თავი XIV
რუხთა უკანასკნელი
ბრძოლა
რამდენიმე წუთის შემდეგ პოლკებმა, რომელთაც მიიღეს განკარგულება,
ფრთებიდან დასხმოდნენ თავს მოწინააღმდეგეს, სრულ სიჩუმეში დატოვეს
იქაურობა. დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ დაბლა, ეფარებოდნენ ლოდებსა
და ბუჩქებს, რომ მზვერავთა მახვილ თვალს დამალოდნენ.
ნახევარი საათის შემდეგ ფრთებზე განლაგდნენ. ამავე დროს რუხები
უძრავად იდგნენ ადგილზე. მათ ზურგს უმაგრებდა ერთ-ერთი უძლიერესი
პოლკი. იგი კამეჩების პოლკის სახელით იყო ცნობილი. ეს იყო ჩვენი არმიის
ძირითადი ბირთვი და მოწინააღმდეგის თავიდათავი დარტყმა მას უნდა
მიეღო.
ორივე პოლკი თითქმის უკლისად იყო, ამასთანავე, არც დაღლილები
იყვნენ. დილით რუხები თადარიგში იდგნენ, ხოლო როცა მოწინააღმდეგემ
ჩვენი თავდაცვის ხაზი გაარღვია (ეს მაშინ იყო, მე რომ თავში დარტყმით
გამაბრუეს), მათ ძალიან ცოტა მებრძოლი დაკარგეს. რაც შეეხება კამეჩებს,
ისინი დილით მარცხენა ფრთაზე, თავდაცვის მესამე ხაზთან იდგნენ და რაკი
ამ მიმართულებით თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს ხაზის გარღვევა, ბრძოლაში
სულაც არმიუღიათ მონაწილეობა. ინფადუსი გამოცდილი ბელადი იყო, ძალიან კარგად იცოდა, რომ ასეთი
ბრძოლის წინ უნდა გაემხნევებინა თავისი მებრძოლები და აემაღლებინა მათი
სულიერი განწყობილება, ამიტომ თავის პოლკს სიტყვით მიმართა;
ენამჭევრულად განუმარტა მეომრებს, რა დიდი პატივი იყო მათთვის,
მოწინავე ხაზზე საბრძოლველად რომ აგზავნიდნენ, თანაც ვარსკვლავეთიდან
ჩამოსულ თეთრ მებრძოლებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ჯარი
გაიმარჯვებსო, _ დააბოლოვა მან თავისი სიტყვა, _ მეფე იგნოზი ბრძოლაში
გადარჩენილებს ჯოგებსა და სამხედრო სარბიელზე დაწინაურებას
ჰპირდებაო.
მე თვალი გავაყოლე მეომრების გრძელ მწკრივებს, მკაცრ სახეებს,
მოფრიალე შავ ჯიღებს და მწარედ გავიფიქრე, რომ სულ რაღაც ერთი საათის
შემდეგ ამ შესანიშნავი ვაჟკაცების უმრავლესობა მკვდარი, ან მომაკვდავი
ეყრება ბრძოლის ველზე-მეთქი. სხვაგვარად არც შეიძლებოდა. მათ საკუთარი
ყურით მოისმინეს განაჩენი, რომელიც ბელადმა ასე გულგრილად აუწყა.
ადამიანის სიცოცხლის ასეთი უგულებელყოფა ხშირად ხელს უწყობს
მთავარსარდლებს, დაზოგონ თავისი ძალები და განახორციელონ დასახული
მიზანი, ერთი სიტყვით, ისინი ბრძოლის დროს სწირავენ ადამიანთა
გარკვეულ რაოდენობას, რათა უზრუნველყონ მთელი არმიის გამარჯვება.
რუხები წინასწარ იყვნენ სასიკვდილოდ განწირულნი და იცოდნენ კიდეც ეს.
მათი მიზანი იყო ბრძოლა გაემართათ თუალას პოლკებისათვის, როცა ისინი
ერთიმეორის მიყოლებით შემოვიდოდნენ ვიწრო, მწვანე ზოლზე, გორაკის
შტოებს შორის რომ იყო მოქცეული. მათ უნდა ებრძოლათ მანამ, სანამ არ
დაამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს, ან სანამ მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე
განლაგებულ ჯარს შესაძლებლობა მიეცემოდა, გადასულიყო შეტევაზე.
ყველაფერი ეს იცოდნენ რუხებმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წუთითაც კი არ
დაუწყიათ ყოყმანი. მათ სახეებზე იოტისოდენა შიშიც კი არ შემინიშნავს.
დიახ, ჩემ წინ იდგნენ სასიკვდილოდ განწირული მეომრები, რომლებიც აგერ-
აგერ სამუდამოდ უნდა განშორებოდნენ დღის კურთხეულ ნათელს, მაგრამ
წარბშეუხრელად და უშიშრად ელოდნენ სულ-ხორცის გაყრის ჟამს.
მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დაძაბული წუთები იყო, არ შემეძლო
უნებლიეთ არ შემედარებინა მათი სულიერი მდგომარეობა ჩემი
მდგომარეობისათვის. არა, მე არ შემეძლო მათსავით მშვიდად ვყოფილიყავი, _
გავიფიქრე ეს და ჩემდაუნებურად ამოვიოხრე. ეს ოხვრა შურით და
აღტაცებით იყო გამოწვეული. დღემდე არსად შემხვედროდა ასე
თავდადებული და თავისი მწარე ხვედრისადმი ეგზომ გულგრილად
განწყობილი ადამიანები.
_ აი, თქვენი მეფე, _ დაასრულა სიტყვა ინფადუსმა და ხელი იგნოზისკენ
გაიწვდინა, _ წადით, იბრძოლეთ და დაიხოცენით მისთვის, ასეთია გმირთა
ხვედრი. მარადჟამს კრული და შერცხვენილი იყოს მისი სახელი, ვინც შიშობს
თავი გასწიროს მეფისათვის, ვინც ეცდება, თავი აარიდოს ბრძოლას და მტერს
ზურგი უჩვენოს. აი, თქვენი მეფე, მეთაურებო, ბელადნო, მეომრებო. ახლაფიცი დასდეთ გველის წმინდა გამოსახულების წინაშე და მერე უკან
მოგვყევით. ინკუბუ და მე თუალას ჯარების შუაგულისკენ გავიკვლევთ გზას.
ჩამოვარდა ხანმოკლე სიჩუმე. შემდეგ მოულოდნელად მეომართა
რიგებში გაისმა ხმაური, თითქოს სადღაც, შორიდან ზღვის ტალღების ყრუ
ბუბუნი მოისმისო. ამ ხმას გამოსცემდა ექვსი ათასი ფარი, რომლებსაც
მეომრები ნელ-ნელა ურტყამდნენ შუბის ტარებს. ხმაური თანდათანობით
გაძლიერდა, გაფართოვდა, გაღრმავდა და ბოლოს გამაყრუებელ გუგუნ-
გრიალში გადაიზარდა. მთებმა ჭექა-ქუხილივით აიტაცა ეს ხმა და მერე
გრიალით უკუაქცია. ხმების მძლავრმა ტალღებმა ჰაერი დაამძიმა. შემდეგ
გრიალი თანდათანობით მიწყდა და ბოლოს სულაც ჩაკვდა. ჩაკვდა და
სიჩუმეში უეცრად იჭექა შეძახილმა... _ კუუმ! კუუმ! კუუმ! _ ხალხი მეფეს
ესალმებოდა.
გულში გავიფიქრე, ალბათ რომის არც ერთ იმპერატორს არ მისალმებიან
ასეთი აღტაცებით სასიკვდილოდ მიმავალი გლადიატორები და იგნოზის
დღეს უფლება აქვს იამაყოს თავისი მდგომარეობით და თავისი ხალხით-
მეთქი.
იგნოზიმ საბრძოლო ნაჯახი ჰაერში შეათამაშა და ამით გამოხატა თავისი
მადლობა მეომრებისადმი. შემდეგ რუხები სამ რაზმად დაეწყვნენ. ყოველ
რაზმში, მეთაურის ჩაუთვლელად, ათასამდე მეომარი იყო. პოლკები თავისი
პოზიციებისაკენ გაეშურნენ. როცა ბოლო რაზმი ორმოცდაათიოდე იარდით
დაგვშორდა, იგნოზი სათავეში ჩაუდგა კამეჩებს, რომლებიც ასევე სამ რაზმად
იყვნენ დაყოფილნი. მეფის ბრძანების თანახმად, ჩვენც დაბლა ვიწყეთ ჩასვლა.
გულში მხურვალედ ვლოცულობდი, ღმერთს შევთხოვდი, განსაცდელი
ამაშორე და სიკვდილისგან მიხსენი-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში მრავლის
უმრავლესი ჭირი გამომივლია, მაგრამ ასეთი შავი დღე ჯერ არ გამთენებია,
არასოდეს არმქონია გადარჩენის ასე მცირე შესაძლებლობა.
როცა პლატოს კიდეს მივაღწიეთ, რუხები უკვე ფერდობის შუაგულში
იყვნენ და გორაკის ძირში სოლივით შემოჭრილი ამწვანებული ვაკისკენ
მიიჩქაროდნენ.
თუალას ბანაკში დიდი მოძრაობა შეიმჩნეოდა. პოლკები სწრაფი
ნაბიჯით, ან უკეთ რომ ვთქვათ, სირბილით მოდიოდნენ მაღლობისკენ,
ცდილობდნენ, მანამდე მოსულიყვნენ გორაკის ძირში, ვიდრე ჩვენი მეომრები
ლუუს ველზე გაიშლებოდნენ.
გორაკში სოლივით შეჭრილი მწვანე სამკუთხედის სიგანე
სამასორმოცდაათი ნაბიჯი თუ იქნებოდა, იგი წვეროსკენ კიდევ უფრო
ვიწროვდებოდა და ორმოცდაათიოდე ნაბიჯს აღწევდა. რუხები, სამკუთხედს
რომ მიუახლოვდნენ, დანაწილდნენ და ვიწრო ადგილი ისე ჩაათავეს, მაგრამ
როცა სამკუთხედი საკმაოდ გაფართოვდა, კვლავ სამ-სამ მწკრივად დადგნენ
და ადგილზე გაშეშდნენ.
მაშინ ჩვენც, ესე იგი, კამეჩებიც, დავეშვით სამკუთხედის წვერზე და
რუხების ბოლო მწკრივის უკან, დაახლოებით ასი იარდის დაშორებით, სათადარიგო ადგილი დავიკავეთ. ვიდექით და გადავყურებდით, როგორ
მოეშურებოდა ჩვენკენ თუალას ჯარი. ეტყობოდა, დილანდელი შეტაკების
შემდეგ მაშველი რაზმები მოსვლოდათ და ახლა მათ რიგებში, მიუხედავად
დიდი დანაკარგისა, ორმოცი ათასამდე კაცი იქნებოდა. თავდამსხმელები
თანდათანობით მოუახლოვდნენ სამკუთხედის ფუძეს, შედგნენ და აშკარად
შეყოყმანდნენ. არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ, გორაკის შტოებისაგან
წარმოქმნილ ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთ პოლკს შეეძლო გავლა.
გარდა ამისა, ხეობის შესასვლელიდან სამოცდაათი იარდის დაშორებით იდგა
რუხების სახელგანთქმული პოლკი _ კუკუანელთა არმიის მშვენება და
სიამაყე, რომლის მეომრებიც ყოველ წამს მზად იყვნენ მოეჭრათ მათთვის გზა.
ოდესღაც სამი რომაელი ასე იცავდა ხიდს ათასობით თავდამსხმელისაგან.
რუხებზე თავდასხმა მხოლოდ წინა მხრიდან იყო შესაძლებელი, რადგან მათ
ორივე ფრთიდან გორაკის კაჭრით მოფენილი ციცაბო ფერდობები იცავდა.
როგორც მოგახსენეთ, თავდამსხმელები შეყოყმანდნენ და ერთ ხანს
გაუნძრევლად იდგნენ ადგილზე. ეტყობოდა, არც თუ ისე ჩქარობდნენ
შებმოდნენ რუხებს _ ამ კუშტსა და მამაც მეომრებს, რომლებიც ბრძოლის
დაწყებას ელოდნენ. უეცრად თავდამსხმელთა რიგებს გამოეყო ვიღაც მაღალ-
მაღალი აცი. მას თავზე სირაქლემას ფრთების ჩვეულებრივი ჯიღა ედგა. უკან
მეთაურებისა და შიკრიკების კარგა მოზრდილი ჯგუფი გამოჰყვა. ეს თვით
თუალა უნდა ყოფილიყო. თუალამ გასცა ბრძანება და პირველი პოლკი
ღრიალით გადავიდა შეტევაზე. რუხები სრულ მდუმარებაში იდგნენ. არც კი
შერხეულან, ვიდრე თავდამსხმელები ორმოცდაათ იარდზე არ მიუახლოვდნენ
და დანები სეტყვასავით არ დააყარეს.
მაშინ კი მეყსეულად მოსწყდნენ ადგილს, წინ გაქანდნენ და შუბები
შემართეს. ორივე პოლკი ერთმანეთში აირ-დაირია, დაიწყო სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლა. წამიც და ერთმანეთს შეჯახებული ფარების გრიალი
ქუხილივით მოსწვდა ჩვენს სმენას. დაბლობი თითქოს აინთო მზის სხივების
ათინათით, რომელთაც მოქნეული შუბები ირეკლავდნენ. ერთმანეთს
შერკინებული ეს ზღვა ხალხი ტალღებივით ირწეოდა აქეთ-იქით. მაგრამ ასე
დიდხანს არ გაგრძელებულა. მოკლე ხანში თავდამსხმელთა რიგები
შესამჩნევად შეთხელდა. მოულოდნელად რუხები ზანტად, ზვირთივით
თავზე გადაევლნენ მათ, ისე როგორც ზღვის ტალღა გადაურბენს ხოლმე
თავზე კბოდოვან ბრაგებს. მიზანი მიღწეული იყო _ თავდამსხმელთა პოლკი
პირწმინდად განადგურდა, მაგრამ რუხ მეომართაგან მხოლოდ ორი მწკრივი
გადარჩა. მეომართა ერთი მესამედი დაჭრილ-დახოცილი ეყარა მიწაზე.
რუხებმა კვლავ შეამჭიდროვეს რიგები, სრულ მდუმარებაში მხარდამხარ
დადგნენ და ახალ შემოტევას ელოდნენ. წარმოიდგინეთ, როგორ
გამიხარდებოდა, როცა მათ შორის სერ ჰენრის ქერა წვერს მოვკარი თვალი. სერ
ჰენრი აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა და წესრიგს ამყარებდა. მაშ ასე, იგი ჯერ
ცოცხალი იყო. ამასობაში ჩვენც მივუახლოვდით ბრძოლის ადგილს, რომელიც დაჭრილ-
დახოცილებითა და მომაკვდავებით იყო მოფენილი. ჩემი ვარაუდით, აქ ოთხი
ათასი კაცი მაინც იქნებოდა. მიწაზე სისხლის გუბეები იდგა. იგნოზიმ გასცა
ბრძანება, რომელიც სწრაფად გადაეცა რაზმებს. ბრძანების თანახმად, რუხებს
ეკრძალებოდათ დაჭრილი მტრის მოკვლა. მეომრები მეფის სიტყვას
უყოყმანოდ ასრულებდნენ, ასე რომ არ მომხდარიყო, გულშემზარავი
სანახაობა გველოდა. თუმცა ამაზეფიქრის თავი მაშინ ვის ჰქონდა!
აი, თანდათანობით მოახლოვდა თუალას მეორე პოლკიც. მეომრებს
სხვებისაგან განსხვავებით ჯიღები, მოკლე ქვედატანი და ფარები მთლად
თეთრი ფერისა ჰქონდათ. მტერი მოიწევდა წინ, რომ თავს დასხმოდა რუხებს,
რომელთაც ახლა ორი ათას მეომარზე მეტი არ ჰყავდათ. რუხები ახლაც
ავბედითად დუმდნენ. დუმდნენ და ელოდნენ, როდის მოუახლოვდებოდათ
მოწინააღმდეგე. როცა თუალას ჯარი ასე, ორმოც იარდზე მოახლოვდა, რუხები
თავგანწირვით ეკვეთნენ მათ. კვლავ გაისმა ერთმანეთს შეხეთქებული
ფარების გამაყრუებელი გრიალი და წეღანდელი საზარელი ტრაგედია
ზუსტად იმავე სახით განმეორდა. ვერ წარმომედგინა, რომ რუხები კვლავ
შეძლებდნენ გამარჯვებას. თუალას პოლკი, რომელშიც სულ ახალგაზრდა
მეომრები იყვნენ, გააფთრებით იბრძოდა. თავდაპირველად მეგონა, რუხებმა
უკან დაიხიეს-მეთქი. საზარელი ხოცვა-ჟლეტა იყო. ასობით მებრძოლი ყოველ
წუთს მკვდარი ან დაჭრილი ეცემოდა ძირს. მებრძოლთა ყვირილში,
მომაკვდავთა კვნესასა და გადაჯვარედინებული შუბების ჟღრიალში ისმოდა
შეძახილები: შ’გეე ს’გეე! ამ სიტყვებს წამოიძახებდა ხოლმე გამარჯვებული,
როცა მტერს შუბს სასიკვდილოდ აძგერებდა და ძირს დასცემდა.
საუკეთესო წესრიგს, სიმტკიცესა და სიმამაცეს სასწაულების მოხდენა
შეუძლია. გარდა ამისა, ერთი გამობრძმედილი მებრძოლი ორ ახალბედას
უდრის. დიახ, ეს სულ მალე დადასტურდა. ის იყო, გავიფიქრე, რუხების
აღსასრული მოვიდა-მეთქი და ბრძოლის ველზე გასასვლელად მოვემზადეთ,
რომ ამ აურზაურში გარკვევით შემოგვესმა სერ ჰენრის ხმა. წამით თვალი
მოვკარი საბრძოლო ნაჯახსაც, რომელსაც იგი ჰაერში ატრიალებდა. შემდეგ
რაღაც ცვლილება მოხდა. რუხები უკან-უკან აღარ იხევდნენ. კლდესავით
იდგნენ და ამ კლდეს, ადამიანთა ამ გაუვალ ზღუდეს ელეწებოდნენ
შუბოსანთა გააფთრებული ტალღები. ელეწებოდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ
ისევ უკან დაქანებულიყვნენ. უეცრად რუხები კვლავ შეინძრნენ, ამჯერად წინ
წაიწიეს. კიდევ წუთი და თავდასხმა შესუსტდა.
_ დიახ, ესენი ნამდვილი გმირები არიან, დახეთ, ერთხელ კიდევ
გაიმარჯვეს! _ წამოიყვირა იგნოზიმ, რომელიც ჩემ გვერდით იდგა და
მღელვარებისაგან კბილებს აკრაჭუნებდა. _ აჰა, შეხედეთ, გამარჯვებაც
სწორედ ამას ჰქვია!
უეცრად თავდამსხმელთა პოლკი ზარბაზნის ლულიდან გამოჭრილი
ბოლივით დაიფანტ-დაიქსაქსა. მეომრები ჯგუფ-ჯგუფად გარბოდნენ უკან.
ქარი კვალდაკვალ მიაფრიალებდა მათ თეთრ ჯიღებს. დიახ, რუხებმაგაიმარჯვეს, მაგრამ ვაი, ამ გამარჯვებას! მათი პოლკი განადგურებული იყო.
იგი აღარ არსებობდა. სამი ათასი მეომრის ნაცვლად, ამ ორმოციოდე წუთის
წინათ სამ მწკრივად რომ იდგა, ახლა დიდი-დიდი ექვსასი კაცი ყოფილიყო
ცოცხალი. ისინიც თავით ფეხებამდე სისხლში მოთხვრილნი იდგნენ, სხვები
კი უსულოდ ეყარნენ ბრძოლის ველზე. გადარჩენილმა მეომრებმა შუბები
ჰაერში შეათამაშეს და გამარჯვების ყიჟინა დასცეს. ვფიქრობდით, ჩვენკენ
წამოვიდოდნენ, მაგრამ არა, წინ გაიჭრნენ და მტერს ფეხდაფეხ მიჰყვნენ.
ასიოდე იარდის შემდეგ ხელთ იგდეს ერთი მომცრო გორაკი, კვლავ სამ
მწკრივად დადგნენ და გორაკს სამმაგი ალყა შემოარტყეს. შემდეგ კი, ჰოი
ბედნიერებავ! თვალი მოვკარი სერ ჰენრის, ინფადუსთან ერთად საღსალამათი
რომ იდგა გორაკზე. მაგრამ აი, თუალას პოლკებმა კვლავ შემოუტიეს ამ
სასიკვდილოდ განწირულ, გმირადამიანებს და ბრძოლა განახლდა.
ამ წიგნის მკითხველი ალბათ დიდი ხანია მიხვდა, რომ ცოტა არ იყოს,
მშიშარა კაცი ვარ და ბრძოლისკენ სულაც არ მიმიწევს გული. მართალია,
ხშირად ჩავვარდნილვარ ხოლმე გაუსაძლის მდგომარეობაში, როცა
იძულებული გავმხდარვარ, ადამიანის სისხლი დამეღვარა, მაგრამ ამას მუდამ
ძალდატანებით და ზიზღით ჩავდიოდი. ის კი არადა, ზოგჯერ გაქცევასაც არ
ვთაკილობდი, თუ გული მიკარნახებდა, რომ ეს აუცილებელი იყო. მაგრამ
ახლა, ამ წუთებში ჩემს სიცოცხლეში პირველად აღვენთე ბრძოლის ჟინით.
ინგოლძბის ლეგენდის საბრძოლო სტრიქონები და ძველი აღთქმის მრისხანე
სიტყვები ერთიმეორის მიყოლებით აღდგა ჩემს მეხსიერებაში. ამ საზარელი
სანახაობით ნახევრად გაყინულმა სისხლმა მძაფრად იწყო ჩქეფა ძარღვებში და
დამეუფლა ველური სურვილი, ველური ჟინი, არავინ დამენდო, ამომეჟლიტა
და მომესრნა ირგვლივ ყველა და ყოველი. თავი მივაბრუნე და ჩემ უკან
მეომართა მჭიდროდ შეკრულ რიგებს გავხედე. წამით დავინტერესდი, მეც
ისეთი სახის გამომეტყველება მაქვს, როგორც მათ, თუ არა-მეთქი. მეომრები
მდუმარედ იდგნენ, ისრები დაძაბულად წაეწვდინათ, ბაგე ნახევრად
გაპობოდათ, ხელის კუნთები უთრთოდათ, გააფთრებული სახეები ბრძოლის
დაუოკებელი ჟინით ანთებოდათ. თვალჩაციებით იცქირებოდნენ
რუხებისაკენ. ასე უცქერის ხოლმე მეძებარი თავის მსხვერპლს.
მხოლოდ იგნოზი იდგა უშფოთველად. მას ხომ თავშეკავების საოცარი
უნარი აქვს და ახლაც ალბათ გული მშვიდად უცემდა მკერდქვეშ, თუმცა
კბილებს განუწყვეტლივ აკრაჭუნებდა.
_ ნუთუ, ვიდრე ფესვებს არ გავიდგამთ, ამ ადგილზე უნდა ვიდგეთ,
ამბოპა, ანუ იგნოზი, და ველოდოთ, როდის გაჟლეტს თუალა ჩვენს ძმებს იქ,
გორაკთან! _ ვეღარმოვითმინე მე.
_ ოჰ, არა, მაკუმაზან, _ მითხრა მან, _ აი, ნახავ, როგორც კი ხელსაყრელი
წუთი მოგვეცემა, მაშინვე ჩავერთვებით ბრძოლაში.
ამ დროს თუალას ახალმა პოლკმა ელვის უსწრაფესად დაუარა თავი
რუხებს, მერე შემობრუნდა და ზურგიდან დააცხრა. ახლა კი შემართა იგნოზიმ თავისი საბრძოლო ნაჯახი და კამეჩებს ნიშანი
მისცა, შეტევაზე გადავიდეთო, მეომრებმა საომარი ყიჟინა დასცეს და ზღვის
შმაგი ტალღებივით გაქანდნენ მტრისაკენ.
არ ძალმიძს გადმოგცეთ, რა მოჰყვა ამას შემდეგ. მახსოვს მხოლოდ, რომ
ჩვენები გააფთრებით ეკვეთნენ მტერს. მეომართა ფეხქვეშ მიწა ზანზარებდა,
მტერმა უმალ შეცვალა ფრონტის ხაზი და ხელახლა გადააწყო პოლკი,
რომელსაც ჩვენ ვუტევდით. ამას მოჰყვა საშინელი დარტყმა, ხმების ყრუ
გუგუნი და შუბების განუწყვეტელი ლაცლაცი, სისხლივით წითელ ნისლში
რომ ილანდებოდა.
როცა გონება გამინათდა, დავინახე, რომ რუხების პოლკის გადარჩენილ
ნაწილთან ერთად ბორცვის მწვერვალთან ვიდექი. მოპირდაპირე მხარეს სერ
ჰენრის მოვკარი თვალი. ცხელ გულზე ვერც კი მოვისაზრე, როგორ მოვხვდი
იქ. შემდეგ სერ ჰენრიმ მითხრა, კამეჩების გააფთრებულმა შემოტევამ ზედ ჩემს
ფეხებთან მოგაგდოო. როცა კამეჩებმა უკან დაიხიეს, მე იქ დავრჩენილვარ. სერ
ჰენრირუხებისრკალიდან გამოჭრილა და შიგ შევუთრევივარ.
ვის ძალუძს აღწეროს, რა მოხდა შემდეგ? თუალას მეომრები კვლავ და
კვლავ ესხმოდნენ თავს რუხებს. მათი რკალი თანდათანობით მცირდებოდა,
მაგრამ ჩვენ გმირულად ვიგერიებდით იერიშებს. მსგავსი ბრძოლა
შესანიშნავად არის აღწერილი ერთ ლექსში:
ვხედავ შუბოსანთა გაუვალ ტყეს,
და იმათ გმირობას ვუმღერი დღეს,
რამდენი ვაჟკაციც ბრძოლაში დაეცა,
იმდენი ვაჟკაცი მათ ნაცვლად დგას...
დიდებული სურათი იყო. თუალას რაზმები დროდადრო
გადმოდიოდნენ შეტევაზე, რისთვისაც უხდებოდათ მათივე მეომრების
ახორხილ-დახორხილი გვამები გადმოეთელათ. ეს კი არც ისე ადვილი იყო.
ზოგჯერ, იერიშის დროს, მეომრები წინ იფარებდნენ მოკლულთა გვამებს,
რათა ჩვენი შუბებისაგან თავი დაეცვათ, მაგრამ ეს ვერაფერს შველოდათ. მე
აღტაცებით შევყურებდი ინფადუსს. ეს გამობრძმედილი, უდრეკი მებრძოლი
ისე მშვიდად იძლეოდა ბრძანებებს, თითქოს აღლუმზე არისო. ზოგჯერ
ხუმრობდა კიდეც, რომ გაემხიარულებინა თავისი მცირერიცხოვანი ჯარი.
ხოლო როცა მტერი მორიგ შეტევაზე გადმოდიოდა, იგი მუდამ იქ
გაჩნდებოდა, სადაც ყველაზე ცხარე ბრძოლა იყო, რათა შემმუსვრელი ძალით
დაემარცხებინა და უკუეგდო მტრის ჯარი; მაგრამ ინფადუსს სერ ჰენრი
სჯობდა. სირაქლემის ფრთების ჯიღა ვიღაცას შუბის დარტყმით გადაეჭრა
მისთვის, გრძელ ქერა თმას ქარი უფრიალებდა და ახლა უფრო მეტად
წააგავდა ძველ დანიელს. ამ მებრძოლ გოლიათს ხელები, ნაჯახი და ჯაჭვის
პერანგი ერთიანად სისხლში ჰქონდა მოსვრილი. მის დარტყმას ვერავინ
უძლებდა. შუბის ან ნაჯახის ერთი დაკვრით ძირს დასცემდა მტერს და ახლა
სხვას დაერეოდა. «ო-ჰოი", «ო-ჰოი", იძახდა ხოლმე ასეთ წუთებში სწორედ ისე, როგორც ეს მის ბერკშირელ წინაპრებს სჩვეოდათ. ლეწდა ფარებს, ნაფოტებად
აქცევდა შუბებს, მოწინააღმდეგეს თავის ქალებს უმსხვრევდა. ბოლოს და
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ვერავინ ბედავდა, მიახლოვებოდა ამ თეთრ
«უმტაგატილ-ს," ესე იგი, თეთრ მისანს, ყველას მუსრს რომ ავლებდა, თვითონ
კი უვნებელირჩებოდა.
მაგრამ უეცრად მტრის მხარეზე ჩოჩქოლი ატყდა. «თუალა!" «თუალა!"
გაისმა ხმა. მოწინააღმდეგეთა რიგებს გამოეყო ცალთვალა ბუმბერაზი და
აუჩქარებლად წამოვიდა ჩვენკენ. ხელში საბრძოლო ნაჯახი ეჭირა, ტანზე
ჯაჭვის პერანგი ეცვა.
ეს თვით მეფე თუალა გახლდათ.
_ სადა ბრძანდები, ინკუბუ, თეთრო ჯადოქარო, სკრაგას მკვლელო? აბა,
გამობრძანდი! ვნახოთ, ვინ ვის დაამიწებს! _ ამ სიტყვებით სერ ჰენრის დანა
ესროლა. საბედნიეროდ, სერ ჰენრიმ თვალი შეასწრო მის მოძრაობას და დანას
ელვისუმალ ფარი შეაგება. დანამფარი გახვრიტა და ზედვე დაერჭო.
თუალამ დაიღრიალა, გადმოხტა და სერ ჰენრის ფარს მძლავრად
დაარტყა ნაჯახი.
სერ ჰენრი დიდი ღონის პატრონი იყო, მაგრამ დარტყმის ძალამ მაინც
მუხლებზე დასცა. ორთაბრძოლა ამით არ დამთავრებულა. სწორედ ამ დროს
იმ მხრიდან, საიდანაც მტერი გვაწვებოდა, ზარდამცემი ყვირილი გაისმა. იქით
გავიხედე და უმალ ყველაფერს მივხვდი.
მარჯვენა და მარცხენა ფრთიდან ჩვენი მეომრები გამორბოდნენ.
უმჯობესი წუთის შერჩევა საამისოდ შეუძლებელი იყო. როგორც იგნოზი
ვარაუდობდა, თუალას მთელი არმიის სული და გული რუხებისა და
კამეჩებისკენ იყო მიპყრობილი. ამ ორმა პოლკმა, ჩვენი არმიის ძირითად
ბირთვს რომ წარმოადგენდა, იმდენად მიიზიდა მტრის ყურადღება, რომ იგი
აღარც კი ფიქრობდა, შეიძლება მოწინააღმდეგე ფრთებიდან დაგვესხას თავსო.
თუმცაღა ფრთებზე განლაგებული პოლკები თითქმის შეუერთდა კიდეც
ერთმანეთს და ახლა, ვიდრე თუალას ჯარი გონს მოეგებოდა, ისინი ორივე
მხრიდან გრიგალივით დააცხრნენ თავს.
სულ რაღაც ხუთიოდე წუთში ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო.
რუხებთან და კამეჩებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ისედაც
გასავათებულმა პოლკებმა ვეღარ გაუძლეს ჩვენი ჯარების ორმხრივ შეტევას
და თავზარდაცემულებმა პირი იბრუნეს. სულ მალე დაბლობი უკუქცეული
მეომრებით აივსო.
ისრაზმები კი, ჩვენ და კამეჩების პოლკი ალყაშირომ მოგვიმწყვდიეს, ისე
შემოგვეცალნენ და გაიპარნენ, თითქოსრაღაც ჯადოსნურძალას გაექროს.
იქაურობას მარტო ჩვენღა შემოვრჩით. შემოვრჩით ისე, როგორც სალი
კლდე ზღვის უკუქცევის შემდეგ. რა ამაზრზენი სურათი გადაგვეშალა
თვალწინ! ჩვენ ირგვლივ გროვა-გროვად ეყარა მკვდრები და დაჭრილები.
რუხებიდან მხოლოდ ორმოცდათხუთმეტი კაცი იყო ცოცხალი. მარტო
ინფადუსის პოლკმა ორი ათას ცხრაასზე მეტი კაცი დაკარგა. ინფადუსი ხელზე ჭრილობას იხვევდა და დროდადრო აავლ-ჩაავლებდა
ხოლმე თვალს თავისი პოლკის გადარჩენილ მეომრებს.
_ მეომრებო, _ მშვიდად წარმოთქვა მან ბოლოს, _ თქვენ დაიცავით
თქვენი პოლკის ღირსება. დღევანდელი ბრძოლის ამბავი ზღაპრად მიუვა
თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. _ შემდეგ შებრუნდა, სერ ჰენრის ხელი
ჩამოართვა და უბრალოდ უთხრა: _ შენ დიდი ადამიანი ხარ, ინკუბუ, მთელი
ჩემი ცხოვრება ომსა და ბრძოლებში გავატარე, ბევრი გმირი მინახავს, შენებრი
კი დღემდე არსად შემხვედრია.
სწორედ ამ დროს გვერდით ჩაგვიარეს კამეჩებმა, ლუუსკენ
მიემართებოდნენ. მათ გადმოგვცეს იგნოზის თხოვნა, სერ ჰენრი, ინფადუსი
და მაკუმაზანი მე შემომიერთდნენო. ჩვენ ვუბრძანეთ რუხებს,
დაჭრილებისათვის მიეხედათ და კამეჩების პოლკისაკენ წავედით. იგნოზიმ
გვაუწყა, ლუუში მივდივარ, რომ სრული გამარჯვება მოვიპოვო და, თუ
შესაძლებელი იქნება, თუალა ტყვედ ვიგდოო. ჩვენც მას გავყევით.
ცოტა მანძილი რომ გავიარეთ, თვალი მოვკარით გუდს. იგი ასიოდე
ნაბიჯზე ჭიანჭველების ბუდეზე დამჯდარიყო. მის გვერდით მკვდარი
მებრძოლი ეგდო.
_ ვაი თუ ჩვენი კაპიტანი დაჭრილია, _ აღელვებით თქვა სერ ჰენრიმ.
იმავე წამს უცნაური რამ მოხდა. ის «მკვდარი" კუკუანელი, გუდის გვერდით
რომ ეგდო, უეცრად ზე წამოიჭრა, გუდი ჭიანჭველების ბუდიდან გადმოაგდო
და ზედიზედ აძგერა შუბი. კაპიტანი ყოველ დარტყმაზე შესაბრალისად
იკრუნჩხებოდა. ჩვენ თავზარდაცემულები გავექანეთ მისკენ. კუკუანელმა
თვალი გვკიდა, ერთხელ კიდევ გააფთრებით აძგერა შუბი, ესეც შენ,
კუდიანოო, მიაძახა და გაიქცა. გუდი არ ინძრეოდა. ვიფიქრეთ, უკვე მოკვდაო,
დამწუხრებულები მივუახლოვდით ჭიანჭველების ბუდეს და ძალზე
გავვოცდით, როცა დავინახეთ, რომ გუდი უშფოთველად იღიმებოდა, თუმცა
ძალზე ფერმკრთალი და ღონემიხდილი ჩანდა. წარმოიდგინეთ, მონოკლიც კი
არმოვარდნოდა თვალიდან.
_ ეს ჯაჭვის პერანგი პირდაპირ საოცრებაა, _ დაიჩურჩულა, როცა მისკენ
დავიხარეთ. _ რას იტყვით, ხომ მარჯვედ გავაცურე ეგ კუკუანელი? _ თქვა და
გრძნობა დაკარგა.
ჩვენ დიდი სიფრთხილით გავუსინჯეთ მთელი სხეული. აღმოჩნდა, რომ
უკანდახევისას სერიოზულად დაეჭრათ დანით, მაგრამ შუბს მისთვის
არავითარი ვნება არ მიეყენებინა. ამჯერად რაღაც სასწაულით გადაურჩა
სიკვდილს, მხოლოდ ეგ იყო, მთელი ტანი ჩალურჯებულ-ჩაშავებული ჰქონდა.
რაკიღა აქ ვერაფრით დავეხმარებოდით, წნელის საკაცეზე დავაწვინეთ,
რომ ლუუმდე მიგვეყვანა. საკაცე მეომრებს ჩვენ უკან მოჰქონდათ.
ლუუს ალაყაფის კარს რომ მივადექით, ერთი ჩვენი პოლკი უკვე იქ
დაგვხვდა. იგნოზის ბრძანებით ამ კარის დაცვა მას ევალებოდა. დანარჩენი
პოლკები ქალაქის სხვა შესასვლელებს იცავდნენ. პოლკის უფროსი ეახლა
იგნოზის და თაყვანი სცა, როგორც მეფესა და მბრძანებელს, შემდეგ მოახსენა, მოწინააღმდეგე ჯარებმა ქალაქს შეაფარეს თავი და თუალაც იქით გაიქცა,
მაგრამ არმია დემორალიზებულია და მზად არის, იარაღი დაჰყაროსო.
იგნოზიმ ყურადღებით მოუსმინა, მერე ჩვენ მოგვეთათბირა და შიკრიკები
აფრინა ქალაქის ყველა კარისაკენ, სადაც მტრის ჯარი იყო განლაგებული.
შიკრიკებს დავალებული ჰქონდათ, გადაეცათ ალყაშემორტყმულთათვის
ბრძანება, გაეხსნათ ქალაქის კარიბჭეები, აგრეთვე გამოეცხადებინათ, მეფე
შეწყალებასა და დანაშაულის მიტევებას ჰპირდება ყველას, ვინც იარაღს
ნებაყოფლობით დაყრისო. ამან სასურველი შედეგი გამოიღო. იმავე წამს
თხრილზე დაეშვა ასაწევი ხიდი, ქალაქის კარი გაიღო. კამეჩებმა ყიჟინა დასცეს
და ჩვენ ქალაქში შევედით. თუმცა ვფრთხილობდით კია, რომ მტერი საიდანმე
მუხანათურად თავს არ დაგვსხმოდა. გზების გასწვრივ სახემოქურუხებული
მეომრები იდგნენ, თავი ჩაექინდრათ, ფარები და შუბები კი ფერხთით
დაეწყოთ. ისინი მდაბლად ესალმებოდნენ იგნოზის, როგორც მეფეს შეჰფერის.
ჩვენ პირდაპირ თუალას კრაალისაკენ გავემართეთ. მოედანი, სადაც ამ ცოტა
ხნის წინათ მეფემ ჯარების დათვალიერება, შემდეგ კი მისნებზე ნადირობა
მოაწყო, ცარიელი იყო. თუმცა არა, მოშორებით, თავისი ქოხის წინ, იჯდა
თუალა, მის გვერდით გაგულას გარდა არავინ ჩანდა.
ძალზე დამაღონებელი სურათი იყო. თუალას თავი მკერდზე ჩამოეგდო,
საბრძოლო ნაჯახი დაფარი გვერდით ეწყო, თავის ერთგულ ქვეშევრდომთაგან
ეს ბებერი კუდიანიღა შემორჩენოდა. ხომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ წინ
ბოროტი და სისხლისმსმელი არსება იჯდა, მაგრამ წამით შემებრალა ეს
დამარცხებული კერპი, რომელსაც თავისი მაღალი კვარცხლბეკიდან ძირს
გადმოუძახეს. არც ერთი მეომარი, არც ერთი ჯარისკაცი არ დარჩენილა
მასთან, რომ თანაეგრძნო და ნუგეში ეცა, არ იყო არავინ იმათგან, ვინც ადრე
ეპირფერებოდა და ფეხქვეშ ეგებოდა, არ ჩანდა არც ერთი ცოლი, რათა მისი
მწუხარება გაეზიარებინა. საბრალო, საბრალო ველური! ეს გახლდათ ერთი
იმათგანი, ვისაც ბედი მკაცრად აფრთხილებს: ადამიანები ყრუ და ბრმანი
არიან მათ მიმართ, ვისაც ცხოვრება სამარცხვინო დაღს დაამჩნევს, ყრუნი და
ბრმანი არიან დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა, ცხოვრებისაგან
გარიყულთა მიმართ. თუმცა, მართალი მოგახსენოთ, თუალა არ იყო
შეწყნარებისღირსი.
პირდაპირ მისკენ გავემართეთ. ოცდაათიოდე იარდზე რომ
მივუახლოვდით, პოლკი შევაჩერეთ და ყოფილი მეფის ქოხისაკენ მხოლოდ
რამდენიმე მცველის თანხლებით წავედით. გაგულამ წყევლა-კრულვა
მოგვაყარა. თუალამ ჯიღით შემკული თავი ასწია და თვალჩაციებით
დააცქერდა თავის ბედნიერ მეტოქეს _ იგნოზის. მისი მზერა შეუოკებელ
ბოღმასა და გულისწყრომას გამოხატავდა.
_ სალამი შენდა, ჰოი მეფეო! _ მწარე დაცინვით წამოიძახა მან. _ შენ ჩემი
სტუმარი იყავი. ჩემს პურს ჭამდი, მერე კი ჯადოქრობის წყალობით ჯარი
ამირ-დამირიე და ამ გზით გაიმარჯვე. რას მიპირებ ახლა, რა გაქვს
განზრახული? _ უნდა მოგკლა ისე, როგორც მოკალი მამაჩემი. დაგავიწყდა, მთელი ეს
წლები ვისი ტახტი გეჭირა?
_ ძალიან კარგი, მე დაგანახვებ, როგორ უნდა მოკვდეს ვაჟკაცი. გაიხსენე
ეს, როცა ჟამი მოგივა. შეხე დასალიერს! ცა სისხლითაა მოსვრილი, _ თქვა და
თავისი ნაჯახი მეწამული ცისკენ გაიწვდინა, _ კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი მზეც
იმ მზესთან ერთად ჩაესვენება. მზადა ვარ მოვკვდე, ჰოი, მეფეო: მაგრამ
დამრთე ნება, მოვკვდე ბრძოლაში. ეს უფლება ბოძებული აქვთ სამეფო
გვარიშვილთ. ამაზე უარს ვერ მეტყვი, რადგან მაშინ ყბადასაღები შეიქნები
თვით იმ ლაჩრებისთვისაც კი, რომლებიც დღეს ბრძოლის ველიდან
თავლაფდასხმულები გარბოდნენ.
_ მომიცია ეგ უფლება, აირჩიე ვისთან გსურს შერკინება. თვით მე ვერ
შეგებრძოლები, რადგან მეფეს ბრძოლა მხოლოდ ომში მართებს.
თუალამ თავისი ბოროტი მზერა აავლ-ჩაავლო ჩვენს მწკრივს. მომეჩვენა,
რომ თვალი ჩემზე შეაჩერა და შიშით ავცახცახდი, ჩემთან შებმას ხომ არ
აპირებს-მეთქი. როგორ უნდა შევბმოდი ამ გააფთრებულ ველურს, ამ
უზარმაზარგოლიათს? მიჯობდა აქვე, ახლავე მომეკლა თავი. შედეგი ერთი და
იგივე იქნებოდა. გავიფიქრე ეს და გულში გადავწყვიტე, უარი მეთქვა
ორთაბრძოლაზე, თუნდაც ამისთვის კუკუანელებს სამარცხვინოდ
გავეძევებინე თავისი ქვეყნიდან. ჩემი აზრით, სჯობს დაგცინონ და გაგაძევონ,
ვიდრე საბრძოლო ნაჯახით ნაჭერ-ნაჭერაგკუწონ.
_ რას იტყოდი შენ, ინკუბუ? _ მოულოდნელად თქვა თუალამ, _ ხომ არ
დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი ბრძოლა? თანახმა ხარ, თუ უფლება
მეძლევა საბრალო მხდალი გიწოდო?
_ არა, არა, _ სიტყვა გააწყვეტინა მას იგნოზიმ, _ შენ არ შეებრძოლები
ინკუბუს!
_ თუ შიშობს, რასაკვირველია, არშევებრძოლები, _ მიუგო თუალამ.
სამწუხაროდ, სერ ჰენრი მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და სახეზე
ალმურმა აჰკრა.
_ ახლავე შევებრძოლები ამ ოქლაქს და მაშინ ნახავს, მშიშარა ვარ თუ არა!
_ წამოიძახა მან.
_ ღვთის გულისათვის, _ შევევედრე მე, _ რატომ სწირავთ თავს, რა
გესაქმებათ ამ თავზეხელაღებულ ველურთან, განა დღეს ყველას არ
დაუმტკიცეთ, რომ მხდალი არა ხართ?
_ მაინც უნდა ვიბრძოლო, _ მითხრა სერ ჰენრიმ, _ ვის რა უფლება აქვს,
მხდალი მიწოდოს? მე მზად ვარ! _ თქვა, ნაბიჯი წინ წადგა და ნაჯახი ჰაერში
შეათამაშა.
სერ ჰენრის ასეთმა უაზრო, დონკიხოტურმა საქციელმა
სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო, მაგრამ რაღას გავაწყობდი, ვიცოდი მისი
ჯიუტი ხასიათის ამბავი, რაკი თქვა, აღარგადათქვამდა! _ ნუ შეებრძოლები, ჩემო თეთრო ძმაო, _ უთხრა იგნოზიმ და ხელი
მხარზე მეგობრულად დაადო. _ შენ დღეს ისედაც ბევრი რამ გადაიტანე, რამე
რომ შეგემთხვეს, გული ორად უნდა გამეპოს.
_ მე უნდა ვიბრძოლო, იგნოზი, _ გაიმეორა სერჰენრიმ.
_ რაღა მეთქმის, ინკუბუ, რაკი აგრეა, იბრძოლე, ეს ნამდვილი ბრძოლა
იქნება. მზადა ხარ, თუალა? სპილო გელის!
ყოფილმა მეფემ შმაგივით გადაიხარხარა, წინ წამოდგა და სერ ჰენრის
პირდაპირ დაუდგა. წამით ორივე უძრავად იდგა. ჩამავალმა მზემ გააშუქა
მათი სახეები და ცეცხლის ჯავშნით შეუმოსა ტანი. დიახ, ეს ღირსეული
წყვილი გახლდათ.
შემდეგ ორივემ ნაჯახები შემართა და წრე-წრე მიჰყვნენ ერთმანეთს.
უეცრად სერ ჰენრი გადახტა და მოწინააღმდეგეს საშინელი ძალით
მოუქნია ნაჯახი, თუალამ განზე გახტომა მოასწრო. ჰაერში მძლავრად
მოქნეულმა ხელმა სერ ჰენრი ცოტას გაწყდა, თავად არ დასცა ძირს. თუალამ
წამსვე ისარგებლა შექმნილი ვითარებით, თავისი მძიმე საბრძოლო ნაჯახი
ჰაერში დაატრიალა და ისეთი წარმოუდგენელი ძალით მოიქნია, რომ შიშით
კინაღამ სული გამძვრა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მაგრამ არა,
სერ ჰენრიმ მარცხენა ხელით ნაჯახს სწრაფად შეაგება ფარი და დარტყმა
აიცდინა. ნაჯახმა ფარს კიდე ჩამოამტვრია და სერ ჰენრის მარცხენა მხარზე
მოხვდა, მაგრამ ამით არა ევნო რა, რადგან ფარმა დარტყმის ძალა შეასუსტა.
სერ ჰენრიმ უმალვე მოიქნია ნაჯახი, მაგრამ თუალამაც ფარი შეაგება. შემდეგ
კი ჰაერში წამისწამ ელავდა ნაჯახები, მეტოქენი ან გვერდზე გახტებოდნენ, ან
ფარს შეაგებებდნენ ხოლმე, მათ ირგვლივ ხალხი უფრო და უფრო ღელავდა.
პოლკს, რომელიც ამ ორთაბრძოლას შეჰყურებდა, წესრიგის აღარაფერი
ახსოვდა. მეომრები ახლოს მიიჭრნენ და ნაჯახის ყოველ მოქნევაზე
სიხარულის შეძახილები ან სასოწარკვეთილი გმინვა ისმოდა. სწორედ ამ
დროს გუდი, რომლის საკაცე მეომრებმა აქ მოსვლისას ჩემ გვერდით დადგეს,
გონს მოვიდა, წამოჯდა და მებრძოლებს დააცქერდა. წუთის შემდეგ ფეხზე
წამოიჭრა, ხელი წამავლო, ცალ ფეხზე აქეთ-იქით ხტოდა და მეც მიმათრევდა,
თან სერჰენრის გამამხნევებლად უყვიროდა.
_ მიდი, მისცხე-მეთქი! აი, ეს კი მესმის! ასე, ასე! ცენტრში უმიზნე გემს,
ცენტრში!
სერ ჰენრიმ თუალას ნაჯახს ფარი შეაგება და თვითონაც საპასუხო
დარტყმა აგემა. ნაჯახმა ფარი და ფოლადის ჯავშანი გაკვეთა და თუალას
მხარზე ღრმა ჭრილობა მიაყენა. ველურმა გააფთრებით შეჰყვირა და მისმა
ნაჯახმა სერ ჰენრის ნაჯახს ტარი გადაუმტვრია, მიუხედავად იმისა, რომ იგი
მარტორქის ძვლისაგან იყო გაკეთებული და სიმაგრისათვის ფოლადის
რგოლები ჰქონდა დატანებული. მაგრამ ტარს ვინ დაეძებდა, იმ ოხერმა
ნაჯახმა სერჰენრის ყბა შუაზე გაუხლიჩა.
სერ ჰენრის ნაჯახი მიწაზე დავარდა. კამეჩებმა სასოწარკვეთით
დაიღრიალეს. თუალამ კი ხელახლა შემართა თავისი საზარელი იარაღი დაყვირილით გაქანდა მოწინააღმდეგისაკენ. სიმწრით თვალი დავხუჭე. როცა
ხელახლა გამოვიხედე, სერ ჰენრის ფარი მიწაზე ეგდო. ჩვენს ფალავანს კი
მძლავრი ხელები თუალასთვის ჩაევლო და ხელდახელ უპირებდა შებმას.
ისინი ირწეოდნენ და ერთმანეთს დათვურ მკლავებში ჟღვლემდნენ. ძალ-
ღონეს იკრებდნენ, თავგანწირვით იბრძოდნენ, რათა დაეცვათ სიცოცხლე,
რომელიც ესოდენ ძვირფასია ყველასათვის, დაეცვათ სიცოცხლეზე უფრო
მეტიც _ ვაჟკაცის სახელი და პატიოსნება.
არაადამიანური ძალდატანებით თუალამ თავის მტერს წონასწორობა
დააკარგვინა და ორივენი მიწაზე დაენარცხნენ. აქაც განაგრძობდნენ ბრძოლას.
აქეთ-იქით გორავდნენ კირქვით მოკირწყლულ გზაზე. თუალა ცდილობდა,
სერ ჰენრისათვის თავში ნაჯახი დაეკრა, სერ ჰენრი კი ლამობდა დანით გაეჭრა
ბუმბერაზის ჯაჭვის პერანგი.
საზარელი სანახავი იყო ამ ორი გოლიათის ბრძოლა, მათი სამკვდრო-
სასიცოცხლო შერკინება.
_ ნაჯახი, ნაჯახი წაართვი! _ ღრიალებდა გუდი. შესაძლოა, სერ ჰენრიმ
ყური მოჰკრა მის სიტყვებს, იმიტომ, რომ დანა გადააგდო და ჩაებღაუჭა
ნაჯახს, რომელიც თუალას კამეჩის ტყავის თასმით ჰქონდა ხელზე
დამაგრებული. ისინი მიწაზე გორავდნენ, მძიმედ-მძიმედ სუნთქავდნენ და
ველური კატებივით იბრძოდნენ ნაჯახისათვის. უეცრად ტყავის თასმა გაწყდა.
არაადამიანური ძალდატანებით სერჰენრიმ თუალას მკლავების მარწუხს თავი
დააღწია. ნაჯახი ხელში შერჩა. იმავე წამს ფეხზე წამოიჭრა, სახეზე
მიყენებული ჭრილობიდან სისხლი მოთქრიალებდა, თუალაც ფეხზე
წამოვარდა, ქამრიდან მძიმე დანა ამოიძრო და კურტისს მკერდში ძლიერად
აძგერა, მაგრამ დანა ფოლადზე ასხლტა. თუალამ საზარლად დაიღრიალა,
დანა მეორედ მოიქნია, მაგრამ იგი ამჯერადაც ასხლტა, თუმცა დარტყმის
ძალამ სერ ჰენრი დაატორტმანა. თუალა კვლავ მიეტანა მოწინააღმდეგეს.
ამასობაში ჩვენმა მამაცმა მებრძოლმა ძალ-ღონე მოიკრიბა და მძლავრად
მოიქნია ნაჯახი.
ხალხმა აღელვებით შეჰყვირა. დიახ, მოხდა უცნაური, წარმოუდგენელი
რამ. თუალას თავი მხრებიდან ჩამოხტა, ხტუნვა ხტუნვით გაგორდა მიწაზე და
ზედ იგნოზის ფეხებთან შეჩერდა. თუალა ისევ ფეხზე იდგა, მაგრამ მხოლოდ
ერთი წამით. გადაჭრილი ძარღვებიდან შადრევანივით ამოხეთქა სისხლმა.
შემდეგ უთავო სხეული მიწაზე დაენარცხა, ოქროს გვერგვი კისრიდან მოძვრა
და მიწაზე გაგორდა. სერჰენრიც თუალას გვამის გვერდით დაეცა.
წაქცეული თვალისდახამხამებაში წამოაყენეს. ვიღაცის მზრუნველმა
ხელმა სისხლიანი სახე ჩამობანა და სერ ჰენრიმ დიდი, ნაცრისფერი თვალები
ნელ-ნელა გაახილა.
დიახ, ის ცოცხალი იყო.
ზედ ამ დროს მზეც ჩაესვენა.
მიწაზე, მტვერში თუალას თავი ეგდო. მე იქითკენ წავედი. გაყინულ
შუბლზე დიდი ალმასი ავართვი და იგნოზის მივუტანე. _ აიღე ეს ალმასი, კუკუანელთა მეფევ! _ ვუთხარი.
იგნოზიმ ჯიღით შუბლი დაიმშვენა, შემდეგ თუალას გვამს მიუახლოვდა,
ფართო მკერდზეფეხი დაადგა და გამარჯვების სიმღერა შემოსძახა.
სიტყვები არ მყოფნის გადმოგცეთ, რა საუცხოოდ მღეროდა ეს ველური.
ერთხელ ვიღაც ბერძნული ენის მცოდნე ხმამაღლა კითხულობდა ბერძენი
პოეტის, ჰომეროსის ლექსს. იმ ნარნარ, რითმიულ სტრიქონებს რომ ვისმენდი,
აღტაცებით ადგილზევე გავშეშდი. იგნოზის სიმღერამაც ზუსტად ისეთივე
შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე დაღლილ-
დაქანცული ვიყავი. განა ამრამდენიმე დღეში ცოტარამ გადაგვხდა თავს?!
«ბოლოს და ბოლოს ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა", _
მღეროდა იგნოზი.
ამ დილით ჩვენი მტრები წამოდგნენ, ძილი განიშორეს, სირაქლემას
ფრთებით მოირთვნენ და საბრძოლოდ მოემზადნენ.
ისინი წამოდგნენ, მეომრებმა მეთაურებს მოუწოდეს: მოდით,
წაგვიყვანეთო, უთხრეს. მეთაურებმა კი მეფე იხმეს, ბრძოლაში გვითავკაცეო.
აღსდგა ოცი ათასი მეომარი და კიდევ ოცი ათასი.
ფრთებმა, რომლითაც მეომრებს თავები ჰქონდათ შემკული, ერთიანად
დაფარა მიწა. ასე ფარავს ჩიტი თავისი ფრთებით ბუდეს. ისინი იქნევდნენ
შუბებს და ყვიროდნენ, დიახ, დიახ, ისინი მაღლა ისროდნენ შუბებს,
რომლებიც მზის სხივებზე ელავდნენ, სწყუროდათ ბრძოლა და გულს
სიხარული უვსებდათ.
ისინი ჩემ წინააღმდეგ წამოვიდნენ, ძლიერნი წინ-წინ მორბოდნენ, ჩემი
მოკვლა ეწადათ. ყვიროდნენ, ჰა, ჰა, ეგ ხომ უკვე ცოცხლებში აღარწერიაო.
მაშინ მე მათ სული შევუბერე, ეს შებერვა ქარიშხალზე ძლიერი იყო და
ისინი დაიხოცნენ.
ჩემმა ელვამ განგმირა მტერი. მე გავაცამტვერე მათი ძალა, დავხოცე ისინი
ჩემი შუბების ელვით, მოვსრნე ჩემი მქუხარე ხმით.
მათირიგები გაიპო, დაიფანტა, გაქრა დილის ნისლივით. ისინი ყვავებისა
და მელიების ლუკმად იქცნენ, ბრძოლის ველი მათი სისხლით მოირწყო.
სად არიან ეს ჯან-ღონით სავსე ადამიანები, დილით რომ წამოდგნენ? სად
არიან ის დიდგულა მეომრები, ჩემზე რომ ამბობდნენ, ეგ უკვე ცოცხლებში
აღარ წერიაო? სად არის ის ხალხი, თავები ჰაერში მოფრიალე ფრთებით რომ
ჰქონდათ შემკული?
შეხეთ, თავებს ხრიან, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ძილი მორევიათ.
წვანან, თითქოს სძინავთო, მაგრამ არა, ეს ძილი არარის.
მათი სახელები მალე ყველას დაავიწყდება, ისინი წყვდიადს
შეუერთდნენ და კვლავ აღარასოდეს დაბრუნდებიან. მათ ცოლებს სხვები
წაიყვანენ, შვილებსაც აღარგაახსენდებათ.
გესმოდეს ყველას! მე შორს წავედი აქედან, როცა ღამე ბნელი იყო, მაგრამ
დავუბრუნდი მშობლიურკერას იმ დროს, განთიადმა ქვეყანარომ გააბრწყინა. თავი შეაფარეთ ჩემი ფრთების ჩრდილს, ჰოი, ადამიანებო, მე
დაგამშვიდებთ და შიში და სევდაც გაქრება.
დადგა ბედნიერი დრო, ყველას ელის ჯილდო და წარჩინება.
ველებში დამიდის ურიცხვი ჯოგები, ქალიშვილებიც კრაალებში ჩემი
ნება-სურვილის ამსრულებლები არიან.
ზამთარმა პირი იბრუნა. დადგა ზაფხული, ახლა ბოროტება სახეზე
რიდეს ჩამოიფარებს და ჩვენს ქვეყანაში სიკეთე და სიყვარული შროშანასავით
გაიფურჩქნება.
იზეიმე და იხარე, ჩემო ხალხო! დაე, იზეიმოს მთელმა ქვეყანამ, იმიტომ,
რომ მოისპო მტარვალი, იმიტომ, რომ მე მეფე ვარ!"
იგნოზი დადუმდა და საღამოს ბინდბუნდში ექოსავით იგრგვინა პასუხმა:
_ შენ მეფე ხარჩვენი!
ამგვარად, ის სიტყვები, თუალას რომ ვუთხარი, წინასწარმეტყველური
გამოდგა. ჯერ ორმოცდარვა საათსაც კი არ გაევლო და მისი უთავო გვამი
გაშეშებული ეგდო კრაალის კართან.
თავი XV
გუდი ავადმყოფობს
ორთაბრძოლა დამთავრდა. სერ ჰენრი და გუდი თუალას ქოხში
შეიყვანეს, მეც, რასაკვირველია, მათ მივყევი. ორივემ იმდენი სისხლი დაკარგა
და ისე იყვნენ დაღლილ-დაქანცულები, რომ ძლივსღა ფეთქავდნენ. უკეთესად
არც მე ვგრძნობდი თავს. თუმცა ბუნებით ჯანმრთელი კაცი გახლავართ, თანაც
სხვაზე მეტად ამტანიც, რადგან გამხდარი და კარგად გაწრთობილ-
გაკაჟებული ვარ. მაგრამ იმ საღამოს მეც ძლივს ვიდექი ფეხზე. როცა ძალიან
ვიღლები, ლომის ნაკეჭნი საშინლად მაწუხებს ხოლმე ფეხზე. ამას ისიც
დაუმატეთ, რომ თავი ტკივილისაგან გახეთქვაზე მქონდა. გახსოვთ ალბათ,
დილით რომ რაღაც ჩამარტყეს და დამარეტიანეს, მერე გრძნობაც ხომ
დავკარგე. ჰოდა, ყველაფერმა ახლა იჩინა თავი. ერთი სიტყვით, ძნელი
წარმოსადგენია იმაზე უფრო საცოდავი და უბადრუკი ადამიანები, იმ
დაუვიწყარ საღამოს ჩვენ სამნი რომ ვიყავით. თავს იმით ვინუგეშებდით, რომ
ბედმა მთლად არ გაგვწირა და პირში სული ისევ გვედგა, მაშინ როცა
ათასობით მამაცი მეომარი ბრძოლის ველზე ეყარა.
როგორც იქნა, მშვენიერი ფულატას დახმარებით გავიძვრეთ ჯაჭვის
პერანგები, ორი ჩვენგანი უეჭველი სიკვდილისაგანრომ იხსნა. მას შემდეგ, რაც
სიკვდილს გადავარჩინეთ, ფულატამ თავისი ნებით იკისრა მოახლეობა და
გამორჩევით ზრუნავდა გუდზე. დიახ, გავიძვრეთ ჯაჭვის პერანგები და
მხოლოდ მაშინ დავინახეთ, რაც გვჭირდა: თავით ფეხამდე ჩაბეჟილ-ჩალურჯებულები ვიყავით. ფოლადის ჯაჭვის პერანგში შუბის წვერი ვერ
ატანდა, თორემ სხვაფრივ ჩვენი დაცვა არ შეეძლო. სერ ჰენრისა და გუდს
მთელი ტანი სისხლნაჟღენთებით ჰქონდათ დაფარული, მეც საკმაოდ
დალილავებული ვიყავი. ფულატამ დასრესილი ფოთლებისაგან რაღაც წამალი
შეგვიმზადა და დაჟეჟილ ადგილებზე სალბუნივით დაგვადო. წამალს საამო
სუნი ჰქონდა, ტკივილებიც საკმაოდ დაგვიამა. მაგრამ სისხლნაჟღენთებზე
მეტად სერ ჰენრისა და გუდს იარები აწუხებდათ. კაპიტანი «მშვენიერ თეთრ"
წვივში იყო დაჭრილი და ბლომად სისხლიც დაეკარგა. სერ ჰენრის კი, სხვა
იარებზე რომ აღარაფერი ვთქვა, თუალას წყალობით ყბა ღრმად ჰქონდა
გაპობილი.
საბედნიეროდ, გუდი საკმაოდ კარგი ქირურგი იყო და როგორც კი
წამლების ყუთი მოუტანეს, მაშინვე საქმეს შეუდგა: გულდაგულ მობანა ორივე
ჭრილობა და კუკუანელთა ჭრაქის მკრთალ შუქზე საკმაოდ გულმოდგინედ
გაკერა, შემდეგ იარებს სქლად წასცხო რაღაც ანტისეპტიკური მალამო,
რომელიც პატარა ქილით «აფთიაქში" ედგა და ცხვირსახოცის ნაფხრეწებით
შეგვახვევინა. ამასობაში ფულატამ მაგარი ბულიონი მოგვიმზადა, რადგან ისე
ვიყავით დასუსტებულები, რომ საჭმელს პირს ვერ დავაკარებდით. როგორც
იყო, დავხვრიპეთ წვნიანი და მერე თუალას ფართო ქოხში კაროსებზე _
ბეწვეულის საუცხოო ხალიჩებზე მივეყარეთ. ამ ხალიჩებით თითქმის მთელი
იატაკი იყო მოფენილი. აი, ბედის მწარე დაცინვა: ყოფილი მეფის საწოლზე
ეძინა მის მკვლელს _ სერ ჰენრის. ვამბობ ეძინა-მეთქი, მაგრამ იმდღევანდელი
ამბების შემდეგ ვის დაეძინებოდა! ყოველი მხრიდან მოისმოდა ჭირისუფალთა
შეკივლება და შესაბრალისი მოთქმა-გოდება. ქალები დასტიროდნენ
დახოცილ ძმებს, შვილებს, ქმრებს. არც საკვირველია, რომ ყველა ტიროდა და
გლოვობდა, ამ საზარელ ბრძოლაში ხომ ოცი ათასზე მეტი მეომარი, ესე იგი,
კუკუანელთა არმიის ერთი მესამედი დაიღუპა.
ტყავის საწოლზე წამოწოლილი ვისმენდი ამ კვნესა-გოდებას და გული
მეფლითებოდა. მაშინ, მხოლოდ მაშინ შევიგრძენი ცხადად, რა საშინელი
ტრაგედია დატრიალდა მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანს თავისი
პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.
ამასობაში შუაღამემაც მოატანა, მოთქმა-გოდება თანდათანობით მიწყდა.
ჩამოვარდა სიჩუმე, რომელსაც დროდადრო გაბმული, გულისმომწყვლელი
კივილი არღვევდა. მეზობელ ქოხში გაგულა თუალას უსულო გვამს
დაჰყმუოდა.
ბოლოს ჩამეძინა, მაგრამ ძილში ვკრთოდი და წამისწამ მეღვიძებოდა.
მეგონა, ისევ ბრძოლის ველზე ვიყავი, ხან ვითომც ის მეომარი, ჩემი საკუთარი
ხელით რომ მოვკალი, მიტევდა და თავს მესხმოდა, ხან რუხების პოლკის
გმირი მეომრებით გარშემორტყმული ვიდექი, ხან კი თუალას
გასისხლიანებული, ჯიღით მორთული თავი კბილთა ღრჭიალით მიგორავდა
ჩემს ფერხთით, მისი ერთადერთი თვალი კი ბოროტად შემომცქეროდა. მაგრამ
ასე იყო თუ ისე, ის წამებისღამეც ბოლოს და ბოლოს მიილია. შეცისკრებულზედავინახე, რომ ჩემს ამხანაგებს ღამით ჩემზე უკეთ არ სძინებოდათ. გუდი
ძლიერ ციებ-ცხელებას შეეპყრო და მალე ბოდვაც დააწყებინა, თან სისხლს
აღებინებდა, რამაც ძალზე შემაშინა. ალბათ ფილტვში სისხლი ჩაექცა, როცა ის
კუკუანელი მეომარი ჯაჭვის პერანგზე შუბს უხათქუნებდა. სამაგიეროდ, სერ
ჰენრი ბევრად უკეთ გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სხეული
ისე დაბეჟვოდა და სტკიოდა, განძრევაც კი არ შეეძლო. სახეზე მიყენებული
ჭრილობის გამო კი ვერც ჭამდა და ვეღარც იცინოდა.
დილის რვა საათისათვის ჩვენ სანახავად ინფადუსი მოვიდა. გვითხრა,
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და არც დავწოლილვარო. გუშინდელ
დღეს მასზე არცთუ ისე ემოქმედნა, გამოცდილი, ბრძოლებში გამოწრთობილი
მეომარი იყო და თავი უფრო მხნედ ეჭირა. მას გაეხარდა ჩვენი ნახვა,
გულთბილად ჩამოგვართვა ხელი, მაგრამ გუდის ასეთმა მძიმე მდგომარეობამ
კი, ცოტა არ იყოს, დააფიქრა. მე შევამჩნიე, რომ ინფადუსი განსაკუთრებული
მოკრძალებით ეპყრობოდა სერ ჰენრის, თითქოს იგი ჩვეულებრივი ადამიანი
არ ყოფილიყოს. მართლაც, შემდეგ შევიტყვეთ, რომ კუკუანელები სერ ჰენრის
რაღაც ზეკაცად რაცხდნენ. მეომრები ამბობდნენ, ინკუბუს ბრძოლაში ბადალი
არ ჰყავსო და უკვირდათ იმ სისხლიანი, მომქანცველი დღის შემდეგ როგორღა
შეეძლო შერკინებოდა თუალას, მეფესა და უძლიერეს მეომარს, და ერთი
დაკვრით ხარივით წაეგდებინებინა თავი.
ინფადუსმა გვაუწყა, თუალას პოლკები დამორჩილდნენ იგნოზის, ხოლო
ბელადები ქვეყნის ყველა კუთხიდან უთვლიან, შენი მონა-მორჩილნი ვართო.
თუალას სიკვდილმა ბოლო მოუღო მღელვარებას. ყოფილ მეფეს სკრაგას
გარდა შვილი არ ჰყოლია, იგნოზის აღარ ჰყავდა მეტოქე, რომელსაც შეეძლო
ტახტზე თავისი უფლებები წამოეყენებინა.
როცა ინფადუსს ვუთხარი, იგნოზიმ ძალაუფლება სისხლით მოიპოვა-
მეთქი, მან მხრები აიჩეჩა.
_ დიახ, ასეა, _ მითხრა მოხუცმა მეომარმა, _ კუკუანელები ვერ
მოისვენებენ, თუ დროდადრო სისხლი არ დაიღვარა. მართალია, ხალხი
დაიხოცა, მაგრამ ქალები ხომ დაგვრჩა? მალე ახალი მეომრები წამოიზრდებიან
და მოკლულთა ადგილებს დაიკავებენ. ახლა ქვეყანა რამდენიმე ხნით მაინც
დამშვიდდება.
ინფადუსის შემდეგ იგნოზიმაც გვინახულა. თავზე სამეფო ჯიღა ედგა.
ვუყურებდი, როგორ გვიახლოვდებოდა ზვიადად, მეფური ნაბიჯით,
პირმოთნე მლიქვნელებით გარშემორტყმული, და უნებლიეთ თვალწინ
დამიდგა მაღალ-მაღალი ზულუსი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინათ
მოვიდა ჩვენთან, დურბანში და გვთხოვა, მსახურად ამიყვანეთო. ეჰ, _
ვფიქრობდი, _ რა უკუღმართია ბედისწერა და რა მოულოდნელად იცვლის
გზას მისი ეტლი-მეთქი.
_ სალამი, მეფეო! _ ვთქვი და წამოვდექი.
_ დიახ, მაკუმაზან, როგორც იქნა, მეღირსა მეფობა და ამას თქვენ, ჩემს
თეთრმეგობრებს უნდა გიმადლოდეთ. შემდეგ გვითხრა, საქმე კარგად მიდის, ორიოდე კვირის შემდეგ ვაპირებ
დიდი ზეიმი გავმართო და ამ ზეიმზე ჩემს ხალხს ვეჩვენოო.
ვკითხე, გაგულასრაღას უპირებ-მეთქი.
_ გაგულა ჩვენი ქვეყნის ბოროტი სულია, _ მიპასუხა იგნოზიმ, _ მოვკლავ
მას და მის მისნებზე მონადირე ქალებსაც ამოვხოცავ. ეგ ყველას ასეთი
მიხრწნილი ახსოვს, ცას შეაბერდა და ეგ არის. გაგულამ ასწავლა მისნებზე
მონადირეებს ჯადოქრობა. ცათა უწყიან, რომ სულაც მაგ კუდიანის გამო
გამეფდა ჩვენში ასეთი სისასტიკე.
_ მართალია, მაგრამ გაგულამ ბევრი რამ იცის, _ ვუთხარი, _ ცოდნის
მოსპობა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შეძენა, იგნოზი!
_ გეთანხმებით, _ მითხრა იგნოზიმ და ჩაფიქრდა, _ მის გარდა არავინ
იცის სამი ჯადოქრის საიდუმლო, რომლებიც იმყოფებიან იქ, სადაც გადის
დიდი გზა, სადაც დაკრძალულნი არიან ჩვენი მეფენი და დაყურსებულები
სხედან.
_ დიახ და, ისიც იცის, სად არის დაფლული ალმასები. გახსოვს შენი
პირობა, იგნოზი? უნდა ჩაგვიყვანო იმ საბადოში, თუნდაც ამისათვის გაგულას
დანდობა მოგიხდეს. ხომ იცი, რომ მაგ ჯადოქრის გარდა, იქ გზას ვერავინ
გაიგნებს?
_ მახსოვს, რასაც შეგპირდი, მაკუმაზან, ვიფიქრებ შენს სიტყვებზე.
იგნოზი რომ წავიდა, გუდის საწოლთან მივედი, რომ ავადმყოფისათვის
დამეხედა. საბრალო კაპიტანს ჭრილობაზე ციებ-ცხელება აჰყვა და ახლა
სიცხით იწვოდა, თან ბოდავდა. რაც დრო გადიოდა, მისი მდგომარეობა სულ
უფრო და უფრო უარესდებოდა, ოთხი-ხუთი დღე არ გამომჯობინებულა.
დარწმუნებული ვარ, ვერც გადარჩებოდა, ფულატას თავი რომ არ გადაედო.
ქალი ყველგან ქალია, კანისფერსრა მნიშვნელობა აქვს.
გაოცებული ვადევნებდი თვალს, როგორ უვლიდა გუდს ეს შავკანიანი
ტურფა ქალი, დღე და ღამე წახრილი იყო მის საწოლთან და ისე აკეთებდა
ყველაფერს, რაც ავადმყოფს სჭირდებოდა, თითქოს კაი მოწყალების დაი
ყოფილიყოს. პირველ ორ ღამეს ვცდილობდი, შევშველებოდი ფულატას. სერ
ჰენრიც, თუმცა თვითონაც ძლივს იდგა ფეხზე, შეძლებისდაგვარად
ეხმარებოდა, მაგრამ ქალს არ მოსწონდა ეს; მოსწონდა კი არა, ძლივძლივობით
მიტანდა თავის გვერდით. ბოლოს და ბოლოს დაიჟინა: თქვენი აქ ყოფნით
ავადმყოფი წუხდება და ჯობია, მისი მოვლა მე მომანდოთო.
ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მართალი იყო, დღე და ღამე ფხიზლობდა,
ავადმყოფს უვლიდა, ბუზებს უგერიებდა, აძლევდა მხოლოდ ერთ თავ წამალს
_ ტულიპის ბოლქვებზე დაყენებულ რძეს. ეს ძალზე გამაგრილებელი
სასმელიც იყო. თითქოს ახლაც თვალწინ მიდგას ეს სურათი, ჭრაქის მკრთალ
შუქზე ყოველღამ რომ ვხედავდი: გუდი საწოლზე აქეთ-იქით აწყდებოდა,
ფერმკრთალი და სახეჩამომხმარი იყო. თვალები ფართოდ გაეხილა და
განუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდა. მის გვერდით მიწაზე ფეხმორთხმული
იჯდა კუკუანელი ტურფა ასული, ზურგით ქოხის კედელს რომმიყრდნობოდა. დაღლილ-დაქანცულ სახეზე და ხავერდივით შავ თვალებში
უსაზღვრო სიბრალული ეხატებოდა. ან იქნებ ის შავი თვალები სიბრალულით
კი არა, უფრო სხვაგვარი, თბილი გრძნობით იყო სავსე?
მთელი ორი დღის განმავლობაში ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ გუდი
სასიკვდილოდ იყო განწირული, დაღვრემილ-დადარდიანებულები
დავეხეტებოდით კრაალში.
მხოლოდ ფულატა არ იზიარებდა ჩვენს ეჭვს და სულ ჩაგვჩიჩინებდა, არ
მოკვდება, იცოცხლებსო.
თუალას ქოხის ირგვლივ მთელ სამას იარდზე და შეიძლება მეტზედაც
სამარისებური სიჩუმე იყო. მეფის ბრძანებით, სერ ჰენრისა და ჩემ გარდა
ახლომახლო ქოხებიდან ყველა გაასახლეს, რომ ავადმყოფი ხმაურს არ
შეეწუხებინა. ერთხელ, ღამით, ვიდრე დავწვებოდი, ჩვეულებრივ, გუდის
სანახავად წავედი. ეს სწორედ მისი ავადმყოფობის მეხუთე დღეს იყო.
ფეხაკრეფით შევედი ქოხში. იატაკზე დადგმული ჭრაქი მკრთალად
ანათებდა იქაურობას, გუდი აღარ ბორგავდა, არც კვნესოდა, გაქვავებულ-
გაშეშებული გაშხლართულიყო ტყავის საწოლზე.
მაშ, მოსახდენი მოხდა! გული შემეკუმშა და მკერდიდან მძიმე კვნესა
აღმომხდა.
_ შშშ! _ მომესმა ამ დროს. ხმაზე მივიხედე და გუდის თავთით რაღაც შავი
აჩრდილი დავლანდე. ნელ-ნელა მივუახლოვდი საწოლს. არა, გუდი მკვდარი
არ იყო, ღრმა ძილით ეძინა, გაძვალტყავებული თეთრი ხელი ფულატას
თლილი თითებისათვის წაევლო. მაშ კრიზისმა განვლო, გუდი გადარჩა.
გადარჩა და მთელი თვრამეტი საათი ფეხგაუნძრევლად ეძინა. მეშინია ვთქვა,
რადგან ვიცი, არავინ დამიჯერებს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში
ფულატა გაშეშებული იჯდა მის გვერდით; იმის შიშით, ვაითუ გაიღვიძოსო,
ვერც განძრევა გაებედა და ვერც ხელის გათავისუფლება.
ვინ წარმოიდგენს, როგორ იტანჯებოდა ეს ქალი, ან როგორ ტეხდა
ხანგრძლივი ჯდომით გაშეშებული ხელ-ფეხი.
იმ დღიდან გუდი სწრაფად გამობრუნდა და მალე ფეხზეც წამოდგა. როცა
სერ ჰენრიმ უამბო, როგორ უვლიდა ფულატა და როგორ იჯდა მთელი
თვრამეტი საათი გაუნძრევლად მის თავთით, ამ სპეტაკ ადამიანს თვალი
ცრემლით აევსო. მერე შებრუნდა და გაემართა ქოხისაკენ, სადაც ფულატა
საუზმეს გვიმზადებდა. თარჯიმნად მე წამიყვანა, მაგრამ ეს სულ ზედმეტი
იყო, ფულატას საუცხოოდ ესმოდა მისი, მიუხედავად იმისა, რომ გუდმა სულ
რაღაც ორიოდე სიტყვა იცოდა ზულუსურად.
_ გადაეცით, _ მითხრა გუდმა, _ რომ მის სიკეთეს და ამაგს სიკვდილამდე
არ დავივიწყებ.
მე ვუთარგმნე ფულატას გუდის ნათქვამი და დავინახე, როგორ მოედო
სახეზე ალი. იგი სწრაფი მოძრაობით შებრუნდა გუდისაკენ, ისე მოხდენილად,
თითქოს ჩიტმა შეიფრთხიალაო, დიდი შავი თვალები შეანათა კაპიტანს და
მშვიდად უთხრა:
_ ჩემს ბატონს დაავიწყდა, რაც მოხდა. განა მან არ მიხსნა სიკვდილის
კლანჭებიდან და განა მე მისი მხევალი არა ვარ?
როგორც ჩანდა, ამ ახალგაზრდა ლედის სულაც აღარ ახსოვდა, რომ მის
გადარჩენაში მე და სერ ჰენრიც ვიღებდით მონაწილეობას. მაგრამ ქალები,
საერთოდ, ასეთნი არიან. მახსოვს, ჩემი ძვირფასი მეუღლეც სწორედ ასე
მომექცა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ საუბრის შემდეგ ქოხში გულდამძიმებული
დავბრუნდი. არ მომეწონა, მისს ფულატა ასე ნაზად რომ შესციცინებდა გუდს,
რადგან კარგად ვიცოდი, რა ადვილად მოედებათ ხოლმე მეზღვაურებს
სიყვარულის ალი.
ჩემი დაკვირვებით, ამქვეყნად ორი რამ არის შეუძლებელი და
გარდუვალი: წარმოუდგენელია, ზულუსი არ ჩხუბობდეს, ხოლო მეზღვაური
ვინმეს არეტრფოდეს.
რამდენიმე დღის შემდეგ იგნოზიმ მოიწვია დიდი საბჭო, რასაც
კუკუანელთა ქვეყანაში «ინდიბას" უწოდებენ. ამ საბჭოზე «ინდუნებმა", ანუ
უხუცესებმა, ოფიციალურად ცნეს იგი მეფედ.
ამ ცერემონიალმა, ისევე როგორც ჯარების დათვალიერებამ, ხალხზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯარების დათვალიერების დღეს აღლუმზე
რუხების პოლკის გადარჩენილი ნაწილიც მონაწილეობდა, მათ მთელი არმიის
წინაშე გამოეცხადათ მადლობა განსაკუთრებული მამაცობისა და თუალას
წინააღმდეგ გმირული ბრძოლისათვის. ყოველი რუხი მეომარი მეფემ
დიდძალი საჩუქრით დააჯილდოვა. ამასთან, ყოველ მათგანს უბოძა
უფროსობა რუხების ახალ პოლკში, რომელიც ის-ის იყო, უნდა შეედგინათ.
გარდა ამისა, საყოველთაოდ გამოცხადდა, რომ ჩვენ სამს _ სერ ჰენრის, გუდსა
და მე, ვიდრე მათ ქვეყანას ჩვენი აქ ყოფნით ღირსვყოფდით _
მოგვსალმებოდნენ ისე, როგორც ეს მეფეს შეეფერებოდა და პატივიც მეფის
საკადრისი ეცათ. გამოაცხადეს აგრეთვე, რომ ჩვენ უფლებამოსილნი ვიყავით
ადამიანთა სიკვდილ-სიცოცხლეზე, ხოლო იგნოზიმ ხალხის წინაშე ერთხელ
კიდევ გაიმეორა თავისი დაპირება, რომ ტყუილუბრალოდ, განუსჯელად არ
დაღვრიდა ადამიანთა სისხლს და მისნებზე ნადირობას საბოლოოდ
აღკვეთდა.
ნადიმის შემდეგ იგნოზის საკუთარ ქოხში ვეწვიეთ. როცა ყველა წავიდ-
წამოვიდა და მარტონი დავრჩით, ვუთხარი: ძალიან გვინდა გავიგოთ იმ
საბადოს საიდუმლო, დიდი გზის ბოლოში რომ არის და ამის თაობაზე ხომ
არაფერი შეგიტყვიათ-მეთქი.
_ აი, რა გავიგე ამ საკითხზე, ჩემო მეგობრებო, _ თქვა იგნოზიმ, _
მითხრეს, რომ იქ ზის სამი უზარმაზარი ქანდაკება, ჩვენი ხალხი მათ
დაყურსებულებს ეძახის. თუალას სწორედ მათთვის უნდოდა ფულატა
მსხვერპლად შეეწირა. იქ, მთებში, უზარმაზარ მღვიმეში კრძალავენ ჩვენსმეფეებს, თუალას გვამიც იქ შეგიძლიათ ნახოთ. კუკუანელთა ყოფილი მეფე
ზის მათთან ერთად, ვინც ეს ქვეყანა მასზე ადრე დატოვა. იქვეა უღრმესი ჭა.
იგი დიდი ხნის წინათ გათხარეს ადამიანებმა, რომ ამოეღოთ ისეთი ქვები,
თქვენ რომ დაეძებთ. ნატალში მეუბნებოდნენ ხოლმე, ბრჭყვიალა ქვები
კიმბერლიშიც არისო. იმ ჭასთან არის სიკვდილის სავანე, მის გვერდით კი _
საგანძური, რომლის ადგილსამყოფელი მხოლოდ თუალამ და გაგულამ
იცოდნენ. მაგრამ თუალა ახლა მკვდარია, მე კი არც ის საგანძური ვიცი, სად
არის და არც ის, რა არის შიგ ჩაფლული. ხალხში დადის ხმა, დიდი ხნის წინათ
ერთ თეთრკანიანს ჩვენი მთები გადმოულახავსო. იგი ვიღაც ქალს წაუყვანია
და განძეული უჩვენებია, მაგრამ ვიდრე უცხოელი განძის წაღებას მოასწრებდა,
ქალს მოუხერხებია მისი დაბეზღება და მეფეს დაუყოვნებლივ გაუძევებია იგი
კუკუანელთა ქვეყნიდან. იმ დღიდან მოყოლებული, იქ ძეხორციელს ფეხი არ
შეუდგამსო.
_ ეს ალბათ მართალია, იგნოზი, აკი იმ მთაზე თეთრკანიანი ვნახეთ.
_ დიახ, ვნახეთ. ახლა კი, რაკი სიტყვა მოგეცით, თუ იმ საგანძურს
ვიპოვით და თუ იქ მართლა აღმოჩნდა ძვირფასი ქვები...
_ ქვები რომ არის, ამას ამტკიცებს ეგ ალმასი, შუბლზე რომ გიკეთია, _
ვუთხარი და მივუთითე ძვირფას თვალზე, თუალას შუბლზერომ ავაგლიჯე.
_ შესაძლოა, თქვენ მართალი იყოთ, _ მითხრა იგნოზიმ, _ და თუ ასეა,
წაიღებთ იმდენს, რამდენსაც ზიდავთ, თუკი მართლა მოისურვებთ ჩემს
დატოვებას, ძმანო ჩემნო!
_ პირველ ყოვლისა, უნდა ის საგანძური მოვიძიოთ, _ ვთქვი მე.
_ ეგ კი მხოლოდ გაგულას დახმარებით შეგვიძლია.
_ მერე, უარირომ თქვას?
_ უარს თუ იტყვის, მოკვდება, _ მკაცრად მომიგო იგნოზიმ, _ განა
მხოლოდ იმიტომ არ დავინდე მისი სიცოცხლე? მოითმინეთ, თვითონ
გადაწყვიტოს, იცოცხლებს თუ მოკვდება.
იგნოზიმ მსახურს უხმო და გაგულას მოყვანა ბრძანა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კუდიანი ბებრუხანა წყევლა-კრულვით
შემოვიდა ქოხში. უკან ორი მცველი მოსდევდა.
_ დატოვეთ! _ უბრძანა მათ იგნოზიმ.
როგორც კი მცველები გავიდნენ, ეს საზიზღარი ჩვრების ფუთა იატაკზე
მიეფინა, _ გაგულა მართლაც წააგავდა ძველი ჩვრების ფუთას. ამ ფუთაზე
ორი, გველის თვალებივით ავბოროტი, თვალი ენთო.
_ რას მიპირებ, რა გაქვს განზრახული, იგნოზი? _ დაიწრიპინა გაგულამ, _
შენ რა ნება გაქვს, ხელი შემახო. იცოდე, თითი რომ დამაკარო, ადგილზევე
გაგაქრობ, უფრთხილდი ჩემს ჯადოს.
_ შენმა ჯადომ თუალა სიკვდილისაგან ვერიხსნა, ბებერო ძუკნავ, ამიტომ
მეც ვერაფერს დამაკლებს, _ მიუგო იგნოზიმ. _ მისმინე, აი, რა მსურს შენგან,
უნდა წაგვიძღვე საგანძურში, სადაც ის ბრჭყვიალა ქვებია დაფლული. _ ჰა, ჰა, ჰა! _ გადაიხარხარა კუდიანმა, _ იმ საგანძურს ჩემ გარდა ვერავინ
მიაგნებს, მე კი კრინტს არ დავძრავ. თეთრი ჯადოქრები ცარიელ-ტარიელნი
გაბრუნდებიან აქედან.
_ ყველაფერს ახლავე მეტყვი, გაიძულებ, თქვა!
_ რა გზით მაიძულებ, ჰოი, მეფეო? შენ ყოვლისშემძლე ხარ, მაგრამ განა
შეგწევს ძალა სიმართლე ამოგლიჯო ქალის ბაგეს?
_ ეს ძნელია, მაგრამ მაინც შევძლებ.
_ ხომ არგამანდობ, რა გზით, მეფეო?
_ არიტყვი და, ნელი სიკვდილით ამოგხდი სულს.
_ სულს ამომხდი? _ დაიწრიპინა კუდიანმა, მაგრამ, ეტყობოდა, შიშით
თავზარი დაეცა. _ ვერ გაბედავ ხელი მახლო, _ დაუმატა გააფთრებით. _
ადამიანო, შენ არ იცი, ვინა ვარ. როგორ გგონია, რამდენი წლის ვიქნები? მე
მახსოვს თქვენი მამები და თქვენი მამის მამები. მე აქ ვიყავი, როცა ეს ქვეყანა
ჯერ ნორჩი იყო, და აქვე ვიქნები, როცა იგი დროს მოიჭამს. კიდევ დიდხანს
ვიქნები. მე არ მოვკვდები. შეიძლება, შემთხვევით მომკლან, დიახ,
შემთხვევით, მაგრამ ამას ვერგაბედავენ.
_ მიუხედავად ამისა, მაინც მოკვდები. მისმინე, გაგულა, ბოროტების
დედავ, შენ ისეთი მიხრწნილი ხარ, რომ სიცოცხლე აღარც კი გეყვარება. რის
მაქნისია შენთვის სიცოცხლე? რად უნდა სიცოცხლე შენისთანა ბებერ ეშმაკს,
რომელსაც აღარც ადამიანის სახე აქვს, არც თმა, არც კბილები _ ერთი
სიტყვით, არ გააჩნია არაფერი, გარდა სიძულვილისა და ბოროტი თვალებისა?
ჩემი მხრივ დიდი სიკეთე იქნება, თუ მოგკლავ, გაგულა!
_ სულელი ხარ! _ კვლავ იწივლა დედაბერმა, _ წყეულო, უგუნურო
არსებავ! შენა გგონია, მარტო ახალგაზრდებს უყვართ სიცოცხლე? მაშ, გულისა
არაფერი გცოდნია. ახალგაზრდები ზოგჯერ ჩქარობენ სიკვდილს, რადგან
გრძნობებს ემონებიან. მათ უყვართ, იტანჯებიან, დარდობენ, როცა მათი
რჩეულნი აჩრდილთა სამყაროში მიდიან, მოხუცებს კი გრძნობები არ
გააჩნიათ, მათ არ ტანჯავთ სიყვარული და _ ჰა-ჰა-ჰა! _ იცინიან, როცა სხვებს
წყვდიადი ნთქავს. ჰა-ჰა! უხარიათ, როცა დედამიწაზე ბოროტებას ხედავენ.
მათ უყვართ მხოლოდ სიცოცხლე, თბილი, ძალიან თბილი მზე და ტკბილი,
ძალიან ტკბილი ჰაერი. მათ ეშინიათ სიცივის, სიცივისა და ბნელის. ჰა-ჰა-ჰა!
ბებერი კუდიანი მიწაზე ხოხავდა, შეშლილივით ხარხარებდა და
იკლაკნებოდა.
_ შეწყვიტე ეგ ბოროტი სისინი და მიპასუხე! _ რისხვით უთხრა იგნოზიმ.
_ მიმიყვან იმ საგანძურთან, სადაც ბრჭყვიალა ქვები ინახება, თუ არა? თუ არ
მიმიყვან, მოკვდები, აი აქვე, ამწამსვე გაგათავებ! _ იგნოზიმ შუბს ხელი
დაატანა და გაგულას თავზე აღმართა.
_ არა-მეთქი, არ მიგიყვან. შენ ჩემი მოკვლის უფლება არა გაქვს, ჩემი
მკვლელი უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილი იქნება.
იგნოზიმ ნელ-ნელა დასწია შუბი ძირს, წვერით შეეხო ამ ჩვრების გროვას. გაგულა გიჟური ყვირილით წამოიჭრა ზეზე, მერე დაეცა და იატაკზე
ხოხვას მოჰყვა.
_ ოჰ, არ მომკლა, მიგიძღვებით იმ საგანძურთან, მხოლოდ მაცოცხლე!
ნება დამრთე, მზეზე გავთბე და დღეში თითო ლუკმა ხორცი მქონდეს, ნუ
მომისპობ ამას და ყველაფერზე თანახმა ვიქნები.
_ კარგი, ვიცოდი, რა გზითაც მოგიყვანდი ჭკუაზე. ხვალვე წაიყვან იქ
ინფადუსსა და ჩემს თეთრ ძმებს. მიფრთხილდი, თუ მომატყუე, ნელი
სიკვდილით მოგკლავ.
_ არ მოგატყუებ, იგნოზი, მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ. ჰა-ჰა-ჰა!
ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინათ, ერთმა ქალმა იმ საგანძურში
თეთრკანიანი შეიყვანა. მერე რა? იმ თეთრკანიანს ჭირის დღე დაადგა, _ იმ
ქალსაც გაგულა ერქვა, იქნებ... იქნებ მე ვიყავი ის ქალი?
_ შენ ცრუობ, _ ვუთხარი მე, _ მას შემდეგ აგერმეათე თაობა მოდის.
_ შესაძლოა, შესაძლოა, როცა ამდენ ხანს ცხოვრობ, ყველაფერი
გავიწყდება. ეგებ ჩემი დედის დედამ მომიყვა ეს ამბავი, მაგრამ იმ ქალს კი
ნამდვილად გაგულა ერქვა. დაიხსომეთ, _ გვითხრა მერე და ჩვენ
მოგვიბრუნდა, _ საგანძურში, სადაც ბრჭყვიალა ქვები ინახება, ავსებულ
ტყავის გუდას ნახავთ. ის გუდა თეთრმა ადამიანმა აავსო, მაგრამ ვეღარ წაიღო.
უბედურება დაატყდა თავს, გეუბნებით, უბედურება დაატყდა-მეთქი. ეგებ
ჩემი დედის დედამ მიამბო ეს ყველაფერი!.. გზას მხიარულად გავლევთ,
ვნახავთ მათ გვამებს, ვინც ბრძოლაში დაეცა. ალბათ ყვავებმა უკვე
ამოკორტნეს თვალები, ძვლები კი მხეცებმა დახრეს. ჰა-ჰა-ჰა!
თავი XVI
სიკვდილის სავანე
ზემოთ აღწერილი შემთხვევის შემდეგ ორმა დღემ განვლო. მესამე დღეს,
საღამოს უკვე ბნელოდა, როცა «სამი ჯადოქრის" მთის ძირს მივაღწიეთ. აქ
იდგარამდენიმე ქოხი, სადაცღამის გათევას ვაპირებდით.
«სამ ჯადოქარს" ეძახდნენ სამკუთხედივით აღმართულ სამ მთას, ამ
მთებში წყდებოდა სოლომონ მეფის დიდი გზა. ჩვენ თან გვახლდა ფულატა _
იგი, რასაკვირველია, გუდის გამო წამოგვყვა, _ ინფადუსი, გაგულა და
მსახურთა და მცველთა რაზმი. გაგულა საკაცით მოჰყავდათ. მთელი გზა
მხოლოდ მისი ბუზღუნი და წყევლა-კრულვა ისმოდა.
მთები, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სამი მწვერვალი, რომლებიც,
როგორც ეტყობოდა, ერთი და იგივე გეოლოგიური დაწევით იყო
წარმოქმნილი, სამკუთხედის მსგავსად იყო განლაგებული. ფუძე საერთოჰქონდათ, ერთი მწვერვალი მარჯვნივ იდგა, მეორე _ მარცხნივ, მესამე კი ზედ
ჩვენ პირდაპირიყო აღმართული.
რომ იცოდეთ, რა დიდებული სურათი წარმოგვიდგა თვალწინ მეორე
დღეს დილით; ჩვენ წინ ცად აზიდულიყო თოვლის თეთრი გვირგვინებით
შემკობილი სამი მწვერვალი, რომელთაც დილის მზის სხივები ელაციცებოდა.
ქვემოთ, იქ, სადაც თოვლის ფაფანაკი მთავრდებოდა, მანანას ხშირი
ბუჩქნარისაგან მთები წითლად იყო შეღებილი. ასეთივე ფერით იყო
გადაქარგული ტორფის ჭაობები, რომლებიც დაბლობიდან მთის ფერდობებს
მიუყვებოდნენ. ჩვენ წინ კი თეთრი ზოლივით გადაჭიმულიყო სოლომონ
მეფის დიდი გზა. იგი ასდევდა შუა მწვერვალს, ჩვენგან ხუთიოდე მილით რომ
იყო დაშორებული, და მის თხემზე წყდებოდა.
ძნელია იმის აღწერა, როგორ ვღელავდით იმ დილით. მკითხველი
თვითონ წარმოიდგენს, რა ყოფაში ვიქნებოდით. აჰა, როგორც იყო,
მივუახლოვდით იმ საოცარ საბადოს. განა მის გამო არ დაიღუპა სამასი წლის
წინათ მოხუცი პორტუგალიელი, მისი ბედკრული შთამომავალი ჩემი
მეგობარი ხოზე სილვესტრი და სერჰენრის ძმა ჯორჯ კურტისი?
ჩვენ რაღა გველოდა? ამდენი ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ, რას
გვიმზადებდა ბედი? და სილვესტრას, როგორც ამ კუდიანმა გაგულამ
გვითხრა, დიდი ტანჯვა-წვალების გადატანა მოუხდა. ნუთუ ჩვენც იგივე
გვეწერა? ასე იყო თუ ისე, გზა თანდათანობით მიილია. მე კი ვერა და ვერ
გავართვი თავი შიშს, თუმცა, მგონი, სერ ჰენრი და გუდიც ვერ იყვნენ
გულმაგრად.
ნახევარი საათი მაინც ვიარეთ გზაზე. გზას აქეთ-იქით მანანას ბუჩქები
მიუყვებოდა. მღელვარებისაგან ისე სწრაფად მივაბიჯებდით, რომ მსახურები,
რომელთაც გაგულას საკაცე მოჰქონდათ, ძლივძლივობით გვეწეოდნენ.
გაგულას ფარდებიდან გამოეყო დანაოჭებული სახე, თვალებანთებული
გვიყურებდა და მოგვკიოდა:
_ სად მიგეჩქარებათ, თეთრო ადამიანებო? ასე რატომ ესწრაფვით
სიკვდილს, განძის მაძიებლებო? _ თქვა და ისე საზარლად გადაიხარხარა, რომ
ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა. ამ სიცილმა ცოტათი გამოგვაფხიზლა და
გზნება გაგვინელა, თუმცა მაინც ჯიუტად განვაგრძობდით გზას.
ბოლოს, სწორედ ჩვენ წინ გამოჩნდა დიდი, მრგვალი ხარო, დამრეცი
კალთებით. იგი ნახევარ მილზე მაინც იყო გაჭიმული, სიღრმე კი სამას
ფუტამდე ექნებოდა.
_ თქვენ ალბათ მიხვდით, რაც უნდა იყოს ეს, _ ვუთხარი სერ ჰენრის და
გუდს, რომლებიც გაოცებულნი ჩაჰყურებდნენ ამ უზარმაზარ ძაბრისებურ
ღრმულს.
მათ უარის ნიშნად თავი გააქნიეს.
_ რაკი ასეა, ჩემთვის ცხადია, რომ თქვენ არასოდეს გინახავთ კიმბერლის
ალმასის საბადოები. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის
სოლომონ მეფის ალმასის საბადო. აბა, აქეთ მოიხედეთ, _ ვუთხარი და მყარცისფერ შლამზე მივუთითე, ბალახსა და ბუჩქნარს შორის აქა-იქ რომ მოჩანდა.
_ ეჭვი არ მეპარება, ამ მაღაროში რომ ჩავსულიყავით, კიმბერლიტის მაგმით ან
ალმასის შემცველი ბრეკჩიით ავსილ ალმასის მილაკებს აღმოვაჩენდით. ახლა
კი ამას დააკვირდით, _ ვთქვი მე და მაღაროს დამრეც ფერდობზე,
ძველისძველი წყალსადინარის ქვემოთ, კლდის ჯიშების გამოფიტული
ბრტყელი ფილების გროვისაკენ გავიწვდინე ხელი. _ კაცი არ ვიყო, თუ
ოდესღაც ამფილებს ქანების გამოსარეცხად არიყენებდნენ.
დიახ, ეს ხარო გახლდათ მოხუცი პორტუგალიელის რუკაზე აღნიშნული
საბადო, მის კიდესთან დიდი გზა ორად იყოფოდა და საბადოს ირგვლივ
უვლიდა. ბევრგან ეს გზა უზარმაზარი ქვებით იყო მოკირწყლული, ალბათ,
იმიტომ, რომ გაემაგრებინათ მაღაროს კედელი და დაეცვათ ჩამოქცევისაგან
ფუჭი ფიქალი, რომელიც ალმასის შემცველ ბრეკჩიებს ერტყმოდა გარს. ფეხს
ავუჩქარეთ, გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გვენახა, რას წარმოადგენდა ის
სამი ქანდაკება, ხაროს მოპირდაპირე მხარეს რომ მოჩანდა. როცა
მივუახლოვდით, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სამი უზარმაზარი კოლოსი _ სწორედ
ის სამი დაყურსებული, კუკუანელები ისეთი მოკრძალებითა და შიშით რომ
იხსენიებდნენ.
შავი კლდის უზარმაზარ კვარცხლბეკზე, რომელზედაც გაურკვეველი
იეროგლიფები იყო ამოკვეთილი, ერთმანეთისაგან ოც-ოცი ნაბიჯის
დაშორებით იდგა სამი ვეება ქანდაკება _ ორი მამაკაცისა, ერთი კი _ ქალის.
ისინი ლუუსკენ მიმავალ გზას გასცქეროდნენ. თითოეული მათგანი
სიმაღლით თვრამეტ ფუტს აღწევდა.
შიშველი ქალის ქანდაკება საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა, თუმცა,
ცოტა არ იყოს, მკაცრი იერი დაჰკრავდა. სამწუხაროდ, სახის ნაკვთები ძალიან
დაზიანებული ჰქონდა. საუკუნეთა განმავლობაში ამინდის ცვალებადობას
თავისი დაღი დაესვა. ქალს თავს უმშვენებდა ორთავ მხარეს აღმართული
ნამგალა მთვარის რქები. მამაკაცთა ქანდაკებები კი, ქალისაგან განსხვავებით,
მოსასხამებში იყო გახვეული. ორივეს საზარელი სახე ჰქონდა. მაგრამ
მარჯვნივ მჯდომი ნამდვილი დემონის განსახიერება იყო, მეორეს კი უფრო
მშვიდი, უშფოთველი სახე ჰქონდა. თუმცა ეს სიმშვიდე გზარავდათ.
გზარავდათ არაადამიანური სიმკაცრითა და ულმობლობით. ამგვარ
სიმკაცრეს, სერ ჰენრის აზრით, ძველი დროის ადამიანის ფანტაზია უძლიერეს
პიროვნებებს ანიჭებდა. ამ პიროვნებას იქნებ სიკეთის ჩადენაც შეეძლო, მაგრამ
მიუხედავად ამისა, თუ ადამიანის ტანჯვა-წამების ცქერა სიამოვნებას არ
ჰგვრიდა, ყოველ შემთხვევაში, არც დიდ სატანჯველს მიაყენებდა. სამი
განმარტოებული ქანდაკება, საუკუნეების მანძილზე რომ გადმოსცქეროდა
დაბლა გაშლილ ტაფობს, მართლაც მოკრძალებისა და შიშის გრძნობას
იწვევდა. შევცქეროდით დაყურსებულებს, როგორც მათ კუკუანელები
უწოდებდნენ, და ძალიან გვეწადა გაგვეგო, ვისმა ხელებმა გამოკვეთა
ბუმბერაზები, ვინ გაიყვანა გზა და ამოთხარა ეს უზარმაზარი ხარო.
გაოცებული ვუყურებდი ამ ქანდაკებებს და უეცრად გამახსენდა თქმულებაძველი აღთქმიდან (ძველი აღთქმა ხომ კარგად ვიცოდი): სოლომონი
გადაუდგა თავის სარწმუნოებას და თაყვანს სცემდა უცხო ქვეყნის ღმერთებს.
გამახსენდა იმ სამი ღმერთის სახელებიც: აშტორეტი _ სიდონელთა ღმერთი,
ჩემოში _ მოაბიტების ღმერთი და მილკომი _ ამონას შვილთა ღმერთი.
თანამგზავრებს ჩემი მოსაზრება გავუზიარე: იქნებ სამი ქანდაკება სწორედ ის
სამი ცრუ ღმერთი არის-მეთქი.
_ შეიძლება, თქვენ მართალი იყოთ, _ დაფიქრებით მითხრა სერ ჰენრიმ.
იგი ძალიან განათლებული კაცი იყო. ჯერ კიდევ კოლეჯში შეესწავლა
კლასიკოსები. _ ძველბერძნული აშტორეტი ხომფინიკიელთა შორის ასტარტას
სახელით არის ცნობილი, _ განაგრძო მან. _ ფინიკიელები კი სოლომონის
დროს გამოჩენილი ვაჭრები იყვნენ. ასტარტას, რომელსაც მოგვიანებით
ბერძნებმა აფროდიტას სახელი უწოდეს, ასახავდნენ ნამგალა მთვარის მსგავსი
რქებით. ამ ქანდაკების თავზე კი ნათლად მოჩანს ასეთი რქები. ვინ იცის,
შეიძლება ეს ბუმბერაზები გამოკვეთეს რომელიმე ფინიკიელი «დიდი კაცის"
ბრძანებით, რომელიც ამ მაღაროების მუშაობას ხელმძღვანელობდა.
ჩვენ ჯერ კიდევ თვალი ვერ მოგვეწყვიტა უძველესი ხანის ამ უტყვი
მოწმეებისათვის, რომ ინფადუსი მოგვიახლოვდა. მან შუბი აღმართა და
დაყურსებულებს სალამი მისცა. შემდეგ მოგვიბრუნდა და გვითხრა, ისურვებთ
სიკვდილის სავანეში ჩასვლას, თუ დაიცდით და ნაშუადღევს წახვალთ. თუ
წასვლას ინებებთ, გაგულა მზად არის წამოგყვეთო. ჯერ თერთმეტი საათიც არ
იქნებოდა, მაშასადამე, შუადღემდე კარგა დიდი დრო იყო. ცნობისწადილი
გვკლავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, შუადღეს არ დავლოდებოდით და
ინფადუსს გამოვუცხადეთ, რომ მაშინვე გვინდოდა მაღაროში ჩაშვება. მე,
ყოველი შემთხვევისათვის, ვთქვი, ვინ იცის, როდემდე დავყოვნდებით დაბლა
და ცოტა რამ საჭმელი წავიღოთ-მეთქი. მოიტანეს საკაცე, რომელზედაც
გაგულა იჯდა. პატივცემული ლედი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს
ჩვენს სამზადისს. ამასობაში ფულატამ, ჩემი თხოვნით, ლერწმის კალათში
ცოტაოდენი ბილტონგი ჩადო და პირთამდე წყლით ავსებული გოგრის
წყვილი ბოთლი ჩადგა.
ზედ ჩვენ წინ, ბუმბერაზებიდან ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე, იწყებოდა
ქვის ციცაბო კედელი, რომლის სიმაღლე რვაას ფუტზე ნაკლები არ იქნებოდა.
ზევით ეს კედელი თანდათანობით ვიწროვდებოდა და წარმოქმნიდა თოვლით
დაფარული დიდი მწვერვალის ძირს. მწვერვალი სამასი ფუტის სიმაღლეზე
იქნებოდა აზიდული. გაგულა საკაციდან ჩამოვიდა, ჩვენკენ გამოიხედა, ერთი
ბოროტად ჩაიცინა, შემდეგ ჯოხს დაეყრდნო და სწორედ იმ ციცაბო კლდისკენ
წატუსტუსდა. ჩვენც, რასაკვირველია, უკან მივყევით. მალე მივუახლოვდით
ვიწრო თაღოვან კარიბჭეს, რომელიც შახტში ჩასასვლელ ტალანს წააგავდა.
გაგულა აქ გველოდა. სახეზე ჯერ კიდევ არ ჩამოცლოდა ბოროტი
ღიმილი.
_ მაშ, ვარსკვლავეთიდან ჩამოსულო თეთრო ადამიანებო, სახელოვანო
მებრძოლებო: ინკუბუ, ბუგვან და მაკუმაზან, მზადა ხართ თუ არა? მე აქმოვედი, რომ აღვასრულო მეფის, ჩემი ბატონის ბრძანება, გიჩვენოთ
ბრჭყვიალა ქვების საგანძური.
_ ჩვენ მზადა ვართ, _ ვუთხარი.
_ კარგი, კარგი, მაშ გაიკაჟეთ გული, რომ გაუძლოთ, რასაც აქ ნახავთ. შენც
მოდიხარ თუ არა, ჰოი, ინფადუს, მეფის მოღალატევ და გამყიდველო?
ინფადუსმა წარბი შეიკრა.
_ არა, არ მოვდივარ, ჩემი იქ ჩამოსვლა არ შეიძლება. შენ კი, გაგულა,
გირჩევ ენა დაიმოკლო! ამ ხალხს გაბარებ, უფრთხილდი, ცუდს არაფერს
გადაეყარონ. იცოდე, თავზე ბეწვიც რომ დააკლდეთ, სიცოცხლეს
გამოგასალმებ. ვერ გადამირჩები, თუნდაც ათას ქაჯად და ეშმაკად იქცე. ხომ
გეყურება, რას გეუბნები?
_ მეყურება, ინფადუს, მეყურება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ტრაბახი
გიყვარს. მახსოვს, პატარა რომ იყავი, დედას ემუქრებოდი ხოლმე. ეს კი სულ
ახლახან იყო. ჰო, ნუ გეშინია-მეთქი, მე მხოლოდ იმისათვის ვცოცხლობ, რომ
მეფის ბრძანება აღვასრულო. ჩემს სიცოცხლეში მრავალ მეფეთა ნება-სურვილი
შემისრულებია, ინფადუს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველას ჩემს ნებაზე
ვათამაშებდი. ჰა! ჰა! მივდივარ იქ, რათა ერთხელ კიდევ დავინახო მათი
სახეები, თუალაც იქ დამხვდება. წამოდით! წამოდით-მეთქი! აი, ჭრაქი, _
გაგულამ თავისი ბეწვის მოსასხამიდან დიდი გულამოცლილი გოგრა ამოიღო.
გოგრა ზეთით იყო ავსებული, პატრუქად კი ლერწმის ბოჭკო ჰქონდა.
_ განა შენ კი არ წამოგვყვები, ფულატა? _ ჰკითხა გუდმა, საშინლად
დამტვრეულ კუკუანურ ენაზე. ჩვენი კაპიტანი ჯიუტად სწავლობდა
კუკუანურს ამ ახალგაზრდა ლედის ხელმძღვანელობით.
_ მეშინია, ჩემო მბრძანებელო, _ მოკრძალებით მიუგო ფულატამ.
_ მაშინ ეგ კალათი მომეცი, მე წავიღებ.
_ არა, ჩემო მბრძანებელო, სადაც შენ წახვალ, მეც იქ ვიქნები.
«რაღა თქმა უნდა, წამოხვალ, ეშმაკმა დალახვროს შენი თავი, _ გავიფიქრე
მე. _ ეს კარგა გვარიანად გაართულებს საქმეს, თუ ოდესმე აქედან წასვლას
დავაპირებთ".
ამასობაში გაგულა ჩაძვრა ბნელ გასასვლელში, რომელშიაც თავისუფლად
გაეტეოდა ორი გვერდი-გვერდ მიმავალი ადამიანი. ჩაძვრა და მოგვაკნავლა,
უკან მომყევითო. ჩვენც, ცოტა არ იყოს, შემკრთალები მივყევით უკან მის ხმას.
ფრთების ფართხუნით გადაგვიქროლეს თავზე რაღაც არსებებმა, რომელთაც
ჩვენი მოსვლით მყუდროება დავურღვიეთ. ამ გარემოებას, თქმა არ უნდა,
ჩვენი შიში არგაუქარწყლებია.
_ ეჰეი, ესრაღაა? _ წამოიძახა გუდმა, _ ვიღაცა სახეში მიტყლაშუნებს.
_ ღამურებია, _ გამოვეხმაურე მე, _ იარეთ, ნუ გეშინიათ.
ორმოციოდე ნაბიჯის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ გასასვლელი ოდნავ
განათდა. კიდევ წუთი და საოცარმღვიმეში აღმოვჩნდით.
წარმოიდგინე, მკითხველო, უდიდესი ტაძარი, რომელშიც კი ოდესმე
ყოფილხარ, და მაშინ ნაწილობრივ მაინც მიხვდები, რამოდენა იქნებოდა ესუზარმაზარი მღვიმე. დიდი არქიტექტორის, ბუნების, მიერ შექმნილი ეს
ტაძარი ადამიანის ხელით აგებულ ყველა ტაძარზე უფრო მაღალი და ფართო
იყო. ფანჯრები არსად ჩანდა, მაგრამ საიდანღაც ზემოდან ჩამოდიოდა
მკრთალი შუქი. ალბათ თაღს, ჩვენგან რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე რომ
აზიდულიყო, დატანებული ჰქონდა შახტები, რომლებშიც გარედან ჰაერი და
სინათლე ატანდა. მღვიმეს მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა უზარმაზარი
სვეტები, ისინი ყინულისაგან ჩამოსხმული გეგონებოდათ. ეს იყო უზარმაზარი
სტალაქტიტები. გაგვაოცა ამ თეთრი სვეტების საოცარმა მოხაზულობამ და
სინატიფემ. ზოგიერთის დიამეტრი ფუძესთან ოც ფუტზე მეტიც კი იქნებოდა.
ზოგი მაღლა, პირდაპირ შორეული თაღისკენ მიიწევდა, ზოგი კი ახლა
იქმნებოდა და, სერ ჰენრის თქმისა არ იყოს, ძველი ბერძნული ტაძრის
სვეტების ნანგრევებს მოგაგონებდათ. მაღლა, თაღზე ბუნდოვნად
ილანდებოდა უზარმაზარი ლოლუების წვეტები.
გაოცებულები უხმოდ შევყურებდით ამ სურათს. დროდადრო გვესმოდა
წვეთების ოდნავ გასაგონი წკაპუნი _ შორეულ ლოლუებს წყდებოდა წყლის
წვეთი და სწორედ ქვის იატაკზე აღმართულ თეთრ სვეტებს ეცემოდა. ზოგ
სვეტს წვეთები ყოველ ორ-სამ წუთში ერთხელ ეცემოდა. საინტერესო
იქნებოდა გამოგვეთვალა, ამ სიჩქარით რამდენი ხანი დასჭირდებოდა
ოთხმოცი ფუტი სიმაღლისა და ათი ფუტი დიამეტრის მქონე სვეტის
წარმოქმნას. თუ რა საოცრად ნელა მიმდინარეობდა ეს პროცესი, ამაზე ის
მეტყველებდა, რომ ერთ-ერთ სვეტზე ამოკვეთილი იყო მუმიის მსგავსი რაღაც
უხეში ნახატი. მუმიას თავთით ღმერთი უჯდა. ღმერთი აშკარად ეგვიპტური
იყო. იგი სვეტზე ამოკვეთა ადამიანმა, რომელიც შორეულ წარსულში ამ
საბადოში მუშაობდა. უცნობ მხატვარს «ხელოვნების ეს ნიმუში" ნორმალური
ადამიანის სიმაღლეზე, ესე იგი, იატაკიდან დაახლოებით ხუთ ფუტზე
ამოეკვეთა. ალბათ, ყველა დროს ჰყავს თავისი უსაქმურები _ უძველეს დროში
მცხოვრები ფინიკიელი მუშა თუ თანამედროვე ეპოქის ინგლისელი ბიჭი,
რომელთაც სურთ, რადაც უნდა დაუჯდეთ, უკვდავჰყონ თავიანთი სახელები
ბუნების მიერშექმნილი შედევრების ხარჯზე.
მას შემდეგ, რაც ეგვიპტელმა ის გამოსახულება ამოჭრა, თითქმის სამი
ათასმა წელმა განვლო. სვეტის სიმაღლე კი ახლა, როცა მას ვათვალიერებდით,
რვა ფუტი თუ იქნებოდა და მისი შექმნის პროცესი ჯერ კიდევ არ იყო
დასრულებული. გამომდინარე აქედან, უნდა გვეფიქრა, რომ სვეტი ყოველ
ათას წელიწადში ერთი ფუტით, ან საუკუნეში ერთი დუიმით იზრდებოდა.
ჩვენ ეს დავიანგარიშეთ, როცა ამ სვეტთან ვიდექით და წვეთების თანაბარ
წკაპუნს ყურს ვუგდებდით.
მღვიმეში ზოგჯერ უცნაური ფორმის სტალაქტიტებიც გვხვდებოდა. ეს
განსაკუთრებით შეიმჩნეოდა იქ, სადაც წყლის წვეთები დაცემისას ერთსა და
იმავე ადგილზე არ ხვდებოდა. ასე, მაგალითად, ერთი უზარმაზარი ლოდი,
რომლის წონა ასიოდე ტონა მაინც იქნებოდა, საყდრის კათედრას წააგავდა და
გარედან ლამაზი, მაქმანების მსგავსი ნაყშებით იყო მორთული. სხვებიზღაპრულ ურჩხულებს მოგვაგონებდნენ. მღვიმის კედლები კი მოხატული
იყო მარაოსებრი ჩუქურთმებით, რომლებიც მიწაზე ამოქარგულ ყინვის
ნაყშებს ჰგავდა.
ამ უზარმაზარი დარბაზიდან მრავალი ტალანი გადიოდა უფრო პატარა
მღვიმეებში. სერ ჰენრიმ თქვა _ ეს ტალანები დიდი ტაძრიდან პატარ-პატარა
ეკვდერებში გასასვლელებს მაგონებსო. ზოგიერთი ტალანი ძალიან ფართო
იყო, მაგრამ ერთი-ორი ძალზე ვიწრო აღმოჩნდა. ეს იყო განსაცვიფრებელი
მაგალითი იმისა, თუ როგორ ირჯება ბუნება და როგორ ხელმძღვანელობს
იმავე უცვლელი კანონებით, ამ სამუშაოების მასშტაბებისაგან
დამოუკიდებლად. მაგალითად, ერთი პაწაწკინტელა მღვიმე სათამაშო
სახლისოდენა თუ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, იგი შესანიშნავად
გამოდგებოდა უზარმაზარი დარბაზის არქიტექტურულ მოდელად. ამ
მღვიმეშიც ისევე წკაპუნობდა წყლის წვეთები, ისევე ეკიდა თაღზე ერთი ბეწო
ლოლუები და ისევე აღმართულიყო მაღაროს თეთრი სვეტები.
სამწუხაროდ, დრო არ გვქონდა იმისათვის, რომ უფრო მეტი
ყურადღებით დაგვეთვალიერებინა ეს ლამაზი ქვაბული. გაგულას არაფრად
აინტერესებდა სტალაქტიტები და, როგორც ეტყობოდა, ცდილობდა, რაც
შეიძლება ჩქარა მოემთავრებინა საქმე. ამან ძალიან გამაბრაზა, განსაკუთრებით
იმიტომ, რომ გულით მეწადა, გამეგო, საიდან შემოდიოდა მღვიმეში სინათლე,
ვინ შექმნა იგი _ ბუნებამ თუ ადამიანის ხელმა, იყენებდნენ თუ არა მას რაიმე
მიზნით შორეულ წარსულში, რაც, რასაკვირველია, სრულიად შესაძლებელი
იყო.
გულდაწყვეტილები მივყვებოდით ჩვენს ბოროტ წინამძღოლს;
გადაწყვეტილი გვქონდა, აქეთობას ყველაფერი კარგად დაგვეთვალიერებინა
და თავს ამით ვინუგეშებდით.
გაგულა სულ წინ და წინ მიიწევდა, ახლა რომელიღაც უზარმაზარი
მდუმარე მღვიმის შორეული კედლისკენ მივყავდით. ამ მღვიმეს არ ჰქონდა
თაღი, კვადრატული იყო და ეგვიპტური ტაძრის შესასვლელს წააგავდა.
_ მზად ხართ თუ არა სიკვდილის სავანეში შესასვლელად? _ გვკითხა
გაგულამ. ეტყობოდა, უნდოდა ამ კითხვით ჩვენზე მეტი შთაბეჭდილება
მოეხდინა.
_ გაგვიძეხ, მაკდუფ! _ ერთი ყოფით უთხრა გუდმა, თან ცდილობდა შიში
არ დამჩნეოდა.
ფულატას გარდა ყველას მშვიდად გვეჭირა თავი. ფულატამ გუდს ხელზე
ხელი წაავლო, თითქოს დაცვას სთხოვსო.
_ ცოტა არ იყოს, შიში შეეპარება ადამიანს, _ თქვა სერ ჰენრიმ. _ გაგვიძეხ
წინ, ქუოტერმენ, სენიორეს პნიორეს, ნუ ვალოდინებთ პატივცემულ ლედის, _
და მან ზრდილობიანად დამითმო გზა, რისთვისაც გულის სიღრმეში სულაც
არვუმადლოდი. _ კაკ-კუკ! _ მიკაკუნობდა იატაკზე გაგულას ყავარჯენი. ეს კუდიანი
არსება ბოროტი სიცილით მიგვიძღოდა ბნელ ტალანში. უსიამო
წინათგრძნობით შეპყრობილი ნელ-ნელა ჩამოვრჩი უკან.
_ წადით, წადით, მეგობარო, _ მითხრა გუდმა. _ ვიაროთ, თორემ ჩვენს
მშვენიერმეგზურს ჩამოვრჩებით.
ამ სიტყვების შემდეგ ფეხს ავუჩქარე. მალე ერთ ბნელ მღვიმეში შევედით.
მღვიმის სიგრძე ასე, ორმოცი ფუტი იქნებოდა, სიმაღლე და სიგანე კი _
ოცდაათ-ოცდაათიფუტი. ეტყობოდა, ადამიანის ხელით იყო გამოკვეთილი.
აქ, იმ პირველ, სტალაქტიტებიან მღვიმესთან შედარებით, ნაკლები
სინათლე იყო. ბინდში დავლანდე ქვის დიდი მაგიდა, რომელიც მღვიმის
მთელ სიგრძეზე იდგა. მაგიდის თავში იჯდა უზარმაზარი თეთრი
გამოსახულება, ირგვლივ კი ისეთივე თეთრი, მაგრამ ჩვეულებრივი სიდიდის
გამოსახულებები ჩანდა. მაგიდის შუაგულში რაღაც ყავისფერი საგანი
დავინახე. ამასობაში ბნელს თვალი შევაჩვიე და როდესაც გავარჩიე,
ანგარიშმიუცემლად, რაც ძალი და ღონე მქონდა, უკან მოვკურცხლე. უნდა
მოგახსენოთ, რომ არც ნერვიული ვარ და არც ცრუმორწმუნე, მაგრამ აქ ნანახმა
სურათმა საშინლად შემაძრწუნა. სერ ჰენრის საყელოში რომ არ წაევლო
ჩემთვის ხელი და არ შევეჩერებინე, ხუთი წუთის შემდეგ მღვიმეში აღარ
ვიქნებოდი და, კიმბერლის მთელი ალმასები რომ შემოეძლიათ, უკან მაინც არ
დავბრუნდებოდი. მაგრამ სერ ჰენრის მაგრად ვყავდი ჩაბღუჯული და, რა
გაეწყობოდა, ბედს უნდა დავმორჩილებოდი. წუთის შემდეგ სერ ჰენრიმაც
შეაჩვია თვალი ბნელს. იმწამსვე მიშვა ხელი და შუბლიდან ცივი ოფლი
მოიწმინდა. გუდი ხმადაბლა იგინებოდა. ფულატა ყვირილით ჩამოეკიდა
კისერზე. გაგულა კი ხმამაღლა და შეუჩერებლად ხარხარებდა.
სურათი მართლაც შემაძრწუნებელი იყო: ქვის გრძელი მაგიდის თავში
ადამიანის ჩონჩხის სახით იჯდა თვით სიკვდილი. სიმაღლით თხუთმეტ
ფუტზე მეტი იქნებოდა. გაძვალტყავებულ თითებში უზარმაზარი შუბი ეჭირა.
შუბი თავზემოთ ისე აღემართა, თითქოს ვიღაცას უნდა უგმიროსო. მეორე
ხელით მაგიდას იმგვარად დაყრდნობოდა, გეგონებოდათ, წამოდგომას
ლამობსო. ჩონჩხი წინ იყო წამოხრილი, ასე რომ მისი კისრის მალებსა და
მოლაპლაპე თავის ქალას გარკვევით ვხედავდით. თვალის ცარიელი ფოსოები
ჩვენკენ ჰქონდა მოქცეული, ყბები კი ოდნავ გაეხსნა. ღმერთმანი, არ
გაგვიკვირდებოდა, ახლარომრამე ეთქვა.
_ ციურნო ძალნო! _ დავიჩურჩულე ბოლოს, _ რა არის ეს?
_ ესენი ვინღა არიან? _ იკითხა გუდმა და მაგიდის ირგვლივ მსხდარ
საზოგადოებაზე მიგვითითა.
_ ან იქ რა არის, დალახვროს ეშმაკმა! _ თქვა თავის მხრივ სერ ჰენრიმ და
ხელი მაგიდის შუაგულისკენ გაიწვდინა. _ რა არის-მეთქი ის ყავისფერი
საგანი?
_ ჰი-ჰი-ჰი! _ იცინოდა გაგულა, _ ვაი მათ, ვინც სიკვდილის სავანეშიფეხს
შემოდგამს, ჰი-ჰი-ჰი! აქეთ მობრძანდი, ინკუბუ, ბრძოლაში სახელგანთქმულო, მოდი და ნახე ის, ვინც საკუთარი ხელით მოჰკალი. _ დედაბერმა სერ ჰენრის
გაძვალტყავებული თითები სახელოში ჩასჭიდა და თავისკენ მიიზიდა.
ჩვენ უკან მივყევით.
უეცრად გაგულა შეჩერდა და მაგიდის შუაგულში იმ ყავისფერ საგანზე
მიგვითითა. სერ ჰენრიმ მის თითს მზერა გააყოლა და ყვირილით გადმოხტა
უკან. არც არის გასაკვირი, ასე რომ აღელდა _ იქ, მაგიდაზე დავინახეთ ვეება
გვამი. ეს გახლდათ თუალა, კუკუანელთა უკანასკნელი მეფე. სულ შიშველი
იყო, მუხლებზე კი ედო თავი, სერ ჰენრიმ ნაჯახით რომ წააგდებინა. მთელი
გვამი თხელი, მინისებრი აფსკით იყო დაფარული, რის გამოც კიდევ უფრო
საზარელი ჩანდა. თავდაპირველად ვერაფრით მივხვდით, საიდან გაჩნდა, ან
რა იყო ეს აფსკა, მაგრამ უეცრად შევამჩნიეთ, რომ მღვიმის ჭერიდან პირდაპირ
გვამის კისერზე ჟამდაჟამ ეცემოდა წყლის წვეთები, _ ტკაპ! ტკაპ! კისრიდან
წყლის წვეთები ნელ-ნელა უვლიდა მთელ სხეულს და ბოლოს მაგიდაში
დატანებული პაწაწინა ხვრელით კლდეში გადიოდა. ახლა კი ყველაფერი
ცხადი გახდა ჩემთვის _ თუალას გვამი თანდათანობით სტალაქტიტად უნდა
ქცეულიყო.
ჩემი მოსაზრების სისწორეს ამტკიცებდა თეთრი გამოსახულებები,
მაგიდას ირგვლივ რომ შემოსხდომოდნენ. ეჭვგარეშეა, ეს იყო ადამიანთა
სხეულები, ან უკეთ რომ ვთქვათ, ის, რაც ოდესღაც ადამიანთა სხეულებს
წარმოადენდა, ახლა კი სტალაქტიტებად ქცეულიყო. კუკუანელები უხსოვარი
დროიდან ინახავდნენ ამგვარად თავიანთ მეფეთა გვამებს.
საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე, რაში მდგომარეობდა პეტრიფიკაციის, ანუ
გაქვავების მთელი მეთოდი, თუკი იგი საერთოდ არსებობდა, გარდა იმისა,
რომ მიცვალებულებს ათავსებდნენ მაგიდაზე ისეთ ადგილას, სადაც წვეთ-
წვეთად ჩამოდიოდა წყალი და მათ ყინულისებრი აფსკით ფარავდა. აფსკს
წარმოქმნიდა სილიციუმის ხსნარი, რომელიც გვამებს უკუნითი უკუნისამდე
შეინახავდა.
საზარელ სურათს წარმოადგენდნენ შპატის თეთრ სუდარებში გახვეული
მეფეები. აფსკის ქვეშ ბუნდად ილანდებოდა მათი სახის ნაკვთები. სულ
ოცდაშვიდი მეფე დავთვალე. უკანასკნელი იგნოზის მამა იყო. უსხდნენ
მეფენი ამაზრზენ მაგიდას, რომელზედაც თვით სიკვდილი მბრძანებლობდა.
მათი რიცხვის მიხედვით შეიძლებოდა დაგვედგინა, რომ გვამების შენახვის ეს
წესი შემოღებული იქნა ოთხი საუკუნის წინათ.
არ იქნებოდა მართალი, თუ ვიტყოდით, რომ აქ იყო კუკუანელთა ყველა
მეფე, რადგან ზოგი მათგანი, ცხადია, სადმე, ბრძოლაში დაიღუპებოდა. თუ
ჩავთვლით, რომ ყოველი მეფე საშუალოდ თხუთმეტი წელიწადი იჯდა
ტახტზე, დაახლოებით ოთხას ოცდახუთ წელიწადს მივიღებთ, მაგრამ
სიკვდილის უზარმაზარი ჩონჩხი კიდევ უფრო ადრე უნდა ყოფილიყო
მღვიმეში შემოტანილი და თუ არ ვცდები, იმავე ადამიანის ხელით იყო
შექმნილი, ვინც კლდეში ის დაყურსებულები გამოკვეთა. ჩონჩხიგამოქანდაკებული იყო სტალაქტიტისაგან და განსაკუთრებული ოსტატობით
იყო შესრულებული.
გუდი ზედმიწევნით ერკვეოდა ანატომიაში და განაცხადა: ანატომიის
თვალსაზრისით, ჩონჩხი სრულყოფილი არისო.
ჩემი აზრით, ეს საზარელი ჩონჩხი რომელიმე უძველესი მოქანდაკის
გაუკუღმართებული ფანტაზიის ნაყოფი იყო და კუკუანელებს უფრო
მოგვიანებით დაებადათ აზრი, თავისი გარდაცვლილი მეფეები დაესვათ
მაგიდაზე სიკვდილის საშინელი აჩრდილის გვერდით. შესაძლოა, თავის
დროზე ჩონჩხი აქ იმიტომაც შემოიტანეს, რომ დაეფრთხოთ მძარცველები, თუ
ვინიცობაა ისინი განძსაცავში შესვლას დააპირებდნენ. არ ვიცი, ნამდვილად
ასეა თუ არა, დაე, ჩემი ნაამბობიდან მკითხველმა თვითონ გამოიტანოს
საკუთარი დასკვნები.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო სიკვდილის თეთრი აჩრდილი და ასეთნი
იყვნენ თეთრი მიცვალებულები.
თავი XVII
სოლომონ მეფის საგანძური
ვიდრე გაოცებულები სიკვდილის სავანეს ვათვალირებდით და
ვცდილობდით, შიში დაგვეთრგუნა, გაგულა სულ სხვა საქმით იყო გართული.
იგი რაღაც მანქანებით სწრაფად აძვრა უზარმაზარ მაგიდაზე (როცა
სჭირდებოდა, ძალზე მარდი ბრძანდებოდა) და გაემართა იქით, სადაც ჩვენი
განსვენებული მეგობარი თუალა იჯდა. გუდმა თქვა, უნდა ნახოს, როგორ
«მუჟუჟდება" მისი საყვარელი მეფეო. მართლა ასე იყო, თუ სხვა რამ ფარული
მიზანი ამოძრავებდა, ეს გაგულას გარდა არავინ უწყოდა. შემდეგ ბებერი
კუდიანი ისევ უკან გამობრუნდა. დროდადრო შეჩერდებოდა, რათა ხან ერთი
და ხან მეორე შესუდრული გვამისთვის მიემართა ჩემთვის გაუგებარი
სიტყვებით. ამასთან, ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც მექნებოდა მე, ან თქვენ,
მკითხველო, ჩვენს კეთილ მეგობრებს რომ შეხვედროდით. ეს საიდუმლო და
საზარელი რიტუალი რომ დაამთავრა, პირდაპირ სიკვდილის ჩონჩხის წინ
ჩაჯდა და, რამდენადაც მივხვდი, ლოცვა-ვედრებას მოჰყვა. ცხადი იყო, ეს
ბოროტი კუდიანი ღვარძლს ანთხევდა კაცობრიობის უბოროტესი მტრის
წინაშე. მისი სახე, მთელი მისი გარეგნობა იმდენად ამაზრზენი იყო, რომ
შევეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდით იქაურობას.
_ აბა, გაგულა, _ თითქმის ჩურჩულით ვუთხარი მე, რადგან ასეთ
ადგილას ხმამაღლა ლაპარაკი ვერ გამებედა. _ ახლა კი გაგვიძეხ
საგანძურისკენ.
დედაბერი მარდად ჩამოცოცდა მაგიდიდან.
_ ჩემს მბრძანებლებს არეშინიათ? _ მკითხა და ალმაცერად გადმომხედა.
_ გაგვიძეხ-მეთქი, წინ! _ ძალიან კარგი, მბრძანებლებო, _ თქვა გაგულამ, _ თან კოჭლობით
შემოუარა მაგიდას და სიკვდილის ქანდაკების უკან მღვიმის კედელთან
შეჩერდა, _ აი, აქ არის საგანძურის კარი, ჩემმა მბრძანებლებმა ჭრაქი აანთონ
და შევიდნენ, _ თქვა, ზეთით სავსე გოგრა იატაკზე დადგა, თვითონ კი
მღვიმის კედელს მიეყრდნო.
მე ასანთი ავიღე (ყუთში კიდევ რამდენიმე ცალი ეწყო), ლერწმის
ფთილას მოვუკიდე, თვალებით შესასვლელს ძებნა დავუწყე, მაგრამ მთლიანი
კედლის მეტი ვერაფერი დავინახე.
_ შესასვლელი აქ არის, მბრძანებლებო, ჰა! ჰა! ჰა!
_ ნუ ხუმრობ, _ მკაცრად ვუთხარი.
_ რა დროს ხუმრობაა, მბრძანებლებო, აბა, აქეთ მოიხედეთ! _ თქვა და
კედელზე მიგვითითა.
ჭრაქი მაღლა ავწიე და დავინახე, რომ ქვის უზარმაზარი ლოდი ნელ-
ნელა მიიწევდა ზემოთ, სადაც მისთვის, ეჭვსგარეშეა, საგანგებო ხვრელი იყო
დატანებული. ლოდის სიმაღლე, ასე, ცხრა ფუტი იქნებოდა, სისქე ხუთი
ფუტი, სიფართე კი დიდი კასრისოდენა ჰქონდა და, ალბათ, სულ ცოტა,
ოცდაათ ტონას მაინც იწონიდა. რასაკვირველია, უბრალოდ
შეწონასწორებული საპირწონის პრინციპით მოძრაობდა. როგორ ამოძრავდა ეს
მოწყობილობა, არც ერთ ჩევენგანს არ დაუნახავს, გაგულამ ყველაფერი
უჩუმრად მოიმოქმედა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ სადღაც იყო უმარტივესი
ბერკეტი, რომელსაც საიდუმლო წერტილში ოდნავ დააჭერდი თითს და
საპირწონეს მეოხებით ლოდი მაღლა ავიდოდა.
ლოდი ნელა, მსუბუქად მიიწევდა მაღლა, ბოლოს სულაც გაქრა და მის
ნაცვლად ჩვენ წინ ბნელი ხვრელი გამოჩნდა.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ ვღელავდით... სოლომონ მეფის
საგანძურში შესასვლელი თავისუფალი იყო! მე თავით ფეხებამდე
ვცახცახებდი და ტანში ცივი ჟრუანტელი მივლიდა. «იქნებ ყველაფერი ეს
ტყუილია, მისტიფიკაციაა, _ ვფიქრობდი, _ ან, პირიქით, შეიძლება, რასაც
მოხუცი და სილვესტრა წერდა, ყველაფერი მართალი გამოდგეს. იქნებ ამ ბნელ
ჯურღმულში მართლაც არის დაფლული განძი, რომელსაც შეუძლია ამქვეყნად
უმდიდრეს ადამიანებად გვაქციოს?" დიახ, ერთი-ორი წუთის შემდეგ
საიდუმლოსფარდა უნდა ახდოდა.
_ შემობრძანდით, ვარსკვლავეთიდან ჩამოსულო თეთრო ადამიანებო, _
გვითხრა ჩვენმა ავბედითმა მეგზურმა და ზღურბლზე გადაალაჯა, _ შემოდით,
მაგრამ მოუსმინეთ მონასა თქვენსა გაგულას. ბრჭყვიალა ქვები, რომელთაც
ახლა იხილავთ, ოდესღაც ამოიღეს ჭიდან, სადაც დაყურსებულები სხედან და
აქ შეინახეს, მაგრამ ვინ ამოთხარა, ან ვინ შეინახა, ამაზე არაფერი ვიცი.
ადამიანებმა, ვინც ეს მოიმოქმედა, სასწრაფოდ დატოვეს აქაურობა, ისე რომ,
თან არაფერი წაუღიათ. საუკუნიდან საუკუნეში გადადიოდა ხალხში ხმა
ბრჭყვიალა ქვებზე, თუმცა არავინ იცოდა, სად იყო დაფლული განძი, არც ამ
კარის საიდუმლო უწყოდა ვინმემ. მაგრამ ერთხელ მთების გადაღმიდანმოვიდა ერთი თეთრკანიანი, ვინ იცის, იქნებ ისიც თქვენსავით
ვარსკვლავეთიდან ჩამოსული იყო! მეფემ გულთბილად მიიღო უცხო
სტუმარი. აი, სწორედ იმან, იქ რომ ზის, _ გვითხრა და მაგიდაზე
ჩამწკრივებულ გვამებს შორის მეხუთეზე მიგვითითა. _ ჰოდა, მოხდა ისე, რომ
ის თეთრკანიანი და ვიღაც კუკუანელი ქალი მოვიდნენ სიკვდილის სავანეში.
იმ ქალმა შემთხვევით გაიგო კარის საიდუმლო, თუმცა თქვენ ათასი წელიც
რომ ეძებოთ, მაინც ვერაფერს ნახავთ. დიახ, თეთრკანიანი ქალთან ერთად
საგანძურში შევიდა და აავსო ქვებით გუდა, რომლითაც ქალმა საჭმელი
მოიტანა. როცა კაცი საგანძურიდან გამოდიოდა, ერთი დიდი ბრჭყვიალა ქვა,
ძალიან დიდი ქვა აიღო და ხელში დაიჭირა, _ აქ გაგულა დადუმდა.
_ მერე, მერე? _ ვკითხე მე. თან აღელვებისაგან სუნთქვა მეკვროდა;
კაპიტანი და სერ ჰენრიც ჩემს დღეში იყვნენ, _ განაგრძე, თქვი, რა შეემთხვა და
სილვესტრას?
ამ სიტყვების გაგონებაზე დედაბერი შეკრთა.
_ საიდან იცი კაცის სახელი, რომელიც დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა? _
უკმეხად მკითხა მან, თუმცა პასუხს არ დაელოდა და განაგრძო: _ არავინ იცის,
რა შეემთხვა იმ კაცს, მაგრამ, ეტყობა, თეთრკანიანი რაღაცამ შეაშინა, გუდა
მიწაზე დააგდო და გაიქცა. ხელში მხოლოდ ის დიდი, ბრჭყვიალა ქვა შერჩა.
ისიც მეფემ წაართვა. სწორედ ის იყო, შენ რომ თუალას შუბლზე ააგლიჯე,
მაკუმაზან!
_ და მას შემდეგ აქ არავინ ყოფილა? _ ვკითხე და ბნელი ხვრელისკენ
გავაპარე მზერა.
_ არავინ ყოფილა, მბრძანებელო, მაგრამ კარის ამბავს საიდუმლოდ
ინახავდნენ. მეფეები აღებდნენ ამ კარს, საგანძურში კი არ შედიოდნენ, რადგან
ხალხში ხმა დადის, ვინც აქ ფეხს შემოადგამს, ერთი თვის შემდეგ მოკვდებაო.
მოკვდება იმ თეთრკანიანივით, თქვენ რომ მთებში, მღვიმეში, იპოვეთ,
მაკუმაზან. აი, რატომ არ შემოდიან აქ ჩვენი მეფეები. ჰა! ჰა! ჰა! მე მუდამ
სიმართლეს ვამბობ.
ამ დროს ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე ძარღვებში სისხლი
გამეყინა.
_ შემოდით, ჩემო მბრძანებლებო, თუ მართალი გითხარით, ქვებით
ავსებული გუდა აქვე, იატაკზე დაგხვდებათ. აქ შემოსულ კაცს სიკვდილი
ემუქრება თუ არა, ამას შემდეგ გაიგებთ. ჰა! ჰა! ჰა! _ მან ჭრაქს ხელი დაავლო
და წინ გაგვიძღვა.
მართალი გითხრათ, ვყოყმანობდი, _ შევიდეთ თუ არშევიდეთ-მეთქი.
_ წყეულიმც იყოს! _ დაიყვირა ამ დროს გუდმა. _ წამოდით! ეგ ბებერი
კუდიანი ვერ შემაშინებს! _ თქვა და გაგულას ბნელში აედევნა. გუდს ფულატა
მიჰყვა. საბრალოს ეშინოდა, მთელი ტანით თრთოდა, მე და სერ ჰენრიც
მივყევით.
გაგულამ რამდენიმე იარდი გაიარა და კლდეში გაჭრილ ვიწრო
ტალანთან შეჩერდა. ჩვენ გველოდა. _ ხომ ხედავთ, ჩემო მბრძანებლებო, _ თქვა და ჭრაქი წინ გაიწვდინა, _
ყველაფერზე ეტყობა, განძის მფლობელმა სასწრაფოდ მიატოვა აქაურობა.
ეშინოდა, ამ კარის საიდუმლო ვინმეს არ გაეგო, და რომ საგანძურში
შესასვლელი დაეცვათ, აქ კედლის ამოყვანა გადაუწყვეტიათ, მაგრამ, ცხადია,
დრო აღარეყოთ.
და მიგვითითა ორპირად ამოშენებულ ქვის კვადრატულ ფართო კედლის
საძირკველზე, გასასვლელს რომ ხერგავდა. ეს კედელი სიმაღლით ორი ფუტი
და სამი დუიმი იქნებოდა. გასასვლელში ეყარა აგრეთვე დათლილი ქვები და,
რაც ძალიან საგულისხმოა, კირის ხსნარი და წყვილი ბარი, _ დიახ, ბარი,
სწორედ ისეთი, მუშები დღესაცრომ ხმარობენ.
უეცრად ფულატამ, შიშისა და აღელვებისაგან თავით ფეხამდე რომ
კანკალებდა, თავი ცუდად იგრძნო და გვითხრა, თქვენ წადით, მე კი აქ
დაგელოდებით, რადგან სიარული აღარ შემიძლიაო. ჩვენ ის დაუმთავრებელ
კედელთან დავსვით, გვერდით სანოვაგიანი კალათი მივუდგით და მარტო
დავტოვეთ, რომ ცოტა დამშვიდებულიყო.
ბნელ ტალანში კიდევ თხუთმეტიოდე ნაბიჯი გავიარეთ და
საგულდაგულოდ შეღებილი ხის კარის წინ აღმოვჩნდით. კარი ფართოდ იყო
მოფრიალებული. იმას, ვინც აქ უკანასკნელად იყო, ან დავიწყნოდა მისი
დახურვა, ან დრო აღარჰყოფნოდა საამისოდ.
ამ კარის ზღურბლზე ეგდო გუდა, რომელიც, როგორც ეტყობოდა,
ძვირფასი ქვებით უნდა ყოფილიყო ავსილი.
_ ჰა! ჰა! თეთრო ადამიანებო, _ ჩაიხითხითა გაგულამ, როცა ჭრაქის შუქი
გუდას მოხვდა, _ მე გითხარით, თეთრკანიანი აქედან შეშინებული გაიქცა-
მეთქი. გაიქცა და დააგდო ეს გუდა, რომელიც ქალს ეკუთვნოდა. შეხეთ, შეხეთ,
მანდ არის!
გუდი დაიხარა და გუდა აიღო. გუდა მძიმე იყო, შიგნით კი რაღაც
ჩხარუნობდა.
_ ღმერთს გეფიცებით, ეს გუდა ალმასებით არის სავსე, _ კრძალვით
დაიჩურჩულა მან.
საკმარისი იყო იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს პატარა გუდა ალმასებით იყო
სავსე, რომრაღაცნაირი მოკრძალება გვეგრძნო.
_ წავიდეთ, _ მოუთმენლად თქვა სერ ჰენრიმ, _ აბა, პატივცემულო ლედი,
მომეცით აქ ჭრაქი, _ თქვა. გაგულას ჭრაქი ჩამოართვა, მაღლა ასწია და
ზღურბლზე გადააბიჯა.
ჩვენც, რასაკვირველია, უკან მივყევით. დროებით დავივიწყეთ
ალმასებით სავსე გუდა და სოლომონ მეფის საგანძურში შევედით.
ჭრაქის მკრთალ შუქზე დავლანდეთ კლდეში გამოკვეთილი პატარა
ოთახი, ზომით არა უმეტეს ათი კვადრატული ფუტისა, შემდეგ თვალში
მოგვხვდა ზედ თაღამდე ერთმანეთზე დაწყობილი სპილოს საუცხოო ეშვები.
ძნელი სათქმელია, რამდენი ეშვი იყო, რადგან ვერ ვხედავდით, რა ადგილი
ეჭირათ კედლამდე. მაგრამ ოთხას-ხუთას ეშვზე ნაკლები მაინც არ იქნებოდა. მარტო ეს ეშვები კმაროდა იმისთვის, რომ ადამიანს მთელი სიცოცხლე
უზრუნველად ეცხოვრა.
შესაძლოა, სოლომონმა თავისი «ტახტისთვის", რომლის მსგავსი არც ერთ
მეფეს არ ჰქონია, სწორედ აქედან წაიღო სპილოს ეშვები-მეთქი, _ გავიფიქრე
მე.
საგანძურის მეორე კედელთან იდგა ოციოდე ყუთი, რომლებიც მარტინ-
ჰენრის ფირმის ტყვიის ყუთებს წააგავდა, მხოლოდ მათზე ცოტა მოზრდილი
ჩანდა და წითლად იყო შეღებილი.
_ აქ ალმასებია, ალმასები, _ წამოვიძახე მე, _ აქეთ მოანათეთ ჭრაქი!
სერ ჰენრი მომიახლოვდა და შუქი ზედ ყუთს მიანათა. ყუთის სახურავი,
მიუხედავად იმისა, რომ აქ სიმშრალე იყო, დროთა ვითარებაში დამპალიყო და
ერთ ადგილას ჩატეხილიც იყო. ალბათ და სილვესტრამ თუ ჩატეხა. მე
აჩქარებით ჩავყავი ყუთში ხელი და მთელი მუჭა მოვბღუჯე. მაგრამ ეს
ალმასები კი არა, ძალიან უცნაური ფორმის ოქროს ფული გამოდგა. ჩვენ
ამგვარი ფული არასოდეს გვენახა და მოგვეჩვენა კიდეც, რომ ზედ
ძველებრაულ ენაზერაღაც ეწერა.
_ ყოველი შემთხვევისათვის, აქედან ხელცარიელები არგავბრუნდებით, _
ვთქვი და ფული უკან ჩავაბრუნე, _ თითოეულ ყუთში ორი ათასი ოქრო მაინც
იქნება, აქ კი თვრამეტი ყუთი დგას. ეს ოქრო ალბათ მუშებისა და ვაჭრების
გასასტუმრებლად იყო მოტანილი.
_ მე კი ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს განძი, ალმასებს რაღაც ვერსად
ვხედავ. ან იქნებ პორტუგალიელმა ყველა იმ გუდაში ჩაყარა? _ შეესიტყვა
გუდი.
_ ჩემმა მბრძანებლებმა ის კუთხე მოსინჯონ, იქნებ ქვები იქ იპოვნონ, _
შეგვესიტყვა გაგულა. იგი, ალბათ, ჩვენი სახის გამომეტყველებაზე მიხვდა,
რაზეც ვლაპარაკობდით. _ იქ ჩემი მბრძანებლები ნახავენ ღრმულს,
რომელშიც სამი ქვის ყუთი დგას. ორი დაბეჭდილია, ერთი კიღია.
ვიდრე მის სიტყვებს სერ ჰენრის ვუთარგმნიდი და ვეტყოდი, ჭრაქი იმ
ბნელი კუთხისკენ წაეღო, ვერ მოვითმინე და გაგულას ვკითხე, საიდან იცი
ყველაფერი ეს, თუკი იმ თეთრკანიანის შემდეგ აქ ფეხი არავის შემოუდგამს-
მეთქი.
_ ჰოი, მაკუმაზან, და თქვენც ვარსკვლავეთის შვილნო, განა არ უწყით,
ზოგ ადამიანს აქვს თვალი, რომელიც კლდეშიც ატანს? ჰა! ჰა! ჰა!
_ ნახეთ იქ, კურტის, _ ვუთხარი სერ ჰენრის და გაგულას მიერ
მინიშნებული კუთხისკენ მივუთითე.
_ ეჰეი, მეგობრებო, _ შეჰყვირა სერ ჰენრიმ, _ აქ ნიშაა. ციურნო ძალნო!
ჩქარა, აქეთ, აქეთ მოდით!
მისკენ გავექანეთ. ღრმულში, რომელიც ნახევრად მრგვალ ფანჯარას
წააგავდა, ქვის სამი ყუთი იდგა. თითოეული მათგანის სიგრძე ორი ფუტი
იქნებოდა. ორს ქვის სახურავი ეფარა, მესამე ღია იყო, სახურავი კი იქვე იყო
მიყუდებული. _ შეხედეთ, _ თქვა სერ ჰენრიმ აღელვებისაგან მოგუდული ხმით და
ჭრაქი ყუთს დაანათა.
თავდაპირველად ვერაფერი გავარჩიეთ, რადგან ვერცხლისფერმა
მბზვინვარებამ კინაღამ თვალი მოგვჭრა. როცა მზერა შუქს შევაჩვიეთ,
დავინახეთ, რომ ყუთი სამ მეოთხედზე მოყრილი იყო ალმასებით, ამათგან
უმეტესობა კარგა მომსხო ჩანდა. მე ყუთში ხელი ჩავყავი და რამდენიმე
ამოვიღე. დიახ, ეს ნამდვილი ალმასები იყო, ახლა ამაში ეჭვი აღარ
მეპარებოდა. ხელის შეხებით ალმასის გამოცნობა ძნელი არ არის, რადგან იგი
როგორღაც თავისებურად სრიალებს.
ალმასები კვლავ ყუთში ჩავყარე. მღელვარებისაგან სულს ძლივს
ვითქვამდი.
_ ჩვენ უმდიდრესი ადამიანები ვართ ამქვეყნად, _შევძახე უცებ, _ მონტე-
კრისტო ჩვენთან შედარებით ღატაკია.
_ მთელ ბაზარს ალმასებით ავავსებთ, _ წამოიძახა გუდმა.
_ ჯერ მივიტანოთ ბაზრამდე და მერე ვილაპარაკოთ, _ მშვიდად მიუგო
სერჰენრიმ.
აღელვებისაგან ფერმიხდილნი და თვალებდაჭყეტილნი მივჩერებოდით
ერთმანეთს. ჭრაქი მკრთალ შუქს აფრქვევდა ბრჭყვიალა ქვებს. ვიდექით
შეთქმულებივით, რომელთაც ბოროტი საქმე განუზრახავთ. ჩვენი შემხედვარე
არავინ იფიქრებდა, რომ ამ წუთებში დედამიწის ზურგზე უბედნიერესი
ადამიანები ვიყავით, ყოველ შემთხვევაში, თავი ასე მიგვაჩნდა.
_ ჰი! ჰი! ჰი! _ ბოროტად ხითხითებდა გაგულა ჩვენ ზურგს უკან და
უხმაუროდ, უზარმაზარღამურასავით დაფარფატებდა საგანძურში.
_ აჰა, ის ბრჭყვიალა ქვები, თქვენ რომ ასე გიყვართ, თეთრო ადამიანებო!
აქ ბევრი ქვაა, წაიღეთ, რამდენიც გსურდეთ, დატკბით მათი ცქერით, ხელი
ალივლივეთ შიგ! ჭამეთ და სვით! ჰი! ჰი! ჰი! სვით და ჭამეთ! ჰა! ჰა!
გაგულას ბოლო სიტყვები იმდენად სულელური მეჩვენა, რომ გიჟივით
ხარხარს მოვყევი, სერ ჰენრიც და გუდიც ანგარიშმიუცემლად ამყვნენ.
ვიდექით და სიცილით ვიფხრიწებოდით. ვხარხარებდით, ვხარხარებდით!
დიახ, ეს ალმასები ჩვენი იყო. მორჩილმა მუშებმა ჩვენთვის ამოიღეს
უზარმაზარი ჭიდან და სოლომონ მეფის რომელიმე სანდო ხელქვეითმა ამ
ყუთებში სწორედ ჩვენთვის ჩაყარა. იმ პიროვნების სახელი იქნებ
იეროგლიფებით იყო ამოკვეთილი ცვილის ნარჩენებზე, ყუთების თავზე აქა-იქ
ჯერ კიდევ რომ მოჩანდა. ეს ალმასები არ ეკუთვნოდა არც სოლომონს, არც
დავითს, არც და სილვესტრას, არა! ამქვეყნად ჩვენ გარდა არავის ეკუთვნოდა.
ჩვენ წინ ბრჭყვიალებდა ქვები და ეს ქვები მილიონობით გირვანქა სტერლინგი
ღირდა, გროვა-გროვა ეყარა ათასობით და ათიათასობით გირვანქა
სტერლინგი, ოქრო და სპილოს ძვალი.
დიახ, ყველაფერი აქ, ამ საგანძურში იყო თავმოყრილი და იმასღა ელოდა,
წაგვეღო.
უეცრად ისტერიის შეტევამ გაგვიარა და ხარხარი შევწყვიტეთ. _ თავი ახადეთ სხვა ყუთებს, თეთრო ადამიანებო, _ დაგვჩხავლა
გაგულამ. _ ქვები იქ უფრო მეტია, წაიღეთ, მბრძანებლებო, ჰა! ჰა! ჰა! რაც
შეიძლება, ბლომად წაიღეთ!
მის ჩხავილში ორ დაბეჭდილ ყუთს სახურავები ავაგლიჯეთ, მაგრამ
გულის სიღრმეში ვგრძნობდით, რომ ყუთებზე ბეჭდების აცლა ვიღაც სხვა
ადამიანის უფლებების შებღალვას, სხვისი საკუთრების ხელყოფას უდრიდა.
ვაშა! ეს ყუთებიც სავსე იყო, პირთამდე სავსე! ყოველ შემთხვევაში, მეორე
ყუთი მაინც _ საბრალო და სილვესტრას თავის გუდაში აქედან ქვაც კი არ
ჩაეგდო. მესამე ყუთი ერთ მეოთხედზე იყო ალმასებით მოყრილი. მაგრამ
ქვები აქ არჩეული იყო და ყოველი მათგანი წონით ოც კარატზე ნაკლები არ
იქნებოდა, ზოგი კი მტრედის კვერცხისოდენა იყო; მაგრამ როცა შუქზე
დავლანდეთ, ვნახეთ, რომ მომსხო ალმასებს ყვითელი ფერი დაჰკრავდა, ესე
იგი, როგორც კიმბერლიში ამბობდნენ, «შეფეროვნებულები" იყვნენ.
ამასობაში გაგულამ, ღვარძლიანად, ბოროტად აგვავლ-ჩაგვავლო თვალი,
გველივით ნელ-ნელა გაცურდა განძსაცავიდან და კლდეში დატანებული
საიდუმლო კარისკენ წატუსტუსდა.
ჩუ! ეს რა არის? რაღაცა ხმები ისმის. იქ, ტალანში, საიდუმლო კართან
ვიღაც ყვირის, ფულატას ხმაა. რა დამართნია?
_ ო, ბუგვან, ჩქარა, მიშველეთ! ქვა ვარდება!
_ გამიშვი-მეთქი, გველის წიწილო, თორემ...
_ მიშველეთ, მიშველეთ! დანა დამცა!
ჩვენ ტალანში გავრბივართ და ჭრაქის შუქზე აი რას ვხედავთ: ქვის კარი
ნელ-ნელა ეშვება, სულ რაღაც სამიოდე ფუტით თუღაა იატაკიდან
დაცილებული, ფულატა და გაგულა ზედ კართან ერთმანეთს ჩაბღაუჭებიან.
ფულატა ერთიანად სისხლით არის მოთხვრილი, მიუხედავად ამისა, მაგრად
უჭირავს მოხუცი კუდიანი, გარეულ კატასავით რომ იცავს თავს. ოჰ! ოჰ!
ხელიდან დაუსხლტა, ფულატა დავარდა, გაგულა კი პირქვე დაეცა, გველივით
დაიკლაკნა და ლოდქვეშ გაძრომას ლამობს. აჰა, უკვე ლოდქვეშ არის. ღმერთო,
ღმერთო, გვიანღაა! უზარმაზარმა ლოდმა მიწას მიასრისა, არაადამიანური
ტკივილისაგან იგი საზარლად კივის, ლოდი კი სულ უფრო და უფრო იწევს
ძირს და მთელი სიმძიმით აწვება მახინჯ კუდიანს. უკანასკნელად გაისმის
შემზარავი კივილი, ისეთი, როგორიც აქამდე არასოდეს გამიგონია. შემდეგ
გვესმის ძვლების ლაწუნი, ამ ხმამ ძარღვებში სისხლი გაგვიყინა, გავრბივართ,
გავრბივართ, სამივენი ზედ ვაწყდებით ქვის კარს, მაგრამ იგი სამუდამოდ
იხურება.
ყველაფერი ესრამდენიმე წამში მოხდა.
ახლა ფულატასაკენ გავექანეთ, წყეული კუდიანის დანას მისთვის გული
გაეპო, იმწამსვე მივხვდი, სიცოცხლე აღარეწერა.
_ ოჰ, ბუგვან, ვკვდები! _ დაიჩურჩულა ფულატამ, თან სული ეგუბებოდა,
_ გაგულა გაცოცდა... არ დამინახავს... ცუდად ვიყავი...მერე ქვა ნელ-ნელა
დაეშვა დაბლა. გაგულა გაბრუნდა და ტალანში დაიწყო ცქერა, მერე დავინახე, როგორ შემოძვრა კარქვეშ, თანდათანობით რომ ეშვებოდა, მაშინ ხელი
წავავლე და დავაკავე. მაგრამ... დანა დამცა... ბუგვან, ვკვდები.
_ საბრალო, საბრალო ფულატა! _ წამოიძახა გუდმა და უეცრად თითქოს
მეტი ვეღარაფერი მოიფიქრაო, მივარდა და კოცნა დაუწყო.
_ ბუგვან, _ თქა ფულატამ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, _ მაკუმაზმანი აქ
არის თუ არა? თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვხედავ.
_ აქა ვარ, ფულატა.
_ მაკუმაზმან, მათხოვე შენი ენა, ბუგვანს არ ესმის ჩემი ლაპარაკი, მინდა,
რამდენიმე სიტყვა ვუთხრა, ვიდრე წყვდიადი ჩამნთქავს.
_ ილაპარაკე, ფულატა, ყველაფერს გადავუთარგმნი.
_ გადაეცი ბუგვანს, ჩემს ბატონს, რომ... მიყვარს, მიყვარს და მიხარია, რომ
ვკვდები, რადგან ბუგვანს, ვიცი, არ შეუძლია თავისი ცხოვრება ჩემსას
დაუკავშიროს, ისევე, როგორც მზეს არ შეუძლია ბნელეთს შეეუღლოს.
უთხარი, ზოგჯერ ასე მეგონა, ჩემს გულში ჩიტი ფრთხიალებდა. ჩიტს
გულიდან ამოფრენა და სიმღერა სურდა. აჰა, ტვინი მეყინება და ხელს ვეღარ
ვანძრევ, მაგრამ ახლაც კი, ახლაც არვგრძნობ, თუ ეს გული უნდა მოკვდეს. იგი
ისეა სიყვარულით სავსე, ათას წელსაც არ დაბერდებოდა, არ დაბერდებოდა,
რომ მეცოცხლა. უთხარი, თუ კიდევ დამიბრუნდა სიცოცხლე... იქნებ
ვარსკვლავეთში შევხვდე... გადაეცი, ვარსკვლავეთში ყველგან დავძებნი,
თუმცა შეიძლება იქაც შავკანიანი ვიყო, უთხარი. არა, მაკუმაზან, ნურაფერს
ეტყვი, ნურაფერს ეტყვი იმის გარდა, რომ მიყვარს... ოჰ, მიმიკარ მკერდზე,
ბუგვან, ვეღარა ვგრძნობ შენს მკლავებს... ოჰ, ბუგვან, ბუგ...
_ მოკვდა! მოკვდა! _ დაიყვირა გუდმა და წამოდგა, სახეზე ცრემლები
ჩამოსდიოდა.
_ ნუ გლოვობთ ასე ძლიერ, მეგობარო, _ უთხრა სერჰენრიმ.
_ რა გიდათ ამით თქვათ?
_ მხოლოდ ის, რომ მალე გაიზიარებთ ფულატას ბედს. განა ვერ ხედავთ,
რომ ცოცხლად დავიმარხეთ?
ჩვენ იმდენად თავზარდაცემულები ვიყავით ფულატას სიკვდილით, რომ
ამ წუთამდე არც გვიფიქრია, რა მოხდა, რა საშინელება დაგვატყდა თავს. ახლა
უცებ ყველაფერს მივხვდით. უზარმაზარი ლოდი დაეშვა, დაეშვა სამუდამოდ,
რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა კარის საიდუმლო, ახლა
გაჭეჭყილი იწვა ლოდქვეშ. უაზრობა იყო იმაზე ფიქრიც კი, რომ როგორმე
გაგვეტეხა ეს კარი; ამას მხოლოდ დინამიტით თუ შევძლებდით.
ჩვენ მიწის ქვეშ გამომწყვდეულები აღმოვჩნდით. რამდენიმე წუთს
გაშეშებულები ვიდექით ფულატას გვამთან, თავზარდაცემულები
ვფიქრობდით, რომ ნელი წამებით სიკვდილი გველოდა; შიმშილით,
უწყლობით ამოგვხდებოდა სული. მხნეობამ გვიმტყუნა. ახლა ჩვენთვის
ყველაფერი ცხადზე უცხადესი შეიქნა. იმ ეშმაკეულმა გაგულამ წინასწარ
გაგვიწყო ხაფანგი. ეს იყო მისი მორიგი «ხუმრობა". მხოლოდ მის ღვარძლიან
ტვინში შეიძლებოდა მომწიფებულიყო ასეთი ბოროტი აზრი. ამ კუდიანსეწადა, დაეღუპა სამი თეთრკანიანი, რატომღაც იმთავითვე რომ ამოიძულა.
დაეღუპა ნელი სიკვდილით განძეულს შორის, რომელსაც ასე ხარბად
დაეძებდნენ. ახლაღა მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, როცა ღამურასავით
დაფარფატებდა საგანძურში და გვთავაზობდა გვეჭამა და გვესვა ალმასები.
ალბათ საბრალო და სილვესტრასაც ასე «გაეხუმრა" ვიღაც. იმიტომ თუ მიაგდო
და მიატოვა ზღურბლზე ქვებით სავსე გუდა.
_ მეტი სიმხნევე გვმართებს, _ თქვა სერ ჰენრიმ აღელვებისაგან
ჩახლეჩილი ხმით, _ ჭრაქი მალე ჩაქრება. ვიდრე ანათებს, ვეძებოთ, იქნებ
მივაგნოთ ზამბარას, ამ ლოდსრომ ამოძრავებს.
სასოწარკვეთილებამ ძალა გაგვიორკეცა და გასასვლელისაკენ გავექანეთ.
წებოვან სისხლში მდგარნი ვათვალიერებდით კედელს, მაგრამ ბერკეტის ან
ზამბარის მსგავსი არაფერი ჩანდა.
_ მერწმუნეთ, ამ მხრიდან კარის გაღება არშეიძლება, _ ვთქვი მე. _ აქედან
რომ იღებოდეს, გაგულა თავს არ გასწირავდა და ლოდქვეშ არ გაძვრებოდა.
იცოდა, რაც იყო და ამიტომ ცდილობდა გაქცეულიყო. წყეულიმც იყოს მისი
სახელი.
_ ყოველ შემთხვევაში, _ თქვა სერ ჰენრიმ და ნერვიულად გაიცინა, _
მისაგებელი მალე მიეგო! გაგულა საზარელი სიკვდილით მოკვდა, მაგრამ არც
ჩვენ დაგვადგება კარგი დღე. კარს არაფერი ეშველება. გავბრუნდეთ ისევ
საგანძურთან.
სამივენი საგანძურისაკენ წავედით. რამდენიმე ნაბიჯი რომ გავიარეთ,
დაუმთავრებელ კედელთან თვალი მოვკარი სანოვაგიან კალათას, საბრალო
ფულატას რომ მოჰქონდა. ავიღე და განძეულით სავსე ოთახში შევიტანე. ეს
ოთახი სულ მალე ჩვენს სამარედ უნდა ქცეულიყო.
შემდეგ ისევ გამოვბრუნდით. მოკრძალებით გადავიტანეთ ფულატას
გვამი, ოქროთი ავსილი ყუთების გვერდით დავასვენეთ, თავად მიწაზე
დავსხედით და ყუთებს ზურგით მივეყრდენით.
_ მოდით, გავანაწილოთ საჭმელ-სასმელი, რომ რაც შეიძლება დიდხანს
გვეყოს, _ თქვა სერჰენრიმ.
იმწამსვე გავინაწილეთ ყველაფერი, რაც კალათაში იყო. ყოველ ჩვენგანს
ერგო ოთხი-ხუთი ძალზე მცირე ულუფა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს
საჭმელი ორი დღე თუ გაგვატანინებდა თავს. ბილტონგის გარდა, კალათში
იდგა წყლით სავსე ორი ბოთლი; თითო ბოთლი თითო კვარტ წყალს იტევდა.
_ ახლა კი, _ ნაღვლიანად თქვა სერ ჰენრიმ, _ შევჭამოთ ცოტა რამ და
წყალი დავლიოთ, თუმცა სულ ერთია, სიკვდილს მაინც ვერსად გავექცევით.
შევჭამეთ თითო ნაჭერი ხორცი და თითო ყლუპი წყალი დავაყოლეთ;
რასაკვირველია, მადა სრულებით არ გვქონდა, მაგრამ კუჭი მაინც თავისას
ითხოვდა. ცოტა დავნაყრდით, თავი უკეთ ვიგრძენით, წამოვდექით და
გულმოდგინეთ შევუდექით საგანძურის დათვალიერებას. ვსინჯავდით ჩვენი
ციხის კედლებს, ვაკაკუნებდით ზედ, თან ოდნავი, სულ ოდნავი იმედიგვქონდა, რომ სადმე ვიპოვიდით გასასვლელს. მაგრამ, ვაი რომ, ყველაფერი
ამაო იყო.
თუმცა ვინ დატოვებდა გასასვლელს ან ხვრელს იქ, სადაც ასეთი
განძეული ინახებოდა? ჭრაქის შუქი მიმკრთალდა. ზეთი თითქმის ამოიწვა.
_ ქუოტერმენ, _ მითხრა სერ ჰენრიმ, _ მუშაობს თუ არა თქვენი საათი, რა
დროა?
საათი ჯიბიდან ამოვიღე და დავხედე. ნაშაუდღევის ექვსი საათი იყო.
მღვიმეში კი დილის თერთმეტ საათზე შემოვედით.
_ ალბათ ინფადუსი მოიფიქრებს რამეს, კურტის, _ ვთქვი მე. _ ამ საღამოს
რომ არმივალთ, დილიდან ძებნას შეუდგებიან.
_ ამაოდ დაგვიწყებს ძებნას, რადგან არ იცის არც კარის საიდუმლო და
არც ის, სად არის იგი დატანებული. აქამდე ეს გაგულას გარდა ძეხორციელმა
არ უწყოდა, ახლა კი, საერთოდ, არავინ იცის. ინფადუსმა კარი კიდეც რომ
იპოვოს, ვერ შემოამტვრევს. კუკუანელთა მთელი არმიაც რომ მოადგეს, ხუთი
ფუტის სისქის კედელს ვერაფერს დააკლებს. მეგობრებო, ჩვენ აღარაფერი
დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ დავემორჩილოთ ბედს და ღვთის განგებას
მივენდოთ. განძეულის ძიებამ ძალიან ბევრი მიიყვანა სიკვდილის კარამდე.
ჩვენც მათ რიცხვს მივემატებით. ეს არის და ეს.
ჭრაქი ძლივსღა ბჟუტავდა. უეცრად იფეთქა და გაანათა მთელი
საგანძური: თეთრი ეშვები, ოქროთი სავსე ყუთები, მათ წინ განრთხმული
ფულატას ცხედარი, მოციმციმე ალმასები, ზღურბლზე მიგდებული სავსე
გუდა და შეშლილი, გაწამებული სახეები სამი თეთრკანიანისა, სიკვდილის
მოლოდინში იატაკზერომ ისხდნენ.
ალი უკანასკნელად აციმციმდა და ჩაქრა.
თავი XVIII
სასოწარკვეთილნი
არ ძალმიძს აღვწერო ის საზარელი ღამე. მხოლოდ გულმოწყალე ძილმა,
დროდადრო თავს რომ წაგვართმევდა ხოლმე, გადაგვატანინა
წარმოუდგენელი ტანჯვა-წამება. მართალია, დაღლილობამ თავისი ქნა, მაგრამ
დიდხანს ძილი მაინც არ შეგვეძლო. წუთითაც არ მშორდებოდა ფიქრი იმაზე,
რომ უეჭველად უნდა დავღუპულიყავით. ეს ფიქრი ამქვეყნად ყველაზე მხნე
და გაბედულ ადამიანსაც კი შეაძრწუნებდა, თორემ მე რა ვიყავი! გარდა ამისა,
თვით სიჩუმე ისეთი უსასრულო და იმდენად დამთრგუნველი იყო, რომ ძილი
წამისწამ მიფრთხებოდა.
მკითხველო! ეგებ შენც გაგიტარებია უძილო ღამე, შენც შეუწუხებიხარ
მტანჯველ სიჩუმეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არავითარი წარმოდგენა არა
გაქვს იმაზე, რა საზარელი და თითქმის ხელშესახებიც კი შეიძლება იყოსსრული სიჩუმე. ზემოთ, დედამიწის ზედაპირზე, მუდამ რაღაც მოძრაობს,
მუდამ გაისმის ხმები. შეიძლება ეს ხმები ვერც კი მისწვდეს კაცის სმენას,
მაგრამ ისინი მაინც ადუნებენ სრულ სიჩუმეს. აქ კი, ამ მღვიმეში ხმა არსაიდან
აღწევდა. ჩვენ დამარხულები ვიყავით უზარმაზარი მთის ქვეშ, რომლის
მწვერვალიც თოვლს დაეფარა. იქ, ზემოთ, ათასიფუტის სიმაღლეზე ცივი ქარი
თეთრი თოვლის ფანტელებს ხვეტდა, მაგრამ მისი ზუზუნი ჩვენს ყურამდე არ
აღწევდა. გრძელი ტალანი და ხუთიფუტის სისქის კედელი გვაშორებდა თვით
იმ საზარელი სიკვდილის სავანესაც კი. მაგრამ მკვდრებს ხომ სიჩუმე უყვართ.
ცისა და მიწის არტილერიისათვის რომ მოეყარათ ერთად თავი, მისი გრიალიც
კი არ მოაღწევდა აქამდე. დიახ, ცოცხლად ვიყავით დამარხულები და ჩვენი
სამარე მთელ სამყაროს მოწყვეტილი იყო.
უეცრად საოცარი სიმწვავით შევიგრძენი, რა სასტიკად, რა უწყალოდ
დაგვცინა ბედმა. ირგვლივ ეწყო განძეულობა, რითაც შეგვეძლო
გაგვესტუმრებინა ქვეყნის ნაციონალური ვალი, ან აგვეგო ჯავშნოსანთა
მთელი ფლოტილია, მაგრამ ჩვენ სიხარულით შეველეოდით ამ სიმდიდრეს,
ოღონდ კი აქედან გასვლის მცირეოდენი იმედი მაინც გვქონოდა. სულ მალე
ალბათ სიხარულით გავცვლიდით ამ ალმასებს ერთ ლუკმა პურზე ან ჭიქა
წყალზე, მერე კი იმაზეც, რომ ჩვენს ტანჯვას რაც შეიძლებოდა ჩქარა
მოღებოდა ბოლო. მართლაც, სიმდიდრე, რომლის დასაგროვებლადაც
ადამიანები სიცოცხლეს არ იშურებენ, სულის ამოხდის ჟამს კარგავს თავის
ფასს.
დრო ზანტად მიიზლაზნებოდა.
_ გუდ, _ უეცრად წამოიძახა სერ ჰენრიმ და მისი ხმა დაძაბულ სიჩუმეში
შემზარავად გაისმა. _ ასანთისრამდენიღერი დაგვრჩა?
_ რვა, კურტის.
_ აანთეთ ერთი, ნახეთ, რა დროა.
გუდმა ასანთი აანთო, მისმა ალმა ამ უკუნი სიბნელის შემდეგ პირდაპირ
თვალი მოგვჭრა.
ჩემი საათის ისარი დილის ხუთს უჩვენებდა. ახლა ჩვენს ზემოთ
ამომავალი მზის სხივები ალბათ ვარდისფრად აელვარებენ მთის
მწვერვალებს, გრილი ქარი კიღამის ნისლს ხეობისკენ ერეკება.
_ უთუოდ უნდა გადავყლაპოთ თითო ლუკმა საჭმელი, რომ ძალა
შევინარჩუნოთ, _ ვთქვი მე,
_ რისთვის? _ მომიგო გუდმა. _ რაც უფრო ადრე დავიხოცებით, მით
უკეთესი იქნება.
_ ვიდრე ადამიანი ცოცხლობს, იმედი არ უნდა გადაიწყვიტოს, _ ჩაურთო
სერჰენრიმ.
ჩვენ ნაჩქარევად გადავყლაპეთ ორიოდე ლუკმა ბილტონგი და თითო
ყლუპი წყალი დავაყოლეთ. გამოხდა მცირე ხანი. სერ ჰენრიმ წინადადება
მოგვცა, კართან მივსულიყავით და რაც ძალა და ღონე შეგვწევდა, გვეყვირა,
რადგან გულის სიღრმეში მაინც გვიღვივოდა იმედი, იქნებ ჩვენი ხმა ზემოთვინმემ გაიგონოსო. გუდი ხელის ცეცებით მიადგა კარს და ქაჯივით მოჰყვა
ყვირილს. ამგვარი ხმა ჩემს სიცოცხლეში არსად გამეგონა, მაგრამ მერე რა,
გინდ მას ეყვირა და გინდ კოღოს ებზუვლა სადმე!
გუდმა ყვირილი შეწყვიტა და ჩვენკენ წამოვიდა. ყელი გაშრობოდა და
ისე საშინლად სწყუროდა, შეუძლებელი იყო, წყალი არ დაელია. ამის შემდეგ
გადავწყვიტეთ, აღარ გვეყვირა, რადგან ეს შეამცირებდა ჩვენს ისედაც მცირე
წყლის მარაგს.
კვლავ დავსხედით და ზურგით ალმასებით სავსე ყუთებს მივეყრდენით.
ჰმ, ვისთვის რა საჭირო იყო ახლა ეს ალმასები? დიდხანს ვისხედით ასე
უმოქმედოდ, გაუნძრევლად, რაც ჩვენს მდგომარეობაში ნამდვილად
აუტანელი იყო. სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. სერ ჰენრის ფართო მხარზე
მივეყრდენი და ავქვითინდი. დარწმუნებული ვარ, გუდიც ძლივს იკავებდა
ცრემლს და ხმაჩახლეჩილი ლანძღავდა თავს სისუსტისათვის. მაგრამ რომ
იცოდეთ, რარიგ კეთილი და ამავე დროს მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო სერ
ჰენრი! მე და გუდი პატარა ბალღები რომ ვყოფილიყავით და ვინმეს
შევეშინებინეთ, მაშინაც კი ვერ გამოიჩენდა ამდენ სინაზეს ჩვენდამი. კურტისს
სრულიად გადაავიწყდა საკუთარი ტანჯვა და ყველაფერი მოიმოქმედა
იმისათვის, რომ ოდნავ მაინც დაემშვიდებინა ეს ორი სასომიხდილი ადამიანი.
მან გაიხსენა მრავალი შემთხვევა, როცა ჩვენსავით სასიკვდილოდ განწირულმა
ადამიანებმა რაღაც საოცარი შემთხვევის წყალობით ბოლოს მაინც თავი
დააღწიეს სიკვდილს. მერე მიხვდა, რომ მსგავსი ამბებით გულს ვერ
გაგვიმხნევებდა, ვერც დაგვამშვიდებდა და თქვა, ჩვენი მდგომარეობა
მხოლოდ წინა საფეხურია იმ გარდუვალი დასასრულისა, რომელიც ყველას
ელის. ჩვენი ტანჯვა მალე დამთავრდება და ყველაზე მშვიდი სიკვდილით
მოვკვდებითო (რაც, რასაკვირველია, წმინდა წყლის სიცრუე იყო).
შემდეგ ოდნავ შემკრთალმა წინადადება მოგვცა, განგებასა და
ბედისწერას მივნდობოდით. ჭკუაში დამიჯდა მისი რჩევა. საოცარი ხასიათი
აქვს სერჰენრის, ძალიან მშვიდი და ძლიერი კაცია.
ასე ღამესავით გაიწელა დღეც, თუკი, საერთოდ, შეიძლებოდა ამ უკუნი
წყვდიადისათვის დღე გვეწოდებინა. ასანთი ავანთე და კვლავ დავხედე საათს.
ისარი შვიდს უჩვენებდა.
კვლავ შევჭამეთ თითო ლუკმა საჭმელი და წყალი დავაყოლეთ. ამ დროს
უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა.
_ როგორ მოხდა, ამდენ ხანს უჰაერობით რომ არ ამოვიხრჩვით? _
ვიკითხე, _ აქ ცხელა, მაგრამ ჰაერი ადრინდელივით სუფთაა.
_ ღმერთო ჩემო, _ წამოიძახა გუდმა და ზე წამოიჭრა, _ აქამდეროგორვერ
მოვისაზრე? ჰაერი ქვის კარში ვერ შემოვა, რადგან იგი ჰერმეტულადაა
დახშული. აქ რომ საიდანმე ჰაერის ნაკადი არ შემოდიოდეს, დიდი ხანია,
სულს გავაცხებდით. მოდით, ვეძებოთ!
ამ სიტყვებმა გულში იმედი გაგვიღვიძა და ერთიანად გარდაგვქმნა. წამის
შემდეგ სამივენი იატაკზე დავფორთხავდით. დავდიოდით, ვამოწმებდითკედლებს, რომ გვეპოვა ჰაერის თუნდაც სულ უმნიშვნელო დინება. უეცრად
ხელი რაღაც ცივ საგანს მომიხვდა, _ ეს საბრალო ფულუტას სახე იყო. ჩემი
აღტყინება მყისვე ჩაქრა.
ერთ საათზე მეტს დავლასლასებდით აქეთ-იქით, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლოს მე და სერ ჰენრის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა და ძებნა
შევწყვიტეთ. ერთიანად დაშავებულ-დალილავებულები ვიყავით, რადგან
ბნელში წამისწამ ვაწყდებოდით სპილოს ეშვებს, ყუთებს, კედლებს. გუდს ჯერ
კიდევ არ გადაეწყვიტა იმედი, გულდაგულ განაგრძობდა ძებნას, თან ამბობდა,
უმოქმედობას ისევფუჭი ძებნა სჯობიაო.
_ მომისმინეთ, მეგობრებო, _ თქვა მან ბოლოს უცნაურად მოგუდული
ხმით, _ აბა, ერთი აქეთ მოდით!
თქმა არ უნდა, მაშინვე მისკენ გავექანეთ, ბნელში ვბორძიკობდით და
ერთმანეთს ვაწყდებოდით.
_ ქუოტერმენ, აბა დაადეთ ხელი აქ, გრძნობთ რამეს?
_ მე მგონია, აქ ჰაერი უნდა გადიოდეს.
_ აბა, ყური დაუგდეთ! _ თქვა გუდმა და იატაკზეფეხი დაჰკრა.
ხმა ბუგე იყო. ამან გულში კვლავ იმედის ნაპერწკალი გაგვიღვივა.
აცახცახებული ხელით ავანთე ასანთი და დავინახეთ, რომ ერთ-ერთ
კუთხეში ვიდექით. ჩვენ ქვეშ უდავოდ სიცარიელე იყო. სწრაფად
მოვათვალიერეთ იატაკი და ზედ რაღაც ბზარი შევამჩნიეთ. მაგრამ ეს რა არის?
ღმერთო ძლიერო, იატაკში ქვის რგოლია დატანებული! აღელვებისაგან ენას
ვერვაბრუნებდით, გული ისე ძალუმად გვიცემდა, ლაპარაკი აღარშეგვეძლო.
გუდს თან პატარა, კაუჭიანი დანა ჰქონდა. ამ კაუჭით ცხენს ფლოქვებში
გაკვეტებულ კენჭებს აცლიან ხოლმე. კაპიტანმა დანა გახსნა და შეეცადა, კაუჭი
რგოლისთვის მოედო. ნელ-ნელა შეაცურა ქვეშ და ფრთხილად მოსწია, რადგან
ეშინოდა, ქვის სიმძიმეს არ გაეტეხა. მალე რგოლი შეინძრა. მიუხედავად იმისა,
რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში გაუნძრევლად იდო, მისი ამოძრავება
შესაძლებელი გახდა. ეს იმიტომ, რომ ქვისაგან იყო გაკეთებული. რკინის
რგოლს ასე ადვილად როდი აამოძრავებდა კაცი. მალე რგოლი
ვერტიკალურად წამოიზნიქა, მაშინ გუდმა ხელი გაუყარა და მთელი ძალით
დაეჯაჯგურა, მაგრამ ამაოდ. ქვა არნებდებოდა.
_ მოდით, ახლა მე ვცდი, _ მოუთმენლად ვუთხარი. ქვა იმგვარად იყო
კუთხეში ჩაჭედილი, რომ ორი კაცი ერთდროულად ვერ მიუდგებოდა. ამიტომ
გუდმა თავისი ადგილი დამითმო. მე რგოლს ხელი წავავლე და, რაც კი
შემეძლო, გამოვქაჩე. არა, მეც ვერაფერს გავხდი.
მაშინ სერჰენრიმ შემცვალა, თუმცა ისიც ტყუილად დაშვრა.
გუდმა ხელახლა აიღო კაუჭი და ამოწმინდა ბზარი, საიდანაც საგანძურში
ჰაერი შემოდიოდა.
_ ახლა კი საქმეს შევუდგეთ, კურტის, _ თქვა მან, _ კაი მაგარი სამუშაო
გელით. მაგრამ არა უშავს, ორი კაცის ღონე მაინც გექნებათ. ერთი წუთით
მომითმინეთ! _ გუდმა მოიხსნა თავისი შავი ყელსახვევი, რომელსაც არასოდესიცილებდა და რგოლს გამოდო. ყელსახვევი მაგარი აბრეშუმის ძაფისაგან იყო
ნაქსოვი და ასე იოლად არ გაწყდებოდა, _ ქუოტერმენ, კურტის, მაგრად
ჩასჭიდეთ ხელი და როგორც კი გეტყვით, აბა, გასწიეთ-მეთქი, მთელი ძალით
გამოქაჩეთ.
სერ ჰენრიმ მთელი თავისი გოლიათური ძალა მოიკრიბა, მე და გუდმაც
შეძლებისდაგვარად წავაშველეთ ხელი.
_ მიდით, მიდით, დაიძრა! _ დაიყვირა სერ ჰენრიმ, თან სული
ეგუბებოდა. მესმოდა მისი ძლიერი კუნთების ტკაცუნი.
უეცრად გაისმარაღაც ხმა და ქვისფილა ნელ-ნელა გადმოიწია.
ხვრელში ჰაერის ნაკადი შემოიჭრა. ჩვენ ყველანი გულაღმა ვეყარეთ,
ზემოდან კი უზარმაზარი ქვის ფილა გვედო. მხოლოდ სერ ჰენრის
გოლიათურმა ძალამ გვიხსნა.
_ აანთეთ ასანთი, ქუოტერმენ, _ მითხრა სერ ჰენრიმ, როგორც კი
წამოვდექით და ცოტა სული მოვითქვით. _ ფრთხილად! ფრთხილად! აი, ახლა
კი გაჰკარით!
ასანთის შუქზე თვალი მოვკარი ქვის კიბის პირველ საფეხურს. ოჰ,
დიდება შენდა, უფალო!
_ როგორმოვიქცეთ ახლა? _ იკითხა გუდმა.
_ ეგრა საკითხავია. ჩავყვეთ ამ კიბეს და განგებას მივენდოთ.
_ მოითმინეთ, _ თქვა სერ ჰენრიმ, _ ქუოტერმენ, წამოიღეთ ბილტონგი და
წყალი, ჩემთვის არც ერთი ზედმეტი არიქნება.
მე ხელის ცეცებით გავბრუნდი იმ ადგილისკენ, სადაც ამ ცოტა ხნის
წინათ ყუთებზე ზურგმიყრდნობილები ვისხედით. უეცრად თავში
მოულოდნელმა აზრმა გამიელვა. ამ ბოლო დროს ალმასები აღარც კი
მოგვგონებია. მათზე ფიქრიც კი აუტანელი იყო. რადგან დაღუპვის პირად
სწორედ ამ ქვებმა მიგვიყვანა. ეს ხომ ასე იყო, მაგრამ მაინც ვიფიქრე, არაფერი
დაშავდება, რამდენიმე ცალი ალმასი თან რომ წავიღო, იქნებ ამ საზარელ
ხვრელს სასწაულით თავი დავაღწიოთ, მაშინ ხომ გამოგვადგება-მეთქი. ხელი
ჩავყავი პირველ ყუთში და ჩემი სანადირო ქურთუკის ჯიბეები ალმასებით
ავავსე. ბოლოს მესამე ყუთიდანაც ამოვიღე ორიოდე მუჭა მსხვილი ალმასი და
იმ ალმასებს ზემოდან დავაყარე.
_ მისმინეთ, მეგობრებო, _ დავიყვირე, _ ხომ არ წამოიღებთ ალმასებს? მე
ჯიბეებში ადგილი აღარ დამრჩა.
_ ოჰ, ეშმაკმა დასწყევლოს ეგ ქვები, _ მიპასუხა სერ ჰენრიმ, _ იმედი
მაქვს, ჩემს სიცოცხლეში მათ თვალით აღარ დავინახავ!
გუდმა კი სულაც არ გამცა ხმა. ვფიქრობ, იგი საბრალო ფულატას ნეშტს
ემშვიდობებოდა. საწყალი ფულატა, რა ძლიერ უყვარდა ჩვენი კაპიტანი! შენ,
ჩემო მკითხველო, მშვიდად ზიხარ შინ და ალბათ ფიქრობ, როგორ მიატოვეს
ასე გულგრილად ეს აურაცხელი ქონებაო. შეიძლება ჩვენი ასეთი
გულგრილობა უცნაურიც კი გეჩვენოს. მაგრამ უჭმელ-უსმელს ჩვენსავით
მიწისქვეშ რომ გაგეტარებინა მთელი ოცდარვა საათი, ცხადია, არც შენმოისურვებდი ალმასების თრევით თავი დაგემძიმებინა. ისიც მაშინ, როცა
სადღაც, ქვესკნელში უნდა ჩაჰყოლოდი კიბეს, რომ როგორმე თავი გეხსნა. მე
რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სისხლში არ მქონოდა გამჯდარი
ჩვეულება, არ გადამეყარა ის, რისი გამოყენებაც ასე თუ ისე, შეიძლებოდა,
რასაკვირველია, არც კი ვიფიქრებდი, ალმასებით ჯიბეები ამევსო.
_ წამოდით, ქუოტერმენ, _ მითხრა სერ ჰენრიმ, იგი უკვე კიბის
საფეხურზე იდგა. _ მშვიდად, მშვიდად! მე წინ ვივლი.
_ ფრთხილად იყავით, დაბლა შეიძლება უფსკრული იყოს!
_ ჩემი აზრით, უფსკრული კი არა, მღვიმე იქნება, _ თქვა სერ ჰენრიმ, თან
ნელ-ნელა ეშვებოდა დაბლა და საფეხურებს ითვლიდა.
თხუთმეტი საფეხურირომ ჩაითვალა, შედგა.
_ კიბე აქ წყდება, _ თქვა მან. _ მგონი, აქ ტალანი უნდა იყოს. ჩამოდით!
სერ ჰენრის კაპიტანი მიჰყვებოდა, სულ უკან კი მე მივდიოდი. კიბის
ბოლო საფეხურს რომ მივაღწიე, ასანთი ავანთე. ახლა ყუთში ერთი ღერი
ასანთიღა დაგვრჩა. ასანთის შუქზე დავინახეთ, რომ ვიწრო გვირაბში ვიმყო-
ფებოდით. გვირაბის ერთი შტო მარცხნივ მიემართებოდა, მეორე _ მარჯვნივ.
მეტი ვერაფერი დავლანდეთ. ნამწვმა თითები დამიწვა და ასანთიც ჩაქრა.
ახლა საკითხავი ის იყო, საით წავსულიყავით, მარჯვნივ გავყოლოდით
გვირაბს, თუ მარცხნივ გაგვეხვია? ვიდექით ბნელში და ვერაფერი
მოგვესაზრებინა. ცხადია, არ ვიცოდით, რას წარმოადგენდა ან საით მიდიოდა
ეს გვირაბები. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება გადავერჩინეთ,
მეორეს კი დავეღუპეთ. ვერ გადაგვეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავით, ვიდრე
გუდმა უეცრად არ გაიხსენა, რომ ჰაერის დინებამ ასანთის ალი მარცხნივ
გადახარა.
_ წავიდეთ იქით, საიდანაც ჰაერის ნაკადი მოდის, _ თქვა მან. _ ჰაერი
აქედან კი არგადის, გარედან შემოდის.
დავთანხმდით. კედელ-კედელ მივდიოდით და, ვიდრე ნაბიჯს
გადავდგამდით, მიწას ფრთხილად ვსინჯავდით ფეხით. ასე დავადექით
საზარელ გზას და თანდათანობით დავშორდით იმ წყეულ საგანძურს. თუ
ვინმეს უწერია, იქ ოდესმე ფეხი შედგას, რაც ვფიქრობ, არასოდეს მოხდება,
საბუთად იმისა, რომ ჩვენ, სამივენი მართლაც იქ ვიყავით, ნახავთ ძვირფასი
თვლებით სავსე ღია ყუთებს, ცარიელ ჭრაქს და საბრალო ფულატას
გამოხრულ თეთრძვლებს.
თხუთმეტიოდე წუთი ხელის ცეცებით მივყვებოდით გვირაბს, მაგრამ აი,
მან მკვეთრად მოუხვია, უეჭველია, იმ ადგილს მივაღწიეთ, სადაც ამ გვირაბს
მეორე კვეთდა. გავყევით მას და მცირე ხნის შემდეგ მესამე გვირაბში
მოვხვდით. რამდენიმე საათი ამგვარად დავეხეტებოდით. ასე გვეგონა, ქვის
ლაბირინთში მოვხვდით და მას თავს ვეღარასოდეს დავაღწევდით.
რასაკვირველია, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რას წარმოადგენდა ეს
გვირაბები, ვფიქრობდით, რომ ეს იყო სხვადასხვა მიმართულებით გაყვანილისაბადოს უძველესი გასასვლელები. ალბათ, ყველა გვირაბი საბადოს ძარღვს
გასდევდა.
ბოლოს სრულიად ილაჯგაწყვეტილები შევჩერდით. ხსნის იმედი აღარ
იყო. დარდით გული გვეწურებოდა. მაინც შევჭამეთ თითო ნაჭერი ბილტონგი
და უკანასკნელი ყლუპი წყალი დავაყოლეთ, რადგან ყელი საშინლად გვქონდა
გამშრალი. სწორედ რომ ბედის დაცინვა იყო: საგანძურში სიკვდილს თითქოს
იმისთვის დავაღწიეთ თავი, რომ აქ, ამ ერთმანეთში ახლართულ-
დახლართულ გვირაბებში დაგველია სული.
ვიდექით ასე დაღვრემილ-დაფიქრებულნი, აღარ ვიცოდით, რა გვეღონა
ანრა გზას დავდგომოდით.
უცებ თითქოს რაღაც ხმა შემომესმა. ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი და ჩემს
თანამგზავრებს ვთხოვე, ყური მიეგდოთ. დიახ, ეს ნამდვილად ხმა იყო, მაგრამ
ძალზე სუსტი და შორეული, თითქოს სადღაც წყალი მირაკრაკებსო. ვერ
აგიწერთ, რა ნეტარებამ შეგვიპყრო სამივენი, როცა ამდენი ხნის შემდეგ,
თითქმის ცოცხლად დამარხულებმა ძლივს გავიგონეთ რაღაც ხმის მსგავსი.
_ ვფიცავ, აქ სადღაც წყალი უნდა მირაკრაკებდეს, _ წამოიძახა გუდმა. _
წავიდეთ, რაღას ველით!
ისევ კედელ-კედელ მივყევით ტალანს. რაც უფრო წინ მივიწევდით, მით
უფრო გარკვევით გვესმოდა წყლის ჩხრიალი და ბოლოს ამ სამარისებურ
სიჩუმეში კარგა ძლიერადაც დაირხა ეს ხმა. წინ! წინ! ახლა საეჭვო აღარა იყო
რა, გარკვევით გვესმოდა წყლის ძლიერი ჩქერის ხმა. საოცარია, რა უნდოდა
წყალს აქ, მიწის სიღრმეში!
ახლა სულ ახლოს ვიყავით მისგან. გუდი გვეფიცებოდა, წყლის სუნი
მცემსო.
_ ფრთხილად იყავით, _ უთხრა სერ ჰენრიმ, _ მგონი წყალი აქ ახლოს
უნდა იყოს.
ამის თქმა-ღა მოასწრო, რომ შემოგვესმა წყლის შხაპუნი და გუდის
ყვირილი, დიახ, დიახ, ჩვენი კაპიტანი წყალში ჩავარდა.
_ გუდ! გუდ! სადა ხართ? _ ვყვიროდით დაფეთებულები. რომ იცოდეთ,
რა სიხარული ვიგრძენით, როცა შორიდან მოგვესმა მოგუდული ხმა.
_ საშიში არაფერია, კლდეს ჩავეჭიდე, აანთეთ ასანთი, რომ დავინახო,
საით გამოვცურდე!
მე საჩქაროდ ავანთე ასანთის უკანასკნელი ღერი, მის სუსტ ალზე, ზედ
ჩვენს ფეხებთან გამოჩნდა ჩაშავებული წყალი. თქმა არ უნდა, ამგვარ შუქზე
მდინარის მეორე ნაპირს ვერ დავინახავდით, მაგრამ ჩვენგან მოშორებით
თვალი მოვკარით გუდს, იგი კლდის ქიმს ჩაბღაუჭებული ეკიდა.
_ სხვა გზა არ არის, უნდა გამოვცურო, _ დაგვიყვირა გუდმა, _ მზად
იყავით, რომ წყლიდან ამოსვლისას ხელი შემაშველოთ.
შემდეგ ისევ შემოგვესმა წყლის შხაპუნი. გუდი მოცურავდა და
თავგანწირვით ებრძოდა ტალღებს. კიდევ წუთი და იგი უკვე ჩვენ გვერდით
იდგა. სერჰენრიმ ხელი გაუწოდა და, როგორც იქნა, წყლიდან ამოვათრიეთ. _ ღმერთმანი, _ თქვა კაპიტანმა, თან პირით ხარბად იჭერდა ჰაერს, _ იმ
კლდეს რომ არ მოვჭიდებოდი, ან ცურვა არ მცოდნოდა, ცუდად წავიდოდა
ჩემი საქმე. ჩქერი წარმოუდგენლად სწრაფია, ფსკერს კი ვერაფრით ფეხი ვერ
ჩავუწვდინე.
ცხადი იყო, წინფეხსაც ვერწავდგამდით.
გუდმა ცოტა დაისვენა და სული მოითქვა, ჩვენც ბლომად დავლიეთ
მიწისქვეშა წყალი და საკმაოდ გემრიელიც გვეჩვენა. ხელ-პირი დავიბანეთ,
რამდენადაც კი შეგვეძლო ჩამოვირეცხეთ ჭუჭყი. შემდეგ კი დავტოვეთ
აფრიკული სტიქსის ნაპირი და იმავე გვირაბს უკან გავყევით. გუდის სველი
ტანსაცმლიდან ტკაპატკუპით მოწვეთავდა წყალი, მაგრამ კაპიტანი ახლაც წინ
მიგვიძღოდა. ბოლოს მივაღწიეთ გზაგასაყარს, აქედან მარჯვნივ მეორე
გვირაბი გადიოდა.
_ რა გაეწყობა, უნდა ვცადოთ, _ მოქანცული ხმით თქვა სერ ჰენრიმ, _ აქ
ყველა გზა ერთნაირია, ვიაროთ, სანამ არ დავეცემით.
დიდხანს, ძალიან დიდხანს მივლასლასებდით გვირაბში. ამჯერად წინ
სერჰენრი მიგვიძღოდა.
უეცრად იგი შეჩერდა და დაიჩურჩულა:
_ შეხედეთ! რა არის ეს, ჭკუაზე ვიშლები, თუ მართლა შუქია?
ჩვენ თვალჩაციებით დავაცქერდით ბნელს. წინ, სადღაც შორს,
სარკმლისოდენად მართლაც მოჩანდა რაღაც მქრქალი შუქი. ეს შუქი იმდენად
სუსტი იყო, რომ მხოლოდ ჩვენს ბნელსშეჩვეულ თვალებს შეეძლო მისი
გარჩევა.
აღელვებისაგან სული შეგვეხუთა. იმედმა კვლავ გაგვინათა გული, მხნედ
მივაბიჯებდით წინ. ხუთი წუთის შემდეგ ეჭვი გაგვიქარწყლდა, _ დიახ, ეს
ნამდვილად შუქი იყო. კიდევ წამი და უკვე საღ, სუფთა ჰაერს ვისუნთქავდით.
დაღლილ-დაქანცულები სულ წინ და წინ მივიწევდით. უეცრად გვირაბი ისე
დავიწროვდა და დადაბლდა, რომ სერ ჰენრის ოთხზე სიარული უწევდა.
შემდეგ კი, შემდეგ, მელიის სოროსოდენა რაღაც ხვრელში მივძვრებოდით,
მაგრამ ეს სორო მიწაში გადიოდა. ქვის ტალანი უკან მოვიტოვეთ.
კიდევ ერთხელ დავატანეთ თავს ძალა და აჰა, სერ ჰენრი უკვე გაცოცდა
ხვრელიდან, მას მე და გუდი მივყევით. ოჰ, ღმერთო! მაღლით კურთხეული
ვარსკვლავები დაგვნათოდნენ, ხარბად ვისუნთქავდით სუფთა, კრიალა ჰაერს.
მაგრამ მოულოდნელად მიწა ფეხქვეშ ჩაგვემზღვლა და კისრისტეხით
დავქანდით ძირს. მივთელავდით მწვანე ბალახს, ვლეწავდით რბილ, ნოტიო
მიწაზეფეხმოკიდებულ ბუჩქებს.
როგორც იყო, ფესვს წავავლე ხელი, შევჩერდი, მერე ნელ-ნელა წამოვჯექი
და, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავიყვირე. დაბლიდან სერ ჰენრი
გამომეხმაურა, იგი ოდნავ წამოწეულ ადგილას გაჩხერილიყო.
ძლივძლივობით მივცოცდი მასთან. ეს ამოდენა კაცი სულს ძლივს იბრუნებდა,
თუმცა დაშავებით არა დაშავებოდა რა. შემდეგ ორივენი გუდის ძებნას
შევუდექით. ისიც იქვე ახლოს ვნახეთ, ფართოდ გაშლილ ორკაპა ფესვშიგაჭედილიყო. ძალიან იყო დაჟეჟილი, მაგრამ მალე მოვიდა გონს. სამივენი
ბალახზე დავსხედით. ნანახ-განცდილმა ისე იმოქმედა ჩვენზე, რომ
ბედნიერებისაგან, მგონი, ავტირდით კიდეც. ხუმრობა ხომ არ იყო, თავი
დავაღწიეთ საზარელ საპყრობილეს, რომელიც, ცოტას გაწყდა, სამარედ არ
გადაგვექცა. ალბათ რაღაც მოწყალე ძალამ წარმართა ჩვენი ნაბიჯი იმ მხარეს,
სადაც მთავრდებოდა გვირაბი და მელიის სორო იწყებოდა, _ დიახ, დიახ,
ნამდვილად სოროში მოვფორთხავდით.
აი, ცამ პირი გახსნა და მთის მწვერვალზე ათრთოლდა განთიადის
მაუწყებელი მოწითალო-მოვარდისფრო შუქი, მერე რუხი აისი დაუყვა მთის
ფერდობებს, დილის რიჟრაჟმა ფრთა გაშალა და დავინახეთ, რომ უზარმაზარი
საბადოს ფსკერზე ვიმყოფებოდით. იქვე მოჩანდა მღვიმეში შესასვლელიც.
ჩვენ წინ კი სამი ბუმბერაზი იჯდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის საზარელი
გვირაბები, რომელშიც მთელი ღამის განმავლობაში დავდიოდით, ოდესღაც ამ
ალმასის საბადოს უერთდებოდა. რაც შეეხება მიწისქვეშა მდინარეს, მხოლოდ
ერთმა ღმერთმა უწყის, საიდან მოდიოდა ან საით მიედინებოდა. პირადად მე
არავითარი სურვილი არა მაქვს, ვიკვლიო მისი გზა და კვალი.
მიწას თანდათანობით მოეფინა ნათელი. ახლა უკვე კარგად ვხედავდით
ერთმანეთს და, უნდა გამოგიტყდეთ, საშინელი სანახავები ვიყავით. ლოყები
და თვალები სამივეს ღრმად ჩაგვცვენოდა, თავით ფეხებამდე ჭუჭყსა და
მტვერში ამოგანგლულები ვიყავით. სხეული და ხელ-ფეხი ერთიანად
დაბეჟილ-დაჩეჩქვილი გვქონდა. სახეზე კი ღრმად აღგვბეჭდვოდა შიში, შიში
სიკვდილის წინაშე, რომელსაც ამდენი ხანი ვებრძოდით. ერთი სიტყვით,
ჩვენი შემხედვარე, თვით მზის სხივიც კი დაფრთხებოდა. ხომ ასე იყო, მაგრამ
გუდს მონოკლი ისევ თვალზე ჰქონდა. არა მგონია, რომ ამ ხნის განმავლობაში
ერთი წუთით მაინც მოეცილებინოს. ვერც წყვდიადში ხეტიალმა, ვერც
მიწისქვეშა მდინარეში ჭყუმპალაობამ, ვერც ამ ფერდობზე კისრისტეხით
კოტრიალმა ვერგაჰყარა ჩვენი კაპიტანი თავის მონოკლს.
ცოტა დავისვენეთ და წამოვდექით. გვეშინოდა, დაღლილ-დაქანცულებს
დიდხანს ჯდომით ფეხები არ დაგვბუჟებოდა. წამოვდექით და ნელ-ნელა
შევუდექით ამ უზარმაზარი ძაბრის ფერდობს. მთელი სხეული გვტეხდა და
გვტკიოდა, ამიტომ ყოველ ნაბიჯზე ვჩერდებოდით.
საათზე მეტი ჯიუტად მივყვებოდით აღმართს. ფრთხილად
მივაბიჯებდით ცისფერ მოლიპულ თიხაზე და ბალახსა და ფესვებს
ვებღაუჭებოდით.
აჰა, როგორც იქნა, დასრულდა ჩვენი მოგზაურობა, უკვე დიდ გზაზე
ვიდექით, ჩვენ პირდაპირკი სამი ბუმბერაზი მოჩანდა.
ასიოდე იარდზე, ქოხების წინ, კოცონი ენთო. ირგვლივ ხალხი უსხდა,
ჩვენც იქითკენ წავედით, ერთმანეთს ვეშველებოდით და წამისწამ
ვჩერდებოდით, რომ ცოტა სული მოგვეთქვა. უეცრად ვიღაც კაცი ფეხზე
წამოდგა, დაგვინახა თუ არა, მიწაზე დაეცა და შეშინებული აყვირდა.
_ ინფადუს, ინფადუს, ეს ჩვენა ვართ, შენი მეგობრები! ინფადუსი იმწამსვე წამოხტა და ჩვენკენ გამოქანდა. შიშისაგან
გაფართოებული თვალებით გვათვალიერებდა და ერთიანად კანკალებდა.
_ ოჰ, ჩემო მბრძანებლებო, ჩემო მბრძანებლებო, თქვენ ნამდვილად
მკვდართა ქვეყნიდან, მკვდართა სამყაროდან დაბრუნდით.
მოხუცი მეომარი ჩვენ წინაშე პირქვე დაემხო, სერ ჰენრის მუხლებზე
ხელები შემოაჭდო და სიხარულისაგან ხმამაღლა აქვითინდა.
თავი XIX
მშვიდობით , იგნოზი !
ათიოდე დღემ განვლო მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა საპყრობილეს თავი
დავაღწიეთ. ახლა კვლავ ლუუში, ჩვენს ქოხში ვიყავით. უცნაურია, მაგრამ
ჩვენი საზარელი თავგადასავლის შემდეგ მოვიკეთეთ კიდეც, მხოლოდ ჩემი
ჯაგარა თმა ერთიანად გამითეთრდა. გუდი კი ფულატას სიკვდილის შემდეგ
ძალიან გამოიცვალა. მე, როგორც ხანში შესული კაცი, ბევრს ვფიქრობდი
იმაზე, რაც თავს გადაგვხდა და მივედი დასკვნამდე, რომ ყველაფერი კარგად
დასრულდა. ფულატა რომ არ დაღუპულიყო, გამოუვალი მდგომარეობა
შეიქნებოდა. საცოდავი უბრალო ქალს როდი ჰგავდა, საოცრად ლამაზი,
მედიდური და საკმაოდ გონებაგახსნილი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც არ
იქნებოდა სასურველი, გუდს თავისი ბედი მისთვის დაეკავშირებინა.
საბრალომ აკი თავად თქვა: როგორც მზეს არ შეუძლია წყვდიადთან შეერთება,
ისე თეთრკანიანს შავკანიანთან შეუღლებაო.
თქმა არ უნდა, სოლომონ მეფის საგანძურში შესვლა აღარ გვიცდია. როცა
გონს მოვედით ყველა იმ საშინელების შემდეგ, რისი გადატანაც ამ
ორმოცდარვა საათში მოგვიხდა, კვლავ ჩავეშვით საბადოში იმ იმედით, რომ
ვნახავდით სოროს, რომლის მეოხებით ტყვეობას თავი დავაღწიეთ, მაგრამ
ამაოდ დავეძებდით მას. ჯერ ერთი, გაავდრდა და წვიმამ ჩვენი კვალი
გადარეცხა. გარდა ამისა, საბადოს ფერდობები მთლად დასერილი იყო
ჭიანჭველაჭამიასა და სხვა ცხოველების სოროებით, ამიტომ შეუძლებელი იყო
გარკვევა, რომელი იყო მათში ჩვენი მხსნელი. ვიდრე ლუუში
გავბრუნდებოდით, ერთხელ კიდევ დავათვალიერეთ სტალაქტიტებიანი
მღვიმის საკვირველებანი, რაღაც უცნაური მღელვარებით შეპყრობილებმა
ერთხელ კიდევ მოვინახულეთ მკვდართა სავანე, თეთრი სიკვდილის
შემართული შუბის ქვეშ გავძვერით და დიდხანს შევყურებდით ქვის კედელს,
რომელმაც იმ დღეს გზა ჩაგვიკეტა და გადარჩენის იმედი მოგვისპო.
შევცქეროდით გრძნობით, რომლის გადმოცემაც ჩემთვის ძნელია. ამ წუთებში
სამივენი ვფიქრობდით აურაცხელ სიმდიდრეზე, უცნაურ ბებერ კუდიანზე და
მშვენიერ ფულატაზე, ვისი აკლდამის კარიც სამუდამოდ იყო დახშული
ყველასთვის. მე მოგახსენეთ, კედელს შვცქეროდით-მეთქი. იმიტომ რომ, თუმცა ბევრი
ვეძებეთ, ასაწევი კარის ნიშანწყალიც კი ვერსად ვნახეთ და, რასაკვირველია,
ვერ გავიგეთ იმ მექანიზმის საიდუმლოც, რომელიც ამ კარს ამოძრავებდა. ასე
რომ, ის კარი ყველასთვის სამუდამოდ დაკარგულია. ბოლოს და ბოლოს
გაბრაზებულებმა შევწყვიტეთ ძებნა. ეს უზარმაზარი ქვა ჩვენ თვალწინ
მართლა რომ აწეულიყო, გამბედაობა არც კი გვეყოფოდა, გადაგვებიჯებინა
გაგულას დასახიჩრებული გვამისათვის და საგანძურში შევსულიყავით. არა,
არა, რომ კიდეც დავერწმუნებინეთ ვინმეს, იმ ალმასებს ხელში ჩაიგდებთო,
მაინც ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს. მიუხედავად ამისა, ჯავრით ლამის
ავტირდი, როცა გავიფიქრე, რა უთვალავი სიმდირერჩებოდა ამ კედელს იქით.
ეს იყო ალბათ უდიდესი განძი, რომელიც კი ადამიანის ხელს ოდესმე
დაეგროვებინა, მაგრამ რა უნდა გვეღონა? მხოლოდ დინამიტს შეეძლო
ჩვენთვის გზა გაეკაფა ხუთი ფუტის სისქის კლდეში. ასე რომ, დავტოვეთ ეს
საზარელი ადგილი. იქნებ შორეულ მომავალში, სხვა, უკეთეს საუკუნეში,
ჩვენზე უფრო ბედნიერმა მკვლევარმა შემთხვევით მიაგნოს კარის
საიდუმლოს, წარმოთქვას ჯადო სიტყვა «სეზამ, გაიღე!" და მსოფლიოს
ბაზრები ძვირფასი ქვებით აავსოს. მაგრამ მაინც მგონია, რომ ხის სამ ყუთში
ჩაყრილი ის ძვირფასი თვლები ვერასოდეს შეამკობენ ულამაზეს ასულთა და
მანდილოსანთა თეთრ ყელს და, ვიდრე სამყარო ირსებებს, ის განძიც ისევე
ხელუხლებლად იდება ბნელ დარანშიფულატას ძვლებთან ერთად.
გაწბილებულებმა დავტოვეთ იქაურობა და მეორე დღეს ლუუსკენ
მიმავალ გზას დავადექით. უნდა ვთქვა, ჩვენი მხრივ უმადურობა იყო, ასე
გულდაწყვეტილები რომ მივდიოდით. ალბათ გახსოვს, მკითხველო, ვიდრე
საპყრობილეს სამუდამოდ მივატოვებდით, მე ყოველი შემთხვევისათვის
ქურთუკის ჯიბეები ალმასებით ავივსე. ბევრი ძვირფასი ქვა დაკარგულიყო,
როცა ფერდობზე დავგორდი, მათ შორის ის მსხვილი ალმასებიც, ზემოდან
რომ დავაყარე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ბლომად დამრჩა: თვრამეტი
მსხვილი ქვის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ოცდაათიდან ას
კარატამდე იწონიდა. დიახ, ჩემი ძველი ქურთუკის ჯიბეებში კიდევ იმდენი
ძვირფასეულობა იყო, რომ ჩვენ ყველანი მილიონერები თუ არა, ძალზე
მდიდარი ადამიანები მაინც ვიყავით. ამასთან, მთელს ევროპაში ალმასების
ასეთი კოლექცია არავის ექნებოდა. ასე რომ, საწუწუნო და ბედის სამდურავი
არაფერი გვქონდა
ლუუში რომ მივედით, იგნოზი სიხარულით შემოგვეგება. მშვენივრად
გამოიყურებოდა, თუმცა საქმე თავსაყრელი ჰქონდა. ტახტი უნდა
განემტკიცებინა და გარდაექმნა პოლკები, რომელთაც თუალასთან ბრძოლაში
ძალზე დიდი დანაკლისი განიცადეს.
მეფემ დიდი ყურადღებით მოისმინა ჩვენი თავგადასავალი. გაგულას
საზარელი სიკვდილირომ გაიგო, დაფიქრდა.
_ მოდი აქ! _ იხმო მან მოხუცი ინდუნუ (უხუცესი) დაახლოებულ პირთა
რიცხვიდან, რომლებიც მოშორებით ისხდნენ და ჩვენი საუბარი არესმოდათ. მოხუცი წამოდგა. მეფეს ეახლა, მოწიწებით დაუკრა თავი და დაჯდა.
_ შენ კარგა დიდი ხნის კაცი იქნები, _ უთხრა იგნოზიმ.
_ დიახ, ჩემო მბრძანებელო, შენი მამის მამა და მე ერთ დღესა ვართ
დაბადებულნი.
_ მითხარი, ბავშვობაში იცნობდი გაგულას?
_ დიახ, ჩემო მბრძანებელო.
_ იმ დროს გაგულაც ბავშვი იქნებოდა, არა?
_ არა, ჩემო ბატონო, ახლა რომ არის, ზუსტად ასეთი იყო, ის კი არა,
პაპაჩემის ყმაწვილკაცობაშიც სწორედ ასეთივე სახედაღარული, მახინჯი,
მიხრწნილი და ბოროტებით სავსე ყოფილა.
_ გაგულა აღარარის, გაგულა მოკვდა.
_ მესმის, ჰოი მეფეო. თუ ასეა, ოდინდელი წყევლა მოეხსნება ჩვენს
ქვეყანას.
_ კარგი, წადი!
_ მივდივარ, შავო ლეკვო, ბებერი ძაღლის მკვლელო.
_ ხომ ხედავთ, ძმებო, _ გვითხრა იგნოზიმ, _ გაგულა ძალიან უცნაური
ქალი იყო და მე კმაყოფილი ვარ, რომ მოკვდა. იმ ბნელ მღვიმეში თქვენი
ცოცხლად დამარხვა ეწადა, შემდეგ იქნებ რამე ხერხი ეღონა და მეც მოვეკალი,
როგორც ერთ დროს მოკლა მამაჩემი და ტახტზე თუალა აიყვანა. თუალა ხომ
ძალიან უყვარდა. ახლა კი გთხოვთ, განაგრძოთ თქვენი თავგადასავალი,
რომლის მსგავსი ჯერარავის გადახდენია.
მე ვუამბე იგნოზის ჩვენი გადარჩენის ამბავი, ამასთან, ვისარგებლე
შემთხვევით და ვუთხარი, თქვენი ქვეყნიდან უნდა წავიდეთ-მეთქი. მე, სერ
ჰენრიმ და გუდმა ამაზე წინასწარმოვითათბირეთ.
_ ახლა კი, იგნოზი, ჩვენი გამოთხოვების ჟამი დადგა. ჩვენ კვლავ უნდა
გავუყვეთ გრძელ გზას სამშობლოსაკენ. მისმინე, იგნოზი, შენ ჩვენთან ერთად
მოხვედი აქ ღარიბ-ღატაკი და უთვისტომო, ჩვენი მსახური იყავი, ახლა კი
ძლევამოსილი მეფე ხარ. თუ ჩვენდამი მადლობის გრძნობა გიღვივის გულში,
ნუ დაივიწყებ, რაც გვითხარი, მოიქეცი ისე, როგორც ამას გვპირდებოდი;
მართე ქვეყანა სამართლიანად, პატივი დასდე კანონს, ნურავის მოკლავ
უმიზეზოდ, იცოდე, მხოლოდ მაშინ იქნები ბედნიერი, თუ შეასრულებ, რაც
გითხარი. ხვალ გარიჟრაჟზე კი გამოგვაყოლე მეომრები, რომ მთებზე
გადასვლაში დაგვეხმარონ. რად დაღონდი, მეფეო, უარის თქმას ხომ არ
აპირებ?
იგნოზიმ თვალებზე ხელები აიფარა და ერთხანს ხმა არგაუღია.
_ გული მეტკინა, _ თქვა ბოლოს, _ თქვენმა სიტყვებმა გული ორად
გამიპო. რა დაგიშავეთ, ინკუბუ, მაკუმაზან და ბუგვან, რატომ გინდათ
მომაყენოთ ასეთი მწუხარება, რად უნდა დამტოვოთ?! თქვენ ხომ ბრძოლაში
გვერდით მედექით, ნუთუ დამტოვებთ გამარჯვების ჟამს, როცა ირგვლივ
სრული სიმშვიდეა? რა გნებავთ? ცოლები? აირჩიეთ, ვინც კი მოგეწონებათ;
საცხოვრებელი ადგილი? მთელი ქვეყანა თქვენს განკარგულებაშია; ისეთისახლები გნებავთ, თეთრკანიანები რომ ცხოვრობენ? ასწავლეთ ჩვენს ხალხს,
როგორ ააგონ და სახლებიც გექნებათ; საქონელი გინდათ, რძე ან ხორცი? _
ყოველი ჩემი დაოჯახებული მამაკაცი მოგგვრით ხარს ან ძროხას. ნადირობას
მოიწადინებთ? განა ირმები ჩემს ტყეებში არ დაეხეტებიან ან ბეჰემოტებს
ლელიანებში არ სძინავთ? იქნებ გულში ბრძოლის ჟინი გიღვივით? ჩემი
ჯარები თქვენს განკარგულებას ელიან. თუ გარდა იმისა, რაც ახლა
ჩამოვთვალე, რამის ბოძება, ან რაიმე თხოვნის შესრულება კიდევ შემიძლიან,
მითხარით და არც იმას დავიშურებ.
_ არა, იგნოზი, _ ვუთხარი. _ ჩვენ არაფერი გვინდა, გარდა იმისა, რომ
სამშობლოში დავბრუნდეთ და საკუთარი კერა მოვიძიოთ.
_ მაშ ასე, _ მწარედ თქვა იგნოზიმ და თვალებში ნაპერწკლებმა გაუელვა.
_ თქვენ ეგ ბრჭყვიალა ქვები ჩემზე, თქვენს ძველ მეგობარზე მეტად გიყვართ.
ახლა ქვები ხელთ იგდეთ, ნატალში დაბრუნდებით, გადასერავთ შავ მღვრიე
წყალს, რომ გაყიდოთ ისინი და მდიდრები შეიქნათ. ეს არის ყოველი თეთრი
ადამიანის სურვილი და მისწრაფება. წყეულიმც იყოს ეგ ქვები, წყეულიმც
იყოს, ვინც მათ ეძებს, სიკვდილი იმას, ვინც ფეხს შეადგამს მკვდართა სავანეში
სიმდიდრის საძებნელად. მე ვთქვი! შეგიძლიათ წაბრძანდეთ, თეთრკანიანებო!
_ იგნოზი, _ ვუთხარი და ხელი ხელზე შევახე. _ მიპასუხე, შენ რომ
ზულუსების ქვეყანაში მოგზაურობდი, მერე კი ნატალში თეთრკანიანებს
ემსახურებოდი, განა გული არ გეწეოდა ქვეყნისაკენ, რომელზედაც დედაშენი
იმდენ რამეს გიამბობდა? განა არ გენატრებოდა მშობლიური მხარე, სადაც
პირველად აგეხილა თვალი, სადაც თამაშობდი; განა გული სამშობლოსკენ არ
მიგიწევდა?
_ დიახ, მაკუმაზან.
_ აი, ასევე გვენატრება ჩვენც ჩვენი სამშობლო.
ჩამოვარდა სიჩუმე.
_ მესმის, რასაც ნიშნავს ეგ სიტყვები, მაკუმაზან, _ დაარღვია დუმილი
იგნოზიმ; ხმაშეცვლილი ლაპარაკობდა. _ როგორც ყოველთვის, ახლაც
ბრძნულად მსჯელობ. ფრენას შეჩვეულს მიწაზე ფორთხვა არ ძალუძს.
თეთრკანიანს არ შეუძლია ზანგივით იცხოვროს. დიახ, თქვენ უნდა წახვიდეთ.
უნდა წახვიდეთ, მაგრამ ჩემი გული სევდით არის სავსე, იმიტომ რომ იქიდან,
სადაც თქვენ იქნებით, თქვენს ამბავს ვერავინ მომაწვდის. მაგრამ, მისმინეთ.
და, დაე, ჩემი სიტყვა გაიგოს ყველამ! დღეიდან გზა იმ მთებზე ყველა
თეთრკანიანისათვის დაკეტილია, მაშინაც კი, თუ ვინმე შეძლებს აქამდე
მოაღწიოს. მე ჩემს ქვეყანაში არშემოვუშვებ თოფებითა დარომით მოვაჭრეებს,
ჩემი თანამემამულენი მომავალშიც მხოლოდ შუბებით იბრძოლებენ და
წყურვილსაც, მსგავსად მათი წინაპრებისა, მხოლოდ და მხოლოდ წყლით
მოიკლავენ. მე არ დავუშვებ, რომ მისიონერებმა ჩემს ხალხს სიკვდილის შიში
ჩაუნერგონ გულში, რომ უფრო ადვილად აამხედრონ მეფის წინააღმდეგ და
ამით გზა გაუკაფონ თეთრკანიანებს, მათ მუდამ უკან რომ მიყვებიან. თუ
რომელიმე თეთრკანიანი მოადგება ჩემს ქვეყანას, მე მას უკანვე გავაბრუნებ. ასი თეთრკანიანი რომ მოვიდეს, უკან დავახევინებ. თუ ჯარი მომადგება, მეც
ჩემს ჯარს შევაგებებ და უცხოელებს გამარჯვება არ ეღირსებათ. ვერც ერთი
ადამიანი ფეხს ვეღარ შემოდგამს აქ ბრჭყვიალა ქვებისთვის. ადამიანი კი არა,
ჯარიც ვერ შემოაღწევს! მაგრამ, თუ ვინიცობაა, მოვიდნენ, გავგზავნი ჩემს
მეომრებს, რომ ქვებით ამოავსონ მაღარო, დაამსხვრიონ თეთრი სვეტები და
მილეწ-მოლეწონ იქაურობა ისე, რომ იმ კართან მიახლოვებაც ვერავინ შეძლოს.
თქვენ სამისათვის კი _ ინკუბუ, მაკუმაზან და ბუგვან _ ჩემი ქვეყნის კარი
მუდამ ღია იქნება, იმიტომ, რომ მოკვდავთა შორის ჩემს გულს თქვენზე
ძვირფასი და მახლობელი არავინ ჰყავს. ახლა კი ნებას გაძლევთ წახვიდეთ
აქედან. ინფადუსი, ჩემი მამის ძმა ხელს ჩაგკიდებთ და ისე გაგიყვანთ აქედან.
მცველად მისი პოლკი წამოგყვებათ. მე შევიტყვე, რომ იმ მთებში სხვა გზაც
გადის, ჩემი მეომრები სწორედ იმ გზით წაგიყვანენ. ახლა კი მშვიდობით,
ძმებო, მამაცო თეთრო ადამიანებო. ჩემთან შეხვედრას ამის მეტად ნუღარ
ეცდებით, იმიტომ, რომ გული მეტს ვეღარ აიტანს. მომისმინეთ, მე გამოვცემ
ბრძანებას, რომელსაც ერთი მთიდან მეორეზე გადაძახილით შეატყობინებენ
მთელს ქვეყანას. დღეიდან ჩემი ქვეყნის ხალხი თქვენს სახელებს მოიხსენიებს
ისეთივე პატივით, როგორც თავის გარდაცვლილ მეფეთა სახელებს და
სიკვდილი არ ასცდება მას, ვისი ბაგეც მათ წარმოთქვამს. ამგვარად, თქვენი
ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს ხალხში. წადით-მეთქი, წადით, ვიდრე ჩემს
თვალებს, მსგავსად ქალისა, ცრემლი არ დაუფრქვევია. ოდესმე, როცა
მოხუცდებით და გასათბობად ცეცხლის პირას დასხდებით, რადგან მაშინ
მზის სითბო უკვე საკმარისი აღარ იქნება თქვენთვის, გაიხსენეთ, როგორ
ვიდექით მხარდამხარ დიდ ბრძოლაში, რომლის დასასრული შენმა ბრძნულმა
სიტყვებმა იმთავითვე გადაწყვიტა, მაკუმაზან. გაიხსენეთ, ბუგვანი წვეტიანი
რქის მსგავსად რომ შეიჭრა მტრის ჯარში, ინკუბუ კი იდგა, რუხებით
გარშემორტყმული, და მისი ნაჯახით მოცელილი ადამიანები ისე ეცემოდნენ,
როგორც თავთავი თიბვისას. მოიგონეთ, როგორ შემუსრა ინკუბუმ გარეული
კამეჩის, თუალას, ძლიერება, და როგორ გაასწორა მიწასთან მისი სიამაყე.
მშვიდობით, მშვიდობით, სამუდამოდ, ინკუბუ, მაკუმაზან და ბუგვან, ჩემო
ძვირფასო მეგობრებო და მბრძანებლებო!
ამ სიტყვებით იგნოზი წამოდგა, რამდენიმე წუთს მდუმარედ, ღრმად
ჩაფიქრებული გვიცქეროდა, შემდეგ მოსასხამის კალთა თავზე გადაიფარა,
თითქოს იმისთვის, რომ მისი სახე აღარ დაგვენახა.
ჩვენ ხმაამოუღებლივ გავედით ქოხიდან.
მეორე დღეს რიჟრაჟზე დავტოვეთ ლუუ. თან მოგვყვებოდა კამეჩების
პოლკი და ჩვენი მეგობარი ინფადუსი, რომელიც ძალიან ნაღვლობდა ჩვენთან
განშორებას. ამ დილაადრიან ქალაქის მთავარი ქუჩა ხალხით იყო გაჭედილი.
როცა პოლკის თანხლებით გვერდზე ჩავუარეთ, ისინი მოგვესალმნენ
შეძახილებით _ «კუუმ! კუუმ!" ქალები კი ყვავილებს გვესროდნენ და
გვლოცავდნენ იმისათვის, რომ მათი ქვეყანა თუალას ბატონობისაგანგავათავისუფლეთ. ყველაფერი ეს ძალზე ამაღელვებელი იყო და სულაც არ
ჰგავდა ველურებთან გამოთხოვების სურათს.
მაგრამ ძალიან სასაცილო ინცინდენტის გარეშე საქმე მაინც არ
დამთავრებულა.
ის იყო, ქალაქის საზღვარს უნდა გავცდენოდით, რომ ხალხის ჯგუფიდან
გამოქანდა ლამაზი ახალგაზრდა ქალი; ხელში რამდენიმე შროშანი ეჭირა.
ყვავილები გუდს გაუწოდა (რატომღაც გუდს ქალთა შორის დიდი წარმატება
ჰქონდა, ვფიქრობ, მონოკლი და ცალი ბაკენბარდი ამ ნაზი არსებების თვალში
მას რაღაც განსაკუთრებულ რომანტიკულ ელფერს ანიჭებდა) და უთხრა,
შენთან დიდი სათხოვარი მაქვსო.
_ თქვი!
_ ჩემმა მბრძანებელმა უჩვენოს მის მონასა და მხევალს თავისი მშვენიერი
თეთრი ფეხები, რომ შემეძლოს ერთხელ კიდევ მოვკრა მათ თვალი და მერე
ჩემს შვილებს ვუამბო ყველაფერი. თქვენი მონა ოთხი დღე მოდიოდა, რათა
ენახა ისინი.
_ ეშმაკმა წამიღოს, თუ ასე მოვიქცე! _ აღელვებით წამოიძახა გუდმა.
_ კმარა, კმარა, ძვირფასო, _ დაამშვიდა სერ ჰენრიმ. _ როგორ შეიძლება
ლედი გააწბილოთ და თხოვნაზე უარი უთხრათ?
_ არა, არა, _ ჯიუტად გაიმეორა გუდმა, _ ეს საშინელი უზრდელობა
იქნებოდა. _ მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც დათანხმდა, აეკარწახებინა
შარვალი და თეთრი წვივები გამოეჩინა.
გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები. ყველაზე აღტაცებული ის
ახალგაზრდა ლედი ჩანდა.
გუდი ასე შარვალაკაპიწებული მოდიოდა, ვიდრე ქალაქის კარიბჭეს არ
გავცდით. ვშიშობ, ჩვენი კაპიტნის ფეხები აწ არასოდეს იქნება ესოდენი
აღტაცების საგანი. მისი მოძრავი კბილები და, ასე გასინჯეთ, გამჭვირვალე
თვალიც კი, საკმაოდ მობეზრდათ კუკუანელებს. «მშვენიერ თეთრ ფეხებზე" კი
მსგავსს ვერაფერს ვიტყვით.
გზაში ინფადუსმა გვითხრა, იმ ქედის ჩრდილოეთით, რომლის
გაგრძელებას სოლომონ მეფის დიდი გზა წარმოადგენს, სხვა გადასასვლელიც
არსებობს, ან უკეთ რომ ვთქვათ, არის ადგილი, საიდანაც შეიძლება კლდოვან
ქედს დაბლა დაჰყვეო. ეს ქედი კუკუანელთა ქვეყანას დიდი უდაბნოსაგან
ჰყოფს, მის ზემოთ კი აღმართულია დედოფალ საბიას ორი მთა. ამ ორიოდე
წლის წინათ კუკუანელი მეომრები სირაქლემებს გასდევნებიან და იმ გზით
უდაბნოში ჩასულან. სირაქლემას ფრთებს ამ ქვეყანაში ხომ დიდი გასავალი
აქვთ. მათ მეომართა ჯიღებისათვის იყენებენ. მონადირეები, ცოტა არ იყოს,
შორს შეჭრილან უდაბნოში და ძალზე მოსწყურებიათ. შორს რაღაც ხეების
მსგავსი დაულანდავთ, იქითკენ წასულან და ამწვანებულ, წყალუხვ ოაზისს კი
წადგომიან. ოაზისი რამდენიმე მილზე ყოფილა გადაჭიმული. ინფადუსის
თქმით, ჩვენ სწორედ იქითკენ უნდა წავსულიყავით. მოხუცი მეომრის რჩევა ჭკუაში დაგვიჯდა, რადგან ეს გზა
აგვაშორებდა მთების ძნელადსავალ ბილიკებს. გარდა ამისა,
ოაზისამდე მიგვაცილებდა რამდენიმე მონადირე, რომელთაც იგი
აღმოაჩინეს. მონადირეები ამტკიცებდნენ, უდაბნოში სხვა ოაზისიც
დავინახეთო. ჩვენ აუჩქარებლად მივიწევდით წინ და მეოთხე დღეს,
საღამო ხანს, კვლავ კლდოვან ქედზე აღმოვჩნდით. უდაბნო
დედოფალ საბიას მთების ჩრდილოეთით, დაახლოებით ოცდახუთ
მილზე, იქნებოდა გადაშლილი. მისი ქვიშის ტალღები ზედ ჩვენ
ფერხთით ადი-ჩადიოდა.
მეხუთე დღეს, განთიადზე ჩვენმა გამყოლებმა მიგვიყვანეს იმ
ადგილამდე, სადაც იწყებოდა ციცაბო დაღმართი უდაბნოსაკენ. ჩვენ ახლა ორი
ათას ხუთასიფუტის სიმაღლეზე მაინც ვიმყოფებოდით.
აქ გამოვეთხოვეთ ჩვენს გულითად მეგობარს, ძველ მეომარს ინფადუსს.
მან წარმატება და ბედნიერი მგზავრობა გვისურვა. თან მწუხარებისაგან
ცრემლს ძლივს იმაგრებდა.
_ ჩემი თვალები ვეღარასოდეს იხილავს თქვენისთანა ადამიანებს, ჩემო
მბრძანებლებო. როგორ ცელავდა ინკუბუ ბრძოლაში მტერს! რა სანახავი იყო,
ერთი დარტყმით თუალას თავი რომ მოჰკვეთა!.. ასეთ დარტყმას ჩემს
სიცოცხლეში ვეღარვიხილავ, რასაკვირველია, თუ ძილში არმესიზმრა.
ჩვენ ძალიან გვეძნელებოდა ინფადუსთან განშორება. გუდს ისე აუჩუყდა
გული, რომ მოხუც მეომარს თავისი მონოკლიც კი აჩუქა (შემდეგ აღმოვაჩინეთ,
რომ ერთი მონოკლი კიდევ ჰქონოდა შემონახული).
ინფადუსი აღტაცებული იყო. წინასწარ იცოდა, რომ ამ ნივთის
პატრონი საოცრად ამაღლდებოდა ხალხის თვალში. ცოტაოდენი
წვალების შემდეგ მან მაინც შეძლო მონოკლი თვალზე მიედგა.
მართალი რომ მოგახსენოთ, ეს სულაც არ ეხამებოდა ძველი მეომრის
ლეოპარდის წამოსასხამს და სირაქლემას ფრთების ჯიღას.
როცა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გამცილებლებს თან საკმარისი წყალი და
სანოვაგე წამოეღოთ და როცა გრგვინვასავით გაისმა კამეჩების გამოსათხოვარი
სიტყვები, სამივემ მაგრად ჩამოვართვით ხელი ინფადუსს და ქედიდან დაბლა
დავეშვით. ეს არც თუ ისე ადვილი იყო, მაგრამ ავად თუ კარგად, იმავე დღეს,
საღამოს, მშვიდობიანად მივაღწიეთ დაბლობს.
_ იცით, _ თქვა სერ ჰენრიმ, როცა ღამით კოცონს ვუსხედით და ჩვენს
თავზე წამოყუდებულ ფრიალო კლდეებს შევსცქეროდით, _ ვფიქრობ,
დედამიწის ზურგზე მრავლის უმრავლესი ქვეყანაა კუკუანელთა მხარეზე
უარესი. იყო დრო, როცა თავს გაცილებით უარესად ვგრძნობდი, ვიდრე ამ
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ასეთი
საოცარი ამბები თავს არასოდეს გადამხდენია. თქვენრას იტყვით, მეგობრებო?
_ მე მგონი, თითქმის ვნანობ კიდეც, რომ იმ ქვეყნიდან წამოვედით, _
ოხვრით მიუგო გუდმა. მე კი გულში გავიფიქრე, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება-
მეთქი. ჩემი ცხოვრების მანძილზე, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, სავსე
იყო ფათერაკებით, არასოდეს ვყოფილვარ ისე ახლოს სიკვდილთან, როგორც
ამ უკანასკნელ ხანებში ვიყავი. მარტო ბრძოლა რომ მომაგონდებოდა ხოლმე,
თავით ფეხებამდე ჟრუანტელი დამივლიდა, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რაც
იმ დაწყევლილ განძსაცავში გადავიტანეთ.
მეორე დღეს დავადექით უდაბნოს ძნელად სავალ გზას. ჩვენს ხუთ
გამყოლს ბლომად მოჰქონდა წყალი. ღამე ცის ქვეშ გავათიეთ, მეორე დღეს,
რიჟრაჟზე კი ისევ განვაგრძეთ გზა. მესამე დღეს, შუადღისას დავინახეთ ხეები,
_ ჩვენ წინ ოაზისი იყო. მზის ჩასვლისას კი უკვე მაღალ ბალახში
დავაბიჯებდით და წყლისრაკრაკს ყურს ვუგდებდით.
თავი XX
ვიპოვეთ !
ახლა კი გადავდივარ ყველაზე საოცარ შემთხვევაზე ჩვენს უჩვეულო
თავგადასავალში; აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რა არაჩვეულებრივი ამბები
ხდება ცხოვრებაში.
მე ოდნავ გავუსწარი ჩვენს თანამგზავრებს და მშვიდად
მივდიოდი ნაკადულის პირას, ოაზისიდან რომ მოედინებოდა და
უდაბნოს გავარვარებულ ქვიშაში იკარგებოდა. მაგრამ უეცრად ერთ
ადგილას გავშეშდი, თვალს არ ვუჯერებდი. ოციოდე იარდის
დაშორებით, თვალწარმტაც ადგილას, ჩრდილში, იდგა პატარა, კოხტა
ქოხი. იგი პირდაპირ ნაკადულს გადასცქეროდა. კაფრების ქოხების
ყაიდაზე იყო აგებული ტირიფის დაწნული ტოტებისა და ბალახისგან,
მაგრამ დატანებული ჰქონდა ჩვეულებრივი კარი და არა ვიწრო
საძრომი.
«ეს რაღა ჯანდაბაა! _ ვთქვი ჩემთვის _ აქ ქოხს ნეტა რა უნდა!" ვერც კი
მოვასწარი ამის გაფიქრება, რომ კარი გაიღო და ქოხიდან კოჭლობით
გამოვიდა კაცი, მას ტყავის ტანსაცმელი ეცვა. ალბათ მზემ თუ დამკრა და ჭკუა
ამირ-დამირია-მეთქი, გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ არც ერთ მონადირეს აქ
ფეხი არასოდეს დაედგა და, რასაკვირველია, ცხოვრებითაც ვერავინ
იცხოვრებდა. გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილი შევყურებდი ამ «მოჩვენებას".
ის კაციც ნაკლებ გაკვირვებულიროდი მომჩერებოდა. ამ დროს, საბედნიეროდ,
სერჰენრი და გუდიც მოგვიახლოვდნენ.
_ მომისმინეთ, მეგობრებო, _ მივმართე მათ, _ გონს გადავცდი, თუ ეს
მართლა თეთრკანიანია? სერ ჰენრი და გუდიც შეაჩერდნენ უცნობს, რომელმაც იმავე წამს
დაიყვირა და ჩვენკენ გამოიქცა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯზე შედგა და
უგრძნობლად დაენარცხა მიწაზე.
სერჰენრი ერთი ნახტომით მის გვერდით გაჩნდა.
_ ღმერთო ჩემო, _ წამოიყვირა მან, _ ეს ხომ ჯორჯია!
ხმაურზე ქოხიდან მეორე კაცმაც გამოიხედა, მასაც ტყავის ტანსაცმელი
ეცვა, ხელში თოფი ეჭირა. ისიც ჩვენსკენ გამოიქცა. დამინახა თუ არა, ხმამაღლა
შეჰყვირა:
_ მაკუმაზან, ვეღარა მცნობ? მე ხომ მონადირე ჯიმი ვარ. შენ რომ ბაასს
წერილი მისწერე, ის დამეკარგა და უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობთ.
იგი ჩემფერხთით დაეცა, მიწაზე გორავდა და სიხარულით ტიროდა.
_ აი, შე დოყლაპია, შენა, მაგისათვის ერთი კარგად უნდა აგიჭრელოს
კაცმა გვერდები, _ ვუთხარი მე.
ამასობაში ის შავწვერა გრძნობაზე მოვიდა და წამოდგა. ისა და სერ ჰენრი
დიდხანს უხმოდ ართმევდნენ ერთმანეთს ხელს, რადგან აღელვებისაგან
სიტყვას ვერ ძრავდნენ. ვფიქრობ, წარსულში მათ ვინმე ლედის გულისთვის
მოუხდათ უსიამოვნება (თუმცა სერ ჰენრისთვის ამის თაობაზე არაფერი
მიკითხავს), მაგრამ რა ნიადაგზეც არ უნდა მოსვლოდათ უკმაყოფილება, ახლა
აღარაფერი ახსოვდათ.
_ ჩემო ძვირფასო, _ აღმოხდა ბოლოს სერ ჰენრის, _ მეგონა, ცოცხალი
აღარ იყავი. მე ხომ სულეიმანის მთების იქით გეძებდი და უცებ ოაზისში კი
შეგხვდი; ზღაპრული აასვოგელი -ვით აგიგია ბუდე.
_ ორი წლის წინათ მეც ვცადე გადამელახა სულეიმანის მთები, _ თქვა
შავწვერამ. ისე გაუბედავად ლაპარაკობდა, თითქოს მშობლიურ ენაზე საუბარს
გადაეჩვიაო, _ მაგრამ აქ რომ მოვედით, ფეხზე დიდი ლოდი დამეცა და ძვალი
გადამიმტვრია. სიარული აღარ შემეძლო, ვერც მთებისაკენ წავედი და ვერც
კრაალ სიტანდაში დავბრუნდი.
ამასობაში მეც მივუახლოვდი მათ.
_ გამარჯობათ, მისტერნევილ, აღარგახსოვართ?
_ ღმერთო ჩემო, _ წამოიძახა მან, _ ქუოტერმენ, ნუთუ ეს თქვენა ხართ?
როგორ, გუდიც აქ არის? ხელი მომკიდეთ, თავბრუ მესხმის, რა უცნაურია
ყველაფერი ეს, რა მოულოდნელად დამესხით თავს... თანაც სწორედ მაშინ,
როცა საბოლოოდ გადამიწყდა იმედი. რა ბედნიერებაა!
* * *
იმ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩით კოცონს, ჯორჯ კურტისი თავის
თავგადასავლს გვიყვებოდა; მასაც ბევრირამ გამოევლო და გადაეტანა.
ორი წლის წინათ გამოვიდა კრაალ სიტანდადან იმ განზრახვით,
რომ სულეიმანის მთებამდე მიეღწია. ჩემი წერილი ჯიმს დაუკარგავსდა ჯორჯმა მასზე დღემდე არაფერი იცოდა. მაგრამ ზანგებმა
მიასწავლეს და გაემართა არა დედოფალ საბიას მთებისკენ, არამედ
ციცაბო ქედისკენ, ჩვენ რომ ახლახან გამოვიარეთ. ეს, რასაკვირველია,
გაცილებით უფრო იოლი გზა იყო, იმასთან შედარებით, მოხუცი და
სილვესტრას რუკაზე რომ იყო აღნიშნული. უდაბნოში მას და ჯორჯს
დიდი გაჭირვება გამოევლოთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს
მოსდგომოდნენ ამ ოაზისს. აქ კი ჯორჯ კურტისს მოსვლისთანავე
თავს დასტყდომოდა უბედურება. ჯორჯი ნაკადულის პირას
ჩამომჯდარიყო, ჯიმი კი მაღალ ციცაბო ნაპირზე აცოცებულიყო და
ნაპრალიდან გარეული ფუტკრის თაფლს იღებდა. ამ ფუტკრებს
ნესტარი არა აქვთ, ამიტომ ჯიმი უშიშრად მოქმედებდა. კლდეზე რომ
მიცოცავდა, უნებლიეთ დიდი ლოდი შეუნძრევია. ლოდი
დაგორებულა და ჯორჯ კურტისისათვის მარჯვენა ფეხი
გადაუმტვრევია. მას შემდეგ თურმე ძლიერ კოჭლობდა და რაკი
სიარული უჭირდა, გადაუწყვეტია, ოაზისში დარჩენილიყო და
შეხვედროდა სიკვდილს, რადგან, რომ წასულიყო, სულ ერთია, მაინც
დაიღუპებოდა.
საჭმელი არ მოჰკლებიათ. ტყვია-წამალი ბლომად ჰქონდათ, ოაზისში კი
წყლისთვის უამრავი ნადირი მოდიოდა. განსაკუთრებით ღამით
მოაწყდებოდნენ ხოლმე აქაურობას.
ჩვენი მონადირეებიც მახეს უგებდნენ ან თოფით ხოცავდნენ ნადირს.
ხორცს საჭმელად იყენებდნენ, ტყავს კი _ ჩასაცმელად, რადგან ტანსაცმელი
სულ შემოაცვდათ.
_ ამრიგად, _ თქვა დასასრულს ჯორჯმა, _ თითქმის ორი
წელიწადი რობინზონ კრუზოსა და პარასკევასავით ვცხოვრობდით ამ
ოაზისში; იმედს მაინც არ ვკარგავდით, ვფიქრობდით, რამე
შემთხვევის წყალობით ზანგი მონადირეები მოვიდოდნენ და აქედან
გაგვიყვანდნენ, მაგრამ არავინ ჩანდა. ბოლოს, სწორედ გუშინ
საღამოს, გადავწყვიტეთ, მე აქ დავრჩენილიყავ, ჯიმი კი კრაალ
სიტანდაში დაბრუნებულიყო და მაშველად ვინმე წამოეყვანა. თუმცა,
მართალი უნდა გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მქონდა, რომ ჯიმი აქ
ისევ მომაკითხავდა. და აი, შენ, სწორედ შენ, ვისი ნახვის იმედიც
სრულიად აღარ მქონდა, _ მიუბრუნდა იგი სერ ჰენრის, _ უეცრად
მომევლინე. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ მშვიდად
ცხოვრობდი ინგლისში და დიდი ხანია დაგავიწყდა კიდეც ჩემი
არსებობა. ეს მეტად გასაოცარი ამბავია და უბედნიერესი ადამიანი
ვარ, ყველაფერი ასე კარგად რომ დასრულდა.
თავის მხრივ სერჰენრიმაც უამბო ძმას ჩვენი თავგადასავალი.
საუბარში კარგა ძალმაღამემ გაიარა. _ მადლობა უფალს, _ თქვა ჯორჯ კურტისმა, _ რომ ჩემნაირი
გამოუსედაგარი არსების გარდა, კიდევ იპოვეთ რაღაც, რაც გადატანილ
ტანჯვა-წამებასა და გაჭირვებას აგინაზღაურებთ.
სერჰენრიმ გაიცინა.
_ ეგ ალმასები ქუოტერმენსა და გუდს ეკუთვნის. ჩვენ პირობა დავდეთ,
რომ ორივენი გაიყოფდნენ მთელს ნადავლსა და ალაფს, რასაც კი გზაში
გადავეყრებოდით, ან ვიშოვიდით.
ამ შენიშვნამ, ცოტა არ იყოს, ჩამაფიქრა. გუდს მოველაპარაკე და სერ
ჰენრის ორივეს სახელით ვთხოვე აეღო ალმასების მესამედი. თუ უარს
იტყვით, თქვენს წილს ჯორჯ კურტისს მივცემთ, რადგან ჯორჯი ამ ქვების
გამო ყველა ჩვენგანზე მეტად დაზარალდა და დაიტანჯა-მეთქი, _ ვუთხარი.
დიდი გაჭირვებით დავითანხმეთ ამ წინადადებაზე. ჯორჯ კურტისმა კი ჩვენი
გადაწყვეტილება უფრო გვიან გაიგო.
* * *
ვფიქრობ, აქ უნდა შევწყვიტო თხრობა. ჩვენი გზა კრაალ სიტანდამდე
ძალზე ძნელი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უნდა დავხმარებოდით
ჯორჯ კურტისს. ჯორჯს მარჯვენა ფეხი ძალზე ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა,
დროდადრო დამსხვრეული ძვლის პატარა ნატეხებიც კი გამოდიოდა. მაგრამ,
ასე იყო თუ ისე, უდაბნო მაინც გადავლახეთ. დაწვრილებით რომ აგიწეროთ
ჩვენი მოგზაურობა, იძულებული ვიქნები გავიმეორო ყველაფერი, რაც
იქეთობას გადაგვხდა თავს.
სიტანდაში ჩვენი თოფები და სხვა ნივთები ხელუხლებელი დაგვხვდა,
თუმცა იმ ბებერ არამზადას, რომელსაც წასვლისას ყველაფერი ჩავაბარეთ,
ძალიან ეწყინა, ცოცხლები და კარგად მყოფნი რომ დაგვინახა. ექვსი თვის
შემდეგ ყველანი დურბანში, ჩემს პატარა სახლში შევიკრიბეთ, სადაც ახლა ამ
სტრიქონებს ვწერ. აქედან ვემშვიდობები ყველას, ვინც თან მახლდა ამ
არაჩვეულებრივ მოგზაურობაში.
P.S. ვერც კი მოვასწარი უკანასკნელი სიტყვის დაწერა, რომ ჩემი
ფორთოხლის ხეივანში დავინახე კაფრი. მას ორად გახლეჩილ ჯოხში წერილი
გაეჩხირა. წერილს სერ ჰენრი მწერდა. რაკიღა ამ პატარა ბარათს ჩემს ნა-
ამბობთან უშუალო კავშირი აქვს, მომყავს სიტყვა-სიტყვით.
ბრეილი - ჰოლი , იორკშირი
ძვირფასო ქუოტერმენ
უკანასკნელი ფოსტით სულ რამდენიმე სტრიქონით მოგწერეთ, რათა
მეცნობებინა თქვენთვის, რომ სამივენი _ ჯორჯი, გუდი და მე _ მშვიდობით
ჩამოვედით ინგლისში. გადმოვედით საუტჰემპტონში, აქედან კი
დაუყოვნებლივ გავეშურეთ ლონდონს. უნდა გენახათ, როგორ მოირთო გუდი
მეორე დღესვე. გულდაგულ გაიპარსა. ჩაიცვა შესანიშნავი ფრაკი, რომელიცხელთათმანივით მოადგა ტანზე. შეიძინა ახალი მონოკლი და ასე შემდეგ და
ასე ამგვარად. ერთხელ პარკში დავსეირნობდით. იქ ერთი-ორი საერთო
ნაცნობიც შეგვხვდა. ვისარგებლე შემთხვევით და გუდის «მშვენიერი თეთრი
ფეხების" ამბავი მოვუყევი.
გუდი გაცოფდა... განსაკუთრებით იწყინა, რომ ვიღაც გესლიანმა
ჟურნალისტმა ყველაფერი ეს უცვლელად დაბეჭდაფეშენებელურგაზეთში.
ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავდივარ! რომ გაგვეგო ალმასების
ღირებულება, მე და გუდმა სტრიტერის საიუველირო ფირმას მივმართეთ.
პირდაპირ მეშინია გითხრათ, რამდენად შეაფასეს ისინი. საარაკო თანხა
დაგვისახელეს. თანაც ეს შეფასება მიახლოებითია. გვითხრეს, არ გვახსოვს,
ოდესმე ბაზარზე ასეთი შესანიშნავი და ამდენი ალმასი ყოფილიყოსო.
აღმოჩნდა, რომ გარდა ერთი-ორი განსაკუთრებით მსხვილი ქვისა, ყველა
წმინდა წყლის არის და არაფრით ჩამოუვარდება ბრაზილიის საუკეთესო
ბრილიანტებს. შევთავაზე, ხომ არ იყიდით-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ვერ
აუვალთო, და გვირჩიეს, ნაწილ-ნაწილ გაყიდეთ, რომ ბაზარი ალმასებით არ
აივსოსო. მიუხედავად ამისა, მაინც შემოგვაძლიეს ას ოთხმოცი ათასი გირვანქა
სტერლინგი სულ მცირე ნაწილში.
თქვენ ინგლისში უნდა ჩამოხვიდეთ, ქუოტერმენ, და თავად მიხედოთ ამ
საქმეს. მით უმეტეს, რომ ძალას მატანთ, ჩემმა ძმამ აიღოს ეს ძვირფასი
საჩუქარი _ მთელი მესამედი ალმასებისა, რომლებიც მე არმეკუთვნის.
რაც შეეხება გუდს, იგი სულ გაგიჟდა, მთელ დროს სახის პარსვას და ამაო
მორთვა-მოკაზმვას ანდომებს. მაგრამ ვფიქრობ, ფულატა ჯერ კიდევ ვერ
დაივიწყა. ამას წინათ გამომიტყდა, რაც ინგლისში ჩამოვედი, ფულატასთანა
თვალწარმტაცი და ტანადი ქალი არსად შემხვედრიაო.
ჩემო ძვირფასო მეგობარო, მინდა სამშობლოში ჩამოხვიდეთ და სადმე,
ჩემ მახლობლად დასახლდეთ. თქვენ საკმაოდ იშრომეთ მთელი სიცოცხლის
მანძილზე და ახლა ძალიან მდიდარი კაცი ხართ. ჩემს მეზობლად იყიდება
მამული, რომელიც უეჭველად მოგეწონებათ. მაშ, რაც უფრო მალე ჩამოხვალთ,
მით უკეთესი იქნება. წიგნი კი შეიძლება გემზეც დაამთავროთ. ჩვენ არავის
მვუამბობთ, რაც თავს გადაგვხდა, ვიდრე თქვენ წერას არ დაამთავრებთ,
რადგან ვშიშობთ, მაინც არ დაგვიჯერებენ. თუ ჩემს რჩევას დაჰყვებით და
საშობაოდ ჩამოხვალთ, ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ჩემთან მოხვიდეთ. იმ
დროისთვის ჩემს მამულში იქნებიან გუდი, ჯორჯი და თქვენი ვაჟიც (ეს
იმიტომ, რომ თქვენ შეგაცდინოთ და ჩამოგიყვანოთ). ჰარი ერთხელ უკვე იყო
ჩემთან, ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. თქვენი ვაჟი ძალიან მშვიდი
ახალგაზრდაა. ნადირობისას მთელი გასროლა საფანტი დამახალა ფეხზე, მერე
სათითაოდ ამომაცალა საფანტები ხორციდან და მითხრა, რა ბედნიერი
დამთხვევაა, მონადირეთა შორის ექიმი-სტუდენტიცრომ ურევიაო.
მშვიდობით, ჩემო მეგობარო, მეტს აღარაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი,
უეჭველად ჩამოხვალთ, იმისათვის მაინც, რომ პატივი დასდოთ თქვენს
გულწრფელ მეგობარს. ჰენრი კურტისი
P.S. უზარმაზარი სპილოს ეშვები, იმ სპილოსი, საბრალო ხივა რომ
დაფლითა, ჰოლში კამეჩის რქების თავზე მიკიდია. ის რქები ხომ თქვენ
მაჩუქეთ! ნაჯახი კი, რომლითაც თუალას თავი მოვკვეთე, ჩემს საწერ
მაგიდასთან დავკიდე. რა სამწუხაროა, ჯაჭვის პერანგები თან რომ არ
წამოვიღეთ!
ჰ. კ.
დღეს სამშაბათია. პარასკევს კი გემი გადის. ვფიქრობ, უნდა ვისარგებლო
კურტისის მიწვევით და ვესტუმრო ინგლისს თუნდაც იმისთვის, რომ
ვინახულო ჩემი ჰარი და, ამასთან, წიგნის დაბეჭდვაზეც ვიზრუნო, რადგან არ
მინდა, ეს საქმე სხვა ვინმეს მივანდო.
ალან ქუოტერმენი
ცოტა რამ ავტორზე
1867 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ კიმბერლის მახლობლად,
აღმოაჩინეს ალმასის ქვიშრობი.
ამ აღმოჩენას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა
ქვეყნისათვის. მეჯოგე ბურებისა და ჩამორჩენილი ზანგი ტომების
პატრიარქალურ მხარეს ჩანჩქერივით მოასკდა ავანტიურისტი
სპეკულანტებისა და სწრაფი გამდიდრების მოსურნე საეჭვო პირების ნაკადი,
ისინი ზღაპრული სისწრაფით იძენდნენ ქონებას. გუშინდელი მაწანწალა დღეს
უკვე მილიონერი ხდებოდა.
ინგლისს, რომელმაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში კარგა
მაგრად მოიკიდა ფეხი აფრიკის სამხრეთით _ კაპის კოლონიასა და ნატალში,
ალმასის ქვიშრობის აღმოჩენის შემდეგ უდიდესი ინტერესი აღეძრა ამ
მატერიკისადმი. მას არ შეეძლო დაეშვა, რომ ეს უშრეტი სიმდიდრე სხვა
ვინმეს ეგდო ხელთ.
ქვიშრობი ერთ-ერთი ადგილობრივი ზანგი ტომის მიწაზე იმყოფებოდა.
ამ ტერიტორიაზე თავის უფლებებს აცხადებდა აგრეთვე ბურების ორანჟის
რესპუბლიკაც. ინგლისის იმპერიალიზმს მდგომარეობიდან გამოსავალი
მდიდარმა კოლონიალურმა გამოცდილებამ უკარნახა. საკითხი სულ
უბრალოდ გადაწყდა: 1871 წელს ინგლისის მთავრობამ უბრძანა კაპის
გუბერნატორს, დაეკავებინა ალმასის ქვიშრობის ტერიტორია. ხუთი წლის შემდეგ ინგლისის მთავრობამ ამ ტერიტორიისათვის სულ
უმნიშვნელო თანხა _ 90 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა ორანჟის
რესპუბლიკას.
დაიწყო სამხრეთ აფრიკის ინგლისის კოლონიად გადაქცევის ეპოქა. იგი
აღსავსე იყო პროვოკაციებით, მკვლელობებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე
შეიარაღებული თავდასხმებით, ერთი ტომის მეორეზე გადაკიდებით და სხვა.
ამ კოლონიური ეპოპეის, ყოველ შემთხვევაში, მისი პირველი ეტაპების
მოწმე და მონაწილე გახლდათ მომავალი მწერალი _ ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
(1856-1925 წწ).
ინგლისურ არისტოკრატიულ ოჯახებში ძველთაგანვე არსებობდა
ტრადიცია, გაეგზავნათ შვილები კოლონიებში, სადაც მათ უნდა გაევლოთ
ერთგვარი ცხოვრებისეული სკოლა. ეს აუცილებელი იყო მმართველი წრეების
წარმომადგენლებისათვის.
იმ ხანებში, როცა ახალგაზრდა ჰაგარდი თავის კარიერას იწყებდა,
დედამიწის ზურგზე ყველაზე მიმზიდველი კუთხე სამხრეთ აფრიკა იყო და
ცხრამეტი წლის ჰაგარდი 1875 წელს გაემგზავრა აფრიკაში ნატალის ინგლისის
გუბერნატორის პირადი მდივნის თანამდებობაზე. ამ ძალზე დაკვირვებულ,
ცნობისმოყვარე და სხარტი გონების ახალგაზრდას ინგლისის კოლონიებში
კარგა ხანს მოუხდა ყოფნა. აქ გაეცნო ზანგ ტომებს, მათ ადათ-ჩვეულებებს,
წესებს; თავს გადახდა უამრავი საინტერესო ამბავი, რაც შემდგომ თავის
რომანებში გამოიყენა.
1877 წელს ინგლისის მთავრობამ ხელთ იგდო ტრანსვაალი. ჰაგარდი ამ
დროს ინგლისის მთავრობის სპეციალური რწმუნებულის _ შეპსტონის _
შტაბში მუშაობდა. შემდგომ კი მომავალი მწერალი ტრანსვაალის
სასამართლოს თავმჯდომარეობდა.
ჰაგარდი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ აღდგნენ ბურები ინგლისელ
დამპყრობთა წინააღმდეგ, როგორ დაიწყო ინგლისელებისა და ბურების
პირველი ომი (1880-1881 წწ.), რომელიც ინგლისელების სრული დამარცხებით
დამთავრდა.
მაგრამ ამის გამო ინგლისს სრულებით არ დაუკარგავს ინტერესი
სამხრეთ აფრიკისადმი. ინგლისის იმპერიალიზმი ვერ შერიგებოდა
დამარცხებას და კვლავ და კვლავ ცდილობდა, ხელში ჩაეგდო
ბურების მიწის წიაღში ჩაფლული აურაცხელი სიმდიდრე 1899 წელს
მან ხელახალი ომი წამოიწყო ბურების წინააღმდეგ. მიუხედავად
იმისა, რომ ინგლისელებს საკმაოდ ჭარბი ძალები ჰყავდათ, მათ ვერ
შეძლეს, როგორც იტყვიან, ბურების ერთი ხელის მოსმით
დამარცხება. ინგლისისთვის ეს სამარცხვინო ომი მხოლოდ 1902 წელს
დამთავრდა და ბურების დამოუკიდებელი რესპუბლიკები ინგლისის
კოლონიად იქცა. ბრიტანეთის იმპერიალიზმმა ხელთ იგდო ალმასისა
და ოქროს უმდიდრესი საბადოები. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ჰაგარდი იწყებს ლიტერატურულ
მუშაობას და 1882 წელს აქვეყნებს წიგნს «კეჩვაიო დ მისი თეთრი
მეზობლები". ამის შემდეგ გამოსცა კიდევ ორი რომანი, რომლებშიც
აღწერილი იყო ინგლისის ჯარის დამარცხება ბურებთან პირველი
ომის დროს, მაგრამ ამ წიგნებმა მკითხველი საზოგადოება დიდად ვერ
დააინტერესა.
ჰაგარდის შემდეგი რომანი იყო «სოლომონ მეფის საგანძური". ეს წიგნი
გამოვიდა 1885 წელს და სულ რამდენიმე დღეში მოუპოვა ავტორს სახელი.
ახალი რომანის ეგზომ დიდი წარმატება, უპირველეს ყოვლისა,
გამოწვეული იყო ინგლისელების უდიდესი ინტერესით სამხრეთ აფრიკის და
მისი წიაღისეულის აურაცხელი სიმდიდრისადმი. თავგადასავალთა და
სიმდიდრის მოყვარულებს რომანი კიდევ უფრო უცხოველებდა ინტერესს
აფრიკის საიდუმლოებით მოცულ მთებში დაფლული განძეულის აღწერით.
ბევრმა გულუბრყვილო მკითხველმა მწერლის ფანტაზია სინამდვილედ
მიიჩნია. ჰაგარდს წერილს წერილზე სწერდნენ, ემუდარებოდნენ, გაემხილა
მათთვის სოლომონ მეფის საგანძურის ზუსტი ადგილსამყოფელი და
კოორდინატები. ერთმა თავზეხელაღებულმა კი მოსწერა: მიუხედავად იმისა,
რომ უარს მეუბნებით მაცნობოთ, სად არის დაფლული ის განძი, მე მაინც
განზრახული მაქვს, მოვაწყო ექსპედიცია, რათა ხელთ ვიგდო აურაცხელი
სიმდიდრე.
რომანს წარმატება მარტო ამ ინტერესმა როდი არგუნა. ეს ასე რომ იყოს,
რომანი მოკვდებოდა მაშინვე, როგორც კი შესუსტდა მკითხველი
საზოგადოების ინტერესი სამხრეთ აფრიკისადმი. ჰაგარდის რომანში
ცოცხლობენ დამაჯერებლად და ნათლად დახატული გმირები. დაუვიწყარია
მონადირის _ ალან ქუოტერმენის სახე. ასევე სიყვარულითა და სიმპათიით
არიან დახატულნი მისი სხვა გმირებიც. ისინი მკითხველის გულს ინადირებენ
თავიანთი რაინდული, ვაჟკაცური ხასიათით, პირდაპირობით,
კეთილშობილებით.
დიდი ინტერესით იკითხება ჰაგარდის ისტორიული რომანებიც:
«მონტესუმას ასული", «აიშა", «მშვენიერი მარგარიტა". მკითხველს იტაცებს
რომანის გმირთა საინტერესო თავგადასავალი, მისთვის გასაგები ხდება
რომანებში აღწერილი ეპოქის პოლიტიკური და რე-ლიგიური
მიმართულებები.
ჰაგარდის საუკეთესო სათავგადასავლო და ისტორიული რომანები
უწინდებურად იზიდავს მკითხველს. ისინი მრავალ ენაზეა თარგმნილი და
გამოცემული.
Комментариев нет:
Отправить комментарий