დიდოსტატის მარჯვენა 46 - 59 თავი

XLVI მორიელების წინაშე შიში გადაავიწყა ჟამიანობამ ნონაის. მოსვენებას არ
აძლევდა არსაკიძეს მხევალი. მდუღრავდა დგამს, ნოხებს, ფარდებს და დოშაკებს.
მდუღარეს ასხამდა სარდაფებში, ჭუჭრუტანებში, ღრუებში. ვირთხები და რწყილები
ელანდებოდა ყველგან.
ჩამოეკიდა პატრონს: სამუშაოზე ნუ მიხვალო, ბატონო, ღარიბ ხალხს
ემტერებაო ჟამი, თავს ნუ გადააყოლებ უფლის სახლს, ღმერთს ბევრი აქვს ეკლესიები,
ვენაცვალე მის მადლს, ხოლო საწყალობელ დედაშენს შენზე ამოსდისო მზე.
ბოდოკია გზაზე დაუხვდა არსაკიძეს: სამას ლაზს უარი ეთქვა სამუშაოზე:
ლაზების მაგალითს აჰყოლოდნენ სამცხელები, ბოლნისელები და ბერძნები.
ჟამისაგან მოვისრებით მაინც, ბარემ მოსვენებული შევეგებოთო სიკვდილს.
სახელოსნოები დაეგდოთ, ხარაჩოებიდან ჩამოსულიყვნენ. ტაძრის ჩრდილში
წამოწოლილიყვნენ მონები, ფანდურს უკრავდნენ, მღეროდნენ ზოგნი. მოხუცებს
გარს მოსხდომოდნენ ჭაბუკები. აამბობინებდნენ ჟამიანობის ძველ, ამბებს.
არსაკიძე რა დაინახეს, წამოიშალნენ, მონები, კალატოზები და ზემდეგები
გამხნევდნენ.
ლაზები გარს შემოერტყნენ თვისტომს.
“ლაზებო, - მიმართა არსაკიძემ ბრბოს, - მართალია, ჟამიანობა დაიწყო, მაგრამ
გახსოვდეთ, ჟამის საფრთხე ყველას გვიქადის, ხომ ხედავთ. მეც თქვენთან ვარ
განსაცდელის ჟამს, ლაზებო. სიკვდილი ისეთი რამეა, უჟამოდაც არ აგვცდება,
იცოდეთ, რადგან არავინ იცის, როდის გვეწვევა იგი. ხომ ხედავთ, რა შლეგია
სიკვდილი. ისეთ უგუნურ ცხოველებს თან დაჰყვება, როგორიცაა ვირთხები და
რწყილები.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, ლაზებო, უქნარობაში რომ დავიხოცოთ, იმას არა
სჯობს, ჩვენი მოვალეობის შესრულებისას გვეწვიოს სიკვდილი. ეგეც იცოდეთ, ძმებო,
ზარმაცებსა და მშიშარებს უმალ ეწვევა იგი, ვიდრე მამაცებსა და გამრჯელებს.
რას იტყვიან იბერიელები? მშიშარნი ყოფილანო ლაზები. იცოდეთ, ყველაზე
მეტად ძმების უნდა გერიდებოდეთ, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ
ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის
თანაზიარნი.
საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო, ხოლო იბერიელები ძმებია ჩვენი.
აბა მოიგონონ უხუცესებმა თქვენ შორის, სარკინოზებთან ან ბერძნებთან
ომებში თუ ოდესმე გიღალატნიათ მათთვის?
ახლა ვირთხებისა და რწყილების მიერ გავრცელებულმა ჟამმა რომ
გვასწავლოსღალატი, სირცხვილი იქნება უთუოდ, ლაზებო.
ეგეც იცოდეო, ძმებო, არავინ ისე საძაგებელი არაა ამქვეყნად, როგორც ძმების
მოღალატე, მშიშარა ვაჟკაცები, ლაზებო”.
“მართალს ბრძანებს, მართალს ბრძანებს ოსტატი”. მიაძახეს ლაზთა შორის
უხუცესებმა.
არსაკიძე პირველი ავიდა ხარაჩოზე, თუმცა თირკმელებს იტკიებდა ამ დილით.
ბოდოკია უკან მისდევდა ოსტატს, მოხუცი ლაზებიც მათ მიჰყვნენ. ბოლოს შერცხვათ
ახალგაზრდებს. ახლა სამცხელები და ბოლნისელები წამოიშალნენ. ბოლოს
ბერძნებმაც ითაკილეს ჯაბანის სახელი.
სადილობის დრომ მოაწია თუ არა, დაიცალა სახელოსნოები, ხარაჩოებიდან
ძირს ჩამოვიდნენ მუშები.
ტაძრის გალავნის კუთხეებშიფარუდულები იყო ხელოსნების სამყოფლო. კოცონები ენთო ამ ფარდულების წინ, უზარმაზარ ქვაბებში ოსპის წვენი
იხარშებოდა. ქვაბებს გარს მოსდგომოდნენ მონები, ბალღებივით შესციცინებდნენ
მესადილეებს.
შიმშილისგან ღონემიხდილნი ფანდურს უკრავდნენ. ნაღვლიანად
ღიღინებდნენ ზოგნიც.
ლოდზე ჩამომჯდარიყო წითერი ლაზი, აჩხაკუნებდა ფანდურს, ზედ
ამღერებდა სიყვარულის ლექსს, სიყრმეშივე განაგონი ჰქონდა არსაკიძეს ეს ჰანგი,
ახლა ძლივს არჩევდა ლაზურსიტყვებსფანდურის ხმაზე:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არშეგებრალები და მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებელ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
არსაკიძე განზრახ დაყიალობდაფარდულების წინ, ბრბოში.
ახლა შენიშნა: სიკვდილის საფრთხემ შაირობა და სიმღერა მოანატრა ხალხს.
აჩხაკუნებდაფანდურს, სევდიანად კვნესოდა წითური ლაზი.
შაირი გრძელი იყო, მიჯნურის მუქარა უსაზღვრო, ყოველი სტროფი ერთი და
იმავე ტაეპით იწყებოდა და თავდებოდა:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
უცნაურად აეკვიატა ეს ლექსი.
შორენა მოაგონდა. მერმე თვალები გაუშტერდა გაოგნებულს. თავისი სიტყვაც
გადამარცვლა ხსოვნაში.
ახლა დარწმუნდა: ერთირამ გულისგარედ წამოსცდა წეღან.
განა დედა ყველაზე საყვარელია ამ ქვეყანაზე?
ან ძმა ყველაზე ძვირფასი?
ეგეც არის, ვერც დედობას გაგიწევს სხვა ვინმე, ვეღარც ძმობას.
შორენა მუდამ სწუხდა: რად არა მყავსო ძმები?
ახლა მას ძმები რომ ჰყოლოდა, ხომ არ დასჭირდებოდა ვაჟკაცის საქმე თავათ
ეტვირთა?
ვაჟები გვერდით ამოუდგებოდნენ კოლონკელიძეს, ისინი მიუზღავდნენ მეფე
გიორგის სამაგიეროს. წითური ლაზი აჩხაკუნებდაფანდურს და მღეროდა:
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგავხარ ზღვას.
მართლაც ზღვასავით მოუსვენარი იყო შორენა.
მაგრამ ახლა გადაუკეტეს ამ ზღვას კიდენი, დარწმუნებული იყო არსაკიძე,
ჟამიც ვერ შეჰბედავდა სანატრელს, შესაძლოა ჟამს გადაერჩინა კიდევაც იგი. დღე და
ღამე დაკეტილი იქნება მცხეთის ზღუდენი, სამი დღის შემდეგ წყაროსთვალის წმ.
გიორგის დღეობააფხოვში. ამაოდ მოუცდიან ხატობაზე ხევისბერები მას.
განა მარტო ეს იყო საფრთხე? ყველისციხის პატრონი ისეთი თავაწყვეტილი ვინმეა, ერთიც ვნახოთ მოეწყინა
მცხეთაში მომწყვდეულს და ამ ჟამიანობის დროს ქორწილი მოუნდა?
მაშინ?
წითური ლაზი მღეროდა კვლავ:
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ახლა თავათ დაფიქრდა არსაკიძე.
ყოველი ქალი ზღვასა ჰგავს მართლაც, არავინ იცის, ან ერთიროდის აღელდება,
ან მეორე?
ერთიც ვნახოთ, გირშელს გაჰყოლოდა შორენა, მაშინ?
მას, არსაკიძეს, თუ ეყოფოდა იმდენი გამბედაობა, უბირი ლაზი ჭაბუკის
ვაჟკაცობის შესაბამისი?
“ააა?”...
სწორედ ამ წუთში ბოდოკია ამოუდგა გვერდით.
ამასობაში ორი მონა მიეახლა ოსპით გაფიფინებულ ქვაბს, ხელკეტი გაუყარეს
და პირველიფარდულისაკენ წაიღეს ხვნეშით.
ისევ მეფანდურეს მიუგდო არსაკიძემ ყური.
უნდოდა გაეგონა, თუ რითი დასრულდებოდა გამიჯნურებული ლაზის
ქადილი ამ შაირში?
ბოდოკიამ ხელი წაუცაცუნა მარჯვენაზე:
კანკელი უკვე დავდგით, ახლა აღსავლის კარების გამო უნდა გეთათბიროთო,
ოსტატო!
უგრეხელისძე, კალატოზი, წამოეწიათ კანკელამდის მისულთ. სახეშეცვლილი,
ფერმკრთალი ეუბნება არსაკიძეს:
პირველ ფარდულში იფეთქაო ჟამმა.
როცა ხუროთმოძღვარმა და სამმა კალატოზმა პირველ ფარდულამდის
მიაღწიეს, თავზარდაცემული მონები გამორბოდნენ თავპირისმტვრევით ეზოში.
მონას, წათაიას, გამოსჩენოდა იღლიაში პირველი სვირინგი.
დამფრთხალიყვნენ ნარებზე მწოლარენი, სწორედ ამ დროს შეეტანათ ოსპით
სავსე ქვაბიფარდულში.
დასტაკებოდნენ მზარეულებს მუშები, ორივენი წაექციათ, ქვაბი
გადმოუყირავებიათ, ხელფეხდათუთქულნი მიწაზე ფართხალებდნენ,
გულისმომკვლელად ყვიროდნენ ბედშავნი.
ფარდულის კარებს აწყდებოდა დაშინებული ბრბო, შიგ შესვლა ვერ გაებედნა
ვერავის.
შემოესმა თუ არა დამდუღრულების ყვირილი, ბრბო გაარღვია არსაკიძემ, გზა
შეუკრეს კალატოზებმა:
ნუ შეხვალ ამ ფარდულში, ოსტატო, ჟამიანი მანდ წევსო ახლაც ბოდოკია
გამოეყო ლაზებს, თან გაჰყვა ხუროთმოძღვარს მეფისას.
აიყვანეს დამდუღრულები, გამოათრიეს სათითაოდ გარეთ. მოატანინეს
მარილი, დამდუღრულებსაც არგაეკარნენ მონები.
თავათ გახადეს დამწვართ სამოსი, მარილი დააყარეს დათუთქულ სხეულზე
ორთა.
ხელის დაბანაც ვერ მოასწრო არსაკიძემ, გიორგი მეფე, ზვიად სპასალარი,
მცხეთის მიტროპოლიტი, ამალითურთ შემოსულიყვნენ ეზოში, ტაძარიდაეთვალიერებინათ, შემდგომ ამისა წინასწარგამოეკითხა ყოველივე წვრილად.
განმგეთუხუცესი თავზე წამოადგა ხუროთმოძღვარს მეფისას.
ეუბნება, გიხმობსო მეფე.
არსაკიძე ხელს იმშრალებდა იმ წუთში.
მოახსენა: ჟამიანისფარდულში ვიყავი, ამიტომაც ვერვეახლებიო მეფეს.
ხელახლა მივიდა განმგეთუხუცესი:
მეფე გიბრძანებსო მოსვლას.
არსაკიძე მიეახლა, საპატიო მანძილზე შესდგა, თაყვანისცა გიორგის, მეფემ
გაუღიმა, ახლოს მოსვლა უბრძანა.
“შენზე ნაკლებად მამაცი ხომ არგგონივარ, ლაზო?”
მერმე გაუღიმა, მაგრად ჩამოართვა ხელი და ეს უთხრა:
ხუროთმოძღვრების დიდოსტატი დიდი ვაჟკაციც ყოფილხარო, ლაზო!
XLVII
გამართლდა ფარსმან სპარსის სამთვარიოს წინათქმა, შაბათ საღამოს
მცხეთიდან დასავლეთით გამოჩნდა ერთი სავსებით უცნაური ვარსკვლავი მახვილის
სახისა.
ქარი ჰქროდა, აზანზარებდა ცასა და მყარს.
დიდხანს უთვალთვალებდა სახლის ჩარდახიდან ფარსმან სპარსი ამ
ვარსკვლავს, როცა იგი დასავლეთის კერძო გაჰქრა ისევე, ფარსმანი ძირს ჩამოვიდა.
ვარდისახარი ტანზე იხდიდა სწორედ.
მივიდა, შიშველ მკლავზე უჩქმიტა ცოლს. ეუბნება:
“თუ მეფემ მალემსრბოლი გამოგზავნოს კვლავ, ასე უთხარით: ავდაა-თქო
ფარსმანი”.
“მეფე უფლისციხეს წასულა ამ დილით”.
ამცნო ვარდისახარმა.
“შენ ვინ გითხრა ეგა?”
“სამთავროში ვიყავი, იქ ამბობდნენ ბერები”.
“დღეს წირვა იყო სამთავროში განა?”
“მთავარეპისკოპოზი ილოცავდა, მთელი მცხეთა მანდ იყო”.
“რაო, რა იჩურჩუტარაჟდენმა?”
“უშჯულოებისა ჩვენისათვის წარმოგვიგზავნაო უფალმა ჟამი, მწვალებელნი
და მკრეხელნი მომრავლდნენო მცხეთაში. საერისთავოებშიაც დაეთრევიან ზოგნი,
აპამპულებენო ქრისტეს შჯულს”.
ფარსმანს ენიშნარაჟდენის სიტყვები.
“მაინც რას ამბობენო ის მწვალებელნი, როგორა სთქვა მიტროპოლიტმა,
ვარდო?”
შეეკითხა ცოლს.
“ღვთისმშობლის უხრწნელობის ამბავს სათუოდ სთვლიანო ზოგნი, ხანაც ასეთ
კითხვებს აძლევენ მართლმორწმუნე ქრისტეანებს: რამდენი ანგელოსი დაეტევაო
ნემსის წვერზე? “
ფარსმანმა შენიშნა, ვარდისხარიც ამრეზილი იყო ამ “მწვალებლებისა და
მკრეხელების” მიმართ. იგინებოდა, ასე ამბობდა: მე რომ ვიცოდე, ასეთ მკრეხელობას
ვინ ჩადის, პირველი ჩავქოლავდიო ამ სიტყვების წარმომთქმელს.
“განა ასე საჭიროა დიაცისათვის უხრწნელობა? არც შენ ყოფილხარმაინცდამაინც უბიწო, ვარდო, მაგრამ შენ ხომ უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე
რომელიმე, უხრწნელი ქალწული, ხომ?”
ვარდისახარი აპილპილდა.
“თუნდაც ფანასკერტელის ქალი, რუსუდან, არა? ერთი იგი გყავდა
უხრწნელი?”
დაუყვავაფარსმანმა იჭვნეულ დიაცს.
მიეახლა, შიშველ ქედზე ხელი მოუცაცუნა. ეუბნება იდუმალი ხმით:
“ხვალ ნუ გახვალ ქალაქში, ვარდო. შენ ხომ იცი, სვეტიცხოვლის მშენებლებს
დარევიათ ჟამი, ლაზი მოუკლავს ერთი.
შენ ხომ გაგიხარდება, ეგ ლაზები ერთბაშად რომ გასწყვიტოს ჟამმა, ააა, რას
იტყვი, ვარდო?”
ეს უთხრაფარსმანმა ცოლს, თვალებში ჩააცქერდაღიმილით.
სალოკი თითი მიადო ნიკაპზე, სწორედ იქ, სადაც ოდნავ, სულ ოდნავ
ჩაზნექილი იყო კანი (ეს მოსწონდა ბებერ ფარსმანს ფრიად. ეროსის თითით
დატვიფრული აქვსო ნიკაპი, ეროსის თითის მეტი ჯერ არაფერი მოხვედრიაო ჩემს
ცოლს, იხუმრებდა ხოლმე ვარდისახარის თანდასწრებით ფარსმანი).
არად მიიჩნია ეს მოფერებაც ქალმა მშვილდივით მოდრეკილი წარბები
ზეაწკიპა, მოვის პერანგზე მარგალიტისღილები შეიხსნა და ეუბნება ქმარს:
“მე ფხოველი დიაცი ვარ, იცოდე, არ მიყვარს, როცა ჩემს მაგივრად სხვა იძიებს
ხოლმე ვინმეზე შურს. შენრომ გულისხმობ, იმ ლაზს, ჟამსაც არ დავანებებ, იცოდე”.
“ჰე, ჰე, ჰე”, - ხითხითებს ბერიკაცი, - ახლა მარჯვენა ძუძუს დაადგა თვალი,
ექილიკება ცოლს:
 “ამ ძუძუზე გიკბინა მალემსრბოლმა მეფისამ, ვარდო, არა? რა უცნაურია ეს
მეფე გიორგი, ვარდო, როგორ დაგეშილი ჰყავს ავაზები და მალემსრბოლები? ვისი
დაკბენაც თავათ მოუნდება, სწორედ იმას დაჰკბენენ იგინი. ააა, შენ რას იტყვი,
ვარდო?”
უაღრესად მოიღუშა დიაცი. სანახევროდ გაშიშვლებულ ძუძუებზე ორივე
ხელი დაიფარა და ამრეზილი გაიშოთა საწოლზე.
მცირე ხანს იწვა გაოგნებული. მერმე დაამთქნარა და კედლისაკენ იბრუნა პირი.
თებრონია კარისალაგთან მიგდებულიყო, პირქვე დამხობილი ხვრინავდა
დიაცი.
ფარსმანმა ცას ახედა. თავისი საწოლი სარკმელთან მიაჩოჩა. შემდგომ ამისა,
ზეზეურად წამოწოლილი დიდხანს უთვალთვალებდა ვარსკვლავეთს.
ხელახლა გამოჩნდა ის ვარსკვლავი მახვილის სახისა.
მცირე ხანს უმზირაფარსმანმა, მერმე უკან მოიხედა ანაზდად.
ვარდისახარი უძრავად იწვა. ტყირპიანი თებრონია ხვრინავდა კვლავ.
“ხომ არგძინავს, ვარდო, ააა, ვარდო?”
არაო, მიუგო დიაცმა და დაამთქნარა ხელახლა.
“ხვალ ნაშუადღევს დიდი მიწისძვრა იქნება, იცოდე, ნურავის ეტყვი, ნურც შენ
გახვალ ქალაქში, ვარდო, შესაძლოა ქარვასლები წამოიქცნენ, მეფისა და
კათალიკოსის სასახლე გაცამტვერდეს, სვეტიცხოველი აყიროსავით მოაძროს. შენ
ნურსად წახვალ, იცოდე, თებრონია გაგზავნე ბაზარში, ვარდო”.
ვარდისახარი წამოდგა საწოლზე. საკუთარ ყურებს არ უჯეროდა ამის გამგონე,
ხოლო ფარსმანმა განაგრძო:
“შესაძლოა ამაღამ, ნაშუღამევს შეგვატოკოს სატანამ მცირედ, მაგრამ შენ არ
შეგეშინდეს, ვარდო”. ვარდისახარი ზეწამოიჭრა. “მაგას რას ამბობ, კაცო, სჯობს ტანზე ჩავიცვათ,
არა?”
“ნუ გეშინია, დიაცო, ამაღამ არ უნდა იქნეს ისე ძლიერი, ალბათ”.
ვარდისახარი საწოლიდან წამოვარდა შეშინებული, ფეხშიშველა დარბოდა
აგურის იტაკზე, მერმე კუთხეში დაიჩოქა ხატების წინაშე.
მუშტები დაუშინა თავის მშვენიერ მკერდს, თითქოს ინანიებდა საკუთარ
ხორცისმიერცოდვებს, ლიტანიობდა. იატაკს უსწორებდა შუბლს.
ლოცვა მოათავა თუ არა, ფარსმანს წამოადგა თავზე ნახევრად შიშველი დიაცი.
ეუბნება:
“თებრონია არგავაღვიძოთ?”
“ნუ, ნუ გააღვიძებ თებრონიას ბედშავს, ძილში სიკვდილის მონატრულია
თებრონია, ვარდო”.
დიაცი გააოცა მისმა უგულობამ. ფარსმანი ისევ სარკმლისკენ მიბრუნდა,
დამშვიდებული უთვალთვალებს ცას.
“თებრონია, თებრონია”, - უყვირის დედინაცვალი გერს. თებრონია განაგრძობს
ხვრინვას. ბოლოს წიხლი ჰკრა ვარდისახარმა მძინარეს.
დამდუღრულივით ათუხთუხდა ტყირპიანი დიაცი, თვალებს იფშვნეტს
შეშფოთებული.
რა შემოესმა მიწა იძვრებაო, ნახევრადშიშველი წამოვარდა მყისვე,
დაფათურობდა, ეძებდა ირგვლივ დაყრილ ძონძებს, პირჯვარს იწერდა, ევედრებოდა
ღმერთს: გადაარჩინეო ეს ქვეყანა წარღვნას.
ახლა ვარდისახარსაც გადაედო შიში.
ზანდუკს მივარდა, საჩქაროდ ამოჰყარა თავისი კაბები, შორენას მიერ ნაჩუქარი
ქათიბები, საწმერთულები, პერანგები, მანდილები, ქუდები, ვერცხლის ჭურჭელი,
ზოგი ნაჩუქარი, ზოგიც ნაპარავი, მაგრამ ერთბაშად წარმოიდგინა, ვერ მოვასწრებთო
ყოველივეს გარეთ გატანას.
თებრონია მოიშველია, ისევ ჩაჰყარეს ეს ნივთები, ახლა სავსე ზანდუკს
დაეჭიდნენ დიაცები, მაგრამ ადგილიდან ვერ დასძრეს იგი.
ვარსკვლავებს უთვალთვალებდაფარსმან სპარსი კვლავ.
ხელახლა ამოჰყარეს ზანდუკიდან საბადებელი. თებრონია დატვირთა
ვარდისახარმა, მერმე თავათ დახვია მკლავები და გარეთ გაათრიეს მზითევი.
ფარსმანი მობრუნდა, ამშვიდებდა ცოლს. ეფიცებოდა: დღეს არ იქნებაო
ძლიერი მიწისძვრა. ყურიც არათხოვა შეშფოთებულმა.
ფარსმანი ისევ სარკმელისკენ მიბრუნდა, შესცქეროდა შეწითლებულ ცას.
კვლავ შემოვარდა ვარდისახარი, სპილენძის ჭანგები დავიწყნოდა, თმის
სახვევი, ზანდუკში.
როცა ჭანგები იპოვნა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა მეუღლე.
“ადექი, ბაღში გამოდი, ბატონო”.
ადგილიდანაც არ დაძრულა ფარსმანი, გულში გაეცინა. სპილენძის ჭანგებზე
უფრო გვიან რომ გაახსენდა ცოლს. თვალიც არ მოუცილებია მახვილის სახის
ვარსკვლავისათვის, ისე მიაძახა დიაცს:
“გაეთრიე, დედაკაცო, გარეთ, თორემ თავზე დაგეცემა ჭერი”.
კარის ალაგთანაც არ იყო ვარდისახარი მისული, როცა მაგრად შეტოკდა
ციხისებური სახლი, შეტორტმანდნენ კედლები, ახლა ფარსმანმაც იკადრა წამოხტომა,
ფეხშიშველა გაირბინა ქვითკირის დარბაზი და მიაძახა კიბის თავთან წაქცეულ ცოლს:
“ეგებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ვარდო, ახალში მაინც მიმიწვევენხუროთმოძღვრად”.
“თებრონია, თებრონია!” - კიოდა ვარდისახარი, მაგრამ თებრონია
პირქვედამხობილი ეგდო მიწაზე, ლოცულობდა და სტიროდა.
ქარი აფორიაქებდა ხეებს, ასე რომ, დედინაცვლის ძახილი არც კი მისწვდენია
ამ წუთში მას.
XLV1II
სვეტიცხოველის კედელზე შვიდს უჩვენებდა მზის საათი, როცა პირველად
შეტოკდა მიწა. არსაკიძე ხარაჩოზე იდგა, კალატოზებს უძახდა: აქ ამოვიდესო ერთ-
ერთი.
მან ერთმა შეიცნო ეს. ძირს ჩამოვიდა, კალატოზებს მკერდზე მიადო გაშლილი
მკლავები: ეზოში გავიდეთო, ეუბნება.
გაოცდნენ დამსწრენი.
დასავლეთის კედლის გასწვრივ კატა გასულიყო ხარაჩოზე, იქ დაბუდებულ
მტრედებს ზვერავდა.
ერთბაშად უცნაური კნავილი ასტეხა, საშინელის სისწრაფით დაეშვა ძირს.
არსაკიძემ უყვირა მონებს: დაუყოვნებლივ დასცალეთო ხარაჩოები.
ამ დროს მეორეჯერშეტოკდა მიწა.
ხოლო მესამეჯერ ისეთი ძალით შეჰქანდა ნიადაგი, არსაკიძემ ტაძარს შეჰხედა,
ასე ეჩვენა: ეკლესია შეტორტმანდა და გადაწვაო განზე.
შემზარავი გრუხუნი გაისმა, სამ ადგილას დაირღვა გალავანი.
ყვირილით გამოცვივდნენ ლაზები და სამცხელები ეზოში, პირქვე
დაემხვნენ,დაიწყეს ლოცვა.
შუკაში დედაკაცი მიელალებოდა ცხვრებს, აბღავლდა პირუტყვი. გაიფანტა
ფარა, ძაღლებმა შემზარავი ყმუილი მორთეს, აზმუვლდნენ ძროხები, დედაკაცები
გაბმულად კიოდნენ.
ქოსსა ჰკრეს არაგვის კარისა და მუხნარისას ციხეებში. მონასპანი გარეთ
გამოსცვივდნენ, მოედნებზე დაფდაფების ცემა ასტეხეს ჯარებმა.
ძელსა სცეს ეკლესიაში ზედიზედ.
ბერებმა და მონაზვნებმა საოსტიგნოები დააგდეს.
ისმოდა ტირილი, ღაღადისი და გალობა:
“შენ გესავ, უფალო”.
*
სვეტიცხოველი გადარჩა, ახლა შორენას მისწვდა არსაკიძისფიქრი.
მთავართა სანათლომდის ძლივს მიაღწია აქელებულმა.
დიაცები ირეოდნენ ხურსისეული სასახლის ეზოში.
ვიღაც თავმოტვლეპილ მოხუცს ელაპარაკებოდა გურანდუხტი.
არსაკიძემ ზნაურა შეიცნო, კოლონკელიძიანთ კარის ეკლესიის ნადიაკვნარი.
სამი შეკაზმული ცხენი თავლის კარებთან ება. ჩალისფერ ულაყს ყურებზე
ეფერებოდა შორენა. მხოლოდ მას არეტყობოდა შეშფოთება სახეზე.
შორენა, გურანდუხტი და ზნაურა ზედაზენს წასვლას აპირებდნენ თურმე ამ
დილით.
გურანდუხტი შეძრწუნებული მოუთხრობდა არსკიძეს დედამიწის მესამეჯერშეტოკების ამბავს. საწოლიდან გადმოვარდნილა. შორენა თავლაში ყოფილიყო, ცხენს
აკაზმვინებდა თურმე ზნაურას.
არსაკიძის დანახვაზე გამოჰქანდა ერისთავის ქალი, სტუმარს მიესალმა,
უამბობდა, საცოდავად აჭიხვინებულანო ცხენები.
სწორედ ამ დროს თავშიშველი ფხოველი მონა შემოვარდა ეზოში, ჯიქურ
მიეჭრა შორენას და ეუბნება:
ლასტის ჯებირი გაარღვიეს ირმებმა, ორი ხარი და ერთი ფური საჩიხიდან
გაგვექცაო. ბევრი ვსდიეთ სასახლის ბაღში, ახლოსაც არგაგვიკარაო არც ერთი.
“ნებიერა ხომ არგაქცეულა, თუ იცი, ბაღათურ?”
ეკითხება შორენა.
“სწორედ ნებიერი გადახტა პირველი, ერისთავის ასულო”.
ბაღათურ საჩიხეში ყოფილიყო, როცა მესამეჯერ იძრა მიწა. ქვას აადუღებდაო
ირმების ჯოგის ერთობლივი ბღავილი.
“ცხენები მოგვგვარე, ზნაურა, - ეუბნება შორენა დიაკონს, - მე და უტა
მივყვებით ირმებს, თორემ ბიჭები ვერ დაიჭერენ მათ”.
ბაღათური ასე ამბობდა:
სასახლის ბაღიდან გასულნი არიან უკვე, მუხოვანში სციცქნიდნენო ნეკერს.
ეტყობოდა გურანდუხტს არ უნდოდა მარტოკანი გაეშვა ქალ-ვაჟი.
დიაკონი წარიტანეთო თან, ძველი მონადირეაო ზნაურა.
შორენა მთავარ დარბაზში ავიდა, მშვილდი მოუტანა არსაკიძეს, თავათაც
მხარზე ჰქონდა ერთი.
ხმალი ზედა მაქვს, რად მინდაო მშვილდი?
ესა სთქვა არსაკიძემ, მაინც გამოართვა კაპარჭიანად.
მთავართა სანათლოის ქუჩებზე თავთავიანთი საბადებლები გამოეტანათ
მცხოვრებლებს. დიაცები სტიროდნენ, აკვნიანად გარეთ გამოყვანილი ბალღები
ღნაოდნენ.
ძაღლები ყმუოდნენ, მოხუცები დარღვეული ქვითკირების ბალავარებზე
კრეფდნენ დამსხვრეული დგამისა და ჭურჭლის ნამუსრევებს.
მეფის სასახლეში უთავჟამოდ დაქოთქოთებდნენ კარისკაცები და მსახურები.
საწოლ დარბაზში ჭერი ჩამონგრეულიყო, დაეშავებინა მესაწოლე მეფისა. “
კიბეებზე ჩამოჰქონდათ ნოხები, ფარდაგები, მაფრაშები, ზანდუკები,
საჭურჭლენი.
საყდრის იარაღები, ცხენსაკაზმები, დედოფლის საპირფარეშოს დიდძალი
ხელსაწყონი, მისივე ქათიბები, დიბის კაბები, აურაცხელი სტავრა, ოქსინო და
ხატაურიფარჩა...
სასახლის ბაღიდან მუხოვანში გაიყვანა ბაღათურმა შორენა და მისი
მხლებლები.
უჩვენა ის ადგილი, სადაც ნეკერსა სჭამდნენ ირმები.
ნაწვიმარი იყო და ახალ ნაკვალევს მიჰყვნენ ცხენოსნები. უნაგირი მოჰქონდა
ვიღაც წითურმონასპას.
ჩიოდა:
ცხენი მომიკლაო მიწისძვრამ. თავლა ჩამოქცეულიყო, ზედ დასცემოდა
პირუტყვს.
ირმების გამო ესა სთქვა წითურმა:
იმ ველს გადახვალთ, წიფლნარს გაივლით, იმ წიფლნარის გადაღმა სამი
უტევანის მანძილზე დაარღვია მიწისძვრამ ქალაქის ზღუდენი, იქ გადავიდნენოირმები, უთუოდ.
შორენა იმედს არა ჰკარგავდა, ბალახს დანატრებულნი არიან ირმები, თუ
სადმე წავუსწარით, ნებიერას მაინც უცილოდ დავიჭერთო.
მე არგამექცევაო ნებიერა.
ქალაქის ზღუდენი ბალავრიანად დაელეწა მართლაც მიწისძვრას.
გასცდნენ თუ არა დარღვეულ გალავანს, შორენამ ცხენს მათრახი სტკეცა
პირველად.
მშვილდოსან ეროსს მიაგავდა თავათ, სიყვარულის მაცდუნებელ ღმერთს.
არსაკიძეს ღიმილს ჰგვრიდა ირმების დაჭერისათვის ოცნებაც, შინაურებია
ირმები, მაგრამ თავისუფლებასრა იგემებენ, სიახლოეს არგაგიკარებენო.
მაინც უხაროდა საყვარელის გვერდით ჭენება ცხენისა.
ასე ფიქრობდა: გავივლით მცირეს, გულს გადავაყოლებთ, შორენაც შეიგნებს
უნაყოფობას დევნისას, დროზე შემოვიქცევითო უკან.
მცხეთა ჯერ კიდევ მოსჩანდა ცის კიდურზე. არსაკიძემ თავის საყვარელ
ქმნილებას მიჰხედა და გაჰქუსლა ცხენი.
უხაროდა ორივენი, უძვირფასესნი, რომ გადაურჩნენ საშინელ სტიქიონს.
მეურმე შემოეყარათ ტყის პირად.
ნარეკვავისკენ გარბოდაო წყვილი ირემი.
ახლოს, ძლიერ ახლოს ჩაუარეს ურემს, ხნულები გადაიჯირითეს და მიჰყვნენო,
“ეჰე, იმ საურმე გზას”.
“ხარები თუ ფურები?”
ეკითხება ზნაურა.
“ერთიფური და ერთიც ხარი, ბატონო”.
მიუგო მეურმემ.
ხნულებზე გადაიყვანეს არსაკიძემ და შორენამ ცხენები.
მიწა დათქერილი იყო, კვალი პირდაპირმიდიოდა ჩრდილოეთისაკენ.
ხნულები მოთავდა, ნაურმალზე გადასდიეს ნატერფალებს.
ადამიანთა ნაჯაფარის იავარქმნა არც კი შეესმინა ბუნებას.
უკანა ფეხზე დაცუცქულიყო კურდღელი, ქანდაკივით იდგა ველის პირზე,
თათს უცაცუნებდა იქვე მწოლარე ძუს.
ბრაწივით შეემართა ცალიც, პირუტყვული ენით ანიშნებდა: ტყისპირად წამო,
ნეკერი მოვციცქნოთო მცირე.
ცხენებისფეხის ხმაზე დაფრთხნენ ორივენი.
მელიკუდას ზღვაში მიტოპავდნენ, მხოლოდ ოთხი ყური მოუჩანდათ
მორბენალთ.
ლანდებივით გამოეყვნენ მელიები კურდღლისფერ ჯაგებს, ძუ წინ გარბოდა,
გაიცუნცულებდა მცირე მანძილს, მერმე შესდგებოდა, მოხედავდა ქმარს; უსიტყვო
მზერით ეუბნებოდა: წამოჩანჩალდიო, ჩემო კაცო.
შორენა ნაურმალს აცქერდებოდა. ჯერ არც ურემს, არც საქონელს არ გადაეარა
ზედ, ლარივით მისდევდნენ ირმის ჭლიკების ნატერფალნი შარას.
ახოში ქედნების გუნდი წამოიშალა, მუხოვანს მიაშურესფარფატით.
გნოლები ჯერ მელიკუდით დაფარულ მინდორზე გარბოდნენ, მერმე იგინიც
აფრინდნენ გუნდად, კაკბები კბოდეებისკენ გაჰქანდნენ, ხევში დაბერვილ ლოდებს
შეეხიზნენ და ასტეხეს კრიახი. გუნდის მეთაურები ლოდებზე ადიოდნენ წინასწარ,
ზვერავდნენ გარემოს, კაკანებდნენ, წყვილ-წყვილად მიჰყვებოდნენ მზვერავებს.
მელიას, ძუს, შიში გადაავიწყა შიმშილმა, კორდზე შესდგა, დაფიქრდანერწყვმორეული.
კარგად არიცოდარა მოემოქმედნა?
გნოლებს გამოსდგომოდა, თუ ქარაფებიდან მოეარნა. ბალახში გატვრინულიყო
და მოულოდნელად თავს დასხმოდა კაკბებს?
არსაკიძე ხედავდა, როგორ ნეტარებდნენ ბუნების წიაღში წყვილები, აქ არც
ალერსი იყო დაშლილი და არც სიყვარული. ამ საფირონის ცის ქვეშ დაგებულია
ფოთლების ფარჩა, წყვილად და ერთად ცხოვრობენ ეს საყვარელი ფრინველები და
ნადირები.
ქვეყანა ვრცელია, ყველას თანაბრად ატფობს მზის თვალი, დედალსა და
მამალს, ხვადსა და ძუს, ფურსა და ხარს.
ირმის ნაკვალევმა სავსებით ნორჩ ტყეში შეიყვანა მხედრები.
ტყე მეჩხერი იყო. აქაც აშკარად ამჩნევდნენ წყვილი ირმების ნაკვალევს.
არსაკიძე ასე ამბობდა: ალბათ მესამე ნეკერს შეჰყვებოდაო რომელიმე ტყეში.
მხარმარცხნით მთებია, მხარმარჯვნივ სოფლები, უთუოდ ამ გზას აირჩევდაო
იგიც.
ნორჩი წიფლების წვეროკინები უზანგებამდის სწვდებოდა მხედრებს, ამ
ტყესაც მისწვდენოდა დილანდელი წვიმა, ამიტომაც საწმერთული დაუსველდა
შორენას.
არსაკიძე ნაღვლობდა: ეს საწმერთული, ხოხბისყელისფერი, ნეტავ არ ჩაგეცვაო
ამ დილით.
“განა მე ვიცოდი მიწა იძვრებოდა, ან ნებიერას დევნა მოგვიხდებოდა მე და
შენ?”
“ნეტავ შენ გვერდით მატარა მუდამ, მიუწვდენელის საძებნადაც გადავიხვეწო
ამ ქვეყნიდან თუნდაც”.
ეს უნდოდა ეპასუხა უტას, მაგრამ ნაცვლად ამისა ეუბნება შორენას:
“როგორი უცნაურია ბუნება, ჩემო, ადამიანებს ჭერი დაგვექცა თავზე. აქ კი
ერთიფოთოლიც არჩამოვარდნილა ზედმეტი”.
შორენამ არა მიუგო რა, იგი კვლავ ირმის ნაკვალევს უთვალთვალებდა.
არსაკიძემ კიდევ შეხედა, შეწითლებოდა ძველი სპილოსძვლისფერი ღაწვები,
ყაყაჩოსავით შეფაკლოდა პატარა, მშვენიერი ყურები.
წიფლნარიდან გავიდნენ თუ არა, პირველად შორენამ მოჰკრა თვალი: ახოში
სძოვდნენ ხარი და ფური. ლომის ფერი ნებიერა იცნო პატრონმა და ადგილიდან
მოსწყვიტა ანაზდად ცხენი.
შემოესმათ თუ არა ცხენების თქარუნი, თავი ააღირა ორივემ, ფური და ხარი
გაჭენდნენ წყვილად.
არსაკიძემ წინასწარ იცოდა, თუნდაც ტრამალზედაც სავსებით ამაო იყო მათი
დევნა ცხენდაცხენ, არც მისძალებია თავდაპირველად ცხენს, ამიტომაც მის ულაყს
გაასწრო შორენას იაბომ.
როცა ათიოდე უტევანის მანძილზე წამოეწიენ ცხენოსნები, კეკლუცად
მოიღერა ლომის ფერმა ნებიერამ ყელი, მკერდი შეუშვირა ჰაერის ქროლვას, ხარმა
ზურგზე გადაიწყო ქორბუდიანი რქები და თვალისმომჭრელი სისწრაფით გაქანდნენ
წყვილად, თითქოს ეროსი ჩასვლოდათ გვამში.
არსაკიძეს უცნაური აღტაცება მოჰგვარა ამ საოცარმა სანახაობამ, ალბათ
გიორგი მეფის საჩიხეში თვალი დაუდგამს ფურისთვის ხარს, ახლა იდროვა, გაიტაცა
მიჯნურმა მიჯნური.
თავათაც უყივლა ცხენს, თავათაც გამოუდგა წინ მიმქროლავ საყვარელს. ველი მოთავდა, ხნულები დაიწყო. ცხენებს უჭირდათ ხნულში ჭენება.
არსაკიძე თრთოდა, ეშინოდა: შორენას ცხენს ფეხი არ ჩავარდნოდა სარწყავ რუში
თუნდაც. ევედრებოდა ერისთავის ქალს, ამაოდ მივსდევთო ირმებს.
ყამირიც მოთავდა, ახლა ჯაგნარი დაიწყო, ხრამმა გადაუჭრა ცხენოსნებს გზა.
შეევედრა არსაკიძე, გავბრუნდეთო მცხეთაში.
სამსჭვალივით გულზე მოხვდა ვაჟის ნათქვამი დიაცს.
“მცხეთაში მიეჩქარები?
როდისღა მოათავებ მაგ შენს სვეტიცხოველს. როგორც ვატყობ, მეორედ
მოსვლა მოუსწრებს მის დასრულებას”.
ვაჟი მიხვდა: იჭვნეულობდა დიაცი.
უნებლიეთ იცრუა: არა, საქმე არაფერი მაქვს ბევრი, მაგრამ ამაოდ
დავშვრებითო მაგ ირმების დევნისგან.
შორენამ ცხენი შეაყენა, უკან მოიხედა. აღარსად სჩანდა ზნაურაი.
ბოლოს დაინახეს შორიდან, ახლა გამოვიდა იგი ტყიდან, ძლივს მობობღავდა
დიაკონი ველზე.
“ოცი, უტა, შენ ნუ მოსცდები საქმეს, თუ გინდა, დაბრუნდი, მე და ზნაურა
ვივლით ასე მცირე ხანს, ეგერ რომ ტყე სჩანს, იმის გადაღმა თუ ვეღარ ვნახეთ სადმე,
გამოვბრუნდებით”.
იწყინა არსაკიძემ:
“როგორა გგონია, ჩემო, ამ ტყეში მიგატოვებ და მარტო წავალ შინ?”
“მეც შენსავით მუდამ შეუძლებელსა და მიუწვდომელს მივეტრფოდი ჩემს
სიცოცხლეში, უტა, შორიელი მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლობელი. ის, რაც
ხელზე, ახლოა, მუდამ მოსაწყენია, თურმე.
დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავ. მოდი, ეს დღე ჩემთვის დაკარგე, უტა. მე
ისეთი გრძნობა მაქვს და ისეთი სიზმრები... ხათუთას ცუდად ჰქონია ეს სიზმრები
მინიშნებული...
ველს რომ დავინახავ, გზას რომ დავხედავ, უცნაური მღელვარება შემიპყრობს,
მინდა ვიარო, ცის კიდურიდან ცისკიდურამდის ვიარო და აღარ მოვბრუნდე ჩემს
სამყოფლოში არასდროს”.
“შენთვის ერთ დღეს კი არა, მთელ ჩემს სიცოცხლეს დავლევ თუ გინდა,
სანატრელო.
სვეტიცხოველი მოვათავე გუშინწინ, ახლა “სიზმარი” უნდა დავასრულო
როგორმე”.
ეს უნდოდა ეთქვა არსაკიძეს, მაგრამ მოერიდა, ქალაჩუნობად ჩამომართმევსო,
ამიტომაც აგრე უთხრა:
“ერთი დღე? შესაძლოა შენთვის მთელი სიცოცხლეა შევაგდო სასწორზე,
მაგრამ”...
“მაგრამ, რაო? “
ჩაჰკითხავდა ქალი.
“მაგრამ არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისაგან შეიბღალებიან
ხოლმე. მხოლოდ იმ სიტყვასა აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი.
უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა
სიტფოს მოკლებული მზეი”.
მცირე ხანს მდუმარედ მიდიოდნენ, მერმე ისევ ქალმა დასძრა სიტყვა:
“მე ასე მგონია, უტა, ნებიერას რომ დავენახე, არ გამექცეოდა. ჩემი ბრალია,
ცხენი არ უნდა გამეჭენებია, ისე მივახლოვებოდი, დავიჭერდი უთუოდ”. ტყის ინდოურები ჯეჯილებიდან ადგნენ. არსაკიძემ ისარი ესროლა, მეწინავე
ინდოური შეტორტმანდა ჰაერში, დაეცა მიწაზე, ზნაურამ აიყვანა ჯერაც ცოცხალი,
თასმით მიიბა ქამარზე.
შეჯდა ისევე ცხენზე, ფართხალებდა ინდოური საწყალობლად. ისედაც
უცნაური ანაგობა ჰქონდა ზნაურას, თავზე ფხოვური ფაფახი ეხურა, ქორის
ბუდისებრ გაბურძგვნილი, წელზე შებმული ნასხვისარი ხმალი მუხლამდის უწევდა
ცხენს, პირუკუშებრუნებული ჯუბაჩა ეცვა ტყავისა, გაწეწილი და დაფხრეწილი. ახლა,
როცა ეს ინდოურიც წელზე მიიბა, შორენამ და კონსტანტინემ ვეღარშეიკავესღიმი.
წამოეწიათ ზნაურა, უჩიოდა თავის ცხენს, გამიოჩნდაო ეს სამგლე.
სვავები წამოიშალნენ დათვის მიერ გაგლეჯილი ძროხის ლეშიდან, მახლობელ
მუხიდან ყვავები უთვალთვალებდნენ მათ, ჯერაც არ ჩაევლოთ ცხენოსნებს, ისე
დაასხდნენ ისინი ლეშს.
ზნაურამ სულ ახლოს ჩაუარა მათ, არც შეპუებიან დიაკონს, არხეინად
განაგრძეს თავხედებმა საუზმე.
მოთავდაფურცლოვანი.
ჯაგები.
ბარდები.
ველი. ისევ აღმართები, ქარაფები და უფსკრულები, ისევე ველი...
ხარირემი ბღაოდა სადღაც.
სვავები სერავდნენ ცას.
წიწვიანი ტყე დაიწყო. აღარ ისმოდა ირმის ბღავილი. მხოლოდ გულყვითელა
წიოდა საწყალობლად. დედალი სატრფიალოდ უხმობდა მამალს, რადგან დუმილში
გარინდულ ბუნებას მთლად გადავიწყნოდა, რომ მიწა შეირყა ორ-სამ ჯერ,
ადამიანები სადღაც სტიროდნენ. ზოგს ჟამი აწუხებდა, ზოგს მიწისძვრა, ხოლო
ზოგსაც მოსალოდნელი სიმძიმილი სიყვარულისა.
ცხენები ერთად მიდიოდნენ სავსებით მდუმარე ტყეში. გულწითელა იძახდა
მხოლოდ. გახედა არსაკიძემ დიაცს, სისხლი აემღვრა, უნდოდა უფრო მჭიდროდ
მიახლებოდა საყვარელს, თავი გადმოეწია მისთვის და ეკოცნა ყვრიმალში, ველის
ყაყაჩოსავით შეწითლებულ, პატარა ყურს ქვემოდ, მაგრამ შტოების ლიწინი მოესმა.
ეს დიაკონი მოფოხრიკობდა თავისი ჯაგლაგა ცხენით.
არსაკიძემ ცხენი შეაყენა. მშვილდს წაეპოტინა, ნაყოფით დახუნძულ პანტაზე
ადამიანივით შემდგარიყო ორფეხზე დათვი.
წინა თათით ხეს მოსჭიდებოდა, ცალითაც ტოტებს ბერტყავდა. იღეჭებოდა
თავათაც.
პანტის ხის ქვეშ ბელები ძიძგნიდნენ პანტას.
მხედრები რა დაინახა, ძირს ჩამოვარდა, აიყოლია ბელები, უკმაყოფილო
ბურტყუნით ქარაფიდან გადაიხვეწა.
სხვებიც აღმოჩნდნენ მახლობელ ხეებზე, ისინი უარესად აბურტყუნდნენ და
გადაეშვნენ კბოდეებიდან.
ტყე გაიარეს, კვლავ ველს გადახედეს მხედრებმა.
ხევს გადაღმა გორმახები იყო. მათ გადაღმა მთები. მთებს გადაღმა
მწვერვალები, კავკასიონის მწვერვალები ერთობლივად შაბიამანისფერისა.
მიჭრიალებდნენ ურმები, ბავშვის კუბო მიჰქონდათ სამი, სოფელში ორიოდე
ქვითკირი დაენგრია მიწისძვრას, ეკლესიის გუმბათი ეგდო მიწაზე.
სვეტიცხოველი გაახსენდა არსაკიძეს, გამარჯვებული გოლიათი ტაძართაგანი.
ტბას ჩაუარეს ველზე მთვლემარეს, კაშკაშებდა მარტოხელა მზის თვალი მასში. იხვებისა და ბატების ფრთების ბარტყუნი ისმოდა, როგორც ერთობლივი ტაში. ასე
ეგონა არსაკიძეს: ბუნება ტაშს უკრავსო საყვარლის მომტაცებელ ხარირემს.
წამოიშალნენ ჭაობის ფრინველები, დასავლეთისაკენ დაფარეს ცისკიდე
სრულად.
კვალი დაიკარგა ამ ტბასთან, ახლა ირმის ბღავილი მოისმოდა
ჩრდილოეთიდან.
“ნებიერიაა”.
ამბობს შორენა.
“ირმის მყვირალობა დაწყებულია ალბათ, ამ მთებში ირმები სხვაც ბევრი
იქნება, ჩემო”.
თოხარიკზე გადაიყვანეს ცხენები.
ბალღივით ხარობდა შორენა.
“შენ ხომ დააკვირდი იმ სოფელს. ამ ზეგანებზე ნაკლებად უვნია მიწისძვრას
ხალხისთვის”.
ეუბნება კონსტანტინე შორენას.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ ნაღვლიანად ამბობს დიაცი.
“ფხოვში თუ იყო ნეტავ? ვინ იცის, რა დღეშია საცოდავი მამაი?”
აღმართი მოათავეს, ზეგანზე გავიდნენ ოფლში გაღვარული, აქოშინებული
ცხენები.
ჯვარედინ გზას მიადგნენ ბოლოს. მზეს გადაესწრო მწვერვალს გადაღმა,
აფახულებდა სპილენძისფერწამწამებს.
დაწინაურდა ზნაურა.
მხარმარცხნისაკენ გაიშვირა ხელი:
ამბობს:
“ოვსთა სოფლებია აქეთკენ”.
მხარმარჯვნისკენ აჩვენებს შორენას:
“ფხოვის გზა ეგაა, ერისთავის ასულო”.
“ჩრდილოეთისაკენ?”
შეეკითხა არსაკიძე.
“ქორსატეველას ციხისაკენ მიდის ეს საურმე გზა პირდაპირ”.
მერმე ხელი მიიჩრდილა დიაკვანმა თვალებზე.
“ეჰე, იმ მთაზე დაყორებულ ღრუბლების ქვემოდ ციხე მოსჩანს,
ოთხგოდოლიანი.
სწორედ ეგაა ქორსატეველას ციხე”.
ქორსატეველას ხსენებაზე გული აემღვრა შორენას, თავათაც მიიჩრდილა
შუბლზე ხელი და გაჰხედა ციხეს. მერმე მარჯვნისაკენ შეაბრუნა ცხენი.
მხარმარცხნისაკენ მიმავალ ურმის გზას გაჰხედა არსაკიძემ.
“აქეთკენ ატყვია ირმის ნაკვალევი გზას”.
ეუბნებაღიმილით.
გამოაბრუნა დიაცმა ცხენი.
“მე შენისთანა მონადირე ვერა ვარ, უტა, მაგრამ ირმის ნაჭლიკარს ხარის
ნატერფალიდან კიდევ გავარჩევროგორმე”.
“რამდენი მანძილი დაგვრჩა ახლაფხოვამდის?”
იკითხა არსაკიძემ.
“სულ ახლოა, ბატონო, ამ მთის ცხვირს შემოვუვლით, ჩრდილოეთიდან, მერმე
ხევ-ხევ ვივლით მცირეს, მთას გადავლახავთ ერთს, შავ არაგვს მივყვებით დაორბოძალ გზაზე პირველი გოდოლი იქნებაფხოვისა”.
ესა სთქვა დიაკონმა და ექვსი ცხენოსანი მოადგა ჯვარედინა გზას
მხარმარცხნიდან.
აქელებულნი ქშინავდნენ ოფლში გაღვარულნი. თორიანი, ქოსა ვაჟკაცი
მოუძღოდა მხედრებს.
ტახის ეშვივით წვეტიან ღოჯებს ორგზის გაეპო ზემო ჩარბი, უფრო ნადირს
მიაგავდა ეს თვალებგადმოკარკლული ქოსა, ვიდრე კაცთაგანს.
შორენას უსიამოდ გააჟრჟოლა მის დანახვაზე, იცნო: ბოქაი, ჭიაბერის ძუძუმტე
და ხუთივე ძმა მისი: აზარაი, გაბიდაი, ზაზაი, ჯიბრედაი და ცცოი.
შორენას მიაშტერა ბოქაიმ თვალები, ცხენი შეაყენა და დანარჩენებს უყივლა
რაღაც. ქალმა მკაფიოდ გაიგონა ჭიაბერის სახელი ოსურად ნათქვამში.
ამასობაში მხარმარჯვნივ მიმავალ ფხოვის გზას დაადგნენ შორენა და მისი
მხლებლები.
კარგა ხანს იდგნენ გზაჯვარედინზე მხედრები, მათი ჯაჯღანი ესმოდა შორენას.
ახლა არსაკიძემაც მოჰკრა ყური; ჭიაბერს ახსენებდნენ ისინი ხშირად. ყველაზე
ხმამაღლა ბოქაიროხროხობდა. უწყრებოდა უმცროს ძმებსრატომღაც.
ბოლოს ერთობლივ სტკეცეს მათრახი ცხენებს და ჭენებით მიაშურეს
ქორსატეველას ციხეს.
*
წყენის ჩრდილმა გადაირბინა შორენას სახეზე. არსაკიძემ მიზეზი ჰკითხა,
მაგრამ ნამდვილი მიზეზი არ ამცნო, ქალმა, რადგან არ უნდოდა ჭიაბერის ხსენება
კვლავ.
კონსტანტინე მდუმარედ მისდევდა გვერდით, ახლა მასაც მოაგონდა
ეშვებიანი ბოქაი და მისი ძმები, ჭიაბერის ტირილზე ნახუნლი.
საჭოჭმანო ეგ იყო: რაინდთა წესისამებრ არ მისალმებიან ისინი შორენასა და
მის მხლებლებსრატომღაც.
შორენას ცხენი დაწინაურებულიყო. არსაკიძემ დეზი ჰკრა თავის ულაყს.
წამოეწია. ეუბნება ალერსიანად:
“იცი, შორენა, მე მაინც არ გირჩევდი კვეტარის ციხეში ამჟამად ჩასვლას. შენ
ხომ აღკვეთილი გაქვს მეფისაგანფხოვს გამგზავრება?”.
“განა მარტო მე? შენც აღკვეთილი გაქვს ფხოვს ჩასვლა, უტა. მაგრამ შენ
პირველ გოდოლამდის მიმაცილებ, მერმე მე და ზნაურაი ვივლით მარტონი,
მთვარიანიღამე იქნება ალბათ, რა გვიშავს?
შენ რომ გულისხმობ, ის საფრთხე უკვე განვლილია, უტა, ასე რომ, მამას
ვინახულებ და ზეგვე გამოვბრუნდები მცხეთას”.
“რომელი საფრთხე, შორენა?”
“ზნაურამ ჩამოგვიტანა ამბავი, შენი იჭვები ზედმიწევნით სწორი აღმოჩნდა.
ხევისბერები გადაუდგნენ მამას. ვგონებ ეს მისი ბრალია, მამას არ უნდოდა
მამამზესთან შერიგება, ხოლო ხევისბერები ამას მიელტვოდნენ სწორედ, საერთო
ძალით გავტეხოთო მეფე გიორგი.
მე მაშინაც ვხედავდი ამ საფრთხეს, მაგრამ სიტყვა მქონდა მიცემული. ჭირის
გაჩენის შემდეგ მცხეთის ციხეებირომ არჩაეკეტათ, უთუოდ ჩავიდოდიფხოვს”.
შორენა დადუმდა და არსაკიძემ სიტყვა ჩაურთო:
“ასეა, ჩემო, ურმით დადის ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგვეწევა ბოლოს”.
“ეგეც სწორია, უტა, ურმით დადის ბედისწერა თურმე, მეც გადავწყვიტე
შევურიგდე განგების ნებას.
მცირე იმედი მაინც ჭიატობს სადღაც. გირშელი მთავართა სანათლოის
რწყილებმა გააქციეს, ეგებ გიორგი მეფეს თავზე ჩამოენგრა პალატები უფლისციხეში
გუშინ.
დროული კაცებისაგან გამიგონია: სარკინოზებთან ომის დროს დაქცეულაო
უფლისციხის სასახლე ერთხელ”.
გული მოუკლა არსაკიძეს ამ სიტყვებმა.
ისე საწყალობელი და უმწეო სჩანდა შორენა ამ წუთში, ერთი გაიფიქრა:
წავყვები კვეტარში, მთაში გადავმალავ მცირე ხანს, მერმე ლაზისტანში გადავიყვანო
ჩუმად, მაგრამ გაახსენდა გიორგისათვის მიცემული ვაჟკაცური სიტყვა,
სვეტიცხოველიც დაუმთავრებელი იყო და როგორც ქინაქინის შესმისას შეძაგძაგდება
ციებით სნეული, ისე შეირხა ცხენზე და დეზი ჰკრა მას, რათა თავიდან მოეცილებინა
ეს საშინელიფიქრი.
მდუმარედ მიჰყვებოდა არსაკიძე დამრეცილ ბილიკებს და ნატრობდა
ვაჟკაცობას ხარირემისას.
XLIX
ხუთივე მხედარი დაუცხრომლად მიაჭენებდა ქორსატეველას ციხისაკენ
ცხენებს. როცა ვიწროებს შეუდგნენ, ძლიერ გასჭირდა სწრაფად სვლა. ქორწილზე
ეჩქარებოდათ ჭიაბერის ძუძუმტეებს, მაგრამ ქორწილზე მეტად სხვა რამესაც
მიესწრაფოდა ბოქაი, ამიტომაც არ ზოგავდა თავისფეხკავშა ულაყს.
ძმათა შორის ახალგაზრდებს ქეიფი უფრო ახალისებდათ, ტოხაისძისა და
კატაის ქორწილში ქეიფი, რადგან კარგი მომღერლები იყვნენ, ხოლო ცცოი, ყველაზე
უმცირესი ძმებში, ჩინებულად უკრავდა ქნარს და საკუთარ შაირებს ზედ ამღერებდა
ტკბილად.
ამიტომაც ისრის მისაწვდენზე მისდევდნენ უმცროსები უფროს ძმას. ყველაზე
ბოლოს ცცოი მიაფენდურებდა თავის თოხარიკ ცხენს.
როცა ქედფიცხელმა ბოქაიმ ცხენი მიაგდო პირველ გოდოლზე, გუშაგებმაც
ციხის კარი გაუღეს, ჩამოხტა ბოქაი მარდად, კოჭლობით წავიდა თავადი ციხისკენ.
ხუთივენი მის მაგალითს მიჰყვნენ. იგინიც ოდნავ კოჭლობდნენ სიარულის
დროს, რადგან ხანგრძლივ ჭენებას ცხენისას ბარძაყები დაებუჟა მათთვისაც.
ეზოში კოცონები ენთო, მთლიანი ხარები, დეკეულები და ხბორები
შეეფიცხებინათ ზედ. თავშიშველა მონები ატრიალებდნენ შამფურებს. კისერს
იღრეჯდნენ. ათვალიერებდნენ ციხის ეზოში შემოსულ ოვსებს.
თავადი ციხის კიბიდან ტოხაისძე მოვიდა სწრაფად, მიეჭრა ბოქაის, მარჯვენა
მხარზე აკოცა, მერმე დანარჩენ ხუთ ვაჟკაცსაც ასევე მიესალმა.
ბოქაიმ ნეკერჩხლის ქვეშ გაიხმო ტოხაისძე.
სამზერიდან ხედავდა კატაი, თუ როგორ დაცუცქდნენ ორივენი ხის ძირას და
იდუმალის გამომეტყველებით ეჩურჩულებოდნენ ურთიერთს დიდხანს.
ისევ ამოვიდა კიბეზე სიძე, ახლა მამამზე ჩამოიყვანა ძირს. მასაც აკოცა
მარჯვენა მხარზე ბოქაიმ. უზარმაზარი მკლავებით დასწვდა მახლობლად გდებულ
ლოდს. მიუჭირვებლად აიღო და ნეკერჩხლის ქვეშ დააგდო.
ლოდზე წამოჯდა მამამზე, ბოქაი და ტოხაისძე ისევ დაცუცქდნენ მიწაზე დაგანაგრძეს ჩურჩული.
"მარტო დიაკვანი ახლდა, ზნაურაი?"
ხმამაღლა შეეკითხა მამამზე ბოქაის.
"არა, ერთი ვაჟიცფხოვურად ჩაცმული".
"შავგვრემანი? "
"არა, ქერა, მე ვიტყოდი, წითური".
"მაღალი?"
"არა, საშუალო ტანისა" .
"არსაკიძე იქნება, ალბათ".
შენიშნა მამამზემ .
"ჩოფურა, არა?"
იკითხა ტოხაისძემ.
ეს დაადასტურა ბოქაიმ.
"არსაკიძე უთუოდ".
დასძინა ტოხაისძემ.
"შეკოჭეთ და აქ მომგვარეთ სამივენი.
ასე ამბობენ: თავის ძუძუმტეს ყვარობსო კოლონკელიძის ქალი. მე მაგას
ვუჩვენებროგორი გლოვა ეკადრება ჭიაბერის საცოლეს.
ისეთ დილეგში ჩავაგდებ, სანატრელი გაუხდეს მზის შუქი" .
მტკიცედ სთქვა მამამზემ.
"მეფე გიორგი? " ...
იკითხაროყიოდ ბოქაიმ.
"იცი, ჩემო ბოქაი, მე ასე მჩვეოდა ომებში: მუდამ უნდა ეცადო შენ პირველი
ეძგერო მტერს.
სულ ერთია კატაისა და ტოხაისძის შეუღლებას არ გვაპატიებს მეფე გიორგი.
გარდა ამისა, ეს საბაბი იქნება, ჭიაბერის სისხლის ასაღები საბაბი" .
ესა სთქვა და ტოხაისძეს გადახედა მამამზემ.
L
შავი არაგვი შორს იყო ჯერაც, ზნაურას ცხენი დავარდა სავსებით.
ფეხდაფეხ მისდევდა მხედარი, სახრეს უშენდა, ლანძღავდა პირუტყვს.
ბევრს ეცადა არსაკიძე, მაგრამ უგუნებობა ვერ გადაჰყარა შორენას. რაც უფრო
ახლოს მიიწევდნენფხოვის მიწისკენ, უფრო მოუთმენელი ხდებოდა იგი.
დიაკონი და მისი ჯაგლაგა ცხენი ფრიად აყოვნებდნენ მგზავრობას. სიკვდილს
ებრძოდა თავქვე დაკიდული ინდოური, მოეშვებოდა ფეხებზე შებმული თასმა,
დაყუნცდებოდა დიაკონი, ახლა ინდოურს დაუწყებდა გინებას. ისევ შეიბამდა წელზე,
კვლავ ცხენს დაუშენდა სახრეს.
ცხენს შეაყენებდა შორენა, მოხედავდა ზნაურას კი არა, გზას.
ერთხელ ასეთი რამეც უთხრა არსაკიძეს: მოდი, ზნაურა დავტოვოთ, ჩვენ
ორთა ვიაროთო სწრაფად.
გზა არ იცოდა არც ერთმა, კითხვა-კითხვით სვლას ისევ დიაკონთან ერთად
სიარული არჩიეს.
მთის ცხვირს ჩრდილიდან შემოუარეს, მაგრამ გზა აღარ იყო უკვე, ხევ-ხევ
უნდა ეარნათ, რადგან წყალს წაეღო გზა, ხოლო ხევი ისე დახერგილი იყო ლოდებით,
ცხენებს მუცლამდე წვდებოდნენ ისინი. ხევი მოათავეს, ახლა უფსკრულების შემრეცილ კიდეებს მიჰყვა ბილიკი,
მხარმარცხნით მთები იყო, მხარმარჯვნით ქარაფები, ხოლო ქარაფების გადაღმა
დეკათი მოფენილი ტაფობი მისდევდა ბილიკს.
შორენას და არსაკიძესაც ტაატით მიჰყავდათ დაღმართში ცხენები.
"გახსოვს, უტა, ტყეში რომ შემოგვაღამდა ერთხელ, ორი დიდოელი თავს
დაგვესხა, მე გატაცება მომინდომეს, შენ ხმალი გააშიშვლე, ერთი დასჩეხე, ხოლო
მეორე ქარაფიდან გადაიხვეწა. ახლა რომ თავს დაგვესხას ვინმე, ნეტავ, შენ რას იზამ
უტა?"
"მე ამის პასუხი მომიცია შენთვის. არმიყვარს ქადილი. ჩემო".
სწორედ ამ დროს გაიშხუილა მათრახმა და უკანიდან ყვირილი შემოესმათ.
ჩოხიანებს ზნაურაჲ შეესვათ ცხენზე. ორი მხედარი უკან მოჰყვებოდა, მათრახს
უშენდნენ ხან ცხენსა და ხან კაცს.
ცხენი შეაბრუნა არსაკიძემ, მშვილდი ჩამოიღო მხრიდან.
წინ გადაუდგა შემობრუნებულ მხედარს ბოქაი.
ხმლისამოუღებლად უყივლა:
დაგვნებდიო!
როცა არსაკიძის მიერ გასროლილი ისარი თვალის უპეში მოხვდა,
ჩამოუქროლა, ხმალი ააცდინა და დაუჭრა ცხენი.
გზა ვიწრო იყო. ძლივს იკავებდნენ დუჟმორეულ ულაყებს.
ზნაურაჲ და მისი ჭაკიც გაჩხირულიყვნენ ზედ. ამიტომაც სწრაფად ვერ
შემოუტიეს დანარჩენებმა.
შორენამ ისარი მიაყოლა ბოქაის, იგი უკვე უნაგირიდან გადმოკიდებულიყო,
მიჰქროდა ცხენი, ხელებით მიფოცხავდა პატრონი მტვერს.
არსაკიძე გადმოხტა, იფარა ცხენი.
ორმა ძმამ ჩამოუქროლეს, უმარჯვოდ მოუქნიეს ხმალი. ცხენი მოუკლეს,
დასჭყივლეს. უკან გამოუდგნენ ბოქაის, ორსაც ზნაურა ებღაუჭებოდა; კეტივით
იქნევდა დიაკონი ხმალს.
შორენამ აზარაის დაატაკა მკერდულით ცხენი, რაინდი მოერიდა დიაცთან
შებმას. არსაკიძეს გადაუქნია ხმალი, თავისი დაახვედრა ბარძაყში დაჭრილმა, მაჯის
ქვემოთ წააცალა ხმლიანი მარჯვენა.
ახლა ზაზას გადაუდგა კოლონკელის ასული ცხენდაცხენ, მკლავში სტაცა
ვაჟკაცმა ხელი, ორივეს დაუფრთხა ცხენები, არსაკიძეს ჩაუქროლა ოვსმა, ხმალი
დააცდინა, ვერც ცხენი შეიკავა დროზე.
ზნაურამ იდროვა ამ აურზაურით, ხელიდან გაუძვრა ცცოის და მიჰყვა
ჭენებით შორენას.
ხმალშემართული წამოვიდა ცცოი. ხმალი შეაგება ლაზმა, მაგრამ ასხლეტილი
მახვილი მაინც მოხვდა მარცხენა მხარზე. შეჰქანდა, გადაეშვა ქარაფიდან
უფსკრულში.
ცხენი შემოაბრუნა ცცოიმ, დასჭყივლა მჭახედ, გადმოხტა, მაგრამ ვერსად მიაბა.
ბოლოს მოისაზრა: მოკლულის აღვირზე დაემაგრებინა.
კბოდედან ძირს ჩასვლა დაეზარა, თანაც შეებრალა დაკოდილი ვაჟკაცი, ისევ
შემოახტა ცხენს და გაჰყვა დანარჩენ ძმებს.
დიდხანს იკოტრიალა ორგზის დაჭრილმა თავდაღმართში, დეკას კლერტოებს
ებღაუჭებოდა, მიგორავდა უფსკრულისაკენ. უვნებლად მიაღწია ხევს, მცირე ხანს
იწვა გატვრინული, გრძნობდა, თუ როგორსდიოდა სისხლი.
ბოლოს წამოდგა არსაკიძე გაოგნებული. ცალი ხელით ჩოხა შეიხსნა, პერანგიგაიძრო, ხმლით დაჰკეპა იგი, მხარი და ბარძაყი შეიხვია ძლივს.
ხმალს დაბჯენილი ამოფორთხდა გზის პირად. ყური მიუგდო ჩქამს.
ადამიანის ჭაჭანება არსაიდან ისმოდა. მხოლოდ ჩხიკვები უხმობდნენ საღამოს, როჭო
წიოდა საწყალობლად დეკაში.
ასეფიქრობდა კონსტანტინე:
სადმე გადავაწყდებიო ცხენოსნებს, შევაკვდებიო მტერს.
ზნაურას ქუდი და მკვდარი ინდოური ეგდო ბილიკზე. გაუვლიათო, იფიქრა,
ისევ გამობრუნდა უკან.
მიდიოდა ხმალს დაბჯენილი, მიკელანობდა, იცლებოდა სისხლისაგან,
სისხლმოწყურებული.
ცხენების თქარუნი შემოესმა ანაზდად.
კუნელის ბუჩქები შენიშნა ქარაფის კიდეზე. გაინაბა. ხმალშემართული
უცდიდა მტერს.
მწუხრი ეშვებოდა მთების უბეებში. დასავლეთისაკენ ელავდნენღრუბლები.
სამი მხედარი ჩამოდიოდა დაღმართში. ორი ცხენი თან მოჰყავდათ მარქაფად.
დააცქერდა: შუბოსნები აღმოჩნდნენ.
ოვსები არ უნდა ყოფილიყვნენ ესენი, ჰოროლები თან არა ჰქონდათ ბოქაისა და
მის ძმებს.
ქართული ლაპარაკი შემოესმა ჩასაფრულს.
ხმალს ზედ დაეყრდნო, წინ გადაუდგა მხედრებს.
ჰკითხავდა: სხვა ცხენოსნები ხომ არშეგხვედრიათო გზაზე?
ხევს გადაღმა ვნახეთ ცხენოსნები, ქორსატეველასკენ მიდიოდნენო ტაატით.
სამი რაინდი მიათრევდა მკვდარს. ერთ შეცხადებულ დიაცს ძლივს ამაგრებდა
ორი.
მელოტო ბერიკაცი უკან მისდევდაო უქუდო.
შუბოსნები ლარგვისის ციხისთავის წარგზავნილები აღმოჩნდნენ.
როგორც კი გაიგეს, მძიმედ დაუჭრიათო ხუროთმოძღვარი მეფისა, ცხენზე
შესვეს და მცხეთისაკენ გააქროლეს დაუყოვნებლივ.
LI
მახვილო,
მახვილო, აღსდეგ, რათა ელვიდე ხილვას
შენსა ამაოსა და მისნობასა შენსა
ცრუსა.
მეფე გიორგი სავსებით მოულოდნელად ჩამობრუნდა სამშაბათს მცხეთაში.
ზვიადმა საკაცით მოაყვანინა სასახლეში ხუროთმოძღვარი მეფისა, წვრილად
გამოჰკითხეს მას ყოველივე.
ცხადი იყო, ეს გამომწვევი თავხედობა მამამზე ერისთავისა ომის საბაბის ძიება
იყო მხოლოდ.
იმ დილითვე აფრინეს მალემსრბოლი ყველის ციხის პატრონთან.
საღამოს დარბაზის ერნი აწვია მეფემ. ერთხმად გადაწყდა: ერთი კვირიაკეს
მოქცევის შემდეგ ლაშქარი წარეგზავნათ, ბალავრიანად ისე დაერღვიათ
ქორსატეველას ციხე, მესახსოვრეც არ დარჩენილიყო მამამზის ოჯახიდან.
რაღაც ბედად შავი ჭირი მოეშვა ხალხს. მეორე დღეს ახალი ცნობები მოიტანეს ზვიადის მსტოვრებმა: მუროჩი
ქალუნდაური და ხუთი ხევისბერი მამამზეს მიმხრობოდნენ. მხოლოდ უშიშა
ღუდუშაური შერჩენოდა კვეტარის ერისთავს.
ასე რომ, მარტოოდენ წანარნი და ოვსნი როდი უწევდნენ თანადგომას
მამამზეს, არამედ ფხოვის ხევისბერები და მათი ლაშქარიც.
ციხოვანსა და უციხო აზნაურებს წანართა მხარისა ქორსატეველას ბასტიონში
გაეხიზნათ დედა-წულნი, საცხოვარი და ხვასტაგი. ციხესთან
მისასვლელი ,,იწროები" გაემაგრებინათ, კოლონკელიძის ასული და დიაკონი
ზნაურაჲ დილეგში ჩაეგდოთ, ხოლო შორენას საწმერთული, ხოხბისყელისფერი,
თავადიციხის ზეთავზე დაეკიდნა ტოხაისძეს.
ხელახლა შეემუსრათ მონასტრები და ეკლესიები, ცხენის ძუაზე გამოებათ
მღვდლები.
იმავე დღეს გზირები წარგზავნა ზვიადმა მთაში, ჩრდილოდან უნდა მოეარნათ
ქორსატეველას ციხისათვის. მამამზეს წარდგომოდნენ, "ვითარცა კალატოზნი,
საშოვარის მაძიებელნი" , რადგან იცოდა გიორგიმ, სწორედ ხელოსნები სჭიროდა
იმჟამად ერისთავს, ციხეების შემკეთებელნი.
უშიშარაისძეს, პიპას, ერთი ქისა ოქრო გაატანეს, დაავალეს: რომელიმე
გოდოლის კლიტენი ჩაეგდო როგორმე ხელში.
შაბათ დილას კახაი მოვიდა ლაშქრითურთ, სამცხის ჯარების პატრონი, ხოლო
ნაშუადღევს გირშელმა მოაწია. ათასი რჩეული მოისარი თან ახლდა ერისთავს, ორი
ათასი შუბოსანი, შავშეთელნი, მხოლოდ მიმწუხრზე შემოვიდნენ მცხეთაში
დაფდაფების ცემით.
მეორე დღეს უთენია გავიდნენ ჯარები.
სეფე დროშა წარუმძღვარეს ლაშქარს, დროშას ჯვარის მტვირთველი და
მთავარეპისკოპოზი მიჰყვებოდა თოროსან ცხენზე შემჯდარი, თავათაც თორი ეცვა
რაჟდენს.
გირშელი მემარჯვენე ლაშქარს უსარდლეს, სამცხის ჯარებს კახაი, ხოლო
მემარცხენეს ზვიად სპასალარი.
მეფე მოგვიანებით გავიდა მცხეთიდან, აფხაზ მოისართა ერთი ათასეული,
ექვსასი შუბოსანი ქართლელი და ლოდსატყორცნები უკან მიჰყვებოდა მეფის ამალას.
თავის ოქროსფერ ულაყზე იჯდა გიორგი, ბაგრატეული მუზარადი ეხურა,
ოქროცურვილი, სალმასურის თორი ეცვა ვერცხლისა.
გირშელი დაუზოგავად მიერეკებოდა ჯარებს, იხოცებოდნენ ქუშამომჯდარი
ცხენები, ყველის ციხის პატრონმა გადაასწრო ზვიადისა და კახაის ათასეულებს.
ბინდდებოდა, როცა ქორსატეველას ციხე გამოჩნდა, ოთხი გზირი შემოეგება
ერისთავის ლაშქარს.
უშიშარაისძე პიპა და სამი მსტოვარი კალატოზებად აეყვანა ტოხაისძეს
მიწისძვრისაგან დაზიანებული გოდოლების შესაკეთებლად, ვიწროები
საგორავებითა და ხანდაკებით გაამაგრესო.
ტოხაისძე ოვსთა ჯარით დაგიხვდებაო ვიწროების ყელთან. ქორსატეველას
ექვსი ათასი მეომარი იცავსო, წანარნი, ფხოველნი და ოვსნი.
უკვე შეღამებული იყო, როცა ზვიადი წამოეწია გირშელსა და მის ლაშქარს.
ყველის ციხის პატრონი ვეღარითმენდა, შეღამებამდის ვეძგეროთო იწროებს.
სპასალარი დილამდის არ აპირებდა შეტევას. წალაპარაკდნენ გირშელი და
ზვიადი, სამცხის ჯარების პატრონი ჩაერია მათ პაექრობაში. როგორც იქნა, დაუჯერა
გირშელმა კახაის, ერისთავთაგანს უხუცესს. ბოლოს მეფემაც მოაწია და ტყეში გაათია სამივე ლაშქარმაღამე.
გარიჟრაჟზე ნისლი დაეცა ტყეს.
გათენდა, მაგრამ ჯანღი არაპირებდა გაფანტვას.
გირშელის სპანი გამოვიდნენ პირველად ველზე, აქ კი სავსებით უცნაური
სანახაობა დაუხვდათ შავშეთელებს. იწროების ყელთან შავნაბდიანი მხედრები
იდგნენ, ჯერისრები დაუშინეს სპათა. ხმა არგაიღეს შავით მოსილთა.
მაშინ შემართული ჰოროლებით ეძგერნენ გირშელის ცხენოსნები
შავნაბდიანებს მხარმარცხნიდან. მხარმარჯვნიდან ზვიადის ჯარებმა შეუტიეს
მტრებს, მაგრამ სად იყვნენ მტრები?
საომარი ხრიკი ეხმარა ტოხაისძეს, ველზე დარჭობილ ჯოხებისათვის ჩაეცვათ
ნაბდები, მთიულური ქუდები ზედ დაეხურათ.
როცა ეს საფრთხობელები გადალახეს მეწინავე მხედრებმა და სიცილით
მიაშურეს ვიწროებს, ველზე გამართულ ხანდაკებიდან ამოცვივდნენ ოვსები და
ფხოველნი. ჰოროლები აძგერეს სამეფოის სპათა. ცხენები დაუხოცეს მეწინავეებს.
სამი მხრით შეუტიეს გირშელმა, კახაიმ და ზვიადმა. უკუაქციეს მეამბოხენი.
იწროებში შერეკეს მტერი.
იწროებს ქარაფები ახლდა მარჯნითა და მარცხნით, ცხენოსნები ზედ ვერ
ადიოდნენ. ოვსნი და ფხოველნი თხებივით დახტოდნენ, ქვებსა და ისრებს უშენდნენ
ხევში შემოსულ ლაშქარს, ღრიალებდნენ, კვარის ჟინჟღილებს ატრიალებდნენ,
ამგვარად აფრთხობდნენ ცხენებს.
სცეს საყვირები შავშეთელებმა და ეკვეთნენ ოვსებს. მაშინ დაუშვეს
ქარაფებიდან საგორავები, იჟლიტებოდა ცხენი და კაცი, ფრთხებოდნენ გახელებული
ულაყები, კლდეზე ახლიდნენ თავიანთ მხედრებს.
შედრკნენ შავშეთელნი და სამცხელნი, უკუქცევას დაადგნენ წინანი, ხმალი
იშიშვლა სამივე სარდალმა, უყივლეს მონასპებს, შებღავლეს ჯარს: "მზეგრძელი იყოს
მეფე გიორგი!"
ისევ დაუშვეს ქარაფებიდან საგორავები. თვალის დაფახულება ერთი, ცხენსა
და კაცს სისხლის გუბედ აქცევდნენ ლოდები.
ქვის ნამსხვრევებიც თვალებს უვსებდნენ მხედრებს.
ცხენი გამოუკლეს გირშელს, კახაის პირში ეცა კაჟის ნამუსრევი. ბაგეებიდან
გადმომსქდარმა სისხლამა შეღება მისი მშვენიერი, თეთრი წვერი.
გირშელი ქვეითად გაუძღვა თავის ჯარს. წარბიც არ შეუხრია კახაის. ჰოროლსა
სცემდა მოხუცი სარდალი ოვსებს თანაც ამხნევებდა სამცხელ შუბოსნებს .
სისხლში ამოგანგლული მხედრები და ცხენები აქელებულნი მიდიოდნენ
აღმართში, ჰოროლითა და ხმლით ჰკაფავდნენ მტრებით დახერგილ გზას.
ბოლოს, ჭილყვავივით გამოცვივდნენ ხმალშემართული ოვსები. შემზარავი
ყიჟინით შეებნენ მეწინავეთა. შედრკა გირშელის ლაშქარი. უკუიქცნენ დაფეთებული
ცხენები.
რა დაინახეს მეფე გიორგი მოდისო, ისევ შებრუნდნენ ნაგვემი მხედრები.
დაწინაურდნენ აფხაზები და ქართლელები. ომებში მრავალნაცადი მახვილი
გააშიშვლა მეფემ. დეზი ჰკრა თავის ოქროსფერ ულაყს.
სწორედ ამ ადგილას ფართოვდებოდა ხევი. გადმოიჭრნენ ლოდების
საფარიდან ოვსთა და წანართა აზნაურები. ოვსთა თავადი მიუძღოდა მათ თუზარაი.
ყორნისფერ ულაყზე იჯდა ყორანზე უშავესი დევკაცი.
ხმალშემართულმა მოაშურა მეფეს. შემოუქნია გიორგიმ მახვილი
სამკლავიანად წააჭრა მკლავი. დაწინაურდნენ აფხაზები და სამცხელები სცეს ჰოროლები წანარებსა და
ოვსებს თხების არვესავით წინ გაირეკეს აზნაურები.
იწროები მოათავეს თუ არა, ტოხაისძე შეება ოვსთა ჯარით გიორგის. ჩალის
ღერებივით დაულეწეს მთეულებს ხმლები სამეფოის სპათა, უკუაქციეს მტერი.
ტოხაისძე დაიჭრა მსუბუქად, სამი აზნაური დასტოვა ველზე, ასიოდე
მხედარი და ერთიც, ხევისბერი, მისურაული ზეზვაი.
ციხეში შებრუნდა ტოხაისძე, დაგმანეს გოდოლის კარები.
მეფემ ბრძანა და ზვიადმა კაცი მიუგზავნა მამამზეს:
ნუ დაგვაღვრევინებო ამაოდ სისხლს მეფის სახელით ჰპირდებოდა: კიდე
ერთხელ გაპატიებთო განდგომას. ბაგრატ კურაპალატის სიყრმის მეგობარს.
თავადიციხეც უვნებლად დაგრჩებათო სიბერისათვის შენ და ბორდოხანს.
შემოთვალეს ციხიდან: დედოფალი მობრძანდესო, თუ მარიამ მაცხოვრის
ხატზე დაგვიფიცავს, მხოლოდ იმას მივენდობითო.
უპასუხა ზვიადმა მოციქულების პირითვე :
ავადააო დედოფალი, უფლისციხეში.
მაშინ მეფემ ბრძანა და საფარები ააგებინა ციხის მისასვლელებთან,
ლოდსატყორცნებიდან დაუშინეს ოთხივე გოდოლს.
ახლა მამამზემ გამოგზავნა შუაკაცები:
მელქისედეკ კათალიკოსი მოვიდეს, უფიცოდ ვენდობითო მღვდელმთავარს.
არტანუჯშიაო მელქისედეკ კათალიკოსი, დააბარა ზვიადმა წარგზავნილს.
მცხეთის მთავარესპიკოპოზირაჟდენი მოვაო კათალიკოსის ნაცვლად.
კარავი დაადგმევინა პირველი გოდოლის მახლობლად მამამზემ.
თავის კარავიდან უჭვრეტდა გიორგი.
გამოვიდა თეთრწვერა, ახოვანი მამამზე, გაფითრებული სავსებით.
უთოროდ, უმუზარადოდ, ჯვარაპყრობილი მიეახლარაჟდენი.
დაიჩოქა მამამზემ. ცალი ხელით ხმალს დაებჯინა. ჯვარს წაეპოტინა ცალითაც.
ეამბორა ზედ. შემდგომ ამისა ეპისკოპოსს ემთხვია ხელზე.
მცირე ხანს ისაუბრეს ორთა: ბოლოს ისევ ციხეში შევიდა ერისთავი, და
რაჟდენმა ეს მოახსენა მეფეს:
მამამზე შევრდომებას მოითხოვდა არა მარტო თავისთვის, ოსთა და წანართა
აზნაურებსაც არ უნდა ვნებოდა რაიმე, ქორსატეველას ციხის პატრონად უნდა
შეერაცხა მეფეს ერისთავის ასული კატაი, და მისი ქმარი ტოხაისძე შავლეგ.
კოლონკელიძის ასული ოსთა მეფის უმცროს ვაჟს, ვარაზს უნდა გაჰყოლოდა
ცოლად, კვეტარის ციხე მზითევად უნდარგებოდა შორენას.
თორი ჩაიცვიო, ეუბნება კათალიკოსის მოსაყდრეს მეფე, უსიტყვოდ გავიდა
კარავიდან, სამასი მონასპა წარგზავნა ქორსატეველას ბასტიონის გარშემო მცველად
გზებისა,ხუთი კალატოზი წყაროების მოსაწყვეტად გაატანა მათ.
გირშელ ერისთავმა აიჩემა: მე ავიღებო პირველ გოდოლს მზის გადახრამდის.
ზვიადს არ ეპრიანა ეს, მაგრამ დადუმდა. მეფემ ბრძანა და სეფე დროშა აიღო დროშის
მტვირთველმა. სცეს საყვირები სამეფოის სპათა და მიუშვეს პირველ გოდოლზე
გირშელის ლაშქარი.
კვლავ გააშიშვლა ყველის ციხის პატრონმა მახვილი, სარკინოზების სისხლით
შესვრილი მრავალგზის.
ჩამოეგებნენ ხმალამოწვდილი აზნაურები ციხიდან, მაგრამ დაწინაურდა
გირშელი, თივასავით დასცელეს მეციხოვნე სპანი შავშეთელთა.
ქოსსა ჰკრეს ქორსატეველას ციხეში. ახალი და ახალი რაზმეულები მოერთვნენპირველი გოდოლის მცველ ფხოველებს. ისევ გამოუკლეს ერისთავს ცხენი, მისწვდა
განრისხებული გირშელ ცხენის მკვლელის ბედაურს უკანა ფეხზე. ბატკანივით
დაითრია იგი და მხედრიანად გადასტყორცნა კბოდედან.
ახალი ცხენი მოართვა მეაბჯრემ, ფიცხლად მოახტა, ისევ უყივლა რისხვიანად
ჯარს, ისე დაერია ოვსებსა და წანარებს, როგორც ავაზა ძუ მწევრებს, ბოკვერების
წარმტაცებელთა.
"მაშინ ჩამოუშვეს გოდოლის ჩარდახიდან საგორავნი ურიცხვნი, დაასხეს ქვა
და შუბი მსგავსი წვიმისა. შე იქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყვა, ზემოდან
ნატყორცნმა ისარმაფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარა, სანახევროდ ჩაერჭო მიწაში".
შედრკნენ შავშელები, მაგრამ ისე უყივლა ლაშქარს ერისთავმა, კვლავ
გამართეს ჰოროლები გირშელის სპათა, ცხედრებზე მიაბოტებდნენ მხედრები და
ცხენები, გორგალივით მოგორავდნენ დაღმართში, ზოგნიც ჭიხვინებდნენ და
სცვივოდნენ მხედრიანად უფსკრულში, ილეწებოდნენ ჯაჭვის პერანგები,
გოგრებივით სქდებოდნენ მუზარადები.
მოუთმენლობამ შეიპყრო გიორგი, თრიაქსა სწევდა დაუცხრომელად, აღარ
იცოდა, რომელი უფრო შეაწუხებდა: გირშელის გამარჯვება, თუ დამარცხება?
ზვიადი ნაწყენი იყო გირშელის მიმართ, პირველი გოდოლის შელეწვაც თავათ
ეწადა, იცოდა, არც მეფეს უხაროდა ეს. გულის გარედან ეუბნება გიორგის:
მაშველ ჯარს თხოულობსო ყველის ციხის პატრონი.
ასე ვარაუდობდა მეფე: თუ პირველ გოდოლს გირშელი აიღებდა, თავადიციხე
მას დარჩებოდა, გაახსენდა: მცხეთაშივე დანაქადნები მის მიერ: ქორსატეველა თუ
ავიღე , მეორე დღესვე შევირთავო კოლონკელიძის ასულს.
ბრაზი წაეკიდა ამ ამბის გულში გამვლებელს, ახლა იგიც მოაგონდა:
მოგაცილებო გირშელს, შორენას რომ შეჰპირდა ავაზებით ნადირობისას. ეუბნება
ხმადაბლა სპასალარს:
"მე ასე მგონია, ზვიად, ამაოდ შეაწყვიტა პირველ გოდოლს გირშელმა სპაი".
მერმე ეს უნდოდა ეთქვა: ნუ მიაშველებო ლაშქარს, მაგრამ ბაგენი მოკუმა და
მცირე დუმილის შემდეგ ასე უთხრა:
"უკუიხმე ახლავე ერისთავი, ღამეს შევუცადოთ, ეგებ ციხის კლიტენი
მოგვაწოდოს პიპამ".
"მეც ასე მგონია, მეფევ ბატონო, კარგი ვაჟკაცია ერისთავი გირშელ, მაგრამ
მოქნევას მოზომვა სჭირია წინასწარ. თუ თქვენი ბრძანება იქნება, ინათლებს თუ არა,
მე გავუძღვები აფხაზთა ათასეულს და სამცხის ჯარებს, მზის ამოსვლამდის
ჩაგაბარებ პირველ გოდოლს ".
მოახსენეს თუ არა გირშელს, უკუქცევას გიბრძანებსო მეფე, განრისხდა
ერისთავი. ახლა ჯიბრზე გაუდგა სისხლისმიერ ნათესავს. თანაც გაახსენდა ფხოვში
ნათქვამი მის მიერ: ჩემთან ჯიბრი გადაგიტანსო, გირშელ. მაინც არ შედრკა უჯიათი
ვაჟკაცი, რომელსაც დასცინოდა კიდევაც ხუმრობით მეფე: რწყილებისა და ავაზების
გეშინიაო.
კვლავ შეუზახნა ლაშქარს, სცეს საყვირები შავშეთელებმა ხელახლა,
დაწინაურდა გირშელ, გააალმასა ხმალი და ისე შეება მტერთა სიმრავლეს, როგორც
ავაზა მთელს ქარავანს სპილოებისას.
შედრკნენ ოვსნი და ფხოველნი. ტოხაისძემ ციხის კარებთან დასტოვა
კავკასიონის ნაძვებივით აშოლტილი ვაჟკაცები, მკერდგანგმირულნი, ციხეში
შეასწრო თავათ.
ხელახლა გადაჰკეტეს გოდოლის კარნი. მაშინ უბრძანა ყველისციხის პატრონმა შავშთა ათასეულის უფროსს:
შესტეხეთო ციხის კარები.
როგორც იქნა, შეანგრიესრკინის ჭიშკარი.
პირველი შეიჭრა გააფთრებული ერისთავი გოდოლში, ხევისბერი მუროჩი
ქალუნდაური შემოეგება ხმალშემართული. შემოუტია მამაცმა ბერიკაცმა გირშელს,
გადმოუქნია ხმალი, აქაც არ შედრკა ერისთავი, ხმლის გამართვა ვეღარ მოასწრო,
ლაჯებში სცა მახვილი მტერს .
წაიქცა ხევისბერი თუ არა, ეძგერა ერისთავს გოდერძი ქალუნდაური, გიორგის
მიერ ნაჩუქარი ხმლით გადაუჭრა მახვილი, მეორეჯერ შემოუქნია, თორიანად გააპო
გირშელ.
ისევ ჩაჰკეტეს გოდოლის კარები, უკუიქცნენ მოზღვავებულნი სპანი.
*
ბინდმა გაჰყარა მებრძოლნი.
ბანაკი დასცეს ციხის გარშემო სამეფოის სპათა, კოცონები აანთეს, გზები
შეჰკრეს და წყაროები მოსწყვიტეს ირგვლივ.
ნაშუაღამევს თითისტარი დაეცა მეწინავე გუშაგების ფერხთით, პირველი
გოდოლის კლიტენი ზედ იყო მიბმული.
ახლა წიგნი დაახვიეს თითისტარზე.
მეფე ეკითხება უშიშარაისძეს, პიპას: რა ბედი ეწია ყველის ციხის პატრონს?
ისევ გადმოაგდეს თითისტარი.
ფხოველმა, გოდერძი ქალუნდაურმა ხმლით აკუწაო გირშელი.
მთელი ღამე არ სძინებია მეფეს. იგონებდა ყრმობას, გირშელთან გატარებულს,
მასთან ალერსსა და მასთან გაჯიბრებას.
ფხოვი მოაგონდა და ძმადნაფიცი ქალუნდაური.
გამოუტყდა თავისთავს: უხაროდა დედის დისწულის სიკვდილი. გუშაგები
ყიოდნენ ბნელში, ცხენები ტკბილად ახრამუნებდნენ თივას, გიორგი პირქვე იწვა
თავის კარავში დაფიქრობდა თვალდახუჭული.
როცა მამლებმა იყივლეს ქორსატეველას ციხეში პირველად, მან გადასწყვიტა
მტკიცედ: თუ შორენას უვნებლად გამოიყვანდა ციხიდან, ერთ კვირაში ცოლად
შეერთო იგი.
ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა საყვირები სცეს სამეფოის სპათა. ციხისთავმა კაცი
გამოუგზავნა, პატიება ითხოვა მამამზემ. პასუხი არ გასცა მეფემ. ლოდსატყორცნები
დაუშინეს ოთხივე გოდოლს.
მაშინ ამოსცვივდნენ თავადიციხისა და გოდოლების ჩარდახებზე მამამზის
სპანი, ჯვრები ეჭირათ ხელში, ყვიროდნენ:
"მზე გრძელი იყოს მეფე გიორგი" .
სამზერებიდან, ქონგურებიდან უჩვენებდნენ გარს მოჯარულ ლაშქარს ხის
ჯვრებს და კვლავ ყვიროდნენ:
"მზე გრძელი იყოს მეფე გიორგი" .
გიორგის აღარ უნდოდა სისხლის ღვრის გაგრძელება, მაგრამ ზვიადი ურჩევდა:
ეგ ტოხაისძის მიერ მოგონილი ხრიკიაო, ახალი, ციხეში შეგვიტყუებენ, საგორავებს
დაგვიშენენ, თავებს წაგვაჭრიანო დიდსა და მცირეს.
მაშინ გაუსია მეფემ ლაშქარი ოთხივე გოდოლს, მხოლოდ მესამე დღეს
შელეწეს თავადიციხის კარები, ციხისთავი შემოეგება მეფეს, სამი გოდოლისკლიტენი მოართვა, ფერხთით დაუვარდა გიორგის.
პირველი გოდოლის კლიტენირა უყავიო?
ეკითხება მეფე.
მოიპარესო, მეფევ ბატონო.
კარგად იცოდა მეფემ, უშიშარაისძემ პიპამრომ მოისყიდა ციხისთავი.
ზვიადს მიუბრუნდა: თავი მოსჭერით პატრონის მოღალატეს და მამამზე
ერისთავს მიართვითო ახლავე .
თავადი ციხის მთავარ დარბაზში ჩაკეტილიყო მამამზე, როცა მეფის ძღვენი
მოართვეს, გაოცდაფრიად.
გიორგი და ზვიადი შეიწვია დარბაზში, ფერხთით დაუვარდა მეფეს, მუხლზე
აკოცა და პატიება ითხოვა.
წარბიც არშეუხრია გამარჯვებულს.
ეკითხება:
ჩემი ძღვენი თუ მიიღეო?
მადლი მოახსენა ერისთავმა.
"ასე მჩვევია, ერისთავთ-ერისთავო, მე. მოღალატეს არ უნდა შერჩეს თავი
მხრებზე. შენ გინდოდა გაგეგო ძვალთა და რკინათა მკვეთელი რკინის საიდუმლო
როგორმე, ამასაც გამოცდი საკუთარ თავზე ".
გაიყვანეთო, ბრძანა ზვიადმა.
ციხის ზეთავიდან ჩამოიღეს შორენას საწმერთული, მამამზე ერისთავის
ჭაღარა თავი აღმართეს ზედ.
ტოხაისძეს საბელი მარყუჟად მოახვიეს ყელზე, ორ ცხენს მიაბეს საბელის
თავები, სცეს ორთავეთა ამიერ და იმიერ, თავი წაწყვიტეს სახლთუხუცესს.
ოთხი ხევისბერი მოაშთვეს იმ დილით.
ქორსატეველას ციხე ზღუდიანად დაარღვიეს.
შორენა გაჭაღარებულიყო ტყვეობში სრულიად, მაინც ჰშვენოდა მშვენიერი
მხცით შემკული თმა.
მცხეთაში ჩამოიყვანეს ერისთავის ასული, გურანდუხტს ჩააბარეს ისევ.
ძლივს მოჰკრიფეს გირშელის ცხედარი, ასო-ასოდ აკუწული ფხოველთა მიერ.
იტირეს წესისამებრ და სამთავროში დაფლეს, კანკელის წინ, სწორედ იმ ადგილას,
სადაც მეფეებს, კათალიკოსებს და ერისთავებს ასაფლავებდნენ წესისამებრმაშინ.
LII
მელქისედეკი ცას ეწია სიხარულისაგან, რადგან მის მიერ ჩამოყვანილ
ბიზანტიელ სტუმრებს მოთავებული დაახვედრეს სვეტიცხოველი. ნამგზავრი,
ნაავადმყოფარი ძლივს ჩამოიყვანეს ბერებმა ცხენიდან. იმ საღამოსვე ტაძრის ეზოში
გაჩნდა.
ლოცავდა კალატოზებსა და კირითხუროებს, მაგრამ ფრიად დამწუხრდა, როცა
ამცნეს: მძიმედ დაჭრილი ხუროთმოძღვარი ფეხზე ვეღარ დგება, ამიტომაც ვერ
დაუხვდაო შენს უწმინდესობას.
დიდძალი შეწირულებანი ჩამოიტანა კლარჯეთის, სამცხის და ჯავახეთის
მორწმუნეთა, აზნაურთა და უაზნოთა მიერმორთმეული.
შეამკო და მოკაზმა ტაძარი ოქროითა და ვერცხლითა. შეჭედა
თავათ ”სვეტიცხოველი", კანკელნი და კარნი საკურთხევლისანი, დაასვენა პატიოსანითვლებით დამშვენებული ხატი, ბასილი კეისრის მიერ გამოგზავნილი, თავათ
გამოიღო ორმოცდახუთი, ოქროითა, ვერცხლითა შემკობილნი, თვალითა და
მარგალიტითა მოოჭვილნი, ოქროსფორტლითა დაწერილნი.
დიდის ამბით ჩამოასვენეს ნოკორნადან ჯაჭვით ნაბამი წმ. გიორგის ხატი
ოქროისა, უცნობი ქართველი ოსტატის მიერ შესანიშნავად ნაქანდაკები (ურჩხულის
ქერეჭი და სამფარეშოსანი ჯაჭვის თვლები იგავმიუწვდენელი ხელოვნებით იყო ზედ
გამოყვანილი).
მოატანინა საყდრის საკაზმნი, მრავალგვარნი საკითხავნი, მატიანენი,
საკმეველნი, საკელაპტრენი-ოქროითა, ვერცხლითა და პატიოსანი თვლებით
დამშვენებულნი სრულად.
დაჰკიდა ოქსინონი, სკარამანგნი დიდ-დიდნი, კეისრის მიერ ბოძებულნი.
სკარამანგნი სხვანი, უფრო მშვენიერნი, გარშემო ოლვილნი, განსვენებულის, ბაგრატ
კურაპალატის მიერნაბოძებნი.
შესწირა სვეტიცხოველს სოფელნი “ძმათა თვისთა განძითა ნასყიდნი",
კლარჯეთს, ჯავახეთს, ტაოს და ქვემო ქართლს.
(მათ გამოც შეუვალობის სიმტკიცე ჰქონდა ნაბოძები თავის გამზრდელის,
ბაგრატ კურაპალატის მიერ).
ბოლოს, თავათ დასწერა სიგელი. ყოველივე საბადებელი ტაძრისა აღნუსხა
წვრილად და გაუგონარის სიმკაცრით დასწყევლა ყველა, "ვინცა რამამანცა კაცმა
რაიცა დააკლოს და შესცვალოს".
 . . , :. . . . . . . . .
LIII
ტაძრის კურთხევის დღეს დაიძრა ხალხი ნიკოფსიასა და დარუბანდს შორის
გადაშლილ საერისთავოებიდან. არც ტაძარში, არც მის ეზოში და არც მცხეთაში
ეტეოდნენ სტუმრები.
მელქისედეკ კათალიკოსი სწირავდა, თორმეტი თანამწირველი ეპისკოპოზიც
ქართულად და ბერძნულად.
გიორგის ბერძნული ლაპარაკიც სძაგდა, ამიტომაც დაღვრემილი უსმენდა
ბიზანტიელ არქიელებს. დიდის პათოსით ღაღადებდნენ და ღიღინებდნენ ისინი ამ
მშვენიერენაზე.
ნაწირვებს დადგა კანკელის წინ მგლისებრ თვალებიანი, ჩია მოხუცი, ჯერ
ოდნავ უხალისოდ ლაპარაკობდა თითქოს, თავდაპირველად ავლში გახვეული
ნაღვერდალივით ღვივოდნენ სიტყვები.
ათასგზის განაგონ ბიბლიურ მითებს უტრიალებდა მელქისედეკი, მაგრამ ისე
ამოდ ჰყვებოდა ამას ყოველივეს, გატვრინული უსმენდა დიდი და მცირე.
ყოველი მისი სიტყვა მტკიცე იყო, როგორც სპილენძი, და სწორედ ისე,
როგორც თრიაქი შეუმჩნევლად მოედება ხოლმე გულს, ძარღვებში სისხლს
ააჩქროლებს, აზვავდება ოცნება, ქვიშის კიბეს მიადგამს ცას, ასე დაეუფლა იგი
სპილენძივით მტკიცესა და თრიაქივით დამათრობელს, სალმასურის ჯაჭვივით
ელვარე ქართულ სიტყვას და შეატოქა იგი აგრეთვე მშვენიერსა და აგრეთვე
ვაჟკაცურს ბერძნულს.
მელქისედეკის აზრები როდი ხიბლავდა გიორგის, არამედ უცნაურირიტორობა მისი, ამიტომაც პირველად თავის სიცოცხლეში უდიდესის სიყვარულით
უსმენდა კათალიკოსს.
თავის ქადაგებაში ორი რამ საგანგებოდ აღნიშნა მელქისედეკმა. "წმინდათა
სწორი დედოფალი მარიამი", ამ ტაძრის დიდი მოამაგე, ავად გახდაო იერუსალიმს
გამგზავრების კვირაძალში.
ახლა არსაკიძის ხიფათის ხსენება დააპირა, მაგრამ მოერიდა დედოფლის
გვერდით მის მოხსენებას, ერთბაშად ისევ ბიბლიურ მითებს მიუბრუნდა, ებრაელთა
ეგვიპტიდან გამოყვანას შეეხო, ყოველი ერი თავის ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს,
ყოველი ხალხი თავისუფალი უნდა იყოსო, როგორცღმერთი.
დიდის ტაქტით მიუბრუნდა ანტიოქიის პატრიარქთან ურთიერთობას, აქ
სარკინოზებს გადასწვდა, გზები მოგვიჭრესო მაგ წყეულებმა. არსებითად უხაროდა
კიდევაც გულში, რომ სწორედ ამის გამოც დაჰკარგა ანტიოქიის პატრიარქმა ის ათასი
ოქროს დინარი, ხარკად შეწერილი ათას ქართულ სოფლისათვის.
არ უხსენებია იგიც, როცა გზა გაიხსნა, გიორგი მეფის ხმალმა რომ გადასჭრა
გზა.
ამ ადგილას უფრო გულმოდგინედ მიუგდო გიორგი მეფემ ორატორს ყური,
რადგან მელქისედეკი 1021 წლის ზავს შეეხო. ქვეყანამ იცოდა: სწორედ გიორგის
ხმალმა გაჰკვეთა ის საბელი, რომლითაც ბიზანტიის ეკლესია ბოჭავდა ქართულს.
ბოლოს იგი მოიგონა, ვისი ხსენებაც გულით ეწადა პირველად.
"წყეულმა ოვსებმა" . მძიმედ დაგვიჭრესო სვეტიცხოვლის ამგები, დიდოსტატი
არსაკიძე, კიდევ ერთხელ შეაჩვენა რატომღაც ოვსები, "უსაჩინოესი ერისთავის,
გირშელის მკვლელნი" .
მოათავა თუ არა ქადაგება, საკაცით შემოაყვანინა კონსტანტინე არსაკიძე.
თვალი მოავლო ოსტატმა ოქროითა, ვეცხლითა და პატიოსანი თვლებით
მოკაზმულ ტაძარს, ცრემლი დაიძრა, მაგრამ დაიოკა მღელვარება, ჩუმად, სავსებით
ჩუმად წაიბუტბუტა:
"იქმენინ ნათელი!"
კათალიკოსმა თვალი დაადგა ცვილივით გაყვითლებულ სახეს, მიეახლა,
შუბლზე ეამბორა, მერმე გაბრუნდა, გვერდით ჩაუარა, როგორც კეისრის მიერ
ნაბოძებ ღვთისმშობელს, ისე აურაცხელ წმინდანების ხატებათ, ჯიქურ მივიდა
უცნობი ქართველი ოქრომქანდაკებელის მიერშესრულებულ წმ. გიორგის ხატთან.
ორივე ხელი მოსჭიდა, ადგილიდან დასძრა და შეჰღაღადა:
განკურნეო დიდოსტატი არსაკიძე .
მერმე მთელმა ერმა, ტაძრის შიგნით და ტაძრის ეზოში შებღავლაღვთაებას:
"განკურნე დიდოსტატი! "
შორენა და გურანდუხტი ერისთავთა დედაწულებთან იდგნენ, როცა
კოლონკელიძის ასულმა არსაკიძის დალეულ სახეს თვალი ჰკიდა და განკურნეო,
იგრიალა ტაძარმა, მას ხმა ჩაუწყდა ხორხის არეში, დაიჩოქა, ილოცვიდა თავის
სიყრმის მეგობრის განკურნებისათვის, მანდილოსნების ფარჩის კაბებს
ამოფარებული სტიროდა, ევედრებოდა წმინდანს.
გურანდუხტმა უკმაყოფილოდ ზეაწკიპა წარბები, შორენას ქვითინი რა
შემოესმა, აცახცახდა.
ვაჲთუ მეფის ყურამდის მიიტანონო ეს ამბავი! რადგან მეფე გიორგიმ პირადად
ამცნო მას, როგორც კი იერუსალიმს გაემგზავრება დედოფალი, მეორე დღესვე
შევირთავო შორენას.
სწორედ ამიტომაც ღელავდა: ,,ვიღაც მდაბიორი კალატოზის, ისიც ლაზის" განკურნებისათვისრად აწუხებსო მომავალი დედოფალი წმ. გიორგის?
LIV
დიდი დროშა კარის ალაგთან იდგა.
მეფესთან სადილად აწვიეს იმავე დღეს ერისთავები დედაწულიანად,
ბიზანტიელნი, პატრიციები, მიტროპოლიტები და ეპისკოპოზები.
მელქისედეკ კათალიკოსი, ზვიად სპასალარი, მთავარეპისკოპოზი რაჟდენი,
ჭყონდიდელი, ანჩელი, მაწყვერელი და მტბევარი თავთავის ალაგას იდგნენ, ხოლო
მხარმარცხნით - ბიზანტიელი დიდებულები; კატეპანი ნიკიფორე კასავილა,
პატრიციუს ქრისტეფორე დელფოს, სევასტოს თეოდორე ლამპროს (სამივენი
ვერცხლის ფორიანნი, უხმლოდ), ამორელი მიტროპოლიტი კამახა, სმირნელი იოანე,
როდესელი არქიელი ეპიფანეს, ტრაპეზუნდელი რომანოზ და თორმეტი
უდაბნოთანი ქართველნი.
მეფემ უბრძანა მანდატურთწინამდგომს და მან არგანი დააგდო.
ამირეჯიბმა აიღო იგი.
მანდატურთწინამდგომი მთავარი ტახტის წინაშე მიდგა.
პური მოიღეთო.
ბრძანა მეფემ.
პურის წინაობა იურვა მანდატურთწინამდგომმა.
კათალიკოსი, სპასალარი, განმგეთუხუცესი, დიდებულები და სტუმრები
ზეწამოდგნენ.
მეფე გიორგიმ კათალიკოსი აწვია პირველად.
სუფრა აკურთხა მელქისედეკმა, ილოცა, პირველად მანვე გასტეხა პური.
ტაბაკი მანდატურთწინამდგომმა და ამირეჯიბმა დასდგეს. მოიტანეს
სამეფოის ტაბლანი ოქროისა და ვერცხლისანი, მოიღეს სამწდეურნი ბაგრატეულნი,
ოქროსანი სრულად.
ოქროს ტაბაკზე მარგალიტით მოოჭვილი კოვზი იყო, ვერცხლისტარიანი,
ერთი.
ახლა მოლარეთუხუცესი წამოდგა, მანდატურთუხუცესი თავის ადგილზე
დაჯდა.
კათალიკოსს, ჭყონდიდელს, ქართველ და ბიზანტიელ დიდებულებსა და
ეპისკოპოზებს ამირეჯიბმა დაუდგა ტაბაკი.
განმგეთუხუცესმა სამ-სამი ჯამი მოართვა თითოთა.
საწოლის უხუცესი მწიგნობართუხუცესის გვერდით მოთავსდა, მათ მიჰყვნენ
ხელოსანნი და ხელისუფალნი, ბოლოს მერემეთუხუცესი, ფარეშთუხუცესი და
მეჯინიბეთუხუცესი.
ლოყებღაჟღაჟა, გრძელულვაშიანი, ნიკაპგამოპუტული ჭაშნაგირი იდგა.
მოჰქონდათ შეჭამადი მრავალნაირი, ხელისგულზე ისხამდა, თავათ სინჯავდა
ყველაფერს. მოიღებდნენღვინოს მრავალგვარს, პირველად მოსვამდა ჭაშნიკს.
კატეპანს, ნიკიფორე კასავილას მოვლილი ჰქონდა მთელი მსოფლიო,
ხატაეთიდან ირლანდამდის.
მაინც გაოცებული შესცქეროდა ოქროისა და ვერცხლის ჭაღებს, დიდი
დარბაზის კუთხეებში დადგმულს, ბაგრატეულ სამწდეურებს, ოქროს ლანგარებს,
აზარფეშებს დაფიალებს, ხატაურ და ირანულ ჭურჭელს. უთვალთვალებდა უცნაურ ცერემონიებს საქართველოს მეფის ბრწყინვალე
სასახლისას.
საქართველო მას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ნახევრად წარმართული
სამეფო.
სარკინოზთა ხალიფების კარზე ელჩად ნამყოფს უკვირდა: მუსლიმების
დარად ხელით როდი ჭამდნენ, არც ყაყანებდნენ პურობის დროს, პირიქით, სავსებით
მდუმარედ შეექცეოდა დიდი და მცირე სადილს.
ბიზანტიელი ეპისკოპოსები მეფის სუფრაზედაც განაგრძობდნენ კამათს
აღდგომის კალენდარის გამო.
(იმჟამინდელ ბიზანტიაში დიდი პოლემიკა ჰქონდათ ღვთის მეტყველებს,
როგორ მოეწყოთ წელთაღრიცხვა ისე, ქრისტეანული აღდგომა ებრაელების პასექს არ
დამთხვეოდა).
მთავარეპისკოპოზი რაჟდენი ვნებიანი პოლემისტი იყო, ახლაც გულით ეწადა
ამ კამათში ჩარეულიყო, მაგრამ იცოდა: გიორგის არ უყვარდა, როცა ქართველნი
ბიზანტიური საქმეების გამო გამართავდნენ კამათს, ამიტომაც ახლად მორთმეულ
ორაგულებზე ამოიყარა ჟინი.
"ვიგრი" დაარქვა ღორმუცელობის გამო გიორგიმ მას, მართლაც წააგავდა იგი
კროკოდილს, გრძელზე უგრძესი ცხვირითა, ფართოდ გაჭრილი პირითა და
ფორეჯიანი, ხორკლიანი სახითა.
ცნობისმოყვარე კატეპანმა დაითვალა ასზე მეტი სხვადასხვაგვარი შეჭამადი
სუფრაზე მოტანილი.
როგორც თავათ კასავილა, ისე დანარჩენი ბიზანტიელი სტუმრები მხოლოდ
დატკბილულ საჭმელებს ეძალებოდნენ, არ იკარებდნენ პილპილიანს, ძმრიანსა და
ნივრიანს, კოლხურსაჭმელებს.
ჩაკურატებული ბიზანტიელი არქიელები სასტიკად გაეჯიბრნენ
ლოყებღაჟღაჟა ქართველ ეპისკოპოზებს, მუსრს ავლებდნენ არაგვის ორაგულებს,
მტკვრის მურწასა და კარაქისფერ ციმორს, გუნებაში სწყევლიდნენ
მზარეულთუხუცესს, შესანიშნავი ზუთხი და ზურგიელი პილპილითა და ნივრით
რომ "წაეწყმიდა" .
მათაც ვიგრივით შეუტიეს ახალ ქვირითს, მაინც ვერა ძღებოდნენ, შამფურზე
შემწვარ გოჭებისა და შებრაწულ ინდოურებისაკენ იჭვრიტებოდნენ ვნებიანი
თვალებით.
სმირნელი მიტროპოლიტი იოანე ახლად დაბრუნებული იყო ანტიოქიიდან,
სადაც იგი თორ-აბჯარში გადაცმული ებრძოდა სარკინოზებს ხმლით, ახლა მან ისე
შეუტია არაგვის ორაგულებს, თვით ღორმუცელა ,, ვიგრი", იგივე რაჟდენი, ანჩელი
და მტბევარი დაგვიჩაგრა ქართველებს.
ორგზის ფხა გაეჩხირა ყრონტში, ორი ქართველი ეპისკოპოზი უჯდა მას
გვერდით, არც ერთმა იცოდა ბერძნული, მაგრამ წამოეშველა ფარსმანი, რომელიც
თარჯიმანად იყო წვეული იმ დღეს, ხმელი ლავაში მიაწოდა დროზე.
გიორგიმ ბერძნულიც იცოდა და არაბულიცა, მაგრამ არასდროს კრინტი არ
დაუძრავს უცხო ენაზე სასახლეში.
თავათ მეფე უხალისოდ ჭამდა, ეს უგუნებობა შორენასაგან გადაედო. სავსებით
გაფითრებული და მდუმარე იჯდა იგი "თევზისფერ ძროხასა და გურანდუხტს შორის,
ერისთავების ჩაქვირითებულ მეუღლეთა წრეში, არამიწიერი სილამაზით
გაბრწყინებული.
შორენას შინ წასვლა უნდოდა წირვის შემდეგ, თავი სტკიოდა, მარტოკატირილი ერჩია ჭამას, მაგრამ გურანდუხტი დაემუქრა, თუ დღეს არ სწვევიხარ მეფეს,
თმით გათრევო შინ მისულს უთუოდ.
ბერძენი სტუმრების სიახლოვე და მათი ენაც ახელებდა მეფეს,
განსაკუთრებით კასავილას წრესგადასული ცნობისწადილი აბრაზებდა მას.
კატეპანი კასავილა ისე ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, ფარსმანისათვის არ
ეკითხა: ამ საჭმელსროგორაკეთებენო?
კიბოები ყვარებია სენატორს, როცა კოლხურად შემზადებული კიბოები
მიართვეს, ასე იფიქრა: ამას მაინც არექნებაო პილპილი, შესჭამა თუ არა, ათუხთუხდა
პირდამწვარი, მოურიდებლად გადმონერწყვა მარცხენა ხელისგულზე, შემდგომ
ამისა ეკითხებაფარსმანს:
რომელ მდინარეში იჭერენო ამ პილპილიან კიბოებს?
ეს კიბოები კოლხეთის წყლებში მოაშენაო მეფე გიორგიმ, რათა ნამეტნავად
ცნობისმოყვარე სტუმრებს ენა წასწვასო როგორმე.
ასე მიუგო ფარსმანმა.
ბევრი იცინა კასავილამ, როცა მისგანვე გაიგო, რომ ეს კიბოები "პილპილიანად
როდი იბადებიან" თურმე, არამედ ხობოკვერას გამოაცლიან შიგნეულს, ბოლოდან
გამოღებულ ხორცს გაურევენ ნიგოზს, პილპილსა და ნიორს, ისევე დატენიანო
ხობოკვერას კიბოსას.
თავათ კასავილა იძულებული იყო ხელით ეჭამა, რადგან მარჯვენა ხელზე
მხოლოდ ორი თითი ჰქონდა შერჩენილი.
ტრაბახობდა კიდევაც: შარშან რომის პაპთან ვიყავი წვეული, ბენედიქტ VIIΙ-ს
ტრაპეზზედაც ხელით ვჭამდიო.
არსებითად ასე იყო საქმე :
როტა ცეტინიუმთან დამარცხებულ ბულგარებს თვალები დასწვა ბასილი
კეისარმან, სწორედ ნიკიფორე კასავილა ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას.
ერთმა ბულგარელმა ითხოვა: საიდუმლოს გავთქვამო დიდს, თუ სენატორ
კასავილასათვის მათქმევინებთო იდუმალ.
როცა მოუყვანეს მოხალისე ”მსტოვარი" კასავილას, ბულგარელი ეცა მას ყელში,
მარჯვენა მოუქნია სენატორმა, გაცოფებული ტყვე მისწვდა და სამი თითი წასჭამა
ბიზანტიელ დიდებულს.
სწორედ ამ ,,გმირობისათვის" მიიღო კატეპანის ხარისხი კასავილამ, ჩუმ-
ჩუმად სხვას ტრაბახობდა იგი:
ცეტინიუმთან მე დავამარცხე ბულგარელები, თხუთმეტ ათასს დავუბნელეო
თვალები.
LV
მოთავდა თუ არა ნადიმი, მეფეს აეკიდა კატეპანი სასახლის ბაღშიც.
დაუსრულებელი შეკითხვებით თავს აბეზრებდა, ეთამამებოდა, მარჯვენაზე ხელს
ჰკიდებდა.
ძლივს იკავებდა ამრეზილი მასპინძელი თავს.
ეს ყოველივე მით უფრო სამძიმო იყო გიორგისათვის, რომ მას ორგზის უნდა
გაეგონა ნათქვამი იმ დღეს, ბერძნულად და ქართულად.
როცა ციხეებისა და ჯარების გამო ორაზროვანი პასუხი მიიღო ზედიზედ,
ახლა მეფის ცხენების და შავარდნების გამოკითხვა დაიწყო სტუმარმა. ეტყობოდა ეს ამბავიც სათითოოდ სცოდნოდა წინასწარ, თვით |ყურშაის
სახელიც ეცნაურა კასავილას.
"ჰურრახ, პურრახ", აღრიალდა დაცალებული ავაზა ამ დრო.ახლა ავაზების
გამო გაუბა საუბარი კატეპანმა მეფეს.
"თევზისფერ ძროხას" საფირონის თვალებიანი ნათია აეყოლებინა, ბევრი სდია
სასახლის ბაღში გიორგის, ბოლოს ავაზების გალიასთან მიუსწრო მეფესა და კატეპანს.
კასავილა მოეშვა ავაზების გამო ლაყბობას, ჯერ ნათიას შეხედა, მერმე
დედამისს, ბოლოს გიორგის გადახედა და ეუბნებაფარსმანს:
მეფისწული ხომ არააო ეგ მშვენიერი?
თვალისგუგიდან ამოღებულივით მიაგავსო მეფე გიორგის.
როცა ფარსმანმა ეს გადათარგმნა, სახე აელეწა ცოქალას, გიორგიმ შეხედა
ნათიას, მართლაც იპოვნა მსგავსება მის სახეზე, გააჟრჟოლა, რა მოიგონა, სამი თვის
წინად ხარჭად აყვანარომ უნდოდა მისი.
უცნაურად აიმღვრა მეფე და ეუბნება ქართულად ფარსმანს:
"ამ ორთითა კატეპანს როცა შევსცქერი, მეშინია, არაფერი ამომაცალოს
ჯიბიდან"
ესა სთქვა და ავაზაზე გადაიტანა მზერა, წაიბუტბუტა თავისთვის:
"საერთოდ ქურდებია ბიზანტიელები, სჯული ებრაელებს მოპარეს ენა - ძველ
ბერძნებს, ბულგარელებს - ცეტინიუმი, სომხებს - ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები -
ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ
ჯერაც" .
რაო, რა ბრძანაო მეფემ?
ეკითხება ენამრავალი კატეპანიფარსმანს.
მეფემ ასე მოგახსენათო, მიუგო თარჯიმანმა, როგორც კი ჩემი ვაჟი, ბაგრატი
მშვიდობით დაბრუნდება, ტახტს გადავულოცავ უფლისწულს, კეისარს ვეახლები,
წმინდა ადგილებს მოვილოცავო ბიზანტიისას.
მეფემ ძლივს შეიკავაღიმილი.
"თევზის ფერმა ძროხამ" კარგად არ იცოდა ბერძნული. ასე იფიქრა: ახლა
დავიღუპე უთუოდ, მეფე დაიჯერებს, თითქოს მისგან მყავდეს ნათია, ამიერიდან
ცოლად არ შეირთავს გიორგი მას, უფლისწული ბაგრატი მალე ჩამოვა და
ბიზანტიონში წაყვებაო დედოფალს მეფე.
მეფემ მოინდომა საუბრის საგანი შეეცვალაროგორმე.
ამიტომაც აკითხვინა კასავილასათვის:
ავაზები თუ ჰყავსო კეისარს?
უკანასკნელიც მოკვდომოდა ბასილის.
უკეთ რომ ვთქვათ, ტახტის მემკვიდრეს, კონსტანტინეს, მის ძმას, რადგან
ბასილი მუდამ ლოცვითა და თვალების დათხრით იყო გართული.
ახლა ავაზების გამო დაიწყო კასავილამ ქაქანი.
ფარაონის თუთმაზის პირამიდაზე ვნახეო ერთი ბარელიეფი შარშან, მუნ
გამოხატულ ქურუმებს მარცხენა მხარზე აქვთო ავაზის ტყავი გადაკიდებული.
ეგვიპტურიღმერთქალი საფეს ასე ატარებდაო ავაზის ტყავს.
ფარსმანი აიმღვრა.
ეგ პირამიდა თავათ არენახა, მას ყოვლისმცოდნედ მოჰქონდა თავი.
გაოცდა, როცა ისეთირამე გაიგონა, რაც მას არა სმენოდა არასდროს.
როცა ირმების საჩიხემდის მიაღწიეს, გიორგიმ ატროკება შეამჩნია კატეპანს,
ახლა ამ ირმების გამო წამჭამსო თავს, შორენა შენიშნა, გურანდუხტის გვერდითგანაბული.
კოლონკელიძის მეუღლემ განზრახ უტია მეფეს, ,,თევზისფერ ძროხას"
მიეახლა, მკლავში გაუყარა ხელი და შეეცადა საუბრით შეექციაროგორმე.
მეფე ამჩნევდა თავისთავს, რაც უფრო ხანი გადიოდა, მომეტებულის
მოკრძალებით ეკიდებოდა შორენას.
დიაცების მიმართ ცინიკურად განწყობილს, უცნაურად ეშინოდა რატომღაც
მისი, მასთან საუბრის დროსღელავდა, ენა ებმებოდა თითქმის.
ახლა ნაღვინევი იყო ოდნავ, მხნეობა მოიკრიფა და ეუბნება:
"რათ მოგიწყენია, ეკბატანას ვარდო? "
ქალმა არც კი შეიფერა ხოტბა მეფისა, უსიტყვოდ დახარა თავი.
მეფემ მორცხვობას მიაწერა ეგ. ახლა ეს უთხრა ქალს:
"ეგებ ნებიერას გაქცევამ დაგაღონა, არა? "
შორენას აგრე უნდოდა მიეგო: სხვაც ბევრი მაქვსო დარდი, მაგრამ დუმილი
არჩია კვლავ.
კვლავ მოიკრიფა გამიჯნურებულმა მხნეობა.
ეუბნება ალერიანად:
"თუ ერთ საწადელს შემისრულებ, შორენა, დღესვე ვუბრძანებ
მენადირეთუხუცესს, შევაპყრობინებ შენს ნებიერას".
"კიდევრა გწადია, მეფევ ბატონო, ჩემგან" .
თითქმის ამრეზილად მიუგო შორენამ და ნაღვლიანად გაჰხედა ირმებს.
"შენი სიყვარული" .
იყო პასუხი.
"მე მგონია, რაც წამართვი, იგიც გეყოფა, მეფევ ბატონო, არა? მამაჩემს თვალის
სინათლე წარსტაცე, მე - თავისუფლება, - ხოლო ჩემი გული? სხვას ეკუთვნის დიდი
ხანია იგი".
მეფე აიმღვრა, ბრაზი წაეკიდა, ამ წუთშივე უნდოდა გაეგო, ვინღა დარჩაო სხვა?
ჭიაბერი და გირშელი აღარ იყვნენ ამქვეყნად, ვინ უნდა ყოფილიყო იგი, ვისაც
გაებედანა მეფისათვის გატოლება თავისა?
მღელვარება დაიოკა, აღარ იცოდა, რა მოემოქმედნა. მაგრამ ბედად,
"თევზისფერი ძროხა" ხელიდან დაძრომოდა გურანდუხტს, შორენას მიეჭრა ცოქალა,
ირმების გამო დაუწყო ლაპარაკი.
მეფემ იდროვა, ბოდიში მოიხადა მანდილოსნებთან, გურანდუხტსა და
კასავილას მიეკედლა გაფითრებული.
ახლა ეს აიტეხა კატეპანმა: მაჩვენეთო ის საოცარი ძაღლი "კურშაი" ("ყ"-ს ვერ
გამოსთქვამდა კატეპანი. თავხედურად ხუმრობდა კიდევაც: "ქართულ პილპილსა და
" ყ"-ს ვერინელებსო ჩემი ყელი").
თითქმის მდუმარედ იარეს მცირე ხანს ბაღში.
ძაღლების სამყოფ ელოსთან ისეთ ამბავს წააწყდნენ, თავათ გიორგიმ
უხერხულობა იგრძნო, შორენა, გურანდუხტი და ნათია გაწითლდნენ, ფარსმანსა და
კასავილას გაეცინათ, "თევზისფერმა ძროხამ" ძლივს შეიკავაღიმილი.
ნებივრად იწვა ძუძუებშებერტყილი ყურშაი. სამი ლეკვი სამ ბოკვერს
წაჯდომოდა მგლისას.
ხვადები ისე ტოკავდნენ, როგორც ამძუვნებულ ძაღლებს სჩვევიათ ხოლმე .
კასავილა გაოცდა, როცა შენიშნა მგლის ბოკვერებისა და ლეკვების ალერსი.
ფარსმანმა განუმარტა: ეს ბოკვერები მე მივუსვიო ყურშაის, სამივენი თავათ
გაზარდაო ძაღლმა. ფარსმანს მთელი დღე მოშხამული ჰქონდა სვეტიცხოვლის კურთხევისა და
არსაკიძის დიდოსტატად აღიარების გამო. ბოღმამ თავხედობა გაუათკეცა, გვერდით
ამოუდგა მარტოკა მიმავალ მეფეს, ღიმილით ეუბნება გიორგის:
"ეგ ბოკვერები და ლეკვები ძუძუმტეებია, მეფევ ბატონო" .
გიორგის ენიშნა ქარაგმულად ნათქვამი.
წამსვე მოისაზრა: ალბათ რაიმე იცისო იმ ,, სხვას " გამო მელაძუა ფარსმანმა,
წაეპოტინა ზმას:
" პირდაპირმითხარი, რისი თქმაც გწადია, ბებერო! "
"მეც გადავწყვიტე არაოდეს მოგახსენო, მეფევ ბატონო, სიმართლე, არც
პირდაპირ და არც ირიბად, რადგან შანდლები კიდევ ბევრი დარჩა სასახლეში,
ვგონებ" .
"დედის სულს გეფიცები, არ დაგსჯი სიმართლის თქმისათვის, ფარსმან" .
იცოდა ფარსმანმა, ამაოდ არ დაიფიცავდა იგი დედას, ახლა ინანა: იმ დღეს
რად არჩამოვართვიო ასეთიფიცი?
"აკი მოგახსენე, მეფევ ბატონო, მშიშარანი არიან-მეთქი შენი ვაზირები. ყველას
ეგ სწადია, მხოლოდ საამური თავათ მოახსენოს მეფეს, ხოლო ცუდ ამბავთა
მაუწყებლად “შანდლების ქურდი" ეგულებათ".
გიორგიმ მკლავში ხელი წაავლო ფარსმანს, ნაბიჯს აუჩქარა, კასავილა არ
წამოსწეოდათ.
"ამაოდ იგულებ, მეფევ ბატონო, სადედოფლოდ ერისთავის ქალს, მთელმა
სასახლემ იცის, არსაკიძე ცხოვრობს დიდიხანია მასთან".
"იცოდე, თავი მხრებზე არ შეგრჩება, ფარსმან, ამის საბუთი თუ არ მოგიტანია
თავათ" .
"უფლისციხეში ბრძანდებოდი მიწისძვრის დროს, მეფევ ბატონო, არა?
ირმის დევნა საბაბი იყო მხოლოდ, შორენა გაიტაცა არსაკიძემ იმ დღეს, ფხოვის
მიწაზე დაიჭირეს მერმე ოვსებმა.
დიდი ხანია, რაც განიკურნა ხუროთმოძღვარი მეფისა, თურმანიძის
მალამოებმა მას არგო ფრიად. მაინც წევს, რადგან ეგეც ხრიკია, კოლონკელიძის
ასულის შემოსაჩვევად" .
მეფე გახელდა, მიწისფერი დაედო სახეზე .
"არა მგონია თავი გამიტოლოს აგრერიგად მაგ ლაზმა".
"გატოლებაო? "
გაიღიმაფარსმანმა.
"მეფეებს არც უტოლებს იგი თავს.
მიწისძვრის მეორე დღეს შევუარე, ავადმყოფი მეგონა, შინ არ დამხვდა ფხოვს
გაქცეული. ერთი სურათი ვნახე მის მიერ ნახატი, იაკობისა და ღმერთის რკინებაა
ზედ გამოსახული.
თანაც იცოდე, ღმერთს მელქისედეკის თვალები აქვს, ხოლო იაკობს -
დამხატველისა.
ეგ კიდევ ცოტაა, მეფევ ბატონო, შორენა დაუხატავს, ერისთავის ასული.
ყაყაჩოების ველზე დგას იგი, მხრებზე ქედნები ასხედან, ხოლო ორი დათვი, ერთი
წმინდა თაფლისფერი, მეორე - წაბლისფერი, ფერხთით დავარდნია დიაცს.
წაბლისფერი ყველის ციხის პატრონს მოგაგონებს ზედმიწევნით, ხოლო
თაფლისფერი თუ ვინ იქნება, ამას თავათაც მიხვდები, მეფევ ბატონო, უთუოდ".
გიორგის ენიშნა ეს ყოველივე , უფრო აუჩქარა ნაბიჯს, ისევ შეეშინდა კატეპანი
არ დაგვეწიოსო. "თუ ეგ საბუთებიც გეცოტაოს, მეფევ ბატონო, მე ცნობები მაქვს ეჭვმიუტანელი,
ხანდახან შაბათობით დადის მასთან გვიან ღამით შორენა, თუ კარგად გასჩხრეკენ
რატისეულ დარბაზს, სხვა საბუთებსაც აღმოაჩენს მახვილი თვალი".
კიდევ უნდოდარაღაც ეკითხაფარსმანისათვის მეფეს, მაგრამ
"თევზისფერი ძროხა" და კატეპანი წამოეწიენ მათ.
*
მეორე დღეს კატეპანმა დანარჩენი სტუმრები დასტოვა სასახლეში და
ბიზანტიონს წავიდა.
LVI
სიკვდილის მოახლოვება რა შეიცნო კეისარმა ბასილიმ, საქართველოში
გამოისტუმრა საპატიო მძევალი. ბაგრატ გიორგის ძე, კატეპანი დოკიანი გამოაყოლა
დიდძალი ამალით.
ბიზანტიის ტახტის მემკვიდრე, კონსტანტინე აღარსად სჩანდა.
წიგნი მისწერა სასწრაფოდ ძმას, მაგრამ ვაზირებმა გადამალეს უსტარი.
რამდენჯერმე გაიმეორა კეისარმა ბრძანება, არ გაუმხილეს ლოგოთეტებმა
სიმართლე.
ბოლოს თავით შეაკაზმვინა ცხენი. გაემართა ტახტის მემკვიდრის საძებნად.
ვაზირებმა იცოდნენ: სიძვის დიაცებთან ქეიფობდა კონსტანტინე ნიკეაში იმ
დღეს.
მიკიტნის სისხლი უფრო ჭარბად მას გამოჰყოლოდა.
კარგად იცოდა: სახრჩობელა და მოწამვლა კეისრის გვირგვინის ზედნადები
იყო ბიზანტიაში. ამიტომაც ლოთობდა. უწესო ქალებში ატარებდა დროს, მხოლოდ
ხანდახან ვარჯიშობდა თვალების დაწვაში ტახტის მემკვიდრე.
როცა აღმხედრებული ბასილი კონსტანტინოპოლის ქუჩებში გამოჩნდა,
შეძრწმუნებული ხალხი სარდაფებში გადაიმალა. ხოლო ვაზირებს უფრო მეტად
შეეშინდათ, მალემსრბოლები აფრინეს, ძლივს მოათრიეს გალეშილი კონსტანტინე
ბიზანტიონში.
თავათ შეიყვანა ბასილი მთვრალი ქრიზოტრიკლინის ოქროს დარბაზში.
ტახტზე დასვა საკუთარი ძმა, წითელი წაღები გაიხადა და ჩააცვა ფეხზე, გვირგვინი
თავზე დაადგა. მერმე ფერხთით დაუვარდა და თაყვანი სცა კეისარს, უკვე
კონსტანტინე IX-ს.
იმავე კვირას მდევარი გამოაკიდა ახალმა კეისარმა კატეპანსა და ბაგრატს.
მალემსრბოლებმა გზაში მოუსწრო ტაოს საზღვარზე მოსულთ. წიგნი გადასცეს
კატეპანს.
,,განგებითა ღვთისათა გარდაიცვალა სანატრელი ბასილი მეფე, ძმა ჩემი", _
იუწყებოდა კონსტანტინე კეისარი, _ ,,აწ უკვე სადაც მიწევნულ იყოს განსაგებელსა
ჩვენსა, ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, გარეშეაქციეთ და მოიწიოს წინაშე
ჩვენსა".
ლაშქრიანად შეეგებნენ ბაგრატს აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართლელნი,
ძალას მიმართეს ბიზანტიელებმა, მაგრამ შეებრძოლნენ სპანი მეფისანი, კატეპანი
დოკიანი და მისი ჯარი უკუაქციეს, ხოლო უფლისწული მეფე გიორგის მოჰგვარეს.
დიდი ზეიმი გაიმართა უფლისციხეში, მელქისედეკმა სამშვიდობო პარაკლისიგადაიხადა სვეტიცხოველში, გახარებული იყო მთელი საქართველო, კავკასიონიდან
ბასიანამდე.
გიორგი მეფეს ამ ამბავმაც ვერგადაჰყარა უგუნებობა.
თრიაქის წევას უმატა, ნადირობდა გამუდმებულად. . . .
LVII
არსაკიძეს მართლაც არგო თურმანიძის მალამოებმა. უკვე ჯოხით წამოდგომას
ახერხებდა თავათ.
ხუთშაბათს უთენია ადგა. ნაშუაღამევს მოათავა თავისი "სიზმარი”.
სწორედ იმ დღეს ხათუთიამ მოუტანა შორენასაგან წიგნი. თუ კარგი დარი იქნა,
შაბათ დილას დედა აპირებსო ზედაზენს წასვლას, საღამოს გამოგივლიო უთუოდ.
დიდი ხანია, რაც ეპირებოდა გურანდუხტი ზედაზენს წასვლას, რამდენიმე
შაბათი ისე წავიდა, აღარსად ჩანდა შორენა.
ასე ივარაუდა კონსტანტინემ: გაავებული გურანდუხტი ფხიზლად მწყემსავსო
თავის ქალს.
პირაღმა იწვა დაჭრილი ოსტატი. დარბაზის სარკმელიდან უთვალთვალებდა
ცას. ღრუბლების მოძრაობას აკვირდებოდა. ამას ნატრობდა: გამოიდარებდესო
შაბათამდის, ნეტავ.
ხუთშაბათს, საღამოს ცა მოისარკა, მაგრამ წამოეძალა სულწასულობა ეროსით
შეპყრობილს, ფრჩხილით გადააცალა ბარძაყის ჭრილობას კანი, თუმცა აქიმი
უკრძალავდა, ხელი არახლოო იარას.
იმავე საღამოს სიცხე მისცა, ნონაი მკურნალთან გაიქცა, იწვა პირაღმა
უპატრონო ავადმყოფი, პირი უშრებოდა, სწყუროდა წყალი.
შემდგომ ამისა, უცნაურად წაეწყვნენ უბედური ამბები ზედი-ზედ ურთიერთს,
როგორც ეს ხდება ხოლმე ხანდახან.
*
დიდხანს უჩიჩინებდა ფარსმანი ცოლს, ხურსისეულ სასახლეში წადი,
საწმერთული მოპარეო შორენას, მაგრამ ვარდისახარი ყოყმანობდა მაინც.
სწორედ ხუთშაბათს თავის ტკივილმა წამოუარა დიაცს, ასე იფიქრა: ეგებ
გურანდუხტს ექნესო შაკიკის წამალი.
შორენა და მისი მოახლენი სამთავროს წაეყვანა კოლონკელიძის მეუღლეს,
მარტო ხათუთაი დაუხვდა შინ.
წყლის მოსატანად გაგზავნა სტუმარმა ხათუთაი, თავათ, გამოსძებნა შორენას
საწმერთული, ხოხბისყელისფერი, რომლის მცხეთაში ჩამოტანას ერისთავი გირშელ
და ორი ათასი მონასპა შეეწირა.
შეღამებული იყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში შევიდა ვარდისახარი,
ნონაი არსად სჩანდა, ამიტომაც ჯერაც არიყო ანთებული ჭაღები.
ფეხაკრეფით შეიპარა და სასთუმალს ქვეშ ამოუდვა სიცხიან ავადმყოფს
შორენას საწმერთული.
არსაკიძე ბოდავდა იმ წუთში, ნონაი ეგონა, ამიტომაც შეეკითხა:
როდის მოვაო მკურნალი?
მოვაო, მოვაო, - წაიბუტბუტა ვარდისახარმა ყრუდ, - ავადმყოფს მიჰხედა,
ლანდზე უსწრაფესად გაჰქრა. *
შაბათ დილას ისევ დაიწყო წვიმა, მაგრამ აღარ შეუმჩნევია ეს, საღამოს
გამოეპარა შორენა დედას.
აქელებულმა შეირბინა ავადმყოფთან, დიდხანს ვერ დარჩა მაინც.
მეფეს გაემჟღავნებია ფარსმანის ჭორები გურანდუხტისათვის, თმით
დაუთრევია შორენა დედას. ,,ბოზი" უძახა თურმე და ,,ვიღაც კალატოზის სიძვის
დიაცი" .
სურათის ამბავი არც შორენას მოჰგონებია, მით უმეტეს არც მის დამხატველს.
შეამჩნია: ცუდად შექმნილიყო მეგობარი მისი სიყრმისა, თვალცრემლიანმა
ჩააბარა ნონაის.
შეევედრა: ბოდოკია გაგზავნეო ფხოვს, მე ამ დღეში ვარ, დედა იხმე,
განკურნოსო მისმა ალერსმა ეგებ.
თუ მოვახერხე, შაბათს შემოვივლიო, გახურვებული ლოყები დაუკოცნა
ავადმყოფს.
ტირილით მოვიდა, ტირილითვე წავიდა უკან.
რატისეული ხილნარიდანაც არ იყო გასული შორენა, როცა ლანდი შემოეხეჩა.
დაზვერა კოლონკელიძის ასული, ფეხაკრეფით ავიდა ქვის კიბეზე ლანდი.
ნონაი მობრუნებულიყო თავის სამყოფლოში, სამკურნალო ბალახებს ხარშავდა.
წყალიო, შეევედრა შემოსულს ავადმყოფი.
წყალი მოუტანა მყისვე, დარბაზი დაათვალიერა, სასთაული გაუჩხრიკა
არსაკიძეს, საწმერთული იპოვნა ხოხბისყელისფერი.
მეფეს მიუტანა მსტოვარმა იგი, თანაც ამცნო ხილნარშივე გადავაწყდიო
კოლონკელიძის ასულს.
ორივე სურათის შინაარსი უამბო წვრილად.
*
ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა წონასწორობას დაჰკარგავს იგი.
მეფე გაცოფდა, აზვავდა, წონასწორობა დჰაკარგა ეროსისაგან გახელებულმა.
ეს ყოველივე წაემატა ურთიერთს, მალემსრბოლის მოლოდინში თრიაქით
დამთვრალიყო გიორგი, მელქისედეკი ეწვია იმავე საღამოს.
კათალიკოსმა რა გაიგო, მკრეხელური სურათი დაუხატავსო არსაკიძეს, ლაზს,
მოაგონდა თავისი ქადაგება სამთავროს ტაძარში, წარმართობის შიშმა წამოუარა ისევ
და ხელი აიღო ხუროთმოძღვრის დაცვაზე.
მეორე დღეს მელქისედეკი ბიზანტიონს მიმავალ სტუმრებს გაჰყვა დიდის
ამალით. მეფემფარსმანი იხმო, ხუროთმოძღვართუხუცესად დანიშნა კვლავ.
სვეტიცხოვლის დანგრევა მოითხოვა ფარსმანმა, ხოლო განრისხებულმა
გიორგიმ სვეტიცხოველის ,,ცუდად ამგებელს" მკლავის მოკვეთა მიუსაჯა.
როცა დასიცხულ ავადმყოფს მარჯვენა წააცალა ტფილისელმა ჯალათმა, თვით
საღირასაც ცრემლი ჩამოსდიოდა ერთადერთი თვლიდან.
LVIII
მეორე დღესვე, კათალიკოსის მოსაყდრის, რაჟდენის საიდუმლო ბრძანებით, ბაგინეთის სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს კვეტარის ერისთავის,
კოლონკელიძის ასული, შორენა.
შუშანიკი დაარქვეს მას, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პირველ ასოს
სახელისას უცვლელად უტოვებდნენ აღკვეცილს.
შორენასათვის მოულოდნელი არა ყოფილა ეს სასჯელი.
მას ასე ეგონა: ცოლობაზე უარი ვაკადრე მეფეს, განრისხდა და მომიზღოო
სამაგიერო.
ამასაც გულმშვიდად შეეგება იგი, კარგად იცოდა: ხუროთმოძღვარს, ლაზს, არ
მიათხოვებდნენ ერისთავის ასულს.
მცხეთაში მაინც აუტანელი გახდა ცხოვრება. გაბოროტებული გურანდუხტი
გესლავდა დღენიადაგ თავის მხოლოდშობილ ასულს.
მცხეთის ჭორებმა თავი მოაბეზრეს შორენას, ოდესღაც მისი ერთგული
მოახლენიც აჰყვნენ სეფექალებისა და ერისთავთა ცოლების სისინს, სასახლესა და
გურანდუხტს შორის მიმოჰქონდათ ენა.
კოლონკელიძის მეუღლეს სავსებით უღირსად ეჭირა თავი.
დიდხანს ცდილობდა ემაჭანკლა მეფისათვისროგორმე, როცა ვერაფერს გახდა,
დაუზოგავად სცემდა და ლანძღავდა შორენას.
მოეწონა "შუშანიკს" სადედო მონასტრის მდებარეობა, მთელი მცხეთა
ხელისგულზე სჩანდა აქედან.
მონასტრის გარშემო კვიპაროსები იდგნენ. შეღამებისას გიშრის შანდლებივით
შეეჯიბრებოდნენ ისინი ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას.
შორს იყო აქედან სასახლის ჭორები. ერისთავთა ცოლების სისინი, კავკასიონის
მწვერვალები მოსჩანდნენ, მთლად მშვენიერი, საფირონის გოლიათები.
დილას და საღამოს ისეთი სპეტაკი ღრუბლები დაეფინებოდნენ ირგვლივ
მოჯარულ მთებს, როგორც ბავშვების უცოდველი სიზმრები.
ეს დაკრიალებული სენაკებიც მოეწონა შუშანიკს. დიდად მორწმუნე არ იყო
ფხოვში გაზრდილი ქალი, მაგრამ სიამოვნებით ისმენდა სძლისპირებს, თავათაც
გალობდა მწუხრისას.
სხვა დებთან ერთად ამზადებდა საჭმელს, სენაკებს ჰგვიდა, ჭურჭლებს
რეცხავდა, ძონძებს კერავდა, ნუშის გულივით თეთრი ხელებით ხეხავდა ქვაბებს.
ერთხელ მივიდა მასთან ჭაღარა მონაზონი, დაჲ ეფემია, ხელიდან წაჰგლიჯა
სპილენძის ქვაბი, ცოდვააო ეგ ხელები ამ ქვაბების სახეხად.
არ დაანება შუშანიკმა მოხუცებულ მონაზონს, უმცროსი უნდა ემსახუროსო
უფროსს.
რა გახდა, ქალო, შენი უმცროსობა, შენც ჭაღარა ხარ და მეცა, ორივე მხცოვანები
ვართო მე და შენ!
ეს უთხრა ეფემიამ, მოეხვია შუშანიკს, გადაჰკოცნა მისი მშვენიერი, ცვილის
ფერი ლოყები, ცვილისფერი კი არა, ძველთუძველესი სპილოს ძვლისფერისა.
დაჰკოცნა მისი ნაადრევი ჭაღარა, ბალღივით მიიხუტა მკერდზე.
ნაყვავილევი იყო ეფემია, სახით მახინჯი, მაგრამ სპეტაკი სულითა და
ჭირთამთმენი მრავალთა.
ბედს მოეძულებინა სიყრმიდანვე იგი. კლარჯეთში უყიდნია ვიღაც დიდ
ვაჭარს დიაცი, უფლისციხის მონათა ბაზარზე მიუყიდნია ერთი ირანელისათვის.
ირანში ქართველ მეღვინეს შეუძენია ეფემია, ბოლოს მცხეთაში ჩამოსულა
მხევლის პატრონი, ულოცნია, მეორე დღეს მომკვდარა კიდევაც.
ეფემიას ცხოვრებაც მოთავებული აღმოჩნდა ამ ხეტიალში, ბაგინეთის სადედომონასტერს შეჰკედლებია.
დედის გულარძნილობით დამწუხრებული, შვილივით მოეკიდა ეფემიას
შორენა, ღამით მიიწვენდა მრავალტანჯული დიაცი, ეფერებოდა ბნელში მის
მშვენიერ თავს, ჩუმად სტიროდა შუშანიკ ბალღივით...
კვიცივით უკან დასდევდა "დედა ეფემიას", ხანაც განმარტოვდებოდა
მონასტრის გვერდით, კვიპაროსის ქვეშ, გადასცქეროდა ძირს გადაშლილ მცხეთას.
ამას ნატრობდა მხოლოდ: თავის საყვარელ უტას ჯანმრთელობის ამბავი გაეგო
როგორმე.
ეს იყო ოღონდ, აქაც არანებებდნენ მარტო ყოფნას შუშანიკს.
მისი სილამაზის, მისი უდროო ჭაღარის გამო ლაპარაკობდა დიდი და მცირე.
თავათ არავის უმხელდა თავის ვინაობას, მაინც დაიწყეს დიაცებმა ჭორები,
ათასნაირი ზღაპრები შესთხზა მოცლილი ქალების უქმმაფანტაზიამ.
მდაბიორის ქალი ყოფილაო შუშანიკ. გუთნისდედა ყვარებია ერთი, მოხუც
ერისთავს მიათხოვესო ძალით.
აყირავებულ სახნისზე წამოგებულა გუთნისდედა იგი, გამოქცევიაო ბებერ
ერისთავს შუშანიკ.
აწუხებდნენ მოკრძალებულ მონაზონს გამუდმებული გამოკითხვით დები, და
როგორც მახინჯ ქალებს ეს სჩვევიათ ხოლმე, უკან დასდევდნენ, უჭვრეტდნენ, როცა
მარტოკა მოახელებდნენ. მკერდზე მიიკრავდნენ და ჰკოცნიდნენ.
უფრო მეტად დაამშვენა მისი სახე ჯვალოს სამოსმა, სძლისპირების გალობის
დროს ყინცვისის ანგელოსს მიაგავდა იგი მჭმუნვარეს.
ერთხელ საღამოს ლოცვის შემდეგ, კვიპაროსის ქვეშ ისხდნენ ეფემია და
შუშანიკ.
მოშორებით ალვის ხე იდგა ქარაფის კიდეს, კბოდეს გადაღმა თვალშეუდგამი
უფსკრული იყო.
მდუმარედ შესცქეროდნენ ჩამავალი მზის სხივთა თამაშს სვეტიცხოვლის
გუმბათზე.
ოქროს ფურცლებით იყო გადახურული ტაძრის ზეთავი მაშინ, და ეს სანახაობა
დიახაც ახარებდა თვალს.
ვიღაც ენაჭარტალა მონაზონი უკითხავად მიეკედლა ამ ორთა.
მათ ფერხთით დაცუცქდა, სვეტიცხოველს გადახედა. ამოიოხრა და ეუბნება
უფროს მონაზონს:
"იცი, დედაო ეფემია, რა მომხდარა გუშინ მცხეთაში? "
ეფემიას ყოველივე კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი ამ ცხოვრებასთან,
გულგრილად ეუბნება ცნობისმოყვარეს:
რა მომხდარაო, დაო?
"ამ ტაძრის ხუროთმოძღვარს, ვიღაც ლაზს, შეჰყვარებია ერისთავის ასული,
ძალუმად ლამაზი ყოფილა მაგ დიაცი. ქა. მეფე გიორგის ნდომია იგი საცოლედ,
ხუროთმოძღვრის სიყვარული არჩია თურმე მაგ სულელმა დედოფლობასა.
ეს მეფეს გაუგია, მერმე წაუსწრეს თურმე შეყვარებულებს, ქა, დიაცი გაქცეულა,
მაგრამ საწმერთული დარჩენია ხუროთმოძღვრის სასთაულს ქვეშ. განრისხებულა
მეფე გიორგი, ქა, მკლავი მოუჭრიათ იმ ლაზისათვის ბოლოს" .
შორენას მიწისფერმა გადაჰკრა ამის გამგონეს, სავსებით ჩაეფერფლა თვალები.
მოაგონდა: მართლაც რომ დაიკარგა საწმერთული ხოხბისყელისფერი, ამ ორი
კვირის წინად. მცირე ხანს გატვრინული იჯდა, მერმე წამოდგა, მთვარეულივით
წაბარბაცდა ქარაფისაკენ, ალვის ხემდისრა მიაწია, ეფემიამ მიაძახა: სად მიხვალო, შუშანიკ!
ახლავე მოვალო, დედაო ეფემია.
ესა სთქვა, პირჯვარი გადაიწერა, გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა
ქარაფიდან შორენა.
ჯერ ისე მხრებგაშლილი წავიდა ძირს, როგორც გაფრენილ ანგელოსებს
ჰხატავდნენ ხოლმე ფრესკის ოსტატები. მერმე, დიდ მანძილზე სრბოლისას ორგზის
გადატრიალდა ჰაერში და როცა კლდის ქიმზე დაეცა თავქვე, მიწამდის არ დაჰყოლია
სული.
LIX
ხელახლა იფეთქა შავმა ჭირმა მცხეთაში, მოკვდა სამთავროს მონასტრის მამაი
სტეფანოზ. სარკინოზებმა ჩამოუქროლეს მტკვარს გადაღმელ სოფლებს.
მელქისედეკმა გააშენა ოდესღაც ესენი. სვეტიცხოველს შემოუმტკიცა სიგელით.
ჯარი დაადევნეს, გააქციეს მტერი.
სტეფანოზ ბერის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მთავარეპისკოპოზმა,
რაჟდენმა.
მწვალებლები გვყავსო მცხეთაში, ამიტომაც არ გვშორდებაო ჟამი. ბოლოს
პირუთვნელად ამხილაფარსმან სპარსი, იგიაო მწვალებელთა მამამთავარი.
გიორგი უფლისციხეში იყო.
გააფთრებული ბრბო შინ მიეჭრა ფარსმანს, ჩაქოლვას უპირებდნენ, მაგრამ
გაიოზ ბერმა მოუსწრო, დავდაღოთო ეშმაკის თანაზიარი.
გაახურეს სპილენძის ტვიფარი, მელის სახისა, შუბლზე დაარტყეს მწვალებელს.
არც უფლისწულს ბაგრატს უყვარდა ფარსმანი. მოშთობა ეწადა მისი, მაგრამ
მიმინოების მეწამლე და მჩხიბავი სხვა არავინ გამოჩნდა.
მცირე საბაბმაც იკმარა ბოლოს: ბაგრატს მიმინო გაუხდა ავად. ფარსმანმა ოყნა
გაუკეთაფრინველს.
მორჩენის ნაცვლად მოკვდა მიმინო.
განრისხდა ახალგაზრდა ბატონი, დილეგში ჩააგდეთო ”მაგ წარმართი".
ისევ გაგორდა ჭური თვითმოძრავი. . .
დილეგიდან გაიპარა ტუსაღი, სარკინოზებთან გაიქცა იდუმალ.
დიღომთან შეიპყრეს სამეფოს სპათა. დიდხანს აწამეს ფარსმანი. ხელის
ფრჩხილებიც დააძვრეს, ჯავარდენების წრთობის საიდუმლო მაინც არგასთქვა.
ამ წამების დროს შემოაკვდათ მოხუცი.
ასერომ, ღვინის ქურდი თხლეს გადააყოლეს.
*
ცუდ ფეხზე მოსულიყო იმ დღეს მცხეთის სასახლეში ვიგრი. წინა ღამეს
წალაპარაკდნენ მეფე და უფლისწული.
ეს ამბავი ასე დაიწყო: წიგნი მოუვიდა ბიზანტიონიდან ბაგრატს.
ნავახშმევს ბიზანტიელების ძაგება დაიწყო გიორგიმ. უფლისწულმა ასეთი რამ
შეჰკადრა მამას:
თავშეკავება გმართებსო საუბრის დროს, მეფევ ბატონო, იმ დღესაც აუგად
გიხსენებია კეისარი და მთელი ბიზანტია.
ფარსმანს სულ სხვა რამ უთარგმნია კასავილასთვის იმ დღეს. ხოლობიზანტიელი სტუმრების წასვლის წინ, წვრილად გადაუცია შენი ნაბრძანები
კატეპანისთვის.
კასავილამ ახალ კეისარს მოახსენა, ამიტომაც გამომაკიდესო თურმე მდევარი.
მეფე გაცხარდა და უყვირა ვაჟს, შენც გაგრყვნესო ბიზანტიელებმა, კარგი უქნია
ფარსმანს, უჩემოდ რომ მიუხლია კასავილასთვის სიმართლე პირში (გულში სხვას
ნატრობდა: ნეტავ შემეძლოს მეორეჯერმოვკლაო ფარსმანი).
სწორედ მეორე დღეს დიდ დარბაზში შემოვიდა მთავარეპისკოპოზი რაჟდენი.
მეფე ნარგილეს მიჯდომოდა და თრიაქსა სწევდა.
მიმოიხედა ვიგრმა, რა დარწმუნდა არავინ არისო სხვა, ამცნო შორენას
დაღუპვის ამბავი გიორგის.
უსიტყვოდ წამოდგა მეფე, საწოლის დარბაზში შევიდა. მესაწოლე დაითხოვა,
კარები გადაიკეტა თავათ. ინით შეიღება წვერი, მდაბიორის სამოსი ჩაიცვა კვლავ.
საღამოს უშიშარაისძე ახმობინა, პიპა.
შემდგომ ამისა, არც არავინ უნახავს, თუ როგორ გავიდნენ სასახლიდან ორნი,
ან ცხენებიროგორგაიყვანეს საჯინიბოდან.
ერთ კვირას ასე ეგონათ: სანადიროდ წაბრძანდაო საფურცლეს მეფე, მერმე
უფლოსციხეში იგულეს, მალემსრბოლები აფრინეს ორგანვე.
მისი მნახველიც ვერავინ იპოვნეს. ერთადერთი ნუგეში ეს იყო: მადევარი
ძაღლიც აღარსად იყო ყურშაი.
აფხაზეთს შიკრიკები წარგზავნეს, თმოგვში მოიკითხეს, ფანასკერტის
ციხეშიაც აღარ აღნოჩნდა. მტკვარსა და არაგვში აძებნინეს მებადურებს. არც მეფე
სჩანდა სადმე, არც მალემსრბოლი უშიშარაისძე.
მხოლოდ ერთი რამ მოიგონა უფლისწულმა, უკვე ბაგრატ მეოთხემ: იმ
უბედურ ღამეს ვიღაცამ მაკოცაო ძილში. მინდოდა მენახა, მამა თუ იყო-მეთქი.
მაგრამ ძილმა წამართვაო თავი.
ბოლოს ხალიფას ალ-ჰაქიმის იდუმალი გაუჩინარების ამბავი გაახსენდათ,
გამოიგლოვეს სასახლეში მეფე

Комментариев нет:

Отправить комментарий