად თავისი თავი უყ-
ვარს.
_ ეგ სამწუხაროა, _ თქვა სენ-კლერმა დაცინვის კილოთი, მაგრამ ისე ოსტა-
ტურად, რომ ცოლმა ვერგაუგო.
ოფელიამ შეამჩნია, რომ სენ-კლერს თავი მოაბეზრა ცოლის ლაპარაკმა.
_ მე ყოველთვის ვანებივრებდი ძიძას, _ განაგრძო მარიმ ლაპარაკი: _ ნეტა,
ერთი გაჩვენათ მისი ტანისამოსი: _ ერთი განჯინა სულ ძვირფასი აბრეშუმის
კაბები ულაგია. არაერთხელ მომირთავს ჩემი ხელით და გამიგზავნია სტუმ-
რად. ყოველთვის ასე ყურადღებით ვექცეოდი. ყოველ დილით ნაღებიან ყავას
მიირთმევს. ნეტა, გაჩვენათ, როგორ ცხოვრობენ ჩვენი მონები! ვერ წარმოიდ-
გენთ, როგორ გარყვნა ყველანი სენ-კლერმა. ყველა თავის ნებაზე იქცევა. მე კი
დავიღალე სენ-კლერთან ამაზე ლაპარაკით.
_ კაცმა მართალი უნდა თქვას: მეც დავიღალე, _ თქვა სენ-კლერმა და გაზე-
თი აიღო ხელში.
ევა დედის ლაპარაკს თავისებური, განსაკუთრებული ყურადღებით ისმენ-
და, ბოლოს მივიდა და ყელზე შემოეხვია.
_ რა გინდა, ევა?
_ ნება მომეცი, ერთ ღამეს მე მოგიარო, მხოლოდ ერთ ღამეს, საცდელად.
ნახავ, მე ნერვებს არაგიშლი და არც დავიძინებ.
_ რა სულელი ხარ ჯერ კიდევ, შვილო! ეგ რამ მოგაფიქრებინა? რა საკვირ-
ველი ბავშვი ხარ!
_ მომცემ თუ არა ნებას? _ მოკრძალებით გაიმეორა ევამ. _ ვიცი, რომ ძიძა
უქეიფოდ არის. მე შემომჩივლა _ ამ ბოლო დროს თავის ტკივილი დამჩემდაო.
_ ეგ სულ ტყუილებია. მონებსრომ კაცმა ნება მისცეს, ვინ იცის, რას იზამენ:
ბუზს სპილოდ გადააქცევენ. ძიძის გაზარმაცებას მე ხელს ვერშევუწყობ. თქვენ
თვითონ დარწმუნდებით, _ უთხრა მან ოფელიას, _ რომ არ შეიძლება, მოახ-
ლის ასეთ უბრალო ჩივილს ყური ათხოვოს კაცმა. აი, რა დღეში ვარ, საშინლად
მტანჯავს ჩემი სატკივარი, მაგრამ გადავწყვიტე, მოთმინებით ავიტანო ყველა
ტკივილი და აღარავის შევჩივლო ხოლმე. ოფელიას განცვიფრებისაგან დიდრონი თვალები უფრო გაუდიდდა, სენ-
კლერმა კი თავი ვეღარშეიკავა და გულიანად გადაიხარხარა.
_ ეს ყოველთვის ასე იცინის, როცა ჩემს ავადმყოფობაზე ვლაპარაკობ. კარ-
გი იქნება, თუ სანანებლად არგაუხდა საქმე.
მარიმ თვალებზე მიიფარა ცხვირსახოცი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა უხერხულად გრძნობდა თავს. სენ-კლერი ადგა
და ოთახიდან გავიდა. ევაც გარეთ გაიქცა. ოთახში ორი ქალი დარჩა.
მარიმ მხოლოდ ახლა მოიშორა თვალებიდან ცხვირსახოცი.
_ სენ-კლერმა არ იცის და ვერც შეიტყობს, რა ტანჯვაში ვარ! _ დაიწყო მა-
რიმ აღელვებული ხმით ლაპარაკი: _ არასდროს არა ვჩიოდი ჩემს ავადმყოფო-
ბაზე, ამიტომაც ჰგონია, რომ მე ყველაფრის ატანა შემიძლია.
ოფელიამ არ იცოდა, რა პასუხი გაეცა. მარიმ ცხვირსახოცით მოიწმინდა
თვალები და შემდეგ განაგრძო ლაპარაკი. ახლა ოჯახურ საქმეებზე მოჰყვა. იმ-
დენი ილაპარაკა ავეჯეულობაზე, ჭურჭელზე, თეთრეულსა და სხვა წვრილმა-
ნებზე, რომ სხვა მსმენელს ყველაფერი თავში აერეოდა, მაგრამ ოფელიას საქმი-
ანობას შეჩვეულმა გონებამ ყველაფერი გაითვალისწინა.
_ ვგონებ, ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ახლა თქვენ, იმედია, ადვილად გა-
უძღვებით ოჯახს ჩემი ავადმყოფობის დროს. ევას შესახებ მინდოდა მეთხოვა _
თვალი გეჭიროთ ბავშვზე.
 _ ევა კარგი გოგონაა. მე მაგაზე კარგი და გონიერი ბავშვი არმინახავს.
_ მართალს ბრძანებთ, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვია, მე სრულებით არა
მგავს, _ მარიმ ეს ისეთი კილოთი თქვა, თითქოს ეს დიდი უბედურება იყო.
«საბედნიეროდ, მართლაცრომ არა გგავს», _ გაიფიქრა ოფელიამ.
_ ევას მსახურებთან ყოფნა უყვარს. მეც მიყვარდა პატარაობაში ზანგ გოგო-
ბიჭებში თამაში, მაგრამ სულ სხვანაირად. ეს ყველას თავის ტოლად თვლის,
მოსამსახურეები ვერა გრძნობენ, რომ ევა იმათი ბატონის შვილია. ვერ ვასწავ-
ლე თავის კარგად დაჭერა, დარწმუნებული ვარ, მამა აქეზებს და იმიტომ არ
ითვისებს ჩემს დარიგებას. საერთოდ, სენ-კლერი, თავისი ცოლის გარდა, ყვე-
ლას ანებივრებს.
ოფელია ჩუმად უგდებდა ყურს.
_ მოსამსახურესთან კაცს თავი კარგად უნდა ეჭიროს, მოსამსახურემ თავი-
სი ალაგი უნდა იცოდეს. მე სიყმაწვილიდანვე ასე ვიქცეოდი, ევა კი რყვნის მო-
ახლეებს. არ ვიცი, როგორ მოიქცევა, როცა თავისი საკუთარი ოჯახი ექნება.
მომხრე ვარ, რომ მოახლეს კაცი სათნოებით ეპყრობოდეს, მაგრამ ამასაც საზ-
ღვარი უნდა ჰქონდეს. ხომ გაიგონეთ, რა მითხრა ევამ? ნება მომეცი, ღამე გავა-
თიო შენთან ოთახში ძიძის მაგივრადაო. ნებარომ მივცეთ, ის მეტსაც იზამს.
_ თქვენი მონები ხომ ადამიანებად მიგაჩნია? _ ჩაილაპარაკა ბოლოს ოფე-
ლიამ მკვახედ.
_ მაგას ვინ უარყოფს?! მე თვითონ მომხრე ვარ იმისი, რომ მონებს ყველა-
ფერში თავისუფლება მიეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რომ იმათთვის კაცმა თავი
შეიწუხოს. რის გულისათვის? ძიძას მშვენივრად შეუძლია ყველგან და ყოველ-თვის ძილი. ნება რომ მივცე _ ფეხზე მდგომიც კი დაიძინებს. ყოველთვის იპო-
ვის დროს, რომ თვალი მოატყუოს. მე იმის წინააღმდეგი ვარ, ბატონი მოახლეს
სათუთ მცენარესავით შესცქეროდეს, ეს სასაცილო იქნებოდა.
მარიმ თავი დივანის ზურგს მიადო და ხელში აიღო სასუნებელი წამლის
ლამაზი შუშა.
_ იცით რა, ჩემო ოფელია, თუმცა არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ
საჭიროდ მიმაჩნია, ცოტა რამ მოგახსენო, _ განაგრძო მარიმ ხმადაბლა, _ მე და
სენ-კლერი ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მაგას ჩემი არაფერი ეყუ-
რება და არც მაფასებს. ვიცი, რომ კაცები ასეთები არიან.
ოფელია, როგორც ახალი ინგლისის მცხოვრებთა უმრავლესობა, ბუნებით
ფრთხილი ადამიანი იყო; იგრძნო, რომ ამ ლაპარაკში ჩარევა უხერხული იქნე-
ბოდა, ამიტომ უფრო მაგრად მოკუმა ტუჩები, პირზე კლიტე დაიდო და ხელ-
საქმე გაახურა. მარი ამას ვერამჩნევდა, ის თავის გაჭირვებას მოთქვამდა.
_ სენ-კლერი არაფერში მეხმარება, მოსამსახურეების ცუდ ყოფაქცევაზე
რომ ვუთხრა რამე, მაშინვე პირში მომახლის, ჩვენ თვითონა ვართ უზნეონი და
ამიტომ არც მონების დასჯის უფლება გვაქვსო. ეს კიდევ არაფერი _ უფრო უა-
რესებსაც იტყვის ხოლმე: ჩვენ რომ მაგათ ალაგას ვიყოთ, უარესს ჩავიდენდი-
თო. ერთი უყურე, რაებს ამბობს! განა შეიძლება ჩვენი და შავკანიანების შედა-
რება?!
_ განა ისინიც ჩვენსავით არარიან გაჩენილები? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ მაგას ვინ ამბობს! მაგრამ შავკანიანები საზიზღარი ტომის ხალხია.
_ ნუთუ ფიქრობთ, რომ იმათ ისეთივე სული არ უდგიათ, როგორც ჩვენ? _
ჰკითხა აღელვებულმა ოფელიამ.
_ ამას ვინ უარყოფს, მაგრამ მაინც იმათი ჩვენთან შედარება არ შეიძლება.
სენ-კლერს ასე აქვს წარმოდგენილი, რომ ძიძისთვის ქმარ-შვილის მოშორება
ისეთივე მძიმე უნდა ყოფილიყო, როგორც ჩვენთვის ოჯახის რომელიმე წევ-
რის დაკარგვა. ეს ხომ სისულელეა! ძიძას სად მოეპოვება ისეთი გრძნობა, რო-
გორიც მე, განა შეიძლება იმას თავისი დათხუპნული გოგო-ბიჭები ისე უყვარ-
დეს, როგორც მე ჩემი ცქრიალა ევა! სენ-კლერი მთხოვდა _ ძიძა გაუშვი სახ-
ლშიო, მაგრამ მე ამაზე როგორ დავეთანხმებოდი! თუმცა არ მიყვარს ჩემს ტან-
ჯვა-წვალებაზე ლაპარაკი, მაგრამ აქ კი მოთმინების ფიალა აივსო და სენ-
კლერს გამოვუცხადე ჩემი გულისწყრომა და აღელვება. მას შემდეგ ამ საგანზე
იმას ჩემთან ხმა აღარამოუღია, თუმცა ვიცი, რომ ის ისევ ძველი აზრისაა.
ოფელიას შეეშინდა, მოთმინებიდან არ გამოსულიყო და არაფერი ეწყენი-
ნებინა რძლისათვის, ამიტომაც იყო, რომ წინდის ჩხირები უფრო სწრაფად
ამოძრავდა მის ხელში. მარის რომ, თავისი თავის გარდა, სხვა რამეზე ფიქრის
უნარი ჰქონოდა, შეამჩნევდა, როგორიმოქმედა ოფელიაზე იმისმა სიტყვებმა.
ოთახში სენ-კლერი შემოვიდა და ყური მოჰკრა, რომ მარი მოსამსახურეებს
უჩიოდა.
_ ეჰ, ეგ ძველი ამბავია, _ თქვა მან. _ საბრალო მონებმა საიქიოს ბევრი ცოდ-
ვისათვის უნდა აგონ პასუხი, უმთავრესად კი თავისი სიზარმაცისათვის. _ სენ-კლერი ცოლის პირდაპირ მეორე დივანზე წამოწვა. _ იცი, რა გითხრა, დაო,
ჩვენმა მონებმა სიზარმაცეში მე და მარის წაგვბაძეს და საიქიოს იმათ თავის გა-
სამართლებელი არაფერი ექნებათ.
_ შეუძლებელია შენთან ლაპარაკი, სენ-კლერ! _ თქვა მარიმ წყენით.
_ მართლა? მე კი მეგონა, გასიამოვნებდით ჩემი ლაპარაკით! კმარა, ნუ ვიჩ-
ხუბებთ. უამისოდაც ძალიან ცხელა და, ამასთან, ეს არის, ახლა ადოლფმაც გა-
მაჯავრა.
_რა იყო? რა ჩაიდინა? საშინლად განებივრებულია ეგ ბიჭი!
_ ისეთი არაფერი ჩაუდენია! რა ქნას, თუ სურს, ყველაფერში მე წამბაძოს.
ნივთებს მპარავს და ითვისებს, ამაზე ველაპარაკე, ვუმტკიცებდი, რომ საზღვა-
რი უნდა ჰქონდეს ჩემი ნივთების მითვისებას. დასჯა არ შემეძლო. ვგრძნობ,
რომ ყოველივე ეს ჩემი ბრალია: ცუდად აღვზარდე.
 _ რად აღზარდე ცუდად? შენ ხელთ არიყო? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ძნელი იყო, დაო, ჩემთვის. სიზარმაცემ შემიშალა ხელი. სიზარმაცე რომ
არა, ნამდვილი ანგელოზი ვიქნებოდი. ვეთანხმები თქვენს მღვდელს, რომე-
ლიც ამბობს: სიზარმაცე არის დასაბამი ყოველივე ბოროტებისაო.
_ თქვენ, მებატონეებს, დიდი მოვალეობა გაწევთ! _ წარმოთქვა ოფელიამ, _
თქვენი ვალია, კარგად აღზარდოთ მონები; უნდა იმათაც ადამიანებად თვლი-
დეთ; უნდა გახსოვდეთ, რომ იმათაც უკვდავი სული უდგათ, როგორც თქვენ, _
ოფელია მთელი დღე გაჩუმებული იყო და ახლა კი ვეღარმოითმინა.
_ ჯერჯერობით კმარა, დაო, ჯერ ხომ სულაც არ გვიცნობ; მიიხედ-მოიხე-
დე, გაგვიცანი და მერე გვითხარი შენი აზრი. _ სენ-კლერი ამ სიტყვებით როი-
ალს მიუჯდა.
მშვენიერი რაღაც დაუკრა. იმისი დახელოვნებული თითები საოცარი ხმით
აჟღერებდა საკრავს.
სენ-კლერს დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, ის სხვადასხვა პიესებს უკ-
რავდა, ცდილობდა, ჰანგი შეერჩია თავისი სულიერი განწყობილებისათვის.
როცა გაათავა დაკვრა, ადგა და მხიარულად უთხრა ოფელიას:
_ დაო, მშვენივრად ლაპარაკობდი, შენი პირი თვით ჭეშმარიტებას ღაღა-
დებდა. თუმცა, ცოტა არიყოს, გულზე მომხვდა შენი სიტყვები.
_ ჩემი აზრით, ამაზე სულაც არა ღირს ლაპარაკი, _ თქვა მარიმ. _ ძნელად
თუ მოექცევა ვინმე ჩვენზე უკეთესად მოსამსახურეებს. ჩვენ ყველაფერს კარგსა
და კეთილს ვასწავლით, რაც კი შესაძლებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმათ
შეიძლება აქვთ სურვილი სულიერად გაკეთილშობილდნენ, მაგრამ, ამისდა
მიუხედავად, უზნეონი არიან. მონები დაღუპული ხალხია, თქვენ, ოფელია,
იმათ ჯერარიცნობთ, მე კი მათ შორის აღვიზარდე.
ოფელია გრძნობდა, რომ თავის მხრივ საკმარისად გამოთქვა აზრი და და-
სამტკიცებელი აღარა ჰქონდა რა, ამიტომ მარის არაფერი უპასუხა. სენ-კლერი
კი ქალების ლაპარაკს ყურს აღარ უგდებდა, ის რაღაცაზე ფიქრობდა და თან
უსტვენდა. _ გთხოვ, ნუ უსტვენ: ჩემზე საშინლად მოქმედებს სტვენა, _ უთხრა ცოლმა
სენ-კლერს.
_ გავჩუმდები, აღარ დავუსტვენ. კიდევრას მიბრძანებ, რა არშეიძლება?
_ მინდა, ოდნავი თანაგრძნობა მაინც გამოიჩინო ჩემდამი, _ უთხრა ამაზე
ცოლმა, _ შენ ჩემზე სრულებით არა ზრუნავ.
_ ოჰ, ჩემო ძვირფასო, სასტიკო ანგელოზო! _ შეჰყვირა სენ-კლერმა.
_ მოსაწყენია შენთან ლაპარაკი! _ უკმაყოფილო კილოთი თქვა მარიმ.
_ მაშ, როგორ გელაპარაკო? მზად ვარ, ყველაფერი აგისრულო, რასაც მიბ-
რძანებ!
ამ დროს გარედან სიცილი მოისმა.
სენ-კლერი აივანზე გავიდა და თვითონაც გაეცინა.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა ოფელიამ და ისიც კარებთან მივიდა.
ეზოში გრძელ სკამზე ევას თომა დაესვა და ყვავილებით რთავდა. ვარდები
და იასამნები შემოეყარა გარშემო, ეტყობოდა, საშინლად მოსწონდა ბავშვს თა-
ვისი ხელოვნება. მერე ჩაუჯდა თომას კალთაში, შესცქეროდა და წკრიალა
ხმით იცინოდა.
ბიძია თომა კმაყოფილი იყო, რომ ბავშვს ასიამოვნა: სათნოებით სავსე სახე-
ზე კეთილიღიმილი უკრთოდა.
_ რა ეშველებოდათ საბრალო ადამიანებს, ბავშვები რომ არა ჰყავდეთ? _ ამ-
ბობდა აივნის მოაჯირზე გადაყუდებული სენ-კლერი და ევას გაჰყურებდა.
ბავშვი, ალბათ, მამას ვერხედავდა. იმან ააყენა თომა და ბაღში წაიყვანა.
_ ბავშვისათვის არ არსებობს კაცთა შორის განსხვავება, _ განაგრძო სენ-
კლერმა: _ ყველა ადამიანს ერთნაირად უყურებს, ყველა თანასწორუფლებია-
ნია იმის თვალში. თომა ნამდვილი გმირია ევას თვალში. თომა იმას სათამაშო-
ებს უკეთებს, უმღერის და ამით ამხიარულებს, ართობს. ევა ამქვეყნად საწყალ-
თა და დავრდომილთა ნუგეშად მოვლინებული სამოთხის ყვავილია.
_ შენ ისე ლაპარაკობ, როგორც კარგი მოქადაგე, _ უთხრა ოფელიამ ბიძაშ-
ვილს.
_ ლაპარაკი ადვილია, საქმის გაკეთება კი ძნელია. მე მხოლოდ სიტყვებით
შემიძლია კარგი გრძნობების გამოთქმა, შენ კი ამას საქმით ასრულებ.

* * *
ახალი ბატონის სახლში ჩვენი მეგობარი თომა ძალიან კარგად გრძნობდა
თავს. ევამ იმას შესაფერი საქმე უშოვა.
ევამ სთხოვა მამას, თომა მისთვის დაეთმო. ის მხოლოდ ქალბატონს წაიყ-
ვანდა ხოლმე ეტლით, როცა საჭირო იყო, დანარჩენ დროს ევასთან გაატარებ-
და. მას მეტი საქმე არ მისცეს. ისიც დიდი სიამოვნებით ატარებდა დროს ბავ-
შვთან. დაჰყავდა სასეირნოდ. უამბობდა ზღაპრებს, ერთად კითხულობდნენ
წიგნებს, სახარებას და თომა უხსნიდა, როგორც შეეძლო და მის სპეტაკ გულს
ჰქონდა შეთვისებული. ბავშვი სმენად გადაიქცეოდა ხოლმე, როცა თომა მოჰყვებოდა ლაპარაკს.
თომამ მკაფიოდ და გასაგებად იცოდა ლაპარაკი.
მარის არ მოსწონდა, რომ ევა თომას ასე შეეჩვია, ცდილობდა, მათი მეგობ-
რობა მოეშალა როგორმე, მაგრამ საქმეში თვითონ სენ-კლერი ჩაერია, ცოლს
მოსთხოვა, ევასათვის მოქმედების სრული თავისუფლება მიეცა. სენ-კლერი
თომას კეთილ გავლენას ბავშვზე უფრო აფასებდა, ვიდრე თავისი ცოლის უში-
ნაარსო დარიგებას.

მეთექვსმეტე თავი

ელიზასა და ჯორჯის გაქცევა კანადაში
კვაკერების სახლში საღამოთი ფუსფუსი იყო. ყველა რაღაცას აკეთებდა.
რახილ ჰალიდეი სამგზავრო სანოვაგეს ამზადებდა. ცდილობდა, რაც შეიძლე-
ბა, კარგად ჩაელაგებინა ყველაფერი. მოსაღამოვდა. მზე ჩასვლაზე იყო. მოწი-
თალო სხივები შეჭრილიყვნენ იმ ოთახში, სადაც ამჟამად ჯორჯი იმყოფებოდა
თავისი ცოლ-შვილით. ერთი ხელი ელიზასთვის შემოეხვია, მეორეთი ბავშვი
ეჭირა კალთაში.
_ ვიცი, ელიზა, რომ შენ მართალს ამბობ; კეთილი ადამიანი ხარ, შენ ჩემზე
ბევრად უკეთესი ხარ. ვეცდები, მეც ასეთი გავხდე აზრებითა და გრძნობებით.
ახლა დავივიწყებ მწარე წარსულს. ვიკითხოთ ხოლმე ერთად კარგი წიგნები.
იქნება ხელი მომემართოს და შევიგნო რამე.
_ კანადაშირომ მივალთ, მეც მოგეშველები მუშაობაში: კარგი ჭრა-კერვა და
რეცხვა ვიცი. არგაგვიჭირდება თავის შენახვა.
_ მეც ეგრე მგონია, რომ არ გაგვიჭირდება ცხოვრება. ხშირად მაკვირვებდა
ხოლმე, როგორ შეუძლია ადამიანს სხვა რამეზე წუხილი, როცა თავის ცოლ-
შვილში თავისუფლად ცხოვრობს. ის აზრი, რომ შენ და ჰარი ნამდვილად მე
მეკუთვნით, რომ არავის შეუძლია თქვენი თავი წამართვას, უდიდეს ბედნიე-
რებას მანიჭებს. მართალია, არა მაქვს ფული, არა მაქვს მიწა, არა მაქვს არავი-
თარი საკუთრება; ჩემი სიცოცხლე შრომაში გამიტარებია, მაგრამ მე არ მადარ-
დებს ჩემი სიღარიბე. თუ თავისუფლება მექნება, ადვილად შევიძენ ფულს,
რომ თქვენს მებატონეს მივცე სასყიდელი და გამოგისყიდოთ მონობიდან. რაც
შემეხება მე, ჩემი ბატონის წინაშე თავს მოვალედ აღარ ვრაცხ: დიდი ხანია, გა-
დავუხადე ჩემიფასი.
_ ჩვენ გვავიწყდება, რომ კანადაში ჯერარა ვართ, _ უთხრა ქმარს ელიზამ.
_ მართალია, მაგრამ უკვე ვგრძნობ თავისუფალ ჰაერს; მე ამ ჰაერს ვყნოსავ.
მეორე ოთახში ლაპარაკი გაისმა და ვიღაცამ კარზე დააბრახუნა. შეშინე-
ბულმა ელიზამ ჰარი ხელში აიყვანა.
ოთახში შემოვიდა სიმეონ ჰალიდეი, თან შემოიყვანა უცნობი კაცი და გააც-
ნო მეგობრებს. ეს იყო ფინეას ფლეტჩერი _ ჭკვიანი სახის, ახოვანი, ქერა კაცი,
გონიერი გამომეტყველებისა. ის არა ჰგავდა წყნარ და მშვიდ სიმეონ ჰალიდე-ის. სიმეონი უფრო მეტს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ფიქრობდა, ფინეასი კი ამ
ქვეყნის შვილი იყო, აზროვნებაც უფრო მიწიერი ჰქონდა.
_ ეს ჩვენი მეგობარი ფინეასი გახლავთ, ჯორჯ, _ თქვა სიმეონმა, _ ამან შენ-
თვის საყურადღებო ცნობები მოიტანა. საჭიროა იცოდე საქმის ვითარება.
_ დიახ, მე ცოტაოდენი ცნობები შევკრიბე და დავრწმუნდი, რომ ყური
ფხიზლად უნდა გვქონდეს. გუშინ საღამოთი ერთ დუქანში შევედი გზის პი-
რად. შენ უნდა იცოდე ის დუქანი, _ მიუბრუნდა ფინეასი სიმეონს: _ შარშან,
თუ გახსოვს, ჩვენ იქ ვაშლები მივყიდეთ ერთ მსუქან, საყურეებიან დედაკაცს.
დაღლილი ვიყავი და ვახშმის შემდეგ, მანამ ოთახს მოამზადებდნენ, დასაძი-
ნებლად დუქანშივე ტომრებზე წავწექი და წავიხურე კამეჩის ტყავი; ასე წამეძი-
ნა.
_ მაგრამ ცალი ყურით კი ისმენდი, რას ლაპარაკობდნენ დუქანში, არა? _
ჰკითხა სიმეონმაღიმილით.
_ არა, მე ორიოდე საათი მაგრად მეძინა. მერე გამოვიღვიძე და დავინახე _
დუქანში რამდენიმე კაცი შემოჯდომოდა მაგიდას: ლუდს სვამდნენ და ლაპა-
რაკობდნენ. კვაკერები ახსენეს. მე ყური ვცქვიტე. «მაშ, შენი სიტყვით, ისინი
კვაკერების სოფელში უნდა იყვნენ?» _ ჰკითხა ერთმა მეორეს. აღმოჩნდა, რომ
იმ კაცებს თქვენზე ჰქონდათ ლაპარაკი. მე ყველაფერი გავიგე, რასაც გიპირებენ
ისინი. გადაწყვეტილი აქვთ, _ მიუბრუნდა იგი ჯორჯს, _ კენტუკში ძველ ბა-
ტონს მიგგვარონ. თურმე სასტიკად დასჯას გიპირებთ, რომ სხვა მონებს ახსოვ-
დეთ და აღარ გაბედონ გაქცევა. თქვენ ცოლს ახალ ორლეანში უპირებენ წაყვა-
ნას და იქ გაყიდვას, ბავშვს კი დაუბრუნებენ იმ ვაჭარს, რომელსაც უყიდია იგი
ბატონისაგან. თქვენი ამხანაგებიც თავიანთ პატრონებს უნდა დაუბრუნონ. რო-
გორც ეტყობა, პოლიციელები დაიხმარეს მახლობელი ქალაქიდან. ამიტომ კარ-
გად იციან ის გზა, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ ამაღამ წასვლას. უეჭველია, გა-
მოგვეკიდება რვა-ცხრა კაცი. საქმე ის არის _ როგორ მოვიქცეთ, რომ იმათ გა-
ვუსხლტეთ ხელიდან.
ფინეასის მოტანილმა ამბავმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე.
განსაკუთრებით ღრმად ჩააფიქრა სიმეონი. ელიზამ ჯორჯს მიაყრდნო მხარზე
თავი. ჯორჯი მთლად აენთო, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და სიბრაზით
მუშტებს კუმშავდა. განა მეტი სულგრძელობა მოეთხოვება იმ ადამიანს, რო-
მელსაც ცოლ-შვილის წართმევას უქადიან?
_ ჯორჯ, რა გვეშველება? როგორ მოვიქცეთ? _ ჰკითხა ელიზამ სუსტი
ხმით.
_ მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს, შენ ნუ გეშინია, _ უთხრა ჯორჯმა
ცოლს.
მან ხელში აიღო თავისი დამბაჩები და კარგად დაათვალიერა.
_ აი, თურმე რა ყოფილა! _ თქვა ფინეასმა. _ ხედავ, სიმეონ, სადამდის მი-
დის საქმე?
_ ვხედავ, მეგობარო! ვისურვებ, რომ სამაგისოდ არგაგიხდეთ საქმე. _ მე ჩემს უბედურებაში არავის გავხვევ, _ თქვა ჯორჯმა. _ თქვენ მხოლოდ
ეტლი გვათხოვეთ, რომ აქედან წავიდეთ, და მარტონიც წავალთ. ჯიმი, ჩემი ამ-
ხანაგი, ღონიერი და ისეთივე თავზეხელაღებული კაცია, როგორც მე ამ წამში.
_ ეგ ყველაფერი კარგი, მეგობარო, მაგრამ მეეტლე მაინც დაგჭირდებათ.
რაც შეეხება ბრძოლას, ეგ შენთვის დამითმია, მაგრამ მე მაინც საჭირო ვარ,
რადგანაც გზა კარგად ვიცი.
_ არმინდა, ჩირქი მოვცხო ვისმეს, _ უპასუხა ნაღვლიანი ხმით ჯორჯმა.
_ მერე იმით რა ჩირქს მომცხებ, გზა რომ გასწავლო? _ ჰკითხა ფინეასმა ღი-
მილით.
_ ფინეასი ჭკვიანი და გამოცდილი კაცია, _ თქვა სიმეონმა, _ კარგს იზამ,
თუ ამას მიენდობი. მხოლოდ, აი, რას გეტყვი, ჯორჯ, _ სიმეონმა მხარზე ნაზად
დაადო ხელი, _ გთხოვ, ადვილად ნუ მიმართავ ამ ცუდ ამხანაგებს, _ დამბა-
ჩებზე მიუთითა, _ შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და შეიძლება, ჩქარა აღელდე. მე
ამისი მეშინია.
_ მე პირველი არავისზე იარაღს არ ვიხმარ. ყველას ვთხოვ, თავი დამანე-
ბონ, ნუ მდევნიან, მომცენ საშუალება, რომ უვნებლად წავიდე ამ ქვეყნიდან. _
აქ იგი შედგა და სახე მოეღუშა, _ ერთი ჩემი და გაყიდეს ახალ ორლეანში. მე
ვიცი, რისთვისაც მიჰყავთ იქ ქალები. როგორ მოვითმინო და გულხელდაკრე-
ფილი ვუყურო ჩემი ოჯახის მტარვალებს. ბუნებას დავუჯილდოებივარ ორი
მძლავრი ხელით. როგორ გავძლო და ხელი არ გავანძრიო, როცა ჩემს ცოლს
ხელს წაატანენ დასატყვევებლად! არა, იმედი მაქვს, რომ ბედი ჩემი შემწე და
მშველელი იქნება. უბრძოლველად ვერ დავთმობ ჩემს ცოლ-შვილს. მათი თა-
ვისუფლების მოსაპოვებლად ვიბრძოლებ უკანასკნელ სისხლის წვეთამდის.
განა ამისათვის დასაგმობი ვიქნები?
_ მოკვდავი ადამიანი საქციელს ვერ გაგიმტყუნებს, ჯორჯ! _ უთხრა სიმე-
ონმა, _ სისხლი და ხორცი უძლურია და ქვეყანას ღუპავს მაცდური. მაგრამ,
იმედია, სამაგიერო მიეზღვით იმათ, ვისი მეოხებითაც ჩავარდა ქვეყანა ამ ბო-
როტებაში.
_ განა ჩემ ადგილზე თვითონ თქვენ კი ასევე არ მოიქცეოდით? _ ჰკითხა
ჯორჯმა სიმეონს.
_ განსაცდელის დროს შეიძლება, წონასწორობა დავკარგო.
_ მე კი ასე ვფიქრობ, ასეთი საქმე რომ დამემართოს როდისმე, უეჭველად
ჩემს მკლავებს მივანდობდი ჩემი უფლებების დაცვას, _ თქვა ფინეასმა და
მძლავრი ხელები დაიქნია.
_ თუ ოდესმე შესაძლებელია, ბოროტებას გაუმკლავდეს ადამიანი, მხო-
ლოდ ასეთ შემთხვევაში, როგორშიც ახლა ჯორჯი იმყოფება, გამართლებულია
წინააღმდეგობა, ბოროტებით ადამიანი ვერშექმნის ამქვეყნად ბედნიერებას.
_ გეთანხმებით, მაგრამ, თუ განსაცდელმა მოთმინებას გადააჭარბა, მაშინ
კი გვერიდონ ჩვენი მტრები, _ თქვაფინეასმა.
_ ჩანს, კვაკერად არ ყოფილხარ გაჩენილი, _ თქვა სიმეონმა ღიმილით, _
წარმართთა დროის კაცი, ეტყობა, შენში კიდევ მძლავრია. უნდა ვთქვათ, რომ ფინეასი, მართლაც, არ იყო კვაკერად დაბადებული. ის
უწინ გულადი მონადირე იყო. იშვიათი თვალი ჰქონდა და მარჯვე სროლა
იცოდა. მაგრამ ერთი კვაკერი ქალი შეუყვარდა და ამ გარემოებამ აიძულა, შე-
სულიყო კვაკერთა ძმობაში. თუმცა ის პატიოსანი, ფხიზელი, სასარგებლო წევ-
რი იყო ძმობისა და იმის საწინააღმდეგოს ვერავინ ვერაფერს იტყოდა, მაგრამ
მაინც აკლდა ის სათნოება, რაც დამახასიათებელი თვისებაა კვაკერთა ძმობისა.
_ მეგობარი ფინეასი ყველაფერს თავისი თვალით უყურებს, _ თქვა რახილ-
მაღიმილით, _ მაგრამ ვიცით, რომ გული სპეტაკი აქვს.
_ მოდი, დავაჩქაროთ წასვლა, _ თქვა ჯორჯმა.
_ ჩვენ ორი-სამი საათით ადრე შეგვიძლია წასვლა. მე ვიცი, ისინი როდის
აპირებენ გამოსვლას. ჩვენთვის უმჯობესი იქნება ბინდბუნდზე გავიდეთ,
რადგანაც საეჭვო სოფლები გვაქვს გასავლელი. იქ არასაიმედო პირები ცხოვ-
რობენ და შეიძლება დაგვაბრკოლონ რითიმე. ორი საათის შემდეგ წავიდეთ.
მანამდე მე მიხეილ კროსისთან შევირბენ და ვთხოვ, გამოგვყვეს თავისი კარგი
ცხენით. გზას დაგვიზვერავს და მდევრის მოახლოებას შეგვატყობინებს. შე-
ვატყობინებ აგრეთვე ჯიმს და იმის მოხუც დედას, რომ მოემზადონ. ცხენებსაც
მოამზადებენ. ნუ დაღონდები, მეგობარო! პირველი არარის ჩემთვის ასეთ საფ-
რთხეში ყოფნა და მეგობრების დახსნა განსაცდელისაგან.
ამ სიტყვებით გავიდა ოთახიდან.
_ ფინეასს ენდე, ჯორჯ! ეგ აზრიანი კაცია. რაც შესაძლებელია, ყველაფერს
იზამს თქვენს გადასარჩენად, _ უთხრა სიმეონმა.
_ მე მხოლოდ ვწუხვარ, რომ ჩემი გულისათვის თქვენ საფრთხეში ვარდე-
ბით.
_ გთხოვთ, მეგობარო, მაგაზე კრინტი აღარ დაძრა. ჩვენ ისე ვიქცევით, რო-
გორც სინდისი გვიკარნახებს. აბა, ქალო, ვაჭამოთ რამე ჩვენს მეგობრებს: მშივ-
რების გაშვება ხომ არშეიძლება?
მანამ რახილი და ბავშვები ვახშამს ამზადებდნენ, ჯორჯი ცოლს ელაპარა-
კებოდა:
_ ელიზა, ბედნიერ ადამიანებს, რომელთაც ჰყავთ მეგობრები, ქონება, მა-
მული, სახლ-კარი და მიწა-წყალი, არ შეუძლიათ, ისეთი მტკიცე სიყვარულით
უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე და შენ. შენამდის მე ვუყვარდი მხოლოდ
ორ უბედურ ადამიანს _ დედაჩემსა და ჩემს დას. მე უკანასკნელად ვნახე ჩემი
და იმ დილით, როცა ჩვენგან საუკუნოდ დაშორებას უპირებდნენ. მოვიდა ჩემს
საწოლთან და მითხრა: «საბრალო ჯორჯ! შენი ერთადერთი მეგობარიც გშორ-
დება. ვინ იცის, რა მოგელის უჩემოდ, ჩემო საყვარელო ძამიკო». მე წამოვვარ-
დი ლოგინიდან, მოვეხვიე და ორივენი დიდხანს ვტიროდით. მას შემდეგ
ალერსიანი სიტყვა აღარავისაგან გამიგონია. დიდმა ხანმა განვლო. ჩემი გული
დაჭკნა, ქვად იქცა. მხოლოდ შენმა სიყვარულმა აღმადგინა მკვდრეთით, გარ-
დამქმნა. ჩემო ელიზა, ჩემო ძვირფასო, მე მზად ვარ, შენთვის სიცოცხლე გავწი-
რო. ვინ გამიბედავს შენს წართმევას! და თუ განიზრახავს ვინმე ამას, უეჭვე-
ლად ჩემს გაცივებულ გვამს უნდა გადმოაბიჯოს, რომ შენამდის მოაღწიოს. რახილმა მიიპატიჟა სტუმრები სუფრაზე. ვახშმად რომ დასხდნენ, კარი გა-
იღო და ოთახში შემოვიდარუთი.
_ ელიზა, აი ბავშვისათვის თბილი წინდები მოგიტანე. კანადაში სიცივეები
იცის. აბა, ხომ ყოჩაღად ხარ?
ქალმა გრძნობით ჩამოართვა ხელი ელიზას და ჰარის თაფლის კვერები
მისცა.
_ აი, აქ კიდევ ცოტა რამ სანოვაგე ჩავალაგე: გზაში დაგჭირდებათ ბავშვი-
სათვის.
_ რა კეთილი ადამიანი ბრძანდებით, გმადლობთ! _ აღელვებული ხმით
უთხრა ელიზამ.
_ დაჯექით, რუთ, ჩვენთან ივახშმეთ! _ სთხოვა ქალსრახილმა.
_ გმადლობთ, არ შემიძლია: ბავშვი ჯონის ამარა დავტოვე და ვთხოვე, ქა-
დებსაც მიხედე-მეთქი ღუმელში. დარწმუნებული ვარ _ ქადებიც დაეწვება და
ბავშვსაც, რაც ოჯახში შაქარი გვაქვს, სულ შეაჭმევს. იმის ამბავი ვიცი: ოჯახუ-
რი საქმე არეხერხება.
კოპწია ქალმა მხიარულად გადაიკისკისა.
_ მშვიდობით, ელიზა! მშვიდობით, ჯორჯ! მშვიდობით მგზავრობას გი-
სურვებთ.
რუთი ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
ვახშამი გაათავეს და სამგზავრო, ჩარდახიანი ეტლიც მოვიდა. მოწმენდი-
ლი ღამე დადგა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. ფინეასი კოფოდან გადმოხტა.
ჯორჯმა სახლიდან ხელჩაკიდებული გამოიყვანა ელიზა. მეორე ხელში ჰარი
ეჭირა. იგი მტკიცე ნაბიჯით მოდიოდა. სახეზე გაბედული გამომეტყველება
ემჩნეოდა.
_ ერთი წუთით გადმობრძანდით ეტლიდან, _ სთხოვა ფინეასმა ეტლში
მსხდომთ, _ დასაჯდომს გავმართავ ქალებისა და ბავშვისათვის.
_ აი, კამეჩის ტყავები ჩააგე შიგ, _ უთხრა რახილმა, _ კარგი დასაჯდომი გა-
მართეთ, თორემ მთელიღამე ეტლში ჯდომა ძნელი იქნება.
ჯიმი გადმოვიდა და თავისი დედაც გადმოიყვანა ეტლიდან. მოხუცებულს
შვილის ხელი მაგრად ეჭირა და შეშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა _
არსაიდან გამოტყვრეს მდევარიო.
_ ჯიმ, დამბაჩები ხომ მზად გაქვს? _ ჰკითხა ჯორჯმა ხმადაბლა, მაგრამ
მტკიცე ხმით ამხანაგს.
_ ყველაფერი მზად მაქვს, _ უპასუხა ჯიმმა.
_ იცი, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინიცობაა, მდევარი შეგვეფეთა? _ გა-
ნაგრძო ჯორჯმა.
_ მგონია, ვიცი.
ჯიმმა პალტო გაიხსნა დაღრმად ამოისუნთქა.
_ განა ჩემი ცოცხალი თავით დედას ხელში ჩავუგდებ ავაზაკებს?
ამ ლაპარაკის დროს ელიზა გამოეთხოვა თავის კეთილ მეგობარს _ რა-
ხილს. სიმეონმა უშველა ელიზას ეტლში ჩაჯდომა. ელიზა თავისი ბავშვითუკან დაჯდა ტყავის საბანზე. მის გვერდით იჯდა მოხუცებული დედაკაცი.
ჯორჯი და ჯიმი წინ მოთავსდნენ გრძელ სკამზე. ფინეასი კოფოზე დაჯდა.
_ მშვიდობით, მეგობრებო! _ თქვა სიმეონმა.
_ მშვიდობით ბრძანდებოდეთ, _ უპასუხა ყველამ ეტლიდან.
ეტლი დაიძრა და გაყინულ გზაზე მოჰყვარახრახს.
ოღროჩოღრო გზაზე ეტლს ხათქახუთქი გაჰქონდა და შიგ მსხდომთ აჯაყ-
ჯაყებდა. ერთმანეთის გამოლაპარაკება შეუძლებელი იყო. ეტლი ჩქარა მიდი-
ოდა ბნელ ტყეებსა და თვალუწვდენელ მინდვრებში; აღმართ-დაღმართს აღარ
არჩევდა; დროც სწრაფად გარბოდა. ბავშვმა დედის კალთაში ჩქარა დაიძინა.
შეშინებულმა მოხუცებულმაც ნელ-ნელა გონება მოიკრიბა. თვითონ ელიზაც
იმდენად დამშვიდდა, რომ თვლემა დაიწყო. მხოლოდ ყველას მაგივრად ფინე-
ასი ფხიზლობდა. ის მხიარულად მღეროდა სხვადასხვა სიმღერას, რომელსაც
კვაკერების სიმღერასთან არაფერი ჰქონდა საერთო.
ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა ჯორჯმა ცხენის ფეხის ხმა გაიგონა. ცხე-
ნოსანი უკნიდან უახლოვდებოდა ეტლს. ჯორჯმა ფინეასს ჰკრა ხელი. მან ეტ-
ლი გააჩერა და ყური დაუგდო.
_ ეს უთუოდ, მიხეილია. მგონი, იმისი ცხენისფეხის ხმა არის.
ფინეასი ფეხზე წამოდგა და უკან გაიხედა. შორს ბექობზე ცხენოსანს მოჰ-
კრა თვალი. მხედარი მათკენ მოაქანებდა ცხენს.
_ სწორედ ის არის, _ თქვაფინეასმა.
ჯორჯი და ჯიმი ეტლიდან გადმოხტნენ და მოუთმენლად დაელოდნენ
ცხენოსნის მოახლოებას. მხედარი ერთ წუთს დაიმალა ხევში. ჩქარა სულ ახლო
გაისმა ცხენისფეხის ხმა და თვითონ მხედარიც გამოჩნდა.
_ მიხეილი არის, _ თქვა ფინეასმა და ხმამაღლა დაუყვირა: _ მიხეილ, აქეთ
წამოდი!
_ ფინეას, თქვენ ხართ?
_ ჰო, ჩვენ ვართ! მოდი, ჩქარა გვითხარი, რა ამბავია! მდევარი ახლო ხომ არ
არის?
_ ფეხდაფეხ მოგვდევენ. რვა-ცხრა კაცია. უგონო მთვრალები არიან და ცო-
ფიანი მგლებივით სიბრაზით დორბლებსა ყრიან.
ნიავმა დაბერა და თან მოიტანა ცხენებისფეხის ხმა.
_ ჩქარა ეტლში ჩასხედით, ყმაწვილებო! _ უთხრა ფინეასმა: _ ჩხუბს კიდევ
მოვესწრებით, ჯერკი გაქცევა ჯობია.
კაცები შეხტნენ ეტლში. ფინეასმა ეტლი გააქროლა. მიხეილმაც ცხენი
ეტლს მიაყოლა. ეტლი ჩქარა მიდიოდა, მაგრამ ცხენების ფეხის ხმა თანდათან
ახლოვდებოდა. შეშინებულმა ქალებმა გამოიხედეს ჩარდახიდან და დილის
ციაგზე შორს გაარჩიეს რამდენიმე ცხენოსანი. თავის მხრივ, ეტყობოდა, მდევ-
რებმაც დაინახეს თეთრჩარდახიანი ეტლი და მხიარული ხმაური ატეხეს.
ელიზამ ჰარი მაგრად ჩაიკრა გულში; მოხუცმა დედაკაცმა გმინვა დაიწყო;
ჯორჯმა და ჯიმმა დამბაჩები მოიმარჯვეს. ცხენოსნები წამოეწივნენ ეტლს,
რომელმაც მოულოდნელად გზას გადაუხვია და ამართულ პიტალო კლდისძირას გაჩნდა. განთიადის ციაგ შუქზე ეს განმარტოებული კლდე შავად მოჩან-
და და მგზავრებს თითქოს თავშესაფარსა ჰპირდებოდა. ფინეასმა იქით მიაშუ-
რა. მან ეს ადგილები კარგად იცოდა: ახალგაზრდობაში ბევრჯერ უნადირია აქ.
_ გადმოდით ყველანი ეტლიდან და გაიქეცით მთისკენ, _ დაიძახა ფინეას-
მა. მან ცხენები მარდად გააჩერა და თვითონაც კოფოდან გადმოხტა. _ შენ კი,
მიხეილ, _ მიუბრუნდა ის ცხენოსანს, _ ცხენი ეტლს გამოაბი, შენ კი ეტლში ჩა-
ჯექი და გასწი ამარისთან, უთხარი, ბიჭები წამოიყვანოს და ჩქარა მოგვეშვე-
ლოს.
ერთ წუთას ყველანი გადმოვიდნენ ეტლიდან. ფინეასმა ჰარი აიყვანა ხელ-
ში.
_ თქვენ კი, _ უთხრა ჯორჯსა და ჯიმს, _ ქალები წამოიყვანეთ და ფეხდა-
ფეხ გამომყეთ.
თვალის დახამხამებაში ღობეზე გადახტნენ და მთისკენ გაექანენ. მიხეილი
კი ამასობაში ჩამოხტა, ცხენი ეტლს გამოაბა და სწრაფად გარეკა ცხენები გზა-
ზე.
_ მომყევით! _ დაიძახაფინეასმა, როცა კლდის ძირას მივიდნენ, და შეუდგა
აღმართს. კლდეს ვიწრო ბილიკი მისდევდა, _ აქ, _ განაგრძო მან, _ უწინ ნადი-
რობის დროს ხშირად ვისვენებდით.
ყველაზე წინ ფინეასი მიდიოდა და თხასავით ხტოდა კლდეებზე; მას ბავ-
შვი ამძიმებდა. შემდეგ მიდიოდა ჯიმი დედასთან ერთად; ბოლოს მიდიოდნენ
ჯორჯი და ელიზა. მდევრებმა ცხენები ღობესთან მიაჭენეს, დაქვეითდნენ და
ისინიც კლდისკენ გაეშურნენ წყევლა-კრულვითა და ყვირილით.
ფინეასმა თავისი თანამგზავრებით ამასობაში მთის წვერს მიაღწია. აქ ბი-
ლიკი ისე ვიწრო იყო, რომ მხოლოდ თითო კაცს შეეძლო გავლა. ერთ ალაგას
ღრმად იყო კლდე გარღვეული და აქ ბილიკი წყდებოდა. იქით უფრო მაღალი
კლდეები მოჩანდა. ფინეასი მარდად გადახტა კლდის ნაპრალზე. მთის წვერზე
პატარა მინდორი იყო თეთრი ხავსით დაფარული და ამ ხავსზე დასვა ბავშვი.
_ აბა, ჩქარა გადმოხტით თქვენცა! _ დაუძახა დანარჩენებს. ისინიც ფინეასს
ზედიზედ მიჰყვნენ თავგანწირულის გამბედაობით. მთის წვერზე დიდი ლო-
დები ეყარა და შეიძლებოდა ამ ლოდებს უკან ამოფარება.
ფინეასმა გადაიხედა ძირს და შეატყო, რომ მდევრებიც აპირებდნენ მთაზე
ამოსვლას.
_ დაე, მობრძანდნენ! _ თქვა იმან, _ აბა, უყურე, ჯორჯ, ხომ ხედავ, რომ ამ
ბილიკზე მხოლოდ თითო-თითომ უნდა გამოიაროს. მაშასადამე, შენ შეგიძ-
ლია მიზანში ამოიღო თითო-თითოდ.
_ ვხედავ, _ უპასუხა ჯორჯმა, _ ახლა გთხოვთ, თქვენ უკან დადგეთ და სა-
ხიფათო ადგილს მოშორდეთ. ნება მოგვეცით, დანარჩენი საქმე ჩვენ შევასრუ-
ლოთ.
_ დამილოცნია ასპარეზი, მეგობარო, _ უპასუხა ფინეასმა: _ ნებას გაძლევ,
როგორც გსურს, ისე იბრძოლო, მე მხოლოდ მაყურებელი ვიქნები. როგორც
ეტყობა, ის ვაჟბატონები რაღაცას თათბირობენ. ისე შემოჰყურებენ მთის წვერს, როგორც ქათმები ქანდარას. ჯობია, ჯორჯ, ახლავე დაუძახო, რომ ვინც ამ ბი-
ლიკზე გამოჩნდება, იქვე დააწვენ. ჯობს, პატიოსნად შეატყობინო წინათვე.
დილის რიჟრაჟზე მდევართა შორის კაცი გაარჩევდა ტომ ლოკერს და
მერქსს, რომლებიც ჰელიმ მდევრად დაიქირავა სასტუმროში ოჰაიოსთან იმ სა-
ღამოს, როცა ელიზა თავისი შვილით გაუსხლტა ხელიდან. მათ თან ახლდათ
ორი პოლიციელი და მაწანწალების ბრბო.
_ გაებნენ მახეში, _ თქვა ერთმა მათგანმა.
_ მე დავინახე, ბილიკზე რომ აირბინეს, _ წაილაპარაკა ლოკერმა. _ მე პირ-
ველი მივიტან იერიშს.
_ გამიგონე, ტომ! _ გააჩერა ის მერქსმა, _ იმათ იქ საფარები აქვთ და შეუძ-
ლიათ საფარებიდან სროლა აგვიტეხონ. ცუდ დღეს დაგვაყენებენ.
_ ეჰ, შენ სულ შენს ტყავს უფრთხილდები! _ ზიზღით მიუგო ლოკერმა, _
განა არიცი, რომ ზანგები მშიშარა ხალხია?
_ რატომაც არ უნდა ვუფრთხილდებოდე ჩემს ტყავს, _ უთხრა მერქსმა. _
ჩემს თავზე ძვირფასი რაღა მაქვს. ზოგჯერ ზანგებმა ძალიან ცხარე ბრძოლა
იციან.
ამ დროს მთის წვერზე გამოჩნდა ჯორჯი და ხმამაღლა ჩამოსძახა ძირს:
_ ბატონებო, ვინ ბრძანდებით მანდ, ანრა გნებავთ?
_ ჩვენ მოვდევთ გაქცეულ მონებს, ისინი გვინდა დავიჭიროთ, _ უპასუხა
ლოკერმა, _ ჩვენ ვეძებთ ჯორჯ ჰარისს, ელიზა ჰარისსა და იმათ შვილს, აგ-
რეთვე ჯიმ ჰელდენს თავისი ბებერი დედით. ჩვენ თან გვყავს პოლიცია და
გვაქვს აღმასრულებელი ფურცელი. აუცილებლად დავიჭერთ გაქცეულებს,
გესმით? იქნებ შენ თვითონა ხარ ჯორჯ ჰარისი, რომელიც ბატონს გაექცა კენ-
ტუკიდან?
_ დიახ, მე გახლავარ ჯორჯ ჰარისი. მყავდა ბატონი, რომელიც აქამდე თა-
ვის საკუთრებად მთვლიდა, მაგრამ ახლა მე თავისუფალი კაცი ვარ, თავისუ-
ფალ მიწაზე მიდგას ფეხი და გიცხადებთ, რომ ჩემი ცოლ-შვილი მხოლოდ მე
მეკუთვნის. ჯიმიც აქ არის თავისი დედით. ჩვენ იარაღი გვაქვს თავის დასაცა-
ვად და უბრძოლველად არავის დავნებდებით. თუ სურვილი გაქვთ, მობრძან-
დით, მაგრამ იცოდეთ, ვინც კი გაბედავს და თოფის მანძილზე მოგვიახლოვ-
დება, მაშინვე წუთისოფელს გამოვასალმებ; ასევე დაემართება მეორეს, მესამეს
და ყველას!
_ მუქარას თავი დაანებეთ, ყმაწვილო, _ დაუძახა ქვემოდან ჯორჯს ერთმა
სქელმა, დაბალი ტანის კაცმა და წინ წამოდგა, _ თქვენ უფლება არა გაქვთ,
ჩვენთან ასე გაბედულად ილაპარაკოთ. კანონიც და ძალაც ჩვენს ხელშია. გირ-
ჩევნიათ, თქვენი ნებით დაგვნებდეთ მშვიდობიანად, თორემ, სულ ერთია, ძა-
ლით დაგიმორჩილებთ.
_ ვიცი, რომ კანონი და ძალა თქვენს მხარეზეა, _ უპასუხა ჯორჯმა, _ თქვენ
გსურთ, გაყიდოთ ჩემი ცოლი, ჩემი შვილი, როგორც პირუტყვი, საქონელი, ისე
გადაუგდოთ ვაჭარს! თქვენ გინდათ, ჯიმის მოხუცი დედა დაუბრუნოთ იმ
მხეც ბატონს, რომელიც შეუბრალებლად ტანჯავდა საბრალო მოხუცებულს! თქვენ გსურთ, მჩაგვრელს მიგვცეთ ხელში მე და ჯიმი! კანონები თქვენ ყველა
ამის ნებას გაძლევთ, მაგრამ ჩვენ არ ვემორჩილებით თქვენს კანონებს! ჩვენ აქ
ლურჯი ცის ქვეშ ისეთივე თავისუფალი ადამიანები ვართ, როგორც თქვენ, და
სისხლის უკანასკნელ წვეთამდის ვიბრძოლებთ თავისუფლებისათვის!
ჯორჯი კლდის ნაპირას იდგა და ქვემოდან კარგად ჩანდა. დილის მზის
სხივები შუქსა ჰფენდა იმის ვაჟკაცურ სახეს. თვალებიდან თავგანწირვისა და
სიბრაზის ცეცხლს აფრქვევდა. ერთი ხელი ლაპარაკის დროს მაღლა ჰქონდა
აწეული, თითქო ცას შესჩივის და იქიდან მოელის სამართალსაო.
ჯორჯის მგრძნობიარე სიტყვებმა, იმისმა გარეგნობამ შთაბეჭდილება მო-
ახდინა ძირს მდგომ ადამიანებზე და ჩაჩუმდნენ. მხოლოდ მერქსზე არიმოქმე-
და ჯორჯის სიტყვებმა; იმის ლაპარაკის დროს მერქსმა დამბაჩა გატენა და, ლა-
პარაკირომ შეწყდა, ესროლა მოლაპარაკეს.
_ სულ ერთია, მკვდარს მივიყვანთ თუ ცოცხალს, მაგისთვის მაინც ჯილ-
დოა დანიშნული, _ წარმოთქვა მან არხეინად და დამბაჩის წმენდას შეუდგა
ტანისამოსის სახელოზე.
ჯორჯი უკან გადახტა. ელიზამ დაიკივილა. ტყვიამ ჯორჯს თმებში გაუარა
და იქვე ახლოს ხეს მოხვდა; კინაღამ ლოყაში მოხვდა ელიზას.
_ ნუ გეშინია, ელიზა, არაფერია, _ დაამშვიდა ჯორჯმა ცოლი.
_ თავი დაანებე ლაპარაკს და მოშორდი, _ ურჩია ფინეასმა: _ ლაწირაკებ-
თან ლაპარაკი ამაოა.
_ აბა, ჯიმ, დამბაჩები დაათვალიერე და ჩემთან ახლო დადექი, _ უთხრა
ჯორჯმა ამხანაგს. ბილიკს უნდა ვუყარაულოთ, მხოლოდ ტყვია-წამალს გა-
ვუფრთხილდეთ, ტყუილად არ დავწვათ.
ძირს დამბაჩის გასროლის შემდეგ ყოყმანი შეექმნათ.
_ მგონია, ვიღაცას მოხვდა, _ თქვა ერთმა მათგანმა, _ კივილი შემომესმა.
_ მე იერიში მიმაქვს მაგათზე! არასოდეს მშინებია ზანგების და არც ახლა
შევუშინდები! აბა, ვინ მომდევს? _ დაიყვირა ლოკერმა და შეხტა ბილიკზე.
ჯორჯმა გაიგონა ეს სიტყვები. მოემზადა და გაფაციცებით დააცქერდა იმ
ადგილს, სადაც უნდა გამოჩენილიყო პირველი მდევარი.
ვიღაც, სხვებზე გულადი, გამოჰყვა ლოკერს, მას მოჰყვა მეორე, მესამე და
ბოლოს ყველანი შეუდგნენ აღმართს. გავიდა რამდენიმე წუთი და აბრაგი ლო-
კერი გამოჩნდა ნაპრალის პირზე.
ჯორჯმა ესროლა და გვერდში მოარტყა ტყვია, მაგრამ ლოკერმა უკან არ
დაიხია, გაცოფებულმა დაიღრიალა, კლდეზე გადახტა და გაქცეულებში გაე-
რია.
_ ბატონო ჩემო, _ უთხრა ფინეასმა და წინ წამოდგა, _ თქვენ აქ საჭირო არ
ბრძანდებით.
ამ სიტყვებით მან მოსულს ხელი ჰკრა.
ლოკერი გადაიჩეხა კლდეზე და ხევში რახრახით ჩავარდა. წვრილი კენჭე-
ბი, ქვა-ღორღი, ხის ტოტების მტვრევა მიჰყვა მას თან. ლოკერი დაეცა და გმინ-ვა მოისმა. ტანისამოსი ხეს რომ არ მოსდებოდა და პირდაპირ დაგორებულიყო,
ძირამდის სულიც არჩაჰყვებოდა. მაინც ძალიან დაშავდა.
_ ნამდვილი ეშმაკები ყოფილან, _ დაიყვირა მერქსმა და ამ სიტყვებით
ზურგი იბრუნა. მას მიჰყვნენ დანარჩენებიც. ქვევით ყველანი მეტის ხალისით
მიდიოდნენ, მეტადრე მსხვილი პოლიციელი, რომელიც ძალზე ქშინავდა.
_ ყური მიგდეთ, ძმებო, _ დაუძახა მერქსმა, _ თქვენ ლოკერი ამოიყვანეთ
ხევიდან, მე კი წავალ და მოვიშველიებ ვისმე.
ყურადღება არ მიაქცია ამხანაგების ლანძღვა-გინებას და დაცინვას. მოახტა
ცხენს და გაქუსლა.
_ ხედავ მაგ ღორს! ჩვენ დაგვტოვა, თვითონ კი თავს უშველა! _ ჯავრობდა
ერთი.
_ უნდა წავიდეთ და ლოკერი ხრამიდან ამოვათრიოთ, _ თქვა ვიღაცამ.
_ ჯანდაბას მაგისი თავი! _ თქვა მეორემ გაჯავრებულმა.
ჯაგებსა და ჩირგვებში გაძვრნენ, როგორც იყო, და ძებნა დაუწყეს. ლოკე-
რის კვნესა ისმოდა და ხმაზე ეძებდნენ დაჭრილს.
_ რა ძალიან გმინავ? მძიმედ ხარ დაჭრილი? _ ჰკითხა ერთმა.
_ დამეხმარეთ, ფეხზე ავდგე. აი, დასწყევლოს ღმერთმა! იმ წუწკს ისე მარ-
ჯვედ რომ არ ეკრა ხელი, ერთს მაინც დავითრევდი თანა. ვნახავდით, მაშინ
რას იტყოდნენ ის ვაჟბატონები!
ძლივძლივობით წამოაყენეს ლოკერი, დაჭრილი მწარედ კვნესოდა. რო-
გორც იყო, ცხენთანაც მიიყვანეს.
_ ცხვირსახოცი ხომ არავის გაქვთ, რომ ჭრილობა შემიხვიოთ? _ ჰკითხა
იმან ამხანაგებს. _ იმ დუქნამდის როგორმე მიმიყვანეთ, სადაც წუხელ ვიყა-
ვით.
ჯორჯი მაღლიდან უყურებდა, როგორ ცდილობდნენ ამხანაგები ლოკერის
ცხენზე შესმას. მაგრამ ამაოდ. საქმე იმით გათავდა, რომ დაჭრილი ხელიდან
გაუშვეს და მიწაზე ზღართანი მოიღო.
_ ნეტა არმოკვდეს მაინც! _ თქვა ელიზამ, როცა ეს სურათი დაინახა.
_ კიდეცრომ მოკვდეს, ახია მაგაზე! _ თქვაფინეასმა.
_ სიკვდილის შემდეგ დადგება ჟამი გასამართლებისა! _ წარმოთქვა ელი-
ზამ.
_შეხეთ, _ დაიძახა ფინეასმა, _ მგონია, დაჭრილს დატოვებას უპირებენ და
თვითონ მიდიან.
მართლაც, ასე მოხდა. ცოტა ყოყმანის შემდეგ ყველანი ცხენებზე შესხდნენ
და გზას გაუდგნენ. როცა მდევარნი თვალს მოეფარნენ, ფინეასმა შეაგროვა თა-
ვისიანები.
_ ახლა ჩვენც ჩავიდეთ ქვემოთ, მეგობრებო, და თვითონ წავიდეთ მიხეი-
ლის შესახვედრად. ღმერთმა ქნას, ჩქარა შევხვდეთ და გზაში არ ავცდეთ. იმე-
დი მაქვს, იმას სხვებიც წამოჰყვებოდნენ ჩვენს მოსაშველებლად. ჯერ ადრეა,
გზაში ბევრი მგზავრი არ შემოგვეყრება. ჩვენ ბინამდის აქედან ორი მილის მე-ტი მანძილი არ იქნება. ცუდი სავალი რომ არ ყოფილიყო, მდევარი სულაც ვერ
მოგვეწეოდა.
ღობესთან მივიდნენ და დაინახეს, რომ მათი ეტლი მოდიოდა და თან რამ-
დენიმე ცხენოსანი მოსდევდა.
_ აგერ მოდიან! _ სიხარულით დაიყვირა ფინეასმა, _ აგერ მიხეილი! იმას-
თან, ვგონებ, სტეფანე ამარიც არის, ახლა კი ჩვენ საფრთხე აღარგვემუქრება!
_ მაშ, შეიძლება როგორმე ვუშველოთ საბრალო დაჭრილს! _ თქვა ელიზამ,
_ დახეთ, როგორგმინავს!
_ მოდი, თან წავიყვანოთ, _ თქვა ჯორჯმა.
_ კვაკერებს მივაბაროთ მოსავლელად, _ დაუმატა ფინეასმა, _ აბა, მივალ
და დავათვალიერებ, როგორარის დაჭრილი.
ფინეასს ხშირად მოუვლია დაჭრილი ამხანაგებისათვის ნადირობის დროს
და ამიტომ იცოდა, როგორი მოვლა იყო საჭირო.
დაიჩოქა მუხლის თავებზე და ჭრილობა გაუსინჯა.
_ მერქს, შენა ხარ? _ ჰკითხა სუსტი ხმით ლოკერმა.
_ არა, ვგონებ, ის არ უნდა ვიყო, მეგობარო, _ უპასუხა ფინეასმა, _ მერქსს
სრულიადაც არ ენაღვლება შენი ჭრილობა: იმას თავისი ტყავის დარდი აქვს
და, დიდი ხანია, თავს უშველა.
_ ეტყობა, მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე, _ თქვა ლოკერმა, _ აი, ის შეჩვე-
ნებული, ისა, მომაკვდავს თავი დამანება! ჩემი საბრალო მოხუცებული დედა
ყოველთვის მაფრთხილებდა, სადმე ამოგძვრება სულიო, და აკი ამიხდა!
_ საბრალო! _ წამოიძახა ჯიმის დედამ ხმამაღლა, _ დედაცა ჰყოლია! რა მე-
ცოდება!
_ წყნარად იყავი, წყნარად, მეგობარო, ნუ ჯავრობ! _ უთხრა ფინეასმა ლო-
კერს, რომელმაც ხელი ჰკრა ფინეასს და არ აძლევდა ნებას, ჭრილობა გაესინჯა.
_ თუ არ დამაცლი, რომ სისხლისდენა შეგიწყვიტო, შენი გადარჩენა ძნელი იქ-
ნება.
_ შენ გადმომაგდე კლდიდან? _ ჰკითხა ბოლოს ლოკერმა.
_ მე რომ არ გადმომეგდე, მეგობარო, მაშინ შენ გადმომაგდებდი; მაგრამ
რაც იყო _ ამას ნუღარ მოვიგონებთ. ჩვენ ამჟამად შენთვის კეთილი გვსურს და
აღარ გვინდა გავიხსენოთ ის ბოროტება, რასაც შენ გვიპირებდი. წაგიყვანთ
ერთ ჩვენს კეთილ ნაცნობთან და ისე მოგივლის, როგორც ნამდვილი დედა.
ლოკერი ჭრილობამ შეაწუხა, მოჰყვა გმინვას და თვალები დახუჭა. ისეთი
ადამიანები, როგორიც იყო ლოკერი, გულადები და გამბედავები არიან, სანამ
ჯანმრთელობა შესწევთ. მან კი იმდენი სისხლი დაკარგა, რომ ძლიერ დასუს-
ტდა. საცოდავი შესახედაობა ჰქონდა ახლა ამ გულად ადამიანს.
ამ დროს ეტლიც მოვიდა. დასაჯდომები მოშალეს, რომ დაჭრილი თავი-
სუფლად მოეთავსებინათ. ქვეშ კამეჩის ტყავები გაუშალეს და ოთხმა კაცმა
ძლივს ჩააწვინა დაჭრილი ეტლში. ლოკერი ტკივილმა შეაწუხა და გული წაუ-
ვიდა. ჯიმის დედამ დაჭრილს თავი თავის კალთაზე დაადებინა. ჯორჯი, ელი-
ზა და ჯიმი პატარა ადგილზე მოთავსდნენ. _ როგორ გგონიათ, მძიმედ ხომ არ არის დაჭრილი? _ ჰკითხა ჯორჯმა ფი-
ნეასს, როცა გზას გაუდგნენ.
_ არა უშავს-რა, ღრმა ჭრილობა არა აქვს; დასუსტებული იმიტომ არის, რომ
დაგორების დროს დაიჩეჩქვა; მაგრამ მე მგონია, მორჩება.
_ ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამას ბრძანებთ! სიცოცხლე გამიმწარდებოდა,
რომ კაცი მომეკლა.
_ მართალს ამბობ: ძნელია ვისმე მოკვლა. ჩემს თავზე უნდა გითხრა: მის-
როლია და სასიკვდილოდ დამიჭრია ირემი; ნადირი წაქცეულა და მომაკვდავს
მშვიდი, სათნო თვალით დაუწყია ჩემთვის ცქერა. საშინლად მოქმედებდა ჩემ-
ზე ასეთი შემთხვევა. იმ დროს თავი ბოროტი ავაზაკი მგონებია.
_ მაინცრა უნდა ვუშველოთ ამ საწყალს? _ ჰკითხა ჯორჯმა.
_ ჩვენ მაგას ამარისას მივიყვანთ. იქ დიდედა დორკასი კარგად მოუვლის.
მან მშვენიერი მოვლა იცის და უყვარს კიდევაც ავადმყოფის მოვლა. შეიძლება
იქ დარჩეს ორიოდე კვირაც.
იარეს ერთი საათი. შემდეგ ეტლი გაჩერდა სუფთა ფიცრულ სახლთან.
მგზავრებს დაახვედრეს კარგი საუზმე. ლოკერი კი ისეთ სუფთა, რბილ ლო-
გინში ჩააწვინეს, რომ თავის დღეში თვალითაც არ ენახა ასეთი საწოლი. ჭრი-
ლობა ფრთხილად მოჰბანეს და შეუხვიეს. დაჭრილი დაღლილი ბავშვივით
წყნარად იწვა და ხედავდა, როგორ დასტრიალებდნენ თავს. იმისი გული რა-
ღაც მისთვის უცნობმა გრძნობამ გაათბო.

მეჩვიდმეტე თავი

ბიძია თომა და მამიდა ოფელია შეუდგნენ
თავიანთ საქმეს
ჩვენი მეგობარი ბიძია თომა ხშირად სენ-კლერის სახლში თავის ცხოვრებას
იოსების ეგვიპტეში ცხოვრებას ადარებდა. ბატონის ნდობა მისდამი დღითი
დღე მატულობდა.
სენ-კლერი ერთობ დაუდევარი და მფლანგავი ადამიანი იყო. იმისი მოსამ-
სახურე ადოლფიც, როგორც ყველაფერში, დაუდევრობაშიც ბაძავდა ბატონს
და ყურს არავის უგდებდა. თომა კი სულ სხვანაირ ცხოვრებას იყო დაჩვეული.
ბატონის სარჩოს ყოველთვის ისე უყურებდა, როგორც რაიმე მიბარებულ
ნივთს, რომლის ანგარიშიც ყოველთვის შეეძლოთ მოეთხოვათ. სამწუხაროდ,
დიდ უწესობას ატყობდა სენ-კლერს ოჯახის მართვა-გამგეობაში. იმის გამოც-
დილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა და ხანდახან, მარჯვე შემთხვევაში თა-
ვისებური სიმშვიდით მისცემდა ხოლმერჩევას ბატონს.
პირველ ხანებში სენ-კლერი ხშირად არ ასაქმებდა თომას, მაგრამ ჩქარა
დარწმუნდა, რომ თომა მეურნეობის მცოდნე და, ამასთან, აზრიანი კაცია. ამის
შემდეგ ყველაფერს, რაც კი საჭირო იყო მეურნეობისათვის, იმას ავალებდა
ხოლმე. ადოლფს ეს არმოეწონა და თომას დაჩრდილვა მოინდომა.
_ არა, ადოლფ, მაგას თავი დაანებე, _ გააჩერა იგი სენ-კლერმა, როცა შენიშ-
ნა თომას წინააღმდეგ მისი გამოლაშქრება, _ თომამ ყველაფრის ყადრი იცის. მე
და შენ კი მფლანგველები ვართ. ჩვენ თუ ერთგული მზრუნველი არ გვეყოლე-
ბა, ძალიან ჩქარა გავფლანგავთ მთელ საცხოვრებელს.
სხვა კაცი თომას ადგილას გაირყვნებოდა და გათამამდებოდა, რაკი ბატონ-
მა განუსაზღვრელი ნდობა გამოუცხადა, მაგრამ თომა ისეთი სპეტაკი, წმინდა,
ისეთი მტკიცე რწმენის ადამიანი იყო, რომ ვერავითარი გარემოება ვერ შეარ-
ყევდა იმის ხასიათს.
ამასთან, მეტისმეტად შეუყვარდა სენ-კლერი. ზანგი აღტაცებული იყო ბა-
ტონის ჭკუითა და სილამაზით და ისე ზრუნავდა ახალგაზრდა ბატონზე, რო-
გორც თავის ღვიძლ შვილზე. თომამ შენიშნა, რომ სენ-კლერი კვირაობით თე-
ატრში, კლუბებსა და მეგობრებში ატარებდა დროს და სასმელს არ ერიდებო-
და. თომამ დაასკვნა, რომ მისი ბატონი ქრისტიანი არ უნდა ყოფილიყო. რასაკ-
ვირველია, ეს აზრი არავისთვის არ გაუზიარებია, მაგრამ თავისთავად მხურვა-
ლედ ავედრებდაღმერთს თავის ბატონს.
ხანდახან შემთხვევა ეძლეოდა, თავისი აზრი გამოეთქვა; მაგალითად, ერ-
თხელ სენ-კლერი რომელიღაც მეგობრის სახლიდან ნაქეიფარი დაბრუნდა; მო-
სამსახურეებმა ხელით ამოიყვანეს კიბეზე, რადგანაც თვითონ სიარულის თავი
აღარჰქონდა. თომას თითქმის მთელიღამე არსძინებია დარდისაგან.
მეორე დილით სენ-კლერი თავის სამუშაო ოთახში იჯდა საშინაო ხალა-
თით. თომა იდგა კარებში. ის იყო, ბატონმა რაღაცა საყიდლები დაავალა და
ფულიც მისცა, მაგრამ თომა კარებს არა სცილდებოდა.
_ კიდევ გაქვს საქმე ჩემთან, ხომ არაფერი მომხდარა? _ ჰკითხა სენ-კლერმა,
როცა შეატყო, რომ თომასრაღაცის თქმა უნდოდა.
_ მოხდა, ბატონო! _ თქვა თომამ ნაღვლიანი სახით.
სენ-კლერმა გაზეთი გადადო, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და თომას შეხედა.
_ რა ამბავია, რად ჩამოგტირის სახე?
_ გული შემომკვნესის, ბატონო! მე ყოველთვის იმ აზრის ვიყავი, რომ ბა-
ტონს ყველასათვის კეთილი სურს.
_ მერე, რა მოხდა, თომა? განა მე დავუშავე ვისმე რამე? მითხარი, რამე გინ-
და ჩემგან?
_ არა, ბატონო, არაფერი არმინდა: თქვენ ყოველთვის იყავით ჩემდამი მოწ-
ყალე. მაგრამ არის სხვა კაცი, რომელსაც თქვენ ცუდად ეპყრობით.
_ არმესმის, ვისზე ლაპარაკობ, თომა! ნათლად გამოთქვი შენი აზრი!
_ მთელიღამე ვფიქრობდი ბატონზე. იგი თავის თავს ექცევა ცუდად.
სენ-კლერი წამოწითლდა, მაგრამ გაიცინა.
_ ჩემო კეთილო ბატონო! _ დაიწყო თომამ და უცებ დაიჩოქა ბატონის წინ: _
ასეთი საქციელი ავნებს სულსაც და ხორცსაც.
თომას ტირილი მოერია და ლაპარაკი გაუძნელდა: თვალებიდან ღაპაღუ-
პით სდიოდა ცრემლები. _ კეთილო ბებერო! _ უთხრა სენ-კლერმა და თვითონაც ვეღარ შეიკავა
ცრემლები. _ ადექი, თომა, მე იმად არ ვღირვარ, რომ ჩემთვის ცრემლები დაღ-
ვაროს ვინმემ.
მაგრამ თომა არა დგებოდაფეხზე და თვალებით ევედრებოდა ბატონს.
_ კარგი, კარგი, _ უთხრა სენ-კლერმა. _ პირობას გაძლევ, ასეთ მდგომარე-
ობაში არასოდეს აღარ მნახავ. მე თვითონაც მეჯავრება ლოთობა და მძაგს ჩემი
თავი, როცა მთვრალი ვარ. გჯეროდეს ჩემი სიტყვა, თომა! კარგი, წამოდექ, გე-
ყოფა მუხლის თავებზე დგომა, ჩემო კარგო მოხუცო!
თომა გახარებული გამოვიდა ოთახიდან. სენ-კლერი კი კიდევ კარგა ხანს
ფიქრობდა ამაზე და ჰპირდებოდა თომას, რომ შემდეგისათვის აღარ მოუვი-
დოდა ასეთი შეცდომა.
მართლა აასრულა თავისი სიტყვა.
სენ-კლერს არ იზიდავდა ლოთობა და ტლანქი ვნების დაკმაყოფილება;
ხანდახან თუ მაინც დათვრებოდა, ეს დაუდევრობისა და აგრეთვე იმ წრის
ბრალი იყო, რომელშიც იგი ტრიალებდა.

* * *
ახლა ვნახოთ, როგორ ასრულებს ოფელია თავის ახალ მოვალეობას მონა-
მოახლეებით სავსე სახლში.
პირველ დღეს ის დილიდანვე ადგა და თავისი ოთახი დაალაგა. მოსამსა-
ხურე გოგო განცვიფრებული იყო, რომ ქალბატონი ასე მშვენივრად ალაგებდა
ოთახს.
მაგრამ მოსამსახურეების გაკვირვება და უკმაყოფილება ამით არგათავდა.
მეოჯახეობას შეჩვეულმა ოფელიამ იმით დაიწყო, რომ გადაარჩია ყველა
ნივთი განჯინებსა და კომოდებში, ყველაფერი აღნუსხა და თავის გემოვნებაზე
დაალაგა. როცა რიგი სამზარეულოზე მიდგა, მზარეული ქალი დინა ააღელვა
ოფელიას მოქმედებამ. დიდი ხნის მოახლე იყო, მსახურობდა სენ-კლერის ცო-
ლის დედ-მამის ხელშიც და განუსაზღვრელი თავისუფლებით სარგებლობდა.
თუმცა იმის სამზარეულოში მუდამ არეულობა და უწესრიგობა იყო, დინა მა-
ინც ახერხებდა გემრიელი საჭმელების გაკეთებას, ისე რომ ბატონები ყოველ-
თვის კმაყოფილნი იყვნენ. დინას იშვიათად რამე გაუფუჭდებოდა და ასეთ
შემთხვევაშიც გაფუჭებულ საქმეს რომელსამე თავის ხელქვეითს გადააბრა-
ლებდა. ხელქვეითები კი აუარებელი ჰყავდა.
ოფელია რომ სამზარეულოში შევიდა, დინა არხეინად მოკეცილი ბრძანდე-
ბოდა იატაკზე და თამბაქოს აბოლებდა. მას საოცრად უყვარდა თამბაქო. გარ-
შემო ბავშვები ესხდნენ და ფუსფუსებდნენ. ფცქვნიდნენ კარტოფილს, ცერცვს,
პუტავდნენ ქათმებს და სხვა ამისთანას. დინა ხან ერთს და ხან მეორეს ჩაუბარ-
ტყუნებდა თავში, როცა რამე საქმეს იმის გემოზე არ გააკეთებდნენ. მკაცრად
ექცეოდა თავის ქვეშევრდომებს. დინა ასე ფიქრობდა: ყველა ეს წვრილფეხობა
იმიტომაა ქვეყანაზე გაჩენილი, რომ მე მუშაობა შემიმსუბუქონო. როგორც ბა-
ტონები ექცეოდნენ მონებს, ისე ექცეოდა ის თავის თანაშემწეებს. დინას უკვე შეეტყო მოსამსახურეებისაგან, როგორი წესრიგი დაამყარა
ოფელიამ ყველგან, საკუჭნაოსა და განჯინებში, და მტკიცედ გადაწყვიტა, წინა-
აღმდეგობა გაეწია, თუ სამზარეულოს საქმეებშიც ჩაერეოდა.
დინა ფეხზე არ წამოუდგა ოფელიას: იჯდა და თამბაქოს წევას განაგრძობ-
და.
ოფელიამ დაათვალიერა ყველა ყუთი და უჯრა. დინა ქვეშ-ქვეშ გაჰყურებ-
და.
_ რას ინახავთ ამ უჯრაში? _ ჰკითხა ოფელიამ და მაგიდის უჯრა გამოსწია.
_ მანდ სხვადასხვა ნივთი აწყვია, _ უპასუხა დინამ.
ოფელიამ უჯრაში ჭუჭყიანი ძვირფასი ხელსაწმენდი იპოვა.
_ განა ძვირფას ხელსაწმენდს ჭურჭლის საწმენდ ტილოდ ხმარობთ?
_ არა, უჯრაში ჩავდე, გასარეცხად უნდა მიმეცა.
_ რა უწესრიგობაა ამ სამზარეულოში! _ ამბობდა ოფელია და თან განაგ-
რძობდა უჯრის თვალიერებას.
ამ უჯრაში რას არ იპოვიდა კაცი: კაკლის სამტვრევ გაზს, ჭუჭყიან ცხვირ-
სახოცებს, ძვირფას ფაიფურის თეფშებს, შალის ნაჭრებში შეხვეულ ხახვს და
ბევრსხვა ამისთანას _ ერთი სიტყვით, ჩამოთვლა შეუძლებელია.
_ განა არ შეიძლება, ჭუჭყიანი თეთრეული ცალკე გქონდეთ შენახული? _
დაიყვირა ამ სანახაობით თავზარდაცემულმა ოფელიამ.
_ აგერ დიდი ყუთი დგას სარეცხისათვის, _ უპასუხა დინამ. _ ბატონმა სენ-
კლერმა განგებ დაადგმევინა აქ ეს ყუთი, მაგრამ მაგ ყუთზე ხანდახან ცომს ვაბ-
რტყელებ ხოლმე, ამას გარდა, ყუთის თავის ახდა მიძნელდება _ ერთობ მძი-
მეა.
_ ცომის გასაბრტყელებლად ცალკე ფიცარი რატომ არა გაქვთ? აი მაგიდა;
ამაზე შეგიძლია ცომის გაბრტყელება.
_ რას ბრძანებთ, ქალბატონო! მაგიდებზე ყოველთვის ჭუჭყიანი ჭურჭელი
აწყვია.
_ რატომ თავის დროზე არრეცხავთ ხოლმე ჭურჭელს?
_ არ შეიძლება დილით ჭურჭლის გარეცხვა! _ გაჯავრდა დინა. _ ბატონებს
რა ესმით მუშაობისა; სადილს როდისღა მოვასწრებ, დილით რომ ჭურჭელი
ვრეცხო. ქალბატონმა მე საერთოდ ამიკრძალა ჭურჭლისრეცხვა.
_ ეს რაღა არის? _ თქვა ოფელიამ და უჯრიდან ამოიღო პატარა მჩვარში
შეხვეული ხახვი და ქაღალდის დახეული პარკები, საიდანაც ბრინჯი, ფქვილი
და სანელებელი დაიბნა.
_ ღმერთო ჩემო! _ წამოიძახა დინამ, _ თქვენ ყველაფერს დამიბნევთ!
_ ამ წუთში ყველაფერს მე თვითონ დავალაგებ, _ თქვა ოფელიამ მტკიცე
ხმით, _ იმედია, შემდეგ თქვენც დაიცავთ წესრიგს.
მართლაც, ოფელიამ დაიმკლავა, კაბის კალთა აიკეცა და მარჯვედ დატრი-
ალდა, გარეცხა, დაასუფთავა და ყველაფერი თავის ადგილას დააწყო.
დინა გაკვირვებული შეჰყურებდა, მას თავის დღეში არ ენახა, რომ ქალბა-
ტონს სადმე ასე ემუშაოს. «თუ ამის ქვეყანაში ყველანი ასეთები არიან, რაღა ბატონები ყოფილან? «_
გაიფიქრა დინამ ჩრდილოეთ შტატების მებატონეებზე.
ოფელიამ რამდენიმე დღეში სულ მთლად შეცვალა სახლში წესრიგი, მაგ-
რამ ყველაფრის გაკეთება თვითონ დასჭირდა: სადაც მოსამსახურეების ხელი
იყო საჭირო, იქ მისი მეცადინეობა ამაო რჩებოდა. მოთმინებადაკარგულმა ერ-
თხელ შესჩივლა ბიძაშვილს თავისი გაჭირვება. სენ-კლერმა ამაზე შემდეგი
უპასუხა:
_ ძვირფასო დაო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარწმუნდე, რომ ჩვენ, მე-
მამულენი, მონების პატრონნი, ორი ჯურისანი ვართ: ზოგი სცემს და სჯის მო-
ნებს, _ ამით სურს მონებს წესიერი მუშაობა ასწავლოს და მეურნეობა წინ წას-
წიოს, ზოგნი კი ყველაფერს ურიგდებიან, ოღონდ ამ საწყლებს თავისუფალი
ცხოვრების საშუალება მისცენ. მე მეორე ჯგუფს ვეკუთვნი და სურვილი არა
მაქვს, პირველ ჯგუფში გადავიდე.
_ გამიგონე, ძმაო! შენ ერთირამ გავიწყდება: მონებს შეუძლიათ შენი სახლი
გაქურდონ, გაალაგონ. ამით შენ იმათ ცუდ გზაზე აყენებ, ქურდობას აჩვევ.
_ ეჰ, ოფელია, შენ ბევრს თხოულობ მათგან. გსურს, მონები პატიოსნები
და ერთგულები იყვნენ, მაგრამ, აბა, რისთვის უნდა იყვნენ ისინი პატიოსნები?
_ რას ამბობ! განა ყველა ადამიანისათვის ერთნაირად არ არის საჭირო პა-
ტიოსნება? რატომ არჩააგონებ მონებს ამას?
_ რა უნდა ვასწავლო? რომელი მასწავლებელი მე ვარ. აი, მარის რომ ვუთ-
ხრა, ეგ სხვა საქმეა: ის იკისრებდა მონების გაწვრთნას, მაგრამ წვრთნის დროს
ყველა შემოელახებოდა და ვერც ვერაფერსიკეთეს ასწავლიდა.
_ დავიჯერო, შავკანიანის აღზრდა შეუძლებელია? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ რატომ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთვის კი არა, რადგანაც თვითონ არაფ-
რად ვვარგივართ. ადამიანები დაგვიმონებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს საჭი-
როა. რომ გავათავისუფლოთ, მუშახელი მოგვესპობა. უმუშებოდ კი ჩვენ ცხოვ-
რება არ შეგვიძლია: მთელი ჩვენი ქონება მუშებისაგან წარმოდგება. შავკანიანი
მონა დედის ძუძუსთან ერთად ეჩვევა ტყუილებსა და ცბიერებას, იმან მწარე
გამოცდილებით იცის, რომ თუ არ იცრუა, არ იცუღლუტა და არაფერი მოიპა-
რა, ისე ვერ იცხოვრებს. საკვირველიც იქნებოდა, იმათ მეტი რომ მოვთხოვო.
უსამართლობა იქნება, მონები რომ ხსენებული საქციელისათვის დავსაჯოთ.
აბა, დაო, წადი და ყური დაუგდე, რას ქადაგებენ ჩვენი მოძღვრები. ისინი ამ-
ბობენ, რომ შავკანიანები თეთრკანიან ადამიანებზე დაბლა დგანან: ზანგები
ღმერთს იმიტომ გაუჩენია, რომ პირუტყვივით თავწაღუნული გვემსახურე-
ბოდნენ ევროპელებსაო. ჩვენ, თეთრკანიანებს, უფლება გვაქვს, ვტანჯოთ შავ-
კანიანები ჩვენი სურვილისამებრო. თითო-ოროლა ჩვენგანი გრძნობს, რომ ეს
ტყუილია, მაგრამ ცხოვრებაში მაინც არავითარი ცვლილება არ შეგვაქვს. რად
ხდება მერე ეს? იმიტომ, რომ ახლანდელი მდგომარეობა ჩვენთვის სასარგებ-
ლოა.
_ საზარელია სწორედ ეგ, რასაც შენ ამბობ! _ შეჰყვირა ოფელიამ. _ რატომ
ჩვენში, ჩრდილო შტატებში, ვერაფერმაგისთანას ვერნახავს კაცი?! _ მაგაში გამოიხატება თქვენი უპირატესობა, დაო! მაგრამ ჯობს, თავი დავა-
ნებოთ ამ ლაპარაკს. დროა, სასადილოდ წავიდეთ, _ უკვე ზარი დაირეკა.
* * *
იმ საღამოს ოფელია ისევ სამზარეულოს ალაგებდა, როცა იქ ერთი მაღალი,
გამხდარი დედაკაცი შემოვიდა. თავზე თეთრი პურით სავსე კალათა ედგა.
_ ოჰ, გამარჯობა, პრუ! _ მიესალმა დინა დედაკაცს.
დედაკაცს სიბრაზისაგან სახე ალეწილი ჰქონდა და გაჯავრებული ხმით
ლაპარაკობდა. პურის კალათა იატაკზე დადგა, თვითონაც იქვე მოიკეცა და
ლაპარაკი დაიწყო.
_ ო, ნეტაროდის იქნება, ერთი მოვკვდე და მოვისვენო!
_ რად ნატრობ სიკვდილს? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ბოლო მოეღებოდა ჩემს ტანჯულ ცხოვრებას, _ უპასუხა დედაკაცმა მკვა-
ხედ, თავაუღებლივ.
_ რად ლოთობ, პრუ? _ ჰკითხა კოხტად ჩაცმულმა მარჯნისსაყურეებიანმა
გოგომ.
დედაკაცმა შუბლშეკრულმა შეხედა კითხვის მიმცემს.
_ იქნება, დრო მოვიდეს და გამწარებულმა შენც დაიწყო ლოთობა!
_ აბა, როგორი პური მოიტანე? _ გამოელაპარაკა დინა, _ აი, ქალბატონი აქა
ბრძანდება დაფულს ახლავე მოგცემს.
ოფელიამ პური აარჩია და, ის იყო, ფულის მიცემა უნდოდა, მაგრამ დინას
გაახსენდა, რომ ბილეთები ჯერ კიდევ ჰქონდა. უბრძანა და პატარა ბიჭმა თა-
როდან ჩამოიღო ფინჯანი, რომელშიც ბილეთები ელაგა.
_ ეგ ბილეთებირაღა არის? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ მეპურისაგან ვყიდულობთ ბილეთებს და შემდეგ პრუს ამ ბილეთებით
ვუსწორდებით. როცა მაღაზიაში დაბრუნდება, ამ ბილეთებით ჩააბარებს ანგა-
რიშს. თუ პრუმ ხელშიფული ჩაიგდო, მაშინვე არაყში დახარჯავს.
_ რაწამს შინ დავბრუნდები, ჩემი ბატონი მიანგარიშებს და, თუ დააკლდა
რამე, უწყალოდ მცემს.
_ ახია შენზე! _ შენიშნა საყურეებიანმა გოგომ, _ რად სვამ არაყს სხვისიფუ-
ლით?
_ არ შემიძლია არ მოვიპარო და არაყი არ დავლიო. მხოლოდ მაშინ ვივიწ-
ყებ დარდებს.
_ მერე და, ხომ იცი ცოდვაა სხვისი ფულის ხარჯვა და არყით ლოთობა? _
უთხრა ოფელიამ.
_ ვიცი, _ უპასუხა პრუმ, _ მაგრამ მე ქურდობასა და ლოთობას ვერ დავიშ-
ლი. ოჰ, როგორ მწყურია სიკვდილი! _ მოხუცი დედაკაცი წამოდგა და ძლივს
შეიდგა თავზე კალათა. წასვლის დროს ერთი კიდევ მიუბრუნდა საყურეებიან
გოგოს და უთხრა: _ შენა გგონია, რომ ლამაზი ხარ? მოპრანჭულხარ და მედიდურად შემომ-
ყურებ საწყალ მოხუცებულ დედაკაცს. არაყი შენც გაგიგემრიელდება და ჩემსა-
ვით გალოთდები.
_ უჰ, აი, ნამდვილი პირუტყვი! _ წამოიძახა ადოლფმა, რომელიც ამ დროს
სამზარეულოში თბილი წყლისათვის შემოვიდა. _ მე რომ მაგ კუდიანის ბატო-
ნი ვიყო, ცემით სულს ამოვართმევდი.
_ იმაზე მეტი ცემა აღარშეიძლება, როგორც მაგას სცემენ, _შენიშნა დინამ. _
ზურგზე ტყავი აქვს გადამძვრალი ცემისაგან. მიკვირს, როგორ იცვამს ტანისა-
მოსს დაწყლულებულ ტანზე.
ადოლფი დინას ყურს არ უგდებდა, მან ყურადღება მიაქცია კოპწია კვარ-
ტერონ გოგოს.
_ ნება მიბოძეთ, შეგეკითხოთ: საღამოზე გაიკეთებთ მაგ საუცხოო მარჯნის
საყურეებს თუ არა? _ ჰკითხა ადოლფმა პრანჭვა-გრეხით.
_ საკვირველი თავხედები არიან ახლანდელი ყმაწვილკაცები, _ თქვა ჯენმა
ადოლფის საპასუხოდ, თან კოპწია თავი გაიქნია და საყურეები ააჟღარუნა. _
თუ მაგისთანა კითხვებით თავს მომაბეზრებთ, ხვალ თქვენთან აღარვიცეკვებ.
_ ოჰ, დარწმუნებული ვარ, ასე სასტიკად არ დამსჯით! _ წარმოთქვა ადოლ-
ფმა კოხტაობით.
_ რა ამბავი გაქვთ აქა? _ იკითხა მეორე კვარტერონმა ქალმა, როზამ, რო-
მელმაც ამ დროს კიბიდან ჩამოირბინა სამზარეულოში.
_ აი ეს ვაჟბატონი თავს იგდებს და უზრდელად მელაპარაკება, _ შესჩივლა
ჯენმა.
_გარწმუნებთ, ტყუილად მდებენ ბრალს, _ იმართლებს თავს ადოლფი.
_ გეყოფათ აქ ლაზღანდარობა! _დაუყვირა დინამ, _ თავი მომაბეზრეთ, გა-
დით სამზარეულოდან!
_ ძალუა დინა იმაზე ბრაზობს, რომ ხვალ საცეკვაო საღამოზე ვერ მოდის, _
თქვაროზამ.
_ ძალიან საჭიროა თქვენი საცეკვაო საღამოები, _ მკვახედ მიუგო დინამ. _
თქვენ ყველაფრში თეთრკანიანებს ჰბაძავთ, მაგრამ კოჭი მოგიცვდებათ: ისე-
თივე შავკანიანები დარჩებით, როგორც მე.
_ ასე ლაპარაკობ და თმებს კი ერბოთი ითხუპნი, რომ სწორად დადგეს და
არ დაკულულდეს იმიტომ, რომ თეთრკანიანებს სწორი თმა აქვთ, _ გაეპასუხა
ჯენიც.
_ რაც გინდა ერბოთი ითხუპნო, მაინც მატყლი მატყლად დარჩება, _ თქვა
როზამ დაცინვით და კმაყოფილებით გაიქნია თავისი აბრეშუმივით წმინდა
დალალები.
ეს ლაპარაკი მოსპო სენ-კლერის ხმამ. ის თბილ წყალს თხოულობდა წვე-
რის მოსაპარსად. ადოლფი იქით გაიქცა. გოგონებს ოფელიამ საქმე გაუჩინა და
გაგზავნა. სხვათა შორის, პრუს მოსვლის დროს სამზარეულოში იყო თომაც. როცა
პრუ წავიდა, თომა უკან გაჰყვა და გზაში დაეწია. თომა ხედავდა, როგორ
უჭირდა მოხუცებულ დედაკაცს კალათის ტარება.
_ მომეცით, მე წამოგიღებთ კალათას, _ უთხრა თომამ თანაგრძნობით.
_ მე არავის შველა არმინდა.
_ თქვენ, როგორც გეტყობათ, ავად ბრძანდებით, ამასთან გაჯავრებულიც,
რა დაგემართათ?
_ ავად არა ვარ, _ მკვახედ უპასუხა დედაკაცმა.
_ ეჰ, როგორ მოვიქცე, რომ არაყს თავი დაანებოთ, _ განაგრძო თომამ ლაპა-
რაკი მღელვარებით; _ თქვენ ლოთობთ და ხორცთან ერთად სულსაცღუპავთ.
_ უთქვენოდაც ვიცი, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთისაკენ მივდივარ, _ უპასუ-
ხა წარბშეკრულმა ქალმა, _ ტყუილად მაგონებთ ამგვარ სიტყვებს. კარგად მეს-
მის, რომ ცუდად ვიქცევი.
_ სად ცხოვრობდით წინათ?
_ კენტუკში, ბატონმა ერთი შვილიც კი არ შემარჩინა, რამდენიც წამომე-
ზარდა, იმდენი გამიყიდა. ბოლოს მეც მიმყიდა ერთ ვაჭარს, მან კიდევ, აი, იმ
მეპურეს მიმყიდა.
_ რად დაიწყეთ ლოთობა?
_ დარდის გასაქარვებლად. აქ მომეცა უკანასკნელი შვილი. მშვენიერი ბავ-
შვი იყო. იმედი მქონდა, იმას მაინც გამოვზრდიდი, ჩუმი, ჯანსაღი, მაგარი ბავ-
შვი იყო; მაგრამ აქაც უბედურება მეწია. ქალბატონი გაგვიხდა ავად. მე ვუვლი-
დი. ამასობაში მეც ავად გავხდი; ციება დამაწყებინა; ძუძუ გამიშრა. ამან ბავ-
შვზე იმოქმედა და ხორცი ჩამოყარა. ქალბატონს მოვახსენე, მაგრამ არ დამიჯე-
რა, ეგ არაფერიაო, მითხრა, შეიძლება, ბავშვი უძუძოდაც გამოზარდოო. რას
ვიზამდი! ბავშვი ტიროდა და ანჩხლობდა. ბოლოს სანთელივით ჩამოდნა.
იძულებული ვიყავი, ღამე ქალბატონთან გამეტარებინა, თან ბავშვის ყოლის
ნება კი არა მქონდა, რადგანაც ქალბატონს ბავშვის ტირილი აწუხებდა. სახლის
სხვენში პატარა ოთახი აქვთ; იქა ვტოვებდი ხოლმე და ბოლოს ამ ჩხავილში
ამოხდა სული. დილით მკვდარი დამხვდა ოთახში. მას შემდეგ არყის სმას მივ-
ყავ ხელი; როცა გონებაზე ვარ, ყოველთვის ბავშვის ტირილის ხმა მესმის ყუ-
რებში და გულს მწიწკნის. სიმთვრალის დროს ეს ხმა აღარ მესმის ხოლმე და
გული ისვენებს...… ვერც დავიშლი ლოთობას.
თომა დაფიქრებული დაბრუნდა. სასახლის ეზოში ევა დახვდა. ბავშვს თა-
ვი ყვავილების გვირგვინით ჰქონდა მორთული.
_ ბიძია თომა, სად ხართ ამდენ ხანს? _ უთხრა ბავშვმა და სახელო დაუჭი-
რა. _ მამამ ნება მომცა, ჩემს ახალ ეტლში პატარა ცხენები შევაბმევინო და სასე-
ირნოდ წავიდე. მხოლოდ თომა კი გაიყოლე მეეტლედაო, _ ასე მითხრა მამამ. _
რა დაგმართია? რადა ხარაგრე მოწყენილი?
_ თუმცა ცუდ გუნებაზე ვარ, ჩემო პატარა ქალბატონო, მაგრამ არა უშავს
რა, ახლავე შევაბამ ცხენებს. _ არა, არა, ჯერ მითხარი, რა მოხდა? რამ დაგაყენა ცუდ გუნებაზე? მე და-
გინახე, რომ იმ ბრაზიან ბებერ დედაკაცს ელაპარაკებოდი.
თომამ მოკლედ უამბო ევას საბრალო დედაკაცის თავგადასავალი. ბავშვი
არ მოჰყვა ტირილს, როგორც იციან ხოლმე საზოგადოდ ბავშვებმა ასეთ შემ-
თხვევაში. ევამ კრინტიც არ დაძრა, მხოლოდ ლოყები გაუფითრდა და თვალე-
ბი გაუფართოვდა; გულხელი დაიკრიფა და ნაღვლიანად ამოიოხრა.
_ ნუ შეაბამ, ბიძია თომა, ეტლს! მე აღარწავალ სასეირნოდ.
_ რატომ, ჩემო პატარა ქალბატონო?
_ იმიტომ, რომ აღარ მსურს სეირნობა, რაც გავიგონე, გულში მძიმედ მომ-
ხვდა: ვერმოვიშორებ თავიდან და ამიტომ აღარწავალ.
რამდენიმე დღის შემდეგ პრუს მაგივრად სხვა დედაკაცმა მოიტანა თეთრი
პური. ოფელია ახლაც სამზარეულოში იყო.
_ პრუს რა დაემართა? რატომ ის არ მოვიდა დღეს? _ ჰკითხა დინამ დედა-
კაცს.
_ პრუ ამის შემდეგ აღარ ივლის, _ უპასუხა დედაკაცმა ისეთი იდუმალი
კილოთი, რომ დინამ უნებლიეთ განაგრძო შეკითხვა: _ რატომ არა, ხომ არმომ-
კვდარა?
_ არ ვიცი...… ის სარდაფშია...…_ დედაკაცმა უნდო თვალით გადახედა
ოფელიას. მან პური აიღო და სამზარეულოდან გავიდა. ახლა დინა ჩააცივდა
დედაკაცს.
_ მითხარ! ნუ მაწვალებ, რა დაემართა პრუს?
დედაკაცს თან უნდოდა ეთქვა ახალი ამბავი, თანაც ეშინოდა. ბოლოს ხმა-
დაბლა ალაპარაკდა:
_ გეთაყვა, კი არავის უთხრა, თორემ შავ დღეს დამაყრიან. პრუ კიდევ დათ-
ვრა. სარდაფში დაამწყვდიეს და მთელი დღე იქა ჰყავდათ გამოკეტილი. ახლა
ამბობენ, ვითომ იქ ბუზებმა თვალები ამოჭამეს და მოკვდაო. მაგრამ როგორ
დავიჯერო, რომ ცოცხალი ადამიანი ბუზებმა მოკლეს.
დინამ მუხლებზე დაიკრა ხელი, უკან მოიხედა და თვალი მოჰკრა ევას. ამ
საზარელი ამბის გაგონებაზე ევას თვალები გაფართოებოდა და სახე გაფითრე-
ბოდა.
_ უჰ, ღმერთო ჩემო! _ შეჰყვირა დინამ. _ ბატონის ქალს გული მისდის! განა
შეიძლება ამისთანა საშინელ ამბავს ყური დაუგდოს! ბატონმა რომ გაიგოს,
პირდაპირგაგიჟდება!
_ მე გული არ მიმდის, _ თქვა ევამ მტკიცე ხმით, _ რატომ არ უნდა გავიგო-
ნო მაგისთანა ამბები? საბრალო პრუსათვის უფრო ძნელი არ იყო ტანჯვის ატა-
ნა, ვიდრე ჩემთვის მხოლოდ გაგონება იმისა, რაც მან გადაიტანა?
_ რას ბრძანებთ, ბატონის ქალო? _ განაგრძო დინამ: _ ასეთი ამბავი თქვე-
ნისთანა ნაზი ქმნილებისათვის ძნელი მოსასმენია.
ევამ პასუხად მხოლოდ ღრმად ამოიოხრა და ნელი ნაბიჯით აუყვა სასახ-
ლის კიბეს, ოფელია კი თავის მხრივ, მოუთმენლად ელოდა პრუს ამბავს. დი-
ნამ უხალისოდ, მოკლედ უამბო, რაც დედაკაცისაგან შეიტყო; თომამ კი დაუმა-ტა, რაც იცოდა პრუს შესახებ. ოფელიამ თავის ბიძაშვილს ერთი ამბავი აუტეხა
ამის გამო. მან აღშფოთებით შეატყობინა სენ-კლერს, პრუ ცემით მოუკლავთო.
სენ-კლერმა კი აუღელვებლივ უპასუხა: ეგ კარგა ხანია მოსალოდნელი იყოო.
ოფელია საშინლად აღელდა: დაუწყო ბიძაშვილს ყვედრება და გამტყუნება.
სენ-კლერი ჯერ უგულოდ, ხუმრობით უპასუხებდა ოფელიას, მაგრამ ქალის
აღელვებამ ბოლოს მოთმინება დააკარგვინა: სახე შეეჭმუხნა, თვალები აენთო
და მის ხმას მღელვარება დაეტყო.
_ რასაკვირველია, მონობა თვით ეშმაკის გამოგონილია, ამაზე უარს არავინ
იტყვის, ვინც კი საქმის სიღრმეში ჩაიხედავს, _ თქვა სენ-კლერმა.
როცა დაინახა, რომ ოფელია გაკვირვებული შეჰყურებდა, სენ-კლერი კი-
დევ უფრო აღელდა:
_ შენ გაკვირვებს ჩემი სიტყვები, _ განაგრძო სენ-კლერმა, _ ახლავე მოგახ-
სენებ ჩემს აზრს. რაზეა დამყარებული ეს დაწყევლილი მონობა? იმაზე, რომ
ზანგის კანი შავია, ჩემი კი _ თეთრი. ამიტომ მე შემიძლია, იმას ყველაფერი წა-
ვართვა. მე იმაზე გაიძვერა ვარ და მოვახერხე მისი დამონება, ყოველივე შავი,
ბინძური საქმე იმას დავაკისრე, მე თვითონ ნებიერი და ზარმაცი ვარ: დაე, ზან-
გმა იმუშაოს ჩემს მაგიერ, მცხუნვარე მზეზე ტრიალი არ მესიამოვნება: ზანგი
გახურდეს ჩემს მაგიერ მზეზე. ის ფულებს მოიგებს! _ მე დავხარჯავ. ზანგს ტა-
ლახში ვატოპინებ, რომ ფეხი არ დამესვაროს და მშრალზე ვიარო. მთელი სი-
ცოცხლე ჩემი ნებისა და სურვილების მონა უნდა იყოს. სასუფეველზედაც კი
იმდენად შეუძლია იზრუნოს, რამდენადაც მე ამის ნებას მივცემ. აი, რა არის
მონობა, იგი მთლად ძალადობაზეა დამყარებული!
აღელვებულმა სენ-კლერმა ოთახში სიარული დაიწყო. ოფელიას ის ასეთი
არასდროს ენახა და ძალიან გაკვირვებული იყო.
_ ახლა თუ მკითხავ, რაღად გაქვს სახლი მონებით სავსეო, ამაზე გიპასუხებ
მოძველებული ფრაზებით: მონობა მე არ შემომიღია, ასე ცხოვრობდნენ ჩემი
წინაპრები, არამცთუ მარტო მამაჩემი, რომელიც მონობას ამართლებდა, დედა-
ჩემსაც კი, რომელსაც ყოველივე უსამართლობა სძაგდა და თითქმის წმინდა
ადამიანი იყო, ჰყავდა მონა-მოახლეები, იმათ თავისი მონები მე გადმომცეს.
მამაჩემი მამაშენსავით ნამდვილი რომაელი იყო ხასიათის სიმტკიცითა და კე-
თილშობილებით, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ მამაშენი დასახლდა ჩრდი-
ლოეთში და მთელი თავისი ძალ-ღონე ბუნებასთან ბრძოლას მოანდომა, მამა-
ჩემი კი ლუიზიანაში დამკვიდრდა და თავისი ჯან-ღონე შეალია ადამიანების
დამორჩილებას. დედაჩემი...… აბა, რა გითხრა, ოფელია, იმაზე: განსახიერება
იყო სამართლის, სათნოებისა და სიყვარულისა. თავს მევლებოდა. ყოველივე
ცუდ გავლენას მაშორებდა, მასწავლიდა ყველაფერ კეთილს. მე და ჩემი ძმა
ტყუპები ვართ, ამისდა მიუხედავად, ერთმანეთს სრულებით არა ვგავართ. ის
შავთმიანი, შავთვალა, ამაყი და მბრძანებლობის მოყვარულია; მე კი ქერა, მე-
ოცნებე, მიწიერი ცხოვრება არ მაინტერესებს. ჩემი ძმა მეტად უყვარდა მამას,
მე კი _ დედას. მამაჩემი და ჩემი ძმა ორივენი არისტოკრატები იყვნენ მიდრე-
კილებით, გემოვნებითა და შეხედულებით. დედაჩემს კი ებრალებოდა საწ-ყლები და დავრდომილნი. მე რომ ბავშვობაში დედა არ მომკვდომოდა, შეიძ-
ლება მთლად შემეთვისებინა იმის მსოფლმხედველობა და ჩემს სიცოცხლეში
რამე კარგი მეკეთებინა.
სენ-კლერი გაჩუმდა და თვალებზე ხელები მიიფარა.
_ მამის სიკვდილის შემდეგ პირველ ხანებში მე და ჩემი ძმა ერთად ვცხოვ-
რობდით მამისეულ მამულში. გვქონდა თვალუწვდენელი ბამბის პლანტაციე-
ბი, მე კი არ ვვარგოდი ადამიანების გამგებლად. ჩემმა ძმამ მალე შეამჩნია, რომ
მე მხოლოდ ხელს ვუცარავდი საქმეში. ჩემს საქციელს ის სულელურ გრძნობი-
ერებას ეძახდა. მაგრამ მართლა გრძნობიერებით კი არ მომდიოდა მონებისად-
მი თანაგრძნობა, არა, მე თვითონაც ზანტი ვიყავი, პლანტაციებზე მუშაობა მე-
ჯავრებოდა და ჩემ გუნებაში ვამართლებდი მონებს, რომლებიც ზედამხედვე-
ლების მოტყუებას ცდილობდნენ ყოველთვის. საქმე იმით გათავდა, რომ მე და
ჩემი ძმა გავიყარენით: ის დარჩა პლანტაციებზე, მე ახალ ორლეანში გადმოვ-
სახლდი. აქ ჩვენ დიდი, მშვენიერი სასახლე გვქონდა. ძმამ მირჩია, პოეზია გა-
მეხადა საზრუნავ საგნად.
_ რატომ შენ მაინც არგაათავისუფლე მონები? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ამისათვის ხასიათის სიმტკიცე არ შემწევდა. მე მონებს ისე არ ვუყურებ-
დი, როგორც სამუშაო ძალას, მე მათი მეოხებით ახალი ქონების შეძენას არა
ვფიქრობდი, ნაანდერძევი ქონების ჭამა კი მათთან ერთად შესაძლებლად მი-
მაჩნდა. ბევრი მათგანი დიდი ხნის ნამსახური იყო, ზოგნიც ძალიან პატარები;
ყველა კარგად გრძნობდა თავს ჩემს სახლში.
სენ-კლერი გაჩუმდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
_ წავიდეთ, ჩაი დავლიოთ, დაო, _ თქვა მან უცებ გამოცვლილი კილოთი, _
აგერჩაის ზარი დაირეკა.
ჩაის დროს ქალბატონმა სენ-კლერმაც იგივე საკითხი აღძრა.
_ უეჭველია, ჩვენ უდიერადამიანებად გვთვლით, ჩემო დაო, _ მიუბრუნდა
ის ოფელიას, პრუს საზარელ სიკვდილზე ლაპარაკირომ გათავდა.
_ არა, მე აგრე არა მგონია, რომ თქვენს შორის კარგი ადამიანი არ იყოს, _
უპასუხა ოფელიამ.
_ გარწმუნებთ, მონათა შორის ზოგიერთი ისეთი გამოუსწორებელი და მო-
ურჯულებელი ავაზაკია, რომ მათთან ადამიანი ვერაფერს გააწყობს.
_ დედა, _ ჩაერია ლაპარაკში ევა, _ პრუ დარდისაგან გალოთებულა.
_ ეგ სისულელეა, შვილო! მეც ხშირად ვარ ხოლმე დარდიანი, მერე რა ვუ-
ყოთ? არა, ისინი დაბადებით არიან ბოროტები. ვერავითარი სასჯელი ვერგაას-
წორებს იმათ. მახსოვს, მამაჩემს ერთი ზარმაცი მონა ჰყავდა. ყოველთვის თავს
არიდებდა მუშაობას. ჭაობში იმალებოდა ხოლმე და ქურდობით ირჩენდა
თავს. როცა მოასწრებდნენ, სცემდნენ. მაგრამ ის თავისას არ იშლიდა. საქმე
იმით გათავდა, რომ ჭაობში ამოხდა სული. არავინ იყო მის წინაშე დამნაშავე.
მონებს კარგად ექცეოდა მამაჩემი.
_ მე ერთხელ ისეთი მონა მოვარჯულე და მოვაქრისტიანე, რომლის აღ-
ზრდაზედაც ყველას ხელი ჰქონდა აღებული, _ თქვა სენ-კლერმა. _ შენა? _ გაიკვირვა მარიმ,_ ამას თავის დღეში ვერწარმოვიდგენდი!
_ ის იყო ერთი უშველებელი, ღონიერი ზანგი, სამხრეთ აფრიკიდან მოყვა-
ნილი. მისი სული და გული თავისუფლებას ეტრფოდა. ჩემმა ძმამ დიდი ღო-
ნის გამო იყიდა. იმედი ჰქონდა, დასძლევდა მის ჯიუტობას და გამოიყენებდა.
სახელად ერქვა სციპიონი. ერთხელაც მან მიგვიტყიპა ზედამხედველი და გა-
იქცა ჭაობებში დასამალავად. მე იმ დროს ძმასთან ვიყავი სტუმრად. დამაინტე-
რესა ამ კაცმა და ვთხოვე ჩემს ძმას, სციპიონი ჩემთვის დაეთმო, თუ მოვახერ-
ხებდი იმის ხელში ჩაგდებას. გამართეს ნადირობა გაქცეულზე; ახლაც თვალ-
წინ მიდგას, როგორ ვაჟკაცურად დაუხვდა ის მაძებარ ძაღლებსა და მონადი-
რეებს. დიდხანს იბრძოდა, მაგრამ ბოლოს ტყვიით დაჭრეს და ჩემს წინ წაიქცა
დაჭრილი. ძლივს გადავარჩინე გააფთრებული ძაღლებისა და მონადირეების-
გან. წამოვიყვანე ეს სციპიონი და ორ კვირაში ისე მოვარჯულე, რომ ჩემი ერ-
თგული მონა გახდა.
_ ერთი გვითხარი, რა მოუხერხე ასეთი? _ ჰკითხა კვლავ მარიმ.
_ იმდენი არაფერი. მოვიყვანე ჩემს ოთახში, ლოგინი გავუშალე, ჭრილობა
შევუხვიე და ჩემი ხელით ვუვლიდი, სანამ კარგად გახდებოდა. როცა მორჩა,
მივეცი თავისუფლების ქაღალდი და ვუთხარი წასულიყო, საითაც სურდა.
_ მერე, წავიდა? _ იკითხა ოფელიამ.
_ არა. სულელმა ქაღალდი დახია და მე აღარ მომშორდა. ბავშვივით წყნარი
ხასიათის კაცი დადგა და მთელ ჩემს მეურნეობას აწარმოებდა. ქოლერით რომ
ავად ვიყავი, ის იყო ჩემი ჭირისუფალი და მომვლელი. ყველა გაიქცა სახლი-
დან. მხოლოდ სციპიონი იყო ჩემთან, მაგრამ საბრალომ თავიც მანაცვალა. ცხა-
რე ცრემლებით ვტიროდი, როცა მოკვდა.
ამ ლაპარაკის დროს ევა მამასთან ახლოს მიჩოჩდა. ბავშვს პირი დაეღო,
თვალები გასდიდებოდა და ასე მისჩერებოდა მამას. როცა სენ-კლერმა ლაპარა-
კი გაათავა, ბავშვი უცებ ყელზე შემოეხვია და ტირილი დაიწყო.
_ ევა, ჩემო ძვირფასო, რა დაგემართა? _ ჰკითხა სენ-კლერმა შვილს და ხე-
ლები მოჰხვია. ბავშვი მთელი ტანით თრთოდა. _ ამასთან შეუძლებელია ასე-
თი ლაპარაკი, _ წარმოთქვა შეშინებულმა მამამ: _ მეტად სუსტი ნერვები აქვს.
_ არა, მამიკო, მე სუსტი ნერვები არა მაქვს, _ თქვა ბავშვმა, ძალ-ღონე მოიკ-
რიბა და მღელვარება შეიკავა, _ მაგრამ ამისთანა ამბები ჩემს გულს ღრმად
ხვდება.
 _ რა გინდა მაგითი თქვა, შვილო?
_ კარგად არ შემიძლია აგიხსნა, მამილო! მე ბევრ რამეს ვფიქრობ. შეიძლება
როდისმე გითხრა.
_ კარგი, შენი ნებაა: იფიქრე, ჩემო პაწიავ! მხოლოდ ტირილს კი ნუ დაეჩვე-
ვი და მამას ნუ დაანაღვლიანებ. _ უთხრა შვილს სენ-კლერმა. _ აი, რა კარგი
ატამი მაქვს შენთვის, _ დაუმატა იმან და ბავშვს ატამი მისცა.
ევამ ღიმილით გამოართვა ატამი, მაგრამ სახე კი ჯერ სრულიად დამშვი-
დებული არჰქონდა. _ წამოდი, შვილო, ოქროს თევზები დავათვალიეროთ აუზში, _ უთხრა მა-
მამ ბავშვს, ხელი მოჰკიდა და აივანზე გაიყვანა.
ჩქარა ბაღიდან მხიარული ხმაური და სიცილი მოისმა. მამა-შვილი ეზოში
დარბოდა და ერთმანეთს ყვავილებს ესროდა.
შევიხედოთ ახლა თომას ოთახში. ის მაგიდაზეა დახრილი და რაღაცას ჩას-
ცქერის.
შინაურების დარდმა შეაწუხა, ფიქრებს ვეღარ გაუძლო, პატარა ევას ქა-
ღალდი და საწერ-კალამი გამოართვა და ცოლ-შვილთან წერილის დაწერა გა-
დაწყვიტა.
თომა ცდილობდა ასოების გახსენებას. ჯერ დაფაზე სინჯა ასოების წერა,
ეს, ასე ვთქვათ, წერილის შავი უნდა ყოფილიყო. სამწუხარო ის იყო, რომ თო-
მას ზოგი ასოს წერა დავიწყებოდა, ბევრს ცდილობდა, მაგრამ მათ დაწერას ვე-
ღარახერხებდა.
ამ დროს ევამ შეუსწრო.
_ ოჰ, ბიძია თომა, _ წამოიძახა ბავშვმა, დაფას რომ ახედა: _ რა სასაცილოდ
დაგიჯღაბნია დაფა.
_ ჩემო კარგო ბატონიშვილო! მინდა წერილი მივწერო ჩემს ცოლ-შვილს და
ვერ მომიხერხებია, _ უპასუხა თომამ და თვალებზე მომდგარი ცრემლები მო-
იწმინდა.
_ გულით მინდა დაგეხმარო, ბიძია თომა, მაგრამ მეც დამვიწყებია ასოები,
შარშან ვისწავლე ასოების წერა; დიდი ხანია აღარ მივარჯიშია და სულ დამ-
ვიწყებია.
ევამ ოქროსფერი თმით შემოსილი თავი დააყრდნო თომას მხარზე და შეე-
ცადა, თომასთან ერთად მოეგონებინა ასოები, მაგრამ ორთავემ ცოტა იცოდა
და ვერაფერს შველოდნენ ერთმანეთს. ბოლოს, თითქოს რაღაცა მოახერხეს და
წერილის შავი დაამზადეს; თვითონ ასე ეგონათ.
_ ბიძია თომა, ეს კი ნამდვილ ნაწერსა ჰგავს! _ თქვა ევამ აღტაცებით, _ რო-
გორ გაუხარდებათ შენს ცოლსა და შვილებს! რა ცუდია, რომ ოჯახს მოგაშო-
რეს, მე მამაჩემს ვთხოვ, რომ ცოლ-შვილთან გაგიშვას.
¸_ ქალბატონი შელბი დამპირდა, გამოგისყიდი, როგორც კი საჭირო ფულს
შევაგროვებო, _ თქვა თომამ. _ პატარა ბატონმა პირობა მომცა, _ მე თვითონ მო-
ვალ ჩემი ფეხით და დაგიხსნიო. აი, იმისი ნაჩუქარი დოლარი, ეს მომცა ნიშ-
ნად, რომ იმისი აღთქმა მახსოვდეს.
თომამ უბიდან ამოიღო დოლარი და ევას აჩვენა.
_ მაშ, უთუოდ მოვა, _ დაემოწმა ევაც. _ რა გამიხარდება, რომ მართლა მო-
ვიდეს!
_ ძალიან მომინდა წერილის დაწერა, _ განაგრძო თომამ ლაპარაკი, _ მეში-
ნია, ხლოამ არ იდარდოს, საწყალმა ჩემი ამბავი არ იცის _ ან სადა ვარ, ან რო-
გორა ვცხოვრობ.
ამ დროს ოთახში შემოვიდა სენ-კლერი. თომა და ევა ორივენი შეკრთნენ.
_ რას აკეთებ აქ? _ ჰკითხა სენ-კლერმა და დაწერილ დაფას დახედა. _ მამილო, მე ბიძია თომას წერილის დაწერაში ვშველი. აბა, მამილო, კარ-
გად არის დაწერილი?
_ არ მინდა არც ერთს გაწყენინოთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, მე თვითონ
დავუწერო თომას წერილი. ახლა სხვაგან მივდივარ, დავბრუნდები და დავწერ.
_ იცი, მამა, ძალიან საჭირო წერილია, წინანდელი ქალბატონი დაჰპირებია
თომას, გამოგისყიდი, როცა ფულს ვიშოვიო, ამისათვის საჭიროა იცოდეს, სად
იმყოფება თომა, რომ შეეძლოს მოკითხვა საჭიროების დროს.
სენ-კლერმა არაფერი თქვა, იფიქრა კი, ეს დაპირება მხოლოდ გულის გასა-
კეთებლად უთქვამს და არასოდეს არ განხორციელდებაო. იმავე საღამოს თო-
მას სასურველი წერილი სენ-კლერმა დაამზადა დაფოსტაში გაგზავნა. 

1 комментарий:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ОтветитьУдалить