დიდოსტატის მარჯვენა 11-20 თავი

XI
ჭიაბერის გარდაცვალების მეორე დღეს მამამზე ერისთავმა შაოსანი მაცნენი
გაუგზავნა მეგობრებსა და მოკეთეებს.
პირველი მაცნე კვეტარს აფრინა, ჭიაბერის ფარი და ჯაჭვის პერანგი თან
გაატანეს.
თავში ხელის ცემითა და ზარისღიღინით მიეახლნენ მაცნენი კვეტარის ციხეს.
პირმშვენიერმა შორენამ ნუშისგულივით თეთრი ღაწვები დაიხოკა, დალალები
დაიშალა, მამას მკერდზე მიეყრდნო და ატირდა საწყალობელად.
ჭიაბერი ოვსეთში იყო აღზრდილი, აზნაურის თაყაის ოჯახში. თორმეტი ვაჟი
ჰყავდა თაყაის.
ძუძუმტეებმა ჭიაბერისეული ხმალი რა დაინახეს, ხმამაღლა ტირილითა და
ზარით ეახლნენ ბორდოხანს, მუხლზე მოეხვივნენ და დაიწყეს გლოვა.
თაყაი უსინათლო იყო, ითხოვა მომიტანეთო ჭიაბერისეული ხმალი. ხელი
მოუსვა ვადაზე, კოცნიდა ხმალს და სტიროდა გულდამდუღრული.
სამასი თორიანი ცხენოსანი თან ახლდა თალაგვა კოლონკელიძეს, მის
თანამეცხედრეს და ძაძითმოსილ შორენას.
მიეახლნენ თუ არა ქორსატეველას ციხეს, დალალნი დაიშალა შორენამ,
საშინელი კივილი მორთო, შაოსანი მოზარენიღიღინით მოსდევდნენ ცხენდაცხენ.
ჭიაბერის სასძლო შორენა მოკივისო რა შეიტყვეს ქორსატეველას ციხეში, დიდი
და მცირე ციხის ჩარდახზე გამოეფინა. სტუმრები, მხევლები და მონები სამზერებს
მიეჭრნენ.
შავით მოსილი მხედრები ღიღინებდნენ გლოვის ზარს და ამ გულის გამგმირავ
ზუნს მოძახილად ერთვოდა შორენას ცადამწვდენი კივილი.
დაქვეითდნენ მხედრები, ჯერ გურანდუხტი ჩამოიყვანეს ცხენიდან, თალაგვას
მეუღლე, მერმე შორენა და მისი მოახლენი.
კივილითვე შემოვიდა ციხეში შორენა, ცალი მკვლავი მისი მამას ეჭირა, ცალიც
კონსტანტინე არსაკიძეს, უწვერულ ჭაბუკს. მეფე გიორგი და მისი ამალა უკვე პირველ გოდოლში იყვნენ ამ დროს მოსულნი.
მამამზე და შავლეგ ტოხაისძე გოდოლის კართან შეეგებნენ სტუმრებს.
არავინ ელოდა გიორგის მოსვლას, მაინც ყველანი შორენას უთვალთვალებდნენ,
ღაწვებდაკაწრულს.
მხარმარჯვნით დედოფალი მარიამ ახლდა გიორგის, მხარმარცხნით ზვიად
სპასალარი.
მამამზე მიეჭრა მეფეს, მარჯვენა მკერდზე ეამბორა და მის მკლავებში ატირდა
ბალღივით.
გიორგისაც გული აუჩვილდა, ამ წუთში მართლაც ეწყინა ჭიაბერის სიკვდილი,
ძველი მამამზე მოაგონდა, თავისი მამის სიყრმის მეგობარი.
გიორგიმ შორენას თვალი ჰკიდა, შეფარვით შეხედა ხელახლა, ეს გაიფიქრა:
საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყრმას, არც ჭაბუკსა და არც
მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენისო ტირილი.
მერმე კონსტანტინე არსაკიძეს გადახედა, იგი ძლიერ წააგავდა შორენას.
ფხოვური ჩოხა ეცვა და ჟანგისფერი თორი.
ძმა ხომ არარისო ეს ვაჟი შორენასი?
გაახსენდა: მხოლოდშობილირომ იყო შორენა.
თალაგვა კოლონკელიძე თავმოდრეკილად ეახლა მეფესა და დედოფალს,
უკუდგა და თაყვანი სცა ორთავეს.
გულმოკლული სასძლოს მწუხარება დასჩრდილა თავშიშველა, წვერდახოკილი,
საკინძეშემოხეული თაყაის გოდებამ.
დამხვდური მოზარენი ღიღინითვე შეეგებნენ უსინათლო მამამძუძეს. მოხუცი
წვერს იგლეჯდა, თავპირს იღადრავდა და ყვიროდა:
«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ»
თაყაის დანახვაზე გული აუდუღდა მამამზეს, ყელზე შემოეჭდო უსინათლოს,
თორაბჯარში გამოწყობილ ცხედართან მიიყვანა მამამძუძე, დედამძუძე და
ძუძუმტენი.
თაყაი ხელის ფათურით შეეხო ჭიაბერის გაცივებულ გვამს, თხემიდან
ტერფამდის დაჰკოცნა და ისევ დაიშინა მუშტი სახესა და მკერდზე.
დალალებდაგლეჯილი დედამძუძე კიოდა, თორმეტივე ძუძუმტენი ოსურად
ლუღლუღებდნენ და თანდამსწრეთათვის გაუგებარ ენაზე მოთქმა მთლად
ამაზრზენად ხდიდა მათ გლოვას.
უსინათლო თაყაის ქვითინმა საოცრად შესძრა გიორგის გული, ახლა იგიც
დააღონა ჭიაბერის სიკვდილმა. მამამზეს შემოეხვია და გულწრფელად ატირდა
თავათაც.
თვით გულმძვინვარე სპასალარსაც ცრემლი მოჰგვარა ღრმად მოხუცებულის,
უსინათლო ბერიკაცის გულისმომკვლელმა მოთქმამ და მიხრწნილებაში გადამდგარ
დედამძუძეს ტირილმა.
სიკვდილმა თითქოს წამიერად შეარიგა მოსისხარნი.
ჭიაბერის ცხედრის წინ იჯდა უსინათლო მამამძუძე და გოდებდა, იგონებდა
ჭიაბერის ბავშვობას, სიყრმეს და სიჩაუქეს. აქებდა მის ტანკენარობას, ცისფერ
თვალებს და ლომგულოვნებას.
«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!»
შენ ხარჯიხვი იყავიო, სულო, და ტურებმა როგორ შეგბედესო, შენ მთის მგელი
იყავიო და მელიებს რა ხელი ჰქონდათო შენთან? შენ შევარდენი იყავიო და წუნკალა
ყორნებმაროგორგაბედესო შენი ხელყოფა? «ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!»
მიმიყვანეთო იმ ჯვართან, ყვიროდა უსინათლო თაყაი.
მე მოვეკალიო იმ ტიალს, შენს მაგივრად. სიკვდილს რა ხელი ჰქონდაო შენთან?
მოვეკალიო მაგ ოხერძელიცხოველს.
«ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ».
მოთქვამდა თაყაი, თავში იცემდა ხელს, თავის უსინათლო თვალებით
შესცქეროდა გარსმომდგარწყვდიადს.
კათალიკოსს ოსური არესმოდა, ამიტომაც მას არგაუგონია მოხუცი თაყაის მიერ
ძელიცხოველის გმობა. მეფე გიორგი და ზვიადი ოვსეთში იყვნენ გაზრდილნი, მათ
ჯვარის ხსენებაზე ყური სცქვიტეს, იამათ კიდევაც ჭიაბერის მოკვლა ძელიცხოველის
ჯვარსრომ დაუკავშირა თაყაიმ.
ტირილს სამიოდე ათასი კაცი დაესწრო, კავკასიონის მთიანეთის ყოველი
თემიდან მოედინებოდა ზღვა ხალხი. ოთხივე გოდოლი, გოდოლების ერდოები,
ციხე-დარბაზის ეზო, ჩარდახი ციხისა და თავათ დიდი დარბაზი, კარის ეკლესია და
შემოგარენი მისნი ხალხით გაჭედილი იყო სავსებით.
ბავშვებს ჭილყვავივით დაეხუნძლათ ალვის ხეები, მათხოვრები, ბერები და
გიჟები ვერსად პოულობდნენ ადგილს.
მოსულთა შორის მრავლად იყვნენ ისეთნი, რომელთაც აფხაზთა და ქართველთა
მეფისათვის აროდეს მოეკრათ თვალი, არც ქართლის კათალიკოსი მელქისედეკი
ენახათ, არც შორენასავით ლამაზი სასძლო, ასე გულითადად საქმროს მოტირალი,
მაგრამ არც მეფეს, არც კათალიკოსს, არც შორენას ისე გაოცებით არავინ უჭვრეტდა,
როგორც ძელიცხოველის ჯვარს, მიცვალებულის თავთით დაყუდებულს.
ცერებზე დგებოდნენ, კისერს იგრძელებდნენ, ბრბოში ისრისებოდნენ,
შეძრწუნებულნი, გაოცებული თვალებით ეძებდნენ მრისხანე ჯვარს, ამ
ლომგულოვანირაინდის მომაკვდინებელს.
შორს მდგარნი მიახლოებას გაურბოდნენ, ახლოს მყოფნი შიშით გვერდს
უვლიდნენ მას.
სპასალარი ჯვრის ახლოს არხეინად იდგა გულზე ხელდაჭდობილი, როგორც
გველის მგეშავი გველის სიახლოვეს, ხან მამამზეს გადახედავდა, ხან უსინათლო
თაყაის.
წოწოლა ქუდი ეხურა მამამზეს პირუკუშებრუნებული, ასეთივე წილამურიანი
ტყავკაბა. იგი ძლიერ მოაგონებდა ზვიადს მათხოვრის ტანისამოსში გამოწყობილ
მამამზეს, მცხეთიდან გაქცეულს.
ეს იყო მხოლოდ, ადამიანის სახე არ შერჩენოდა მოხუცს, განუზომელ
მწუხარებას დაელია მისიღაჟღაჟა, ჭაბუკური სახე.
XII
მამაპაპისეულ საძვალეში დაფლეს ჭიაბერი, მხოლოდ მესამე დღეს გაიყარნენ
სტუმრები, მოზარენი და შორეული მოკეთენი.
კათალიკოსი თავისი ამალით გადავიდა გუდამაყარში. ოთხივე ეპისკოპოზი
თან ეახლა, ჯვარისმტვირთველი წინ უძღოდა შაოსანთა პროცესსიას, - ხელით
მიჰქონდა ძელიცხოველის ჯვარი.
გზებსა და მოედნებზე, შუკებსა და ორღობეებში უამრავი ბრბოები
უხვდებოდნენ მელქისედეკს; ნახევრად შიშველი მონები, დამშეული დედაკაცები და
მუწუკებიანი ბალღები ეყარნენ გზებზე. სოფლებიდან გამოცვენილი კეთროვანები და ბნედიანები, გლახაკები და
ქადაგად დავარდნილები ათასგვარ სიზმრებსა და გამოცხადებას ამცნობდნენ
ტრიუმფით მიმავალ «მოსაყდრეს ქრისტესას».
მომჩივანნი ქვითკირების ერდოებსა, ხეებსა და გალავნებზე ადიოდნენ,
კათალიკოსი შესდგებოდა, საჩივრებს ისმენდა, დაკეტილ ეკლესიებს გახსნიდა,
მოწესეებს დაადგენდა, ბავშვებს დანათლავდა, პურ-მარილს მიიღებდა და ისევე
მიჰყვებოდა შემრეცილ ბილიკებს.
ფურცლოვანი ტყეები მოთავდა, ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს
მიბჯენოდნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის
თქარუნზე, მხრებს გაშლიდნენ, ეახლებოდნენღრუბლებს.
სოჭისა და ნაძვის ტევრებით გაჯაგრული მთები მოთავდებოდა, ისევ ხრიოკი
ქარაფები აილანძებოდნენ ცის დასავალზე, ჯიხვის ჯოგები მშვიდად ჩადიოდნენ
მჟავე წყაროებთან, არად აგდებდნენ შაოსანთა ლაშქარს.
გადახრუკულ, უნაყოფო მთებში სამლოცველოების კარზე გამოტანილი პურ-
მარილი აბარას გააძღებდა ჩაკურატებულ ბერებს.
ნააღდგომევი იყო სოფლებში ბატკნის ხორცისა და ხინკალის მეტი არა
მოიძეოდა რა. ბერთა შორის ეპისკოპოზნი და «ძმანი თავადთაგანნი» ხორცეულს არა
სჭამდნენ. თავათ კათალიკოსი ხმელი პურითა და წყლით იკვებებოდა, მწირნი და
მორჩილნი, «ჭაბუკთა ძმათაგანნი» ვეღარ იოკებდნენ შიმშილს, ხორაგეულის
ჩამოსათხოვად სოფლებში ჩაგზავნილნი ლორს მოახელებდნენ ხოლმე და სჭამდნენ
ჩუმად.
ბოლოს ისე მისჭირდა საქმე, ქარაფების უბეებში მიყუჟულ სოფლებშიაც ვეღარ
შოულობდნენ საზრდოს. ღანძილისა და ღოლოს ანაბრად დარჩნენ როგორც
კათალიკოსი, ისე მხლებელნი მისნი.
რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო აუტანელი ხდებოდა
მელქისედეკისათვის გზა. დამშეულსა და ღონემიხდილს კვლავ მიეძალა გულის
მანკი. ჰაერი ეცოტავებოდა, მაგრამ სიკვდილს არეპუებოდაფანატიკოსი ბერი.
ორგზის დაუვარდა ჯორი, ორჯერვე შეუნაცვლეს, მესამეც სულს ღაფავდა
ქუშისაგან აქშინებული, მაჯაგანით მიფოხრიკობდა ჯორის ზურგის სიგანე
ბილიკებზე.
სამს ეპისკოპოზს სამივე ცხენი დაეხოცათ გზაში, ძმანი ჭაბუკთაგანნი ნდობით
აღვსილნი უთვალთვალებდნენ ლეშებს, მაგრამ მარჯვე დრო ვერ მოიხელთეს.
დაქვეითდა სამი მორჩილი, ეპისკოპოზებს დაუთმეს ჯორები, თავათ ფეხით
გაუდგნენ გზას.
გული შეუღონდებოდა თუ არა მელქისედეკს, გაიოზ და სტეფანე ბერები
მიეჭრებოდნენ, ჯორიდან ჩამოიყვანდნენ, ცივი ტილოთი დაუზელდნენ გულის არეს,
მერმე რომელიმე ჩქერალთან გადააგდებდნენ ბადეს, ორიოდე ლიფსიტას
დაიჭერდნენ, გადააყლაპვინებდნენ ცოცხლად, ისევ მოიკრეფდა ავადმყოფი მხნეობას
და განაგრძობდა მგზავრობას.
კვეტარის საერისთავოში გადასულთ ფეხქვეშ ეგებოდა გარს მოჯარული ბრბო.
კოლონკელიძე უკვე კვეტარში ჩასულიყო, ბოკოწნის ხევის თავში მოციქულები
დაახვედრა ერისთავმა მელქისედეკს. საკლავები და თაფლით სავსე გეჯები
გამოეგზავნა. კვეტარის ციხეში მობრძანებას სთხოვდა კოლონკელიძე.
შეძრწუნებულნი ფხოველნი დალახვრული თვალებით შესცქეროდნენ
ჯვარისმტვირთველის ხელში აღმართულ ძელიცხოველს. თავს იშიშვლებდნენ,
პირჯვარს იწერდნენ, კალთებს უკოცნიდნენ კათალიკოსს. პირველი ათასეული წლის მიწურულში ქრისტიანულ ქვეყნებში ხელმეორედ
წარღვნას ელოდნენ, წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ბიზანტია, იტალია და
საფრანგეთი. საქართველოში ბერები ეფუთს იმოწმებდნენ, მეორედ მოსვლით
ემუქრებოდნენ ხალხს.
სწორედ იმ დღეს, როცა მელქისედეკ ქორსატეველას ციხეს ეწვია, ნოკორნას
მონასტერში ამეტყველებულა დაყუდებული ბერი ევდემონ, მეორედ მოსვლის
დაგვიანება ასე აუხსნია: კათალიკოსი საქართველოს შემოვლას მოუნდა, ახლა
ფხოვში მოდისო, თან მოაქვსო ძელიცხოველი, რათა ფხოველთა მონათვლა
მოასწროსო განკითხვის დღემდის, ეკლესიების შემმუსვრელთ ღვთის რისხვა
დაატეხოსო თავზე.
თალაგვა კოლონკელიძე დააფიქრა ჭიაბერის სიკვდილმა, ახლა ევდემონ ბერის
წინათქმანი ენიშნა, კვეტარს მიაშურა, რათა მანდ დახვედროდა მელქისედეკს. როცა
კათალიკოსის ამალა მიეახლა ციხეს, კარის ეკლესიაში ძელსა ჰკრეს.
კოლონკელიძე და მისი ამალა სამი ეჯის მანძილზე ჩამოეგება მელქისედეკს.
მუზარადმოხდილმა, თოროსანმა რაინდებმა დაიჩოქეს გზის პირად.
კოლონკელიძეს ყელზე საბელი მოება; მან ჯერ კალთები დაუკოცნა კათალიკოსს,
შემდეგ ხელზე ეამბორა, ბოლოს ძელიცხოველის ლუსკუმას ემთხვია.
მთელი კვირის მანძილზე კოლონკელიძის სასახლეში თავზარდაცემული
დაბორიალობდა დიდი და მცირე, ჭიაბერის მაგალითით დაშინებულნი, დღე-დღეზე
ელოდნენ კოლონკელიძის სიკვდილს.
ღამეებს უთევდა სახლეული. სძლისპირებს უგალობდნენ მოახლენი.
გათენდებოდა დილა, ერისთავი პირჯვარს გადაიწერდა, კიდევ ერთი დღის
სიცოცხლერომ აჩუქაღმერთმა.
მოულოდნელად შეუჟღალდა საფეთქლები კოლონკელიძეს, წვერი
გაუჭაღარავდა, უცნაურად მოტყა და დაშინდა.
პაპისეული ლოცვანები გამოჩხრიკა, დილასა და საღამოს ჟამნს აკითხვინებდა,
თავათაც იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, კარის ეკლესია ხატებით მორთო,
კვეტარის ბასტიონის ზეთავზე აღამართინა ჯვარი.
მელქისედეკმა ამასობაში ეკლესიები და მონასტრები აღადგენინა. მოწესეები
დაადგინა, ორი ათასზე მეტი უნათლავი მოხუცი და ყრმა მოანათვლინა ბერებს და
ქორსატეველას ციხეში მიბრუნდა.
თალაგვა კოლონკელიძე ნოკორნას მონასტერში წავიდა სახლეულითა და
საკლავითურთ.
გადარჩენისათვის მსხვერპლი შესწირა ნოკორნას ხატს.
ფხოველები განცვიფრებულნი იყვნენ, ძელიცხოველის რისხვას რომ გადაურჩა
კოლონკელიძე.
თავათ ერისთავი თავს ინუგეშებდა: ალბათ საბელის ყელზე გამობმამ
გადამარჩინაო.
XIII
ბორდოხანმა და მამამზემ ჟანგისფერი სამოსი ჩაიცვეს, ბნელ მიწურში
გადასახლდნენ.
ორი კვირა გამოხდა, ახლა ხამლნი ჩაიცვეს შავნი, მოთეთრო ზოლებით
აჭრელებული. დღე და ღამე შიშველ სოხანეზე იყვნენ პირქვე დამხობილნი, სასმელ-საჭმელს არ
იკარებდნენ.
ერთ საღამოს ევედრნენ რუსუდანი, კატაი და შავლეგ ტოხაისძე, თივა დაუგეს,
უმი მხალი აჭამეს ძალით.
ორმოც დღეს ყოველდღე მზის ჩასვლისას გროვდებოდნენ ციხის ეზოში
მოკეთენი, ზარითა და ტირილით მიდიოდნენ პაპისეულ საძუალეში.
უბედურებამ და ძელიცხოველის «სასწაულმა» ქრისტეს სჯული შეაყვარა
მამამზეს, მან ხატებითა და ჯვრებით მოართვევინა ქორსატეველას ციხე-დარბაზი,
საგვარეულო კარის ეკლესია.
აღაპებს ახდევინებდა ახლად დადგენილ მოძღვარსა და მედავითნეებს, ჯვარი
დაადგმევინა ჭიაბერის საფლავზე. ტოხაისძე ამრეზილი იყო, მაგრამ ვერას უბედავდა
გაოგნებულს.
ბოლოს მელქისედეკი მობრუნდა ფხოვიდან, ძელიცხოველი ჩამოიტანა და
ქორსატეველას ციხეში დასტოვა.
ბორდოხანი და მამამზე ფორთხვით დაუვარდებოდნენე ჯვარს, ავედრებდნენ
ჭიაბერის სულს. დაძინებული სახლეული, მხევლები და მსახურები შიშით ვეღარ
ბედავდნენ იმ დარბაზში შესვლას, სადაც ძელიცხოველი ესვენა.
ორმოცზე კვლავ მოგროვდნენ მოტირალენი და მოზარენი, ოცდაათი ძროხა
დაიკლა, ასზე მეტი ცხვარი, ციხის ეზოში კოცონები ენთო, ხარშავდნენ და
სწვავდნენე საკლავს.
შორენა მოვიდა კვლავ, თორმეტი მოზარე და თალაგვა თან ახლდნენ მას.
დიდი ამალით მოვიდა გიორგი მეფე, მხოლოდ დედოფალი და ზვიად
სპასალარი უფლისციხეში წასულიყვნენ. სამი ერისთავი თან ახლდა მეფეს,
ეზოსმოძღვარი, მსახურთუხუცესი და ანჩელი ეპისკოპოზი კათალიკოსის ნაცვლად,
რადგან მელქისედეკფხოვიდან დაბრუნების შემდეგ ლოგინად ჩავარდნილიყო.
ოცდათი შაოსანი მოზარის თანხლებით მოვიდნენ თაყაი, მისი თანამეცხედრე
და თორმეტივე ვაჟი.
ქორსატეველას ციხიდან კარვებამდის ორ მწკრივად იდგნენ შაოსანი მოზარენი,
დაბალი, დაბალი ხმით ღიღინებდნენ, მათი ერთობლივი ზუზუნი შემზარავი იყო.
გულის მომკვლელი ზუნი ისმოდა ირგვლივ და შაოსან მოხუცების ღიღინი,
რომელიც ძლიერ წააგავდა ვერძების ერთობლივ შებღავლებას, - როცა საფრთხე რამ
მოელისფარას.
მათ შორის მიმოდიოდნენ მოტირალნი ციხის კიბესა და კარვებს შორის, თავ-
პირის ხოკვითა და მოთქმით.
ციხის ეზოში სამი კარავი დაედგათ.
ერთ კარავში ჭიაბერისეული სამოსი ესვენა, მისი ოქროს მუზარადი,
კეისრისაგან ნაჩუქარი, მისნი თორნი და მშვილდკაპარჭნი, ფარები და ხმლები.
მეორე კარავში ძაძებით მოსილი, ძუა-ფაფარშეკრეჭილი ულაყი ება,
ბიზანტიონში საჩუქრად მიღებული, სარკინოზებთან ბრძოლების დროს თან ჰყავდა
იგი თავის პატრონს, ხოლო მესამეში მწევრები, მადევრები, მაძებრები და
ქორშავარდნები.
პირველი კარვის კართან სახენაგვემი, უბედური ბორდოხანი იჯდა, ცალკერძ
თაყაის ცოლი მისჯდომოდა, დედამძუძე ჭიაბერისა, ცალკერძ შორენა; ჭიაბერისა და
სასძლოს ბორდოხანის კალთაში ჩაედო თავი, სტიროდა, მოსთქვამდა თავათ
ბორდოხანი და ნაზად ეფერებოდა შორენას ჭავლისებრმღელვარე დალალებს. როცა გიორგი მეფე მანდილოსნებს მიეახლა, შორენამ თავი აიღო,
განსაცვიფრებელმა სილამაზემ შეანათა სახეში, ელდა ეცა გიორგის. მას არასოდეს
ენახა ძაძას, მწუხარებას და უბრალო სამოსს ასე გაემშვენიერებინოს ქალი.
ბორდოხანთან მივიდა, მხარზე ეამბორა დამწუხრებულს, მიუსამძიმრა ჯერ
დედას, მერმე დედამძუძეს, და შემდეგ სასძლოს. ამ წუთში უცნაურად
გაბოროტებული მზერა მოხვდა მეფეს და ასე ეგონა სახე ამეწვაო ამ შემოხედვისაგან.
მოზარენი ღიღინებდნენ ერთობლივი და ამაზრზენი ხმით. მეფეს კვლავ
შემოესმა უსინათლო თაყაის ზლუქუნი «ვაჰვუ მესერბუნ».
გული აუჩვილდა, ცრემლი მოიწმინდა და შეხედა ყურებდაცქვეტილ ულაყს. მას
კიდევ აჩნდა სარკინოზებთან ბრძოლებში მიღებული ორკეცი ნახმლევი.
გიორგი კარვიდან გამოვიდა, სწორედ ამ დროს მოზარეთა და მისივე ვაჟებმა ამ
კარავში შეიყვანეს უსინათლო თაყაი.
უფროსმა ვაჟმა ზედ ცხენის მკერდთან მოიყვანა იგი. თაყაიმ გაშალა თავისი
გოლიათური მკლავები, შემოეხვია ცხენს, ჯერმიუსამძიმრა:
აღარა გყავსო მხედარი, უშენოდ წავიდაო შავეთში, ბნელს როგორ გაჰკვეთესო
იგი უშენოდ, ხმალსროგორმოიქნევსო იგი უშენოდ, მტერსროგორ დაიფრენსო იგი
უშენოდ, გლოვა გმართებსო, ცხენო, აღარა გყავს პატრონი შენი, გლოვა გმართებსო,
ცხენო, აღარგყავსო გმირი ჭიაბერი.
ფერხთით დაუვარდა ატირებული, ხელით ეფერებოდა საოლავებზე,
ფლოქვებზე ჰკოცნიდა ულაყს.
გიორგი შეაძრწუნა ამ სანახაობამ, მთელს ტანზე ეკლები დააყარა და მეორე
კარავს შეაფარა თავი.
ატირებული, წელში მოხრილი მამამზე უკან მოყვებოდა მეფეს. ჭიაბერის თორ-
აბჯარს შეავლო მეფემ თვალი და როცა კეისრის მიერ ნაჩუქარი ოქროს მუზარადი
დაინახა, მყის იფეთქა მის გულში ძველმა მტრობამ, მაგრამ ამ დროს ისევ მოესმა
პირველი კარვიდან თორმეტი ძუძუმეტს ზლუქუნი და თაყაის საწყალობელი
ბუხუნი:
«ვაჰვუ მესერბუნ»...
ისევ თვალწინ დაუდგა უსინათლო მოხუცი, თავის გაზრდილის ცხენის
ფერხთით მტირალი და ცრემლმა იწვიმა გიორგის თვალთაგან.
მამამზე შორიახლო იდგა. წელში გადრეკილი შინდის ჯოხს მოსჭიდებოდა და
ამ წუთში მართლაც ჰგავდა ცისქვეშ დარჩენილ მათხოვარს და მეფეს შეებრალა იგი,
მიუახლოვდა და ნუგეშის საცემად მხარზე დაადო ხელი, მაგრამ სანუგეშო
სიტყვებს ვერმოუყარა თავი.
მეფის თვალზე ცრემლი რა შენიშნა მამამზემ, საოცრად ატოკდნენ მისი
გადრეკილი მხრის თავები, მოეხვია იგი გიორგის, ასე გაიფიქრა: დავიწყნიაო
გიორგის ჭიაბერისადმი მტრობა და ამიტომაც თვალები დაუკოცნა მამაშვილურად.
ახლა მესამე კარავში შევიდა გიორგი, ქორ-მეძებრებს მიუსამძიმრა.
მობუზულნი ისხდნენ ხარიხებზე ქორები და შავარდნები. მოზარეთა
ღიღინისა და ადამიანთა მოთქმისაგან შეძრწუნებული ცხოველები უცნაურად
ყმუოდნენ და ყეფდნენ; მხოლოდ ბებერი, შავი მწევარი, ჭიაბერის უსაყვარლესი
ძაღლი იწვა განმარტოებით, ძლივს აღებდა თელგამიან თვალებს და უღიმღამოდ
იგერიებდა ტარაბუას კუდით.
როცა კვლავ პირველ კარავს ჩაუარა გიორგიმ, მან შენიშნა მწუხარებისაგან
სახეშეცვლილი, ძაძებში მოსილი შორენა. არამიწიერი მშვენებით ბრწყინავდა იგი,
ამ წუთში გაცილებით უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე სამი წლის წინად, როცა იგიპირველად ხატობის დროს ნახა მცხეთაში, ფხოვურ ტანისამოსში მორთული,
ამორძალივით მოჯირითერაინდთა შორის.
XIV
მეორე წლის შემოდგომამდის ბნელში ისხდნენ მამამზე და ბორდოხან.
თერთმეტი თვე მიიწურა და უკვე მაცნენი უნდა დაეგზავნათ, წლისთავისთვის
მოეწვიათ მოტირალნი და მოზარენი, სწორედ იმ ღამეს უსიამოვნო სიზმარი ნახა
მამამზემ:
პაპისეულ საძუალეში, ჭიაბერის სამარხის ლოდზე ისხდნენ ვითომ იგი და
ტოხაისძე, საფლავის ჯვარს შესცქეროდნენ დამწუხრებულნი.
ეს აღარ იყო უბრალო ქვის ჯვარი, რომელიც ბორდოხანმა აღამართინა
კალატოზებს, არამედ კლარჯეთური ძელიცხოველი.
მიწაში ფესვები გაედგა ჯვარს და გაზრდილიყო, კაცის სიმაღლე გამხდარიყო.
მაჯის სისხო ვაზი შემოხვეოდა გარს.
დააცქერდნენ: რქა აეყარა ვაზს.
გაოცდა მამამზე: ვინ დარგო ძელიცხოველი ჭიაბერის საფლავზე? ადგნენ,
მიეახლნენ.
შეირხარქანაყარი ვაზი.
დახედეს: აღარც ვაზი იყო სადმე, აღარცრქაი.
შეტოკდა უზარმზარი გველი, გარს შემოეჭდო ჯვარს. წაიგრძელა, წაიგრძელა
კისერი, გაასავსავა თავი და ორკაპიანი ენით მისწვდაღრუბლიან ცას.
გაიძრო ტოხაისძემ ჭიაბერისაგან ნაჩუქარი ხმალი და თავი წააცალა
უხსენებელს.
მიწაზე დაეცა გველის თავი, პირი დააბჩინა და იქედნურად იცინის.
გამოეღვიძა მამამზეს, ადგა, სარკმლის ხვრელთან მივიდა, ცისკარი
მოსდგომოდა ბნელ სავანეს.
ავადმყოფი ბორდოხან ბორგავდა თივაზე.
შავლეგ ტოხაისძე იხმო მამამზემ, სიზმარი უამბო.
სთხოვა: წამიყვანეო ჭიაბერის საფლავზე.
ციხის ეზო გადაიარეს.
ბნელში ჯდომას უცნაურად შეეცვალა მოხუცი. ნამჭვარტლარ მატყლივით
გახდომოდა თმა-წვერი. ძლივს მოკელანობდა ცალკერძ სახლთუხუცესის მხარსა,
ცალკერძ შინდის ჯოხს დაყრდნობილი.
მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს. ხავსს დაეფარა
წინაპართა საფლავები, შექანებულიყვნენ ქვის ჯვრები, სვიას, ხვიარას და კაჭაჭს
მოეცვა ლოდები. ალვისფოთლები მოწყენილად სცვიოდნენ მიწაზე.
განცვიფრდა მამამზე, ახალი სამარხი რომ ვერსად იპოვნა, ერისთავთ-
ერისთავებისა და მათ თანამეცხედრეთა ხავსმოდებული ლოდები ეყარნენ
ირგვლივ.
თავზე წაადგა ჭიაბერის საფლავს, ჯოხით გადაფოცხაფოთლები.
შეშფოთდა მამამზე.
ვინ მოიპარა ლოდი? სიზმარი ენიშნა ანაზდად.
მე ავიღეო ლოდი, გამოუტყდა ტოხაისძე.
შესცქერის გაოგნებული მამამზე ტოხაისძეს და ასე ჰგონია გაგრძელდაო
წუხანდელი სიზმარი. «ეს ხომ პაპაჩემის, გვარამის ლოდია, შავლეგ».
«დიახ, ეს გვარამის ლოდია, პაპის შენისა, ერისთავთ-ერისთავო».
«ჭიაბერის ლოდირაღა იქნა, შავლეგ?»
«გადავმალე, ერისთავთ-ერისთავო, ჭიაბერის ლოდი».
«რადა ჰქენი ეს, შავლეგ?»
«საჭიროდ ვცანი და იმადაც, ერისთავთ-ერისთავო».
«როგორ თუ საჭიროდ სცანი?»
«არვიცი, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე!»
«რასროშავ, ბედშაო შავლეგ?»
«სიბრძნის დედაა სიფრთხილე, ერისთავთ-ერისთავო».
«გარკვევით თქვი, რისი თქმაც გწადის?»
«სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ყოველივე ერთად არ ითქმის ერისთავთ-
ერისთავო».
«მაინც?»
«განა არ იცი, გიორგი მეფე გულმხეცია, თუ საქმე მისჭირდა და ცოცხლებს
ვერა დაგვაკლო რა, მიცვალებულზე იძიებს შურს».
მამამზეს მუხლი მოეჭრა, პაპისეულ ლოდზე ჩამოჯდა, ხელისგულზე ყბა
დააყრდნო და მიწას დააჩერდა მდუმარედ.
«განა არ გახსოვს, ერისთავთ-ერისთავო, ხურსი აბულელი სარკინოზებთან
რომ გაექცა მეფეს, - ციხე წარუღო, ხურსის ვაჟების ძვლები ამოსთხარა აბულელთა
საძუალედან, ღორსა და ძაღლს ათრევინა».
«ჰო მაგრამ, მეფე შეგვირიგდა აკი, ჭიაბერის ტირილს დაესწრო,
ორმოცზედაც აქ იყო».
«ამის მიზეზი სხვა იყო, ერისთავთ-ერისთავო».
«მაინცრაო?»
«სხვას ვისმეს უჭვრეტდა ჭიაბერის ტირილზე მეფე».
? ? ?
«ვის გულისხმობ მაინც?»
«შორნას, კოლონკელიძის ქალს».
«ნუთუ ისე გულბოროტია გიორგი? არა, ამას ვერ დავიჯერებ, შავლეგ, ისე
გულწრფელად მისტიროდა იმ დღეს ჭიაბერს».
«სტიროდაო? ეგ რად გიკვირს, ერისთავთ-ერისთავო? მკვლელებსა და
ლოთებს აგრე სჩვევიათ, ჯერ ღვინითა და სისხლით გაილეშებიან, შემდგომ ამისა
მოჰყვებიან ცრემლების ნთხევას».
«რას ამბობ, შავლეგ?..
მკვლელიო? რა ბრალი მიუძღვის მეფე გიორგის ჭიაბერის სიკვდილში?
ძელიცხოველისრისხვამ იმსხვერპლა ჭიაბერი».
«ძელიცხოველის რისხვამო? ნუთუ შენაც გჯერა ეს ზღაპარი, ერისთავთ-
ერისთავო, მსტოვარმა ბერებმა გაავრცელეს იგი ქორსატეველას ციხეში.
თუ მაგ ჯვარს შერისხვა შეეძლო, თალაგვა კოლონკელიძე უნდა მოეკლა
უწინარეს ყოვლისა, ფხოველთა ამბოხი თალაგვამ წამოიწყო აკი?»
მამამზე დადუმდა, ისევ დააშტერდა ჭიაბერის საფლავს.
«გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა, შავლეგ?»
«გიორგი მეფემ და ზვიად სპასალარმა მოჰკლეს ჭიბერი! ამის თქმა მინდოდა,
ერისთავთ-ერისთავო, სხვა არაფერი».
«ღმერთს ნუ ჰგმობ უსაფუძვლოდ, შავლეგ». «საფუძველს თუ მოიკითხავთ ეგეც ხელთა მაქვს, ერისთავთ-ერისთავო.
რა საფუძველი?..
პირუთვნელად მოგახსენებ, სანამ ბორდოხან, შენი თანამეცხედრე, ბნელსა
ზის, ძელიცხოველის ჯვართან მიმიყვანე და ყოველივეს ნათელს ვყოფ შენ თვალ
წინ».
გაოცდა მამამზე, რაღაც საშინელი და გაუგონარი მზაკვრობისათვის უნდა
აეხადა საფარველი შავლეგს.
მამამზემ იცოდა გულმხეცი რომ იყო გიორგი მეფე, მაგრამ თუ მას
ფარისევლური ცრემლის ნთხევაც შეეძლო, ეს არეგონა მას!
მის ხელში დავაჟკაცდა გიორგი, ტლანქია იგი და გულზვიადი, მაგრამ
მლიქვნელიც თუ იყო, ეს არიცოდა მამამზემ.
ციხე-დარბაზში რუსუდანსა და კატაის ეძინათ ჯერაც, როცა მამამზემ და
ტოხაისძემ დიდი დარბაზი გაიარეს და ჭიაბერისეულ საწოლში კარი გადაიკეტეს,
ტოხაისძე ჯიქურმიეჭრა ძელიცხოველის ჯვარს.
მამამზეს შვილივით ჰყავდა იგი გამოზრდილი და შეძრწუნდა, როცა
ტოხაისძე ასე უშიშრად მიეახლა «სასწაულთმოქმედ კლარჯეთელ ჯვარს». არ
იცოდა, თუ რას მოიმოქმედებდა ტოხაისძე, ხელი არ ახლოო, უნდა ეყვირა, მაგრამ
ცნობისწადილმა შეიპყრო და შეიკავა თავი.
ტოხაისძემ გადმოიღო ძელიცხოველი. ლუსკუმა გახსნა და ჯვარი ამოიღო,
სუნი უდინა და ისევ დაასვენა ტაბლაზე.
«აბა მობრძანდი, ერისთავთ-ერისთავო, და უყნოსე ამ ჯვარს».
მამამზე წამოდგა, გარღვეულივით დაბარბაცდა, მაგრამ ღონე მოიკრიფა,
მიეახლა, დასწვდა და უყნოსა ჯვარს.
სუნი თუ მოგდისო? ეკითხება ტოხაისძე.
«სუნი დიახაც უდის, მერე რა? შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს, ადამიანის
ოფლის სუნი, ხანგრძლივად ნახმარსა და ნაამბორებ ჯვრებს რომ უდის, ამგვარი.
სხვარამ სუნიცრომ უდიოდეს, მერმერა?»
«რაო და, მე ამას მოგახსენებთ, ეგ ჯვარი მოწამლულია, ერისთავთ-
ერისთავო».
«რასროშავ, შავლეგ, გონს მოდი, ბედშავო».
«მე იმას მოგახსენებთ, რომ ეს ჯვარი მოწამლულია, სხვას არაფერს».
«ყველა, ყველა, მაგრამ მელქისედეკ კათალიკოსი ამას არ იკადრებდა. როგორ?
მელქისედეკმა ეს იცოდა და განზრახ აამბორებინა ჭიაბერს?»
«არა, შესაძლოა ეს არ ცოდნოდა მელქისედეკს, მაგრამ იგი რეგვენია მხოლოდ.
მელქისედეკი იმჯერად ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში».
«არა, შენ სცდები, შავლეგ, ჩვენ ხომ ვიცით, კოლონკელიძეც ეამბორა ჯვარს,
მაგრამ არა ვნებიარა».
«ეგ მეც ვიცოდი, ერისთავთ-ერისთავო, ამიტომაც დაგეთხოვეთ გასულ
კვირას, კვეტარის ციხეში გახლდით, თალაგვას წვრილად გამოვკითხე,
კოლონკელიძეს ლუსკუმისათვის ამბორუყვია მხოლოდ.
ხოლო ჭიაბერს... ხომ გახსოვს, დიდ დარბაზში, ჩვენ თვალწინ გაახსნევინა
მელქისედეკმა ჯვარისმტვირთველს ვაშკარანები, ხოლო ლუსკუმა თავათ გახსნა,
ძელიცხოველის ჯვარი ამოიღო და ტუჩისპირამდის მიუტანა ჭიაბერს».
გველცემულივით წამოიჭრა მამამზე.
«შენი ნათქვამი მეჭეშმარიტა, შავლეგ, მაგრამ როგორ შევამოწმოთ
მოწამლულია თუ არა ჯვარი?» «ბრძენთა ხმობა არ დაგვჭირდება, ერისთავთ-ერისთავო. ჭიაბერის შავი
მწევარიც იოლად გამოარკვევს ამას. ეს ძაღლი სიცოცხლში უერთგულესი იყო,
მაინც სიკვდილის პირზეა ბედშავი, უკანასკნელად დაუმოწმებს თავდადებას
პატრონს».
ესა სთქვა და დარბაზიდან გავიდა ტოხაისძე.
შეძრწუნდა მარტო შთენილი მამამზე, თვალი დაადგა ძელიცხოველს. ჯვარი
თუჯისფრად იყო გამხდარი, საუკუნეთა მანძილზე ნალოშნს ალაგ-ალაგ სიშავე
გადაცლოდა, სწორედ იმ ადგილზე, სადაც უკოცნიათ იგი, იმ ადგილზე, სადაც
ჭიაბერი ეამბორა უკანასკნელად.
მიუახლოვდა მამამზე ჯვარს.
მივალ და ვემთხვევიო, ეს ბოლოს მოუღებსო გაგრძელებას იმ საშინელი
სიზმრისას, რომელსაც ცხოვრება ერქვა, მაგრამ უკუიქცა, ეს უნდოდა: ღვთისა და
კაცის მუხანათობაში დარწმუნებულიყო სავსებით.
შემდგომ ამისა... შემდგომ ამისა ახალი მიზანი ექნებოდა მის ცხოვრებას -
ჭიაბერის სისხლის აღება.
ჰაერი ეცოტავა, წამოდგა, ციხის სამზერთან მივიდა. აქედან მოსჩანდა
წინაპართა საძვალე და ძველთაძველი სამლოცველოს ნანგრევი. აჩქარებულა
ტახაისძე, სანამ მამამზე ცოცხალია, ჭიაბერის საფლავს ვერავინ შეუბღალავს.
გამობრუნდა, თვალი გადაავლო ჭიაბერისეულ სამოსს ზეზისას, მის თორსა და მის
მუზარადს, კედელზე დაკიდებულ ქეიბურებსა და ხმლებს.
«მე მოვეკალი იმ ოხერ ჯვარს, შვილო, და შენ აგეღო ჩემი სისიხლი, აჰ, ნეტავ
მართლაც»..
ტოხაისძე აღარსად სჩანდა, მთელ საუკუნედ მოეჩვენა წამი.
კარი შემოაღო შავლეგმა. შავი მწევარი მოჰყავდა საბელით. მოდიოდა შავი
მწევარი, სიზმარში ნახულ გველივით მოიკლაკნებოდა იგი.
ტოხაისძემ ქონის ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან და გაუსვა ძელიცხოველს
სწორედ იმ ადგილზე, სადაც აჩნდა მრავალგზისი ნაამბორევი, ზედ ცხვირთან
მიუტანა მწევარს ჯვარი, ძაღლმა დაჰყნოსა იგი, სისხლისფერი ენით გალოკა ძელი.
შავლეგ ტოხაისძემ აიღო ჯვარი, ისევ ლუსკუმაში ჩასდო და ტაბლაზე
დასდო.
«ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი. ამ
ბოროტების სათავე ბიზანტიონია, ერისთავთ-ერისთავო.
დამპალი ქალაქია ბიზანტიონი. ბასილი კეისრის სასახლეში ბევრი რამ
გავიგეთ ჭიაბერმა და მე. თვალების დაბნელება, ადამიანის ცოცხლად დამარხვა,
ძელზე გაყვანა, მოწამლვა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა. ეს ყოველივე
ბიზანტიონში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა. ბასილი კეისარმა ცეტინიუმთან ბრძოლის
მეორე დღეს ხუთმეტ ათას ბულგარელს დასთხარა თვალი.
ახლა უფლისწული ბაგრატი ჰყავთ მანდ ბერძნებს მძევლად, იქ უკეთეს
ამბებს აწავლიან მას დაროცა იგი მობრუნდება, მაშინ გვიხაროდეს...
შემზარავი სისატიკე გამოიჩინა თავათ გიორგი მეფემ ოლთისში, ათასზე მეტ
ბერძენ მონასპას თვალები დასთხარეს. ორი ათას ტყვეს თავი წააცალეს, სამასი ტყვე
ცოცხლად დამარხეს.
დამპალი ქალაქია ბიზანტიონი, გარყვნილებისა და მუხანათობის ბუდე. სამი
თვე ემზადებოდა ბასილი კეისარი სარკინოზების წინააღმდეგ სალაშქროდ.
სასახლეში ვცხოვრობდით ჭიაბერი და მე, ერთი სომეხი დაგვიმეგობრდა ანისელი,
იგი გვიამბობდა ყოველივეს წვრილად. საეკლესიო კრებები მიდიოდა იმჟამად. ორი თვე გაგრძელდა ერთი. ეს
გამოჩერჩეტებული პატრიარქი სრულიადის აღმოსავლეთისა, ქორეპისკოპოზნი,
ეპისკოპოზნი, სწავლულები და ბერები ორი თვე ზედ ასქდებოდნენ ურთიერთს
იმის გამოსარკვევად, თუ რამდენ ანგელოსს დაიტევს ნემსის წვერი?
კეისრის სასახლე ომის სამზადისში იყო, მაინც ამ კრებებს ესწრებოდა დიდი
და მცირე. სარკინოზების საფრთხე კარზე იყო მოსული.
წევსო თუ დგასო მამაღმერთი? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი
გააჩინოს, უველოდ მთაი, ან მეძავი აქციოს ქალწულად?
ყველა ამის გამო ქაქანებდა და კამათობდა. ეს იყო...»
შავლეგ ტოხაისძეს სიტყვა პირში გაუწყდა, შავი მწევარი უეცრად წაიქცა და
დაიწყო ფხარკალი, ისევ აიღო თავი, წინა თათებზე წამოიწია, იატაკზე დაეცა კვლავ,
ტარაბუასავით დატრიალდა რკალივით მოდრეკილი ძაღლი, პირიდან დუჟი
მოსდიოდა კარაქისფერი და ხაოდა საწყალობელად.
მამამზე და ტოხაისძე თავზე დაადგნენ სულთმობრძავ ცხოველს.
წინა თათების ჭანგებით ფხაჭნიდა იგი იატაკს, მერმე უკანა ფეხები შეატოკა
და კვლავ ასტეხა ფხარკალი, უკანასკნელად დაიწკმუტუნა, წაიგრძელა კისერი,
ცილისფერი გუგები შემოაშტერა მამამზესა და ტოხაისძეს, მინებდა სიკვდილს.
«ახლა ხომ გჯერა, ერისთავთ-ერისთავო, ქრისტეს შჯული დიაცების და
ბალღების თვალის ასახვევად რომ გამოუგონიათ ხუცებს?»
ორივე ხელისგული შუბლზე იტკიცა მამამზემ: ავაიო წამოიძახა და წელში
მოდრეკილი ჩამოჯდა სელზე.
ტოხაისძე დარბაზიდან გავიდა და როცა მწევრის ლეში გაიტანეს, იგი კვლავ
მობრუნდა.
თავი აიღო მამამზემ:
«შენ მართალი ხარ, შავლეგ, ცამდე მართალი, დიაცებისა და ბალღების მეტს
არავისა სწამს ქრისტეს ჯვარი».
«შესაძლოა, მაგ გამოყრუებულ კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში»...
«შესაძლოა»...
მცირე ხანს ორივენი სდუმდნენ, ბოლოს მამამზემ დაარღვია დუმილი:
«არც გიორგი მეფეს სწამს ქრისტე და მისი ჯვარი ბასიანთან ომის დროს
კეისარმა ითხოვა მშვიდობა. ზავის წერილი მიუგზავნა გიორგიმ, შემდგომ ამისა
განავლინა მეფემ ზვიადი, დალაშქრა ზვიადმა კიდე ბასიანისა და აოტნა ბერძენთა
სპანი.
ბასილი არ მოელოდა ქართველთაგან მუხანათობას. ბრძანა კეისარმა
ჰოროლის წვერზე დაკიდება ზავის წერილისა.
აღმართა ჰოროლი და სთქვა:
«იხილე, უფალო, წერილი ესე და საქმენი, რომელსა იქმან».
შემდგომ ამისა გადმოიღო კეისარმან ძელიცხოველი, დააჭდო მიწაზე და
შეჰღაღადა: «უკეთუ მიმცე ხელთა მტრისასა, აღარ თაყვანი გცე უკუნისამდე».
მერმე ის იყო, ჩვენ დავმარცხდით, უკუვიქეცით და ოლთისი გადავწვდით
გზაში. ქალაქიდანაც არ ვიყავით გასული, მოახსენეს მეფეს, უფლის სახლი იწვისო,
გიორგიმ გადახედა ცეცხლშემოგზნებულ ეკლესიას, ზვიადს უბრძანა ჩააქრობინეო,
მერმე ცხენს დეზი ჰკრა.
ცეცხლში გახვეულ საყდარს გულგრილად მიჰხედა უკანასკნელად.
ადგა მამამზე, ჭიაბერისეული მუზარადი და ხმალი გადმოიღო, ტაბლაზე
დასდო და ეუბნება ტოხაისძეს: «შემომფიცე, შავლეგ, ჭიაბერის სისხლი ავიღოთ. შენ ჭიაბერის ძუძუმეტე ხარ
დაფიცვერცხლი გაქვს მასთან ნაჭამი».
«მე იმ დღეს შევფიცე მის საფლავს, როცა პაპისეული ლოდი დავადევი ზედ.
არ გვინდა ქრისტეს ჯვარი, არ გვინდა მეფე გიორგი, არც ზვიად სპასალარი,
არც მელქისედეკ კათალიკოსი, მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა
გულარძნილობისა, როგორიც ბიზანტიონი.
ბერძნებს ეს უნდათ, ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ,
წინაპართა ჩვენი სალოცავები შეგვიმუსრეს, თავიანთი ხატები და ჯვრები
შემოგვაჩეჩეს ხელში.
ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და თავიანთი შემოგვჩარონ
პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი
შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ. თუ ჩვენი კერპები ვახსენეთ და მათი დავგმეთ,
მყისვე პირზე აკერიათ: «მკრეხელი, მწვალებელი და მსტოვარი».
ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო,
ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა. მცხეთას ავიღებდით, უფლისციხეს შემოვეწყობოდით,
თმოგვის ციხეს ავიღებდით და ციხეს ფანასკერტისას, დედოფალს ბედიის
მონასტერში მონაზვნად აღვკვეცავდით, ამირას ტფილისიდან გავაგდებდით,
არმაზსა და ზედაზენს აღვადგენდით, მელქისედეკ კათალიკოსსა და მის შავჩოხიან
მსტოვრებს ქართლოსის საფლავზე დავაკლავდით, მაგრამ შენ ტყვედ
გვეგულებოდი მცხეთაში, მე იმ თავიდან არ მომწონდა ახალწელს სადარბაზოდ
მცხეთაში წასვლა».
«ვაჲ, ჩემს თავს! - სთქვა მამამზემ, შუბლზე შემოიკრა ხელი, - ნეტავ
წამოსულიყავით და ჩემთვის წაეჭრა მეფე გიორგის თავი. იმ ტიალ დათვს არ
გადავყროდი ნადირობისას, გავექცეოდი უთუოდ».
«თავათ მეფეც ბიზანტიონის მტერია, მაგრამ დაბნეულია გიორგი.
მელქისედეკ კათალიკოსსა დაფარსმან სპარსს შორის ირყევა მუდამ.
ზოგს ასე ჰგონია: კოლონკელიძის მიერ შემუსრული ხატების ბედი აწუხებდა
გიორგის. ჭიაბერირომ შორენას ირთავდა, ეს ახელებდა მეფეს.
შარშანწინ მცხეთობისას ნახა შორენა პირველად. სავსებით გადაავიწყდა, რომ
იგი მეფე იყო და თავდაჭერა მართებდა. კათალიკოსი და დედოფალი ტაძრეულს
შეატოვა, ყმაწვილივით აგვეკიდა მე და ჭიაბერს.
როცა წამოსვლა დავაპირეთ, შორენას მიეჭრა, ცხენზე ასვლაში უშველა
თავათ, შემდგომ ამისა, უნაგირზე გადამჯდარ ქალს მისწვდა, ცხენი იფარა,
საწმერთულის ტოტი აუწია და აკოცა წვივზე. ჭიაბერს ეს არ დაუნახავს, რადგან იმ
წუთში ჯდებოდა ცხენზე.
ჭიაბერის ტირილში მე თვალს არ ვაშორებდი მეფეს, იგი შეფარვით
უჭვრეტდა მგლოვიარე ქალს. ორმოცზედაც იმიტომ მოვიდა, შორენა ენახა
ხელახლა».
წამოდგა მამამზე ერისთავი, ჭიაბერისეული ხმალი აიღო ხელში.
ორხოვით დაფარულ ტაბლაზე დაარჭო და ტოხაისძეს უთხრა:
«შემომფიცე, შავლეგ, მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლოთ, ჭიაბერის სისხლი
ვაზღვევინოთ მეფე გიორგის».
«ვფიცავ წინაპრების ჩვენის სალოცავს, გველსავით წავაცალო გიორგი მეფეს
თავი».
ეს თქვა შავლეგ ტოხაისძემ, დაიჩოქა და ზეასწია თავისი გაჯაგრული, შავი
მარჯვენა. ენიშნა მამამზეს სიზმარი.
მეორე დღესვე კოლონკელიძესთან გაგზავნა შავლეგ ტოხაისძე, რათა
ყოველივე წვრილად მოეხსენებინა ტოხაისძეს მისთვის. დასთქვეს: ჯერ
ეკლესიებისა და ხატების შემუსვრას დაიწყებდა კოლონკელიძე, მერმე არაგვის
ხეობაში გადმოვიდოდა, საერთო ძალით შემოეწყობოდნენე უფლისციხეს და
მცხეთას.
ბორდოხან იმ დღესვე ბნელიდან ამოიყვანა მამამზემ, ძაძა გაიძრო და ცოლს
ამცნო: შავლეგ ტოხაისძეს უნდა მივათხოვოთო კატაი.
შეკრთა ბორდოხან, მეფის მიერ მელქისედეკის პირით დანაბარები გაახსენდა
მყისვე, შეშინებულმა ამის თქმა შეჰბედა ქმარს:
«მეფერას იტყვის?...
«მეფეს მე გავცემ პასუხს».
XV
ენკენისთვის მთვარიან ღამეს მუხნარისის საბრძოლო გოდოლიდან შენიშნა
გუშაგმა: ვიღაც მხედარი დაუზოგავად მოაჭენებდა მცხეთისკენ ცხენს.
შესდგა ჩარდახზე, დაუსტვინა ნელა.
სამი შუბოსანის ლანდი გამოვიდა ციხის კარიდან და შეეგება მხედარს.
ფრუტუნებდა ქუშამომჯდარი თორიანი ცხენი.
ციხისთავი მოიკითხა უცნობმა. როცა იგი ციხისთავის სამყოფლოში
შეიყვანეს შუბოსნებმა, გაოცდნენ თავათ: ბერის ტანისამოსი ეცვა მხედარს,
სავსებით გამოგანგლულს ბირკაში, ბირკა მოსდებოდა ქუდზედაც ბერს, ბირკას
მოეცვა თმა-წვერი, ტყის კაცს მიაგავდა იგი.
ციხისთავი შემოვიდა თუ არა, მარტო საუბარი მოისურვა უცნობმა მასთან.
როცა მეციხოვნე სპანი დაითხოვა ციხისთავმა, უცნობმა წილამურებიანი
ფაფახი მოიხადა, მუზარადმა იელვა მის თავზე, მუზარადი მოიხსნა, შუბლიდან
ოფლი მოიწმინდა, გაიხსნა თუ არა ჩოხა, თორნი გამოუჩნდა ბერს.
განცვიფრდა ციხისთავიც, ჯერარსად ენახა თორიანი ბერი.
ხმალს დაეყრდნო უცნობი და სთხოვა: ამაღამვე შემიშვითო ქალაქში,
დაუყოვნებლივ უნდა წარვუდგეო სპასალარს, ზვიადს.
ზვიადი გვიან მობრუნებულიყო უფლისციხიდან, მაინც გააღვიძეს
ნამგზავრი, რადგან თორიანი ბერი უარს ამბობდა მის გარეშე სხვა ვინმესთვის
ემცნო სათქმელი და საუწყებელი.
წინ დაისვა სპასალარმა თავისი წარგზავნილი, ცხრაკარის მონასტრის მამაი
სერაპიონ და მოისმინა შემდეგი:
თალაგვა კოლონკელიძეს კვლავ შემოეყვანა დიდოთა და ღილღვთა ლაშქარი
ფხოვში, ხატები და ჯვრები შეუმუსრავს კვლავ, ეკლესიები დაუწვავს, ბერები და
ხუცები სამრეკლოებზე დაუკიდნია თოკით, ქარაფებიდან გადაუყრია ზოგიც.
ცხრაკარის საყდრისთვის ცეცხლი შემოუგზავნია ღამე, ევდემონ თოკით
გადასულა ქარაფიდან, მერმე ურბენიაღამღამობით ტყედატყე.
ხერკში თორიანი ცხენი უთხოვებიათ და წამოსულა მცხეთაში მაცნედ.
დიდის ჯარით აპირებდა კოლონკელიძე არაგვის ხეობაში გადმოსვლას.
ეს ვეღარსთქვა მსტოვარმა, მამამზე ერისთავირას აპირებდა? მხოლოდ ერთი
საყურადღებო ამბავი ამცნო: ტოხაისძეს დაუნიშნავსო კატაი, მამამზე ერისთავის
ქალი. ამ წელს ორგზის უფრო ძლიერი ლაშქარი ჰყავსო კვეტარის ერისთავს,
ამბობდა სერაპიონი.
გიორგი უფლისციხეში იყო ტაძრეულითურთ წასული, ამიტომაც მეორე
დღესვე უფლისციხეს წავიდა ზვიადი.
მყისვე მოიხმო მეფემ დარბაზისერნი წინაშე თვისსა.
*
მალემსბოლნი აფრინეს საერისთავოებში, წვევის წიგნნი დააგზავნეს.
ლაშქართა მზაობისა და შეყრის პაემანად ცხრა ოქტომბერი დათქვეს.
ნაშუაღამემდის გაგრძელდა ბჭობა, გვიან გაიყარნენ დარბაზისერნი.
გადაწყდა: ზვიად სპასალარი დაუყოვნებლივ წასულიყო დიდის ლაშქრით
ფხოვს; ექვსი დღის შემდეგ მეფე წარუძღვებოდა სამეფოის სპათა.
უბრძანეს ზვიად სპასალარს: მარბიელი წინ გაეშვა, იგი ჩრდილოეთიდან
გადაუვლიდა კვეტარს, ფხოველთა მთებზე ხეობათა ყელებს შეჰკრავდა, თორღვას
ციხემდე ივლიდა აგრე.
ისიც დააბარეს: სისხლის ღვრას მორიდებოდა შეძლებისამებრ.
ციხისთავებისა და ხევისთავებისათვის მძევლები გამოერთმია, მარბიელ
ლაშქარსაც არ აეღო ალაფი გარდა აბჯრისა, შეპყრობილ მოწესეთა და ბერთა
აზატქმნა მოეთხოვნა; ზვიადის ლაშქარი უკან მიჰყვებოდა მარბიელს და კვეტარას
მანამდის არ შემოეწყობოდა, სანამ მეფე არ მიადგებოდა ციხეს, რადგან იცოდა
გიორგიმ: გულმძვინვარე იყო ზვიადი, ლაშქარს შეაწყვეტდა მიუვალ სიმაგრის
აღებას.
მეფემ კარგად უწყოდა: თუ კოლონკელიძეს როგორმე ვერ გამოიტყუებდნენ
ციხიდან, იგი ჩაიკეტებოდა, ზამთარი კარზე იყო მომდგარი და უსურსათოდ
დარჩენილი ლაშქარი გაზაფხულამდის ვერგაუძლებდა ციხის გარემოცვას.
ზვიად სპასალარს გაუხარდა, მისი წინათქმა რომ აუხდა როგორც გიორგის,
ისე მელქისედეკს, სჯეროდათ: არ გასწორდებაო კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი
იწყებსო მართლად სვლას.
ზვიადის პირველადი გეგმა ასეთი იყო: ფხოვში შესვლისთანავე მიელეწა
რამდენიმე ციხე, რამდენიმე სოფელი დაეწვა, ხევისბერები მოეშთო, შემდგომ ამისა
დაშინებული მოსახლეობა დაუყოვნებლივ მისცემდა მძევლებს.
უკეთუ კოლონკელიძე შემოეგებებოდა, რომელიმე ხეობაში მოიმწყვდევდა
ერისთავს ზვიადი, ამოჟუჟავდა მის ლაშქარს.
გიორგი მეფემ, სამმა ერისთავმა და მელქისედეკმა არ შეიწყნარეს ზვიადის
გეგმა, არ ივარგებსო საქმის გამწვავება, გამძვინვარებული მოსახლეობა უფრო
გულმოდგინედ ამოუდგებაო კოლონკელიძეს მხარში.
*
ცხრა ოქტომბერს უფლისციხეში მოგროვდნენ სამეფოის სპანი, ტაოს
ლაშქარნი, ჯარები კლარჯთა, სპანი მცხეთისა და ქვემო ქართლისანი. «მოიღო
მეფემ დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი» და გადასცა იგი ზვიად
სპასალარს.
შეამოწმა სპათა საომარი მზაობა და ცხენკეთილობა მათი. მეორე დილით უთენია გავიდა ლაშქარი უფლსციხიდან. მცხეთიდან აღმა
აჰყვა გუდამაყრისკენ არაგვს.
ქორსატეველას ციხე მხარმარცხნით დასტოვა, ლარგვისის ციხესთან შუა
გაჰყო ზვიადმა ლაშქარი, ჩრდილოეთისკენ წარგზავნილ მარბიელ ლაშქარს კახაი
უსარდლა, სამცხის სპათა წინამდგომი.
ცროლის მთიდან მხარმარჯვნით შეჰყვებოდა კახაი, ფხოვის მთების
გადასასვლელებს ხელში ჩაიგდებდა, ხოლო ზვიადსა და მის ლაშქარს ოჩანის
ციხისათვის უნდა შემოეარნა.
თუ ოჩანის ციხის თავი მძევლებს მოსცემდა, ზვიადი კახას ჯარს დაეწეოდა
და ორივე ლაშქარი ივლიდა მხარდამხარ თორღვაის ციხემდის, დიდოეთს
მოსწყვეტდნენფხოვიდან.
XVI
შემოდგომის მზე ალერსიანად ატფობდა ხეობას. კაკბების კაკანი ისმოდა
ცარცისფერ გორმახების უბეებში. ისინი გუნდგუნდად მიჰყვებოდნენ შეღმართებს,
ფუსფუსებდნენ ავშანის ბუჩქებში.
აგოგდებოდა ერთი გუნდი ბორცვზე, გუნდის მეთაური შესდგებოდა,
იწყებოდა კრიახს, აფრინდებოდა გუნდი, მეორე და მესამე მოჰყვებოდა მას და
მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული კრიახი.
ხევის სიღრმეში საცალფეხო ბილიკს შესდგომოდა თორიანი ჭაბუკი ცხენით.
ფხოვური ჭრელჭრულა კაბა ეცვა ტანკენარს, ფხოვური ქუდი ეხურა თავზე, ფარი
ზურგზე დაეკიდნა, მარცხენაზე მიმინო შეესვა, დახოცილი მწყრები, ბარე თორმეტი,
თავქვე ეკიდა წელზე შებმული თასმით.
დაქანცული ცხენი უღიმღამოდ მიაკანტურებდა თავს, ჩაქჩაქით მიჰყვებოდა
ბილიკს. მიმინო აქეთ-იქით თვალს აცეცებდა, კაკბის კრიახს მიუგდებდა ყურს.
უდარდელად მიიმღეროდა თორიანი ჭაბუკი აღმართზე
ჰარალო, ჰარიარალუუ,
ჰარალო, ჰარიარალუუ...
კაი ყმა, მგელი, არწივი,
არც ერთ არგაიწურთნების,
ჰარალუ, ჰარიარალუუ...
ხევს გადაღმა, სადაც ქარაფის კიდეს შურივით აჩნდა ხევიდან ამომავალი
ბილიკის ტოტი, ფხოვურსამოსში მორთულ დიაცს შეეყენებინა ცხენი.
«კოსტანტილეე, ჰაუ კოსტანტილეე.»
იძახოდა დედაკაცი.
თვალზე ხელისგულს იჩრდილავდა, ხან დასავლეთისკენ გაშლილ ბარს
გადასცქეროდა, ხან ისევ ხევისკენ მიბრუნდებოდა და მთელის ხმით ყვიროდა:
«კონსტანტილე, ჰაუ კონსტანტილეე».
ჰარალუ, ჰარიარალუუ,
მგელი არმოშლის მგლობასა,
კაი ყმა მამაცობასა,
ჰარალუ, ჰარიარალუუ... მღეროდა ვაჟკაცი, არხეინად მიაჩაქჩაქებდა ცხენს, ნელა მოყვებოდა
აღმართისკენ ბილიკს, ხევი ქშუოდა, კაკბები უფრო გამძაფრებით კაკანებდნენ,
ჭაბუკი განაგრძობდაღიღინს:
ჰარალუ, ჰარიარალუუ,
კაი ყმა მამაცობასა,
არწივი არწივობასა,
მთის ყურში ნადირობასა.
დედაკაცის ყივილზე ქარაფზე ასული კაკბები ისევ ხევისკენ შებრუნდნენ,
მომეტებულის კრიახით გადაიხვეწნენ კბოდედან, მახლობელ სამლოცველოს
ნანგრევიდან წამოიშალნენ ყორნები, უცნაური ყრანტალი შეჰქმნეს, მერმე აირივნენ
ჰაერში და მელნის ლაქებად შეესხნენ სადაფისფერცას.
ყმაწვილმა სიმღერა შესწყვიტა და მიაყურა დედაკაცის ძახილს.
«გამააჭენე, გამააჭენე ცხენი»...
ყვიროდა დიაცი, ხელს უქნევდა თანაც.
ცხენს აუჩქარა ჭაბუკმა, მაგრამ მიმინო უჯდა მარცხენაზე, გაჭენება ვერ
მოახერხა, და როცა აყვირდა დედაკაცი, იგი მარჯვენათი მიმინოს მისწვდა, ცხენს
დეზი ჰკრა და აქშინებულმა ცხოველმა ძლივს მოათავა შეღმართი.
დიაცმა ცხენი დასძრა, ქარაფის კიდეს მიუახლოვდა, თავზე წამოადგა
ხევიდან ამომავალს და დასჭყივლა:
«გაჰქუსლე ახლავე ცხენი, ოჩანის ციხეში ამბავი დააგდე, მეფის ჯარები
მოდიან-თქო, მერე კვეტარისკენ მოუსვი, ერისთავს ამცნე, ოჩანის ციხეს მააშველოს
ჯარი».
ვაჟმა მიმინო დიაცს მიაჩეჩა, კისრიდან ბოლომდის დაუსვა ხელი. ფრთები
გაუსწორა, ასწავლა როგორ დაესვა მარცხენაზე. თასმა შემოიხსნა, მწყრებიანად
გადასცა.
გაიფხორა მიმინო, ქარვისფერი თვალები დაუბრიალა დიაცს.
«მე ვერ მოგყვები ჭენებით, შვილო, ხალმები დამემტვრევა ხურჯინში.
მოკლეებს მიჰყევ, საყორნეი გადასჭერ».
ვაჟი უნაგირზე შესდგა ორივე ფეხით, ხევს გადაღმა სერზე მომავალ ჯარს
თვალი შეასწრო, მუზარადები ელავდნენ მზვარეში, მერმე უნაგირს დაახტა
უკანალით და გაჰქუსლა ცხენი.
დედაკაცმა თავსაფარი მოიხსნა, ფრთხილად გაახვია მიმინო შიგ, თავი
ამოაყოფინა მხოლოდ, რუდუნებით ჩაისვა იგი უბეში, თასმა წელზე მოიბა და
გაუჯავრდა დავარდნილ ცხენს.
XVII
გამოჩნდა თუ არ ოჩანის ციხე, ზვიადმა აქაც ორად გაჰყო ლაშქარი, ერთს
ტაოელი აზნაური ფანასკერტელი უსარდლა, მეორეს თავად წარუძღვა წინ.
ფანასკერტელი ჩრდილოდან შემოუვლიდა ციხეს, იმ მხრიდან, საიდანაც ხატის
ტყეები გარს ერტყა მას.
წინასწარიცოდა ზვიადმა: ფხოველები ხატის ტყეებში არ დადგამდნენ ფეხს, ხოლო ზვიადი და მისი
ლაშქარი ჯერ ხევ-ხევ ივლიდნენ და როგორც კი გაუსწორდებოდნენ ოჩანის ციხეს,
ზეგანზე ამოვიდოდა ჯარი, აღმართებს შეჰყვებოდაფიცხლავ.
თუ მძევლებს მისცემდნენ, ხომ კარგი, თუ არადა ზვიადისა და
ფანასკერტელის ლაშქარი მაკრატელივით მოიკეცებოდა სამკუთხედად მთებში
შემოჭრილი, სალტეებში მოიქცევდა მტერს.
ოჩანის ციხეს ჩრდილოეთიდან გორმახები საზღვრავდა. დასავლეთიდან და
აღმოსავლეთიდან მიუვალი ქარაფები, ხოლო სამხრეთიდან ოდნავ დაქანებული
ვაკე, რომელსაც ამომშრალი ხევი.ზღუდავდა, ხევის კიდეს მეჩხერი ტყე მისდევდა
თელისა, აქა-იქღიჭიანი და კატაბარდი.
ხევი ღრმა იყო. ცხენოსანს კარგად დამალავდა, ნახირებსა და ჯოგებს
ბილიკებით დაეკბილა ხევის კიდე ალაგ-ალაგ.
ამ ბილიკებით უნდა ესარგებლნა ხევიდან ვაკისკენ ამომავალ ლაშქარს.
ზვიადი სარკინოზებთან ნაბრძოლი იყო მრავალგზის, მან კარგად იცოდა:
როცა საიერიშოდ მიმავალ ცხენოსან ჯარს თხრილი ეგულება უკან, ეს უკუქცევის
ფიქრს ახშობს მხედრების გულში.
სარკინოზები საგანგებოდ აკეთებდნენ თხრილებს, ამ შემთხვევაში თვით
ბუნება წამოშველებოდა სპასალარს.
ზვიადმა ბრძანა: ყოველ მეორე მხედარს ხევში დაეტოვებინა ცხენი. ყოველ
ცხენოსანს თითო-თითო ხლებოდა ქვეითი, ზოგი შუბით, ზოგი ქამანდით, ზოგიც
ჰოროლითა.
სპასალარმა იგიც იცოდა, მთეულების ჯარს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ
ფხოველნი და დიდონი მთაში გაზრდილ მუხლმაგარცხენებზე ისხდნენ.
ზვიადს წესად ჰქონდა, ცხენოსან ლაშქართან ბრძოლაში მტრის ცხენის
დაშვება შუბით, ჰოროლით ანდა ქამანდით.
ვიდრე ჭაბუკი კონსტანტინე ციხემდის მიაღწევდა, ზვიადის ლაშქრის
მოახლოვება გზირებმა აცნობეს კვეტარის ციხისთავს კიდევაც.
როგორც კი ხევში შემავალი ლაშქარი შენიშნეს მეციხოვნეთა, ქოსსა ჰკრეს
ოჩანის ციხეში.
გოდოლების ჩარდახებზე კოცონები აანთეს და ჩამოეგებნენ ვაკიდან
ამომავალ მტერს.
ჩრდილოეთიდან ფანასკერტელის ჯარი მოიპარებოდა ხატის ტყეებში.
ზვიადის ლაშქარი ვერ დაფარა მეჩხერმა თელიანმა.
ერთ წუთში აივსო ვაკე ფხოველთა და დიდოელთა ცხენოსნებით... ჯერ
დიდოელნი ეძგერნენ შეღმართში ამავალ მხედრებს, ცხენები დაუხოცეს მეწინავეთა.
თელიანი და ჯაგნარი ხელს უშლიდა ბრძოლას, ამიტომაც ხმალი ვერ იხმარეს
ზვიადის სპათა.
ხევი ვიწრო იყო,ზვიადის ლაშქარს კიდემდის გაევსო იგი.
ვაკეზე ასასვლელი ბილიკები არც ისე ბევრი იყო, ამიტომაც ურთიერთს
აწყდებოდნენ ცხენოსნები. დიდოელნი ბილიკები ყელებში უხვდებოდნენ,
უმოწყალოდ სცემდნენ ცხენსა და კაცს.
ისრით და შუბით განგმირული მხედრები ძირს ენარცხებოდნენ,
კოტრიალით სცვივოდნენ ხევში. დამფრთხალი ცხენები ყალყზე დგებოდნენ,
ჭიხვინით ვარდებოდნენ კბოდეებიდან.
ერთბაშად ყორნების ლაშქარმა დაფარა ხევი, თელებზე ჩამომსხდარნი
შემზარავად ყიოდნენ. ჭიხვინებდნენ უპატრონო ცხენები, კვნესოდნენ დაჭრილები, ველურად
ყიჟინებდნენ დიდოელნი დაფხოველნი.
ცხენი დაუჭრეს ხევიდან ამოსვლისას ზვიადს. წაიქცა ზვიადის ცხენი. ისკუპა
აბჯრის მტვირთველმა, მარქაფა შეაგება მყისვე, სცა ჰოროლი დიდოელ შუბოსანს,
კბოდედან გადააგდო ზვიადმა დევკაცი.
შეკრთა ერთი ფრთა შეღმართში ამავალ ჯავახელებისა, ხევისაკენ მიაბრუნეს
ცხენები.
მაშინ განრისხდა ზვიად სპასალარი, «შეუზახნა ლაშქარს, სცეს მეფის სპათა
საყვირთა და მიეტევეს, ვითარცა მხეცნი».
მოათავეს შეღმართი, გაივაკეს ქვეითად მომავალ სამცხელთა, ისევ
მოასხდნენ ცხენებს. ამოიწვადეს ჯავახელებმაც ჯავარდნები და შეუტიეს მტერს.
მოისრნენ დიდძალი ფხოველნი და დიდონი, მწკრივად დაწვნენ ოჩანის
ციხის სანახებში მკერდგანგმირულნი.
ხელახლა სცეს საყვირი მეფის სპათა და მარჯვენა ფრთა დაწინაურდა,
ზურგზე მოექცა ციხისკენ მიმავალ სერს.
ფხოველთა ჯარს ხევისბერი ღუდუშაური მეთაურობდა. მთის ცხვირზე უკვე
აცნობეს, ხატის ტყე გადმოლახაო კახაის ლაშქარმა.
იცოდა: ფხოველნი ხატის ტყეებში არ შევიდოდნენ, დიდოელთა დიდი
რაზმი წარგზავნა. კახას ლაშქარს არც ჰოროლი უხმარია, არც შუბები, - ტყიდან
გამოსვლის უმალვე ხმალდახმალ ეძგერნენ ცხენოსნები მტერს, - რადგან ახოში
შემოეყარნენ დიდონი მათ.
განცვიფრდნენ დიდოელნი, როცა მათ ხმლები ყინვის ლოლუებივით
მილეწეს კახას სპათა ჯავარდნებმა.
ღუდუშაური დიდოელთა საშველად აპირებდა ციხისაკენ მიბრუნებას. ამ
დროს შედრკნენ დიდოელნი და ხატის ტყეებისაკენ გაჰქუსლეს ცხენები. კახას
ლაშქარმა თავი ააღირა, გულდაგულ გამოემართა ციხის გოდოლისაკენ.
მიხვდა ღუდუშაური, თავათ ციხეს რომ მიშველებოდა, ზვიადის სპანი
ზურგში მოექცეოდნენ, ამიტომაც საშინელი ყიჟინი მორთო ხევისბერმა, ხმალი
იშიშვლა და ხუთასზე მეტი ცხენოსანი მიაგდო ზვიადის ლაშქრისკენ გულდაგულ.
ახლა ტაოელებმა გამართეს ჯავარდენები და შეეგებნენ სერის თავზე მამაც
ხევისბერს.
მაშინ თავის უზარმაზარ ულაყს დეზი ჰკრა ზვიად სპასალარმა, ხევისბერის
ტანმორჩილ ჩერქეზულს აძგერა მკერდულით. მხარი აქცევინა ღუდუშაურმა ცხენს,
თავათ ხმალი გადაუქნია სპასალარს, მაგრამ ხმალს ხმალი შეაგება ზვიადმა და ვადა
შერჩა ხევისბერს ხელში.
ვიდრე ჰოროლს მიაწვდიდნენ ღუდუშაურს, მოუნაცვლა ზვიადმა და
აბჯრიანად გაჰკვეთა იგი წელამდის.
ხევისბერის ვაჟი თორღვა გამოენთო სპასალარს, მაგრამ უმუხთლა
ქედფიცხელმა ულაყმა, მისი ხმალი სპასალარს ასცდა და ზვიადის ცხენს წააცალა
ორივე ყური.
ფხოველნიც დარწმუნდნენ, ძვალისა და ფოლადის მკვეთელი ხმლები რომ
ჰქონდათ სამეფოის სპასთა, პირი იბრუნეს, და გაჰქუსლეს ხატის ტყეებისაკენ
ცხენები.
შეანგრიეს თუ არა ციხის კარები, დაზავება ითხოვა ციხისთავმა მყისვე,
მძევლების მოცემას დაჰირდა ზვიადს. იმ დღესვე თავი მოჰკვეთეს ციხისთავს და გოდოლის ჩარდახიდან
გადმოჰკიდეს იგი თოკით.
ორი ათასი აბჯრის ალაფი აიღო ზვიადმა და დაარღვია ოჩანის ციხე.
უთენია მიჰყვა ხეობებს, უგრძნეულოდ და უბრძოლველად გასწია
კვეტარისაკენ.
გზადაგზა პურ-მარილით ეგებებოდნენ ფხოველნი. ყელზე საბელშებმული
ხევისბერები ითხოვდნენ ზავს.
გააფთრებულმა ზვიადმა ბრძანა და სამრეკლოზე დაჰკიდეს ისინი იმავე
საბელებით, რომელნიც მორჩილების ნიშნად გამოებათ თავათ. გზადაგზა ხიზანი
და აბჯრის ალაფი აიღო, მძევლები ჩაიბარა ხევისთავებისაგან.
ყველას აგრე ეგონა: კვეტარის ციხის ასაღებად მიემართებოდა ზვიადის
ლაშქარი. სპასალარმა განზრახ აირჩია პირდაპირი გზები, რათა შიშის ქარი
შესდგომოდა ერისთავს.
კოლონკელიძეს კონსტანტინე არსაკიძის მოსვლამდის აცნობეს მსტოვარებმა
მეფის ლაშქრის შემოსვლა ფხოვში. სამი დღით ადრე მამამზე და ტოხაისძე
იუწყებოდნენ: დიდძალი სპით მოდიანო მეფე და ზვიადი.
თავდაპირველად გუდამაყარში უნდა შებმოდა ერისთავი ზვიადის ლაშქარს,
მაგრამ აქ მოხდა ასეთი ამბავი:
მამამზეს და ტოხაისძეს პირობა ჰქონდათ, კოლონკელიძე არაგვის ხეობაში
გადმოსვლას თუ მოასწრებდა, მხოლოდ მაშინ შეუერთდებოდნენ ისინი
მეამბოხეებს.
ახლა, როცა სპასალარმა დაასწრო კოლონკელიძეს, ისინი უარზე დადგნენ,
რადგან იცოდნენ: ქორსატეველას მიწასთან გაასწორებდა გზადგავლილი ზვიადი.
კოლონკელიძემ ასე ივარაუდა: ჯერ ხევისთავებისა და ხევისბერების მიერ
მოგროვილ ბრბოებს უნდა შელეწნოდა ზვიადის ლაშქარი, ხეობების თავებში
აღმართულ გოდოლებს გამკლვებოდა. როცა კვეტარს მიეახლებოდა, ციხიდან
გამოვიდოდა კოლონკელიძე და კვეტარის სანახებში შეებრძოლებოდა მას.
თუ საქმე მისჭირდებოდა, კვეტარის ციხეში ჩაიკეტებოდა კვლავ.
ზამთარს გულისხმობდა მოკავშირედ. უსურსათოდ დარჩენილნი სპანი
მეფისანი ვერგააწევდნენ გაზაფხულამდის.
ოჩანის ციხის აღებამ, დიდოთა ლაშქრის უკუქცევამ, კახაის მიერ ფხოვის
მთების ჩაკეტვამ, ბოლოს ფოლადისა და ძვალის მკვეთელ ჯავარდენების გამოჩენამ
თავზარი დასცა კოლონკელიძეს.
ზვიადთან მძევლების გაგზავნას აპირებდა ერისთავი და სწორედ ამ დროს
მალემსრბოლი მოვიდა უფლისციხიდან. მეფე გიორგი ტაძრეულითა და დიდის
ლაშქრით მობრძანდებაო კვეტარს. მძევლებსა და ზავის პირობის შეკვრას
მოითხოვსო, რათა შემდეგ საერთო ჯარით გაილაშქროსო კახეთ-ჰერეთის ქორ-
ეპისკოპოზის წინააღმდეგ.
თალაგვამ კარგად იცოდა «უშიშო იყო გიორგი, ვითარცა უხორცო», მაგრამ ეს
გარეშე მტრებთან ომებში, ხოლო საერისთავოებში სისხლის ღვრას გაურბოდა იგი.
მართალია, ზვიადი მუდამ სისასტიკეს მოითხოვდა, მაგრამ სამაგიეროდ
მელქისედეკ კათალიკოსი მხარს უჭერდა სათნო თათბირით მეფეს.
ამიტომაც აგრე იფიქრა კოლონკელიძემ; ზვიადმა დალაშქრა ფხოვი, დიდონი
უკუაქცია. მეფე სისხლისღვრას ერიდება და შემირიგებსო უთუოდ.
პირველი ამბოხიც მანვე აპატია, ძელიცხოველის ლაშქრობა აკმარა ორივე
ერისთავს. XVIII
სულ სხვა გზით წამოვიდა გიორგის ლაშქარი. მეფემ ლარგვისის ციხეში
გაათია ღამე და ქორსატეველას მიადგა დილით. მამამზე და ტოხაისძე დიდის
ამალით შემოეგებნენ მას.
მამამზე «მამაშვილურად» გადაეხვია გიორგის, მარჯვენა მხარზე აკოცა
ჩვეულიბისამებრ.
ბევრი ევედრა მეფეს ბორდოხან, დილამდის დარჩითო ჩვენსას. მეფე
დაჰპირდაფხოვიდან მობრუნებულნი უეჭველად გამოგივლითო.
«ქალს ათხოვებო, ბორდოხან ბატონო, ასე გადმომცეს ქორწილია
მოსალოდნელი».
ბორდოხანს სახე აელეწა, შედრკა. ხელაღებით უპასუხა:
«რა დროს გათხოვებაა ბალღისა, ჯერ მხოლოდ თორმეტი წლისაა, მეფევ
ბატონო, კატაი».
ისაუზმეს თუ არა, დაიძრა ლაშქარი.
მეფის მოლოდინისაგან დამფრთხალი ხალხი მიუვალ მთებში გახიზნულიყო,
დაცარიელებული სოფლები უპატრონო ძაღლების, მოხუცებისა და ავადმყოფების
ამარა მიეგდოთ.
სამრეკლოზე ჯერ კიდევ ეკიდნენ თავჩაქინდრული ხევისბერები თოკით.
ეკლესიები გამოეკეტნათ, რადგან ბერები და ხუცები დაეხოცნათ, ან თავათ ისინი
გაქცეულიყვნენ მცხეთას.
ხევის ყელებთან დახოცილი გზირები ეყარა; სვავები ჰკორტნიდნენ ნადირის
მიერ დაძიძგნილ ცხედრებს.
ზვიადის მიერ გამოგზავნილი მალემსრბოლი გოიმზვარესთან წამოეწია
გიორგის.
კოლონკელიძემ მძევლები მოიღოო, დიდოთა და ღილღვთა ბრბოები ფხოვის
მთებს გადაღმა გადავრეკეთ, კახას ჯარი თორღვაის ციხეს შემოეწყოო, ცხრაკარში
ველოდებით ბრძანებას მეფისას, იწერებოდა ზვიადი.
გიორგიმ ეს დააბარა მალემსრბოლს უშიშარაისძეს:
როცა მე შემოგითვლი: პანკისს წადი-მეთქი, ეს ნიშანი იქნება, მე კვეტარის
ციხეში დაგიხვდები, მყისვე ლაშქრიანად მოდიო, - გოიმზვარეს გასცილდნენ თუ
არა, დაწინაურდა ჯვარისმტვირთველი. თორმეტი თორიანი რაინდი სეფე-დროშას
ახლდა, მოშორებით მეფე მოდიოდა, სამასი შუბოსანი თან მოსდევდა. ათასზე მეტი
მონასპა უკან მოჰყვებოდა მეფის ამალას, მაგრამ ეს ლაშქარი ჯერაც არ იყო
შემოსული გოიმზვარეში.
დაღმართში მიმავალი ურმის გზა ხევის უბეში იკარგებოდა, წაბლის ტყეები
დაიწყო უსიერი, მელიები გადარბოდნენ გზაზე.
მეფემ თვალი მოჰკრა, ხევის უბიდან თორიანი მხედრები გამოვიდნენ და
გაუსწორდნენ თუ არა ჯვარისმტვირთელსა და მედროშეს, მყისვე დაქვეითდნენ,
რაინდთა წესისამებრ, პატივითა ხილვამოუწყვეს მეწინავეთ, ეამბორნენ და ისევ
შესხდნენ ცხენებზე და გიორგის ამალისაკენ გამოემართნენ.
გიორგიმ კოლონკილიძე იცნო, გზა წვრილი იყო და არ სჩანდა, თუ რამდენი
სპა ახლდა ერისთავს.
ისრის მისაწვდენზე კვლავ დაქვეითდა კოლონკელიძე და მისი ამალა, ახლა
უფრო მოკრძალებულად გაუმართეს პატივითა ხილვა მეფესა და მის ამალას. როცა თავმოდრეკილი კოლონკელიძე ეახლა მეფეს და ხელზე ეამბორა, მან
ნაძალადევად გაუღიმა ცბიერერისთავს.
კოლონკელიძეს გული მოეცა, როცა გიორგის გვერდით მომავალი მამამზე
დაინახა, ხოლო მისუკან სახლთუხუცესი - ტოხაისძე.
მეფის ამალას თვალი შეავლო კოლონკელიძემ, ინანა: დიდი ლაშქრით რად
არშევეგებეო გიორგის. ასე ეგონა მარტოოდენ სამასი მონასპა ახლდა მეფეს.
ეს წაბლის ტყე ჩინებული იქნებოდა ჩასასაფრებლად.
გზა შეღმართებს მიჰყვა, ამასობაში უკან მომავალი ლაშქრის მეწინავენი
წამოეწიენ მეფის ამალას, კოლონკელიძეს გუნება გაუფუჭდა. აღარ იცოდა, ბოლოს
რადმენი ათასი ცხენოსანი თან ახლდა გიორგის.
მეფის საუბრის კილო სამშვიდობოს იძლეოდა ნიშანს. მშვიდი იყო ბუნებით
გიორგი, ენამზეობას მოკლებული, მაგრამ ამაოდ მოუბარი და სახით სათნო.
წყნარი და მზიანი საღამო იყო, ცხენების ერთობლივი ფრუტუნი, ხევის
წყლის ამო ჩხრიალი, ცას მიწვდენილი მთების სილურჯე, შაბიამანის ფერი მაღალი
ცა, - ეს ყოველივე მშვენიერ გუნებას უქმნიდა მეფეს და მის ამალას. გიორგი მეფე,
კოლონკელიძე და მამამზე თავთავიანთი მხლებლებით ისე ტკბილად
მოსაუბრობდნენ, თითქოს ყველას დავიწყნოდა, საომრად რომ უნდა
შეხვედროდნენ ამ ხეობაში ურთიერთს.
კოლონკელიძეც ამოდ შესაყრელი კაცი იყო, - ტანმორჩილი, ტანხმელი,
მაგრამ მშვენიერი ვაჟკაცი; წვერი გაჟღალებოდა ოდნავ, მაგრამ ჭაბუკური იერი
გადაჰკრავდა სახეზე, თაფლისფერ თვალებიდან სიჭაბუკის ცეცხლი გამოკრთოდა.
მეფემ ორ-სამჯერ ესროლა მზერა გვერდით მომავალს, გაახსენდა ის საღამო
მცხეთობას, როცა კოლონკელიძე ცხენოსნობაში ეპაექრებოდა შორენას. და-ძმას
უფრო წააგავდნენ იმ ჯირითში ისინი, ვიდრე ხუმრობით გაჯიბრებულ მამა-შვილს.
წაბლები სცვიოდნენ გზაზე გადმოსულ შტოებიდან, სადღაც ხევში ხარირემი
ყვიროდა. კვერნები დაშლიგინებდნენ ცადაწვდენილ სოჭის ხეებზე.
მეფემ განზრახ აუჩქარა ცხენს, კოლონკელიძე აიყოლია და როცა მცირე
მანძილზე დაშორდნენ ამალას, კოლონკელიძემ ფრთხილად წამოიწყო «სამწუხარო
გაუგებრობის» ამბავი. ეს ყველაფერი «დიდოთა და ღილღვთა ბრბოებს»
გადააბრალა უტიფრად და როცა ამას ამბობდა, თაფლისფერ თვალებს არ აშორებდა
გიორგის.
დიდის მადლობით ახსენებდა სპასალარს, ფხოვის მთებს გადაღმა
გადარეკაო «ის მურტალნი» ზვიადმა, თანაც შესჩივლა შეფარვით მეფეს, მძევლები
შევაძლიე, აბჯრის ალაფა აიღო, ხევისბერები მაინც მოაშთოო, მორჩილების ნიშნად
საბელგამობმულნი ყელზე.
მეფემ ცხენი შეაყენა, მალემსრბოლი იხმო, ზვიადთან წასვლა უბრძანა.
დააბარა: ხევისბერებს არ ახლოო ამიერიდან ხელი. შეუთვალა: ცხრაკარი
დააგდეო მყისვე და ზეგ დილამდის მიცადეო პანკისში.
პანკისის ხსენებამ იმედი განუმტკიცა ერისთავს, ალბათ პანკისიდან
აპირებსო გიორგი ჰერეთის ქორ-ეპისკოპოზის დალაშქვრას.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ აძლევდა კოლონკელიძეს ნუგეშს: ერისთავს
გუმანი ჰქონდა: მეფე შეფარვით ეტრფოდა შორენას.
ისიც იცოდა: დედოფალთან უთანხმოება რომ ჰქონდა უწესო დედათა
მოყვარულს.
გაახსენდა გურანდუხტის ნათქვამი: შიმუნვარებს უნახავთ, შორენას
უჭვრეტდაო თურმე იდუმალ ჭიაბერის ორმოცზე მეფე. ტოხაისძის ნაამბობიც ემთხვეოდა ამას ყოველივეს, გიორგიმ ჯვარი
მოაწამვლინა ფარსმანს, ჭიაბერი იმადაც მოაკვლევინა, რათა დედოფალს გაეყაროს
და შორენა შეირთოსო ცოლად.
ამ წუთში დაბეჯითებით ირწმუნა კოლონკელიძემ: შესაძლოა შორენას
შესართავად მოსულიყოსო მეფე.
თალაგვას ახლა აღარ მოსწონდა უკვე მამამზე ერისთავისა და ტოხაისძის
ჩამოსვლა.
თუ გიორგი მართლაც გაეყრებოდა ცოლს და შორენას შეირთავდა,
კოლონკელიძე მზად იყო ჰერეთლის ქორ-ეპისკოპოზთან ომში დახმარებოდა მას.
მეფესთან დამოყვრება ახალ ასპარეზს აღუთქვამდა თავმოთნე ერისთავს.
ეს ყოველივე ურთიერთს დაერთო, ამიტომაც გულმხიარული წარუძღვა იგი
საომრად მოვლენილ სტუმრებს.
კოლონკელიძემ შიკრიკი აფრინა კვეტარის ციხეში, მეფისა და მისი ამალის
მისაღებად მოემზადენითო, დააბარა სახლთუხუცესთან.
ციხისთავი, შვიდი ხევისთავი და ცამეტი ხევისბერი ჩამოეგებნენ სტუმრებს,
ერისთავის მეუღლე გურდანუხტი, შორენა შიმუნვარებითურთ ციხის კარებთან
დაუხვდნენ მეფეს.
ორას ორმოცდაათი ხარი დაჰკლეს იმ საღამოს. შვიდი ირემი და სამასზე
მეტი ცხვარი.
პურობის დაწყებამდის მეფე და ერისთავი განმარტოვდნენ, მცირე ხანს
ისაუბრეს, შემდგომ ამისა, ხუთი ტაოელი აზნაური ციხისთავი და სამი ხევისთავი
დაისწრეს თათბირზე.
დასთქვეს: მეორე დღესვე წასულიყვნენ პანკისს მეფე და ერისთავი, იქიდან
შეეტიათ ჰერეთის ციხეებისათვის.
მეფემ ლალისთვლიანი ბეჭედი წამოაცვა ერისთავს ცერზე, ერთი საყურე,
ერთი რაინდული სარტყელი ბიზანტიური, ერთი ხელი აბჯარ-მუზარადი, სამი
თოროსანი ცხენი, დროშა და შუბი მიუბოძა. ზავის პირობა მისცა, «სამარადჟამოდ
და დაურღვეველი და კვეტარის საერისთავოს შეუვალობა სრული».
კოლონკელიძემ ციხის ეზოში გაიყვანა მეფე, აჩვენა ქალტა ირმებისა. ირმის
მთელი ჯოგი ჰყოლოდა ციხეში.
გარემოცვის დროს ვკლავთო ხოლმე ამ ირმებს, როცა მშვიდობაა, ვაშენებთო.
ეუბნება გახარებული მასპინძელი სტუმარს.
მეფეს თვალები გაუბრწყინდა ამ მშვენიერი ცხოველების პირისპირ მდგარს.
კისერი მოიღრიჯეს ხარებმა დაფურებმა, ატორტმანდა ქორბუდიანრქებისა ტევრი.
ნუკრები მორცხვად იმალებოდნენ მოთვინიერებულ ფურების ლაჯებში, მათ
ჯერაც არ გასცლოდა დედის მუცლიდან დაყოლილი ველური დარცხვენილობა.
მხოლოდ ერთი, უმშვენიერესი ნუკრი, მთლად ლომისფერი და ამაყად
ყელმოღერილი იდგა განაპირას, ჯახველის ქვეშ. როცა გიორგი მიეახლა, იგი
ადგილიდან არ დაძრულა, თავისი მშვენიერი გიშრისფერი თვალებით შესცქეროდა
ახალმოსულს.
გიორგიმ ხელი გაუშვირა: თფუჩიო, - უთხრა.
ნუკრი უფრო ახლოს მოვიდა, ჯერ დახედა გაწვდილ ხელს, შემდეგ თავისი
უფრო ახლოს ხორკლიანი ენით გალოკა იგი.
«აი ეს შორენას საყვარელი ნუკრია ნებიერა, ობოლია, ამტომაც შეივრდომა
იგი და თავათ გაზარდა შორენამ».
სთქვა კოლონკელიძემ. ახლა ყველაზე უფრო დიდსა და მშვენიერფურს დაუწყო მზერა გიორგიმ.
«სამოცდაათი მეწველი მყავს ასეთი, თორმეტ წყვილს ხვალვე გაახლებთ
მცხეთაში».
ეუბნება ერისთავი მეფეს.
თავის სიცოცხლეში არაფერი ისე არ შეჰხარბებია გიორგის სხვისი, როგორც
ეს ირმის ჯოგი, ეს ირმის ჯოგი და შორენა...
«შორენა აწი ვეღარ გახდება « სხვისი», რადგან ჭიაბერი აღარაა ამქვეყნად,
ხოლო ირმის ჯოგი?.. ირმის ჯოგი... ვნახოთ რა მოხდება ამაღამ»...
ეს გაიფიქრა მეფე გიორგიმ და ჯიქურ შეხედა კოლონკელიძის თაფლისფერ
თვალებს. ამ წუთში ვერავითარი მზაკვრობა ვერ დაიჭირა ამ თვალებში. ეტყობოდა,
იგი მართლა აპირებდა თორმეტი წყვილის გაგზავნას მცხეთაში.
პურობა დაიწყო. მემაშხალეთ ალყა და ქონი შემოზიდეს და მაშხალები
აანთეს.
აწრიალდა მეფე გიორგი. გულით ეწადა: პურობის დაწყებამდის მოესწრო
ზვიადს.
უეცრად ძრწოლამ აიტანა, ვაჲთუ, მალემსრბოლი უშიშარაისძე გზაში
შეეპყრო რომელიმე ხევისთავს. უშიშარაისძე დაცდილი ჰყავდა ომებში გიორგის,
ფეხებით რომ დაეკიდნათ, იგი არ გასთქვამდა საიდუმლოს, მაგრამ ეს იყო, მთელი
გეგმები აერეოდათ ზვიადსა და გიორგის.
თუ უშიშიარაისძე ცხრაკარამდის ვერ მიაწევდა, ზვიადი პირდაპირგაიგებდა
ქარაგმულად შეთვლილს, ლაშქრიანად აიყრებოდა ალბათ და მართლაც წავიდოდა
პანკისს».
თუ უშიშარაისძე მშვიდობით ჩასულია ცხრაკარში, მაშ რად იგვიანებდა
ზვიადი ამდენს ხანს?
არც პანკისი იყო შორს, მაგრამ გიორგიმ დანამდვილებით არ იცოდა, რას
მოუწყობდა მეფესა და ამალას მელაძუა ერისთავი, ხომ შესაძლო იყო ღვინო
მოეწამლათ, ან ირმის ხორცში გაერიათ მცირედი შხამი?
უმთავრესი მაინც ეს იყო, მეფე გიორგის არ უნდოდა პურ-მარილის მიღება.
პურობა გათავდა თუ არა, ნადიმი დაიწყო მყისვე, როცა მეფის
სადღერგრძელო შეისვა, შორენამ თავათ მიართვა სამადლობელი ჯიხვი გიორგის.
ამ საღამოს ადრინდელზე მეტად მოეწონა მეფეს ერისთავის ასული.
დაქალებულიყო შორენა. ქალწულურ ტანკენარობას მისას სრულიადაც არ
არღვევდა მოწიფულობის მაცნე სავსება ხორცისა, ოდნავი სიყვითლე მაინც
შერჩენოდა ღაწვებზე; ძაძა მუქყვითელ სამოსს შეეცვალა ირანული აბრეშუმისას,
რომელსაც მწყრისფერი იერი გადასდიოდა ზოგან.
სხეულის კიდურები დარგძელდებოდა, გულ-მკერდისა და თეძოების
სისავსე ჰარმონიულად შერწყმულიყო ისეთ სიმრგვალეში, როგორიც მწყერს
სჩვევია ხოლმერთველის მიწურულში, ამ ძვალწვრილსა და ხორცმრავალ არსებას.
მეფე შეფარვით უმზერდა მის გვერდით მჯდარ შორენას და მამაკაცის
ქორულმა მზერამ ეს შენიშნა: ისეთ მიჯნამდის მიწეულიყო მგლოვიარე სასძლო,
როცა ქალობა სძლევს ხოლმე გლოვას და დიაცური სიკეკლუცე თავის მშვენების
გამოსაჩენად მოირგებს სიმძიმილის ნიშნად სატარებ სამოსსაც.
კიდევ შეხედა შორენას, შეუძლებელი იყო რაიმე მზაკვრობა ხლებოდა ამ
მშვენიერ, შეურყვნელ თვალებს. ეს იყო, მის მზერაში გიორგიმ დაიჭირა ის ველური
დარცხვენილობა, რომელიც ირმის ნუკრების გამოხედვაში შენიშნა წეღან. როცა ჯიხვი გამოართვა და ნუშისგულივით თეთრ ხელებს დაჰხედა, ასეთი
ხელებით მორთმეული საწამლავიც საამური იქნებაო ალბათ, ეს გაიფიქრა და
გამოსცალა ჯიხვი.
გაახსენდა ჭიაბერის მიერ ოვსთა მეფის მოწამვლა ქორსატეველას ციხეში.
გამოსცალა თუ არა, რაღაც უცნაურმა შიშმა შეიპყრო მეფე გიორგი, «უშიშო
ვითარცა უხორცო» (როგორც მატიანე ახსენებს მას).
ერთ წუთში ისევე მოიცა გული, გაუხარდა ხელ-ფეხი რომ ესხა კვლავ და
მოძრაობა შეეძლო, ახლა ხმის გაღება მოუნდა და ეუბნება შორენას:
«შენი ნუკრი მაჩვენა თალაგვამ, მშვენიერი ცხოველია ნებიერა».
შორენას იამა, მეფესაც რომ მოსწონებოდა მისი საყვარელი ნუკრი,
გაუკვირდა: სახელიც რომ დახსომებოდა მისი. რაღაც უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ
გამოსაღები ხმა სადღაც ხორხის არეში გაუწყდა და საკუთარ ხელებს დახედა
მორცხვად.
დიდი ხანიარაც მისი ხმა არგაეგონა მეფეს, ამიტომ ასეთირამე უთხრა:
«თალაგვა მიამბობდა: ობოლიაო ნუკრი, დედამისირა იქნა?»
«წრეულს მყვირალობის დროს გაგვექცა დედამისი. საერთოდ ფურები უკეთ
იტანენ ტყვეობას, ვიდრე ხარები, განსაკუთრებით თუ ნუკრი ეყოლათ, მაგრამ
ნებიერას დედა გამონაკლისი იყო.
იგი ერთმა დიდოელმა მოჰგვარა სამი წლის წინად მამას. ბევრი ვეცადეთ, არ
იქნა მისი მოთვინიერება. ჩემი ხელით ვაჭმევდი, მარილს ვალოკინებდი, მუდამ
ტყისკენ ეჭირა თვალი.
მყვირალობის დროს აუტანელია მათი ბღავილის მოსმენა. მე მთელი ღამე
არა მძინავს მყვირალობის დროს.
ნებიერას დედა წრიალებდა განსაკუთრებით, დაიწყო თუ არა ამ წელს
მყვირალობა, დღისით და ღამით ბღაოდა ბედშავი, საჭმელს პირს არ აკარებდა,
ბოლოს წყლის სმაც აღიკვეთა, ჩვენ შეგვეშინდა, ვაჲთუ მოკვდესო დარდისაგან.
მერმე ეს იყო, მონადირეებს უბრძანა მამამ, თოკით წაეყვანათ მთაში, მჟავე წყალი
მოსვასო ეგების.
როგორც კი მთები დაინახა, შემზარავი ყვირილი ასტეხა თურმე, მჟავე წყალს
დაეწაფა და მოიკლა თუ არა წყურვილი, ერთი გადაბღავლა მთებს, ყურები
დასცქვიტა, და გადაეშვა ქარაფიდან»...
«მონადირეები?»
იკითხა გიორგიმ.
«ერთმა ხელის გაშვება მოასწრო ხოლო მეორე, დიდოელი არ მოეშვა, თან
გადაჰყვა უფსკრულში».
«ასე ძნელია თავისუფლების დათმობა», ეუბნება გიორგი და ჯიქურად
შესცქერის თვალებში ქალს.
თუ ნადირობო?
შეეკითხა გიორგი.
«როგორარა?»
«რაზე?»
«ჯეირანზე , შველზე».
«ირემი თუ მოგიკლავს?»
«ირემი ჯერარმომიკლავს».
«მარტო დადიხარმთებში?»
«არა, მამასთან, როცა მამას არა სცალია, არსაკიძესთან?». «არსაკიძე ვინღაა?»
«ჩემი ძუძუმტეა».
ღვინისაგან ლოყები შეეფაკლა გიორგის, ცხენით ნამგზავრი მიეძალა ირმის
ცურს (ირმის ცურის მწვადი უყვარდა განსაკუთრებით მას).შორენა ისე ბრწყინავდა,
გიორგი უდიდეს ბედნიერებას განიცდიდა მის სიახლოვეს. ამ წუთში მას ერჩივნა
უბრალო აზნაური ყოფილიყო და არა მეფე. მალემსრბოლი უშიშარაისძე მართლაც
შეეპყრო რომელიმე ხევისთავს და ზვიადი მართლაც წასულიყო ლაშქრითურთ
პანკისს.
სწორედ ამ წუთში მეორედ წარგზავნილი მალემსრბოლი შემოიყვანეს,
ჯიქურწამოვიდა მეფისკენ.
გიორგის გაუხარდა. - ალბათ ნანატრ ამბავს მომახსენებსო მალემსრბოლი,
უშიშარაისძეს ჩაუსწრებდა იგი:
თავმოდრეკილი მიეახლა მალემსრბოლი და მოახსენა: ზვიადი გეახლებათო
ახლავე.
მეფე აიმღვრა, მაგრამ მღელვარება მყისვე დაიოკა.
კოლონკელიძე სუფრის ბოლოს იჯდა, ზვიადის ხსენებაზე უსიამო
ჟრუნტელმა დაუარა.
გაოცდა თანაც: აკი პანკისს უნდა წასულიყო ზვიადი?
ეს გაიფიქრა ერისთავმა და ოცდაათი შუბოსანის თანხლებით შემოვიდა
ზვიადი დარბაზში.
არც ეს ეპრიანა კოლონკელიძეს, ზვიადს დიახაც მართებდა ხმლიანად ხლება
მეფისა, მაგრამ ჯერ არსად სმენოდა თალაგვას, საჭურველიანი რაინდები
შემოსულიყვნენ იმ დარბაზში, სადაც მეფე იმყოფებოდა.
ამაზე უარესიც მოხდა ამ წუთში.
თოროსნები კარებთან შესდგნენ, ხოლო ზვიადი მეფეს როდი ეახლა, ჯიქურ
წამოვიდა მასპინძლისაკენ, უსალმოდ თავზე დაადგა და მტკიცედ აუღელვებლად
ამცნო:
აფხაზთა და ქართველთა მეფეთ მეფის გიორგის სახელით გიბრძანებ: ციხის
კლიტენი ჩამაბარეო.
გიორგიმ თავი ჩაღუნა.
კოლონკელიძემ ერთი გახედა მის პირდაპირმჯდარმეფეს, გაშრა, გაფითრდა,
ისევ გაწითლდა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ თავისი ბანჯგვლიანი მარჯვენა ისე
მაგრად დაედო მის მხარზე ზვიადს, ადგილიდან ვერ დაიძრა კოლონკელიძე.
წამოცვივდნენ ფხოველი რაინდები, კარებს მისცვივდნენე ხევისთავები,
მაგრამ ზვიადის მონასპათ გზა მოუჭრეს უიარაღოთ.
შორენამ შეცხადებულივით იკივლა, მიეჭრა უკვე ზეამდგარმეფეს:
მე მაპატიეო მამა.
როცა მოღუშული, მდუმარე სახეზე თანაგრძნობის ნატამალიც ვერ ჰპოვა
მუხლი მოეკეცა და გიორგისფერხთით დაეცა ატირებული.
მეფე დასწვდა, ბალღივით აიყვანა იგი ხელში და ნატებით მორთულ ტახტზე
დაასვენა გულშემოყრილი.
გამობრუნდა მეფე და დარბაზიდან აპირებდა გასვლას. ახლა გურანდუხტი
მივარდაღაწვებდახოკილი, მუხლზე მოეხვია მეფეს:
ნუ დამიქცევ ოჯახს, ამ ერთხელაც შეუნდე თალაგვას.
გვიმსახურეო მე და ჩემი უბედური თანამეცხედრე, ჩემი ერთად-ერთი
შვილი. სამოსის კალთებს უკუცნიდა, ეხვეოდა მუხლებზე.
მეფემ წამოაყენა ერისთავის მეუღლე, თავაზიანად შეაშვებინა სამოსის
კალთისათვის ხელი, მშრალად, უგულოდ უთხრა:
ომში სპასალარია მბრძანებელი, მე არას მკითხავსო ზვიადი.
ზვიადის შუბოსნებმა შეჰკრეს კოლონკელიძე, მისი სახლთუხუცესი, სამი
ხევისთავი და შვიდივე ხევისბერი.
ამასობაში ციხის ტალანებში, მთავარი ციხისა და გოდოლების ჩარდახებზე
ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა.
ციხის ეზოში სცვიოდნენ მეომრების ცხედრები, ბღაოდა დამფრთხალი
ირმის ჯოგი, ილეწებოდა კარები, პრიალებდნენ ფარები, კვნესოდნენ, ხვნეშოდნენ
დაჭრილი მეომრები, ყვიროდნენ ჩარდახებიდან გადაყრილი მხედრები,
ჭიხვინებდნენ ცხენები, ტალანებში დაშლიგინებდნენ მემაშხალენი და სწორედ
მემაშხალეებზე გაიმართა ნამდვილი ნადირობა, ყველას ეს უნდოდა, როგორმე
მაშხალა ჩაეგდო ხელში, მტერი და მოყვარე გაერჩიათ ურთიერთისაგან.
გათენებამდის გრძელდებოდა ასეთი უთავჟამო აურზაური, არავინ იცოდა
ვის დარჩებოდა კვეტარის ციხე და მისი გოდოლები დილით!
ვიდრე მარიხი ჩაჰქრებოდა ცაზე, მემაშხალენი დახოცეს სრულიად,
მაშხალები აღარსად იყო, ბნელში დარჩენილი მეომრები აიტუზნენ კედლებზე და
შესწყდა ომი.
ინათლა თუ არა, ქოსსა ჰკრეს კვეტარის ციხეში:
საყვირები სცეს გარს მომდგარმა ჯარებმა. ციხეში მომწყვდეულმა სამასმა
ტაოელმა ნაშუადღევს ძლივს აიღო პირველი საბრძოლ გოდოლი.
ციხისთავი შეიპყრეს და ჩარდახიდან გადმოაგდეს.
ზვიადის ლაშქარმა და მეფის სპათა ათასეულმა სამივე გოდოლი შელეწეს
სამხრობამდის.
ნასამხრალზე ციხის ეზოში ოთხი მარგილი დაარჭვეს, ცეცხლი დაანთეს იქვე.
სამმა მონასპამ დილეგიდან გამოიყვანეს ნაგვემი ერისთავი კოლონკელიძე და
მარგილებზე ხელ-ფეხით მიაკრეს.
მერმე მოვიდა ტფილისელი ჯალათი საღირა, წვერგაბურძგვნილი,
ცალთვალა კაცი, რომელსაც მარღია კამეჩს მიუგავდა ის ერთადერთი თვალი და
სახე ნახანჯლარებით დაჩეხილი ჰქონდა სავსებით.
ამოიღო საღირამ ჯიბიდან ორი რგვალი ფირფიტა რკინისა, ადამიანის
თვალზე უფრო ფართე ოდნავად, ორ შამფურზე წამოაცვა ორივენი, გაჩაღებულ
ცეცხლში შესდო და აუღელვებლად უცდიდა მათ გახურებას. მერმე გამოიღო კვლავ
და ასევე მშვიდად მიადო სათითაოდ ორივე თვალზე ხელფეხგაკოჭილ
კოლონკელიძეს.
გასაოცარი მამაცობა გამოიჩინა კვეტარის ერისთავმა, მან ერთხელ დაახველა
მხოლოდ.
შიშხინებდა დავსილი თვალები, სისხნარევი, გამურული სითხე წურწურით
ჩამოსდიოდა სახეაღგზნებულ კოლონკელიძეს გაჟღალებულ წვერზე.
როცა ორივე თვალის სისველე ამოაშრო საღირამ, ხელი შეუშვა, გააცივა
რკინის ფირფიტები, მზრუნველი ხელით შეჰხვია ორივენი მჩვრებში და ჯიბეში
ჩაიდო ისევე.
ერთ წუთში საოცრად დაუსივდა და გამოეცვალა კოლონკელიძეს სახე. იგი
უკვე აღარჰგავდა თაფლისფერთვალება ერისთავს კვეტარისას. ზვიადმა ბრძანა და დააქციეს ოთხივე გოდოლის ზღუდენი. მეფემ
ერთადერთი სათხოვარი შეუსრულა გურანდუხტს: მთავარი ციხე დაურღვეველი
დასტოვეს, რათა თვალდაბნელებულ კოლონკელიძეს და მის თანამეცხედრეს იქ
დაელიათ სიცოცხლის დღენი.
გადასწყდა: შორენა წამოეყვანათ ტყვედ, რათა არავინ ჩაესიძებინა
კოლონკელიძეს და შურისგებას არ გამოდგომოდა. ათი შიმუნვარი გამოატანა
შორენას დედამ და ვარდისახარპირისფარეში მისი.
ხელები გაუკრეს კონსტანტინე არსაკიძეს, შორენას ძუძუმტეს, რომელიც
პირველად მივიდა კვეტარის ციხეში მეფის სპათა შემოსვლის მაცნედ. სამასიოდე
მონასპა წაიყვანეს ტყვედ.
ათი შიმუნვარი გამოაყოლეს შორენას, მთელი საგანძური კვეტარის
ერისთავისა და ირმის ჯოგი. მხოლოდ ერთი მეწველი ირემი დაუტოვეს
გურანდუხტს.
*
შავლეგ ტოხაისძეს იმედი გაუცრუვდა. მას აგრე ეგონა: კოლონკელიძე ჭკუას
იხმარდა, ციხეში შეიტყუებდა მეფეს და ზვიადს, თვალებს დასთხრიდა ორივეს,
შემდგომ ამისა საერთო ძალით გაჟლეტდნენ მეფის ლაშქარს.
ახლა თავათ ქენჯნიდა თავის თავს: რად არ მოვწამლეო მეფე ქორსატეველას
ციხეში საუზმობის დროს?
მოწამლული ღვინო მზად ჰქონდა, მაგრამ გამბედაობამ უღალატა, რადგან
ერჩია სხვისი ხელით მოგლეჯა ნარისა.
დიდ აღმართში მოსართავი გაუწყდა მამამზეს,ლაშქარს ჩამორჩნენ მამამზე
და ტოხაისძე.
ვიდრე მეჯინიბე მოსართავს გამოცვლიდა, შავლეგმა იდროვა და უჩურჩულა:
მეფე და ზვიადი მოვიწვიოთო ქორსატეველას ციხეში.
ჭენებით დაეწიენ ამალას.
ხელახლა მოიპატიჟა მამამზემ გიორგი, ეს ღამე ჩვენსას გაათენეო. ზვიადსაც
იგივე სთხოვა.
სპასალარიც ფრიად მოქანცული იყო, თავდაპირველად იგი დაეთანხმა,
მაგრამ ოჩანის ნაციხარს რა მიაღწიეს, გუნება შეეცვალათ მიპატიჟებულთ,მადლობა
მოახსენეს და მოკლეებით გასწიეს უფლისციხისაკენ.
მცხეთაში მისვლისთანავე ირმის ჯოგი სასახლის ეზოში დააბინავეს, შორენა
და მისი შიმუნვარები ჩაჰკეტეს ღართისკარის ციხეში, ხოლო კონსტანტინე
არსაკიძეს ერთი საკანი მიუჩინეს მთავართა სანათლოის უბანში, ძველი ბაზილიკის
ნანგრევებს გადაღმა, სადაცფარსმან სპარსი ცხოვრობდა მაშინ.
XIX
გიორგი პირველს თორმეტი წლისას დაადგეს სამეფო გვირგვინი თავზე,
სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში.
ადრიან სიყრმეშივე შეება იგი ბიზანტიის კეისარს პირველად. ბასიანის
ომიდან უვნებლად გამობრუნებულმა კათალიკოსი მიუგზავნა ბასილის, ზავის
პირობა მისცა, «მის ნოხს დაადგა ფეხი», როგორც იმჟამინდელ ბიზანტიაში
იტყოდნენ ხოლმე. როგორც გიორგი მეფეს, ისე ბიზანტიის კეისარს მუდმივი ომი ჰქონდათ
დიდგვაროვან აზნაურებთან. პატრიციუსი ქსიფე გადაუდგა ბასილის და ნიკიფორე
კისერმოქცეულს დაუკავშირდა, ბარდა ფოკასძეს. გიორგიმ დრო იხელთა,
აჯანყებულებთან მოლაპარაკება დაიწყო, თანადგომა აღუთქვა კეისრის წინააღმდეგ
ბრძოლაში.
განდგომილი ფოკა და ქსიფე ურთიერთს წაეკიდნენ, ფოკა მოჰკლეს, თავი მისი
კეისარს მიართვა შერიგების გუნებაზე დამდგარმა ქსიფემ.
ბასილიმ მოღალატის თავი გიორგი მეფეს გაუგზავნა ძღვნად, ამგვარად ამცნო:
არგენდობიო ფიცის გამტეხელს.
უხტიკესთან სასტიკად დაამარცხა კეისარი მეფემ, წარჩინებული სტრატიგები,
კატეპანები ბრძოლის ველზე დასტოვეს ბიზანტიელებმა, რამდენიმე ათასი
სტრატიოტი დაჰკარგეს.
დიდძალი აბჯრის ალაფა ჩაუვარდა ქართულ ჯარს ხელში: არანგები,
აქლემები, ჯორები, ლოდსატყორცნები და ციხეთა მმუსვრელი ტარანტები.
დამარცხებული უკუიქცა მაკედონელი ბარბაროსი.
ვასპურაკანის პროვინციის მმართველმა, კომნინმა, სარკინოზებთან შეტაკების
წინა დღეს ერთგულების ფიცი ჩამოართვა თავის ჯარს, ან გაემარჯვათ, ან თავის
სტრატიგთან ერთად მომკვდარიყო ყველა მონასპა.
მსტოვარებმა დააბეზღეს სტრატიგი კომნინი, გიორგი აფხაზთა და
ქართველთა მეფესთან იყოო შეთქმული, იმპერატორობას მიელტვოდაო.
კომნინი შეაპყრობინა ბასილიმ, თვალები დაუბნელა, თვალები დასწვეს
მასთან ერთად შვიდ პატრიციუსს.
შემდგომ ამისა მსტოვარებს ამბავი მოჰქონდა გიორგი მეფესთან, ახალი
ომისათვის ემზადებაო კეისარი, ხმელეთიდან და ზღვიდან შემოტევას აპირებს,
საომარხომალდებსა და დრომონებს აგებსო სასწრაფოდ.
კეისრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინმა და საქართველოსთვის წართმეული
პროვინციების დაბრუნების წადილმა ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობა გადაავიწყა
გიორგის, ახლა ალ-ჰაქიმთან გამართა მიწერ-მოწერა მეფემ.
ალ-ჰაქიმი 11 წლისა ავიდა ხალიფის ტახტზე. მან გაუგონარი სისასტიკით
გაითქვა სახელი ქრისტიანების უწყალოდ მმუსვრელმან.
სავსებით გახელებული და დაუდგრომელი ბუნების კაცი იყო ხალიფი.
ხან ბრწყინვალე ამალითურთ დაჯირითობდა ხალხით სავსე მოედნებზე,
ხანაც «ღმერთის გამოცხადებას» მოწყურებული დაეხეტებოდა მუკატტამის
უკაცრიელ მთებში, მისტიური ჰალჲუცინაციები აწვალებდა ბნედიანს.
ხან ათი ათასებს მოასრევინებდა ჯალათებს, ხანაც მეფურ საჭურჭლეთა
გასცემდა უხვად. თავის ქვეშევრდომების მიერ ღვთაებად აღიარებას მიელტვოდა და
მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა დრუზების სექტამ «ღმერთად» გამოაცხადა იგი.
ფატიმიდების დინასტიის ვარსკვლავი ამოდიოდა. აღორძინებული ისლამი
ბიზანტიის სამანებს აწყდებოდა, ალ-ჰაქიმი გააფთრებული მუსრავდა ქრისტიანებსა
და ებრაელებს, დაუცხრომლად ებრძოდა იმ «ძაღლს», ბასილი კეისარს.
კეისარმა დავით კურაპალატი დალაშქრა 988 წელს, შემდგომ ამისა ანტიოქიაში
წარგზავნა დომესტიკი დიდძალი ჯარით.
ალ-ჰაქიმმა რელიგიური ომი გამოაცხადა ქრისტიანეთა წინააღმდეგ, ამას
მოჰყვა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, მონასტრებისა და ეკლესიების გადაბუგვა
სინას მთაზე, ანტიოქიასა და ეგვიპტეში. მელქისედეკ კათალიკოსს დიახაც არ მოსწონდა გიორგი მეფის დაკავშირება
სარკინოზების ხალიფასთან, არც თუ ბიზანტიის სამტრო პოლიტიკას იზიარებდა იგი.
მელქისედეკი გარეგნულად ექვემდებარებოდა გიორგის, მაგრამ ქრისტეს
მოსაყდრეს ურყევად სჯეროდა, რომ «მეფე ქვეყანასა ზედა ხელმწიფეა, ხოლო ქრისტე
- ზეცისა, ქვეყნისა და ქვესკნელისა».
ქართული ლაშქრის მიერ ოლთისის ეკლესიის შემთხვევით გადაწვას ყოველ
წელს ხელახლა შეახსენებდა ხოლმე კათალიკოსი მეფეს, ხან მის «ურწმუნოებას»
აბრალებდა იგი ამას, ხანაც ალ-ჰაქიმის «წარმწყმენდელ ზეგავლენას».
ოლთისის ეკლესიის ნაცვლად სამი საყდარი ააგებინა კათალიკოსმა გიორგის
სამცხეში, ერთი მათგანი მეხმა დააქცია, ორიც მიწისძვრამ იმსხვერპლა ზედიზედ.
მიწისძვრამ დააქცია იმავე წლის აღდგომის დღეს სვეტიცხოველის ტაძარიც,
აბულ-ყასიმის მიერიავარქმნილი პირველად.
ახლა ეს ეწადა მელქისედეკს: ოლთისის ეკლესიის სამაგიეროდ სვეტიცხოვლის
აგების ხარჯები ეკისრნა გიორგის.
ბოლოს დაითანხმა მეფე, სამნაირი გეგმა წარმოადგენინეს ხუროთმოძღვართა
უხუცესს - ფარსმან სპარსს.
ფარსმანის გეგმით ახალი სვეტიცხოველი უნდა ყოფილიყო ერთნავიანი
ტაძარი, რომლის ოთხივე ფასადის რელიეფები ირანული ალეგორიებით იქნებოდა
გადატვირთული. ფრთოსანი ცხენების, ძაღლების, სირაქლემების, გრიფონების
ფიგურებითა.
ქართული წარმართობის გამოძახილიც ცხადდებოდა კედლების
ბარელიეფებში, თავაღერილ, კუდაშვერილ ხარებს ტოტემის ნიშნებით ჰქონდათ
დადაღული ფერდები, ქრისტიანთა თვალის ასახვევად ამ ცხოველებს ჯვარი
ჰქონდათ დადგმულირქებს შორის.
გუმბათის ფრიზებში, კარიბჭეების სიახლოეს, პანიურად აღტყინებულ,
შიშველ ფიგურებს ღვინით სავსე ყანწები ეჭირათ ხელში, ყურძნის აკიდოებით
დაფარული ჰქონდათ სხეული სანახევროდ.
სარკმელების ირგვლივ შემოვლებულ როზეტებსა და ჩუქურთმებში
ოსტატური მიმიკრიით ჩახლართული იყო დაწყვილებული გველების ხატებანი.
ეკლესიის შიგნით ოთხსავე კესონში თვით მეფეების, მღვდელმთავრებისა და
ანგელოსების ფიგურებიდანაც გამოსჭვიოდა ჰელლენური სიშიშვლე და მშვენება
ხორცისა.
სამივე გეგმა ამგვარი შინაარსისა იყო მეტნაკლების სხვაობით, ამიტომაც
სამივენი უარჰყო მელქისედეკმა.
ახლა კათალიკოსმა მოიხმო ბერძენი ოსტატები ბიზანტიიდან.
გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება
მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ
ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე.
უდაბნო იცქირებოდა კესონებში მოთავსებულ მღვდელმთავრების
ფრესკებიდან. განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის ხატებანი შეიცავდნენ საშინელ
მუქარას ყოველივე ადამიანური ვნებების მიმართ.
გუმბათის თაღიდან ამას ყოველივეს გადმოსცქეროდა ნამსჭვალიანი,
ხორცდაშრეტილი ნაზარეველი.
ყველაზე მეტად ერთმა ფრესკამ აღაშფოთა გიორგი მეფე. შარავანდიანი
ბასილი კეისარი კლიტეებს აბარებდა აღმოსავლეთის მოსაქცევად წარგზავნილ წმ. მამებს; ბასილი კეისარი, რომელსაც «ძაღლს» უწოდებდნენ არა მარტო სარკინოზები,
არამედ ქართველები, სომხები და ბულგარელებიც.
ამ ფრესკის დანახვისას ბრაზისაგან გახელდა გიორგი, მაგრამ მოხუცებულ
კათალიკოსს ვერაფერი შეჰკადრა, ადგა და გავიდა დარბაზიდან უხმოდ.
ახლა სხვა ოსტატების ძებნას შეუდგა კათალიკოსი და სწორედ ამ დროს
დაიწყო ფხოველთა ამბოხი.
*

ძელიცხოველის მიერ ჭიაბერის მოკვლევამ გიორგიც დააფიქრა და შეაშფოთა.
მეფემ თავის თვალწინ მოაწამვლინა ხის ჯვარი ფარსმანს, მაგრამ რაკი ერთი და იმავე
ჯვარის ამბორმა ჭიაბერი მოჰკლა და კოლნკელიძეს არავნო, ამან დააეჭვა გიორგიც.
ვაჲთუ ფარსმანის წამალს არც კი ემოქმედნოს და მართლაც მოეკლასო
ძელიცხოველს ჭიაბერი.
ცხადია, ჯვარის მოწამვლის ამბავი კათალიკოსისათვის არ გაუმხელია
გიორგის, ამიტომაც ვეღარც ისა ჰკითხა მას, თუ ჭიაბერი სად ემთხვია ჯვარს, ან
კოლონკელიძე სად ეამბორა?
ამას ერთი უცნაური ამბავიც დაერთო კიდევ: მცხეთის სასახლეში დავით
კურაპალატისეული ხატი ჰქონდა გიორგი მეფეს ერთი წმ. გიორგის ხატი
ვერცხლნაქანდაკევი. ეს წმ. გიორგი უშველებელი ჯაჭვით ჰყავდა საწოლის
დარბაზში დაბმული, რადგან ოდითგანვე ასეთი გადმოცემა არსებობდა აფხაზთა
მეფეების ოჯახებში:
ეს ხატი თუ ჯაჭვით არ დააბა პატრონმა, მოიხსნება და წავაო სადმე. ასე
ჰყოლია თურმე დაბმული იგი თვით კურაპალატს უფლისციხეში, ხოლო ბაგრატ III-ს
ქუთაისის სასახლეში.
ფხოველთა ამბოხების დაწყებამდისაც მელქისედეკსა და ეზოსმოძღვარს
ფრიად აწუხებდა ერთი რამ: ისინი ჰხედავდნენ გიორგი მეფე უფრო და უფრო
გულგრილი ხდებოდა სარწმუნოების მიმართ.
ყოველივე ამას ფარსმანს აბრალებდნენ ისინი. ფანასკერტელის ქალის საქმემ
საბოლოოდ გადააწყვეტინა კათალიკოსს; ფარსმანი უნდა გაეგდო მცხეთიდან
როგორმე, საამისოდ უმთავრესი იყო: სარწმუნოებაში განმტკიცება გიორგი მეფისა.
სწორედ იმ დღეებში, როცა ავადმყოფი მელქისედეკი მცხეთას მიბრუნდა,
დედოფალი აფხაზეთს წავიდა, ხოლო მეფე კვეტარის ერისთავის დასალაშქრავად
გაემგზავრა, ეზოსმოძღვარმა ბნელი ღამე შეარჩია, მეფის საწოლ დარბაზში შეიპარა,
ბოქლომი დაამსხვრია, ჯაჭვი ახსნა, წმ. გიორგის ხატი მოიპარა და ნოკორნას
მონასტერში ჩაუტანა დაყუდებულ ბერს ევდემონს.
დაანამუსა თანაც, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ განეცხადებინა: ხატი თავათ
ჩამოვიდაო ნოკორნაში.
ეზოსმოძღვარი არც მოსტყუვდა თავის ვარაუდში: კვეტარიდან დაბრუნებულ
მეფეს შიშის ზარი დასცა წმ. გიორგის სასახლიდან «გაპარვამ».
ეზოსმოძღვარი ახმობინა მსახურთუხუცესს მყისვე, საწოლის დარბაზში
ჩაიკეტა და მთელიღამე აკითხვინებდაფსალმუნს.
მალე კათალიკოსიც გამომჯობინდა.
მელქისედეკმა როგორც კი შენიშნა, კვლავ მიუბრუნდაო სარწმუნოებას
გიორგი, ეზოსმოძღვარს უბრძანა: დაბადება უკითხეო მეფეს, განსაკუთრებით
დანიელი, თავი მეოთხე, სადაც მოთხრობილია თუ როგორ დასაჯა ნაბუქოდონოსორ
ბაბილონის მეფე იერუსალიმის ტაძრის შემუსვრისთვისღმერთმა. შემდგომ ამისა თავათ მიჰყო ხელი შეგონებას მელქისედეკმა.
არწმუნებდა, თუ სვეტიცხოველს ამაგებინებ, მოგიტევებსო «ოლთისში
ჩადენილ მკრეხელობას უფალი».
იმჟამად გიორგის მთელი გულისყური ციხეების შეკეთებისაკენ იყო მიქცეული.
თმოგვის ციხე დაანგრია მიწისძვრამ. შესაკეთებელი იყო ციხე კლდეკარისა,
ქანდაციხე, ბერციხე, ციხე-ბოდოკი, ციხე-კაბერი, ქოლოთკვირი და აწყვერი, ოძრახეს
ციხე-ქალაქი და მგელციხე.
განსაკუთრებით საშურო იყო: ანაკერტის, ფანასკერტის, ბოლოციხის,
კუმერლუხის და თუხარისის ციხეების შეკეთება, რადგან ბასილი კეისარი ყველაზე
ადრე სამცხისა და ტაოს სიმაგრეებს მოადგებოდა.
გარდა ამისა, ნაალაფავ ლოდსატყორცნებისა და ტარანტების შეკეთებასა და
მათი ბადალების გაკეთებას ჰპირდებოდა ფარსმანი გიორგის, საამისოდ დიდძალი
ოქრო სჭირდებოდა მეფეს.
ბოლოს იმდენი უჩიჩინეს მას, რომ ხარჯებისა და მონების მიცემას დაჰპირდა
გიორგი კათალიკოსს. ეს კიდევ ცოტაა, უცნაურად აეკვიატა მეფეს ოლთისში
ეკლესიის ჩვენება. და ეს ამბავი დაიწყო ასე:
XX
ადრე დააწვა გიორგის ჭაბუკურ მხრებს ომებსა და აჯანყებებში დანთხეული
სისხლის კოშმარი.
ცნობილია, ვისაც სიყრმეში არ გაუხარნია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე
წამოსწევია, ხოლო სიჭაბუკეში შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება
გაცდენილი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი.
ასეთნი მუდამ ჰკარგავენ წონასწორობას და ყოველთვის იმის ცდაში არიან,
გვიან მაინც შეივსონ ეს დანაკლისიროგორმე.
მელანქოლია შეეყარა გიორგის, კაცმძულვარება შეეპარა მის გულს, ადრე
მოსწყინდა მეფეს დარბაზობის გრძელი ცერემონიები და ხელმწიფის კარის
გარიგების სასტიკი ეთიკეტი. ჯერ მზრდელის, შემდეგ მარიამ დედოფლისა და
მელქისედეკ კათალიკოსის მოსაწყენი შეგონებანი:
მეფე ხარ და ხამს...
მეფე ხარ და გმართებს...
მეფე ხარ და გევალება...
ასეთ წუთებში მეფედ არყოფნას ნატრობდა გიორგი.
როგორც კი შემოუტევდა უგუნებობა, აიყვანდა მალემსრბოლს უშიშარაისძეს
და სეფე მეაბჯრეთაგანს ერთს, გავიდოდა მცხეთიდან. საფურცლეს გადაღმა,
რომელიმე მუხის ქვეშ მიუგდებდა მონასპათ ცხენს, იხეტიალებდა ველად, მუხის
გარშემო წრეს უვლიდა, უვლიდა წრეს და ბუნებაში განმარტოებული ეძიებდა
მოოხებას გულისას.
წელიწადში ორჯერ, ირმის მყვირალობასა და წეროთა გადაფრენის თვეებში,
ინით წვერს შეიღებავდა გიორგი, სელის სამოსელსა და სამოგვის წაღებს ჩაიცვამდა,
აიყოლიებდა მდაბიორებს: მეხამლეს - დრუისძეს ქიტესას, მეჯინიბეს - გაბრიელ
კოხრიჭისძეს - ბაზიერს - ესტატე ლომაისძეს, თავათ მეფე გლახუნა ავშანიძეს
დაირქმევდა ხუმრობით. მთელი კვირა გადაიკარგებოდნენ სიყრმის მეგობრები, ნადირობდნენ
ნარეკვავის ტყეებსა და არაგვის ჭალებში.
საწოლის დარბაზის ბუმბულს მეცხვარეებთან ღამის თევას არჩევდა,
მირთმეულ ირმის ცურს - სახელდახელოდ ტყეში შემწვარმწვადებს.
მხოლოდ ასეთ წუთში სჯეროდა გიორგის, რომ ეს ქვეყანა მარტოოდენ
საომრად არა ყოფილაო გაჩენილი.
იმ დროს ტევრები იწყებოდა ჯერ კიდევ ღართისკარის ციხესთან, შეუვალი
ტყებით იყო დაბურული საფურცლისა და მისაქციერის სანახები.
ნარეკვავის ხევის გაღმა-გამოღმა ჭოჭი იყო თვალშეუვლები, ბატებით,
წეროებითა და ჭყიამპოთი სავსე.
როცა მთის ყურში სადმე დაისვენებდნენ დაქანცული მონადირენი, ქიტესა
ტიკს გადმოიღებდა და მოზვრის ყანწს გაავსებდა ღვინით, მხოლოდ ამ ყანწის
გამოცლისას არ გაუვლიდა გიორგის სიყრმიდანვე თანდაყოლილი ფიქრი:
მოწამლული არიყოსო ღვინო?
არც კარისკაცთა უტიფარი ლიქნა აწუხებდა ამ ტყეებში, არც მკვლელი
უდარაჯებდა სადმე, არც თუ მომჩივანი ადიოდა მის დანახვისას ხეზე.
სამი ღამე ათიეს ერთ წიფლის ქვეშ დანთებულ ცეცხლის პირად. წეროების
გადაფრენა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, მხოლოდ კანტიკუნტად გაისმოდა
გარიჟრაჟზე მარტოხელა წეროს ყივილი, ღაღანებდნენ ჭაობის ბატები, ტყის
ინდოურები სძოვდნენ ჯეჯილებს, ჭილყვავები უხმობდნენ მთებიდან გადმომდგარ
ზამთარს.
უთენია ადგნენ. ინათლა თუ არა, წეროების ყივილმა შესძრა მონადირეთა
გულები. დიდი გუნდი დაჯდა ნამუხვართან, ჩაუნისკარტეს შლამს.
სამ-სამი დახოცეს თითოთა. მზე შუბის ტარზე იდგა, როცა მოშივდათ კვლავ.
«გლახუნავ, დღეს შენი ჯერია, გაიქე, ბატი ჩამოაგდე ერთი, მე და ქიტესა
შამფურებს დავთლით, ფიჩხს მოვიტანთ, ესტატე ცეცხლს გააჩაღებს», ეუბნება გაბოი
გიორგის, «ოღონდ შორს არწახვიდე, ამ იფნის ქვეშ დაგელოდებით».
გიორგი დაემორჩილა უფროსი მონადირის ბრძანებას. მიჰყვა მხარმარცხნით
ჭაობებს.
მარტო შთენილს კვლავ შემოესია უსიამო ფიქრები, მიდის ჭალაში და მოუნდა
ისევ წრის გარშემო ტრიალი. ბატების მთელი გუნდი აუფრინდა ცხვირწინ. ესროლა
და დააცდინა.
ახალმა და ახალმა გუნდმა ბატებისამ ტყის სიღრმეში შეიტყუა. ყაყანით
დგებოდნენ ისინი, გაისმოდა იხვების და ბატების გნიასი, ისეთი შთაბეჭდილება
შეექმნა გიორგის, თითქოს იგინიც დასცინიანო მონადირეს ხელმოცარულს.
უკვე მობრუნებას აპირებს, მაგრამრცხვენია თანატოლებისა.
მეხრე შემოხვდა ერთი ტალახში ამოგანგლული. გზა ჰკითხა.
ჭაობი გადალახა, იფნის ძირისაკენ აპირებდა შემობრუნებას, ცხვირწინ
აუფრინდა მშვენიერი წერო, დურაჯისფერი ფრთები ჰქონდა, მიხაკისფერი მკერდი,
მწყრისფერი ზოლებით მოხატული კისერი.
ესროლა ლელიანში ჩამჯდარს, მძიმედ ადგა წერო, ჭოჭში დაეცა მის თვალწინ,
მიეახლა მონადირე, ისრის მონაცვლებას აპირებდა, ცალი ფეხით სკუპ, სკუპ,
ლაქაშებში გაუჩინარდა, მერმე ადგა ისევე და გადაფრინდა შორს.
გამოუდგა გიორგი, ასეთი წერო განსაკუთრებით უყვარდა მას, დაუზოგავად
მიტოპავდა ჭაობებში, მიარღვევდა წელამდის მოწვდენილ ლაქაშს,
გაფრთხილებულიფრინველი ისევ გადაინაცვლებდა ადგილს. როცა ისარი მიაწია როგორც იქნა, და წერო დაიკიდა ქამარზე, მიიხედ-
მოიხედა, ეუცნაურა გარემო. თვალუწვდენელი ლაქაშები იყო ირგვლივ, ლაქაშები,
ჯაგები დაღიჭიანი.
ისრები შემოელია.
გარეული ტახები დაშლიგინებდნენ ლაქაშებში, შველი დაფრთხა მის თვალწინ,
ისკუპა, ლელიანში გადაეშვა და მოუსვა საშინელის სისწრაფით.
შესდგა ბორცვზე გიორგი, ხედავს ლაქაშში ჩაფლული გამალებული გარბის
შველი, მხოლოდ ყურები მოუჩანს და ასე ეგონება კაცს, შველი კი არა, რომელიღაც
ფრინველი მიფრინავსო ლაქაშების ზედაპირზე.
ტბას წააწყდა გიორგი ვარხვებით, ბატებით და წეროებით გავსილს,
აფრინდნენ საშინელი გნიასით ტყიერნი, მეხისღრუბელივით დააბნელეს ცა.
დაროცა წეროების გუნდს თვალი მიაყოლა ჩრდილოსაკენ გაფრენილს, ხედავს:
კავკასიონის წოწოლა მწვერვალზე ცეცხლშემოგზნებული ეკლესია აღმართულა,
გუმბათამდის მისწვდენია ხანძარი.
შეძრწუნდა გიორგი, მუხლი მოეჭრა, საფეთქლებიდან ოფლი გამოსდიოდა.
თვალს მოიფშვნეტს, კვლავ გასცქერის მთას, ლაპლაპებს ცათამწვდენი კოცონი,
იწვის «უფლის სახლი», ისევეროგორც იმ საღამოს ოლთისში.
პირჯვარი გადაიწერა, თვალები დახუჭა, სამხრეთისაკენ შემოიქცა, მაგრამ
აღარიცის, საით წავიდეს. ეუცხოვა გარემო ანაზდად.
ჰაუო, დაიძახა, არც მეხრე გამოეხმაურა საიდანმე, აღარც მონადირე სჩანს
შემთხვევით გამვლელი.
მიჰყვება შეძრწუნებული გიორგიღიჭიანით დაბარდული ჭაობების კიდეს.
და ეჩვენება, ქცეულიყოს თითქოს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფედ,
რომელიც კაცთაგან განიდევნა და თივასა სჭამდა, ვითარცა ზროხა, ცვარისაგან
შეიღება სხეული მისი, თმანი მისნი ვითარცა ლომთანი გახდიდდეს, ფრჩხილნი
ვითარცა ლომთანი ექცეს იერუსალიმის შემმუსვრელს.
ნასამხრალზე ძლივს მოაღწია იფნის ძირად სამოსდაფხრეწილმა და ლაფში
ამოსვრილმა გიორგიმ. ბირკას მოეცვა თმაწვერი, ლოყები დაეკაწრაღიჭიანს.
ეუცნაურა მონადირეებს ფერნამკრთალობა მეფისა, ბალღობის შემდეგ არ
ენახათ ასე შემკრთალი გიორგი- «უშიშარი, ვითარცა უხორცო».
«რა მოგივიდა, გლახუნავ?»
ეკითხება ესტატე,
«ალი ხომ არშემოგყრია, ჭოვ!»
გიორგიმ თავი დააქნია, ჩრდილოეთისაკენ გაიხედა, ეკითხება ესტატეს:
«იმ წოწოლა მთაზე ეკლესია იწვოდა წეღან, ხომ არ დაგინახავთ რომელიმე
თქვენგანს?»
«ეკლესიაო?»
ესტატეს ეუცხოვა ასეთი კითხვა.
«შენ ცუდად ხომ არ გეძინა, გლახუნავ, წუხელ, მოგეჩვენებოდა ალბათ, იმ
მთაზე ეკლესიასრა უნდა, შე კაი კაცო?»
წაისაუზმეს მცირედი და აიყარნენ მონადირენი კვლავ.
გიორგიმ აიჩემა თემშარაზე გადავიდეთ და საფურცლეში ვინადიროთო.
დანარჩენებს არაგვის ჭალებში სურდათ გადასვლა.
ტყეში ღამენათევს და ჭაობებში უსაზმნოდ ნარბენს წვივის ტკივილი
განუახლდა გიორგის, იცოდა: არაგვის ჭაობებში ნადირობისას წყალში გატოპვამოჰყვებოდა. რადგან ეს ასეა: გადმოღმა დაჰკოდავ წეროს, შესაძლოა გაღმა დაეცეს
რიყეზე.
მაინც დაეთანხმა მეგობრებს.
შემოდგომის წყნარი საღამო იყო, კავკასიონის მწვერვალებს ღრუბლების უბეში
შეეყოთ თავი, გახიდულიყვნენ ცასა და მყარს შორის მთები.
ნისლი დგებოდა არაგვის პალებიდან, ფერხთით ეფინებოდა იისფერკორდებს.
წეროები ყელებით გადააბეს მონადირეებმა ურთიერთს და გაუდგნენ გზას.
უგუნებობა შეამჩნიეს მეგობრებმა გიორგის.
ქიტესა გამოვდა პირველად ტყიდან არაგვს გადაჰხედა და ესა სთქვა:
«გახსოვს ჩვენს ბიჭობაში, გლახუნავ, ისრით რომ დაჰკიდე იმ რიყეზე წერო?
აფრინდა ი ტიალი და გადაეშვა შუაგულ არაგვში».
«როგორარმახსოვს ქიტესა, მახსოვს».
ნაღვლიანად მიუგო გიორგიმ და თავათაც გადახედა არაგვის ნაპირებს,
თითქოს მანდ დარჩენიაო სიყრმე.
«მერმე, შენ არ დაგვიჯერე, გლახუნავ, წყალში შესტოპე უჩვენოთ. ორი წერო
მხრებზე გეკიდა. მიჰყევი ცურვით დაკოდილ წეროს, ორი მოკლული წაგართვა
წყალმა, მისდევ და მიჰყვები, აღარიცირომელს გამოუდგე.
გადავეშვით მე და გაბოი, იმ მუხნარს ქვევით წამოვეწიეთ ძლივს, მერმე ის იყო
ყურებით დაგითრიეთ, წეროები წყალმა წაგვართვა.
მცხეთაში ჩამოგიყვანეთ ურმით, გამოგვიდგა მზრდელი, შეგვრისხა:
უფლისწული წყალში დაგხრჩობოდათ, დაგაყრევინებდითო, თქვე ეშმაკებო, თავებს».
«შენ დაგვიწყნია, ქიტესა, წეროები მე გამოვიტანე იმ დღეს», - შენიშნა
გაბრიელმა.
«ორივეს გეშლებათ, - ჩაერია საუბარში ესტატე, - ი წეროები მეტივეებმა
გამოიტანეს მცხეთაში».
«კარგი, მამა გიცხონდებათ, ნუ ჩხუბობთ წყალწაღებულ წეროების გამო».
ამბობს გაბოი და იღიმება.
«ეჰ, იმ წეროებსავით წაიღო ჩვენი სიჭაბუკე არაგვმა», - ამოიოხრა ესტატემ.
«არაგვმა, თუ დრომ?»
სიტყვა ჩააგდო გიორგიმ, ესტატემ არაგვს გადახედა, გიორგის ეუბნება:
«დაინახე, იმ ორკუზიან გორაკზე ვიღაც ჭაბუკი ავიდა ხეზე?»
გიორგი თავიდანვე ხედავდა არაგვის გადმოღმა, ორკუზიან გორაკზე ერთი
ბორცვიდან მეორეზე გადაირბინა ვიღაც კაცმა და ნეკერჩხლის ხეზე აძვრა.
შეკრთა, ალბათ მიცნო, სავედრებელი ჰქონდესო რაიმე, მერმე რომელიღაც
ფრინველი დაიჭირა იმ ჭაბუკმა ხეზე, უბეში ჩაისვა, მეორე ბორცვის თხემამდის
მიაღწია და იქ გაუჩინარდა.
«ვინ დაინახა ის კაცი პირველად?»
ეკითხება მეგობრებს გიორგი.
მეო, მიუგო ესტატემ.
«საიდან გაჩნდა ის ჭაბუკი იმ გორაკზე, ან სად გაჰქრა ბოლოს?»
«მეც მიკვრს, არვიცი სწორედ».
უპასუხა ესტატემ.
განცვიფრდა გიორგი. მზე ჯერ კიდევ მაღლა იდგა, ბორცვი სავსებით შიშველი
იყო, წითელ-ყვითელი სამოსი ეცვა იმ კაცსა, ბარისაკენ რომ დაძრულიყო, უთუოდ
შენიშნავდნენ მონადირენი.
«შენც დაინახე?» ეკითხება გიორგი გაბოს.
«მეც ვნახე».
«ქიტესა, შენცა?»
«მეც».
შეძრწუნდნენ.
სად დაიკარგაო ის ჭაბუკი ხელსა და თვალს შორის?
ფარსმან სპარსისაგან ათასგზის სმენოდა გიორგის: გრძნეულნი მიონნი
უხვდებიანო მონადირეებს ჭალებში, მშვილდისარს გაუჩხიბავენ, უღონოდ გახდიანო
მოისართ.
ესტატე გულდასმით ამტკიცებდა:
მე თავათ ვნახე ის ფრინველი როგორ შეიპყრო, მეორე ბორცვამდის მიაღწია და
მიწის ნაპრალში ჩაძვრაო ალბათ.
გულადი იყო გაბოი, მაგრამ ყველაზე მეტად მას ეშინოდა გრძნეულისა. ხელი
ავიღოთ სატანის ძებნაზე, პირჯვარი გადავიწეროთ, საფურცლისაკენ გავუდგეთო
გზას.
ახლა მთლად უცნაური ამბავი წამოიწყო მან:
«შენ ხომ გახსოვს, გლახუნა, ხერკის ციხეშირომ გამგზავნე გასულ შაბათს?»
«მახსოვს, როგორარა, გაბრიელ».
«ცოტა არეული მოვბრუნდი უკან, საჯინიბოში შემხვდი, რა მოგსვლიაო?»
მკითხე.
«ეგეც მახსოვს, გაბრიელ».
«მიზეზი არმითქვამს, არა?»
«არა, არგითქვამს მიზეზი».
«მაშ თუ სიმხდალეს არ შემწამებ გლახუნა, ახლა გიამბობ წვრილად. საღამო
ჟამს ცხენს მოვაჭენებდი ხერკიდან. როცა ღართისკარს ერთი ეჯის მანძილზე
მოეახლები, წიფლნარი არის ერთი, სავსებით მეჩხერი. ჰოდა, იმ წიფლნარის პირად
ვეებერთელა მუხა დგას ერთი. შენც ხომ შეგინიშნავს ეს მუხა, გლახუნა?»
«შემინიშნავს, როგორარა, გაბრიელ».
«ალბათ ესეც შეგინიშნავს: ვიდრე იმ მუხამდის მიაღწევდე, ქარაფების კიდეს
მოჰყვება დამრეცილი გზა, ამ გზიდან დიდხანს უყურებ იმ მუხას.
სწორედ იმ ადგილამდის მივაღწიე, ვხედავ, ვხედავ და რას ვხედავ? წითელ-
ყვითელით მორთული ვაჟი გამოვიდა ერთი, წითელი მამალი გამოეჩრა იღლიაში.
სამჯერ შემოუარა იმ ყმაწვილმა მუხას, სამგზის აკოცა ხეს, შემდგომ ამისა თავი
წააცალა მამალს, სისხლი აპკურა გარშემო მუხას, მამალი წაიღო და გაუჩინარდა
ტყეში».
ყველანი გააოცა ამ ამბავმა. საფურცლისაკენ აპირებდნენ წასვლას, ახლა
გიორგი გაჯიქდა:
«ვაჟკაცები არა ვართ? ოთხ მონადირესრას დაგვაკლებსო ერთი ეშმაკი?»
სხვის გასამხნევებლად ამბობდა, თავათაც ეშინოდა გულში.
წეროები მოიხსნეს მხრიდან, ხეებზე დაჰკიდეს, მშვილდისრები მოიმარჯვეს,
ოთხივე მხრიდან მოუარეს ბორცვს.
ყველაზე ადრე გიორგი ავიდა გორაკზე.
შენიშნა: შიშველი ბორცვის ზეთავზე მოჭრილი გვიმრა იყო მოქუჩებული.
სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა გიორგი, მაგრამ ვერავინ ნახა გვიმრის ქვეშ. ერთი
რამ შეამჩნია მონადირის მახვილმა თვალმა: ტოკავდა მიწიდან ამოშვერილი,
შიშველი ჯოხი, ხტოდა დაფეთქავდა მასზე მიბმული ჩიტბატონა ჟამიდანჟამზე. შეტოკდებოდა ჯოხი, ზეახტებოდა, შეიფრთხიალებდა ჰაერში ჩიტი, კვლავ
დაახტებოდა ჯოხს, კიდევ შეტოკდებოდა წნელი, დაიწყებდა ფეთქვას დაბმული
ჩიტი.
ბორცვის ზეთავზე მოექცა გიორგი და ხედავს: კაცის სიმაღლე ორმოში
განაბულა წითელ-ყვითელ ჩოხაში მორთული ვაჟი.
ჩოხა მისი ბირკას დაეხუნძა, თმა გაბურძგნოდა, ბჟიტის ნაკრტენივით
უსუსური წვერი მოსავდა მის ნიკაპსა და ყვრიმალებს.
როცა ოთხივე მშვილდოსანი თავზე წამოადგა, შეკრთა და გაფითრდა ორმოში
მჯდომი.
«ჰეი, ვინა ხარ, ჭაბუკო მანდ?»
შეეკითხა განცვიფრებული და გახარებული გიორგი, რაკი დარწმუნდა, რომ
მის წინაშე ხორციელი ადამიანი იდგა და არა ეშმაკეული. მერმე დააკვირდა ამ ჭაბუკს,
სახეც ეცნაურა და სამოსიც.
ოღონდ ჩოფურა იყო იგი, ახლადმოხდილი უნდა ჰქონოდა ყვავილი,
სვრინგები ზედ აჩნდა ჯერაც, ეს უშლიდა ხელს გამოცნობას ოდესღაც ნახული
სახისას.
«მეც თქვენსავით მონადირე ვარ, ვინღა ვიქნები სხვა!»
შემოესმათ პასუხი ორმოდან.
«თუ მართლაც მონადირე ხარ და არა გრძნეული, მაგ ორმოშირას იმალები?»
შეეკითხა ესტატე უცნობს.
«ზოგი ორმოში ნადირობს, ზოგიც ტყეში, გააჩნია, ვის როგორ ეპრიანება,
ბატონო».
ესტატე ხან ჭაბუკს უთვალთვალებს, ხანაც ჩიტს. თუ ამ კაცს ამნაირ
ფრინველისთვის მოუცლია, კანაფით რათ დაუბამსო ჯოხზე? თანაც არა სჯერა, რომ
ეს ჭაბუკი მართლაც მონადირეა და არა გრძნეული.
ვაჟი მონუსხულივით შესცქერის გიორგის, მასაც ეცნაურა იგი, მაგრამ მისი
წითური წვერი და მწირული ჩაცმულობა ებლანდება თვალში.
ამ დროს ესტატემ უჩურჩულა გიორგის:
«არ დაიჯერო, გლახუნა, ეგ კაცი ან გრძნეულია, ან მპარავი, დილეგიდან
გამოქცეული»...
ვაჟმა სახელი «გლახუნა» გაიგონა, ეუცნაურა კიდევაც, ალბათ ვცდებიო
გაიფიქრა და კიდევ შეხედა გიორგის.
«რაზე ნადირობ, ჭაბუკო, მაინც?
«მიმინოზე, ბატონო».
მიუგო ვაჟმა.
«მიმინოზეო? როგორ? რაგვარად?»
«აი ამ ჩიტს ხომ ხედავ, ბატონო, აჰა ეს ბადეც»...
ესე სთქვა, ჯოხი აწია ცალი ხელით, დააწყებინა კვლავინდებურად ფეთქვა,
მეორე ხელით კუნჭულიანი ბადე ზეასწია გრძელ ჯოხზე დაგებული.
«მიმინო ამ დროს გამოდის საირაოზე. რა დაინახავს ციდან ამ ჩიტის ფეთქვას,
იფიქრებს გაბმულაო კაკანათში ჩიტი, დავეცემი და გავიტაცებო. ჩამოუქროლებს,
დააცხრება თუ არა, მე გვიმრის ქვეშ დამალული ვარ ორმოში, მყისვე წამოვაცვამ
აშრიალს თავზე».
მონადირეები განცვიფრდნენ, ამგვარირამ ჯერარსმენოდათ.
გიორგიმ იცოდა მიმინოზე ნადირობის ამბავიც, მაგრამ მისი ირანელი
ბაზიერები სულ სხვარიგად ნადირობდნენ მიმინოზე. სადაური ხარ, ჭაბუკო?» ეკითხება გიორგი ვაჟს.
«ლაზი გახლავარ, ბატონო».
«ლაზი თუ ხარ, აქრა გინდოდა მერმე?»
«გიორგი მეფის ტყვე გახლავარ, ბატონო».
გიორგი უფრო მეტად გააოცა ამ ამბავმა. ლაზები არასოდეს შეუპყრია მის
ლაშქარს. ოლთისიდან წამოსხმული ტყვეები მოაგონდა, მაგრამ მათ შორის ბერძნები
იყო ბევი, სომხებიც ერია მათ შორის, ბერძნები კალატოზებად დააყენა, ხოლო
სომხები გაათავისუფლა. ლაზიო? ლაზი არმოაგონდა არც ერთი.
ამიტომაც შეეკითხა ხელახლა უცნობს:
«ლაზიკიდან ხარაქ მოყვანილი?»
«არა, ფხოვიდან, ბატონო».
«რა გვარისა ხარ, ყმაწვილო?»
«არსაკიძე ვარ, ბატონო».
«ფხოვშირა გინდოდა, ბედშაო ლაზო?»
«მამაჩემი კვეტარის ერისთავის კირითხუროი იყო, ბატონო».
«ახლა სადღაა მამაშენი, ჭაბუკო?»
«კვეტარის აღებისას მოჰკლეს სამეფოის სპათა».
გვარი მოაგონდა გიორგის, შორენამ რომ ახსენა კოლონკელიძის ციხეში იმ
საშინელ საღამოს.
ისევ მიუბრუნდა არსაკიძეს:
«განა ეკლესიებს აგებდა კოლონკელიძე?»
«ერთ დროს ეკლესიებსაც ვაშენებდით მე და მამაჩემი, მაგრამ ერთბაშად
რწმენა შეიცვალა ერისთავმა, ეკლესიების შემუსვრა დაიწყო და ციხეების აგებას
შეუდგა».
გიორგი დადუმდა, ეხლა ესტატე შეეკითხა არსაკიძეს:
«ე, მანდ ხეზერა დაიჭირე წეღან?»
«დაგეშილი მიმინო გამექცა და იგი შევიპყარ».
ესა სთქვა და წითელი სახამლავით მხარშეკრული მიმინო აიყვანა ორმოს
ფსკერიდან არსაკიძემ და აჩვენა მონადირეებს.
«ახლარაღად გინდა მერმე მიმინო, აკი მწყერობა მოთავდა უკვე?»
შეეკითხა გიორგი.
«წეროზე ვანადირებ მიმინოს».
«სად გისწავლია ასეთირამ, ჭაბუკო?»
«ლაზიკაში, მიმინოთი ვნადირობთ წეროზე, ბატონო».
!!!
გაოცდა გიორგი.
როცა არსაკიძე ორმოდან ამოვიდა, მყისვე მიეჭრა გახარებული ესტატე,
ათვალიერებდა ტერფიდან თხემამდის, თანაც უღიმოდა უცხოს.
«ესტატე, ეგ ხომ არიყო ის ვაჟი, მამალირომ დაჰკლა მუხის ძირას?»
ეკითხება ლომაისძეს მეფე.
ესტატემ თავი დაუქნია.
«ეგ იყო ის ვაჟი, გლახუნა».
გიორგი არსაკიძეს მიუბრუნდა:
«ახლა ეს მითხარი, ჭაბუკო, მამალირად დაგიკლავს მუხის ძირას იმ დღეს?»
«ყვავილი მოვიხადე გასულ კვირას, ბატონო, ამადაც შევსწირე წითელი მამალი
ღვთაებას». «სად იციან ასეთირამ?»
«ჩვენში, ლაზიკაში, ბატონო!»
არსაკიძემ მხრები შეუხსნა მიმინოს, მარცხენა ცერზე ტყავის თათმანი
გადაიცვა, მიმინო შეისვა ზედ. მერმე მარჯვენა ხელი გადაუსვა თავიდან ბოლომდის,
მოეფერა, დაუყვავა ტყიერს.
გაბოროტებულ თვალებს უბრიალებდა უცხოებს მიმინო.
არსაკიძე წინ მიდიოდა, ოთხივენი უკან მისდევდნენ, გახარებულნი
უცდიდნენ, რა მოხდებოდა ახლა.
არაგვის რიყეზედაც არ იყვნენ მიღწეული, ფშანიდან წამოფრინდა წერო.
გიორგი ყმაწვილივით აღტაცებული შესცქეროდა, თუ როგორ მიუტია არსაკიძემ
გაფრენილს მიმინო.
თავდაპირველად გაასწრო წერომ, აიჭრა ცაში, მხარგაშლილი ებრძოდა ჰაერს,
თვალი მიატანეს მონადირეთა. მიმინომ კამარა ჰკრა, ერთ წუთში გადაევლო თავზე,
მერმე განზე წავიდა წერო, აქაც გაუსწრო მტაცებელს და მოუსვა დასავლეთისაკენ,
მცირე ხანს ჩამორჩა მიმინო, მერმე ერთბაშად წამოეწიაფრინველს, ჭანგებით მისწვდა
და ლანდის უსწრაფესად ძირს დასცა წერო.
ყიჟინით გაექანენ მონადირენი, წვივის ტკივილი გადაავიწყდა გიორგის.
პირველმა მიუსწრო ასეთ სურათს: ავშანის ბუჩქებში ფართხალებდა წერო,
ფრთაგაფოფრილი მიმინო ზედ დასჯდომოდა, პუტავდა სულთმობრძავ მსხვერპლს,
აბრიალებდაფეტვისფერ თვალებს.
დაუწრუწუნა არსაკიძემ მიმინოს, სულგანაბული მიეპარა, დაუყვავა, დაუყვავა,
თავზე ხელი გადაუსვა, ჯერ შუათანა ჭანგი გაუმართა, მერმე სათითაოდ სხვა
დანარჩენი, ჯიბიდან ხორცის ნაჭერი ამოიღო, წერო გამოაცალა, საქნიერი შეაჩეჩა
კლანჭებში.
სისიხლი მოწანწკარებდა სურის ყელივით მოღერილ კისრიდან წეროს, მხრები
დააბარტყუნა, ფეხები გაასავსავა, უსუსური, უცნაური ხმა გაიღო
კისერგამოღადრულმა, სითეთრე გადაეკრა თვალებზე და უმწეოდ, უდრტვინველად
მიენდო სიკვდილს.
გიორგი გვერდით მისდევდა არსაკიძეს, თვალს არაშორებდა მის მიმინოს.
«ეს მიმინო სად დაგიჭერია, ჭაბუკო?»
«საფურცლეში, ბატონო».
«ეს შავი მიმინო როგორი მონადირეა?»
«შავი მიმინო კარგი დამჭერია, ბატონო, მაგრამ ძნელად საგეშია, უხასიათოა,
ჯიუტი, თავნებაა და შორს მიდის».
«ჟანგისფერისთვისრას იტყვი?»
«ჟანგისფერი ბედოვლათია».
«წითელი?»..
«წითელი შავსაც სჯობია და ჟანგისფერსაც, ბატონო. ყველას ფოლადისფერი
სჯობია, ტანსრულია, ადრე იგეშება, თვინიერია და გამგონე».
მცირე ხანს უხმოდ მიჰყვებოდა არსაკიძეს გიორგი, შორენასთვის ფიქრობდა ამ
წუთში, კვეტარის ციხის აღება მოაგონდა, კოლონკელიძისათვის თვალების დაწვა,
კვლავ მოეშხამა საწუთროება.
გზაში წამოეწიენ მეფე და ზვიადი. ლოყებდახოკილი იჯდა ცხენზე შორენა,
არსაკიძე გვერდით მისდევდა მხრებგაკრული ცხენდაცხენ.
«რა მოხდენილი ჭაბუკი იყო, როგორ დაუგლახებია ტყვეობას ბედშავი?!»
ეს გაიფიქრა გიორგიმ და კვლავ მიმართა არსაკიძეს: «შენ გეტყვი, ჭაბუკო, რას აკეთებ მცხეთაში ამჟამად?».
«კირითხურო ვარ, ფარსმან სპარსთან ვმუშაობ ამჟამად».
«როგორი ოსტატიაფარსმანი?»
ეკითხება არსაკიძეს მეფე.
«ჩინებული ოსტატია ფარსმანი, მაგრამ თავნებაა ფრიად, სხვათა თათბირს
ჩირად არა სთვლის, ძნელია მასთან მუშაობა, ბატონო».
«თავისუფალი მუშაობა თუ შეგიძლია, ჭაბუკო?»
«რისთვის არა, ბატონო, ცხრაკარის ეკლესია მე ავაგე ორი წლის წინად».
გიორგის ნახული ჰქონდა ეს საყდარი.
«ჩვენში თუ აგიგიარაიმე?»
«ითვალისის ეკლესია დავასრულე წრეულს».
ითვალისიც ძლიერმოსწონდა გიორგის.
«მელქისედეკ კათალიკოსი და გიორგი მეფე სვეტიცხოველის აგებას
აპირებდნენ, თუ იმარჯვებ, შენ მოგანდობს ამ საქმეს მეფე».
«მე ვინ მიჩვენებს მერმე მეფეს?»
«ხვალ სასახლეში მოდი, მე წარგადგენ გიორგი მეფესთან».
მონადირეებს გაეღიმათ ამის გამგონეთ.
არსაკიძემ ეს შეამჩნია, თავათაც ღიმილით შეჰხედა იმ კაცს, რომელსაც
გლახუნას უძახოდნენ მონადირენი, მდაბიორის ჩაცმულობას მისას თვალი შეავლო
კვლავ და ეს გაიფიქრა მხოლოდ: ალბათ მატყუებსო ეგ წვერწითელა კაცი.
შეღამდა უკვე.
ბინდი დაეშვა არაგვის ჭალებზე, ტყეებში არ ისმოდა ჩქამი, ცაზე გაკრული
წეროების ქარავნები ჩრდილებივით მიჰქროდნენ სამხრეთისაკენ. ყიოდნენ
ჩამორჩენილი, მარტოხელა წეროები. ერთადერთი ვარსკვლავი კიაფობდა მხოლოდ.
წითლად და ყვითლად ქათქათებდნენ კავკასიონზე დაზვინული ღრუბლები
შორეთში.
როცა მუხრანისას ციხის კარები გაუღეს მეციხოვნეებმა მონადირეებს, გიორგი
შიგ შესვლამდის შემოტრიალდა, თეთრზუჩიან მწვერვალებს მიჰხედა, წოწოლა
მთაზე ცეცხლშემოგზნებული ეკლესია იწვოდა კვლავ.
პირჯვარი გადაიწერა შემკრთალმა და ციხეში შევიდა უსიტყვოდ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий