დიდოსტატის მარჯვენა 27-35 თავი

XXVII
მიდიოდა გიორგი, გაუგებარ სიტყვებს როშავდა თანაც. მეგობრები შორიდანაც
ატყობდნენ: ვიღაცას ემუქრებოდა იგი.
ყორეებს ეფარებოდნენ, უთვალთვალებდნენ, ერთი ვნახოთ სად წავაო ახლა?
მოედანი გადაიარა გლახუნამ, ხურსისეულ სასახლისკენ გადაუხვია
მხარმარცხნით.
ეზოში შევიდა და შესდგა.
სამივემ ირწმუნა მცხეთაში გავრცელებული ჭორი: კოლონკელიძის ქალს
ყვარობსო მეფე გიორგი.
გადაჰხედეს ურთიერთს, ჩამოსცილდნენ მართლაც.
ხილნარში შევიდა გიორგი, ახედა ზედაზენის მთებიდან გადმომდგარმთვარეს.
დათოვლილივით მოსჩანდნენ ატმისა და ვაშლის ხეები, მსუბუქი ბორიო ოდნავ
აქანავებდა ხეთა კენწეროებს.
ტოკავდა შტოთა ნაჩრდილევი სითვით ნაქარგივით ამოჩითული მიწაზე, ასე
ეგონა ბილიკზე მიმავალს: ქარცემულივით ტორტმანობსო მთელი ქვეყანა.
მიწის სუნი, ნაზამთრალი ფესვების სუნი, ატმის ყვავილის ნელსურნელება
იკმეოდა ირგვლივ.
სიმთვრალემ მხნეობა შეჰმატა.
არც დედოფლის რიდი ჰქონდა ამ წუთში, აღარც მელქისედეკ კათალიკოსისა.
იგიც სულ ერთი იყო მისთვის, თუ რას იტყოდნენ სასახლეში ავი ენები.
ჭაღები ქათქათებდნენ ხურსისეულ სასახლეში.
ალბათ მობრუნებულაო ზედაზენიდან შორენა.
«გირშელი კი არა, მამაჩემი რომ წამოდგეს, ბაგრატ კურაპალატი, არ შევეპუები
მასაც». ესა სთქვა თითქმის ხმამაღლა გიორგიმ.
ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ
წამწამებს, არასოდეს ასეთი ბედნიერება არა უგრძვნია გიორგის.
ჯერ კიდევ ყრმას შეაჩეჩეს დედოფალი მზრდელმა და მელქისედეკმა, ისე
როგორც მდაბიორს მიუგდებენ მეზობლიანთ თხუპნიას. ბოლოს თავი მოაბეზრეს
სეფექალებმაც, რადგანაც სძაგდა მოძალებული დიაცი.
ამის მეტად არეგემნა მიუწვდენელი სიყვარულის ტკბილი ბადაგი.
შესცქეროდა თეთრად მოქათქათე ხილნარს. სიყვარული, ღვინო და ყვავილთა
ნელსურნელება შემოგზნებოდა გულზე.
კიდევ შეჰხედა სასახლის სარკმელებს.
დარწმუნდა: ჩამოსულაო შორენა. რადგან ცაც ისეთი მაღალი იყო,
ვარსკვლავებიც ნაზად ნაბავდნენ იისფერ წამწამებს, ოცნებასა და ზმანებას დაებანგა
ქვეყანა სრულად.
სიჭაბუკის შემდეგ ეს პირველად შედიოდა ხურსისეულ ეზოში გიორგი.
საჯინიბო ღია იყო, შრამელები აეღოთ, მხოლოდ უზარმაზარი ქვის კიბე
დარჩენილიყო უცვლელად.
ჰინდური თუთიყუშები ჩხაოდნენ სადღაც. კიბის შუაგულამდის ისე მიაღწია,
არც მონების, არც ძაღლების ჭაჭანება არსად ისმოდა.
«კარგად კი ჰყოლია დაცულიფხოველი ტყვეები გამოყრუებულ ათანასე ბერს!»
გაიფიქრა გიორგიმ. ინანა: აქამდის რად არ შემოვიპარეო გადაცმული ამ
სასახლეში?
სულ რამდენიმე ხარისხი ჰქონდა დარჩენილი კიბისა, ტალანიდან შინაური
ავაზა გამოვარდა და კიბის თავზე შესდგა.
ფოსფორული შუქი ქათქათებდა ნადირის თვალებში.
გაუკვირდა: აქამდის ცოცხალი ყოფილაო ხურსისეული ავაზა?!
კიდევ აიარა ორიოდე ხარისხი. ავაზა დაიძრა დინჯად და წამოვიდა უცხოს
შესახვედრად.
თორი არეცვა მეფეს, შეკრთა, ხმლის ვადაზე წაივლო ხელი.
ვიღაცა დიაცმა გამოსდია ავაზას. უცნობის დანახვაზე შეკრთა.
ამასობაში ავაზა მოეახლა გიორგის, მუხლის თავზე უყნოსა ძაღლივით.
მარცხენა ხელი გამოიღო გიორგიმ, უნდა მიალერსებოდა მხეცს, მაგრამ საეჭვოდ
მიიჩნია სტუმართმოყვარეობა მისი.
მარჯვენათი მოზიდა ხმალი.
«ნუ გეშინია, არას გავნებს, ბატონო».
მიაძახა კიბის თავზე შემდგარმა ქალმა.
შერცხვა კიდევაც ოდნავ, დიაცმარომ შეამჩნია შეკრთომა ვაჟკაცს.
ტალანში შესულს ეცნაურა შინდისფერმანდილიანი დიაცი.
«მწუხრი მშვიდობისა».
ეუბნება სტუმარი.
«ვინა გნებავთ, ბატონო?»
ხმა გაიღო ქალმა.
«დიასახლისი ამ სახლისა».
მიუგო გიორგიმ.
???
«ამ სახლის დიასახლისი?»
დადუმდა მცირე ხანს და დასძინა: «სარკინოზებთანაა წასული იგი».
«ვინა ცხოვრობს სასახლეში ამჟამად?»
«ფხოველი ტყვეები, ჩვენ».
«შენ ვინ იქნები, ქალავ?»
«პირისფარეში ერისთავის ქალისა».
«თვითონ შორენა სადა ბრძანდება, პატრონი შენი?»
«შორენა და მისი მოახლენი ზედაზენს წაიყვანა ჩვენმა მოძღვარმა».
«შენი სახელი მიბოძე, ქალავ».
«ვარდისახარი, ბატონო ჩემო».
გიორგის მცირე რამ სმენოდა ამ ქალის გამო, დაკვირვებულად ახედ-დახედა
დიაცს.
«შენ თავათ ვინა ბრძანდები, ბატონო?»
«მეფე გიორგის მალემსრბოლი, ავშანისძე ვარ, გლახუნა».
მეფე გიორგის ხსენებაზე ანაზდად შეშფოთდა ქალი.
«მობრძანდით, – ეუბნება მოწიწებით სტუმარს, დიდ დარბაზისკენ გაუძღვა წინ.
ოთხივე კუთხეში კაცის სიმაღლე შანდლები ენთო, ხალასი ვერცხლისა. ნიშებში
თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ.
ირმის რქები და ტყავები ეკიდა კედლებზე, გაშლილი ვაშკარანები, ღია
სკივრები და ზანდუკები ელაგა ირგვლივ.
შუაგულ დარბაზში ვერცხლის ტაბაკი იდგა, გახსნილი გრაგნილი ზედ იდო
გრძელი. სწორედ ამ ტაბაკთან მიიყვანა ვარდისახარმა სტუმარი, სელზე დაჯდომა
შესთავაზა მყისვე.
გიორგიმ მოურიდებლად დახედა გრაგნილს.
ესრა არისო?
ეკითხება დიაცს.
«მზითვის წიგნია ერისთავის ქალისა».
ვარდისახარმა ახედ-დახედა სტუმარს.
ასე დაასკვნა სამოსის მიხედვით: მდაბიორიაო ვიღაცა, ალბათ, გულახდილად
დაუწყო ამიტომაც მას საუბარი.
მარტოშთენილისათვის აღტაცება მოეგვარა, როგორც სჩანდა, შორენას მზითევს.
სათითაოდ უჩვენებდა ყოველივეს სტუმარს.
დაუზარებლად ეტიკტიკებოდა მეფეს, აქებდა თავის პატრონს თანაც.
გულნაზიაო და პირმშვენიერი შორენა. ურთიერთისაგან არ არჩევსო დიდსა და
მცირეს, მანდილოსანის სინატიფე და რაინდის ლომგულოვნება თანაბრად
შერწყმულიაო მასში.
ბედმა უმუხთლაო ჩემს პატრონს ერთხელ, დააბეზღესო მსტოვარებმა
კოლონკელიძე, მეფის ღალატი შესწამესო უბრალოდ, ზვიად სპასალარს აძაგებდა,
კვეტარის დამქცეველს, თვალები დაუბნელესო უმიზეზოდ ბედკრულ ერისთავს.
ზვიადმა მოუკლაო ერისთავის ქალს საქმრო, ბოლოს თავათ მეფეს უნდოდა
ცოლად შეერთო, მაგრამ მელქისედეკმა და დედოფალმა არ დაანებესო. მაინც
მოხედაო შორენასღმერთმა...
ახლა თავისი ცხოვრების ამბავიც წამოიწყო ვარდისახარმა.
მეც ვიყავიო ბედნიერი ოდესღაც, ოვსთა მეფე მიგულებდაო სასძლოდ (არ
გაუმხელია, ხარჭად რომ ჰყავდა ოვსთა მეფეს, არც ის უთქვამს, ჭიაბერმა რომ
მოაწამვლინა იგი).
უცებ შესწყვიტა ამგვარი ტიკტიკი. «მაინცრა საქმე გაქვს შორენასთან, კაცო?»
«ნაბრძანები მაქვს პირადად მოვახსენო საუწყებელი».
«მაშ დაიცადე მცირედი, გამოჩნდებიან სადაცაა ალბათ».
გიორგიმ თავათაც არ იცოდა ამ წუთში, მართლაც რომ შემოსულიყო შორენა, რა
უნდა ეთქვა მისთვის მოულოდნელ სტუმარს?
გიორგიმ საუბარში შეატყო: დიაცმა არც კი იცოდა, მოდიდებული რომ იყო
არაგვი.
მთელი კვირაა გარეთ არ გამიხედავს, შორენას მზითევს ვითვლი და ვალაგებ,
გურანდუხტს მოველითო ხვალ.
ესა სთქვა ვარდისახარმა და გახსნილ ვაშკარანებთან მიიყვანა სტუმარი.
საყდრის იარაღებს აჩვენებდა დიდის მოწიწებით. ოქროთი შეჭედილ ხატებს,
ვერცხლის ლუსკუმიან ჯვრებს, დიდრონი იაგუნდებით, ლალებითა და
საფირონებით მოოჭვილთ.
ძელი ჭეშმარიტი გადმოიღო ერთი, ხოშორის მარგალიტებით შემკული,
სახარება და ფსალმუნი ფერადი მინიატჲურებით დამშვენებული, ოქროთი
მოჭედილი ბუდეებიც მათთვის.
სპილოს ძვლის ზანდუკი გახსნა, საყურეები ამოიღო ბადახშანის ლალებითა,
ნიშაბურისფირუზებით, მურასა ჯაჭვებითა და თითრიმებითა.
შესანიშნავი მანიაკები გადაიცვა ყელზე, ვარდისფერი იაგუნდებითა.
წითელი, ყვითელი და პირისფერი იაგუნდები ისხდნენ ბეჭდის თვლებში.
მიჭვრიტანები ამოალაგა ოქროთი მოზარნიშებულნი, საყურეები ყვრიმალებთან
მიჰქონდა, ბეჭდებს თითებზე იზომავდა.
ასე ეგონა: თვალს მოსჭრისო მათი დანახვა ხამლის სამოსში გამოწყობილ
«მდაბიორს».
როცა პატიოსანი თვლები წამიერად მიეახლებოდნენ ვარდისახარს, ეს ყოველივე
ბრწყინვალებას ჰმატებდა ისედაც პირმშვენიერ დიაცს, მაგრამ მათგან მოგვრილი
აღტაცება თვალსაჩინოდ ჰხდიდა მდაბიორობას მისას.
ახლა დიდი ზანდუკი გახსნა ჯვრის ჩუქურთმებით შემკული. ოქროს ფიალები
ამოალაგა, ვერცხლის ჯამები, ვერცხლნაქანდაკები ლანგარები, წეროსყელიანი
სურები.
ოქროს ფიალა აიღო გიორგიმ. ირმები იყო ზედ გამოსახული, ფური და ხარი
მიჰყვებოდნენ ურთიერთს, წყვილებს წყვილებიდან თიშავდა მგელკაცების უცნაური
ფიგურები.
დიდ სურაზე ნადირობა იყო გამოხატული, ხოხობზე მონადირე მოისარები
მოსჩანდნენ, მაძებრების თავები, გაქცეული ნიამორების გადრეკილი ზურგები. ვაზის
ლერწები და ფოთლები გარს ერტყა სხვათა, უდიდესი გულმოდგინებით
შესრულებულნი ოსტატის მიერ.
ახლა საპირფარეშოს ოქროს გოდოლები გადმოიღო ვარდისახარმა, უმარილის
სალესი ჯამები, თმის საყოფები, ყურისა და კბილის საჩიჩქნი ჩხირები ოქროისანი,
ბროლისტარიანი თმის სახვევები, გველებრ დაგრეხილი ოქროს მარყუჟები
ნაწნავების დასაგრაგნელი.
მოჩვენებითი გულისყურით ათვალიერებდა ამ ნივთებს გიორგი. გამოართმევდა
ვარდისახარს, სინჯავდა, აქებდა სათითაოდ ყველაფერს.
ორხოვის ნოხები ამოალაგა დიაცმა, ხატაური და ჰინდური სტავრა, ოქროთი
ნემსურნი სრულად. ვერცხლის თუნგები აბანოში სახმარი, ფერადად ნაქარგი აბანოს სჲუზანები,
მოვის პერანგები, მარგალიტის თირთიმებითა და ყირმიზი ლალებით
დამშვენებულნი.
საწმერთულებს თვალი წაატანა გიორგიმ, პირისფერს, ბროწეულის ყვავილისა
და სინგურისფერისას.
გულისპირები ამოჰყვა მათ, ფერადი მაშიები, მარგალიტით მოოჭვილი ქოშები.
ერთი საწმერთული აიღო გიორგიმ ხელში, ხოხბისყელისფერი, ტოტებზე ირმის
თავები იყო სითვით ამოქარგული, მეორეზე ვაზის ფოთლები და მტევნები იყო
ოქრომკედით ამოყვანილი.
ხატაური და ირანული დიბის კაბები გადმოიღო ვარდისახარმა, ნარინჯისფერნი,
მზისფერნი და ზღვისფერნი.
ცხრა კაბა ქირმანული ფერადი შალისა, ცხრა საწმერთული გვიმრისფერი,
ენდროსფერი და პირისფერნი.
ოქროს ქამრები, მძიმე სარტყელები ამოალაგა თეთრი, შავი და უნაბისფერნი.
ყვითელი, მწვანე, ჟრუნი და იისფერი ქათიბები, ოქროს სინსილიანნი,
ტყავკაბები, ოქროქსოვილი ზორტებით და მარგალიტისფოჩვებიანნი.
კვერნის ტყავები მარგალიტის საყბეურებით, ოქროსა და ალმასებისღილებითა.
ქვეშაგებს თვალი მოჰკრა გიორგიმ, დორებს, საფენებს, ვაშკარანებს, მაფრაშებს,
თასებს, ხატაურსა და ირანულ ლანგრებს, ვაზებს და სურებს.
ქირმანული ხალიჩები ეყარა ირგვლივ, ოქრომკედით მოქარგული მუთაქები,
ბალიშები და ნატები.
ახლა ცხენსაკაზმი აჩვენა დიაცმა.
მურასა ოქროთი შეჭედილი უნაგირები, მშვლის ბეწვის თოქალთოები,
ოქრომკედით კიდემოხატულნი, ვერცხლის სამკერდენი, საცხენო თორნი,
ბიზანტიური, ქართული და ირანული, ვერცხლით შეზიკული აღვირები, ლაგამები
და მოსართავები.
მარგალიტის ქუდი ხელში შერჩენოდა ვარდისახარს, თავზე დაიხურა და
გაუღიმა სტუმარს.
«ერთ წუთში მე ვიქნები ერისთავის სასძლო».
ნაღვლიანად დასძინა:
«ეჰ, ერთ დროს მეც გამიღიმა ბედმა, მაგრამ რისხვით მობრუნდა ჩემს თავზე
ცარგვალი!».................................................
გიორგიმ შეჰხედა დიაცს.
გაახსენდა ზვიადის ნაამბობი: მეჯადაგის ქალი ყოფილაო ვარდისახარი.
შესცქეროდა, უკვირდა: როგორწარმოშვაო მეჯადაგემ ეგზომ მშვენიერი დიაცი!
თვალი შეავლო მარგალიტის ქუდს და მწყრისფერაბრეშუმის კაბას.
მოაგონდა: ეს ქუდი ეხურა შორენას, როცა კვეტარის ციხის კარებთან შეაგებეს
იგი მეფეს. სწორედ ეგ მწყრისფერი კაბა ემოსა იმ საღამოს.
მართლაც სადედოფლო ქალი იდგა მის წინაშე. შორიახლო იწვა ავაზა, წინა
თათებზე დაედო თავი.
ოდნავ, სულ ოდნავ ჭორფლიანი, მაგრამ თეთრი, ვაშლის ყვავილისფერი სახე
ჰქონდა, ავაზას დარი თვალები.
მწყრისფერი აბრეშუმი დიდად ჰშვენოდა, ნასხვისარობა ეტყობოდა კაბას.
მკვრივად შემოტმასნოდა იგი გათქვირულ ძუძუებსა და სავსე თეძოებს.
ზედა ტანი ოდნავ გაცრეცილი იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც ძუძუს კერტები
ზედმოსდგომოდა მწყრისფერაბრეშუმს. ახლა დარწმუნდა გიორგი: მართლაც გრძნეული უნდა იყოსო ეს დიაცი.
განზრახ შეეკითხა ვარდისახარს:
ვის მიჰყვებაო ცოლად ერისთავის ასული?
???
ვარდისახარი გაოცდა: როგორ არ სცოდნიაო ეს ამბავი მცხეთელს? მთელი
ქალაქი ამ ქორწინების გამო ჭორაობსო დღენიადაგ.
«მაინც ვის?»
გაუმეორა გიორგიმ კითხვა.
«მეფე გიორგის ბრძანებით, გირშელს, ყველისციხის პატრონს».
მოწიწებით წარმოსთქვა ერისთავის სახელი დიაცმა.
გველცემულივით ზეწამოიჭრა სტუმარი, ამ წუთში ირწმუნა: სამუდამოდ
დავკარგეო შორენა.
სამსჭვალივით ეცა გულზე ეს სახელი «გირშელი».
განზრახ შეეკითხა დიაცს:
«რა კაცია ნეტავ ეგ გირშელი?»
«დიდი ვაჟკაცი, მოისარი ფრიადი, ერისთავი უსაჩინოესი, გიორგი მეფის დედის
დისწული».
კიდევ აპირებდა ვარდისახარი ამ რაინდის სხვა სიქველეთა ჩამოთვლას, მაგრამ
სტუმარმა არაცალა და სიტყვა ჩაუგდო საუბარში ასეთი:
«ალბათ ბედნიერია ერისთავის ქალი, ჰა?»
«ჩემს პატრონს სხვა უყვარდა, არხეგოსი, ერისთავი ჭიაბერ, მაგრამ რა ჩარა აქვს
ახლა, გიორგი მეფის ტყვეები ვართ ჩვენა, არჩევანის ნება ვინ მოგვცა ბედშავთ?»
«ასერომ, მეფე გიბრძანებთ, ყოველივეს შეასრულებთ, არა?»
გაეხუმრა გიორგი და მის მკერდს დაადგა თვალი.
ქალმა ეს შემოხედვა დაიჭირა, აიმღვრა, აღარიცოდა, რა ეპასუხნა.
«აფსუს, რად არა ვარმეფე გიორგი?!»
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა მის აბორცვილ
ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
«მეფე გიორგირომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?»
«მეფე გიორგირომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც».
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისებრ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა
ძუძუზე წაუცაცუნა ხელი (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის
სხეულზე გიორგის).
ვარდისახარი აილეწა.
«ხელები დაიმოკლე, ბედშავო!»
შერისხა და მარჯვენა ხელზე წაუტლაშუნა მამაკაცს მარცხენა.
გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე
მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბღუჯულს, უნდოდა
მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა
ქალი.
მარჯვენა გამოიღო, მკერდზე ხელი ჰკრა მამაკაცს და მიახალა:
«თუ მართლაც მეფის მიერ ხარ მოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა
მოციქულებს ეს ეკადრება, ბრიყვო».
ასეთი სიტყვა არავის უკადრებია გიორგისათვის ჯერ. ბრაზი, ღვინო და ვნება მოეძალა ერთბაშად, ნაბიჯი წინ წასდგა კვლავ და
ეუბნება დიაცს:
«მე თვითონ ვარმეფე გიორგი».
იქედნურად გაუღიმა ქალმა:
«მეფე გიორგის მიგიგავს წვერი».
სტუმარმა ჩაიცინა, კვლავ წაეპოტინა იგი ვარდისახარს. მცირე ხანს იბრძოდნენ
დიაცი და მამაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა.
თუ არმომეშვები, ვიკივლებო ახლავე.
მკლავები შეუშვა გიორგიმ, ვარდისახარმა იდროვა, ხელი ჰკრა ისევე მკერდზე,
დაბარბაცდა მთვრალი, მუნვე გაწოლილ ავაზას ზედ გადააწყდა. ნადირი განზე
გადაუხტა, თვალები დაუბრიალა უცხოს, შემზარავად ლაშდაღრენილმა.
თავისი გაცოფებული ავაზა მოაგონა გიორგის ფოსფორულმა ელვამ, ხმალს
ხელი მიჰყო, ელვის უსწრაფესად ძირს დასცა მხეცი.
სისხლის დანახვისას შედრკა უცნაურად ქალი. გიორგიმ ხმალი გასწმინდა,
აუღელვებლად ჩააგო ქარქაშში. კვლავ მიეახლა ვარდისახარს.
ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი.
გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა
სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე.
საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა.
ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ,
მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა.
გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე, ავაზას ლეშზე
გადააბოტა და მიმართაღამეს.
XXVIII
...«ახლა, ქორწინებისათვის კვიმატი
დღეების გამოც უნდა მოგითხროთ მცირეოდენი.
გაზაფხულის სამივე თვეში კურდღლის
დღენი სამივენი ნავსია.
ზაფხულის სამივე თვეში ცხენის
დღენი სამივენი ნავსია»...
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შოშიები მობრუნებულიყვნენ მცხეთაში.
არსაკიძე აივნიდან უთვალთვალებდა; აურაცხელი მშვენიერი ფრინველი
შერეოდა ჭადარს.
ეშვებოდა ბინდი.
არსაკიძე ჯერ კიდევ ჰხედავდა ხოჭოს ჯავშანივით ლაპლაპა ნაკრტენზე ალაგ-
ალაგ სხურვებულ სიშავეს. ერთობლივად ჟიოდა, ჟღურტულებდა სირი.
შოშიები არ აპირებდნენ დაცხრომას. უცხოსა და უცხო ქვეყნების ამბავს
უამბობენო თითქოს ურთიერთს, ერთად ყოფნით გახარებულნი.
დაქანცული იყო დღიურ ჯაფისაგან კონსტანტინე. სვეტს მიყრდნობილი
შესცქეროდა, ყურს უგდებდა ამ სანახაობას.
ასე ეგონა მჭვრეტელს: სადაცაა შევიცნობო მათი იდუმალი ჟღურტულის
შინაარსს. უცნაური სიმარტოვე შეიცნო.
სიყრმე მოაგონდა თავისი.
სწორედ მის სარკმელთან მოდიოდნენ ისინი გაზაფხულზე კვეტარში.
ნეკერჩხლის ხეზე ათევდნენღამეს.
შოშიებს მოჰქონდათ გაზაფხულის სიხარული მთაში.
დედა მოაგონა ამ ამბავმა არსაკიძეს.
დაფათურებს ალბათ შაოსანი მთიულური ქვიტკირის ეზოში.
ყორნები შემომსხდარან მახლობელ ნაძვებზე, უხიაგი ყრანტალით უხმობენ
ღამეს. შოშიები ჟივიან ნეკერჩხლის მწვანეში.
თვალნათლივ ჰხედავს კონსტანტინე შავ ცხვრებს.
მოისმის ნერბებისა და ბატკნების ერთობლივი ბღავილი.
გონების თვალი მიაყოლა შავადმოსილ მოხუცის ლანდს.
დაფაცურობს დედა, დასდევს დახუთული ცხვრებს.
ვიდრე ერთს გამოსწველიდეს, რომელიმე თოხლი შეუვარდება ჯიქანში შაქს.
დაიჩოქებს, ურაჯგუნებს გამობერტყილ ძუძუებს.
სიყრმეში თავათ ეხმარებოდა ცხვრის წველისას დედას, საჩიხეში შერეკავდა
ბატკნებს, ხელს წაავლებდა ყურზე, სათითაოდ მოჰგვრიდა ჯირკვზე მჯდარმოხუცს.
ამ წუთში შემოესმა არსაკიძეს გულგანაწყენი ბღავილი.
დაფაცურობს შუაცეცხლთან დედა.
ჩრაქვით გააღვიძებს ცეცხლს.
რძეს ჩააყენებს...
ილოცავს...
ხატს შეავედრებს თავის ერთადერთ ვაჟს.
დაწვება მოხუცი იმ იმედით: სიზმარში მაინც ვნახოო გადაკარგული შვილი.
«უტა», – მოესმა არსაკიძეს თავისი ლაზური სახელი.
შოშიები დაცხრნენ.
მდუმარებამ დაივანა ბაღში.
მთვარე ჯერაც არამოსულიყო.
ქიმერებივით მოსჩანდნენ ცაცხვების, ჭადრების და ფითრიანი მსხლების
სილუეტები.
უყვარდა არსაკიძეს ჭვრეტა ღამისა, როცა ქვეყანა ბნელითაა მოცული და
მხოლოდ ჩქამით შეიცნობა, რომ სიცოცხლე ჯერაცფეთქავს მიწაზე.
აივანზე მარტო დარჩენილს მოესმის თითქოს დედის ნათქვამი ლაზურად: რძე
დალიეო, უტა!
დასძაბა გონების ძალი თვალდახუჭულმა: სურდა შეეცნო, თუ რას ეტყოდა
შორეული ჩვენება დედისა?
უსუსური აღმოჩნდა გონება.
ახლა ნანობს არსაკიძე: რად არვასწავლეო მოხუცებულს წიგნი?
სიტყვიერად უთვლიდა მოკითხვას შორიდან.
ხან წაბლს გამოუგზავნიდა, ხან ზღმარტლს, ხან პანტას, დედის მიერ
ხელშენავლებს. ფხოვურ პაჭიჭებს, ჭრელ წინდებს, კალთებმოქარგულ ფხოვურ ჩოხას.
იმდენი სყვარული და სიტფო თან ჩამოჰყვებოდა ხოლმე ამ საგნებს, დიდხანს,
დიდხანს ყოფნიდა ჯაფისაგან წელში გაწყვეტილ ოსტატს ეს ყოველივე.
უთვლიდა დედა:
დავსნეულდიო, შვილო, მეშინია: არამომხდესო უშენოდ სული.
ცნობა მოვიდა კვეტარში: გაუცვნიხარო გიორგი მეფეს. ალბათ მეფესაც ეყოლებაო დედა, ალბათ მეფესაც ეყვარებაო დედა.
დედა დააფიცეო მეფეს, შეევედრეო ჩემს მაგივრად, გამოგიშვასო დედის
სანახავად.
ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც თვალი მოგკრა როგორმე. სიკვდილის წინ
დაგლოცო, შვილო, შემდეგ ამისა ნუ შემრჩება სუნთქვა, შემდეგ ამისა მიმიღოსო
უფალმა.
გზა რომ ვიცოდე, კვალი რომ ვიცოდე, თავათ წამოვიდოდი როგორმე,
პურისმცხობლად დავდგებოდი შენს ახლოს სადმე, თავს არ დავზოგავდი,
წამოვფორთხდებოდი როგორმე, ფეხები დამისივდა, ძველებურად ვეღარ ვჯდებიო
ცხენზე.
ეგეც არიყოს, ვინღა მიხედავსო მამას, ფხოვურმიწაში მარტოკა მწოლარეს?
საკლავს ვინ შესწირავსო სულის საცხონებლად, ხუცს ვინ აწირვინებსო
სალხენად მისდა?
ისევ ისა სჯობია თავათ ინახულოო მოხუცი დედა.
ეს შემოუთვალა არსაკიძეს დედამ, კალატოზის ბოდოკიას პირით.
ფხოველი დიაცი ჰყავდა ბოდოკიას, ლაზს.
არა ჰქნა დედაკაცმა ბარში ჩამოსვლა, ვერმოვშორდებიო წინაპართა საძვალეს.
თავათ მიდიოდა ამიტომაც ბოდოკია სამ თვეში ერთხელ ცოლის სანახავად
ფხოვს.
მას შემდეგ, რაც ფარსმან სპარსს აჰყარეს პატივი, არსაკიძე გახდა
ხუროთმოძღვარი მეფისა.
მეფისათვის უნდა ეთხოვა მასფხოვს წასვლის ნება.
ერიდებოდა თხოვნას.
თავათაც ენატრებოდა მოხუცის ნახვა, მაგრამ არ იქნა და ვერ მოთავდა
სვეტიცხოველი.
რაც უფრო მაღლა მიიწევდა შენობა, უფრო და უფრო რთულდებოდა ოსტატის
საქმე.
ხარაჩოები ინგრეოდნენ ზამთრობით, მუშახელი ზიანდებოდა.
დაიღუპებოდარომელიმე ოსტატი, მშენებლობა შეფერხდებოდა.
კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის
გამონახვა ასევე ძნელი.
კარგად იცოდა კონსტანტინემ:
ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.
დიდი მოამაგე იყო მელქისედეკ კათალიკოსი, მაგრამ ჟამიდანჟამზე ხელს
უშლიდა არსაკიძეს. ფარსმანის მაგალითით დაშინებულს, ყოველ წვრილმანში
«წარმართობა» ელანდებოდა, უნებლიეთ ებრძოდა ბერიკაცი ქართულ მოტივებს,
ძველბიზანტიურმკვდარსქემებზე შეყვარებული.
თავათ არსაკიძესაც ბერძნული სკოლა ჰქონდა ბიზანტიონში განვლილი. მას
შემდეგ, რაც თავისთავადი გახდა ოსტატი, უღალატა მასწავლებელთა გზას.
(ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი,
ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში).
იჭნეულად შესცქეროდა მელქისედეკი არაქრისტიანთ ოსტატთა შორის. უნიჭო
ქრისტიანს არჩევდა ნიჭიერირანელს, ანდა სარკინოზს.
არსაკიძესაც ახელებდა მელქისედეკის უთავჟამო მითითებანი. მუდამ სძაგდა
ისეთი ოსტატები, რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ რა. გამოგზავნიდა ხოლმე რომელიმე მეჯადაგეს კათალიკოსი, მართლმორწმუნეაო,
შემოუთვლიდა, გამოიყენეო ეს ოსტატიროგორმე.
სასტიკად ტუქსავდა ამ «მეჯადაგე ოსტატებს» არსაკიძე.
ბრაზმორეულნი გარბოდნენ ეზოსმოძღვართან, ხანაც კათალიკოსს
დაუხვდებოდნენ წინ, მშენებლობის მოსახილველად მოსულს.
აბეზღებდნენ არსაკიძეს: მართლმორწმუნეებს სდევნისო «წარმართი ფხოველი»,
იბერიელბსა და ქრისტიანებს აქვეითებს, აწინაურებსო ლაზებსა დაფხოველებს.
გასულ წელს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა კალატოზი გარისელისძე, მოქანდაკე
ქველაისძე, მეჩუქურთმე კვირიკაისძე, მეფის მხატვარი ოტობაია, მექანდაკენი:
როსტომაისძე და წვერგრძელისძე.
წრეულს მიწისძვრის დროს, თებერვლის 3-ს, კედელი ჩამოწვა. ასზე მეტი მონა
ხელოსანი გასრისა, სამასფხოველთაგან მხოლოდ სამოცი გადარჩა.
ცუდი კვება და სახადი მუსრს ავლებდა მუშახელს.
მოაქუჩებდნენ ცხედრებს, დავითნს წაუკითხავდა ხუცესი, დაჰყრიდნენ
ურმებზე და ჩაჰყრიდნენ ქალაქს გარეთ ორმოში (არც კაცს, არც ქვას, არც სიტყვას არ
შემოუნახავს მათი სახელი).
არსაკიძე ჰხედავდა ამას ყოველივეს.
გული სტკიოდა, ვერბედავდა ხმის ამოღებას.
ასეთ დროს ტაძრის მიტოვება და ფხოვს წასვლა ღალატი იქნებოდა საქმისა
უთუოდ.
«ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ
სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან».
იტყოდა ხოლმე არსაკიძე.
ღამემ დაივანარატისეული სასახლის ხილნარში.
ვარსკვლავები აყვავდნენ ცაზე. კალთები შეუწითლდა დასავლეთით ცას.
ჯვარის მონასტერს წამოადგა მთვარე.
ტურების კივილი მოისმოდა შორიდან, კატებიღნაოდნენ ბაღჩაში.
შეკრთა ბნელში მდგომარე უეცრად.
ნონაი ეპოტინებოდა მკლავზე.
შესჭამეო რაიმე, შვილო.
დიდხანს უჯდა შუაცეცხლს ნონაის სამყოფელში ლაზი.
ქუმელი ძლივს შესჭამა მცირედი.
მადლი უძღვნა ნონაის.
ხელის დაბანა მოეწადინა.
ფრჩხილებზე დაიხედა უეცრად.
გაახსენდა: ფეხი რომ დაუცურდა ხარაჩოზე ამ დილით, მოებღაუჭა ძელს.
ფრჩხილები დამსხვრევოდა მარჯვენაზე სრულიად.
დანა გალესა, ქნა დაუწყო ფრჩხილებს.
ადგა ნონაი.
წიგნი მოუტანა ყდაგახუნებული.
ფრჩხილის დაქნისათვის სწერიაო ამ წიგნშირაღაც.
«უკეთუ ურჩხულის დღეს ფრჩხილი დაიქნას ვინმემ, გულის სწორთან
წაკიდებას ელოდეს იგი.
ვინცა ძროხის დღეს დაიქნას, სიხარულია უეცარი მოსალოდნელი.
კურდღლის დღეს – საყვარელთან წაკიდებასა, გველის დღეს – მორიელისაგან
დაკბენას. ცხენის დღეს – ქრთამებსაფრიადს, ლომის დღეს – საწადელი აუხდეს».
თავი აიღო არსაკიძემ, შესცინა მხევალს.
«ვისია ეს წიგნი, ნონაი?»
«ფარსმან სპარსმა უსახსოვრა განსვენებულსრატის ოდესღაც».
დიდხანს იჯდა არსაკიძე კერასთან.
კითხულობდა სამთვარიოს, ცეცხლის შუქთან მიჰქონდა წიგნი.
ნონაი კუთხეში მიგდებულიყო დათვის ტყავზე.
ბოდავდა ძილში.
კენჭი შემოვარდა სარკმლიდან.
ჩქამი შეიცნო არსაკიძემ, მიიხედ-მოიხედა, კვლავ განაგრძო სამთვარიოს
ფურცვლა.
ახლა მისფერხთით დაეცა კენჭი.
ადგა, ბაღჩაში გავიდა.
ჭოტის ხმა მოდიოდა მუხოვანიდან.
შინ შებრუნება დააპირა და სწორედ ამ დროს გაიელვა ცაცხვის ქვეშ
თეთრრიდიანმა ლანდმა.
მიეახლა თუ არა, მთვარის შუქზე ვარდისახარი შეიცნო.
დარბაზში აიყვანა სტუმარი.
შემკრთალი ეჩვენა ვარდისახარი, ქუშამომჯდარსავით ქშინავდა დიაცი.
ჭაღები დააქვრეო, ეს იყო პირველი სიტყვა სტუმრისა. შემოგვისწრებსო ვინმე.
ეუცნაურა მისი ნათქვამი არსაკიძეს.
სელი მოუტანა და დასვა დიაცი.
დარბაზს თვალი მოავლო ვარდისახარმა, მიაშტერდა კედელზე დაკიდულ
ფარებსა დარკინის პერანგებს.
ისევ შეევედრა ვაჟს:
შუქირაღად გინდა, დააქვრეო ჭაღები.
«რად უნდა დავაქრო, ქალავ? ნონაის სძინავს, რატისეულ მხევალს, სხვა ვინღა
მოვა ამღამეში ჩემთან?»
თავათაც აიღო სელი, გვერდით მიუჯდა.
უფრო მეტად დამშვენებულიყო ტყვეობაში ვარდისახარი.
მოეწონა წაწალყოფილი.
ქედზე ხელი გადაჰხვია, აკოცა ყვრიმალში.
ნებას დაჰყვა დიაცი, წელზე ხელი მოავლო, მოიზიდა. თავი გადაუწია, დიდხანს,
დიდხანს უწუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
მერმე მოსწყდნენ ერთიმეორეს ვნებისაგან აღრეულნი.
თრიაქით მთვრალს მიუგავდა ვეფხისებრი თვალები დიაცს. ხორბლისფერი
ნაწნავები დაუხსნა არსაკიძემ, თავის გარშემო სამკეცად შემოგრაგნილი.
ადექი, ტახტზე დავჯდეთო, შეევედრა ვაჟი.
აქ მირჩევნიაო, აიჩემა ქალმა.
კიდევ შეევედრა ვაჟი, მაინც გაჯიქდა ვარდისახარი.
მივიდა ვაჟკაცი, ბალღივით აიყვანა გათქვირული დიაცი და ტახტზე დააწვინა
ძალით.
ქალი წამოდგა, ჯდომა სჯობიაო წოლას.
არსაკიძე გვერდით მიუჯდა ისევ.
თავი აარიდა საყვარლის ხვევნას ვარდისახარმა. შერისხა ვაჟმა, დიაცი ადგა,
ტახტის წინ დაიჩოქა, მუხლზე თავი დაადო არსაკიძეს. ბალღივით აქვითინდა. ვაჟმა არა ჰკითხა მიზეზი.
დიდი ხნის გაყრის შემდეგ მოსულს ანაზდად აუჩქროლდაო გული. ალერსითა
და ლაციცობით მოიოხეს ვნება.
წყალი ითხოვა სტუმარმა.
მოიკლა თუ არა წყურვილი, გამხიარულდა, ატიკტიკდა თავისებურად.
შორენა ზედაზენს იყო, გუშინ მობრუნდაო ძლივს, გურანდუხტი შინ დახვდაო.
«ტირილით გადაეხვიენ დედა-შვილი ურთიერთს. ქვა ადუღდებოდა მათი
შემხედვარე.
ნიშნობა იქნება მალე».
აქებდა, ადიდებდა ვარდისახარი გირშელს, ყველისციხის პატრონს.
ქვეშეცნეულად არ მოსწონდა ეს კაცი არსაკიძეს, არც მისი ხსენება იამა ახლა,
მაინც ყურს უგდებდა დიაცის ტიკტიკს.
«გუშინ თვალი მოვჰკარი, – განაგრძო ვარდისახარმა, – ჰშვენოდა ცხენზე ჯდომა
ერისთავს. გიორგი მეფეს მიჰყვებოდა ცხენდაცხენ. სულ რჩეულირაინდები ახლდნენ,
თორ-აბჯარში ჩაჭედილნი სრულად. სახის იერით გიორგი ბრწყინავდა, ახოვნებით
გირშელი – ყველისციხის პატრონი.
მოოქროვილი თორი ეცვა მეფეს, ხოლო ერისთავს მოვერცხლილი სრულად».
იჭვნეული იყო არსაკიძე ფრიად, განსაკუთრებით ვარდისახარის მიმართ.
დღემდის ვერეპატიებინა მისთვის ოვსთა მეფის ხარჭად ყოფნა ოდესღაც.
«შენ მაინც რომელი უფრო მოგეწონა, ვარდო, გიორგი მეფე, თუ ერისთავი
გირშელი?»
დამცინავი კილოთი შეეკითხა დიაცს.
კითხულმა ვერგაიგო დაცინვა.
«მართალი გითხრა, გიორგი მეფე, – მე არმიყვარს მამაკაცი ახმახი».
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ დადუმდა.
აივნიდან ჩქამი შემოესმათ.
მასპინძელი გარეთ გავიდა.
ძაღლი დარჩენილიყო ტალანში. ძირს ჩაუშვა, კარი გადარაზა ისევ.
ვარდისახარი ზეზე დაუხვდა. ამბობს:
«შინ უნდა წავიდე, თორემ შორენა არ დაწვება უჩემოდ. ტანზე უნდა გავხადო
ჩემს პატრონს».
«შეიცადე მცირე ხანს».
მიეახლა ვაჟი.
ტახტზე დასვა კვლავ. გვერდით მიუჯდა, თმა გადაუწია და ყურის ბიბილოზე
აკოცა.
ატიკტიკდა ვარდისახარი ისევე.
საიდუმლო უნდა გაგიმხილო ერთი. ფიცის ქვეშ გამანდოვო გურანდუხტმა,
შორენას დედამ.
დაინტერესდა არსაკიძე.
რა გიამბოო გურანდუხტმა ასეთი?
გაჯიუტდა დიაცი.
შეევედრა არსაკიძე კვლავ.
«მაშ შემომფიცე, შორენასაცრომ არგაუმხელ».
სამკეციფიცი დასდო არსაკიძემ.
«თურმე ნუ იტყვი, – იდუმალის ხმით დაიწყო ქალმა, – შორენა როდი ყოფილა
შენი ძუძუმტე». «მაშ ვინა?»
შეაწყვეტინა გაოცებულმა სიტყვა.
«მზექალაი, კოლონკელიძის ხარჭის ნაშობი».
«სადღაა მერმე მზექალაი?»
«აკვანშივე მომკვდარა იგი თურმე».
ვარდისახარი მცირე ხანს შესდგა, ისევ მიმოიხედა და განაგრძო:
«ჰოდა... მზექალაი ყოფილა ძუძუმტე შენი».
«მაშრად გვეუბნებოდნენ, ძუძუმტენი ხართო?»
«ალბათ მაშინაც იცოდნენ, ყმაწვილები რომ წაწლობენ ფხოვში, შეშინებია
გურანდუხტს, ამიტომაც დაუთქვამს ძუძუმტეობა თქვენი».
ესა სთქვა ვარდისახარმა. ცბიერად გაუღიმა საყვარელს. თითქოს უსიტყვოდ
ეკითხებოდა თვალებით: ხომ არგაგიხარდა, რომ არა ხარო შორენას ძუძუმტე?
გაოცდა არსაკიძე ამის გამგონე. დიაცისღიმილის შინაარსს არც კი ჩასწვდენია.
«მარტოკა იზრდებოდა კვეტარის ციხეში შორენა, აზნაურთაგანი არავინ იყო
ახლომახლო, მონები სად გაუწევდნენ მეგობრობას აზნაურს? სიყრმიდან ერთად
იზრდებოდით ორნი, ამაოდ დაუთქვამთ, ძუძუმტენი ხართო».
ესა სთქვა და კვლავ შეხედა გამომცდელი ღიმილით ვაჟს, გაკვირვების მეტი
ვერაფერი ამოიკითხა მის სახეზე.
ადგა და ისევ დააპირა წასვლა.
«ამდენი ხანია არშევყრივართ ურთიერთს, რად გეჩქარება შინ წასვლა, ვარდო?»
ეს უთხრა, თვალებში ჩახედა და დასძინა:
«სხვა ვაჟს ხომ არ დაადგი თვალი?»
გაწითლდა ანაზდად დიაცი.
საეჭვოდ ეჩვენა ეს გაწითლება ვაჟს. გაახსენდა: როცა გიორგი მეფეს აქებდა,
უცნაურად ელავდა მის თვალებში ვნება.
ქედზე წაავლო ხელი დიაცს კვლავინდებურად.
«ჭაღები ჩააქრე».
შეევედრა ვარდისახარი კვლავ.
ბრაზმორეული ეუბნება ვაჟი:
«არა, არჩავაქრობ ჭაღებს».
მარჯვენა ხელი წელზე შემოარტყა მტკიცედ, მარცხენათი გულისპირი აართვა,
შიშველ ძუძუებზე დაუწყო ლაციცი.
ნუო, შეევედრა ვარდისახარი, ოღონდ დღეს გამიშვი შინ, სხვა დროს გავეპარები
პატრონს, მთელიღამით მოვალო თუგინდ.
სხვა დროსო?
უარესად გახელდა ვაჟი.
სხვა დროს ეგებ სხვა მომინდესო მეც.
ქალი აილეწა.
ვაჟმა დაუყვავა.
ხელი დაავლო, ნატებით მოგებულ ტახტზე გადააწვინა.
გაიბრძოლა დიაცმა.
მუხლი დააჭირა მკერდზე ვაჟკაცმა, ცალი მკლავით ორივენი შეუკრა, ცალითაც
გაუხსნა მოვის პერანგის საკინძე.
მარგალიტისღილებს ნუ დამაწყვეტო.
შეევედრა ვარდისახარი.
ვაჟს აღარაფერი ახსოვდა უკვე................................. ყელზე ჰკოცნიდა, შიშველ ძუძუებზე ელაციცებოდა ხელით, წუწნიდა
გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
ხურვებაშეყრილივით უცახცახებდა მთელი სხეული დიაცს. თვალები
უბზინავდა, ნაკოცნი ტუჩები და ბაგეები უნაბისფერი გაუხდა, მაინც ებრძოდა ვაჟს.
ისევ შეუკრა ხელები არსაკიძემ, მარცხენა ძუძუ ამოუღო მოვის პერანგიდან,
დაუკოცნა, დაუსრისა გახელებულმა და როცა მარჯვენა გამოუღო ძალით,
საკოცნელად უნდა მისწვდენოდა, წამოვარდა, ხელი შეუშვა დიაცს.
«ესრა გატყვია ძუძუზე?»
ქალი გაწითლდა, გაინაბა, ვეღარწამოდგა.
ვაჟი ისევ დააცქერდა მარჯვენა ძუძუს, ნაკბილარები შეიცნო.
გაცოფებული ზეწამოიჭრა, მიახალა უკმეხად:
«მეძავო, მრუშო, კიდევ არიშლი ბოზობას? არგეყო რაც გათრია ოვსების მეფემ?»
ვარდისახარი წამოვარდა, საკინძე გაისწორა. ეუბნება არსაკიძეს:
«მხოლოდ ამასა გთხოვ, ნუ შეურაცხმყოფ უბრალოდ. შენ მზესა ვფიცავ,
არავისთვის გამიყვია შენი სიყვარული».
«ჩემ მზეს ნუ იფიცავ ამაოდ, შენი დაიფიცე, მრუშო».
ეუბნება ვაჟი, ჭირვეული ბალღივით აბაკუნებსფეხებს.
«დამშვიდდი, დამშვიდდი, – ევედრება ვარდისახარი, – ოღონდ დამშვიდდი,
ყოველივეს გიამბობ წვრილად».
«რას მიამბობ იმაზე მეტს, რაც საკუთარი თვალით ვნახე?»
ქალი ადგა.
საკინძე გაისწორა.
სამი მარგალიტი აეწყვიტა იჭვნეულს.
სად არისო ჩემი მარგალიტები?
სამივენი მოუძებნა არსაკიძემ, ხელში მიაჩეჩა გაწბილებულს.
«ალბათ ახალ კუროს უჩუქნია ესენი შენთვის თან წაიღე, არ დაგავიწყდეს.
საჩუქრებზე ხარბი ხარ, ვიცი».
«შორენამ მაჩუქა მოვის პერანგი, მარგალიტისღილებიანი, გუშინ».
ვაჟმა გესლიანად გაიღიმა.
ქალმა ეს უთხრა მხოლოდ:
«თუ ჩემს სიტყვას არერწმუნები, ისე იფიქრე, როგორც გენებოს».
ქალის სიმშვიდემ უარესად გაახელა ვაჟი.
«სთქვი ახლავე, ვისია ეგ ნაკბილარი, თორემ ცოცხალი ვერგახვალ აქედან».
ვარდისახარი მიეჭრა, ტუჩებზე დააფარა ხელი.
«იყუჩე, შმაგო, მხევალი არგააღვიძო, მოითმინე, გიამბობ ახლავე».
«ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ვეტყვი, ბოზირომა ხარ და გამტეხელიფიცისა».
კაბა გაისწორა ვარდისახარმა.
გულხელდაკრეფილი დაჯდა სელზე და უამბო ყოველივე, რაც შეემთხვა სამი
დღის წინათ.
მეფის მალემსრბოლი მოვიდაო ხურსის სასახლეში, იმან მიყოო ეს ყოველივე.
«ის გერჩია, მოეკალი მალემსრბოლს მეფისას».
ქალი იჯდა, სტიროდა საწყალობლად:
თავზე დაადგა არსაკიძე:
«თუ მრუში არა ხარ, რად შეუშვი უცხო კაცი მარტოხელამ შინ?»
«შენ თვითონ იფიქრე, როგორ შემეძლო ტყვეს მეფის მიერ წარმოგზავნილი შინ
არშემეშო? არც თუ მარტო ვყოფილვარ, მხევალი მელანია შინ იყო, მაგრამ დასძინებია მაგ
ჩემი ცოდვით სავსეს».
«შენ თუ არა სტყუი, მაშრა ერქვა მაგ მალემსრბოლს მეფისას?»
ქალი დაფიქრდა. თავი აიღო, თვალებში ჩააცქერდა ვაჟს, ყოყმანით ამბობს:
«ავშანისძე გლახუნა».
???
ზეწამოიჭრა არსაკიძე.
«მიტომაც აქებდი მეფე გიორგის, ბოზო?»
ეს უნდოდა ეთქვა, ენისწვერზე დაიჭირა სიტყვა.
გაიფიქრა თავისთვის:
«კიდევ უარესი, გიორგი მეფე ყოფილა თავათ, კბენას არ დაგაჯერებდა იგი».
ახლა სავსებით დარწმუნდა, მიღალატაო წაწალმა უცილოდ.
მიახალა დიაცს:
«აბა ადექი ახლავე, აღარგნახოს ჩემმა თვალებმა, ბოზო».
აქვითინდა დიაცი, ისევფერხთით დაუვარდა. მუხლებს უკოცნიდა:
ნუ გამწირავ, უბრალო ვარო, სავსებით.
თუ შენ არწახვალ, მე გაგეცლებიო ახლავე, – მიახალა ვაჟმა.
წამოვარდა პირგამეხებული ქალი.
ცრემლები მოიწმინდა, რიდე მოისხა:
«მე წავალ, მაგრამ შურს ვიძიებ, იცოდე».
როცა კიბეზე ჩააცილა არსაკიძემ სტუმარი, მთვარის შუქზედაც ამჩნევდა:
მხრების თავები უტოკავდნენ ვარდისახარს.
ეს ამბავი მოხდა პარასკევს, ურჩხულის დღეს...
XXIX
Pour ètre plus qu’un Roi
tu te crois quelque chose.
თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,
უნდა წარმოადგენდე კიდევაცრაიმეს.
მთელიღამე არსძინებია არსაკიძეს.
ძაღლები ყეფდნენ ცაცხვების ქვეშ. ვიღაც აფორიაქებდარატისეულ სასახლეს.
არსაკიძე ადგა.
ხმალი შეირტყა და ბაღჩაში გავიდა. ხილნარში არავინ აღმოჩნდა. ძაღლები გარს
შემოერტყნენ, კუდს აქიცინებდნენ, თათებს უცაცუნებდნენ, ეალერსებოდნენ ახალ
პატრონს.
ეძინათ ყვავილებსა დაფუტკრებს.
უცნაური ზუნი ისმოდა სკებიდან, ძილში გალობდნენო ეს საყვარელი მწერები
თითქოს.
შორიდან, ძლიერშორიდან მოდიოდა ხოხბის ყივილი.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობიღამეს.
თეთრი, მთლად თეთრი ღრუბლები ელავდნენ მთებზე, ეს ღრუბლები, ეს
ზეთისხილისფერი მთები ისეთი გამსჭვირვალენი იყვნენ, სადაცაა მოეშვებიან მიწას
და გაიქნებიანო ეთერში. მათ ქვემოთ, არაგვს შეყოლილი ბარი ზღვას მიაგავდა ლაზისტანის ყურეში
მთვლემარეს.
იდგა არსაკიძე, იგონებდა ზღვასა და სიყრმეს..............................................
შინ შებრუნდა.
ხმალი შეიხსნა, ძილი არსად სჩანდა მაინც..............................................
ვარდისახარმა შეაშფოთა მისი გონება.
...ესღალატი? იგი არყოფილა მოულოდნელი.
ამაზე უფრო უცნაური სხვარამე იყო: შორენარომ არაღმოჩნდა ძუძუმტე მისი!!!
ძუძუმტე!!!
მზექალაო?
ახლა იგონებს არსაკიძე: დედა ახსენებდა წარამარა ამ სახელს ერთხელ აწირვინა
კიდევაც მისდა სალხენად ხუცს.
იწვა ბნელ დარბაზში პირაღმა. ისევ შორენას ეპოტინებოდაფიქრი.
...და როგორც თიბათვის მიწურულს, სკაში გამოჩნდება თუ არა დედაფუტკარი
ახალი, აიყრებიან, აზვავდებიან მამლები, გამოუდგებიან გაქცეულ დედოფალს, ასე
წამოიშალნენ მისიფიქრები და გასდიეს შორენას ამ წუთში.
მართალს ამბობს ვარდისახარი.
თავათ იგონებს ყოველივეს წვრილად, მზექალაის სიკვდილის შემდეგ
ლაზისტანს წავიდა არსაკიძის ოჯახი, ხუთი წელი მანდ დაჰყვეს,
კონსტანტინოპოლში – ათი. ბოლოს კვლავ მიბრუნდნენფხოვს.
გუშინდელ დღესავით ახსოვს არსაკიძეს შორენასთან შეხვედრა კვლავ, ახლად
შეღერებული გოგონა იყო, ღაწვისთავებზე სცემდა ქერა კულულები. ხტოდა,
უსტვენდა, ცელქობდა ბიჭსავით, ფაფარზე მოეჭიდებოდა, დააჭენებდა უბელო
ცხენებს.
არსაკიძემ გადასწყვიტა: უთუოდ ენახა ამ დღეებში კოლონკელიძის ქალი. რაკი
გურანდუხტი მცხეთას ჩამოსულა. არგაძნელდებოდა შორენას ნახვა.
ისევე როგორც ფხოვში, მიუწვევლად შეივლიდა კოლონკელიძიანთ ოჯახში, ისე
უბრალოდ, როგორც ძუძუმტე მივა ხოლმე ძუძუმტეს სახლში. გაახსენდა: ამ კვირას
იმდენი საქმე ჰქონდა, გაძნელდებოდა ასეთი რამ. მარტოკაც რომ შეხვედროდა, მერმე
რა?
თავათ ხომ ვერა ჰკითხავდა არსაკიძე, ფიცი ჩამოართვა ვარდისახარმა (რა
ვუყოთ, რომ თვითონ ფიცისგამტეხელი აღმოჩნდა დიაცი?) როგორმე უნდა გაეგო
არსაკიძეს: შორენამ თუ იცოდა ეს ყოველივე?
უცნაური რამ მოხდა მაინც: ერთის დაკვრით შეიცვალა სიყრმის მეგობარი მის
თვალში.
მოაგონდა ისღამე, სამთავროს ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ.
ეზოსმოძღვრის ყორნისფერი ანაფორა დალანდა.
რიდემოსხმული, თავჩაქინდრული მიდიოდა შორენა თავის მოახლეთა შორის.
საოცარი ტანჯვის იერი გადასდიოდა სახეზე. თვალს არიდებდა ცნობისმოყვარე
დიაცების ბრბოს.
მჭმუნვარე ფერნამკრთალობა განრთხმულიყო მის სახეზე, მხრებზე, მთელს
ანაგობაზე.
მოურიდებლად უჭვრეტდნენ მლოცველები, მაინც მიდიოდა ქედმაღალი და
გულმართალი, ამაყად მიჰქონდა ბედისაგან დაკისრებული კირთება.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და წარმოუდგა მარჩბივი ჩვენება. ვარდისახარი ამოუდგა
შორენას გვერდით. კისკისა,
ტიკტიკა,
ფეროვანი, ჭარბვნებიანი, სიცოცხლეზე შეყვარებული, მარად სიმდიდრის
მონატრული და მქირდავი ბედისა.
მხოლოდ ვნებისათვის, მხოლოდ სარეცელისათვის გაჩენილა ეს აშარი დიაცი.
...ეგეც კმაროდა მისგან: საყვარელი ხელიდან ეცლებოდა და სამი ცალი
მარგალიტის დაკარგვას მისტიროდა ხარბი.
ახლა ესეც მოაგონდა არსაკიძეს: როგორ ეკვინტრიშებოდა ვარდისახარი
კვეტარის ერისთავს!.....................
...ავხორცი იყო კოლონკელიძე. მხევლებს, მექათმეებს და ხაბაზებსაც არ
ზოგავდა, ისეთ დიაცებს, თორნის პურის, ხინკლის და საბუდარის სუნი რომ უდისთ
მუდამჟამს.
მისი ბუშების გაბარებისაგან სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული გურანდუხტს,
საბრალოს.
არსაკიძემ თავათ წაუსწრო ერთხელ, სამრეცხაოში მიემწყვდია ვარდისახარი
ერისთავს, გათქვირულ, შიშველ მკლავებზე სჩქმეტდა.
ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს
გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ
ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად
დააცხრეს ვნებას.
როცა შორენა და ვარდისახარი პირისპირ წარსდგნენ არსაკიძის წარმოდგენაში,
ოვსთა მეფის ხარჭაყოფილი კოლონკელიძის ქალმა დაჩრდილა ანაზდად.
ოდნავ ტლანქი, თითქმის მამაკაცური ხელები ჰქონდა ვარდისახარს, როცა თმას
გადაიწევდა, საკმაოდ მოზრდილი, მოყვითალო ყურები გამოუჩნდებოდა ხოლმე, ხმა
ჰქონდა ბოხი, იგიც მამაკაცური ოდნავ.
ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც
ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები,
ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.
ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულად.
კედლისკენ მიბრუნდა არსაკიძე, თვალები დახუჭა, დაძინება სცადა, ადრე უნდა
გასულიყო ხარაჩოებზე.
ზანზალაკების ჟღარუნი ისმოდა შორიდან, შოლტის ტლაშუნი კეპავდა ღამეს,
არაგვის შუილი მოდიოდა მაინც, რომელიღაც ჩიტი აჭიკჭიკდა, ბულბული არ უნდა
ყოფილიყო იგი, გაბმულად უსტვენდა სირი, ასე ეჩვენა არსაკიძეს, გულის მიჯნურს
უხმობსო ბნელში.
ძაღლები აყეფდნენ სადღაც, ისევ დავარდა მყუდროება, ქათმებს დაუქშია
ნონაიმ, ჟრუნი შუქი შემოადგა სარკმლებს და ძილმა გააბა პოტიკი მოლულულ
წამწამებზე ძლივს................................................................................................
....................ეზმანა: შემოდგომის წყნარ დღეს მიდიოდა ვითომც თავთუხის ყანებში.
მუხლისთავებზე სცემდა მწიფე თაველები, ყაყაჩოები ჰყვაოდნენ ირგვლივ. წითელი
ჯახველი და კუნელი ელავდნენ აქა-იქ, მუხა იდგა ველზე, შტომრავალი და დიდი.
ქედნები შემომსხდარიყვნენ ზედ.
ტკბილად, ტკბილად ღუღუნებდნენ ქედნები...
სარწყავი რუები გადმოეშვათ კორდიდან. ხვატისაგან დახეთქილი მიწა ხარბად
სვამდა წყალს. საცეხვავის დარი დათვოულები გაემართათ ამ რუზე. დაქანცულ
აქლემებსავით აკანტურებდნენ ეს ახმახი დათვოულები თავს. დაესხმოდა წყალი
ძელის ბოლოს გამართულ გეჯაზე, აყირავდებოდა ძელი, გადმოიღვრებოდა წყალი,
გაადენდა დათვოულიფიცარზე ბრაგვანს.
კვლავ შეიმართებოდა ძელი, კვლავ ივსებოდა გეჯა, კვლავ იღვრებოდა წყალი
და ისმოდა დათვოულებისრახუნი მორებზე.
განა თუ ერთი იყო დათვოული. სანამ თვალი გასწვდებოდა თავთუხის ყანებს,
ყველგან იდგნენ დათვოულები, მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმულირახუნი...
მთლად საოცარი ეს იყო: ამ დათვოულების მიუხედავად, მაინც გავსილიყო
თავთუხის ყანები დათვებით. კოტრიალებდნენ, ღრიალებდნენ მხეცები, ტორებით
თქერავდნენ პურეულს.
მიდის არსაკიძე ყანაში, ხედავს, – შორენა მოადგა გაღმიდანრუს.
ისკუპა ისე მკვირცხლად ქალმა, ისე, როგორც ნადირობის დროს ეს სჩვეოდა
ფხოვში.
მოდის. მოარღვევს თავთავების ზღვას. თოვლივით თეთრი აცვია სამოსი,
სოსანისფერი საწმერთული ზედ.
თავი დახარეს თავთუხის თავთავებმა, ნაზად იზნიქებიან ყაყაჩოებიც.
ერთბაშად მოსწყდნენ მუხის შტოებიდან ქედნები, მხრებზე შეასხდნენ
შორენას და მორთესღუღუნი.
აღრიალდა ორი დათვი შორენას დანახვისას. მწიფე წაბლისფერი ერთი,
გვიმრისფერი მეორე.
ზეაღიმართნენ, მოალაჯებენ კაცურად, ღრიალით მიაშურეს ქალს.
მიარღვევს არსაკიძე თავთუხის ზღვას, უნდა მიუსწროს, გაჰკვეთოს ორივენი
ხმლით, გადაარჩინოს გულის სწორი განსაცდელს.
ხმალი მოიზიდა არსაკიძემ, მაგრამ გაუჩხიბავს ვიღაცას ხმალი. მიეშურება, –
თაველების ფხა ედება ფეხებზე, მუხლები ისე დაუმძიმდა, ჩაფლულაო ფისით
გავსილ ზღვაში.
დათვები ღრიალებენ, ტორით თქერავენ ოქროსფერ თავთავებსა და წითელ
ყაყაჩოებს, სადაცაა ეცემიან და გაბდღვნიან შორენას.
«ჰარაი»!
ყვირის არსაკიძე, მაგრამ აღარერჩის ხმაც.
«ჰარაი!!!» ყვირის არსაკიძე და მიარღვევს ყანას, ყანას კი არა, ფისის ზღვას,
თავთუხისფხა ებლანდება ჩოხის კალთებზე, ვერიძვრის ვაჟკაცი.
დათვები ფერხთით დაუწვნენ შორენას, აღარ ღრიალებენ, აღარ ტორავენ მიწას.
შორენამ თავზე ფეხი დაადო ერთს, საწმერთულის ტოტი გამოუჩნდა, ვაზის
ფურცლებიც, ზედნაქარგი ოქროთი. მერმე დასწვდა ორივეს, ეალერსებოდა ორივეს
ქეჩოზე.
შორიდან შესცქერის გარინდებული არსაკიძე, თუ ვით ეფერება მისი უნაზესი
მეგობარი მხეცებს..............................................................................................
ქედნები შემომსხდარან შორენას მხრებზე, სულზე უტკბესს სძლისპირებს
გალობენ, ნაზად იდრეკენ წითელი ყაყაჩოები კლერტოებს, იზნიქებიან ოქროს
თაველები, თაყვანსა სცემენ სანატრელ სასძლოს. დათვები მის ფერხთით წვანან,
ვნებამორეული აფახულებენ თვალებს................................................
სწორედ ასეთ დროს გააღვიძა არსაკიძე ნონაიმ.
დარბაზში მკრთალი შუქი იდგა.
აბრძანდი, ბატონო, მორიელებმა გამოსტეხესო ქვითკირი. XXX
«ვეფხის დღესაა განსაცდელი მოსალოდნელი».
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შიში უცხო იყო არსაკიძისათვის.
რა დროს მორიელებია? დამაცალეო ძილი.
«თუ არგჯერა, აგერგაჩვენებ, ბატონო».
ესა სთქვა, ორი მორიელი აჩვენა ჩხირზე წამოგებული ნონაიმ. არსაკიძე
გაოცდა.
«ერთი ჩემს სამყოფლოში მოვკალი წუხელ, ერთიც ამ დილით, შენი
სასთუმალის გასწვრივ».
არსაკიძე წამოდგა.
ჭაღები აანთეს, გოგირდი დაახრჩოლეს. სჩხრიკეს დიდი დარბაზის კედლები.
სასტუმროს, საწოლის, მხევალთა სამყოფლოის ხვრელები და ჭუჭრუტანები,
ვეღარსად ნახეს სხვა.
ჭაღი აიღო ნონაიმ, ეგებ სარდაფში წავაწყდეთო რაიმეს, ობობის ქსელით
დაბლანდული იყო ირგვლივ ყველაფერი.
ობის სუნი იდგა სარდაფში.
დაჟანგული თორები და ზუჩები ეკიდა კედლებზე. კაცისა და ცხენის
ჯავშანები, უნაგირები, საბარკლენი, სამკლავენი, პოლოტიკნი და ბექთარნი, შუბები,
წათები, ხარჩა და ქიმურჯნი დიდ-დიდნი, საბრძოლო ბოძალნი, ჯიხვისა და ირმის
რქები, ჩუგლუგები, დაჟანგული ხმლები.
ღამურებით გავსილიყო იქაურობა.
თავქვე ეკიდნენ მღამიობები ჭერზე. ჭაღის შუქზე დაფრთხნენ, წრიპინი
ასტეხეს, მორთეს რიალი ირგვლივ. აწყდებოდნენ ჭერსა და კედლებს, ტყაპანით ძირს
სცვივოდნენ ზოგნიც, ფართხალებდნენ საწყალობლად მტვერში.
ერთ კუთხეში ირანული განჯინა იდგა, სადაფებით მოოჭვილი. ძველი
ეტრატები ეყარა ზედ, ხატების ნამუსრევი, ძველებური სამაჯურები, აზარფეშები და
ფიალები.
სიძველეთა მოყვარული იყო არსაკიძე, მორიელების ამბავი გადაავიწყდა.
განჯინას მიადგა, ამ ძველ ნივთებს დაუწყო ჩხრეკა.
სათითაოდ ხელში იღებდა, მტვერს აცლიდა, უჭვრეტდა, თარიღებსა და
წარწერებს უთვალთვალებდა.
ფიალებს შორის სავსებით უცნაური ნივთი იპოვნა ერთი, მტვერსა და
დინგელში ამოგანგლული სრულად.
გასწმინდა, დინგელი შემოაცალა.
ეს აღმოჩნდა ბეჭდისდარი ტვიფარი სპილენძისა, მელის სახე იყო ამოჭრილი
ზედ.
ჭაღთან მიიტანა არსაკიძემ ტვიფარი, არავითარი თარიღი არაჩნდა მას.
«ესრაღაა, ნონაი?»
ეკითხება მხევალს.
ნონაი დადუმდა. გაოგნებული შეაშტერდა პატრონს. მუშტით მოიკუმა ბაგე.
არმოეშვა არსაკიძე მხევალს.
არარისო მართებული მიცვალებულის აუგად ხსენება, – ამბობდა მხევალი. ისევე შეევედრა არსაკიძე ნონაის, უნდა მამცნო, თუ რას მოასწავებსო ეს
ტვიფარი მელის სახისა?
ბოლოს ვეღარ დაიტია საიდუმლო დიაცის გულმა.
«ეს მოხდა ჟამიანობის წელს, მე ახლად მოყვანილი ვიყავი აფხაზეთიდან ამ
სახლში. ხუთშაბათს, თებერვლის სამს, ნაშუაღამევს, სამჯერიძრა მიწა.
ღართისკარის ციხე დაზიანდა იმ წელს. სამეფო პალატები ჩამოიქცა
უფლისციხეში.
მეფე გიორგი ომში იყო, აღარმახსოვს ვის ეომებოდა მაშინ.
სამი კვირის შემდეგ ჟამიანობა დაიწყო, მამათა მონასტერში დიდძალი ბერი
იმსხვერპლა სენმა, ჟამმა მოჰკლა მცხეთის მიტროპოლიტი იოანე.
ბოლოს მეციხოვნე ლაშქარს მისწვდა ის წყეული. ერთ თვეში ათასამდე
მონასპა დაიხოცა არაგვის კარისა და ხუნარისას ციხეებში.
მუცლით მეზღაპრენი მეორედ მოსვლას აუწყებდნენ ხალხს. ქადაგად დავარდა
დაყუდებული ბერი, ანთიმოზ.
ხალხს ამცნო: მწვალებლები არიანო მცხეთაში და ამიტომაც განრისხდაო
უფალი.
შესმენილ იქმნა მელქისედეკ კათალიკოსის წინაშე ხურსი აბულელი და მისი
სახლთუხუცესირატი.
ხურსი ვერ შეიპყრეს, რადგან ჯერ კიდევ სარკინოზებთან გაქცევამდის,
მთიულებთან იმალებოდა ხურსი. მოგეხსენება, დაბალ ღობეს უმალ მისწვდებიან.
ფიწლებით შეიარაღებული ბრბო შეუცვივდა სასახლეში რატის, მცირე ხანს იმ
კოშკს შეაფარა საცოდავმა თავი, სწორედ მაშინ მოარღვიეს ჩარდახი კოშკს, ცეცხლი
შემოაგზნეს, გამოიყვანეს ძლივს.
ჩაქოლვა უნდოდათ, მაგრამ მელქისედეკმა შეივრდომა. ბოლოს მოვიდა
ეზოსმოძღვარი ამროსი.
მელის ტვიფარით დავდაღოთო ეშმაკის კერძი.
ამ სარდაფში შემოათრიეს ბედკრული.
ეგ ტვიფარი გაახურეს ცეცხლში, მელის სახით დადაღეს, როგორც მწვალებელი
და სატანის თანაზიარი».
«შენრა გგონია, ნონაი, ახლა, ბრალი თუ მიუძღოდარაიმერატის?»
შეეკითხა არსაკიძე.
«მენა? მწვალებლობისა რა მოგახსენო, ბატონო, ერთი ბნელი დიაცი გახლავარ
მენა, ან ამდენი სად გამეგება, მაგრამ ეშმაკი, რაც მას ვემსახურებოდი ათი წლის
მანძილზე, ეშმაკი თვალით არმინახავს ამ სასახლეში, მენა».......................................
არსაკიძე დადუმდა.
კვლავ აიღო მელის ტვიფარი ხელში. ახლა უფრო დაკვირვებულად დაუწყო
ჭვრეტა.
ნონაიმ ყოველ კუთხეში დაახრჩოლა გოგირდი.

საუზმის დროს ისევ მორიელების გამო ჩამოაგდო ნონაიმ სიტყვა.
რატის ვაჟი, საცოდავი ვაჩე, დაკბინესო ამ სარდაფში მორიელებმა.
«ოდითგანვე წყევლა სდებია რატის ოჯახს, მესამე მუხლის ნაშიერთაგანს
ყოველს მორიელი დაჰგესლავდა თურმე».
გულში გაეღიმა არსაკიძეს ამის გამგონეს, მაინც ბოლომდის მოუსმინა მხევალს. «ნადირობიდან მობრუნებულიყო რატის ვაჟი გვიან, შესულიყო სარდაფში,
აფათურებდა სიბნელეში ხელს და სწორედ ამ დროს მისწვდენოდა მორიელი თურმე.
და ეს მოხდა ურჩხულის დღეს»...
ნაღვლიანად დასძინა ნონაიმ.
ურჩევდა არსაკიძეს მხევალი:
«გიორგი მეფე დიდად გწყალობს, ბატონო, სთხოვე სხვა სასახლე მოგიჩინოს
სადმე, თუ მეც თან წამიყვან, ხომ კარგი, თუ არადა ჯვარი გწერია ჩემის თვალისაგან,
მე მაინც განწირული ვარ, ბატონო, სხვასაც ბევრს შეაძლიეს ეს სასახლე შენამდი,
არავინ დადგა ამ წყეულ სახლში. მხოლოდშობილი ხარ დედიშენისა, მებრალები
ვაჟკაცი, ბატონო».
გაიღიმა არსაკიძემ.
«ეჰ, ჩემო ნონაი, მე ხმლით სიკვდილი დამითქვა მუცლით მეზღაპრემ ერთმა,
ასერომ მორიელის გესლი ვერას დამაკლებს».
არსაკიძე ადგა, წასვლა დააპირა.
შეევედრა ნონაი, – ცუდი სიზმარი მქონდა, ბატონო, ნუ წახვალო სამუშაოზედ
დღეს.
სამაგიეროდ მე მქონდაო კარგი სიზმრები, – გაიცინა არსაკიძემ.
შინიდან გამოსულმა პირჯვარი გადაიწერა მაინც.
ნისლი დასწოლოდა ხილნარს. გიშრის ორნამენტებივით მოსჩანდნენ ტოტები
და შტოები. ფოთლებს სილურჯე გასცლოდა, მდელოს გახუნებოდა ფერი. ცვარის
ნიჟარები ცახცახებდნენ ყვავილების სათუთ წამწამებზე.
ჯანღს დაებურა მთები.
დაძრულიყო ნისლი კავკასიონის თვალშეუდგამ ქარაფებიდან, ხეობებიდან,
ღრანტებიდან გადმოხვეწილი გამოჰყოლოდა არაგვის ხეობას და აევსო ქვეყანა
არმურით...
თემშარაზე გასულს ზანზალაკების ჟღარუნი მოესმა. ქიმერებივით
მობობღავდნენ აქლემები ნისლში. გამვლელები დალასლასებდნენ ირგვლივ,
როგორც ლანდების უცნაური ბერიკაობა.
აღარა სჩანდნენ მეფისა და კათალიკოსის სასახლეები, მათი მიმდგომი
გალავნები, ციხე-კოშკები, ქვითკირები, ქარვასლები, ფანჩატურები.
ცისკიდურებზე ნაჩრდილევიც აღარსად იყო.
ამ ნისლში ჩაფლულ სასახლეებს, ციხეებს და ფანჩატურებს, ყველას ზედ
დასცქეროდა სვეტიცხოველი.
ნისლს ვერ დაეთრგუნა მისი უცნაური ტანკენარობა და ისეთ წუთებში, როცა
შენობებსა და ხეებს, კაცსა და ცხოველს, ყვავილსა და ფოთოლს, ყველას გასცლოდა
პირველადი მშვენება და ხალისი, იდგა ეს ტაძარი უფრო დიდებული, ვიდრე
ნამდვილად იყო ამ წუთში.
წვრილმანი ზადი ნისლს დაეფარა, ხოლო ანაგობას მისას ვერ მორეოდა იგი,
ასერომ შორიდან მაცქერალს დასრულებული ეგონებოდა ტაძარი.
ჟამის მანძილიდან შესცქეროდა გახარებული ოსტატი თავის ქმნილებას.
«როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს,
სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც.
მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა?
სხვარა ევალება ამქვეყნად ოსტატს თუ არჭიდილი წარმავლობის ნისლთან?»
გადაელახა ზედაზენისა და არმაზის მთები, ტაშირისა და ტაშისკარისკენ
დაძრულიყო ნისლი. ●
ტაძრის კარიბჭესთან უხიაგი ამბავი დაახვედრეს ახალი: გუმბათზე ფიქალის
დაგებისას ფეხი დაუცურდა თურმე კირითხუროს კარაისძეს სტეფანოზს, მიწამდი არ
დაჰყოლია მაგ უბედურს სული.
შემზარავ სანახაობას წააწყდა ხუროთმოძღვარი მეფისა. ტვინი და თმები
ურთიერთში აღრეულიყო. არსაკიძემ ბრძანა და ტაძარში დაასვენეს მისი ადღვებილი
ნეშთი. ტაძრიდან გამოსულს სამცხელი მონები შემოეხვივნენ გარს.
უმი მხალის მეტს არას გვაჭმევენ, აღარარისო სამუშაო ღონე.
ასისთავმა შემოსჩივლა: ცამეტი მონა გაგვექცაო წუხელ.
«წავალ, ვინახულებ განმგეთუხუცესს, ეგებ საკვები მისცენო რიგიანი მონებს».
ეს გაიფიქრა არსაკიძემ, გამობრუნდა გულარეული.
გალავნის კარებთან კალატოზი შემოეყარა ყბაახვეული. გუშინ საღამოს ბერძენ
მუშებს გვცემესო ლაზებმა.
კირითხუროი ბოდოკია ახმობინა არსაკიძემ, გულმართალი კაცი იყო ბოდოკია,
ლაზი.
დაამოწმა მოხუცმა: მართლაც სცემესო ლაზებმა ბერძნებს, ისიც დასძინა: ჩვენს
ლაზებს მიუძღოდათო ბრალი.
ახალგაზრდა მონა წათაია წასტანებია ბერძნის ულუფა ოსპის წვენს.
აყვირებულა ოსპის პატრონი, წათაიას შემოუკრავს და წაუქცევია ბერძენი.
ბერძენს ბერძნები მიშველებიან, შემოკრებილან ლაზებიც, წასარჩლებიან ლაზს,
ვაგლახად დაუჟეჟავთ ბერძნები.
არსაკიძემ სასტიკად დატუქსა თვისტომნი და გადავიდა ტაძრის ეზოდან.
მზეს ყური ამოეყო უკვე. ჯერაც ისეთი ყვითელი იყო იგი, როგორც კვერცხის
გულირძეში ნახარში.
ნელ-ნელა გაიფანტა ნისლი, ჰაერი ამღვრეული მოსჩანდა მცირე ხანს, როგორც
არაგვის საგაზაფხულო დიდროაის ჟამს.
ციხეების კბილოვანი ქონგურები გამოჩნდნენ ცისკიდურებზე, კოშკების,
სასახლეების, ქარვასლების ზეთავები მოიხატნენ ცაზე.
ჯერ ნახშირისებრ მრუმე ხაზებით გარსმოვლებულნი მოსჩანდნენ ისინი.
გამოხდა ხანი, მუქი სვირინგები გაიცრიცნენ მინისფერფონზე.
ლაინისფერი და იისფერი ებრძოდნენ ურთიერთს ცარგვალზე მცირე ხანს,
ენდროსფრად შეიღებნენ დურაჯისფერი ქულები, კრაველებივით მიმობნეულნი
ცაზე, ბოლოს სოსანისფერი წამლებით შეღება ღრუბლები უჩინარმა არსთა მხატვარმა,
იფეთქაფურცლოვანში სიმწვანემ და აჟღურტულდნენ ჩიტუნები საამოდ.
სასახლის ბაღშიფარშავანგები ჩხაოდნენ უკმეხად.
ნაშუადღევამდის უცადა არსაკიძემ განმგეთუხუცესს, მერმე ასე უთხრეს:
უფლისციხიდან მოველითო. მცირე ხნის შემდეგ თუ შემოივლი, აქ დაგხვდებაო
უცილოდ.
თავი სტკიოდაღამენათევს.
ასე იფიქრა:
ბაღში გავივლი, გამიაროსო, ვინძლო ტკივილმა.
ალუჩების მწვანეში ბულბულები უსტვენდნენ. წინა ღამით დაწყებულიყო
ხეხილიდან ყვავილების ცვენა. მიწის წვენით დაბერილი კვირტები უღიმოდნენ მზეს. თოვლის ფიფქივით
მოეჩითა ყვავილთა ნამუსრევს მიწა, ახლაც მოციალებდნენ ისინი ჰაერში ამოდ.
მშვლები დაჯირითობდნენ ბაღში.
კოლონკელიძისეულ ირმებს თვალს შევავლებო, ეს გაიფიქრა არსაკიძემ,
საჩიხესკენ მიმავალს დაადგა ბილიკს.
საჩიხეს ფალანგთან სეფე-მოახლენი დაუხვდნენ სამნი. ვერც ერთი ვეღარ იცნო
ლაზმა.
ერისთავის ქალს ვახლავართო, ამბობდა ჭორფლიანი მოახლე.
საჩიხეში შესულიყო თავათ შორენა. ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა ნებიერას.
გარინდებული იდგა ლომისფერი ირემი, ალერსიანი თვალებით შესცქეროდა თავის
გამზრდელს.
ადამიანსა და ნადირს უსიტყვოდაც ეპოვნათ საერთო ენა.
ნესტოები დაბერვოდა ნებიერას, აპაკუნებდა გიშრისფერ ჭლიკებს. მხოლოდ
მაშინ მოიხედა შორენამ, როცა ირემი შეკრთა უცხო პირის მიახლებისას.
ველის ყაყაჩოსავით შეუწითლდა ღაწვები ქალს. თვალებიდან იელვა
ზღვისფერმა სილურჯემ.
გახარებულმა მიაძახა:
«უტა!»
ეს არიყო ბავშვობაში შერქმეული უბრალო სახელი, არამედ გაცილებით უფრო
ტკბილი, ვიდრე მოგონება სიყრმისა, დედის ალერსს იტევდა იგი, დაღუპული მამის
გლოვას, ლაზისტანის მშობლიური ზღვის შრიალს, ფხოვში გატარებულ სიჭაბუკის
ლხენას.
ამ სიტყვაში კვლავ განეცხადა მას ის ბედნიერი წუთები, როცა პირველად
შეხვდნენ ისინი ურთიერთს ფხოვში, როცა არც ერთმა მათგანმა იცოდა, თუ რა იყო
მათ შორის ქალი და ვაჟი.
ახლა?
ახლა უკვე დობილის ხმაროდი იყო ეს, არამედ ძახილი ქალისა.
არსაკიძე მიეჭრა, მაგრამ კვლავინდებურად გადახვევა ვეღარ შეჰბედა, ორივე
ხელი დაუკოცნა სახეალეწილმა.
შორენა გაოცდა ანაზდად, მაგრამ არა უთხრარა, მარჯვენა ლოყაზე აკოცა ვაჟს.
მყისვე შეამჩნია ყვავილის მიერ ოდნავ დაკენკილი სახე. ეკითხება შემკრთალი:
«რა მოგივიდა, უტა?»
არსაკიძეს არც კი ახსოვდა, ნაყვავილევი რომ აჩნდა სახეზე, იფიქრა:
ძველებურად რომ არმოვეხვიე, ეუცხოვა ქალს, ალბათ.
«რაო, რას იკითხავ, შორენა?»
«რა მოგივიდა სახეზე, უტა?»
«ყვავილი მოვიხადე მცხეთაში».
«ვინ გივლიდა, ბედშავო?»
«გომურში ვეგდე უპატრონოდ, გარეუბანში, მონაზონი მივლიდა სამადლოდ
ერთი».
არსაკიძის თვალი შორენას ანაგობას მისწვდა.
ალმასის ქუდი ეხურა ერისთავის ქალს, კვერნის ქათიბი ზედ ეცვა,
მარგალიტის საყბეურებით და ხოხბისყელისფერი საწმერთული, ოქრომკედით
ტოტებმოქარგული. წინა ღამის სიზმარი მოაგონდა ანაზდად, ყაყაჩოებისა და თაველების
თაყვანისცემა. თავთუხისფერი თმები ჰქონდა შორენას, თვალებში უელავდა
ლაზისტანის ზღვისა სილურჯე.
გაოცდა არსაკიძე: რა მალე ამიხდაო ზმანება.
ფაქიზი იყო ამ დილითაც იგი, როგორც ქერუბიმის ფრთენი, ხმა ჰქონდა
წკრიალა (ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშას შებმულნი!..). როცა საჩიხედან
გამოვიდნენ, მოახლეების სახეზე გაოცება ამოიკითხა ლაზმა.
სჩანდა უკვირდათ კიდევაც: რად მიესალმაო ასე ტფილად ერისთავის ქალი
ვიღაც «ფხოველს», კირით მოთხუნულ ჩოხაში მორთულს.
დაწინაურდნენ.
მოახლეების ვინაობა იკითხა ვაჟმა.
«დედოფალთან ვიყავი წვეული, სეფექალები თან გამომატანა ნებიერას
სანახავად წამოსულს».
ნეტარებისღიმი ეხატებოდა არსაკიძეს სახეზე.
დაცვარულ მწვანეში მხიარულად უსტვენდნენ სირნი, ჟრიამულით
ეგებებოდნენ ნისლის ზღვიდან მშვიდობით გამოსულ მზეს.
ახლა მოაგონდა არსაკიძეს, მზის დაბნელებას მოელოდნენ ამ დღისათვის
ვარსკვლავთმრიცხველნი. გამტყუნდაფარსმან სპარსის ვარაუდი ამჯერად.
მიდიოდა არსაკიძე შორენას გვერდით.
ამო იყო მისი სუნთქვა და მისი ხმა, ნაზი და ველური იერი ჰქონდა თავათაც,
უფრო სანუკველი, ვიდრე საგაზაფხულო ნელსურნელება მიწისა.
წარამარა ახსენებდა არსაკიძის ლაზურ სახელს. ძველებურად ეტიკტიკებოდა
«უტას», როგორც ნაძმობს, როგორც ძუძუმტეს.
მხოლოდ ერთმა ამბავმა გააოცა არსაკიძე ფრიად. სიტყვაც არ დაუძრავს თავის
დანიშვნის გამო, არც გირშელი უხსენებია, ყველისციხის პატრონი.
ვარდისახარი მოიგონარატომღაც.
მომავალ კვირას ვათხოვებთო ვარდისახარს.
არსაკიძემ დაიჭირა გამომცდელი შემოხედვა ქალისა: ყველაფერი ვიციო, რაც
რამ მომხდარა თქვენს შორის ოდესმე.
ეს ამოიკითხა მის მზერაში ვაჟმა.
გულის გარეთ შეეკითხა არსაკიძე:
ვის მიათხოვეთო ვარდისახარი?
«მეფე გიორგის ბრძანებით, ფარსმან სპარსს».
მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა ერისთავის ქალმა: «მხოლოდ ამ
დილით დაითანხმა დედამ, ასე ამბობდა მანამდის: მონაზვნად შევდგები, ან არადა,
არაგვში დავიხრჩობო თავს».
მეფის სასახლემდე მიაცილა კოლონკელიძის ქალი კონსტანტინემ.
გამოთხოვებისას ეუბნება შორენა:
«ხურსისეულ სასახლეში გვინახულე, უტა»....................................
მიდიოდა წაბლების ხეივანში. ყოველ წუთს თვალწინ ედგა შორენა. მისი ხმა,
მისი სუნთქვა ჯერაც არგაჰყროდა არსაკიძის ცხოვრებას.
ასე ეგონა: გვერდით მომყვებაო კიდევ. ახსენებდა თითქოს მის ლაზურ სახელს,
აგონებდა სიყრმეს, სიჭაბუკის შეწყვეტილ ლხენას, დედას უნაზესს, ფხოვურ მაღალ
ცას და ლაზისტანის კამკამა ზღვას.
ისევ მოესმა სივრცეში შორენას ხმა, ისევ იელვა მის წინაშე ზღვისფერმა
თვალებმა. უმზაკვრო იყო მისი შემოხედვა, ზეცისრეკვასავით ამო − მისი ხმა.
«მართლაც, მართლაც ღირსია შორენა ველის ყაყაჩოები თაყვანსა სცემდნენ.
ოქროს თაველები თავს იდრეკდნენ მის წინაშე და უმძვინვარესი მხეცები
ეგებებოდნენ ფერხთით სანატრელს». ასე ეგონა არსაკიძეს ამ წუთში, სავსებით ახალი
ადამიანი შემატებოდა მის ცნობიერებას. აღარა ჰგავდა იგი ფხოველ ძუძუმტეს.
ხელახლად შობილაო ეს ქალი მისთვის, ამ გაზაფხულის მშვენიერ დილას.

სხვარამეც უკვირდა არსაკიძეს:
«ვარდისახარი... ფარსმან სპარსს?»...
ჯერ კიდევ ამ გაზაფხულზე მსაჯულთუხუცესის მიერ წვეული იყო ფარსმანი,
რაღაც საშინელი ბრალის გამო პასუხის საგებლად.
ახლა ვაზირებს გადაუწყვეტიათ მისი დაოჯახება, თითქოს რომელიმე დიდი
ერისთავი ყოფილიყო ფარსმანი, ისე გულმოდგინედ ეკიდება მის დაქორწინებას
მთელი სასახლე...
«უცილოდ მოსჭორა დიაცმა გლახუნა ავშანისძის გამიჯნურების ამბავი.
სეფექალები რამ გამოლია სასახლეში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილს რომ არ დასხმოდა
გიორგი მეფე თავს?!»
მხოლოდ ეს იწვევდა ნატამალს იჭვისას: ბებერ ფარსმანს ვინ მისცაო საკბენი
კბილები?
ან გიორგი მეფის შერქმეული სახელი «გლახუნა ავშანისძე» სად გაიგონა
ვარდისახარმა?
ამ წუთში სამუდამოდ შესძაგდა ეს ქალი.
ინანა: ფხოვურ ცის ქვეშ გატარებული ტკბილი ღამეები, ინანა თავისი
პირველი ვნება ამ «უსირცხვილო სიძვის დიაცის მიმართ».
............................................................................
XXXI
განმგეთუხუცესი უცხვირპირო კაცი აღმოჩნდა. უკმეხად მიიღო
ხუროთმოძღვარი მეფისა.
კურდღლის ტყავის ჯუბაჩა ეცვა, ზანტად აფახულებდა ლოპინარისფერ
თვალებს. უზარმაზარსელზე იჯდა სახედაჭმუჭვნილი, უკბილო ბებერი.
იჭვნეულად შესცქეროდა არსაკიძეს თავის დაფანჩვულ, თეთრწარბებიდან.
ქუშამომჯდარ ცხენსავით ქშინავდა, უსიტყვოდ უსმენდა არსაკიძეს. როცა
მოხსენება მოათავა ლაზმა, თავი აიღო ბერიკაცმა, მკლავი შემოიდგა ყბაზე და
უგუნებოდ შეეკითხა ხუროთმოძღვარს:
«ოსპის წვენის გამო წაკიდებულან ლაზები და ბერძნები?»
დიახო, დაუდასტურა არსაკიძემ იმ იმედით, საზრდოს გამოუცვლიანო მონებს.
«ალბათ გემრიელი ყოფილა ოსპის წვენი, არა?»
ესა სთქვა, ულოსავით დაგრეხილ, თეთრ ულვაშზე ჩამოისვა პეშვი, მერმე
დაასწრო სტუმარს, სელიდან წამოდგა და გესლიანიღიმილით ეუბნება:
«ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს
ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული».
სახეში შეაჩერდა არსაკიძეს და ეკითხება: «შენ ლაზი ხარ, ხომ?»
«თუ ლაზი ხარ, ეგეც გეცოდინება, ჭაბუკო, სადოღე ცხენი თუ გააძღე, ჰელოზე
სხვა მიასწრებს უცილოდ, მწევარი თუ გააძღე, კურდღელს ვერ მიეწევა, მგელი, რომ
მგელია, მგელირომ მშიერი არ დაძრწოდეს, მაკე ცხვარიც გაასწრებდა უთუოდ.
ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ
აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები»...
«ჰი, ჰი, ჰი», − ჩაიხვიხვინა ბერიკაცმა ნადირისებრიღოჯი გამოუჩნდა ორი.
იდგა მის წინაშე არსაკიძე მდუმარედ, წასვლა ეჩქარებოდა, მაგრამ ვერ
გაებედნა ნაბიჯის გადადგმა. ახლაღირკილოებზე წაეპოტინა განმგეთუხუცესი.
«შენ ქრისტიანი ხარ, ხომ?»
ქრისტიანი ვარო, ეგეც დაუდასტურა ლაზმა.
«აბა ერთს კიდევ გეტყვი, ჭაბუკო, განა თუ ჩემი გამონაგონია ის, რაც გითხარი.
უფალი ჩვენი მაცხოვარიც ამას ასწავლიდა ხალხს.
უდაბნოში შიმშილობდა თავათ, შეგირდებსაც აშიმშილებდა. იგიც ხომ
გახსოვს, ჭაბუკო, ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ გააძღო მან ბევრზე ბევრი?
რაკი ქრისტიანი ხარ, ეგეც მართებულია რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამ
უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო
რაიცა შეეხება ომს, ომში აზნაურები წაასხამენ
მონებს»...............................................................
XXXII
სვეტიცხოვლის კარიბჭესთან ბოდოკია შემოეგება არსაკიძეს.
«შენ გიცდიდი, ოსტატო».
ამბობს ბოდოკია.
«ხომ არაფერი მომხდარა კიდევ?»
«ჩუქურთმიანი ლოდია ჩრდილოს კედელზე გასატანი, ოსტატო».
ნაბიჯს აუჩქარა არსაკიძემ, მიხვდა თუ რომელ ლოდს გულისხმობდა ბოდოკია,
ლაზი.
სვეტიცხოვლის ტაძარზე ახლაც დარჩენილია მოდელი ტაძრისა.
სწორედ ამ მოდელის ქვემოთ დატანებულია ეს ჩუქურთმიანი ლოდი,
სამმხარიანი ჯვარია მასზედ და ასომთავრული წარწერა ასეთი:
«ნებითა ღვთისათა განახლდა სამირონე ესე, ბრძანებითა ქრისტეს მიერ
კათალიკოსის მელქისედეკისათა. შეიწყალე უფალო, მონა შენი კალატონი ოთხნი,
ამინ».
დიდხანს ჭირვეულობდა ამ ლოდის გამო კათალიკოსი, სამგზის დაიწუნა
ჩუქურთმიანი ჯვარი, ბოლოს, როგორც იქნა, ეს უკანასკნელი მოიწონა. ამიტომაც
ჰქონდა ნაბრძანები არსაკიძეს: უჩემოდ არჩადგათო ლოდი.
ეს ამბავი პარასკევს მოხდა. შაბათს მელქისედეკი აპირებდა მშენებლობის
დასათვალიერებლად მოსვლას, ამიტომაც ეჩქარებოდათ ოსტატებს.
კალატოზებმაც იცოდნენ მელქისედეკის ჭირვეულობის ამბავი, ამიტომაც
ვეღარანდეს მისი ატანა მონებს. ხუთივენი ავიდნენ ხარაჩოზე.
როცა საბელით აზიდეს ლოდი, მოხუცი ბოდოკია წაეპოტინა პირველი,
მარყუჟიდან გამოხსნა ლოდი, მაგრამ ვეღარმოერია თავათ.
სამი დანარჩენი კალატოზი უმარჯვოდ იდგა, ხარაჩოს ძელები გაესიპა ნისლს,
ფეხი ვეღარმოიმაგრეს, ამიტომაც ვერმოეშველნენ ბოდოკიას დროზე. ლოდიც გასიპული იყო, ხელი მოეცარა ბოდოკიას, მაგრამ მკერდი მაინც
შეაგება ოსტატმა, ისევ წაეპოტინა, მაგრამ ვეღარშეიმაგრა ლოდი.
დაწინაურდა კონსტანტინე არსაკიძე, მკლავები შემოაჭდო ლოდს და საოცრად
გაწითლდა მთელს სახეზე. კალატოზებიც დაიძრნენ ადგილიდან, მაგრამ ვერც ერთმა
მოიკიდა სველ ხარაჩოზე ფეხი, კარგა ხანს გაუძლო არსაკიძემ ოთხი კაცის ტვირთს,
ვეღარც მას მიეშველნენ დროზე.
ხელი გაეშვა?
ბოდოკია იქვე იდგა, დაშავდებოდა მოხუცი, ბოლოს ჩუქურთმიანი ლოდიც
დაიმსხვრეოდა უცილოდ.
იმარჯვეს ისევ სამთა, წელმოწყვეტილი ბოდოკიაც მიეშველა. მაჯაგანით
ჩასვეს ჩუქურთმიანი ლოდი, მაგრამ ნირშეცვლილი არსაკიძე შეჰქანდა ხარაჩოზე.
თვალი წაატანა ბოდოკიამ, ლაინისფერმა გადაჰკრა ხუროთმოძღვარს სახეზე.
როცა იგი ძირს ჩამოიყვანეს, წელი ვერ გამართა არსაკიძემ. მშვილდივით
მოკეცილი დაეცა მიწაზე. საკაცეზე დააწვინეს ხუროთმოძღვარი მეფისა, თორმეტმა
კალატოზმა წაიყვანა არსაკიძერატისეულ სასახლეში.
ატირდა საწყალობლად ნონაი.
«წუხელი ცუდი სიზმარი მქონდა, არ დამიჯერა ბატონმა, მიტომაც შეემთხვა
ხიფათი».
მელქისედეკი უფლისციხეში იყო იმ დღეს, მსახურთუხუცესი წარგზავნა
ავადმყოფის სანახავად გიორგი მეფემ.
ფარსმან სპარსი იხმეს, მაგრამ ავად ვარო, მოიმიზეზა ფარსმანმა,
უფლისციხეში აფრინეს კაცი, თურმანიძე თმოგვს წასულიყო წინა დღეს.
ორი კვირის მანძილზე სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო არსაკიძე მისული,
უმწეოდ დაფათურებდა ნონაი, შავ შარბათს, თემრი ჰინდის, უშხულისა და
ბროწეულის წვენს ასმევდა ავადმყოფს, სვინტრისა და თალგამის მხალს აჭმევდა
დღენიადაგ.
არაპირებდა ავადმყოფი გამობრუნებას.
ბოლოს დარწმუნდა არსაკიძე მომიხდებაო სიცოცხლის დათმობა. ნაღვლობდა
ოსტატიფრიად, დაუსრულებელირომრჩებოდა სვეტიცხოველი.
მთელი სიცოცხლე სხვის ქვეყნებში ყიალსა და უსაზმნო შრომაში დალია,
ცხრაკარსა და ითვალისში აგებული ორიოდე ეკლესია უკვდავებას ვერ მოუხვეჭდა
მის სახელს.
კარგად იცოდა ოსტატმა: მუზები დიახაც მიელტვიან უღრან ტყეებსა და
უკაცურ მთებს, მაგრამ უკეთუ მათი შთაგონების საგანი სატახტო ქალაქებს ვერ
მისწვდა, ვერც ერთი ოსტატი გაითქვამს სახელს.
სვეტიცხოველი იყო მისი სიჭაბუკის, მამაკაცობის უსაჩინოესი ქმნილება,
საქართველოს გულში აგებული საჩინო ადგილზე.
რამდენი შრომა და ტანჯვა შეალია ამ დიდ ქმნილებას და ახლა სიკვდილს
უნდა გადაეჭრა გზა!..
ეცოდებოდა მოხუცი დედა, ფხოვის ცივ მიწაში დარჩენილი მამის ძვლების
ერთგული დარაჯი; ბოდოკია უნდა წარეგზავნა კვეტარს, მაგრამ საქმეს ხომ ვერ
მოაცდენდა ჩინებულ კალატოზს?
ეს კი ეწადა, სულზე მოესწრო როგორმე დედას, ეგებ მისმა ლოცვამ და
სიყვარულმა გადამარჩინოსო სიკვდილს.
ერთი და უსაწყალობლესი დარდიც უნდა გაჰყოლოდა ამ უხეირო
წუთისოფლიდან. ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც კიდევ ენახა შორენა, როგორმე შეევლო საღამო
ჟამს ხურსისეულ სასახლეში და ერთხელ მაინც გაეგონა მისი პირისაგან დედის მიერ
შერქმეული ლაზური სახელი «უტა».
სულზე მოუსწრო თურმანიძემ ავადმყოფს.
მარჯვენა მკლავი გაუხსნა აქიმმა. სისხლი ადინა საგუალის ძარღვიდან.
გრილი შარბათები ასვა, ვარდის კაჭაჭის ფოთლები დაანაყვინა ნონაის, უხვად ასვა
წვენი, ქაფურში გავლებული გრილი ტლეები შემოადგა.
სამ დღეში გამომჯობინდა არსაკიძე.
ასე დააწესა აქიმმა: ორ თვეს მაინც არ გასულიყო ხარაჩოზე ხუროთმოძღვარი
მეფისა.
არც ცხენზე შემჯდარიყო ორ თვეს, ფიცხელი მოძრაობა აღკვეთოდა
ყოველნაირი.
ერთი კვირის შემდეგ თავათ დგებოდაფეხზე.
მთელი დღე იჯდა რატისეულ სასახლის აივანზე. გულშემოყრილი
გასცქეროდა თავის საყვარელ ქმნილებას შორიდან.
ყოველ დილას მოდიოდა ბოდოკია, მითითებებსა და თათბირებს ღებულობდა
ავადმყოფი ოსტატისაგან.
თითქმის ყოველ დილით ხედავდა აივნიდან არსაკიძე სანადიროდ მიმავალ
შორენას.
გიორგის მეფის ოქროსფერ ულაყზე იჯდა ერისთავის ასული, ორი მოახლე და
ორი დიაკონი მისდევდნენ ცხენდაცხენ, შავარდნიანი ბაზიერებიც თან ახლდნენ.
მხარმარჯვნითა და მხარმარცხნით გიორგი და გირშელ მიჰყვებოდნენ საომარ
ცხენებზე გადამჯდარნი, თორმეტი თოროსანი რაინდი თან ახლდა მეფესა და
ერისთავს.
სულ ბოლოს ურმით მიჰყავდათ გიორგი მეფის ავაზები მონებს, ატლასის
დორი ზედ ეხურათ ავაზებს, საბელის თავი ურმის უკან მიმავალ მონებს ეჭირათ
ხელში.
აივნიდანვე ამჩნევდა არსაკიძე, შორენა მხიარულად ებაასებოდა მეფესა და
ერისთავს.
სანადირო ტყავკაბა ეცვა გირშელის საცოლეს, ოქროქსოვილი ზორტებითა და
მარგალიტების ფოჩვებით შემკული ტარსიკონის ჩექმები ფეხზე, ვერცხლის
უზანგებამდის წვდებოდა ბროწეულის ყვავილისფერი საწმერთულის ტოტები.
XXXIII
«...და წარმომგზავნაღმერთმა, რათა შევმუსრო
კაცთაგანი სამი ჯურისა: ქედმაღალი, მრავალგვართა
ღვთაებათა თაყვანისმცემნი და მხატვარნი.
უფრთხილდით, კაცნო, უფლისა და ადამიანის
გამოსახვას. ნება გეძლევათ ხატოთ მარტოოდენ ხენი,
ყვავილნი და ქმნილებანი უჰასაკონი...»
როცა მარტოობა გულზე შემოეგზნებოდა, გადმოიღებდა ტილოსა და წამლებს
არსაკიძე, ხატავდა თავისთვის...
ერთ დღეს, ნასადილევს, ტახტზე წამოწოლილიყო ავადმყოფი. სამი ბერი
ამოვიდარატისეული სასახლის კიბეზე. ხუროთმოძღვარი მეფისა იკითხეს.
შემოფათურდა ნონაი: ვიღაც ბერები გკითხულობენო, ბატონო.
მობრძანდნენო, უთხრა არსაკიძემ.
როცა სტუმრები დარბაზში შემოვიდნენ და თავსაბურავი მოიხსნეს, არსაკიძემ
მელქისედეკ კათალიკოსი შეიცნო.
კონსტატინე შეკრთა, მაგრამ წამოდგომა არ დაანება მელქისედეკმა, თავათ
მოიტანა მის სასთუმალთან სელი.
დაჯდა, ალერსიანად გამოკითხა ჯანმრთელობის ამბავი.
ჯვალოს ჩოხა ეცვა მელქისედეკს, სავსებით გახუნებული. ბერული, ორკაპიანი
არგანი ეჭირა ხელში.
მცირე ხანს დარჩნენ სტუმრები, მწუხრზე მეჩქარებაო, მოიმიზეზა
კათალიკოსმა.
წამოდგა.
ჯვარი გადასწერა ავადმყოფს.
ეუბნება:
«დღეს შევევედრებით უფალს განკურნებისა შენისათვის, შვილო, მალე
გაჯანსაღდები ღვთით, სვეტიცხოველს დაასრულებ მალე, ტაძრის კურთხევაზე
ფრიად საპატიო სტუმრებს მოველით ბიზანტიონიდან».
ეს მოხდა შაბათს საღამოს.
გაოცებული იყო არსაკიძე: როგორი სათნო კაცი ყოფილაო მელქისედეკი!
ტკბილად შესაყრელი და ამოდმოუბარი ეჩვენა საერთოდ ბუზღუნა და ჭირვეული
მოხუცი.
საქმიანობაში აუტანელი იყო მელქისედეკი, წვრილმანი, სასტიკი,
განუზომელად ახირებული ხშირად.
კირითხუროებს, კალატოზებს და მონებს მეხივით ეშინოდათ მისი.
როცა იგი მშენებლობის სათვალყუროდ ჩამოივლიდა, ორ ათასამდე მუშა ისე
გაიტვრინებოდა, ალალმა ჩაუქროლაო ნიბლიების გროვას.
არც არავინ იცოდა არასდროს, რომელ წუთს, რომელი ჭიშკრიდან
შემოვიდოდა იგი სვეტიცხოვლის ეზოში. თავის გახუნებულ ჯვალოს ჩოხაში,
უბრალო ბერისგან ძლივს გაარჩევდა მას კაცი.
როცა ყველა დარწმუნებული იყო, უფლისციხეშიაო მელქისედეკი, იმავე დღეს
მოაკითხავდა ტაძარს.
ხმა დავარდებოდა: ავად გახდაო კათალიკოსი, ბალღებივით გაიხარებდნენ
მონები, სწორედ იმ საღამოს მიადგებოდა ხარაჩოებს.
ყველას ეს აოცებდა: თრითინასავით დაძვრებოდა ზედ მუხლებდასიებული,
ჩია ბერიკაცი.
ნონაი შემოვიდა. წამლები შეასვა ავადმყოფს, ცხელი რძე მოუტანა და
წაფრატუნდა.
სიბნელემ დაივანა დარბაზში. ერთადერთ ვარსკვლავს თვალი ჰკიდა
არსაკიძემ. მერმე დიდხანს იწვა პირაღმა. ისევ მელქისედეკის გამო ფიქრობდა იგი.
როგორი სასტიკი გამომეტყველება ჰქონდა მას ნამწუხრევს, სამთავროს
ეკლესიაში ქადაგების ჟამს, როცა იაკობის მიერ ღმერთთან შერკინებას განუმარტავდა
მრევლს.
სიყრმიდანვე აოცებდა არსაკიძეს ეს უცნაური ადგილი დაბადებისა, ჯერ
კიდევ ადრიან სიჭაბუკეში, კონსტანტინოპოლში, მრავალჯერ უთქვამს: რა თამამად
მოუციაო ამ სტრიქონების ავტორს ადამიანის ჭიდილიღმერთთან? ახლა უცნაურად აეკვიატა ასეთი განზრახვა: უთუოდ დაეხატა იაკობის
შერკინება უფალთან.
ისე ცოცხლად წარმოუდგა თვალწინ დასახატი საგანი, შეეშინდა, ჩვენებად არ
გადამექცესო ეს ყოველივე.
ორ-სამგზის იცვალა გვერდი. ვეღარ მოისვენა. ღამე არ ყოფილიყო, უთუოდ
ადგებოდა, შეუდგებოდა ხატვას.
წამოდგა. ჯოხი აიღო. ბაღჩაში ჩავიდა.
ეძინა ყოველივეს ირგვლივ.
ოდნავ, სულ ოდნავ იჭვრიტებოდა მოყვითანო ღრუბლის ბლონდიდან მთვარე,
იისფერირკალი გარს ერტყა მნათობს.
იდგა ცაცხვის ქვეშ არსაკიძე. უხაროდა სასიცოცხლო ღონე რომ შეემატა მის
იოგებს. ათიოდე დღეც და უჯოხოდ ივლიდა, უთუოდ შეივლიდა შორენას სანახავად.
გადაჰხედა მთვლემარე ხილნარს. ასე ეგონა მძინარე ბუნება მღერისო ძილში.
მღეროდნენ ჩრდილადქცეული ხეები, მთვლემარე ყვავილები, დაცვარული ბალახი.
ტკბილის სძლისპირივით მოესმოდა ფუტკრების ზუნი, მღეროდნენ ცისკიდურებზე
გაწოლილი მთებიც, მათ ფერხთით გადაშლილ ზღვისფერ სილურჯეში არაგვი
დვრინავდა ამოდ.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობიღამეს.........................
კვირა დილას უთენია წამოდგა.
სამთვარიო ამ დღისათვის იუწყებოდა:
«დღე კეთილი, ღვინის ძვრა, ვენახის დარგვა, ქორწინი, ნადირობა და
მგზავრობა ყოველივე კეთილი»...
სამთვარიო გადასდო, ჯოხი აიღო, ისევ დააგდო, ადგა და აივნამდის მივიდა
უჯოხოდ.
ბაღს გადაჰხედა.
გახარებული ჭიკჭიკებდა მზეწვია მწვანეში.
სიცოცხლე და შთაგონება შეემატა კვლავ.
შინ შებრუნდა, სამხატვრო ხელსაწყონი მოიმარაგა.
წამლები შეამზადა, ტილო განფინა.
რამდენიმე ხაზი მიმოავლო ტილოზე, უბრალო კონტურები მოხაზა ზედ,
ნაღვარევს გადაღმა მდგარი აქლემების, კარაულების, იაკობის ორი ცოლის, ორი
მხევალის, ათერთმეტი ვაჟის ბანაკი.
ახლა, ნაღვარევს გადმოღმა, ველზე მარტო მდგარი იაკობის ფიგურა მოხაზა
და სწორედ ამ დროს ნონაი შემოვიდა, ვიღაც ჩალმიანი ბერიკაცი მოსდგომია უკანა
კიბეს, ხუროთმოძღვარს მეფისას იკითხავსო.
არსაკიძე მიხვდა ვინც უნდა ყოფილიყო ეს ჩალმიანი მოხუცი.
ისე მოძალებული ჰქონდა შთაგონება, არავის ნახვა ეწადა ამ წუთში.
სახე დაეღმიჭა ბრაზისაგან.
ამპარტავნობაში ჩამომართმევსო, ეს გაიფიქრა და უბრძანა მხევალს:
მობრძანდესო სტუმარი.
არსაკიძე გაოცდა, როცა უკანა კარიდან შემოვიდაფარსმან სპარსი დარბაზში.
წელში მოდრეკილი, თითქმის ქოსა მოხუცი ისე მოდიოდა, თითქოს ეპარებაო
რაიმეს, გრძელი ყავარჯენი ეჭირა ხელში, ვერცხლით მოჭედილის სახელურითა.
შემოსვლისთანავე მიესალმა მასპინძელს და როცა მოწოდებულ სელზე დაჯდა,
ასეთირამე შეაგება არსაკიძეს:
«ეს მიბრძანე, ჭაბუკო, ამ სახლის უკანრატისეული კოშკია, არა?» არსაკიძე გააოცა ამ კითხვამ.
ერთი გაიფიქრა: ალბათ თრიაქისაგან თუ დამთვრალაო ამ დილით?
შეაშტერდა სახეზე.
არა.
მთვრალი არ უნდა ყოფილიყო ფარსმანი, თავაზიანად მიუგო მოხუცს:
«დიახ, კოშკია, ბატონო».
«ეჰ, მე კი სახაბაზო მეგონა თავდაპირველად, შვილო».
ყავარჯენს მოეჭიდა ორივე ხელით, იატაკს დაჰხედა და ამბობს:
«ცუდი ყოფილა სიბერე, შვილო, სიცოცხლე აღარა ღირს, როცა სახაბაზოსა და
კოშკს ურთიერთისაგან ვეღარგაარჩევ».
«ჰო, ჩარდახმორღვეულია ის კოშკი, შესაძლოა, ამიტომაც ვეღარ გაარჩიეთ,
ოსტატო».
«ეჰ, უკვე აღარა ვარ ოსტატი, შვილო, ამჟამად გიორგი მეფის შავარდნებს
რევანდის ოყნას ვუკეთებ. თრიაქ ფარუხს ვასმევ მიმინოებს ფილენჯისაგან
განსაკურნავად.
როცა მეჯადაგეები ოსტატები გახდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა
გაუკეთონ შავარდნებს».
არსაკიძე მიუხვდა ამ იგავების შეფარვულ შინაარს, დაცდილი ჰყავდა ოსტატი
ძველი: ფარსმანი სათქმელს არაოდეს იტყოდა ჯიქურად.
მუდამ ირიბად მიმართავდა სიტყვას, უკუსაქცეველ ხვრელს დაიტოვებდა
თანაც. ორლესილი მახვილივით მძაფრი იყო მისი ნათქვამი, მუდამ, კალმახივით
უსხლტებოდა ხელიდან მსმენელს.
«რად იკითხე, ოსტატო, ამ კოშკის ამბავი წეღან?»
«ალბათ მოგეხსენება, ჭაბუკო, როცა კაცს სიბერე მოუწევს, ბალღს დაემსგავსება
იგი. აკი ასე სჩვევიათ ბალღებსაც. ისეთ რამესაც იკითხავენ ხოლმე, რაც კარგად იციან
თავათაც.
ბალღები და მოხუცები იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ თანაბრად
აეშლებათ ხოლმე საღერღელი ლაპარაკისა.
მხოლოდ ესაა: ბალღს არ ეშინიან სისულელის თქმისა, იგი აგრე ვარაუდობს
ალბათ ქვეშეცნეულად: გავიზრდები, ჭკვიანურსაც ვიტყვიო.
მოხუცებულიც აცუნდრუკდება ხშირად, რადგან გამოცდილებიდანაც კარგად
იცის, მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებოდნენ მეფეები, და არსად არც ერთ მეფეს, თუ
გინდ სულელსაც, შლეგები არჩამოუხრჩვია ჯერ.
რადგან თვით უჭკუო მეფეებსაც მუდამ ესმოდათ: სულელები სათითაოდ რომ
ჩამოახრჩო, მაშინ ვერც ხარკს მოხვეჭავდნენ, ვეღარც მონასპებს იპოვნიდნენ ომში
წასაყვანად.
ეგეც ხომ გსმენია: არავინ ისე მამაცად არიბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.
მე ვიყავი მუდამ ასეთი შლეგი, სხვათა ომებში მამაცი შლეგი.
რაიცა შეეხება კოშკს, ახლა გამახსენდა: ამ კოშკში ჰყავდა დამწყვდეული მეფე
გიორგისრატი.
ჭკვიანი კაცი იყო სახლთუხუცესი რატი. მან კარგად იცოდა: ვინც მეფეთა
სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს
დილეგიც.
რადგან ქარის ქროლვასა ემსგავსება მეფეთ წყალობა, ხან აღმა მიჰქრის ეს ნიავი,
ხანაც თავდაღმა». ფარსმანს ყავარჯენი გაუვარდა ხელიდან. დასწვდა, ისევ აიღო და განფენილ
ტილოს შეავლო თვალი.
«ცუდ დროს მოვსულვარ, როგორც სჩანს, ჭაბუკო, სახატავად მოგიცლია,
ვხედავ».
«არაფერია, ოსტატო, მცირე რამ უნდა დამეხატა ჩემთვის. დიდი ხანია
ფერწერაში არმივარჯიშნია».
«ვინ გასწავლიდა ბიზანტიონშიფერწერას?»
«მხატვართუხუცესი ავრელიოს ალოსტოს».
«ავრელიოს ალოსტოს! როდოსელი ბერძენი, არა? ფერწერაში ნიჭი მოგდგამს,
გეტყობა...
როდოსელი ბერძენი, დიახ».
კვლავ გაიმეორა მხატვართუხუცესის სახელი და გვარი ფარსმანმა. თვალები
მიაშტერა არსაკიძეს, მაგრამ ფარსმანი ისე ხშირად აფახულებდა წითურ წამწამებს,
მისანიც ვერ შეიცნობდა მის გულის ხმას ამ წუთში. თვალებიც ისე უციმციმებდა,
როგორც ვარსკვლავი ბოროტი.
«აბა ერთს გეტყვი, ჭაბუკო, ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც
იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც
მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.
ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა დაფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი».
მიუხვდა ლაზი ამ შეფარვული აზრის სანიშნოს. არსაკიძეს მხოლოდ რამდენიმე
ხაზი ჰქონდა გავლებული ტილოზე. ამ იგავით ეს უთხრა ფარსმანმა: ეს რამდენიმე
ხაზიც სჯობიაო შენ მიერაგებულ სვეტიცხოველს.
ანრა ნიჭის გამო შეიძლებოდა ამ მონახაზის მიხედვით მსჯელობა?
ცხადია, დასცინოდა იგი არსაკიძეს.
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ არა აკადრა რა მოხუცებულ სტუმარს. თავისი
ბერძნული განათლების მიუხედავად, არსაკიძე მაინც ლაზი იყო და არსად ისეთ
პატივში არარიან მოხუცებულნი, როგორც ოდითგანვე ლაზების ქვეყანაში.
«სამოცდახუთი წელი შემისრულდა გუშინ. თუმცა ახალ ცხოვრებას მოვეკიდე,
მხოლოდ გუშინწინ შევირთე ცოლი. ხელცარიელი მივდივარ სამარეში, შვილო,
რადგან მუდამ იმას ვაკეთებდი, რასაც კეისარი, ხალიფა და აფხაზთა მეფეები
მოისურვებდნენ».
ამ სიტყვებმაფრიად გააოცა არსაკიძე.
წლების მანძილზე უსაუბრია მასთან და არც ერთხელ კრინტიც არ დაუძრავს
თავისი ცხოვრების გამო ფარსმან სპარსს.
მხოლოდ ერთი რამ ყურმოკვრით ჰქონდა მას განაგონი ამ უცნაური მოხუცის
გამო.
ის ტყირპიანი დედაკაცი თებრონია მხევალი როდი ყოფილა მისი, არამედ
წანარელ მონაზვნის ნაბიჭვარი.
მონასტრიდან გაუგდიათ ფეხმძიმე დიაცი, მონაზონი ძმებთან წასულა,
ტყირპიანი შვილი როგორც კი ჰყოლია, გუდანურში ჩაუსვამთ ბალღი და ფარსმანის
კარებში შემოუდგამთ ღამით.
ფარსმანმა გაზარდა მერმე თავისი ხარჭის ნაშობი და მხევალი თებრონია
შეურქმევია მისთვის.
წამოდგა ფარსმანი, განფენილ ტილოს მიეახლა, ყავარჯენს დაებჯინა, კიდევ
შეჰხედა ნახატებს და ასე სთქვა: «შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც, რომ შენ სურათს ზედაც არ
შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც.
რადგან ეგ ასეა: ჩვენს აზნაურებს მიმინოს სკორე ურჩევნიათ სურათებს, ხოლო
დიდვაჭრებს − ნოხები, ბიზანტიელ პატრიციებს − ცხენები.
ეპისკოპოზები ასე ამბობენ: მკრეხელებიაო მხატვრები, ღმერთს უტოქდებიან
ისინი, უჰასაკო საგნებს შთაბერვენო სულს.
ვერც კონსტანტინოპოლში გაყიდი შენს სურათს, რადგან ბიზანტიელი
აზნაურნი და უაზნონი ამას მოითხოვენ: ბასილი კეისარი უნდა ხატოსო მხატვარმა.
თეთრრაშზე გადამჯდარი, ჰოროლსა სცემდესო ხახადაბჩენილ ურჩხულს.
არც თუ მუსულმანთაგანი შეიძენს შენს სურათს ვინმე, რადგან
მართლმორწმუნე მაჰმადიანი ფეხსაც არ შესდგამს იმ სახლში, სადაც სურათი ჰკიდია,
ან ძაღლი აბია სადმე.
მე ერთი ჭილის ეტრატი მაქვს შინ და იმ ეტრატში ასე სწერია:
«ვაჲ მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ
გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან
დამხატველს და მოსთხოვენ სულს.
და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას,
უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით».
დამერწმუნე, ჭაბუკო, ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც
უფლისციხეში, არც კონსტანტინოპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად,
სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს».
ფარსმანმა დილა მშვიდობისა დაუბარა არსაკიძეს, არც ჯანმრთელობისა, არც
სვეტიცხოველის გამო უკითხავსრაიმე.
წასვლის წინ ესა სთქვა მხოლოდ:
მეფე გიორგის შავარდენი გახდომია ავად, რევანდის ოყნა უნდა გავუკეთოვო
შავარდენს.
წავიდა თუ არაფარსმანი, არსაკიძემ განაგრძო ხატვა.

სრული სამი კვირა მოანდომა არსაკიძემ ამ სურათს, რადგან აქიმი ჯერაც არ
ანებებდა სამუშაოდ წასვლას.
როცა მოათავა, შუა დარბაზში დადგა. სიხარულით აღვსილი შესცქეროდა
თამაშითა და ლაღბობით დაწერილს.
შიდა ფონზე აქლემები და კარაულები მოსჩანდნენ ნახევრად ბნელში, ორნი
ცოლნი, ორნი მხევალნი და ათერთმეტნი ძენი იაკობისნი, ხოლო ნაღვარევს
გადმოღმა იდგა იაკობ მარტოი მუნ და ერკინებოდა მას უზარმაზარი დევკაცის
ლანდი.
წვერი ჰქონდა ირისესავით თიმთიმა და დაფანჩვლული, ბრწყინვალე
შარავანდი ემოსა გარშემო თვისა, თევზის ქერეჭისდარი ჯაჭვი ეცვა იაკობის ღმერთს,
ცეცხლებრ უელავდნენ მგლისფერი თვალები.
XXXIV
აქიმის მიერ დათქმული ყავლი ჯერაც არიყო გასული, არსაკიძემ მშენებლობას
მიაშურა დილა ადრიან. გაიხარეს მის დანახვაზე კალატოზებმა და მონებმა. ბოდოკია წინ გადაუდგა.
ჯერნუ ახვალო ხარაჩოზე, ბატონო!
არა ჰქნა არსაკიძემ, შეჰყვა ხარაჩოებს. ათვალიერებდა ლავგარდანების
ჩუქურთმებს, თაღების მოხატულობას, ფასადების ბარელიეფებს.
ტაძრის გუმბათამდის მიაღწია ძლივს, დოინჯი შემოიდგა თეძოზე.
ბოდოკიამფერმკრთალობა შენიშნა მყისვე.
ცუდად ხომ არხარო, ოსტატო?
არგაამხილა თირკმელების ტკივილი.
არაფერიაო, სთქვა, ხელი მოსჭიდაფიჭვის ძელს.
კალატოზებთან ერთად ისადილა იმ დღეს, მწუხრის მოწევამდის დადიოდა
ხარაჩოებზე.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში. მონები გაიკრიფნენ მშენებლობიდან.
დადიოდა ტაძრის გარშემო, უთვალთვალებდა თავის საყვარელ ქმნილებას ბინდისას.
წელს იტკივებდა დამაშვრალი, მაგრამ შორენას ნახვის წადილი მოსძალებოდა
მაინც.
წყნარი, წყნარი საღამო იყო, კვიპაროსების წვეროკინები ქანაობდნენ ნელა.
ბეღურები ჟიოდნენ ალვების მწვანეში.
ქუჩებში არავინ სჩანდა.
საგოდებელი გადაიარა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდა ლაშქარასა და
შუფხას კლერტოებს.
მზე ეთხოვებოდა კავკასიონს, შაშვი კუთავდა სუროს მწვანეში.
ახლად აფრენილი ბუს მართვეები მიფრინავდნენ მუხოვანისკენ. უმწეონი მათ
შორის სულ დაბლა, სულ ახლოს ჯდებოდნენ ტოტებზე.
სასაცილონი იყვნენ ეს მოღუშული არსებანი. ჯერაც არ გაჰყროდა ქვეყანას
ნათელი. ისინი ვერ ჰხედავდნენ არსაკიძეს. გაფუყული ისხდნენ, უცნაურად
კუსავდნენ ცეცხლისფერ თვალებს.
კაცს ეგონებოდა, ამსოფლიური ჭმუნვა უკვე შეჰყრიათო ახლადმოჩიტულთ.
თემშარაზე გასულს ფეხშიშველა ბალღები შემოეყარნენ არსაკიძეს,
უდარდელად მოიმღეროდნენ საკინძეგაღეღილი ბიჭუნები, მგალობელ
ანგელოსებსავით აღებდნენ პირს.
სამთავროს მონასტრისაკენ მიდიოდა ბერების ლაშქარი.
რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს. ბნელ სენაკებსა და
საოსტიგნოებში რომ სცემია, სწორედ ისეთმა, საკმეველის, სამოგვისა და ოფლის
სუნმა.
უღიმღამოდ, უხალისოდ მიედინებოდა შავჩოხიანების ბრბო, ლანჩების
ერთობლივი ტკაპატკუპი ისმოდა თემშარაზე. ჩრდილებივით მიემართებოდნენ
დასავლეთისკენ ისინი, უზარმაზარი ლანდებირჩებოდათ უკან.
სჩანდა, სამონასტრო ვენახებიდან ბრუნდებოდნენ. ხელში სასხლავი ეჭირათ,
ზოგს ბარი მიჰქონდა, ზოგს წალდი, ზოგსაც წალამის კონები ეკიდა ზურგზე, ჩოხის
ბალთებზე მოსდებოდათ ბირკა და ნარი.
მიიჩქაროდნენ დაღვრემილი, წელში გადრეკილი მოხუცები, საღამოს ბორიო
არხევდა თეთრწვერებსა და შავ კალთებს ჩოხისას.
უსიხარულოდ გასცქეროდნენ ჩამავალ მზეს, გახუნებული სამოსი ეცვათ, შავი
კრიალოსნები ეკიდათ კისერზე. მიალაჯებდნენ მტკიცედ, შავწვერიანი, მხარგრძელი ვაჟკაცები. ტანზე თორნი,
წელზე ხმალი და ფეხზე დეზი უფრო დაამშვენებდა მათ, ვიდრე ეს გაცრეცილი
ბერული ჩოხანი.
გოდოლების შესამუსვრელად გამოდგებოდნენ ეს მუხლმაგარი და
მხარგრძელი გოლიათები.
ღვიოდნენ ღაჟღაჟა ლოყები, ბიბინებდნენ წამახული ულვაშები და ჭავლივით
მღელვარე წვერები.
მიდიოდნენ თავჩაქინდრულნი, მიალაჯებდნენ გრძელბარკლიანფეხებს.
ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის, თავწვრილა, კისერმოკლე,
წვივგადრეკილი ჩიაკაცები, დიაცური წრიპინა ხმა რომ გადაჰყვებათ ხოლმე
ბალღობიდან შუაკაცობაში, ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.
ისეთნი, ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ, რაკი მათი მკლავები ხმალს
ვერ მოიქნევენ, ერქვანს ვერ გამართავენ, პურს ვერ მოიწევენ, ჰოროლს ვერ სცემენ,
მტერს ვერშეუტევენრისხვით.
ბუნებით ცვედანნი, სახითა ქოსანი, სიყრმეშივე დაბერებულნი, ხოლო
სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა.
არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია, წლაწვნია, წრიპინა,
მკერდჩავარდნილსა და თეძოგანიერქალაჩუნებს.
ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი, უწვერულნი,
ფერგამკრთალნი, კისერგრძელნი და პირმშვენიერნი, წარბმოხატულნი,
მკერდგანიერნი და ახოვანნი.
მათაც დაამშვენებდა უთუოდ ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული
ჰოროლებით იერიშების მიტანა.
სულ პაწია ბიჭუნებიც ერიენ მათ შორის, ხშირკულულიანნი, თმახუჭუჭა და
ლელივით წვრილნი, ცვილისფერი იერი გადაჰკრავდა მოყვითალო სახეებს.
არსაკიძე სათითაოდ აკვირდებოდა მათ, ცვილის, გუნდრუკის და ბნელი
სენაკების დახშული სუნი ასდიოდა ამ ჭაბუკების ჩოხებსაც.
«ქრისტეს მიერგლახაკნი!»
გახმიანდა ოსტატის გულში ხმამაღალი ფიქრი, შეძრწუნდა ანაზდად. თითქოს
ჯერაც არ ენახა მას ბერების მთელი ლეგიონები უფლისციხესა, ტრაპეზუნდსა და
ბიზანტიონში.
მისწყდა მათი ლანჩების ერთობლივი ტკაპუნი და ერთბაშად ცხენების
თქარუნი მოესმა არსაკიძეს.
მთიდან მოჰყავდათ მწყემსებს გიორგი მეფის ცხენების რემა. ფეხშიშველა
მონები ისხდნენ უბელო ჭაკებზე, ბირკათი ფაფარდახუნძული ულაყები ორ-ორ კაცს
მოჰყავდათ საბელით.
ჭიხვინებდნენ საომარი ულაყები, დუჟმორეულნი ღეჭავდნენ ლაგამს, მათ
ხვიხვინში ისმოდა უცნაური ძახილი სქესისა...
მოკვინტრიშებდნენ თაფლისფერი კვიცები, ცეკვით მოსდევდნენ
მუცელდაბერილ ჭაკებს.
გამოექცა მგლისფერი აჯილღა ორ ვაჟკაცს, აყიროსავით გადააგდო ერთი
მათგანი მტვერში, უკანა ფეხებზე ზეაღიმართა, ტორები შემოჰხვია ჩალისფერ ფაშატს,
რომელიც თოკით მიჰყავდა მელოტ ბერიკაცს.
ფაშატი შეტოკდა, როგორც მარტოხე გრიგალისაგან შეშფოთებული, მაგრამ
მოხუცს შეებრალა მშვენიერი ულაყი, გააკავა ჭაკი. ერთობლივი ჭიხვინი ასტეხეს საომარმა ულაყებმა და იაბოებმა, შურით
აღვსილი ეროსიფაფარში მისწვდენოდა ცხენებისრემას.
ახლა კამეჩის ურმებმა აამტუტეს გზა.
წყვილ-წყვილად მოედინებოდნენ ქედმოდრეკილი კამეჩები, მოაჭრიალებდნენ
ნაბდებით გადახურულ ურმებს, ნაღვლიანად ქშინავდნენ ბეჰემოტების უკანასკნელი
ნაშიერნი, ურმით მოასვენებენო ციხე-ქალაქშიღამეს...
«მხოლოდ მოცლილებს ემარჯვებათ გამიჯნურება!»
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და უკლო ნაბიჯს.
ხურსისეულ სასახლესთან მისულმა უკან მოიხედა, ორიოდე ლანდი
ღიმღამობდა მოსახვევებთან.
მათაც აცალა ჩავლა და ხილნარში შევიდა ანაზდად.
მღელვარებით აღვსილმა მოათავა კიბის ხარიხები.
რა უბრალოდ შეუვლია კოლონკელიძიანთ ოჯახში უწინ! თავათაც აოცებდა ეს
მღელვარება ახლა.
დიდი დარბაზიღია იყო ჯერაც, ორიოდე ჭაღი ლიცლიცებდა შიგ.
ზედ კარის ზღურბლთან დამჯდარიყო მხევალი ხათუთაი.
ჩხირებგაყრილი წინდა გავარდნოდა ხელიდან.
მიესალმა არსაკიძე დედაკაცს, ხმა არ გაუღია სამაგიერო დამხვდურს.
თვალებში ჩაჰხედა დიაცს, მიცვალებულს მიაგავდა მძინარე.
დარბაზში შესულმა დაახველა ნელა, არც აქ შეჰგებებია ვინმე.
ქორბუდიანი ირმისთავები ეკიდა კედლებზე. რაღაც უცნაურ სევდას
დაევანებინა ჩაშავებულ, ჩამქრალ თვალებში.
რკინის ჩაბალახები შენიშნა კაჩხებზე, სამფარეშოსანი თორები, ქეიბურნი და
მშვილდები ირგვლივ.
ფრთხილად გაიარა გაუხსნელი ზანდუკებისა და ვაშკარანების გვერდით,
უკანა კარი ოდნავ იყო გამოღებული.
ზედ ზღურბლთან შეჩერდა სტუმარი.
უნებლიედ შეიჭვრიტა მცირე დარბაზში. აქ კი მოულოდნელ სანახაობას
წააწყდა თვალი.
შვიდი ხევისბერი მოსხდომოდა ტაბლას, ფხოვური იაფუხები ეყარა ზედ.
სათითაოდ შეიცნო არსაკიძემ ფხოველნი: მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაჩაური,
მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბერდია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური
და შიოლა აფხანაური.
სუფრის თავში გურანდუხტი შენიშნა არსაკიძემ.
ისხდნენ წვერგაბურძგვნილი, რკინის ჩაბალახიანი ხევისბერები, ჭაღების
ლიცლიცზე კაშკაშებდნენ ხოჭოსფერი თორნი. თავჩაქინდრულნი უსმენდნენ
შორენას.
...«დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე
გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყებთ ამბოხს. წყაროს თვალის წმ. გიორგის ხატობაზე
კვეტარში გავჩნდები.
მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს
შევირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით.
მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ფხოველნო!
ჩემი ბედი, თავადიციხერომ არ დაარღვია მეფე გიორგიმ კვეტარში, საბრძოლო
გოდოლები მოათავეთ როგორმე.
მამაჩემის ბრალი ეს იყო: ფხოვში შემოსვლარომ აცალა ზვიადის ლაშქარს. მეფე ციხეში შეიპატიჟა, ზვიადის მოსვლამდის არ დასთხარა თვალები.
ამიერიდან არ გავიმეოროთო ასეთი შეცდომა, ფხოველნო, გუდამაყარში
შევეგებოთ ზვიადის ჯარებს».
წამოდგა უხუცესი, მუროჩი ქალუნდაური.
მამამზემ და ტოხაისძემ დაგვაღალატაო იმჯერად. პირობა ჰქონდათო
გუდამაყარში შებმოდნენ ზვიადს.
ესა სთქვა ქალუნდაურმა და არსაკიძე შეშფოთდა ანაზდად. ხედავდა: ცუდ
საქმეში აბამდნენ შორენას.
ვეღარმოითმინა, კარი შეაღო და დარბაზში შევიდა ჯიქურად.
წამოცვივდნენ თორიანი ხევისბერები.
ცხვრის სუნი ეცა არსაკიძეს. ერბოს სუნში აღრეული ცხვრის სუნი.
მიუალერსა მუროჩი ქალუნდაურმა არსაკიძეს, მარჯვენა მკერდზე აკოცა მანაც.
გამოჰკითხავდა ჯანმრთელობის ამბავსა, ცოლ-შვილს თუ მოეკიდე, ან
მცხეთაშირას აკეთებო?
გურანდუხტი აიმღვრა, მაგრამ მაინც ტკბილად შეეგება სტუმარს.
წამუყო მოახლეს, იაფუხი და ხინკალი მოატანინა მყისვე.
მერმე ადგა, დიდ დარბაზში გავიდა. ღია კარიდან ესმოდა არსაკიძეს, თუ
როგორ დატუქსა ერისთავის ცოლმა მხევალი ხათუთაი.
თუ სტუმრების მოსვლას არგვაუწყებ, რად დაგსვესო კარის ალაგზე?
ხინკალმა და ხევისბერებმა ფხოვი მოაგონა არსაკიძეს. კოლონკელიძის ციხეში
გატარებული ბედნიერი საღამოები.
გვერდით მიუჯდა შორენა უტას.
«შენი დაშავების ამბავი გუშინწინ გავიგეთ მხოლოდ, ვარდისახარი ასე
გვიამბობდა: კლარჯეთს წარგზავნაო კათალიკოსმა. გუშინ უნდა გამომეარა
რატისეულ სასახლეში შენთან, მოულოდნელად გვეწვიენ ხევისბერები ჩვენი».
ახლა მარტია ბაღათაური მოუჩოჩდა არსაკიძეს.
დედაშენი ვნახეო გასულ კვირას, ხატობას. წვერის ანგელოზთან მოეყვანა
საკლავი, აწირვინაო მამაშენის სულის სალხენად ხუცს.
ბაგისკოცნით მოგიკითხაო დედამ, დღედაღამ გავედრებსო ფუძისანგელოზს,
გმირსა კოპალეს კარატისისას დაფიწალეს ლაშქართ წინამძღოლს.
შემოგევედრაო დედა, როგორმე დაეთხოვე იმ ურჯულო მეფე გიორგის,
თუნდაც ერთხელ ინახულეო დედა.
ნავახშმევს სამმა ჭაღიანმა დიაცმა დასაძინებლად გააცილა ხევისბერები.
მუროჩი ქალუნდაურმა არ ინდომა ჯერ მოსვენება, მაინც არ მეკარებაო ძილი.
გურანდუხტს მიუჯდა და დაიწყეს ჩურჩული.
შორენა ალერსიანად ეტიტინებოდა არსაკიძეს. წარამარა ახსენებდა მის
ლაზურსახელს, ეფერებოდა, ეხუტებოდა უტას.
როცა მისი ავადობის მიზეზი გაიგო, ჰქირდავდა კიდევაც ნაძმობს:
«ვერ ყოფილხარ ვაჟკაცი, უტა. ოთხი კაცის ტვირთმა როგორ მოგწყვიტა წელი?
შენ ისეთი ლომკაცი მეგონე, მტრის ლაშქარს შეებმის-მეთქი მარტოკა».
სულ ახლოს მიჰქონდა ვაჟის სახესთან პირი. ღელავდა არსაკიძე, როცა მისი
სანუკველი სუნთქვა ეალერსებოდაღაწვებზე.
მალე ხევისბერი ქალუნდაურიც გაიყვანეს მცირე დარბაზიდან გურანდუხტმა
და ორმა მოახლემ, შორენამ მხარზე ხელი დაადო, არსაკიძეს. ყურის ბიბილოსთან
მიუტანა პირი: «იცი, უტა, ვარდისახარი ფხოვს აპირებს ხატობაზე წასვლას. პირიმზისაც თან
მიჰყავს, ჩვენი მხევალი, გაპარვას აპირებენღამით».
ესა სთქვა შორენამ, გამომცდელი მზერით მიაშტერდა არსაკიძეს.
უხიაგად მოიღუშა ლაზი. დუმილით ამცნო: არად ვაგდებო ვარდისახარის
მისვლა-მოსვლას ამიერიდან.
ლოყა დააყრდნო ხელისგულზე შორენამ, ნაღვლიანად ეუბნება არსაკიძეს:
«იცი, უტა, მე ძლიერ მენატრება კვეტარში ჩასვლა. ერთხელ მაინც მაჩვენა
ბედშავი მამაი, ჩვენი ციხის ჩარდახიდან დამანახვაფხოვეთის მთები»...
კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა შორენას და სწორედ ამ დროს შემობრუნდა
გურანდუხტი დარბაზში.
ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში, ისეთი სიყვითლე
გადასდიოდა თავთუხისფერ კულულებს, როგორიც ახლად გამოჩეკილ ხოხბის
ლაპებს გადაჰკრავს ხოლმე.
ცხვრის სუნი, ერბოს სუნი დაეყენებინათ ხევისბერის ტყაპუჭებს დარბაზში,
მაგრამ არსაკიძის სათუთ ყნოსვას მაინც წვდებოდა სანატრელი დიაცის თმის სუნი.
როცა ორმა ჭაღიანმა მხევალმა ხურსისეულ სასახლის ჭიშკართან მიაცილეს
არსაკიძე, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცარგვალს აჰხედა ოსტატმა და მის გულში
გახმიანდა გოლეულივით ტკბილი და მათრობელი სიტყვები.
«ვითარცა სურინ ირემსა წყაროს მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა
შენდამი»...
შუაღამე გადასული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში მიბრუნდა
სევდისაგან გაოგნებული.
ბუს მართვეები იძახოდნენ მუხოვანში სადღაც.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობიღამეს...

Комментариев нет:

Отправить комментарий