მერი პოპინსი

პირველი თავი
აღმოსავლეთის ქარი
თუ გინდა ალუბლის შესახვევს მიაგნო, ადექი და გზაჯვარედინზე
რომ პოლისმენი დგას, იმას ჰკითხე. ის ჩაჩქანს შეისწორებს, კეფას მოიქე-
ქავს, ბოლოს კი თეთრთათმანიან ხელს გაიშვერს და თითით მიგანიშნებს:
_ ჯერ მარჯვნივ წადი, მერე მარცხნივ, მერე ალუბლის ქუჩის მარ-
ჯვნივ და იქა ხარ! კეთილ მგზავრობას გისურვებ!
და შენც გჯეროდეს, თუ არაფერი აგერია, შუა ალუბლის შესახვევში
მოხვდები, სადაც ერთ მხარეს სახლებია, მეორე მხარეს პარკია, შუაში კი
ალუბლის ხეები ჩამწკრივებულა, თითქოსფერხული ჩაუბამთო.
თუ ჩვიდმეტ ნომერ სახლს ეძებ, შენ კი ნამდვილად მას ეძებ, რადგან
ეს წიგნი იმ სახლზეა დაწერილი, მაშინვე მიაგნებ. ჯერ ერთი, მთელ შესახ-
ვევში ყველაზე პატარა სახლია. მერე, ერთადერთია მთლად ფერგადასული
და შესაღები. სახლის ამჟამინდელმა პატრონმა მისტერბენქსმა თავის მეუღ-
ლეს მისის ბენქსს გამოუცხადა:
_ ძვირფასო, აირჩიე, რომელი გინდა: კოხტა ახალი სახლი, თუ ოთხი
შვილი. სახლსაც მივხედო და შვილებსაც, ამდენი შეძლება მე არა მაქვს.
მისის ბენქსი კარგად დაუფიქრდა მეუღლის ნათქვამს და გადაწყვიტა,
ჯობს, ოთხი შვილი მყავდესო, და ეყოლა: უფროსი ჯეინი, მომდევნო მაიკ-
ლი და უმცროსები, ტყუპები: ჯონი და ბარბარა.
აი, ასე გადაწყდა ყველაფერი და ბენქსების ოჯახი ალუბლის შესახვე-
ვის ჩვიდმეტ ნომერში დასახლდა. მათთან ერთად დაბინავდნენ მისის ბრი-
ლი და ელინი. ერთი საჭმელს ამზადებდა, მეორე სუფრაზე მიართმევდათ
ხოლმე. ჰყავდათ კიდევ რობერთსონ ეი. ის ბაღს უვლიდა, დანებს ლესავდა,
ფეხსაცმელებს წმენდდა და კიდევ, როგორც მისტერ ბენქსი ხშირ-ხშირად
ამბობდა, «ტყუილად ფლანგავდა თავის დროსა და მისტერბენქსისფულს». და, რა თქმა უნდა, იქ იყო კიდევ გადია ქეთი. სადაც სამართალია, ის
არაა ამ წიგნში მოსახსენებელი, რადგან იმ დროს, როცა ჩვენი მოთხრობა
დაიწყო, ქეთი წავიდა ჩვიდმეტი ნომერი სახლიდან.
_ არც გამარჯობა გვითხრა, არც ნახვამდის! არც გაგვაფრთხილა, არც
დაგვემშვიდობა. ახლარა ვქნა? _ ჩიოდა მისის ბენქსი.
_ გაზეთში გამოვაცხადოთ, ძვირფასო! თუმცა წინააღმდეგი არა ვარ,
რობერთსონ ეიც წავიდოდეს. შეხედე, ცალი ფეხსაცმელი გაუწმენდია, ცალ-
ზე ხელიც არ უხლია. რას იფიქრებს ხალხი ჩემზე, არ იტყვიან, ცალმხრივი
კაციაო. _ უთხრა მისტერბენქსმა მეუღლეს დაფეხსაცმელი ჩაიცვა.
_ ეგ არაფერია, _ დაამშვიდა მისის ბენქსმა, _ შენ ის მითხარი, გადია
ქეთისრა ვუყო?
_ აქ აღარ არის დარას უზამ? შენს ადგილას მე «დილის გაზეთში» ასეთ
განცხადებას გამოვაქვეყნებდი:
«ჯეინ და მაიკლ, ჯონ და ბარბარა ბენქსებს (მათ დედაზე რომ
არაფერი ვთქვათ) სასწრაფოდ სჭირდებათ ყვლაზე კარგი გადია, რო-
მელიც ყველაზე მცირე ხელფასს დასჯერდება!»
მერე დავჯდებოდი და დაველოდებოდი, ჩვენს ჭიშკართან როგორ
მოგროვდებოდნენ ქვეყნის გადიები. რიგი რომ გაიმართებოდა, ძალიან გავ-
ბრაზდებოდი, რადგან ქუჩაში მოძრაობა შეფერხდებოდა და იძულებული
ვიქნებოდი, პოლისმენისათვის შილინგი მიმეცა. ახლა არა მცალია, უნდა
გავიქცე. უუფ, როგორ ცივა! ჩრდილოეთ პოლუსი გეგონება! საიდან ქრის
ქარი? _ თქვა მისტერ ბენქსმა, თავი გაყო ფანჯარაში და ადმირალ ბუმის
სახლისაკენ გაიხედა. ადმირალის სახლი კუთხეში იდგა. ეს იყო ყველაზე
დიდი სახლი იმ არემარეში. შესახვევის მცხოვრებლები თავს იმითაც იწო-
ნებდნენ, სახლი ხომალდს ჰგავსო. ბაღჩაში აღმართული ანძაც კი იდგა, ხო-
ლო სახურავს ჭოგრისფორმის მოვარაყებულიფლუგერი ამშვენებდა.
_ ჰოო! _ საჩქაროდ შემოყო თავი მისტერ ბენქსმა, _ ადმირალის ტე-
ლესკოპი ამბობს, აღმოსავლეთის ქარიაო. მეც ასე ვფიქრობდი. ძვლებმა ტე-
ხა დამიწყო, კაცმა პალტოზე პალტო უნდა ჩაიცვას.
მერე უგულისყუროდ აკოცა ცოლს ცხვირზე, ბავშვებს ხელი დაუქნია
და სიტიში გაემართა.
სიტი ისეთი ადგილი იყო, სადაც მისტერ ბენქსი ყოველდღე დადიო-
და, რა თქმა უნდა, გარდა კვირადღისა და დღესასწაულებისა. იქ დილიდან
დაღამებამდე იჯდა დიდ მაგიდასთან დიდ სავარძელში და მუშაობდა, ანუ,
როგორც ინგლისში ამბობენ, ფულს აკეთებდა. ბავშვები დარწმუნებული
იყვნენ, მამა მთელი დღე განუწყვეტლივ შრომობს, ჭრის შილინგებს, პენ-
სებს, ტვიფრავს ნახევარკრონებს და სამპენსიანებს, საღამოობით კი შავი
ჩანთით შინ მოაქვსო. მამა ზოგჯერ ჯეინსა და მაიკლს აძლევდა ხურდა
ფულს ყულაბაში ჩასაყრელად, თუ ვერ მისცემდა, ეტყოდა ხოლმე, «ბანკი
გაკოტრდაო», და ბავშვებიც, რას იზამდნენ, ფიქრობდნენ, ალბათ მამამ
დღეს ძალიან ცოტაფული მოჭრაო.
აი, ახლაც მისტერ ბენქსმა აიღო თავისი შავი ჩანთა და წავიდა. მისის
ბენქსი დაჯდა სასტუმრო ოთახში და მთელი დღე წერდა განცხადებებს გა-ზეთებისათვის გასაგზავნად. თხოულობდა, სასწრაფოდ გამოეგზავნათ რამ-
დენიმე გადია. ჯეინი და მაიკლი ისხდნენ ზევით, ბავშვების ოთახში, იყუ-
რებოდნენ ფანჯრიდან და საგონებელს მისცემოდნენ, ვის გამოგვიგზავნია-
ნო. ძალიან უხაროდათ, გადია ქეთი რომ წავიდა. მაინცდამაინც არ უყვარ-
დათ და ამიტომ. გადია ქეთი მოხუცი იყო და მსუქანი, თანაც სულ წამლე-
ბის სუნი უდიოდა. ბავშვები ფიქრობდნენ, ვინც არ უნდა მოვიდეს, ქეთის
მაინც აჯობებს, შეიძლება გაცილებით უკეთესიც იყოსო.
მზე რომ თვალს ეფარებოდა, ბავშვებთან მისის ბრილი და ელინი შე-
მოვიდნენ. უფროსები ავახშმეს, ტყუპები დაბანეს. ვახშმის შემდეგ ჯეინი
და მაიკლი ისევ ფანჯარას მიუსკუპდნენ. მამას ელოდნენ და ყურს უგდებ-
დნენ, აღმოსავლეთის ქარი როგორი სტვენით არხევდა ფოთოლშემოძარ-
ცვულ ალუბლის ხეებს. ხეები აქეთ-იქით ეხეთქებოდნენ, გეგონებოდათ, გა-
დაირივნენ და მიწიდანფესვების ამოყრას ლამობენო.
_ მოდის! _ წამოიძახა უცებ მაიკლმა და ჯეინი ჭიშკრისკენ გაახედა.
ჭიშკართან ვიღაცის შავი სილუეტი გამოჩნდა. ჯეინმა სიბნელეს თვალი გა-
აჩვია და...
_ მამა არარის, ვიღაც სხვაა.
ქარი არხევდა და აბარბაცებდა სილუეტს, მაგრამ მან მაინც მოახერხა
კარის გაღება და ბავშვებმა დაინახეს ქალი. იგი ცალი ხელით ქუდს იმაგ-
რებდა თავზე, მეორეთი დიდ ჩანთას მოათრევდა. უცებ _ მაიკლმა და ჯეინ-
მა თვალებს არ დაუჯერეს, _ ქალმა ბაღში ფეხი შემოდგა თუ არა, ჰაერში
აფარფატდა და სახლისაკენ გამოფრინდა! ეტყობოდა, ქარმა მოიყვანა ჭიშ-
კრამდე. მოუცადა, სანამ ქალი კარს გააღებდა, და მერე პირდაპირ სადარბა-
ზოს მოაყენა. მთელი სახლი შეზანზარდა, როცა ქალი მიწაზე დაეშვა!…
_ აი, ეს მესმის! _ აღტაცება ვერ დაფარა მაიკლმა.
_ წამო, ვნახოთ, ვინაა! _ თქვა ჯეინმა, მაიკლს ხელი ჩაავლო და ბავშვე-
ბის ოთახი გამოატარა. მალე ორივემ კიბის თავზე ამოყო თავი. ეს მათი საყ-
ვარელი სათვალთვალო ადგილი იყო. აქედან მშვენივრად ჩანდა, რა ხდებო-
და შემოსასვლელში: დედა სასტუმრო ოთახიდან გამოვიდა, უცნობი უკან
მოჰყვებოდა, სწორი, პრიალა შავი თმა ჰქონდა. «ხის თოჯინასავითა აქვს», _
წაიჩურჩულა ჯეინმა. თხელი ქალი იყო, ხელ-ფეხი დიდი უჩანდა, გამჭოლი
ცისფერი თვალები კი საკმაოდ წვრილი.
_ თქვენ თვითონ ნახავთ, როგორი დამჯერი ბავშვები არიან, _ ეუბნე-
ბოდა მისის ბენქსი.
მაიკლმა იდაყვი გაჰკრა ჯეინს.
_ არ შეგაწუხებენ, _ განაგრძობდა მისის ბენქსი გაუბედავად, რადგან
თვითონაც არა სჯეროდა, რასაც ამბობდა. ბავშვებს მოეჩვენათ, რომ სტუ-
მარმა ჩაიფრუტუნა, თითქოს ისიც შეეჭვდა.
_ რეკომენდაციები გექნებათ! _ ისევ განაგრძობდა საუბარს მისის ბენ-
ქსი.
_ წესადა მაქვს, არავითარი რეკომენდაცია არა მქონდეს, _ შეაწყვეტინა
უცნობმა.
მისის ბენქსი გახევდა. _ მე მგონია, ეს მიღებულია, მე მხედველობაში მაქვს... მე მინდა გით-
ხრათ,... ყველანი ასე შვრებიან.
_ ჩემი აზრით, მეტისმეტად ძველებური ჩვეულებაა! _ მკაცრად გაეპა-
სუხა უცნობი. _ მეტისმეტად დრომოჭმული და არათანამედროვე!
მართალი გითხრათ, მისის ბენქსს ამქვეყნად ყველაზე მეტად იმის ეში-
ნოდა, ძველი მოდის მიმდევარი არ ჰგონებოდათ. ძალიან ეშინოდა. ამიტომ
სასწრაფოდ შეაგება:
_ მაშ კარგი. ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. მე უბრალოდ გკითხეთ, იმ
შემთხვევაში თუ... მმმ, თუ თქვენ თვითონ მოგესურვებოდათ. ბავშვების
ოთახი ზემოთაა.
დედას ლაპარაკი არ შეუწყვეტია, ისე განაგრძო გზა. ამიტომ ვერ შეამ-
ჩნია, რა ხდებოდა მის ზურგს უკან. სამაგიეროდ, ჯეინი და მაიკლი მშვე-
ნივრად ხედავდნენ, რა უცნაურად იქცეოდა სტუმარი.
ის კვალდაკვალ მიჰყვა მისის ბენქსს, მაგრამ არ იკითხავთ, როგორ?!
თავისი დიდი ჩანთა ხელიდან არც კი გაუშვია, ისე შეასკუპდა მოაჯირს...
და მშვიდად ასრიალდა ზემოთ!
ჯეინმა და მაიკლმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ამას ვერავინ მოახერ-
ხებდა. ქვევით, კი ბატონო, თვითონაც რამდენჯერ ჩასრიალებულან. მაგრამ
ზემოთ ასვლა?! ასეთირამ არავის მოლანდებია!
განცვიფრებული ბავშვები სტუმარს მიაშტერდნენ...
_ მაშ, ყველაფერირიგზეა, _ შვებით ამოისუნთქა დედამ.
_ თითქმის. თუ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ხელსაყრელი იქნება, _ უპასუ-
ხა უცნობმა და წითლად დაწინწკლული დიდი ცხვირსახოცით ცხვირი მო-
იხოცა.
_ ბავშვებო, თქვენ აქა ხართ? _ როგორც იქნა შეამჩნია ისინი მისის ბენ-
ქსმა. _ რას შვრებით? ეს თქვენი ახალი გადიაა, მერი პოპინსი. ჯეინ, მაიკლ,
მიესალმეთ. აი, აქ კი, _ მიუთითა მან, _ საწოლებში ჩვენი ტყუპები წვანან.
მერი პოპინსი ყურადღებით ათვალიერებდა ბავშვებს რიგრიგობით,
თითქოს წყვეტდა, მოსწონდა თუ არა.
_ მოგწონვართ? _ ჰკითხა მაიკლმა.
_ მაიკლ, წესიერად მოიქეცი! _ უთხრა დედამ.
მერი პოპინსი კვლავ მშვიდად, გამომცდელად ათვალიერებდა ბავ-
შვებს. ბოლოს ხმამაღლა აქშუტუნდა, რაც, ეტყობა, იმას ნიშნავდა, რომ გა-
დაწყვეტილება მიიღო, და თქვა:
_ თანახმა ვარ თქვენს წინადადებაზე.
«ყველაფერს გეფიცები, _ უყვებოდა მერე მისის ბენქსი თავის მეუღ-
ლეს, _ იფიქრებდი, დიდი წყალობა გაიღოო!»
«რატომაც არა?» _ გამოეხმაურა მისტერ ბენქსი, წუთით ასწია ცხვირი
გაზეთიდან და ისევ ჩარგო.
დედა რომ წავიდა, ჯეინი და მაიკლი მერი პოპინსს ამოუდგნენ გვერ-
დით, ის კი იდგა სარგადაყლაპულივით და ხელები მუცელზე დაეწყო.
_ როგორ მოხვდით აქ? _ ჰკითხა ჯეინმა _ ჩვენ მოგვეჩვენა, რომ ქარმა
მოგაქროლათ. _ ეგრეც იყო, _ უპასუხა მერი პოპინსმა, შარფი მოიძრო, ქუდი მოიხადა
და საწოლის თავზე ჩამოკიდა.
ჩანდა, მერი პოპინსს მეტი არაფერი წამოსცდებოდა და ჯეინი გაისუსა,
მაგრამ მერი პოპინსი ჩანთის გასახსნელად რომ დაიხარა, მაიკლს მოთმინე-
ბა აღარეყო.
_ რა სასაცილო ჩანთაა! _ თქვა და თითით მოსინჯა.
_ ხალიჩაა! _ უთხრა მერი პოპინსმა და გასაღები პატარა ბოქლომს მო-
არგო.
_ შიგნითაა ხალიჩა?
_ არა! გარედან!
_ ჰო, გასაგებია! _ მიუგო მაიკლმა, მაგრამ, მართალი რომ ვთქვათ, არა-
ფერიც არიყო გასაგები.
ამ დროს ხალიჩის ჩანთა გაიხსნა და მაიკლის და ჯეინის გასაოცრად
ცარიელი აღმოჩნდა.
_ ვაი, შიგ არაფერია! _ თქვა ჯეინმა.
_ რას ნიშნავს, არაფერია? _ ისე ამოხედა მერი პოპინსმა, თითქოს შეუ-
რაცხყოფა მიაყენესო. _ შენ თქვი, არაფერიაო?
ამ სიტყვებით სულ მთლად ცარიელი ჩანთიდან გახამებული თეთრი
წინსაფარი ამოიღო და აიფარა. მერე ხელის საპონი, კბილის ჯაგრისი, თმის
სარჭები, სუნამო, დასაკეცი სკამი და ხველის საწინააღმდეგო აბები ამოალა-
გა.
ჯეინმა და მაიკლმა თვალები დააჭყიტეს.
_ მე თვითონ ვნახე... რომ შიგ არაფერი იყო! _ წაიჩურჩულა მაიკლმა.
_ ჩუუ! _ ჩააჩუმა ჯეინმა.
მერი პოპინსმა ჩანთიდან ახლა დიდი ბოთლი ამოიღო. ბოთლის იარ-
ლიყზე ეწერა: «დალიეთ ძილის წინ ჩაის კოვზით!»
_ ეს თქვენი წამალია? _ ჰკითხა შეშფოთებულმა მაიკლმა.
_ არა, შენი, _ მერი პოპინსმა კოვზი ცხვირთან მიუტანა.
მაიკლი გაოგნდა, მაგრამ მაინც იუარა შუბლშეჭმუხნულმა:
_ არმინდა! არმჭირდება, არ დავლევ!
მერი პოპინსმა თვალი თვალში გაუყარა და უცებ ყმაწვილმა იგრძნო:
შეუძლებელი იყო, შეეხედა მერი პოპინსისათვის და არ დაეჯერებინა. მასში
იმალებოდა რაღაც უცნაური და არაჩვეულებრივი, რაც შიშსაც ჰგვრიდა და
სიამესაც!
წამლიანი კოვზი უახლოვდებოდა მაიკლს. მან ღრმად ამოისუნთქა,
თვალები დახუჭა და წამალი გადაყლაპა.
სახეზე ნათელი გადაეფინა. რა გემრიელია! წამალი დალია და ტუჩები
ენით მოილოკა.
_ ხენდროს ნაყენია! _ თქვა აღტაცებულმა. _ აი, ეს მესმის! კიდევ მინ-
და, კიდევ!
მაგრამ მერი პოპინსი ისეთივე მკაცრი სახით ახლა ჯეინს უსხამდა თა-
ვის ულუფას. მოვერცხლისფრო, მოყვითალო-მომწვანო სითხით გაუვსო
კოვზი. ჯეინს მოეწონა წამალი. _ დაშაქრული ლიმონის წვენია, _ თქვა და მანაც ტუჩები მოილოკა.
მაგრამ, რომ ნახა, მერი პოპინსი ბოთლიანად ტყუპებისაკენ გაემართა, შეე-
ცადა, შეეჩერებინა: _ არ უნდათ! ჩვილები არიან! აწყენთ!
მერი პოპინსი არ შეყოვნებულა. ჯეინს ერთი მრისხანედ მოხედა და
კოვზი ჯონს მიუტანა ტუჩებთან.
ჯონმა ხარბად გადაყლაპა სასმელი, მაგრამ რამდენიმე წვეთი გულსა-
ფარზე ჩამოეწინწკლა, და ბავშვებმაც დაინახეს, რომ მისთვის მერი პოპინსს
რძე მიეწოდებინა. ბარბარამაც მიირთვა თავისი ულუფა, ტუჩები ააცმაცუნა
და კოვზი ორჯერმოლოკა.
ბოლოს მერი პოპინსმა თვითონაც დაისხა და დიდის ამბით დალია.
_ რომიანი პუნშია, _ თქვა და ენის წკლაპუნით ბოთლს საცობი დაუცო.
მაიკლსა და ჯეინს გაოცებისაგან კინაღამ თვალები გადმოსცვივდათ.
მაგრამ დიდხანს გაოცება ვინ აცალათ, მერი პოპინსმა საოცარი ბოთლი თა-
როზე შემოდგა თუ არა, მათ მიუბრუნდა:
_ ახლა კი დაწექით!
მერი პოპინსი ბავშვებს ტანსაცმლის გახდაში მიეშველა. იგი ერთს შე-
ხედავდა და მორჩა: დუგმები დაღილები თავისთავად იხსნებოდა.
საწყალი გადია ქეთი, რამდენს წვალობდა! წუთი და ბავშვები ლოგინ-
ში იწვნენ. გაყუჩებულები, ღამის ნათურის მქრქალ შუქზე თვალს ადევნებ-
დნენ, მერი პოპინსიროგორალაგებდა თავის ნივთებს.
ხალიჩის ჩანთიდან ამოალაგა:
სამიფლანელისღამის პერანგი.
სამი ტილოსი.
წყვილიფეხსაცმელი.
დომინო,
ორი საბანაო ქუდი,
ღია ბარათების ალბომი და
თუთიყუშისთავა სახელურიანი ქოლგა.
ბოლოს ჩანთიდან დასაკეცი საწოლი ამოაძვრინა თავისი ლოგინით,
რომელსაც არც ბუმბულის საბანი და თხელი გადასაფარებელი აკლდა. სა-
წოლი ჯონისა და ბარბარას საწოლებს შუა ჩადგა. ჯეინი და მაიკლი საწო-
ლებზე წამომსხდარიყვნენ, მუხლებზე ხელები შემოეხვიათ და თვალებს
აცეცებდნენ, გაოცებისაგან ხმას ვერ იღებდნენ. რა თქმა უნდა, ორივეს ესმო-
და, რომ ალუბლის შესახვევის ჩვიდმეტ ნომერ სახლში არნახული საოცრე-
ბა ხდებოდა. მერი პოპინსმა თავზე ჩამოიცვა ფლანელის ღამის პერანგი,
რომელიც კარავივით გაიშალა, და ტანსაცმლის გახდას შეუდგა. ამ დროს
საოცრებით მოხიბლულმა მაიკლმა სიჩუმე დაარღვია:
_ მერი პოპინს! _ დაიყვირა მან. _ ჩვენგან ხომ აღარწახვალთ?
ფლანელის კარვიდან პასუხი არგასცეს.
აღელვებულმა მაიკლმა მაინც ვერმოითმინა და მერი პოპინსს გაუმეო-
რა:
_ ჩვენგან ხომ აღარწახვალთ?
მერი პოპინსმაღამის პერანგიდან თავი ამოყო. გაცეცხლებული ჩანდა. _ კიდევ ერთ სიტყვას გავიგონებ ამ რაიონიდან და პოლისმენს გამო-
ვუძახებ! _ დაემუქრა პატარებს.
_ მე მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, _ თავისას განაგრძობდა შეცბუნე-
ბული მაიკლი, _ რომ იმედია ჩვენთან დიდხანს, დიდხანს დარჩებით...
მაიკლს ენა სულ დაება და აჭარხლებული და დარცხვენილი ლოგინში
ჩაძვრა.
მერი პოპინსმა მდუმარედ გადაიტანა მზერა მაიკლიდან ჯეინზე, მერე
ისევ მაიკლზე. ბოლოს აგდებულად ჩაიფრუტუნა:
_ დავრჩები, სანამ სხვა ქარი არ დაიქროლებს. _ მოკლედ მოჭრა, სი-
ნათლე ჩააქრო და ლოგინში ჩაწვა.
_ მაშინ ყველაფერი რიგზეა, _ თქვა მაიკლმა ნახევრად თავისთვის, ნა-
ხევრად ჯეინის გასაგონად.
ჯეინი აღარ უსმენდა. ფიქრობდა ყველაფერზე, რაც მოხდა და იმაზეც,
რაც კიდევ იყო მოსალოდნელი...
*
ასე დასახლდა მერი პოპინსი ალუბლის შესახვევის ჩვიდმეტ ნომერ
სახლში. კი მოიგონებდნენ ხოლმე კანტიკუნტად გადია ქეთისდროინდელ
ჩვეულებრივ და მშვიდ დღეებს, მაგრამ საერთოდ ყველას უხაროდა მერი
პოპინსის გამოჩენა. მისტერ ბენქსს იმიტომ უხაროდა, რომ იგი თავისით
მოვიდა, ქუჩაში მოძრაობა არ შეწყვეტილა და პოლისმენისათვის შილინგის
მიცემა არ დასჭირვებია. მისის ბენქსს ის ახარებდა, რომ ახლა შეეძლო ყვე-
ლასათვის ეამბნა, ჩემს ბავშვებს ისეთი თანამედროვე გადია ჰყავთ, რეკო-
მენდაციას არც კი სცნობსო. მისის ბრილსა და ელინს სხვა რამე ახარებდათ
_ ახალი გადიის წყალობით, მთელი დღე შეეძლოთ ესვათ ჩაი სამზარეუ-
ლოში, ვალდებულნი არ იყვნენ, სადილ-ვახშმის თადარიგი დაეჭირათ ბავ-
შვების ოთახში. რობერთსონ ეის ის უხაროდა, რომ მერი პოპინსს ერთი
წყვილიფეხსაცმელი ჰქონდა და იმასაც თვითონ იწმენდდა...
მაგრამ არავინ იცოდა, რას ფიქრობდა თვითონ მერი პოპინსი _ იგი
არასდროს არავის არაფერს უამბობდა...

მეორე თავი

სიცილის ჭია
_ აუცილებლად იქნება შინ? _ იკითხა ჯეინმა, როცა სამივენი _ თვი-
თონ, მაიკლი და მერი პოპინსი _ ავტობუსიდან ჩამოვიდნენ.
_ შენი აზრით, ბიძაჩემი ჩაიზე მიგვიწვევდა, თუ თვითონ აპირებდა
სადმე წასვლას? საინტერესოა! _ თქვა ამ ვარაუდით აშკარად შეურაცხყო-
ფილმა მერი პოპინსმა.
მერი პოპინსს ეცვა ვერცხლისფერღილებიანი ლურჯი პალტო, ეხურა
ლურჯი ქუდი და იმ დღეებში, როცა ასე ეცვა, ძალიან ადვილად სწყინდა
ყველაფერი. სამივენი მერი პოპინსის ბიძასთან _ მისტერ პარიკთან მიდიოდნენ
სტუმრად. ჯეინიცა და მაიკლიც ამ დღეს ისე დიდხანს ელოდნენ, გულში
შიშიც შეეპარათ, ვაითუ მისტერპარიკი შინ არ დაგვხვდესო.
_ რატომ ეძახიან მისტერ პარიკს, პარიკით დადის? _ იკითხა მაიკლმა
და ხტუნვა-ხტუნვით დაედევნა მერი პოპინსს.
_ მისტერ პარიკს იმიტომ ეძახიან, რომ მისი გვარია პარიკი. არავითარ
პარიკს არ ატარებს, მელოტია, _ უთხრა მერი პოპინსმა. _ იცოდეთ, კიდევ
ერთი შეკითხვა და შინ დავბრუნდებით.
მერი პოპინსმა ჩაიფრუტუნა. ყოველთვის ფრუტუნებდა, როცა ჯავ-
რობდა.
ჯეინმა და მაიკლმა გულმოსულად გადახედეს ერთმანეთს. ეს გადა-
ხედვა ნიშნავდა:
«არ გაბედო, რაიმე შეეკითხო, თორემ მისტერ პარიკთან სტუმრობას
ვეღარასოდეს ვეღირსებით!»
თამბაქოს მაღაზიასთან, კუთხეში მერი პოპინსმა ქუდი გაისწორა. არის
ასეთი უცნაური ვიტრინები. თუ ჩაიხედავ, შენი თავი სამად მოგეჩვენება,
თუ დიდხანს უყურებ, თავს ვეღარ იცნობ, ადამიანების მთელი ბრბო მოგე-
ლანდება. ამ მაღაზიაშიც ეგრე იყო. მერი პოპინსმა სიამოვნებით ამოიხვნე-
შა, ერთად რომ სამი მერი პოპინსი დაინახა, თითოეულს ვერცხლისღილე-
ბიანი ლურჯი პალტო ეცვა და შესაფერი ლურჯი ქუდი ეხურა. ეტყობა, მას
მოსწონდა ეს სანახაობა და უარს არ იტყოდა, ერთად თორმეტი, თუნდაც
ოცდაათი მერი პოპინსი გამოჩენილიყო. ფიქრობდა, რაც მეტია, მით უკეთე-
სიო!
_ წავიდეთ, _ თქვა ბოლოს მკაცრად, თითქოს ყმაწვილებმა შეაყოვნე-
სო.
მიუხვიეს კუთხეში და რობერთსონის ქუჩაზე, სამ ნომერ სახლში და-
რეკეს. ჯეინი და მაიკლი გულის ფანცქალით უგდებდნენ ყურს ზარის
წკრიალს. ნუთუ ერთი წუთის, უკიდურეს შემთხვევაში, ორი წუთის შემდეგ
ისინი დალევენ ჩაის მერი პოპინსის ბიძასთან _ მისტერპარიკთან?
_ რა თქმა უნდა, თუ შინაა, _ უჩურჩულა ჯეინმა მაიკლს.
ამ დროს კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა ტანხმელი ქალი.
_ შინაა? _ თავი ვერშეიკავა მაიკლმა.
_ კეთილ ინებე და გაჩუმდი! უფროსებს აცალე ლაპარაკი! _ პირში
ბურთი ჩასჩარა მერი პოპინსმა.
_ გამარჯობათ, მისის პარიკ! _ მიესალმა ჯეინი თავაზიანად.
_ ვინ არის მისის პარიკი? _ იკივლა ცივი ხმით ხმელ-ხმელმა ქალმა. _
როგორ ბედავთ, მისის პარიკი მიწოდოთ?! არ გამახარე! მე მის პერსიმონი
ვარ და ვამაყობ ამით! მოიგონებრა! მისის პარიკიო!
ეტყობა, ძალიან განაწყენდა. ბავშვებმა კი იფიქრეს, მისტერ პარიკი,
ჩანს, მეტისმეტად უცნაური კაცია. აბა მის პერსიმონს რატომ უხარია, მისის
პარიკირომ არარისო.
_ მეორე სართულზე პირველ კარზე დააკაკუნეთ, _ თქვა მის პერსი-
მონმა, დერეფანს გაუყვა და განაგრძო: _ მისის პარიკიო. ეგღა მაკლია სწო-
რედ. ჯეინი და მაიკლი მერი პოპინსს მიჰყვნენ კიბეზე. მერიმ პირველ კარ-
ზე დააკაკუნა.
_ მობრძანდით! მობრძანდით! გთხოვთ, მობრძანდეთ! _ გაისმა კარს
იქით მხიარული შეძახილი.
ჯეინს მღელვარებისაგან გული აუფანცქალდა. «შინაა!» _ თვალებით
ახარა მაიკლს. მერი პოპინსმა კარი შეაღო და ბავშვებს ოთახში შეუძღვა.
დიდ, ნათელ ოთახში აღმოჩნდნენ. ბუხარი მხიარულად გიზგიზებდა. ბუხ-
რის წინ უშველებელი მაგიდა იდგა, ზედ ელაგა ოთხი ფინჯანი, სარძევეე-
ბი, ქვეყნის ბუტერბროდები, ფუნთუშები, ნამცხვარი და დიდი, ვარდის-
ფრად მორთული ნაღების ტორტი.
_ ო, როგორ მიხარია, თქვენ რომ გხედავთ! _ ბუხუნებდა ისევ იგივე
ხმა. ჯეინი და მაიკლი აქეთ-იქით ეძებდნენ სახლის პატრონს, ის კი არსად
ჩანდა. ოთახი ცარიელი იყო.
მერი პოპინსმა უკმაყოფილოდ თქვა:
_ ძია ელბერტ, ნუთუ თქვენ ისევ? მგონი, დღეს თქვენი დაბადების
დღე არ უნდა იყოს!
ამას რომ ამბობდა, ჭერს შესცქეროდა. ჯეინმა და მაიკლმაც ზევით აი-
ხედეს და, ჰოი საოცრებავ, ჭერზე, ჰაერში, ეკიდა ჩამრგვალებულ-ჩასუქებუ-
ლი მელოტი კაცი. უფრო სწორად, თითქოს იჯდა ჰაერში და ფეხი ფეხზე
გადაედო. ის იყო, ხელი უშვა გაზეთს, რომელსაც, ეტყობა, სტუმრების მოს-
ვლამდე კითხულობდა.
_ ჩემო ძვირფასო, _ თქვა მისტერ პარიკმა, თან ბავშვებს ზემოდან გაუ-
ღიმა, მერი პოპინსს კი დამნაშავესავით შეხედა, _ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ,
წარმოიდგინე, დღეს ნამდვილად ჩემი დაბადების დღეა.
_ ეჰ, ეჰ, ეჰ, _ თავი გადააქნია მერი პოპინსმა.
_ წუხელ გამახსენდა, უკვე გვიან იყო, ბარათი გამომეგზავნა და მეთ-
ხოვა, სხვა დროს მეწვიეთ-მეთქი. ძალიან უხერხულია, არა? _ მან ეშმაკუ-
რად გადახედა ჯეინსა და მაიკლს და განაგრძო, _ ვხედავ, რაღაც გიკვირთ.
მართლაც გაოცებისაგან ბავშვებს პირი ისე დაეღოთ, მისტერ პარიკი
უფრო პატარა ტანისარომ ყოფილიყო, გადაყლაპვა არასცდებოდა.
_ ჯობს ყველაფერი ერთბაშად აგიხსნათ, _ განაგრძო მისტერ პარიკმა
მშვიდად. _ იცოდეთ, მე მხიარული კაცი ვარ და მიყვარს სიცილი. თქვენ
არც დაიჯერებთ, ამქვეყნად რამდენი რამ მეჩვენება სასაცილო. შემიძლია
ვიცინო, რაზედაც გინდათ! ყველაფერს გეფიცებით.
და მისტერ პარიკმა ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ ჰაერში თახთა-
ხი დაიწყო.
_ ძია ელბერტ! _ დაუძახა მერი პოპინსმა. მისტერ პარიკი შეკრთა და
სიცილს თავი გაანება.
_ უჰ, მაპატიე, ძვირფასო! რაზე შევჩერდი? ოჰ, ხო, აი, ყველაზე სასაცი-
ლო ისაა... კარგი, კარგი, მერი, ვეცდები, არ ვიცინო... როცა ჩემი დაბადების
დღე პარასკევს ემთხვევა, ისეთ გუნებაზე ვდგები, თითქოს ფრთები მესხმე-
ბა, და მართლა მაღლა ავფრინდები-ხოლმე!
_ რატომ?.. _ შეეკითხა მაიკლი.
_ როგორ?.. _ დაინტერესდა ჯეინი. _ როგორ და, გავიცინებ თუ არა, პირში სიცილის ჭია ჩამიძვრება, გა-
მამხიარულებელი აირით ამავსებს და მიწაზე ვეღარ ვჩერდები. გაცინება კი
არა, საკმარისია გავიღიმო. გამახსენდება რამე სასაცილო და მაშინვე ავ-
ფრინდები საჰაერო ბუშტივით. მერე, სანამ რაიმე ძალიან საწუხარზე არ
დავფიქრდები, ქვევით ვერვეშვები!
ეს რომ წარმოიდგინა, მისტერ პარიკი ისევ ახითხითდა, მაგრამ მერი
პოპინსს შეხედა თუ არა, სიცილი შეიკავა და განაგრძო:
_ გამოგიტყდებით, ეს არაა ჩვეულებრივი თვისება, მაგრამ ბედს არ
ვემდური. თქვენ ალბათ არასოდეს დაგმართიათ ასეთირამ.
ჯეინმა და მაიკლმა უარის ნიშნად თავი გაიქნიეს.
_ ასეც ვიფიქრე. ეტყობა, მხოლოდ მე მაქვს ასეთი ჩვეულება. სასეიროა,
არა? სწორედაც კარგია, მერისთან ერთად ასეთ დღეს რომ მესტუმრეთ! პა-
რასკევია და თანაც დაბადების დღე! ოჰ, ღმერთო ჩემო, ნუ მაცინებთ, გე-
ვედრებით, ნუ მაცინებთ!
ჯეინი და მაიკლი სასაცილოს არაფერს სჩადიოდნენ, _ მხოლოდ ეგ
იყო, გაოცებულები შესცქეროდნენ. ძია ელბერტი მაინც ხარხარებდა. ისე ქა-
ნაობდა და ბუქნავდა ჰაერში, რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა სათვალე დაე-
კარგა.
ისეთი სასაცილო იყო, როცა ყირამალა გადადიოდა და საჰაერო ბუშ-
ტივით ხან ჭერს ეხლებოდა, ხან აირმაშუქს, რომ ჯეინისა და მაიკლის თავ-
დაჭერილობამ საზღვარი გადალახა, ყმაწვილები თავს ვერ მოერივნენ და
ახარხარდნენ. და მერეროგორ!
ტუჩებმოკუმულები ძალიან ცდილობდნენ სიცილი შეეკავებინათ, მაგ-
რამ არაფერი გამოსდიოდათ და ჩაბჟირებულები იატაკზე გორავდნენ.
_ ესრა ამბავია? _ შეწუხდა მერი პოპინსი. _ ესრა საქციელია?
_ უჰ, აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია! _ კვნესოდა მაიკლი. ის უკვე
ბუხრამდე მიგორდა. _ ოჰ, რა სასაცილოა! ჯეინ, რა სასაცილოა!
ჯეინმაპასუხივეღარცმოასწრო, უცნაურირამდაემართა. უცებიგრძნო, რომსი-
ცილისაგან თანდათანობით მსუბუქდებოდა, თითქოს ჰაერით ბერავდნენ. უცნაური
იყოდასასიამოვნოც. სიცილმასულმთლადდარიახელი. უცებჰოპ!.. მაგრადახტადა
ჰაერში აფრინდა. გაოცებისაგან ენაჩავარდნილი მაიკლი უყურებდა, როგორ დაფრი-
ნავდაჯეინი... ის სულმაღლა, მაღლა აფრინდა, ოდნავთავიაარტყაჭერსდა ძია ელ-
ბერტსმიუსკუპდა.
_ უჰ, უჰ! _ განცვიფრდა ძია ელბერტი. _ ნუთუ დღეს შენი დაბადების
დღეც არის?
ჯეინმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
_ არა? მაშინ, ესე იგი შენც სიცილის ჭია ჩაგიძვრა... ეე! ფრთხილად! ფა-
იფურია! ფაიფური!
ეს უკვე მაიკლს აფრთხილებდა ძია ელბერტი. ისიც აფრინდა, ჰაერმა
აიტაცა სიცილისაგან გაბერილი. მარჯვედ აუარა გვერდი ბუხრის თავზე შე-
მოდგმულ ფაიფურის სამშვენისებს და ძია ელბერტის მარჯვენა მუხლზე
ჩამოსკუპდა. _ გამარჯობა! _ უთხრა მისტერ პარიკმა და გულიანად ჩამოართვა ხე-
ლი. _ ძალიან მასიამოვნე, ძალიან, გეფიცები! შენ იმიტომ ამოხვედი, რომ მე
ჩამოსვლა არშემიძლია, არა?
ძია ელბერტმა და მაიკლმა ერთმანეთს გადახედეს და ისე ახარხარ-
დნენ, ცრემლები წამოსცვივდათ.
მისტერპარიკმა ცრემლები ამოიმშრალა და ჯეინს მიუბრუნდა:
_ უზრდელად არ ჩამთვალო, მე ვზივარ, ასეთი ლამაზი ქალიშვილი
ფეხზე დგახართ, მაგრამ, ვაი რომ, სკამს ვერ შემოგთავაზებთ. ჩემსავით ჰა-
ერში უნდა ჩამოჯდეთ. ძალიან მოხერხებულია. დამიჯერეთ.
ჯეინმა სცადა და არცთუ უშედეგოდ. მშვენივრად დაჯდა, ქუდი მოი-
ხადა და გვერდით დაიდო. ქუდი ჰაერში გაჩერდა.
_ ძალიანაც კარგი! _ თქვა ძია ელბერტმა, შემდეგ ქვევით ჩაიხედა და
მერი პოპინსს გამოელაპარაკა:
_ აბა, მერი, ჩვენ მოვეწყვეთ. შენ რას იზამ? ნუ იბღვირები, ძვირფასო.
ვხედავ, არ მიწონებ... ჰმ... ამ ამბავს, მაგრამ პატიოსნებას გეფიცები, ძვირფა-
სო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ სიცილის ჭია სხვასაც ჩაუძვრებო-
და. პატიოსნებას გეფიცები, მერი! მიბრაზდები? არ გინდა! ძალიან მიხარია,
რომ მოხვედი!
_ აღმაშფოთებელია! _ არ მოლბა მერი პოპინსი. _ სად გაგონილა! მით
უმეტეს, თქვენს ასაკში, ძია!
_ მერი პოპინს, მერი პოპინს, ამოდით ჩვენთან, _ ლაპარაკი არ აცალა
მაიკლმა. _ გაიფიქრეთ რაიმე სასაცილო და ადვილად ამოფრინდებით!
_ მართლაცდა, ამოდი, მერი! _ უთხრა მისტერპარიკმა.
_ უთქვენოდ მოგვწყინდა! _ აჰყვა მათ ჯეინიც და მერი პოპინსს ხელი
გაუწოდა. _ იფიქრეთ რაიმე სასაცილოზე!
_ ეჰ, ეგ რად უნდა! ამოფრინდეს ისე, რომ არ გაიცინოს, ეს მან მშვენივ-
რად იცის!
ამას რომ ამბობდა, მერიმ და ელბერტმა ერთმანეთს მრავალმნიშვნე-
ლოვნად გადახედეს...
_ კარგი, _ დაეთანხმა მერი პოპინსი, _ ყველაფერი ეს სისულელეა,
უწესობაა, მაგრამ, რადგან ყველანი ზემოთა ხართ და ჩამოსვლას ვერ ახერ-
ხებთ, მეტირა გზაა, უნდა ამოვიდე.
ამ სიტყვებზე, ჯეინისა და მაიკლის გასაოცრად, ხელები ჩამოუშვა, მე-
რე გაუცინრად, ისე რომ ღიმიც არ გაჰკარებია სახეზე, ისარივით აფრინდა
ჰაერში და ჯეინს მიუჯდა გვერდით.
_ აბა, ერთი დაითვალე, რამდენჯერ გითხარი, თბილ ოთახში რომ შეხ-
ვალ, პალტო უნდა გაიხადო-მეთქი? _ შეუწყრა ჯეინს, პალტო გახადა და ჰა-
ერში ქუდის გვერდით ჩამოჰკიდა.
_ კარგია, მერი, კარგი! _ თბილად თქვა მისტერ პარიკმა. დაიხარა და
სათვალე ბუხრის თავზე შემოდო, _ ყველანი მოხერხებულად მოვკალათ-
დით.
_ მოხერხებულად! _ აფრუტუნდა მერი პოპინსი.
_ შეგვიძლია ჩაი დავლიოთ, _ განაგრძობდა მისტერ პარიკი, ვითომ
არც გაუგონია მერი პოპინსის შენიშვნა. უცებ სახეზე შიში გამოეხატა. _ ღმერთო ჩემო! _ თქვა მან. _ რა საშინელებაა! ახლაღა მივხვდი: მაგიდა ძირს
დგას, ჩვენ კი... რა ვქნათ?! ჩვენ ზევითა ვართ, ის ქვევით! ეს საშინელი ტრა-
გედიაა, უსაშინლესი! მაგრამ, ღმერთო, რა სასაცილოა! _ და სახეზე ცხვირ-
სახოცაფარებული ახარხარდა.
მიუხედავად იმისა, ჯეინსა და მაიკლს შეიძლება ტორტი და ნამცხვა-
რი ვეღარეგემნათ, მაინც ვერმოითმინეს და გულიანად გაიცინეს: გადამდე-
ბი სიცილი იცოდა ძია ელბერტმა.
მისტერპარიკმა თვალები ამოიმშრალა.
_ უბედურებიდან მხოლოდ ერთი რამ გვიხსნის, _ თქვა მან, _
დავდარდიანდეთ და ქვევით ჩავეშვებით. აბა, ერთი, ორი, სამი! რამე ძალი-
ან, ძალიან სამწუხარო, აბა!
თავები ხელებზე ჩამოაყრდნეს და ჩაფიქრდნენ.
მაიკლი სკოლაზე ფიქრობდა. ფიქრობდა, როცა იქნება, მეც მომიწევს
სკოლაში წასვლაო. მაგრამ დღეს ამაზე ფიქრი სულაც არ აშინებდა, პირი-
ქით, ამხიარულებდა.
ჯეინიფიქრობდა:
«გავა თოთხმეტი წელიწადი, მე გავიზრდები!» მაგრამ ეს სულაც არ
იყო სამწუხარო. ის კი არა, ძალიან საინტერესოც იყო და სასიამოვნოც. არ
შეეძლო, არ გაეღიმა, როცა წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა, გრძელ კაბას
რომ ჩაიცვამდა და ხელში ჩანთას დაიჭერდა.
_ საწყალი ჩემი მოხუცი დეიდა ემილი, _ ხმამაღლა ფიქრობდა ძია ელ-
ბერტი. _ ავტობუსის ქვეშ ჩავარდა, სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, გულსა
მწვავს საწყალი მოხუცი! ქოლგა კი მთელი გადარჩა! სასაცილოა, არა?
და თვითონ ვერც ამჩნევდა, ისე იფხრიწებოდა სიცილისაგან. ლამის
დაიხრჩო, დეიდა ემილის ქოლგარომ მოაგონდა.
_ არაფერი გამომდის, _ თქვა ბოლოს და ცხვირი მოიხოცა. _ გნებდე-
ბით. ეტყობა, არც ჩემს ახალ ნორჩ მეგობრებს შეუძლიათ დადარდიანება.
მერი, ეგებრამე იღონო. ძალიან გვინდა ჩაი!
დღემდე ვერ მიმხვდარან ჯეინი და მაიკლი, რა ქნა, როგორ მოაკვარახ-
ჭინა მერი პოპინსმა, მაგრამ ერთში კი ეჭვი არეპარებათ: ის იყო, ძია ელბერ-
ტი მიუბრუნდა მერის, რომ მაგიდა აქანავდა, მერე ისე გადაიხარა, ფინჯნე-
ბი და ლამბაქები აწკრიალდა, ნამცხვარი თეფშიდან გადასრიალდა და
უცებ მაგიდამ ჰაერში შეინავარდა, ოთახს შემოუარა, ლამაზად მოუხვია და
ისე გაჩერდა, რომ მისტერპარიკი თამადის ადგილზე აღმოჩნდა!
_ ჭკუის კოლოფი ხარ! _ ამაყად გაუღიმა ძია ელბერტმა მერის. _ ვიცო-
დი, რაღაცას მოიფიქრებდი! ახლა ეგებ გვიდიასახლისო და ჩაი დაგვისხა,
მერი, ა? სტუმრებმა კი ჩემკენ მოიწიონ!
ბოლოს ყველანი შემოუსხდნენ ჰაერში გაშლილ გემრიელ სუფრას.
მისტერპარიკმა კმაყოფილებით ჩაიღიმა.
_ წესისა და რიგის მიხედვით, პირველად ბუტერბროდს უნდა შევექ-
ცეთ, მაგრამ რადგან ჩემი დაბადების დღეა, მოდით, წესს თავი ვანებოთ და
ტორტით დავიწყოთ! _ თქვა მან და ყველას ჩამოურიგა ტორტის მოზრდი-
ლი ნაჭრები.
ცოტა ხანს სიჩუმემ დაისადგურა. _ კიდევ დაგისხა ჩაი? _ ჰკითხა ჯეინს მისტერპარიკმა.
სანამ ჯეინი ხმას ამოიღებდა, ვიღაცამ კარზე ბრახუნი ატეხა.
_ მობრძანდით, _ დაუძახა პარიკმა.
კარი გაიღო და გამოჩნდა მის პერსიმონი, ხელში ლანგარი ეჭირა, ლან-
გარზე ჩაიდანი ედო.
_ მე ვიფიქრე, _ დაიწყო მან, თან ოთახს ათვალიერებდა, _ მე ვიფიქრე,
ადუღებული წყალი კიდევ დასჭირდებათ-მეთქი. ღმერთო ჩემო, ჩემს სი-
ცოცხლეში... არასოდეს... _ ენა დაება, _ ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი
მინახავს! მისტერ პარიკ, მაპატიეთ, ყოველთვის ვიცოდი, უცნაური რომ
იყავით! თვალებს ვხუჭავდი, რადგან ბინის ქირას წესიერად მიხდიდით.
მაგრამ ასეთი საქციელი, _ ჩაი ჰაერში დალიო სტუმრებთან ერთად? _ შეძ-
რწუნებული ვარ, სერ! ეს რას ჰგავს, დარბაისელი კაცი მგონიხართ, არასო-
დეს, არასოდეს...
_ მის პერსიმონ, უცებრომ...
_ რა უცებ? _ გოროზად იკითხა მის პერსიმონმა.
_ უცებ თქვენცრომ გადაყლაპოთ სიცილის ჭია, როგორცჩვენ გადავყლაპეთ? _
აუხსნამაიკლმა.
_ იმედი მაქვს, ყმაწვილო, _ გამოეპასუხა ის, _ ჯერ არ დამვიწყებია, რა
არის თავმოყვარეობა! არა, სერ, ჰაერში არ გამოვეკიდები საჰაერო ბუშტი-
ვით! საკუთარ ფეხებზე უნდა ვიდგე, თუ არადა, ემი პერსიმონი აღარ ვყო-
ფილვარ... ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ვაიმე დედა! რა არის ეს? ფეხს
ვერვადგამ, ფეხს... მიშველეთ, მიშველეთ!
წარმოგიდგენიათ, რა მოხდა? მის პერსიმონის ფეხები მისდა უნებუ-
რად იატაკს მოსწყდა და მის პერსიმონი ჰაერში აბაჯბაჯდა, ბარბაც-ბარბა-
ცით მოიტანა ლანგარი სუფრამდე, დადგა ჩაიდანი და საწყალი კინაღამ
ატირდა.
_ დიდად გმადლობთ, _ უთხრა მერი პოპინსმა მშვიდად და ძალიან
თავაზიანად.
მის პერსიმონი შებრუნდა და ბარბაცით, ბუტბუტ-ბუტბუტით წაჩან-
ჩალდა ძირს:
_ თავი მომეჭრა! ეს რა დამემართა ასეთ ზრდილ, დარბაისელ ქალს!
ექიმს უნდა ვეჩვენო!
იატაკს დააკარა თუ არა ფეხი, თავპირისმტვრევით, უკანმოუხედავად
გაიქცა ოთახიდან.
_ თავის მოჭრაა და მეტი არაფერი! _ ისმოდა მისი კვნესა გარედან.
_ ესე იგი, ის უკვე ემი პერსიმონი აღარაა, ფეხებმა უმტყუნა! _ უჩურ-
ჩულა ჯეინმა მაიკლს.
მისტერ პარიკი მერი პოპინსს უცნაურად შესცქეროდა: თითქოს კიდეც
საყვედურობდა და კიდეც უწონებდა საქციელს.
_ მერი, მერი, ეს რატომ ჰქენი? პატიოსნებას გეფიცები, არ იყო საჭირო!
საწყალი ქალი. ძალიან იდარდებს! ღმერთო ჩემო, რა სასაცილო სახე ჰქონ-
და, ჰაერშირომ დაბაჯბაჯებდა! ღმერთო დიდებულო! სამივე _ დარბაისელი მოხუცი, ჯეინი და მაიკლი, _ ისევ ჩაბჟირდნენ
სიცილისაგან. ფერდები ასკდებოდათ, სულს ძლივს ითქვამდნენ, როცა ახ-
სენდებოდათ, რა სასაცილოდ გამოიყურებოდა მის პერსიმონი.
_ ვაი, დედა! _ ყვიროდა მაიკლი. _ მეტს ნუღარ მაცინებთ! აღარ შემიძ-
ლია! გავსკდები!
_ ოჰ, ოჰ, ოჰ! _ სიცილით იგუდებოდა ჯეინი.
_ ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო მოწყალეო! _ კვნესოდა მისტერ პარიკი და
ცრემლებს პიჯაკის კალთით იმშრალებდა, ცხვირსახოცის ამოღების ღონეც
არა ჰქონდა.
_ შინ წასვლის დროა.
მერი პოპინსის ხმამ, თითქოს საყვირიაო, ჩაახშო საერთო ხარხარი.
იმავე წამს ჯეინიც, მაიკლიცა და მისტერ პარიკიც მოულოდნელად ზეცი-
დან მიწაზე დაბრუნდნენ. მოკლედ, სამივემ იატაკზე მოადინა ზღართანი.
შინ წასვლის დროაო, რომ გაიფიქრეს, ეს კი მართლა ეწყინათ. ეწყინათ და
სიცილის ჭიაც გაქრა...
ჯეინსა და მაიკლს შეშურდათ მერი პოპინსისა. იგი ნელა ეშვებოდა
ძირს, ხელში კი ჯეინის პალტო და ქუდი ეჭირა. მისტერ პარიკმაც ამოიხ-
ვნეშა. ამოიხვნეშა მძიმედ, ნაღვლიანად.
_ რა სამწუხაროა! _ დასევდიანდა იგი. _ ძალიან სამწუხაროა, შინ რომ
მიდიხართ. არასოდეს ასე არმიმხიარულია. თქვენ?
_ არც ჩვენ, _ უხალისოდ მიუგო მაიკლმა. მას გული სწყდებოდა. სწო-
რედ უცნაური იყო _ ისევ მიწაზე იდგა, ჯადოსნური სიცილის ჭია კი უკვა-
ლოდ გამქრალიყო.
_ არც ჩვენ, არც ჩვენ! _ ექოსავით გაიმეორა ჯეინმა და ფეხის წვერებზე
აიწია, რომ შემწვარი ვაშლის კანივით დამჭკნარ მისტერ პარიკის ლოყას სა-
კოცნელად მისწვდენოდა.

*
შინ ავტობუსით ბრუნდებოდნენ. მერი პოპინსი შუაში დამჯდარიყო
და ბავშვები აქეთ-იქით შემოესხა. ორივენი ჩუმად, თავთავიანთთვის ფიქ-
რობდნენ, საოცარ დღეს იგონებდნენ. მაიკლმა იკითხა:
_ ბიძათქვენი ხშირადაა ასე?
_ რას ნიშნავს «ასე?» _ გაბრაზდა მერი პოპინსი.
_ ხშირად დაფრინავს ჰაერში? _ დაუზუსტა მაიკლმა.
_ დაფრინავს? _ მერი პოპინსმა ხმას აუწია. _ დაფრინავს? კეთილი ინე-
ბე და გამაგებინე, რა გინდა ამით თქვა?
ჯეინმა იფიქრა, დავეხმარებიო:
_ მაიკლს უნდა თქვას, ხშირად ყლაპავს ბიძათქვენი სიცილის ჭიას და
ხშირად გადადის ყირამალა ჭერზე, როცა გამამხიარულებელი აირი...
_ ყირამალა გადადის? ეგ საიდანღა მოიტანე! ყირამალა გადადის ჭერ-
ზე? მრცხვენია შენს მაგივრად!
მერი პოპინსი აშკარად შეურაცხყოფილი იყო.
_ განა, სიმართლეს არ მოგახსენებთ?! _ უთხრა მაიკლმა, _ ჩვენი თვა-
ლით ვნახეთ! _ რაა? ნახეთ, როგორ გადადიოდა ყირამალა? რასა ბედავ! შენ იცი, რომ
ბიძაჩემი სერიოზული, პატიოსანი, წესიერი მშრომელი კაცია. კეთილ ინებე
და პატივისცემით ილაპარაკე! ნუ ღეჭავ ავტობუსის ბილეთს! ყირამალა გა-
დადისო! რას არმოიგონებთ!
მაიკლმა და ჯეინმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. თქმით
არაფერი უთქვამთ.
ისინი უკვე მიეჩვივნენ, რა საოცრებაც არ უნდა დატრიალებულიყო,
მერი პოპინსთან კამათი არ ღირდა. ამიტომაც მხოლოდ გადახედეს ერთმა-
ნეთს. გადახედვა ნიშნავდა: «იყო თუ არ იყო ასე? ვინაა მართალი, მერი პო-
პინსი თუ ჩვენ?» ვაი, რომ ვერავინ გასცემდა პასუხს ამ კითხვაზე... ავტობუ-
სი წინ მიიწევდა ჯაყ-ჯაყით და მოტორის გუგუნით. მერი პოპინსი იჯდა
ცხვირჩამოშვებული და დუმდა; დაღლილ-დაქანცული ბავშვები უცებ ახ-
ლოს მიუჩოჩდნენ, მიეხუტნენ და გაოგნებულებმა ჩათვლიმეს.
მესამე თავი
მის ლარკი და მისი ედმონდი
მის ლარკი მეზობელ სახლში ცხოვრობდა. მაგრამ, სანამ ამბავს განვაგ-
რძობდე, მის ლარკის სახლზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. ეს იყო ძა-
ლიან დიდი, დიდზე დიდი სახლი მთელ ალუბლის შესახვევში. ადმირალ
ბუმსაც კი შურდა მის ლარკისა და არცა მალავდა. თვითონ კი, ხომ გახ-
სოვთ, როგორი სახლიც ჰქონდა, _ ნამდვილი გემივით მილებიანი, ბაღჩაში
ალამაღმართული ანძაც კი იდგა, და მაინც მეზობლებს ესმოდათ, როგორ
ბუზღუნებდა, როცა მის ლარკის სახლს ჩაუვლიდა:
_ გასკდი, გულო! რად უნდა ამას ამხელა სასახლე?
ადმირალ ბუმს შურდა, მის ლარკის სახლს ორი შესასვლელი რომ
ჰქონდა: ერთი სადარბაზო ნათესავ-მეგობრებისათვის, მეორე _ მერძევის,
ყასბისა და მეფუნთუშისათვის.
ერთხელ მეფუნთუშეს შეეშალა და სადარბაზო შესასვლელში შევიდა.
მის ლარკი ისე გაბრაზდა, რომ გამოაცხადა, ჩემს სიცოცხლეში ფუნთუშას
პირს არ დავაკარებო! ბოლოს და ბოლოს აპატია მეფუნთუშეს დანაშაული,
აბა რას იზამდა, ახლომახლო მასზე უკეთ დაბრაწულ ფუნთუშებს ვერავინ
აცხობდა. აპატია კი, მაგრამ მაინც არ უყვარდა. მეფუნთუშემ ეს იცოდა და
ქუდს თვალებამდე ჩამოიფხატავდა ხოლმე, იქნებ მის ლარკს სხვა ვეგონოო.
ტყუილად ცდილობდა, მის ლარკი კარგად ცნობდა, ვინ იყო...
ჯეინმა და მაიკლმა ყოველთვის იცოდნენ, როდის სეირნობდა მის
ლარკი ბაღში, როდის გამოჩნდებოდა შესახვევში. ეცოდინებოდათ აბა, რა
იქნებოდა, იმდენი მძივი და საყურე ეკეთა, პოლკის ორკესტრივით ჟღრი-
ალ-გრიალით დადიოდა. როცა არ უნდა შეხვედროდა ბავშვებს, ერთსა და
იმავეს ეუბნებოდა:
_ შუადღე მშვიდობისა (ან დილა მშვიდობისა, თუ დილა იყო)! აბა,
როგორა ვგრძნობთ თავს? ვერც ჯეინი, ვერც მაიკლი ვერასოდეს იგებდნენ, მისლარკირას ეკითხე-
ბოდა: როგორგრძნობენთავსჯეინიდამაიკლი, თუმისლარკიდაედმონდი.
ასერომ, მხოლოდ ესალმებოდნენ:
_ დილა მშვიდობისა (ან, ბუნებრივია, შუადღე მშვიდობისა, თუ სადი-
ლობის შემდეგ შეხვდებოდნენ). ყოველდღე ესმოდათ ბავშვებს, როგორ უყ-
ვიროდა მის ლარკი ედმონდს.
_ ედმონდ, სადა ხარ?
_ ედმონდ, უპალტოოდ არგამოხვიდე!
_ ედ, მოდი დედიკოსთან!
უცხო კაცი, რა თქმა უნდა, იფიქრებდა, ედმონდი ბიჭიაო. სხვათა შო-
რის, ჯეინი დარწმუნებული იყო, მის ლარკს ედმონდი პატარა ბიჭი ჰგონი-
აო. მაგრამ ედმონდი ბიჭი კი არა, პატარა ფუმფულა ძაღლი გახლდათ. ხომ
გინახავთ ისეთი ძაღლი, სანამ არ აყეფდება, ბეწვის მუფთას რომ ჰგავს. მაგ-
რამ, როცა აყეფდება, არ შეცდები, მიხვდები, რომ ძაღლია. ყეფა ისეთი იცი-
ან, მუფთას სად მოელანდება!
და აი, ეს ედმონდი ისე ცხოვრობდა, თითქოს სპარსეთის შაჰიაო. მის
ლარკის საძინებელ ოთახში აბრეშუმის ბალიშზე ნებივრობდა. კვირაში ორ-
ჯერ ავტომობილში ჯდებოდა და პარიკმახერთან მიბრძანდებოდა, პარიკმა-
ხერი შამპუნით ჰბანდა; საუზმედ, სადილად და ვახშმად ხან ნაღებს მიირ-
თმევდა, ხან ხამანწკებს. ოთხი პალტო ჰქონდა: ზოლიანები და უჯრულა,
სულ ნაირ-ნაირი ფერისა! ერთი სიტყვით, მას ყოველდღე ისე ანებივრებ-
დნენ, უბრალო მოკვდავთ დაბადების დღეზე თუ ეღირსებათ; როცა დაბა-
დების დღე დაუდგებოდა, სადღესასწაულო ნამცხვარზე ყოველი გავლილი
წლის აღსანიშნავად ერთის ნაცვლად ორ-ორ სანთელს უნთებდნენ. ამის გა-
მო იმ არემარეში ყველას სძულდა ედმონდი. მეზობლები სიცილით იგუდე-
ბოდნენ, როცა ხედავდნენ, მანქანით როგორმიაქროლებდა მის ლარკი მშვე-
ნიერპალტოში გამოწყობილ, ბეწვის ჩულში ჩათბუნებულ ძაღლს.
ხოლო იმ დღეს, როცა მის ლარკმა ედმონდს ორი წყვილი ტყავის ყე-
ლიანი ფეხსაცმელი უყიდა, იმის შიშით, ნაწვიმარზე ფეხი არ დაუსველდე-
სო, მთელი შესახვევის მცხოვრებლები გარეთ გამოეფინნენ, რომ ედმონდი-
სათვის შეეხედათ და ჩუმად ეხითხითათ.
_ ფუ! _ წამოიძახა მაიკლმა ერთხელ, როცა ისა და ჯეინი თავიანთი
ღობის ჭუჭრუტანიდან უყურებდნენ ძაღლს, _ ფუ, მართლა არარაობაა და
მეტი არაფერი!
_ რა იცი? _ დაინტერესდა ჯეინი.
_ რა ვიცი და მამამ თქვა ამ დილით.
_ ის სულაც არ არის არარაობა და ახლა კამათს ნუ გამიმართავთ, მორ-
ჩა და გათავდა! _ ჩაერია მერი პოპინსი.
მერი პოპინსი მართალს ამბობდა, იგი სულაც არ იყო არარაობა. ამაში
თქვენც მალე დარწმუნდებით.
არ იფიქროთ, ედმონდი მის ლარკს პატივს არ სცემდაო. პატივსაც
სცემდა და თავისებურად უყვარდა კიდეც. როგორ შეეძლო ცუდად განწყო-
ბილი ყოფილიყო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ლეკვობიდან მოყოლე-
ბული მთელი სიცოცხლის მანძილზე ანებივრებდა, თუმცა, მართალია, კოცნიდა კია ხშირ-ხშირად. ოღონდ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ედმონდს
ასეთი ცხოვრება მოყირჭდა, ვით მწარე ბოლოკი. იგი სიხარულით მისცემ-
და თავისი ქონების ნახევარს (სადა ჰქონდა თორემ) ერთ ნაჭერ უმ ხორცში,
ნაცვლად ქათმის თეთრი ხორცისა და სატაცურიანი ერბო-კვერცხისა, რასაც
ჩვეულებრივად მიართმევდნენ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ედმონდი თავისი
ძაღლური სულის სიღრმეში ოცნებობდა ეზოს ძაღლობაზე _ ჩვეულებრივ
ეზოს ძაღლობაზე. როცა თავის საგვარეულოს ნუსხას შეხედავდა (ეს ნუსხა
მის ლარკისსასტუმროოთახშისაპატიოადგილზეეკიდა), სირცხვილისაგანმიწაუს-
კდებოდა. რამდენჯერუოცნებია, არჰყოლოდამამა-პაპადამისლარკსარშეძლებოდა,
მისიჩამომავლობისქებათა-ქება.
ტყუილად კი არ მეგობრობდა ეზოს ძაღლებთან. როგორც კი მოუხერ-
ხდებოდა გამოქცევა, ჭიშკარს მიაშურებდა და იჯდა რომელიმე ძაღლის მო-
ლოდინში, რათა მასთან გულიანად გაება ბაასი ჩვეულებრივ ძაღლურ
ცხოვრებაზე. მაგრამ მის ლარკი შეამჩნევდა თუ არა ეზოს ძაღლს, ედმონდს
მაშინვე დაუძახებდა:
_ ედი! ედი! მოდი შინ, ჩემო ცუნცულა! არ მიეკარო მაგ საძაგელ ქუჩის
მაწანწალას!
წარმოიდგინეთ, ედმონდი შინ ბრუნდებოდა. ასე რომ არ ექნა, მის
ლარკს არ შერცხვებოდა, თვითონ ხლებოდა, ხელში აყვანილი წამოეყვანა
და სამუდამოდ მოეჭრა თავი. ამიტომ, დაუძახებდა თუ არა, უბედური ძაღ-
ლი გაწითლდებოდა, ანუ სირცხვილისაგან აძიგძიგდებოდა და გაჩქარებუ-
ლი არბოდა კიბეზე, რომ მეგობრების ყურს არ მისწვდენოდა, როგორ ეფე-
რებოდა მის ლარკი, ჩემო ოქრო, სიხარულო, ჩემო შაქარაო.
ედმონდს ერთი ყველაზე გულითადი მეგობარი ჰყავდა. მისი სახელი
ყველას პირზე ეკერა. ნახევრად ერდელს და ნახევრად მეძებარს სასიკეთო
არაფერი შერჩენოდა. ქუჩაში ატეხილ ყველა ჩხუბში შიგ, შუაგულში ამო-
ყოფდა ხოლმე თავს; სულ უსიამოვნება ჰქონდაფოსტალიონთან და პოლის-
მენთან; თხრილებსა და ნარეცხის ორმოებში ძრომა ყველაფერს ერჩია. ერთი
სიტყვით, ყველას სალაპარაკო იყო მთელ შესახვევში და ზოგიერთები სიხა-
რულს ვერფარავდნენ, რომ ეს ძაღლი მათი არიყო...
ედმონდს კი უყვარდა და მუდამ მოუთმენლად ელოდა მეგობართან
შეხვედრას. უფრო ხშირად, მართალია, ბაღში გამოსასვლელთან თუ მიელა-
ქუცებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ზოჯერ, თუ ბედი გაუღიმებდათ (რაც ძა-
ლიან იშვიათად ხდებოდა), ღობის აქეთ-იქიდან გააბამდნენ საუბარს. მხო-
ლოდ მაშინ იგებდა ედმონდი თავისი მეგობრისაგან ქალაქურ ამბებსა და
ჭორებს, ნაგაზი ჰყვებოდა და თან ხორხოცებდა. დიდი მოურიდებელი ვინ-
მე იყო...
და ამ დროს უცებ სასიამოვნო საუბარს აწყვეტინებდა მის ლარკის გამ-
ყინავი ხმა. ფანჯარაზე გადმოდგებოდა და ედმონდს ეძახდა. სტუმარი მის
ლარკს ენას გამოუყოფდა, ედმონდს თვალს ჩაუკრავდა და ტანის რხევით,
ზიზღით, აუჩქარებლად გაეცლებოდა იქაურობას. ედმონდს, რა თქმა უნდა,
არასდროს აძლევდნენ უფლებას, ჭიშკარს მარტო გასცილებოდა: გასასეირ-
ნებლად ან მის ლარკს უნდა გაჰყოლოდა პარკში, ან რომელიმე მოსამსახუ-
რეს მიჰყავდა ხან პარიკმახერთან, ხან მემანიკიურესთან. წარმოიდგინეთჯეინისა და მაიკლის გაოცება, როცა დაინახეს, ედმონდი როგორ მიშლიგი-
ნებდა მარტოდმარტო ყურებაწურული და კუდაწეული, თითქოს ვეფხვს ჩა-
უდგა კვალშიო. მერი პოპინსმა ელვისებურად ასწია მაღლა ბავშვების ეტ-
ლი, რომ ედმონდს უცებ არ გადაებრუნებინა და ტყუპები არ გადმოეყარა.
ჯეინი და მაიკლი კი აყიჟინდნენ:
_ ეი, ედმონდ! სადაა შენი პალტო? _ გამყინავი ხმით უყვირა მაიკლმა,
ცდილობდა მის ლარკი გამოეჯავრებინა.
_ ედმონდ! შე ცუდო ბიჭო! _ დაუყვირა ჯეინმა. რადგან გოგონა იყო,
რა თქმა უნდა, მის ლარკის ხმას უკეთ მიბაძა. მაგრამ ედმონდმა აგდებუ-
ლად გადახედა მათ და მერი პოპინსს ხმამაღლა შეუყეფა:
_ ღავ-ღავ! ფრ... ღრ... ღავ-ღავ-ღავ!
_ მოიცა, მოვიფიქრო. ჰო! ჩემი აზრით, პირველი შესახვევია მარჯვნივ,
მეორე სახლია მარცხენა მხარეს, _ უთხრა მერი პოპინსმა.
_ ღავ? _ ჩაეკითხა ედმონდი.
_ არა, ბაღი იქ არ არის. უკანა ეზოა. ჭიშკარი თითქმის სულ ღიაა. ედ-
მონდი ისევ აყეფდა.
_ ნამდვილად არ ვიცი, _ უთხრა მერი პოპინსმა, _ მაგრამ ვფიქრობ,
რომ კი. ჩვეულებრივ ასეთ დროს შინაა.
ედმონდმა თავი ჩაუქნია და ისევ გაიქცა.
გაოცებისაგან ჯეინსა და მაიკლს თვალები საცრისოდენა გაუხდათ.
_ რას ამბობდა? _ შეეკითხნენ ბავშვები ერთხმად.
_ არაფერს, რაღაც იკითხა, _ უპასუხა მერი პოპინსმა და პირი მოკუმა,
თითქოს გადაწყვიტა, მეტი არაფერი დასცდენოდა. ეტლში ჯონი და ბარბა-
რაღუღუნებდნენ.
_ რაღაცა კი არა! _ წამოიძახა მაიკლმა.
_ მართალია! _ მხარი აუბა ჯეინმა.
_ აბა, თქვენ უკეთ გცოდნიათ! როგორც ყოველთვის! _ აბუჩად აიგდო
ყმაწვილები მერი პოპინსმა.
_ ალბათ გეკითხებოდათ ვიღაცაზე, სად ცხოვრობსო, _ დაიწყო მაიკ-
ლმა.
_ თუ თვითონ იცი, მე რაღას მეკითხები? _ ჩაიფრუტუნა მერი პოპინ-
სმა. _ მე ენციკლოპედია კი არა ვარ!
_ მაიკლ, _ უჩურჩულა ჯეინმა, _ ასე თუ დაუწყებ ლაპარაკს, არაფერს
გვეტყვის. თქვენი ჭირიმე, მერი პოპინს, მოგვიყევით, რა გითხრათ ედმონ-
დმა.
_ მაგას ჰკითხე, მისტერ ვიციას, ეგ გეტყვის! _ გაბრაზებულმა მერი პო-
პინსმა მაიკლზე მიუთითა.
_ ოჰ, არა, არვიცი! გეფიცებით, არვიცი! თქვენ გვითხარით!
_ ოთხის ნახევარია, ჩაის დროა, _ თქვა მერი პოპინსმა. უცებ მოაბრუნა
საბავშვო ეტლი და შინისაკენ გაემართა. მაგრად მოკუმა პირი, თითქოს ბოქ-
ლომი დაიდო, და გზად სიტყვაც არ დასცდენია.
ჯეინი და მაიკლი ცოტათი ჩამორჩნენ.
_ შენი ბრალია, _ უთხრა ჯეინმა, _ ახლა ვეღარაფერს გავიგებთ! _ ჰო, კარგი, _ მიუგო მაიკლმა და თავისი თვითგორია გააქროლა, _ სუ-
ლაც არმაინტერესებს!
მაგრამ, რასაკვირველია, ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რაზე ილაპარაკა
ედმონდმა. მართლაც, ისე აეწყო საქმე, რომ ჩაის დალევამდე გაიგეს მაიკ-
ლმაც, ჯეინმაც და სხვებმაც, რაც მოხდა. უკვე თავიანთი სახლის მოპირდა-
პირე მხარეს იდგნენ და ქუჩა უნდა გადაეჭრათ, რომ მეზობელი სახლიდან
ხმამაღალი ყვირილი მოესმათ. მიიხედეს და საოცარ სურათს გადააწყდნენ.
მის ლარკის მოსამსახურეები შეშლილებივით დარბოდნენ ბაღში, ხან ბუჩ-
ქის ძირს ათვალიერებდნენ, ხან ხის წვერს შესცქეროდნენ, თითქოს დაკარ-
გულ განძს დაეძებენო. რობერთსონ ეიც ისეთი საქმიანი კაცის იერით ფოც-
ხავდა ხრეშს მის ლარკის ბაღის ბილიკებზე, თითქოს იმედი ჰქონდა, დანა-
კარგი კენჭებქვეშ იქნება ამოდებულიო. თვითონ მის ლარკიც ბაღში დარბო-
და და ხელების მტვრევით გაჰყვიროდა:
_ ედ, ედ! ღმერთო, დაიკარგა! ჩემი ძვირფასი ბიჭუნა დამეკარგა! პო-
ლიცია უნდა გამოვიძახო. პრემიერ-მინისტრთან მივალ! ედმონდი დამეკარ-
გა! ღმერთო! ღმერთო!
_ საწყალი მის ლარკი! _ შეიცოდა ჯეინმა და გზაზე გადაირბინა.
მის ლარკი მალე ანუგეშეს და სხვა ვინმემ კი არა, სწორედ მაიკლმა,
რომელმაც, ჭიშკარსრომ მიუახლოვდა, უკან მიიხედა და შესახვევის ბოლო-
ში თვალი მოჰკრა ძაღლს.
_ აგერ, ედმონდი, მის ლარკ! შეხედეთ, ადმირალ ბუმის სახლის კუთ-
ხეშია! _ აყვირდა ბიჭი.
_ სად არის, სად არის? მაჩვენე! _ სულს ძლივს ითქვამდა მის ლარკი.
ბოლოს მიხვდა, მაიკლი საითაც უთითებდა და ლამის თვალები გადმოუც-
ვივდა. მართლაც, ედმონდი იყო. მოდიოდა აუჩქარებლად, მშვიდად, თით-
ქოს არაფერიაო. მის გვერდით მოძუნძულებდა უშველებელი ნაგაზი. ნახევ-
რად ერდელსა ჰგავდა, ნახევრად მეძებარს (როგორც გახსოვთ, არც ერთად
ექნაღმერთს და არც მეორედ...).
_ ო, ღმერთო, რა ბედნიერებაა! _ სული მოითქვა მის ლარკმა. _ გულზე
მომეშვა!
მერი პოპინსი და ბავშვები ჭიშკართან შეჩერდნენ; მის ლარკი და მისი
ორივე მოსამსახურე ღობეს გადმოეკიდნენ; გულმოდგინე შრომისაგან დაღ-
ლილ-დაქანცული რობერთსონ ეი დასასვენებლად საგველას ტარს დაეყ-
რდნო. ყველანი უხმოდ ელოდნენ ედმონდის დაბრუნებას.
ედმონდი და მისი მეგობარი მედიდურად მოაბიჯებდნენ სახლისაკენ,
ყურებდაცქვეტილნი კუდებს უდარდელად მოაქიცინებდნენ. ედმონდს
თვალებში ეტყობოდა, რაღაც განეზრახა და, რადაც უნდა დაჯდომოდა,
თავისას გაიტანდა.
_ ღმერთო! ეს საშინელი ძაღლი! _ ამოილუღლუღა მის ლარკმა, ედ-
მონდის თანამგზავრირომ დაინახა.
_ დაიკარგე!.. მოწყდი აქედან! _ წამოიყვირა უცებ.
ნაგაზმა პასუხის ნაცვლად ტროტუარზე მოიკალათა, მარჯვენა თათით
მარცხენა ყური მოიქექა და დაამთქნარა. _ აქედან დაიკარგე, დაიკარგე-მეთქი! _ დაუტატანა მის ლარკმა. _ შენ
კი, ედ, ახლავე შედი შინ! როგორ წახვედი მარტოდმარტო, თანაც უპალტო-
ოდ! ვერმოგიწონებ საქციელს!
ედმონდმა ზანტად ამოიწკავწკავა, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა.
_ რა არის ეს, ედ? შედი ახლავე სახლში! _ არეშვებოდა მის ლარკი.
ედმონდმა ისევ დაიწკავწკავა.
_ ის ამბობს, _ ჩაერია მერი პოპინსი, _ შინ მობრუნებას არვფიქრობო.
მის ლარკი მობრუნდა და მერი პოპინსი ქედმაღლურად შეათვალიერა.
_ ერთი გამაგებინეთ, თქვენ რა იცით, რას ამბობს ჩემი ძაღლი? რა თქმა
უნდა, ის ახლავე წამოვა შინ!
მაგრამ ედმონდმა მტკიცედ გააქნია თავი და დაიღრინა.
_ არწამოვა, _ უთხრა პოპინსმა. _ თუ წამოვა, მეგობარსაც წამოიყვანს.
_ რა სისულელეა! _ გაბრაზდა მის ლარკი. _ მაგას სულაც არ ამბობს!
როგორფიქრობთ, ამ ნაგაზს ჩემს ბაღში შემოვუშვებ?
ედმონდმა სამჯერ თუ ოთხჯერწამოიყეფა.
_ ის ამბობს, ასე მაქვს გადაწყვეტილიო, _ აუხსნა მერი პოპინსმა მის
ლარკს, _ და თანაცო, სულ წავალ და ჩემს მეგობართან ვიცხოვრებ, თუ ორი-
ვეს არშემოგვიშვებო.
_ ედმონდ, მე შენ გადაგყევი და შენ ასე მელაპარაკები? _ ლამის ატირ-
და მის ლარკი.
ედმონდმა დაიყეფა და გვერდზე გაიხედა. ნაგაზი ადგა.
_ ოჰ, ღმერთო, მიდის! ვხედავ, წასვლა უნდა! _ აქვითინდა მის ლარკი.
წუთით წაიტირა, მერე ცხვირსახოცით შეიმშრალა ცრემლები და ედმონდს
უთხრა:
_ რას ვიზამ, ვთმობ, ედ! დარჩეს... დარჩეს ეს ქოფაკი, მაგრამ ნახშირის
სარდაფში დაიძინოს.
_ მის, ედმონდი ამბობს, ეს შეუძლებელიაო. ჩემმა მეგობარმაც თქვენს
ოთახში აბრეშუმის ბალიშზე უნდა დაიძინოს, ან მეც სარდაფში ვიქნები
მასთან ერთადო, _ მოახსენა მერი პოპინსმა.
_ ედ, არა გრცხვენია? _ ამოიკვნესა მის ლარკმა. _ არასოდეს არ ვიზამ
მაგას!
_ ო, ღმერთო, მტოვებს! _ იკივლა მის ლარკმა; _ ედ, ედ. თანახმა ვარ!
როგორც შენ გსურს, ისე იყოს, დაიძინოს ჩემს ოთახში! ცხოვრება სამუდა-
მოდ გამიმწარდა, სამუდამოდ! რა საძაგელი ქოფაკია! ცრემლები ამოიმშრა-
ლა და განაგრძო:
_ შენგან ამას არაფრით არ ველოდი, ედ, მეტს აღარაფერს ვიტყვი! რა-
საც ვფიქრობ, გულში დამრჩეს. ხოლო... ჰმ-ჰმ-ჰმ... ამ ცხოველს შარიქას და-
ვუძახებ, ან ბობიკს, ან...
დიდმა ქოფაკმა მის ლარკს აგდებულად შეხედა, ედმონდმა კი ხმამა-
ღალი ყეფა ატეხა.
_ ამბობენ, ბართლომე უნდა დაუძახო და არავითარ შემთხვევაში სხვა
სახელიო, _ უთხრა მერი პოპინსმა. _ მას ბართლომე ჰქვიაო.
_ ბართლომე! რა სახელია ბართლომე! კიდევ რა სურთ, _ შეწუხებული
ბუტბუტებდა მის ლარკი. _ კიდევრაო? ედმონდი ისევ აყეფდა.
_ ამბობს, იმ პირობით დავბრუნდები, თუ პალტოს არ ჩამაცმევთ და
პარიკმახერთან არ მატარებთო. ესაა მისი უკანასკნელი სიტყვა! _ უთხრა მე-
რი პოპინსმა.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
_ რას იზამ, იყოს ნება შენი, _ ამოღერღა ბოლოს მის ლარკმა, _ მაგრამ
გაფრთხილებ, ედ, თუ გაცივდები და მოკვდები, შენს თავს დააბრალე! თქვა
და შებრუნდა, მედიდურად გასწია შინისაკენ ცრემლების ყლაპვითა და
სლუკუნით. ედმონდმა თავი დაუკრა ბართლომეს, თითქოს ეპატიჟებოდა:
«წამოდიო». მერე ორივემ დროშასავით ასწიეს კუდები და კვალდაკვალ მიჰ-
ყვნენ მის ლარკს.
_ ხედავ, არც ისეთი არარაობა ყოფილა, _ უთხრა ჯეინმა მაიკლს, ზე-
მოთ რომ ადიოდნენ.
_ მაშ! _ დაეთანხმა მაიკლი. _ მაგრამ თუ იცი, მერი პოპინსმა საიდან
იცოდა ეგ ამბავი?
_ არ ვიცი, _ უპასუხა ჯეინმა. _ თვითონ ხომ არასოდეს არაფერს გაგ-
ვიმხელს, არასოდეს...
მეოთხე თავი
მოცეკვავე ძროხა
ჯეინს ყური სტკიოდა. იწვა ლოგინში და თავზე მერი პოპინსის ფერა-
დი თავსაფარი ეხვია.
_ რასა გრძნობ? _ დაინტერესდა მაიკლი.
_ მგონია, თავში ზარბაზანი მიგრუხუნებს, _ უპასუხა ჯეინმა.
_ ნამდვილი ზარბაზანი?
_ არა, სათამაშო.
_ ოჰო! _ შეშურდა მაიკლს, ლამის მოუნდა, თვითონაც ასტკივნოდა
ყური. _ გინდა, წაგიკითხავ რამეს? _ უთხრა ჯეინს და წიგნის თაროს მიად-
გა.
_ არა, ძალიან მტკივა, _ ყურზე ხელი დაიფარა ჯეინმა.
_ მაშინ ფანჯრის რაფაზე შემოვჯდები და მოგიყვები, ქუჩაში რა ხდე-
ბა.
_ კარგი, მიდი, _ დაეთანხმა ჯეინი.
და აი, მაიკლი შემოჯდა ფანჯრის რაფაზე და, რაც შესახვევში ხდებო-
და, ყველაფერს უამბობდა ჯეინს. ზოგი ამბავი უინტერესო იყო, ზოგი კი მე-
ტისმეტად საინტერესო.
_ გამოჩნდა ადმირალი ბუმი! _ ჰყვებოდა მაიკლი. _ სადღაც მიიჩქარის,
მოდის, მოდის... ცხვირი წითელზე წითელი აქვს. ცილინდრი ხურავს! აი,
ჩვენს სახლს ჩაუარა.
_ არამბობს, გულო, გასკდიო? _ ჰკითხა ჯეინმა.
_ არ მესმის. ალბათ, ამბობს... მის ლარკის მეორე მოსამსახურე ბაღში
გამოვიდა. ჩვენს ბაღში რობერთსონ ეი ჩამოცვენილ ფოთლებს გვის, თანღობიდან მის ლარკის მოსამსახურეებს უცქერის. ახლა დასასვენებლად ჩა-
მოჯდა.
_ გული სტკივა, _ უთხრა ჯეინმა.
_ რა იცი?
_ თვითონ მითხრა. ექიმს უთქვამს, ნაკლები იმუშავეო. მამამ კი თქვა,
თუ ექიმის რჩევას მიუგდებს ყურს, სამუშაოდან დავითხოვო... ოჰ, რა გრი-
ალ-ჟრიალი მიდგას ყურებში, _ იყვირა ჯეინმა და ყურზე აიფარა ხელი.
_ ოჰო! _ წამოიძახა უცებ აღელვებულმა მაიკლმა.
_ რა მოხდა? _ წამოჯდა ჯეინი. _ თქვი მალე!
_ საოცარი ამბავი! ჩვენს შესახვევში ძროხა მოაბიჯებს! _ თქვა მაიკლმა
დარაფაზე ახტა-დახტა.
_ ძროხა? ქალაქში? ნამდვილი ძროხა? აი, საოცრება! მერი პოპინს! მაიკ-
ლი ამბობს, ჩვენს შესახვევში ძროხა მოდისო!
_ დიახ, დიახ! მოდის ნელ-ნელა, ყველა ეზოში იყურება, თითქოს რა-
ღაც დაეკარგა და ეძებსო.
_ ეჰ, რა სამწუხაროა, შეხედვარომ არ შემიძლია! _ სევდიანად თქვა ჯე-
ინმა.
მერი პოპინსიფანჯარას მიადგა.
_ შეხედეთ! _ უთხრა მაიკლმა და ქვემოთკენ მიუთითა. _ ძროხაა! საო-
ცარია, არა?
მერი პოპინსმა სწრაფად გადაიხედა და გაოცებისაგან შეკრთა.
_ საოცარი არაფერია, _ მოუბრუნდა ის ჯეინსა და მაიკლს, _ სრულიად
არაფერი! ვიცნობ მაგ ძროხას, დედაჩემის დიდი მეგობარი იყო და ძალიან
დამავალებთ, თუ თავაზიანად მოექცევით. მან წინსაფარი გაისწორა და ბავ-
შვებს მკაცრად შეხედა.
_ დიდი ხანია იცნობთ? _ ჰკითხა მაიკლმა. თან ცდილობდა, ყოფილი-
ყო ძალიან თავაზიანი იმ იმედით, ეგებ კიდევრამე დასცდესო.
_ მანამდე ვიცნობდი, სანამ მეფეს ეწვეოდა, _ მიუგო მერი პოპინსმა.
_ დიდი ხნის წინათ ეწვია მეფეს? _ ჰკითხა ჯეინმა, რაც შეეძლო ნაზად.
მერი პოპინსი სადღაც იყურებოდა, მისი თვალები ხედავდნენ იმას,
რაც სხვებისთვის უხილავი იყო. ჯეინი და მაიკლი სუნთქვაშეკრულები
ელოდნენ პასუხს.
_ დიდი ხნის წინათ, _ მეზღაპრესავით დაიწყო ჩაფიქრებულმა მერი
პოპინსმა და ისე შეყოვნდა, გეგონებოდათ, საუკუნეების მიღმა მომხდარ ამ-
ბავს იხსენებსო. მერე ოცნებაში ჩაძირულმა განაგრძო:
_ წითურ ძროხას ეძახდნენ. დიდებული და მდიდარი ძროხა იყოო, მი-
ამბობდა დედა. იმ არემარეში ყველაზე საუკეთესო საძოვარი მას ეკუთვნო-
და. მინდორზე ლამბაქის ტოლა ბაიები ყვაოდნენ, ბაბუაწვერები კი ჯარის-
კაცებივით ჩამწკრივებულიყვნენ. ერთ ჯარისკაცს რომ მოაწყვეტდა თავს
წითური ძროხა, მაშინვე მეორე მწვანემუნდირიანი და ყვითელკივერიანი
ჯარისკაცი ამოყოფდა თავს. დასაბამიდან აქ ცხოვრობდა წითური ძროხა.
ხშირად უყვებოდა დედაჩემს: არც მახსოვს, როდისმე სხვაგან თუ ვცხოვ-
რობდიო. მწვანე ველ-მინდორი და ცა იყო მისთვის მთელი სამყარო. იმის
იქით რა იყო დარა არა, არცკი იცოდა. წითური ძროხა ფრიად პატივსაცემი მანდილოსანი გახლდათ. ყოველ-
თვის ნამდვილი ლედივით იქცეოდა, კარგად იცოდა, როდის რა იყო საჭი-
რო. თეთრს პირდაპირ თეთრს ეძახდა და შავს _ შავს. ბაბუაწვერა ან ტკბი-
ლია ან მჟავე, საშუალო არარსებობსო, იტყოდა ხოლმე.
სულ მოუცლელი იყო. დილით თავის ქალიშვილს, წითურ საფურე
დეკეულს ამეცადინებდა, ნასადილევს ქცევის წესებს უხსნიდა, აჩვევდა
ბღავილს და საერთოდ ყველაფერს, რაც კარგად აღზრდილ დეკეულს უნდა
სცოდნოდა. მერე ერთად ვახშმობდნენ და წითური ძროხა დეკეულს ასწავ-
ლიდა, როგორ გამოერჩია ლორთქო ბალახი ბერფუყისაგან. შვილი დასაძი-
ნებლად დაწვებოდა ხოლმე, წითური ძროხა კი მინდორში იცოხნებოდა და
ფიქრობდა მშვიდად, აუღელვებლად...
დღე დღეს ჰგავდა. ერთ წითურ დეკეულს გამოზრდიდა და გზაზე და-
აყენებდა, მეორე იჭერდა მის ადგილს. ამიტომ ეგონა წითურ ძროხას, ცხოვ-
რება არ შემეცვლება, სულ ასე იქნებაო. არც უნდოდა რამე შეცვლილიყო.
ამაზე უკეთესი ცხოვრება ვერ წარმოედგინა. ასე ფიქრობდა, ფათერაკი კი
იქვე ჩასაფრებოდა. ეს მოხდა ღამით, წყნარი ღამით, როცა ცაზე ვარსკვლა-
ვები ბაბუაწვერებს ჰგავდა, ხოლო მთვარე _ დიდ გვირილას. იმ ღამით, რო-
ცა წითურ დეკეულს უკვე ეძინა, წითური ძროხა წამოხტა და აცეკვდა. ცეკ-
ვავდა გატაცებით, ცეკვავდა მოხდენილად. მკაცრად იცავდა ტაქტს, თუმცა
არავითარი მუსიკა არ ისმოდა. ხან პოლკას ცეკვავდა, ხან შოტლანდიურ
ჯიგს, ხან რაღაც სრულიად ახალს იგონებდა. ერთ ცეკვას რომ მორჩებოდა,
ბაბუაწვერებს თავს უკრავდა, მადლობას უხდიდა.
«ღმერთო ჩემო! _ გაიფიქრა მან, მეზღვაურულს რომ ცეკვავდა, _ რა
უცნაურია! ასე ვფიქრობდი, ცეკვა უხერხულია-მეთქი, მაგრამ აგერ თვითონ
ვცეკვავ, თუმცა ყოველთვის სამაგალითო ძროხა ვიყავი».
ცეკვავდა და ცეკვავდა. ბოლოს და ბოლოს დაიღალა და გადაწყვიტა,
მეყოფა, დროა, დავიძინოო. მაგრამ, მისდა გასაოცრად, ცეკვა ვერ მიატოვა.
ეცადა, წითურ დეკეულს გვერდით მისწოლოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩი-
ლებოდნენ _ განაგრძობდნენ ცეკვას, იგონებდნენ ათასგვარ პას, ტრიალებ-
დნენ და ტრიალებდნენ. რა თქმა უნდა, ძროხაცფეხებს მიჰყვა! ვალსი დაიწ-
ყო...
_ ოჰ, ღმერთო! _ წამოიძახებდა ხოლმე ცეკვებს შუა, _ რა საშინელებაა!
რა საშინელებაა! მართალია, დარბაისელი მანდილოსნის ტონით ლაპარა-
კობდა, მაგრამ გაჩერება არშეეძლო.
გათენდა, დადგა დღე. ის მაინც ცეკვავდა და ცეკვავდა. მინდორს ხან
წრეს შემოუვლიდა, ხან სიგრძეზე წავიდოდა, ხან სიგანეზე გადაჭრიდა. წი-
თური დეკეული უკან დასდევდა და საცოდავად ბღაოდა. შესაღამოვდა. წი-
თური ძროხა მაინც ვერ შეჩერდა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ აშკარად
დადარდიანდა.
_ მეფეს უნდა შევჩივლო, _ გადაწყვიტა წითურმა ძროხამ და გადაწყვე-
ტილება თავის კანტურით დაადასტურა. გადაკოცნა წითური დეკეული,
დაუბარა, წესიერად მოიქეციო, და სასახლისკენ გასწია. გზა ცეკვა-ცეკვით
გაიარა, აქა-იქ თუ მოწიწკნა ბალახი. ვინც შეხვდა, ყველა გაოცებისაგან თვა-
ლებს აჭყეტდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თვითონ იყო გაოცებული... ბოლოს მიადგა სასახლეს და ცეკვა-ცეკვით აიარა ფართო კიბე. მიაღწია მე-
ფის ტახტამდე.
ტახტზე მეფე იჯდა. არ ეცალა _ ახალ კანონებს თხზავდა. მდივანი კი
პატარა წითელ წიგნაკში ბატისფრთის კალმით იწერდა.
გარს მორთულ-მოკაზმული დიდებულები და სეფექალები ეხვივნენ.
ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ.
_ დღესრამდენი კანონი შევთხზე? _ ჰკითხა მეფემ მდივანს.
მდივანმა უბის წიგნაკი გადაფურცლა და სასწრაფოდ დაითვალა.
_ სამოცდათორმეტი, თქვენო აღმატებულებავ! _ მდაბლად დაუკრა
თავი მეფემ და თან შეეცადა, ბატისფრთის კალამს არწამოსდებოდა (აბა, რა
ექნა, კალამი ვეებერთელა იყო).
_ ჰმ! არ არის ცუდი, სულ ერთი საათი ვიმუშავე! _ თქვა თავისი თავით
ფრიად კმაყოფილმა მეფემ. მერე ადგა, ლამაზად წამოისხა ყარყუმის მანტია
და მედიდურად ბრძანა:
_ მომართვით ეტლი! დალაქთან მივდივარ.
და სწორედ ამ დროს წითურ ძროხას მოჰკრა თვალი. ისევ დაჯდა და
კვერთხს წამოავლო ხელი.
_ რა არის ეს, ჰა? _ იყვირა მან. ძროხა უკვე სამეფო ტახტის საფეხურებ-
თან ცეკვავდა.
_ ძროხა გახლავარ, თქვენო უდიდებულესობავ, _ უპასუხა ძროხამ.
_ ვხედავ, _ უთხრა მეფემ, _ ჯერ თვალთ არ დამკლებია. მაგრამ აქ რა
გინდათ? ამოშაქრეთ! ცოცხლად, სწრაფად, ათ საათზე დალაქთან უნდა ვი-
ყო. თორემ არ დამელოდება! თმა კი აუცილებლად უნდა შევიკრიჭო. ღვთის
გულისათვის, შეწყვიტეთ ეს ტრიალ-ტრიალი, თავბრუ დამესხა! _ თქვა გა-
ჯავრებით.
_ თავბრუ დამესხა! _ ექოსავით გაიმეორეს კარისკაცებმა.
_ ესაა ჩემი გასაჭირი, თქვენო უდიდებულესობავ, ვერვჩერდები!
_ ვერ ჩერდები? რა სისულელეა! _ დაიღრიალა მეფემ. _ სასწრაფოდ შე-
ჩერდი! ასეთია მეფის ბრძანება!
_ სასწრაფოდ შეჩერდი! ასეთია მეფის ბრძანება! _ გაიმეორეს კარისკა-
ცებმა.
ძროხამ ყოველი ღონე იხმარა, მეფის ბრძანება შეესრულებინა. ძვალ-
რბილი აუცახცახდა, მაგრამ ამაოდ. მაინც შეუჩერებლად ცეკვავდა სამეფო
ტახტის წინ.
_ ვეცადე, თქვენო უდიდებულესობავ. არაფერი გამომივიდა. მეშვიდე
დღეა, ვცეკვავ. არა მძინავს. თითქმის არაფერს გეახლებით, ნარშავას ორიო-
დე ფოთოლი მოვწიწკნე და ეგ იყო. თქვენს უდიდებულესობას იმიტომ ვეწ-
ვიე, ეგებ მირჩიოთ, როგორმოვიქცე.
_ ჰმ! ძალიან უცნაურია! _ თქვა მეფემ, გვირგვინი გვერდზე მოიქცია
და კეფა მოიქექა.
_ ძალიან უცნაურია! _ გამოეხმაურნენ კარისკაცები და მათაც მოიქექეს
კეფა.
_ როგორი გრძნობა გაქვს? _ ჰკითხა მეფემ. _ უცნაური, _ უპასუხა ძროხამ, _ აი, მგონი, _ სიტყვას ძებნა დაუწყო, _
მგონი, სასიამოვნო. თითქოს... თითქოს სიცილის ჭია შემიჩნდა.
_ საოცარია! _ თქვა მეფემ.
თავი ხელებზე ჩამოეყრდნო და დაფიქრებული ძროხას მიაშტერდა.
უცებ წამოხტა და იყვირა:
_ ღმერთო ჩემო, დიდებულო!
_ რა მოხდა? _შეეხმიანნენ კარისკაცები.
_ თქვენ თვითონ ვერა ხედავთ! _ იღრიალა მეფემ. აღელვებისაგან
კვერთხი გაუვარდა. _ სულელი არა ვარ, მაშინვერომ ვერშევამჩნიე? თქვენც
სულელები ხართ! _ გაურისხდა ჯარისკაცებს. _ ვერა ხედავთ, რქაზე ვარ-
სკვლავი შემოსჯდომია.
_ აი, თურმე რა ყოფილა! _ აყვირდნენ კარისკაცები. უცებ მათაც შეამ-
ჩნიეს ვარსკვლავი და ყველანი მიაშტერდნენ. რაც მეტ ხანს უყურებდნენ,
ვარსკვლავი მით უფრო კაშკაშებდა.
_ აი, მიზეზი უბედურებისა, _ თქვა მეფემ. _ ბატონო კარისკაცებო, მო-
აძრეთ ვარსკვლავი, რომ... ამ მმმ... ლედიმ შეძლოს, ცეკვა შეწყვიტოს და წე-
სიერად ისაუზმოს.
ქალბატონო, ეს ვარსკვლავი გაიძულებთ, რომ იცეკვოთ, _ მიუბრუნდა
მეფე ძროხას. _ აბა, ცოცხლად!
და კარისკაცთუხუცესს ნიშანი მისცა. კარისკაცთუხუცესმა თავი დაუკ-
რა წითურ ძროხას და ვარსკვლავს ხელი ჩაავლო. ვარსკვლავი არ დაემორ-
ჩილა. კარისკაცთუხუცესს მეორე კარისკაცი მიეშველა, მეორეს _ მესამე, მე-
სამეს _ მეოთხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გაიწელნენ, თითქოს კარისკა-
ცები თალგამს ჩაეჭიდნენ ამოსაღებადო.
_ თავი არმომაძროთ! _ შეეხვეწა ძროხა კარისკაცებს.
_ მოსწიეთ, მაგრად! _ დაიქუხა მეფემ.
კარისკაცები ბრძანებას დაემორჩილნენ. მოსწიეს და მოსწიეს, რაც ძა-
ლი და ღონე ჰქონდათ. ისე ეწეოდნენ, ყველას აუჭარხლდა სახე. ეწეოდნენ
მანამ, სანამ ძალა არ გამოელიათ, მაშინ კი ერთიერთმანეთზე გადაცვივ-
დნენ.
ვარსკვლავი არც განძრეულა. მაგრად ეკრა ძროხისრქას.
_ ნწ-ნწ-ნწ! _ შეწუხდა მეფე. _ მდივანბეგო! ჩაიხედე ენციკლოპედიაში,
რა არის ნათქვამირქავარსკვლავა ძროხაზე.
მდივანმა მუხლი მოიყარა და ტახტქვეშ შეძვრა, მალე იქიდან უშველე-
ბელი მწვანე წიგნი გამოათრია, ეს წიგნი ყოველთვის იქ იდო, ვინიცობაა,
მეფეს რამის ამოკითხვა დასჭირვებოდა. მდივანი ჩქარ-ჩქარა ფურცლავდა
ენციკლოპედიას.
_ არაფერი წერია, თქვენო უდიდებულესობავ! _ თქვა ბოლოს ფრიად
შეწუხებულმა მდივანბეგმა. _ წერია, ერთი ძროხა მთვარეზე მაღლა ახტაო,
ეს ხომ თქვენც იცით. და ყოველი შემთხვევისათვის მან წაიკითხა ლექსი,
რომელიც ყველა ბავშვმა იცის:
მცირე არაკი ისმინეთ,
ჩემო ცელქებო, ახლა: ადგა, იხტუნა ძროხამ და
მთვარეზე მაღლა ახტა!
ვაითუ ვეღარგვეღირსოს
მეორედ მისი ნახვა...
გამოჩნდება კი? _ ისეთი
ახირებული გახლავთ!
მეფემნიკაპზეხელიჩამოისვა. ესფიქრსუადვილებდა. მერეერთიბრაზითამო-
იგმინადაძროხას შეხედა.
_ ეგ არის და ეგ, რისი რჩევაც შემიძლია, _ უთხრა მან. _ სცადეთ,
თქვენც იგივე გაიმეოროთ.
_ რა ვცადო? _ შეეკითხა წითური ძროხა.
_ მთვარეზე მაღლა ახტომა. ეგებ გიშველოთ. საერთოდ, ღირს, რომ
სცადოთ.
_ მე ავხტე? _ აღშფოთდა წითური ძროხა.
_ თქვენ, დიახ, აბა ვინა? _ ვეღარ მოითმინა მეფემ. ძალიან ეჩქარებოდა
დალაქთან.
_ დიდებულო ხელმწიფეო, _ უთხრა ძროხამ, _ უნდა შეგახსენოთ, რომ
მე წესიერი, ზრდილი საქონელი ვარ, ბავშვობიდანვე ჩამინერგეს, რომ ახ-
ტომ-დახტომა ქალისათვის უკადრისი საქმეა.
მეფე წამოდგა და კვერთხი ასწია:
_ ქალბატონო, თქვენ რჩევა მთხოვეთ, მეც გირჩიეთ. გნებავთ, დღენია-
დაგ იცეკვოთ? მუდამჟამ იშიმშილოთ? არც დღე, არცღამე არიძინოთ?
წითურძროხას გაახსენდა, რა კარგი იყოწვნიანი, ლორთქო, გემრიელი ბაბუაწ-
ვერები, ფაფუკ მინდვრის ბალახშიწამოწოლა, მოაგონდათავისიარაქათგამოცლილი
ფეხებიცდათავისთავსჩააგონა: «ერთხელახტომასალბათარაუშავსრადათანაცმე-
ფისმეტიამასკაციშვილივერგაიგებს».
_ ძალიან მაღლა მომიწევს ახტომა? _ იკითხა მან ისე, ცეკვა არშეუწყვე-
ტია.
_ ჩემი აზრით, ერთ მილზე მაინც, _ უთხრა მეფემ.
წითურმა ძროხამ თავი დაუკანტურა. თვითონაც ასე ფიქრობდა. წუ-
თით ჩაფიქრდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, ამხტარიყო.
_ არასდროს ვიფიქრებდი, თქვენო უდიდებულესობავ, აქამდე თუ მი-
ვიდოდი! ჯერ საერთოდ თუ ავხტებოდი და ისიც მთვარის ზევით! მაგრამ
ვცდი! _ თქვა და მეფეს მოხდენილირევერანსით გაერიდა.
_ ძალიან კარგია, _ გამხიარულდა მეფე. უკვე მიხვდა, რომ დალაქს
დროულად მიუსწრებდა. _ მომყევით.
იგი ბაღში შებრძანდა. ძროხაცა და კარისკაცებიც უკან მიჰყვნენ.
_ მაშ ასე, _ თქვა მეფემ, გაშლილ მინდორზე რომ გავიდნენ, _ მე და-
ვუსტვენ თუ არა, ახტით. ჟილეტის ჯიბიდან ოქროს სასტვენი ამოიღო და
სულის ჩაბერვით მოსინჯა, ხომ არჩაიმტვერაო.
წითური ძროხა მეფეს მისჩერებოდა და თან ცეკვავდა.
_ აბა, _ თქვა მეფემ. _ ერთი!.. ორი!.. სამი!.. _ და დაუსტვინა. წითურმა ძროხამ ერთი ჩაისუნთქა და ახტა. ნახტომიც ამასა ჰქვია! მი-
წა სადღაც შორს დარჩა. მეფე და კარისკაცები თითქმის აღარა ჩანდნენ. ძრო-
ხა მაღლა-მაღლა მიფრინავდა. ვარსკვლავეთს ააღწია, ოქროს ლანგრებივით
ტრიალებდნენ ვარსკვლავები. და აი, თვალი მოსჭრა ნათელმა შუქმა. იგ-
რძნო მთვარის ცივი სხივები, თვალები მოჭუტა და მთვარეს გადაუფრინა,
თვალისმომჭრელი ციალი უკან მოიტოვა და ქვევით ჩაიხედა. თავი დასწია
თუ არა, რქიდან ვარსკვლავი მოსწყდა. ერთი ზარითა და ზათქით გაგორდა
ვარსკვლავი ცაზე. როცა ვარსკვლავი ცაზე გაუჩინარდა, ძროხას მოესმა ცი-
ური მუსიკის საოცრად მომხიბლავი, წკრიალა აკორდები...
იმავე წამს წითური ძროხა ისევ მიწაზე დაეშვა და, მისდა გასაოცრად,
მეფის ბაღში კი არა, თავის მინდორში! რაც მთავარია, აღარ ცეკვავდა! დინ-
ჯად, მტკიცედ მიაბიჯებდა, ისე როგორც თავმოყვარე ძროხას შეეფერება.
ნელ-ნელა, აუჩქარებლად გაემართა ძროხა წითური დეკეულის შესახვედ-
რად, გზადაგზა კი თავს აცლიდა ოქროსთმიან ჯარისკაცებს.
_ როგორ მიხარია, რომ მობრუნდი! _ მიეგება წითური დეკეული. _
უშენოდ მომწყინდა! ძროხამ აკოცა და ბალახობას შეუდგა. ერთი კვირა იყო,
რაც პირი არ ჩაეგემრიელებინა. კარგად რომ დანაყრებულიყო, რამდენიმე
პოლკი ბაბუაწვერა მიირთვა. ძროხა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. უწინ-
დებურად უხაროდა, ბედნიერი იყო, რომ დროზე, ყოველგვარი ცეკვის გა-
რეშე შეეძლო ესაუზმა, ბალახში ჩაწოლილიყო, ეცოხნა, ღამე უშფოთველად
დაეძინა და ყველაფერი ეს ნაცვლად იმისა, რომ დღე და ღამ ციბრუტივით
ეტრიალა და რევერანსებს მოჰყოლოდა. და მაინც რაღაც აწუხებდა. მართა-
ლია, მინდორი, ბაბუაწვერები, წითური დეკეული ძალიან კარგი იყო, მაგ-
რამ რაღაც აკლდა, ოღონდ რა, თვითონაც არ იცოდა. ბოლოს და ბოლოს
მიხვდა, რომ თავის ვარსკვლავზე სწყდებოდა გული. რა უცნაურადაც უნდა
გეჩვენოთ, ეტყობა, მიეჩვია ცეკვას, როცა ბედნიერებისაგან ვეღარ გრძნობ
სიმძიმეს, სხეულში კი ფუთფუთებს სიცილის ჭია. გულფიცხობა დასჩემდა,
მადა დაეკარგა, ხშირად უმიზეზოდ ზლუქუნებდა. და აი, ერთხელ დედა-
ჩემთან მოვიდა, უამბო თავისი თავგადასავალი დარჩევა სთხოვა.
_ ჩემო ძვირფასო! _ უთხრა დედაჩემმა, _ თქვენ გგონიათ, ცაზე ცოტა
ვარსკვლავია? მილიონობითაა! და მილიონი ვარსკვლავი წყდება ყოველ ღა-
მით! ეგაა, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე მინდორზე არ ეცემი-
ან!
_ თქვენ ფიქრობთ, ცოტას თუ მივივლ-მოვივლი... _ დაიწყო წითურმა
ძროხამ და თვალებში სიხარულისა და იმედის შუქი ჩაუდგა.
_ რა თქმა უნდა! თქვენს ადგილას, _ უთხრა დედაჩემმა, _ არც კი დავ-
ფიქრდებოდი. ეძიეთ და იპოვით!
_ ასეც ვიზამ, _ გაიფიქრა ძროხამ. _ ასეც ვიზამ!
მერი პოპინსი გაჩუმდა.
_ მივხვდი, რატომაც მოვიდა ჩვენს შესახვევში! _ თქვა ჩაფიქრებულმა
ჯეინმა.
_ მეც! _ გაეპასუხა მაიკლი. _ თავის ვარსკვლავს ეძებს.
მერი პოპინსი შეკრთა და წამოდგა. _ კეთილ ინებეთ და ახლავე მოსცილდით ფანჯარას, სერ! _ გაუბრაზ-
და მაიკლს. _ ახლავე ჩავაქრობ შუქს!
ბავშვები ლამის ძილშიც კი ნატრობდნენ, ნეტავი წითურმა ძროხამ თა-
ვისი ვარსკვლავი იპოვოსო...

მეხუთე თავი

ტყუპების ამბავი
ჯეინმა და მაიკლმა თავიანთი საუკეთესო კოსტიუმები ჩაიცვეს და
სტუმრად წავიდნენ. ელინი ამბობდა, ამ კოსტიუმებში მაღაზიის ვიტრინი-
დან გადმოსულებს ჰგვანანო. მთელ დღეს შინ სიჩუმე და მყუდროება სუ-
ფევდა. თითქოს სახლი ჩაფიქრდა, ან ჩაიძინაო. ქვემოთ, სამზარეულოში,
მისის ბრილს ცხვირზე სათვალე წამოესკუპებინა და გაზეთს კითხულობ-
და. რობერთსონ ეი ბაღში იჯდა, ძალიან მოუცლელად იყო: არაფერს აკე-
თებდა. მისის ბენქსი სასტუმრო ოთახში დივანზე ფეხმორთხმული იჯდა.
სახლი გაყუჩებულიყო. იდგა ჩუმად-ჩუმად, ოცნებებში ჩაძირული თუ ჩა-
ფიქრებული.
ზემოთ, საბავშვო ოთახში მერი პოპინსი ღუმელთან ტყუპების ტანსაც-
მელს აშრობდა. მზე ფანჯარას მისდგომოდა, მისი სხივები ოთახის შეთეთ-
რებულ კედლებსა და პატარების საწოლებს ეთამაშებოდა.
 _ შენ, ეი, გაიწიე! პირდაპირ თვალებში მიჭყიტინებ! _ უთხრა ჯონმა
ხმამაღლა მზის სხივს.
 _ მაპატიე! _ უპასუხა მზის სხივმა. _ სხვა გზა არა მაქვს! მინდა-არ მინ-
და ამ ოთახში უნდა გავიარო. ბრძანება ბრძანებაა, თქვენი საბავშვო ოთახი
სწორედ გზადაა! უნდა მაპატიო. დახუჭე თვალები და ვერც შეამჩნევ! მზის
ოქროსფერ სხივთა კონა ოთახს ჭრიდა. აშკარად ცდილობდა, რაც შეიძლება,
ჩქარა გასულიყო და ჯონის თხოვნა შეესრულებინა.
_ რა ნაზი ხარ, რა ალერსიანი! როგორ მიყვარხარ, იცი! _ მიეხალისა
ბარბი ციალა სხივებს და ხელები გაუწოდა.
_ ყოჩაღ! _ შეაქო მზის სხივმა ბარბი და პირისახესა და თმაზე მიელა-
მუნა. _ მაშ, მოგწონვარ? _ ისე ჩაეკითხა, ეტყობა, კიდევ უნდოდა ქება გაე-
გონა.
_ ძა-ა-ა-ლიან! _ უთხრა ბარბიმ და სიამოვნებისაგან ამოიხვნეშა.
_ ისევ ჭარტალ-ჭარტალ-ჭარტალი? ცხოვრებაში არა მსმენია ამდენი
ლაყბობა, რამდენიც აქ მესმის! მუდამდღე ვიღაც ლაქლაქებს ამ ოთახში! _
მოისმა ფანჯრიდან მკივანა ხმა. ჯონმა და ბარბიმ ფანჯარაში გაიხედეს. ის
შოშია შემომჯდარიყო, მილის თავზერომ ჰქონდა ბუდე.
_ აი, ეს მომწონს! _ მიუბრუნდა მერი პოპინსი. _ შენს თავს მიხედე!
თვითონ მუდამდღე, დილიდან დაღამებამდერატრატებ, ჭრიჭინებ, კაკანებ!
შენი ლაყლაყისაგან ლამის სკამებსაც ფეხები მოულაყლაყდეთ! მართალი
გითხრა, ბეღურაზე უარესი ხარ! შოშიამ თავი გვერდზე გადახარა და ზევიდან, უშიშარი პოზიციიდან
გადმოხედა მერი პოპინსს.
_ მაშ, რა გეგონა, _ მიახალა მან, _ მე საქმე მაქვს, უამრავი საქმე. თათ-
ბირები, მოლაპარაკება, კონსულტაციები, დისკუსიები და ასე შემდეგ და
სხვა ამგვარები. რასაკვირველია, ბევრი რამ ჰმ... ჰმ... ჰმ... მშვიდად უნდა
განვსაჯო.
_ მშვიდად! _ სიცილით წამოიძახა ჯონმა.
_ ყმაწვილო, მე თქვენ არ გელაპარაკებით! _ შეაწყვეტინა შოშიამ და
ფანჯრის რაფაზე ჩამოხტა. _ და, სხვათა შორის, გიჯობს, ხმა გაკმინდო. მეს-
მოდა, როგორ ლაქლაქებდი წინა შაბათს. ღმერთო ჩემო! ვიფიქრე, არას-
დროს გაჩუმდება-მეთქი! მთელიღამე არ დამაძინე!
_ მე კი არვლაპარაკობდი, _ უთხრა ჯონმა, _ ვტირ... _ ენა დაება. _ მინ-
დოდა მეთქვა, რომ ავად ვიყავი.
_ ჰმ! _ თქვა შოშიამ და ბარბის საწოლის მოაჯირზე ჩამოჯდა. გაცუნ-
ცულდა მოაჯირზე, თავთან დაუსკუპდა და ალერსად დაიღვარა, ხმაში
ხვეწნა-მუდარა გაურია:
_ ბარბარა ბენქს, რამე ხომ არმოგეძევება ძველი ნაცნობისათვის?
ბარბი მოაჯირს მოეჭიდა და საწოლში წამოჯდა.
_ ნამცხვრის ნახევარი დამრჩა, _ უპასუხა მან და თავისი ფუმფულა ხე-
ლი შოშიასკენ გაიშვირა.
_ გმადლობთ! _ მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მერი პოპინსმა.
მაგრამ შოშია ისე იყო გატაცებული ჭამით, ვერ გაიგო, რაზე გადაუკრეს
სიტყვა.
_ გმადლობთ-მეთქი! _ გაიმეორა მერი პოპინსმა უფრო ხმამაღლა.
შოშიამ თავი ასწია.
_ რაა? აჰ, მომეშვი, ქალიშვილო, მომეშვი. სადა მაქვს ცერემონიების
დრო, _ თქვა მან და ნამცხვარი სწრაფ-სწრაფად აკენკა და აკენკა.
ოთახში სიწყნარემ დაისადგურა. ჯონი მზეზე ნებივრობდა. მარჯვენა
ფეხი პირში ჩაედო და თითებს ღრძილებზე ითათუნებდა, ზუსტად იქ, სა-
დაც კბილებს დაეწყო ამოჭრა.
_ რადა შვრები ამას? _ მხიარულად ჰკითხა ბარბიმ თავისი ნაზი, მუ-
დამღიმილნარევი ხმით. _ რად ეწვალები, როცა არავინ გიყურებს?
_ რადა და ვვარჯიშობ, ფორმა რომ არ დავკარგო, _ უპასუხა ჯონმა ისე,
რომ ფეხის თითებზე რაღაც მელოდიის დაკვრა არ შეუწყვეტია. _ დიდებს
უხარიათ ხოლმე ასეთი რამეები. გუშინ ნახე, რა დაემართა დეიდაფლოსის?
აღტაცებისაგან კინაღამ ჭკუაზე შეიშალა, ეს რომ ვუჩვენე! «ოქროვ! ჭკვიანო
ბიჭო! ჩემო სასწაულო! მშვენიერო!» კიდევ რეები თქვა. გახსოვს, როგორ
ჩაბჟირდა? ჯონმა ფეხი გაშალა და თვითონაც ჩაბჟირდა სიცილისაგან, ვი-
თომ დეიდაფლოსის ვაჯავრებო.
_ ჩემი ოინიც მოეწონა, _ კმაყოფილად თქვა ბარბიმ. _ მე ფეხიდან წინ-
და გავიძრე, ის სიხარულით აფართქალდა და აკივლდა, ამ ბავშვს შევჭამო!
რა სეირი იყო! მე თუ ვიტყვი, მინდა ვჭამო-მეთქი, მართლაც შევჭამ ხან ნამ-
ცხვარს, ხან ორცხობილას, საწოლის მოაჯირსაც ვლოღნი. ამ დიდებს, ჩემიაზრით, თვითონ არ ესმით, რასაც ამბობენ. ნეტა მართლა ხომ არ უნდოდა
შევეჭამე?
_ რა თქმა უნდა, არა. ეს რაღაც მათი ლაპარაკის სულელური მანერაა, _
თქვა ჯონმა. _ მე ალბათ მათ ვერასოდეს გავუგებ. ყველანი მოიჩერჩეტებენ.
ზოგჯერ ჯეინიცა და მაიკლიც მათსავით მოისულელებენ ხოლმე.
_ ჰო, _ დაბნეულად უპასუხა ბარბიმ, რომელიც ხან იხდიდა წინდას,
ხან ისევ იცვამდა.
_ მაგალითად, _ განაგრძობდა ჯონი, _ ჩვენი ნათქვამი არც ერთი სიტ-
ყვა არ ესმით. უფრო მეტს გეტყვი: ნივთებსაც ვერაფერს უგებენ! წარმოგიდ-
გენია, წინა ორშაბათს ჩემი ყურით გავიგონე, როგორ თქვა ჯეინმა, ძალიან
მინდა ვიცოდე, ნიავირომელ ენაზე ლაპარაკობსო.
_ დიახ, დიახ, მახსოვს, _ უთხრა ბარბიმ. _ პირდაპირ საოცარია! აბა,
როგორ მოგეწონა, მაიკლმა რომ თქვა, შოშია «ჭახ-ჭახს» ამბობსო. მას აზრა-
დაც არ მოსდის, რომ შოშია ჩვეულებრივად ჩვენსავით ლაპარაკობს! მართა-
ლია, დედასა და მამას ბევრს ვერ მოსთხოვ, სულ არაფერი ესმით, თუმცა
კარგები კი არიან მაგრამ ჯეინის და მაიკლისა კი გამკვირვებია, ეტყობა...
_ ერთ დროს მათაც ყველაფერი ესმოდათ, _ ჩაერია საუბარში მერი პო-
პინსი. ის ჯეინისღამის პერანგს კეცავდა.
_ როგორ? _ ერთად გამოეპასუხნენ განცვიფრებული ჯონი და ბარბი. _
მართლა? თქვენ გინდათ თქვათ, რომ შოშიასაც უგებდნენ ლაპარაკს, ნიავ-
საც...
_ ხესაც... მზის სხივების ენაც იცოდნენ, ვარსკვლავებისაც. დიახ, დიახ,
ასე იყო ოდესღაც, _ განუმარტა მერი პოპინსმა.
_ რატომ დაივიწყეს, რატომ? _ შუბლი შეიჭმუხნა ჯონმა.
_ აა, _ შოშიამ ნამცხვრის ნარჩენს თავი ანება და მრავალმნიშვნელოვ-
ნად თქვა, _ ძალიან გინდათ, იცოდეთ?
_ დაიზარდნენ და იმიტომ, _ აუხსნა მერი პოპინსმა და ბარბის სთხო-
ვა: _ გეთაყვა, ახლავე ჩაიცვი წინდები.
_ ესეც ახალი ამბავი! _ ყურადღებით შეხედა მერი პოპინსს ჯონმა.
_ ასეა და! _ უპასუხა მერი პოპინსმა და კარგად გაუსწორა ბარბის წინ-
დები.
_ მერე რა, იყვნენ ჯონი და მაიკლი ასე სულელები, _ განაგრძო ჯონმა.
_ ვიცი, მე არაფერს დავივიწყებ, დიდირომ გავიზრდები.
_ მე ხომ არ დავივიწყებ და არა, _ თქვა თითის წოვით ბარბიმ.
_ დაგავიწყდებათ, _ უთხრა მერი პოპინსმა მტკიცედ.
ტყუპები დასხდნენ და მერი პოპინსს თვალგაშტერებული მიაჩერ-
დნენ.
_ ერთი ამათ დამიხედეთ! _ აბუჩად აიგდო შოშიამ ბავშვები. _ არ გა-
მომიჩნდნენ ვუნდერკინდები! ესეც სამყაროს მეშვიდე საოცრება! ყველაფე-
რი დაგავიწყდებათ, ძვირფასებო, კბილებირომ ამოგივათ!
_ არავითარ შემთხვევაში! _ უპასუხეს ტყუპებმა და თან ისე უყურებ-
დნენ შოშიას, სულიცრომ გაეფრთხობინებინათ, არ დაენანებოდათ.
შოშიამ დაცინვით დაუსტვინა. _ არხეინად ბრძანდებოდეთ, ყველაფერი დაგავიწყდებათ! _ გაუმეორა
ბავშვებს და თან დაამშვიდა, _ რა თქვენი ბრალია, ასეა დაწესებული, ვერა-
ფერს გააწყობ. არ მეგულება ქვეყანაზე ადამიანი, ვისაც ახსოვდეს ერთი
წლის რომ გახდება, იმის მერე რამე, რა თქმა უნდა, გარდა ამისა, _ და ნის-
კარტით მერი პოპინსზე მიუთითა.
_ რატომ შეუძლია მერი პოპინსს ახსოვდეს და ჩვენ არა? _ იკითხა ჯონ-
მა.
_ ა-ა-ა! ის სხვებს არა ჰგავს. იშვიათი გამონაკლისია. უბადლოა! _ ჩაი-
ცინა შოშიამ.
ჯონი და ბარბი ხმას არიღებდნენ. შოშია განაგრძობდა განმარტებას:
_ თავისთავად ის ერთადერთია. გარეგნობაზე კი არ ვამბობ. რა თქმა
უნდა, რომელიც გნებავთ ჩემი ახალგამოჩეკილი ბარტყი გაცილებით ლამა-
ზია, ვიდრე მერი პოპინსი იყო, არის და...
_ შავ დღეს დაგაყრი, თავხედო! _ გაბრაზდა მერი პოპინსი, უცებ მობ-
რუნდა და წინსაფარი მოუქნია.
შოშია აფრთხიალდა ფანჯრიდან და, უსაფრთხოდ რომ დაიგულა თა-
ვი, დაცინვით დაუსტვინა.
_ გეგონა, ამჯერად დამიჭერდი, არა? _ ჩაიხითხითა მან და ფრთები
დაუქნია.
მერი პოპინსმა მხოლოდ ჩაიფრუტუნა.
მზის ოქროსფერი გრძელი სხივები დაციალდნენ ოთახში. ფანჯარას
მსუბუქმა ნიავმა ჩაუქროლა და შესახვევში ალუბლის ტოტებს ჩუმად რაღაც
ჩაუჩურჩულა.
_ ყური უგდე, ყური უგდე, ქარი რაღაცას ამბობს, _ თავი გვერდზე გა-
დააგდო ჯონმა. _ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენ ვერ გავიგონებთ, რო-
ცა დიდი გავიზრდებით? _ ჰკითხა მერი პოპინსს.
_ გაგონებით ყველაფერს გაიგონებთ, _ უპასუხა მერი პოპინსმა, _ მაგ-
რამ ვერგაიგებთ.
ამ სიტყვებზე ბარბი საწყალობლად ატირდა. ჯონსაც ცრემლი მოადგა
თვალებზე.
_ ვერაფერს ვერ უშველი, ასეა წესი, _ განაგრძობდა მერი პოპინსი.
_ ვაი, ვაი, ვაი, რა სირცხვილია! _ დასცინოდა შოშია. _ ტირიები აღრი-
ალდნენ! გამოუჩეკავ შოშიას ბარტყსაც კი თქვენზე მეტი ჭკუა აქვს! არა
გრცხვენიათ, რას ჭყიპინებთ!
მართლაც, ჯონი და ბარბი გულამოსკვნილი ქვითინებდნენ და ცხარე
ცრემლებს აფრქვევდნენ. კარი გაიღო და ბავშვების ოთახში მისის ბენქსი შე-
მოვიდა.
_ ბავშვების ტირილი მომესმა, _ თქვა მან და ტყუპებთან მივიდა. _ რა
დაგემართათ, ჩემო ნამცეცებო? ვაიმე, ჩემო საყვარლებო, მზისდარებო, ჩემო
ოქროს ჩიტებო! რა დაგემართათ? რატომ ტირიან ასე, მერი პოპინს? მთელი
დღე ჩუმად იყვნენ, მშვიდად! რამე მოხდა?
_ დიახ, მემ, არა, მემ, მგონი, კბილებიამოსდით, _ ამბობდამერიპოპინსიდაშო-
შიასკენარციხედებოდა.
_ ჰო, მართლა! _ გაიღიმა მისის ბენქსმა. _ არ მინდა არავითარი კბილები, თუ ეგ რაღაც კბილები ყველაფერს
დამავიწყებენ ქვეყანაზე, ყველაფერს, რაც მიყვარს! _ ღრიალებდა ჯონი და
საბანში მოუსვენრად წრიალებდა.
_ მეც არმინდა, _ ქვითინებდა ბალიშში თავჩარგული ბარბი.
_ ეჰ, ჩემო პატარებო, ჩემო თათუნებო! ყველაფერი კარგად იქნება!
ოღონდ ეგ საძაგელი კბილები ჩქარა ამოგივიდეთ, _ ამშვიდებდა მისის ბენ-
ქსი ტყუპებს და ხან ერთს მიეფერებოდა, ხან მეორეს.
_ შენ არგესმის! _ ღრიალებდა ჯონი. _ არავითარი კბილები არმინდა.
_ ცუდად იქნება ყველაფერი, კარგად კი არა! _ ზლუქუნებდა ბალიშში
თავჩარგული ბარბი.
_ ჰო, ჰო-ჰო! ნუღარ ტირი! დედამ იცის. დედამ ყვე-ე-ლაფერი იცის.
დედას ესმის. კბილები რომ ამოგივათ, ყველაფერი კარგად იქნება, _ ღუღუ-
ნებდა მისის ბენქსი.
ფანჯარასთან რაღაც გაფაჩუნდა, შოშია ძლივს იკავებდა სიცილს. მერი
პოპინსმა მკაცრად შეხედა. შოშიამ მაშინვე სერიოზული სახე მიიღო.
მისის ბენქსი ნაზად ეფერებოდა თავის ტყუპებს, ხან ერთს, ხან მეო-
რეს, ათასგვარ საალერსო სიტყვას ეტიტინებოდა, ფიქრობდა, ამით დავამ-
შვიდებო.
უცებ ჯონმა ტირილი შეწყვიტა. კარგად აღზრდილი ბიჭი იყო. უყვარ-
და დედა და იცოდა, როგორ მოქცეოდა. «საწყალი დედა ხომ არაა დამნაშა-
ვე, არ ესმის და იმიტომ ლაპარაკობს ასე», ფიქრობდა ის. რომ ეჩვენებინა,
შენზე არა ვბრაზობო, ზურგზე გადაბრუნდა ცრემლების ყლაპვა-ყლაპვით
და მარჯვენაფეხი ორივე ხელით პირში ჩაიჩურთა.
_ ოჰ, ჩემო ჭკვიანო ბიჭო, ჩემო კარგო ბიჭო! _ აღტაცებული იყო დედა.
ჯონმა ისევ იტაცა პირში ფეხი და კიდევ უფრო აღაფრთოვანა დედა.
ბარბი რომ არ ჩამორჩენოდა ჯონს თავაზიანობაში, წამოჯდა და, თუმცა სა-
ხეზე ცრემლები ჩამოსდიოდა, სწრაფად წაიძრო ორივე წინდა.
_ სასწაულია, გოგო კი არა! _ ამაყად თქვა მისის ბენქსმა და აკოცა. _
ხომ ხედავთ, მერი პოპინს! უკვე ყველაფერი მოგვარდა! მე ყოველთვის ვი-
ცი, როგორ დავაწყნარო ბავშვები. ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგა-
დაა! _ იმეორებდა მისის ბენქსი იავნანასავით, _ კბილებიც მალე ამოუვათ.
_ დიახ, მემ, _ მშვიდად ეთანხმებოდა მერი პოპინსი.
მისის ბენქსმა ერთხელ კიდევ გაუღიმა ტყუპებს და გავიდა. კარი მიი-
ხურა თუ არა, შოშია ახარხარდა.
_ მაპატიეთ, თავი რომ ვერ შევიკავე, _ ყვიროდა ის, _ მაგრამ ყველა-
ფერს ვფიცავ, მეტი აღარშემიძლია. ნამდვილი წარმოდგენა იყო! ნამდვილი.
ჯონმა მას ყურადღება არმიაქცია. თავის საწოლის მოაჯირს მიეყრდნო
და გაგულისებულმა უთხრა ბარბის:
_ მე არ ვიქნები ისეთი, როგორიც ყველა! არ ვიქნები და მორჩა! მათ, _
მერი პოპინსსა და შოშიას გახედა, _ რაცა სურთ, ისა თქვან! არასოდეს დავი-
ვიწყებ, არასოდეს!
_ მეც, _ უპასუხა ბარბიმ, _ არასოდეს დავივიწყებ!
_ საკუთარ კუდს გეფიცებით! _ ატკარცალდა შოშია, ფრთა ფრთას შე-
მოჰკრა და სიცილისაგან ჩაბჟირდა. _ აბა, ერთი უყურეთ! თითქოს მათზეიყოს ყველაფერი დამოკიდებული! ერთ-ორ თვეში, ბევრი, ბევრი სამ თვეში
ისიც კი დაავიწყდებათ, მე რა მქვია. უი. თქვე სულელებო! გუგულის უფ-
რთო სულელო ბარტყებო! ჰა-ჰა-ჰა!
ისევ ახარხარდა შოშია, ჭრელი ფრთები შეაფრთხიალა და ფანჯრიდან
გაფრინდა.

*
არც ისე დიდი ხანი იყო გასული ამ ამბის მერე. წვალება კი გადახდათ,
მაგრამ კბილებმა იძალეს, როგორცჩვეულებრივადხდებახოლმე. ტყუპებმაპირვე-
ლი დღეობაც იზეიმეს. სწორედ ლხინის მეორე დღეს დაბრუნდა აგარაკიდან შოშია
ალუბლისშესახვევისჩვიდმეტნომერსახლში.
_ გამარჯობა, გამარჯობა, გამარჯობა! ჩვენც აქა ვართ, _ ფანჯრის რაფა-
ზე ჩამოჯდა და მხიარულად ატიკტიკდა შოშია. ყოველი «გამარჯობის»
თქმაზე ახტებოდა და დახტებოდა. _ როგორა ბრძანდება ქალიშვილი! _ მო-
ურიდებლად მოიკითხა მერი პოპინსი, თავი განზე გასწია და თავისი მხია-
რული, ციმციმა, ეშმაკური თვალები შეანათა.
_ უთქვენობა არ დამტყობია! _ მოუჭრა მერი პოპინსმა და მედიდურად
ასწია თავი.
შოშიამ გაიცინა.
_ ისევ ისეთი მერი პ. ხართ! არ შეცვლილხართ! _ თქვა მან. _ სხვები
როგორღა არიან? გუგულის ბარტყებზე გეკითხები, _ დააზუსტა ნათქვამი
და ბარბის საწოლს მიეახლა. _ აბა, ბარბარინა, _ ტკბილად მიელაციცა, _ მო-
გეძევებარაიმე დღეს ძველი ნაცნობისათვის?
_ ღუღუ-ღუღუ-ღუ-ღუ-ღუ! _ აღუღუნდა ბარბი და ნამცხვრის ლოღნა
განაგრძო.
შოშია მოულოდნელობისაგან შეკრთა და უფრო ახლოს მივიდა.
_ მე გეუბნები, _ გაუმეორა მან, _ მოგეძევება ძველი მეგობრისათვის
რამე-მეთქი, ძვირფასო ბარბი?
_ ტილი-ტალი-ტალი, _ წამოილუღლუღა ბარბიმ, ჭერს ახედა და ნამ-
ცხვრის ბოლო ტკბილი ლუკმა გადაყლაპა.
შოშია მიაჩერდა.
_ ვაი, ვაი, ვაი! _წაივიშვიშა მან ბოლოს, მობრუნდა და მერი პოპინსს
მიაჩერდა.
ყურადღებით შეხედეს ერთმანეთს.
შოშია ჯონის საწოლზე გადაფრთხიალდა და მოაჯირის კიდეზე ჩა-
მოჯდა. ჯონს ხელში უშველებელიფუმფულა სათამაშო ბატკანი ეჭირა.
_ რა მქვია მე? რა მქვია მე? რა მქვია მე? _ აწრიალდა და აყვირდა შოშია.
_ ჩია-ჩია! _ თქვა ჯონმა და ბატკნისფეხი პირში ჩაიდო.
შოშიამ თავი მსუბუქად გადააქნია და მობრუნდა.
_ ესე იგი, უკვე, _ ხმადაბლა უთხრა მერი პოპინსს.
მერი პოპინსმა თავი დაუქნია.
შოშიამ ერთი წუთი ნაღვლიანად უყურა ტყუპებს და მერე თავისი
ჭრელი მხრები აიჩეჩა. _ აბა რა, მე ხომ ვიცოდი, ასე იქნებოდა. ყოველთვის ვეუბნებოდი, მაგ-
რამ არ მიჯერებდნენ. ცოტა ხანს ჩუმად უყურა საწოლებს, მერე ერთი ღო-
ნივრად აფრთხიალდა.
_ რას იზამ, რას იზამ. მეჩქარება. ბუდე ძირფესვიანად დასალაგებელი
მექნება, დარწმუნებული ვარ. _ ფანჯრის რაფაზე გადაფრინდა და წუთით
უკან მოიხედა:
_ უამათოდ მომწყინდება, მიყვარდა მათთან ქაქანი, დიახ, მიყვარდა.
ნამდვილად მომაკლდებიან.
და თვალებზე მკვირცხლად მოისვაფრთა.
_ ატირდი? _ წაკბინა პოპინსმა.
შოშია წელში გაიმართა.
_ ავტირდი? როგორ გეკადრება! მსგავსი არაფერი დამმართია!.. უბრა-
ლოდ... სურდო შემეყარა. გზაში გავცივდი. სულ ეგ არის. დიახ, ოდნავ გავ-
ცივდი. საშიში არაფერია.
შოშიაფანჯრისგარეთარაფაზე გადახტა, ნისკარტით გვერდზე ბუმბუ-
ლი შეისწორა, აფრინდა, ფრთები ლაღად შეარხია, დაიძახა, ნახვამდისო, და
თვალს მიეფარა...
მეექვსე თავი

მისის კორი
_ ამიწონეთ უმაღლესი ხარისხის ორი გირვანქა სოსისი. თუ შეიძლება,
სწრაფად, გეთაყვა! გვეჩქარება, _ უთხრა ყასაბს მერი პოპინსმა.
ყასაბი ერთი ჩასუქებული გულკეთილი კაცი იყო. ცისფერ და თერ-
თზოლიანი წინსაფარი ეკეთა. წითური და მაღალი თავადაც უზარმაზარ
სოსისსა ჰგავდა. დახლზე გადმოხრილი აღტაცებული შესცქეროდა მერი
პოპინსს. მერე მეგობრულად ჩაუკრა თვალი ჯეინსა და მაიკლს.
_ გეჩქარებათ? ძალიან სამწუხაროა, რომ გეჩქარებათ! მე მეგონა, ცოტას
შეყოვნდებოდით და ამ მთისას და იმ ბარისას მოვყვებოდით. თქვენისთანა
მშვენიერ ლედისთან იშვიათად მიწევს საუბარი, _ უცებ ენა დაება. მერი პო-
პინსი ისე უბღვერდა, ყასაბს ერჩია, მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა. _ კი,
ბატონო, _ ისედაც წითური სახე უფრო წამოუწითლდა, _ გეჩქარებათ, არა,
ახლავე. ორი გირვანქა ბრძანეთ, არა? უმაღლესი ხარისხისა, არა? მან სასწრა-
ფოდ ჩამოიღო საყასბოში გირლიანდებივით ჩამოკიდებული სოსისებიდან
ერთ-ერთი ასხმულა, მოსწყვიტა ლამის ნახევარი მეტრი, გვირგვინივით და-
დო, შეახვია ჯერ თეთრ, შემდეგ ყავისფერ ქაღალდში და შეკრული მერი
პოპინსს გაუწოდა.
_ კიდევ რას მიბრძანებთ? _ ჰკითხა თითქმის უიმედოდ და კიდევ უფ-
რო გაწითლდა.
_ მეტს არაფერს! _ მოუჭრა მერი პოპინსმა. აიღო სოსისი და ეტლი ისე-
თი სახით გამოაგორა, ყასაბს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ საშინლად შეურაც-
ხყო. მაგრამ ვიტრინას რომ ჩაუარა, მერი პოპინსმა ერთი კი გამოხედა და
თავისი ახალი ტუფლები შეათვალიერა, ღია ყავისფერი ორგადასაბნევიანი,
არაჩვეულებრივად კოპწია ტუფლები ეცვა. ჯეინი და მაიკლი კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ და ფიქრობდნენ, რო-
დის ჩამოთავდება საყიდელთა სიაო, ოღონდ მერი პოპინსს იმისთანა სახე
ჰქონდა, კითხვას ვერ უბედავდნენ. მერი პოპინსმა თითქოსფიქრიანად მიი-
ხედ-მოიხედა, მერე უეცრად მიიღო გადაწყვეტილება და ბრძანა:
_ თევზის მაღაზიაში წავიდეთ.
ეტლი მეზობელი მაღაზიისკენ გაგორდა.
_ ერთი ქამბალა, ერთ-ნახევარი გირვანქა პალტუსი, პინტა კრევეტი და
ასთაკვი, _ მიაყარა მერი პოპინსმა ისე სწრაფად, რომ ასეთ ბრძანებას მიჩვე-
ული თუ გაიგებდა. მეთევზე ყასაბს არა ჰგავდა. მაღალი იყო და გამხდარი,
ისე გამხდარი, სახე არემჩნეოდა, ცხვირ-პირი დღემუდამ ჩამოსტიროდა.
ჯეინი ვარაუდობდა, რომ სიჭაბუკეში უთქმელმა დარდმა დაამჩნია
დაღიო, მაიკლს კი ეგონა, ბავშვობაში წყალსა და ხმელა პურზე ჰყავდათ და
სიმწარე დღემდე გამოჰყვაო.
_ კიდევ გნებავთ რამე? _ ძლივს ამოღერღა მეთევზემ ისეთი ხმით, გე-
გონებოდა, წინასწარიცოდა, უარსრომ ეტყოდნენ.
_ სხვა დროს გეახლებით, _ უპასუხა მერი პოპინსმა.
მეთევზემ საწყალობლად დაუქნია თავი, წინდაწინ იცოდა, მეტს არა-
ფერს მოსთხოვდნენ. მერე წყნარად ამოიოხრა, ნავაჭრი შეახვია და ეტლში
ჩაულაგა.
_ ერთი არ გამოიდარა, _ თქვა მან და თვალები ხელით ამოიწმინდა, _
ისეთი პირი უჩანს, ზაფხული არ გვეღირსება, თუმცა არც არასოდეს ყოფი-
ლა. არც თქვენ გამოიყურებით პეწიანად. ეს არცაა გასაკვირი, _ მოუბრუნდა
მერი პოპინსს. მერი პოპინსმა თავი ასწია.
_ თქვენს თავს მიხედეთ! _ ბრაზით მიახალა და ისე სწრაფად გასწია
გასასვლელისაკენ, ეტლი ხამანწკებით სავსე კასრს დააჯახა. _ რა სისულე-
ლეა! _ წარმოთქვა და დაიხედა ფეხსაცმელებზე. _ ქალს ორ ღილზე შეკრუ-
ლი ახალი ზამშეს ტუფლები მაცვია და პეწი მოგკლებიათო! მოჩმახა რა სი-
სულელე! _ ჩანდა, ხმამაღლაფიქრობდა.
ტროტუარზე მერი პოპინსი შეჩერდა, საყიდლების სიაში ჩაიხედა და,
რაც შეიძინა, ამოშალა. მაიკლი ადგილზე ცმუკავდა.
_ მერი პოპინს, შინროდის დავბრუნდებით? _ ჭირვეულობდა ბიჭი.
მერი პოპინსი მოუბრუნდა და წყრომით შეხედა.
_ როცა მოგვიხერხდება! _ უპასუხა მოკლედ და საყიდლების სია დაკე-
ცა. მაიკლმა კი ინანა, რად გავბედე და ხმა გავიღეო.
_ თუ გნებავთ, შეგიძლია წაბრძანდე, _ განაგრძო მერი პოპინსმა. _ ჩვენ
წავალთ და ჯანჯაფილის თაფლაკვერს ვიყიდით.
მაიკლს სახე დაუგრძელდა. როგორ ვერ მოითმინა! რა იქნებოდა, წინ-
დაწინ სცოდნოდა, ჯანჯაფილის თაფლაკვერირომ დარჩა საყიდელი!..
_ შენ იქით გასწი, _ ალუბლის შესახვევისკენ მიუთითა მერი პოპინსმა.
_ გზა არ დაგებნეს.
_ არა, არა, მერი პოპინს, გეთაყვა! მე ისე ვთქვი! მე... მერი პოპინს, გეხ-
ვეწებით! _ შეევედრა თვალზე ცრემლმომდგარი მაიკლი.
_ წამოვიდეს, მერი პოპინს, _ საქმეში ჩაერია ჯეინი, _ ეტლს მე წამო-
ვიყვან, ოღონდ მაიკლი წამოვიდეს. მერი პოპინსმა ჩაიფრუტუნა.
_ დღეს რომ პარასკევი არ იყოს, _ უთხრა მაიკლს მკაცრად, _ ამ წუთში
შინ ამოყოფდი თავს. ამ წუთში!
უთხრა და მოჰკიდა ტყუპების ეტლს ხელი, წინ გასწია. ჯეინი და მაიკ-
ლი მიხვდნენ, შეგვიწყნარაო, და ჩანჩალ-ჩანჩალით გაედევნენ, თან ცდი-
ლობდნენ, მიხვედრილიყვნენ, რას ნიშნავდა «წუთი». უცებ ჯეინმა შეამჩნია,
რომ სხვა გზით მიდიოდნენ.
_ მერი პოპინს, თქვენ ხომ თქვით, ჯანჯაფილის თაფლაკვერის საყიდ-
ლად მივდივართო, საშაქარლამოს ავცდებით, ამ გზით თუ ვიარეთ, _ გააფ-
რთხილა მან.
მერი პოპინსმა ერთი გადმოხედა:
_ ვის დაავალეს იყიდეო, მე თუ შენ?
_ თქვენ, _ თავი მოისაწყლა ჯეინმა.
_ ოჰ, მართლა? მე ვიფიქრე, შენ დაგავალეს-მეთქი! _ სარკასტულად გა-
იცინა მერი პოპინსმა. მერე მსუბუქად წაჰკრა ხელი ეტლს, მოაბრუნა და გა-
ჩერდა.
ჯეინი და მაიკლი მოულოდნელობისაგან გაშეშდნენ. ერთ უცნაურ სა-
შაქარლამოს მისდგომოდნენ. არასოდეს ენახათ ასეთი პატარა და ჭუჭყიანი
დუქანი. ვიტრინაში გამოხუნებული ფერადი ქაღალდის ლენტები ეკიდა,
თაროებზე კიდეებშემოცვეთილ კოლოფებში ჩაწყობილი რახათ-ლუხუმი,
მტვერმიყრილი ძირტკბილა და დამჭკნარ-დაჭიანებული სამოთხის ვაშლე-
ბი ელაგა. ფანჯრებს შუა პატარა, ბნელი შესასვლელი ჩანდა. მერი პოპინსმა
ეტლი იქ შეაგორა, ჯეინი და მაიკლი უკან მიჰყვნენ.
დუქანში ბნელოდა. ბავშვებმა მაინც მიიხედ-მოიხედეს, ნახეს, რომ
მთელ სამ კედელზე შემინული დახლები იყო გამართული. დახლში ნამ-
ცხვრები ეწყო. ყოველ ნამცხვარს მოოქრული ვარსკვლავი ეხატა. ისე ბევრი
იყო, ლამის დუქანს აშუქებდნენ. ჯეინი და მაიკლი თვალებს აცეცებდნენ,
გამყიდველს დაეძებდნენ. მერი პოპინსმა კი, მათდა გასაოცრად, შინაური-
ვით დაიძახა:
_ ფენი, ენი! სადა ხართ?
დაიძახა და, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, ორი უზარმაზარი ქალი
გამოჩნდა. დევკაცის ტოლა ქალები დახლს გადმოეყუდნენ, მერი პოპინსს
და ბავშვებს ხელი ჩამოართვეს, გამარჯობაო, დაიბუხუნეს.
_ გამარჯობა, მის... _ მაიკლი შეჩერდა, რომელს რა ერქვა, არ იცოდა, _ როგორ
ბრძანდებით?
_ მე ფენი მქვია, _ უთხრა ერთ-ერთმა, _ ისე, რევმატიზმი მაწუხებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
ფენი შემკრთალ-მორიდებული ჩანდა. ეტყობა, არ იყო ჩვეული სხვე-
ბისგან ასეთ თავაზიანობას.
_ მშვენიერი დარია, _ სცადა ჯეინმა თავაზიანი საუბარი გაება მეორე
დასთან, რომელსაც გოლიათურ ტორში მოემწყვდია მისი ციცქნა ხელი.
_ ენის მეძახიან, _ სევდიანად თქვა მან. _ საერთოდ, წიწილებს შემოდ-
გომაზე ითვლიან. _ დაუმატა სრულიად უადგილოდ. ჯეინმა და მაიკლმა გაიფიქრეს, რა უცნაურად იქცევიანო, მაგრამ გაკ-
ვირვებაც ვერ მოასწრეს, რომ მის ფენი და მის ენი ეტლს მიადგნენ და სათი-
თაოდ ჩამოართვეს ხელი ტყუპებს. ტყუპები განცვიფრების ნიშნად აღრი-
ალდნენ.
_ ჩუ-ჩუ-ჩუ! რა იყო, რა მოხდა? _ დაიკნავლა ვიღაცამ.
მის ენისა და მის ფენის ფერი ეცვალათ, მოიღრუბლნენ, შიშის კანკალი
შეუდგათ. მაიკლსა და ჯეინს მოეჩვენათ, გოლიათებს ცეროდენობა მოუნ-
დათო.
_ რა მესმის? _ ახლოვდებოდა უცნაური წრიპინი.
სადღაც კუთხეში გამოჩნდა წრიპინა ხმის პატრონი. ერთი გაწრიპული,
თხელი, ჩხირისფეხება დედაბერი, თმაჭაღარა, დამჭკნარ-დანაოჭებული.
ალბათ მასზე უფრო ბებერი ქვეყანაზე არავინ იქნებაო, გაიფიქრეს ბავშვებ-
მა, მაგრამ, მათდა გასაოცრად, ყმაწვილი ქალივით მსუბუქად, მხიარულად
გამოიქცა.
_ უჰ, უჰ, უჰ! აი, ეს მესმის! ნუთუ მერი პოპინსი მოვიდა, ჯონი და ბარ-
ბარა ბენქსებიც მოიყვანა? როგორ, ჯეინი და მაიკლიც აქ არიან? ნამდვილად
სასიამოვნო სიურპრიზია! ასეთი სიურპრიზი, გეფიცებით, მას მერე არა
მღირსებია, რაც ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა! _ წრიპინებდა
დედაბერი. მხიარულად იღიმებოდა და ციცქნა ფეხზე წამოცმულ მოცუც-
ქნულ ფეხსაცმელებს მსუბუქად მოაბაკუნებდა. ეტლთან მოცუნცულდა, ნე-
ლა დაარწია და ტყუპებს თავისი თხელი, გაძვალტყავებული თითებით
რქები უჩვენა. ჯონმა და ბარბიმ ტირილი მაშინვე სიცილით შეცვალეს.
_ ასე სჯობია, _ თქვა დედაბერმა და თვითონაც გულიანად გაიცინა.
მერე სასწაული ჩაიდინა. ორი თითი მოიმტვრია და ჯონსა და ბარბის
მიართვა.
სასწაულს სასწაული მოჰყვა. მომტვრეული თითების სანაცვლოდ იმ-
წამსვე ახალი წამოეზარდა.
ჯეინი და მაიკლი თვალებს არ უჯერებდნენ.
_ შაქარყინულია, წუწნონ, არაწყენთ, _ თქვა დედაბერმა.
_ თქვენი მირთმეული კი არ აწყენთ, არგებთ, მისის კორი, _ მოულოდ-
ნელი თავაზიანობით გამოეპასუხა მერი პოპინსი.
_ აჯობებდა, პიტნისკამფეტიყოფილიყო, _ ვეღარმოითმინადათავისიაზრიგა-
მოთქვამაიკლმა.
_ ზოგჯერ მართლაც პიტნის კამფეტი მაქვს. სწორედ გითხრათ, ძალი-
ან გემრიელია! ღამე რომ არ მეძინება, ხშირად მე თვითონ ვწუწნი. ძალიან
უწყობს ხელს საჭმლის მონელებას.
_ კიდევ რა გექნებათ? _ ჰკითხა ჯეინმა ისე, რომ თვალი არ მოუცილე-
ბია მისის კორის თითებისათვის.
_ აბა, რა ვიცი! _ უთხრა მისის კორიმ, _ წინდაწინ არასოდეს ვიცი, რა
მექნება. ბედსა ვცდი, როგორც ვილჰელმ დამპყრობელმა უთხრა დედამისს
ჩემი თანდასწრებით, როცა დედა ურჩევდა, ნუ ეცდები, ინგლისი დაიპ-
ყროო. _ თქვენ ალბათ ძალიან, ძალიან, ძალიან მოხუცი ბრძანდებით, _ უთ-
ხრა ჯეინმა, ამოიხვნეშა და შურით გაიფიქრა, ნეტავ, თვითონ თუ შევძლებ
ოდესმე, დავიმახსოვრო ყველაფერი, რაც მისის კორის ახსოვსო.
მისის კორიმ ჭაღარა თავი ასწია და სიცილი აუტყდა.
_ მოხუციო! _ თქვა ბოლოს. _ დიდედაჩემთან შედარებით ნამდვილი
წიწილა ვარ. აი, ის კი ნამდვილად ბევრის მომსწრე და მნახველი ქალია.
თუმცა მეც მინახავს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები! მახსოვს, მაგალითად,
როგორ შეიქმნა ეს სამყარო, მაშინ მე უკვე ქალიშვილი ვიყავი! ღმერთო ჩე-
მო, რა არეულობა იყო. ახლავე გიამბობთ!
უცებ ლაპარაკი მიატოვა და შეშფოთებული მიაჩერდა ბავშვებს.
_ ღმერთო, მომკალი, მე ვქაქანებ და თქვენ არავინ მოგხედათ! ჩემო
ძვირფასო, _ მიუბრუნდა ის მერი პოპინსს, როგორც ძველ ნაცნობს, _ ჩემი
ვარაუდით, ჯანჯაფილის თაფლაკვერი გნებავთ.
_ მართალი ბრძანდებით, მისის კორი, _ თავაზიანად უპასუხა მერი
პოპინსმა.
_ ძალიან კარგი! ფენიმ და ენიმ არ მოგართვეს? _ შეხედა ჯეინსა და მა-
იკლს.
ჯეინმა თავი გააქნია.
გოლიათი ქალიშვილები დახლს იქით დაფრთხნენ.
_ არა, დედა, _ აწკმუტუნდა მისფენი.
_ აი, ახლა უნდა მიგვერთმია, _ შეშინდა მის ენი.
მისის კორი მოულოდნელად წამოიმართა და მრისხანედ მიაჩერდა
თავის გოლიათ ქალიშვილებს. ხმაში სითბო კი გაურია, მაგრამ გოლიათებს
სულ შიშის კანკალი აუტეხა:
_ უნდა მიგვერთმიაო? თქვენა? ერთი ამათ უყურე! საინტერესოა! ერთი
გამაგებინე, საყვარელო, ენი, ვინ მოგცა ნება, ჩემი თაფლაკვერი დაგერიგე-
ბინა?
_ არავინ, დედიკო! ხომ არშემითავაზებია! მხოლოდ გავიფიქრე...
_ მხოლოდ გაიფიქრა! რა კარგია! კეთილ ინებე და ნუ ფიქრობ! მად-
ლობა ღმერთს, მე თვითონ მყოფნის ჭკუა! _ თქვა მისის კორიმ ისევ მრისხა-
ნებანარევი ტკბილი ხმით და უცებ ავად ახარხარდა:
_ ერთი შეხედეთ! შეხედეთ! ტირია, დოღრიალა! მტირალა! _ დაძარ-
ღვულ თითებს იშვერდა ატირებული ქალიშვილისაკენ.
ჯეინი და მაიკლი მობრუნდნენ. მსხვილი ცრემლი ჩამოჰგორებოდა
გოლიათს დაღვრემილ სახეზე... ბავშვებმა ხმა ვერ გაიღეს. მართალია, მისის
კორი ერთი ციცქნა იყო, მაგრამ მისდამი რიდი და კრძალვა ერთბაშად მოე-
რიათ. შეშინდნენ კიდეც. როგორც კი მიბრუნდა მისის კორი, ჯეინმა მის
ენის ჩუმად თავისი ცხვირსახოცი მიაწოდა. უშველებელმა ცრემლმა ცხვირ-
სახოცი გასაწური გახადა. ენიმ გაწურა, პატრონს დაუბრუნა და მადლობა
თვალით ანიშნა.
_ ჰა, ფენი, საინტერესოა, შენც ეგრეფიქრობდი თუ არა, ჰა?
_ არა, დედი, _ წამოიკნავლაფენიმ.
_ ჰმ! მით უკეთესი შენთვის! გახსენი ყუთი! აკანკალებული, შიშით მოდუნებული ხელებით მის ფენიმ შემინული
დახლის ერთი განყოფილება გააღო.
_ მობრძანდით, ჩემო ძვირფასებო, _ მიეხმატკბილა ჯეინსა და მაიკლს
მისის კორი. თან ისე დატკბა და დაითაფლა, რომ ყმაწვილებს შერცხვათ კი-
დეც, როგორ შეგვეშინდაო. იფიქრეს, ალბათ ძალიან კეთილია, მაგრამ ცოტა
ახირებულიო.
_ აბა, რას უცდით, ჩემო ჭუჭულებო, რატომ არ იღებთ საკენკს? დღეს
საგულდაგულოდ დავაცხვეთ თაფლაკვერი. ალფრედ დიდმა რომ მომცა, იმ
რეცეპტით დავამზადეთ. მართალი გითხრათ, საუკეთესო მეშაქარლამე იყო
ალფრედ დიდი. თუმცა მახსოვს, ერთხელ მიეწვა თაფლაკვერი. რამდენს
ინებებთ?
ჯეინმა და მაიკლმა, თითქოს ვინმემ უბრძანაო, მერი პოპინსს შეხედეს.
_ თითოეულს ოთხ-ოთხი ცალი მიეცი, სულ თორმეტი ცალი. _ უთხრა
მერი პოპინსმა.
_ ცამეტი იყოს, _ მხიარულად დაეთანხმა მისის კორი.
ყმაწვილებს ბლომად ერგოთ მოზრდილ-მოზრდილი თაფლაკვერები.
ყოველ თაფლაკვერს მოოქრული ვარსკვლავი ამშვენებდა. მაიკლმა ცდუნე-
ბას ვერგაუძლო და ერთი ცალი იქვე ჩაკბიჩა.
_ გემრიელია? _ დაიწრიპინა მისის კორიმ. მაიკლმა თავი დაუქნია. მი-
სის კორიმ კაბის კალთა აიფარა და სიხარულით აცეკვდა. _ ვაშა, რა კარგია,
ვაშა, ვაშა! _ წიკვინებდა ის. მერე, რამდენჯერმე შეხტა-შეიკუნტრუშა. ბო-
ლოს შეჩერდა და აწიწინდა: _ არ დაგავიწყდეთ, თაფლაკვერებს ტყუილად
არვიძლევი! ფული უნდა, ფული! თითომ სამ-სამი პენსი გაიღეთ!
მერი პოპინსმა ჩანთიდან სამი სამპენსიანი ამოიღო და თითო-თითო
ჯეინსა და მაიკლს მისცა.
_ რას უცდით? კაბაზე მომაწებეთ. ასეა წესი, _ ასწავლა მისის კორიმ.
ყმაწვილებმა ახლაღა შეამჩნიეს, რომ მისის კორის გრძელი შავი კაბა
ჯამბაზის სამოსივით სულ სამპენსიანებით იყო აჭრელებული.
_ გაბედულად, გაბედულად! მომიახლოვდით, მომაწებეთ! _ სულმო-
უთქმელად იმეორებდა მისის კორი და წინდაწინ იფშვნეტდა ხელებს სია-
მოვნებისაგან. _ ნუ გეშინიათ, მომეწებებიან. არც ერთი არ დავარდება.
მერი პოპინსმა კაბის საყელოზე მიუწება.
მაიკლსა და ჯეინს არა სჯეროდათ, სანამ მათი სამპენსიანებიც არ მიე-
წება. ერთი მარჯვნივ, მეორე კი ცენტრში.
_ აი, სასწაული! _ თქვა ჯეინმა.
_ ისეთი არაფერი, ძვირფასო, _ ჩაიხითხითა მისის კორიმ. _ ყოველ
შემთხვევაში, სხვა ამბებთან შედარებით. მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ! _
თვალი ჩაუკრა მერი პოპინსს.
_ სამწუხაროდ, ჩვენ უნდა წავიდეთ, მისის კორი, _ უთხრა მერი პო-
პინსმა. _ სადილი უნდა გავაკეთო. ესე იგი, შინ დროზე უნდა მივიდე. ჩვენი
მის ბრილი...
_ უვარგისი მზარეულია? _ ჩაჰკითხა მისის კორიმ.
_ «უვარგისი»! _ ზიზღით გაიმეორა მერი პოპინსმა. _ ცოტაა, თქვა,
უვარგისიაო! _ ჰო! _ მისის კორიმ ცხვირზე თითი მიიდო და ბრძნული სახე მიიღო.
_ ძალიან გვასიამოვნეთ, რომ გვესტუმრეთ, ძვირფასო მერი პოპინს, დარ-
წმუნებული ვარ, ჩემს ქალიშვილებს უფრო გაუხარდათ თქვენი მობრძანება,
ვიდრე მე. _ თქვა ეს და თავის დაღვრემილ გოლიათებს გადახედა.
_ დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მალე გვეწვევით. ხომ მართალს ვამ-
ბობ? თაფლაკვერებიც მოგენატრებათ. _ უკვე ჯეინსა და მაიკლს მიმართავ-
და.
ყმაწვილებმა თავი დაუქნიეს.
მისის კორის თვალები ნახევრად დახუჭული ჰქონდა, მაგრამ იდუმა-
ლი სახით ჰკითხა:
_ მაინტერესებს, რას უზამთ ამ ქაღალდის ვარსკვლავებს?
_ საერთოდ, ვაგროვებთდა... _ უპასუხაჯეინმა.
_ აა! აგროვებთ. საინტერესოა, სად ინახავთ? მისის კორის თვალები
მოჭუტული ჰქონდა, მაგრამ ჩვეულებრივზე უფრო ყურადღებით იყურებო-
და.
_ რა ვიცი, _ უთხრა ჯეინმა, _ მე კამოდის ზემო უჯრაში ვინახავ, მარ-
ცხენა მხარეს, ცხვირსახოცების ქვეშ და...
_ მე ფეხსაცმლის ყუთში, კარადის ქვემო უჯრაში მიდევს, _ თქვა მაიკ-
ლმა.
_ ზემოთ, მარცხენა უჯრა, ქვემოთ ფეხსაცმლის ყუთი კარადაში, _ გაი-
მეორა ჩაფიქრებულმა მისის კორიმ, თითქოს უნდა დაიმახსოვროსო.
მერე მრავალმნიშვნელოვნად გაუყარა თვალი თვალში მერი პოპინსს
და თავი დაუქნია. მერი პოპინსიც თავის დაქნევით გაეპასუხა, ეტყობოდა,
რაღაცაზე შეთანხმდნენ.
_ დიახ, _ სიხარულს ვეღარ ფარავდა მისის კორი. _ ფრიად საინტერე-
სოა! წარმოდგენაც კი გაგიძნელდებათ, როგორ გამიხარდა, ვარსკვლავებს
რომ უფრთხილდებით. ამას არ დაგივიწყებთ. ხომ ხედავთ, ყველაფერი მახ-
სოვს. ისიც მახსოვს, გაი ფოქსს ყოველ მეორე კვირას რა ჰქონდა სადილად.
ახლა ნახვამდის! ხშირ-ხშირად მობრძანდით! ხშირ-ხშირად!
მისის კორის ხმა თანდათან მიწყდა და ჯეინი და მაიკლი ისე მოუ-
ლოდნელად აღმოჩნდნენ ტროტუარზე, ვერც კი გაიგეს, რა მოხდა. მერი პო-
პინსს მიჰყვებოდნენ, რომელიც თავისი საყიდლების სიას ათვალიერებდა.
ყმაწვილებმა ერთმანეთს გადახედეს.
_ ჯეინ! _ უთხრა გაოცებულმა მაიკლმა. _ აღარარის!
_ მართლა! _ მიიხედ-მოიხედა ჯეინმა. საშაქარლამო მართლაც აღარ-
სად ჩანდა. გამქრალიყო.
_ უცნაურია! _ თქვა ჯეინმა.
_ უცნაურია და მეტი არა?! _ თქვა მაიკლმა, _ მაგრამ თაფლაკვერი ძა-
ლიან გემრიელია!
თაფლაკვერი გემრიელი იყო. ხან კაცუნას ფიგურა ამოჭამეს, ხან ყვავი-
ლის, ხან ჩაიდნის და ჭამა-ჭამაში დაავიწყდათ კიდეც, რა უცნაურობის მომ-
სწრენი გახდნენ.

*მაგრამ იმავე ღამეს, შუქი რომ ჩააქრეს და ყველას ეგონა, ყმაწვილებს
ტკბილად სძინავთო, ისევ მოუხდათ ამ ამბის გახსენება.
_ ჯეინ, ჯეინ! _ უჩურჩულა მაიკლმა. _ ყური მიუგდე, ვიღაც ფეხის
წვერებზე ამოდის კიბეზე!
_ სუუ... სუ! _ გაისუსა ჯეინი. იმასაც ესმოდა ნაბიჯების ხმა.
კარიფრთხილად გაიღო და ოთახში ვიღაცა შემოვიდა.
გაუჭვრიტეს... მერი პოპინსი აღმოჩნდა. პალტოც ეცვა, ქუდიც ეხურა,
ერთი სიტყვით, საგარეოდ გამოწყობილიყო.
უხმაუროდ, სწრაფად დაფრთხილად გაიარა.
ჯეინი და მაიკლი არიძვროდნენ, ჩუმად ადევნებდნენ თვალს.
მერი პოპინსმა კამოდის ზემო უჯრა გააღო და თითქმის მაშინვე და-
ხურა.
მერე ფეხაკრეფით ტანსაცმლის კარადასთან მივიდა, გააღო, დაიხარა
დარაღაცა აიღო თუ დადო, ყმაწვილები ვერმიხვდნენ.
ტანსაცმლის კარადის კარი ოდნავ გაჯახუნდა, მერი პოპინსი ოთახი-
დან გავარდა.
მაიკლი წამოჯდა.
_ რას შვრებოდა? _ ჰკითხა ჯეინს.
_ არ ვიცი. შეიძლება ხელთათმანი დარჩა, ან ფეხსაცმელი, ან... _ ჯეინი
უცბად გაჩუმდა. _ მაიკლ, უსმინე!
ქვემოდან, ალბათ, ბაღიდან, ხმა ამოდიოდა. ეტყობა კამათობდნენ.
ჯეინი ტყვიასავით წამოვარდა საწოლიდან და მაიკლიც აიყოლია. ფეხ-
შიშველები მისცვივდნენფანჯარას. შესახვევში, ზუსტად მათი ჭიშკრის წინ,
სამნი იდგნენ: ერთი ჩია ქალი, ორი გოლიათი.
_ მისის კორი, ფენი და ენი! _ წაიჩურჩულა ჯეინმა.
უცნაური სანახაობა იყო! ერთი ციცქნა მისის კორი ხტუნაობდა, ღობის
ზემოთ გადმოხედვას ცდილობდა. მის ფენის ორი გრძელზე გრძელი კიბე
გაედო ძლიერ მხრებზე, მის ენის ერთ ხელში დიდი წებოსმაგვარი სითხით
სავსე ვედრო ეჭირა, მეორეში _ უშველებელიფუნჯი.
ფარდის იქით მიმალულ ყმაწვილებს სიტყვა-სიტყვით ესმოდათ მათი
ლაპარაკი.
_ იგვიანებს! _ ბრაზით ამბობდა შეშფოთებული მისის კორი.
მისფენიმ მხრებზე კიბეები შეისწორა და გაუბედავად წაიჩურჩულა:
_ შეიძლებარომელიმე ყმაწვილი ავად გახდა და ვერშეძლო...
_ ...დროზე გამოსვლა, _ შიშით დაამატა მის ენიმ.
_ ხმა გაკმინდეთ! _ მრისხანედ ბრძანა მისის კორიმ.
ყმაწვილებმა გაიგონეს, როგორ ჩურჩულებდა რაღაცას დედაბერი
«ბენტერა ჟირაფებზე» და მაშინვე მიხვდნენ, თავის ბედკრულ ქალიშვი-
ლებსრომ ამკობდა.
_ ჩუუ!.. _ უცებ წაიბუტბუტა მან, თუმცა თვითონ ლაპარაკობდა, თო-
რემ გოლიათები ხმას არ იღებდნენ. დედაბერმა ჩიტივით გვერდზე გადააგ-
დო თავი და მიაყურა.
უხმაუროდ გაიღო და ისევ მიიხურა ჩვიდმეტი ნომერი სახლის სადარ-
ბაზოს კარი. ბაღში ნაბიჯების ხმა გაისმა. მისის კორიმ მხიარულად დაუქნია ხელი, ბილიკზე მერი პოპინსი მოა-
ბიჯებდა, ხელში ჩანთა ეჭირა. ჩანთაშირაღაც ციმციმებდა.
_ ჩქარა, ჩქარა, ჩქარა! დრო მიდის, _ ამ სიტყვებით მისის კორიმ ხელი
ჩაავლო მერი პოპინსს და ქალიშვილებს შეუძახა: _ აყლაყუდებო, სახე ნუ
ჩამოგტირით, გამხიარულდით!
თვითონ წინ წაუძღვა, გოლიათები გამოედევნენ, ვითომ გამხიარულ-
დნენ, მაგრამ ტვირთქვეშ მოკაკულები ძლივს მიჩანჩალებდნენ.
ყველანი შესახვევის ბოლოს ალუბლის მაღლობამდე მივიდნენ. მაღ-
ლობის მწვერვალს რომ მიაღწიეს, სადაც მხოლოდ ბალახი და ბუჩქნარი ხა-
რობდა, შეჩერდნენ.
მის ენიმ წებოთი სავსე ვედრო დადგა, მის ფენიმ კიბეები დაალაგა. მე-
რე ორივე გოლიათმა კიბე კიბეს მიადგა და ვერტიკალურად გამართა. ერთ
კიბეს მის ენი იჭერდა, მეორეს მისფენი.
_ რას აპირებენ? _ ვეღარ მოითმინა მაიკლმა. ბიჭი ლამის გაგიჟდა გან-
ცვიფრებისაგან.
ჯეინს პასუხი არ დასჭირვებია, რადგან ნათლად გამოჩნდა შემდეგი
სურათი:
მის ენიმ და მის ფენიმ კიბეები რომ გამართეს, კიბის თავმა, გეგონებო-
და, ცას უწიაო, მისის კორიმ ერთი ხელით კაბის კალთა აიკარწახა და ფუნ-
ჯი აიღო, მეორე ხელში კი წებოთი სავსე ვედრო დაიჭირა და კიბეზე აბობ-
ღდა. მერი პოპინსი თავისი ჩანთით მეორე კიბეს აუყვა.
ჯეინმა და მაიკლმა ახლა მთლად სასწაული იხილეს. მისის კორი კი-
ბის წვერზე მოექცა, ფუნჯი ვედროში ჩააწო და ცის თაღს გაუსვ-გამოუსვა.
მერი პოპინსმა ჩანთიდანრაღაც კაშკაშა ნივთი ამოიღო და თაღს მიაწე-
ბა. ხელი რომ მოაცილა, ყმაწვილებმა იცნეს თაფლაკვერის ვარსკვლავი! მი-
სის კორი თაღს წებოს უსვამდა, მერი პოპინსი ვარსკვლავებს აწებებდა, ვარ-
სკვლავები კი ანათებდნენ, კაშკაშებდნენ, ელვარებდნენ და არემარეს ოქ-
როსფერსხივებსა ჰფენდნენ.
_ ჩვენია! _ აღელვებისაგან ძლივს სული მოითქვა მაიკლმა. _ ჩვენი
ვარსკვლავებია! ეგონა, გვეძინა, მოვიდა და წაიღო!
ჯეინი ხმას არიღებდა. სანახაობამ დაატყვევა.
მისის კორი ისევ ისე დაუღალავად უსვამდა წებოს, მერი პოპინსი აწე-
ბებდა ვარსკვლავებს, მის ენისა და მის ფენის კი კიბეები გადაჰქონდათ
იქით-აქეთ, რომ მისის კორი და მერი პოპინსი ცის თაღს ყველგან მისწვდე-
ნოდნენ.
ბოლოს მთელი თაღი მოიხატა.
მერი პოპინსმა ჩანთა გამოფერთხა, მისის კორის აჩვენა, დაცარიელ-
დაო.
ორივენი ერთად ჩამოვიდნენ და პროცესია გზას გაუდგა. მის ფენიმ
ისევ კიბეები გაიდო მხარზე, მის ენიმ დაცარიელებულ ვედროს დაავლო
ხელი.
მოსახვევთან შეჩერდნენ და რაღაცაზე აჩურჩულდნენ. მერი პოპინსმა
ყველას ჩამოართვა ხელი და შესახვევში გამოქანდა. მისის კორიმ კუნტრუშ-კუნტრუშით გასწია მოპირდაპირე მხარეს, გოლიათებიც დედას მიჰყვე-
ბოდნენ. მალე სამივენი სიბნელეში გაუჩინარდნენ.
ბაღის ჭიშკარი გაჯახუნდა. ბილიკზე ფეხის ხმა გაისმა. სადარბაზოს
კარი გაიღო, მერე კლიტემ გაიჩხაკუნა და მერი პოპინსი ნელა ამოვიდა კი-
ბეებზე. ფეხის წვერებით გაიარა საბავშვო ოთახი და ბარბისა და ჯონის სა-
წოლ ოთახში შევიდა.
ნაბიჯების ხმა მიწყნარდა თუ არა, ჯეინმა და მაიკლმა ერთმანეს გადა-
ხედეს და უხმოდ მიადგნენ კამოდს. გააღეს ზემოთა მარცხენა უჯრა და ჩაი-
ხედეს. შიგ ჯეინის ცხვირსახოცების მეტი არაფერი ელაგა.
_ ხომ ვთქვი! _ წამოიძახა მაიკლმა. ტანსაცმლის კარადაც მოათვალიე-
რეს. ფეხსაცმელების ყუთშიც აღარეწყო ვარსკვლავები.
_ ეს როგორ მოხდა, როგორ! _ ბუტბუტებდა მაიკლი და საწოლის კი-
დეზე ჩამომჯდარი ჯეინს შესცქეროდა.
ჯეინს არაფერი უთქვამს, გვერდით მიუჯდა მაიკლს. ხელები მუხლებ-
ზე შემოიხვია და ღრმა ფიქრებში ჩაიძირა... ბოლოს თავი გააქნია, გაიზმორა
და ადგა.
_ ერთი ეს გამაგებინა, _ თქვა მან, _ ვარსკვლავებს აკეთებენ ოქროსფე-
რი ქაღალდისაგან თუ ოქროფერილ ქაღალდს ვარსკვლავებისაგან?
პასუხი არ მიუღია. არც ელოდა. იცოდა, სწორი პასუხი მაიკლზე გაცი-
ლებით უფრო ჭკვიანს უნდა გაეცა.…
მეშვიდე თავი
მთვარის გავსება
მერი პოპინსი მთელი დღე ჩქარობდა, ხოლო როცა ჩქარობდა, ყოველ-
თვის ბრაზობდა.
ჯეინს ყველაფერს უწუნებდა, მაიკლს უარეს დღეს აყრიდა, ტყუპებ-
საც უჯავრდებოდა.
ჯეინი და მაიკლი ერიდებოდნენ, თვალში არ მოვხვდეთო. გამოცდი-
ლებით იცოდნენ, ზოგჯერ ჯობს, მერი პოპინსმა არც დაგინახოს და არც შე-
ნი ხმა გაიგონოსო.
მას მერე, რაც მერი პოპინსმა მაიკლს გამოუცხადა, საძაგლად გამოიყუ-
რები, თავმოყვარე კაცი არ შემოგხედავსო, მაიკლმა ინატრა, ნეტავი უჩინა-
რები ვიყოთო.
_ მოდი, დივანს ამოვეფაროთ, ყულაბა გავხსნათ და რამდენი ფული
გვაქვს დავითვალოთ, _ შესთავაზა მაიკლს ჯეინმა. _ ვახშმის შემდეგ კი
ეგებ გუნება შეეცვალოს.
ასეც მოიქცნენ.
_ ექვსი და ოთხი პენსი, ეს იქნება ათი, კიდევ ნახევარი და სამპენსიანი,
_ სწრაფად ითვლიდა ჯეინი.
_ მე მაქვს ოთხი პენსი და სამი ფარტინგი, და... გათავდა, _ ამოიოხრა
მაიკლმა და თავისიფული ერთმანეთზე დაალაგა. _ ჩამოიმათხოვრეთ? _ თავზე წამოადგათ მერი პოპინსი და თავისებუ-
რად ჩაიფრუტუნა.
_ არა, ჩემია! _ იწყინა მაიკლმა. _ ჩემი დანაზოგია. თვითონ შევაგროვე!
_ ჰმ! ალბათ ისევ რაღაც ფიფრინავი გინდა... _ აბუჩად აიგდო მერი პო-
პინსმა.
_ არა, სპილო უნდა შევიძინო. ძალიან მინდა საკუთარი სპილო მყავ-
დეს, ზოოპარკში რომ ლიზია, იმისთანა, ოღონდ ჩემთან უნდა ცხოვრობ-
დეს. შენც გასეირნებ, _ უთხრა მაიკლმა ისე, რომ მერი პოპინსისკენ არ გაუ-
ხედავს, თვალი კი გააპარა, ეგებ შევატყო, რასფიქრობსო.
_ ჰმ! არ მოუფიქრებია! _ თქვა მერი პოპინსმა. ეტყობოდა, ძალიან აღარ
ბრაზობდა.
_ საინტერესოა, _ ჩაილაპარაკა მაიკლმა, _ რა ხდება ზოოპარკში ღამე,
როცა ყველანი სახლებში წავლენ-წამოვლენ?
_ ბევრის ცოდნა მალე დაგაბერებს, _ შეუღრინა მერი პოპინსმა.
_ მე ხომ არ ვიცი, მხოლოდ ვკითხულობ, _ განუმარტა მაიკლმა. _
თქვენ იცით? _ შეეკითხა მერი პოპინსს, რომელიც მაგიდას წმენდდა გამა-
ლებით.
_ კიდევ ერთ შეკითხვას მომცემ და საწოლისაკენ მოუსვამ, _ უპასუხა
მაიკლს და გაშმაგებულმა ოთახის დალაგება განაგრძო. გეგონებოდათ, თავ-
საფარ-წინსაფრიანი ქარბორბალა დატრიალდაო.
_ რა აზრი აქვს შეკითხვას, _ წაუჩურჩულა მაიკლს ჯეინმა, _ ყველაფე-
რი იცის და არაფერს გეტყვის!
_ რად უნდა ცოდნა, თუ არავის უთხრა! _ ჩაიბუტბუტა მაიკლმა ისე
ჩუმად, მერი პოპინსს არგაუგონია...
ჯეინსა და მაიკლს არ ახსოვთ, ასე სწრაფად დაეწვინოთ დასაძინებ-
ლად. მერი პოპინსმა ძალიან ადრე ჩააქრო შუქი და ისე გაიქცა, თითქოს
ქვეყნიერების ყველა ქარი ზურგში უბერავდა. ჯეინსა და მაიკლს ეგონათ,
მისი წასვლის მერე წუთსაც არ გაუვლიაო, რომ კარს იქით ვიღაც აჩურჩულ-
და:
_ ჯეინ, მაიკლ, ტანთ ჩაიცვით და გამოიქეცით!
განცვიფრებული ყმაწვილები ლოგინიდან წამოხტნენ.
_ წავიდეთ! რაიმე საინტერესო იქნება! _ თქვა ჯეინმა და სიბნელეში
კაბის ძებნა დაიწყო.
_ ჩქარა! _ ისევ მოესმათ ხმა.
_ ოჰ, ღმერთო, ვერაფერს მივაგენი, მხოლოდ მეზღვაურის ქუდი და
ხელთათმანი ვიპოვე! _ ამბობდა მაიკლი და ოთახში დაბორიალებდა, თა-
როებში დაფათურობდა.
_ გეყოფა, ჩაიცვი! არ ცივა. წავიდეთ! _ უთხრა ჯეინმა, თვითონ კი ჯო-
ნის პალტო ძლივძლივობით მოიცვა. მერე კარი გააღო. არავინ ჩანდა, მაგრამ
მოეჩვენათ, ვიღაცა კიბეზე ჩქარ-ჩქარა ჩარბისო, და გამოეკიდნენ.
ვინ იყო, რა იყო, ვერცა ნახეს და ვერც დაეწივნენ, ოღონდ ნათლად
გრძნობდნენ, რომ ვიღაცა გზას უჩვენებდა და უბრძანებდა, მომდიეთო.
ისინი უკვე დაცარიელებულ შესახვევში გარბოდნენ; ქვაფენილზე
მხოლოდ მათიფეხსაცმლის ბაკიბუკი ისმოდა. _ ჩქარა! _ ისევ გაიმეორა ხმამ სულ ახლოს, მოსახვევთან. ხმა ისმოდა
და არავინ ჩანდა. ყმაწვილები ხმას გაედევნენ, გადაირბინეს ქუჩები, ხეივნე-
ბი, მოედნები, პარკი და ბოლოს დიდ ტურნიკეტთან შეჩერდნენ.
_ მოხვედით! _ უთხრა ხმამ.
_ სად? _ იყვირა მაიკლმა.
პასუხი არავინ გასცა. ჯეინმა მაიკლს ხელი ჩაჰკიდა და ორივენი ტურ-
ნიკეტს მიადგნენ.
_ შეხედე, ზოოპარკში მოვსულვართ! _ თქვა ჯეინმა.
ბადრი მთვარე ანათებდა იქაურობას. მის ნათელ შუქზე მაიკლმა რკი-
ნის ღობე დაინახა და შიგ შეიხედა. რა თქმა უნდა, ზოოპარკია, როგორ ვერ
იცნო მისი ზღუდე?!
_ როგორშევალთ? ფული არა გვაქვს! _ შეწუხდა იგი.
_ ნუ სწუხხარ! _ ბუზღუნა ბოხი ხმით უთხრა ვიღაცამ, _ ვინც მოწვეუ-
ლია, ამაღამ უფასოდ შემოვა. უბიძგე ტურნიკეტს.
ჯეინმა და მაიკლმა დაუჯერეს და წამში ზოოპარკში აღმოჩნდნენ.
_ აი, თქვენი ბილეთები, _ გაისმა ბოხი ხმა. კარგად რომ დააკვირდნენ,
ბოხხმიანი ვეება მურა დათვი აღმოჩნდა, სპილენძისღილებიანი ფორმის
ქურთუკი ეცვა დაფორმის ქუდი ეხურა.
_ ჩვენ ბილეთს კონტროლიორს ვაძლევთ ხოლმე, _ უთხრა ჯეინმა.
_ ადრე ასე იყო, ამჯერად თქვენ ინებეთ, _ გაუღიმა ყმაწვილებს დათ-
ვმა. მაიკლმა თვალი აავლ-ჩაავლო დათვს.
_ მე თქვენ გიცნობთ, _ უთხრა მან. _ ერთხელ ერთი ქილა ტკბილი წვე-
ნი მოგართვით.
_ მართალს ბრძანებ, ყმაწვილო, _ დაუდასტურა დათვმა. _ წვენი კი
იყო ტკბილი, მაგრამ ათი დღე ვეწვალე, სანამ თავსახურს ავხდიდი! სხვა
დროს ეგრე არ დაგემართოს, მადლიანად მომართვი!
_ რატომ არა ხართ გალიაში? ღამით გიშვებენ? _ ჰკითხა მაიკლმა.
_ არა, მხოლოდ მაშინ გვიშვებენ, როცა დაბადების დღე მთვარის ავსე-
ბას დაემთხვევა. უკაცრავად, არ მცალია, შემოსასვლელს უნდა ვუთვალ-
თვალო, _ უთხრა ყმაწვილებს, შებრუნდა და ისევ ტურნიკეტის სახელურის
ტრიალს მოჰყვა.
ჯეინმა და მაიკლმა ბილეთები ჩაბღუჯეს და გზას გაუდგნენ.
ბადრი მთვარის ნათელი ეფინა ყოველ ხეს, ყოველ ბუჩქს, ყოველ ყვა-
ვილს.
_ რაღაცა ამბავია, _ თქვა მაიკლმა.
ცხადია, მართალი იყო. ყველა ბილიკზე ნადირი დარბოდა, აქა-იქ
ფრინველიც გამორეოდა.
ყმაწვილებს ორმა მგელმა ჩაუარა, ყანჩას ესაუბრებოდნენ, «დაბადების
დღეს» და «მთვარის გავსებას» ახსენებდნენ.
ცოტა მოშორებით, ხეივანში სამი აქლემი სეირნობდა. იქვე, შორიახ-
ლოს თახვი სულმოუთქმელად ელაპარაკებოდა ამერიკულ კონდორს. ყმაწ-
ვილებს მოეჩვენათ, ყველანი ერთსა და იმავე ამბავზე ბჭობენო.
_ ნეტავ, ვისი დაბადების დღეა? _ დაინტერესდა მაიკლი. ჯეინი იშვი-
ათ სანახაობას გაეტაცა და წინ წასულიყო. ზუსტად სპილოების სადგომის წინ ერთი გოდორა მოხუცი ჯენტლმე-
ნი ოთხზე შემდგარი აქეთ-იქით დაძუნძულებდა. ზურგზე ორი პატარა სკა-
მი ედგა და ზედ რვა მაიმუნი ესკუპა.
_ ღმერთო! ყველაფერი თავდაყირა დგას! _ წამოიყვირა ჯეინმა.
მოხუცი ჯენტლმენი გაბრაზდა.
_ რას ჰქვია თავდაყირა? ვინ დგას თავდაყირა? მე ვდგავარ თავდაყირა?
ეს შეურაცხყოფაა!
მაიმუნებმა გადაიკისკისეს.
_ ოჰ, მაპატიეთ, თქვენზე არ მითქვამს, საერთოდ ვთქვი! _ ჯეინი გამო-
ეკიდა მოხუც ჯენტლმენს, რომ ბოდიში მოეხადა. თან ბურტყუნებდა: _ აბა,
რა ვიცი. ჩვეულებრივად ცხოველები დაატარებენ ადამიანებს, დღეს ადამი-
ანს დაჰყავს ცხოველები...
მაგრამ მოხუცი ჯენტლმენი ყურს არ უგდებდა, ქოშინითა და ხვნეშით
ამტკიცებდა, შეურაცხმყვესო. ბოლოს თვალს მიეფარა და თან გაიყოლა თა-
ვისი მყვირალა მგზავრები _ მაიმუნები.
ჯეინი მიხვდა, რომ ვეღარ დაეწეოდა, მაიკლს ჩაჰკიდა ხელი და სხვა
მხარეს გაუყვა. უცებ ყმაწვილები ვიღაცის ხმამ შეაჩერა. ხმა თითქოს ქვემო-
დან მოდიოდა.
_ ეი, თქვენ, აქეთ მობრძანდით! ორივენი მობრძანდით! ვნახოთ ერთი,
როგორ ჩაყვინთავთ ფორთოხლის ქერქისათვის, რომელიც სულ არ გჭირ-
დებათ! ყვიროდა ვიღაც ბრაზიანად, ყმაწვილებმა მიიხედ-მოიხედეს:
მთვარის შუქით გასხივოსნებული აუზიდან პატარა შავ სელაპს ამოეყო თა-
ვი და კუშტად შემოსცქეროდათ.
_ მობრძანდით, მობრძანდით! ვნახოთ ერთი, როგორ მოგეწონებათ! _
ეპატიჟებოდა ის ჯეინსა და მაიკლს.
_ ჩვენ ცურვა არვიცით, _ უთხრა მაიკლმა.
_ ცურვა არ იცით? ვერაფერს გიშველით! ადრევე უნდა გეფიქრათ! მე
ვინა მკითხა, შემეძლო თუ არა ცურვა? _ მოუჭრა სელაპმა, _ რა?.. რაშია საქ-
მე?
ეს უკვე მეორე სელაპს მიმართა, მეორე სელაპი ის-ის იყო წყლიდან
ამოცურდა დარაღაც წასჩურჩულა.
_ ვინ? _ შეეკითხა პირველი, _ ხმამაღლა თქვი!
მეორე სელაპმა ისევ რაღაც წაიდუდუნა. ჯეინმა ყური მოჰკრა, «მოწვე-
ული სტუმრები», «პირადად მისი მეგობრებიო»... და მეტი ვერაფერი გაიგო.
პირველ სელაპს ეტყობოდა, ცოტა გული დასწყდა, მაგრამ მაინც თავა-
ზიანად უთხრა მაიკლს და ჯეინს:
_ ოჰ, მაპატიეთ, მაპატიეთ, მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. იმედია,
მაპატიებთ! თავისიფარფლიანი სველი თათი გაუწოდა ჩამოსართმევად.
ამ დროს ვიღაცამ მოირბინა და ჯეინს დაუძახა.
_ შენ, თვალებში ვერ იხედები? _ უყვირა სელაპმა. _ შეხედე, სად მი-
დიხარ!
ჯეინისწრაფადმოტრიალდადაშიშისადაგაოცებისაგანშეხტა. წინუზარმაზა-
რილომიედგა, ლომსთვალებიგაუბრწყინდა, ჯეინირომდაინახა. _ ოჰ, მაპატიეთ! _ უკან დაიხია მან. _ არ ვიცოდი თუ თქვენ იყავით!
დღეს ჩვენთან ისეთი არეულობაა. ძალიან ვჩქარობ, ხალხს სასმელ-საჭმელი
მივართვა, და ცხვირწინ ვეღარაფერს ვხედავ! წამოხვალთ ჩემთან ერთად? ეს
მართლაც სანახავია.
_ ხომ არ მიგვაცილებთ? _ სთხოვა ჯეინმა თავაზიანად. ცოტა არ იყოს,
კი ეშინოდა, მაგრამ ლომი საკმაოდ უწყინრად გამოიყურებოდა. «თანაც
დღეს ყველაფერი თავდაყირაა,» ფიქრობდა თავისთვის.
_ სიამოვნებით! _ შესთავაზა ლომმა თათი.
ჯეინმა ხელი კი გაუწოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მაიკლი ახ-
ლო ამოიყენა. მაიკლი ჩასუქებული, ბუთხუზა ბიჭი იყო. ლომი კი, რაც არ
უნდა იყოს, მაინც ლომია, ფიქრობდა ჯეინი.
_ როგორ მოგწონთ ჩემი ფაფარი? _ იკითხა ლომმა, გზას რომ გაუდ-
გნენ. _ სადღესასწაულოდ დავიხვიე.
ჯეინმა შეხედა, ფაფარი მართლაც დახვეულ-დაკულულებული ჰქონ-
და.
_ ძალიან ლამაზია, _ უთხრა მან. _ ოღონდ... ოღონდ უცნაური არარის,
ლომი თმას იხვევდეს? მე მეგონა...
_ როგორ? რა გიკვირთ, ქალიშვილო? ლომი, როგორც იცით, ნადირთა
მეფეა. მან ეს არ უნდა დაივიწყოს. მე პირადად არ ვფიქრობ, დავივიწყო.
ვთვლი, რომ სადაც არ უნდა იყოს, ლომი ყოველთვის ლომივით უნდა გა-
მოიყურებოდეს... აქეთ მობრძანდით, გეთაყვა, _ მან მეფურად ასწია თათი
და ყმაწვილები მსხვილ მტაცებელთა პავილიონში შეუშვა.
ჯეინსა და მაიკლს სუნთქვა შეეკრათ, ისეთი სანახაობა გადაეშალათ
თვალწინ. დიდი დარბაზი სავსე იყო ნადირ-ფრინველით, ზოგი გალიებსა
და მაყურებლებს შორის აღმართულ თეჯირს მიჰყრდნობოდა, ზოგი გალი-
ების საპირისპიროდ იარუსებად განლაგებულ სკამებზე იდგა. ვის არ ნახავ-
დით აქ: ავაზებს და იაგუარებს, მგლებს, ვეფხვებს და ანტილოპებს, მაიმუ-
ნებსა და ზღარბებს, ჯიხვებსა და ჟირაფებს, უამრავ თოლიასა და ძერას.
_ ბრწყინვალეა, არა? _ სიამაყით თქვა ლომმა, _ სულ მთლად ისეა, რო-
გორც ერთ დროს ჯუნგლებში! წინ გავიდეთ. კარგი ადგილები დავიკავოთ.
ლომი ნადირ-ფრინველებში შეერია. ყველას ღმუილით იშორებდა
გზიდან: «გზა გვიტიეთ, გზა», თან კი ჯეინსა და მაიკლს მიათრევდა. ბო-
ლოს ერთ თავისუფალ ადგილზე გავიდნენ და დაინახეს გალიები.
_ ოჰო! უყურე-ერთი! გალიაში ადამიანებია დამწყვდეული.
მართლაც ეგრე იყო.
ერთ გალიაში ორი შუახანს მიტანებული ჩასუქებული ჯენტლმენი
ბოლთასა სცემდა. ზოლიანი შარვლები ეცვათ და თავზე ცილინდრები ეხუ-
რათ. ჯენტლმენები გალიის მიღმა მიშტერებოდნენ რაღაცას. მეორე გალია-
ში ყმაწვილები ირეოდნენ: პატარებიც და მოზრდილებიც, ნადირ-მაყურებ-
ლები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ მათ. ზოგი ცდილობდა ბალღე-
ბი გაერთო და ცხაურს იქით ხან თათს შეყოფდა, ხან კუდს. ჟირაფმა ასწია
თავისი გრძელი კისერი, გადასწვდა ყველა ნადირს და პატარა ბიჭს მოეფე-
რა. მესამე გალიაში სამი მოხუცი ქალი იჯდა. ლაბადები ეხურათ და კა-
ლოშები ეცვათ. ერთი ქსოვდა, ორნი ცხაურთან იდგნენ, ცხოველებს უყვი-
როდნენ და ქოლგებს უღერებდნენ.
_ საზიზღარო მხეცებო! მოწყდით აქედან! ჩაი მინდა! _ ყვიროდა ერთი.
_ რა სასაცილოა, _ ხარხარებდნენ ცხოველები.
_ ჯეინ, შეხედე! _ იყვირა მაიკლმა და ბოლო გალიისაკენ მიუთითა. _
ნუთუ ეს...
_ ადმირალი ბუმია! _ დაამთავრა განცვიფრებულმა ჯეინმა.
მართლაც, ადმირალი ბუმი იყო. გალიას აქეთ-იქით აწყდებოდა. ახვე-
ლებდა, თხუპუნებდა და სიბრაზისაგან დორბლებსაც ყრიდა.
_ გასკდი, გულო! ტუმბოსთან მოგროვდით! მიწაა, ეჰეე! ყველანი ზე-
ვით! გასკდი, გულო! _ ღრიალებდა ადმირალი. როგორც კი იგი გალიის კე-
დელს მოაწყდებოდა, ერთი ვეფხვი ჯოხს შეუჩუჩხუნებდა. ჯოხის დანახვა-
ზე ბუმი მთლად ცოფდებოდა და წყევლა-კრულვით იკლებდა იქაურობას.
_ როგორმოხვდნენ ამ გალიებში? _ ჰკითხა ლომს ჯეინმა.
_ დაიკარგნენ, _ უთხრა ლომმა, _ უფრო სწორად, დაიბნენ. ჭიშკარი
რომ დაიკეტება, ზოგიერთი დამთვალიერებელი პარკში რჩება. სადმე ხომ
უნდა მიუჩინო ბინა და ჩვენც აქ ჩავსხით. აი, ის ძალიან საშიშია! ამას წინათ
კინაღამ მოკლა თავისი დარაჯი. ახლოს არ მიეკაროთ! _ მიუთითა ლომმა
ადმირალ ბუმზე.
_ გაიწიეთ, გაიწიეთ! ნუ შექუჩდებით! გზა მიეცით! _ ერთხმად აყვირ-
დარამდენიმე.
_ აა, ახლა საჭმელს მიართმევენ! _ თქვა ლომმა და ენერგიულად გასწი-
გამოსწია გვერდით მდგომნი, რომ წინ მოქცეულიყვნენ. _ აი, დარაჯები მო-
დიან!
ოთხი ქუდიანი მურა დათვი ვიწრო დერეფანში სურსათ-სანოვაგით
დატვირთულ ურიკას მოაგორებდა.
_ აბა, გაგვეცალეთ! _ ისმოდა მათი ბრძანება, როცა რომელიმე ნადირ-
მაყურებელი გზას არ აძლევდათ. მერე რიგრიგობით აღებდნენ გალიის კა-
რებს და ორთითათი აწვდიდნენ ულუფას იქაურბინადართ.
ჯეინი და მაიკლი ლეოპარდსა და დინგოს შუა გამოეხირნენ და მშვე-
ნივრად ხედავდნენ ყველაფერს, რაც ხდებოდა. ბალღებს გალიაში რძით
სავსე ბოთლები შეუყარეს; ჩვილებმა დაავლეს ხელი და წოვა დაიწყეს; უფ-
რო მოზრდილებმა ორთითადან თაფლაკვერი და კექსი აიღეს და ხარბად
დააცხრნენ; კალოშებიან მანდილოსნებს თეფშებით მიართვეს ბუტერბრო-
დები და ფუნთუშები; ცილინდრიან ჩაგოდრებულ კაცებს ცხვრის ხორცის
კატლეტი და პუდინგი მიაწოდეს.
გოდორებმა მიიღეს საკვები, კუთხეში მოიკალათეს, მუხლზე ცხვირსა-
ხოცი გადაიფარეს და საჭმელს გემრიელად შეექცნენ.
დარაჯებმა ყველა გალია ჩამოიარეს. ატყდა საშინელიღრიალი.
_ გავსკდი ჭიჭინაზე, ამას ეძახიან საჭმელს? გაძვალტყავებულ ხორცის
ნაჭერს და კომბოსტოს?! პუდინგი? აღმაშფოთებელია! თავის მოჭრაა! აუშ-
ვით ღუზა! სადაა ჩემი პორტი? პორტვეინი სადაა-მეთქი, გეუბნებით! ამო-დით ზევით! ჰეი თქვენ, სამზარეულოდანაც ამოდით! სად არის ადმირალის
პორტვეინი?!
_ გესმით? ჭკუიდან შეირყა! გეუბნებოდით, საშიში ეგზემპლარია-მეთ-
ქი! _ თქვა ლომმა.
ჯეინსა და მაიკლს ახსნა-განმარტება რაღად უნდოდათ. ხშირად უნა-
ხავთ, როგორყვიროდა ხოლმე ადმირალი.
_ ესეც ასე, _ თქვა ლომმა, როცა პავილიონში ხმაური ცოტათი მიწყნარ-
და. _ როგორც ჩანს, დამთავრდა.. ნებას თუ დამრთავთ, დაგტოვებთ. ვიმე-
დოვნებ, მოგვიანებით დიდ ფერხულზე შეგხვდებით, აუცილებლად მოგ-
ძებნით.
ჯეინი და მაიკლი გამოსასვლელამდე მიაცილა, დაემშვიდობა, დახვე-
ულ-დახუჭუჭებული ფაფარი შეარხია და გზას გაუყვა. ყმაწვილები გასცქე-
როდნენ, მისი ოქროსფერი ბეწვი მთვარის შუქზეროგორბრწყინავდა...
_ მოიცა, მოიცა, _ დაუყვირა ჯეინმა, მაგრამ ლომი თვალს მიეფარა. _
მინდოდა მეკითხა, გამოუშვებენ თუ არა მათ. მეცოდებიან საწყლები! ჯონის
და ბარბის, ან მე და შენ ხომ შეიძლებოდა გალიაში ამოგვეყო თავი!
ჯეინი მაიკლს ელაპარაკებოდა, მაგრამ მაიკლი იქ აღარ იყო. მან მიი-
ხედ-მოიხედა, მაიკლს ბილიკიდან გადაეხვია და პინგვინს ემუსაიფებოდა.
პინგვინს ერთი ფრთის ქვეშ დიდი რვეული ამოეჩარა, მეორე ფრთაში _ უშ-
ველებელიფანქარი დაღრღნიდა.
_ ვერაფერიმოვიგონე, _ ეუბნებოდა მაიკლი, როცაჯეინი თავს წაადგა. ეტყობა,
პინგვინმარაღაცაჰკითხა. პინგვინიახლაჯეინსმიუბრუნდა.
_ ეგებ თქვენ მიშველოთ? მოვიფიქროთ, რა სიტყვა ერითმება «მერის».
არ მინდა გავურითმო «ფერი». გამეორება არ მინდა. იცით, ბევრჯერ გაუ-
რითმავთ. მეტყვით «ჭერიო», არა, არ გამომადგება. მე თვითონაც გამახსენ-
და, მაგრამ არვარგა.
_ «გერი» _ სახე გაუნათდა მაიკლს.
_ ჰმ! პოეტური არარის, _ არმოიწონა პინგვინმა.
_ ეგებ «ჰერი» გამოგადგეს? _ შესთავაზა ჯეინმა.
_ რა ვიცი... _ თითქოს ფიქრი განაგრძო პინგვინმა. _ არა უშავს, მაგრამ
კარგი არ არის, არ გამომადგება... ხომ მიხვდით, ვცდილობ, დაბადების
დღისათვის მისალოცი ლექსი შევთხზა. ვიფიქრე, კარგი იქნება, თუ ასე და-
ვიწყებ-მეთქი: «ო, მერი, მერი...» მაგრამ აქ გავიხირე და წინ ნაბიჯი ვერ წავ-
დგი. გული მწყდება. პინგვინისაგან რაღაც ორიგინალურს ელიან და არ
მინდა, ხალხს გული დავწყვიტო. რას იზამ... ნუ მომაცდენთ, ცოტა გულის-
ყურს მოვიკრებ. ეგებრამე მოვახერხო.
პინგვინი სწრაფად მოშორდა ბავშვებს და წავიდა, თან რვეულს მიაფ-
რიალებდა დაფანქარსღრღნიდა.
_ თავი გამიბრუვდა! _ თქვა ჯეინმა, _ ნეტავი გამაგებინა, ვისი დაბადე-
ბის დღეა?
_ ყმაწვილებო, წამოდით, წამოდით! თქვენც გსურთ ალბათ მიულო-
ცოთ, _ უთხრა ვიღაცამ ჯეინსა და მაიკლს. მიიხედეს და ისევ ის მურა დათ-
ვი შერჩათ ხელში, რომელმაც ბილეთები მისცა. _ დიახ, რა თქმა უნდა, _ სწრაფად მიაგება ჯეინმა. იფიქრა, უკეთესია,
გამოკითხვა არ დავუწყოთო, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისთვის უნდა
მიელოცათ.
მურა დათვმა ჯეინს და მაიკლს მხრებზე მოხვია თათები და წაიყვანა.
ბავშვებმა იგრძნეს დათვის ბეწვის სითბო; ისიც ესმოდათ, როგორ ულაყლა-
ყებდარაღაც მუცელში, როცა ლაპარაკობდა.
_ მოვედით, _ თქვა დათვმა და დაბალი სახლის წინ შეჩერდა.
სახლის ფანჯრებში ისეთი შუქი იდგა, გეგონებოდათ, ეზოში ღამე კი
არა, ნათელი დღეა და მზე ანათებსო.
დათვმა კარი შეაღო და ყმაწვილები წინ გაუშვა. თვითონ უკან გაჰყვა.
პირველად ჯეინსა და მაიკლს კაშკაშა სინათლემ თვალი მოსჭრა, მაგ-
რამ მალე გააჩვიეს და მიხვდნენ, რომ ტერარიუმში მოხვდნენ. ყველა გალია
ღია იყო. გველები თავისუფლად სეირნობდნენ. ზოგი იატაკზე დასრიალებ-
და, ზოგი იკლაკნებოდა, იგორგლებოდა.
შუა დარბაზში, უშველებელ ძელსკამზე გველებით გარშემორტყმული
იჯდა მერი პოპინსი...
ჯეინი და მაიკლი თვალებს არ უჯერებდნენ.
_ მოსალოცავად კიდევ ორი გეახლათ, ქალბატონო, _ თავაზიანად მო-
ახსენა მურა დათვმა.
გველებმა მოხედეს ყმაწვილებს. მერი პოპინსი არ განძრეულა. ხმა კი
ამოიღო.
_ ერთი მიბრძანე, რად არ ჩაიცვი პალტო? _ ჰკითხა მაიკლს, ისე, რომ
სულ არ გაჰკვირვებია მისი დანახვა. მერე ჯეინს მიუბრუნდა: _ რა უყავი შე-
ნი ქუდი და ხელთათმანი?
სანამ ყმაწვილები ხმას გაიღებდნენ, მთელ ტერარიუმში გაისმა:
_ სსსსსს! სსსსს!
ყველა გველი ყალყზე შედგა და ვიღაცას მიესალმა, მურა დათვმაც სას-
წრაფოდ მოიხადა ქუდი. მერი პოპინსიც ნელა წამოდგა.
_ შვილო ჩემო! ძვირფასო და სანუკვარო! _ გაისმა წყნარი, ნაზი შიშინი
და ყველაზე დიდი გალიიდან დინჯად გამოცურდა სამეფო კობრა. იგი
მსუბუქად გამოსრიალდა მის ფერხთით განრთხმულ გველებს შორის,
დათვს გვერდი აუარა დაპირდაპირმერიპოპინსისაკენგაეშურა. მიეახლა, ნახევარ-
ზეწამოსწიათავისიოქროსფერიტანი, გამობერაოქროსფერიქერცლდაყრილიკუნკუ-
ლიდანაზადაკოცაჯერერთ, მერემეორელოყაზე.
_ გულით გილოცცავ, _ ნაზად სისინებდა ის. _ ძააალიან, ძააალიან მო-
ხარული ვარ! დიდი ხანია შშენი დაბადების დღე მთვარის გავსებას არ დამ-
თხვევია, ძვირფასო!
კობრამ თავი მიაბრუნა.
_ დაბრრრძანდით, მეგობრებო! _ თქვა მან, მეფურად მიესალმა დანარ-
ჩენ გველებს. მის სიტყვაზე ყველანი დაგორგლდნენ იატაკზე და თვალი მი-
აპყრეს სამეფო კობრასა და მერი პოპინსს.
კობრა კი ჯეინსა და მაიკლს მიაჩერდა.
ჟრუანტელმა დაურბინათ ყმაწვილებს, უნებურად წინ წაიწიეს, ეტყო-
ბა, კობრას უჩვეულო და დაკვირვებულმა მზერამ მიიზიდათ. ღრმად ჩამ-ჯდარი წვრილი თვალები ბნელეთში ჩამალულ ძვირფას ქვასავით ანათებ-
და და უქრობი ნაპერწკალივით ენთო...
_ ნება მიბოძეთ, ვიკითხო, ვინ არიან ესენი? _ იკითხა კობრამ ნაზად,
მაგრამ ისე, რომ ძარღვებში სისხლი გაგეყინებოდა, თან ყმაწვილებისათვის
მზერა არმოუცილებია.
_ ჯეინ და მაიკლ ბენქსები გახლავან, _ მოახსენა მურა დათვმა ბორძიკ-
ბორძიკით, გეგონება, ეშინიაო. _ მისი მეგობრებია.
_ აჰ, მისი მეგობრები არიან? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
დაბრძანდით, ჩემო ძვირფასებო!
ჯეინი და მაიკლი ძლივს მოეგნენ გონს და მიათვალ-მოათვალიერეს,
სად დამსხდარიყვნენ. დათვმა უშველათ, ჩაცუცქდა და ბავშვებმა მის ბან-
ჯგვლიან მუხლებზე მოიკალათეს.
_ დედოფალივით ლაპარაკობს, _ დაიჩურჩულა ჯეინმა.
_ ასეც გახლავთ. ჩვენი მბრძანებელია, ყველაზე ბრძენი და ყველაზე
მრისხანე. _ ხმადაბლა, მოწიწებით თქვა მურა დათვმა.
კობრამ გაიღიმა და მშვიდად მიუბრუნდა მერი პოპინსს.
_ ჩემო დეიდაშვილო, _ ნაზად წაიშიშინა.
_ მართლა დეიდაშვილია? _ ჩურჩულით იკითხა მაიკლმა.
_ დეიდაშვილის შვილია, _ დრუნჩზე თათი აიფარა და ჩურჩულითვე
უპასუხა დათვმა. _ ახლა გაჩუმდი. საჩუქარს მიართმევს.
_ დეიდაშვილო, _ გაიმეორა კობრამ. _ დიდი ხანია შენი დაბადების
დღე მთვარის გავსებას არ დამთხვევია, ამიტომაც დიდი ხანია, ასე არ გვი-
ზეიმია. მე კი საშუალება მომეცა, კარგად მომეფიქრებინა, რა მომერთმია სა-
ჩუქრად. _ გადავწყვიტე... _ შეჩერდა. მთელი ტერარიუმი გასუსულიყო,
სუნთქვაც კი შეეჩერებინათ, _ გადავწყვიტე, ყველაზე კარგი იქნება, გიძღვნა
ჩემი ტყავი.
_ დეიდაშვილო, თქვენ მეტისმეტად კეთილი ბრძანდებით, _ წამოიწყო
მერი პოპინსმა. კობრამ ანიშნა, თუ შეიძლება, გაჩუმდიო.
_ არაფერიც, არაფერიც. შენ იცი, რომ დროდადრო ტყავს ვიცვლი. ერ-
თჯერმეტად შევიცვლი თუ ერთჯერნაკლებად, მნიშვნელობა არა აქვს. განა
მე არა ვარ... _ კობრა შეყოვნდა და იქ მყოფთ თვალი მოავლო.
_ ჯუნგლების მფლობელი! _ აშიშინდნენ გველები ერთხმად, თითქოს
კითხვაც და პასუხიც მათთვის კარგად ნაცნობი ცერემონიალის ნაწილიაო.
კობრამ თავი დააქნია.
_ ჩემო კარგო, _ განაგრძო მან, _ რაც კარგია ჩემთვის, კარგი უნდა იყოს
შენთვისაც. ეს, რა თქმა უნდა, უბრალო საჩუქარია. ძვირფასო მერი, შეგიძ-
ლია, ქამრად იხმარო, ფეხსაცმელი შეიკერო, ქუდს ლენტად მიაკერო, ერთი
სიტყვით, გამოგადგება.
ამ სიტყვებზე აქეთ-იქით დაიწყო რწევა. ჯეინსა და მაიკლს მოეჩვენათ,
თავიდან კუდამდე პატარა ტალღებმა გადაურბინესო.
უცებ ელვისებურად ხრახნივით დაიკლაკნა და ახალ ვერცხლისფერ
სამოსში ამოძვრა, ოქროსფერი ტყავი კი იატაკზე დავარდა.
_ მოიცა! _ უბრძანა კობრამ მერი პოპინსს, რომელიც ტყავის ასაღებად
დაიხარა. _ მისალმებას დაგიწერ. კუდის წვერი სწრაფად ასრიალდა ტყავზე; მერე კოხტად დაგორგლა,
თავზე მოიდო ოქროს გვირგვინივით და დიდის ამბით მიართვა მერი პო-
პინსს. მან მადლობით მიიღო ძღვენი.
_ არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა, _ დაიწყო მერი პოპინსმა და
გაჩერდა, ტყავს მიუალერსა, აღტაცებით მოუსვა ხელი: ეტყობა, ძალიან გა-
უხარდა.
_ მადლობას ნუ მიხდი, _ უთხრა სამეფო კობრამ. _ ჩუ... ჩ! _ შეწყვიტა
ლაპარაკი და თავისი კუნკული გაბერა, რაღაცას მიუგდო ყური. _ ეტყობა,
დიდიფერხულის ნიშანს იძლევიან.
ყველა სმენად იქცა.
ზარი ხმიანობდა და ბუბუნა ხმაც თანდათან ახლოვდებოდა.
_ ფერხულია, ფერხული! იჩქარეთ, იჩქარეთ! ყველას, ყველას გიწვევენ
ცენტრალურმოედანზე! ფერხულია, ფერხული!
_ ასეც ვიფიქრე, _ გაიღიმა კობრამ, _ შენი წასვლის დროა, ძვირფასო,
ნუ ალოდინებ. კარგად იყავი, ნახვამდის შემდეგ დაბადების დღემდე! _ მე-
რე წამოიწია და ნაზად აკოცა მერი პოპინსს ორივე ლოყაზე.
_ იჩქარე! _ უთხრა მან. _ შენს მეგობრებზე მე ვიზრუნებ.
ყმაწვილები წამოდგნენ და გამოსვლა დააპირეს ისე, რომ ფეხი არ და-
ედგათ ნიაღვარივით კარს მიმწყდარი გველებისათვის.
_ თქვენ თავისუფალი ხართ, _ უთხრა სამეფო კობრამ მურა დათვს.
დათვმა თათით ქუდი მოიხადა, მდაბლად დაუკრა თავი და ძუნძულ-
ძუნძულით გაჰყვა ცხოველთა უწყვეტ ნაკადს ზოოპარკის ცენტრისაკენ
დიდ მწვანე მინდორზე.
_ გნებავთ, მე გამომყვეთ? _ მიეხმატკბილა კობრა ჯეინსა და მაიკლს
და პასუხს არ დალოდებია, ისე ამოყო მათ შუა თავი. მერე ანიშნა, გვერდით
მომყევითო.
_ დაიწწყო! _ კმაყოფილებით დაიქშინა მან.
მართლაც, დიდიფერხული დაიწყო.
მინდორში ისეთი ხმაური და ყვირილი იდგა, რომ ბავშვები მაშინვე
მიხვდნენ, ფერხული დაიწყო. ლომებსა და ლეოპარდებს, აქლემებსა და
თახვებს ანტილოპებსა და წეროებს და სხვა ურიცხვ ნადირ-ფრინველთ
ფერხული გაებათ მერი პოპინსის გარშემო და მღეროდნენ და ღრიალებ-
დნენ. უზარმაზარი ფერხული ჩააბეს. მოცეკვავენი, ვისაც რა ეხერხებოდა,
მღეროდნენ ჯუნგლების ველურ სიმღერებს, ირწეოდნენ და წუთ-წუთზე
ცვლიდნენ ადგილებსა და მეწყვილეებს.
ამრიარიასა და გნიასში სუსტი მწივანა ხმა გამოირჩეოდა.
ო, მერი, მერ-რი,
ქვეყნად ყველაზე კარგო!
ეს იყო პინგვინი, ფერხულში ჩაბმული ნარნარად აქნევდა პატარა
ფრთებს და მხიარულად აწიწინებდა თავის უცნაურ სიმღერას. მანაც შეამ-
ჩნია ყმაწვილები, კობრას თავი დაუკრა, ყმაწვილებს კი დაუყვირა: _ გამომივიდა, გესმით, როგორ ვმღერი? მართალია, რითმა არ არის,
მაგრამ არა უშავს, მაინც კარგია! _ და მან შეიკუნტრუშა, ლეოპარდის თათს
ამოეფარა.
კობრა დუმდა. ჯეინიცა და მაიკლიც უხმოდ ტკბებოდნენ ნადირ-
ფრინველთა ცეკვით. მაგრამ, როცა მათი მეგობარი ლომი დაიხარა და ხო-
ხობს თათი შესთავაზა, ჯეინმა კრძალვით გაბედა, ნაფიქრი ხმამაღლა გამო-
ეხატა:
_ მე მეგონა, ქალბატონო... _ და ხმა ჩაუწყდა.
_ თქვი, რა გეგონა, შვილო ჩემო, _ უთხრა კობრამ.
_ რა და ლომები, ფრინველები, ვეფხვები, წვრილ-წვრილი ნადირი _
ყველა... _ ჯეინს ისევ ჩაუწყდა ხმა.
კობრა შეეშველა.
_ შენ გეგონა, რომ ლომმა აუცილებლად უნდა გადასანსლოს ანტილო-
პა, ვეფხვმა _ კურდღელი?
ჯეინი გაწითლდა და თავი დაუქნია.
_ რა უნდა ვთქვა, მართალი ხარ, თითქმის ასეა, მაგრამ დაბადების
დღე გამონაკლისია, _ უთხრა კობრამ. _ დღეს სუსტებს ძლიერებისა არ ეში-
ნიათ. დიდები იცავენ პატარებს, მე, კობრაც კი, _ იგი შეყოვნდა და ჩაფიქ-
რდა, _ გარეულ ბატს გვერდს ავუქცევ. ისეთი დღეა. ისე, შესაძლებელია, _
განაგრძობდა კობრა და მალიმალ ისლიქავდა თავისი საშინელი ორკაპა
ენით ტუჩებს, _ შეჭამ თუ შეგჭამენ ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივეა. ჩე-
მი სიბრძნე მკარნახობს, რომ ასეა. აბა გაიხსენე, ყველანი _ თქვენ, ქალაქე-
ლები და ჩვენ, ჯუნგლელები ერთი და იმავე ნივთიერებისაგან ვართ შექ-
მნილნი. ხეც იმ მასალისგანაა და ქვაც, ნადირიც, ფრინველიც, ვარსკვლავიც.
ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ერთი მიზანი გვაქვს. გახსოვდეს ეს, შვილო,
როცა მე აღარგეხსომები.
_ როგორ შეიძლება ხე ქვა იყოს? მე ხომ ფრინველი არა ვარ! ჯეინი ხომ
ვეფხვი არარის? _ არშეეპუა მაიკლი.
_ ეგრე ფიქრობ? _ ჩაჰკითხა კობრამ. _ შეხედე! _ და დიდი ფერხული-
საკენ მიახედა.
ნადირ-ფრინველი მერი პოპინსს შემოხვეოდა და ერთიანად ირწეოდა,
მერიც ირწეოდა. ერთ რიტმში მოძრაობდა მთელი ბრბო უშველებელი საა-
თის ქანქარასავით: ხეებიც ცეკვის რიტმს აჰყოლოდნენ, მთვარეც ისე ირწე-
ოდა, როგორც ხომალდი ტალღებში...
_ ნადირი და ფრინველი, ვარსკვლავი და ქვა _ ყველა ერთია, _ დუდუ-
ნებდა კობრა, კუნკული ჩამოეშვა და ისიც ირწეოდა. _ გველი და ბავშვი, ქვა
და ვარსკვლავი _ ყველანი ერთნი ვართ...
ნელ-ნელა უკლო ქშენას, თანდათანობით მინელდა, მიყუჩდა, მიწყდა
მოცეკვავე ნადირთა გნიასი. ჯეინმა და მაიკლმაც უნებურად რწევა დაიწყეს,
თუ ვიღაც არწევდათ?
მსუბუქი მკრთალი ნათელი დაეცათ სახეზე.
_ სძინავთ, სიზმრებში არიან, _ ჩაესმათ ჩურჩული.
ვინ ჩურჩულებდა, კობრა იყო, თუ დედა უსწორებდათ საბანს.
_ კარგია! ეძინოთ. ეს ვინ ბუხუნებს, მურა დათვი თუ მისტერბენქსი? _ გაიფიქრეს მათ.
მერე კი ირწეოდნენ... და ირწეოდნენ...

*
_ იცი, რა უცნაური სიზმარი ვნახე! _ თქვა საუზმეზე ჯეინმა და ფაფას
შაქარი მოაყარა. _ დამესიზმრა, ვითომ ზოოპარკში ვიყავით. მერი პოპინსის
დაბადების დღე იყო და მხეცების ნაცვლად გალიებში ადამიანები ისხდნენ,
მხეცები თავისუფლად დადიოდნენ...
_ ეს ხომ ჩემი სიზმარია! მე დამესიზმრა! _ გაოცდა მაიკლი.
_ ხომ არ შეიძლება ორივეს ერთი და იგივე სიზმარი დაგვსიზმრებო-
და! _ არ იჯერებდა ჯეინი, _ ხომ არ შეცდი? მაგალითად, შენ ნახე ფაფარ-
დახვეული ლომი, ან სელაპი, რომელსაც უნდოდა...
_ წყალში ჩავყურყუმელავებულიყავით ფორთოხლის ქერქისათვის? _
შეაწყვეტინა მაიკლმა, _ რა თქმა უნდა, მახსოვს! ჩვილი ბალღებიც რომ ის-
ხდნენ გალიაში, ისიც მახსოვს, პინგვინიც, ლექსი რომ ვერ შეთხზა, სამეფო
კობრაც.
_ მაშინ, ესე იგი... სიზმარი არყოფილა! _ თქვა ჯეინმა გამარჯვებულის
კილოთი. _ ესე იგი, ყველაფერი მართალია! და მაშინ...
გაუბედავად გადახედა მერი პოპინსს. ისრძეს ადუღებდა.
 _ მერი პოპინს, მაიკლსა და მე შეიძლება ერთი და იგივე სიზმარი
გვენახა? _ ჰკითხა მან.
_ გამოჩნდნენ მესიზმრეები! _ დაიფრუტუნა მერი პოპინსმა. _ კეთილ
ინებეთ და ჭამეთ ფაფა, თორემ ყიყლიყოს არმოგართმევთ!
ჯეინი არგაუჩუმდა, სიმართლის გაგება ეწადა.
_ მერი პოპინს, _ თვალი თვალში გაუყარა ჯეინმა. _ თქვენ წუხელ, ღა-
მით არიყავით ზოოპარკში?
მერი პოპინსმა პირი დააღო.
_ ზოოპარკში? ღამე ვიყავი ზოოპარკში? მე, ზრდილი ქალიშვილი, რო-
მელმაც ვიცი, რა არის მიღებული დარა არა?
_ არა, მითხარით, იყავით თუ არა? _ არეშვებოდა ჯეინი.
_ რა თქმა უნდა, არა! საიდან მოგაფიქრდა! ფაფა ჭამე.
ჯეინმაფაფასრძე დაასხა.
_ ეტყობა, მართლა სიზმარი იყო, _ თქვა ნაღვლიანად.
პირდაღებული მაიკლი კი თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა მერი პო-
პინსს.
_ ჯეინ, _ წასჩურჩულა გაოგნებულმა დას, _ ჯეინ, შეხედე, _ და თი-
თით მერი პოპინსისაკენ ანიშნა.
მერის წელზე გველის ოქროსფერი ტყავის ქამარი შემოერტყა ასეთი
წარწერით:
«ზოოპარკის კეთილმოსაგონრად!»
მერვე თავი დასავლეთის ქარი
გაზაფხულის პირველი დღე დადგა.
ჯეინმა და მაიკლმა ეს მაშინვე იგრძნეს _ ყური მოჰკრეს, როგორ მღე-
როდა მამა სააბაზანოში, მამა კი სააბაზანოში წელიწადში მხოლოდ ერთა-
დერთ დღეს მღეროდა.
ეს დილა სამუდამოდ დაამახსოვრდათ. რადგან დღე დაიწყო ორი სა-
განგებო შემთხვევით. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ პირველად დართეს ნება,
დიდებთან ერთად ესაუზმათ; მეორე, მამას დაეკარგა თავისი შავი ჩანთა.
_ სად არის ჩემი ჩანთა? _ ყვიროდა მისტერ ბენქსი და წაღმა-უკუღმა
ტრიალებდა წინა ოთახში ისე, როგორც ძაღლი, როცა თავის კუდს დასდევს
დასაჭერად.
ასევე დარბოდნენ ელინიც, მისის ბრილიც და ბავშვებიც. რობერთსონ
ეიმაც კი ორჯერშემოირბინა ოთახი. ეს დიდი ამბავი იყო.
ბოლოს მისტერ ბენქსმა თვით მიაკვლია დაკარგულ ნივთს საკუთარ
კაბინეტში და წინა ოთახში გამოვარდა:
_ ჩემს ჩანთას ყოველთვის ერთი ადგილი აქვს. ჩამოსაკიდზე ჰკიდია.
მითხარით, ვინ შეიტანა კაბინეტში?
_ შენ თვითონ შეიტანე, ძვირფასო, წუხელ საღამოს, როცა გადასახდის
ქვითრები ამოიღე, _ გაახსენა მისის ბენქსმა.
მაგრამ მისტერ ბენქსმა ისე შეხედა, რომ გულში ინანა, ასე უტაქტოდ
რატომ მოვიქეცი, ჯობდა მეთქვა, მე თვითონ შევიტანე კაბინეტშიო.
_ თხპ! თხპ! _ მისტერ ბენქსმა ცხვირსახოცი მიიფარა პირზე, მერე პალ-
ტო ჩამოხსნა საკიდიდან და კარისკენ გაემართა.
_ ოჰო! _ ცოტა გამხიარულდა მისტერ ბენქსი. _ ტიტას კოკრები გამოუ-
ღია!
ბაღში გავიდა და ჰაერი ჩაისუნთქა.
_ ჰმ, ეტყობა, დასავლეთის ქარი უბერავს. _ ადმირალ ბუმის სახლის-
კენ გაიხედა, უფრო სწორედ, ფლუგერტელესკოპისაკენ. ეგრეც ვიფიქრე,
დასავლეთის ქარია-მეთქი. ნათელი დღეა და თბილა. უპალტოოდ წავალ.
მისტერბენქსმა თავზე ქუდი ჩამოიფხატა, ჩანთა აიღო და ტბისკენ გაეშურა.
_ გაიგე, რა თქვა? _ ეცა მაიკლი ჯეინს.
ჯეინმა თავი დაუქნია.
_ დასავლეთის ქარიო.
მეტი არაფერი უთქვამთ, მაგრამ ორივეს თავში ერთი და იგივე აზრი
უტრიალებდა. ოჰ, როგორარ უნდოდათ დასავლეთის ქარი!
მაგრამ დასავლეთის ქარი მალე მიავიწყდათ. ყველაფერი ჩვეულებრი-
ვად გრძელდებოდა. სახლს გაზაფხულის მზის ნათელი ადგა. არავის აგონ-
დებოდა, რომ ის შესაღები იყო და შესალამაზებელი. ის კი არა, ყველა მობი-
ნადრე ერთნაირად ფიქრობდა, ჩვენი სახლი ალუბლის შესახვევში ყველაზე
უკეთესი სახლიაო.
საუზმის შემდეგ ავის მაუწყებელი ნიშნები გამოჩნდა... ჯეინი რობერთსონ ეის ეხმარებოდა ბოსტანში. ბოლო თალგამი რომ
ჩარგო, ბავშვების ოთახში აურზაური ატყდა. კიბეზე მაიკლი ჩამოტყაპუნდა
და ბოსტანში შევარდა. სულ მთლად აჭარხლებულიყო და ქშინავდა.
_ ჯეინ, ნახე, ნახე! _ იყვირა მან და ხელი გაუწოდა.
ხელისგულზე ედო კომპასი _ მერი პოპინსის კომპასი. მაიკლს ხელი
უკანკალებდა და კომპასის ისარი აქეთ-იქით ირხეოდა.
_ იმისი კომპასია? _ გაკვირვებული უყურებდა ჯეინი მაიკლს.
მაიკლი მოულოდნელად აღრიალდა.
_ თვითონ მომცა, _ სლუკუნებდა ის. _ მითხრა, სულ შენი იყოსო. ეჰ,
ეჰ, ძალიან ცუდია! რა მოჰყვება ამას? ადრე ხომ არასოდეს არაფერი უჩუქე-
ბია!
_ ეგებ, უბრალოდ, შენი გახარება უნდოდა, _ უთხრა ჯეინმა, რომ ძმა
დაემშვიდებინა, მაგრამ თვითონაც შეშფოთდა. მან ძალიან კარგად იცოდა,
რომ მერი პოპინსს მოფერება არ უყვარდა...
ისე კი, რაც უნდა საოცრად მოგეჩვენოთ, იმ დღეს მერი პოპინსი ერ-
თხელაც არ გასჯავრებია ბავშვებს. თითქმის ხმა არ გაუღია. ჩანდა, რაღაცა-
ზე ღრმა ფიქრებს მისცემოდა. თუ ყმაწვილები რაიმეს შეეკითხებოდნენ,
სხვათაშორის სცემდა პასუხს.
ბოლოს მაიკლმა ვეღარმოითმინა.
_ მერი პოპინს, გაგვიჯავრდით! გეხვეწებით, გაგვიჯავრდით. თორემ
თქვენს თავს აღარჰგავხართ! მეშინია!
მაიკლმა მართლაც აღარ იცოდა, რა ექნა. გრძნობდა: ალუბლის შესახ-
ვევის ნომერ ჩვიდმეტ სახლში რაღაც უნდა მომხდარიყო, ოღონდ რა _ არ
იცოდა და ამიტომაც წუხდა ასე...
_წინდაწინ თვალებს ნუ დაითხრი! _ მოუჭრა მერი პოპინსმა თავისე-
ბურად.
მაიკლს გულზე მოეშვა.
_ ეგებ არაფერია მოსალოდნელი, _ უთხრა მან ჯეინს. _ ეგებ გვეჩვენე-
ბა? რას იტყვი, ჯეინ?
_ ალბათ, _ ჩაფიქრებულად უთხრა ჯეინმა. მაგრამ გული დამძიმებუ-
ლი ჰქონდა და თავიდან ვერიცილებდა იმ აზრს...
საღამოსთვის ქარი გაძლიერდა. მილებში უბერავდა, ღრიჭოებში ატან-
და და ბავშვების ოთახშიფარდას აფრიალებდა.
მერი პოპინსმა ყმაწვილები ავახშმა, სუფრა საგულდაგულოდ აალაგა,
მერე ოთახი გამოგავა, მტვერი გადაწმინდა და ჩაიდანი ქურაზე შემოდგა.
_ ესეც ასე, _ თქვა მან, ოთახში რომ მიმოიხედა და დარწმუნდა, ყველა-
ფერირიგზეაო. მერე მაიკლს დაადო თავზე ერთი ხელი, მეორე ჯეინს მოჰხ-
ვია მხარზე და განაგრძო:
_ ახლა მე წავალ, ფეხსაცმელს ჩავიტან ქვემოთ. რობერთსონ ეი გაწ-
მენდს. ჩემ მოსვლამდე ჭკვიანად იყავით.
გავიდა და კარი წყნარად გაიხურა.
ფეხი გაადგა თუ არა, ყმაწვილებმა იგრძნეს, უნდა გავედევნოთო, მაგ-
რამ რაღაცამ შეაჩერათ. არ განძრეულან, ხელებიც არ ჩამოუღიათ მაგიდი-
დან, ისხდნენ და ელოდნენ. ერთმანეთის დამშვიდება ეწადათ! _ რა ბრიყვები ვართ, _ ხმა ამოიღო ჯეინმა. _ ხომ არაფერი მოხდა!
მაგრამთვითონვეარასჯეროდა, რასაცამბობდა.
ბუხრის თავზე საათი წიკწიკებდა. ბუხარში ალი ავარდა, ატკაცუნდა
და უჩუმრად მინავლდა. ბავშვები ისევ ისხდნენ და ელოდნენ. ბოლოს მაიკ-
ლი შეშფოთდა:
_ რაღაც ძალიან იგვიანებს, არა?
კედელს მიღმა, თითქოს საპასუხოდ, ქარი აქვითინდა. საათი ხმამაღ-
ლა განაგრძობდა წიკწიკს. უცებ სადარბაზოს კარმა გაიჭრიალა.
_ მაიკლ! _ წამოხტა ჯეინი.
_ ჯეინ! _ გამოეპასუხაგაფითრებულიმაიკლი.
ფანჯარას მისცვივდნენ და გარეთ გაიხედეს.
ქვემოთ, კარის წინ მერი პოპინსი იდგა. პალტოც ეცვა და ქუდიც ეხუ-
რა. ერთ ხელში ხალიჩის ჩანთა ეჭირა, მეორეში _ ქოლგა. ირგვლივ ქარი
გლეჯდა ყველაფერს. ლამის ტანსაცმელი გააძრო, ქუდი გვერდზე მოუქცია,
მაგრამ ის წარბშეუხრელად იდგა, ყურადღებას არ აქცევდა. ისე იღიმებოდა,
თითქოს კარგად ესმოდა ქარისა.
წუთით შედგა კიბეზე, კარისაკენ მოიხედა და ქოლგა სწრაფად გაშალა.
მართალია, წვიმა არმოდიოდა, მაგრამ თავს ზემოთ დაიჭირა.
ქარმაც არ დააყოვნა, აიტაცა მერი პოპინსი და წააფრიალა!
პირველად მიწის პირ-პირ ატარა ისე, რომ ფეხსაცმლის ჭვინტი ბაღში
ბალახს ეხებოდა, მერე ასწია და ღობეზე გადაატარა, შემდეგ ზევ-ზევით
ააფრინა, ყველაზე მაღალი ალუბლის კენწეროებს გაასწრო...
_ ჯეინ, მიფრინავს, მიფრინავს! _ სლუკუნებდა მაიკლი.
_ ჩქარა! _ იყვირა ჯეინმა. _ ტყუპები გავახედოთ, დაემშვიდობონ.
ჯეინსაც და მაიკლსაც უკვე ეჭვი აღარეპარებოდათ, რომ მერი პოპინსი
სამუდამოდ წავიდა, რადგან სხვა ქარმა დაუბერა.
დაავლეს ხელი ტყუპებს და ისევფანჯარას მიაშურეს.
მერი პოპინსი სულ მაღლა-მაღლა მინავარდობდა, სახლების სახურა-
ვებს ზემოთ. ერთი ხელით ქოლგას ჩასჭიდებოდა, მეორეთი ხალიჩის ჩანთა
ეჭირა.
ტყუპები ატირდნენ.
ჯეინმა და მაიკლმა უკანასკნელი ღონე სცადეს, ეგებ შევაჩეროთ მერი
პოპინსიო.
ადგნენ დაფანჯარა გააღეს.
_ მერი პოპინს! _ იყვირეს მთელი ძალით. _ დაგვიბრუნდი! დაგვიბ-
რუნდი!
მაგრამ მერის ან არ ესმოდა, ან არ უნდოდა გაეგონა. უფრო მაღლა აფ-
რინდა, ღრუბლებს შეერია, ცას უწია და ბოლოს თვალს მიეფარა. ბავშვები
ამაოდ მისჩერებოდნენ ღრუბლებსა და გამძვინვარებული დასავლეთის ქა-
რისაგან არიალებულ ალუბლის კენწეროებს...
_ რას ვიზამთ, როგორც თქვა, ისე მოიქცა, დარჩა მანამ, სანამ სხვა ქარი
დაუბერავდა, _ ამოიხვნეშა ჯეინმა, ფანჯარას ზურგი შეაქცია და ჯონი სა-
წოლში ჩააწვინა. მაიკლს არაფერი უთქვამს, მაგრამ, ბარბის რომ აწვენდა,
გულამოსკვნილი ქვითინებდა. _ შენროგორ ფიქრობ, ვნახავთ ოდესმე მერი პოპინსს? _ ჰკითხა ჯეინმა
მაიკლს.
ამ დროს ქვემოთ ერთი შფოთი ატყდა.
_ შვილებო! _ კარი შემოაღო მისის ბენქსმა. _ შვილებო, თავგზა ამებნა!
მერი პოპინსმა მიგვატოვა.
_ დიახ, _ დაუდასტურეს ჯეინმა და მაიკლმა.
_ აჰ, ესე იგი, თქვენ იცოდით? _ გაოცდა მისის ბენქსი. _ გითხრათ, რომ
მიდიოდა?
ბავშვებმა უარის ნიშნად თავი გააქნიეს.
_ ასეთირამ არავის სმენია! _ ვერჩერდებოდა მისის ბენქსი. _ ამ წუთში
აქ იყო და უცებ გაქრა, ბოდიშიც არ მოუხდია! უბრალოდ, გამოაცხადა, მივ-
დივარო, და გაფრინდა! გაგონილა ასეთი უგულობა, ასეთი ქარაფშუტობა,
ასეთი უმადურობა... რა იყო, მაიკლ? _ გაბრაზდა ის, რადგან მაიკლი კაბის
კალთაში ჩააფრინდა და ლამის ჩამოაგლიჯა. _ რა დაგემართა, შვილო?
_ თქვა, მოვბრუნდებიო? _ ამოიგმინა მაიკლმა და კინაღამ წააქცია დე-
და. _ მითხარი, თქვა თუ არა?
_ ველურივით იქცევი! _ უთხრა დედამ და მოიცილა, _ არ მახსოვს, რა
თქვა, გარდა იმისა, რომ მივდივარო. მაგრამ, რომც მობრუნდეს, არ შემო-
ვუშვებ. ღვთის ანაბარა დამტოვა ამ გაჭირვების ჟამს!
_ დედა, რას ამბობ! _ უსაყვედურა ჯეინმა.
_ ძალიან ავი ქალი ხარ! _ წამოისროლა მაიკლმა და ისე მომუშტა ხე-
ლი, თითქოს უნდა ჩაარტყასო.
_ ბავშვებო! მე მრცხვენია თქვენ მაგივრად! ძალიან მრცხვენია! როგორ
გწყდებათ გული იმ ადამიანზე, ვინც დედათქვენს აწყენინა! პირდაპირ თავ-
ზარდაცემული ვარ.
ჯეინს ცრემლები წასკდა.
_ მე მინდა მერი პოპინსი და მეტი არავინ ქვეყანაზე! _ გამოუცხადა მა-
იკლმა და იატაკზე გაგორდა.
_ ბავშვებო! რა დაგემართათ? წესიერად მოიქეცით! დღეს არავინაა,
რომ მოგხედოთ, მე სტუმრად მივდივარ, ელინს დასვენება აქვს. მისის
ბრილს უნდა ვთხოვო, მოგიაროთ.
_ ეეეჰ! გაიქცე და ბედის ანაბარა მიყარო ეს ნამცეცა ბალღები, სად გა-
გონილა! _ ვიშვიშებდა ერთი წუთის შემდეგ ბავშვების ოთახში მისის ბრი-
ლი და ყმაწვილებს ტანსაცმელს ხდიდა. _ იცით, რას გეტყვით, იმ გოგოს
ქვის გული ჰქონია, ან მე არა ვარ კლარა ბრილი! ცხვირაწეულიც ბრძანდე-
ბოდა. ერთი ცხვირსახოცი რა არის, ერთი ქინძისთავი არ დაუტოვებია სახ-
სოვრად! გთხოვთ, ამობრძანდეთ, მისტერ მაიკლ! _ ხვნეშოდა ბრილი. _
პირდაპირ მიკვირს, ამდენ ხანს როგორ ვითმინეთ ყველა მისი ჭირვეულო-
ბა, გამოხდომები და კიდევ რა ვიცი! ოჰ, მის ჯეინ, რამდენი ღილი გაკერია!
მშვიდად იდექი, მისტერ მაიკლ, მომეცი საშუალება, ტანსაცმელი გაგხადო!
ღმერთმა კარგად გამყოფოთ და სადარდებელი არაფერია! ეგებ უკეთესიცაა,
რომ თავი დაგვანება! აბა, მის ჯეინ, სად არის თქვენი ღამის პერანგი? ეს რა
გაქვთ ბალიშის ქვემოთ ამოდებული?
მისის ბრილმარაღაც კოპწიად შეხვეული შეკრულა გამოაძვრინა. _ მომეცით ჩქარა აქ! რა არის? მომეცით ჩქარა! _ იყვირა აღელვებისაგან
აკანკალებულმა ჯეინმა და მისის ბრილს ხელიდან გამოჰგლიჯა შეკრულა.
მაიკლი წამსვე ჯეინთან გაჩნდა. გაფაციცებით დაუწყო ყურება, რო-
გორ ხსნიდა შემოხვეულ ბაწარს, აცლიდა ქაღალდებს. მისის ბრილს არც
აინტერესებდა, რა იყო შეკრულაში, და ტყუპებს მიუბრუნდა. ბოლო ქაღალ-
დიც მოაცალა ჯეინმა და ხელში შერჩა სურათი.
_ მისი პორტრეტია! _ თქვა ჩურჩულით და სურათი თვალთან მიიტა-
ნა.
მართლაც, პატარა ჩარჩოში მერი პოპინსის სურათი იყო ჩასმული.
მაიკლმა სურათი გამოართვა, უკეთ რომ დაეთვალიერებინა. ჯეინმა
უცებ დაინახა, რომ სურათს ბარათი ახლდა. ფრთხილად გაშალა და ხმამაღ-
ლა წაიკითხა:
_ «ძვირფასო ჯეინ, მაიკლმა კომპასი მიიღო, ასე რომ, პორტრეტი შე-
ნია. “Au revoirre!” მერი პოპინსი».
ხელმოწერის წინა სიტყვა ჯეინმა ვერამოიკითხა.
_ მისის ბრილ, _ დაუძახა მან. _ რას ნიშნავს “Au revoirre”?
_ ორივუარ? _ ჩაჰკითხა მისის ბრილმა მეზობელი ოთახიდან. _ ახლა-
ვე, ახლავე, ეს ჩვენებურად არ არის. ფრანგულია, მგონი! მოიცა, ჩემი აზ-
რით, ეს უნდა ნიშნავდეს, «ღმერთი გწყალობდეს». არა, არა, შემეშალა. ჩემი
აზრით, ეს უნდა იყოს «ნახვამდის».
ჯეინმა და მაიკლმა ერთმანეთს გადახედეს და თვალები აუციმციმ-
დათ.
ისინი მიუხვდნენ მერი პოპინსს.
მაიკლმაღრმად და შვებისმომგვრელად ამოიოხრა.
_ ყველაფერი რიგზეა, _ ხმა უკანკალებდა მაიკლს. _ ის ყოველთვის
იმას აკეთებს, რასაც ამბობს, _ თქვა მან და მიბრუნდა.
_ მაიკლ, ტირი? _ ჰკითხა ჯეინმა.
მაიკლმა თავი ასწია და გაღიმება სცადა.
_ არა, _ უთხრა მან, თვალები ტირიან, მე არა.
ჯეინმა ნაზად მიიყვანა ძმა საწოლთან და, როცა ის ჩაწვა, სურათი
სწრაფად მიაჩეჩა, რომ მერე არგადაეფიქრა.
_ დღეს გქონდეს, _ წასჩურჩულა მან და მზრუნველობით, ისე, რო-
გორც მერი პოპინსმა იცოდა, საბანი ამოუკეცა...


ნაწილი მეორე
პირველი თავი

ფრანი
მომხიბლავი დილა გათენდა. ისეთი დილა, ყველაფერი რომ ბრწყი-
ნავს და ნათელი გადასდის, თითქოს ღამით მთელი ქვეყანა დაგავ-დაასუფ-
თავესო. ალუბლის ხეთა ჩრდილი შესახვევს კოხტად გადაჰფენოდა; დარაბები
და ჟალუზები იღებოდა და სახლის ფანჯრები მზეზე ლაპლაპებდა. ჩამიჩუ-
მი არ ისმოდა. სიმყუდროვე იდგა. ეგ იყო, მენაყინე დაატარებდა წინ და
უკან თავის ურიკას და ზარს აწკარუნებდა.
ურიკას ტრანსპარანტი ეკრა. ტრანსპარანტზე ეწერა: «ნუ ჩამივლი
გვერდით, ნაყინი იგემე!»
მოსახვევში ბუხრის მწმენდელი გამოჩნდა და შავი, გამურული ხელი
აუწია.
მენაყინეს ზარის წკრიალი არშეუწყვეტია, ისე მიუგორა ურიკა.
_ ერთი პენსისა მომეცი! _ უთხრა ბუხრის მწმენდელმა.
ნაყინი აიღო, თავის ცოცხს დაეყრდნო და ვაფლის ჭიქიდან ენის წვე-
რით ამოლოკვა დაუწყო. რომ ამოაცარიელა, ვაფლი ცხვირსახოცში გაახვია
და ჯიბეში ჩაიდო.
_ ვაფლს არმიირთმევთ? _ ჰკითხა გაოცებულმა მენაყინემ.
_ არა, კოლექციას ვაგროვებ, _ მიუგო ბუხრის მწმენდელმა.
აიღო თავისი ცოცხები და ადმირალ ბუმის სადარბაზო კარს მიადგა.
მისის ლარკის სახლივით ამ სახლს უკანა კარი არა ჰქონდა...
მენაყინემ ისევ გააგორა შესახვევში თავისი ურიკა, ზარის წკრიალიც
არშეუწყვეტია.
_ საოცარია, _ წაიბურტყუნა მან, _ აქ ასეთი სი-წყნარე არასოდეს ყოფი-
ლა! და ის იყო მობრუნდა, ეგებ სხვა მყიდველი გამოჩნდესო, რომ ჩვიდმეტი
ნომერი სახლიდან ყვირილი გაისმა.
მენაყინემ საჩქაროდ გააგორა იქით თავისი ურიკა, ეგებ მყიდველი მე-
ძახისო.
_ ქანცი გამიწყდა! ძალა გამომელია! _ ყვიროდა მისტერ ბენქსი და შეძ-
რწუნებელი დარბოდა სადარბაზო კარსა და კიბეს შორის.
მისის ბენქსი სასადილო ოთახიდან გამოვარდა და შეშინებულმა ჰკით-
ხა:
_ რა მოხდა, რა ტლინკებს ისვრი?
მისტერ ბენქსმა მთელი ძალით მოიქნია ფეხი და კიბეზე რაღაც შავი
დაგორდა.
_ ჩემი ქუდი! ჩემი სადღესასწაულო შლაპა! _ კბილებიდან გამოსცრა
მისტერბენქსმა, კიბე აირბინა და ქუდსფეხი აჰკრა.
შლაპა იატაკზე დაბზრიალდა და მისის ბენქსსფეხებში გაებლანდა.
_ რა მოუვიდა? _ შეშფოთდა მისის ბენქსი.
შეეშინდა, ჩემმა მეუღლემ ხომ არაფერი მოიწიაო.
_ შეხედე და დაინახავ! _ დაიღრიალა მისტერბენქსმა.
მისის ბენქსი კანკალ-კანკალით დაიხარა და ქუდი აიღო.
შლაპას მოზრდილი წებოვანი ლაქები აჩნდა, სუნიც უდიოდა.
მისის ბენქსმა დასუნა.
_ გუტალინის სუნი ასდის, _ თქვა მან.
_ დიახ, სწორედ გუტალინია! _ დაიღრიალა მისტერ ბენქსმა, _ რობერ-
თსონ ეიმფეხსაცმლის ჯაგრისით გაწმინდა ქუდი! მომითხუპნა შლაპა.
მისის ბენქსს სახე მოეღრიცა. _ ღმერთმა უწყის, რა ხდება ამ სახლში! ყველაფერი არეულ-დარეუ-
ლია, ყველაფერი ყირამალა დგას. გასაპარსად წყალს მოითხოვ, ქაფქაფას
მოგიტანენ, ყავას ცივად მოგართმევენ! ახლა აი, ესეც!
მისტერბენქსმა გამოსტაცა ცოლს ქუდი და ჩანთას დაავლო ხელი.
_ მივდივარ! _ გამოაცხადა მან. _ არ ვიცი, მოვბრუნდები თუ არა! ალ-
ბათ შორეულ ნაოსნობაში გავემგზავრები!
ამ სიტყვებზე ჩამოიფხატა დანავსული ქუდი, ერთი ბრახაბრუხით მი-
იხურა კარი, ელდანაკრავივით გამოვარდა ჭიშკრიდან, დაეჯახა მენაყინეს,
რომელიც იქვე იდგა და უსმენდა მისტერ ბენქსის ლანძღვა-გინებას, და გა-
დააკოტრიალა.
_ ახია შენზე! რას დაბორიალობ! _ დაუყვირა მისტერ ბენქსმა და სირ-
ბილით გაუყვა სიტის შესახვევს. მისი შლაპა მზეზე ისე ბრწყინავდა, ძვირ-
ფასი თვლებით მოოჭვილი გეგონებოდათ.
მენაყინე ფრთხილად წამოდგა. რომ დარწმუნდა, ძვლები მთელი შემ-
რჩაო, ტროტუარის კიდეზე ჩამოჯდა და მოზრდილი ულუფა ნაყინი მიირ-
თვა...
_ ო, ღმერთო! _ თქვა მისის ბენქსმა, ჭიშკარი რომ მიიხურა. _ მართლაც
ასეა. ყველაფერი ყირამალა დგას! ხან რა და ხან რა. რაც მერი პოპინსი წავი-
და, ყველაფერი ყირაზე დგას!
ბავშვების ოთახის კიბეზე ჩამოჯდა, ცხვირსახოცი ამოიღო და ატირ-
და.
ტირილ-ტირილით გაიხსენა ყველაფერი, რაც მოხდა იმ დღიდან, რო-
ცა მერი პოპინსი მოულოდნელად და იდუმალ გაუჩინარდა.
მალე გამოჩნდა გამდელი გრინი, მაგრამ ერთი კვირაც არ გაჩერებულა,
რადგან მაიკლმა მიაფურთხა. გრინი ბრაუნმა შეცვალა. ბრაუნი ერთ დღეს
სასეირნოდ წავიდა და დაიკარგა. გავიდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ბრაუნთან
ერთად დაკარგულიყო ყველა ვერცხლის კოვზი...
მერე მოვიდა გამდელი ქუიგლი, გუვერნანტი ქალი. იგი დილაადრიან,
საუზმემდე უკრავდა გამებს მთელი სამი საათი. მისტერ ბენქსს მუსიკა მა-
ინცდამაინც არეპიტნავებოდა და ქუიგლი დაითხოვეს.
_ მერე, _ ქვითინებდა ცხვირსახოცში თავჩარგული მისის ბენქსი, _ მე-
რე ჯეინს წითელა შეეყარა, სააბაზანოში საშხაპე გატყდა. ყინვამ ალუბლები
დააზრო და...…
_ მაპატიეთ, მემ!
მისის ბენქსმა აიხედა. წინ მისის ბრილი ედგა.
_ სამზარეულოს მილში ჭვარტლს ცეცხლი უკიდია, _ ძლივს ამოთქვა
შეშფოთებულმა.
_ ო, ღმერთო ჩემო! ესღა გვაკლდა! _ დაიყვირა მისის ბენქსმა. _ რობერ-
თსონ ეის უთხარით, ჩააქროს! სად სარის?
_ სძინავს, მემ, საკუჭნაოში. როცა მაგ ყმაწვილს სძინავს, ხომ იცით, ვე-
რაფერი გააღვიძებს. თუ მიწა არ იძრა, ან მედოლეთა პოლკი არ დაადგა
თავზე! _ ეუბნებოდა მისის ბრილი და უკან მისდევდა სამზარეულოში მი-
მავალ დიასახლისს. როგორც იყო, მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ მისის ბენქსის ფა-
თერაკები ამით არ დასრულებულა. წასაუზმებაც ვერ მოასწრო, კიბეებზე
ერთი აურზაური ატყდა.
_ კიდევ რა ამბავია? _ წამოხტა სუფრიდან მისის ბენქსი და კიბეს მია-
შურა.
_ ვაიმე, ფეხი, ფეხი! _ ღრიალებდა შინამოსამსახურე ელინი. _ დავი-
ღუპე!
ელინი კიბეზე იჯდა, ირგვლივ ჭურჭლის ნამსხვრევები ეყარა და ხმა-
მაღლა ვიშვიშებდა.
_ რა დაგემართა? _ ჰკითხა შეშფოთებულმა მისის ბენქსმა.
_ ფეხი მოვიტეხე! _ უპასუხა ღონემიხდილმა ელინმა და მოაჯირს მი-
ეყრდნო.
_ სისულელეა! კოჭი გადაგიბრუნდებოდათ და ეგ არის.
ელინმა უფრო ხმამაღლა დაიკვნესა:
_ ვაიმე, ფეხი, ფეხი! დავიღუპე, ვაიმე, ჩემო თავო!
ამ დროს ბავშვების ოთახში ტყუპები აყვირდნენ. ლურჯი ცელულოი-
დის იხვზე მოუვიდათ ჩხუბი. მაიკლი და ჯეინიც მაგრად წაკამათდნენ, შპა-
ლერზე ცხენს ხატავდნენ და ვეღარ მორიგდნენ, ცხენისათვის წითელი კუ-
დი დაეხატათ თუ ლურჯი. ამ ორომტრიალში გულის გამაწვრილებლად ის-
მოდა ელინის კვნესა:
_ ვაიმე, ფეხი, ფეხი, დავიღუპე!
_ ამევსო მოთმინების ფიალა! _ თავში ხელი იტაცა მისის ბენქსმა. მერე
ელინს მიეშველა, საწოლში ჩააწვინა. ცივი საფენი დაადო ფეხზე და ბავ-
შვებთან ავიდა.
ჯეინი და მაიკლი მისცვივდნენ.
_ კუდი წითელი უნდა ჰქონდეს, არა? _იჩემებდა მაიკლი.
_ დედა, უთხარი, სისულელეს ნუ ბოდავს! წითელკუდა ცხენი არავის
უნახავს, ხომ მართალი ვარ? _ არ თმობდა ჯეინი.
_ აბა, მაჩვენე მაშინ ლურჯკუდა ცხენი, მაჩვენე! _ ყვიროდა მაიკლი.
_ ჩემი იხვია! _ ჩხაოდა ჯონი და ბარბის ჩაჰფრენოდა.
_ ჩემია, ჩემია, ჩემია! _ წიოდა ბარბი და ძმას არანებებდა.
დედა ხელების მტვრევას მოჰყვა:
_ ბავშებო, გაჩუმდით, თორემ ჭკუიდან შევირყევი!
წამით სიჩუმე ჩამოვარდა, ბავშვები დიდი ინტერესით შესცქეროდნენ
დედას, მართლა შეირყევა ჭკუიდან თუ არა დაროგორი იქნებაო.
_ იცით რა, _ უთხრა მისის ბენქსმა, _ ცუდად იქცევით! საწყალმა
ელინმა კოჭი დაიზიანა, არავინ არის, მოგხედოთ. წადით პარკში და ცოტა
ითამაშეთ, ჯეინ და მაიკლ, პატარებს მიხედეთ. ჯონ, იხვი ბარბის მიეცი,
შენ საღამოს ითამაშე. მაიკლ, შენ შენი ახალი ფრანი წაიღე. აბა, დაიხურეთ
ქუდები და წადით!
_ ცხენის ხატვა უნდა დავამთავრო! _ გაჯიუტდა მაიკლი.
_ რა გვინდა პარკში! იქრა უნდა გავაკეთოთ! _ აჭიჭყინდა ჯეინი.
_ იქნებ ცოტა დავისვენო. _ უპასუხა მისის ბენქსმა. _ თუ ახლავე წახ-
ვალთ და კარგად მოიქცევით, ჩაიზე ქოქოსის ტორტს მოგართმევთ! სანამ ისევ აურზაური ატყდებოდა, მისის ბენქსმაოთხივეს ჩამოაფხატა ქუდები
დაქვევითჩალალა.
ჯეინიბავშვების ეტლს მიაგორებდა, მაიკლს თავისიფრანი მიჰქონდა.
ბავშვებმა გაიხედეს მარცხნივ, არავინ და არაფერი არ ჩანდა. გაიხედეს
მარჯვნივ, ერთადერთი მენაყინე აწკრიალებდა თავის ზარს შესახვევის ბო-
ლოს. სხვა არავინ იყო.
ჯეინი თამამად წავიდა წინ. მაიკლი მიჰყვა.
_ ესაა ცხოვრება?! _ შესჩივლა თავის ფრანს, _ ყველაფერი არეულ-და-
რეულია!
ჯეინმა გუბურასთან მიაგორა ეტლი და შეჩერდა.
_ აბა, _ უთხრა მან ბავშვებს. _ მომეცით იხვი!
ბავშვები აღრიალდნენ და ისე ჩააფრინდნენ იხვს, ჯეინმა ძლივს გა-
მოჰგლიჯა.
_ შეხედეთ, ცუგრუმელებო, შეხედეთ, _ მოეფერა ის ტყუპებს და იხვი
გუბურაში შეაცურა, _ შეხედეთ, ინდოეთში მიცურავს!
იხვი მედიდურად მიარღვევდა ტალღებს. ტყუპები უყურებდნენ და
ღრიალს განაგრძობდნენ. ჯეინმა მოუარა გუბურას, დაიჭირა იხვი და უკან
მოაბრუნა.
_ ახლა ინგლისში მიემგზავრება! _ თქვა მხიარულად. ტყუპებს გამხია-
რულებისა არაფერი დასტყობიათ.
_ ახლა ამერიკისაკენ გაუტია, _ განაგრძობდა ჯეინი.
ბავშვებმა მოუმატესღრიალს.
ჯეინმა ხელი ხელს შემოჰკრა:
_ მაიკლ, რა ვუყოთ? მივცეთ იხვი, იჩხუბებენ, არმივცეთ და ზლუქუნს
აღარმორჩებიან!
_ მე ახლა ფრანს გავუშვებ, ნახეთ, ბავშვებო, ნახეთ! _ მიუბრუნდა მა-
იკლი ტყუპებს.
მან აიღო მომწვანო-მოყვითალო ფერის ლამაზი ფრანი და ბაწრის ახ-
სნას შეუდგა.
ტყუპები უინტერესოდ ადევნებდნენ თვალს, ცრემლები სდიოდათ.
მაიკლმა ასწია ფრანი და გაიქცა. ფრანი ცოტაზე აფრინდა და იქვე ბა-
ლახებში ჩავარდა.
_ აბა, ერთხელ კიდევ სცადე! _ გაამხნევა ჯეინმა ძმა.
_ მერომ გავიქცევი, შენ დაიჭირე, _ უთხრა მაიკლმა.
ამჯერად ფრანი ცოტა უფრო მაღლა აფრინდა, მაგრამ გრძელი, ჭრელი
კუდი დიდი ცაცხვის ტოტებში გაეხირა, ბაწარი აიბურდა და ფრანი უძლუ-
რად ჩამოეკიდა ხეზე.
ტყუპები ხმამაღლა აბღავლდნენ.
_ ოჰ, ღმერთო! _ თქვა ჯეინმა. _ დღეს დავინავსეთ და ესაა!
_ ეი, ეი, ეი! რა ამბავია? _ მოისმა მკაცრი ხმა.
ყმაწვილებმა მოიხედეს. პარკის დარაჯი იყო. ფორმის წითელი ქურ-
თუკი ეცვა, ქუდიც ფორმისა ეხურა. წვერწამახული ჯოხით პარკში აქა-იქ
მიყრილ ქაღალდის ნაკუწებს უყრიდა თავს.
ჯეინმა ცაცხვზე შეახედა. დარაჯმა აიხედა ზევით და სახე მოექუფრა: _ ვაი, ვაი, ვაი! წესრიგი დაგირღვევიათ! არ არის კარგი! არ იცოდით,
რომ პარკის დანაგვიანება აკრძალულია! არც ქვემოთ უნდა დაყაროთ ნაგავი
და არც ხეებზე.
_ ნაგავი კი არა, ფრანია! _ უთხრა შეწუხებულმა მაიკლმა.
დარაჯმა ცაცხვი შეათვალიერა და უცებ სახეზე სიხარულის ალმური
მოედო, გაიღიმა და თქვა:
_ მართლა ფრანია! ბავშვებო, რამდენი ხანია, ფრანი არ ამიშვია. ჩემს
პატარა ბიჭობაში მიყვარდაფრანი!
იმ წამსვე აძვრა ცაცხვზე დაფრთხილად ჩამოიტანაფრანი.
_ ახლავე გავუშვებთ! _ თქვა სიხარულით. _ ბაწარი დავახვიოთ და ჰო,
ჰო, ჰო, როგორგაფრინდება!
ბაწრის ხვეულა მომაწოდეო, _ ხელი გაუშვირა მაიკლს.
მაიკლმა ხვეულა არ დაანება.
_ გმადლობთ. მე თვითონ ვიზამ.
_ მოდი, ერთად გავუშვათ, ჰა, რას იტყვი? _ შეეხვეწა დარაჯი. _ მე არ
ჩამოგიტანე? და თანაც ბავშვობიდან ხელი არმიხლიაფრანისათვის.
_ კარგი, _ დაეთანხმა მაიკლი, უზრდელობაში არ ჩამომართვან, უარი
რომ ვთქვაო.
_ გმადლობთ! _ გაუხარდა დარაჯს. _ მაშასადამე, მე ავიღებ ფრანს და
ათი ნაბიჯით უკან დავიხევ. როცა ვიტყვი, «აბა ჰე», შენ გამოიქცევი, კარგი?
დარაჯმა ნაბიჯები გადაითვალა:
_ ... რვა, ცხრა, ათი!
მობრუნდა დაფრანი ააფრიალა:
_ ... აბა, ჰე, _ იყვირა მან.
მაიკლი ჩქარ-ჩქარა გაიქცა.
ბაწარი გაიჭიმა, ხვეულა დაბზრიალდა.
_ აბა, ჰე! _ გაიმეორა დარაჯმა.
მაიკლმა მოიხედა. ფრანი სიმაღლეს უმატებდა. რაკეტასავით ზევით,
ზევით მიიწევდა ცაში, კუდს მიაფრიალებდა.
დარაჯმა თვალები დააჭყიტა.
_ ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრია ასეთი ფრანი, ჩემს ბიჭობაშიც კი
არა მქონია! _ წაიბურტყუნა გაოცებულმა.
ამ დროს ერთი ფუმფულა ღრუბელი წუთით მზეს ამოეფარა და გზა
განაგრძო.
_ პირდაპირჩვენიფრანისკენ აიღო გეზი! _ შეწუხდა ჯეინი.
ფრანი ზევ-ზევით მიიწევდა სწრაფად და გაბედულად. ძლივძლივო-
ბით უწვდენდნენ თვალს, პატარა წერტილივით ჩანდა ცაზე. ღრუბელი
ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
მიუახლოვდა, მიუახლოვდა...
_ დაიკარგა! _ თქვა მაიკლმა, წერტილს ნაცრისფერი ღრუბელი ფარ-
დად რომ გადაეფარა.
ჯეინმა ამოიხვნეშა. საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ტყუპებიც გაყურსუ-
ლიყვნენ თავიანთ ეტლში. მხოლოდ მაიკლის ბაწრის ხვეულა ბზრიალებდა
და ბზრიალებდა, თითქოს ცას და დედამიწას აერთებსო... ბავშვები სულმოუთქმელად ელოდნენ, ფრანი ისევ როდის გამოჩნდე-
ბაო.
ბოლოს ჯეინმა ვერმოითმინა:
_ მაიკლ, უკან მოსწიე, უკან!
მაიკლმა ხვეულა გადმოაბრუნა და მაგრად მოსწია ბაწარი. ხვეულა არ
დაემორჩილა, მაიკლი ეწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
_ არშემიძლია, არმემორჩილება! _ თქვა მან.
_ მოდი, მოგეშველები! _ მივარდა ჯეინი.
მოქაჩეს და მოქაჩეს, მაგრამ ბაწარი ვერ გადმოახვიეს, არც ღრუბლებში
გახვეულიფრანი ჩანდა.
_ მომეცით ერთი, _ სცადა ახლა დარაჯმა. _ ჩემს ბიჭობაში ჩვენ ასე
ვშვრებოდით. _ აიღო ხვეულა და იქით-აქეთ გააქან-გამოაქანა, მერე მაგრად
მოქაჩა.
ბაწარი ცოტა მოდუნდა.
_ აბა ჰა, ერთად მოვქაჩოთ!
დარაჯმა ქუდი მოიშვლიპა, ჯეინმა და მაიკლმაფეხები მაგრად გაჯგი-
მეს და სამივემ, რაც ძალი დაღონე ჰქონდათ, მოსწიეს.
_ მოდის! _ აქოშინდა მაიკლი.
უცებ ბაწარი მოეშვა და ცაზე ღრუბლიდან თავი გამოყო პაწაწინა ფი-
გურამ. ის ნარნარად ჩამოეშვა.
_ გადაახვიე! _ დაუყვირა დარაჯმა მაიკლს.
ბაწარი კოჭზე თავისთავად ეხვეოდა. ფრანი ცეკვა-ცეკვით მოიწევდა
ქვევით.
ჯეინი გაოცდა.
_ რა არის ეს? ჩვენიფრანი არარის!
ბავშვებიფრანს დააკვირდნენ.
მართლაც, მომწვანო-მოყვითალო ფრანი მუქ-ლურჯად ქცეულიყო!
ახლა მაიკლი გადაირია.
_ ჯეინ, ჯეინ, ფრანიკიარა, თითქოს... მგონი, ეს...
_ მაიკლ, მოქაჩე, სწრაფად მოქაჩე! _ ამოსუნთქვას არ აცლიდა ჯეინი. _
სადაცაა, სული გამძვრება!
მათიღელვა არცთუ უსაფუძვლო იყო.
ჯერ კიდევ ხეებს ზემოთ ფრიალებდა უცხო სხეული, მაგრამ გარჩევა
შეიძლებოდა, დედამიწას უახლოვდებოდა ადამიანის ნაცნობიფიგურა...
...მუქ-ლურჯი პალტო...
...ჩალის ქუდი...
...დაკეცილი ქოლგა...
...ხალიჩის ჩანთა...
_ ის არის! _ აყიჟინდა ჯეინი. _ ის არის!
_ ასეც ვიცოდი! _ აყვირდა მაიკლი და ხელებაცახცახებულმა ბაწარი
დაახვია.
_ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! _ ლუღლუღებდა დარაჯი და თვალებს
არ უჯერებდა. ...ნათლად ჩანდა ვერცხლისღილები... ქუდზე მიმაგრებულ ყვავილებს
ნიავი არხევდა... ბოლოს მზემ მიანათა ნაცნობ სახეს, გამოიკვეთა: ცოცხალი
ცისფერი თვალები, პაჭუა ცხვირი, ნახშირივით შავი თმა. ასეთი თმა ხის
თოჯინასა აქვს ხოლმე.
როცა ცის ფერია კოხტად და ნარნარად დაეშვა ცაცხვის ქვეშ, მინდორ-
ზე, საეჭვო აღარაფერი დარჩა.
ბავშვები თავქუდმოგლეჯილი მისცვივდნენ.
_ მერი პოპინს! მერი პოპინს! _ ყვიროდნენ ისინი.
წამიც და ორივე კისერზე ჩამოეკიდა.
ტყუპები ეტლში ისე ყიოდნენ, როგორც მამლები განთიადზე. დარაჯი
ხან დააღებდა პირს, ხან დამუწავდა, თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ
სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
_ დაგვიბრუნდა! დაგვიბრუნდა! დაგვიბრუნდა! _ დამდუღრულივით
ღრიალებდა მაიკლი, ხან ხელზე მოეპოტინებოდა, ხან ჩანთაზე, ხან ქოლგა-
ზე. სულ ერთი იყო, რას ჩაავლებდა ხელს, ოღონდ ეგრძნო, რომ ის ნამდვი-
ლად აქ იყო.
_ ჩვენ ვიცოდით, რომ დაბრუნდებოდით! წერილში ხომ ეწერა, ნახვამ-
დისო! _ ეუბნებოდა ლურჯი პალტოს კალთას ჩაბღაუჭებული ჯეინი.
კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე მერი პოპინსს. ყველაფე-
რი უცინოდა: პირი, ცხვირი, ცისფერი თვალები. ოღონდ ეს იყო წამით.
_ ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ გაიხსენებთ, რომ საზოგადო თავ-
შეყრის ადგილას ვართ, ეს ქალაქის პარკია და არა ზოოპარკი! როგორ იქცე-
ვით? _ უთხრა მან ბავშვებს და თავი გაითავისუფლა მათი ხელებისა-
გან. _ ერთი გამაგებინეთ, ხელთათმანებირა უყავით?
ბავშვებმა ჯიბეზე იკრეს ხელი.
_ ჰმ! ჩაიცვით, გეთაყვა!
სიხარულისა და მღელვარებისაგან აცახცახებულმა ჯეინმა და მაიკლმა
ხელთათმანებიც ჩაიცვეს და თავზე ქუდებიც დაიხურეს.
მერი პოპინსი საბავშვო ეტლთან მივიდა. ტყუპები სიხარულით აჭყლო-
პინდნენ, როცამანუფრომოხერხებულადჩასხადაპლედიცშეუსწორა.
მერე მოიხედა.
_ ვინ ჩაუშვა გუბურაში იხვი? _ იკითხა მან ჩვეული მკაცრი და ცივი
ხმით.
_ მე ჩავუშვი ტყუპების გასართობად, იხვი ამერიკაში მიცურავს.
_ გაისარჯე და ამოიყვანე, არც ამერიკაში მიემგზავრება და არც არსად,
შინ მიდის ჩაის დასალევად. თქვა ეს, თავისი ხალიჩის ჩანთა ეტლზე ჩამოჰ-
კიდა და ეტლი პარკის გასასვლელისაკენ გააგორა.
დარაჯმა გზა გადაუღობა. მან, როგორც იქნა, ენა ამოიდგა:
_ ყური მიგდეთ! _ აათვალიერ-ჩაათვალიერა მერი პოპინსი, _ რაპორ-
ტი უნდა დავწერო! თქვენ წესრიგი დაარღვიეთ. ციდან ჩამოვარდნა აქ აკ-
რძალულია! საიდან გაჩნდით, მინდა გავიგო!
უცებ მერი პოპინსმა ერთი ისეთი მზერა ესროლა, რომ იფიქრა, ნეტავ
აქედან გავქრეო, და ხმა გაიწყვიტა. _ პარკის დარაჯი რომ ვიყო, _ უთხრა მან ამაყად, _ ქუდს დავიხურავ-
დი და ქურთუკისღილებს შევიბნევდი. ნება მომეცით, გავიარო!
ზვიადად გაეცალა და გზა განაგრძო.
დარაჯი გაწითლდა, ქუდის ასაღებად დაიხარა. თავი რომ ასწია, მერი
პოპინსი და ბავშვები ჩვიდმეტი ნომერი სახლის ჭიშკარში გაუჩინარებუ-
ლიყვნენ.
დარაჯმა ბილიკს გახედა, მერე ცას ახედა, ისევ ბილიკს დახედა. ქუდი
მოიხადა, მხრები აიჩეჩა, ქუდი ისევ დაიხურა.
_ ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მინახავს, ჩემს პატარა ბიჭობაშიც
კი!
ძლივს მოიბრუნა ენა თავგზააბნეულმა და თავისთვის აბურტყუნდა.
_ მერი პოპინს, ეს თქვენა ხართ! _ ზღურბლზე გამოეგება მისის ბენქსი.
_ საიდან გაჩნდით? ციდან ხომ არჩამოფრინდით?
_ დიახ, დიახ! _ ის იყო დაიწყო მაიკლმა სიხარულით. _ ის ციდან...
_ ბავშვებს პარკში შევხვდი, მემ, _ მიუბრუნდა მისის ბენქსს, _ და შინ
მოვაცილე.
_ აპირებთ ჩვენთან დარჩენას?
_ ამჯერად კი, მემ.
_ გესმით, მერი პოპინს, მაშინ თქვენ ისე წახვედით, სიტყვა არ დაგ-
ცდენიათ... არ გაგიფრთხილებივართ. რა ვიცი, რომ ახლაც ასევე არ მოიქცე-
ვით?
_ ნამდვილად არიცით, მემ, _ მშვიდად დაეთანხმა მერი პოპინსი.
მისის ბენქსირეტდასხმულივით ალუღლუღდა:
_ მაგრამ... მაგრამ... კიდევ ეგრე ხომ არწახვალთ?
_ წინდაწინ ვერაფერს გეტყვით, მემ.
_ ჰო! _ თქვა მისის ბენქსმა, რადგან იმ წუთას უკეთესი ვერაფერი მოი-
საზრა.
და სანამ გაოცებული გონს მოვიდოდა, მერი პოპინსმა დაავლო ხელი
თავის ხალიჩის ჩანთას და ბავშვები ზევით ალალა.
მისის ბენქსმა თვალი გააყოლა.
ბავშვების ოთახის კარი ჩუმად მიიხურა.
მისის ბენქსმა მაშინ კი შვებით ამოისუნთქა და ტელეფონისკენ გაიქცა.
_ მერი პოპინსი დაბრუნდა! _ ახარა მეუღლეს.
_ მართლა? მაშ, მეც დავბრუნდები, _ თქვა მისტერ ბენქსმა და ყურმი-
ლი დაკიდა.

*
მერი პოპინსმა გაიხადა პალტო და საწოლი ოთახის კარის საკიდარზე
ჩამოკიდა. მოიხადა ქუდი და კოხტად დადო საწოლის ზურგზე.
ბავშვებინაცნობპროცედურასუკვირდებოდნენ.
ყველაფერი ძველებურად, უცვლელად მეორდებოდა. არცა სჯერო-
დათ, ამდენხანსრომ სადღაც იყო გამქრალი.
აი, მერი პოპინსი დაიხარა და გახსნა თავისი ჩანთა.
ჩანთაში ერთი დიდი თერმომეტრის მეტი არაფერი მოიძევებოდა. _ ესრისთვისაა საჭირო? _ დაინტერესდა ჯეინი.
_ შენთვის! _ უპასუხა მერი პოპინსმა.
_ მე ხომ ავად არა ვარ! _ შეწუხდა ჯეინი. _ წითელა ორი თვეა მოვიხა-
დე!
_ პირი დააღე! _ ისეთი ხმით უთხრა მერი პოპინსმა, ჯეინმა სასწრა-
ფოდ დახუჭა თვალები და პირი დააფჩინა. მერიმ მაშინვე თერმომეტრი ჩას-
ჩარა და მკაცრად განაგრძო: _ მინდა ვიცოდე, ჩემს არყოფნაში როგორ იქცე-
ოდი.
მერე ამოაძრო თერმომეტრი, ფანჯარასთან მიიტანა და წაიკითხა:
_ ქარაფშუტაა და უწესო.
ჯეინმა თვალები დაჭყიტა.
_ ოდნავადაც არ გამკვირვებია! _ თქვა მერი პოპინსმა და თერმომეტრი
ახლა მაიკლს ჩაუდო. რომ ამოიღო, აი, რა წაიკითხა:
_ დიდი ანცია და შფოთისთავი.
_ არარის მართალი! _ გაბრაზდა მაიკლი.
მერი პოპინსმა პასუხის ნაცვლად თერმომეტრი ცხვირწინ მიუტანა. მა-
იკლმა თვითონვე წაიკითხა:
_ დი-დი ან...
_ ხედავ? _ ნიშნი მოუგო მერი პოპინსმა.
ჯონზე თერმომეტრმა აჩვენა, ჟინიანი და ჩხუბისთავიაო.
ბარბირომ შეამოწმეს, თერმომეტრზე ეწერა: მეტისმეტად ნებიერიაო!
_ ჰმ! _ ჩაიფრუტუნა მერი პოპინსმა. _ სწორედ დროულად დავბრუნ-
დი!
ბოლოს თერმომეტრი თვითონ ჩაიდო, ერთი წამით გაიჩერა და ამოი-
ღო.
_ ყოველმხრივ სრულყოფილია, _ წაიკითხა მან და სახეზე კმაყოფილე-
ბისღიმილმა გადაურბინა.
_ ასეც იყო მოსალოდნელი, _ თქვა ამაყად, _ ახლა ჩაი დავლიოთ და
მერე დავიძინოთ!
ბავშვებს მოეჩვენათ, წუთიც არაა გასულიო და უკვე ჩაი დალიეს, თი-
თო ნაჭერი ქოქოსის ტორტი მიირთვეს და დაიბანეს. როგორც ყოველთვის,
მერი პოპინსი საქმეს ახლაც თვალისდახამხამებაში აკეთებდა. ღილ-კილოე-
ბი თავისთავად შორდებოდნენ ერთმანეთს, საპონი და ღრუბელი ჯარასა-
ვით ტრიალებდნენ, პირსახოცი უმალ ამშრალებდა დაბანილ ბავშვებს.
მერი პოპინსმა საწოლებს ჩაუარა, ბავშვებს საბნები ამოუგო. მის გახა-
მებულ თეთრ წინსაფარს კრიჭინ-კრიჭინი გაუდიოდა და ირგვლივ ახლად-
შემწვარი «ყიყლიყოების» სურნელებას აფრქვევდა.
მაიკლის საწოლთან რომ მივიდა, დაიხარა, ქვეშ ხელი მოაფათურა და
ფრთხილად გამოაძვრინა თავისი დასაკეცი საწოლი, რომელზეც ელაგა მისი
მთელი ავლა-დიდება: კარგი ხელის საპონი, კბილის ჯაგრისი, თმის სარჭე-
ბი, ერთი შუშა ოდეკოლონი, საკეცი სკამი და ხველის საწინააღმდეგო აბები.
შემდეგ ეწყო: შვიდი ფლანელის და ჩითის ღამის პერანგი, ფეხსაცმელები,
ხალათები, ორი საბანაო ქუდი დაღია ბარათების ალბომი.
ჯეინი და მაიკლი საწოლში წამოხტნენ. _ საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი? _ ვერ მოითმინა მაიკლმა. _ ასჯერ მა-
ინც შევმძვრალვარსაწოლქვეშ და იქ არაფერი შემიმჩნევია!
მერი პოპინსმა არაფერი უპასუხა.
ჯეინმა და მაიკლმა ერთმანეთს გადახედეს. კიდევ რომ ეცადათ და შე-
კითხვა გაემეორებინათ, აზრი არა ჰქონდა, მერი პოპინსი არასოდეს იძლეო-
და ახსნა-განმარტებას.
იგი დასაძინებლდად გაემზადა. მან ჯერ გახამებული თეთრი საყელო
მოიხსნა, მერე პატარა ოქროს მედალიონი.
_ რა დევს მედალიონში? _ დაინტერესდა მაიკლი.
_ პორტრეტი.
_ ვისი?
_ თავის დროზე გაიგებ. ჯერჯერობით კი არა.
_ ეს დრო როდის დადგება?
_ როცა წავალ!
ბავშვები შიშნარევი თვალებით შეაცქერდნენ.
_ მერი პოპინს! _ იყვირა ჯეინმა. _ თქვენ ხომ აღარასოდეს აღარ წახ-
ვალთ, არა? თქვით, რომ არწახვალთ!
მერი პოპინსი თვალებგაშტერებული მიაჩერდა,
_ დიდად ბედნიერი არ ვიქნები, _ უპასუხა მან, _ თუ მთელ სიცოც-
ხლეს თქვენ შემოგწირავთ!
_ მაგრამ ხომ დარჩებით? _ ევედრებოდა ჯეინი.
მერი პოპინსმა მედალიონი ხელისგულზე შეათამაშა.
_ დავრჩები მანამ, სანამ მედალიონს ძეწკვი არ გაუწყდება, _ მოკლედ
მოჭრა მან.
შემდეგ ღამის პერანგი ჩამოიცვა და მის ქვეშ ტანსაცმლის გახდა დაიწ-
ყო.
_ კარგია, მე ვნახე, მაგარი ძეწკვია, _ წასჩურჩულა მაიკლმა დას და გა-
სამხნევებლად მოეხვია.
ორივენი საწოლში მოიკუნტნენ, მერი პოპინსის იდუმალ საქციელს
ადევნებდნენ თვალს. მერიმ ხომ ღამის პერანგი ჩამოიცვა და ისე იხდიდა.
ღამის პერანგი კარავივით იდგა. ბავშვებს გაახსენდა, როგორ გამოჩნდა პირ-
ველად მერი პოპინსი ალუბლის შესახვევში და ყველა ის საოცარი თავგადა-
სავალი, რაც მის მოსვლას მოჰყვა. ისიც მოაგონდათ, როგორ გაფრინდა
ქოლგით, დაუბერა თუ არა ქარმა; არც ის დავიწყებიათ, როგორ წუხდნენ
განშორების ჟამს და მის არყოფნაში; და ბოლოს მისი დაბრუნება სასწაულს
რომ ჰგავდა...
უცებ მაიკლი წამოჯდა.
_ ფრანი! _ თქვა მან. _ სად არის ჩემიფრანი? სულ გადამავიწყდა!
მერი პოპინსმაღამის პერანგიდან თავი გამოყო.
_ ფრანი? _ გაბრაზდა ის. _ რაფრანი? რისფრანი?
_ ჩემი ახალი ფრანი, ყვითელი და მწვანე, ფოჩიანი. რომლითაც თქვენ
ჩამოფრინდით! რომლის ბაწარსაც ჩამოჰყევით!
მერი პოპინსმა ერთი ისეთი შეხედა, რომ ძნელი სათქმელია, გამოხედ-
ვაში გაოცება მეტი იყო, თუ მრისხანება. ალბათ არც ერთი აკლდა. _ თუ ყური არ მატყუებს, _ გამოცრა კბილებში, _შენ თქვი, რომ მე საი-
დანღაც თოკს ჩამოვყევი? _ თქვა ისეთი ხმით, რომ მისივე მრისხანე გამო-
ხედვა სულ აღარაფერი გამოჩნდა.
_ ასე იყო! _ ასლუკუნდა მაიკლი. _ დღეს, ღრუბლიდან, ჩვენ დაგინა-
ხეთ.
_ ესე იგი თოკით ჩამოვედი? მაიმუნივით? მე, არა? ასე იყო, მაიკლ
ბენქს?
მერი პოპინსი გაშმაგებისაგან თითქოს ერთიორად გაიზარდა, აწოწი-
ლი, მრისხანე იდგა და პასუხს ელოდა.
მაიკლსრომ გამბედაობა შეენარჩუნებინა, ზეწარს ჩააფრინდა.
_ მაიკლ, გაჩუმდი! _ ურჩია ჯეინმა ჩუმად.
მაგრამ მაიკლი ვეღარშეჩერდა.
_ მაშინ, სადაა ჩემი ფრანი? _ თქვა გულმაგრად, _ თუ თქვენ არ ჩამოფ-
რენილხართ... მმ... როგორც მე ვთქვი, მაშინ სად წავიდა ჩემი ფრანი? ის ბა-
წარს არჩამოჰყოლია.
_ აჰა! ესე იგი მე ჩამოვყევი? _ დაცინვით ჰკითხა მერი პოპინსმა.
მაიკლი მიხვდა, რომ დავა აღარ ღირდა, მაინც ვერაფერს გახდებოდა
დაფარ-ხმალი დაყარა.
_ ა-არა, _ წამოიკნავლა მან. _ არა, მერი პოპინს.
მერი პოპინსი მიბრუნდა და შუქი ჩააქრო.
_ ჩემს არყოფნაში ზრდილობა არ მოგმატებია, _ შენიშნა მან ცივად, _
თოკით ჩამოვედი! წარმოგიდგენიათ! ჩემს სიცოცხლეში ასეთი შეურაცხყო-
ფა არასოდეს მოუყენებიათ! არასოდეს!
გაბრაზებული ჩაწვა ლოგინში და საბანი თავზე წაიფარა.
ზეწარს ჩაფრენილი მაიკლი გაიტრუნა.
_ ჯეინ! _ დაიჩურჩულა ბოლოს. _ ხომ მართლა ჩამოფრინდა? არა?
თვითონ არა ვნახეთ?!
ჯეინმა პასუხის ნაცვლად საწოლი ოთახის კარისაკენ მიახედა.
იქ, საკიდარზე მერი პოპინსის პალტო ეკიდა. ღამის ნათურის მქრქალ
სინათლეზე ვერცხლის ღილები ბრწყინავდა, პალტოს ჯიბიდან გრძელი
ფოჩებიანი თოკი მოჩანდა. სწორედ ფრანის კუდი, მოყვითალო-მომწვანო
ფრანის კუდი...
ბავშვები დიდხანს უხმოდ ათვალიერებდნენფოჩებიან კუდს.
შემდეგ ერთმანეთს გადახედეს და თავი დააქნიეს.
სიტყვები საჭირო აღარ იყო. ორივე დიდი ხანია მიხვდა, _ მერი პოპინ-
სი ისეთია, რომ ისინი ვერაფერს გაუგებენ. მაგრამ ის მათ გვერდითაა და
ესაა მთავარი.
გასაშლელი საწოლიდან მისი თანაბარი სუნთქვა ისმოდა.
ბავშვების გულში სიმშვიდესა და სიწყნარეს დაესადგურებინა.
_ ჯეინ, კარგი, ლურჯი კუდი ჰქონდეს, არა უშავს, _ უჩურჩულა მაიკ-
ლმა ჯეინს.
_ არა, რას ამბობ! _ ჩურჩულითვე მიუგო ჯეინმა, _ წითელი ათასწი-
ლად აჯობებს.
ამის შემდეგ ბავშვების ოთახიდან მშვიდიფშვინვა მოისმა.
*
_ ფუ-ფუ! _ ფუილებდამისტერბენქსისჩიბუხი.
_ ტკაც-ტკუც! _ ტკაცუნებდა მისის ბენქსის ჩხირები.
მისტერ ბენქსმა ფეხები ბუხრის კიდეზე შემოაწყო და ცხვირი დააქსუ-
ტუნა.
მალე მისის ბენქსმა დუმილი დარღვია:
_ კიდევ შორეულ მოგზაურობაზეფიქრობ?
_ აჰ? მ-მ-მ... არა. საკმაოდ ცუდი მეზღვაური ვარ. მართლა, ჩემი ქუდი
გავაახლებინე. ქუჩის კუთხეში მწმენდელმა მიუსვ-მოუსვა ჯაგრისი და
სულ ახალივით გამიხადა. ადრინდელს თუ ჯობს, თორემ არ ჩამოუვარდე-
ბა, გარდა ამისა, მერი პოპინსი დაბრუნდა, პირსაპარსი წყალი არც მდუღარე
იქნება და არც ცივი.
მისის ბენქსმა ჩაიღიმილა და ქსოვა განაგრძო.
ძალიან უხაროდა მისტერ ბენქსის ცუდი მეზღვაურობა და მერი პო-
პინსის დაბრუნება.
*
სამზარეულოში მისის ბრილი ელინს სახვევს უცვლიდა და ეუბნებო-
და:
_ ვერვიტყვი, მაინცდამაინც ვაღმერთებ-მეთქი, მაგრამრაც მართალია,
მართალია, დღეს სახლი სახლს დაემსგავსა, კვირა დღესავით სიწყნარეა და
ყველაფერი კრიალებს. მე ცუდი თვალით არვუყურებ მის დაბრუნებას.
_ მეც! _ დაუდასტურა ელინმა.
«ჩემზე რომ არაფერი ვთქვათ!»_ გაიფიქრა საკუჭნაოში მიკუნჭულმა
რობერთსონ ეიმ, მათ ლაპარაკს ყური რომ მოჰკრა. _ ახლა ხანდახან მაინც
მომასვენებენ».
იგი უფრო მოხერხებულად მოკალათდა ნახშირის ყუთზე... თავი ჯაგ-
რისზე მიდო და ისევ წათვლიმა. მაგრამ, რას ფიქრობდა თვითონ მერი პო-
პინსი, არავის არასდროს გაუგია: თავის აზრებსა და ფიქრებს თავისთვის
ინახავდა და სხვას არასდროს არაფერს უზიარებდა...
მეორე თავი
მის ენდრიუს ტოროლა
შაბათი დღე იყო.
ალუბლის შესახვევის ნომერ ჩვიდმეტი სახლის შესასვლელში მისტერ
ბენქსი ბარომეტრზე საქმიანად უკაკუნებდა და მისის ბენქსს აცნობდა, რო-
გორი ამინდი იყო მოსალოდნელი.
სამხრეთის ქარი, ზომიერი, ტემპერატურა ნორმალური, ზღვა მშვიდი,
ალაგ-ალაგ შეიძლება ატყდეს ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი, _ ამბობდა ის.
უცებ ხმამაღლა იკითხა: _ ეი, რა ამბავია? ზემოთ ატყდა ისეთი ბრახაბრუხი, რახუნი, ბაკუნი, რომ მისტერ ბენ-
ქსი იძულებული გახდა, ლაპარაკი შეეწყვიტა.
კიბეზე მაიკლი გამოჩნდა, გუნებაწამხდარი ჩანდა, მოღუშული მოაბა-
კუნებდა ქვემოთკენ. უკან მერი პოპინსი მოჰყვებოდა, იქით-აქეთ ტყუპები
ეჭირა და ყოველ საფეხურზე მუხლისთავით ზურგზე უბიძგებდა მაიკლს.
ბოლოს ჯეინი მოდიოდა ქუდებით ხელში.
_ პირველი ნაბიჯია ძნელი, _ ჭკუას არიგებდა მერი, _ ჩადი, გეთაყვა,
ჩადი!
მისტერბენქსმა ბარომეტრს თავი ანება და მაიკლს მიაპყრო მზერა.
_ რა დაგემართა? _ ჰკითხა მას.
_ არ მინდა სეირნობა, არ მინდა! ახალი ორთქლმავალი მყავს და იმით
მინდა ვითამაშო! _ უპასუხა მაიკლმა და დაასლოკინა, როცა ისევ მოხვდა
ზურგში მერი პოპინსის მუხლი.
_ რა სისულელეა, შვილო! _ უთხრა დედამ. _ სეირნობა აუცილებელია,
სიარულიფეხებს დაგიგრძელებს და გაგიმაგრებს!
_ მე მოკლე ფეხები მიყვარს! _ ჩაიფშლუკუნა მაიკლმა და ზლაზვნით
გადახტა შემდეგ საფეხურზე.
_ როცა პატარა ვიყავი, ძალიან მიყვარდა სეირნობა, _ თქვა მამამ. _ ჩემს
გამზრდელთან ერთად ყოველდღე დავსეირნობდი, მივდიოდით მეორე
ფარნამდე და ისევ უკან ვბრუნდებოდით! ფშლუკუნირას მიქვია!
მაიკლი ურწმუნოდ შეაჩერდა ბენქსს.
_ შენ მართლა იყავი პატარა? _ ჰკითხა ძალიან გაოცებულმა.
მისტერბენქსი, ცოტა არიყოს, განაწყენდა.
_ რა თქმა უნდა! მშვენიერი ბიჭი ვიყავი. გრძელი ოქროსფერი კულუ-
ლები მქონდა, მაქმანის საყელო მეკეთა, ხავერდის შარვალი და ღილებიანი
ფეხსაცმელი მეცვა!
_ რაღაც არა მჯერა! _ თქვა მაიკლმა და კიბე უკვე თავისი სურვილით
ჩაირბინა, თან მამას მისჩერებოდა თვალდაჭყეტილი.
მაიკლს კვალდაკვალ ჯეინი მოჰყვა და მამას ჰკითხა:
_ რა ერქვა შენს გამზრდელს? კარგი ქალი იყო?
_ მის ენდრიუს ეძახდნენ, ღვთისრისხვა გახლდათ!
_ ს-ს-ს! _ საყვედურით შეხედა მის ბენქსმა.
_ მე მინდოდა მეთქვა, _ გამოასწორა მისტერბენქსმა, _ რომ ის იყო მ-მ-
მ... ძალიან მკაცრი, ყოველთვის და ყველაფერში მართალი. არაფერს შეგარ-
ჩენდა და ისეთ დღეს დაგაყრიდა, თავი უბადრუკი ჭია გეგონებოდა! აი, ასე-
თი იყო ჩემი მარად დაუვიწყარი მის ენდრიუ!
ერთი კი მოიგონა მისტერბენქსმა გამზრდელი და შუბლი შეიჭმუხნა.
ძინ! ძინ! ძინ!
მთელს სახლ-კარს მოედო ჭიშკრის ზარის წკრიალი. კუტიკარი თვი-
თონ მისტერ ბენქსმა გააღო, ზღურბლზე მედიდურად იდგა ერთი ყმაწვი-
ლი _ დეპეშების დამტარებელი.
_ სასწრაფო დეპეშაა ბენქსის სახელზე. პასუხს გამატანთ? _ ნარინჯის-
ფერი კონვერტი გაუწოდა ყმაწვილმა მისტერბენქსს. _ თუ კარგი ამბავია, ფეხის ქირას მოგართმევ, _ უთხრა მისტერ ბენქსმა
და კონვერტი გახსნა. წაიკითხა დეპეშა დაფერი ეცვალა.
_ პასუხი არიქნება, _ თქვა მან ცივად.
_ ფეხის ქირა?
_ მით უმეტეს! _ გაცხარდა მისტერბენქსი.
დეპეშის დამტარებელმა საყვედურით შეხედა და ნაღვლიანად გაეცა-
ლა.
_ ღმერთო ჩემო, რა მოხდა? _ ჰკითხა მისის ბენქსმა. _ ვინმე ავად გახ-
და?
_ უარესი! _ უპასუხა ტრაგიკულად მისტერბენქსმა.
_ სამსახურიდან დაგითხოვეს? _ ფერი ეცვალა მისის ბენქსსაც.
_ უფრო უარესი! ბარომეტრმა ხომ მიწინასწარმეტყველა, შესაძლოა ჭე-
ქა-ქუხილი და ქარიშხალი ატყდესო? და აი, უსმინე!
გაშალა დეპეშა და ხმამაღლა წაიკითხა:
«ერთი თვით მოვდივარ თქვენთან. ჩამოვალ დღეს სამ საათზე.
საძინებელ ოთახში ბუხარი დაანთეთ. იუფიმია ენდრიუ».
_ ენდრიუ? შენს გამზრდელსაც ასე ერქვა, არა? _ თქვა ჯეინმა.
_ სწორედ ის გახლავთ! _ მიუგო მისტერ ბენქსმა, ნერვიულად გაიარ-
გამოიარა და თავზე შერჩენილი რამდენიმე ღერი თმა ლამის დაიგლიჯა. _
იუფიმია ჰქვია! ჩამობრძანდება დღეს სამ საათზე! _ თქვა და ამოიკვნესა.
_ ჩემო ძვირფასო, ეს არც ისე ცუდი ამბავია! _ შვებით ამოისუნთქა მი-
სის ბენქსმა, _ მართალია, სასტუმრო ოთახი უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა-
ფერია. მესიამოვნება, რომ კეთილი მოხუცი...
_ კეთილიმოხუცი?! _ დაიღრიალა მისტერბენქსმა. _ თვითონაცარგესმის, რას
ამბობ! კეთილი! როგორარა! მოიცადანახავთ! ცოტამოიცა!
დაავლო ხელი ქუდს და ლაბადას.
_ რასა შვრები, ძვირფასო! _ წამოიძახა მისის ბენქსმა. _ ასე გაგონილა?!
ესრა თავაზიანობაა?! უნდა შეხვდე! აბა, სად მიდიხარ?
_ არ ვიცი! არსად! უთხარი, რომ მოვკვდი! _ დაიყვირა მისტერ ბენქსმა
და გულშემოყრილმა შინიდან მოუსვა.
_ მაიკლ, როგორ ფიქრობ, რანაირი იქნება მის ენდრიუ? _ იკითხა ჯე-
ინმა.
_ თუ ბევრი გეცოდინებათ, მალე დაბერდებით! _ უთხრა მათ მერი პო-
პინსმა. _ გირჩევნიათ, ქუდები დაიხუროთ!
თვითონ ჩასხა ტყუპები საბავშვო ეტლში და შესახვევში გააგორა; ჯეი-
ნი და მაიკლი უკან გამოედევნენ.
_ დღეს სად წავალთ? _ ჰკითხეს მერი პოპინსს ბავშვებმა.
_ პარკს გადავსერავთ, ოცდამეცხრამეტე ავტობუსის გზით ჰაი-სტრი-
ტამდე მივალთ, ხიდს გადავჭრით, რკინიგზის გადასასვლელს ჩამოვუვ-
ლით და შინ მოვბრუნდებით! _ ბრაზიანად მიუგო მერი პოპინსმა.
_ მთელი დღე სიარული მოგვიწევს! _ უჩურჩულა ცუნცულ-ცუნცუ-
ლით მიმავალმა მაიკლმა ჯეინს. _ და მის ენდრიუს ვეღარვნახავთ!
_ ერთი თვით ჩამოდის, _ შეახსენა ჯეინმა. _ კი... მაგრამ მე მინდა ვუყურო, როგორ ჩამოვა, _ დაიწუწუნა მაიკლმა
დაფეხი აითრია.
_ ცოცხლად, ცოცხლად, თუ შეიძლება! _ მხნედ შესძახა მერი პოპინსმა.
_ გინდ თქვენ გამისეირნებიხართ და გინდ წყვილი ლოკოკინა!
მაგრამ, როცა დაეწივნენ, კარგა ხუთი წუთი ალოდინა, სანამ თევზის
მაღაზიის ვიტრინაში თავისი თავის ცქერით არ დატკბა. მას ვარდისფერი
დაწინწკლული თეთრი ბლუზა ეცვა და სახის გამომეტყველებაზე, რომე-
ლიც შემწვარი ვირთევზას გროვის ზევით ირეკლებოდა, შეატყობდით, რომ
თავის თავით აღფრთოვანებული იყო, პალტო ცოტათი შეიხსნა, ბლუზა
რომ უფრო გამოჩენილიყო და გაიფიქრა, ასე შესანიშნავად არასდროს გამო-
ვიყურებოდი. თითქოს შემწვარი თევზებიც კი, დაბრაწული კუდები პირში
რომ ჰქონდათ შეჩრილი, აღფრთოვანებისაგან თვალებგადმოკარკლული
შეჰყურებდნენ...
ბოლოს თავის გამოსახულებას კმაყოფილმა დაუკრა თავი და გზა გა-
ნაგრძო.
გაიარეს მთელი ჰაი-სტრიტი, ხიდზე გადავიდნენ და, რკინიგზის გა-
დასასვლელი რომ ჩამოიტოვეს, ჯეინი და მაიკლი წინ გამოიქცნენ და
ალუბლის შესახვევის კუთხემდე სირბილ-სირბილით მივიდნენ.
_ ვაშაა! ტაქსი! _ დაიყვირა მაიკლმა. _ ალბათ მის ენდრიუ ჩამოვიდა!
კუთხესთან შეჩერდნენ, მერი პოპინსს დაელოდნენ და ტაქსისაც უთ-
ვალთვალებდნენ. ტაქსი აუჩქარებლად მიდიოდა შესახვევში და ჩვიდმეტ
ნომერ სახლის ჭიშკართან შეჩერდა. ტაქსი ჭრიჭინ-ჭრიჭინით მოდიოდა.
ამაში არაფერი იყო გასაკვირი, ბორბლებიდან თავამდე ბარგით დაეძეძგათ.
კაცმა რომ თქვას, მანქანა ჩემოდნებში საერთოდ არცა ჩანდა. ჩემოდნე-
ბი ელაგა სახურავზე, ჩემოდნები ელაგა უკან, აქეთ-იქითაც ჩემოდნები იყო
ჩახერგილი, ფანჯრებში მოჩანდა სკივრები და ზანდუკები, საფეხურებზე
ყუთები და ქუდის კოლოფები მიეკრათ. მძღოლის სკამზეც კი ორი მოზ-
რდილი საკვოიაჟი ესკუპა.
როგორც იქნა, გამოვიდა მძღოლი. ფრთხილად გადმოაბიჯა, თითქოს
ციცაბო კლდიდან ეშვებაო, და უკანა კარი გამოაღო.
ჯერფეხსაცმლის კოლოფი გადმოვარდა, მას ქაღალდში შეხვეული უშ-
ველებელი შეკრულა მოჰყვა, მერე თოკით გადაბმული ქოლგა და ხელჯოხი.
ბოლოსრახრახით ჩამოსრიალდა დიდი სასწორი და მძღოლი წააქცია.
_ ფრთხილად! _ მოისმა ბოხი ხმა ტაქსიდან. _ ძვირფასი ნივთებია!
_ მეც ძვირფასი მძღოლი ვარ! ეტყობა, თქვენ ეს დაგავიწყდათ! _ შეეპა-
სუხა მძღოლი, თან წამოდგა და ნატკენი მუხლი მოისრისა.
_ გზა მიტიეთ, თუ შეიძლება, გზა მიტიეთ! ჩამოვდივარ! _ პასუხის
ნაცვლად დაიქუხა ბოხმა ხმამ და მანქანის საფეხურზე გამოჩნდა მის ენ-
დრიუს სხეულის სხვა ნაწილები.
მის ენდრიუს ეცვა ბეწვისსაყელოიანი ფართო პალტო. თავზე ეხურა
მამაკაცის ფეტრის ქუდი, ზედ მოდებული ჰქონდა გრძელი რუხი ფერის
პირბადე. ერთ ხელში გრძელი კაბის კალთა ეჭირა, მეორეშირაღაც მრგვალი
საგანი, რომელსაც უჯრულა ქსოვილი ჰქონდა გადაკრული. ბავშვები ამოეფარნენ ღობეს, ფრთხილად მიიპარნენ ახლოს და ინტე-
რესით ათვალიერებდნენ მის ენდრუს. ამ ზონზროხა ქალს ჰქონდა კაუჭა
ცხვირი, თხელი ტუჩები, წვრილი თვალები.
მის ენდრიუ მძღოლს წაეკამათა. მისმა ხმამ კინაღამ დააყრუა ბავშვები.
_ ოთხი შილინგი და სამი პენსი! _ წარმოთქვა მან. _ აღმაშფოთებელია!
ამ ფასად ნახევარ მსოფლიოს შემოვივლიდი! არ გადავიხდი! პოლიციაში
გიჩივლებთ!
მძღოლმა მხრები აიჩეჩა.
_ მადამ, მხოლოდ მგზავრობის საფასურია, _ უთხრა მან მშვიდად. _
კითხვა თუ შეგიძლიათ. მრიცხველს დახედეთ. ტაქსით უფასოდ სეირნობა
არშეიძლება, მით უმეტეს ამოდენა ბარგი-ბარხანით!
მის ენდრიუ აღშფოთდა, ცხვირი მოიხოცა, თავის დიდ ჯიბეში ხელი
ჩაიყო და პაწაწინა საფულე ამოიღო. საფულე გახსნა და მძღოლს ფული გა-
უწოდა. მძღოლმა ხელში შეატრიალ-შემოატრიალა ფული, თითქოს სამუ-
ზეუმე იშვიათობააო. მერე ჩაიქირქილა:
_ ესრა არის, საჩუქარი?!
_ არა! ეს მგზავრობის საფასურია! საჩუქარს საერთოდ არ ვიძლევი! _
დაიბუხუნა მის ენდ-რიუმ.
_ მართლა? _ თვალი გაუსწორა მძღოლმა. მერე თითქოს თავისთვის ჩა-
ილაპარაკა: _ იმდენი ბარგი აქვს, ნახევარი ბაღი არ ეყოფა დასალაგებლად
და ერთ პენსსაც არიმეტებს! ურჩხულიარა!
მაგრამ მის ენდრიუს ეს სიტყვები არ გაუგონია. ჭიშკართან ბავშვები
შეამჩნია და ქუსლების ტყაპა-ტყუპით შესახვედრად გასწია. პირბადე ზურ-
გზე უფრიალებდა.
_ აბა! _ დაიბუხუნა მან და სახეზე ღიმილის მსგავსი რაღაც გამოეხატა.
_ თქვენ, რა თქმა უნდა, არიცით, ვინა ვარმე?
_ ვიცით! _ მხიარულად გამოეპასუხა მაიკლი. ძალიან უხაროდა, მის
ენდრიუ რომ გაიცნო და გულით ლაპარაკობდა. _ თქვენ ღვთის რისხვა
ხართ.
მის ენდრიუს თავ-კისერი წითლად აუფორაჯდა.
_ შენ ძალიან უხეში, უზრდელი ყმაწვილი ხარ! მამაშენს მოვახსენებ
ყველაფერს!
მაიკლი გაოცებული შეჩერდა.
_ მე უხეშობა არც მიფიქრია, _ წამოიწყო მან. _ თვითონ მამამ თქვა,
რომ თქვენ...
_ გაჩუმდი! არ შემეკამათო! _ განრისხდა მის ენდრიუ და ჯეინს მიუბ-
რუნდა. _ შენ ჯეინი ხარ, ხომ არ ვცდები? არასოდეს არ მომწონდა ეს სახე-
ლი!
_ გამარჯობათ! _ თავაზიანად მიესალმა ჯეინი, თუმცა გულის სიღ-
რმეში იგრძნო, რომ მას კიდევ სახელი იუფიმია არმოსწონდა.
_ შენი კაბა მეტისმეტად მოკლეა! _ დასჭექა მის ენდრიუმ. _ რატომ
წინდები არ გაცვია? ჩემსობას გოგოები ტიტველა ფეხებით არ დადიოდნენ!
დედაშენთან მომიწევს მოლაპარაკება! _ არ მიყვარს წინდები, _ უთხრა ჯეინმა. _ მხოლოდ ზამთრობით ვიც-
ვამ.
_ რა თავგასულობაა! ბავშვებმა პასუხი არ უნდა გაბედონ! _ დაიგ-
რგვინა მის ენდრიუმ.
მერე დაიხარა საბავშვო ეტლთან და მისალმების ნიშნად ტყუპებს ლო-
ყაზე წაჩქმიტა.
ჯონი და ბარბი ატირდნენ.
_ ფუ! რა საქციელია! _ დაიბუხუნა მის ენდრიუმ. _ გოგირდი და ბადა-
გი არ ჰყოფნით! _ მოუბრუნდა ის მერი პოპინსს. _ ზრდილი ბავშვები ასე
არა ტირიან, არა. მიეცით გოგირდი და ბადაგი, რაც შეიძლება მეტი! არ და-
გავიწყდეთ!
_ გმადლობთ, მის! _ უთხრა მერი პოპინსმა თავაზიანად, მაგრამ ცი-
ვად, _ მე ბავშვებს ჩემს ნებაზე ვზრდი და სხვებს რჩევა-დარიგებას არა
ვთხოვ.
მის ენდრიუ მერი პოპინსს ისეთი სახით მიაშტერდა, თითქოს თავის
ყურებს არ უჯერებსო.
მერი პოპინსმა მშვიდი და უშფოთველი გამოხედვა შეაგება.
_ ქალიშვილო, _ გონს მოეგო მის ენდრიუ, _ თქვენ გავიწყდებათ, ვინ
ვარ მე! როგორ ბედავთ, ასე შემეპასუხოთ! იძულებული ვარ, ზომები მივი-
ღო, რათა ამ სახლიდან გაგაგდონ. დაიხსომეთ ჩემი სიტყვა! _ ჭიშკარი გაა-
ღო და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ცალ ხელში უჯრულა ქსოვილში
გახვეულ შეკრულას მიაქანებდა და მალი-მალ იმეორებდა «ფიჰ», «ფუჰ».
მისის ბენქსი მიეგება:
_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მის ენდრიუ, კეთილი იყოს! _
გულღიად უთხრა მან. _ დიდად გაგვახარეთ, ასე მოულოდნელად რომ
გვეწვიეთ. დარწმუნებული ვარ, კარგად იმგზავრებდით?
_ სულაც არა! _ მოუჭრა მის ენდრიუმ. _ საერთოდ, მგზავრობა მეჯავ-
რება! _ თქვა მან და ბაღს ავად გადახედა.
_ აღმაშფოთებელი უწესრიგობაა! _ გაჯავრდა ის. _ ისმინეთ ჩემი რჩე-
ვა, ძირფესვიანად ამოძირკვეთ ესენი, _ და მზესუმზირებზე მიუთითა, _
მათ მაგივრად უკვდავა დარგეთ. ნაკლები მოვლა სჭირდება. ფულიც დაგე-
ზოგებათ და დროც, ეს ერთი. მეორე, რიგიანი შესახედავიც იქნება. მთლად
უკეთესი იქნება, თუ მთელ ეზოს მოკირწყლავთ. ბოლოს და ბოლოს, ხეირი-
ანი ეზო გექნებათ.
_ მე... მე... _ ალუღლუღდა მისის ბენქსი, _ მზესუმზირები უფრო მიყ-
ვარს!
_ სისულელეა! მტკნარი სისულელე! ქალური სიჩერჩეტე! თქვენი ბავ-
შვები უწვრთნელები არიან. განსაკუთრებით ბიჭი!
_ მაიკლ, მაოცებ! ნუთუ მის ენდრიუს უხეშად მოექეცი? ახლავე სთხო-
ვე პატიება!
მისის ბენქსი ძალიან შეწუხდა.
_ დედა, არაფერი დამიშავებია! უბრალოდ... _მაიკლს უნდოდა მოეყო-
ლა, რაც მოხდა, მაგრამ მის ენდრიუმ ხმა გააწყვეტინა. _ შეურაცხყოფა მომაყენა! _ დაიბუხუნა მან. _ დაუყოვნებლივ გააგზავ-
ნეთ პანსიონში! გოგონას გამზრდელი აუყვანეთ. მე გამოვუძებნი. რაც შეე-
ხება იმ ქალიშვილს, ახლა რომ მათ ზედამხედველობას უწევს, _ მერი პო-
პინსზე მიუთითა, _ ამ წუთშივე უნდა დაატოვებინოთ აქაურობა. უხეშია
და უმეცარი. საეჭვო პიროვნებაა.
მისის ბენქსი აფორიაქდა.
_ ღმერთო ჩემო, თქვენ ცდებით, მის ენდრიუ, გარწმუნებთ, ცდებით!
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ნამდვილი განძია.
_ თქვენ არაფერი გაგეგებათ. მე არასოდეს ვცდები! ახლავე გაისტუმ-
რებთ!
მის ენდრიუმ სახლისკენ განაგრძო გზა.
აცახცახებული და შეშინებული მისის ბენქსი უკან გაჰყვა.
_ მე... მე... ვიმედოვნებ, რომ ჩვენს სახლში თავს კარგად იგრძნობთ,
მის ენდრიუ, _ უთხრა მან თავაზიანად, მაგრამ თვითონ გულის სიღრმეში
ეჭვი ეპარებოდა.
_ ჰმ! სახლი, ხუხულასავითაა, რა თქმა უნდა, ულაზათოა! _ უპასუხა
მის ენდრიუმ. _ როდის გაათეთრეთ პარმაღი? რასა ჰგავს, როგორი ჭუჭყია-
ნია!
მისის ბენქსმა ტუჩი მოიკვნიტა. სტუმარმა მისი საყვარელი, მყუდრო
სახლი ერთბაშად რაღაც უბადრუკად წარმოადგინა. მეტისმეტად წაუხდა
გუნება.
_ ხვალ შეათეთრებენ, _ წამოიკნავლა მან.
_ რატომ დღეს არა? «ხვალ» არასოდეს არ მოვა, გასაგებია? მერე, რატომ
ღებავთ კარებს თეთრად? მუქყავისფრად უნდა შეღებოთ, მორჩა და გათავ-
და! იაფიც დაგიჯდებათ და ჭუჭყიც ნაკლებად დააჩნდება. შეხედეთ ერთი
ამ ლაქებს!
თავისი მრგვალი შეკრულა პარმაღზე დადო და მისის ბენქსს შემოსას-
ვლელ კარებზე თითით აჩვენა.
_ შეხედეთ, აქ! იქ! კიდევ იქ! ყველგან! რა სირცხვილია!
_ დაუყოვნებლივ მივხედავ! _ ძლივს თქვა მისის ბენქსმა, _ თქვენს
ოთახში აბრძანება არგნებავთ?
მის ენდრიუ დიასახლისსფეხდაფეხ შეჰყვა შემოსასვლელში.
_ იმედია, ბუხარი იქნება.
_ დიახ, აქეთ, მის ენდრიუ, თქვენს ბარგსრობერთსონ ეი მოიტანს.
_ კარგი. უთხარით, ფრთხილად შემოიტანოს. ბევრი წამლიანი შუშა
მაქვს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა მმართებს.
მის ენდრიუ კიბეს აუყვა. გზადაგზა შემოსასვლელს მოავლო თვალი.
_ შპალერი უნდა გამოიცვალოს. ჯორჯთან მომიწევს მოლაპარაკება.
ახლა მომაგონდა, რატომ არ დამხვდა? დიდი არათავაზიანობაა! ჩანს, ისევ
ისე უსაქციელო დარჩენილა!
რაც უფრო ზემოთ ადიოდა მის ენდრიუ, მისი ქუხილი ქვემოთ ნაკლებ
აღწევდა. მისის ბენქსის ხმა კი, რომელიც თვინიერად ეთანხმებოდა სტუ-
მარს ყველაფერში, სულ აღარისმოდა.
მაიკლი ჯეინს მიუბრუნდა: _ ჯორჯი ვინაა?
_ ვინ და მამა.
_ მამას ხომ ყველა მისტერბენქსს ეძახის.
_ კი, მაგრამ სახელად ჯორჯი ჰქვია.
მაიკლმა ამოიხვნეშა.
_ ერთი თვე ძალიან გრძელია, არა, ჯეინ?
_ ჰო... ო... ოთხი კვირა დარაღაცა, _ მიუგო ჯეინმა. გულში კიფიქრობ-
და, ენდრიუსთან ერთი თვე წელიწადივით გაიჭიმებაო.
მაიკლი ახლოს მიუჯდა ჯეინს.
_ ყური მიგდე, _ შეშფოთებულმა უჩურჩულა დას, _ მის ენდრიუ ძა-
ლას ხომ ვერ დაატანს ჩვენებს, გინდათ თუ არა მერი პოპინსი დაითხოვე-
თო. ვერშეძლებს, არა?
_ რა თქმა უნდა, ვერა. უცნაური ქალია. სულაც არ მიკვირს, მამა რომ
შინიდან წავიდა.
_ უცნაური!
ეს სიტყვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა, ბავშვები
მობრუნდნენ. მერი პოპინსი მის ენდრიუს ნაკვალევს ისეთი თვალით გაჰ-
ყურებდა, მის ენდრიუსრომ შეეხედა, სულს გააფრთხობდა.
_ უცნაური! _ გაიმეორა მან და დამცინავად ჩაიფრუტუნა. _ უცნაური
კი არა! ჰმ! ესე იგი მე ბავშვებს ვერ ვზრდი, არა? უხეში ვარ და უმეცარი.
ასეა? საეჭვო პიროვნება ვარ? ვნახოთ!
ჯეინი და მაიკლი მიჩვეულები იყვნენ მერი პოპინსის მრისხანებას,
მაგრამ დღეს მის ხმაში სხვა ნოტი გამოერია. ასე განრისხებული არასოდეს
უნახავთ.
უხმოდ მიაშტერდნენ. ვერწარმოიდგინეს, რა მოხდებოდა.
ჩუმად, ოდნავ გასაგონად ამოიხვნეშა, თუ დაუსტვინა ვიღაცამ.
_ რა იყო? _ იკითხა სასწრაფოდ ჯეინმა.
ხვნეშა თუ სტვენა ხელახლა განმეორდა. მერი პოპინსმა თავი გვერდზე
გადახარა და ყური მიუგდო.
საიდანღაც, თითქოს ზღურბლიდან ისევ მოისმა ჟღურტული.
_ აჰა! როგორ ვერ მივხვდი! _ გაუხარდა მერი პოპინსს. იმწუთსვე ეცა
მის ენდრიუს მიერ ზღურბლზე დატოვებულ მრგვალ ნივთს და უჯრულა
ქსოვილი შემოაგლიჯა.
გამოჩნდა სპილენძის პრიალა გალია. შიგ, ქანდარაზე გაფხორილი მო-
ყავისფრო ჩიტი იჯდა. დღის სინათლეზე ჯერ თვალები ააფახულა, შემდეგ
საწყლად მიიხედ-მოიხედა. მაგრამ, მერი პოპინსი რომ დაინახა, გაოცებისა-
გან შეხტა. მერე ნისკარტი დააღო და ჩუმად, გულსაკლავად დაიწრიპინა.
ჯეინს და მაიკლს არასოდეს მოესმინათ ასეთი საწყალობელი ხმა.
_ შეუძლებელია! უი-უი-უი! ნუთუ ისაა... რას ლაპარაკობ! _ თქვა მერი
პოპინსმა და თანაგრძნობით გააქნია თავი.
_ წივ-წივ-წივ! _ ისევ აწრიპინდა ჩიტი.
_ რა? ორი წელიწადია? ამ გალიაში? სირცხვილი და თავლაფდასხმა! _
გაგულისებისაგან სახე აუჭარხლდა მერი პოპინსს.
ბავშვებს გაოცებისაგან ხმა ჩაუწყდათ. ჩიტს სიტყვა არ დაუძრავს, მერი პოპინსმა კი აზრიანი ლაპარაკი გაუ-
მართა!
_ რას გეუბნებათ? _ უნდა ეკითხა მაიკლს, მაგრამ ჯეინმა ჩააჩუმა. ერ-
თი წაჩქმიტა კიდეც.
ჩიტმა ქანდარაზე ადგილი მოინაცვლა, მერი პოპინსისაკენ გადაიწია
და, თითქოსრაღაცას ეკითხებაო, აჟღურტულდა.
მერი პოპინსი წუთით ჩაფიქრდა.
_ ჰო, _ უთხრა მან, _ არც ისე შორსაა. დაახლოებით ნახევარი საათის
საფრენია. აქედან პირდაპირსამხრეთისაკენ გაფრინდები.
ჩიტს აშკარად გაუხარდა, აცეკვდა თავის ქანდარაზე და აღფრთოვანე-
ბულმა ფრთა ფრთას შემოჰკრა. მერე დაიწყო გალობა წკრიალ-წკრიალით
და მერი პოპინსს ვედრებით შეხედა.
მერი პოპინსმა კიბეს გახედა.
_ თანახმა ვარ თუ არა? მაგას კითხვა უნდა? არ გესმოდა, როგორ მიწო-
და «საეჭვო პიროვნება!» _ თავისებურად დამცინავად ჩაიფრუტუნა მერი
პოპინსმა.
ფრინველს მხრები აუძაგძაგდა, თითქოს იცინისო.
მერი პოპინსი გალიას დასწვდა.
_ რა უნდა ქნათ, მერი პოპინს? _ ვერმოითმინა მაიკლმა. _ რა ჩიტია ეს?
_ ტოროლაა, _ მოკლედ მოუჭრა მერი პოპინსმა და გალიის კარის საკე-
ტი გახსნა. _ ტოროლას პირველად და უკანასკნელად ხედავ გალიაში! _ და-
ატანა და გალიის კარი გააღო.
ტოროლამ შეიფრთხიალა, იწივლა და გალიიდან გამოფრინდა, მაგრამ
მაშინვე მერი პოპინსს დააჯდა მხარზე.
_ აბა, რას იტყვი, ასე არა ჯობს? _ ჰკითხა მერი პოპინსმა.
_ წივ-წივ! _ თავი დაუქნია ტოროლამ.
_ აბა, გაფრინდი, _ უთხრა მერიმ. _ წუთიც და ის მობრუნდება.
ამ სიტყვებზე ტოროლა ისევ არაკრაკდა, იგი ფრთებით ეფერებოდა მე-
რის და თავს უქნევდა.
_ კარგი, კარგი, _ ბუტბუტებდა მერი პოპინსი. _ მადლობად არ ღირს.
მე თვითონ მოხარული ვარ. გალიაში ტოროლას ჩაკეტვას ვერავის მოვუწო-
ნებ, თანაც, ხომ გახსოვს, რა მიწოდა!
ტოროლამ თავი უკან გადააგდო და ისევ ფრთა ფრთას შემოჰკრა,
თითქოს გულიანად გადაიხარხარა, მერე თავი გვერდზე გადახარა და რაღა-
ცას მიაყურა.
_ ეჰ, სულ დამავიწყდა, _ მოისმა ზემოდან ნაცნობი ბოხი ხმა. _ კარუ-
ზო ქვემოთ დავტოვე, იმ ჭუჭყიან წინკარში. უნდა ჩავიდე.
მის ენდრიუ მძიმე-მძიმედ ჩამოვიდა, კიბე აჭრაჭუნდა.
_ რა? _ ჩაჰკითხა მისის ბენქსს და უპასუხა: _ ჰო... ჩემი ტოროლაა. კა-
რუზო დავარქვი, ადრე ძალიან კარგად მღეროდა... როგორ? არა, რატომღაც
ახლა აღარ მღერის. რაც დავიჭირე და გალიაში ჩავსვი, გალობა შეწყვიტა.
ძალიან საოცარია!
ხმა თანდათან ახლოვდებოდა და მკაფიოდ ისმოდა. _ არავითარ შემთხვევაში, _ მიუგებდა ის მისის ბენქსს რაღაცაზე. _ მე
თვითონ ამოვიყვან! უზრდელ ბავშვებს ვერ ვანდობ! მოაჯირი გასაპრიალე-
ბელია! თანაც დაუყოვნებლივ!
_ ბაკ-ბუკ. ბაკ-ბუკ! _ შემოსასვლელში ჩამოაბიჯა მის ენდრიუმ.
_ აი ისიც! _ უჩურჩულა მერი პოპინსმა ტოროლას. _ გაფრინდი! _ მხა-
რი მსუბუქად შეარხია.
_ ცოცხლად! _ იყვირა შეშინებულმა მაიკლმა.
_ ჩქარა! _ აფართქალდა ჯეინი.
ტოროლამ თავი სწრაფად მოაბრუნა და ნისკარტით ერთი ფრთა ამო-
იძრო.
_ ტია-ტია-ტია-ტია! _ დააწკრიალა მან. ფრთა მერი პოპინსს ქუდში ჩა-
ურჭო დაფრთხიალ-ფრთხიალით ჰაერში აინავარდა.
წამიც და მის ენდრიუ კარებში გამოჩნდა.
_ ეს რა ამბავია! _ დაიქუხა მან, მაიკლს, ჯეინსა და ტყუპებს რომ შეხე-
და. _ კიდევ აქა ხართ და არ დაწოლილხართ? ასე არ შეიძლება. ყველა წესი-
ერად გაზრდილ ბავშვს, _ გამანადგურებლად გახედა მერი პოპინსს, _ ყვე-
ლა წესიერად გაზრდილ ბავშვს ხუთ საათზე უნდა ეძინოს! აუცილებლად
მოველაპარაკები მამათქვენს! _ მიიხედ-მოიხედა. _ აბა, ვნახო, სად დავტოვე
ჩემი...
უცებ შეცბა. იქვე იდგა მოღიავებული გალია. მის ენდრიუ მიაშტერდა,
თვალებს არ უჯერებდა.
_ როგორ! ვინ! როდის? სად? საითკენ? _ ამოილუღლუღა მან.
ბოლოს ხმა დაუბრუნდა და დაიქუხა:
_ ვინ ახლო ხელი გალიას?
ბავშვები აცახცახდნენ.
_ ვინ გაუღო კარი?
პასუხი არავინ გასცა.
_ სად არის ჩემი ტოროლა?
უწინდებურად პასუხად დუმილი შეაგებეს.
მის ენდრიუმ რიგრიგობით მრისხანედ შეათვალიერა ბავშვები. ბო-
ლოს მისი პროკურორისებური მზერა მერი პოპინსზე შეჩერდა.
_ თქვენ ქენით! _ დაიღრიალა მან და უშველებელი თითი მერის მიუშ-
ვირა. _ ცხვირზე გატყობთ! როგორ გაბედეთ! _ დღესვე აიკარით ამ სახლი-
დან გუდა-ნაბადი! თქვენი ჭაჭანება არ იყოს აქ! თავხედო, ურცხვო, უსინ-
დისო...
_ ტია-ტია!
ჰაერში ვერცხლის ზარივით დაიწკრიალა ტოროლამ.
მის ენდრიუმ აიხედა.
ტოროლა მზესუმზირებს ზემოთ ჰაერშიფრთებს აფათქუნებდა.
_ აჰ, კარუზო, აი, თურმე სადა ხარ! _ დაიყვირა მის ენდრიუმ. _ მოდი
აქ, მალე! ნუ მალოდინებ! მობრუნდი შენს გაკრიალებულ და მყუდრო გა-
ლიაში, კარს ჩავკეტავ!
ტოროლა ჰაერში სიცილით იხრჩობოდა, დროდადრო თავს უკან გა-
დასწევდა, ფრთასფრთაზე შემოჰკრავდა. მის ენდრიუმ სტაცა ხელი გალიას, ასწია ზემოთ, მიატრიალ-მოატრია-
ლა და ტოროლას უბრძანა:
_ კარუზო, რა გითხარი მე შენ! ახლავე მობრუნდი!
ტოროლა მოხერხებულად შემოტრიალდა, მერი პოპინსის ქუდს ჩაუფ-
რინა და ტია-ტიაო დაიძახა.
_ კარგი! _ უპასუხა მერი პოპინსმა და თავი დაუქნია.
_ კარუზო, გესმის, რას გელაპარაკები? _ იჭაჭებოდა მის ენდრიუ.
მის ენდრიუს შეუვალ ხმას დაბნეულობა მოერია. მან გალია დადგა და
შეეცადა, ტოროლა ხელით დაეჭირა. მაგრამ ტოროლა დაუსხლტა და მაღ-
ლა-მაღლა აფრინდა.
იქიდან მერი პოპინსს ისევ ტია-ტია ჩამოსძახა.
_ მზადაა! _ დაუყვირა პასუხად მერი პოპინსმა.
და მოხდა სასწაული.
მერი პოპინსი მიაშტერდა მის ენდრიუს. უცებ მის ენდრიუ, თითქოს
მზერამ მოაჯადოვაო, აკანკალდა. აცახცახებულმა ჩაისუნთქა ჰაერი, ბარ-
ბაც-ბარბაცით გადადგა ორი-სამი ნაბიჯი და გალიას მივარდა. მერე არც მა-
იკლს და არც ჯეინს არ ახსოვთ, გალია გაიზარდა, თუ მის ენდრიუ დაპატა-
რავდა, მაგრამ აშკარად დაინახეს, როგორჩაიკეტა იგი გალიაში.
_ ოჰ! ოჰ! _ იკივლა მან.
იმწამსვე ტოროლა ქვასავით დაეშვა ძირს, დაავლო ბრჭყალები გალიას
და აფრინდა.
_ რა მჭირს? სადა ვარ? _ ღრიალებდა ცადაჭრილი მის ენდრიუ. _ ვერ
ვეტევი! სუნთქვა მიჭირს! _ ყვიროდა ის.
_ ტოროლასაც უჭირდა! _ უშფოთველად უპასუხებდა მერი პოპინსი.
გაცოფებული მის ენდრიუ გალიას გლეჯდა.
_ გამიღეთ! გესმით! გამომიშვით!
_ ჰმ! ჯერსადა ხარ! _ ჩუმად სიცილით ჩაილაპარაკა მერი პოპინსმა.
სულ ზევით, ზევით მიიწევდა ტოროლა და გამარჯვებისას მღეროდა.
მძიმე გალია ჰაერში ქანაობდა, ყირამალა ტრიალებდა, ზოგჯერ იფიქ-
რებდი, ბრჭყალებიდან გააგდო და ის არიო.
ტოროლას წკრიალა გალობას ენდრიუს ყვირილი ახშობდა. რაც შეეძ-
ლო, როხროხებდა:
_ ეს რას მოვესწარი! მე, ზრდილი და განათლებული ქალი! მე, ასეთი
სამართლიანი! მე, შეცდომარომ არასდროს დამიშვია!
მერი პოპინსმა უცნაურად, ჩუმად ჩაიცინა.
ტოროლა ძლივს ჩანდა, მაგრამ ისევ მაღლა-მაღლა მიიწევდა. მის ენ-
დრიუ და მისი გალიაც ხომალდივით რწევა-რწევით მიაპობდნენ ჰაერს.
_ გამიშვით, გესმით! გამიშვით! _ კიოდა მის ენდრიუ.
ტოროლამ წამით შეწყვიტა გალობა, მკვეთრად შემოტრიალდა, წკრია-
ლა ხმით შემოსძახა, გალიას ბრჭყალები უშვა და სამხრეთისაკენ აიღო გე-
ზი.
_ გაფრინდა! _ თქვა მერი პოპინსმა.
_ საით? _ იყვირეს ჯეინმა და მაიკლმა. _ შინ, მშობლიურ სანახებში, _ უპასუხა მერი პოპინსმა და თან ზევით
იცქირებოდა.
_ ვაიმე, გალია გაუვარდა! _ იღრიალა მაიკლმა და თვალები საცრისო-
დენა გაუხდა.
ერთ ნახვად ღირდა, რაც მოხდა!
გალია ყირამალა წამოვიდა. მანამდე წამდაუწუმ აღმა-დაღმა ტრია-
ლებდა. წაღმა-უკუღმა დააქანებდა მის ენდრიუს. ბოლოს გალია ჩამოეშვა,
ჩამოეშვა და წინკარში მოადინა ზღართანი.
მის ენდრიუმ იმწუთშივე გამოაღო კარი და გამოვიდა. ბავშვებს მოეჩ-
ვენათ, უფრო გამაღლდა და მრისხანებაც მოემატაო!
რამდენიმე წუთს მძვინვარებისაგან სუნთქვაშეკრული ხმას ვერ იღებ-
და და ადრინდელზე უფრო მეტად აჭარხლებული იდგა.
_ როგორ გამიბედეთ! _ წარმოთქვა ბოლოს სასომიხდილმა და თითი
მიაშვირა მერი პოპინსს; თითი უცახცახებდა და ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ
თვალებში რისხვა კი არ ედგა, შიშს დაესადგურებინა. _ თქვენ... თქვენ... _
ბურდღუნებდა მის ენდრიუ, ენა ებმებოდა, _ თქვე მტარვალო, უზნეო, თავ-
ხედო, თავნება გოგოვ, როგორმიეცით თავს ნება, როგორ?
მერი პოპინსი მიაჩერდა, დიდხანს უყურებდა ქირდვით, თვალმოჭუ-
ტული.
_ თქვენ ბრძანეთ, რომ მე ბავშვების აღზრდა არ შემიძლია, _ მკაფიოდ,
გასაგებად მარცვლავდა სიტყვებს მერი პოპინსი.
მის ენდრიუ მოიკუნტა, უკან დაიწია, ჭირის ოფლმა დაასხა.
_ მე... ბოდიშს ვიხდი, _ ამოთქვა ძლივს.
_ რომ მე უხეში და უმეცარი ვარ, _ განაგრძობდა მერი პოპინსი.
_ შევცდი! მა-მაპატიეთ, _ ჩიფჩიფებდა მის ენდრიუ.
_ თქვენ მე გოგო და საეჭვო პირი მიწოდეთ, _ განაგრძობდა მერი პო-
პინსი.
_ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, _ ძლივს ლუღლუღებდა მის ენდრიუ. _
ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე! ოღონდ გამიშვით! მეტს არა-
ფერს არა გთხოვთ! _ ხელებს იფშვნეტდა და ვედრებით შეჰყურებდა მერის.
_ გამიშვით! არშემიძლია დავრჩე! გამიშვით, წავალ! წავალ!
მერი პოპინსი დაფიქრებული შეჰყურებდა რამდენიმე ხანს. მერე ხელი
აუქნია და უთხრა:
_ წაბრძანდით!
_ გმადლობთ! გმადლობთ! _ ლუღლუღებდა მის ენდრიუ.
მერისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე დაიწია კიბისაკენ. მერე მიბ-
რუნდა, წაიფორხილა და ჭიშკრისაკენ გაიქცა.
ტაქსის მძღოლს ძლივს გადმოეტვირთა მის ენდრიუს ბარგი-ბარხანა,
ის იყო ძრავა ჩაერთო და წასვლას აპირებდა.
მის ენდრიუმ აცახცახებული ხელი დაუქნია.
_ მოიცათ! _ ხმაჩახლეჩილი უყვიროდა ის. _ დამიცადეთ! ათ შილინგს
მოგართმევთ საჩუქრად, თუ ახლავე წამიყვანთ!
მძღოლმა გაოცებისაგან პირი დააღო. _ არ მენდობით? _ ლამის კიოდა მის ენდრიუ. _ აი! _ მსწრაფლ ამოიქე-
ქა ჯიბე დაფული ამოიღო.
_ აჰა, და წავიდეთ!
მის ენდრიუ შეძვრა მანქანაში და საჯდომზე დაეხეთქა.
პირდაფჩენილმა ტაქსის მძღოლმა მანქანის კარი მიხურა. მერე ბარგის
დატვირთვას შეუდგა. ჩემოდნებზე უცოდველივით ეძინა რობერთსონ ეის.
მძღოლს არც გაუღვიძებია, გვერდზე გაათრია. თვალის დახამხამებაში ყვე-
ლაფერი მანქანაში ჩაალაგა.
_ ეტყობა, ბერიქალი შეიშალა! _ ჩაიბუტბუტა ტაქსის მძღოლმა, რომ
დაიძრა. _ ნეტავ, რა შეემთხვა? საოცარია!
მართლაც, რა შეემთხვა მის ენდრიუს, მძღოლმა არ იცოდა და ვერც
მიხვდებოდა, ასი წელიცრომ ეცოცხლა...
_ სად არის მის ენდრიუ? _ იკითხა სტუმრის საძებრად გამოსულმა მი-
სის ბენქსმა.
_ წავიდა! _ უპასუხა მაიკლმა.
_ როგორთუწავიდა? _ გაოცდამისისბენქსი.
_ ჩემი აზრით, აქ დარჩენა არისურვა, _ აუხსნა ჯეინმა.
მისის ბენქსმა შუბლი შეიკრა.
_ მერი პოპინს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? _ ჰკითხა მან.
_ წარმოდგენა არა მაქვს, მისის, _ მიუგო მერი პოპინსმა გულგრილად,
თითქოს არც აინტერესებდა, რა მოხდა. მერე თავისი ახალი ბლუზა შეათვა-
ლიერა და ნაკეცი გაუსწორა.
მისის ბენქსმა ხან ერთს შეხედა, ხან მეორეს, ხან მესამეს, შემდეგ თავი
გააქნია:
_ უცნაურია, ვერაფერი გამიგია!
სწორედ იმ წუთას ჭიშკარი გაიღო და ჩუმადვე მიიხურა. ბაღის ბი-
ლიკს ფეხის წვერებზე გამოუყვა მისტერ ბენქსი. შეამჩნია, ყველა მე მიყუ-
რებსო და ცალ ფეხზე შედგა.
_ რა? ჩამოვიდა? _ იკითხა შეშფოთებით.
_ ჩამოვიდა და წავიდა, _ უთხრა მისის ბენქსმა.
მისტერბენქსი გახევდა.
_ წავიდა? მართლაწავიდა, მისენდრიუწავიდა?
მისის ბენქსმა დაუდასტურა.
_ სიხარულო და ბედნიერებავ! _ ამღერდა მისტერ ბენქსი, ლაბადის
კალთა აიკრიფა და შოტლანდიური საცეკვაო ჯიგი დაუარა.
უცებ შეჩერდა.
_ რატომ? როგორ? როდის?
_ ეს-ეს არის ტაქსიმ წაიყვანა. მე ვფიქრობ, ბავშვები არათავაზიანად
მოეპყრნენ, მეც კი შემომჩივლა. მეტი სხვა მიზეზი არაფერი ყოფილა. თქვენ
რას იტყვით, მერი?
_ არაფერს, მისის, მე არაფერი ვიცი, _ მიუგო მერი პოპინსმა და გულ-
მოდგინედ ჩამოიფერთხა მტვერი თავისი ახალი ბლუზიდან.
მისტერბენქსი ბავშვებს მოუბრუნდა. სახეზე ტრაგიკული იერი ედო. _ უხეშად მოექეცით მის ენდრიუს? ჩემს გამზრდელს? საყვარელ მო-
ხუცს? თქვენ მაგივრად მრცხვენია, ძალიან მრცხვენია!
მკაცრად ლაპარაკობდა, მაგრამ თვალები უცინოდა.
_ უბედური კაცი ვარ! _ განაგრძობდა ჯიბეში ხელებჩაწყობილი მის-
ტერ ბენქსი. _ დღე და ღამეს ვასწორებ, რომ წესიერად გაგზარდოთ და
თქვენ კი როგორ გადამიხადეთ! უხეშად მოეპყარით მის ენდრიუს! სირ-
ცხვილი და თავლაფდასხმა! არ ვიცი, როდისმე გაპატიებთ თუ არა ამას!
მაგრამ, რასაკვირველია, შევეცდები, გაპატიოთ. გულით შევეცდები! _ თქვა
ეს, ორიფილა შოკოლადი გამოიღო და ბავშვებს გაუწოდა.
მესამე თავი
მძიმე დღე
_ წიკ-წიკ! წიკ-წიკ!
კედლის საათის ქანქარა საბავშვო ოთახში აქეთ-იქით ირხეოდა, თით-
ქოს ბებერი თავს აქიცინებსო.
_ წიკ-წიკ! წიკ-წიკ!
უცებ საათმა შეწყვიტა წიკწიკი და დაიწყო ღურღური დ კვნესა. თან-
დათან უმატა, თითქოს მუცელი სტკივაო. მერე ქანქარა ისე შეირხა, ბუხრის
თაროც აიყოლია. თაროზე შემოდგმულმა მურაბის ცარიელმა ქილამ დაიწ-
კარუნა და მაღლა ავარდა; ჯეინს თმის ჯაგრისი დავიწყებოდა, ისიც ჩაება
თავისი ჯაგრისით ფერხულში, მისის ბენქსის ნათლობის დროინდელი ბე-
ბიდა ქეროლაინის ნაჩუქარი სამეფო ფაიფურის სინი გადაბრუნდა და ზედ
დახატული სამი ყმაწვილი თითქოს ყირაზე დადგა.
ყველაფერ ამის შემდეგ, როცა გეგონებოდა, საათი საცაა, გასკდებაო,
დაიწყო რეკვა.
_ ძინ! ძინ! სამი! ოთხი! ხუთი! ექვსი! შვიდი!
ბოლოსრომ დაჰკრა, ჯეინს გამოეღვიძა.
მზე სხივებს უხვად სტყორცნიდა ფანჯარას და საწოლზე ოქროსფრად
ლივლივებდა.
ჯეინი წამოჯდა და მიიხედ-მოიხედა.
მაიკლს მშვიდად ეძინა. ტყუპებს თითები საწოვარასავით პირში ჩაე-
დოთ და თავიანთ საწოლებშიფშვინავდნენ.
«მარტო მე ვარ ფხიზლად!» _ გაიფიქრა მან კმაყოფილებით. _ შემიძ-
ლია ვიწვე დარაზეც მინდა ვიოცნებო».
მუხლები ნიკაპზე მიიდო, მოიკუნტა და ისე მოხერხებულად მოეწყო,
თავი ბუდეში ეგონა.
«ჩიტი ვარ, _ შვიდი საღი კვერცხი დავდე და ბარტყებს ვჩეკ. კრ... კრ...
კრ... _ აჭყლოპინდა ჩუმად. _ რამდენიმე ხანში, ვთქვათ, ნახევარ საათში,
ვინმე ჩუმად იტყვის წიკ-წიკ და ნისკარტს დაარტყამს ნაჭუჭს. ნაჭუჭი
ამოტყდება და «წიავ, წიავ», გამოიჩეკება შვიდი ბარტყი _ სამი ყვითელი,
ორი მურა, ორი...»
_ ადგომის დროა!
სად იყო, სად არა, ჯეინის საბანს წასწვდა მერი პოპინსი. _ ოჰ, არა, არა! _ აბუზღუნდა გოგონა და საბანი წაიხურა.
გაბრაზდა მერი პოპინსზე, ყველაფერი ჩაუშალა!
_ არმინდა ადგომა! _ თავი ჩარგო ბალიშში.
_ მართლა? _ ჰკითხა მერი პოპინსმა მშვიდად.
საბანი გადახადა და ჯეინი, უნდოდა თუ არ უნდოდა, ლოგინიდან წა-
მოხტა.
_ ვაიმე, დედა! _ ამოიოხრა მან. _ რატომ, აი რატომ უნდა ავდგე მე ყო-
ველთვის პირველი?
_ ყველაზე უფროსი ხარ და იმიტომ, _ უთხრა მერი პოპინსმა და აბაზა-
ნისკენ მიუთითა.
_ არ მინდა უფროსობა! რატომ მაიკლი არასოდეს არ არის უფროსი?
ერთხელ მაინც იყოს!
_ შენ უფრო ადრე გაჩნდი და იმიტომ ხარ უფროსი, გაიგე?
_ მე არ მითხოვია, ადრე გამაჩინეთ-მეთქი! მომბეზრდა უფროსობა!
ოცნება მინდა!
_ კბილები გამოიხეხე და იოცნებე.
_ იგივე აღარგამოვა.
_ შენგინდასულერთსადაიმავეზეიოცნებო?
_ დიახ, მინდა!
მერი პოპინსმა ცივად გადახედა.
_ საკმარისია, გმადლობთ! _ უთხრა მან.
ჯეინმა შეატყო, სერიოზულად მელაპარაკებაო.
შევიდა აბაზანაში, აიღო ჯაგრისი და დაიწყო კბილების ხეხვა, მაგრამ
მალე აბაზანის ძგიდეზე ჩამოჯდა.
_ ეს უსამართლობაა! _ ბუტბუტებდა და ლინოლეუმზე ფეხის წვერს
არტყამდა. _ ყველაფერს მაკეთებინებენ, უფროსი ხარო! არგამოვიხეხავ კბი-
ლებს!
თქვა და თვითონვე გაუკვირდა. აქამდე ყოველთვის უხაროდა, მაიკ-
ლზე და ტყუპებზე უფროსი რომ იყო. თავი დიდად მიაჩნდა. დღეს რატომ
მოსდის გული, რატომ ბრაზობს?
_ რატომ და მაიკლი ჩემზე ადრე რომ დაბადებულიყო, ამ დილით მო-
ვასწრებდი ბარტყების გამოჩეკას, _ აუხსნა თავისთავს.
აშკარად ცუდად დაიწყო დღე.
სამწუხაროდ, უსიამოვნებას უსიამოვნება ემატებოდა.
საუზმეზე ჯეინისთვის ბრინჯი აღარ დარჩა.
_ რას იზამ, ჯეინს შვრიის ფაფას მოვუხარშავ, _ თქვა მერი პოპინსმა
და ამოიხვნეშა, შვრიის მოხარშვა ძალიან ეზარებოდა.
_ რატომ, რა-ტომ? _ აჭიჭყინდა ჯეინი. _ მე ბრინჯი მინდა!
მერი პოპინსმა შუბლი შეიკრა:
_ იმიტომ, რომ უფროსი ხარ!
_ ისევ ის საძაგელი სიტყვა! _ ჯეინმა წიხლი ჩასცხო სკამის ფეხს, ლაქს
ავაცლიო. შვრიის ფაფა სვენებ-სვენებით ძლივს ჩაათავა. _ კარგი იქნება,
შიმშილით სული გამძვრეს! ასე უნდა! მაშინ ინანებენ!
_ დღესრა დღეა? _ იკითხა მაიკლმა მხიარულად და თეფში მოფხიკა. _ ოთხშაბათია, _ უპასუხა მერი პოპინსმა. _ ნელა, თეფში არგახვრიტო.
_ მაშ, დღეს მის ლარკთან მივდივართ სტუმრად.
_ თუ კარგად მოიქცევით, _ წარბგაუხსნელად თქვა მერი პოპინსმა ისე,
თითქოს არა სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
მაიკლი სიხარულით ცას სწვდებოდა და არაფერი შეუმჩნევია.
_ ოთხშაბათია! _ იყვირა მან და კოვზი მაგიდაზე ააბრახუნა.
ვინც ოთხშაბათს დაიბადა...
უბედობა დაებედა! _
წაუმღერა მაიკლმა. მერე ჯეინი გამოაჯავრა: ოთხშაბათსა ხარ დაბადე-
ბული და მიტომ გერგო ბრინჯის ნაცვლად შვრიისფაფაო.
ჯეინმა შუბლი შეიკრა და მაგიდის ქვეშ ფეხი მოუქნია. მაიკლმა აიც-
დინა და გაიცინა.
თვალწარმტაცია ისა,
ვინც დაიბადა კვირას! _
განაგრძო დეკლამაცია.
_ სწორია! სწორედ კვირას დავიბადე და თვალწარმტაცი ვარ! _ გამოაც-
ხადა ბოლოს.
ჯეინმაღვარძლიანად გაიცინა.
_ დიახ, სწორედ რომ თვალწარმტაცი ვარ! _ თავისაზე იდგა მაიკლი. _
მე თვითონ გავიგონე, მის ბრილი რომ ამბობდა. ელინს უთხრა, თოჯინას
ჰგავსო!
_ მართალია! _ ჩაიბურტყუნა ჯეინმა. _ პაჭუა ცხვირიცა გაქვს.
მაიკლი გაიბუსხა.
ჯეინს ისევ გაუკვირდა. სხვა დროს მაიკლს ეტყოდა, მართლაც ლამაზი
ბიჭი ხარო. ასეც სჯეროდა, მაგრამ დღეს გაბრაზებულმა უთხრა:
_ უშნო ხარ! ფეხმოღრეცილო! ფეხმოღრეცილო!
მაიკლი ეცა.
_ შეწყვიტეთ! _ გასცა ბრძანება მერი პოპინსმა და ბრაზით გადახედა
ჯეინს:
_ თუ ვინმე გამოირჩევა ამ სახლში სილამაზით, ეს...
გაჩუმდა და კმაყოფილმა სარკეში ჩაიხედა.
_ ვინ? _ ერთხმად შესძახეს ჯეინმა და მაიკლმა.
_ ბენქსებიდან არც ერთი! _ მოუჭრა მერი პოპინსმა. _ აი ასე!
მაიკლმა ალმაცერად გადახედა ჯეინს. ასე შვრებოდა ყოველთვის, რო-
ცა მერი პოპინსი რაიმე საოცარს იტყოდა. ჯეინი გრძნობდა, მაიკლი რომ
უყურებდა, მაგრამ ვითომ ვერ შეამჩნია. მიბრუნდა და თაროდან საღებავე-
ბის ყუთი ჩამოიღო.
_ არგინდა მატარებლობანა ვითამაშოთ? _ შერიგება სცადა მაიკლმა.
_ არა! მარტომ უნდა ვითამაშო!
_ ჩემო კარგებო, დღესროგორა ხართ? ამ სიტყვებით მისის ბენქსი შემოვიდა ოთახში და ჩქარ-ჩქარა გადა-
კოცნა ბავშვები. მას სულ ეჩქარებოდა, ყოველთვის მოუცლელი იყო.
_ მაიკლ, _ თქვა მან, _ ახალი ფეხსაცმელი გჭირდება, თითები გარეთ
გაქვს გამოყოფილი. მერი პოპინს, ჯონი გასაკრეჭია. ბარბი, ჩემო პაწაწუნა,
თითს ნუ წუწნი. ჯეინ, ჩაირბინე ქვემოთ და მისის ბრილს უთხარი, მომი-
ნანქრებულ ტორტს ნუ გამოაცხობს. გადავიფიქრე.
«ისევ! _ გაიფიქრა ჯეინმა. _ საშველს არ მაძლევენ! მოჰკიდებ რამეს
ხელს და იმ წუთში საქმეს გამოგიძებნიან!»
_ დედა, რატომ მაინცდამაინც მე? მაიკლს არშეუძლია?
_ მე ვიფიქრე, გაგიხარდებოდა, შემეშველებოდი. მაიკლი ხომ იცი, რო-
გორია. მისვლამდე დაავიწყდება დანაბარები! გარდა ამისა, შენ უფროსი
ხარ, გაიქეცი, ჩემო გოგო!
ჯეინი კიბეს კუს ნაბიჯით ჩაუყვა. გულში ფიქრობდა, სანამ ჩავალ, მი-
სის ბრილი ტორტს მინანქრით მორთავსო. დილიდანვე აკვირვებდა თავისი
საქციელი. თითქოს ვიღაც უშნო და უხიაგი ჩაუსახლდა სხეულში და სია-
ვისკენ უბიძგებდა.
მან მისის ბრილს გადასცა დედის დანაბარები და ძალიან შეწუხდა,
როცა გაიგო, დროზე მოვასწარიო.
_ კარგია, ნაკლებ საწვალებელი შემექნა, _ ჩაილაპარაკა მისის ბრილმა
და ჯეინს სთხოვა: _ ოქრო გოგო, ჩაირბინე ბაღში და რობერთსონს მოაგონე,
დანა გამილესოს. შენ ყმაწვილი ხარ, ფეხებში ძალა გერჩის, მე კი ბებერი ვარ
დაფეხებს ძლივს დავათრევ...
_ არშემიძლია, საქმე მაქვს.
ახლა მისის ბრილი გაოცდა.
_ შენ ხომ კარგი გოგო ხარ, ძლივს დავღოღავ, სად ვირბინო!
ჯეინმა ამოიხვნეშა. გულშიფიქრობდა, რატომ არმომეშვებიანო?
წიხლით მიხურა სამზარეულოს კარი და ბაღში წაფლატუნდა.
რობერთსონ ეის ბაღის ბილიკზე სარწყავი თავქვეშ ამოედო და ტკბი-
ლად ხვრინავდა. რობერთსონ ეისთვის ბუნებას ერთი სიკეთე მიემადლები-
ნა: იძინებდა, სადაც მოუნდებოდა და როგორც მოუხდებოდა. მართალი
რომ ითქვას, ძილი ყველაფერს ერჩია. ბავშვებმა იცოდნენ რობერთსონ ეის
ეს უცნაურობა, ეცოდებოდათ და უფროსებთან არაბეზღებდნენ.
მაგრამ დღეს ყველაფერი აირია. ჯეინის სხეულში ჩასახლებულმა ბო-
როტმა სულმა არ დაინდო რობერთსონ ეი.
_ ყველამ გააწყალა გული! _ ჩაილაპარაკა ჯეინმა და სარწყავი მთელი
ძალით ააბრახუნა.
რობერთსონ ეი ელდანაკრავივით აყვირდა:
_ მიშველეთ! მიშველეთ! ხანძარია, ხანძარი!
მერე თვალები ამოიფშვნიტა და ჯეინი არშერჩა!
_ ეჰ, შენა ხარ, _ ამოილუღლუღა მან, თითქოს რაღაც საინტერესოს
ელოდა და იმედი გაუცრუვდაო.
_ წადი და დანები დალესე! სწრაფად! _ უბრძანა ჯეინმა.
რობერთსონ ეი ნელა წამოდგა და გაიზმორა: _ ყოველთვის გამოგიძებნიან საქმეს. ჯერ ერთი არ დაგიმთავრებია და
მეორეს მოგაჩეჩებენ. წუთს არ გაცლიან! კაცს თუ დასვენება უნდა, არავინ
ფიქრობს!
_ დასვენების მეტს რა აკეთებ! _ არ დაინდო უგულო ჯეინმა. _ სულ
გძინავს.
რობერთსონ ეის ეწყინა და საყვედურით შეხედა. სხვა დროს ჯეინს ძა-
ლიანაც შერცხვებოდა, მაგრამ დღეს არც შემკრთალა.
_ ეს რა მითხარი! _ შეწუხდა რობერთსონ ეი. _ უფროსი მაინც არ იყო!
არმოველოდი! არაფრით არმოველოდი!
ისევ ნაღვლიანად შეხედა ჯეინს და სამზარეულოსკენ გალასლასდა.
«ალბათ არასოდეს მაპატიებს», _ გაიფიქრა ჯეინმა. სხეულში დაბუდე-
ბულმა ბოროტმა სულმა კი მიუგო: «მერერა! ნუ მაპატიებს!»
ასწია თავი და ნელ-ნელა გაუყვა ბავშვების ოთახისაკენ. გზადაგზა
ჭუჭყიანი ხელები ახლადშეთეთრებულ კედელს შეახოცა. შეახოცა იმიტომ,
რომ ეს სასტიკად იყო აკრძალული.
მერი პოპინსს ხელში ბუმბულის საგველა ეჭირა და ავეჯს მტვერს აც-
ლიდა.
_ დაკრძალვიდან მოდიხარ, თუ დაკრძალვაზე მიდიხარ? _ ჰკითხა ჯე-
ინს.
ჯეინმა ერთი მოქუფრულად შეხედა და არაფერი უპასუხა.
_ ვიცნობ ერთ ვიღაცას, ფათერაკებს დაეძებს, დაეძებს და კისერსაც მო-
იტეხს, _ გააფრთხილა მერი პოპინსმა.
_ მერერა, მოიტეხოს.
_ მოიტეხა კიდეც. იმასაც ამბობენ, ჩამოკიდესო, _ პასუხი არ დაუყოვნა
მერი პოპინსმა და საგველა გადადო. _ ახლა მე უნდა ვისაუზმო. ტყუპებს
მიხედე, ხმა, კრინტი არგავიგონო...
წინადადება არ დაამთავრა, მაგრამ ოთახიდან რომ გადიოდა, თავისე-
ბურად ჩაიფრუტუნა.
ჯონი და ბარბი ჯეინს მისცვივდნენ და ხელებში ჩააფრინდნენ. ჯეინმა
გაიწ-გამოიწია და პაწია და-ძმა ჩამოიცილა.
_ რატომ დედისერთა არა ვარ! _ დაიკვნესა მან.
_ სახლიდან გაიპარე! _ შესთავაზა მაიკლმა. _ ეგებ ვინმემ გიშვილოს.
ჯეინი სახტად დარჩა. მაიკლის წინადადებამ განაცვიფრა.
_ უჩემოდ მოგწყინდება, მოგენატრები!
_ არაფერიც! _ დაამშვიდა მაიკლმა. _ სულ გაავებული ხარ და! მერე კი-
დევ, შენი საღებავები მე დამრჩება!
_ არა, არ დაგრჩება! _ არგაახარა ჯეინმა. _ თან წავიღებ!
და რომ ეჩვენებინა, ჩემია და მე ვარ საღებავების ბატონ-პატრონიო,
ფუნჯებიც ჩამოიღო და იატაკზე სახატავი ალბომიც გაშალა.
_ საათი დახატე, _ ურჩია მეგობრულად მაიკლმა.
_ არა!
_ მაშინფაიფურის სამეფო სინი!
ჯეინმა შეხედა სინს. სამი ბიჭი უწინდებურად მწვანე მინდორზე გარბოდა. სხვა დროს სია-
მოვნებით დახატავდა, მაგრამ დღეს სხვაგვარად ფიქრობდა. მაინცდამაინც
რატომ ის ვქნა, რაც მაიკლმა მირჩიაო.
_ არმინდა! მე თვითონ ვიცი, რასაც დავხატავ!
თავისთავის ხატვას შეუდგა. ხატავდა, როგორ იჯდა მარტოდმარტო,
ეულად კვერცხებზე...
მაიკლი, ჯონი და ბარბი იდგნენ და თვალს ადევნებდნენ.
ჯეინი გაერთო და ცუდმა განწყობილებამაც გაუარა.
მაიკლი ნახატისაკენ დაიხარა:
_ აი, აქ ქათამი მიახატე!
უჩვენა მან. ამ დროს წაიფორხილა, ჯონის დაეჯახა, ჯონიმ თავი ვერ
შეიკავა, წაიქცა და წყლით სავსე ჭიქა გადააბრუნა. აკვარელით შეფერილი
წყალი ნახატზე დაიღვარა.
იწივლა ჯეინმა და წამოხტა.
_ ეჰ, შე დათვო! როგორგამიფუჭე! აი, შენ!
და ერთი ისეთი უთავაზა მაიკლს, რომ ბიჭი დაბარბაცდა, წაიქცა და
ჯონი ქვეშ მოიყოლა. ტყუპები აბღავლდნენ, მაიკლი აყვირდა:
_ ვაიმე, თავი გამიტეხე! ვაი, ვაი! თავი გამიტყდა!
_ კარგია! ეგრე მოგიხდება! _ ქაქანებდა ჯეინი _ შემომიჩნდი და ნახა-
ტი გამიფუჭე! საძაგელო! საძაგელო! საძაგელო!
კარი გაიღო.
მერი პოპინსმა ცივად მოათვალიერა ბრძოლის ველი.
_ მე რა გითხარი? _ ჰკითხა მან ჯეინს ძალიან მშვიდად. _ კრინტი არ
გავიგონო-მეთქი და რას ვხედავ! სტუმრად წასვლაზე ოცნებაც არ გაბედო!
ოთახიდან ნაბიჯს ვერგაადგამ. რაც გინდა დამიძახე, თუ ასე არა ვქნა!
_ სიამოვნებით!
ჯეინმა ხელები ზურგზე დაიწყო და უდარდელი სახით განზე გადგა.
სულაც არიყო გულდაწყვეტილი.
_ ძალიანაც კარგი.
მერი პოპინსს ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ ავის მომასწავებელი ჟღერა
კი გაურია.
ჯეინი უხმოდ უყურებდა, როგორაცმევდა მერი პოპინსი ბავშვებს.
ყველანი რომ გამოეწყვნენ, მერი პოპინსმა თავისი ძვირფასი ქუდი ჩა-
მოიღო და ოდნავ გვერდზე დაიხურა. ყელზე მედალიონიანი ოქროს ძეწკვი
ჩამოიკიდა და მისის ბენქსის ნაჩუქარი თეთრ-წითელ-უჯრულა შარფი მო-
იხვია. შარფის ერთ კიდეზე ამოქარგული იყო მ. პ. მერიმ ის კიდე წინ მოიქ-
ცია და თავის გამოსახულებას თვითკმაყოფილებით გაუღიმა სარკეში.
მერე კარადა გამოაღო, თუთიყუშისთავა სახელურებიანი ქოლგა აიღო
და ბავშვები ააჩქარა.
_ დრო ბევრი გექნება საოცნებოდ! _ დაუბარა ჯეინს, რომ გადიოდა და
ხმამაღლა ჩაიფრუტუნა.
ჯეინი დიდხანს იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ცდილობდა,
თავის შვიდ კვერცხზე ეფიქრა, მაგრამ ვაი, რომ კვერცხები აღარართობდა. საინტერესოა, რას შვრებიან ახლა მის ლარკთან? ალბათ ძაღლებს ეთა-
მაშებიან და მის ლარკი უამბობს, ედი რა დიდებული წარმომავლობისაა,
ბართლომე ნახევრად ერდელი, ნახევრად მეძებარია და მაინც არ უქნია
ღმერთს... მერე ყველას, ძაღლებსაც კი, ჩაის, შოკოლადის ნამცხვარსა და
ნიგვზიან ტორტს მიართმევენ...
_ ვაი-ვაი-ვაი!
იმის გაფიქრებამ, რომ ყველაფერი ეს განზე დარჩა და ამაში დამნაშავე
თვითონვე იყო, ჯეინს გული ატკინა და უფრო გაღიზიანდა.
_ წიკ-წიკ! წიკ-წიკ! _ აწიკწიკდა საათი.
_ ჩუმად! _ იწივლა ჯეინმა და მთელი ძალით ესროლა ერთი ყუთი აკ-
ვარელი. ყუთი ასხლტა მინიდან დაფაიფურის სამეფო ლანგარს დაეცა.
ძიინ, ბრახ!
ლანგარი გადმობრუნდა და დავარდა.
ღმერთო! ესრა ჩაიდინა!
ჯეინმა თვალი მოჭუტა.
_ გესმით? მტკივა! _ აწუწუნდა ვიღაცა.
ჯეინმა თვალი ვერგაახილა.
_ ჯეინ! _ ისევ გაისმა ხმა. _ მე თქვენ მუხლი დამიზიანეთ.
ჯეინმა სწრაფად მოაბრუნა თავი. ოთახში არავინ იყო.
კარს მივარდა და გააღო.
იქაც არავინ ჩანდა.
ვიღაცამ გაიცინა.
_ სად იყურებით, სულელო! აქეთ ამოიხედეთ! ზევით!
ჯეინმა ბუხრის თაროს ახედა.
საათის გვერდით ეგდო გადაპირქვავებული ფაიფურის ლანგარი. ის
შუაზე გაბზარულიყო და, მისდა გასაოცრად, ჯეინმა ნახა, რომ ლანგარზე
მიხატულ ერთ-ერთ ბიჭს ცხენის სადავე მიეგდო, წახრილიყო და ორივე ხე-
ლით მუხლს ჩაჰფრენოდა. დანარჩენი ორი შეწუხებულნი დასცქეროდნენ.
_ ა-რ-რაფერი მ-მ-მესმის, ა-რ-აფერი, _ უპასუხა ჯეინმა თავისთავს თუ
უცნობ ხმას.
ლანგარის ბიჭმა თავი ასწია და ჯეინს გაუცინა:
_ არ გესმით? შეიძლება. არაერთხელ შემინიშნავს, თქვენ და მაიკლი
სრულიად მარტივ ამბებშიც ვერ ერკვევით. ხომ მართალია? _ ისევ გაიცინა
და თავის ძმებს მიუბრუნდა.
_ სწორია, _ თქვა ერთ-ერთმა, _ ატირებული ტყუპების დაწყნარებასაც
ვერახერხებენ.
_ ჩიტის კვერცხის დახატვაც არ შეუძლიათ. შეხედეთ, რა კუთხოვანი
კვერცხები დაუხატავს! _ თქვა მეორემ.
_ საიდან იცით ტყუპებისა თუ კვერცხების ამბავი? _ ჰკითხა ჯეინმა და
გაწითლდა.
_ ახალი ამბავი! _ უთხრა პირველმა ბიჭმა. _ როგორფიქრობთ, ყოველ-
დღე გიყურებთ და ვერაფერს ვხედავთ? თუმცა, საძინებელ ოთახსა და აბა-
ზანაში ვერ შევიხედავთ. ამ გახსენებაზე, რა ფერის კაფელითაა მოპირკეთე-
ბული აბაზანა? _ ვარდისფერით.
_ ჩვენი თეთრითა და ცისფრით. არგინდათ დაათვალიეროთ?
ჯეინი ყოყმანობდა. ისე იყო გაოგნებული, არიცოდა, რა ეთქვა.
_ წამოდით! თუ გნებავთ, უილიამი და ევერარდი თქვენი ცხენები იქ-
ნებიან. მე მათრახს ავიღებ და გვერდით გამოგყვებით. ვალენტინი მქვია. ძა-
ლიან მიხარია, რომ გაგიცანით. ჩვენ სამი ტყუპისცალი ვართ, და გვყავს კი-
დევ ერთი _ ქრისტინა.
_ სად არის ქრისტინა? _ ჯეინმა ყურადღებით დახედა ლანგარს.
მაგრამ ლანგარზე მხოლოდ მწვანე მინდორი და მურყნარი ჩანდა. ვა-
ლენტინის, უილიამისა და ევერარდის გარდა სხვა არავინ იყო.
_ წამოდით და ნახავთ! _ ჩააცივდა ვალენტინი და ხელი გაუწოდა. _
ისინი ხომ წავიდნენ სტუმრად, თქვენ ჩვენ გვეწვიეთ!
ჯეინი გულისხმაში ჩავარდა. იფიქრა, ვაჩვენებ მაიკლს და ტყუპებს სე-
ირს, ჰგონიათ, თვითონ არიან სტუმრად და მე არა! შეეხარბებათ კიდეც და
ინანებენ, ასერომ მომექცნენ!
_ კარგი, _ უთხრა და ხელი გაუწოდა. _ მოვდივარ!
ვალენტინმა მაგრად ჩაავლო ხელი და წააცუნცულა.
ჯეინმა უცებ ტრიალ, მზით განათებულ მინდორში ამოყო თავი. ნაც-
ვლად გაცვეთილი ხალიჩისა, ფეხქვეშ ზიზილებით გადაპენტილი ხასხასა
რბილი ბალახი ეგო.
_ ვაშა! _ ყვიროდნენ ვალენტინი, უილიამი, ევერარდი და გარშემო უვ-
ლიდნენ ცეკვა-ცეკვით.
ჯეინმა შეამჩნია, რომ ვალენტინი კოჭლობდა.
_ უი! _ უთხრა მან. _ მე დამავიწყდა, რომფეხი გტკივა!
ვალენტინმა გაიღიმა:
_ არა უშავს! მე ვიცი, რომ თქვენ განზრახ არგიქნიათ.
ჯეინმა ცხვირსახოცი ამოიღო და მუხლი შეუხვია.
_ უცბად არ მომარჩინეთ?! _ უთხრა ვალენტინმა თავაზიანობის ნიშ-
ნად და ჟღარუნებიანი სადავე გადასცა.
უილიამმა და ევერარდმა თავები გაიქნიეს, ჩაიფრუტუნეს, როგორც
ნამდვილმა ცხენებმა, და მინდორში გაიქცნენ. ჯეინმა სადავე ააჟღარუნა და
გაჭენდა.
ვალენტინი კოჭლობით გაჰყვა, თან მიუმღერა:
ჯენი _ ჩემი სიხარული, მზის ნათელი ჯენი!
ჯენი _ ვარდის თაიგული, სურნელების მფენი...
გულს მიგიკრავ ნეტარებით, ჩემო ტურფა ჯენი!..
გულში მაგრად დააბიჯებს სიყვარული შენი!
_ სიყვარული შენი!.. სიყვარული შენი!.. _ აიტაცეს სიმღერა უილიამმა
და ევერარდმა.
ჯეინმა იფიქრა, ძველი ყაიდის სიმღერააო. სამივეს ძველ ყაიდაზე შე-
კერილი კოსტიუმები ეცვა, ვარცხნილობაც ძველმოდური ჰქონდათ, თავა-ზიანობაც ძველი ყაიდისა გამოსდიოდათ. მოკლედ, ყველაფერი ძალიან
ძველებურად გამოიყურებოდა.
«ძალიან უცნაურია!» _ გაიფიქრა ჯეინმა.
მაგრამ მაშინვე ისიც გაიფიქრა, რომ აქ გაცილებით უფრო საინტერე-
სოა, ვიდრე მის ლარკთან, და მაიკლი შურით გასკდება, ყველაფერს რომ
მოვუყვებიო.
ცხენები შორს გაჭენდნენ. ჯეინიც გააქროლეს.
ჯეინმა წუთით სადავე მოსწია, შეჩერდა და მიმოიხედა, მინდორს გაღ-
მა ძლივს ანათებდა ლანგარის ერთი კიდე.
უცებ შეშფოთდა, დაბრუნება მოუნდა.
_ მეყოფა, შინ დაბრუნების დროა, _ თქვა მან და ჟღარუნა სადავე გადა-
აგდო.
_ არა, არა, არა! _ გარს შემოერტყნენ სამივენი.
ისეთი უცნაური ხმა ჰქონდათ, ჯეინი უფრო შეშფოთდა.
_ ძებნასდამიწყებენ, აუცილებლადუნდაწავიდე.
_ ჯერ ადრეა, _ შეეკამათა ვალენტინი. _ ისინი ისევ მის ლარკთან არი-
ან. წამოდით! საღებავებს გიჩვენებთ.
მაცთუნებელი წინადადება იყო.
_ ბერლინური ლაჟვარდისფერი გაქვს? _ ჰკითხა მან. თვითონ სწორედ
ლაჟვარდისფერი საღებავი აკლდა.
_ მაქვს, ვერცხლისფერკოლოფში! წავიდეთ!
ჯეინი თავისდა უნებურად გაჰყვა.
«დავხედავ საღებავებს და მაშინვე გამოვიქცევი. ერთი ფუნჯის მოსმა-
საც არვითხოვ». _ ფიქრობდა ის.
_ სად არის თქვენი სახლი? _ ჰკითხა ბიჭებს. _ ლანგარზე არჩანს.
_ რას ამბობ! რა თქმა უნდა, ლანგარზეა. ვერ ხედავთ, ტყე ეფარება. წა-
მოდით!
არც კი გაუგიათ, ისე შეერივნენ უღრან ტყეს. ძირს ჩამოცვენილი ფოთ-
ლები აშარიშურდნენ. დროდადრო ტოტიდან ფრთების ფათქუნით მტრედი
აფრინდებოდა ხოლმე.
უილიამმა ჯეინს ჩიტი ბუტბუტას ბუდე დაანახვა, ევერარდმა ფოთ-
ლებით გვირგვინი დაუწნა და თავზე დაადგა.
ჯეინი ასე თავაზსა და პატივისცემაში იყო და მაინც, რატომღაც, თავს
კარგად ვერგრძნობდა. ტყიდანრომ გამოვიდნენ, შვებით ამოისუნთქა.
_ აი, ჩვენი სახლიც! _ დაანახვა ვალენტინმა.
მათ წინ სუროშემოხვეული უშველებელი ქვის სახლი იდგა. ასეთი
ძველისძველი სახლი ჯეინს არ ენახა. მოეჩვენა, თითქოს სახლი ბრაზიანად
დაიხარა. ქვის კიბეზე ორივე მხარეს ორი-ორი ქვის ქანდაკება იდგა
ლომებისა, გეგონებოდა, ცოცხლებია და სადაცაა, უნდა წამოხტნენო.
სახლისჩრდილშირომმოექცნენ, ჯეინიშეკრთა.
_ დიდხანს ვერ დავრჩები, უკვე გვიანაა, _ შეშფოთდა იგი.
_ სულ ხუთი წუთით! _ შეეხვეწა ვალენტინი.
ქვის იატაკზე აბაკუნებდნენ. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჯეინი და
ის სამნი, მეტი არავინ ჩანდა. დერეფანში ცივი ორპირი ქარი უბერავდა. _ ქრისტინა! ქრისტინა! _ დაუძახა ვალენტინმა, ჯეინი კიბეზე აიყვანა
და მიახედა _ აი, აგერაა!
ვალენტინის ხმა ექოსავით აიტაცა სახლმა და გაისმა: «აი, აგერაა! აი,
აგერაა!».
კარს სწრაფად მოუახლოვდა ვიღაც და პირთამდე გააღო. ამ სამ ვაჟზე
ცოტათი მაღალი, ძველებურ ფუშფუშკაბიანი გოგონა გამოვარდა და ჯეინს
ჩაეხვია.
_ როგორც იქნა, როგორც იქნა! _ აღფრთოვანებული იყო ის. _ ბიჭები
რამდენი ხანია გითვალთვალებენ! ვერაფრით მოგიხელთეს, ბედნიერი გო-
გო იყავი და!
_ ვერმომიხელთეს? _ ჩაეკითხა ჯეინი. _ მე არ... არმესმის...
სულ მთლად დაიბნა. ძალიან ინანა, ვალენტინის მიპატიჟებახე უარი
რომ არა თქვა.
_ პეპერა აგიხსნის, _ უცნაურად ჩაიცინა ქრისტინამ და ჯეინი ოთახში
შეიყვანა.
_ ჰე! ჰე! ჰე! რა ამბავია მანდ? _ წამოიკნავლა ვიღაცამ.
ჯეინი შეკრთა და უკან, ქრისტინასაკენ დაიწია.
ოთახში, ბუხართან კაცი იჯდა. ჯეინმა შეხედა და შეეშინდა. მიხრწნი-
ლი ბებერი უფრო აჩრდილს ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ არსებას. ბუხარში ცეც-
ხლი ენთო და მოხუცს სახეზე ცეცხლის ალის შუქი ადგა. გაჭაღარავებული
მეჩხერი წვერი ვერ უფარავდა ჩაცვენილ ლოყებს. მუქი ფერის ქუდი ეხურა,
მაგრამ გამელოტებული თავი მაინც უჩანდა, ძველებური გრძელი გახუნე-
ბული აბრეშუმის ხალათი და მოქარგულიფეხსაცმელი ეცვა.
_ მაშ ასე, _ თქვა ბერიკაცმა და პირში გაჩრილი ჩიბუხი გამოიღო, _ რო-
გორც იქნა, ჯეინი მოვიდა!
ადგა, საზარლად ჩაიხვიხვინა და მისკენ წამოფორთხდა. ჩაცვენილი
თვალები ანთებოდა.
_ პეპერა, ბიჭებმა ტყის გაღმა დაიჭირეს, _ უთხრა ქრისტინამ.
_ ჰო, როგორშეიპყრეს?
_ აიხირა, უფროსობა აღარ მინდაო, გაჭინჭყლდა, საღებავებით სავსე
ყუთი ისროლა, ლანგარს მოახვედრა და ვალენტინს მუხლი დაუზიანა.
_ ასეა, ასე, _ აჩიფჩიფდა ბერიკაცი. _ ჭირვეულობამ ასე იცის! კარგია,
კარგი, _ წრიპინებდა ის. _ ჩვენთან ყველაზე უმცროსი იქნები, ნამცეცავ. ჩე-
მი ყველაზე უმცროსი შვილთაშვილი! ოღონდ ჩვენთან არავითარი ჭირვეუ-
ლობა არ გაგივა! ჰე! ჰე! ჰე! არავითარი ახირება! აბა, მოშინაურდი, ბუხარს
მივუსხდეთ, ჩაის ინებებთ, თუ ალუბლის ნაყენს?
_ არა! არა! _ იფეთქაჯეინმა. _ თქვენ შემცდარიბრძანდებით! მე შინუნდა წავი-
დე! ჩვიდმეტნომერსახლშივცხოვრობალუბლისშესახვევში!
_ გინდათ თქვათ, ვცხოვრობდიო, _ სიხარულით შეუსწორა ვალენტინ-
მა. _ თქვენ ახლა აქ ცხოვრობთ!
_ არ მინდა აქ ცხოვრება! _ გამწარებული ყვიროდა ჯეინი. _ არ გესმის?
შინ მინდა!
_ სისულელეს თავი გაანებე! _ დაიჩხავლა პეპერამ, _ ისე არ გინდო-
და, ჰე-ჰე! მე ვიცი როგორია უფროსობა, _ შენ უნდა აკეთო ყველაფერი დაუმცროსები ერთობიან! _ ჰე-ჰე-ჰე! ჩვენთან ყველა გაგანებივრებს, _ ჩიბუხი
გამოფერთხა მოხუცმა. _ შენ ჩვენი ძვირფასი ნამცეცა იქნები, ჩვენი ოქრო
გოგო! შინ არასოდეს დაბრუნდები!
_ არასოდეს! _ აიტაცეს უილიამმა და ევერარდმა და ცეკვა გამართეს.
ჯეინი ცრემლად იღვრებოდა.
_ შინ მინდა! შინ მინდა!
კბილებჩაცვენილმაპეპერამგესლიანადჩაიღიმა.
_ ფიქრობ, რომ ისე გაგიშვებთ? _ ჰკითხა ბოროტმა ბერიკაცმა. _ შენ
ჩვენი ლანგარი გატეხე! ვალენტინს მუხლი დაუზიანე! ეს ამბავი ადვილად
არჩაგივლის! გამოსასყიდი შემოგვთავაზე!
_ მი... მივცემ ჩემს საღებავებს.
_ საღებავები აქვს!
_ რგოლს მივცემ!
_ ჰე-ჰე! ვალენტინი უკვე დიდია!
_ მაშინ... _ ჯეინი შეყოყმანდა. _ ცოლად გავყვები, როცა გავიზრდები!
პეპერამ ჩაიხვიხვინა.
ჯეინმა საწყალობლად შეხედა ვალენტინს.
ვალენტინმა თავი გააქნია.
_ დაგვიანებული მგონია, _ შეწუხდა ის, _ დიდი ხანია გავიზარდე...
_ აბა, რა ვქნა... რა დავაშავე... არაფერი მესმის! სადა ვარ? _ ტიროდა სა-
სოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ჯეინი.
_ პაწიავ, ძალიან შორს, შორს ხარ შენი სახლიდან! _ ჩიფჩიფებდა ბებე-
რი, _ წარსულში მოხვდი, შორეულ წარსულში, როცა ქრისტინა და ბიჭები
ბავშვები იყვნენ!
_ როგორ... რანაირად დავბრუნდე შინ! _ ცრემლებს ყლაპავდა ჯეინი.
_ ვერაფრით ვერ დაბრუნდები! აქ დარჩები! სხვა გზა არ არის! გაიგე,
რომ შორეულ წარსულში ხარ. არც ტყუპები, არც მაიკლი ჯერარ დაბადებუ-
ლან, ის კი არა, ჯერ დედაშენი და მამაშენიც არ არიან ამქვეყნად, ჩვიდმეტი
ნომერი სახლიც ჯერარაშენებულა! არსად არა გაქვს წასასვლელი!
_ არა, არა! _ ზლუქუნებდა ჯეინი, _ არ არის მართალი, როგორ შეიძ-
ლება ასე იყოს!
გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ვეღარასოდეს ნახავს მაიკლს, მამას, დე-
დას, ტყუპებს და... მერი პოპინსს! და უცებ რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იყ-
ვირა:
_ მერი პოპინს! მეტს აღარვიზამ! მიშველეთ, მიშველეთ! მერი პოპინს!
_ ცოცხლად! დაიჭირეთ! არგაუშვათ! _ ბრძანა ბერიკაცმა.
ოთხივე გარს შემოერტყა.
ჯეინმა ძალა მოიკრიბა. თვალები დახუჭა და იყვირა:
_ მერი პოპინს!
მისი ძახილი მოედო ქვის დერეფნებს და ხმა გამოსცა: _ მერი პოპინს!
ვიღაცამ ხელი დაავლო ჯეინს და გასწია, მაგრამ ვალენტინი, უილია-
მი, ევერდერი და ქრისტინა მაგრად ჩაჰფრენოდნენ...
_ ჰე-ჰე-ჰე! _ ჩხაოდა პეპერა. _ ჰე-ჰე-ჰე! უცებ ჯეინმა იგრძნო, რომ მისმა მტრებმა ხელები გაუშვეს, და იგრძნო,
რომ მიათრევენ... სველ, რაღაცით აშარიშურებულ კიბეებზე... დერეფანში...
მიწაზე...
პეპერას, ქრისტინას და ბიჭების ხმა შორეთში ჩაიკარგა.
მზემ ლოყებზე მოუთათუნა. ხეშხეშა ბალახიფეხებზე ემწვავა...
ამ დროს ვიღაცამ მარწუხივით ჩაავლო ხელი და ჰაერში აიტაცა.
_ მიშველეთ! _ ღრიალებდა ჯეინი.
რაც შეეძლო ცდილობდა, ხელიდან დასხლტომოდა. ფიქრობდა, რაც
არ უნდა დამიჯდეს, არ დავემორჩილებიო. ვურტყამ წიხლებს, ვურტყამ და
ვურტყამ, სანამ...
_ დიდად მადლობელი ვიქნები, თუ გაიხსენებ, _ ჩაესმა ყურში ნაცნო-
ბი ხმა, _ რომ ეს ჩემი საუკეთესო ქვედა კაბაა და მთელი ზაფხული მინდა
მეცვას.
ჯეინმა თვალი გაახილა და ცისფერი თვალების ჩვეულ მკაცრ გამო-
ხედვას წააწყდა.
დიახ, სწორედ მერი პოპინსის ხელებს ეჭირა ასე მაგრად, მერი პოპინსს
აყრიდა თურმე ტლინკებსაც.
_ ოჰ, თქვენა ხართ! _ ამოილუღლუღა ჯეინმა. _ მე მეგონა, ვერ გაგაგო-
ნეთ! მე მეგონა, სულ იქ უნდა დავრჩე-მეთქი! მე მეგონა...
_ ზოგიერთებს, _ თქვა მერი პოპინსმა და მსუბუქად დასვა იატაკზე, _
ბევრირამ ჰგონიათ. თუ შეიძლება სახე მოიწმინდე.
ჯეინს ცხვირსახოცი გაუწოდა და ვახშმისთვის სუფრის გაშლას შეუდ-
გა.
ჯეინი უყურებდა და დიდი ცისფერი ცხვირსახოცით იწმენდდა ცრემ-
ლებს. ოთახში ყველაფერი ნაცნობი და ჩვეული იყო: გაცვეთილი ხალიჩა,
სათამაშოების კარადა, მერი პოპინსის სავარძელი... და ეს ჩვეული ნივთები
სიმყუდროვეს, სითბოსა და სიმშვიდეს ბადებდა მის გულში.
მერი პოპინსი მაგიდასთან ტრიალებდა. ჯეინი ყურს უგდებდა ჩვეულ
ხმებს და თავსგადანახადი საშინელება დავიწყების ბურუსში იძირებოდა.
ჯეინი ბენიერებამ მოიცვა.
«შეუძლებელია, მე ასეთი ცუდი ვყოფილიყავი, _ უთხრა თავისთავს. _
ეტყობა, ვიღაც სხვა იყო!» და დაიწყო ფიქრი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო...
*
_ ტყუილია! _ არ დაუჯერა მაიკლმა, როცა ჯეინმა ცოტა ხნის შემდეგ
უამბო თავისი თავგადასავალი. _ ძალიან დიდი ხარ! ლანგარზე ვერ დაეტე-
ოდი!
ჯეინი წუთით ჩაფიქრდა. მართალი თუ გინდათ, თვითონაც მთლად
არა სჯეროდა, რაც მოუყვა.
_ ჰო, შენ ალბათ მართალი ხარ, _ უთხრა მან. _ მაგრამ მაშინ მომეჩვენა,
რომ ასე იყო.
_ შენ გამოიგონე ყველაფერი, ფიქრობ, ფიქრობ და თავში რა მოგივა,
ვინ იცის. მაიკლი თავისთავს უპირატესობას ანიჭებდა: არასდროს იწუხებდა
თავსფიქრით.
_ გული გამიწყალა თქვენმა მონაჭორმა! _ გვერდით გასწია მერი პო-
პინსმა ორივე და ტყუპები დააწვინა. მერე გაჯავრებულმა თქვა, იმედია, ახ-
ლა მაინც მოვისვენებ წუთითო.
მოიხადა თავისი ახალი ქუდი და კოლოფში ჩაუძახა, მოიხსნა ძეწკვი
და ფრთხილად ჩადო უჯრაში. მერე გაიხადა პალტო, დაფერთხა და საკი-
დარზე ჩამოჰკიდა.
_ სად არის თქვენი ახალი შარფი, დაკარგეთ? _ ჰკითხა ჯეინმა.
_ რას ლაპარაკობ! _ თქვა მაიკლმა. _ რომ მოვედით, ყელზე ჰქონდა
მოხვეული.
მერი პოპინსი ბავშვებს მიუბრუნდა:
_ კეთილ ინებეთ და თქვენს თავს მიხედეთ, ჩემსას მე მოვუვლი!
_ მე მინდოდა მოგშველებოდით, _ დაიწყო ჯეინმა.
_ მადლობელი ვარ, როგორმე მე თვითონ მოვახერხებ, _ ჩაიფრუტუნა
მერი პოპინსმა.
ჯეინმა მაიკლს თვალით ანიშნა. მაიკლმა ვერაფერი შეამჩნია, განცვიფ-
რებული მისჩერებოდა ბუხრის თაროს.
_ მაიკლ, რა დაგემართა?
_ ეტყობა, შენ არ გამოგიგონია! _ უჩურჩულა მაიკლმა და ლანგარზე
შეახედა.
ჯეინმა გახედა, ლანგარი გაბზარულიყო. მინდორიც ჩანდა, ბალახიცა
და ტყეც. მინდორში სამი ყმაწვილი ცხენობანას თამაშობდა.
და ოი, საკვირველებავ, ერთ-ერთ ყმაწვილს ფეხი პატარა თეთრი
ცხვირსახოცით ჰქონდა შეხვეული; ხოლო ბალახზე, თითქოს ვიღაცას სიჩ-
ქარეში დაუვარდაო, თეთრ-წითელუჯრებიანი თავსაფარი ეგდო. თავსაფ-
რის კიდეზე წარწერა მ. პ.-ც ჩანდა.
_ აჰა, აი, სად დაუკარგავს! _ თქვა მაიკლმა და თავი მრავალმნიშვნე-
ლოვნად დააქნია. _ ვუთხრათ, რომ ვიპოვეთ?
ჯეინმა მოიხედა, მერი პოპინსი თავის წინსაფარს ისეთი სახით იკრავ-
და, გეგონებოდათ, მთელმა ქვეყანამ მას აწყენინაო.
_ არღირს, _ უთხრა ჩუმად ჯეინმა. _ ალბათ, იცის.
ჯეინმა კიდევ ერთ წუთს მოიცადა, უყურა გატეხილ ლანგარს, გამო-
ნასკვულ ცხვირსახოცს, თავსაფარს და უცებ გაიქცა, გახამებულ თეთრ წინ-
საფარს მოეხვია.
_ მერი პოპინს! _ ყვიროდა ის. _ მერი პოპინს! აღარასოდეს ვიჭირვეუ-
ლებ! აღარასოდეს!
ოდნავ შესამჩნევმა სკეპტიკურმაღიმილმა გაუპო ბაგე მერი პოპინსს.
_ ჰმ! _ თქვა და წინსაფარი შეისწორა.
ეს იყო და ეს, მეტი არაფერი დასცდენია.
მეოთხე თავი კატა, რომელიც მეფეს უმზერდა
მაიკლს დღეობა ჰქონდა. მეორე დღეს კბილები ასტკივდა. ლოგინში
იწვა და კვნესოდა, თან თვალს მერი პოპინსისაკენ აპარებდა, ეგებ ყურად-
ღება მომაქციოსო.
ის კი იჯდა ძველ სავარძელში და მატყლს ართავდა: ჯეინიც იქვე ჩა-
ცუცქულიყო და ხელში გორგალი ეჭირა. ქვემოდან ტყუპების ჭყიპინი ის-
მოდა, ელინის მეთვალყურეობით თამაშობდნენ. ბავშვების ოთახში მყუდ-
როება სუფევდა. მერი პოპინსის გორგალი უფრო და უფრო გაიბერა. საათი
თავმომწონედ წიკწიკებდა, გეგონებოდა, ახალკვერცხდადებული დედალი
კაკანებსო.
_ რატომ მტკივა მე კბილები და ჯეინს არა? _ წაიწუწუნა მაიკლმა და
მერი პოპინსის მიცემული შარფით ლოყა აიხვია.
_ რატომ და გუშინ ზომაზე მეტი ტკბილეული ჩასანსლე, _ არ შეიბრა-
ლა მერი პოპინსმა.
_ ჩემი დღეობა იყო და აბა, რა მექნა! _ გამოეპასუხა მაიკლი.
_ ეს იმას არ ნიშნავს, ზომიერება დაკარგო! რატომ მე არა მტკივა კბი-
ლები დღეობის შემდეგ!
მაიკლმა ბრაზით შეხედა, ხანდახან მოუნდებოდა, მერი პოპინსი
მთლად ასეთი სრულყოფილი არ ყოფილიყო, მაგრამ ამის თქმას ხმამაღლა
ვერასოდეს ბედავდა.
_ აი, ავდგები და მოვკვდები! _ დაიმუქრა მაიკლმა. _ მაშინ ინანებთ,
ასეთი შეუბრალებელირომ ხართ.
მერიმ აგდებულად ჩაიფრუტუნა და მატყლისრთვა განაგრძო.
მაიკლმა სახე ხელებში ჩარგო და მიიხედ-მოიხედა, ნუგეშისმცემელს
ეძებდა. თითქოს ოთახის ყველა ნივთი თანაგრძნობით შესცქეროდა. ესენი
იყვნენ მისი ძველი კეთილი მეგობრები: შპალერი, ცხენი-სარწეველა, გაცვე-
თილი წითელი ხალიჩა.
მაიკლმა მზერა ბუხრის თაროზე გადაიტანა.
კომპასიც იქ იდგა და სამეფო ფაიფურის ლანგარიც; იქვე იყო მურაბის
ქილაში ჩადებული ზიზილები, ფრანის ბაწრის კოჭი და მერი პოპინსის
თერმომეტრი. მათ შორის თავს იწონებდა დეიდა ფლოსის გუშინდელი სა-
ჩუქარი: თეთრი ფაიფურის ნაირფრად მოხატული ფისო ფეხებმიტყუპებუ-
ლი იჯდა, თათებზე კუდი მოეხვია. ფაიფურის ზურგს მზის სხივი ეცემო-
და; მწვანე თვალებს ამაყი და სერიოზული გამოხედვა ჰქონდა.
მაიკლმა მეგობრულად გაუღიმა. მაიკლს დეიდა ფლოსი უყვარდა და
ეს საჩუქარიც ძალიან გაუხარდა.
ამ დროს კბილმა საშინლად შეუტია.
_ ვაიმე! თავი გამისკდება! _ დაიკვნესა მან და საწყალობლად შეაჩერდა
მერი პოპინსს.
_ არავის ვენაღვლები! _ დაიჩივლა გულმოკლულმა.
მერი პოპინსმა დაცინვით გაიღიმა.
_ ეგრე ნუ მიყურებთ! _ აზლუქუნდა მაიკლი და ლოყაზე ხელი მაგრად
მიიჭირა. _ რატომ! ხომ იცი, კატამ მეფეს შეხედა!
_ მე ხომ მეფე არა ვარ, _ განაგრძობდა ბუზღუნს მაიკლი, _ არც თქვენ
ხართ კატა, მერი პოპინს!
მაიკლს ეგონა, კამათს გამიბამს და კბილის ტკივილი გამიყუჩდებაო.
_ როგორ ფიქრობთ, ყველა კატას შეუძლია მეფეს შეხედოს? მაგალი-
თად, მაიკლის კატას შეუძლია? _ ჰკითხა ჯეინმა.
მერი პოპინსმა აიხედა. მისი ცისფერი თვალები კატის მწვანე თვალებს
წააწყდა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
_ ყველა კატას შეუძლია, _ თქვა ბოლოს. _ ამ კატას ხომ შეუძლია და
შეუძლია.
თავისთვის ჩაიღიმა და ისევ ძაფს მიუბრუნდა. ამ დროს თაროზე რა-
ღაცამ გაიფაჩუნა. ფაიფურის კატამ ფაიფურის ულვაშები გააცმაცუნა, თავი
ასწია და დაამთქნარა, ბასრი კბილები და ვარდისფერი ენა გამოუჩნდა. მერე
კატამ მოხატული ზურგი ასწია, აიზლაზნა, კუდი გააქნია და თაროდან ია-
ტაკზე ჩამოსკუპდა.
_ მიაუ! _ დაიკნავლა მან. ხალიჩას გამოჰყვა, მერი პოპინსს მიეახლა და
თავი დაუკრა. მერე ფანჯრის რაფას შეახტა და ისკუპა ფანჯრიდან, საიდა-
ნაც უხვად იღვრებოდა ოქროსფერი მზის სხივები.
მაიკლს კბილის ტკივილი სულ დაავიწყდა.
ჯეინს გორგალი ხელიდან გაუვარდა.
ორივეს კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.
_ რ-როგორ, რ-რანაირად? _ ლუღლუღებდნენ ისინი. _ რატომ? ს-საით?
_ დედოფალს უნდა ეწვიოს სტუმრად, _ უპასუხა მერი პოპინსმა. _ ყო-
ველ მეორე პარასკევს დედოფალი დარბაზობას მართავს. ჯეინ, თვალებს ნუ
ატრიალებ! ქარი მიმართულებას შეიცვლის! მაიკლ, პირი ნუ დაგიღია, თო-
რემ კბილი გაგიცივდება.
მაიკლმა პირი უცებ დამუწა, მაგრამ მაშინვე დააღო.
_ მინდა ვიცოდე, რას ნიშნავს ეს! _ დაიყვირა მან. _ ფაიფურის კატაა!
ნამდვილი არარის! ხტუნავს! მე თვითონ დავინახე!
_ რატომ წავიდა დედოფალთან სტუმრად? _ იკითხა ჯეინმა.
_ თაგვების შესაპყრობად, _ მშვიდად გასცა პასუხი მერი პოპინსმა, _
და ძველი ბედნიერი დროის მოსაგონებლადაც.
ჯეინმა თვალებით გააფრთხილა მაიკლი. მაიკლი საწოლიდან გად-
მოძვრა, სავარძელთან მიიპარა. სავარძელი აჭრაჭუნდა. მერი პოპინსმა, ეტ-
ყობა, ვერაფერი შეამჩნია. თვალი ფანჯრისათვის თუ სადღაც შორეთისათ-
ვის მიეშტერებინა.
_ იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, _ დაიწყო მან აუჩქარებლად. _
იგი ფიქრობდა, ამქვეყნად ყველაფერი ვიციო. რამდენი რამ იცოდა, ანუ,
უფრო სწორად, ფიქრობდა, ვიციო, ენა ვერ იტყვის. თავი ციფრებითა და
ფაქტებით ისე ჰქონდა სავსე, როგორც ბროწეულია მარცვლებით გამოტენი-
ლი. იმდენი იცოდა და ისეთი ჭკვიანი იყო, გონებადაბნეული გახდა, ყვე-
ლაფერი ავიწყ-დებოდა. თქვენ ალბათ არ დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ
ხანდახან საკუთარი სახელიც ავიწყდებოდა, სახელად კი კოლი ერქვა. სა-ბედნიეროდ, პირველ მინისტრს ბრწყინვალე მეხსიერება ჰქონდა და დრო-
დადრო შეახსენებდა, კოლი გქვიაო.
მეფეს ამქვეყნად ყველაფერს ერჩია ფიქრი. ფიქრობდა მთელი ღამე,
ფიქრობდა დილაობით. ფიქრობდა საუზმეზე, სადილად, ვახშმად, აბაზანა-
ში. არასოდეს ამჩნევდა, რა ხდებოდა მის ცხვირწინ, რადგან ყოველთვის
ფიქრებში იყო გართული.
თქვენ შეიძლება იფიქროთ, თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქ-
რობდა, ხალხის ბედნიერებაზე ფიქრით იწუხებდა თავსო, არა! მას თავში
სულ სხვა რამ უტრიალებდა. მაგალითად, აინტერესებდა, ინდოეთში რამ-
დენი ბაბუინია, ან რომელი პოლუსია უფრო დიდი _ ჩრდილოეთისა თუ
სამხრეთისა, ან შეიძლება თუ არა ისწავლოს სიმღერაღორმა.
ამაზე მარტო თვითონ კი არ იმტვრევდა თავს, სხვებსაც აწვალებდა.
ყველას აწვალებდა, გარდა პირველი მინისტრისა, რომელსაც ფიქრი არ უყ-
ვარდა, მაგრამ არაფერი ერჩია მზის გულზე უსაქმოდ ჯდომას. ოღონდ
ცდილობდა, ეს არავის შეემჩნია, თორემ მეფე არ აპატიებდა და თავს მოჰ-
კვეთდა.
მეფე ბროლის სასახლეში ცხოვრობდა. ოდესღაც სასახლე ისე ბრწყი-
ნავდა, რომ გამვლელ-გამომვლელები თვალებს ხუჭავდნენ, არ დავბრმავ-
დეთო. გაიარა წლებმა, ამასობაში, მტვერი დაედო, დაიბურა, არც არავინ
იყო, რომ დაესუფთავებინა, არავის ეცალა. მეფეს ეხმარებოდნენ ფიქრში
ყველანი: მზარეულებიც, შინამოსამსახურეებიც, ჭურჭლის მრეცხავებიც,
ვინც უნდა ყოფილიყო, უბრძანებდნენ და ისიც თავქუდმოგლეჯილი უნდა
გაქცეულიყო ჩინეთში აბრეშუმის ჭიის დასათვლელად, ან სოლომონის
კუნძულზე, იმის გასაგებად, მართავდა თუ არა ქვეყანას დედოფალი საბია.
დაბრუნდებოდნენ, ჩამოიტანდნენ უტყუარ ამბებს, ცნობებს, მონაცე-
მებს. მეფე და დიდებულები მაშინვე ჩაწერდნენ ტყავისყდიან დიდ წიგნში.
თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრებოდა და პასუხს ვერ მოიტანდა, თავს მოჰკვეთ-
დნენ.
ერთადერთი, ვისაც საქმე ჰქონდა სასახლეში, დედოფალი იყო. მთელი
დღე იჯდა ოქროს ტახტზე და ყელზე ჩამოკიდებულ ცისფერ და მწვანეყვა-
ვილებიან ყელსაბამს ათამაშებდა. ზოგჯერ დაიკივლებდა, წამოხტებოდა
და თავის ყარყუმის მოსასხამში მაგრად გაეხვეოდა. ეს იმიტომ, რომ ჭუჭ-
ყით სავსე სასახლე თაგვებითაც გაივსო. ხოლო თაგვისა, როგორც იცით,
ყველა დედოფალს ეშინია.
დედოფალი ხანდახან მეფის ტახტზე ახტებოდა ხოლმე.
მეფე ასეთ დროს იჭმუხნებოდა.
_ თუ შეიძლება, ჩუმად! _ ეუბნებოდა უკმაყოფილოდ. მას ხომ გაფაჩუ-
ნებაც კი უშლიდაფიქრს.
თაგვები შეკივლებაზე დაწიოკდებოდნენ ხოლმე და დარბაზში ცოტა
ხნით სიჩუმე ისადგურებდა. ისმოდა მხოლოდ ბატის ფრთის კალმის წრი-
პინი, მეფე და კარისკაცები ტყავისყდიან დავთარში ახალმიღებულ ცნო-
ბებს, მონაცემებს დაფაქტებს წერდნენ.
დედოფალი არავის არაფერს უბრძანებდა, თვით სეფექალებსაც კი. ან
რა აზრი ჰქონდა, მეფე მის ბრძანებას მაინც ყოველთვის ცვლიდა. _ დედოფალს კაბა ამოვუკემსოთო?! _ ბრაზი მოერეოდა მას. _ რა კაბა,
რის კაბა! კაბაზე ლაპარაკი ღირს? აიღეთ კალამი და ჩაწერეთ წიგნში ახალი
ცნობებიფრინველ ფენიქსზე.
სეფექალები მეფეს ემორჩილებოდნენ, საწყალი დედოფალი ან თვი-
თონ იკემსავდა კაბას, ან დადიოდა ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი.
თავის ტახტზე მოკალათებული საწყალი დედოფალი ხშირად იგონებ-
და წარსულს, იმ დროს, როცა მეფეს გაჰყვა ცოლად. მაშინ მეფე მაღალ-მაღა-
ლი, ტანადი, ხუჭუჭთმიანი _ ლამაზი, ღონიერი და სიცოცხლით სავსე
ჭაბუკი იყო.
_ აააჰ! _ ამოიხვნეშებდა დედოფალი. ის დრო სჯობდა, როცა მეფე
თაფლისკვერებითაც უმასპინძლდებოდა, ბუტერბროდებსაც თვითონ მიარ-
თმევდა! ისეთი სიყვარულით შესცქეროდა, დედოფალს გული საგულეში
არ უჩერდებოდა და თავს მიაბრუნებდა, ბედნიერებისაგან არ დავდნეო!
მერე, ერთ დაწყევლილ საღამოს...
_ ვარსკვლავებზე უფრო კაშკაშა თვალები გაქვს, _ უთხრა მეფემ და ცას
ახედა.
ახედა და დაბლა აღარ დაუხედავს.
_ საინტერესოა, _ თქვა ჩაფიქრებულმა, _ რამდენი ვარსკვლავია? ალ-
ბათ, დავითვლი: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი...
ითვალა და ითვალა მანამ, სანამ დედოფალს არჩაეძინა.
_ ათას ორას ორმოცდაცხრა, ათას ორას ორმოცდაათი... _ ამბობდა მე-
ფე, როცა დედოფალს გამოეღვიძა. და იგი მიხვდა, რომ მეფე ისევ ითვლიდა
და ითვლიდა.
ვერ მოისვენა მეფემ, სანამ ყველა კარისკაცი ფეხზე არ წამოყარა და
ვარსკვლავების თვლა არ დააწყებინა. ითვალეს და ითვალეს კარისკაცებმა,
მაგრამ პასუხები ერთმანეთს არ დაემთხვა.
ასე დაიწყო ყველაფერი.
მეორე დღეს მეფემ დედოფალს ქათინაური სტყორცნა:
_ ძვირფასო, ვარდივით ბრიალა ლოყები გაქვს.
დედოფალმა გაიხარა, მაგრამ მაშინვე ჩაიფერფლა, რადგან მეფემ დას-
ძინა:
_ რატომ ვარდივით და არა კომბოსტოსავით? რატომაა ლოყა ვარდის-
ფერი, ხოლო კომბოსტო მწვანე და პირიქით? სერიოზული საკითხია. ღირს
ჩაფიქრებად!
მესამე დღესაც იგივე განმეორდა. უთხრა, მარგალიტივით კბილები
გაქვსო და დედოფალმა საპასუხო გაღიმებაც ვერმოასწრო, მეფემ განაგრძო:
_ თუმცა, რაა გასაკვირი? კბილები ყველასა აქვს, მარგალიტივით კბი-
ლებიც არაა იშვიათი, მაგრამ მარგალიტი იშვიათია! აი, რაა საფიქრალი!
იმ დღიდან მოყოლებული ფიქრი არ შეუწყვეტია. ფიქრობდა, ფიქრობ-
და და ფიქრობდა, თავს უყრიდა ცნობებს, ფაქტებს, მონაცემებს და თით-
ქმის ზედ არ უყურებდა დედოფალს. რომ შეეხედა, საკითხავია, დაინახავდა
თუ არა. იმდენს კითხულობდა და წერდა, მალე სიბეცე დასჩემდა. ფერი და-
კარგა, ჩამოჭკნა და გაჭაღარავდა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დანაღვლიანდებოდა საწყალი დედო-
ფალი! ზოგჯერ მოხუცი მინისტრი მიიპარებოდა ტახტთან და დედოფალს
ხელზე ხელს მოუთათუნებდა. ზოგჯერ პაჟი, მელანს რომ უსხამდა მეფეს
სამელნეში, გაუღიმებდა, მაგრამ არც მოხუცსა და არც ყმაწვილს დრო არა
რჩებოდათ, დედოფალი გაერთოთ. წუთითაც რომ თავი გაენებებინათ საქ-
მისათვის, თავის მოკვეთა არასცდებოდათ.
არ გეგონოთ, მეფე ავი ყოფილიყო. პირიქით, სჯეროდა, ჩემი ქვეშევ-
რდომები უბედნიერესი ხალხია, ასეთი ჭკვიანი და სწავლული მეფე რომ
ჰყავთო. მაგრამ, რა თქმა უნდა, სანამ ის მეფედ ბრძანდებოდა, ქვეშევრდო-
მები გაღატაკდნენ, სახლები გამოცარიელდა, მინდორ-ველი გატიალდა,
რადგან ყველა მამაკაცი მეფეს ეშველებოდაფიქრში...
ქალები საშინლად ბრაზობდნენ. მეფის განსწავლულობა ჩირადაც არ
უღირდათ. ცნობებით ხომ არ გამოვკვებავთ ბავშვებსო, ამბობდნენ ისინი,
ვერც ბინის ქირას გადავიხდითო. მეღორეები და მწყემსებიც კი დრტვინავ-
დნენ. თუ მოიგონებთ, რომ საერთოდ ყველა მეღორესა და მწყემსს თავი მო-
ჯადოებული უფლისწული ჰგონია, მიხვდებით, სამეფოში როგორ ჭირდა
ცხოვრება.
ერთ მშვენიერ დღეს მეფე და კარისკაცები, ჩვეულებისამებრ, უსხდნენ
მაგიდას სამეფო დარბაზში და კალმებს აწრიპინებდნენ. დედოფალი ყურს
უგდებდა კალმის წრიპინსა და თაგვების წრუწუნს. ისე ჩუმად იჯდა, რომ
ერთმა თავხედმა თაგვმა მთელი დარბაზი გამოიარა და სამეფო ტახტქვეშ
არხეინად შეუდგა ულვაშების ცმაცუნს. დედოფალმა შიშისაგან შეჰკივლა,
მაგრამ მაშინვე პირზე ხელი დაიფარა, მეფეს ხელი არ შევუშალოო, აიკრიფა
თავისი ყარყუმის მოსასხამის კალთა და შიშით აკანკალებული გაილურსა.
უცებ, სად იყო და სად არა, ზღურბლზე კატა გამოჩნდა. პატარა ფისო
იყო, ბაბუაწვერასავით ფუმფულა, ულვაშებიდან კუდამდე შაქარივით
თეთრი. დარბაზში ნება-ნება შემოვიდა, თითქოს საქმე არაფერი აქვს, დრო
კი თავსაყრელიო.
წუთით ხალიჩასთან შეყოვნდა, ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა წიგ-
ნებში თავჩარგულ მეფესა და კარისკაცებს. მერე მწვანე თვალებით დედო-
ფალს მოხედა. უცებ შეხტა და მთელი ტანით აცახცახდა, მოიკეცა, ულვაში
აებურძგნა, ერთი ნახტომით გადაჭრა დარბაზი და ტახტს ქვემოთ შეძვრა.
ერთი კრუტუნი, ერთიც დაწრუწუნება და თაგვი აღარიყო.
_ ჩუმად, გეთაყვა! რანაირად ხვნეში, ძვირფასო, ფიქრი შემაწყვეტინე! _
აბუზღუნდა მეფე.
_ მე არვხვნეში! _ გაბედა ხმის ამოღება დედოფალმა. _ კატაა.
_ კატა? _ დაიბნა მეფე, თავი კი არ აუწევია, _ კატები ბეწვიანი ოთხფე-
ხა ძუძუმწოვრები არიან. შინაურ თუ გარეულ კატებს დედამიწის ყველა
კუთხეში შეხვდებით, გარდა პოლარული ზონისა; ჭამენ თაგვებს, თევზებს,
ფრინველთ; ხან კრუტუნებენ, ხან კნავიან, გააჩნია განწყობილებას. აქეთ-
იქით დახეტიალობენ. ხალხური გადმოცემა ამბობს, კატას ცხრა სული უდ-
გასო. დანარჩენი თუ გაინტერესებს, ნახე მეშვიდე ტომი, მეორე გვერდი, დ.
თაროზე, მეხუთე კარადაში, როგორც შეხვალ, მარცხნივ. ეჰ! ესრაღაა!
მეფეკინაღამწამოხტა. მისწინ, მაგიდაზეკატაიჯდა. _ ფრთხილად! _ გაბრაზდა მეფე. _ სულ ბოლო-დროინდელ ცნობებზე
დასკუპებულხარ. ფრიად სერიოზული საკითხია. ინდაურები ინდური წარ-
მომავლობისა არიან თუ არა, თუ არ არიან, რატომ? რა გინდა? თქვი, ნუ
დუდღუნებ, თითქმის დავყრუვდი!
_ მინდა შემოგხედოთ, _ მშვიდად უთხრა კატამ და კუდი სამელნეს გა-
დაუსვა.
_ ოჰო! შეხედე! ჰმ! რას იზამ, ნათქვამია, კატამ მეფეს შეხედაო! არაფე-
რი მაქვს საწინააღმდეგო, მიმზირე, დატკბი!
მეფე სავარძლის ზურგზე გადაწვა და თავი მოაბრუნა, რომ კატას თა-
ვიდან ბოლომდე დაეთვალიერებინა.
კატა დაფიქრებული შესცქეროდა. კარისკაცებმა წერას თავი ანებეს და
კატას მიაშტერდნენ. დუმილმა დაისადგურა.
_ აბა, _ მედიდურად გაიღიმა მეფემ. _ ბრძანეთ, თუ შეიძლება, ვინა
გგონივართ?
_ არც ისე დიდი ვინმე! _ უდარდელად გამოეპასუხა კატა და თათი მო-
ილოკა.
აცახცახებული კარისკაცები კალმებს ეცნენ.
_ რაააა? _ იღრიალა მეფემ. _ არც ისე დიდი ვინმე? უყურე ერთი! საწყა-
ლო, უმეცარო ცხოველო, იცი, როგორმეფეს შესცქერი?
_ საერთოდ, ყველა მეფე ერთნაირია, _ მიუგო კატამ.
_ არაფერიც! _ გაბრაზდა მეფე. _ თავს დავდებ, რომ ვერ დაასახელებ
ვერცერთ მეფეს, ცოდნით შემედაროს! ტყუილად კი არ მოდიან ქვეყნის კი-
დიდან პროფესორები ნახევარსაათიანი კონსულტაციისათვის! ჩემ მიერ
შეგროვილი ფაქტების, ცნობების, მონაცემების დარი მსოფლიოში არ არის!
ჩემს კარზე ნარჩევი საზოგადოებაა შეკრებილი. გოლიათების რისხვა _ მამა-
ცი ჯეკი ჩემს ბაღჩა-ბაღებს უვლის! ჩემს ცხვრის ფარას, სხვა კი არა, ცერო-
დენა მწყემსავს! ჩემს სამზარეულოში სულ ასფურცელა ქადა ცხვება! და შენ
კიდევ ბედავ, თქვა ჩემზე, არც ისე დიდი ვინმე ხარო? ვინა ხარშენ თვითონ,
მეფეს ასერომ ელაპარაკები?!
_ უბრალო კატა ვარ! ოთხი თათი მაქვს, მეხუთე კუდი მაბია. ულვაშე-
ბიც მაქვს...
_ ამას მეცა ვხედავ! _ სიტყვა გააწყვეტინა მეფემ. _ გარეგნობა არ მაინ-
ტერესებს! ჩემთვის მთავარია, რა იცი?
_ ყველაფერი ვიცი! _ თქვა კატამ და კუდი აპრიხა.
_ როგორ? _ მეფემ აღშფოთებისაგან სული ძლივს მოითქვა. _ იცი, შე-
ნისთანა თვითმარქვია, შენისთანა ტრაბახა ჯერ არ შემხვედრია! დიდი
სურვილი მაქვს, თავი გაგაგდებინო!
_ სიამოვნებით! _ დაეთანხმა კატა. _ მაგრამ ყველაფერს თავისი დრო
აქვს!
_ ყველაფერი იცის ამქვეყნად! უსინდისო ქმნილება! არავის შეუძლია
ყველაფერი იცოდეს! მეც კი არვიცი ყველაფერი!
_ კატებმა იციან, _ თქვა კატამ. _ გარწმუნებთ, ყველა კატამ ყველაფერი
იცის! _ კარგი! _ ჩაიბურდღუნა მეფემ. _ მოგიწევს, დაგვიმტკიცო, რაცა თქვი!
ისეთი ჭკვიანი თუ ხარ, როგორც ამბობ, სამ კითხვას დაგისვამ. და ჩვენ ვნა-
ხავთ... რასაც ვნახავთ!
და ჩაიცინა. გულში გაიფიქრა, ეს ბაქიბუქა ტრაბახს თუ არ მოიშლის,
ნახავს სეირსო.
_ მაშ, ასე, _ მუცელზე ხელები დაიწყო და თქვა მეფემ. _ პირველი კით-
ხვა ასეთია:
_ ერთი წუთით! _ მშვიდად შეაჩერა კატამ. _ მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ
გიპასუხებთ თქვენს კითხვებზე მანამ, სანამ პირობებზე არ შევთანხმდე-
ბით. ბრიყვი კატები არ არსებობენ. მზადა ვარ, პირობები შემოგთავაზოთ.
თქვენ მომცემთ სამ კითხვას, ძალიან კარგი. მე გიპასუხებ. სამაგიეროდ, მე-
რე მე დაგისვამთ სამ კითხვას. ხომ სამართლიანად ვსჯი? ვინც გაიმარ-
ჯვებს, მან მართოს სამეფო. განცვიფრებულ კარისკაცებს კალმები ხელიდან
დაუცვივდათ, მეფეს გაკვირვებისაგან თვალები კინაღამ გადმოსცვივდა,
მაგრამ მრისხანება შეიკავა.
_ შენი ნებაა, _ თქვა ზვიადად. _ რა თქმა უნდა, დროს ტყუილად ვკარ-
გავთ, მაგრამ გეთანხმები. ოღონდ, ვშიშობ, სანანებელი არგაგიხდეს.
_ მოიხადეთ გვირგვინი და ჩვენ შორის დადეთ, _ უთხრა კატამ.
მეფემ მოიძრო გვირგვინი აბურძგნული თავიდან. მზეზე აბრწყინდა
პატიოსანი თვლები.
_ აბა, მალე მოვრჩეთ ამ სისულელეს! სამუშაო მაქვს, _ თქვა მრისხა-
ნედ. _ მზადა ხარ? მაშ გამეცი პასუხი პირველ კითხვაზე:
_ მეწისქვილე წისქვილში მივიდა, წისქვილს ოთხი კუთხე აქვს, ყოველ
კუთხეში ოთხ-ოთხი ტომარა დევს. თითოეულ ტომარაზე ოთხ-ოთხი კატა
ზის, თითო კატას ოთხი კნუტი ჰყავს. რამდენიფეხია სულ წისქვილში?
_ ძალიან მარტივი კითხვაა! _ გაიღიმა კატამ. _ ორიფეხია.
_ როგორ თუ ორი? _ აღშფოთდა მეფე, _ აბა, კარგად დაითვალე!
_ რა არის აქ დასათვლელი, _ აგდებულად უპასუხა კატამ. _ ფეხები
მხოლოდ მეწისქვილესა აქვს, კატებს, ყველამ იცის, რომ თათები აქვთ და
არაფეხები!
კარისკაცებმა ერთმანეთს გადახედეს. არასოდეს სმენიათ მსგავსი პა-
სუხი. მეფე მოიჭმუხნა, აშკარად არმოეწონა კატის პასუხი.
_ კარგი! _ თქვა პირქუშად. _ მითხარი, რა განსხვავებაა აქლემსა და მე-
კურტნეს შორის?
_ არავითარი, _ არც დაფიქრებულა კატა. _ ერთიც და მეორეც კუზით
ჭამს ლუკმაპურს!
_ მოიცა, მოიცა! _ თავი ვეღარ შეიკავა მეფემ. _ ასეთ პასუხს არ ველო-
დი! სერიოზულ პასუხს ვითხოვ!
_ მე არ ვიცი, თქვენ რას ელოდით, _ უთხრა კატამ, _ მაგრამ პასუხი
სწორედ მოგახსენეთ. ვისაც გნებავთ, ჰკითხეთ და დაგიდასტურებენ. სუ-
ლერთია, რომელ კატას ჰკითხავთ!
მეფემ სიბრაზისაგან ტუჩი მოიკვნიტა.
_ ვხედავ, სულელურად შევტოპეთ, კომედიაა, ფარსია! რას იზამ, აბა,
სცადე ერთი და მესამე კითხვაზე მიპასუხე! მეფეს სახეზე ეტყობოდა, რომ დარწმუნებული იყო, კატა ახლა კი ჩა-
ვარდებაო.
მედიდურად გაშალა ხელები და დაიწყო:
_ თორმეტი კაცი დღეში რვა საათს მუშაობს, უნდა ამოთხარონ ათნახე-
ვარი მილის სიღრმის ორმო, რამდენ ხანს მოუნდებიან, კვირადღეებიც რომ
მივათვალოთ? აბა, რამდენსა?
მეფეს თვალები ეშმაკურად უბრწყინავდა, წინდაწინ ზეიმობდა გამარ-
ჯვებას.
მაგრამ კატას პასუხი მზად ჰქონდა,
_ სამ სეკუნდს, _ თქვა და კუდი მოიქნია.
_ სამ სეკუნდს? ჭკუიდან შეიშალე? თქვი რამდენ წელიწადს მოუნდე-
ბიან, _ მეფემ კმაყოფილებისაგან ხელები მოიფშვნიტა, გაიფიქრა, კატა ახლა
კი გაებაო.
_ ვიმეორებ, _ თქვა კატამ. _ სამ სეკუნდს მოუნდებიან, სამ სეკუნდში
მიხვდებიან, რომ თხრა წყლის ნაყვაა და ნიჩბებს დაალაგებენ, რადგან თა-
ვიანთ სიცოცხლეში ვერამოთხრიან ამ სიღრმე ორმოს.
_ შეკითხვის აზრი ეს არარის! _ გაბრაზდა მეფე.
_ აბა, მაშინ სულ არა ჰქონია აზრი! _ უთხრა კატამ. _ ახლა, მგონი, ჩემი
რიგია, შეგეკითხოთ.
მეფემ მხრები აიჩეჩა. ვიღაცა კატა ბედავს, იჯდეს მის მაგიდაზე და
თანაც კითხვები დაუსვას!
_ თქვი, ოღონდ ჩქარა, ისედაც ბევრი დრო წამართვი.
_ ჩემი კითხვები მარტივია და მოკლე, _ უთხრა კატამ. _ რომელიც გნე-
ბავთ კატა გასცემს პასუხს, სანამ ულვაშს გააცმაცუნებდეს! დარწმუნებული
ვარ, მეფესაც ექნება საამისო ჭკუა. პირველი კითხვა ასეთია: რამსიმაღლეა
ცა?
მეფემ კმაყოფილებისაგან ამოისუნთქა, ასეთი კითხვა მოეწონა, მის გე-
მოვნებას შეეფერებდა, ზვიადად ჩაიღიმა და უპასუხა:
_ რა თქმა უნდა, ცის სიმაღლის ცნება შედარებითია, ზღვის დონიდან
თუ ვიანგარიშებთ, სხვა იქნება, მთის მწვერვალიდან _ სხვა, ყველაფერ ამას
თუ მივიღებთ მხედველობაში და თან განვსაზღვრავთ სიგანესა და სიგრძეს
მეტეოროლოგიური, ფსიქოლოგიური, გეოლოგიური, ტოპოლოგიური, ას-
ტრონომიული, სტატისტიკური, ლინგვისტიკური, ბელეტრისტიკული და
მისტიკური მონაცემების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია...
_ მაპატიეთ! _ შეაწყვეტინა კატამ. _ ეს არაა ჩემი კითხვის პასუხი. სცა-
დეთ კიდევ ერთხელ, რამსიმაღლეა ცა?
მეფეს მრისხანებისა და გაოცებისაგან თვალები გადმოუცვივდა, რო-
გორგაუბედეს სიტყვის შეწყვეტინება!
_ ცა, წაიდუდუნა მან. _ ცა... მ-მ-მ... ცა... იმას ვერვიტყვი, ზუსტად რამ-
დენ მეტრზეა. ვფიქრობ, სხვაც ვერ იტყვის. მაგრამ დაახლოებით, იქნება...
მ-მ-მ... ე-ე-ე...
 _ ზუსტი პასუხი გამეცით, _ თქვა კატამ. მერე მასზე თვალმიშტერე-
ბულ კარისკაცებს გადახედა. _ ეგებ ვინმემ მიპასუხოს ამ მეცნიერების ტაძ-
რიდან? მეფეს შიშით შეხედა და აცახცახებულმა მინისტრმა ხელი ასწია.
_ მე ასე მგონია, _ ამოიბლუკუნა მან, _ ცა არწივთა საფრენზე უფრო მა-
ღალია. ბერიკაცი ვარ და შეიძლება ვცდებოდე...
კატამ თოვლივით ქათქათა თათი თათს შემოჰკრა.
_ არა, არცდებით! მართალიბრძანდებით! _ მოუბრუნდატკბილადკატადაწა-
მითმწვანეთვალებიბერიკაცისშეშინებულთვალებსშეაფეთა.
გამძვინვარებული მეფე აბუზღუნდა:
_ სისულელეა! ჩმახია!
კატამ თათი ასწია, სიწყნარე ითხოვა.
_ მიპასუხეთ, თუ შეიძლება, მეორე კითხვაზე. სად გვხვდება ყველაზე
ტკბილირძე?
მეფეს ნელინელ სახე გაუნათდა. თვითკმაყოფილებით ჩაიცინა.
_ ეგ ხომ ადვილია, როგორც ორჯერ ორი, _ თქვა მან. _ რა თქმა უნდა,
სარდინიაში. იქ ძროხები ვარდსა და თაფლს გიახლებიან და შარბათივით
ტკბილ რძეს იწველიან, ჰორიზონტალურ კუნძულებზეც ტკბილია რძე, სა-
დაც მხოლოდ შაქრის ლერწმით კვებავენ ძროხებს. საბერძნეთშიც ტკბილ
რძეს იწველიან ძროხები. ერთი სიტყვით, მხედველობაში თუ მივიღებთ...
_ არაფრის მიღება არ შემიძლია მხედველობაში, _ უთხრა კატამ, _ გარ-
და იმისა, რომ ისევ ვერ მიპასუხეთ ჩემს კითხვაზე, სად გვხვდება ყველაზე
ტკბილირძე, მეფეო?
_ მე ვიცი! _ იყვირა ყმაწვილმა პაჟმა და მელნის ჩასხმას თავი ანება, _
ყველაზე ტკბილირძე, ღუმელთან მიდგმულ ლამბაქზერომ ასხია, ისაა.
კატამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია პაჟს და მეფის წინ დაამთქნა-
რა.
_ მეგონა, უფრო ჭკვიანი იყავით! შეიძლება მეფეთა შორის ყველაზე
ბრძენი ხართ, მაგრამ თქვენთვის დასმულ კითხვაზე ისევ სხვამ მიპასუხა!
არა უშავს, ნუ დაღონდებით. _ კატამ ნახა, რომ მეფე ყმაწვილ პაჟს გააფთრე-
ბული უმზერდა. _ კიდევ გაქვთ გამარჯების ერთი შესაძლებლობა. აი, ჩემი
მესამე და ბოლო კითხვა: რა არის ქვეყნად ყველაზე ძლიერი?
მეფეს თვალები გაუბრწყინდა, გამეჩხერებული თეთრი წვერი ჩამოი-
ფარცხა, ამჯერად ეჭვიც არეპარებოდა, პასუხსრომ სწორად გასცემდა.
_ ვეფხვი, რა თქმა უნდა, _დაიწყო მან აუჩქარებლად. _ ძალიან ძლიე-
რია. ძლიერია სპილოც, ლომიც, ვულკანებიც, ზღვის მოქცევაც. ძლიერია
მთის ჩამონაქცევიც, ზვავიც... მიწისძვრაც, შეიძლება...
_ შეიძლება კი არა, _ შეაწყვეტინა კატამ, _ ვის შეუძლია თქვას, რა არის
ქვეყნად ყველაზე ძლიერი?
მან თვალი მოავლო სამეფო დარბაზს. ამჯერად დედოფალმა ამოიღო
ხმა.
_ ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი მოთმინებაა, _ თქვა მან ჩუმად. _ ბოლოს
და ბოლოს, მოთმინება ამარცხებს ყველაფერს.
კატის მწვანე თვალები დედოფალს მიაშტერდა.
_ მართალია, ასეა, _ დაუდასტურა მან. მიბრუნდა და გვირგვინს თათი
წაავლო. _ მეფეთა შორის ბრძენთაბრძენო! _ დაიკრუტუნა კატამ. _ უცილობ-
ლად დიდად განსწავლული ბრძანდები, მე კი ჩვეულებრივი შინაური კატა
გახლავარ, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი, შენ კი ერთხელაც ვერ
მიპასუხე. შედეგი, ჩემი აზრით, ნათელია. გვირგვინი მე მეკუთვნის.
მეფეს გაეცინა:
_ სისულელეების ჩმახვას თავი გაანებე! რად გჭირდება გვირგვინი? კა-
ნონებს შენ ვერ გამოსცემ და სახელმწიფოს ვერ წარმართავ, წერა-კითხვაც
კი არიცი! ჩემი სამეფო კატას დავუთმო? ჯობს უმალ ჩამომახრჩონ.
კატამ ეშმაკურად გაიღიმა:
_ განსწავლული კი ხარ, მაგრამ ვხედავ, ზღაპრები არ წაგიკითხავს,
თორემ გეცოდინებოდა, კატას რომ თავი გააგდებინო, მოჯადოებულ უფ-
ლისწულად იქცევა.
_ ზღაპრებია, სისულელეა! მე ჩემს სამეფოზე ვფიქრობ!
_ იძულებული ვარ, შეგახსენოთ, _ უთხრა კატამ, _ თქვენი სამეფო უკ-
ვე აღარაა თქვენი. თქვენც, რაც გევალებათ, ესაა, თავი მომკვეთოთ. დანარ-
ჩენი ჩემი საქმეა და არა თქვენი. და კიდევ, რამდენადაც თქვენ აღარ გჭირ-
დებიან, ამიერიდან მე მინდა მემსახურონ ბრძენი მოხუცი მინისტრი, ჭკვია-
ნი ქალი _ თქვენი მეუღლე და ნიჭიერი ყმაწვილი _ თქვენი პაჟი. უბრძანეთ,
დაიხურონ ქუდები და გამომყვნენ. ჩვენ ოთხნი მშვენივრად გავუძღვებით
სახელმწიფოს.
_ მე რა მომივა? _ იღრიალა მეფემ. _ რა გზას დავადგე? როგორვიცხოვ-
რო?
კატამ თვალები მოჭუტა.
_ ამაზე ადრე უნდა გეფიქრათ! ადამიანთა უმეტესობა ორგზის ჩაფიქ-
რდება, სანამ კატასთან საქმეს დაიჭერდეს, ახლა კი, სწავლულო კაცო, იშიშ-
ვლეთ ხმალი! დარწმუნებული ვარ, ბასრი იქნება!
_ შეჩერდით! _ იყვირა მინისტრმა და მეფეს ხმლის ვადაზე უტაცა ხე-
ლი, მერე კატას მოუბრუნდა და მდაბლად დაუკრა თავი:
_ ქალბატონო, ყური მიგდეთ. თქვენ გვირგვინი პატიოსან ბრძოლაში
მოიპოვეთ. შეიძლება მართლა უფლისწული ბრძანდებით. მაგრამ მე ვერ
მივიღებ თქვენს წინადადებას, პირნათლად ვემსახურებოდი მეფეს ჯერ კი-
დევ მაშინ, როცა მამამისის კარის პაჟი ვიყავი. გვირგვინოსანი იქნება იგი
ახლა, თუ მაწანწალა, მე მაინც მიყვარს და მისი ერთგული დავრჩები.
თქვენთან ვერწამოვალ.
_ ვერც მე წამოვალ, _ წამოდგა დედოფალი ოქროს ტახტიდან. _ მის
გვერდით ვიყავი, როცა ჭაბუკი იყო და ლამაზი. და, რამდენი ხანია უხმოდ
ვითმენ ყველაფერს. ბრძენია თუ სულელი, მდიდარია თუ ღარიბი, მე მიყ-
ვარს და არშემიძლია უიმისოდ გაძლება. არწამოვალ.
_ მეც, _ თქვა ყმაწვილმა პაჟმა და მელნიან ბოთლს საცობი დაახურა. _
ეს სახლი ჩემი სახლია... მეფეც ჩემი მეფეა. მე ის მეცოდება. გარდა ამისა,
მელნის ჩასხმა მომწონს. არწამოვალ შენთან!
კატამ უცნაურად გაიღიმა და მწვანე თვალებში სხივი ჩაუდგა, მოხუც
მინისტრს, დედოფალსა და პაჟსრომ შეხედა.
_ მეფეო, რას იტყვი ამაზე? _ მიუბრუნდა მეფეს. კითხვას პასუხი არმოჰყოლია. მეფე ტიროდა.
_ ბრძენკაცო, რატომ ტირი? _ ჰკითხა კატამ.
_ მრცხვენია და იმიტომ! _ ქვითინებდა მეფე. _ ჭკვიანი კაცის სახელს
ვიჩემებდი. მეგონა, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ვიცი-მეთქი. და
ვხედავ: მოხუციც, ქალიც და ყმაწვილიც ჩემზე ჭკვიანები ყოფილან. არ მინ-
და ნუგეში! _ იყვირა, როცა დედოფალი და მოხუცი მინისტრი მიეახლნენ.
_ ღირსი არა ვარ! არაფერი არვიცი! ისიც კი არვიცი, ვინა ვარმე!
სახეზე ხელები აიფარა.
_ ოჰ, ვიცი, რომ მეფე ვარ! _ ყვიროდა ის, _ ვიცი, რა მქვია! მაგრამ ამდე-
ნი წელი გავიდა და ვერგავიგე, ვინა ვარსინამდვილეში!
_ შემომხედე და გაიგებ, _ უთხრა კატამ მშვიდად.
_ ხომ გიყურებდი! _ გულამოსკვნილი ტიროდა მეფე.
_ კარგად შემომხედე, კარგად, _ არეშვებოდა კატა. _ შენ მხოლოდ თვა-
ლი შემავლე. შენ თვითონ თქვი, კატას შეუძლია მეფეს უმზიროსო. მეფესაც შეუძ-
ლია, კატასუმზიროს. თუშემომხედავ, გაიგებ, ვინცახარ. თვალებშიშემომხედედანა-
ხავ!
მეფემ მოიცილა ცხვირსახოცი და ცრემლიანი თვალებით ჩახედა კატას
მწვანე თვალებში, სადაც მისი გამოსახულება ირეკლებოდა.
_ ახლოს მოიწი, ახლოს, _ უბრძანა კატამ.
მეფე მორჩილად დაიხარა. უფრო ღრმად ჩახედა კატის უძირო თვა-
ლებს და ნახა, რომ სახე ეცვლებოდა:
ნაოჭები ამოევსო, ლოყები აუვარდისფრდა, წაბლისფერი თმა დაუხუ-
ჭუჭდა, ჭაღარა წვერი გაუმუქდა. თვალში ნათელი ჩაუდგა.
მეფე სიხარულისა და გაოცებისაგან შეკრთა. გაიღიმა. _ კატის თვალე-
ბიდან მხრებგაშლილმა, ბრგე, ვარდისფერლოყება მამაკაცმა გაუღიმა.
_ ხალხნო! ეს მე ვარ, მე! _ იყვირა მან. _ ბოლოს და ბოლოს ვიცი, ვინცა
ვარ! არც ბრძენი ვარ და არც სწავლული _ თავი გადააქნია და ახარხარდა. _
ჰო-ჰო! ჰა-ჰა-ჰა! ყველაფერი ნათელია! არა ვარ მოაზროვნე პიროვნება! უბ-
რალოდ მხიარული მეფე ვარ!
მან ხელები დაუქნია პირდაფჩენილ კარისკაცებს.
_ ეი, თქვენ! მომაცილეთ კალმები და ქაღალდები! დახიეთ ტყავისყდი-
ანი წიგნები! მიწაში ჩაფალით მაგიდები! თუ ვინმე ახსენებს სიტყვას «ფაქ-
ტი», ჩემი ხელით წავაცლი თავს! ესაა ფაქტი! მეფემ ისევ ხარხარი მორთო
და ისე მაგრად მოეხვია პირველ მინისტრს, რომ კინაღამ დაახრჩო.
_ მაპატიე, ჩემო ერთგულო მეგობარო, _ უყვიროდა ხმამაღლა, _ დაგ-
ვისხით ღვინო, დატენეთ ჩიბუხები, დაუძახეთ მუსიკოსებს. შენ კი, ჩემო
სიხარულო, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო მტრედო, _ მოუბრუნდა დედოფალს, _
მომე ისევ შენი ხელი, არასოდეს მიგატოვებ!
ბედნიერების ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე დედოფალს. მეფემ
ნაზად მოსწმინდა.
_ რაღად მინდა ციური ვარსკვლავები, _ უჩურჩულა დედოფალს. _ შე-
ნი თვალები ხომ მინათებენ!
_ უკაცრავად, ხელი შეგიშალეთ, მაგრამ მერა ვქნა? _ ჰკითხა კატამ. _ ხომ მიიღე სამეფო! გვირგვინი! მეტი რაღა გინდა? _ ვეღარ მოითმინა
მეფემ.
_ ერთი ამას უყურე! _ თქვა კატამ. _ რად მჭირდება შენი სამეფო და შე-
ნი გვირგვინი! თვითონ დაიტოვე! მაგრამ, რადგან კატები უსასყიდლოდ
არაფერს აკეთებენ, ორი პატარა სათხოვარი უნდა შემისრულო.
_ რასაც ინებებ! _ წამოიძახა ხელმწიფემ მეფურად. _ რასაც მიბრძანებ!
_ მე მინდა დროდადრო შემოვიდე სასახლეში და ვეწვიო...
_ მე? სიამოვნებით! მობრძანდით! _ სიტყვა არ დაამთავრებინა მეფემ.
_ ... დედოფალს, _ ნირშეუცვლელად განაგრძო კატამ.
_ აჰ, დედოფალს! მობრძანდით! როგორც გენებოთ! შენ დაგვეხმარები
თაგვების მოსპობა-განადგურებაში.
_ მეორე, მე გთხოვ, _ განაგრძობდა ისევ კატა, _ მომეცით ცისფერი და
მწვანე ყვავილების ყელსაბამი.
_ წაიღე და მშვიდობაში მოიხმარე! _ მხიარულად უთხრა ხელმწიფემ,
_ ისე, არაა მაინცდამაინც ძვირფასი.
დედოფალმა ცოტა დააყოვნა. მერე მოიხსნა ყელსაბამი და კატას ჩა-
მოჰკიდა. თავიდან კუდამდე დაეფარა კატასფუმფულა სხეული.
ამის შემდეგ დედოფალმა და კატამ ერთმანეთს ყურადღებით შეხედეს.
ამ გამოხედვაში გამოსჭვიოდა ყველა საიდუმლო, რასაც კატები და დედოფ-
ლები გულში საიდუმლოდ ინახავენ და არავის უმჟღავნებენ.
_ ყოველ მეორე პარასკევს მაქვს დარბაზობა, _ გაუღიმა დედოფალმა
კატას.
_ მოვალ! _ თავი დაუქნია კატამ.
ამ სიტყვაზე მობრუნდა და გასასვლელისაკენ გაემართა. კუდი დროშა-
სავით ეჭირა, ყელსაბამი კიფუმფულა ბეწვზე ბრწყინავდა.
_ ერთი წუთით! _ დაუძახა ხელმწიფემ, როცა კატა კარს მიადგა. _
გწამთ, რომ ნამდვილად მოჯადოებული უფლისწული ბრძანდებით? თავი
რომ წამეცალა, ეგებ არაფერი მომხდარიყო?
კატა მობრუნდა და სერიოზულად შეხედა, მერე ოდნავ დამცინავად
გაიღიმა.
_ ამქვეყნად რა შეიძლება გწამდეს? ნახვამდის! _ თქვა, მწვანე თვალები
მოხუჭა და პარმაღში გავიდა. კორდზე დაინახა თხა, რომელიც შადრევნის
აუზში თავისი გამოსახულების ცქერით ტკბებოდა.
_ ვინა ხარ? _ ჰკითხა თხამ ახლოს ჩავლილ კატას.
_ მეფესრომ შეხედა, ის კატა ვარ, _ უპასუხა კატამ.
_ მე კი, _ თავი დააკანტურა თხამ, _ რქოსანი თხა ვარ, ბალღებს ვერჩი!
_ ჰო? რატომ ერჩი?
თხა შეცბა. ადრე ამაზე არასოდეს დაფიქრებულა. უცებ მოეჩვენა, სი-
სულელეს ჩავდივარ, ბალღებს რომ ვერჩიო. თავის სიცოცხლეში პირველად
მიხვდა, რომ ბრიყვულად იქცეოდა.
_ მე... მე... ე... მგონი, _ დაიბნა თხა. _ მე... მე... ე, მგონი, თვითონ არ ვი-
ცი, რატომ!
თქვა ესა და განზე გადგა, რომ თავის საქციელზე კარგად ჩაფიქრებუ-
ლიყო. გზად კატას დედალი შემოეყარა, ფრთებს აბათქუნებდა და კაკანებდა.
_ ოქროს კვერცხის მდებელი დედალი ვარ, _ მედიდურად ჩააკაკანა
დედალმა.
_ მართლა? _ ჰკითხა კატამ. _ სადა გყავს წიწილები?
_ წიწილები? _ გაფითრდა დედალი, _ ვაი-ვაი-ვაი, წიწილები სადა
მყავს! ძლივს არმივხვდი, რა მაკლია!
და დედალი მაშინვე საქათმეში გაიქცა, რომ მალე დაედო ჩვეულებრი-
ვი კვერცხი.
ბრახ! კატის ცხვირწინ დაებერტყა ვიღაცა.
_ გომბეშო ვარ, ვცეკვავ, ვხტუნავ! _ ამაყად დაიყიყინა მან.
_ და მეფის კარზე მოხვდი? _ უთხრა კატამ. _ ვფიქრობ, უკეთესი იყო,
ჭაობში მოხვედრილიყავი!
_ ყიყი! ოჰ, ყიყი, სწორია! _ არ დაფარა გომბეშომ. _ ეტყობა, მართლა
შევცდი.
კატამ უკვე გაიარა, კუდაწეული მიირწეოდა, ყელსაბამი ისევ ისე
ბრწყინავდა მზეზე.
ვინც ხვდებოდა კატას, ბედნიერებას ზეიმობდა, ახლებურად იწყებდა
ცხოვრებას. თხა, დედალი და გომბეშო ბედნიერები იყვნენ, რადგან სისუ-
ლელეებს თავი დააღწიეს. კარისკაცები გაბედნიერდნენ _ მთელი დღე მუ-
სიკა უკრავდა და ისინი ცეკვავდნენ. ბედნიერება ეწვია მეფეს, _ ის აღარა-
ფერზე აღარ ფიქრობდა. დედოფალს კი ბედნიერების სერიოზული საბაბი
ჰქონდა _ მეფე ბედნიერი იყო.
ყმაწვილი პაჟიც ბედნიერი იყო: მელანს რამდენიც უნდოდა, ასხამდა
ბოთლიდან სამელნეში, სამელნიდან ბოთლში და, თუ დაეღვრებოდა, იმა-
ზეც არავინ უჯავრდებოდა.
მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც ბებერი მინისტრი იყო.
მან ბრძანება შეადგინა და მეფემ ხელი მოაწერა: ქვეყნის ყველა კუთხე-
ში გაეშალათ სუფრა, გაემართათ კარუსელები და სიცილის ოთახები. ეტრი-
ალათ კარუსელზე და ემხიარულათ, ეცხოვრათ ტკბილად და უდარდელად.
ამის შემდეგ ბებერ მინისტრს მშვიდად შეეძლო მოსვენებისთვის მიეცა
თავი. დარჩენილი დღეები იჯდა სარწეველა სავარძელში და მზეს ეფიცხე-
ბოდა.
კატა კი დახეტიალობს კარდაკარ თავისი ყელსაბამით და ხანდახან ჩა-
ხედავს ადამიანებს თვალებში. ვინც პატიოსნად გაუყრის თვალს თვალში,
მიხვდება, ვინაა თვითონ.
*
მთხრობელის ხმა მიწყდა, კედლის საათის წიკწიკიღა ისმოდა.
უცებ მერი პოპინსი შეკრთა, თითქოს გამოაღვიძესო, და ყმაწვილებს
შეუტია:
_ რატომ არა წევხართ ამდენ ხანს ლოგინში, გამა-გებინე ერთი! მაიკლ,
კბილი არა გტკიოდა? ჯეინ! რას მომაშტერდი, მოთვინიერებული დათვი კი
არა ვარ! მაიკლი ფიცხლად მივარდა ლოგინს, მაგრამ ჯეინი ადგილიდან არ
დაძრულა.
_ საინტერესოა, ვინ ვარმე? _ წაიჩურჩულა თავისთვის.
_ მე ვიცი, ვინცა ვარ! _ ამაყად უთხრა მაიკლმა. _ მაიკლ ჯორჯ ბენქსი
ვარ და არავითარკატას არ დავეკითხები!
_ მაიკლმა ყველაფერი იცის! ბრძენთაბრძენია! _ აგდებულად ჩაიღიმა
მერი პოპინსმა.
_ როგორც კი მობრუნდება, _ ამოღერღა ჯეინმა, _ მაშინვე პირდაპირ
ჩავხედავ მწვანე თვალებში.
_ უკეთესია, შენს მოთხვრილ სახეს შეხედო და ვახშმამდე პირი დაიბა-
ნო! _ ჩაიფრუტუნა მერიმ ჩვეულებისამებრ.
_ ეგებ სულაც არ მობრუნდეს _ იკითხა მაიკლმა. «კატა, რომელიც მე-
ფეს თვალებში უყურებდა, არ მოინდომებს, მთელი სიცოცხლე ბუხრისთავ-
ზე გაატაროს», _ ფიქრობდა ის.
_ მერა ვიცი! _ შეუღრინა მერი პოპინსმა. _ ცნობათა ბიურო კი არა ვარ!
_ ეს კატა ხომ მაიკლს აჩუქეს, _ წამოიწყო ჯეინმა, მაგრამ ამ დროს ქვე-
მოდან მისის ბენქსის ხმა მოისმა.
_ მერიპოპინს! არშეგიძლიათჩამობრძანდეთ?
ყმაწვილებმა ერთმანეთს გადახედეს. დედა შეშინებული ჩანდა.
მერი პოპინსი გავიდა ოთახიდან თუ არა, ყმაწვილებიც ფეხაკრეფით
კიბისთავზე გავიდნენ. ქვემოთ, შემოსასვლელში მისტერ ბენქსი სავარძელ-
ში მიწოლილიყო. შეშინებული მისის ბენქსი ხან თავზე უსვამდა ხელს, ხან
კი ჭიქით წყალს აწოდებდა!
_ ეტყობა, რაღაცამ დასცა თავზარი! _ უთხრა მერი პოპინსს. _ ჯორჯ,
ჯორჯ, გვითხარი, რა დაგემართა? რა მოხდა?
_ ნერვებმა მიმტყუნა! _ ასწია გაფითრებული სახე მისტერ ბენქსმა. _
გადავიღალე, საშინელებანი მელანდება.
_ კერძოდ, რა საშინელება? _ იყვირა მისის ბენქსმა.
მისტერბენქსმა ყლუპი წყალი მოსვა.
_ შემოვუხვიე თუ არა, უცებ _ ამბობდა ბენქსი და თან ცახცახებდა,
თვალებიც დაეხუჭა, _ ჩვენს ჭიშკართან დავინახე!
_ რა? _ იყვირა ისევ მისის ბენქსმა.
_ თეთრი მხეცი. ლეოპარდს ჰგავდა. ტანი თაგვისყურათი ჰქონდა მო-
ჩითული. ჭიშკარს რომ მოვუახლოვდი, თვალებში შემო... შემო... მაცქერდა
საზარელი მწვანე თვალებით. პირდაპირ თვალი თვალში გამიყარა! მერე
თავი დამიქნია და... და, და მითხრა: «საღამო მშვიდობისა, ბენქს!» _ მერე
სირბილ-სირბილით გაიქცა ბილიკზე.
_ მაგრამ... _ დაიწყო მისის ბენქსმა.
მისტერბენქსმა ხელი ასწია, შეაჩერა:
_ შენ გინდა თქვა, ყველა ლეოპარდი ზოოპარკში ზის, ტანზე არც ერთს
თაგვისყურები არ აყრიაო და ასე შემდეგ. ეს ამბავი მეც მშვენივრად ვიცი.
მესმის, რომ სინამდვილეში არავითარი მხეცი არ ყოფილა. სწორედ ესაა მი-
სი მაჩვენებელი, რომ სერიოზულად ვარ ავად. ამ ლაპარაკს სჯობია, ექიმი
სიმფსონი გამოიძახო. მისის ბენქსი ტელეფონს მივარდა.
კიბისთავზე თითქოს სლოკინი აუტყდათ.
_ რა დაგემართათ? _ ამოიკნავლა მისტერბენქსმა.
ჯეინს და მაიკლს ხმის ამოღება არ შეეძლოთ. გიჟებივით ხარხარებ-
დნენ. სუნთქვა ეკვროდათ, იგუდებოდნენ და სიცილისაგან იატაკზე გორა-
ობდნენ.
ყმაწვილებს სიცილის მიზეზი ჰქონდათ. მისტერ ბენქსი რომ ჰყვებოდა
თეთრ მხეცზე, ფანჯარაში თეთრი კატა გამოჩნდა. ფანჯრის რაფიდან უხმა-
უროდ ჩამოხტა იატაკზე, მერე კი ბუხრისთავზე აძვრა. და ახლა იჯდა იქ კუდ-
მოკეცილი, ულვაშებგაწკეპილი, ცისფერი და მწვანე ყვავილებით მოხატული, _ მაიკ-
ლისფაიფურისფისუნია...
_ ეჰ, ასეთი უგულო ყმაწვილების მნახველი არა ვარ, _ თქვა გულნატ-
კენმა მისტერბენქსმა და ბრაზით შეხედა შვილებს.
მათ კი უფრო ხმამაღალი სიცილი ატეხეს. ხითხითებდნენ, ხარხარებ-
დნენ, სლოკინებდნენ მანამ, სანამ მერი პოპინსმა თვალებში არშეხედა ორი-
ვეს.
მაშინ კი ჩამოვარდა სიჩუმე. სლოკინიც შეწყდა. მერი პოპინსის მრის-
ხანე მზერა ყმაწვილებს კი არა, ვის არ დაუკარგავდა სიცილის გუნებას...
მეხუთე თავი
ბუშტიც არის და ბუშტიც
_ მერი პოპინს! _ ბავშვების ოთახი კარი შემოაღო მისის ბენქსმა. _ მერი
პოპინს, არ შეგიძლიათ რაღაც-რაღაცები იყიდოთ, გასასეირნებლად რომ
წახვალთ? _ გაუბედავად გაიღიმა, თითქოს ერიდება, უარი არმითხრასო.
მერი პოპინსი, რომელიც პატარა ანაბელის პერანგს წურავდა, მოუბ-
რუნდა მისის ბენქსს და არც ისე თავაზიანად უთხრა:
_ შეიძლება ვიყიდო.
_ გასაგებია, _ თქვა მისის ბენქსმა უფრო გაუბედავად.
_ შეიძლება ვერა, _ განაგრძობდა მერი პოპინსი და თან ანაბელის პე-
რანგსფერთხავდა, მერე ბუხრის წინ გაფინა.
_ კარგით, თუ დროს იპოვით, აი სია და აი ფული. გირვანქა
სტერლინგია. თუ ხურდა დაგრჩათ, დახარჯეთ.
მისის ბენქსმა ერთიცა და მეორეც კამოდზე შემოდო.
მერი პოპინსს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაიცინა.
_ ჰო, მართლა _ უცებ გაახსენდა მისის ბენქსს. _ დღეს ტყუპებს ფეხით
სიარული მოუწევთ. რობერთსონ ეი დილით საბავშვო ეტლში ჩაჯდა, სა-
ვარძელი ეგონა. ახლა შესაკეთებლად უნდა მივცეთ. უეტლოდ არ გაგიჭირ-
დებათ? ანაბელიც ხელში უნდა აიყვანოთ.
მერი პოპინსმა პირი დააღო, მაგრამ მაშინვე დახურა.
_ მე, _ თქვა მან მკვახედ, _ ყველაფერს მოვუვლი, ყველაფერს ამქვეყ-
ნად. უფრო მეტსაც შევძლებ, თუ მოვინდომე. _ ვიცი, ვიცი! _ წაილუღლუღა მისის ბენქსმა და კარისკენ გასწია. _
თქვენ ნამდვილი განძი ხართ. ფასდაუდებელი და ზღაპრული, და მე არ ვი-
ცი, როგორი უზადო განძი ხართ ყოველ...
ჩადიოდა კიბეზე და განაგრძობდა ქათინაურებს.
_ და მაინც... მაინც ზოგჯერ არ მინდა, ასეთი უზადო იყოს, _ შესჩივლა
სასადილო ოთახში ჩამოკიდებულ დიდედის დედის სურათს. _ მის გვერ-
დით თავი პატარა და სულელი მგონია! პატარა გოგოსავით ვიქცევი! მე კი
პატარა გოგო არა ვარ! _ მისის ბენქსმა თავი გააქნია და მტვრის ტილო ფაი-
ფურის ძროხას გადაუსვა. _ პატივსაცემი მანდილოსანი ვარ, ხუთი შვილის
დედა! მას კი ავიწყდება ეს!
მისის ბენქსი მტვრის წმენდას განაგრძობდა და ფიქრობდა, რისი
თქმაც სურდა მერი პოპინსისათვის, მაგრამ იცოდა, რომ ვერასოდეს გაუბე-
დავდა.
მერი პოპინსმა სია და გირვანქა სტერლინგი ჩანთაში ჩაიდო, თვალის
დახამხამებაში ქუდი დაიხურა, ანაბელი ხელში აიყვანა და სახლიდან გამო-
ვიდა. მაიკლმა და ჯეინმა ტყუპებს ხელი ჩაჰკიდეს და სირბილ-სირბილით
აედევნენ.
_ მიწას ფეხი არ დააკაროთ, ისე სწრაფად იარეთ! _ გასცა ბრძანება
მკაცრად და გასწია.
ყმაწვილებმაფეხს აუჩქარეს, ტყუპებიც წააჩანჩალეს. საწყალი ჯონი და
ბარბი ფეხსაცმელს ქვაფენილზე მიაფრატუნებდნენ, ხელები ლამის დააწ-
ყდათ, მაგრამ ჯეინსა და მაიკლს მათი გასაჭირი ნაკლებ აწუხებდათ. ერთ
ფიქრს შეეპყრო მათი გონება, როგორმე არ ჩამორჩენოდნენ მერი პოპინსს
და, რაც მთავარია, აინტერესებდათ, ხურდასრაში მოიხმარდა...
_ მომეცით ორი შეკვრა სანთელი, ოთხი გირვანქა ბრინჯი, სამი გირ-
ვანქა შაქრის ფხვნილი, ექვსი გირვანქა რაფინადი, ორი ქილა ტომატი, ჭურ-
ჭლის სახეხი, წყვილი სამუშაო ხელთათმანი, ნახევარი ღერი ლუქი, ერთი
პარკი ფქვილი, სანთია, ორი კოლოფი ასანთი, ორი თავი ყვავილოვანი კომ-
ბოსტო და ერთი კონა რევანდი! _ მერი პოპინსმა ჩაუმარცვლა სია გამყიდ-
ველს პირველსავეფარდულში.
_ ერთი პარკი სამუშაო ხელთათმანები მოგართვათ, არა? _ თქვა ბაყალ-
მა და განერვიულებულმა პირშიფანქრის წამახული ბოლო ჩაიდო.
_ ფქვილი გითხარით! _ პირქუშად შეახსენა მერი პოპინსმა.
ბაყალი წითლად აღაჟღაჟდა.
_ მაპატიეთ! უნებურად დამემართა! კარგი დარია, არა?.. დიახ-დიახ,
შემეშალა. ესე იგი, ერთი პარკი ხელ... ფ-ფ-ფ-ფქვილი.
სწრაფად იწერდა.
_ ორი კოლოფი ჭურჭლის სახეხი...
_ ასანთი! _ გამოსცრა მერი პოპინსმა.
ბაყალს ხელი აუცახცახდა.
_ ოჰ, მაპატიეთ! ალბათ ფანქარს ეშლება _ ყოველთვის სხვასა წერს! ახ-
ლის შეძენა მომიწევს. რა თქმა უნდა, ასანთი! კიდევრა მიბრძანეთ?..
ახედა ქალს და მაშინვე დახარა თვალები, ფანქარს ჩააშტერდა. მერი პოპინსმა გაშალა სია და გაჯავრებულმა ხელახლა ხმამაღლა ჩაი-
კითხა.
_ ძალიან ვწუხვარ, _ უთხრა ბაყალმა, როცა მერი პოპინსმა მოათავა
კითხვა, _ მაგრამრევანდი არა გვაქვს, შავ ქლიავს ხომ არწაიღებდით?
_ არავითარშემთხვევაში! მომეცით ერთი პაკეტი საგოს ბურღული!
_ ოჰ, მერი პოპინს, ნუ იყიდით საგოს, წინა კვირას არა ვჭამეთ?! _ ვე-
ღარმოითმინა მაიკლმა.
მერი პოპინსმა ჯერ მაიკლს ესროლა მზერა, მერე ბაყალს და ორივე
მიხვდა, რომ საგოზე უარს არიტყოდა.
ბაყალი კიდევ უფრო გაწითლდა და აწონას შეუდგა.
_ ხურდა აღარ დარჩება, _ ჩუმად ჩაილაპარაკა ჯეინმა, ფარდულის
დახლზე დახვავებულ ნავაჭრსრომ შეხედა.
_ შეიძლება ათიოდე კანფეტი მოგვივიდეს და ეგაა! _ გული გაუტყდა
მაიკლსაც და თვალი გააყოლა, მერი პოპინსი როგორ იღებდა ჩანთიდან
გირვანქა სტერლინგს.
_ გმადლობთ, _ გადაუხადა მადლობა მერი პოპინსმა ბაყალს, ხურდა
რომ მიიღო.
_ თქვენი მადლობელი ვარ! _ თავაზიანად უპასუხა ბაყალმა და დახლს
დაეყრდნო, გაიღიმა, მისი აზრით, სასიამოვნოდ. _ ამინდი ხომ მშვენიერია!
_ განაგრძო ისეთი ტონით, გეგონებოდა, მისი ნამოქმედარიაო.
_ წვიმა გვჭირდება! _ გააწყვეტინა მერი პოპინსმა და ერთდროულად
დახურა ჩანთაც და პირიც.
_ მართალი ბრძანდებით! _ სასწრაფოდ დაეთანხმა ბაყალი. გულითა
და სულით ცდილობდა ესიამოვნებინა. _ რა სჯობია წვიმას!
_ პირიქით! _ წაიბურტყუნა მერი პოპინსმა.
ბაყალს სახე მოეღრიცა. რაც არ უნდა ეთქვა, პირიქით გამოუდიოდა...
_ მის, იმედი მრჩება, _ კარი თავაზიანად გაუღო მერი პოპინსს, _ რომ
ჩვენთან კიდევ შემოივლით.
_ კარგად ბრძანდებოდეთ! _ მერი პოპინსი სასწრაფოდ გამოვიდა მაღა-
ზიიდან.
ბაყალმა ამოიხვნეშა.
_ ერთი წუთით მომიცადეთ, _ უთხრა მან ყმაწვილებს, ყუთში ხელი
მოაფათურა. _ აჰა, გამომართვით. ღმერთმანი, არავის განაწყენება არ მიფიქ-
რია, მინდოდა, მეამებინა.
ჯეინს ორი შოკოლადის კანფეტი მისცა, მაიკლს სამი და უთხრა:
_ თითო-თითო დაირიგეთ, ერთი იმას მიეცით! _ მერი პოპინსზე მია-
ნიშნა.
ყმაწვილებმა მადლობა გადაუხადეს და მერი პოპინსს სირბილით გა-
მოედევნენ, თან გარბოდნენ და თან შოკოლადს წუწნიდნენ.
_ რას იღმურძლები? _ ჰკითხა მერი პოპინსმა მაიკლს. ყმაწვილს ტუჩე-
ბი ჩამოეზუნზლა.
_ შოკოლადს. ბაყალმა მოგვცა. ეს თქვენთვის გამოგვატანა, _ უთხრა
მაიკლმა და შოკოლადი გაუწოდა. _ უყურე, რა თავხედია! _ თქვა მერი პოპინსმა, მაგრამ შოკოლადი გა-
მოართვა და სასწრაფოდ პირში ჩაუძახა. არეამაო, ვერიტყოდი.
_ ხურდაფული დარჩა?.. _ იკითხა შეშფოთებულმა მაიკლმა.
_ გამოჩნდება, რაც დარჩა, _ მიუგო მერი პოპინსმა, აფთიაქში შეირბინა
და იქიდან გამოიტანა საპონი, მდოგვის საფენები და კბილის პასტა.
ჯეინმა და მაიკლმა ამოიოხრეს.
ხვდებოდნენ, რომ გირვანქა სტერლინგი თვალსა და ხელს შუა ქრებო-
და...
_ ახლა საშაქარლამოში! _ თქვა მერი პოპინსმა, სიაში რომ ჩაიხედა, და
მაღაზიის კარებს მიეფარა. ყმაწვილები ვიტრინის იქით ხედავდნენ, რომ მე-
რი პოპინსმა გამყიდველს ნუშის ნამცხვარზე მიუთითა. გამყიდველმა კი
დიდი პაკეტი მიაწოდა.
_ ალბათ ბევრი იყიდა! _ შეწუხდა ჯეინი.
სხვა დროს მოხარული იქნებოდნენ ასეთი გულუხვობის, მაგრამ დღეს
გულითა და სულით ეწადათ, ქვეყნად ნუშის ნამცხვარი საერთოდ არ ყოფი-
ლიყო!
_ ახლა საით წავალთ? _ ხტოდა მაიკლი, ძალიან აინტერესებდა, დარჩა
თუ არა ხურდა გირვანქა სტერლინგიდან.
ხვდებოდა კი, რომ აღარაფერი დარჩებოდა, მაგრამ იმედს მაინც არ
კარგავდა.
_ შინისკენ! _ უპასუხა მერი პოპინსმა.
ყმაწვილებმა ცხვირი ჩამოუშვეს.
ესე იგი არაფერი, სულ არაფერი არ დარჩა!..
ძალიან უნდოდათ ეკითხათ, მაგრამ სანოვაგით დატვირთულ მერი
პოპინსს ისეთი სახე ჰქონდა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მერი პოპინსს
მკერდზე ჰყავდა მიხუტებული ანაბელი, ხელში ეჭირა პაკეტები, შეკრულე-
ბი და წინ მიდიოდა. გულგატეხილი, იმედგაცრუებული ყმაწვილები უკან
მიჰყვებოდნენ ჩანჩალ-ჩანჩალით. გულში ფიქრობდნენ, ამას არასოდეს ვა-
პატიებთო.
_ სადღაცსხვაგზაზემივდივართ! _ აწუწუნდამაიკლი. _ შინამგზითარდავდი-
ვართხოლმე!
_ როდის აქეთაა, პარკისკენ არ გვედო გზა? _ გაუბრაზდა მერი პოპინ-
სი.
_ კი, მაგრამ...
_ მოგეხსენებათ, პარკს არაერთი შესასვლელი აქვს! _ უთხრა ყმაწვი-
ლებს მერი პოპინსმა.
პარკის ამ მხარეს არასოდეს ყოფილან. ძალიან კარგი კი იყო! მზე საა-
მურად აცხუნებდა. ხეებს ტოტები დაეხარათ და ფოთლებს აშრიალებდნენ.
ტოტზე შემომჯდარი ორი ბეღურა ნამჯის ღეროზე წაეჩხუბა ერთმანეთს.
ფუმფულა ციყვი ახტა-დახტა, ქვის მოაჯირზე დასკუპდა უკანა თათებზე
და თხილს თხოულობდა.
მაგრამ ყმაწვილებს ეს არ ახარებდათ. არც აინტერესებდათ. ჯეინსა და
მაიკლს ერთი ფიქრი უტრიალებდათ თავში: მერი პოპინსმა მთელი ფულიუსარგებლო რამეებზე დახარჯა და ფრიად საჭირო რამისათვის აღარაფერი
დარჩა.
ბოლოს ქვის მაღალ თაღს მიადგნენ. თაღს ლომისა და მარტორქის ბა-
რელიეფები ამშვენებდა. თაღის ძირას ერთი გადაყრუებული, სახედაღმეჭი-
ლი დედაბერი იჯდა. მუხლებზე ლანგარი ედო, ლანგარზე თითქოს რეზი-
ნის ფერად-ფერადი ლენტები ელაგა, თავსზემოთ კი, ჰაერში პარკის გალა-
ვანზე მაგრად მიბმული უშველებელი საჰაერო ბუშტები ირწეოდა.
_ ბუშტები! ბუშტები! _ იყვირა ჯეინმა, ჯონის გაწებილ თითებს ხელი
გამოჰგლიჯა და დედაბერთან მივარდა. მაიკლიც ხტუნვა-ხტუნვით გამოე-
დევნა და ბარბი შუა გზაზე ბედის ანაბარა მიატოვა.
_ ჩემო ჭუკი-ჭუკებო! _ უთხრა ბავშვებს ბებრული, ჩახლეჩილი ხმით
დედაბერმა. _ აბა, რომელი ბუშტი შემოგცქერით? რომელს ისურვებთ? აირ-
ჩიეთ, ნუ იჩქარებთ!
წინ წამოიხარა და ლანგარი გამოუწოდა.
_ ჩვენ მხოლოდ საყურებლად მოვედით! _ უთხრა ჯეინმა. _ ფული არა
გვაქვს.
_ საჰაერო ბუშტის ყურებარა სიამოვნებაა! ბუშტი ხელში უნდა დაიჭი-
რო, იგრძნო, გაიცნო! მხოლოდ ყურება რის მაქნისია? _ თქვა განაწყენებულ-
მა დედაბერმა ენის წკლაპუნით.
ჯეინი და მაიკლი დედაბერს დაბნეულად შესცქეროდნენ. რა თქმა უნ-
და, ის მართალი იყო. მაგრამრა ძალა შესწევდათ?
_ ჩემს ბავშვობაში, _ განაგრძობდა დედაბერი და სკამზე ირწეოდა, _
ხალხმა იცოდა საჰაერო ბუშტების ფასი და საყურებლად კი არ მოდიოდნენ,
ყიდულობდნენ და მიჰქონდათ! მიჰქონდათ! არც ერთი კაცი არ გავიდოდა
ამ ჭიშკრიდან უბუშტოდ. ბავშვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაშ, მაშ!
ბედს ვერ დაემდურებოდი.
მიბრუნდა და სიყვარულით შეავლო თვალი ჰაერში მოქანავე ბუშტებს.
_ ეჰ, ჩემო კარგებო! _ წაუმღერა მათ. _ ჩემს მეტს თქვენი აღარავის სჯე-
რა! მოდიდან გამოხვედით! არავის აღარსჭირდებით.
_ ჩვენ ძალიან გვჭირდება ბუშტი! _ უმტკიცებდა მაიკლი. _ ოღონდ
ფული არა გვაქვს. მან მთელი გირვანქა სტერლინგი გაფლანგარაღაც...
_ ვინარისის «მან», მითხარითთუშეიძლება? _ ლამისყურშიჩასძახავიღაცამმა-
იკლს.
_ მე... მ-მ-მ... მინდოდა მეთქვა, რომ თქვენ... მ-მ-მ, _ მაიკლი მობრუნდა და სირ-
ცხვილისაგანგაწითლდა.
_ მე... მ-მ-მ... მინდოდა მეთქვა, რომ თქვენ... მ-მ-მ, _ ალუღლუღდა ის.
_ უფროსებზე თავაზიანად ილაპარაკე! _ უთხრა მერი პოპინსმა და დე-
დაბერს ლანგარზე ვერცხლისფული დაუდო.
მაიკლმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა.
«ესე იგი ხურდა მაინც დაიტოვა», _ გაიფიქრა ჯეინმა და ძალიან შერ-
ცხვა, მერი პოპინსზერომ ბრაზობდა.
დედაბერს თვალები გაუბრწყინდა. ფულს საჩქაროდ სტაცა ხელი და
ფოფინით დახედა. _ როგორ ბრწყინავს! როგორ ანათებს! _ იყვირა მან. _ ბავშვობის მერე
ასეთი არაფერი მინახავს! _ თავი დაუკრა მერი პოპინსს. _ ბუშტები გნე-
ბავთ, ჩემო მზეთუნახავო?
_ დიახ, თუ შეიძლება! _ მეტისმეტად თავაზიანად მიუგო მერი პოპინ-
სმა.
_ რამდენი გნებავთ, შვილო, რამდენი?
_ ოთხი!
ჯეინი და მაიკლი სიხარულისაგან კინაღამ შეიშალნენ და მერი პო-
პინსს შემოეხვივნენ.
_ ოი, მერი პოპინს, მართლა! თითო-თითო? ყველას გვერგება? მარ-
თლა, მართლა?
_ მგონი, ყოველთვის მართალს ვამბობ! _ მკაცრად უპასუხა მან, მაგრამ
სახე მეტისმეტად კმაყოფილი ჰქონდა.
ყმაწვილები ლანგარს მისწვდნენ და ბუშტების რჩევას შეუდგნენ. დე-
დაბერმა ფული კაბის ჯიბეში ჩაიდო, ზემოდან ხელი მოუთათუნა და ყმაწ-
ვილებს მოუბრუნდა:
_ უკეთესები აარჩიეთ, ჩემო ჭუკუნებო, გახსოვდეთ, ბუშტიც არის და
ბუშტიც! თქვენი შესაფერი ამოირჩიეთ, არ იჩქაროთ! ზოგი აიღებს სხვა
ბუშტს და მთელი ცხოვრება ყირამალა წაუვა!
_ მე ეს მინდა! _ თქვა მაიკლმა და აირჩია ყვითელი წითელწინწკლები-
ანი ბუშტი.
_ ახლავე ვნახოთ, შესაფერი ბუშტი აირჩიეთ თუ არა! _ უთხრა დედა-
ბერმა. _ მოიტა, გავბეროთ!
გამოართვა და ტუჩებთან მიიტანა. ფფფუ! მზადაა! პირდაპირ ძნელი
დასაჯერებელი იყო, რომ ამ დალეულ დედაბერს ასეთი ძლიერი ჩაბერვა
შეეძლო. დიდი ყვითელი წითელწინწკლებიანი ბუშტი ჰაერში აქანავდა.
_ შეხედეთ, შეხედეთ! _ იყვირა მაიკლმა. _ რა აწერია!
მართლაც, წინწკლები ასოები აღმოჩნდა! ყვითელ ბუშტზე გამოკვეთი-
ლად ეწერა: მაიკლ ბენქსი!
_ აჰა! _ ხითხითებდა დედაბერი. _ მე რას ვამბობდი? შენ არჩევდი, არ
ჩქარობდი და სწორადაც შეარჩიე!
_ შეხედეთ, მე როგორი შევარჩიე? _ უთხრა ჯეინმა და დედაბერს დაჭ-
მუჭნული ცისფერი ბუშტი აჩვენა.
დედაბერმა ჩაჰბერა და გლობუსივით დიდ ცისფერ ბუშტზე გამოჩნდა
დიდი თეთრი ასოები: ჯეინ ქეროლაინ ბენქსი!
_ ეს შენი სახელია, ჭუკუნა? _ ჰკითხა დედაბერმა.
ჯეინმა თავი დაუქნია.
დედაბერმა ისევ ჩაიხითხითა, როცა ჯეინმა ბუშტი აიღო და გვერდზე
გადგა. _ მე! მე! _ ერთმანეთს არ აცლიდნენ ჯონი და ბარბი დაფუნთუშა ხე-
ლებს ლანგარში ურევდნენ.
ჯონმა ვარდისფერი ამოიღო. გაბერა დედაბერმა და ისევ გაიცინა. ბუშ-
ტზე ეწერა: «ჯონი და ბარბი ბენქსებს _ ერთი ორივეს, რადგან ტყუპები არი-
ან!» _ არაფერი მესმის! _ მიმართა ჯეინმა დედაბერს. _ საიდან იცით ჩვენი
სახელები? ადრე ხომ არგინახივართ!
_ ეჰ, ჩემო ჭუკუნა, ხომ გეუბნებოდით, _ ბუშტიც არის და ბუშტიც! ეს
ბუშტები თავისებური ბუშტებია!
_ თქვენ არ დააწერეთ? _ უთხრა მაიკლმა.
_ მე? _ ახითხითდა დედაბერი. _ არც მიფიქრია!
_ აბა, მაშ ვინ?
_ რაიმე ადვილი მკითხე, ჭუკუნა! მე ერთი ვიცი _ აწერია, მორჩა და გა-
თავდა. ამქვეყნად ყველა ადამიანისათვის არის შესაფერი ბუშტი, ოღონდ
არჩევა უნდა შეეძლოს!
_ მერი პოპინსისთვისაც? _ არეშვებოდა მაიკლი.
დედაბერმა თავი გვერდზე მოიქცია და მერი პოპინსს იდუმალ გაუღი-
მა.
_ აგერვნახავთ! _ სკამზე დაირწა. _ თვითონ აირჩიოს. ეგ არშეცდება.
მერი პოპინსმა ამაყად ჩაიღიმა. ერთი წუთი და ლანგრიდან წითელი
ბუშტი აიღო. ხელი გასწია და, ყმაწვილების გასაოცრად, ბუშტმა გაბერვა
დაიწყო. გაიბერა, გაიბერა და მაიკლის ბუშტისოდენა გახდა. ამაზე არ შე-
ჩერდა. იბერებოდა მანამ, სანამ ჩვეულებრივ ბუშტზე სამჯერ დიდი არ გახ-
და. ზედ ოქროს ასოებით ეწერა:
მერი პოპინსი.
წითელი ბუშტი დედაბერთან მიფრინდა. დედაბერმა ჩაიხითხითა,
ბუშტს ძაფი მოაბა და მერი პოპინსს მიაწოდა.
ოთხივე ბუშტი ერთად აცეკვდა ჰაერში. ლამის დაეწყვიტათ ძაფები,
ისე მიიწევდნენ ცისკენ. ქარი უბერავდა და ბუშტებიც ქვეყნის ოთხივე მხა-
რეს: სამხრეთით და ჩრდილოეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით ირ-
წეოდნენ.
_ ასეა, ჩემო ჭუკუნებო, ბუშტიცაა და ბუშტიც! ყველასათვის მოიძებნე-
ბა შესაფერი, ოღონდ ადამიანს უნდა შეეძლოს შერჩევა! _ მხიარულად და-
იყვირა დედაბერმა.
ამ დროს ჭიშკარში ცილინდრიანი დარბაისელი ჯენტლმენი გამოჩნდა.
დაინახა საჰაერო ბუშტები და დედაბრისკენ გამოქანდა.
_ რაღირს? _ ჰკითხა და ჯიბეში ხურდა მოიძია.
_ შვიდნახევარი! აირჩიეთ, არიჩქაროთ, ჩემო ჭუკუნა!
დარბაისელმა ჯენტლმენმა ყავისფერი ბუშტი აირჩია. დედაბერმა
ბუშტი გაბერა, გამოჩნდა წარწერა:
«უილიამ უეზეროლ უილკინსი».
_ ღმერთო დიდებულო! _ თქვა დარბაისელმა ჯენტლმენმა, _ ღმერთო
დიდებულო, ეს ჩემი სახელი და გვარია!
_ კარგად ამოირჩიეთ, ჩემი ჭუკუნა! ბუშტიც არის და ბუშტიც! _ უთ-
ხრა დედაბერმა.
დარბაისელი ჯენტლმენი თავის ბუშტს თვალს არაცილებდა.
_ საოცარია! _ თქვა მან და ცხვირი მოიხოცა. _ ორმოცი წლის წინათ,
ჩემს ბიჭობაში, აქ ბუშტის ყიდვა მინდოდა და ნება არ დამრთეს. მითხრეს, არ დაგიმსახურებიაო! და ორმოცი წელი ბუშტი მელოდა! ნამდვილი საოც-
რებაა!
უცებ ყმაწვილებმა თვალი ჰკიდეს, რომ ჯენტლმენი ბუშტთან ერთად
აფრინდა.
_ უყურეთ, უყურეთ! _ იყვირა მაიკლმა.
მაგრამ იმავე წუთას მისმა საკუთარმა ბუშტმა ძაფი ძლიერ მოსწია და
მაიკლმა იგრძნო, რომფეხები მიწას სწყდებოდა.
_ ვაი, ვაი! რა კარგია! ჩემიც აფრინდა! _ დაიღრიალა მან.
_ ბუშტიცაა და ბუშტიც, ჩემო ჭუკუნებო! _ თქვა ბერიქალმა და ჩაი-
ხითხითა, რომ შეხედა, ტყუპები როგორ ჩაებღაუჭნენ ჰაერში აფრენილ
ბურთის ძაფს და თვითონაცროგორაფრინდნენ.
_ მივფრინავ! _ დაიყვირა ჯეინმაც და ჰაერში აფრინდა.
_ შინისაკენ, თუ შეიძლება! _ თქვა მერი პოპინსმა.
წითელი ბუშტი აუჩქარებლად მოსხლტა, მაღლა-მაღლა აიწია, წინ
გაფრინდა და მერი პოპინსიც გაიყოლია. მერი ხან ახტებოდა, ხან ჩამოხტე-
ბოდა, ხელში მაგრად ეჭირა ანაბელიცა და ნავაჭრიც. ქუდი კოხტად ეხურა,
თმა კოხტად ჰქონდა დავარცხნილი, ფეხს ჰაერში ისე აბიჯებდა, როგორც
მიწაზე. ჯეინი, მაიკლი და ტყუპები ბუშტებიანად მიხტუნაობდნენ და მიჰ-
ყვებოდნენ მერი პოპინსს.
_ უჰ! უჰ! _ ყვიროდა ჯეინი, ბებერ თელას რომ ჩაუარა. _ რა მშვენიე-
რია!
_ თითქოს ჰაერივით მსუბუქი ვარ! _ თქვა მაიკლმა, მერხის ზურგს და-
ეჯახა დაფარფატით გამოფრინდა განზე. _ აი, ამას ჰქვია გასეირნება!
_ ჰი-ი-იი! _ ჟღურტულებდნენ ტყუპები, ხტუნაობდნენ ჰაერში და ერ-
თმანეთს უბიძგებდნენ.
_ მე მომყევით, არ ჩამომრჩეთ! _ ისეთი სახით მოხედა მერი პოპინსმა
ბავშვებს, ვითომ ჰაერში ბუშტებზე კი არ იყვნენ ჩამოკიდებულნი, მიწაზე
მიაბიჯებდნენ.
ცაცხვის ხეივნის კუთხეში, სადაც თითქმის დაეწივნენ წინ წასულ
დარბაისელ ჯენტლმენს, მაიკლი მობრუნდა:
_ ჯეინ! შეხედე! _ დაუყვირა მან. _ ყველას ბუშტი აქვს!
ჯეინმაც მოიხედა. შორს უამრავი ხალხი ირწეოდა ჰაერში.
_ მენაყინეც იქაა! _ დაიყვირა მან და ცქერაში ისე გაერთო, კინაღამ რო-
მელიღაც ქანდაკებას მიეხალა.
_ ეგე, ბუხრის მწმენდელიც! მის ლარკს ხედავ?
მართლაც, გაზონებს ზემოთ მის ლარკი მიირხეოდა, ქუდიც თავზე
ეხურა და ხელზე თათმანი ეცვა. წინ თავიანთ ბუშტებზე კბილებჩავლებუ-
ლი ედმონდი და ბართლომე მიფრინავდნენ. ძალიან კმაყოფილი სახეები
ჰქონდა სამივეს. მათ თელების ხეივანი გაიარეს და შადრევნისკენ გაფრინ-
დნენ.
_ ამოდით ყველანი ზევით! გასკდი, გულო! გზა უტიეთ ადმირალს! _
დაიბუხუნა ნაცნობმა, ზღვაზე დაბოხებულმა ხმამ. მიიხედეს და ნახეს, ად-
მირალი ბუმი მეუღლესთან ერთად მედიდურად მიფრინავდა უზარმაზარითეთრი ბუშტით. _ ქარის მიმართულებით დაიჭირე თავი! ასე უნდა გეჭი-
როს! ფრინდი, ფრინდი! გადაფრინდი! _ მხიარულად შემოსძახა ადმირალმა
და მოხერხებულად აუქცია გვერდი დიდ მუხას.
ხალხიც და ბუშტიც ბლომად მოზღვავდა. ჰაერში ტევა არ იყო. მაგრამ
მერი პოპინსი მტკიცედ მიიწევდა წინ და ყმაწვილებიც ფეხდაფეხ მიჰყვე-
ბოდნენ.
_ ოჰ, ღმერთო ჩემო! ოჰ, ღმერთო ჩემო! ჩემი ბუშტი არ ფრინავს! _ ჯეი-
ნის იდაყვს ქვემოთ წაიკვნესა ვიღაცამ.
ბილიკზე იდგა ძველმოდურად ჩაცმული მანდილოსანი. ფრთაგარჭო-
ბილი ქუდი ეხურა და სირაქლემას ბოა ესხა. ფეხებთან უძრავად ეგდო იის-
ფერი ბუშტი, ზედ ეწერა: «პრემიერ-მინისტრი».
_ რა ვქნა? _ ლამის ტიროდა ის. _ დედაბერმა შემოსასვლელში მითხრა:
«ამოირჩიე, არ იჩქარო, ჭუკუნა!» ამოვირჩიე და სხვისი ბუშტი შემხვდა! მე
ხომ პრემიერ-მინისტრი არა ვარ!
_ მაპატიეთ, მე ვარ პრემიერ-მინისტრი, _ მივიდა მანდილოსანთან მა-
ღალი, ელეგანტურად ჩაცმულ-დახურული ქოლგიანი მამაკაცი.
მანდილოსანი მობრუნდა:
_ ოჰ, მაშინ ეს თქვენი ბუშტია! თქვენ ალბათ ჩემი შეგხვდათ!
პრემიერ-მინისტრმა აჩვენა თავისი ბუშტი. რა თქმა უნდა! ზედ ეწერა:
«ლედი მიურიელ ბრაიტონ-ჯონსი».
_ სწორედ მე გახლავართ! გავცვალოთ ბუშტები! _ გაუხარდა მანდი-
ლოსანს, საჩქაროდ გამოართვა თავისი ბუშტი პრემიერ-მინისტრს და მისი
მიაწოდა.
მაშინვე აფრინდნენ ორივენი ჰაერში და ფრენა-ფრენაში განაგრძეს სა-
უბარი.
_ თქვენ ცოლიანი ხართ? _ ჰკითხა ლედი მიურიელმა სწორედ მაშინ,
როცა ჯეინსა და მაიკლს ჩაუფრინეს.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
_ არა! ვერ შევხვდი და ვერა შესაფერ ქალბატონს, არც ყმაწვილქალი
მინდა და არც ბებერი. თანაც ცოტა მხიარული ხასიათისა მინდა იყოს, მე
თვითონ ძალიან სერიოზული ვარ.
_ ეგებ მე ვიყო თქვენი შესაფერი? _ უთხრა ლედი მიურიელ ბრაიტონ-
ჯონსმა. _ მე ისეთი კისკისა ქალი ვარ!
_ მე მგონი, შესაფერი ბრძანდებით! _ შეაგება სიტყვა პრემიერ-მინის-
ტრმა და მხიარულ საჰაერო ჯგუფს შეერივნენ.
ჰაერში კი ბევრნი ირეოდნენ. ჯეინი და მაიკლი მერი პოპინსს ხტუნვა-
ხტუნვით მისდევდნენ და გზადაგზა ხან ვის წაედებოდნენ და ხან ვის. ყვე-
ლას დედაბრისაგან ნაყიდი ბუშტი ჰქონდა. მთელ პარკში ჰაერი პირდაპირ
დუღდა.
აი, მაღალმა კაცმა ჩაიარა, გრძელულვაშა იყო, ლურჯი მუნდირი ეცვა,
ჩაფხუტი ეხურა. მის ბუშტზე ეწერა: «პოლიციის ინსპექტორი». ერთ-ერთ
ბუშტს «ლორდ-მერი» ეწერა. ზედ ბუშტივით მრგვალი გოდორა ეკიდა. გო-
დორას სამკუთხა ქუდი ეხურა, წითელი მოსასხამი ესხა და კისერზე სპი-
ლენძის დიდი ჯაჭვი დასთრევდა... _ გაიარეთ, გაიარეთ, გეთაყვა! არ იჩქაროთ! დაიცავით წესრიგი! ნაგავი
სანაგვეში ჩაყარეთ!
ამას დარაჯი ამბობდა. ხელში პატარა ალუბლისფერი ბუშტი ეჭირა.
ბუშტზე ეწერა: «ფ. სმითი». სმითი ძლივს მიიკვლევდა გზას და ჩვეულებ-
რივად მითითებებს იძლეოდა.
_ ძაღლები მხოლოდ პირსაკრავწამოცმულნი დაიშვებიან! არ მოსწი-
ოთ! არშეჯგუფდეთ! დაიცავით წესრიგი!
მაიკლი ჯეინთან მიფრინდა და ჰკითხა:
_ სად არის მერი პოპინსი?
_ ეგერ! ხედავ? _ წინ გაახედა ჯეინმა. დარბაისელი და გამართული მე-
რი პოპინსი მსუბუქად მიჰყვებოდა ყველაზე დიდ ბუშტს.
_ ბუშტიცაა და ბუშტიც, ჩემო ჭუკუნებო! _ მოესმათ ბებრული ხმა.
ბუშტების გამყიდველი დედაბერი იყო. სულ დაეცარიელებინა ლანგარი.
ხელში აღარც ერთი ბუშტი აღარ ეჭირა. მიუხედავად ამისა, ისე მიქროდა,
ვითომ ასი უჩინარი ბუშტი ჰქონოდეს.
_ ყველა გავყიდე, _ წრიპინებდა ის, ყმაწვილებს რომ ჩაუარა, _ ყველას
ერგო ბუშტი! ყველამ თავისი სარგო შეირჩია, არ ჩქარობდნენ! ბუშტიცაა და
ბუშტიც! მე ერთიც აღარ დამრჩა!
და ხურდა ფულის ჩხარუნით გაფრინდა. ყმაწვილები დიდხანს გას-
ცქეროდნენ, როგორ გაუსწრო ერთი ციცქნა, გალეულმა დედაბერმა ფრენა-
ფრენით ლორდ-მერს, პრემიერ-მინისტრს და ყველას, ყველას, ვინც ჰაერში
სეირნობდა.
_ ბუშტიცაა და ბუშტიც, ჩემო ჭუკუნებო! _ ძლივს ისმოდა მისი ხმა.
ჩვიდმეტი ნომერი სახლის ჭიშკარიც ყურთამდე ღია იყო და შინ შესას-
ვლელი კარიც. მერი პოპინსი წინკარში კეკლუცად შესრიალდა და კიბეს გა-
დაუფრინა. ყმაწვილებიც ხტუნვა-ხტუნვით კვალდაკვალ მიჰყვნენ, ბავშვე-
ბის ოთახის კარებთან დაეშვნენ და ერთი ხმაური ატეხეს. მერი პოპინსი
ნარნარად, უჩუმრად დაეშვა.
_ უჰ, რა უბრწყინვალესი დღე იყო! მშვენიერზე მშვენიერი! _ თქვა ჯე-
ინმა და მერი პოპინსს მოეხვია.
_ მაგრამ შენ არა ხარ მშვენიერზე მშვენიერი! დაივარცხნე, თუ შეიძლე-
ბა! საფრთხობელას ჰგავხარ! _ შეაგება მერი პოპინსმა.
_ მე თვითონ ვარ ახლა საჰაერო ბუშტი! _ მხიარულად ადუდღუნდა
მაიკლი. _ ბუმბულზე მსუბუქად ვგრძნობ თავს! ფერიასავით ვარ!
_ ღუმელის მწმენდელივით გამურულხარ, წადი, დაიბანე! _ წაიბუზ-
ღუნა მერი პოპინსმა.
დაბანილ-დავარცხნილები რომ შემობრუნდნენ, ოთხივე ბუშტი ჭერზე
ისვენებდა: ყვითელი _ მაიკლისა, ცისფერი _ ჯეინისა, ვარდისფერი _ ტყუ-
პებისა და წითელი _ მერი პოპინსისა. ძაფები კავზე იყო კოხტად მიბმული,
ბუშტები არიძროდნენ. მსუბუქებსა და კაშკაშებს, ეტყობა, ეძინათ.
_ საინტერესოა! _ ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მაიკლმა.
_ რაა საინტერესო? _ ჰკითხა მერი პოპინსმა.
_ საინტერესოა, შეგვემთხვეოდა ის, რაც დღეს მოხდა, თქვენ რომ ჩვენ-
თან არყოფილიყავით? _ მე მაინტერესებს, როდის დაანებებ თავს ისეთირამეებით დაინტერე-
სებას, რაც არგეხება? _ ჩაიცინა მერი პოპინსმა.
მაიკლის ცნობისმოყვარეობას ამით დაესვა წერტილი. სხვარა გზა იყო.
მეექვსე თავი

მარმარილოს ბიჭი
_ საღამოს გაზეთის ყიდვა არ დაგავიწყდეს! _ უთხრა მისის ბენქსმა
ჯეინს, აკოცა და ორი პენსი მისცა.
მაიკლმა საყვედურით შეხედა დედას.
_ მეტს არმოგვცემ? _ ჰკითხა მან. _ მენაყინერომ შეგვხვდეს, რა ვქნათ?
_ კარგით, _ უთხრა მისის ბენქსმა. _ აი, კიდევ ექვსი პენსი. მაგრამ, ბავ-
შვებო, ჩემი აზრით, ძალიან განებივრებთ! მე რომ თქვენხელა ვიყავი, ყო-
ველდღე ნაყინს არა ვჭამდი!
_ ალბათ, არ იმსახურებდი, დედა, _ აუხსნა მაიკლმა და საჩქაროდ შეი-
ნახაფული ჯიბეში.
_ ნაყინზე ხომ ოთხი პენსი გვეყოფა, _ უთხრა ჯეინმა მაიკლს. _ «მხია-
რული სურათებიც» ვიყიდოთ, კარგი?
_ გზა გვიტიეთ, მის! _ ზურგს უკან მოესმა ნაცნობი ხმა.
მოხდენილი და წელში გამართული მერი პოპინსი, გეგონებოდათ მო-
დების ჟურნალიდანააო, კიბეზე ჩამოდიოდა და ხელში ანაბელი ეჭირა. ჩა-
მოვიდა, ბავშვი ეტლში ჩააწვინა და კარისკენ გაემართა.
_ აბა, მარდად პარკისაკენ! _ გასცა ბრძანება. _ ზოზინი არიყოს!
ჯეინი და მაიკლი გაცვივდნენ გზაზე, ჯონი და ბარბიც უკან გაეკიდ-
ნენ.
ალუბლის შესახვევს მზე გოლიათურ მანათობელ ქოლგასავით მოჰფე-
ნოდა. ხეებზე შაშვები და ყარანები უსტვენდნენ. კუთხეში ადმირალი ბუმი
გულმოდგინედ კრეჭდა თავის გაზონს.
შორიდან მხიარული მარშის ხმა ისმოდა. პარკში სამხედრო ორკესტრი
უკრავდა. ხეივანში ფერადი ქოლგები სეირნობდნენ, ქოლგებს თავს აფარებ-
დნენ მანდილოსნები და ჭორაობდნენ ამქვეყნად ყველაფერზე.
პარკის დარაჯს საზაფხულო ფორმა ეცვა _ სახელოზე წითელკანტმოვ-
ლებული ცისფერი ქურთუკი. იგი გაზონებს შორის დადიოდა და ფხიზ-
ლად ადევნებდა თვალს ყველას და ყველაფერს.
_ წესრიგი არ დაარღვიოთ! გაზონებზე არ იაროთ! ნაგავი სანაგვეში ჩა-
ყარეთ! _ იძლეოდა მითითებებს. მერი პოპინსმა და ყმაწვილებმა ჩაუარეს
და ცაცხვების ხეივანში გაუხვიეს.
_ გაფრთხილებთ, პარკში ნაგავს არფანტავენ. _ დაუძახა დარაჯმა.
_ არც სიტყვებს ფანტავენ! _ არ დაუყოვნა პასუხი მერი პოპინსმა და ამ-
აყად თავაწეულმა ჩაუარა.
დარაჯმა ქუდი მოიხადა და დაინიავა, თან თვალი გააყოლა მიმავალთ.
მერი პოპინსს ეღიმებოდა. მისი ღიმილით მიხვდებოდი, იცოდა, დარაჯი
რომ უყურებდა. აბა როგორ, ფიქრობდა ის: ახალი, თეთრი ვარდისფერსაყე-ლოიანი ჟაკეტი მაცვია, ვარდისფერი ქამარი მიკეთია და ოთხი ვარდისფე-
რიღილი მაკერია.
_ დღეს საით წავალთ? _ იკითხა მაიკლმა.
_ ვნახოთ! _ უკმაყოფილოდ გამოეპასუხა მერი პოპინსი.
_ მე მხოლოდ გკითხეთ! _ დაიწყო მაიკლმა.
_ ნუ მკითხავ! _ ურჩია მან და მწყრალად ჩაიბუზღუნა.
_ ხმას არ მაღებინებს! _ ჩუმად შესჩივლა მაიკლმა ჯეინს. _ მალე,
ალბათ, დავმუნჯდები და მაშინ ინანებს!
ისინი უხმოდ, ძუნძულ-ძუნძულით მისდევდნენ მერი პოპინსს. მზე
აცხუნებდა. მერი პოპინსი კი ბავშვის ეტლს ისე მიარბენინებდა, თითქოს
მარულაში მონაწილეობსო.
_ აქეთ წამოდით! _ უბრძანა მან ბავშვებს და ეტლი მარჯვნივ მიაბრუ-
ნა.
ბავშვები მაშინვე მიხვდნენ, საით მიდიოდნენ. ტბორისკენ მიმავალ
ბილიკს ადგნენ. საჩრდილობელ ხეივანს იქით წყალი ლივლივებდა. მზის
სხივებში გახვეული ნაპირი ელვარებდა. ყმაწვილებს გული აუფანცქალ-
დათ.
ტბორისკენ სირბილ-სირბილით გაიქცნენ!
_ გემს გავაკეთებ და აფრიკაში გავცუროთ! _ სულ დაავიწყდა მაიკლს,
გაბრაზებულირომ იყო.
_ მე თევზებს დავიჭერ! _ წინ გაუსწრო ჯეინმა.
ხტუნვა-ხტუნვით, სიცილ-სიცილით მიაქნევდნენ ქუდებს და ისე მი-
ადგნენ ტბორს; ტბორის ირგვლივ დამტვერილი მწვანე სკამები
ჩამწკრივებული მოთმინებით ელოდნენ მათ, ვინც მოისურვებდა ჩამოჯდო-
მას. ტბორის ნაპირთან იხვები დაცურავდნენ და ყვიტყვიტებდნენ, პურის
ნაფშხვენები გადმოგვიყარეთო.
ტბორის მეორე მხარეს მარმარილოს ძველი ქანდაკება იდგა _ ყმაწვი-
ლი და დელფინი. იგი ცისა და წყლის ფონზე თვალისმომჭრელად ქათქა-
თებდა. მაგრამ ბიჭს ცხვირის წვერი წატეხილი ჰქონდა, ფეხზე იარასავით
აჩნდა შავი ბზარი, მარცხენა ხელის ნეკზე სახსარი აკლდა, ფეხებზე ფრჩხი-
ლები დასკდომოდა. ქანდაკება იდგა მაღალ კვარცხლბეკზე, ბიჭი დელფინს
ყელზე მოხვეოდა, მარმარილოს ხუჭუჭა თავი წყლისკენ დაეხარა და ჩაფიქ-
რებული იყურებოდა ქვემოთ მარმარილოს დიდი თვალებით.
კვარცხლბეკზე გამოხუნებულიყო ერთ დროს ოქროსფერი ასოებით
წარწერილი მისი სახელი _ ნელეი.
_ რა მხიარულია დღეს! _ ჩაიჩურჩულა ჯეინმა და მზეზე თვალები მო-
ჭუტა.
იმავე წუთს დაინახა, რომ ქანდაკების ძირას იჯდა ხნიერი ჯენტლმენი
და დიდი გამადიდებელი შუშით წიგნს კითხულობდა. მზის საჩრდილობ-
ლად მელოტ თავზე აბრეშუმის ცხვირსახოცი ეფარა. გვერდით, სკამზე შავი
ცილინდრი ედო.
ყმაწვილები გატაცებით მიაცქერდნენ ამ უცნაურ და რაღაცით ნაცნობ
კაცს.
_ მერი პოპინსის საყვარელი სკამია. გაბრაზდება! _ გაახსენდა მაიკლს. _ უყურე, ერთი, მე როდისმე ვბრაზობ? _ ზურგს უკან მოესმა მერი პო-
პინსის ხმა.
მაიკლს ძალიან გაუკვირდა.
_ დედას გეფიცები, მერი პოპინს, თქვენ ხშირად ბრაზობთ! _ უთხრა
მან. _ სულ ცოტა, დღეში ორმოცდაათჯერმაინც.
_ არასოდეს! _ შეუღრინა მერიმ, _ ბოაკონსტრიქტორის* მოთმინება
მაქვს! მე მხოლოდ შენიშვნებს გაძლევთ!
თქვა ეს, მობრუნდა და ქანდაკების მოპირდაპირე მხარეს მდგარ
სკამზე ჩამოჯდა. იქიდან გაჯავრებული მიაცქერდა ხნიერ ჯენტლმენს. მე-
რი პოპინსის გამოხედვა ყოველ სულიერს ადგილზევე გააქვავებდა. მაგრამ,
საბედნიეროდ, ხნიერ ჯენტლმენს მერი პოპინსისათვის არ შეუხედავს. იჯ-
და წიგნში თავჩარგული. მერი პოპინსმა წყრომით ჩაიფრუტუნა, ეტლიდან
ხელსაქმე ამოიღო და წინდების ამოკემსვას შეუდგა.
ბავშვები ნაპირს მოედვნენ.
_ ეს ჩემი ხომალდი იქნება! _ სანაგვიდან ფერადი ქაღალდი ამოაძვრი-
ნა მაიკლმა.
_ მე თევზს ვიჭერ! _ მუცლით გაწვა ნაპირზე და ხელი წყალში წაყო
ჯეინმა.
წარმოიდგინა, ხელში გრძელ ძაფზე გამობმული ანკესი მიჭირავს და
ანკესზე ჭიაა წამოცმულიო. საცაა, თევზი მოვა, ჭიას პირს წაავლებს და ცუპ!
ანკესზე წამოეგებაო. მერე ანკესს მარდად ამოვისვრი, თევზს ქუდზე დავ-
დებ და შინ წამოვიღებო. «აი მესმის!.. _ იტყვის მისის ბრილი. _ მისწრებაა!
თავს ვიმტვრევდი, სადილად რა მოვამზადო-მეთქი!»
იქვე, გვერდით ტყუპები წყალში ჭყაპუნობდნენ. მაიკლი თავის ხო-
მალდს ძლიერ ქარიშხალში მიაცურებდა. მერი პოპინსი მერხზე იჯდა და
ფეხით ეტლს არწევდა. მარდად კემსავდა იგი წინდას, ნემსი წამდაუწუმ
მზეზე ბრწყინავდა.
პარკში თვლემისმომგვრელი სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა.
უცებ გაისმა ბაჰ!
ხნიერმა ჯენტლმენმა წიგნი დახურა. იმის ხმა იყო.
_ მოითმინეთ, რა, _ გაისმა წკრიალა ხმა. _ ბოლომდე ჩაკითხვა მაცა-
ლეთ!
განცვიფრებულმა ბავშვებმა მიიხედეს.
თვალები დაჭყიტეს, აახამხამეს და ისევ დაჭყიტეს.
მათ თვალწინ, ბალახზე მარმარილოს ბიჭი იდგა და ხელში მარმარი-
ლოს დელფინი ეჭირა. კვარცხლბეკი ცარიელი იყო.
ხნიერმა ჯენტლმენმა პირი დააღო, მერე დახურა და ისევ გააღო.
_ ე-ე-ე... თქვენ რამე თქვით? _ ამოიღო ბოლოს ხმა და წარბები ლამის
კინკრიხომდე აზიდა.
_ რასაკვირველია, ვთქვი, _ უთხრა მარმარილოს ბიჭმა. _ მეც ვკითხუ-
ლობდი და თქვენ უცებ დახურეთ წიგნი. ბოლომდე მინდა ჩავიკითხო და
გავიგო, საიდანა აქვს სპილოს ხორთუმი! _ ოჰ, ღვთის გულისთვის, მაპატიეთ! _ თქვა ხნიერმა ჯენტლმენმა, _
აზრადაც არ მომსვლია, თუ თქვენ... ე-ე-ე... კითხულობდით. ოთხ საათზე
ყოველთვის ვწყვეტ კითხვას. შინ სამხარს უნდა მივუსწრო.
ადგა, თავზე დაფარებული ცხვირსახოცი მოიხსნა და ცილინდრი აი-
ღო.
_ კარგით, რადგან თქვენ კითხვას მორჩით, არ შეიძლება მათხოვოთ
თქვენი წიგნი? _ მშვიდად ჰკითხა მარმარილს ბიჭმა.
ხნიერმა ჯენტლმენმა უკან დაიწია და წიგნი გულში ჩაიკრა:
_ მაპატიეთ, არაფრით არ შემიძლია! ეს-ეს არის ვიყიდე. პატარა რომ
ვიყავი, სულ მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ ხელში ვერ ჩავიგდე,
სულ უფროსები კითხულობდნენ. ახლა, როცა ჩემთვის საკუთრად შევიძი-
ნე, ვერგავიმეტებ!
შეშფოთებული შესცქეროდა ხნიერი ჯენტლმენი მარმარილოს ქანდა-
კებას, თითქოს ეშინოდა, წიგნი ხელიდან არგამომტაცოსო.
_ მე მოგიყვები ცნობისმოყვარე სპილოს ამბავს! _ შეჰბედა ჯეინმა.
დელფინიანი ბიჭი მაშინვე მოუბრუნდა:
_ მართლა, ჯეინ? _ სიხარულისაგან მარმარილოს სახეზე ნათელი გა-
დაეფინა.
_ მე კი შემიძლია გიამბო ყვითელ ძაღლ დინგოსა და პეპელაზე, რო-
მელმაცფეხი დააბაკუნა! _ სიტყვა დააწია მაიკლმაც.
_ არა! _ თქვა უცებ ხნიერმა ჯენტლმენმა. _ ბოლოს და ბოლოს, მე მაც-
ვია და მახურავს, საწყალი ბავშვი კი შიშველ-ტიტველია! მივცემ წიგნს. ეტ-
ყობა, ამ წიგნის ქონა არმიწერია.
წიგნს ისე შეხედა, თითქოს ემშვიდობებაო, ხელში მიაჩეჩა მარმარი-
ლოს ბიჭს, მიბრუნდა და უნდა წასულიყო, მაგრამ შეამჩნია, რომ დელფინი
ასხმარტალდა, და ისევ მობრუნდა.
_ მაინტერესებდა, როგორ დაიჭირეთ ეს თევზი, ანკესზე წამოეგო თუ
ბადეს მოჰყვა?
_ ეს თევზი არაა, _ გაიღიმა ბიჭმა. _ არც მე დამიჭერია. მაშინ მომცეს,
როცა დავიბადე!
_ აჰა, გასაგებია, _ თავი დაუქნია ხნიერმა ჯენტლმენმა, მაგრამ სახეზე
მაინც გაოცება ეხატა. _ აბა, მივდივარ. კარგად იყავით! _ ცილინდრი
თავაზიანად ასწია და სწრაფად გაუდგა გზას.
_ გმადლობთ! _ დაადევნა მარმარილოს ბიჭმა და მაშინვე ჩარგო თავი
წიგნში.
პირველ გვერდს ფაქიზი ხელწერა ამშვენებდა: «უილიამ უეზეროლ
უილკინსი».
_ წავშლი მის სახელს და ჩემსას დავაწერ, _ გაუღიმა სიხარულით ჯე-
ინსა და მაიკლს მარმარილოს ბიჭმა.
_ რა გქვია შენ? კითხვა იცი, ა?.. _ კითხვა კითხვაზე დააყარა გაოცე-
ბულმა მაიკლმა.
_ ნელეი მქვია, შენ კი არიცი კითხვა? _ გაიცინა ბიჭმა.
_ კვარცხლბეკიდან როგორ ჩამოხვედი? _ ჰკითხა ჯეინმა. _ ქანდაკებე-
ბი ხომ ვერ დადიან! _ გადმოვხტი, _ აუხსნა ნელეიმ, ისევ გაუღიმა და მარმარილოს ქოჩო-
რი გადაიწია. _ ისე შევწუხდი, ზღაპარი რომ ბოლომდე ვერ წავიკითხე, ფე-
ხებმა თავისთავად ისკუპეს. სანამ გონს მოვიდოდი, უკვე ქვევით ვიყავი.
მარმარილოსფეხები მიწაზე დააბაკუნა.
_ ეჰ, ადამიანებო, რა ბედნიერები ხართ, ყოველდღე რომ შეგიძლიათ
იაროთ! ხშირად გიყურებდით. ყოველთვის მინდოდა თქვენთან ჩამოვსუ-
ლიყავი და მეთამაშა! და აი, დღეს, როგორც იქნა, თქვენთანა ვარ! ისე მიხა-
რია! თქვენ? მითხარით, თქვენ არგიხარიათ?
ტბორს ირგვლივ ხტუნვა-ხტუნვით შემოურბინა და სიხარულისაგან
აღიღინდა. სანამ ჯეინი და მაიკლი საპასუხო სიტყვებს ეძებდნენ, ტბორის
ნაპირს მიადგა და ხელი წყალში ჩაყო.
_ აი, როგორი ყოფილა წყალი! _ წამოიძახა მან. _ ცისფერი, ცისფერი და
მსუბუქი, როგორც ჰაერი!
ყმაწვილი ტბორის ლივლივა ზედაპირზე დაიხარა, დელფინმა კუდი
გააქნია, ხელიდან გაუსხლტა და წყალს შეერია.
_ დაიჭირე, დაიჭირე! დაიხრჩობა! _ დაიყვირა შეშინებულმა მაიკლმა.
მაგრამ დელფინი დახრჩობას სულაც არაპირებდა.
ერთ წუთში მთელი ტბორი გაცურ-გამოცურა, კუდით წყალი აადგა-
ფუნა, მერე ჩაყვინთა, ყალყზე შედგა, ამოხტა ჰაერში და ისევ ჩაყვინთა.
ცირკში გეგონებოდათ თავი!
როცა თამაშით მოიღალა, ამოხტა და პირდაპირ ხელში ჩაუხტა თავის
პატრონს, ბავშვებმა თავი ვერშეიკავეს და ტაში დასცხეს.
_ კარგი იყო? _ შეშურდა ნელეის.
დელფინმა ჩაიღიმა და თავი დაუქნია.
_ კარგია?! _ გაისმა ნაცნობი ხმა. _ კარგი კი არა, აღმაშფოთებელია!
ტბორის ნაპირას იდგა მერი პოპინსი და თვალებიდან ცეცხლს აკვე-
სებდა.
ნელეიმ წამოიყვირა, ფეხზე წამოხტა და თავდახრილი მიეახლა. იდგა
გაუბედავად პატარა, საცოდავი ბიჭი და ელოდა განაჩენს.
_ ერთი მიბრძანე, ვინ დაგრთო ნება, ქვემოთ ჩამოსულიყავი? _ მერი
პოპინსს სახეზე ჩვეულებრივი მრისხანება ეწერა.
ნელეიმ თავი ჩაკიდა.
_ არავინ _ ალუღლუღდა ის. _ ფეხები თვითონვე ჩამოხტნენ, მერი პო-
პინს.
_ მაშინ ჯობს, თვითონვე ახტნენ უკან. ნაბიჯით იარ! უფლება არა
გაქვს, კვარცხლბეკიდან ჩამოხვიდე!
მარმარილოს ბიჭმა თავი უკან გადაიგდო, მზემ სხივები აათამაშა მის
ჩოფურა ცხვირზე.
_ მერი პოპინს, ნება დამრთეთ, ცოტა ხანს დავყო ქვემოთ! _ შეევედრა
ის. _ სულ ცოტა ხანს! ძალიან მინდა ჯეინთან და მაიკლთან ვითამაშო!
თქვენ არ იცით, როგორ მწყინდება მარტოდმარტოს, ხმის გამცემი არავინაა!
მერი პოპინს, გეთაყვა, ძალიან გთხოვთ, _ ჩურჩულით დაამთავრა ვედრება.
წუთით ჩაფიქრდა მერი პოპინსი. მერე აიხედა, თვალებში სიკეთე ჩა-
უდგა, ტუჩებზეღიმი მოერია, ლოყაზეფოსო გაუჩნდა. _ კარგი, დღეს ეგრე იყოს! _ უთხრა მან. _ მაგრამ ეს ერთხელ, ნელეი,
პირველი იყოს და უკანასკნელი!
_ უკანასკნელი იქნება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ! _ ეშმაკურად გაუ-
ღიმა ნელეიმ.
_ საიდან იცნობ მერი პოპინსს? _ ჰკითხა მაიკლმა. _ სად გაიცანი?
_ დიდი ხანია ვიცნობ, _ გაიცინა ნელეიმ. _ მამაჩემის ძველი მეგობა-
რია.
_ ვინ არის მამაშენი? სად ცხოვრობს? _ ცნობისმოყვარეობისაგან ლამის
მოკვდა ჯეინი.
_ აქედან შორს ცხოვრობს, საბერძნეთის კუნძულებზე, ზღვის მბრძანე-
ბელს ეძახიან.
ნელეის მარმარილოს თვალებში ნაღველი ჩაუდგა.
_ რას აკეთებს? _ არეშვებოდა მაიკლი. _ მამაჩემივით სიტიში დადის?
_ ო, არა! არსად არ დადის. კლდეზე დგას ზღვის პირას, ხელში სამკაპი
უჭირავს, ბუკსა ჰკრავს. გვერდით დედაჩემი უზის, თმას ივარცხნის. იქვე,
მათ ფეხებთან ჩემი უმცროსი ძმა პელი მარმარილოს ნიჟარას ათამაშებს.
მთელი დღე თოლიების ჩრდილები დარიალებენ მარმარილოს სხეულებზე
და უყვებიან ნავსადგურის ახალ-ახალ ამბებს. ხომალდები შედიან ყურეში,
თუ გადიან ზღვაში, დედა, მამა და პელი ფერადი აფრების ცქერით ტკბები-
ან. ღამე კი ყურს უგდებენ, ტალღა ტალღას როგორ ეხეთქება და როგორ ას-
კდება ნაპირს.
_ რა კარგია! _ წამოიძახა ჯეინმა. _ შენ რაღად დასცილდი ახლობ-
ლებს? _ თავისთვის გაიფიქრა, რომ მისის და მისტერ ბენქსებს მარტოდმარ-
ტო არასოდეს მიატოვებდა საბერძნეთის კლდეებზე.
_ არ მინდოდა, მაგრამ ჩვენ, ქანდაკებები, რას გავხდებით ადამიანებ-
თან? ყოველთვის მოდიოდნენ დასათვალიერებლად და ვიშვიშებდნენ: ოჰ,
რა კარგია, უჰ, რა კარგიაო! ერთხელაც ერთმა ბრძანა: «ამას წავიყვანო!» და
ხელი მომაშვირა. და აი, წამომიყვანეს...
თქვა მარმარილოს ბიჭმა და წუთით სახე დელფინის ფარფლში ჩამა-
ლა.
_ მერერა მოხდა? _ ჩაეძია ჯეინი... _ როგორმოხვდი ჩვენს პარკში?
_ ყუთით, _ მშვიდად თქვა ნელეიმ დ,ა გაოცებულ ყმაწვილებს რომ შე-
ხედა, გაიცინა. _ ჩვენ ყოველთვის ასე ვმოგზაურობთ. ჩვენს ოჯახზე დიდი
მოთხოვნილებაა. ჩვენ ვჭირდებით პარკებში, მუზეუმებში, ბაღებში. გვიყი-
დიან და ამანათებით გვაგზავნიან. არავის აზრად არ მოსდის, რომ ზოგჯერ
შესაძლოა... ვწუხდეთ.
ბოლო სიტყვაზე ცოტა არიყოს ენა დაება.
_ გვეყოფა ამაზე ფიქრი! _ წამოიძახა და თავი შეარხია. _ თქვენ აქა
ხართ და ყველაფერი კარგადაა! ასე მგონია, ნათესავები ვართ. მე ხომ თქვენ-
ზე ყველაფერი ვიცი! ფრანზეც ვიცი, ფაიფურის სამეფო ლანგარზეც, რო-
ბერთსონ ეიზეც, სადილად რა გაქვთ ხოლმე, ისიც ვიცი. არ შეგიმჩნევიათ,
თქვენს ლაპარაკს რომ ვუსმენ? იცით, ზემოდან დაგყურებთ და თქვენთან
ერთად ზღაპრებსაც ვკითხულობ!
ჯეინმა და მაიკლმა უარის ნიშნად თავი გააქნიეს. _ «ალისა საოცრებათა ქვეყანაში» ზეპირად ვიცი! _ განაგრძობდა ის. _
თითქმის მთლიანად ვიცი «რობინზონ კრუზოც». «ყველაფერი, რაც უნდა
იცოდეს ნამდვილმა მანდილოსანმაც», ვიცი. ეს წიგნი მერი პოპინსის საყვა-
რელი წიგნია. ყველაზე მეტად, მართალი რომ გითხრათ, «მხიარული სურა-
თები» მიყვარს. მართლა, ამ კვირაში რა დაემართა ვეფხვის ბოკვერ თიმს?
გადაურჩა ძია მოპსს?
_ სწორედ დღეს იქნება ახალი ნომერი, _ თქვა ჯეინმა. _ ყველანი ერ-
თად წავიკითხავთ!
_ აჰ, რა ბედნიერი ვარ დღეს! _ წამოიძახა ნელეიმ. _ «ცნობისმოყვარე
სპილოს» ამბავსაც წავიკითხავ, «მხიარულ სურათებსაც», ფეხებიც ფრთები-
ვითა მაქვს! ჩემი დღეობა არვიციროდისაა, მაგრამ ალბათ დღესაა!
გულზე მიიხუტა დელფინი და წიგნი და აცეკვდა.
_ ეი! ძინ-ძინ-ძინ! უნდა მიიხედ-მოიხედო, სად მიდიხარ! _ დაიყვირა
მენაყინემ. იგი თავის ხელურემს მოაგორებდა ტბორის სანაპიროზე.
ხელურემს ასეთი წარწერა ჰქონდა:
შეჩერდი და მიირთვი ერთი ულუფა!
რა მშვენიერი დარია!
_ შეჩერდი! შეჩერდი! შეჩერდი! შეჩერდი! _ იყვირეს ყმაწვილებმა და
ხელურემს მისცვივდნენ.
_ შოკოლადის ნაყინი მომეცი! _ უთხრა მაიკლმა.
_ მე ლიმონის მინდა! _ არ დააყოვნა ჯეინმა.
ბუთხუზა ტყუპებმა ის გამოართვეს, რაც მიაწოდეს.
_ შენ რომელი მოგართვა? _ ჰკითხა მენაყინემ ნელეის, როცა ის მოკ-
რძალებით დაუდგა გვერდით.
_ არვიცი, რომელი ავიღო, _ უთხრა ნელეიმ, _ არასოდეს გამისინჯავს.
_ რ-რაა? ნაყინი არ გიჭამია? დიდი ბიჭი ხარ, კი უნდა იცოდე ნაყინზე
ყველაფერი! აბა!
მენაყინემ ხელი ჩაყო სანაყინეში, ჟოლოს ნაყინი ამოარჩია და ნელეის
გაუწოდა.
_ აბა, ჭამე, _ უთხრა მან, _ ვნახოთ, როგორმოგეწონება!
ნელეიმ ნაყინი ორად გაყო, ნახევარი დელფინს ჩაუდო პირში, ნახე-
ვარს თვითონ დაუწყო ლოკვა.
_ მშვენიერია! _ თქვა მან. _ წყალმცენარეებს ასწილად სჯობს.
_ წყალმცენარეებსო? ეგღა გვაკლია, წყალმცენარეს შეადარო! რა შუაშია
წყალმცენარეები? მართლა, წყალმცენარეებზე გამახსენდა, _ განაგრძო მენა-
ყინემ. _ ჩაგეცვა შე კაცო. მაგრად გაცივდები, ასე დედიშობილა თუ იარე.
მაპატიე, ასე გულახდილად რომ გითხარი. ძინ-ძინ! _ აჟღრიალდა ეჟვანი,
ხელურემი დაიძრა ადგილიდან და სხვა მხარეს გასწია.
ნელეიმ ალმაცერად გახედა ყმაწვილებს და სამივეს ხარხარი აუტყდა.
_ ო, ღმერთო! _ სულს ძლივს ითქვამდა სიცილისაგან ნელეი. _ კაცი ვე-
გონე, ადამიანი! ეგებ დავეწიო, ავუხსნა, ვინცა ვარ? ორიათასი წელიწადი
ასე დავდივარ და სურდოც არშემყრია!
ის იყო ნელეი მენაყინეს უნდა გაჰკიდებოდა, რომ მაიკლმა დაუყვირა: _ ეე, ფრთხილად! ბართლომე მოდის!
და ნაყინის ბოლო ლუკმას პირში გადაუძახა.
ჩვენი ძველი ნაცნობი ბართლომე ახლა მის ლარკთან ცხოვრობდა.
ძაღლს საძაგელი ჩვეულება ჰქონდა _ მიახტებოდა ყმაწვილებს და ხელიდან
სტაცებდა, რაც უნდა სჭეროდათ. ძველებურად თავხედობდა. ტყუილად კი
არ იყო ნახევრად ერდელი და ნახევრად მეძებარი, თანაც, როგორც გახ-
სოვთ, ვერც ერთი ნახევარი უკეთესობით ვერ დაიკვეხნიდა...
კბილებდაკრეჭილი, ენაგადმოგდებული ზარმაცად მოძუნძულებდა,
ძაღლური უხეშობა ზედვე ეტყობოდა. მის უკან კეკლუცად მოცუნცულებდა
სრულყოფილების ნიმუში _ ედმონდი. ძაღლებს ფეხდაფეხ მოსდევდა აქო-
შინებული მის ლარკი.
_ ხუთიოდე წუთით გამოვედით სამხრობამდე გასასეირნებლად, _ და-
იწყო მის ლარკმა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი. _ საუცხოო დარი დგას და
ძაღლები ჩამაცივდნენ... ღმერთო დიდებულო, ამას რას ვხედავ? _ ხმა ჩაუ-
ვარდა, სუნთქვა შეეკრა და ნელეის მიაშტერდა. ისედაც სახეალეწილი მის
ლარკი მთლად აჭარხლდა და გაწყრა:
_ ეჰ, შე საძაგელო და ბოროტო ბიჭო! რისთვის აწვალებ საწყალ თევზს?
არიცი, უწყლოდ რომ დაიღუპება?
ნელეიმ მარმარილოს წარბი აზიდა. დელფინმა ბოლო სახეზე აიფარა,
მარმარილოსღიმილირომ დაემალა.
_ ხედავ! _ განაგრძო მის ლარკმა. _ აგონიაშია ჩავარდნილი! სულს ღა-
ფავს! ახლავე ჩაუშვი წყალში!
_ არ შემიძლია, _ გამოეპასუხა ნელეი, _ მეშინია, უჩემოდ არ მოიწყი-
ნოს!
თავაზიანად ელაპარაკებოდა ნელეი. მაგრამ დელფინი თავაზიანობა-
ზე სულაც არფიქრობდა. ბოლოს იქნევდა, წრიალებდა და იკრიჭებოდა.
_ სისულელეებს ნუ ბოდავ! თევზები არასოდეს არ არიან მოწყენილე-
ბი, ნუ მეკამათები!
მის ლარკი მთელ კომპანიას დაემუქრა.
_ ჩემი აზრით, მის პოპინს, _ თქვა მან, _ ყმაწვილებს ცოტა უფრო მკაც-
რად უნდა მოექცეთ! ამ საძაგელ ბიჭს უბრძანეთ, გაუშვას თევზი იქ, სადაც
დაიჭირა!
მერი პოპინსმა, როგორც იქნა, შეხედა მის ლარკს.
_ ვშიშობ, რომ ეს შეუძლებელია, მემ. მეტისმეტად შორია.
_ შორსაა თუ ახლოს, ამას მნიშვნელობა არა აქვს! როგორ შეიძლება აწ-
ვალოთ უსუსური ცხოველი! ედ, ბართლომე, მოდით აქ, მე ახლავე
გავიქცევი და ყველაფერს მოვახსენებ ლორდ-მერს!
თქვა ესა და გაიქცა. ძაღლებიც გაძუნძულდნენ. ბართლომემ წასვლამ-
დე დელფინს დამცინავად ჩაუკრა თვალი.
_ უთხარით, ტანსაცმელი ჩაიცვას! ასე რომ დასეირნობს, მზე დასწვავს!
_ ჩაიწიწინა მის ლარკმა ისე, რომ არშეჩერებულა.
ნელეი კინაღამ სიცილით მოკვდა.
_ მზე დამწვავს! _ კვნესოდა ის, _ მერი პოპინს, ნუთუ ვერავინ ხვდება,
რომ მარმარილოს ბიჭი ვარ! _ ჰმ! _ ჩაიცინა მერი პოპინსმა.
ნელეიმ ონავრულად გაიღიმა.
_ ასე ზღვის ლომები ამბობენ, _ თქვა მან. _ შემოსხდებიან კლდეებზე,
დაისს შესცქერიან და «ჰმ»-ს იძახიან.
_ მაშ ასე! _ მუქარა გაერია მერი პოპინსის ხმაში.
ყმაწვილები აკანკალდნენ, რაიმე საშინელება არმოხდესო.
მაგრამ არაფერი მომხდარა. მერი პოპინსმა ნელეის საპასუხოდ თვი-
თონაც ონავრული ღიმილი შეაგება. ცისფერი და მარმარილოს თვალები ერ-
თმანეთს უცინოდნენ.
_ ნელეი, _ მშვიდად უთხრა მან, _ ათი წუთიღა დაგრჩა. გაზეთის ფარ-
დულამდე შეგიძლია მოგვყვე, მერე კი უკან უნდა მობრუნდე.
_ მერე? _ ჰკითხა ნელეიმ და დელფინი ჩაიხუტა.
მერი პოპინსმა არაფერი უპასუხა. თვალით ანიშნა ტბორს გაღმა აღ-
მართულ კვარცხლბეკზე...
_ მერი პოპინს, ძალიან გთხოვთ, კიდევ დარჩეს ჩვენთან! _ აჭიჭყინ-
დნენ ბავშვები, მაგრამ მერი პოპინსმა ერთი გადახედა და ეს საკმარისი იყო,
ხმა გაეწყვიტათ.
_ დროს ნუ ვკარგავთ! _ წამოიძახა ნელეიმ და წამოხტა. _ გავიქცეთ!
ნელეიმ და ჯეინმა ხელიხელს ჩაჰკიდეს და მზის სხივებით აციმციმე-
ბულ გზაზე გაიქცნენ.
ცაცხვების ხეივნის ბოლოს იდგა მხიარული ფერებით შეღებილი ფარ-
დული. ფირნიში იუწყებოდა:
მისტერფოლი
წიგნებს, გაზეთებს, ჟურნალებს
ეძებთ? _ ინებეთ, აქა გვაქვს!
ფარდულში ფერად-ფერადი ჟურნალები ყვავილწნულებივით ეკიდა.
ბავშვებმა რომ მიირბინეს, თვითონ მისტერ ფოლიმ გამოყო თავი ერთ-ერ-
თი ყვავილწნულიდან. მრგვალი სახე ჰქონდა, მშვიდი და კეთილი.
_ ჯეინ ბენქსი და მისი მეგობარი მობრძანდნენ! _ მიეთავაზა ის. _ მგო-
ნია, ვხვდები, რისთვისაც მოხვედით.
_ «საღამოს ახალი ამბები» და «მხიარული სურათები» გვინდა, _ სულ-
მოუთქმელად მიაყარა ჯეინმა დაფული გაუწოდა.
ნელეიმ ხელი სტაცა ფერად, ხასხასა ჟურნალს და ჩქარ-ჩქარა გადა-
ფურცლა.
_ აბა, როგორაა საქმე, ვეფხვის ბოკვერი თიმი ხიფათს გადაურჩა? _ ქა-
ქანით მოვარდა მაიკლი.
_ ვაშა, გადარჩა! _ იყვირა ნელეიმ. _ უსმინეთ! «ვეფხვის ბოკვერი თიმი
ხელიდან დაუძვრა ვერაგ ძია მოპსს! ახალი თავგადასავალი წაიკითხეთ
შემდეგ ნომერში!»
_ ვაშაა! _ დაიძახა მაიკლმა და თვალგაფაციცებით შეუდგა სურათების
თვალიერებას.
მისტერფოლი ინტერესით დააცქერდა ნელეის. _ რა სიმპათიური პატარა ვეშაპი გყავს! _ უთხრა მან. _ ადამიანივით
იყურება. სად დაიჭირე, შვილო?
_ მაჩუქეს, _ უპასუხა ნელეიმ და ჟურნალიდან თავი აიღო.
_ აბა, უყურე! ბრწყინვალე საჩუქარია! სადაური ხარ? დედაშენი სადაა?
_ აქედან ძალიან შორსაა, _ სევდა მოერია ნელეის.
_ აბა, უყურე! _ მისტერფოლიმ თავი გააქნია. _ მამაც არა გყავს?
ნელეიმ უთხრა, არაო, და გაიღიმა.
_ რას ამბობ! გიჭირს, ალბათ, საცოდავო! _ მისტერ ფოლიმ მარმარი-
ლოს ბიჭს თანაგრძნობით ახედ-დახედა, _ ალბათ გცივა კიდეც, შიშველი
დადიხარ!
მისტერფოლიმ ჯიბეს იკრა ხელი, რაღაც აჩხრიალდა.
_ აბა, დაიჭი! _ გაუწოდა ხელი ნელეის. _ რამეს იყიდი, შიშველი ხომ
არ ივლი! ფილტვების ანთება დაგემართება, ან გრიპი შეგეყრება, ან რაიმე
ამდაგვარი.
ნელეი ინტერესით დაჰყურებდა მისტერ ფოლის გამოწვდილ ვერ-
ცხლისფულს.
_ რა არის ეს? _ იკითხა მან.
_ ნახევარკრონიანია, _ მიუგო მისტერფოლიმ, _ არასოდეს გინახავს?
_ არასოდეს! _ გაუღიმა ნელეიმ.
დელფინმაც ცნობისმოყვარედ შეხედაფულს.
_ ეჰ, ეჰ, ეჰ! შე საწყალო! ნახევარკრონიანი არასოდეს გინახავს, შიშველ-
ტიტველი ხარ! ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს შენზე!
მისტერფოლიმ საყვედურით შეხედა მერი პოპინსს.
მერი პოპინსმა აღშფოთებული მზერა დაუბრუნა მისტერფოლის.
_ მადლობას მოგახსენებთ, ჰყავს მას მზრუნველი! _ თქვა მან, გაიხადა
თავისი ახალი თეთრი ჟაკეტი და ნელეის მხარზე მოასხა.
_ აი ასე! ახლა თბილად იქნები.
ნელეი უყურებდა ხან მერი პოპინსს, ხან ჟაკეტს და მარმარილოს თვა-
ლებს აჭყეტდა.
_ მე მაძლევთ? სულ ჩემი იქნება? _ კითხულობდა ის. _ ოჰ, ჩემო ზღვის
ლომო! გმადლობთ! _ წამოიყვირა მან და მერი პოპინსს მოეხვია. _ ჯეინ, შე-
ხედე ჩემს თეთრქურთუკს! მაიკლ, ღილები ნახე!
გახარებული ხან ერთს მიახტებოდა, ხან მეორეს და თავის ახალ ტან-
საცმელს უჩვენებდა.
_ ეს სწორია, _ სახე გაუნათდა მისტერ ფოლის. _ ტყუილად როდია
ნათქვამი, ღვთისნიერ ადამიანს ღმერთი სწყალობსო. ნახევარკრონად
შარვალსაც იყიდი და კარგად, თბილად იქნები.
_ სხვა დროისთვის იყოს, _ სიტყვა შეაწყვეტინა მისტერ ფოლის მერი
პოპინსმა და ბავშვებს მიუბრუნდა:
_ გვაგვიანდება. აბა, ბავშვებო, ყოჩაღად! ძალიან გთხოვთ, ნუ იზოზი-
ნებთ, იჩქარეთ!
და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ხეივანს.
მზე სწრაფად იხრებოდა დასავლეთით. ორკესტრის ხმა აღარ ისმოდა.
ფერადი ქოლგები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დარაჯიც კი სადღაც მიი-მალა. ხეები დუმდნენ, გრძელი ჩრდილები ქვიშაზე გაწოლილიყვნენ... ჯე-
ინსა და მაიკლს ნელეისთვის ხელი ჩაეკიდათ და დუმდნენ. გრძნობდნენ,
მათი თავგადასავალი ამ ზაფხულის დღესავით ილეოდა. ეს თან უხარო-
დათ, თან სწყინდათ...
_ ნელეი, მე შენ მიყვარხარ! _ უჩურჩულა ჯეინმა. _ მე მინდა სულ
ჩვენთან იყო!
_ მეც მიყვარხარ, _ გაუღიმა ნელეიმ. _ მაგრამ უნდა მივბრუნდე, დავ-
პირდი.
_ დელფინს ვერ დაგვიტოვებ? _ ჰკითხა მაიკლმა და დელფინს ხელი
მოუთათუნა.
ჯეინმა წყრომით შეხედა:
_ არა გრცხვენია?! შენ დათანხმდებოდი, მთელი სიცოცხლე კვარ-
ცხლბეკზე მარტოდმარტო მდგარიყავი?
_ დიახ, დავთანხმდებოდი, თუდელფინიმეყოლებოდადამერიპოპინსისთვის
შემეძლოდამეძახაზღვისლომი, კი, ნამდვილადდავთანხმდებოდი!
_ იცი რა, მაიკლ, _ ჩაერია ლაპარაკში ნელეი. _ დელფინს ვერ მოგცემ.
ეს ჩემი სხეულის ნაწილია. მაგრამ, სამაგიეროდ, ნახევარ კრონს მოგცემ. და
ფული მაიკლს ჩაუდო ხელში.
_ წიგნი კი შენ გქონდეს, ჯეინ. ოღონდ დამპირდი, პატიოსანი სიტყვა
მომეცი, რომ წამაკითხებ! დამპირდი, რომ ყოველ კვირას მოხვალ და «მხია-
რულ სურათებსაც» წამიკითხავ!
_ პატიოსან სიტყვას გაძლევ! _ აენთო ჯეინი.
_ დაგელოდები, _ ნაზად უთხრა ნელეიმ. _ არასოდეს დაგივიწყებ,
არასოდეს!
_ გაინძერით, ნუ ყბედობთ! _ დაუტატანა მერი პოპინსმა და ტბორის-
კენ იბრუნა პირი.
ეტლი მიჭრიალებდა. უცებ ჭრიალი ვიღაცის ბუხუნა და ნაცნობმა ხმამ
ჩაახშო.
_ ხელი არ მიხლია და არც არაფრის ფასად ვახლებ! _ თავს იმართლებ-
და ნაცნობი ხმა ვიღაცის წინაშე.
ტბორის პირას, დაცარიელებულ კვარცხლბეკთან იდგნენ ლორდ-მე-
რი, ორი მრჩეველი და მკაცრად შესცქეროდნენ დარაჯს. დარაჯი ხელებს
შლიდა, ყვიროდა, მოკლედ, უცნაურად იქცეოდა.
_ მე რა შუაში ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ! უდანაშაულო კაცი ვარ! _
ღნაოდა ის.
_ სირცხვილია, სმით! _ მკაცრად ეუბნებოდა ლორდ-მერი. _ ქანდაკე-
ბაზე თქვენ აგებთ პასუხს. თქვენს მეტს არავის შეეძლო წაეღო!
_ უმჯობესია, გამოტყდეთ! _ ურჩია პირველმა მრჩეველმა.
_ ეს არგიხსნით, მაგრამ გულზე მოგეშვებათ! _ დასძინა მეორემ.
_ ხელი არ მიხლია, რატომ არა გჯერათ! _ დარაჯი სიმწრისგან ხელებს
იმტვრევდა.
_ ტყუილად მიედ-მოედები, სმით! _ აღშფოთდა ლორდ-მერი, _ დროს
მაკარგვინებ! ჯერ ერთი, ვიღაც შიშველი ყმაწვილი მყავს მოსაძებნი. საწყალ
ვირთევზას თუ ორაგულს აწვალებდა თურმე, როგორც თქვა მის ლარკმა! ესარ მეყოფოდა და ამ დროს ყველაზე ძვირფასი ქანდაკება გაქრა კვარცხლბე-
კიდან! გაოცებული ვარ და შეწუხებული! გენდობით, სმით! და ხედავთ,
როგორმომჭერით თავი, ნდობა არგამიმართლეთ!
_ მე ვხედავ! ვხედავ კი არა, ვერაფერს ვერ ვხედავ! ღმერთო, თვითონ
არ ვიცი, რას ვამბობ, თქვენო ბრწყინვალებავ! ერთი ვიცი _ არასოდეს გავკა-
რებივარამ ქანდაკებას!
დარაჯი შეშლილივით იყურებოდა აქეთ-იქით და უცებ მერი პოპინსი
დაინახა.
_ თქვენო ბრწყინვალებავ, ეს არის ყველაფერში დამნაშავე! _ დაიღრია-
ლა ნახევრად შეშინებულმა, ნახევრად გახარებულმა და მერი პოპინსზე მი-
უთითა. _ სულ ამის ბრალია, აქვე მიწა გამისკდეს, თუ ვტყუოდე!
ლორდ-მერმა ჯერ მერი პოპინსს შეხედა, მერე მზერა დარაჯზე გადაი-
ტანა.
_ სმით, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია! _ თავი გააქნია შეწუხებულმა, _
თქვენს დანაშაულს აბრალებთ წესიერ, უდანაშაულო ქალს, რომელიც აღ-
საზრდელებს ასეირნებს! როგორარა გრცხვენია?
ლორდ-მერმა თავაზით დაუკრა თავი მერი პოპინსს. მერი პოპინსმა სა-
პასუხო სალამი დაუბრუნა დაღიმილი შეაგება.
_ უდანაშაულო! ესაა უდანაშაულო?! _ იღრიალა დარაჯმა. _ თქვენო
ბრწყინვალებავ, თქვენ თვითონ არიცით, რას ამბობთ! ფეხს შემოდგამს პარ-
კში და ყველაფერი თავდაყირა დგება! ხალხი ციდან ცვივა, პრემიერ-მინის-
ტრი საჰაერო ბუშტით დაფრინავს! ნამდვილი საგიჟეა აქაურობა! თქენი ნა-
მოქმედარია ეს ყველაფერი! _ მიუბრუნდა ის მერი პოპინსს მუშტმოღერე-
ბული.
_ საცოდავი! შეიშალა! _ შეწუხდა პირველი მრჩეველი.
_ ურიგო არიქნება, ხელბორკილები დავადოთ! _ შიშით თქვა მეორემ.
_ რაც გნებავთ, მიქენით, ჩამომახრჩეთ, მაგრამ არაფერშუაში ვარ!
საწყალი დარაჯი კვარცხლბეკს მიეყრდნო და ცხარე ცრემლით ატირ-
და.
მერი პოპინსი მობრუნდა და ნელეის უხმო. ნელეიმ მოირბინა და
გულში ჩაეხუტა.
_ დროა? _ ჰკითხა ჩურჩულით.
მერი პოპინსმა თავი დაუქნია. მერე დაიხარა და შუბლზე აკოცა. წუ-
თით გაიტრუნა მერი პოპინსს ჩახვეული ნელეი, მერე გაუსხლტა და აქვი-
თინდა:
_ ჯეინ, მაიკლ, მშვიდობით! არ დამივიწყოთ!
რიგრიგობით მიულამუნა თავისი ცივი ლოყა ყმაწვილებს და, სანამ
ისინი ხმას გაიღებდნენ, ხეთა ჩრდილებში მიიმალა.
_ ცხოვრებაში არასოდეს მიმართლებდა! _ ქვითინებდა დარაჯი. _
ყმაწვილობიდანვე დავიჩაგრე!
_ დედის ნანად მოგეჩვენება ეს ამბავი იმასთან შედარებით, რაც დაგე-
მართება, თუ ქანდაკებას თავის ადგილზე არ დააბრუნებ! _ ბრაზობდა
ლორდ-მერი.
ჯეინი და მაიკლი ვერც დარაჯს ხედავდნენ და ვერც ლორდ-მერს. მათი ყურადღება კვარცხლბეკზე ამოყურყუმელავებულ ხუჭუჭა თავს
მიეპყრო. ნელეი დელფინთან ერთად მსუბუქად შეხტა კვარცხლბეკზე და
აღიმართა. ასწია მარმარილოს პატარა ხელი და ნახევრად ხუმრობით, ნა-
ხევრად ნაღვლიანად დაუქნია ყმაწვილებს გამოსამშვიდობებლად. ყმაწვი-
ლებმაც დაუქნიეს ხელი და მოეჩვენათ, რომ ის კანკალებდა... თუმცა
შეიძლება აცრემლებულებმა დაინახეს ასე.
ნელეიმ მაგრად მოხვია ხელი დელფინს, ხელი ხუჭუჭა თმაზე გადაის-
ვა, თავი დახარა და გაქვავდა. მერი პოპინსის მოთეთრო-მოვარდისფრო ჟა-
კეტიც ისე ჩანდა, თითქოს მარმარილოსი იყო...
_ არ შემიძლია დავაბრუნო, არ წამიღია და რა დავაბრუნო! _ განაგ-
რძობდა ქვითინს დარაჯი.
_ მისმინეთ, სმით, _ დაიწყო ლორდ-მერმა და, ვაიო, შესძახა, ახტა და
ყვირილი მორთო: _ ღმერთო, ზეციერო! ქანდაკება დაბრუნდა! და რაღაც
სხვანაირია!
უყურა, უყურა, კმაყოფილების სიცილი წასკდა, სამკუთხა ქუდი აიქ-
ნია და დარაჯს მხარზე მოუტყაპუნა.
_ გაიძვერავ! ეს იყო თქვენი საიდუმლო! რატომ მაშინვე არა თქვით, ჩე-
მო კარგო? ბრწყინვალე აზრია! გეყოფა თავის მოკატუნება! _ დასძინა მან,
რომ ნახა, დარაჯი ენაჩავარდნილი, შეშლილი თვალებით მისჩერებოდა
ნელეის.
_ ჯენტლმენებო! _ მიმართა ლორდ-მერმა მრჩევლებს. _ საწყალ სმითს
უსამართლოდ მოვექეცით. მან კი დაგვანახა, ქალაქის სანიმუშო მსახური კი
არა, ჩინებული მხატვარიც რომ არის! ხედავთ, რა ქნა? ქანდაკებას მარმარი-
ლოს ქურთუკი მოახურა! სანაქებოა, სმით! ნამდვილად სანაქებო! არასოდეს
მომწონდა შიშველი ქანდაკებები!
_ არცმე! _ თავიდახარაპირველმამრჩეველმა.
_ არც მე! _ თქვა მეორემ.
_ ძვირფასო სმით, ნუ გეშინიათ, თქვენ დაგასაჩუქრებთ! დღეიდან
ხელფასს მოგიმატებთ და ახალ ჩინს დაიკერებთ. გარდა ამისა, მის უდიდე-
ბულესობას მოვახსენებ თქვენს დამსახურებაზე მორიგი ანგარიშის წარდგე-
ნის ჟამს.
ლორდ-მერმა ერთხელ კიდევ თავაზით თავი დაუკრა მერი პოპინსს
და მედიდურად გაეცალა იქაურობას მრჩევლებთან ერთად.
დარაჯი დიდხანს გაჰყურებდა მათ ისეთი სახით, თითქოს არ ესმოდა,
სად იყო. მერე მობრუნდა და ქანდაკებას მიაშტერდა. მარმარილოს ბიჭი და
მარმარილოს დელფინი ჩაფიქრებული ჩასცქეროდნენ ტბორს, ვითომ არა
გაუგიათ რა. როგორც ყოველთვის, უძრავად, მშვიდად, მდუმარედ იდგნენ.
_ აბა ჩქარა, შინისაკენ! _ უხმო ბავშვებს მერი პოპინსმა.
უხმოდ აედევნენ კვალდაკვალ. ფული ხელსა სწვავდა მაიკლს. წიგნი
მარმარილოსავით ცივი ეჩვენებოდა ჯეინს.
თავთავიანთ ფიქრებში გართულნი ჩუმად მიდიოდნენ. უკანიდან ვი-
ღაცის მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმათ. მოიხედეს, დარაჯი მორბოდა. დროშა-
სავით მოაფრიალებდა ჯოხზე წამოცმულ თავის ქურთუკს. ეტლთან მიირ-
ბინა და ქურთუკი მერი პოპინსს გაუწოდა. _ გამომართვით! _ უთხრა მან. ძლივს სუნთქავდა. _ თქვენი ჟაკეტი ხომ
იმ ბიჭს მიეცით. ღილებზე მივხვდი. მოიხურეთ, აგრილდა, გაცივდებით.
მერი პოპინსმა ჩამოართვა და მშვიდად მოიხურა ქურთუკი. ბრჭყვია-
ლა სპილენძისღილებიდან საკუთარი გამოსახულება უცინოდა.
_ გმადლობთ! _ უთხრა დარაჯს ზვიადად.
დარაჯი იდგა და თავს აქიცინებდარეტდასხმული ძაღლივით.
_ თქვენთვის ალბათ ყველაფერი გასაგებია? _ ჰკითხა მან მერი პო-
პინსს, სახეზე ეწერა, მე კი არაფერი მესმისო.
_ შეიძლება გასაგები იყოს, _ ამაყად მიუგო მერი პოპინსმა.
მეტი არაფერი თქვა, ეტლს ხელი ჩაავლო და ხეივანს გაუყვა.
დარაჯი კი იდგა და გაჰყურებდა, სანამ მერი პოპინსი პარკის ჭიშკარს
არმიეფარა...
მეშვიდე თავი
კარუსელი
ჩუმი დილა იყო.
ისეთი ჩუმი, რომ, ვინც გაიარა ალუბლის შესახვევი და მეჩვიდმეტე
ნომერი სახლის ეზოში გადაიხედა, გაკვირვებას ვერფარავდა:
_ არნახული ამბავია! ხმა არისმის!
თვითონ სახლი ჩვეულებრივად თავისთვის იყო, მაგრამ ამჯერად
ისიც შეწუხდა.
«რა ამბავია? რა მოხდა? _ ამბობდა თავისთვის ყურგაფაციცებული. _
ნეტამც ცუდი არაფერი იყოს!»
სამზარეულოში მისის ბრილს ცხვირი გაზეთში ჩაერგო. სათვალე
ცხვირის წვერამდე ჩამოსცურებოდა და თვლემდა.
მისის ბენქსი და ელინი კამოდს ალაგებდნენ და თეთრეულს ით-
ვლიდნენ.
ზემოთ, ბავშვების ოთახში, მერი პოპინსი აუჩქარებლად ალაგებდა
სუფრას.
_ რაკარგია! დღესკეთილზეკეთილივარ! _ თქვამზითგამთბარხალიჩაზემოკალათებულმაჯე-
ინმა.
_ ჰმ! _ ჩაიფრუტუნა მერი პოპინსმა. _ სასწაულია!
მაიკლმა დეიდა ფლოსის ნაჩუქარი კოლოფიდან ერთადერთი დარჩე-
ნილი შოკოლადი ამოიღო. იმ კვირას ექვსი წლისა გახდა და დეიდა ფლო-
სიმ სწორედ მაშინ აჩუქა.
«ჯეინს ხომ არ მივაწოდო? _ ფიქრობდა მაიკლი. _ ხომ არ აჯობებს,
ტყუპებს მივცე? თუ მერი პოპინსს? რა ვქნა, ასეა თუ ისე, ჩემი დაბადების
დღე იყო!»
_ ბოლო გემრიელია, _ თქვა და კანფეტი პირში ჩაიდო. _ და ძალიან
მწყინს, რომ მეტი აღარაა! _ ხმამაღლა დასძინა გულწრფელად შეწუხებულ-
მა.
_ კარგსაცა აქვს დასასრული, _ თქვა მერი პოპინსმა. მაიკლმა გახედა, თავი გვერდზე გადახარა, სიმხნევე მოიკრიბა და უთ-
ხრა:
_ თქვენ გარდა! თქვენ ყოველთვის კარგი ხართ!
მერი პოპინსს სახეზე კმაყოფილებისღიმილმა გადაურბინა.
მაგრამ მხოლოდ წუთით.
_ ეგეც გამოჩნდება, _ უპასუხა მან, _ არაფერი არაა მარადიული!
ჯეინი შეშფოთდა.
თუ არაფერია მარადიული, მაშინ მერი პოპინსი... გაიფიქრა და
შეშინებულად იკითხა:
_ არაფერი არაა მარადიული?
_ აბსოლუტურად არაფერი! _ მოუჭრა მერი პოპინსმა.
თითქოს მიხვდა, ჯეინი რაზეც ფიქრობდა, მივიდა ბუხართან და ბუხ-
რისთავიდან თავისი დიდი თერმომეტრი ჩამოიღო.
დასაკეცი საწოლის ქვევიდან ხალიჩის ჩანთა გამოათრია და თერმო-
მეტრი შიგ ჩადო.
ჯეინი წამოდგა:
_ მერი პოპინს! რატომ ჩადეთ ჩანთაში თერმომეტრი?
მერი პოპინსმა უცნაურად გამოხედა.
_ იმიტომ! _ ღირსეულად მიუგო მან. _ იმიტომ, რომ მასწავლიდნენ,
ყოველთვის წესრიგის მოყვარული იყავიო.
მერი პოპინსმა ჩანთა ისევ საწოლქვეშ შეაცურა.
ჯეინმა ამოიოხრა, სული აუფორიაქდა, გული დაუმძიმდა.
_ რაღაც ვერა ვარკარგად, _ უჩურჩულა მაიკლს.
_ ბევრი პუდინგი ჭამე საუზმეზე და ალბათ იმიტომ, _ გამოთქვა ვარა-
უდი მაიკლმა.
_ არა, მაგიტომ არა, _ დაიწყო ჯეინმა, მაგრამ გაჩუმდა, კარზე დააკაკუ-
ნეს.
ტაკ! ტუკ!
_ მობრძანდით! _ მოიპატიჟა მერი პოპინსმა.
კარებშირობერთსონ ეი იდგა. ამთქნარებდა.
_ იცით, რა? _ თქვა მან.
_ არვიცით. რა მოხდა?
_ პარკში კარუსელია!
_ ჩემთვის ახალი ამბავი არაა! _ ჩაიფრუტუნა მერი პოპინსმა.
_ ბაზრობაა! _ აღფრთოვანდა მაიკლი. _ საქანელები, მფრინავი ნავები
და ყოველნაირი ატრაქციონი იქნება, არა?..
_ არა, _ მედიდურად გაიქნია თავი რობერთსონ ეიმ. _ მხოლოდ კარუ-
სელია და მეტი არაფერი. წუხელ საღამოს მოიტანეს. მე მეგონა, დაგაინტე-
რესებდა.
ესა თქვა, ზანტად მიბრუნდა და კიბეზე ჩაფრატუნდა.
ჯეინს სულ გადაავიწყდა თავისი წეღანდელი შეშფოთება და წამოხტა.
_ ოჰ, მერი პოპინს, წავიდეთ რა, წავიდეთ!
_ თქვით «კარგი-თქო», თქვით! _ მის გარშემო ხტოდა მაიკლი. მერი პოპინსი მობრუნდა, თეფშებით სავსე ლანგარი ეჭირა და წონას-
წორობას ძლივს იცავდა.
_ მე წავალ, _ თქვა მან ცივად. _ ჩემთვის მაქვს ბილეთის ფული, თქვე-
ნი არვიცი.
_ ყულაბაში მაქვს ექვსი პენსი! _ სიხარულით თქვა ჯეინმა.
_ ჯეინ, ორი პენსი მასესხე! _ შეეხვეწა მაიკლი. მაიკლმა თავისი დანა-
ზოგი ერთიანად დახარჯა, ძირტკბილასღერო რომ იყიდა.
_ თუ შეიძლება, არ გავიგონო ამ ოთახში: «მასესხე», «მათხოვე!» _ და-
ტუქსა მერი პოპინსმა ყმაწვილები.
_ ამჯერად მე აგიღებთ ბილეთებს, გეყოფათ! მოემზადეთ!
თვითონ ოთახიდან გავიდა, თეფშები გაიტანა.
სიჩუმეს სასწრაფოდ შეენაცვლა კარის ჯახუნი, სიხარულის შეძახილე-
ბი, ყმაწვილების ბაკაბუკი.
_ «როგორც იქნა, მადლობა ღმერთს! _ ჩაილაპარაკა სახლმა თავის-
თვის. _ თორემ ის იყო, შევშფოთდი!»
ოთხივე ყმაწვილი ერთი ბრახაბრუხით ჩაცვივდა კიბეზე.
მერი პოპინსი წუთით შეჩერდა შემოსასვლელში, სარკეში ჩაიხედა.
_ წავიდეთ, მერი პოპინს, წავიდეთ! _ ვერ ითმენდა მაიკლი. _ საკმაოდ
კარგად გამოიყურებით!
მერი პოპინსმა მოიხედა, გაბრაზებაც ეტყობოდა, შეშფოთებაც, გაოცე-
ბაც.
კარგად გამოიყურები! არა უშავსო. არადა ახალი, ლურჯი, ვერცხლის-
ღილებიანი ჟაკეტი მაცვია, ოქროს მედალიონი მიკეთია, თუთიყუშის თავის
მოყვანილობის ხელტარიანი ქოლგა მიჭირავს ხელში, კარგად გამოიყურე-
ბიო!
მერი პოპინსმა ჩაიფრუტუნა.
_ რას უნდა ველოდე შენგან! რაცა სთქვი, იმაზეც მადლობელი ვარ! _
ცივად თქვა მან. რასაკვირველია. მადლობელი არიყო.
მაგრამ მაიკლი ისე იყო აღტაცებული, არაფერი შეუმჩნევია.
_ წავიდეთ, ჯეინ! _ ყვიროდა ის და ხტუნავდა. _ თორემ მოვკვდები!
წავიდეთ მალე!
მერი პოპინსმა ტყუპების ეტლში ჩასმაც ვერ მოასწრო, ჯეინმა ჭიშ-
კრისკენ გააქანა. აბარას იზამდა, კარუსელი ელოდათ!
შორიდან ესმოდათ მუსიკის ხმა, თითქოს სადღაც პარკში დიდი, უშვე-
ლებელი ბზრიალა ზუზუნებდა...
_ გამარჯობა! როგორა ბრძანდებით?
შესახვევში თავის ძაღლებიანად მის ლარკი შემოეყარათ. სანამ ყმაწვი-
ლები პასუხს გასცემდნენ, მან განაგრძო წიწინი:
_ კარუსელზე სასეირნოდ მიბრძანდებით? ედმონდი, ბართლომე და მე
სწორედ იქიდან მოვდივართ! მშვენიერი გასართობია! სასიამოვნო და ლამა-
ზი! კარუსელის მსახურებიც მეტისმეტად თავაზიანი ხალხია!
ძაღლებმა მეტი აღარგააჩერეს.
_ კარგად იყავით! ბედნიერად! _ წაიწრიპინა მან და შესახვევში მიიმა-
ლა. _ ყველანი ზემოთ! ეგრე მედგრად, არწივებო!
პარკის ჭიშკრიდან მოისმა ბუხუნი და გამოჩნდა ადმირალი ბუმი.
აწითლებული იყო და მოკელნაობდა.
_ ჰე-ჰე, ჰო-ჰო! ერთი ბოთლი რომი გეახელით! მერე ადმირალი კარუ-
სელზე ქანაობდა! გაქანდა და გამოქანდა! შესანიშნავია! შორეულ მოგზაუ-
რობას არჩამოუვარდებოდა! _ მიაძახა მან ყმაწვილებს და თან მიესალმა.
_ ჩვენც მივდივართ! _ სიხარულით შესძახა მაიკლმა.
_ როგორ! თქვენც? _ ადმირალს, ეტყობა, ძალიან გაუკვირდა.
_ აბარა, _ ამაყად მიუგო ჯეინმა.
_ ალბათ ცოტა ხნით? _ ადმირალმა მერი პოპინსს შეხედა.
_ ერთხელ დატრიალდებიან, სერ, _ ზვიადად უთხრა მერი პოპინსმა.
_ აჰ! ეს სხვა საქმეა. კარგად იყავით! _ ბუხუნა ხმა თითქოს დაუნაზდა
ადმირალს.
მერე, ყმაწვილების გასაოცრად, «სმენაზე» დადგა და გაჭიმულმა მერი
პოპინსს მხედრული სალამი მისცა.
_ ღუზა აუშვით! _ დაიგრუხუნა მან. _ აფრა აუშვით! მშვიდობით, საყ-
ვარელო, მშვიდობით!
ამ უცნაურ სიტყვებზე ხელი დაუქნია და ბარბაცით, სიმღერ-სიმღე-
რით გაუყვა გზას:
_ «ყველაზე ლამაზმანს უყვარს მეზღვაური!»
_ რატომ გითხრათ «მშვიდობითო» და რად დაგიძახათ «საყვარელო»? _
ჰკითხა მაიკლმა, რომელიც მიმავალ ადმირალს გასცქეროდა.
_ იმიტომ, რომ შესაფერ პატივს მცემს! _ მოკლედ მოუჭრა მერი პოპინ-
სმა.
მაგრამ ისეთი მეოცნებე თვალებით იყურებოდა, ჯეინს ისევ აუფორი-
აქდა გონება და გული შეეკუმშა.
«რა შეიძლება მოხდეს!» _ გაიფიქრა მან, და მერი პოპინსს ხელზე ხელი
დაადო. მაშინვე სითბო და იმედი ჩაეღვარა გულში.
«სულელი ვარ, _ დაიმშვიდა თავი, _ ყველაფერი კარგად იქნება!»
გამხიარულდა და ეტლს გვერდით აედევნა.
_ ერთი წუთით მოიცადეთ! ერთი წუთით! _ იძახდა ვიღაც ქალი.
მაიკლმა უკან მიიხედა:
_ შეხედეთ, მის პერსიმონი იძახის!
_ არაფერიც, _ უთხრა მის პერსიმონმა. _ მის პერსიმონი კი არა, მისის
პარიკი ვარ! _ და აწითლებული მისტერ პარიკს მიუბრუნდა. ის ცოტა დაბ-
ნეული იყო და იღიმებოდა.
_ დღეს პარასკევია? _ იკითხა ჯეინმა.
რადგან მისტერ პარიკი იდგა და არ ფრინავდა, პარასკევი არ იქნებო-
და. ყოველ შემთხვევაში, მისი დაბადების დღე ნამდვილად არიყო.
_ არა, არა, _ დაამშვიდა მისტერ პარიკმა, _ ჩვენ... ჩ-ჩ-ჩ... მოვედით,
რომ გისურვოთ... ეჰ, მერი, საღამო მშვიდობისა!
_ მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ძია ელბერტ.
_ მაშ შენ დღეს კარუსელით ტრიალს აპირებ? _ ჰკითხა მან.
_ დიახ. მარტო კი არა. ყველანი ვაპირებთ. _ ყველანი? _ მისტერ პარიკს წარბები გაოცებისაგან შუბლს ზემოთ აუ-
ვარდა.
_ რა მოხდა, ერთს დატრიალდებიან, _ უთხრა მერი პოპინსმა. _ ჩუმად,
თუ შეიძლება! _ დაუტია მან ტყუპებს, ისინი ეტლში ისხდნენ და მღელვა-
რებისაგან ხტოდნენ. _ მოთვინიერებული თაგვები ხომ არა ხართ!
_ ეჰ, გასაგებია, მერე ჩამოვლენ, არა? კარგად იყავი, მერი. ბონ ვოყაგე!
მისტერპარიკმა ქუდი თავაზიანად მოიხადა.
_ კარგად იყავით, და... და გმადლობთ, რომ მოხვედით! _ მოხდენი-
ლად დაუკრა თავი მისტერ და მისის პარიკებს მერი პოპინსმა.
_ რას ნიშნავს ბონ ვოყაგე? _ ჰკითხა მაიკლმა. ის მრგვალ გოდორა მის-
ტერპარიკსა და ხმელ-ხმელ მისის პარიკს გასცქეროდა.
_ კეთილ მგზავრობას! მაგრამ შენ კეთილად ვერიმგზავრებ, თუ წესიე-
რად არგამოივლი! _ ჩააჩუმა მერი პოპინსმა.
მაიკლმა ნაბიჯს აუჩქარა.
მუსიკის ხმა თანდათან მაღლა-მაღლა იწევდა, ბუკსა და დოლს ქუხი-
ლი გაჰქონდა და თავისკენ იზიდავდა ყველას.
_ რა უცნაური დღეა! _ მოიღუშა ჯეინი.
მერი პოპინსმა შეუტია:
_ ერთი მიბრძანე, რა არის უცნაური?
_ ყველა გეუბნებათ, «კარგად იყავითო». და კიდევ, ყველანი უცნაურად
გიყურებენ...
_ ვიღაცა რაღაცას იტყვის, რა აზრი აქვს! _ ჩაიფრუტუნა მერი პოპინ-
სმა. _ მიყურებენ და მიყურონ!
ჯეინმა მხოლოდ ამოიოხრა. მაგრამ, რადგან თვითონაც კარგად არ
იცოდა, რატომ ოხრავდა, უცებ მოწყდა ადგილიდან, გაიქცა, გაუსწრო მა-
იკლს, მერი პოპინსს, ბავშვების ეტლს და, მუსიკა საითაც უკრავდა, იქითკენ
გაუტია.
_ დამიცადე! დამიცადე! _ დაუყვირა მაიკლმა და გამოეკიდა.
ეტლიც ჭრიალ-ჭრიალით მიჰყვა კვალდაკვალ.
ცაცხვებით გარშემორტყმულ მინდორში იდგა კარუსელი.
ახალთახალი კარუსელი იყო, სულ ელვარებდა და კაშკაშებდა. ცხენე-
ბი მიჯირითობდნენ, სპილენძის ბიჯები ბრწყინავდნენ,. თავზე ჭრელი
დროშა ფრიალებდა. კარუსელი მორთული იყო ოქროსფერი ხვეულებით,
ვერცხლისფერიფოთლებითა დაფერად-ფერადი ჩიტებით.
მის ლარკი ტყუილად როდი გამოთქვამდა აღფრთოვანებას!
მერი პოპინსი და ბავშვები რომ მიუახლოვდნენ, კარუსელმა სვლა შეა-
ნელა. პარკის დარაჯმა, თუმცა თვითონ თითქოს არაფერშუაში იყო, მოაჯი-
რი ხელით შეაკავა.
_ მობრძანდით, მობრძანდით! ერთი პენსი ღირს გასეირნება! _ თავა-
ზიანად მიიპატიჟა მოსულები.
_ მე ვიცი, რომელი ცხენიც მომწონს! _ თქვა მაიკლმა და წითლად და
ცისფრად შეღებილ ცხენთან მიირბინა. ცხენის ოქროსფერ საბარკულზე ეწე-
რა: «მხიარულიფეხები». მაიკლი აბობღდა და ბოძს ჩაეჭიდა. _ არ დაანაგვიანოთ! დაიცავით წესრიგი! _ რატრატებდა დარაჯი, როცა
ჯეინმა გვერდით ჩაურბინა.
_ ჩემი ცხენი გრიგალია! _ წამოიძახა ჯეინმა და წითელმოსართავიან
მკვირცხლ თეთრცხენზე შემოჯდა.
მერი პოპინსმა ტყუპები ეტლიდან ამოიყვანა, ბარბი მაიკლს დაუსკუპა
წინ, ჯონი კი ჯეინს შემოუსვა უკან.
_ რომელ ბილეთებს ინებებთ: ერთპენსიანს, ორპენსიანს, სამპენსიანს
ოთხპენსიანს თუ ხუთპენსიანს? _ ჰკითხა მერი პოპინსს მეკარუსელემ.
_ ექვსპენსიანს! _ მიუგო მერიმ და ოთხი ექვსპენსიანი გაუწოდა.
ყმაწვილები გაინაბნენ. ექვსი პენსის ჯერ არასოდეს უტრიალიათ კა-
რუსელზე.
_ თქვენ არწამოხვალთ? _ დაუძახა მაიკლმა.
_ მაგრად მოჰკიდეთ ხელი, მაგრად! _ წაიბუზღუნა მერი პოპინსმა. _ მე
მერე ვიტრიალებ!
გაისმა საყვირის ხმა და ნელ-ნელა დაიძრნენ ცხენები.
_ მაგრად მოჰკიდეთ ხელი! _ მკაცრად გაუმეორა მერი პოპინსმა.
ყმაწვილებიც ჩაეჭიდნენ ცხენებს.
ხეები მათ გარშემო დატრიალდა. სპილენძის ბიჯები აღმა-დაღმა სრია-
ლებდნენ. ჩამავალიმზეკარუსელსთვალისმომჭრელსხივებსსტყორცნიდა.
_ მაგრად, მაგრად! _ ისევ მოესმათ ყმაწვილებს მერი პოპინსის შეძახი-
ლი.
ხეები სულ უფრო ჩქარ-ჩქარა ტრიალებდნენ. კარუსელი გარბოდა.
მაიკლმა მაგრად ჩაბღუჯა ბარბი. ჯეინმა ხელები მოხვია მის უკან
მჯდარ ჯონს.
ჩქარა, ჩქარა!
ქარი სახეში სცემდათ, უბერავდა, უწეწავდა თმას.
და აი, მთელი პარკი დაბორიალდა, დატრიალდა, როგორც გოლიათი
ბზრიალა.
ეჩვენებოდათ, ტრიალი არშეწყდებაო, ეჩვენებოდათ, დრო შეჩერდაო.
მზე ჩავიდა, შებინდდა. ისინი ტრიალებდნენ და ტრიალებდნენ. უკვე
ვეღარ ატყობდნენ, სად ცა იყო, სად მიწა და სად ხეები. მთელი ქვეყანა მობ-
ზრიალე გორგლად იქცა და ტრიალებდა და ბრუნავდა გოლიათ ზუზუნა
ბზრიალასავით ოთხი, ფერად ცხენებზე ამხედრებული, ყმაწვილის გარშე-
მო.
უცნაური კია, მაგრამ ჯეინი და მაიკლი სულის სიღრმეში თითქოს
გრძნობდნენ, რომ ეს არასოდეს განმეორდებოდა. არასოდეს მოუწევდათ
ყოფნა ასეთ ჯადოსნურ კარუსელში, არასოდეს იტრიალებდნენ ასე ჯადოს-
ნურად. არასოდეს... არასოდეს...
რბოლა შენელდა. ერთმანეთისგან გაარჩევდი ხეებს, მიწას, ცას. პარკი
აღარ ბრუნავდა. ნელ-ნელა, ჩუმად მოძრაობდნენ ცხენები. ბოლოს კარუსე-
ლი გაჩერდა.
_ მობრძანდით, მობრძანდით, ერთი წრე სულ სამი პენსი ღირს! _ ყვი-
როდა სადღაც დარაჯი. დიდხანს ჯდომისაგან ყმაწვილებს ფეხები დაუბუჟდათ და ძლივს ჩა-
მოძვრნენ ცხენებიდან, მაგრამ თვალები უბრწყინავდათ და აღფრთოვანები-
საგან ხმა უცახცახებდათ.
_ აი, მესმის! _ იმეორებდა მაიკლი და აღფრთოვანებული შეჰყურებდა
მერი პოპინსს.
_ მთელი სიცოცხლე ასე რომ შეიძლებოდეს იტრიალო კარუსელით! _
წამოისროლა ჯეინმა და ბარბი ეტლში ჩასვა.
მერი პოპინსმა ყმაწვილებს, მათ გასოცრად, თბილად და ნაზად გადა-
ხედა. ან იქნებ ბინდბუნდში მოეჩვენათ ასე ბავშვებს?
_ კარგსაცა აქვს დასასრული, _ თქვა მან, უკვე მეორედ იმ დღეს.
მერე გახედა კარუსელს და თავი გააქნია.
_ ახლა ჩემი რიგია! _ გაიღიმა მერი პოპინსმა და ეტლიდან რაღაც ამო-
იღო.
_ მაიკლ! _ ლოყაზე ხელი მოუთათუნა. _ კარგი ბიჭი იყავი!
მაიკლმა გაოცებით შეხედა, რა მოხდაო?
_ ჯეინ! მაიკლსაც მიხედე და ტყუპებსაც! _ უთხრა ჯეინს და ხელი ნა-
ზად მოაკიდებინა ეტლის სახელურზე.
_ ადგილები დაიკავეთ! ადგილები დაიკავეთ! _ იძახდა მეკარუსელე.
კარუსელზე სინათლე აჭახჭახდა.
მერი პოპინსი მიბრუნდა.
_ მოვდივარ! _ დაუძახა მან, ქოლგა დაუქნია და კარუსელისაკენ გას-
წია.
_ მერი პოპინს! _ იწივლა აცახცახებულმა ჯეინმა. უცებ შეეშინდა, თვი-
თონაც არიცოდა, რატომ.
_ მერი პოპინს! _ იყვირა მაიკლმაც, ჯეინის შიში მასაც გადაედო.
მერი პოპინსს თავიც არმოუბრუნებია.
მარჯვედ ახტა ბაქანზე და რუხ ცხენზე ამხედრდა. ამ ცხენს კარამელი
ერქვა.
_ ერთი გზა გინდათ, თუ უკან მოსაბრუნებელი ბილეთიც გნებავთ? _
ჰკითხა მეკარუსელემ.
მერი პოპინსი ერთ წუთს ჩაფიქრდა. ჯერ ყმაწვილებს მოავლო თვალი,
მერე მზერა მეკარუსელეზე გადაიტანა.
_ ძნელია წინდაწინ გადაწყვეტა, _ თქვა ჩაფიქრებულმა, _ ეგებ საჭირო
გახდეს... უკან დასაბრუნებელი ბილეთიც მომეცით.
მეკარუსელემ მწვანე ბილეთი გახვრიტა და მერი პოპინსს მიუბრუნ-
და.
ჯეინმა და მაიკლმა შეამჩნიეს, რომ მას მგზავრისთვის ფული არ გამო-
ურთმევია.
ისევ გაისმა მუსიკის ხმა. ჯერ ნელი და ნაზ-ნარნარი, თანდათან ამაღ-
ლდა, აზავთდა, მწვერვალს უწია. ფერადი ცხენები დაბზრიალდნენ.
ყმაწვილები თვალს არ აცილებდნენ მერი პოპინსს. უნაგირზე იგი გა-
მართულად იჯდა, მათ რომ ჩაუვლიდა, წინ იყურებოდა. ქოლგის თუთიყუ-
შისთავა სახელური იღლიის ქვეშ ამოედო, თათმანიანი ხელებით მაგრად
ჩაჰფრენოდა სპილენძის ბიჯს. წინ, ცხენის ჯიდაოზე კი... _ მაიკლ! _ წამოიძახა ჯეინმა და ხელი გაიშვირა. _ ხედავ?
ალბათ ეტლში დამალა! ხალიჩის ჩანთა უდევს!
მაიკლი შეკრთა.
_ ეგრე გგონია?
ჯეინმა თავი დაუქნია.
_ მედალიონი უკეთია! მე თვითონ ვნახე! ძეწკვიც ზედაა!
ტყუპები აჭიჭყინდნენ, მაგრამ არც ჯეინმა, არც მაიკლმა ყურიც არშეი-
ბერტყეს, თვალგაფაციცებით კარუსელს მიშტერებოდნენ. კარუსელი თავგა-
მეტებით ტრიალებდა. ვეღარ მიადევნებდი თვალს, სად ცხენი იყო, სად ბი-
ჯი, ყველაფერი ერთ მბრწყინავ, კაშკაშა წრედ შეიკრა. მხოლოდ რუხ ცხენზე ამ-
ხედრებულიმუქისილუეტიხანჩაუქროლებდამათ, ხანსინათლისადასხივთაგრი-
გალსშეერეოდა.
და აი, მუსიკამ გრგვინვას უმატა და, როცა მუქმა სილუეტმა მათ წინ
ჩაიქროლა, რაღაც ბრჭყვიალა მოწყდა, ჩამოეშვა და ყმაწვილების ფეხებთან
დაეცა.
ეცნენ ასაღებად.
ჯეინმა მოასწრო.
მედალიონი იყო, ოქროს გაწყვეტილ ძეწკვზე...
_ ესე იგი, მართლაც ეგრეა! ისაა, ის. ჯეინ, გახსენი!
აცახცახებული თითი ჯეინმა ღილაკს დააჭირა, ხუფი აიხადა. კარუსე-
ლის ციმციმა სინათლეზე თავიანთ ხატს წააწყდნენ. ხუთივე შიგ იყო. შუაში
მერი პოპინსი იდგა: გამჭოლ ცისფერთვალება, ვარდისფერლოყება, ცხვი-
რაპრეხილი და ხის თოჯინასავით შავთმიანი.
ჯეინი, მაიკლი, ჯონი, ბარბი და ანაბელ ბენქსები
და
მერი პოპინსი
ეწერა სურათს ქვემოთ.
_ აი, რა იყო იქ! _ საცოდავად თქვა მაიკლმა.
ჯეინმა დახურა მედალიონი და ჯიბეში ჩაიდო. ორივემ იცოდა, იმედი
რომ გაწყდა...
კარუსელს მიაჩერდნენ.
და სწორედ დროულად.
რადგან იმ წამს მუსიკამ უფრო იქუხა. ბუკსა ჰკრეს და კარუსელი
ბზრიალ-ბზრიალით მოსწყდა მიწას. სულ ზევით ზევით მიიწევდა. ფერად-
ფერადი ცხენები წრეს უვლიდნენ, ციმციმა შუქი ხეთა წვეროებს ოქროსფერ
ნათელს ჰფენდა.
_ მიფრინავს! _ თქვა მაიკლმა.
_ მერი პოპინს, დაბრუნდით! დაბრუნდით! _ უყვიროდნენ ხელგაშვე-
რილი ყმაწვილები.
პასუხს არავინ იძლეოდა.
კარუსელი ყველაზე მაღალ ხის წვეროებს ასცდა და ტრიალ-ტრიალით
თითქოს ცას მიეკრა. მერი პოპინსის სილუეტი გაჩირაღდნებულ წრეში ძლივს ჩანდა წერ-
ტილივით...
კარუსელიც დაპატარავდა, დაპატარავდა და საღამოს ცაზე სხვა ვარ-
სკვლავებზე ოდნავ დიდ ვარსკვლავადღა ჩანდა.
მაიკლი აქსუტუნდა და ჯიბეში ცხვირსახოცს დაუწყო ძებნა.
_ კისერი მეტკინა, _ შესჩივლა ჯეინს.
ჯეინი მიბრუნდა და ცრემლიანი თვალები ამოიმშრალა. ამოიხვნეშა
და უკანასკნელად გააყოლა თვალი კარუსელს.
მერებავშვებსმიუბრუნდადაუფროსივითბრძანა:
_ შინ წასვლის დროა.
_ მობრძანდით, იტრიალეთ კარუსელზე, მხოლოდ სამი პენსიღირს!
ჩაიდუდუნა დარაჯმა, რომელიცნაგავსაგროვებდადაისიყომობრუნდა.
მერე იქით გაიხედა, სადაც კარუსელი იდგა და გახევდა. კვალიც არა
ჩანდა. ერთიღერი ბალახიც კი არსად იყო გათელილი...
გაცეცხლებულმა მიიხედ-მოიხედა. პირი დააღო. ზევით აიხედა და
კინაღამ თვალები გადმოსცვივდა.
_ ეი, თქვენ! _ დაიყვირა მან და ცას მუშტი მოუღერა. _ ასე როგორ შე-
იძლება! წესრიგს არღვევთ! სასამართლოში გიჩივლებთ! ამწუთას აქ იყო და
ახლა აღარაა! _ ბრაზობდა დარაჯი და ხელებს იქნევდა.
_ ასეთი არასოდეს არაფერი მინახავს! ჩემს პატარა ბიჭობაშიც კი! მოხ-
სენებით ბარათს დავწერ! ლორდ-მერს შევატყობინებ!
აცრემლებული ყმაწვილები ნელ-ნელა მიჩანჩალებდნენ შინისკენ.
_ აქეთ წამოსასვლელი ბილეთიც ხომ აიღო. როგორ ფიქრობ, ჯეინ,
დაბრუნდება? _ ჰკითხა მაიკლმა.
ჯეინი დაფიქრდა.
_ შეიძლება. თუ ჩვენ ძალიან მოვიწყენთ, მობრუნდება, _ დაასკვნა ჩა-
ფიქრებულმა.
_ ჰო, შეიძლება, _ გაიმეორა მაიკლმა და ამოიხვნეშა, _ შეიძლება დაბ-
რუნდეს.
სახლამდე ისე მივიდნენ, კრინტი აღარ დაუძრავთ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий