სოლომონ მეფის საგანძური 1-6 თავი

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი



სოლომონ მეფის საგანძური


თავი I
შეხვედრა ჰენრი კურტისთან
უცნაური გეჩვენოთ ის ამბავი, რომ აგერ ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი
შევიქენი და კალამს პირველად ახლა მოვკიდე ხელი. არ ვიცი, რა სახეს
მიიღებს ჩემი მოთხრობა და, საერთოდ, შემწევს თუ არა ძალა, დავასრულო
იგი.
როდესაც განვლილ ცხოვრებას გონების თვალით გავყურებ, გაოცებული
ვრჩები: მიკვირს ხოლმე, რამდენი რამის გაკეთება მოვასწარ, რამდენი რამ
განვიცადე და გადავიტანე. ალბათ ჩემი სიცოცხლის გზაც ასე უსასრულოდ
გრძელი მიტომ მეჩვენება, რომ ძალიან ადრე გავები მძიმე უღელში. იმ ასაკში,
როცა პატარა ბიჭუნები სკოლაში სიარულს იწყებენ, მე უკვე ვშრომობდი:
ვყიდდი წვრილმან საქონელს ძველ კოლონიაში, შემდეგ ვნადირობდი,
ვვაჭრობდი, ვმუშაობდი მაღაროში და, ასე გასინჯეთ, ვიბრძოდი კიდეც.
მხოლოდ ამ რვა თვის წინათ შევიქენი მდიდარი ადამიანი და ამჟამად
დიდძალ ქონებას ვფლობ, თუმცა ჯერჯერობით კარგად არც კი ვიცი, რა მაქვს
და რისი პატრონი ვარ. მიუხედავად ამისა, არაფრით აღარ დავთანხმდებოდი
გადამეტანა ის, რაც ამ თხუთმეტ-თექვსმეტ თვეში გადავიტანე, თუნდაც
წინასწარ მცოდნოდა, ყველაფერი ასე შესანიშნავად დასრულდებოდა და ასე
ზღაპრულად გავმდიდრდებოდი.
მე ერთი მოკრძალებული, თავმდაბალი კაცი გახლავართ, მძულს სისხლი
და ძალმომრეობა და, გულწრფელად რომ გამოგიტყდეთ, ამ ფათერაკებმა და
უცნაურმა შემთხვევებმა გვარიანად მომაბეზრა თავი.
არ ვიცი, რატომ დავიწყე ამ წიგნის წერა, ეს ხომ ჩემი საქმე სულაც არ
არის! ამასთან, არც განათლებულ ადამიანად მომაქვს თავი, თუმცა «ძველაღთქმასა" და ინგოლძბის ლეგენდებს მუდამ დიდი სიამოვნებით
ვკითხულობ.
ასეა თუ ისე, შევეცდები გაგაცნოთ ის მიზეზები, რამაც მაიძულა ხელი
მომეკიდა ამ მძიმე საქმისათვის. ჯერ ერთი, ხათრი ვეღარ გავუტეხე სერ ჰენრი
კურტისსა და კაპიტან გუდს, რომელთაც მთხოვეს ამეწერა ჩვენი ფათერაკებით
აღსავსე თავგადასავალი. მეორეც, ამჟამად შინ, დურბანში ვარ და უსაქმობა
მკლავს, რადგან მარცხენა ფეხში ატეხილმა ტკივილმა კვლავ საწოლს
მიმაჯაჭვა. ეს სატკივარი მტანჯავს მას შემდეგ, რაც იმ წყეულ ლომს
გადავეყარე. ამ ცოტა ხნის წინათ კი ჭრილობა გამეხსნა და ჩვეულებრივზე
მეტად დავიწყე კოჭლობა.
ალბათ ლომის კბილებში არის რაღაც შხამი, თორემ რას უნდა მიეწეროს
ის ამბავი, რომ სავსებით მოშუშებული ჭრილობა ისევ და ისევ იხსნის ხოლმე
პირს? თანაც ნუ დაგავიწყდებათ, ეს ხდება ყოველწლიურად და მუდამ ერთსა
და იმავე დროს.
ჩემს სიცოცხლეში სამოცდახუთი ლომი მყავს მოკლული. ნადირობისას
თავზე ბეწვიც კი არ შემრხევია და განა საწყენი არ არის, რომ იმან,
სამოცდამეექვსემ, ასე უმოწყალოდ დამიღიჯნა ფეხი? ეს არღვევს საქმის
ბუნებრივ მსვლელობას; მე კი, სხვა სიკეთესთან ერთად, წესრიგის მოყვარული
კაცი ვარ და არმომწონს ეს ამბავი.
გარდა ამისა, მინდა ჩემმა ვაჟიშვილმა ჰარიმ, რომელიც ამჟამად
ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში პრაქტიკაზე იმყოფება და მალე ექიმი
უნდა გახდეს, ამ მოთხრობის კითხვისას დროებით დაივიწყოს თავისი
საქმეები და ცოტათი მაინც გაერთოს.
საბრალო ბიჭს საავადმყოფოში მუშაობით ალბათ თავი აქვს
მობეზრებული და ვფიქრობ, მაინცდამაინც არც გვამების გაკვეთა ანიჭებს დიდ
სიამოვნებას... ყოველ შემთხვევაში, ჰარის ეს წიგნი მოსაწყენი არ მოეჩვენება
და მის ერთფეროვან ცხოვრებას ორიოდე დღით მაინც გაახალისებს. მით
უმეტეს, რომ აქ მრავალ საოცარამბავს ამოიკითხავს.
იქნებ გაგიკვირდეთ, ამ წიგნის ფურცლებზე, ფულატას გარდა, არც ერთი
ქალი რომ არ შეგხვდებათ, თუმცა, რას ვამბობ, არის კიდევ გაგულა, მაგრამ
ახლაც არ ვიცი, ქალი იყო ის თუ ქაჯი. ასეა თუ ისე, სათვალავში ჩასაგდები არ
არის, რადგან სულ ცოტა, ასი წლის მაინც იქნებოდა და დამეთანხმებით,
თავისი ქალობით დიდად არავის დააინტერესებდა.
მაგრამ ხომ არ არის დრო, გავება უღელში და გავწიო ეს მძიმე ჭაპანი? აქ,
ცოტა არ იყოს, ძნელი სავალია და ვშიშობ, ბორბლებიანად ჭანჭრობში არ
ჩავეფლა. თუმცა ხარები ადვილად ამომათრევენ იქიდან. ძლიერ უღლეულს ეს
არ გაუჭირდება, სუსტი კი, რასაკვირველია, ვერაფერს გააწყობს. ასე და
ამგვარად, ვიწყებ თხრობას!
«მე, ალან ქუოტერმენი, ნატალის პროვინციის ქალაქ დურბანის
მცხოვრები, ჯენტლმენი, ფიცსა ვდებ და ვაცხადებ, რომ..." ამგვარად დავიწყე
ჩვენების მიცემა სასამართლოში ხივასა და ვენტფოგელის საბედისწეროდაღუპვის გამო, მაგრამ წიგნისთვის ასეთი დასაწყისი მაინცდამაინც
შესაფერისი არ უნდა იყოს.
ვეჭვობ აგრეთვე, შემიძლია თუ არა ჯენტლმენი ვუწოდო ჩემს თავს?
საერთოდ, რას ნიშნავს სიტყვა «ჯენტლმენი"? ამ საკითხში ჯერჯერობით
კარგად ვერ გავრკვეულვარ. ჩემს ცხოვრებაში არა ერთსა და ორ ნიგერთან
მქონია საქმე... არა, არა, წავშლი ამ სიტყვას, არ მომწონს იგი. მე ვიცნობდი
ზანგებს, რომლებიც ნამდვილი ჯენტლმენები იყვნენ, ამაში შენც
დამეთანხმები, ჰარი, ჩემო ბიჭიკო, როცა ბოლომდე ჩაიკითხავ ამ წიგნს...
ვიცნობდი აგრეთვე ძალზე ბოროტსა და ფლიდ თეთრკანიანებს,
ჯენტლმენობისა რომ არა ეცხოთ რა, თუმცა ფული თავსაყრელად ჰქონდათ.
ყოველ შემთხვევაში, მე ჯენტლმენად ვარ შობილი, მიუხედავად იმისა, რომ
ერთი საწყალი მეწვრილმანე და მონადირე გახლდით. შემომრჩა თუ არა
ცხოვრებაში ჯენტლმენობა, ეს თქვენ განსაჯეთ, მე ვერაფერს გეტყვით. ისე კი,
გამოგიტყდებით, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჯენტლმენი ვყოფილიყავი.
ჩემს სიცოცხლეში ბევრი ადამიანი გამოვასალმე წუთისოფელს, მაგრამ
უმანკო სისხლით ხელი არასოდეს გამისვრია. ვკლავდი მხოლოდ მაშინ, როცა
იძულებული ვიყავი, თავი გადამერჩინა.
უფალმა გვიბოძა სიცოცხლე და გვიბრძანა, დაგვეცვა იგი. მეც მუდამ ამ
მრწამსით ვმოქმედებდი და იმედი მაქვს, როცა ჩემი განკითხვის ჟამი დადგება,
უფალი მომიტევებს.
ვაი რომ ქვეყანა ბოროტებით არის სავსე და ეს წყნარი ადამიანი
იძულებული შევიქენი ბლომად დამეღვარა სისხლი. არ ვიცი, სწორად
ვმსჯელობ თუ არა, მაგრამ ნაქურდალით ხელი არასოდეს მომითბია, თუმცა
ოდესღაც, ერთ კაფრს მოტყუებით გამოვაცალე ხელიდან ძროხების ჯოგი.
მართალია, ვალში არც ის დამრჩენია და კარგადაც გამაცურა, მაგრამ სინდისი
მაინც დღემდე მქენჯნის.
ამრიგად, სერ ჰენრი კურტისსა და კაპიტან გუდს დაახლოებით
თვრამეტი თვის წინათ შევხვდი. ეს შემდეგნაირად მოხდა:
იმხანად ბამანგვატოს მახლობლად სპილოებზე ვნადირობდი, მაგრამ
რატომღაც ხელი მომეცარა, ბოლოს საშინელმა ციებ-ცხელებამ დამრია ხელი.
ოდნავ მოვიკეთე თუ არა, მაშინვე ალმასის ქვიშრობისაკენ გავწიე. აქ გავყიდე
სპილოს ძვლები, ფურგონი, ხარები, ანგარიში გავუსწორე მონადირეებს და
ჩავჯექი საფოსტო კარეტაში, რომელიც კაპში მიდიოდა.
კაპში ერთი კვირა სასტუმროში ვცხოვრობდი და, უნდა გამოვტყდე,
საკმაოდ დამიცარიელეს ჯიბე. საქმე არა მქონდა რა და, დრო
ტყუილუბრალოდ რომ არ დამეკარგა, გადავწყვიტე დამეთვალიერებინა
ქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი. მოვიარე ბოტანიკური ბაღები,
რომელთაც, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის დიდი სიკეთე და სარგებლობა მოაქვთ,
მოვინახულე პარლამენტის შენობაც, რომელსაც არავისთვის არავითარი
სარგებლობა არ უნდა მოჰქონდეს. კვირის სწორზე გადავწყვიტე «დანკელდით" ნატალში დავბრუნებულიყავი. ეს გემი იმხანად ნავსადგურში იდგა და
ინგლისიდან «ედინბურგ კასტლს" მოელოდა.
ის იყო ფული გადავიხადე და გემზე ავედი, რომ «ედინბურგ კასტლმაც"
მოატანა, ნატალში მიმავალი მგზავრები ამ გემიდან «დანკელდზე"
გადმოსხდნენ. მეზღვაურებმაღუზა აუშვეს და ჩვენ ზღვაში გავედით.
ახალ მგზავრებს შორის გემბანზე ჩემი ყურადღება ორმა კაცმა მიიპყრო.
ერთი მათგანი ასე, ოცდაათიოდე წლის ჯენტლმენი იქნებოდა.
გამოგიტყდებით, ასეთი მოსული და ლამაზი მამაკაცი მანამდე არსად
შემხვედრია.
მას ქერა თმა, სქელი წვერი, სახის სწორი ნაკვთები, ღრმად ჩამჯდარი
ნაცრისფერი თვალები ჰქონდა და თავისი გარეგნობით რატომღაც ძველ
დანიელს მომაგონებდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, თითქოს
დანიელებზე ბევრი რამ ვიცოდე. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთ დანიელს
შევხვდი და ისიც საკმაოდ გაიძვერა აღმოჩნდა.
ჰო, კიდევ ერთხელ, დიდი ხნის წინათ ვნახე სურათი. ტილოზე
რამდენიმე ბატონი იყო დახატული, ისინი ძალზე წააგავდნენ თეთრკანიან
ზულუსებს. ხელში ყანწები ეჭირათ, გრძელი თმა კი ზურგზე ჩამოშლოდათ.
როცა კიბესთან ჩვენს ახალ მგზავრს ვუცქეროდი, უნებლიეთ გამიელვა
ფიქრმა, ამ კაცმა თმა ოდნავ რომ მოიზარდოს, ჯავშანი ჩაიცვას, ხელში
საბრძოლო ნაჯახი და კათხა დაიჭიროს, თავისუფლად შეეძლება იმ
სურათისთვის პოზირება-მეთქი.
სხვათა შორის, შემდგომ შევიტყვე, რომ ჰენრი კურტისის ძარღვებში
(ჰენრი კურტისი ის მაღალ-მაღალი ჯენტლმენი გახლდათ) მართლაც ჩქეფდა
დანიური სისხლი. საოცარია, როგორ იჩენს ხოლმე თავს მემკვიდრეობა! ჰო,
კურტისი ვიღაც ჩემს ძველ ნაცნობსაც მივამსგავსე, მაგრამ ვის, ვეღარ
გავიხსენე.
სულ სხვა იყო მეორე მამაკაცი, სერ ჰენრის რომ ესაუბრებოდა. შევხედე
თუ არა, იმწამსვე გავიფიქრე, საზღვაო ოფიცერი იქნება-მეთქი. არვიცი, რატომ
და საზღვაოსნო ოფიცრებს თვალის ერთი შევლებით იცნობს ხოლმე კაცი. მე
რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, მენადირა მათთან ერთად და ყოველთვის
კმაყოფილი ვრჩებოდი. ყველანი არაჩვეულებრივად გაბედული, სასიამოვნო
ვაჟკაცები იყვნენ, რაც ასე იშვიათია ჩვენს დროში. მხოლოდ ერთი რამ არ
მომწონს მათი _ ძალიან უყვართ უშვერი სიტყვები და ლანძღვა-გინება. თუ
გაგონდებათ, ამ მოთხრობის დასაწყისში ვიკითხე, ვინ არის ნამდვილი
ჯენტლმენი-მეთქი? ახლა შემიძლია ამ კითხვაზე გიპასუხოთ. ნამდვილი
ჯენტლმენი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოფიცერი გახლავთ. თუმცა, რასაკ-
ვირველია, გამონაკლისი მათ შორისაც არის. ვფიქრობ, ზღვის უკიდეგანო
სივრცე და მსუსხავი ქარები, რომელთაც თვით ღმერთების სუნთქვა მოაქვთ,
წმენდენ და აკრიალებენ მათ გულებსა და გრძნობებს ყოველგვარი
სიბილწისაგან. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს მოთხრობას. მე ახლაც მართალი გამოვდექი.
ეს კაცი მართლაც ყოფილი საზღვაო ოფიცერი იყო. უმწიკვლოდ ემსახურა მისი
უდიდებულესობის, ბრიტანეთის დედოფლის ფლოტში ჩვიდმეტი წელი და
სრულიად მოულოდნელად, საკუთარი სურვილის გარეშე, კაპიტნის ჩინით
რეზერვში ჩაერიცხათ. აი, რა მოელით ადამიანებს, რომლებიც დედოფლის
სამსახურში იმყოფებიან. როგორც კი ცოდნასა და გამოცდილებას
დააგროვებენ და მათი ნიჭი, მათი უნარი სრულად გაიფურჩქნება, თავიდან
იცილებენ, უსპობენ ყოველგვარ საარსებო წყაროს და ცხოვრების ბობოქარ
ტალღებში მოისვრიან ხოლმე. შესაძლოა, ისინი ურიგდებიან კიდეც ასეთ
ცხოვრებას, მაგრამ მე მირჩევნია, ლუკმაპური ნადირობით ვიშოვნო. რა თქმა
უნდა, ფული ცოტა მექნება, მაგრამ, სამაგიეროდ, დამცირებასა და ზედმეტ
ჭიტლაყებს გადავურჩები.
კაპიტანი ჯონ გუდი _ მე მისი სახელი და გვარი მგზავრთა სიაში
ამოვიკითხე _ ოცდაათიოდე წლის, ჩასკვნილი, საშუალო ტანის შავთმიანი და
საკმაოდ ორიგინალური გარეგნობის მამაკაცი იყო. ძალზე ფაქიზად და
გემოვნებით ეცვა, წვერი გულდაგულ გაეპარსა, თვალზე კი მონოკლი ედგა. ეს
მონოკლი ზედ შეხორცებული გეგონებოდათ, რადგან უზონროდ ატარებდა და
მხოლოდ მაშინ მოიხსნიდა ხოლმე, როცა გაწმენდას დააპირებდა. ჩემი
გულუბრყვილობით მეგონა, საწოლშიაც ასე ძინავს-მეთქი, მაგრამ მერე
დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი. ძილის წინ მონოკლს, ხელოვნურ კბილებთან
ერთად, შარვლის ჯიბეში ინახავდა. კბილები ორი წყვილი ჰქონდა, თანაც, ისე
ოსტატურად ნახელავი, რომ ხშირად მავიწყდებოდა მეათე მცნება, რადგან
საკუთარით მაინცდამაინც კმაყოფილი არვიყავი.
მე მგონია, ცოტა ავჩქარდი.
ზღვაში რომ გავედით, მალე მოსაღამოვდა, ნაპირიდან სუსხიანმა ქარმა
დაქროლა, ცოტა წამოწინწკლა კიდეც. მგზავრებმა კაიუტებს შეაფარეს თავი და
გემბანი მალე დაცარიელდა. ჩვენს ბრტყელფსკერიან გემს მსუბუქი ტვირთი
მიჰქონდა, ამიტომაც ტალღები თავის ნებაზე ათამაშებდა. ზოგჯერ გვეგონა,
სადაც არის, გადავყირავდებითო, მაგრამ, საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი
მომხდარა.
გემბანზე ვეღარ გავძელი, დაბლა ჩავედი და სამანქანო განყოფილებასთან
დავდექი. აქ თბილოდა. თანაც დახრის საზომს შევყურებდი და თავს
ვირთობდი. ხელსაწყოს ისარი ნელ-ნელა მოძრაობდა და გემის ყოველ
დაფერდებაზე დახრის კუთხეს უჩვენებდა.
_ ესეც დახრის საზომია, რაღა, მგონი, შემოწმებულიც არ არის! _ ბრაზით
ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩემ გვერდით.
მივიხედე და სწორედ ის ოფიცერი დავინახე, წეღან გემბანზე ჩემი
ყურადღებარომ მიიპყრო.
_ მართლა? რატომფიქრობთ ასე? _ გავეპასუხე.
_ რატომ ფიქრობო? აქ საფიქრალი რა არის? გემი რომ მართლა იმ
გრადუსამდე გადახრილიყო, ეს ხელსაწყო რომ უჩვენებს, მაშინვეგადავყირავდებოდით; თუმცა სავაჭრო ფლოტის კაპიტანს სხვა რა
მოეთხოვება, მაგათზე დაუდევარი არავინ მინახავს.
სწორედ ამ დროს გაისმა გონგის ხმა. მგზავრებს სადილად უხმობდნენ.
ამან ძალზე გამახარა, რადგან აუტანელი მოსასმენია, როცა ბრიტანეთის
ფლოტის კაპიტანი სავაჭრო ფლოტის კაპიტნის შემკობას იწყებს. ამაზე უარესი
მხოლოდ ერთი რამ არის _ უსმინო, რა გულახდილად თათხავს სავაჭრო
ფლოტის კაპიტანი ბრიტანეთისფლოტის ოფიცრებს.
მე და კაპიტანი გუდი კაიუტ-კომპანიაში ჩავედით. სერ ჰენრი კურტისი
უკვე სუფრას უჯდა. კაპიტანი გუდი გვერდით მოუჯდა, მე კი მათ პირდაპირ
დავიკავე ადგილი. მე და კაპიტანმა ნადირობაზე ჩამოვაგდეთ საუბარი. იგი
კითხვას კითხვაზე მაყრიდა, მე კი ვცდილობდი, რაც შეიძლება, ამომწურავი
პასუხი გამეცა. მალე სპილოებზეც ჩამოვაგდეთ სიტყვა.
_ ბედი გქონიათ, სერ, _ თქვა ვიღაც უცნობმა ჩემ გვერდით, _
ქუოტერმენზე უკეთესად ვის შეუძლია სპილოებზერამე გითხრათ.
სერ ჰენრი აქამდე უხმოდ ისმენდა ჩვენს საუბარს. ამ სიტყვებზე კი
შესამჩნევად შეკრთა.
_ მაპატიეთ, სერ, თქვენ ალან ქუოტერმენი ხომ არ ბრძანდებით? _ ბოხი
ხმით მკითხა მან.
_ გახლავართ-მეთქი, _ ვუპასუხე.
«მართლაც ბედი მქონია", _ თავისთვის ჩაილაპარაკა სერ ჰენრიმ, ჩემთვის
კი აღარაფერი უთქვამს.
ნასადილევს კაიუტ-კომპანიიდან რომ გამოვდიოდით, სერ ჰენრიმ
მთხოვა, ჩემთან შემობრძანდით, ჩიბუხი გავაბოლოთო. კაიუტა ფართო და
ნათელი იყო. გემბანზე გადიოდა. იგი ორი კაიუტისაგან გადაეკეთებინათ.
ოდესღაც ერთ-ერთ წარჩინებულ ფრანტს «დანკელდით" ზღვის სანაპიროს
გასწვრივ უმოგზაურია, ეს კაიუტაც მაშინ მისთვის მოუწყვიათ, ტიხარი
აუღიათ და მერე აღარ აღუდგენიათ. კაიუტაში ფართო დივანის წინ პატარა
მაგიდა იდგა, სერ ჰენრიმ სტიუარდს ვისკი შეუკვეთა, ჩვენ კი ამასობაში
ჩიბუხები გავაჩაღეთ.
_ მისტერ ქუოტერმენ, _ თქვა სერ ჰენრიმ, როცა სტიუარდმა ვისკი
შემოიტანა და ლამპა აანთო, _ შარშანწინ, დაახლოებით ამ დროს, მგონი,
ტრანსვაალის ჩრდილოეთით, ბამანგვატოში იყავით, არა?
_ დიახ, დიახ, _ მივუგე გაოცებულმა. გამიკვირდა, ამ უცხო ადამიანმა
საიდან იცის, სად ვიყავი და სად არა-მეთქი.
_ თქვენ იქ ვაჭრობდით? _ მკვირცხლად შემეკითხა გუდი.
_ ჰო, საქონლით დატვირთული ფურგონი წავიყვანე, ბამანგვატოში
გავჩერდი და სანამ ყველაფერი არმივყიდ-მოვყიდე, ფეხი არმოვიცვალე.
სერ ჰენრი ჩემ პირდაპირ მოწნულ სავარძელში იჯდა, იდაყვებით
მაგიდას დაყრდნობოდა, თვალჩაციებით მიცქერდა და რაღაც უცნაურად
აღელვებული ჩანდა.
_ შემთხვევით ხომ არშეხვედრიხართ იქ ვინმე ნევილს? _ მკითხა მან. _ როგორ არა, ნევილმა თავისი ფურგონი სწორედ ჩემი ფურგონის
გვერდით დააყენა. ორიოდე კვირა დაჰყო იქ. უნდოდა ხარები დაესვენებინა და
ისევ განეგრძო გზა. ამ რამდენიმე თვის წინათ ვიღაც ვექილის წერილიც
მივიღე, მთხოვდა, თუ იცით, მაცნობეთ, ნევილი საით გაემგზავრაო; მეც
დაუყოვნებლივ მივწერე, რაც ვიცოდი.
_ დიახ, _ მითხრა სერ ჰენრიმ, _ იმ ვექილმა გადმომიგზავნა თქვენი
წერილი, სადაც ატყობინებდით, ჯენტლმენი, გვარად ნევილი, მაისის პირველ
რიცხვებში ბამანგვატოდან ფურგონით გაემგზავრა, თან კაფრი მონადირე
ჯიმი ახლდაო. ნევილს უნდოდა, აინაიტამდე, მატაბელეს სულ ბოლო
დასახლებამდე მისულიყო, იქ ფურგონი გაეყიდა და გზა ფეხით განეგრძოო.
იწერებოდით აგრეთვე, ნევილს მართლაც გაუყიდია თავისიფურგონი, რადგან
ექვსი თვის შემდეგ მას ერთი პორტუგალიელი ვაჭარი დაატარებდაო.
პორტუგალიელს ფურგონი აინაიტში თეთრკანიანისაგან ეყიდა. იმ კაცის
სახელი აღარ ახსოვდა, მაგრამ დაბეჯითებით ამბობდა, ისა და მისი შავკანიანი
გამყოლი სანადიროდ აფრიკის შუაგულისკენ წავიდნენო.
_ სრული სიმართლეა, _ დავუდასტურე მე.
ერთხანს სამივენი ჩუმად ვისხედით.
_ მისტერ ქუოტერმენ, _ მოულოდნელად მითხრა სერ ჰენრიმ _ თქვენ,
რასაკვირველია, არ იცით და ვერც ხვდებით, რამ აიძულა ჩემი... ჰმ, დიახ...
მისტერნევილი ჩრდილოეთისკენ დასდგომოდა გზას.
_ როგორ არა, ცოტა რაღაც ვიცი, _ მივუგე და გავჩუმდი, არ მინდოდა ამ
საკითხზე ლაპარაკი.
სერ ჰენრიმ და გუდმა ერთმანეთს გადახედეს, კაპიტანმა
მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი.
_ მისტერ ქუოტერმენ, _ განაგრძო სერ ჰენრიმ, _ მინდა რაღაც გაგანდოთ
და რჩევა გკითხოთ, ადვილი შესაძლებელია, თქვენი დახმარებაც დამჭირდეს.
ჩემმა ვექილმა თქვენი წერილი გადმომცა და მითხრა: შეგიძლიათ მისტერ
ქუოტერმენს სავსებით ენდოთ, მას ნატალში კარგად იცნობენ, საერთო
პატივისცემით სარგებლობს, თანაც ისეთი კაცია, რომ საიდუმლოს არასოდეს
გასცემსო.
მე დარცხვენით დავუკარი თავი და, უხერხულობა რომ დამეფარა,
გაზავებული ვისკი ოდნავ მოვსვი.
_ მისტერ ქუოტერმენ, ახლა აღარაფერს დაგიმალავთ, მისტერ ნევილი
ჩემი ძმაა.
_ ოჰ, _ წამოვიძახე მე და უცებ გამახსენდა, ვის მაგონებდა სერ ჰენრი
კურტისი. მისტერ ნევილი უფრო ტანმორჩილი იყო, წვერიც შავი ჰქონდა,
მაგრამ ძმები თვალებით და სახის მოყვანილობით ძალიან წააგავდნენ
ერთმანეთს.
_ მისტერ ნევილი ჩემი ერთადერთი ძმაა, _ განაგრძო სერ ჰენრიმ, _ რაც
თავი მახსოვს, უერთმანეთოდ დღეც არ გაგვიტარებია. ამ ხუთიოდე წლის
წინათ კი დიდი უბედურება დაგვატყდა თავს: სამკვდრო-სასიცოცხლოდვიჩხუბეთ (ეს ხშირად ემართებათ ხოლმე ძალიან დაახლოებულ ადამიანებს)
და მე მას საკმაოდ ცუდად მოვექეცი.
აქ კაპიტანმა გუდმა, თითქოს ამ სიტყვების დადასტურება სურსო,
ენერგიულად დააქნია თავი. ამ დროს ჩვენი გემი კარგა მაგრად დაფერდდა,
კედლის დიდი სარკე ზედ ჩემს თავზე მოექცა და სარკეში გამოჩნდა კაპიტანი,
რომელიც გამალებით აკანტურებდა თავს.
_ უთუოდ მოგეხსენებათ, _ განაგრძო სერ ჰენრიმ, _ რომ დიდი
ბრიტანეთის კანონების მიხედვით, თუ კაცი მოკვდა ისე, რომ ანდერძის
დატოვება ვერ მოასწრო, და თუ მას არ გააჩნდა სხვა ქონება, გარდა მიწისა,
რომელსაც ჩვენში უძრავ საკუთრებას ეძახიან, ყველაფერი მისი უფროსი
შვილის ხელში გადადის. სამწუხაროდ, მამაჩვენი სწორედ მაშინ გარდაიცვალა,
როდესაც მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვემდუროდით. კანონის მიხედვით,
მთელი ადგილ-მამულის მფლობელი მე შევიქენი, ჩემი ძმა კი ულუკმაპუროდ
დარჩა, რადგან არც ფული გააჩნდა და არც რაიმე პროფესია ჰქონდა.
რასაკვირველია, ვალდებული ვიყავი მიმეცა მისთვის წილი, მაგრამ ამ
დროისთვის ჩვენს შორის მდგომარეობა იმდენად გამწვავდა (ამ სიტყვებსღრმა
ოხვრა მოჰყვა), რომ საამისოდ თავი აღარ შევიწუხე. არ იფიქროთ, თითქოს
მსურდა უსამართლოდ მოვპყრობოდი, მაგრამ სულ ველოდი, გაუჭირდება და
პირველად თვითონ შემირიგდება-მეთქი. მაპატიეთ, ასეთ წვრილმანებზე რომ
გელაპარაკებით, მაგრამ თქვენთვის ამთავითვე ყველაფერი ნათელი უნდა
იყოს. ხომ ასეა, გუდ?
_ რასაკვირველია, _ მიუგო კაპიტანმა, _ დარწმუნებული ვარ, მისტერ
ქუოტერმენი არგაგთქვამთ.
_ ეგ თავისთავად იგულისხმება, _ ვუპასუხე მე. _ უნდა გითხრათ, ძალიან
ვამაყობ იმით, რომ საიდუმლოს შენახვა მეხერხება.
_ ჰოდა, _ განაგრძო სერ ჰენრიმ, _ იმ დროისათვის ჩემს ძმას ბანკში
რამდენიმე ასეული გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, ეს უმნიშვნელო თანხა ისე
გამოიტანა, ჩემთვის არაფერი უთქვამს, გვარი გადაიკეთა და გიჟური ოცნებით,
რომ სიმდიდრეს მოიხვეჭდა, სამხრეთ აფრიკისკენ გაემგზავრა. ყველაფერი ეს
შემდგომ შევიტყვე. სამიოდე წელმა განვლო, მე კი მასზე არაფერი მსმენია,
წერილებს ვწერდი, მაგრამ, ცხადია, არ ღებულობდა. რაც დრო გადიოდა, მით
უფრო ვწუხდი. მაშინღა მივხვდი, მისტერ ქუოტერმენ, რას ნიშნავს საკუთარი
სისხლი და ხორცი.
_ მართალს ბრძანებთ, _ მივუგე მე და თვალწინ ჩემი ჰარი დამიდგა.
_ ჩემი ქონების ნახევარს მივცემდი, ვინც მეტყვის, ჯორჯი ცოცხალია და
კარგად არისო. ღმერთო ჩემო, ნუთუ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს?
_ მე მგონია, დიდი იმედი არ უნდა იქონიოთ, კურტის, _ ნაწყვეტ-
ნაწყვეტად თქვა კაპიტანმა და სერჰენრის გადახედა.
_ დიახ, მისტერქუოტერმენ, წლები გადიოდა, მე კი სულ უფრო და უფრო
მტანჯავდა ფიქრი იმაზე, ცოცხალი იყო თუ არა ჯორჯი და თუ ცოცხალი იყო,
როგორ დამებრუნებინა შინ. დავიწყე ძებნა, მალე თქვენი წერილიც მივიღე, შევიტყვე, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ კარგად ყოფილა და ცოტა
დავმშვიდდი, მაგრამ დღემდე მასზე სხვა ვერაფერი შევიტყვე. ბოლოს და
ბოლოს, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი და ყველაფერი ადგილზე გამერკვია,
კაპიტანმა გუდმა კი იმდენი სიკეთე გამოიჩინა, რომ თან წამომყვა.
_ მოგეხსენებათ, სხვა საქმე მაინც არაფერი მაქვს, _ თქვა კაპიტანმა გუდმა,
_ საადმირალოს ლორდებმა ფლოტიდან ნახევარ ხელფასზე გამომაგდეს, რომ
შიმშილით სული ამომძრომოდა, ახლა კი, სერ, იქნებ დაწვრილებით
გვითხრათ, რა იცით, ანრა გაგიგონიათ მისტერნევილზე?
თავი II

ლეგენდა სოლომონ მეფის
საბადოებზე
ჩიბუხს თამბაქოთი ვტენიდი და პასუხი კარგა ხანს დავაყოვნე.
_ გითხრათ თუ არა ჩემმა ძმამ მაშინ, სად მიდიოდა, ან რას აპირებდა? _
მოუთმენლად მკითხა სერჰენრიმ.
_ მითხრა, მაგრამ დღემდე ამაზე სიტყვა არავისთან დამცდენია. მისტერ
ნევილი მეუბნებოდა, სოლომონ მეფის საბადოებისკენ უნდა წავიდეო.
_ სოლომონ მეფის საბადოებისკენო? მერე და, საით არის ეგ საბადოები? _
ერთბაშად წამოიყვირა ორივემ.
_ რა მოგახსენოთ, მეც გადმოცემით ვიცი. მართალია, დიდი ხნის წინათ
დამანახეს მთის მწვერვალები, რომლის იქითაც თითქოს ის საბადოები
მდებარეობს, მაგრამ იმ მთებამდე, მთელ ას ოცდაათ მილზე გადაჭიმული იყო
უდაბნო. რამდენადაც ვიცი, თეთრკანიანთა შორის მხოლოდ ერთმა შეძლო
მისი გადალახვა. მაგრამ იქნებ სჯობდეს გაგაცნოთ ლეგენდა სოლომონ მეფის
საბადოებზე? ოღონდ სიტყვა მომეცით, რომ უჩემოდ არსად არაფერს იტყვით.
თანახმა ბრძანდებით? მე სერიოზული საფუძველი მაქვს, მოგმართოთ ასეთი
თხოვნით.
_ რასაკვირველია, რასაკვირველია! _ წამოიძახა კაპიტანმა გუდმა, სერ
ჰენრიმ კი მხოლოდ თავი დააქნია.
_ ალბათ მოგეხსენებათ, _ დავიწყე მე, _ რომ სპილოზე მონადირენი
უხეში, ტლანქი ადამიანები არიან და, გარდა ყოველდღიური წვრილმანებისა,
ცხოვრებაში არაფერი აინტერესებთ. თუმცა ზოგჯერ მათ შორისაც შეხვდებით
ორიოდე კაცს, რომლებიც დიდი გულმოდგინებით კრებენ ადგილობრივ
მკვიდრთა შორის გადმოცემებსა და ლეგენდებს და ცდილობენ ოდნავ მაინც
ახადონ ფარდა ამ საიდუმლოებით მოცული ქვეყნის ისტორიას. პირველად
სწორედ ასეთი ადამიანისაგან გავიგე ლეგენდა სოლომონ მეფის საბადოებზე.
მას შემდეგ აგერ ოცდაათი წელიწადი გავიდა. მაშინ სპილოებზე ნადირობა ის-
ის იყო დავიწყე და საამისოდ მატაბელეს მხარე ავირჩიე. იმ კაცის გვარი ივენსიიყო. საბრალო მომდევნო წელიწადს დაიღუპა _ დაჭრილმა კამეჩმა
იმსხვერპლა. ზამბეზის ჩანჩქერთან დაასაფლავეს. მახსოვს, ერთ საღამოს
ვუთხარი, ანტილოპებზე ნადირობისას საოცარ საბადოს წავაწყდი-მეთქი, ის
ადგილი ახლა ტრანსვაალის ლიდენბურგის რაიონს ეკუთვნის. ახლახან
მითხრეს, ოქროსმაძიებლებმა იქ საბადო აღმოაჩინესო, მაგრამ მე დიდი ხნის
წინათ ვიცოდი მისი არსებობა. იქ პიტალო კლდეში გაჭრილია ფართო გზა,
რომელიც საბადოს შესასვლელში, ანუ ტალანში ჩადის. ამ ტალანში გროვა-
გროვა ყრია ოქროვანი კვარცი, ჩანს, იგი დასამსხვრევად იყო გამზადებული.
ყველაფერზე ეტყობა, რომ მუშები, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი,
იძულებულნი გამხდარან სასწრაფოდ მიეტოვებინათ იქაურობა.
შესასვლელიდან ოციოდე ნაბიჯის დაშორებით, სიღრმეში ოსტატურად
მოპირკეთებულიფართო ტალანი მიემართება.
_ მართლა? _ წამოიძახა ივენსმა, _ მე კი უფრო გასაოცარ ამბავს გეტყვი.
ერთხელ აფრიკის შუაგულში თავს წავადექი ქალაქის ნანგრევებს. ჩემი აზრით,
ეს იყო ოფორი, დაბადებაში რომ არის მოხსენებული. _ სხვათა შორის, კარგა
ხნის შემდეგ სხვა, უფრო გამოცდილმა და განათლებულმა მკვლევარებმა
დაადასტურეს ივენსის ეს მოსაზრება.
მახსოვს, მოჯადოებულივით ვისმენდი და ხარბად ვიჭერდი მის ყოველ
სიტყვას. მხიბლავდა თხრობა უძველეს ცივილიზაციაზე და იმ განძეულზე,
იუდეველ და ფინიკიელ ავანტიურისტებს აფრიკიდან რომ გაჰქონდათ, როცა
ქვეყანა კვლავ ბარბაროსულ მდგომარეობას დაუბრუნდა.
_ გაგიგონიათ რამე სულეიმანის მთებზე? _ მკითხა უეცრად ივენსმა, _ ეს
მთები მაშუკულუმბვეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
მე ვუპასუხე, არაფერი გამიგია-მეთქი.
_ ჰოდა, სოლომონ მეფის საბადოები სწორედ იმ მთების გადაღმა არის. მე,
რასაკვირველია, ალმასის საბადოებს ვგულისხმობ.
_ საიდან იცით? _ შევეკითხე.
_ როგორ თუ საიდან? განა სულეიმანი დამახინჯებული «სოლომონი" არ
არის? გარდა ამისა, მონიკას მიწაზე ერთმა მოხუცმა იზანუზიმ მითხრა, იმ
მთების იქით მცხოვრები ხალხი ზულუსების ტომის შთამომავალია, მათ
კილოკავზე ლაპარაკობენ, მაგრამ უფრო ტანმაღალნი და ლამაზები არიანო.
წინათ თურმე მათ შორის გრძნეულებიც ყოფილან, გრძნეულებს მისნობა
თეთრკანიანებისაგან ჯერ კიდევ მაშინ შეუთვისებიათ, «როცა მთელი სამყარო
ბნელით მოცული ყოფილა". მაშინ თურმე იცოდნენ, სად იყო ის საბადოები,
ბრჭყვიალა ქვებსრომ პოულობდნენ.
მართალი რომ მოგახსენოთ, ივენსის ნაამბობი მაშინ სასაცილოდ მეჩვენა,
თუმცა დამაინტერესა კია, რადგან ალმასის ქვიშრობი იმ დროს ჯერ კიდევ არ
იყო აღმოჩენილი. საბრალო ივენსი მალე იმ ადგილებიდან გამოემგზავრა და
დაიღუპა კიდეც. მთელი ოცი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გამხსენებია
მაშინდელი ჩვენი საუბარი. მაგრამ სწორედ ოცი წლის შემდეგ _ ეს კი სამკაოდ
დიდი დროა, რადგან სპილოებზე ნადირობა მეტად საშიში ხელობაა დამონადირეთა შორის იშვიათად თუ ვინმე ცოცხლობს ამდენ ხანს _ ბევრი რამ
შევიტყვე სულეიმანის მთებსა და მათ გადაღმა მხარეზე. იმხანად მონიკას
მიწის იქით, კრაალ სიტანდში ვცხოვრობდი. უნდა მოგახსენოთ, მეტად
საზიზღარი ადგილია, საჭმელი არაფერია და არც ცხოველი ან ფრინველია
სადმე, რომ კაცმა ცოტა მაინც წაინადიროს. ციებ-ცხელებამ შემომიტია და თავს
საძაგლად ვგრძნობდი. სწორედ ამ დროს კრაალში ერთი პორტუგალიელი
მოვიდა. მას მეტისი მსახური ახლდა. უნდა გითხრათ, პორტუგალიელებს
კარგად ვიცნობ, რადგან ხშირად შევხვედრივარ დელაგოაში. დედამიწის
ზურგზე არმოიპოვება მათზე უფრო ვერაგი და მზაკვარი ხალხი. ყველამ იცის,
რომ ისინი თავიანთი მონების სისხლითა და ტანჯვა-წამებით მდიდრდებიან.
მაგრამ ეს ადამიანი არაფრით არ ჰგავდა თავის თანამემამულეებს და უფრო
ზრდილობიან ესპანელს მოგაგონებდათ _ ისეთ ესპანელს, წიგნებში გმირებად
რომ გამოჰყავთ ხოლმე. ეს იყო მაღალ-მაღალი, გამხდარი კაცი, კეთილი, შავი
თვალები და ხუჭუჭი, ჭაღარა ულვაში ჰქონდა.
ჩვენ ერთხანს ვიმუსაიფეთ, მან დამტვრეული ინგლისური იცოდა, მე კი
ცოტ-ცოტა პორტუგალიური მახსოვდა. გამეცნო, ხოზე სილვესტრი გახლავარ,
დელაგოას ყურესთან საკუთარი მიწის ნაკვეთი მაქვსო. გამოთხოვებისას
ძველებურყაიდაზე კოხტად მომიხადა ქუდი და მითხრა:
_ ნახვამდის, სენიორ, თუკი ოდესმე ამქვეყნად ისევ შევხვდით
ერთმანეთს, იცოდეთ, მაშინ უმდიდრესი ადამიანი ვიქნები და თქვენც არ
დაგივიწყებთ.
ამ სიტყვებმა ცოტა გამამხიარულა, თუმცა ძალზე მისუსტებული ვიყავი
და სიცილის თავი არ მქონდა. დავინახე, რომ სილვესტრი დასავლეთისაკენ
გაემართა და გეზი დიდი უდაბნოსკენ აიღო. ნეტავ რას ეძებს, რა დარჩენია იქ,
ჭკუაზე აფრაკად ხომ არარის-მეთქი? _ გავიფიქრე მაშინ.
გავიდა ერთი კვირა, ნელ-ნელა გამოვჯანსაღდი. ერთ საღამოს პატარა
კარვის წინ ვიჯექი (ამ კარავს ყველგან თან დავატარებდი) და საცოდავი,
გაძვალტყავებული ჩიტის ფეხს ვღრღნიდი. ეს ჩიტი ერთ ზანგს გავუცვალე
ქსოვილში, რომელშიც, სულ უკანასკნელი, ოცი ასეთი ჩიტი მაინც
მეკუთვნოდა.
ფიქრმორეული გავცქეროდი წითლად გავარვარებულ მზეს, უკიდეგანო
უდაბნოში რომ იძირებოდა. უეცრად სამასიოდე იარდის დაშორებით,
ბორცვზე ვიღაც კაცს მოვკარი თვალი. ტანსაცმელზე ეტყობოდა, ევროპელი
უნდა ყოფილიყო. ჯერ მოფორთხავდა, შემდეგ წამოდგა, ტორტმანით გაიარა
რამდენიმე იარდი, მერე დაეცა და ისევ წამოფორთხდა. მივხვდი, საქმე კარგად
არ იყო და დასახმარებლად ერთ-ერთი ჩემი მონადირე გავაგზავნე. იგი მალე
დაბრუნდა და, როგორგგონიათ, ვინ მოიყვანა?
_ რასაკვირველია, ხოზე სილვესტრი იქნებოდა, _ წამოიძახა კაპიტანმა
გუდმა.
_ დიახ, ხოზე სილვესტრი გახლდათ, უფრო სწორად რომ ვთქვათ,
კანგადაკრული მისი ჩონჩხი. ციებ-ცხელებისაგან სახე ბაიასავით გახდომოდა, სიგამხდრით თვალები ლამის ბუდიდან გადმოცვენოდა, ყვითელ კანქვეშ,
რომელიც პერგამენტს უფრო წააგავდა, საცოდავად ამოჩროდა ძვლები, თმა კი
ერთიანად გაჭაღარავებოდა.
_ წყალი, ღვთის გულისათვის, წყალი! _ ამოიკვნესა მან. დამსკდარ-
დახეთქილი ტუჩები ძლივს აამოძრავა და ჩაშავებული ენა გამოუჩნდა.
მე რძეგარეული წყალი მივაწოდე. ერთბაშად უზარმაზარი ყლუპებით
დასცალა ორი კვარტი. მეტის მიცემა შემეშინდა. ცოტა ხნის შემდეგ ციებ-
ცხელებამ შემოუტია, დაეცა და ბოდვა დაიწყო. რას არ ახსენებდა: სულეიმანის
მთებს, ალმასებს, უდაბნოს... საბრალო კაცი კარავში შევიყვანე და
ვცდილობდი, რამდენადაც შემეძლო, ტანჯვა შემემსუბუქებინა.
რასაკვირველია, ბევრი არაფერი შემეძლო. ჩემთვის ცხადი იყო, რით
დამთავრდებოდა ყველაფერი ეს.
ასე, თერთმეტი საათისთვის ავადმყოფი ოდნავ დამშვიდდა, მეც დავწექი,
ვიფიქრე, ცოტა დავისვენებ-მეთქი, მაგრამ ჩამძინებოდა. ალიონზე
გამომეღვიძა, ბინდბუნდში ჩემს სტუმარს მოვკარი თვალი. გამხდარ-
დალეული, ქვეშაგებზე წამომჯდარიყო და უდაბნოს გასცქეროდა. უეცრად
მზის პირველმა სხივმა ჩვენს წინ გადაშლილი ფართო ველი გაანათა, მერე
ჩვენგან ასეული მილით დაშორებული სულეიმანის მთების ყველაზე მაღალი
მწვერვალი მოძებნა და ზედ გასრიალდა.
_ აჰა, აი, ისიც! _ წამოიძახა მომაკვდავმა პორტუგალიურად და გრძელი,
ძვალტყავად ქცეული ხელი გაიწვდინა, _ მაგრამ მე ვერასოდეს, ვერასოდეს
ვეღარ მივაღწევ იქამდე, ვერც სხვა ვინმე მივა, ვერა! _ უეცრად დადუმდა,
თითქოს რაღაც უნდა მოიფიქროსო. _ მეგობარო, _ მითხრა მერე და ჩემკენ
შემობრუნდა, _ აქა ხართ? თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვხედავ.
_ ნუ გეშინიათ, თქვენ გვერდითა ვარ, _ ვუთხარი. _ ახლა დაწექით და
დაისვენეთ.
_ დასასვენებლად დრო მერეც მეყოფა, _ მომიგო საბრალომ, _ მალე, სულ
მალე სამუდამოდ დავისვენებ... ვკვდები... თქვენ ადამიანურად მომეპყარით.
მინდა გადმოგცეთ ერთი დოკუმენტი. იქნებ თქვენ მაინც გაგიღიმოთ ბედმა და
მიხვიდეთ იქამდე, თუ გაუძლებთ უდაბნოში მგზავრობას. უდაბნომ, უდაბნომ
დამღუპა მეცა და საბრალო ჩემი მსახურიც.
თქვა ეს, უბეში ხელი ჩაიყო და ამოიღო რაღაც ნივთი, რომელიც
ანტილოპას ტყავისაგან გაკეთებულ თამბაქოს ქისას მივამსგავსე _ ისეთ ქისას,
ბურებს რომ აქვთ ხოლმე. იგი მაგრად იყო შეკრული ტყავის თასმით,
რომელსაც ჩვენ «რიმპის" ვეძახით. მომაკვდავი შეეცადა თასმა გაეხსნა, მაგრამ
ძალა არ ეყო. მაშინ ის ნივთი მე გამომიწოდა და მთხოვა, გამიხსენიო. უმალ
შევაგებე ხელი, გავხსენი და დაფლეთილი, გაყვითლებული ტილოს ნაჭერი
ამოვიღე; ტილოზე ჟანგისფერი ასოებით რაღაც ეწერა, შიგ კი ქაღალდი იყო
გახვეული.
ხოზე სილვესტრს ძალამ უმტყუნა, იგი ოდნავღა ჩურჩულებდა: _ მაგ ქაღალდზე ის წერია, რაც ტილოზე იყო დაწერილი, ამ ამბების
გარკვევასა და დაზუსტებას მრავალი წელი მოვანდომე. მისმინეთ! ჩემი
წინაპარი, ლისაბონელი პოლიტიკური ემიგრანტი, ერთ-ერთი პირველთაგანი
გადმოვიდა ამ ნაპირზე თავის თანამემამულეებთან ერთად. ეს დოკუმენტი კი
დაწერა სიკვდილის წინ, აი, იმ მთებში, სადაც არც მანამდე, არც შემდეგ
თეთრკანიანს ფეხი არ დაუდგამს. ეს ჩემი წინაპარი ხოზე და სილვესტრა იყო
და ზუსტად სამასი წლით წინათ ცხოვრობდა. მონას, რომელიც მთების
გადმოღმა ელოდა, ეპოვნა მისი გვამი და ეს წერილი შინაურებისათვის
მოეტანა. წერილი ოჯახში ინახებოდა, მაგრამ მისი წაკითხვა არასოდეს არავის
უცდია, ვიდრე ბოლოს მე არ დავინტერესდი. ამან შეიწირა ჩემი სიცოცხლე,
ახლა შეიძლება ვინმე სხვას გამოადგეს და უმდიდრესი კაცი გახადოს. ოღონდ
ამ ქაღალდს ხელში ნურვის ჩაუგდებთ. თქვენ თვითონ სცადეთ ბედი.
ამის შემდეგ კვლავ ბოდვა დააწყებინა და ერთ საათში გათავდა კიდეც.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს! მშვიდად მოკვდა. რაც
შემეძლო, ღრმად გავუთხარე სამარე და ზედ დიდი ქვები დავაწყვე, იმედი
მაქვს, ტურები მის გვამს ვერ ამოთხრიდნენ. მერე კი იმ კრაალიდან მეც
წამოვედი.
_ იმ დოკუმენტს რა ბედი ეწია? _ მკითხა სერ ჰენრიმ, რომელიც დიდი
გულისყურით მისმენდა.
_ დიახ, დიახ, რა ეწერა იმ დოკუმენტში? _ დაუმატა კაპიტანმა გუდმაც.
_ კარგით, ბატონებო, რაკი გაინტერესებთ, ამასაც გეტყვით. ეს საიდუმლო
ჯერ არავისთვის გამიმხელია, ღვინით გამტყვრალ ბებერ პორტუგალიელ
ვაჭარს კი, რომელმაც მაშინ ის დოკუმენტი მითარგმნა, მეორე დღესვე აღარ
ახსოვდა მისი შინაარსი. ის ტილო, საბრალო დონ ხოზეს თარგმანთან ერთად,
დურბანში მაქვს. მაგრამ უბის წიგნაკში მაშინვე ჩავიწერე ინგლისური
თარგმანი, რუკაც გადავიხატე, თუკი შეიძლება მას, საერთოდ, რუკა უწოდოს
კაცმა. აი, ის ჩანაწერიც, მაშ მისმინეთ:
«მე, ხოზე და სილვესტრა, შიმშილისაგან ღონემიხდილი ვკვდები პატარა
მღვიმეში, სამხრეთით მდებარე თოვლიანი მთის მწვერვალზე, უფრო სწორად,
მის ჩრდილო კალთაზე. ეს არის ერთ-ერთი მთა, იმ ორს შორის, რომელთაც მე
დედოფალ საბიას მკერდი ვუწოდე. ამას ვწერ საკუთარი სისხლით, 590 წელს,
ჩემი ტანსაცმლის ნაფლეთზე. კალმად ძვლის ნატეხს ვხმარობ. თუ ჩემმა მონამ
აქ ამოაღწია, ეს წერილი იპოვა და დელაგოას მოიტანა, ჩემმა მეგობარმა
(სახელი გაურკვეველია) აცნობოს მეფეს, რაც აქ წერია, რათა მან ლაშქარი
გამოგზავნოს. თუ ლაშქარი მოახერხებს უდაბნოსა და მთების გადალახვას,
დაამარცხებს მხნე კუკუანელებსა და მათ წყეულ ჯადოს გასტეხს, რისთვისაც
თან მღვდელმსახურნი უნდა იახლონ, მაშინ ჩვენი მეფე სოლომონის შემდეგ
ამქვეყნად უმდიდრესი გვირგვინოსანი შეიქნება.
მე საკუთარი თვალით ვნახე აურაცხელი ალმასი და ძვირფასი თვლები
სოლომონის საგანძურში, «თეთრი სიკვდილის" უკან, მაგრამ მისნებზე
მონადირე გაგულას მუხანათობის გამო, ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს დავერაფერი წამოვიღე. ის, ვინც წამოსვლას დააპირებს, დაადგეს რუკაზე
აღნიშნულ გზას, აჰყვეს თოვლს დედოფალ საბიას მარცხენა ძუძუზე, ვიდრე
მწვერვალს არ მიაღწევს... მწვერვალის ჩრდილოეთით იწყება სოლომონ მეფის
დიდი გზა, აქედან კი კუკუანელთა სამეფო სამი დღის სავალზეა. გაგულა
უნდა მოკლათ. ილოცეთ ჩემი სულისათვის. მშვიდობით. ხოზე და
სილვესტრა".
როცა კითხვა დავასრულე და ჩემს მსმენელებს პორტუგალიელის უღონო
ხელითა და მისივე საკუთარი სისხლით დახატული რუკის ასლი დავანახე,
კაიუტაში სიჩუმემ დაისადგურა.
კურტისი და კაპიტანი გუდი გაოგნებულები შემომცქეროდნენ.
_ დიახ, _ დაარღვია ბოლოს დუმილი კაპიტანმა გუდმა, _ მე ორჯერ
შემოვუარე დედამიწას და თითქმის ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, მაგრამ
მიწა გამისკდეს, თუ ამგვარირამ ოდესმე გამეგონოს, ან სადმე წამეკითხოს.
_ დიახ, მეტად უცნაური ამბავია, მისტერ ქუოტერმენ, _ თქვა თავის
მხრივ სერ ჰენრიმ, _ იმედი უნდა ვიქონიოთ, აბუჩად არ გვიგდებთ. გამიგია,
ახალბედებთან ასეთირამ დასაშვებიაო.
_ თუ ასე ფიქრობთ, ჯობია ახლავე დავანებოთ ყველაფერს თავი, _
ვუთხარი ძალზე გაბრაზებულმა, ქაღალდი ჯიბეში ჩავიდე და წამოვდექი. _ არ
მიყვარს, როცა მაკუთვნებენ იმ ვიგინდარათა რიცხვს, რომელთაც
მახვილგონიერებად მიაჩნიათ ტყუილების ცხობა და ჩამოსულთა წინაშე
გამუდმებული ტრაბახი, ნადირობისას ესა და ეს შემემთხვაო.
სერ ჰენრი შეეცადა დავემშვიდებინე და თავისი დიდი ხელი მხარზე
დამადო.
_ დაბრძანდით, დაბრძანდით, მისტერ ქუოტერმენ, _ თქვა მან, _
მაპატიეთ, ვიცი, გულშიც არ გაგივლიათ ჩვენი მოტყუება, მაგრამ თქვენი
ნაამბობი იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ ძალაუნებურად ეჭვი შემეპარა.
_ დურბანში რომ ჩავალთ, ნამდვილ რუკას და დოკუმენტს გიჩვენებთ, _
ვუთხარი რამდენადმე დამშვიდებულმა, რადგან, ცოტა რომ დავფიქრდი,
მივხვდი, სერ ჰენრი სავსებით მართალი იყო. _ თქვენს ძმაზე ჯერ არაფერი
მითქვამს. მე ვიცნობდი ჯიმს, მის მსახურს. ძალიან ჭკვიანი და კარგი
მონადირე იყო. სწორედ იმ დილით, როცა მისტერ ნევილი გასამგზავრებლად
ემზადებოდა, ჯიმი ჩემსფურგონთან იდგა და ჩიბუხისთვის თამბაქოს ჭრიდა.
_ ჯიმ, სპილოებზე სანადიროდ ხომ არმიდიხართ? _ ვკითხე.
_ არა, ბაას, სპილოს ძვლები რაა, ჩვენ უფრო ძვირფასი რამ
გვაინტერესებს.
_ უფრო ძვირფასიო? მაშ ოქროს საძებნელად მიდიხართ?
_ არა, არა, ბაას, ის, რასაც ჩვენ ვეძებთ, ოქროზე ძვირფასია, _ ჩაიცინა
ჯიმმა.
აღარაფერი ვკითხე, რომ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას მის თვალში არ
დავემცირებინე, მაგრამ, მართალი გითხრათ, ძალიან დავინტერესდი.
_ ბაას, _ მითხრა უეცრად ჯიმმა და თამბაქოს დაჭრას თავი მიანება. მე წავიყრუე, ვითომც არგამიგონია.
_ ბაას, _ განმეორებით მომმართა მან.
_ ჰმ, რა გინდა, მეგობარო?
_ ბაას, ჩვენ ალმასების საძებრად მივდივართ.
_ ალმასების საძებრად? მაშ, სწორგზას არადგახართ, ქვიშრობისკენ უნდა
წასულიყავით.
_ ბაას, არგაგიგიარამე სულეიმანის მთებზე?
_ ჰო.
_ არგაგიგია, იქ ალმასები არისო?
_ ჰო, რაღაც მაგის მსგავსს ხშირად ჩმახავენ, ჯიმ.
_ ეს მოჩმახული ამბავი არ არის, ბაას, მე ვიცნობდი ერთ ქალს, იქიდან
გამოქცეულიყო და თავის პატარა ვაჟთან ერთად ნატალამდე მოეღწია.
ყველაფერი თავისი პირით მიამბო. ახლა ის ქალი უკვე მკვდარია.
_ შენი ბატონი მტაცებელი ფრინველების ლუკმა გახდება, ჯიმ, თუ ამ
უგუნურ განზრახვაზე ხელი არ აიღო. არც შენ დაგადგება კარგი დღე, თუმცა
ეგ შენი გადამღრძვალი, გამხდარ-გაფშეკილი ჩონჩხი ვისრა ხეირს დააყრის.
_ მართალი ხარ, ბაას, _ ჩაიცინა ჯიმმა, _ მაგრამ ადამიანი ბოლოს და
ბოლოს მაინც უნდა მოკვდეს, მე კი ძალიან მინდა ბედი ვცადო. ამასთან, აქ
მალე სპილოებს სულ ამოწყვეტენ.
_ კარგი, კარგი, მოიცადე, ვიდრე ყვიციანი ანგელოზი არ გწვდება მაგ
ჩაყვითლებულ ყელში, მერე ნახე, რა სიმღერებს დაამღერებ, _ ვუთხარი მე.
ნახევარი საათის შემდეგ ნევილის ფურგონი გზას დაადგა. უეცრად ჯიმი
შემობრუნდა და ჩემკენ გამოიქცა.
_ მისმინე, ბაას, მინდა დაგემშვიდობო, შენ მართალი ხარ, ჩვენ
ვეღარასოდეს დავბრუნდებით.
_ ჯიმ, შენი ბატონი მართლა სულეიმანის მთებისკენ აპირებს წასვლას თუ
წეღან ტყუილი მითხარი?
_ ტყუილს რად გეტყოდი? ჩემმა ბატონმა თქვა, რადაც არ უნდა
დამიჯდეს, უნდა გავმდიდრდეო; ჰოდა, ალმასები საამისოდ არგამოდგება?
_ ერთი წუთი დამიცადე, ჯიმ, შენს ბატონთან წერილს გაგატან, მაგრამ
პირობა უნდა მომცე, რომ ამ წერილს მხოლოდ აინაიტში გადასცემ (აინაიტი
ჩვენგან ასიოდე მილით იყო დაშორებული).
_ კეთილი, ბაას, _ მიპასუხა ჯიმმა.
მე ქაღალდის ნაგლეჯი ავიღე და ზედ დავწერე: «ის, ვინც იქ წასვლას
დააპირებს, დაადგეს რუკაზე აღნიშნულ გზას, აჰყვეს თოვლს დედოფალ
საბიას მარცხენა ძუძუზე, ვიდრე მწვერვალს არ მიაღწევს. მწვერვალის
ჩრდილოეთით იწყება სოლომონ მეფის დიდი გზა".
_ მაშ, ასე, ჯიმ, ეს წერილი შენს ბატონს გადაეცი და უთხარი, ზუსტად
მიჰყვეს იმ გზას. ქაღალდი ახლა არ მისცე, თორემ მობრუნდება და
შეკითხვებით ამომახრჩობს, მე კი პასუხის თავი არა მაქვს. ახლა კი გასწი,
ზარმაცო, ხედავ, თქვენიფურგონი აღარც კი ჩანს. ჯიმმა წერილს ხელი დაავლო და ფურგონს უკან გამოუდგა. ამის შემდეგ
მისტერნევილზე აღარაფერი გამიგია, სერ, მაგრამ ძალიან ვშიშობ, რომ...
_ მისტერ ქუოტერმენ, _ გამაწყვეტინა სიტყვა სერ ჰენრიმ, _ მე მივყვები
იმ გზას სულეიმანის მთებამდე და, თუ საჭირო იქნა, უფრო შორსაც წავალ. არ
მოვისვენებ, სანამ არ ვიპოვი ჯორჯს, ან სანამ არ გავიგებ, რომ ნამდვილად
დაიღუპა. ხომ არწამოხვალთ ჩემთან ერთად?
მგონი უკვე მოგახსენეთ, ძალზე ფრთხილი, ჩუმი და მოკრძალებული
კაცი ვარ-მეთქი, ამიტომ იყო, რომ ამ წინადადებამ ძალზე გამაოცა და
შემაშფოთა კიდეც. ეს ხომ უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა! გარდა ამისა, სხვარომ
აღარაფერი ვთქვა, მოვალე ვიყავი შვილს დავხმარებოდი და უფლება არ
მქონდა, ასე ნაადრევად გამეწირა თავი.
_ გმადლობთ, სერ, მაგრამ მიჯობს, უარი მოგახსენოთ, საკმაოდ
მოვხუცდი იმისთვის, რომ მსგავს გიჟურსაქმეებში მივიღო მონაწილეობა. ეჭვი
არ მეპარება, ჩვენც ჩემი საბრალო მეგობრის სილვესტრის ბედი მოგველის.
ამასთან, ვაჟის პატრონი ვარ, მას ჯერ კიდევ ესაჭიროება ჩემი დახმარება,
ამიტომ უფლება არა მაქვს, თავი საფრთხეში ჩავიგდო.
ეტყობოდა, ჩემმა პასუხმა სერ ჰენრი და კაპიტანი გუდი ძალიან
გაანაწყენა.
_ მისტერ ქუოტერმენ, _ მითხრა სერ ჰენრიმ, _ მე მდიდარი კაცი ვარ და
ჩემს განზრახვაზე ასე ადვილად ხელს არ ავიღებ, თუკი ჩვენთან წამოხვალთ,
გასამრჯელოდ რაც გინდათ მთხოვეთ. ამ თანხას ჩვენს გამგზავრებამდე
მიიღებთ. ამასთან, წინასწარ მივიღებთ ზომებს, რომ თქვენი ვაჟი ყოველმხრივ
იქნეს უზრუნველყოფილი იმ შემთხვევაში, თუ ამ მოგზაურობიდან ვეღარ
დავბრუნდით. ალბათ ჩემი ნათქვამიდან მიხვდებით, რამდენად საჭიროდ
მიმაჩნია თქვენი მონაწილეობა ამ ექსპედიციაში. თუ სულეიმანის საბადოს
მივაღწიეთ და ალმასების პოვნა მოვახერხეთ, თქვენ და გუდი მათ შუაზე
გაიყოფთ, მე მათ არ ვსაჭიროებ. თანაც გზაში სპილოებზე წავინადირებთ და
სპილოს ძვალსაც ასევე თანაბრად გაინაწილებთ. შეგიძლიათ წარმოადიგნოთ
თქვენი პირობები, მისტერ ქუოტერმენ. გარდა ამისა, მინდა იცოდეთ, რომ
ყოველგვარხარჯებს მე ვკისრულობ.
_ სერ ჰენრი, _ ვუთხარი პასუხად, _ ასეთი სარფიანი საქმე ჩემთვის ჯერ
არავის შემოუთავაზებია. ღარიბმა მონადირემ ყველაფერი კარგად უნდა აწონ-
დაწონოს, ამისთვის კი დროა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, პასუხს დურბანში
ჩასვლამდე მოგახსენებთ.
_ ძალიან კარგი, _ მომიგო სერჰენრიმ.
ამის შემდეგ ორივესღამე ნებისა ვუსურვე და წამოვედი.
იმღამით სიზმარში სულ საბრალო სილვესტრსა და ალმასებს ვხედავდი.

თავი III ამბოპა ჩვენი მსახური
ხდება
კეიპტაუნიდან დურბანამდე ზღვით მგზავრობას ოთხი-ხუთი დღე
სჭირდება: ეს დამოკიდებულია ამინდზე და გემის სვლაზე. ისტ-ლონდონში
მშენებლობა არ დამთავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უამრავი ფულია
ჩაყრილი. ამიტომაც, ნაცვლად იმისა, რომ კარგად მოწყობილ პორტში
შევიდეს, _ ამაზე ლაპარაკით ხომ დიდი ხანია ყურები გამოგვიჭედეს _ გემი
იძულებულია ნაპირიდან კარგა მოშორებით ჩაუშვას ღუზა. თუ ზღვა ღელავს,
მაშინ მთელი დღე და ღამე უნდა ელოდო, რომ ნაპირიდან საბუქსირო ნავებმა
მოაღწიონ. საბედნიეროდ, ჩვენ ცდა არ დაგვჭირვებია. ისტ-ლონდონს რომ
მივუახლოვდით, ზღვა ოდნავ ღელავდა. ნაპირიდან უმალვე გამოგზავნეს
ბუქსირები, რომელთაც მწკრივად მოჰყავდათ უშნოდ გამოჩორკნილი
ბრტყელძირა ნავები. ჩვენი გემიდან გამეტებით ისროდნენ ნავებში ფუთებს,
არც კი დაგიდევდნენ, რა იყო შიგ: მატყლი, მინა თუ ფაიფური. გემბანზე
ვიდექი და დავინახე, როგორ დაიმსხვრა ყუთი, რომელშიც ოთხი დუჟინი
შამპანურის ბოთლი იყო. ბოთლებიდან შადრევანივით გადმოჩქეფაღვინომ და
ბინძური ნავის ფსკერს ქაფად მოედო. გული დამწყდა, ეს ძვირფასი სასმელი
ასე ტყუილუბრალოდ რომ იკარგებოდა.
ალბათ კაფრ მტვირთავებსაც სინანული ამოძრავებდათ, ნამსხვრევებიდან
ხელად ამოაცოცეს შემთხვევით გადარჩენილი ორი ბოთლი, ყელი წაამტვრიეს
და უკანასკნელ წვეთამდე დაცალეს. ღვინო იმწამსვე თავში აუვარდათ და
კარგა მაგრა შეზარხოშდნენ. ამას კი აღარ ელოდნენ, თავზარდაცემულები
ნავის ფსკერზე დაფოფხავდნენ და გაჰყვიროდნენ, ეს საუცხოო სასმელი «ტა-
გატი", ესე იგი, მოჯადოებულიაო. მე დავუმოწმე, საშინელი საწამლავი
დალიეთ და ახლა ყველანი სათითაოდ დაიხოცებით-მეთქი. კაფრები
შიშისაგან მთლად გადაირივნენ, ნიჩბებს ეცნენ და ნავი ნაპირისკენ
გააქროლეს. დარწმუნებული ვარ, შამპანურს თავის სიცოცხლეში აღარ
გაეკარებიან.
ჩვენი საუბრის შემდეგ სულ კურტისის წინადადებაზე ვფიქრობდი.
პირველ ორ დღეს ამ საკითხს აღარ შევხებივართ, თუმცა სულ ერთად ვიყავით.
მე ვუყვებოდი სერ ჰენრისა და გუდს სხვადასხვა ამბებს, ნადირობისას თავს
რომ გადამხდენოდა, ამასთან, არაფერს ვთხზავდი და არც ვაზვიადებდი,
როგორც ეს საერთოდ მონადირეებს სჩვევიათ. ანკი რაში გვჭირდება ჩვენ,
აფრიკელ მონადირეებს, ტყუილების ცხობა, განა სატრაბახოდ ის არ კმარა, რაც
თავს გადაგვხდენია?
ბოლოს, იანვრის ერთ მშვენიერ დღეს _ იანვარი ხომ ჩვენში ყველაზე
ცხელი თვეა _ ჩვენი გემი ნატალს მიუახლოვდა და მის თვალწარმტაც
ნაპირებს გაუყვა. ვფიქრობდით, მზის ჩასვლამდე დურბანის კონცხისთვის
შემოგვევლო. ეს ნაპირი ხომ ყველას აჯადოვებს ქვიშის წითელი გორაკებით,
უსასრულო ზურმუხტისფერი სივრცით და ამ სივრცეში, ამ სიმწვანეში აქა-იქმიყუჟული კრაალებით. ტალღები ზედიზედ ეხეთქება ნაპირთან
წამოყუდებულ კლდეებს, ყალყზე შემდგარი იმსხვრევა, უკუეცემა და აჩენს
ქათქათა ქაფს, ზოლებად რომ გასდევს ნაპირს. მაგრამ განსაკუთრებით
ლამაზია ბუნება თვით დურბანთან. საუკუნეთა განმავლობაში წვიმასა და
ღვართქაფს ბორცვები ღრმა ხეობებით დაუსერავთ. ამ ხეობებში მოშხუიან
მდინარეები, რომელთაც მზე თვალისმომჭრელად ალაპლაპებს; აყრილ-
ატეხილ ბარდებსა და ბუჩქნარს შორის, რომელიც ისეა დარგულ-გახარებული,
როგორც ეს თვით უფალს უნებებია, აქა-იქ მოჩანს პურის ხის ჭალაკები და
შაქრის ლერწმის პლანტაციები. ამ მწვანე წალკოტში უეცრად გამოკრთება
ხოლმე თეთრი სახლი, თითქოს მის წინ უშფოთველად გართხმულ ზღვას
უღიმისო, და მისი გამოჩენა რაღაც განსაკუთრებულ დასრულებულ იერს
აძლევს ირგვლივ ყველაფერს.
ჩემი აზრით, რაგინდ თვალწარმტაცი არ უნდა იყოს ბუნება, ადამიანი მას
კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. იქნებ ასე მიტომ მეჩვენება, რომ ძალიან
დიდხანს მომიხდა ცხოვრება ველურ, უკაცრიელ ადგილებში და ამის გამო
უფრო ვაფასებ ცივილიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ იგი სპობს და სდევნის
ფრინველსა და ცხოველს. ედემის ბაღი, უეჭველია, წარმტაცი იყო ადამიანის
გაჩენამდეც, მაგრამ უფრო წარმტაცი გახდა მას შემდეგ, რაც მის ბილიკებზე ევა
გამოჩნდა.
თუმცა დავუბრუნდეთ ამბავს! ჩვენ, ცოტა არ იყოს, ანგარიშში
მოვტყუვდით. მზე დიდი ხნის ჩასული არ იყო, როცა ღუზა დურბანის კოშკის
მახლობლად ჩავუშვით. გაისმა ზარბაზნის გრიალი, დურბანის მცხოვრებლებს
ატყობინებდნენ, ინგლისიდანფოსტა მოვიდაო.
რაკიღა დავიგვიანეთ და ნაპირზე გადასვლა აღარ შეიძლებოდა, გემბანზე
ავედით და ვუცქეროდით, როგორ დატვირთეს მაშველი ნავიფოსტით, მერე კი
სასადილოდ წავედით.
როცა ამოვბრუნდით, მთვარე უკვე ამოსული დაგვხვდა, მის შუქს ზღვა
და ხმელეთი გაეჩახჩახებინა.
ნიავს ნაპირიდან სასიამოვნო მოტკბო-მოცხარო სურნელი მოჰქონდა. ეს
სურნელი რატომღაც საეკლესიო საგალობლებსა და მისიონერებს მაგონებს.
სანაპიროზე სახლები განათებული იყო. უზარმაზარი ხომალდიდან, ჩვენ
გვერდით რომ იდგა, მუსიკა და სიმღერა ისმოდა. მეზღვაურები ღუზას
ხსნიდნენ და ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ. საუცხოო, წყნარი ღამე
იყო, ერთი იმ ღამეთაგანი, რომელიც მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში იცის.
მთვარე თავის ვერცხლის საბურველში ხვევდა მთელ ბუნებას.
სიმშვიდე მოჰფენოდა დედამიწას. იმ სიწყნარისა და სიმშვიდის
გავლენით უზარმაზარ ბულდოგსაც კი დავიწყებოდა თავისი სურვილი _
წაჩხუბებოდა მაიმუნს, გემბანზე, გალიაში რომ იჯდა. ძაღლი კაიუტის კართან
გაშოტილიყო და ტკბილად ხვრინავდა.
ჩვენ სამნი _ სერ ჰენრი კურტისი, კაპიტანი გუდი და მე _ საჭევართან
დავსხედით. _ მისტერ ქუოტერმენ, _ მკითხა ჰენრიმ ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, _ რა
პასუხს მაძლევთ ჩემს თხოვნაზე?
_ დიახ, დიახ, _ სიტყვა შეაშველა კაპიტანმა გუდმა, _ რა გადაწყვიტეთ?
იმედი მაქვს, მონაწილეობას მიიღებთ ჩვენს ექსპედიციაში. ჩვენ ბედნიერად
ჩავთვლით თავს, თუ დაგვთანხმდებით, წამოგვყვეთ არა მარტო სულეიმანის
მთების გადაღმა, არამედ, საერთოდ, ყველგან, სადაც შეიძლება იმყოფებოდეს
ჯენტლმენი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ.
უხმოდ წამოვდექი, გემის ქიმთან მივედი და ჩიბუხი გამოვბერტყე. არ
ვიცოდი, რა პასუხი გამეცა, სულ ცოტა, ერთი წუთი მაინც მჭირდებოდა, რომ
დავფიქრებულიყავი და საბოლოოდ გადამეწყვიტა რამე. ბნელში თამბაქოს
ფერფლმა გაიციმციმა და იმავე წამს გადაწყვეტილებაც მივიღე.
ცხოვრებაში ხშირად ხდება ასე: ადამიანი წვალობს, ყოყმანობს, არ იცის,
რა გზას დაადგეს და ბოლოს, ერთ წამში გადაწყვეტს ხოლმე ყველაფერს.
_ კარგი, ბატონებო, _ ვთქვი და ჩემს ადგილზე დავჯექი, _ მეც თქვენთან
ერთად მოვდივარ. ახლა კი ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, რატომ და რა
პირობებში ვღებულობ თქვენს წინადადებას.
პირველი: გარდა იმისა, რომ გზის ხარჯები თქვენ გეკისრებათ, სპილოს
ძვალი და სხვა ფასეულობა, რასაც გზაში ვიშოვით, მე და კაპიტანმა გუდმა
შუაზე უნდა გავიყოთ.
მეორე: გარდა ამისა, ვიდრე გავემგზავრებოდეთ, ხუთას გირვანქა
სტერლინგს გადამიხდით, მე კი ვალდებულებას ვკისრულობ, პატიოსნად
გემსახუროთ მანამდე, ვიდრე ეს თქვენთვის საჭირო იქნება, ან ვიდრე მიზანს
არმივაღწევთ, უკიდურეს შემთხვევაში, ვიდრე არ დავიღუპებით.
მესამე: სანამ სულეიმანის მთებისკენ გავემგზავრებოდეთ, უნდა
გავაფორმოთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ჩემი დაღუპვის, ან მძიმედ
დაშავების შემთხვევაში ვალდებული იქნებით ჩემს ვაჟს, ჰარის, რომელიც
ლონდონის უნივერსიტეტში მედიცინას ეუფლება, ხუთი წლის განმავლობაში
აძლიოთ გარკვეული თანხა _ წლიურად ორას-ორასი გირვანქა სტერლინგი.
ხუთი წლის შემდეგ კი იგი ფეხზე დადგება და საკუთარი თავის რჩენას
შეძლებს, თუ რასაკვირველია, მისგან საერთოდ რამე გამოვიდა. აი, ჩემი
პირობები. ხომ არფიქრობთ, რომ გადავაჭარბე?
_ არა, არა, _ აჩქარებით მომიგო სერ ჰენრიმ, _ სიამოვნებით გეთანხმებით.
გადაწყვეტილი მაქვს, მოვძებნო ჩემი ძმა და, რაც არ უნდა დამემართოს, ამ
განზრახვაზე ხელს არ ავიღებ. ვიცი, რომ გამოცდილი და საქმეში ჩახედული
კაცი ბრძანდებით და მზადა ვარ უფრო მეტიც გადაგიხადოთ.
_ რაკი ასეა, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვისაზრე მეტი მეთხოვა, მაგრამ
რაც არის, არის, ჩემი სიტყვა უკან არასოდეს წამიღია. ახლა კი გეტყვით, რამ
მაიძულა თქვენთან ერთად წამოვსულიყავი: უპირველეს ყოვლისა, მთელი ამ
ხნის განმავლობაში თვალყურს გადევნებდით, და კადნიერებად ნუ
ჩამომართმევთ, თუ გეტყვით, რომ ძალიან მომეწონეთ. ეჭვი არ მეპარება, ჩვენ
საუცხოოდ გავწევთ უღელს, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა კაცს წინასეთი შორი გზა უდევს. რაც შეეხება სულეიმანის მთების გადალახვას, ღრმად
დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან ცოცხლები ვეღარ დავბრუნდებით. რა ბედი
ეწია მოხუც სილვესტრას სამი საუკუნის წინათ? რა ბედი ეწია მის
შთამომავალს ამ ოცი წლის წინ? რა ბედი ეწია თქვენს ძმას? ვერ
დამარწმუნებთ, რომ ჩვენც იგივე არგველის.
ვთქვი ესა და შევჩერდი. მინდოდა მენახა, რა შთაბეჭდილება მოახდინა
ჩემმა სიტყვებმა. კაპიტანი გუდი ოდნავ შემკრთალი მეჩვენა, სერ ჰენრის კი
სახეზე ძარღვიც არშეკრთომია.
_ რაც უნდა იყოს, მაინც უნდა ვცადო ბედი, _ მშვიდად მომიგო მან.
_ შესაძლოა უცნაური გეჩვენოთ, _ განვაგრძე მე, _ რომ ეს ფრთხილი და
გაუბედავი კაცი, იმის შემდეგ, რაც ახლა ვთქვი, წამოსვლაზე უარს არ
გეუბნებით, მაგრამ საამისოდ ორი მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი, საოცარი
ფატალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ჩემი სიკვდილის დღე და საათი
წინასწარ განსაზღვრულია, და თუ ბედით სულეიმანის მთებში წასვლა და იქ
დაღუპვა მიწერია, რაც უნდა მოვიმოქმედო, ამას ვერ ავცდები. ღმერთს
ყოველივე უკეთ მოეხსენება, ამიტომ ამაზე ფიქრით თავს არ შევიწუხებ.
მეორე: მე ერთი ღარიბი კაცი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ორმოცი წელი
ნადირობაში გავატარე, შავი დღისათვის მცირეოდენი თანხაც კი ვერ
გადავინახე. ის კი არა, თავი ძლივძლივობით გამქონდა. ბატონებო, თქვენ,
რასაკვირველია, იცით, რა სახიფათო და საძნელო საქმეა სპილოზე ნადირობა.
ადამიანები, რომლებიც ამით ცხოვრობენ, საშუალოდ ოთხ-ხუთ წელიწადში
იღუპებიან. მე კი ეს ვადა თითქმის შვიდჯერ გავადიდე, ახლა კი ალბათ ჩემი
აღსასრულიც მოახლოებულია. თუ ნადირობისას დავიღუპე, ჩემს შვილს,
ჰარის, ვალების გასტუმრების შემდეგ საარსებო წყარო აღარ დარჩება, და
მაშასადამე, ვეღარც სწავლას განაგრძობს. თქვენთან რომ წამოვიდე, მაშინ იგი
ხუთი წელიწადი უზრუნველყოფილი იქნება და საშუალება მიეცემა, ფეხზე
დადგეს. აი, მოკლედ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე.
_ მისტერ ქუოტერმენ, _ მითხრა სერ ჰენრიმ, რომელიც დიდი
ყურადღებით მისმენდა, _ თქვენ ეჭვი გეპარებათ ექსპედიციის წარმატებაში და
ფიქრობთ, ყველაფერი ცუდად დამთავრდებაო. მართალი ხართ თუ არა, ამას
დრო გვიჩვენებს, პირადად მე კი, რაც უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი მაქვს,
საქმე ბოლომდე მივიყვანო. თუ მაინცდამაინც დაღუპვა გვიწერია, იმედი
მაქვს, სიკვდილის წინ ცოტას მაინც წავინადირებთ. თქვენრას იტყვით, გუდ?
_ რასაკვირველია, _ დაუმოწმა კაპიტანმა, _ ჩვენ სამივენი შეჩვეული
ვართ, სიკვდილს თვალებში ვუცქიროთ, ამიტომაც თავსაც კარგად დავიცავთ.
ჩემი აზრით, უკან დახევა არ ღირს. ახლა კი, მეგობრებო, კაიუტ-კომპანიაში
ჩავიდეთ და ერთმანეთს გზა დავულოცოთ.
მეორე დღეს ნაპირზე გადავედით. მე შევთავაზე სერ ჰენრის და კაპიტან
გუდს ჩემს პატარა სახლში დასახლებულიყვნენ. სახლი სანაპიროზე დგას,
სამოთახიანია, აქვს სამზარეულოც. გამოუწვავი აგურისაგან არის ნაგები,
სახურავი კი მოთუთიებული რკინისა აქვს. თავისთავად დიდი არაფერია, სამაგიეროდ, საუცხოო ბაღი აკრავს. რა არ ხარობს იქ: იაპონური ზღმარტლი
და მანგოს ხეები, რომლებიც წელს დიდ მოსავალს მომცემენ. ეს ხეები
ბოტანიკური ბაღის დირექტორმა მაჩუქა. მებაღეობა ჯეკს დავაკისრე. ჯეკი
ჩემი ყოფილი მონადირეა, სიკუკუნისის მხარეში გარეულმა კამეჩმა ფეხი
ბარძაყში გადაუმტვრია. საბრალო კაცი დასახიჩრდა და იძულებული შეიქნა,
ნადირობაზე სამუდამოდ აეღო ხელი. ახლა ნელ-ნელა დახანხალობს და, ასეა
თუ ისე, ბაღს უვლის. ჯეკი ზულუსი არ გეგონოთ, გრიკვას მშვიდობიან ტომს
ეკუთვნის. ზულუსს ვერავინ აიძულებს, მებაღეობას მოჰკიდოს ხელი. ამგვარ
შრომას იგი გულს ვერ დაუდებს.
რადგან სახლში სივიწროვე იყო, სერ ჰენრისა და გუდს კარავში ეძინათ.
კარავი ბაღის ბოლოს, ფორთოხლის ხეივანში ჩავდგით. ხეები ყვაოდა და
ირგვლივ საამო სურნელი იდგა, ტოტები კი მწვანე და ყვითელი ნაყოფით იყო
დახუნძლული (უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენთან, დურბანში, ხეები
ერთდროულად ყვავიან კიდეც და ნაყოფსაც იძლევიან), ბაღის ეს კუთხე
განსაკუთრებით ლამაზია და სუფთა ჰაერზე ძილიც სასიამოვნოა, მით უმეტეს,
რომ ჩვენთან, ბერეაში, ქინქლი არ იცის და თუ გაჩნდა, ისიც ძლიერი წვიმების
შემდეგ ჩნდება.
მაგრამ უნდა განვაგრძო თხრობა, თორემ, ვიდრე ჩვენ სულეიმანის
მთებამდე მივაღწევდეთ, ეს წიგნი თავს მოგაბეზრებთ. რაკი გადავწყვიტე სერ
ჰენრის გავყვები-მეთქი, შინ დაბრუნებისთანავე სამზადისს შევუდექი.
უპირველეს ყოვლისა, ჩემო ბიჭიკო, სერ ჰენრისაგან ჩავიბარე ქაღალდი,
რომელიც უზრუნველყოფდა შენს მომავალს. აქ რამდენადმე გაგვიჯანჯლდა
კიდეც საქმე. სერ ჰენრი ადგილობრივი მკვიდრი არ იყო და ფული, ჩემი
სიკვდილის შემთხვევაში შენთვის რომ უნდა გადმოერიცხათ, ინგლისის
ბანკში ინახებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ერთი მარჯვე ვექილის
წყალობით ეს საქმეც მოვაგვარეთ, თუმცა იმ უსინდისომ გასამრჯელოდ ოცი
გირვანქა სტერლინგი წაგვგლიჯა.
ხუთასი გირვანქა სტერლინგის ჩეკი ჯიბეში ჩავიდე და ამით
სიფრთხილეს ხარკი გადავუხადე, მერე სერ ჰენრის ანგარიშზე ფურგონი და
საუკეთესო ხარები ვიყიდე. ფურგონის სიგრძე ოცდაორი ფუტი იყო, რკინის
ღერძები ჰქონდა, ძალიან გამძლე და მსუბუქი ჩანდა, თუმცა მთლად
ახალთახალი არ ყოფილა, ერთხელ უკვე მოევლოთ იმით ალმასის ქვიშრობი
(ამან უფრო დამარწმუნა, რომ მშრალი, გამოსული ხისგან იყო ნაკეთები).
ფურგონი რომ ცუდად ყოფილიყო შეკრული ან ნედლი მასალისაგან
გამზადებული, ეს პირველი მგზავრობისთანავე გამოჩნდებოდა. ჩვენს
ფურგონს უკანა მხარე ღიად ჰქონდა დატოვებული; აქ ტვირთის დასაწყობი
ადგილი იყო. ასეთ ფურგონს ჩვენში «ნახევრად გადახურულს" ეძახიან.
ჩარდახი საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, შიგ მოეწყოთ ტყავის საწოლი,
რომელზედაც ორი კაცი მოთავსდებოდა. იყო აგრეთვე იარაღების თარო და
გზაში გამოსადეგი სხვადასხვა ნივთები და საგნები. ფურგონში ას ოცდახუთი
გირვანქა გადავიხადე, ვფიქრობ, ბევრი არმიმიცია. შემდეგ შევიძინეთ ოცი საუკეთესო ზულუსური ხარი. ჩვენებურ უღელში
თექვსმეტ ხარს აბამენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის ოთხი კიდევ
დავუმატე. ზულუსური პირუტყვი გაცილებით დაბალი და მსუქანია, ვიდრე
აფრიკანდერული, რომელთაც მძიმე ტვირთის გადასაზიდად იყენებენ. ეს
პატარა ჯიშის ხარები მაინცდამაინც არ ირჩევენ საჭმელს, ნაკლებად
ავადდებიან და ეგუებიან უმძიმეს პირობებს. ამიტომ შეუძლიათ თავი
გაიტანონ იქ, სადაც აფრიკანდერული ხარები შიმშილით იხოცებიან. ამასთან,
მათზე უფრო სწრაფადაც დადიან და მსუბუქი ტვირთით დღეში ხუთი მილის
გავლა შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩვენი უღლეული კარგად იყო ადიდაში
გამოსული, ესე იგი, გაკაჟებულ-გამოწრთობილი, რადგან მთელი აფრიკა
სიგრძე-სიგანით ჰქონდა მოვლილი. სწორედ ამის გამო, ასე თუ ისე, დაზ-
ღვეულები იყვნენ მალარიისაგან, ასე ხშირად რომ ანადგურებს ხოლმე ჯოგებს
უცხო, შეუჩვეველ ველდებში. არის კიდევ ერთი საშინელი დაავადება _
ჭლექი, რომელიც უმოწყალოდ ჟლეტს პირუტყვს, მაგრამ არც ამის გვეშინოდა,
რადგან ჩვენი ხარები თავის დროზე აცრილნი იყვნენ, ეს სენი რომ არ
შეყროდათ. აცრა ასე ხდება ხოლმე: კუდისრიკიდან დაახლოებით ერთ ფუტზე
კუდს გადასერავენ და ზედ ამ სენით დაღუპული პირუტყვის ფილტვის
ნაჭერს მიაკრავენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ხარი მსუბუქად ავადდება ჭლექით,
კუდი კი ნაჭდევზე ძვრება. აცრის შემდეგ ხარი სენშეუვალი ხდება. რასაკვირ-
ველია, საცოდაობაა პირუტყვის უკუდოდ დატოვება იმ ქვეყანაში, სადაც
ამდენი ბუზია, მაგრამ პატრონს ხარის დაკარგვას მისი კუდის დაკარგვა
უჯობს. კუდი უხაროდ რის მაქნისია, ზოგჯერ მტვრის გადმოსაფერთხად თუ
იხმარ, ეგ არის და ეგ! მაგრამ მაინც სასაცილოა, როცა ხარებს უკან მიჰყვები და
კუდის ნაცვლად უბადრუკ ჯირჯვებს უცქერი. ასე გგონია, ბუნებამ რაღაც
აურდაურია და ამ საბრალო პირუტყვებს კუდის ნაცვლად პრემირებული
ბულდოგების უკანალის მოსართავები მიაწებაო.
ერთი სიტყვით, ფურგონი და ხარები შევიძინეთ, ახლა სურსათ-
სანოვაგესა და წამლებზე უნდა გვეფიქრა. ეს ადვილი როდი იყო, ყველაფერი
წინასწარ უნდა აგვეწონ-დაგვეწონა, რომ არ გადაგვეტვირთა ფურგონი და,
ამავე დროს, თან წაგვეღო ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა ასეთი
ხანგრძლივი მოგზაურობისათვის. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ გუდს
მედიცინისა ცოტა რაღაც გაეგებოდა. დიდი ხნის წინათ როგორღაც მოესმინა
კურსი მედიცინასა და ქირურგიაში და ახლა დროდადრო თავის ცოდნას
პრაქტიკულად იყენებდა. რასაკვირველია, კაპიტანს ექიმის დიპლომი არ
ჰქონდა, მაგრამ ჩვენ თანდათანობით დავრწმუნდით, რომ ამ საქმისა
გაცილებით მეტი გაეგებოდა, ვიდრე იმ ვაჟბატონებს, რომელთაც უფლება
ეძლევათ თავის თავს «მედიცინის დოქტორი" უწოდონ. გუდს საუცხოო
სამგზავრო აფთიაქი და ქირურგიული ხელსაწყოები ჰქონდა. მან ჯერ კიდევ
დურბანში ყოფნისას ისე მარჯვედ მოჰკვეთა ერთ კაპრს ფეხზე ცერი, რომ
ყველანი გაოცებულები დავრჩით. კაცმა ეს ოპერაცია ძალზე მშვიდად და
გულგრილად გადაიტანა, მაგრამ როგორ გაოცდა ჩვენი კაპიტანი, როცა კაფრმასთხოვა, ახალი თითი გამიკეთე, უკიდურეს შემთხვევაში, თეთრიც
გამოდგებაო.
სურსათისა და წამლების საქმე, ღვთის მადლით, მოვაგვარე, ახლა ჯერი
იარაღის შერჩევასა და მსახურების აყვანაზე მიდგა. სერ ჰენრიმ ინგლისიდან
ჩამოიტანა თოფები, მეც მქონდა ზოგი რამ, აქედან შევარჩიეთ, რაც ჩვენთვის
გზაში ყველაზე მეტად იყო საჭირო. თუმცა ჯობია მოვიშველიო სია, რომელიც
ჩემი უბის წიგნაკში შემონახულა. ახლა მხოლოდ მისი გადაწერაღა
დამჭირდება:
«სამი მძიმე ორლულიანი თოფი, თითოეული დაახლოებით თხუთმეტ
გირვანქას იწონის და დასატენად თერთმეტი დრახმა შავი თოფის წამალი
სჭირდება".
ეს თოფები სპილოებზე სანადიროდ მიგვქონდა. ორი თოფი _ სერ
ჰენრისა და კაპიტან გუდისათვის ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი ფირმის
საუკეთესო ოსტატების მიერ იყო დამზადებული. ჩემი თოფი სიკოხტავით იმ
ორ თოფს ვერ შეედრებოდა და არც ფირმა მახსოვდა მისი, მაგრამ სპილოებზე
ნადირობისას ჩემთვის არასოდეს უმტყუნია. შემდეგ:
«სამი ორლულიანი თოფი «ექსპრეს 500" სასკდომი ტყვიისათვის.
დასატენის წონა ექვსი დრაჰმა".
ეს თოფები უბრალო იყო, ასე, საშუალო სიდიდის ცხოველებზე
სანადიროდ (ანტილოპა და სხვ.) და გაშლილ ალაგას მტრისაგან თავის
დასაცავად გამოგვადგებოდა.
«ერთი ორლულიანი თორმეტყალიბიანი ფილთა თოფი ცენტრალური
დარტყმით".
ეს თოფი გზაში ძალიან გამოგვადგა, წვრილ-წვრილ ცხოველებს
ვხოცავდით და საჭმლით უზრუნველყოფილნი ვიყავით.
«სამი «ვინჩესტერის" სისტემის კოლოფიანი შაშხანა (არა კარაბინი)". ეს
ჩვენი სათადარიგო თოფები გახლდათ.
«სამი კოლტის" თვითშესამართი რევოლვერი, მსხვილყალიბიანი
ტყვიებით".
ამგვარი იყო ჩვენი აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ ყოველი კლასის
იარაღი ერთი და იგივე სისტემის და ყალიბის იყო, ამიტომ საჭიროების
შემთხვევაში შეგვეძლო ტყვიები ერთმანეთისთვის გაგვეცვალა.
მე დაწვრილებით ჩამოვთვალე ყველაფერი, შესაძლოა, მკითხველი
დაიქანცა კიდეც ამდენი წვრილმანით, მაგრამ მის წინაშე მაინც არ ვიხდი
ბოდიშს, რადგან ყოველმა გამოცდილმა მონადირემ იცის, რა დიდი
მნიშვნელობა აქვს იარაღის შერჩევას.
ახლა მინდარამდენიმე სიტყვა მსახურებზეც მოგახსენოთ.
დიდი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა ხუთი კაცი: მეგზური,
მეხრე და სამი მსახური. მეგზურისა და მეხრის დაქირავებაზე დიდი დრო არ
დამიხარჯავს. ორივე ზულუსი იყო, ერთს გოზა ერქვა, მეორეს _ ტომი.
მსახურების შერჩევა კი, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. უნდა მოგვეძებნა გულადი, ერთგული და სანდო ადამიანები. მათზე ხომ ბევრი რამ, თვით ჩვენი
სიცოცხლეც კი, იქნებოდა დამოკიდებული. როგორც იქნა, მივაკვლიე ორ
მათგანს, _ ერთი ჰოტენტოტი ვენტფოგელი იყო, მეორე კი _ პატარა ზულუსი
ხივა. მან მშვენივრად იცოდა ინგლისური. ვენტფოგელს კარგა ხანია
ვიცნობდი. ჩემს სიცოცხლეში მასზე უკეთესი მეგზური და მონადირე არსად
შემხვედრია. ერთი ჩასკვნილი, ძარღვმაგარი კაცი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ,
როგორც ყველა ჰოტენტოტს, ერთი ნაკლი ჰქონდა: ძალიან უყვარდა სმა.
საკმარისი იყო, მის წინ ბოთლი გროგი დაედგათ, რომ ამქვეყნად ყველაფერი
დავიწყებოდა. ცხადია, ასეთ ადამიანს სავსებით ვერ მივენდობოდით, მაგრამ
რაკი გზად არც სამიკიტნოები შეგვხვდებოდა სადმე და არც ღვინის დუქნები,
მისი ეს ნაკლი მაინცდამაინც არაფრად ჩაგვიგდია.
მესამე მსახურის პოვნა ძალიან გამიძნელდა, ამიტომ გადავწყვიტეთ,
ჯერჯერობით ეს ორი წაგვეყვანა. იმედი გვქონდა, გზაში ვინმეს
შევხვდებოდით, მაგრამ სწორედ ჩვენი გამგზავრების წინა საღამოს,
სადილობის ხანს, ხივა შემოვიდა და მომახსენა, ვიღაც ზულუსს თქვენი ნახვა
უნდაო. სადილი რომ დავამთავრეთ, ხივას ვუბრძანე, ზულუსი შემოიყვანე-
მეთქი. ოთახში ახოვანი, ლამაზი მამაკაცი შემოვიდა, ასე, ოცდაათიოდე წლის
იქნებოდა, ზულუსის კვალობაზე კანი მეტად ღია ფერისა ჰქონდა. მისალმების
მაგიერ თავისი კორძებიანი ჯოხი მაღლა ასწია და ოთახის კუთხეში უხმოდ
ჩაცუცქდა. რამდენიმე ხანს თავს ისე ვაჩვენებდი, ვითომ მის იქ ყოფნას ვერც კი
ვამჩნევდი. ჩემი მხრივ დიდი წინდაუხედაობა იქნებოდა, სხვაგვარად
მოვქცეულიყავი. ასეთ ხალხს მაშინვე რომ გამოელაპარაკო, მის თვალში
ყოველგვარ ღირსებას დაკარგავ, მაგრამ შევნიშნე, რომ ეს ზულუსი «კეშლა",
ესე იგი, «გვირგვინიანი კაცი" იყო. თმაში ჩაწნული ჰქონდა კაუჩუკის ფართო
რგოლი, რომელიც ქონით იყო გაპოხილ-გაპრიალებული. რგოლის ასე
ტარების უფლება აქვთ მხოლოდ წარჩინებულ ზულუსებს მას შემდეგ, რაც
გარკვეულ ასაკს მიაღწევენ.
მისი სახე მეცნაურა.
_ ჰეი, შენ, მანდ, _ ვუთხარი ბოლოს, _ რა გქვია?
_ ამბოპა, _ მომიგო ზულუსმა დაბალი, სასიამოვნო ხმით.
_ მგონი, ადრე სადღაც მინახიხარ.
_ დიახ, ინკოოზი, სწორედ ბრძოლის წინა დღეს, ლიტლჰენდთან
იზანდჰლუანში შემხვდით.
უეცრად ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა.
ზულუსებთან იმ დასაქცევი ომის დროს მე ლორდ ჩელმსფორდის ერთ-
ერთი მეგზურთაგანი ვიყავი. რამდენიმე ფურგონი მყავდა ჩაბარებული. ჩემდა
საბედნიეროდ, სწორედ ბრძოლის დაწყების წინ იმ ფურგონებთან ერთად
მომიხდა ბანაკის დატოვება. ვიდრე ხარებს შეუბამდნენ, სწორედ ამ ზულუსს
გამოველაპარაკე. მაშინ იგი ჩვენი მოკავშირე ზულუსების რაზმს მეთაურობდა.
მითხრა, ძალიან ვეჭვობ, ჩვენმა ბანაკმა მტრის შემოტევას გაუძლოსო. მევურჩიე, ენა დაიმოკლე, ეს შენი ჭკუის საქმე არ არის-მეთქი, მაგრამ შემდეგ
მისი სიტყვები ხშირად მახსენდებოდა.
_ ჰო, მართალი ხარ, _ ვუთხარი, _ ახლარისთვის გარჯილხარ?
_ აი რა, მაკუმაზან (ეს სახელი კაფრებმა შემარქვეს, მაკუმაზან ნიშნავს
«ადამიანს, რომელიც ნაშუაღამევს დგება", ჩვენებურად კი, უბრალოდ,
ადამიანს, რომელიც მუდამ ფრთხილობს), მითხრეს, თითქოს თეთრკანიან
ბელადებთან ერთად შორს, ჩრდილოეთისკენ აპირებ წასვლას. მართალია ეს?
_ მართალია, მერერა?
_ თქვეს, გადაწყვეტილი აქვთ, მდინარე ლუგანგამდე მივიდნენო.
ლუგანგას კი მანიკას მიწიდან ერთი მთვარის სავალი გზა აცილებს. ესეც
მართალია, მაკუმაზან?
_ რაში გესაჭიროება იმის ცოდნა, სად მივდივართ და სად არა, შენ ვინ
გეკითხება? _ ვუთხარი და ეჭვით გადავხედე. გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენი
მგზავრობის მიზანი არავისთვის გაგვემხილა და საიდუმლოს გულმოდგინედ
ვინახავდით.
_ ოჰ, თეთრო ადამიანებო! _ წამოიძახა ზულუსმა, _ თუ მართლა ასე შორს
მიდიხართ, ნუ დამტოვებთ, მეც წამიყვანეთ!
მართალი გითხრათ, გამაოცა ამ კაცის კილომ და ლაპარაკმა; თავი ძალზე
ღირსეულად ეჭირა და საქციელიც კეთილშობილური ჰქონდა. არც მისი
მომართვა იყო ჩვეულებრივი. ზულუსი თავის დღეში არ ეტყვის თეთრკანიანს
_ ოჰ, თეთრო ადამიანოო! თეთრკანიანთან საუბრისას ჩვეულებრივი მისი
მიმართვაა: «ინკოოზი", რაც მათ ენაზე ბელადს ნიშნავს.
_ თავს ნუ იგდებ, _ მკაცრად ვუთხარი, _ ვიდრე თეთრკანიანს რამეს
ეტყოდე, კარგად უნდა დაფიქრდე. სად არის შენი კრაალი, ვინა ხარ? მიპასუხე,
რომ ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.
_ ამბოპა მქვია. ზულუსების ტომს ვეკუთვნი, მაგრამ სინამდვილეში
მათთან საერთო არაფერი მაქვს. ჩემი სამშობლო აქედან შორს, ჩრდილოეთშია.
ჩემი ტომის ხალხი იქ დარჩა, როცა სხვა ზულუსები აქეთკენ წამოვიდნენ. ეს
მოხდა ათასი წლის წინათ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მეფე ჩაკა ტახტზე
ავიდოდა. მე არა მაქვს კრაალი და დიდი ხანია აქეთ-იქით დავეხეტები. ბავშვი
ვიყავი, ზულუსთა ქვეყანაში ჩრდილოეთიდან რომ მოვედი. შემდეგ
ნომაბაკოზის პოლკში მეფე კეჩვაიოს ვემსახურებოდი. ზულუსების ქვეყნიდან
ნატალში გავიქეცი, მინდოდა გამეგო, როგორ ცხოვრობდნენ თეთრკანიანები.
შემდეგ კეჩვაიოს წინააღმდეგ ვიბრძოდი. მას მერე ნატალში ვცხოვრობ, მაგრამ
ჩემი ადგილი აქ არ არის. გული ისევ ჩრდილოეთისაკენ მიმიწევს. წამიყვანეთ.
ფულს არ გამოგართმევთ. ამტანი კაცი ვარ, გამოგადგებით. საჭმელს საკუთარი
ოფლით მოვიპოვებ და ცეცხლთანაც ადგილს მართებულად დავიჭერ. აი ეს
არის ჩემი სათქმელი!
ამ კაცის თხოვნამ საგონებელში ჩამაგდო, ყველაფერზე ეტყობოდა, არა
ტყუოდა, მაგრამ იმდენად განსხვავდებოდა სხვა ზულუსებისაგან და მისი
თხოვნა, უფულოდ გემსახურებითო, იმდენად უცნაური იყო, რომძალაუნებურად დავეჭვდი. არ ვიცოდი, რა პასუხი მიმეცა, ამიტომ ჩვენი
საუბარი სერჰენრისა და კაპიტან გუდს გადავუთაგმნე დარჩევა ვკითხე.
_ აბა, ერთი უთხარით, ფეხზე წამოდგეს, _ მითხრა პასუხის ნაცვლად სერ
ჰენრიმ.
ზულუსმა გრძელი სამხედრო მოსასხამი მხრებიდან გადაიგდო და
წამოდგა. მთლად დედიშობილა იყო, თუ არ ჩავთვლით მუჩასა და ლომის
ბრჭყალების ყელსაბამს. ასეთი ლამაზი ზულუსი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა.
სიმაღლით ექვსი ფუტი და სამი დუიმი იქნებოდა, მხარბეჭიანი და კარგად
მოყვანილი იყო. ლამპის შუქზე მისი კანი ჩვეულებრივ შავგვრემანზე ოდნავ
მუქი თუ ჩანდა. მხოლოდ ასეგაით მიყენებული ჭრილობები აქა-იქ მუქი
ლაქებივით ეტყობოდა. სერ ჰენრი მიუახლოვდა ზულუსს და თვალი თვალში
გაუყარა.
_ რა საუცხოო წყვილია, _ მითხრა გუდმა და ჩემკენ გადმოიხარა. _
შეხედეთ, თითქმის ერთი სიმაღლისა არიან.
_ მე მომეწონეთ, _ უთხრა ზულუსს სერ ჰენრიმ, _ მომეწონეთ და ჩემთან
გტოვებთ.
ეტყობა, ამბოპა მიხვდა, რასაც ეუბნებოდნენ, იმიტომ რომ ზულუსურ
ენაზე უპასუხა: კარგი, გმადლობთო. მერე ახედ-დახედა მის წინ მდგომ
თეთრკანიან ბუმბერაზს და დასძინა:
_ მე და შენ ნადვილი მამაკაცები ვართ, დიახ, დიახ, ნამდვილი ვაჟკაცები.
თავი IV
ნადირობა სპილოებზე
მე არვაპირებ დაწვრილებით მოგითხროთ ყველაფერი, რაც გზაში, კრაალ
სიტანდამდე თავს გადაგვხდა. სიტანდა დურბანიდან სამი ათასი მილით არის
დაცილებული და მდინარე ლუკანგასა და კალუკვეს შესართავთან
მდებარეობს.
ჩვენ იძულებული გავხდით, უკანასკნელი სამასი მილი ფეხით გაგვევლო,
რადგან იმ ადგილებში ძალიან გახშირდა საზარელი ბუზი ცეცე, რომლის
ნაკბენი, ვირისა და კაცის გარდა, ყველასათვის საბედისწეროა.
დურბანიდან იანვრის ბოლოს გამოვედით, სიტანდას კი მხოლოდ მაისში
მივაღწიეთ, გზად ბევრი რამ გადაგვხდა თავს, თუმცა დიდად საყურადღებო
არაფერი მომხდარა, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელზედაც მინდა
დაწვრილებით გესაუბროთ.
აინაიტში, მატაბელეს ბოლო სავაჭრო პუნქტში, რომელსაც მეფე
ლობენზულა მართავს (უნდა ითქვას, რომ ეს ლობენზულა წარმოუდგენელი
არამზადაა), სინანულით გამოვეთხოვეთ ჩვენს ფურგონსა და ხარებს. იმ ოცი
ხარიდან, დურბანში რომ შევიძინეთ, თორმეტიღა დაგვრჩა. ერთს კობრამ
უკბინა, სამი უწყლობით დაგვეღუპა, ერთს გზა აებნა და დაგვეკარგა, სამმა კიხეტიტას მსგავსი რაღაც შხამიანი მცენარე შეჭამა და მოკვდა. ის მცენარე სხვა
ხარებსაც ეჭამათ, მაგრამ გადავარჩინეთ, ხეტიტას ფოთლების ნახარში ვასვით.
ამგვარი ნახარში, თუ დროულად მიაშველეთ, შხამის მოქმედებას მაშინვე
აქარწყლებს. ფურგონი ხარებითურთ გოზას და ტომს ჩავაბარეთ. მათ,
რასაკვირველია, ზედმიწევნით ვენდობოდით, მაგრამ მაინც ვთხოვეთ
შოტლანდიელ მოხუც მისიონერს, რომელიც ამ უდაბურ მხარეში
დასახლებულიყო, მათზე თვალი სჭეროდა. შემდეგ ამბოპას, ხივას,
ვენტფოგელისა და ექვსი კაფრი მებარგულის თანხლებით ქვეითად
დავადექით გზას.
მახსოვს, მდუმარედ მივაბიჯებდით. ყოველი ჩვენგანი გულში ალბათ
იმას ფიქრობდა, უკან დაბრუნება მომიწევს თუ არაო. მე კი, მართალი
მოგახსენოთ, სულაც არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე ჩვენს ფურგონს ისევ
დავინახავდი. კარგა ხანს მივყვებოდით გზას ასე, მწარე ფიქრებში წასულნი.
უეცრად ამბოპამ, რომელიც წინ მიგვიძღოდა, ზულუსურ ენაზე სიმღერა
წამოიწყო: რამდენიმე გულითად ადამიანს გული გაუწვრილა ერთფეროვანმა
ცხოვრებამ, მობეზრდათ შეჩვეული გარემო და უკიდეგანო უდაბნოსაკენ
გაუყვნენ გზას, რომ იქ ან რაღაც სიახლე ენახათ, ან ვაჟკაცურად
დაღუპულიყვნენ, მაგრამ აი საოცრება! უდაბნოს შუაგულს რომ მიაღწიეს,
თვალწინ საუცხოო წალკოტი გადაეშალათ. ოჰ, რა კეკლუცი ქალები, რა
საქონლის ჯოგები დახვდათ იქ. ამასთან, ტყეში ბლომად იყო ნადირი,
ბრძოლის ველზე კი _ მტერი. სხვარაღა უნდოდათ?
ამ სიმღერამ გულში იმედი გაგვიღვიძა და ყველანი გავმხიარულდით.
ამბოპასაც შემოაწვებოდა ხოლმე გულზე ნაღველი, მაგრამ მხოლოდ მცირე
ხნით. საოცარი უნარი ჰქონდა, სხვები გაემხიარულებინა, მასთან საკუთარ
ღირსებას არასოდეს ჰკარგავდა. ეს სიცოცხლით სავსე ადამიანი ყველამ
გულით შევიყვარეთ.
ახლა კი მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო, ამით მეც ცოტას გავერთობი,
რადგან ნადირობის ამბები ძალიან მიტაცებს.
აინაიტიდან ასე, ორიოდე კვირის სავალზე ერთ თვალწარმტაც ადგილს
წავაწყდით. ნიადაგი ნოტიო იყო. მაღლა, გორაკებს შორის, დაღრანტულ
ხეობებში, სქლად აყრილიყო აიდოროს ბუჩქები (ასე ეძახიან ამ ბუჩქებს
ადგილობრივი მკვიდრნი), აქა-იქ კი “wacht-een-beche-ს” («ცოტა ხანს
შეჩერდი") ეკლიანი ჯაგები მოჩანდა. მათ შორის აშოლტილიყო მაჩაბელეს
ლამაზი ხეები, რომელთაც ტოტები ყვითელი, გამაგრილებელი ნაყოფით
ჰქონდათ დახუნძლული. ეს ნაყოფი სპილოების საყვარელი საჭმელია, ამიტომ
არ გამკვირვებია, მთელი ის არემარე მათი ნაკვალევით რომ დაგვხვდა
გადათელილი. ბევრგან შეგვხვდა გადამტვრეული და ძირფესვიანად
ამოთხრილი ხეებიც. სპილო ხომ ჭამის დროს თავის ირგვლივ ყველაფერს
ერთიანად ამტვრევს და ანადგურებს.
მახსოვს, მთელი დღე შეუჩერებლივ ვიარეთ და საღამო ხანს ბუჩქნარით
დაფარულ ერთ ლამაზ გორაკს მივუახლოვდით. გორაკის ძირში მდინარისდამშრალი კალაპოტი მოჩანდა. აქა-იქ ხნარცვებში კი ბროლივით გამჭვირვალე
წყალი ლივლივებდა. წყლის სიახლოვეს ნადირისაგან ბილიკები იყო
დახლაკნილი. ჩვენ წინ გადაშლილი ფართო ველი წალკოტს მოგაგონებდათ. აქ
ჯგუფ-ჯგუფად მოჩანდა მორცხვი მიმოზა და ფოთლებხასხასა მაჩაბელეს
ხეები. ირგვლივ კი ზღვად აყრილიყო ბუჩქნარი, რომელსაც ერთი ბილიკიც
არსად სერავდა.
როგორც კი მდინარის კალაპოტს მივუახლოვდით, აყლაყუდა ჟირაფების
ჯოგი ადგილს მოსწყდა და ჭენებ-ჭენებით გაქუსლა. ჭენებითო ვამბობ, თორემ
ამ ცხოველმა ისეთი უცნაური სირბილი იცის, გეგონებათ, მიცურავსო. კუდები
სასაცილოდ აეპრიხათ და ჩლიქებს კასტანეტებივით უხათქუნებდნენ მიწას.
როცა სამასიოდე იარდით დაგვშორდნენ, ესე იგი, ფაქტიურად გასცდნენ
ტყვიის სასროლ მანძილს, გუდმა ცთუნებას ვეღარ გაუძლო, სასკდომი ტყვიით
დატენილი თოფი შემართა და ესროლა ახალგაზრდა ჟირაფს, ჯოგს კუდში
რომ მისდევდა. რაღაც საოცარი შემთხვევის წყალობით, საბრალო პირუტყვს
ტყვია კისერში მოხვდა და ხერხემალი გადაუმსხვრია. ჟირაფი კურდღელივით
გადავიდა ყირას. კაცი ნადირობაში დავბერდი, მაგრამ ამაზე საოცარი სურათი,
მართალი გითხრათ, არასოდეს მინახავს!
_ ეშმაკმა დალახვროს! _ წამოიძახა გუდმა (როცა აღელვებული იყო,
ჩვეულებად ჰქონდა მაგარ-მაგარი სიტყვები ეხმარა, რაც მე ძალიან მწყინდა), _
ეშმაკმა დალახვროს-მეთქი, აკი მოვკალი!
_Ou Bugwan! (დიახ, ბუგვან)! _ წამოიყვირეს ჩვენმა კაფრმა მტვირთავებმა,
_ Ou, Ou! (დიახ, დიახ)!
ისინი გუდს მუდამ მონოკლით ხედავდნენ, ამიტომაც იყო, რომ
«ბუგვანი" (შუშისთვალა) შეარქვეს.
იმ დღიდან მოყოლებული, გუდმა, თუ ჩვენ შორის არა, კაფრებში მაინც,
მარჯვე მსროლელის სახელი დაიმკვიდრა, თუმცა სინამდვილეში თოფს
კარგად ვერც კი ხმარობდა.
მსახურებს ვუბრძანეთ, მოკლული ჟირაფისთვის საუკეთესო ნაჭრები
აეჭრათ, ჩვენ კი ერთ-ერთი ხნარცვის მარჯვნივ ასიოდე იარდი გადავზომეთ
და ადგილის შემორაგვას შევუდექით. შემორაგვა ასე ხდება: რაც შეიძლება
ბლომად დაჭრიან ეკლიან ძეძვს და მრგვალი ღობის მაგვარად აწყობენ. მერე
შიგნით მიწას მოასწორებენ, ცენტრში ბალახისაგან საწოლებს გამართავენ,
მერე კი ერთს ანრამდენიმე კოცონს გააჩაღებენ.
მუშაობაში შემოგვაღამდა კიდეც. ღობის შემორაგვას რომ მოვრჩით, ცაზე
უკვე მთვარე მიცურავდა. ვახშამიც მზად იყო. ძალიან გემრიელი გვეჩვენა
ჟირაფის ხორცის ბივშტექსი და შემწვარი ძვლის ტვინი, თუმცა ტვინის
გამოსაღებად ძვლის გატეხვა, ცოტა არიყოს, გაგვიძნელდა.
სავსე მთვარის შუქზე შევექცეოდით ჩვენს უბრალო ვახშამს, თანაც გუდს
ვაქებ-ვადიდებდით. ნავახშმევს კი ჩიბუხები გავაბოლეთ და საუბარი გავაბით.
კოცონის ირგვლივ ჩამსხდარ-ჩაცუცქულები ალბათ ძალზე უცნაური
სანახავები ვიყავით. განსაკუთრებით თვალში გეცემოდათ განსხვავება სერ ჰენრისა და ჩემ
შორის. მე ერთი გამხდარი, ტანმორჩილი კაცი ვარ. მუქი კანის ფერი და
ჯაგარივით გაფშეკილი თმა მაქვს, თანაც სულ რაღაც სამოციოდე კილოგრამს
თუ ვიწონი. სერ ჰენრი კი ბრგე, მხარბეჭიანი კაცია, თმა ქერა აქვს და წონითაც
კაი ოთხმოცდათხუთმეტი კილოგრამი იქნება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ
მაშინდელ პირობებს, ჩვენ სამში ყველაზე უცნაური სამეფო ფლოტის
გადამდგარი ოფიცერი, კაპიტანი ჯონ გუდი მოგეჩვენებოდათ. იგი ტყავის
ტომარაზე იჯდა და ისე სუფთად და ფაქიზად იყო ჩაცმული, გეგონებოდათ,
სადმე ცივილიზებულ ქვეყანაში იმყოფება და ნადირობაში სასიამოვნოდ
გატარებული დღის შემდეგ ეს-ეს არის დაბრუნდაო. საიმდღეისოდ ტვიდის
ყავისფერი კოსტუმი შეერჩია, ისეთი, მონადირეები რომ იცვამენ ხოლმე.
თავზეც ყავისფერი ქუდი ეხურა, ფეხებზე კი კოხტა გეტრები ეცვა. უნდა
მოგახსენოთ, არასოდეს მინახავს აფრიკის უდაბნოში ასე წმინდად გაპარსული,
ასე კოხტად და სუფთად ჩაცმული ჯენტლმენი. მისი ჩასმული კბილები
საუცხოო მოვლილ-შენახული იყო, მარჯვენა თვალზე მონოკლი ედგა.
როგორც, ჩვეულებრივ, სხვა დროს, არც იმ საღამოს დავიწყებია გუტაფისის
თეთრი საყელოს გაკეთება. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ საყელოების კაიხელა
მარაგი ჰქონდა წამოღებული.
_ იცით, ეს საყელოები ძალიან ცოტას იწონის, _ გულუბრყვილოდ
მითხრა მან, როცა გაოცება ვერ დავფარე. _ მე კი მუდამ ჯენტლმენივით ჩაცმა-
დახურვა მიყვარს.
დიახ, ამგვარად ვისხედით და ვსაუბრობდით მთვარის მომაჯადოვებელ
შუქზე, თან გავცქეროდით კაფრებს, რომლებიც ჩვენგან რამდენიმე იარდზე
კოცონს შემოსხდომოდნენ და მათრობელა დაკათი დატენილ ჩიბუხებს
უპლაკუნებდნენ. ჩიბუხის ტარები სამხრეთაფრიკული ანტილოპის რქისაგან
იყო გაკეთებული. ბოლოს კაფრები საბნებში გაეხვივნენ და ცეცხლის პირას
მიიძინეს. მათ შორის ამბოპა არ ერია, იგი მოშორებით მიმჯდარიყო
(შევამჩნიე, რომ კაფრებს გაურბოდა), თავი ხელისგულებზე დაეყრდნო და
ღრმაფიქრს მისცემოდა.
უეცრივ ზურგს უკან, ბუჩქნარიდან ხმამაღალი ბრდღვინვა შემოგვესმა.
_ ლომია! _ წამოვიძახე მე.
ყველანიფეხზე წამოვხტით და სმენად ვიქეცით.
იმავე წამს ხნარცვიდან, ჩვენგან ასიოდე იარდზე, ყურთასმენის წამღებად
დაიღრიალა სპილომ.
_ Unkungunklovo Indlovu! (სპილო, სპილო!) _ აჩურჩულდნენ კაფრები.
რამდენიმე წუთის შემდეგ ბუნდად დავლანდეთ სპილოების ჯოგი. ეს
უზარმაზარი ცხოველები ნელი ნაბიჯით მიემართებოდნენ ბუჩქნარის
შუაგულისაკენ. გუდი ნადირობის ჟინმა აიტანა და გახელებული წამოხტა.
ალბათ ეგონა, სპილოსაც ისევე ადვილად მოვკლავ, როგორც ის ჟირაფი
მოვკალიო. მაგრამ მე მკლავში ხელი წავატანე და ძალისძალად დავსვი. _ არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ, _ ვუთხარი, _ დააცადეთ,
გაიარონ.
_ ეს მხარე მონადირისათვის ნამდვილი სამოთხე ყოფილა... მე მგონია,
ცუდი არ იქნება, ერთი-ორი დღით აქ რომ შევჩერდეთ და ცოტა წავინადიროთ,
_ თქვა მოულოდნელად სერჰენრიმ.
ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი. აქამდე სერ ჰენრი სულ იმის
ცდაში იყო, რაც შეიძლება სწრაფად გვევლო წინ. განსაკუთრებით მას შემდეგ,
რაც აინაიტში გვითხრეს, ამ ორიოდე წლის წინათ ინგლისელმა, გვარად
ნევილმა გაყიდა თავისი ფურგონი და უდაბნოსაკენ გაემართაო. ახლა კი
ალბათ მონადირის ინსტინქტმა სძლია და ეს სიტყვები ათქმევინა.
სერ ჰენრის წინადადებას გუდი სიხარულით შეხვდა, რადგან სპილოებზე
ნადირობა ოცნებად ჰქონდა გადაქცეული. მართალი გითხრათ, მეც ამაზე
ვოცნებობდი, ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ სპილოების ჯოგი მშვიდად
გაეცლებოდა აქაურობას, ჩვენ კი ასე გულხელდაკრეფილები ვისხდებოდით.
_ ძალიან კარგი, მეგობრებო, _ ვთქვი მე, _ არ გვაწყენს, ცოტათი მაინც
რომ გავერთოთ, ახლა კი დავიძინოთ, ხვალ უთენია უნდა ავდგეთ, რომ ჯოგმა
არგაგვასწროს.
ჩემი თანამგზავრები დამეთანხმნენ და ყველანი დასაძინებლად მზადებას
შევუდექით. გუდმა ტანსაცმელი გაფერთხა, გაწმინდა, შემდეგ მონოკლი და
ხელოვნური კბილები ჯიბეში ჩაიწყო, შარვალი და ხალათი გულდაგულ
დაკეცა და, დილის ცვარს რომ არ დაესველებინა, თავისი გარეზინებული
ზეწრის ქვეშ ამოსდო. მე და სერ ჰენრიმ კი სწრაფად გავიხადეთ ტანსაცმელი,
საბნები წავიხურეთ და თავი ღრმა ძილს მივეცით. დაღლილ-დაქანცულებს
სიზმარიც კი არ გვინახავს, მაგრამ ძილშიც კი გვეჩვენებოდა, რომ
მივდიოდით, მივდიოდით და მივდიოდით...
ჩუ, ესრა ხმები ისმის?
იქ, სადაც წყალი გვეგულებოდა, ერთი ორომტრიალი და ლაწალუწი
ატყდა. მეორე წუთს გაისმა შემზარავი ღრიალი. დიახ, დიახ, ასე მხოლოდ
ლომი ღრიალებს ხოლმე. თვალისდახამხამებაში წამოვხტით და სიბნელეს
თვალჩაციებით დავაშტერდით. როგორც იქნა, გავარჩიეთ მოყვითალო-მოშავო
ფერის რაღაც სხეულები. ისინი აქეთ-იქით აწყდებოდნენ და სამკვდრო-
სასიცოცხლო ბრძოლით თანდათანობით გვიახლოვდებოდნენ. ჩვენ თოფებს
ხელი დავავლეთ, ველდსკუნები გზადაგზა ჩავიცვით და მოღობილიდან
სირბილით გავედით. სწორედ ამ დროს მოწინააღმდეგენი მიწაზე დაეცნენ,
ერთ ხანს გვესმოდა, როგორ კოტრიალობდნენ ბალახში, მერე მიყუჩდნენ და
როცა მივუახლოვდით, უკვე გაშეშებულნი იყვნენ.
აი, რა სურათი წარმოგვიდგა თვალწინ.
ბალახში მამალი ანტილოპა ეგდო _ ეს ანტილოპა აფრიკაში
გავრცელებულ ჯიშებს შორის ყველაზე ლამაზია. იქვე დავინახეთ საუცხოო
შავფაფრიანი ლომი, იგი ანტილოპას თავისი უზარმაზარი მოხრილი რქებით
გაეგმირა. ალბათ ანტილოპა წყლის დასალევად ჩავიდა ხნარცვთან, სადაცსაკბილოს მოლოდინში ლომი იყო მიმალული (უთუოდ მისი ღრიალი
გვესმოდა დაწოლის წინ). ანტილოპა რომ წყალს დაეწაფა, ლომი ზურგზე
შეახტა და ზედ მის წვეტიან რქებს წამოეგო (მსგავს სურათს ერთხელ უკვე
სადღაც წავაწყდი). ლომი გააფთრდა და, რაკი თავი ვერაფრით
გაითავისუფლა, სულ დაუფლითა ანტილოპას კისერი და ზურგი. შიშისა და
ტკივილისაგან გაგიჟებული ანტილოპა გამწარებული გამოიქცა ხნარცვიდან.
ასე გარბოდა, ვიდრე მკვდარი არ დაეცა ძირს.
ჩვენ დავათვალიერეთ უსულო ცხოველები, მსახურებსა და მტვირთავ
კაფრებს ვუხმეთ და საერთო ძალით ლომი და ანტილოპა ღობისკენ
გადმოვათრიეთ, შემდეგ ჩვენს საწოლებს დავუბრუნდით და მზის
ამოსვლამდეფეხიც აღარგაგვინძრევია.
ცისპირი გატყდა თუ არა, ფეხზე წამოვდექით და ნადირობის სამზადისს
შევუდექით. გადავწყვიტეთ წაგვეღო მსხვილყალიბიანი სამი თოფი და
ბლომად ტყვია-წამალი, ჩვენი მოზრდილი მათარები კი ცივი ჩაის სუსტი
ნაყენით აგვევსო. მე ვფიქრობ, ნადირობისას ჩაი საუკეთესო სასმელია. შემდეგ
ნაჩქარევად ვისაუზმეთ და გზას გავუდექით. ამბოპა, ხივა და ვენტფოგელი
უკან მოგვყვნენ. კაფრი მტვირთავები კი ბანაკში დავტოვეთ და ვუბრძანეთ,
ლომი და ანტილოპა გაეტყავებინათ, მერე ანტილოპა ნაჭერ-ნაჭერაექნათ.
სპილოების ფართო ბილიკის მიგნება არ გაგვჭირვებია. ვენტფოგელმა
ბილიკი დაათვალიერა და თქვა, აქ ოც-ოცდაათამდე სპილოს გაუვლია,
ამათგან უმეტესობა მამალი სპილოებიაო.
ღამით ჯოგს კარგა დიდი მანძილის გავლა მოესწრო და მხოლოდ ათი
საათისათვის, როცა სიცხემ გვარიანად შეგვაწუხა, დამტვრეულ-დალეწილი
ხეების, მოთხრილი ფესვების, მიყრილ-მოყრილი ფოთლებისა და აბოლილი
ნაკელის დანახვისას მივხვდით, რომ სპილოები სადღაც ახლოს იმყოფებიან.
მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ თვალი მოვკარით ჯოგს. ვენტფოგელი
მართალი გამოდგა, ასე ოცი-ოცდაათი სპილო იქნებოდა. საუზმე
დაემთავრებინათ, ახლა ღარტაფში იდგნენ და უზარმაზარ ყურებს
აფართხუნებდნენ. მართალი მოგახსენოთ, საუცხოო სანახაობა იყო.
სპილოები ჩვენგან ორასიოდე იარდით იყვნენ დაშორებულნი. მე
დავიხარე, გამხმარ ბალახს ხელი მივუსვ-მოვუსვი, მუჭში შევაგროვე და მერე
მაღლა შევისროლე, რომ ქარის მიმართულება გამეგო. ვიცოდი, თუ სუნს
იკრავდნენ, ისე სწრაფად მიეფარებოდნენ თვალს, თოფის დაცლასაც ვერ
მოვასწრებდით. როცა დავრწმუნდით, ქარი ჩვენკენ ქროდა, ნელ-ნელა,
ფორთხვით წავედით სპილოებისკენ და, რაკი მაღალი ბალახი გვფარავდა, ამ
უზარმაზარ ცხოველებს ასე, ორმოც იარდზე მივუახლოვდით. სწორედ ჩვენ
წინ, გვერდშექცევით სამი ვეებერთელა სპილო იდგა. ერთ მათგანს
უშველებელი ეშვები ჰქონდა. ჩემს თანამგზავრებს გადავუჩურჩულე, მე
შუათანას ვესვრი-მეთქი. სერ ჰენრიმ მარცხნივ მდგომი სპილო ამოიღო
მიზანში, გუდმა კი იმ დიდეშვიანს უმიზნა თოფი.
_ აბა, ვესროლოთ! _ ჩურჩულით ვთქვი. _ ბახ! ბახ! ბახ! _ იჭექა თოფებმა და სერ ჰენრის სპილო უსულოდ დაეცა
ძირს, ტყვია შიგ გულში ჰქონდა მოხვედრილი.
ჩემმა სპილომ წამოიჩოქა, ასე მეგონა, სასიკვდილოდ დავჭერი-მეთქი,
მაგრამ წამის შემდეგ ფეხზე წამოდგა და ჩვენკენ გამოიქცა, ცოტას გაწყდა,
გვერდი არ გამკრა. ამჯერად თოფი ფერდში დავუმიზნე და ვესროლე. სპილო
მკვდარი დაეცა. თოფი საჩქაროდ დავტენე, მისკენ გავექანე, საბრალო
პირუტყვს მესამე ტყვია ტვინში ჩავაჭედე და ამით მის ტანჯვას ბოლო მოვუღე,
მერე გუდისკენ მივიხედე, რომ მენახა, როგორ გაართვა თავი იმ უზარმაზარ
ცხოველს, სიბრაზისა და ტკივილისაგან რომ ღრიალებდა და იქაურობას
აყრუებდა. დავინახე, ცუდ დღეში ჩავარდნილიყო და მისკენ გავექანე. ძალიან
აღელვებული დამხვდა.
პირველი ტყვიით დაჭრილი, გააფთრებული ცხოველი თავდათავ მისკენ
გამოქანებულიყო. საბრალო კაპიტანს ძლივს მოესწრო განზე გახტომა. ახლა
სპილო გზა-კვალის განურჩევლად პირდაპირ ჩვენი ბანაკისაკენ გარბოდა,
დაფეთებული ჯოგი კი საწინააღმდეგო მიმართულებით მიქროდა.
ჩვენ შევყოყმანდით, ვერ გადაგვეწყვიტა, დაჭრილ სპილოს
გამოვდგომოდით თუ ჯოგს ავდევნებოდით. ბოლოს ვარჩიეთ, ისევ ჯოგს
გავყოლოდით. გვეგონა, იმ უზარმაზარ ეშვებიან სპილოს ვეღარასოდეს
ვიხილავდით, მაგრამ შევცდით. ნეტავ მართლა ასე მომხდარიყო! სპილოების
დევნა არ გაგვძნელებია, ისინი გზად ტოვებდნენ ფართო ბილიკს, ისე
თხრიდნენ და ლეწავდნენ სქელ ბუჩქებსა და ბარდნარს, თითქოს ბალახის
ღეროები ყოფილიყო.
მაგრამ მათთან მიახლოვება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სიცხისაგან
გათანგულები ორი საათი მაინც მივდევდით უკან, ვიდრე ხელახლა
დავინახავდით. უზარმაზარი მამალი სპილოს გარდა, ყველანი ერთად
შუქუჩულიყვნენ, მოუსვენრად ტოკავდნენ და ხორთუმს წამისწამ მაღლა
სწევდნენ, რომ ჰაერი დაეყნოსათ. ამით მივხვდი, რაღაც ცუდი განეზრახათ.
ის მამალი სპილო ჯოგს, ასე, ორმოცდაათ იარდზე დაშორებოდა. ალბათ
დარაჯად იდგა. ჩვენგანაც დაახლოებით ამ მანძილით იქნებოდა
დაშორებული. უფრო ახლოს მისვლა რომ გადაგვეწყვიტა, შეიძლებოდა
დავენახეთ, ან სუნი ეკრა და მაშინ ჯოგი ისევ გაიქცეოდა. ამიტომ ჯოგის
გუშაგი ყველამ მიზანში ამოვიღეთ და ჩემს მიცემულ ნიშანზე ერთბაშად
ვესროლეთ. სამივე ტყვია მიზანში მოხვდა და სპილო უსულოდ დაენარცხა
ძირს. ჯოგი გაიქცა, მაგრამ, საუბედუროდ, ასიოდე იარდის შემდეგ წააწყდა
ნულას _ მდინარის დამშრალ ციცაბონაპირიან კალაპოტს. სპილოებმა თავი
ვეღარ შეიკავეს და ფლატეზე გადაცვივდნენ. როცა მივუახლოვდით,
დავინახეთ, დაფეთებული ცხოველები თავგანწირვით ცდილობდნენ იქეთა
ნაპირზე აბობღებას, შემზარავი ღრიალით იქაურობას აყრუებდნენ და
გადარჩენის ეგოისტური ინსტინქტით ამოძრავებულები ერთმანეთს ფეხქვეშ
თელავდნენ. ერთი სიტყვით, იქცეოდნენ ისე, როგორც მოიქცეოდა ადამიანთა
უმრავლესობა მსგავს შემთხვევაში. დრო ხელსაყრელი იყო. ჩვენც სასწრაფოდ დავტენეთ თოფები,
ვისროლეთ და ხუთი ცხოველი სიცოცხლეს გამოვასალმეთ. ალბათ მთელ
ჯოგს ამოვწყვეტდით, მაგრამ სპილოებმა მოულოდნელად გეზი იცვალეს. იმის
ნაცვლად, რომ მაღლა აჰყოლოდნენ, მდინარის კალაპოტს თავქვე დაუყვნენ და
რაც ძალი და, ღონე ჰქონდათ გაქუსლეს. ძალზე დაქანცულები ვიყავით, მათი
დევნის თავი აღარ გვქონდა, მგონი, მოგვწყინდა კიდეც ეს ხოცვა-ჟლეტა.
ხუმრობა ხომ არ იყო, რვა სპილო მოვკალით! ერთი დღისთვის ეს არც თუ ისე
ცუდი ნადავლი იყო.
ცოტა ხნით შევისვენეთ. ამასობაში ჩვენმა მსახურებმა ორ მოკლულ
სპილოს გულები ამოაცალეს და ვახშმისათვის შეინახეს, მერე კი
კმაყოფილებმა ბანაკისკენ გამოვწიეთ. გადავწყვიტეთ, მეორე დილით
მებარგულები გამოგვეგზავნა, რომ სპილოებისათვის ეშვები დაეძროთ.
იმ ადგილს რომ მივუახლოვდით, სადაც გუდმა უზარმაზარი სპილო
დაჭრა, წინ ანტილოპების ჯოგი შემოგვეფეთა. არ გვისვრია, რადგან ხორცი
ისედაც საკმარისი გვქონდა. ანტილოპებმა გვერდით ჩაგვიქროლეს, ასიოდე
იარდი გაირბინეს, ბუჩქებს მიეფარნენ და შემობრუნდნენ, რომ კარგად
დავეთვალიერებინეთ. გუდს სამხრეთაფრიკული ანტილოპა არასოდეს ენახა,
ერთი სული ჰქონდა, მათთან ახლოს მისულიყო, ამიტომ თოფი ამბოპას
გაუწოდა და ხივას თანხლებით ბუჩქნარისკენ გასწია. ჩვენ კი მის მოლოდინში
დასასვენებლად დავსხედით.
მზე ჩადიოდა დიდებული და ბრწყინვალე, დასალიერს მეწამული ფერი
დასდებოდა. მე და სერ ჰენრი ამ ლამაზი სურათის ცქერით ვტკბებოდით.
უეცრად საზარელი ღრიალი შემოგვესმა. იმავე წამს უზარმაზარი სპილოც
დავინახეთ. მას ხორთუმი აეშვირა, კუდი აეპრიხა და ისე გამორბოდა.
სწორედ ის სპილო იყო, დილით გუდმა რომ დაჭრა; გააფთრებული
ცხოველის წინ თავქუდმოგლეჯილები გამორბოდნენ გუდი და ხივა. დიახ,
დიახ, სპილო სწორედ მათ მოსდევდა. საზარელი სურათი იყო. ჩვენ
გაშეშებულები ვიდექით, სროლას ვერ ვბედავდით, გვეშინოდა, შემთხვევით
ჩვენიანები არ დაგვეჭრა, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ამ სიშორეზე სროლას
აზრიც არჰქონდა.
წამიც და საშინელი რამ მოხდა: გუდი მისმა ევროპულმა ტანსაცმელმა
იმსხვერპლა. რომ არ აეხირებინა და შარვლისა და გეტრების ნაცვლად
ჩვენსავით ფლანელის ხალათი და ველდსკუნები ეტარებინა, არაფერი
მოხდებოდა. ახლა კი, ამ სამკვდრო-სასიცოცხლო წუთში შარვალი სირბილში
ხელს უშლიდა. კაპიტანი სამოციოდე იარდით იქნებოდა ჩვენგან
დაცილებული, რომ ფეხი აუსხლტა და ზედ სპილოს ცხვირწინ პირქვე
გაიშხლართა (ფეხი კი მიტომ აუსხლტა, რომ მისი ევროპული ფეხსაცმლის
ლანჩები ბალახზე სირბილის დროს გაპრიალდა და ძალზე ცურავდა).
ჩვენ ყველამ საზარლად შევყვირეთ და მისკენ გავექანეთ, თუმცა
ვიცოდით, ვეღარაფერს ვუშველიდით. მართლაც, სამიოდე წამში ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ არა ისე,
როგორც ჩვენ ვვარაუდობდით. როცა ხივამ დაინახა, გუდი დაეცაო, შებრუნდა
და გააფთრებულ ცხოველს შუბი ხორთუმში აძგერა. გამწარებულმა სპილომ
დაიღრიალა, ზულუსი მიწაზე დაანარცხა, წელქვევით თავისი უზარმაზარი
ფეხი დაადგა, წელზევით ხორთუმი შემოარკალა და საბრალო ბიჭი შუაზე
გახლიჩა.
ამ საშინელი სანახაობით გონდაკარგულები იქითკენ გავქანდით, თან
გზადაგზა შეუჩერებლივ ვისროდით, ვისროდით მანამ, სანამ სპილო
ზულუსის გვამს ზედ არ დაეცა.
ამასობაში გუდიც წამოდგა და, სასოწარკვეთილი ხელების მტვრევას
მოჰყვა. დასტიროდა მამაც ჭაბუკს, მის გადასარჩენად სიცოცხლე რომ არ
დაიშურა.
თუმცა ცხოვრებამ საკმაოდ გამაკაჟა, ამ სურათის დანახვისას ყელში
ბურთივით მომაწვა რაღაც და ლამის მეც ავქვითინდი. ამბოპა განზე იდგა და
უზარმაზარსპილოს და პატარა დასახიჩრებულ გვამს დასჩერებოდა.
_ რა ვუყოთ, _ თქვა მან უეცრად, _ მართალია, ხივა მოკვდა, მაგრამ
მოკვდა გმირულად, ვაჟკაცური სიკვდილით.
თავი V
ჩვენ უდაბნოს მივყვებით
ჩვენ ცხრა სპილო მოვკალით, ეშვები დავაძვრეთ, ბანაკის ახლოს
გადმოვიტანეთ და ერთი უზარმაზარი ხის ძირას ქვიშაში ჩავფალით.
ყველაფერ ამას ორი დღე მოვანდომეთ. უკეთესი სპილოს ძვალი არსად
შემხვედრია, ყოველი ეშვი, საშუალოდ, ორმოციდან ორმოცდაათ გირვანქამდე
იწონიდა. ხივა რომ დაფლითა, იმ სპილოს ეშვები კი, ჩვენი ვარაუდით, ას
სამოცდაათი გირვანქა მაინც იქნებოდა. საბრალო ხივა, უფრო სწორად, მისი
დასახიჩრებული გვამი, ჭიანჭველაჭამიას სოროში დავკრძალეთ. თან,
ზულუსების ჩვეულების თანახმად, საფლავში შუბი ჩავაყოლეთ, ეგება საიქიოს
გზაზე მიმავალს თავდასაცავად დასჭირდესო.
მესამე დღეს, ალიონზე ისევ გზას გავუდექით. იმედი გვქონდა, თუ
ცოცხლები გადავრჩებოდით, აქეთობისას იმ ეშვებს ამოვთხრიდით და თან
წამოვიღებდით. საკმაოდ გრძელი და მომქანცველი გზა გავიარეთ და, ბოლოს,
როგორც იქნა, სიტანდას მივაღწიეთ. ეს კრიალა მდინარე ლუკანგას
მახლობლად მდებარეობს. კაცმა რომ თქვას, ჩვენი მოგზაურობა
სინამდვილეში სწორედ აქედან იწყებოდა.
შესანიშნავად მახსოვს, როგორ მივედით სიტანდაში. მარჯვნივ პატარა
დაბა იყო. დაბა-მეთქი ვამბობ, მაგრამ ამ დაბაში სულ რამდენიმე უბადრუკი
ქოხი იდგა. ქოხებზე საქონლისთვის ქვის გომურები მიეშენებინათ. უფროქვემოთ, ზედ მდინარესთან ზოლებად ილანდებოდა დამუშავებული მიწის
ნაკვეთები, სადაც აქაური მკვიდრნი მარცვლეულს თესავდნენ. უფრო შორს,
თვალმიუწვდომელ სივრცეზე გაჭიმულიყო მაღალი მობიბინე ბალახით
დაფარული ველები, ანუ მდელოები, ზედ კი ჯოგ-ჯოგად დაეხეტებოდა
წვრილფეხა პირუტყვი.
კრაალი სიტანდა სწორედ ამ ნაყოფიერი მიწის საზღვარზე მდებარეობდა.
კრაალის მარცხნივ უდაბნო გადაჭიმულიყო. ძნელი სათქმელია, რას უნდა
მიეწეროს, რომ ნიადაგი ასე მკვეთრად და მოულოდნელად იცვლიდა სახეს,
მაგრამ განსხვავება იმდენად გასაოცარი იყო, რომ, გინდა არ გინდა, თვალში
გეცემოდა.
ჩვენ პატარა მდინარის მახლობლად დავიკარვეთ, წყალგაღმა
ქვაღორღიანი ფერდობი მოჩანდა. ოციოდე წლის წინათ ამ ფერდობს ხოხვით
მიჰყვებოდა საბრალო სილვესტრი; მისი გიჟური ოცნება, მიეღწია სოლომონის
საბადომდე, მარცხით დამთავრდა. ფერდობის იქით, დაბლა, ეკლიანი
ბუჩქნარით დაფარული უწყლო უდაბნო იწყებოდა.
საღამოვდებოდა. მზის უზარმაზარი ბირთვი ნელ-ნელა ეშვებოდა
უდაბნოსკენ და მისი სხივები თვალუწვდენელ სივრცეს ნაირფრად აშუქებდა.
ვიდრე გუდი ბანაკის საქმეებს მოაგვარებდა, მე სერ ჰენრის ვთხოვე, ცოტა
გავისეირნოთ-მეთქი. ორივენი გორაკზე ავედით და იქიდან გავხედეთ
უდაბნოს. ჰაერი წმინდა და კრიალა იყო. შორს, შორს, ცის დასალიერთან
თვალი მოვკარი სულეიმანის მთების თოვლიან მწვერვალებს, რომლებიც
აქედან ძალზე ბუნდოვნად მოჩანდა.
_ შეხედეთ, _ ვუთხარი სერ ჰენრის ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, _ ის
კედლები გარს ერტყმიან სოლომონ მეფის საბადოს. ღმერთმა უწყის,
მივაღწევთ თუ არა იქამდე.
_ იქ უნდა იყოს ჩემი ძმა და თუ ეს ასეა, უსიკვდილოდ მოვძებნო, _
მშვიდად მიპასუხა სერჰენრიმ.
_ რა გაეწყობა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, იმედს ნუ დავკარგავთ, _
ამოვიოხრე და შევტრიალდი, რომ ისევ ბანაკში გავბრუნებულიყავი. მაშინღა
დავინახე, მარტონი არვიყავით.
ჩვენ უკან შორეული მთებისკენ თვალმიპყრობილი ჩვენი ზულუსი
ამბოპა იდგა. როცა დამინახა, მისკენ ვიყურებოდი, სერ ჰენრის მიუბრუნდა
(ვატყობდი, ამბოპამ სერჰენრირაღაც გამორჩეულად შეიყვარა):
_ მაშ, იმ მთებისკენ აპირებ წასვლას, ინკუბუ? _ უთხრა და თავისიფართო
ასეგაი მთებისკენ გაიწვდინა.
ინკუბუ სპილოს ნიშნავს, ეს სახელი სერჰენრის ზულუსებმა შეარქვეს.
ბრაზი მომერია და მკაცრად ვუთხარი, _ როგორბედავ შენს ბატონთან ასე
მოურიდებლად ლაპარაკს; შეგიძლიათ ერთმანეთში როგორც მოგესურვებათ,
ისე ილაპარაკოთ, მაგრამ უფლება არა გაქვთ, თეთრკანიანს რაღაც სულელური
შერქმეული სახელებით მიმართოთ-მეთქი. ამაზე ამბოპამ მშვიდად გაიცინა.
მისმა სიცილმა კიდევ უფრო აღმაშფოთა. _ რა იცი, რომ ადამიანი, რომელსაც ვემსახურები, ჩემი ტოლი და სწორი
არ არის? _ მითხრა ამბოპამ. _თქმა არ უნდა, ჩემი ბატონი მეფის
შთამომავალია, ამას მისი სიმაღლე და გარეგნობა მოწმობს; მაგრამ საიდან
იცით, რომ მეც სამეფო გვარს არ ვეკუთვნი? ოჰ, მაკუმაზან, გადაეცი ჩემი
სიტყვები ინკუბუს, ჩემს ბელადსა და ბატონს, შენც მისმინე, მინდა რაღაც
გითხრა.
გაბრაზებული ვუგდებდი ყურს. ზულუსებისაგან ჩვეული არა ვარ ასეთ
ლაპარაკს. მაგრამ ასე იყო თუ ისე, ამ კაცს ჩემდაუნებურად პატივს ვცემდი,
თანაც მაინტერესებდა, რა უნდა ეთქვა ჩვენთვის; ამიტომ მისი სიტყვები
მაშინვე ვუთარგმნე სერ ჰენრის, ჩემი მხრივ კი დავუმატე, ეს ზულუსი
ნამეტნავად გათავხედდა და გაკადნიერდა-მეთქი.
_ ჰო, ამბოპა, _ მიუგო სერჰენრიმ, _ იმ მთებისკენ ვაპირებ წასვლას.
_ უდაბნო უსასრულოა, იქ წყალი არ არის, ცად აზიდული მთები კი
თოვლითაა დაფარული. ვერავინ იტყვის, რომ გადალახა ის მთები, რომელთა
უკან მზე იმალება. როგორ მიაღწევ იქამდე, ინკუბუ, ან რატომ ეშურები
იქითკენ?
მე სერჰენრის ეს სიტყვებიც ვუთარგმნე.
_ გადაეცი, _ მითხრა სერ ჰენრიმ, _ რომ დიდი ხნის წინათ იქით წავიდა
ერთი ადამიანი, რომლის ძარღვებშიც ჩემი სისხლი ჩქეფს. ჩემი ვალია,
მოვძებნო იგი.
_ მართალს ამბობ, ინკუბუ. აქეთობას ერთ ჰოტენტოტს შევხვდი, მან
მითხრა, ორი წლის წინათ ვიღაც თეთრკანიანი უდაბნოს გაჰყვა და იმ
მთებისკენ წავიდა, თან მონადირე-მსახური ახლდა, უკან არც ერთი აღარ
დაბრუნებულაო.
_ რა იცი, რომ ის კაცი ჩემი ძმა იყო? _ ჰკითხა სერჰენრიმ.
_ მე არაფერი ვიცი, მაგრამ ჰოტენტოტს რომ ვკითხე, ის კაცი როგორი
იყო-მეთქი, მითხრა, თვალებით შენს ბატონს წააგავდა, ოღონდ შავი წვერი
ჰქონდაო. მის მსახურს ჯიმი ერქვა. ბეჩუანლენდიდან ყოფილა, ტანსაცმელს
ატარებდა თურმე.
_ მართლაც თქვენი ძმა ყოფილა! _ წამოვიყვირე მე, _ ჯიმს ხომ კარგად
ვიცნობდი!
სერჰენრიმ დაფიქრებით დამიქნია თავი.
_ ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, _ თქვა მან, _ ჯორჯი კერპი კაცია, თუ რამე
ამოიჩემა, უკან აღარ დაიხევს. ბავშვობიდანვე ასეთი იყო. რაკი გულში ჩაიდო,
სულეიმანის მთებზე უნდა გადავიდეო, გადავიდოდა კიდეც, რასაკვირველია,
თუ გზაში რაიმე უბედურება არ დაატყდა თავს. ამიტომაც სწორედ იმ მთების
იქით უნდა ვეძიო.
ამბოპას ცოტ-ცოტა ესმოდა ინგლისური, მაგრამ ამ ენაზე იშვიათად
ლაპარაკობდა.
_ ძალზე შორი გზაა, ინკუბუ, _ თქვა მან.
მე მისი სიტყვები სერჰენრის ვუთარგმნე. _ დიახ, გზა მართლაც შორია, _ მიუგო სერ ჰენრიმ, _ მაგრამ არ არსებობს
ამქვეყნად გზა, ადამიანმა რომ ვერ გალიოს, თუკი ამას მთელ ძალ-ღონეს
მოახმარს. თუ სიყვარული კელაპტრად წინ უძღვის, კაცი ყველაფერს დაძლევს.
არ არსებობს ისეთი მთა, მან ვერ გადალახოს, არ არსებობს უდაბნო, იგი რომ
შეაჩეროს, გარდა, რასაკვირველია, იმ მთებისა და უდაბნოებისა, რომელთა
ნახვა ამ ცხოვრებაში არ გვიწერია. ასეთი სიყვარულისთვის ყველაფერს
გაწირავ, თვით სიცოცხლესაც კი. დიახ, საკუთარ სიცოცხლესაც მსხვერპლად
გაიღებ, თუკი უფალმა ასე ინება.
_ დიადი იყო შენი სიტყვები, ოჰ, მამავ ჩემო, _ მიუგო ზულუსმა (ასე
ვეძახდი ამბოპას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ზულუსი არ ყოფილა), როცა
სერ ჰენრის სიტყვები გადავეცი, _ დიადი და ამაღელვებელი, სწორედ ისეთი,
ჭეშმარიტ მამაკაცს რომ შეჰფერის. შენ მართალი ხარ, ინკუბუ, მამავ ჩემო! რა
არის სიცოცხლე? მსუბუქი ბუმბული, ან ბალახის თესლია, რომელსაც ქარი
თავის ნებაზე წაიღ-წამოიღებს. ზოგჯერ იგი მრავლდება, ზოგჯერ ზეცისკენ
მიფარფატებს, მაგრამ თუ თესლი საღია, შეიძლება გზად მცირე ხნით
შეჩერდეს. კარგი იქნება, ქართან ჭიდილში განვლო ასეთი გზა და ერთ ხანს
სადმე დაყოვნდე. ადამიანი ბოლოს მაინც უნდა მოკვდეს, უარეს შემთხვევაში,
შეიძლება მოკვდეს ცოტათი ადრე. მე შენთან ერთად ყველგან წამოვალ,
ინკუბუ, უდაბნოშიც და იმ მაღალ მთებშიც. დიახ, წამოვალ, თუ გზაზე არ
დავეცი.
ამბოპა დადუმდა, მაგრამ იმწამსვე განაგრძო ლაპარაკი რიტორიკული
აღტყინებით, რომელიც ზოგჯერ ეუფლება ხოლმე ზულუსებს. ეს ამტკიცებს,
რომ ამ ტომის ხალხი დაჯილდოებულია პოეტური ნიჭით და ინტელექტით,
თუმცაღა ერთსა და იმავე სიტყვასრამდენჯერმე იმეორებენ.
_ დიახ, რა არის სიცოცხლე? _ განაგრძო ამბოპამ, _ მითხარით, ჰოი,
თეთრო ადამიანებო, თქვენ ხომ გონება ყველგან მიგიწვდებათ, აკი ფლობთ
სამყაროს საიდუმლოს, ვარსკვლავების საიდუმლოს. ოჰ, თეთრო ადამიანებო,
თქვენ, რომელთაც გეხერხებათ შორი მანძილიდან უხმოდ,
თვალისდახამხამებაში, გადასცეთ ერთმანეთს სიტყვები, გამიმჟღავნეთ
სიცოცხლის საიდუმლო, მარქვით, სად მიდის, ან საიდან მოდის იგი. არ
ძალგიძთ, არა, მიპასუხოთ, რადგან თავადაც არ უწყით ეს. მაშ მისმინეთ, ისევ
მე გეტყვით! უკუნეთიდან მოვდივართ და უკუნსავე ვერწყმით. ღამეში
ქარიშხლისაგან დევნილი ჩიტივით ამოვიჭრებით ხოლმე არარაობიდან,
კოცონის შუქზე წამით გაიელვებს ჩვენი ფრთები და მერე კვლავ არარაობას
ვუბრუნდებით. სიცოცხლე არარაობაა, არაფერია, მაგრამ ამავე დროს
ყველაფერია. ეს ის ხელია, რომელიც განარიდებს სიკვდილს, ეს ციცინათელაა,
ღამით რომ ციმციმებს და დილის შუქზე ქრება, ხარების მიერ ზამთრობით
ამონასუნთქი თეთრი ბოლია, ბალახზე გაწოლილი ოდნავ შესამჩნევი
ჩრდილია, რომელიც მზის ჩასვლისთანავე უნდა გაქრეს.
_ უცნაური კაცი ხარ, ამბოპა, _ უთხრა სერ ჰენრიმ, როცა ზულუსი
დადუმდა. ამბოპამ გაიცინა.
_ მე მგონია, ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ინკუბუ. ვინ იცის, იქნებ
მეც ვეძებ ჩემს საკუთარძმას იმ მთების იქით.
_ რა გინდა ამით თქვა? და საერთოდ, რა იცი იმ მთებზე? _ ვკითხე მე და
ეჭვით შევათვალიერე.
_ ოჰ, ძალიან ცოტა რამ. ამბობენ, იმ მთების გადაღმა საიდუმლოებით
მოცული წარმტაცი ქვეყანა არისო. საოცრებათა და გრძნეულთა, მამაცი
მეომრებისა და მაღალი ხეების, თოვლიანი მწვერვალების, მქუხარე
ჩანჩქერებისა და თეთრი ვაზის ქვეყანაო. მაგრამ ღირს კი ამაზე ლაპარაკი?
წასვლის დროა, საღამოვდება. ვისაც ბედი წარუძღვება, ის მიაღწევს კიდეც
იქამდე.
მე კვლავ უნდობლად გადავხედე, ამ კაცმა უეჭველად იცოდარაღაც.
_ ჩემი ნუ გეშინია, მაკუმაზან, _ მითხრა ამბოპამ, ჩემი იჭვნეული მზერა
რომ დაიჭირა, _ გულში ცუდი არაფერი მიდევს. არც სამარეს გითხრით ჩუმ-
ჩუმად. თუ ოდესმე გადავლახეთ ის მთები, მზის უკან რომ აღმართულან,
ვიტყვი ყველაფერს, რაც ვიცი, მაგრამ ვაი, რომ მათ მწვერვალებზე სიკვდილი
დახეტიალობს. გამოიჩინეთ კეთილგონიერება, დაბრუნდით უკან,
დაბრუნდით-მეთქი, ბატონებო, და სპილოებზე ინადირეთ. მე ვთქვი!
შემდეგ დამშვიდობების ნიშნად შუბი ასწია, შებრუნდა და თავქვე
დაეშვა; ბანაკში რომ ჩავედით, იგი უკვე თოფს წმენდდა, როგორც ეს
ჩვეულებრივ მსახურს შეეფერება.
_ რა უცნაური კაცია, _ თქვა სერჰენრიმ.
_ უცნაურზე მეტია, _ დავუმოწმე მეც. _ ჩემი აზრით, საეჭვოდ იქცევა,
რაღაც იცის, მაგრამ არ უნდა თქვას. თუმცა მასთან ურთიერთობის გაფუჭება
არა ღირს. გზაში ათას რამეს გადავეყრებით. და ჩვენი უცნაური ზულუსი
უთუოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს.
მეორე დღეს სამგზავროდ მზადებას შევუდექით. რასაკვირველია,
სისულელე იქნებოდა იმაზე ფიქრიც კი, ჩვენი თოფები და სხვა იარაღი
უდაბნოში თან წაგვეღო. მებარგულები გავისტუმრეთ და მოველეპარაკეთ იქვე
მცხოვრებ კაფრს, ვიდრე დავბრუნდებოდით, ჩვენი ნივთები თავისთან
შეენახა. გული მეფლითებოდა, როცა ვფიქრობდი, ეს საუცხოო თოფები ამ
ქურდს უნდა ჩავაბაროთ-მეთქი. ბებერ გაიძვერას მათ დანახვაზე თვალები
აუციმციმდა, ვერ იქნა და ვერ მოაცილა წუწკი მზერა. იძულებული გავხდი,
სასწრაფო ზომებისთვის მიმემართა.
პირველ ყოვლისა, დავტენე ყველა თოფი, ჩახმახები შევაყენე და კაფრს
გამოვუცხადე, ამ იარაღს თითი არ დააკარო, თორემ უბედურებას
დაატრიალებ-მეთქი. კაფრმა მაშინვე მოისურვა შეემოწმებინა, მართალს
ვეუბნებოდი თუ არა, და ჩემს ორლულიან თოფს დასწვდა. გაისმა გრიალი და
ტყვიამ ფერდი შეულეწა ხარს, რომელსაც სწორედ ამ დროს კრაალში
მოდენიდნენ. კაფრი კი უკუდარტყმისაგან ზურგზე გადაკოტრიალდა, იმავე
წამს წამოხტა. ხარის დაკარგვა საშინლად ეწყინა და გათავხედებულმასაზღაური მომთხოვა. ერთი კია, მეფიცებოდა, მაგ თოფებს სიახლოვეს აღარ
გავეკარებიო.
_ ჩამალეთ თივაში ეგ ცოცხალი ქაჯები, თორემ ყველას გაგვჟლეტს! _
ბუტბუტებდა იგი.
ვიცოდი, მოხუცი ძალზე ცრუმორწმუნე იყო და დავემუქრე: ერთი
თოფიც რომ დაგვეკარგოს, ჯადოს ვიხმარ და შენც და შენს სახლობასაც
ერთიანად ამოგჟუჟავთ-მეთქი. თუ ბედმა გვიმტყუნა და გზაში დავიღუპეთ,
შენ კი ამ დროს ჩვენი თოფების დასაკუთრება მოიწადინე, საიქიოდან
გამოგეცხადები, ჩემს აჩრდილს ვერც დღისით და ვერც ღამით ვერსად
გაექცევი-მეთქი... გარდა ამისა, შენს საქონელს შევულოცავ, დავაცოფებ, რძეს
გავუშრობ, შენ კი იმ ზომამდე მიგიყვან, სიკვდილი სანატრელი გაგიხდეს-
მეთქი. ამას არ გაკმარებ, ეშმაკეულებს, თოფში რომ სხედან, გარეთ
გამოვუძახებ და ისინი მოგელაპარაკებიან, როგორც წესი და რიგია-მეთქი.
ერთი სიტყვით, გავაგებინე, რა სასჯელი ელოდა, თუ ჩვენს ნდობას არ
გაამართლებდა. ბებრუხანა გვარიანად შეშინდა და შემომფიცა, თქვენს
ნივთებს ისევე გავუფრთხილდები, როგორც განსვენებული მამაჩემის სულსო.
ზედმეტი ტვირთისაგან გავთავისუფლდით და საგზაოდ მზადებას
შევუდექით. საჭირო იყო, გადაგვერჩია თან წასაღები იარაღი და ნივთები.
ძალიან ვცდილობდით თავი არ გადაგვეტვირთა და რაც შეიძლება მსუბუქად
გვევლო, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ორმოც-ორმოცი გირვანქა ტვირთი მაინც
შეხვდა საზიდად. აი, რა მიგვქონდა თან:
სამი «ექსპრესის" სისტემის თოფი, თავისი ორასი ტყვიით; ორი
სავაზნეკოლოფიანი «ვინჩესტერი" (ამბოპასა და ვენტფოგელისათვის), ესეც
ორასი ტყვიით; სამი «კოლტის" სისტემის რევოლვერი სამოცი ტყვიით; ხუთი
ოთხ-ოთხპინტიანი მათარა; ხუთი საბანი; ოცდახუთი გირვანქა ბილტონგი ანუ
აპოხტი; ათი გირვანქა საუკეთესო მძივი საჩუქრებისათვის; პატარა აფთიაქი
აუცილებელი წამლებით. თან წავიღეთ აგრეთვე ერთი უნცია ქინაქინა და
მცირე ზომის ქირურგიული ხელსაწყოები.
ამას ემატებოდა ზოგიერთი წვრილმანი: კომპასი, ასანთი, ჯიბის ფარანი,
ფილტრი, თამბაქო, პატარა ბარი, ერთი ბოთლი ბრენდი და, ბოლოს,
ტანსაცმელი, რომელიც ზედ გვეცვა. ასეთი შორი და სახიფათო
მოგზაურობისათვის ყველაფერი ეს, რასაკვირველია, ცოტა იყო, მაგრამ მეტის
წაღება ვეღარ გავბედეთ, ორმოცი გირვანქა ტვირთი ჩვენთვის საკმაოზე მეტიც
იყო. უდაბნოს გავარვარებულ ქვიშაზე მძიმე ტვირთით სიარული ძნელზე
ძნელი საქმეა. ასეთ შემთხვევაში, ყოველი ზედმეტი გრამი უნდა აიწონ-
დაიწონოს. ძალიანაც რომ ვცდილიყავით, ტვირთს ვერ შევიმსუბუქებდით,
რადგან თან მხოლოდ აუცილებელი ნივთები მიგვქონდა.
დიდი გაჭირვებით დავიყოლიე სამი საცოდავი კაფრი, ოციოდე მილზე
წამოგვყოლოდა. _ ეს ჩვენი მოგზაურობის პირველი საფეხური იყო. ყოველ
მათგანს უნდა წამოეღო გოგრის დიდი ბოთლი, თითო გალონი წყლით. ფეხის
ქირად თითოეულისათვის მონადირის დანა უნდა მიმეცა. იმედი გვქონდა, წყლის მარაგს პირველ გადასასვლელზე შევავსებდით. გადავწყვიტეთ გზას
ღამით დავდგომოდით, რადგან ამ დროს შედარებით უფრო გრილოდა.
კაფრებს ვუთხარი, სირაქლემებზე სანადიროდ მივდივართ-მეთქი. კაფრები
პასუხად რაღაცას მეუბნებოდნენ, მხრებს იჩეჩდნენ და მარწმუნებდნენ,
ნამდვილად დაგიჟებულხართ, აუცილებლად წყურვილით დაიხოცებითო.
ერთი მხრივ, ეს მართლაც საფიქრალი იყო. მაგრამ კაფრებს ძალიან უნდოდათ
დანები ხელთ ეგდოთ. სხვა დროს და სხვა პირობებში ასეთ რამეზე ვერც
იოცნებებდნენ, ამ ველურსა და უკაცრიელ ადგილებში დანა დიდი
იშვიათობაა. ჰოდა, დანების ხათრით დაგვთანხმდნენ ის ოცი მილი ჩვენთან
ერთად გაევლოთ. ალბათ გულში ფიქრობდნენ, თუნდაც ახლავე დახოცილან
წყურვილით, ჩვენირა საქმეაო.
მთელი მეორე დღე ძილსა და დასვენებას მოვანდომეთ: მზის ჩასვლისას
ძროხის ხორცით კარგად წავივახშმეთ და ზედ ჩაიც დავაყოლეთ. გუდმა
ნაღვლიანად შენიშნა, ვინ იცის, ჩაის კვლავ როდისღა დავლევთო. ნავახშმევს
გავამზადეთ ბარგი-ბარხანა, შემდეგ ისევ დავწექით და მთვარის ამოსვლას
დაველოდეთ. ბოლოს, დაახლეობით საღამოს ცხრა საათისათვის, მთვარეც
ამობრწყინდა. მისი შუქი თქრიალით მოეფინა არემარეს და შორეთში გაჭრილი
უდაბნო ვერცხლისფრად აალაპლაპა. ჩვენ წინ გართხმული სივრცე ისეთივე
დიადი და მდუმარე ჩანდა, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის
ტატნობი.
ყველანი მზად ვიყავით, გზას დავდგომოდით, მაგრამ ადგილიდან არ
ვიძროდით, თითქოს ვყოყმანობდით, ფეხს ვითრევდით. თუმცა რა
გასაკვირია, მოუსავლეთის კარიბჭესთან ადამიანი მუდამ ყოყმანობს ხოლმე.
ჩვენ, სამი თერთკანიანი, განზე გავდექით. ამბოპა ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯზე
იდგა. თოფი მხარზე გადაეგდო, ხელში შუბი ეჭირა და თვალჩაციებით
გასცქეროდა უდაბნოს. ვენტფოგელი და კაფრები ჩვენს ზურგს უკან
შექუჩულიყვნენ.
_ ბატონებო, _ წამოიწყო სერ ჰენრიმ დაბალი, სასიამოვნო ხმით მცირე
დუმილის შემდეგ, _ ჩვენი მოგზაურობა არაჩვეულებრივი იქნება, ვეჭვობ, იგი
კეთილად დამთავრდეს. ჩვენ სამნი ვართ და ღრმად მჯერა, რაც უნდა მოხდეს,
ერთმანეთს უკანასკნელ წუთამდე დავიცავთ. ახლა კი, ვიდრე გზას
გავუდგებოდეთ, ვახსენოთ ღმერთი, შემოქმედი ყოვლისა, რომელიც
დასაბამიდან წარმართავს ადამიანთა ბედს და აღვავლინოთ მცირე ლოცვა
მისდამი. ვენდოთ ღვთის ნებას, შევევედროთ, სწორი და ჭეშმარიტი გზით
გვატაროს.
სერ ჰენრიმ ქუდი მოიხადა, სახეზე ხელები აიფარა და ორიოდე წუთი
ლოცვად იდგა. მე და გუდიც ვლოცულობდით.
მე, მსგავსად მონადირეთა უმრავლესობისა, არ შემიძლია მხურვალედ
ლოცვა. სერ ჰენრი კი ღრმად მორწმუნე ადამიანია, თუმცა ამგვარი სიტყვები
მისგან სხვა დროს აღარ გამიგონია. გუდიც ღვთისმოსავია, მხოლოდ ლანძღვა-
გინება უყვარს. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, ოდესმე ასე მხურვალედმელოცოს. ლოცვა რომ დავასრულე, გულს მეფონა. ჩვენი მომავალი ბნელით
იყო მოცული, მაგრამ, ჩემი აზრით, იდუმალი და შეუცნობელი, ყოველგვარი
საფრთხე და განსაცდელი, ადამიანს შემოქმედთან აახლოვებს.
_ აბა, ახლა კი წავიდეთ! _ თქვა სერჰენრიმ.
გზას დავადექით. მივდიოდით, მაგრამ არსებითად ალალბედზე უნდა
გვევლო, რადგან გარდა იმ შორეული მთებისა, აქედან ძლივს რომ
ილანდებოდა და ხოსე და სილვესტრას მიერ სამასი წლის წინათ ქსოვილის
ნაფლეთზე დახატული რუკისა, ვერაფრით ვიხელმძღვანელებდით. ნახევრად
შეშლილი მომაკვდავი მოხუცის დატოვებული ტილოს ეს ნაფლეთი
მაინცდამაინც დიდად საიმედო არ იყო. მიუხედავად ამისა, მთელ იმედებს
მასზე ვამყარებდით. პირადად მე სულ იმაზე ვფიქრობდი, მივაგნებდით თუ
არა პატარა ტბორს «ცუდი წყლით", რომელიც, მოხუცი პორტუგალიელის
რუკის მიხედვით, უდაბნოს შუაგულში, ესე იგი, კრაალ სიტანდადან
სამოციოდე მილის დაშორებით უნდა ყოფილიყო. ეს ტბორი ამავე მანძილით
იყო დაშორებული დედოფალ საბიას მთებიდან. წყლისთვის რომ ვერ
მიგვეგნო, საშინელ ტანჯვაში ამოგვხდებოდა სული, მაგრამ ვინ იყო თავდები,
რომ ქვიშისა და ბუჩქნარის ამ უკიდეგანო ზღვაში მაინცდამაინც იმ ტბორს
წავადგებოდით. დავუშვათ და, სილვესტრამ სწორად გადაიტანა რუკაზე მისი
ადგილსამყოფელი, მაინც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ სამი საუკუნის
მანძილზე უდაბნოს თაკარა სხივებს ერთიანად არ ამოეშრო იგი. ბოლოს და
ბოლოს, სულ რომ არაფერი, ქვიშით ამოივსებოდა ან გარეული ცხოველები
გადატკეპნიდნენ. აჩრდილებივით უხმოდ მივყვებოდით ბნელს. ჩქარი
სიარული შეუძლებელი იყო. ფეხი წამდაუწუმ ქვიშაში გვეფლობოდა. ეკლიანი
ბარდები გზას გვიღობავდა, ფეხსაცმელი სილით გვევსებოდა. იძულებული
ვიყავით, დროდადრო შეგვესვენა და სილა გამოგვეფერთხა. უდაბნოს მძიმე,
სულის შემხუთველ ჰაერს ღამის სიგრილე რამდენადმე ამსუბუქებდა და
სასიამოვნოს ხდიდა. ამიტომაც, მიუხედავად ზემოაღნიშნული სიძნელეებისა,
საკმაო მანძილის გავლა მოვასწარით. ირგვლივ შემზარავი სიჩუმე
გამეფებულიყო. გუდმა ჩვენ გასამხნევებლად სტვენა წამოიწყო. მაგრამ
მხიარული კილო ვრცელ უდაბნოში როგორღაც უღიმღამოდ და ავბედითად
გაისმა. გუდმა იგრძნო ეს და სტვენა შეწყვიტა.
მალე ძალზე სასაცილო ამბავი გადაგვხდა თავს, თუმცა, უნდა ითქვას,
თავდაპირველად ძალიან შევშინდით. გუდი კომპასით ხელში წინ
მიგვიძღოდა _ როგორც, საერთოდ, ყველა მეზღვაურს, მასაც ემარჯვებოდა
კომპასით გზის გაკვლევა. ჩვენ კი ერთიმეორის მიყოლებით მის უკან
მივაბიჯებდით. უეცრად ჩვენმა კაპიტანმა ხმამაღლა წამოიყვირა და სადღაც
გაქრა. იმავე წამს ჩვენ ირგვლივ რაღაც საოცარი ხმები გაისმა: ფრუტუნი,
ხვრინვა და კვნესა ერთმანეთში აირია, მერე ფეხის მძიმე ბარტყუნით ვიღაც
გაიქცა.
დიდი გაჭირვებით დავლანდეთ ბნელში რაღაც უცნაური ცხოველები,
ფხოჭა-გლეჯით რომ გარბოდნენ წინ და ირგვლივ მტვრის კორიანტელსაყენებდნენ. შეშინებულმა კაფრებმა ტვირთი მიწაზე დააგდეს და გაქცევა
დააპირეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, გასაქცევი რომ არსად ჰქონდათ, პირქვე
დაემხნენ და აყვირდნენ, ეშმაკი, ეშმაკიო! მე და სერ ჰენრი გაოცებულები
ვიდექით. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა, როცა დავინახეთ, რომ
გუდი გამალებული მიქროდა მთებისკენ, თან საზარლად ღრიალებდა.
მოგვეჩვენა, თითქოს ცხენს მიაჭენებდა. უეცრად ხელები აიქნია და მთელი
ძალით მძიმედ დაასკდა მიწას.
მაშინვე მივხვდით, რაც მომხდარიყო: ბნელში კვაგების ჯოგს
გადავწყდომოდით. ცხენებს ეძინათ. გუდმა წაიფორხილა და ერთ-ერთ
მათგანს ზურგზე დაეცა. დაფეთებული ცხოველი წამოხტა, ბნელში გაიჭრა და
«მხედარიც" თან გაიტაცა. ჩვენებს მივაძახე, არ შეშინდეთ-მეთქი, და
სასწრაფოდ გუდისკენ გავექანე.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ გამიხარდებოდა, როცა ჩვენი კაპიტანი
ქვიშაზე მჯდარი დავინახე. საბედნიეროდ, სულაც არ დაშავებულიყო,
მხოლოდ ძალზე შეშინებული ჩანდა და კარგა მაგრადაც იყო დაჟეჟილი,
თუმცა ეს არც მას და არც მის მონოკლს არემჩნეოდა.
ამ შემთხვევამ გვარიანად გაგვამხიარულა და მალე ისევ გზას
დავადექით. ღამის პირველი საათისთვის შევისვენეთ. ცოტა წყალი დავლიეთ
(წყალს სამყოფად ვერ დავლევდით, რადგან კარგად გვესმოდა, რას
წარმოადგენდა ჩვენთვის ეს ძვირფასი სითხე) და ნახევარი საათის შემდეგ ისევ
გზას გავუდექით.
ვიარეთ, ვიდრე აღმოსავლეთი ალისფრად არ შეფერადდა, და
მოყვითალო-მოვარდისფრო ნაზი სხივები არ გამოჩნდა. ეს სხივები სწრაფად
გაღადღადდა და უცებ ცეცხლოვან ზოლებად მოედო მიწას, სწორედ ამ
ზოლებით შემოცურდა უდაბნოში განთიადი, ვარსკვლავები გაუფერულდნენ
და ბოლოს სრულიად გაქრნენ. მთვარე მიიბნიდა და მის მკრთალ დისკოზე
გამოჩნდა მთაგრეხილის ზოლი. ასე ლაცლაცებს ხოლმე მომაკვდავის სახეზე
ჩრდილი. მზის სხივებმა ისრებივით გაიელვეს სადღაც, ძალიან შორს,
დაცხრილეს უდაბნოს ბურუსის საბურველი და მთელი უდაბნო ოქროსფრად
ალაპლაპდა.
გზამ ძალიან მოგვქანცა, მაგრამ გადავწყვიტეთ, არ დაგვესვენა, რადგან
ვიცოდით, როგორც კი მზე აიმაღლებდა, ისე ჩამოცხებოდა, ფეხს წინ ვეღარ
წავდგამდით. ბოლოს, დაახლოებით ერთი საათის სიარულის შემდეგ სწორ
ადგილას წამოყუდებული რამდენიმე ქარაფი დავლანდეთ. დაღლილ-
დაქანცულები წავლასლასდით იქით და დავინახეთ, რომ რამდენიმე დიდი
ლოდი წინ წამოწვდილიყო. ამ ლოდების ქვეშ თავისუფლად შეგვეძლო
მზისგან თავის შეფარება. სიამოვნებით შევლაგდით ჩრდილში. მიწა წვრილი
სილით იყო მოფენილი. დავლიეთ ცოტაოდენი წყალი, თითო ნაჭერი
ბილტონგი დავაყოლეთ, მერე იქვე მივეყარეთ და იმწამსვე მკვდრებივით
ჩაგვეძინა.
თვალირომ გავახილე, უკვე სამი საათი იყო. კაფრი მებარგულები ჩვენ გაღვიძებასღა ელოდნენ, რომ უკან
გამობრუნებულიყვნენ, მათ ეს უდაბნო ყელში ამოუვიდათ და ვეღარაფერი
აიძულებდათ, ცოტაზე კიდევ გამოგვყოლოდნენ. ოღონდ აქაურობას
გასცლოდნენ და დანებზეც კი ხელს აიღებდნენ.
ჩვენ აუწერელი სიამოვნებით დავლიეთ მათარებში ჩარჩენილი წყალი,
მერე გოგრის ბოთლებიდან წყალი მათარებში გადავასხით და კაფრები შინ
გავისტუმრეთ.
ხუთის ნახევრისთვის კვლავ გზას გავუყევით. უდაბნოში სამარისებური
სიჩუმე იდგა. თვალმიუწვდომელ ქვიშის ზღვაში, გარდა რამდენიმე
სირაქლემისა, სულიერი არ ჭაჭანებდა. ამ უწყლო, გამომშრალ-გამოფიტულ
მიწას, ეტყობა, ნადირიც გაურბოდა და ფრინველიც. ორიოდე შხამიანი კობრას
გარდა, ქვეწარმავალიც კი არსად შეგვხვედრია. მიუხედავად ამისა, იყო ერთი
მწერი, რომელსაც ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი. ეს გახლდათ ბუზი, დიახ,
ჩვეულებრივი ოთახის ბუზი. ისინი უდაბნოში დაფრინავდნენ, ჯაშუშებივით
გვზვერავდნენ და თან მოგვყვებოდნენ, მაგრამ თითო-თითოდ კი არა, გუნდ-
გუნდად. ოთახის ბუზი ძალიან უცნაური მწერია. სად გნებავთ წახვიდეთ, რომ
მას არ გადაეყაროთ. რას იზამთ, ათადან ბაბადან ასეთი ყოფილა მათი მოდგმა
და ჯიში.
ერთხელ ქარვის ნატეხი მაჩვენეს, შიგ ბუზი მოქცეულიყო. ეს ქარვა ხუთი
ათასი წლის მაინც იქნებოდა. ბუზი ზუსტად ჩვენი ოთახის ბუზს წააგავდა.
ჩემი აზრით, როდესაც დედამიწის ზურგზე უკანასკნელი ადამიანი მოკვდება,
ბუზი (თუ, რასაკვირველია, ეს ზაფხულში მოხდა) ბზუილ-ბზუილით
იტრიალებს მიცვალებულის ირგვლივ, რომ როგორმე დრო იხელთოს და
ცხვირზე დაასკუპდეს.
საღამო ჟამს შევისვენეთ, რომ მთვარის ამოსვლას დავლოდებოდით. როცა
იგი ჩვეულებრივ მშვიდად და უშფოთველად ცაზე ამოგორდა, ჩვენც გზას
გავუყევით. ღამის ორი საათისათვის ცოტა ჩავიფერხეთ, მერე კი მზის
ამოსვლამდე შეუსვენებლივ ვიარეთ. მზე რომ ამოვიდა, დაღლილ-
დაქანცულები დასასვენებლად შევჩერდით. დავლიეთ რამდენიმე ყლუპი
წყალი და პირდაპირ ქვიშაზე დავეყარეთ. გაწამებულებს იმწამსვე ჩაგვეძინა.
გუშაგის დატოვება სრულიად ზედმეტი იქნებოდა, რადგან ჩვენს ირგვლივ
ჭაჭანება არაფრისა იყო. ჩვენი ერთადერთი მტერი სიცხე, უწყლობა და ბუზები
იყო. პირადად მე მერჩივნა, კაცს ან გამძვინვარებულ მხეცს შევბმოდი, ოღონდ
კი ამ საზარელი «სამებისაგან" როგორმე თავი მეხსნა. სამწუხაროდ, ამჯერად
არ გვქონდა ბედნიერება, სადმე კედელს შევფარებოდით, რომ მზისგან თავი
დაგვეცვა. შვიდ საათზე აუტანელმა სიცხემ გაგვაღვიძა, ასე გვეგონა,
გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ვიხრუკებოდით. მზე წვეთ-წვეთად
გვიშრობდა სისხლს. სულს ძლივს ვითქვამდით, რის ვაივაგლახით
მოვახერხეთ წამოჯდომა.
_ გაეთრიეთ! _ შევძახე გასავათებულმა და ხელი ავუქნიე ბუზების
გროვას, თავზე გულდაგულ რომ დამბზუოდა. _ რა ბედნიერები არიან, სიცხეს არც კი გრძნობენ.
_ ღმერთმანი... _ აღმოხდა სერჰენრის.
_ ჰო, ცოტა არიყოს, ცხელა, _ შეაწყვეტინა გუდმა.
როგორც ვთქვი, სიცხე მართლა ჯოჯოხეთური იყო, თანაც თავს ვერსად
შევაფარებდით. ირგვლივ, სადაც კი თვალი მიგვიწვდებოდა, გავარვარებული
უდაბნო გადაშლილიყო. არ ჩანდა არც ბორცვი, არც ქვა, არც ხე და არც
არაფერი, რომ პაწაწინა ჩრდილი მაინც სადმე დაგვეგულებინა. მზის
მკვეთრად მოლაპლაპე სხივებს ლამის დავებრმავებინეთ. ჰაერის
გახურებული, მოლივლივე ნაკადი კი, უდაბნოს ბუღივით რომ დასწოლოდა,
თვალებს გვწვავდა და ხედვას გვიშლიდა.
_ როგორ მოვიქცეთ? _ იკითხა სერ ჰენრიმ, _ გეენას დიდხანს ვერც ერთი
ვერგავუძლებთ.
შეცბუნებულები ერთმანეთს მივაჩერდით.
_ მოვიფიქრე, _ თქვა გუდმა, _ ორმო უნდა ამოვთხაროთ, შიგ ჩავძვრეთ,
ზემოდან კი ბუჩქის ტოტები წავიფაროთ.
ამ წინადადებას დიდი აღფრთოვანებით არ შევხვედრივართ, მაგრამ სხვა
გამოსავალი არ ჩანდა. თქმა და შესრულება ერთი იყო. მაშინვე მიწის თხრას
შევუდექით. ვთხრიდით ბარით, თან რომ წამოვიღეთ, ვიშველიებდით
ხელებსაც და ასე, ერთი საათის შემდეგ, ამოვთხარეთ ორმო, რომლის სიგრძე
ათ ფუტს უდრიდა, სიგანე _ ოცს, სიღრმე კი _ ორს. შემდეგ სანადირო დანებით
ავკაფეთ მიწაზე გართხმული ბუჩქნარის ტოტები, ორმოში ჩავწექით და ეს
ტოტები ზემოდან წავიფარეთ. მხოლოდ ვენტფოგელს არ მოუბაძავს ჩვენთვის.
ის ჰოტენტოტი იყო და სიცხე სრულებით არაწუხებდა.
ეს საფარი რამდენადმე გვიცავდა მზის მწველი სხივებისგან. მკითხველი
ადვილად წარმოიდგენს, რა ჰაერი იქნებოდა ამ სამარისმაგვარ ორმოში, მე კი
ამის ასაწერად სიტყვები არ მყოფნის. კალკუტის «შავი ორმო" ჩვენს სოროსთან
შედარებით ალბათ სამოთხედ მოგვეჩვენებოდა. დღემდე ვერ მივმხვდარვარ,
რამ გადაგვარჩინა იმ დღეს. ორმოში ჩაყრილებს ჰაერი არ გვყოფნიდა, სული
გვეხუთებოდა, მხოლოდ ჟამიდან ჟამზე ვისველებდით ტუჩებს წყლით. წყალი
კი ძალიან ცოტა გვქონდა. თავისთვის ნება რომ მიგვეცა, აქამდე ყლუპიც არ
დაგვრჩებოდა; ამ ძვირფას სითხეს თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდით,
თორემ წყურვილი დაგვახრჩობდა.
დრო საოცრად ნელა მიიზლაზნებოდა, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს
დასასრული, _ თუ, რასაკვირველია, კაცმა მანამდე მიატანა. ეს საზარელი
დღეც მიიწურა. სამი საათისათვის ვთქვით, ამ ორმოში ნელ-ნელა სიკვდილს
გვირჩევნია, გზაში დავიხოცოთო. დავლიეთ რამდენიმე ყლუპი თბილი წყალი
და ბარბაცით გავუდექით გზას.
უკვე ორმოცდაათი მილი გვქონდა გავლილი უდაბნოში. თუ გაიხსენებთ
და სილვესტრას სიტყვებს და ერთხელ კიდევ დახედავთ მის რუკას,
დაინახავთ, რომ უდაბნო ორმოც ლიეზეა გადაჭიმული, ტბორი «მღვრიე
წყლით" კი თითქმის მის შუაგულშია მონიშნული. ორმოცი ლიე ას ოც მილსშეადგენს, მაშასადამე, ჩვენ იმ ტბორს, დიდი-დიდი თხუთმეტი-ოცი მილით
ვიყავით დაცილებული, თუკი, რასაკვირველია, იგი ამ არემარეზე მართლა იყო
სადმე.
გატანჯულ-გაწამებულები მზის ჩასვლამდე ძლივს მივლასლასებდით
წინ, საათში მილ-ნახევარზე მეტს ვერ გავდიოდით. მზე რომ ჩავიდა,
შევისვენეთ, რამდენიმე ყლუპი წყალი კიდევ მოვსვით და მთვარის
ამოსვლამდე ცოტა წავთვლიმეთ კიდეც. სანამ დავწვებოდით, ამბოპამ პატარა
ბორცვი დაგვანახვა. იგი ბუნდად ილანდებოდა ქვიშის სწორ ზედაპირზე და
ჩვენგან დაახლოებით რვა მილით იქნებოდა დაცილებული. აქედან
ჭიანჭველების ბუდეს წააგავდა.
ბოლოს მთვარეც ამოვიდა. სიცხისა და წყურვილისაგან
არაქათგამოცლილები გზას დავადექით. ვისაც ეს ტანჯვა საკუთარ თავზე არ
გამოუცდია, ვერ წარმოიდგენს, რა გადავიტანეთ იმ დღეს. კი არ მივდიოდით,
მივბარბაცებდით. ყოველ საათში ვჩერდებოდით. ისე მოვიქანცეთ, ლაპარაკიც
აღარ შეგვეძლო. აქამდე გუდს ენა არ გაუჩერებია, სულ ლაპარაკობდა და
ოხუნჯობდა, რადგან ძალზე მხიარული ხასიათის კაცია, მაგრამ ახლა ისიც
დადუმდა.
ბოლოს, ღამის ორი საათისათვის, სულიერად და ფიზიკურად
გაწამებულები მივუახლოვდით პატარა ბორცვს, ერთი შეხედვით უზარამაზარ
ჭიანჭველების ბუდესრომ წააგავდა.
ამ ბორცვს სიმაღლე ასიოდე ფუტი ჰქონდა და ასე, ორ აკრზე იქნებოდა
გადაჭიმული.
აქ შევისვენეთ და აუტანელი წყურვილისაგან სასოწარკვეთილებამდე
მისულებმა უკანასკნელ წვეთამდე დავცალეთ მათარებში ჩარჩენილი წყალი.
მაგრამ თვითოეულს ნახევარმა პინტმა თუ მოგვიწია. ეს მაშინ, როცა შეგვეძლო
მთელი გალონები დაგველია.
წყალი დავლიეთ და დავწექით. ის იყო ჩამთვლიმა, რომ ამბოპას ხმა
შემომესმა:
_ თუ ხვალ წყალს ვერ მივაგენით, მთვარის ამოსვლამდე ყველანი
დავიხოცებით, _ ზულუსურენაზე თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ აუტანელი სიცხის ბუღი ტრიალებდა, ცივმა
ჟრუანტელმა დამიარა. საზარელია სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ ისე ვიყავი
დაღლილი, რომ ძილი ამფიქრმაც კი ვერ დამიფრთხო.
თავი VI
წყალი ! წყალი ! დილის ოთხი საათისათვის გამეღვიძა. ძილმა თავისი გაიტანა და
დაღლილობას ისე აღარა ვგრძნობდი, სამაგიეროდ, აუტანელი წყურვილი
მტანჯავდა. ამის შემდეგ თვალი ვეღარ მოვხუჭე. სიზმარში ვნახე, ვითომ
მდინარეში ვბანაობდი. ნაპირები ხეებითა და ბუჩქებით იყო გადამწვანებული,
მაგრამ გაღვიძებისთანავე იძულებული გავხდი, მწარე სინამდვილეს
დავბრუნებოდი: ირგვლივ ისევ გადახრუკული უდაბნო გადაჭიმულიყო.
გამახსენდა ამბოპას სიტყვები, თუ წყალს ვერ მივაგენით, საზარელი
სიკვდილით დავიხოცებითო. ვის შეუძლია უწყლოდ გაძლოს ასეთ თაკარაში!
მე წამოვჯექი და ბინძური სახე გამშრალ-გაფშეკილი თითებით დავიზილე.
ქუთუთოები ერთმანეთზე შემწებებოდა, ვეღარც ბაგეებს ვაცილებდი
ერთმანეთს. თვალები ვერ გავახილე, სანამ მაგრად არ მოვიფშვნიტე. მალე
გარიჟრაჟმა მოატანა, მაგრამ ჰაერში დილის სიგრილე ოდნავადაც არ
იგრძნობოდა. საოცრად დახუთული, გავარვარებული დილის ბინდი
გადაგვფენოდა თავს. ჩემს თანამგზავრებს ჯერ კიდევ ეძინათ. ბოლოს
იმდენად ინათა, რომ კაცი ნაწერის გარჩევას შეძლებდა. მაშინ გადავშალე
ინგოლძბის ლეგენდების პატარა წიგნი, რომელსაც ჯიბით დავატარებდი, და
კითხვა დავიწყე. იმ ადგილს მივადექი, სადაც ეწერა:
პატარა ბიჭუნას მიჰქონდა ოქროს ნაჭედი ლიტრა,
სავსე ანკარა წყლით, ფირუზის
ნაკადად რომ მოედინება ნამურსა და
რეიმსს შორის...
დახეთქილი ტუჩები უნებლიეთ ავაცმაცუნე, ან, უკეთ რომ ვთქვათ,
შევეცადე ამეცმაცუნებინა. ამ ანკარა წყალზე ფიქრიც კი ჭკუას მაკარგვინებდა.
აქ რომ რაღაც სასწაულით კარდინალი გაჩენილიყო თავისი ზანზალაკებით,
საღმრთო წერილითა და სანთლებით, მივვარდებოდი და უკანასკნელ
წვეთამდე შევსვამდი მის ხელსაბან წყალს, თუნდაც ეს წყალი პაპის ხელის
დასაბანად ღირსქმნილი საპნით ყოფილიყო აქაფებული. უკანასკნელ
წვეთამდე შევსვამდი-მეთქი, ვამბობ, რომ მცოდნოდა კიდევაც, ამისათვის
მთელი კათოლიკური ეკლესიის რისხვა და შეჩვენება დამატყდებოდა თავს.
წყურვილმა, დაღლილობამ და შიმშილმა ცოტათი გონი ამიმღვრია. უცბად
ცხადლივ წარმომიდგა თვალწინ, რა გაოცებული მიაჩერდებოდა კარდინალი,
მისი თანმხლები ლამაზი პატარა მორჩილი ამ ტანდაბალ, მზით გარუჯულ,
ჭაღარა მონადირეს, როცა იგი ერთი ნახტომით გაჩნდებოდა მათ წინ, თავის
ბინძურ სახეს წყლიან ჭურჭელში ჩაჰყოფდა და სულმოუთქმელად,
უკანასკნელ წვეთამდე შესვამდა ძვირფას სითხეს. ეს იმდენად სასაცილოდ
მეჩვენა, რომ თავი ვეღარ შევიკავე და გადავიხარხარე. ჩემმა ხრინწიანმა ხმამ
დანარჩენებიც გააღვიძა. ისინიც მოჰყვნენ ჭუჭყიანი სახეების ზელასა და
თვალებისფშვნეტას.
როცა ძილს ყველამ თავი გავართვით, გავმართეთ ბჭობა, როგორ
მოვქცეულიყავით. ჩვენი მდგომარეობა სავალალო იყო, წვეთი წყალიც არგაგვაჩნდა. მათარები გადმოვაპირქვავეთ, რომ სველ ყელზე ენა აგვესვა, მაგრამ
რა, მათარები მშრალი იყო. გუდს ერთი ბოთლი ბრენდი ჰქონდა წამოღებული,
იგი ახლა ხარბად დასცქეროდა ბოთლს, მაგრამ სერ ჰენრიმ იგი ხელიდან
გამოსტაცა და გადაუმალა. ჩვენს ყოფაში მაგარი სასმელის დალევა უეჭველ
სიკვდილს ნიშნავდა.
_ წყალს რომ ვერ მივაგნოთ, დავიღუპებით და ის არის, _ თქვა სერ
ჰენრიმ.
_ თუ მოხუცი პორტუგალიელის რუკას ვერწმუნებით, წყალი აქ სადღაც
ახლოს უნდა იყოს, _ მივუგე მე.
ჩემი სიტყვებით მაინცდამაინც არავინ აღფრთოვანებულა, ცხადზე
უცხადესი იყო, რომ იმრუკაზე დიდი იმედები არ უნდა დაგვემყარებინა.
ამასობაში კარგად გათენდა. ვისხედით და გაწამებულები შევცქეროდით
ერთმანეთს. უეცრად ვენტფოგელი წამოდგა, აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, თან
მიწას თვალს არ აცილებდა. მერე ერთბაშად შეჩერდა, რაღაც წამოიყვირა და
მიწაზე მიგვითითა.
_ რა არის? _ შევძახეთ ჩვენ, წამოვცვივდით და მისკენ გავექანეთ.
_ დავუშვათ, ეს ქურციკის კვალია და ამასთან, სულ ახალი, მერე რა
გინდა ამით თქვა? _ ვკითხე მე.
_ ქურციკი მუდამ წყლის სიახლოვეს ცხოვრობს, _ მიპასუხა მან
ჰოტენტოტურენაზე.
_ მართალი ხარ, _ ვუთხარი მე, _ ეგ სულ გადამავიწყდა. ისღა დამრჩენია,
ამისთვისღმერთს მადლობა შევწირო.
ამ უმნიშვნელო აღმოჩენამ ძალა გაგვიორკეცა. საოცარია, რაგინდ
გულგატეხილი და სასოწარკვეთილი არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც რაღაცას
ებღაუჭება და იმედის ნაპერწკალიც რომ ჩაეღვენთოს გულში, თავს უკვე
ბედნიერად გრძნობს. ბნელ ღამეში ცაზე ობლად რომ ციმციმებდეს
ვარსკვლავი, მგზავრისთვის ესეც დიდი ნუგეში იქნება.
ამასობაში ვენტფოგელმა თავისი პაჭუა ცხვირი აპრიხა და გახურებული
ჰაერი დაყნოსა. ასე ყნოსავს ჰაერს მთის ბებერი შურთხი, როცა საიდანმე
საფრთხის მოახლოებას გრძნობს.
_ წყლის სუნი მცემს, _ თქვა ვენტფოგელმა.
სიხარულით ცას ვეწიეთ, რადგან ვიცოდით, რა საოცარი თანდაყოლილი
ალღო აქვთ უდაბნოში გაზრდილ ადამიანებს.
სწორედ ამ დროს მზემაც ამოანათა მთელი თავისი ბრწყინვალებით და
ჩვენს დატანჯულ თვალთა წინაშე ისეთი გასაოცარი სურათი გადაიშალა, რომ
ლამის წყალიც კი დაგვავიწყდა. ჩვენგან ორმოცი-ორმოცდაათიოდე მილის
დაშორებით დილის მზის სხივებში ვერცხლისფრად ლაპლაპებდა დედოფალ
საბიას მკერდი. მის ორივე მხარეს სულეიმანის დიდი მთები გადაჭიმულიყო.
ახლა, როცა ჩემს მაგიდასთან ვზივარ და მინდა ამ განსაცვიფრებელი სურათის
სიდიადე გადმოგცეთ, საჭირო სიტყვებს ვეღარ ვპოულობ. ზედ ჩვენ წინ,
თხუთმეტი ათასი ფუტის სიმაღლეზე აღმართულიყო ორი უზარმაზარი მთა, რომელთა ბადალი აფრიკაში კი არა, ჩემი აზრით, მთელი დედამიწის ზურგზე
არ მოიპოვება. ამ ორ მთას, რომლებიც ერთმანეთისაგან ათიოდე მილით
იყვნენ დაშორებული, ჩამოფხავებული კლდოვანი ქედი აერთებდა. მთებს
ამაყად აღემართათ ცაში თოვლით დაფარული, გაქათქათებული მწვერვალები.
ისინი თითქოს სვეტებად შედგომოდნენ უზარმაზარ ჭიშკარს და
მოყვანილობით ძლიერ წააგავდნენ ქალის მკერდს. მთები თანდათან
ვიწროვდებოდნენ მომრგვალებული მწვერვალებისაკენ და აქედან თითქმის
გადატკეცილნი ჩანდნენ. ორივე მწვერვალი ვეებერთელა, თოვლით
დაფარული ბორცვით მთავრდებოდა, ბორცვის მოყვანილობა ქალის
ძუძუსთავს წააგავდა. ჩამოფხავებული კლდოვანი ქედის სიმაღლე რამდენიმე
ათას ფუტს უდრიდა. ამ მთების ორივე მხარეს, სადამდეც კი თვალი
მიგვიწვდებოდა, მოჩანდა ასეთივე ქედების ჯაჭვი. მათ შორის
ამოზიდულიყო ბრტყელმწვერვალიანი მთები, რომლებიც რამდენადმე
კეიპტაუნის მთას მოგვაგონებდა. სხვათა შორის, აფრიკისათვის ეს მთები
ჩვეულებრივი გეოლოგიური წარმონაქმნია.
ვიმეორებ, არ ძალმიძს აღვწერო ამ სურათის თვალისმომჭრელი
სილამაზე. ეს უზარმაზარი ვულკანები _ მთები უეჭველად ჩამქრალ
ვულკანებს წარმოადგენდნენ _ იმდენად დიადი და დამთრგუნველი ჩანდა,
რომ სუნთქვა შეგვეკრა.
დილის მზის სხივები ერთხანს აციალებდა თოვლიან მწვერვალებს და
ელაციცებოდა ყავისფერ კლდეებს თოვლის ხაზს ქვემოთ. შემდეგ ღრუბელი
და სქელი ნისლი უცნაურ ბოლქვებად აირ-დაირია და მთებს სქელ ფარდად
აეკრა; თითქოს უნდოდა ეს დიდებული სურათი ჩვენი თვალთამზერისაგან
მიეფარებინა. ახლა ძლივსღა ვარჩევდით მთების წმინდა მოხაზულობას,
რომელიც ნისლის საბურველში ზმანებასავით მოჩანდა. როგორც შემდგომ
დავადგინეთ, ამ მთებს, ჩვეულებრივ, უცნაური მჭივრი ნისლი ფარავდა
ხოლმე. ალბათ ამიტომაც იყო, აქამდე კარგად რომ ვერ დავინახეთ.
როგორც კი მთებმა ნისლის პირბადე აიფარეს, გულზე კვლავ ცეცხლი
შემოგვენთო, წყურვილი ადრინდელზე მეტად გვახრჩობდა.
ვენტფოგელმა კი თქვა, წყლის სუნი მცემსო, მაგრამ საითაც უნდა
გაგვეხედა, სანუგეშოს ვერაფერს ვპოულობდით. სადაც კი თვალი
მიგვიწვდებოდა, ყველგან მოჩანდა უნაყოფო, სიცხისაგან გათანგული ქვიშა და
დაბალი ბუჩქნარი _ სამხრეთ აფრიკის უწყლო პლატოების ჩვეულებრივი
მცენარეულობა. ბორცვს ირგვლივ შემოვუარეთ. აღელვებით ვაკვირდებოდით
ყოველ მტკაველ მიწას იმ იმედით, რომ სადმე წყალს წავაწყდებოდით, მაგრამ
სად იყო წყალი? არ ჩანდა არც ორმო, არც ტბორი, არც ნაკადული, წვეთი რომ
წვეთია, ისიც კი არსად შეგვინიშნავს.
_ ჩერჩეტი ხარ და სხვა არაფერი, _ გაბრაზებით ვუთხარი ვენტფოგელს. _
ხომ ხედავ, წყალი აქ არსად არის.
მაგრამ ვენტფოგელმა ისევ აბზიკა თავისი საზიზღარი პაჭუა ცხვირი და
ჰაერი დაყნოსა. _ მე ვგრძნობ წყლის სუნს, ბაას, _ მითხრა პასუხად, _ აქ, სადღაც, ჰაერში
ვგრძნობ.
_ დიახ, დიახ, _ ჩავიცინე მე, _ ღრუბლებში წყლის მეტი რაა! იმედი მაქვს,
ერთი-ორი თვის შემდეგ იგი წვიმად წამოვა და ჩვენს გამხმარ ძვლებს
დაალტობს.
სერჰენრიმ დაფიქრებით ჩამოისვა ქერა წვერზე ხელი.
_ ეგება ბორცვის თხემზე მოჩუხჩუხებდეს და არა მის ძირში?
_ ყოველი შემთხვევისათვის, წავიდეთ და ვნახოთ, _ შევთავაზე მე.
უიმედოდ შევყევით ქვიშიან ფერდობს. უეცრად ამბოპა, რომელიც ჩვენ
წინ მიაბიჯებდა, გაქვავებულივით შედგა.
_ Manzia! Manzia! (წყალი, წყალი!) _ დაიყვირა მან.
მისკენ გავექანეთ და, მართლაც, ზედ თხემზე ფიალის მსგავსი ღრმული
დავინახეთ. ღრმულში წყალი იყო, დიახ, ნამდვილი წყალი!
დრო არ დაგვიკარგავს იმის გამოსაკვლევად, ამ უადგილო ადგილას
წყალი საიდან გაჩნდაო, არც მისი შავი ფერის გამო დაგვიწყია ყოყმანი. ისიც
კმაროდა, რომ ჩვენ წინ იყო წყალი, ან რაღაც მისი მსგავსი. წამის შემდეგ
მიწაზე განრთხმულები დავეწაფეთ ამ მღვრიე სითხეს. ისეთი ნეტარებით
ვსვამდით, თითქოსღმერთების სასმელი ყოფილიყოს.
ვსვამდით დაროგორვსვამდით! ოჰ, ღმერთო ჩემო!
როგორც იყო, მოვიკალით წყურვილი, მერე ტანთ გავიხადეთ და ტბორში
ჩავწექით, რომ ჩვენს მზისაგან გაფშეკილ კანსაც შეესრუტა მაცოცხლებელი
ტენი.
შენთვის, ჩემო მკითხველო, საკმარისია გახსნა ონკანი, რომ უხილავი
ვეება ქვაბიდან გადმოდინდეს ცივი ან ცხელი წყალი, ამიტომ შენთვის არც თუ
მთლად გასაგები იქნება, რა ნეტარებით ვჭყუმპალაობდით ამ მომლაშო,
ბინძურწყალში.
რამდენიმე ხნის შემდეგ გახალისებულები წყლიდან ამოვედით და
მადიანად შევექეცით ჩვენს ბილტონგს, რომელსაც ამ ბოლო ხანებში არც ერთი
ჩვენგანი არ გაკარებია. შემდეგ ჩიბუხები გავაბოლეთ, ამ კურთხეული წყლის
პირას მივწექით და შუადღემდე ვიძინეთ.
მთელი ის დღე წყალთან გავატარეთ, ვისვენებდით და ბედს მადლობას
ვწირავდით, რომ ეს ტბორი გვაპოვნინა. როგორი იყო ეს წყალი, ამას,
რასაკვირველია, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არც ჩვენგან დიდი ხნის
წინ წასული სილვესტრას მოხსენიება დაგვვიწყებია, რომლისადმი უდიდესი
მადლიერების გრძნობით ვიყავით გამსჭვალულები იმისათვის, რომ ასე
ზუსტად გადაეტანა თავისი პერანგის ნაფხრეწზე ეს ტბორი, რაღაც მანქანებით
ამდენ ხანს რომ არ დამშრალიყო. ჩემი ვარაუდით, მას კვებავდა მიწისქვეშა
ნაკადი, რომელიც ქვიშის სქელიფენის ქვეშ მოედინებოდა.
მთვარის ამოსვლისთანავე კვლავ გზას გავუყევით, რასაკვირველია,
გამგზავრების წინ ბლომად დავლიეთ წყალი და პირთამდე ავავსეთ ჩვენიმათარები. ყველანი საუცხოო გუნებაზე ვიყავით და იმ ღამით თითქმის
ოცდახუთი მილი მოვიტოვეთ უკან.
თავისთავად ცხადია, წყალი აღარსად შეგვხვედრია. მაგრამ მეორე დღეს
ბედმა მაინც გაგვიღიმა, ჭიანჭველების ბუდის უკან პაწაწინა ჩრდილი
დავინახეთ, როცა მზე ამოვიდა და მთებს ნისლის საიდუმლო საბურველი
ახადა, ჩვენთვის ცხადი შეიქნა, რომ სულეიმანის და დედოფალ საბიას მთებს
ოციოდე მილიღა გვაშორებდა.
ასე გვეგონა, ეს მთები ზედ ჩვენ წინ იყო აღმართული. ახლა ისინი უფრო
წარმტაცი გვეჩვენებოდა, ვიდრე წინათ. დაღამდა თუ არა, გზა განვაგრძეთ და
მეორე დღეს, ალიონზე, უკვე დედაფალ საბიას მარცხენა ძუძუს ძირში
ვიყავით. ეს არ გაგვკვირვებია, რაკი გზაში გეზი აქეთკენ გვეჭირა. ამ
დროისათვის წყალი ისევ გაგვითავდა და წყურვილი საშინლად გვტანჯავდა.
ახლა კი არავითარი იმედი აღარ გვქონდა, წყალს სადმე შევხვედროდით,
ვიდრე არ მივადგებოდით თოვლის ზოლს, ამ უზარმაზარი მთის წვერზე რომ
იყო. ერთი-ორი საათი დავისვენეთ და აუტანელი წყურვილით გაწამებულები
კვლავ გზას დავადექით. დიდი გაჭირვებით შევყევით გაცივებული ლავით
დაფარულ მთის ფერდობს. მზე უმოწყალოდ გვაჭერდა. აღმოჩნდა, რომ ეს
უზარმაზარი მთა მრავალი საუკუნის წინათ ამოფრქვეული ლავისფენებისაგან
შედგებოდა.
თერთმეტი საათისათვის ძალ-ღონე მთლად გამოგველია. ფეხზე ძლივსღა
ვიდექით. გაქვავებულმა, უსწორმასწორო ლავამ ფეხები დაგვისერა.
მართალია, აქ ლავა საკმაოდ გლუვი იყო შედარებით მის სხვა სახეობებთან,
რომელიც გვხვდება, მაგალითად, ამაღლების კუნძულზე, მაგრამ ზედ
სიარული მაინც გვიჭირდა და ფეხებში გვტეხდა. როცა ყველა ჩვენს
უბედურებას ესეც ზედ დაერთო, ვიგრძენით, რომ მეტის ატანა აღარ
შეგვეძლო. ჩვენგან რამდენიმე იარდის დაშორებით ლავის დიდი ლოდები იყო
გადმოშვერილი, მათ ჩრდილში თავისუფლად შეიძლებოდა თავის შეფარება.
რის ვაი-ვაგლახით მივაღწიეთ იქამდე და გაოცებულები შევდექით
(საკვირველი იყო, კიდევ რომ შეგვრჩენოდა გაოცების უნარი!). ჩვენს ზემოთ,
პატარა პლატოზე ლავა სქლად იყო დაფარული მწვანე მცენარეულით.
როგორც ეტყობოდა, ლავის პროდუქტების დაშლის შედეგად იქ წარმოიქმნა
მიწის ფენა, რომელზედაც დროთა განმავლობაში მოხვდა ჩიტების მიერ
შემოტანილი თესლი. მაგრამ ამ მწვანე საფარმა დიდი ხნით ვერ
დაგვაინტერესა. კაცი ვერ იცოცხლებს, ნაბუქოდონოსორივით მხოლოდ
ბალახეული რომ ჭამოს. ბალახეულით სიცოცხლე რომ შეინარჩუნო, ამისთვის
სხვანაირ ვარსკვლავზე უნდა იყო დაბადებული და ცოტა სხვა მოყვანილობის
კუჭიც უნდა გქონდეს. ლოდების ჩრდილში შეფარებულები მძიმედ
ვოხრავდით. პირადად მე გულწრფელად ვნანობდი, ამ ბედუკუღმართ საქმეში
რომ ჩავები. უეცრად ამბოპა წამოდგა და იმ მწვანე პლატოსკენ წალასლასდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახე, რომ ეს მუდამ დინჯი და საკუთარითავის პატივისმცემელი პიროვნება ცეკვავდა და შლეგივით გაჰყვიროდა,
ხელში კირაღაც მწვანე ნაყოფი ეჭირა.
ვიფიქრეთ, ამბოპამ წყალი იპოვაო და ამ იმედით ფრთაშესხმულნი
მისკენ გავექანეთ.
_ რა მოხდა, ამბოპა, შე დამთხვეულის შვილო? _ დავუყივრე.
_ ეს წყალიც არის და საჭმელიც, მაკუმაზან, _ მითხრა მან და ის მწვანე
ნაყოფი კვლავ ჰაერში შეათამაშა. ახლა კი დავინახე, რა ეჭირა ხელში. ეს
გახლდათ ნესვი. ჩვენ წავადექით პლატოს, სადაც ათასობით გარეული ნესვი
მწიფობდა.
_ ნესვები! _ დავუყვირე გუდს, რომელიცფეხდაფეხ მომყვებოდა უკან.
წამის შემდეგ გუდმა უკვე ჩაასო მწიფე ნაყოფს თავისი ხელოვნური
კბილები.
ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა ექვს-ექვსი ნესვი მაინც შეჭამა, სანამ
დაცარიელებულ კუჭს ამოივსებდა და გაძღებოდა. თუმცა ამ ნესვებს
განსაკუთრებული გემო არა ჰქონია, მაგრამ ასე მეგონა, ჩემს სიცოცხლეში
ამაზე გემრიელი არაფერი მეჭამა.
წყურვილი რომ მოვიკალით, ნესვები შუა-შუა დავჭერით და მზის
გულზე დავაწყვეთ, რომ წყალი აორთქლებულიყო და ნაყოფი გაეცივებინა.
მაგრამ მოგეხსენებათ, ნესვი არც თუ ისე მსუყე საჭმელია და შიმშილმა მალე
ისევ შემოგვიტია. ცოტაოდენი ბილტონგი კი გვქონდა, მაგრამ გული არავის
მიგვდიოდა. გარდა ამისა, უნდა დაგვეზოგა, რადგან, ვინ იცის, როდის
ვიშოვიდით საჭმელს. სრულიად მოულოდნელად ბედმა გაგვიღიმა. მე
უდაბნოსკენ ვიცქირებოდი. უეცრად თვალი მოვკარი ათიოდე დიდი ზომის
ფრინველს, რომლებიც პირდაპირჩვენკენ მოფრინავდნენ.
_ Skit, Baas,skit (ესროლე, ბატონო, ესროლე!) _ ჩამიჩურჩულა ჰოტენტოტმა
და მიწაზე განერთხო. ჩვენც მის მაგალითს მივბაძეთ.
ახლაღა მივხვდი, რომ ეს ფრინველები გარეული ინდაურები იყვნენ.
ისინი ორმოცდაათი იარდის სიმაღლეზე მიფრინავდნენ. მე ვინჩესტერი ავიღე,
თან ფრინველებს თვალს არ ვაშორებდი. როცა ზედ თავზე გადაგვიფრინეს,
მოულოდნელად ფეხზე წამოვიჭერი, ფრინველები დაფრთხნენ და, როგორც
მოველოდი, ერთად შუქუჩდნენ. ორჯერ დავახალე ტყვია და ერთი ინდაური
ჩამოვაგდე. კარგა მოზრდილი ფრინველი იყო, ასე, ოც გირვანქამდე ხორცი
აუვიდოდა. ნახევარი საათის შემდეგ ჩვენი ვახშამი ცეცხლზე შიშხინებდა,
ცეცხლი ნესვის გამხმარი ღეროებისაგან გავაჩაღეთ. მთელი კვირის
განმავლობაში ასეთი ღრეობა პირველად გვქონდა. ინდაური პირწმინდად
შევჭამეთ, ძვლებისა და ნისკარტის გარდა აღარაფერი დაგვიტოვებია. კარგად
დავნაყრდით და ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდით.
ღამით, მთვარე რომ ამოვიდა, კვლავ გზას გავუდექით, თან წავიღეთ
ნესვები, რამდენსაც მოვერიეთ. რაც უფრო მაღლა მივიწევდით, მით უფრო
იგრძნობოდა სიცივე. ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იყო. გამთენიისას თოვლის
ხაზს სულ რაღაც ათიოდე მილით ვიყავით დაცილებული. იქ, მაღლა, კვლავწავაწყდით ნესვს. წყალზე ფიქრი ახლა უკვე აღარ გვაშინებდა, რადგან სულ
მალე თოვლიან მწვერვალს უნდა მივდგომოდით, მაგრამ გზა სულ უფრო და
უფრო საშიში ხდებოდა. ჩვენ დიდი სიფრთხილით, ნელ-ნელა მივიწევდით
წინ და საათში ერთ მილსაც ძლივს გავდიოდით. იმ ღამით ბილტონგის
უკანასკნელი ნაჭერი შევჭამეთ. მას შემდეგ, რაც მთას ავუყევით, გარდა
ინდაურებისა, არც ერთი ცოცხალი არსება არ შეგვხვედრია, არ
წავწყდომივართ არც წყაროს, არც ნაკადულს, რაც ძალზე უცნაური გვეჩვენა.
მწვერვალზე ხომ თოვლის უზარმაზარი ზვინები იდო, რომელიც, ჩვენი
აზრით, დროდადრო მაინც უნდა დამდნარიყო, მაგრამ როგორც შემდეგ
აღმოჩნდა, რაღაც ამოუხსნელი მიზეზის გამო, ყველა ნაკადული მთის
ჩრდილო კალთაზე მიედინებოდა.
შიმშილი ძალიან გვაწუხებდა. ნამცეცი საჭმელიც არ გვქონდა. ნუთუ
წყურვილით სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადავურჩით, რომ შიმშილით
დავხოცილიყავით?
ჩემი მოკლე ჩანაწერები უბის წიგნაკში ყველაზე უკეთ გაგაცნობთ ჩვენს
სავალალო მდგომარეობას უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში.
მაისი. გზას დილის თორმეტ საათზე დავადექით, რადგან საკმაოდ
გრილოდა და სიცხე არ შეგვაწუხებდა. თან წავიღეთ რამდენიმე ნესვი.
გაჭირვებით მივდიოდით მთელი დღე. ნესვებს აღარსად გადავწყდომივართ,
ალბათ გავცდით ზოლს, სადაც ისინი ხარობენ. არც ნადირი და ფრინველი
შეგვხვედრია. მზის ჩასვლისას დავიკარვეთ. უკვე დიდი ხანია, არაფერი
გვიჭამია. ღამით საშინლად ციოდა. გავწამდით.
მაისი. რიჟრაჟზე გზა განვაგრძეთ. ძალიან დასუსტებულები ვართ.
მთელი დღის განმავლობაში ხუთი მილის გავლა ძლივს მოვახერხეთ.
შეგვხვდა თოვლით დაფარული მიწის პატარა ნაკვეთები. თოვლი შევჭამეთ,
რადგან სხვა საჭმელი არაფერი გვებადა. ღამის სათევად უზარმაზარ პლატოს
შევეფარეთ. ძალიან ციოდა, ცოტა ბრენდი დავლიეთ, საბნებში გავეხვიეთ და,
რომ არ გავყინულიყავით, ერთმანეთს მივეკარით. შიმშილი და დაღლილობა
წარმოუდგენლად გვტანჯავდა. გვეშინოდა, ვენტფოგელი ღამით ხელში არ
ჩაგვკვდომოდა.
მაისი. როგორც კი მზემ აიმაღლა და ჩვენი გაფშეკილ-გაშეშებული
კიდურები ცოტათი შეათბო, კვლავ შევეცადეთ განგვეგრძო გზა. საშინელ
მდგომარეობაში ვართ, თუ საჭმელს ვერსად წავაწყდით, ეს ჩვენი
მოგზაურობისა და არსებობის უკანასკნელი დღე იქნება. ბრენდი სულ
რამდენიმე ყლუპიღა დაგვრჩა. გუდს, სერ ჰენრისა და ამბოპას მშვენივრად
უჭირავთ თავი, მაგრამ ვენტფოგელი ძალიან ცუდად არის, ჰოტენტოტები ხომ
საერთოდ ვერ იტანენ სიცივეს. დღეს კუჭი ისე მწვავედ აღარ მტკივა,
პირიქით, როგორღაც გაბუჟებული მაქვს. სხვებიც ასეთ მდგომარეობაში არიან.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფლატოვანი ქედის ანუ ლავის კედლის სიმაღლეზე,
რომელიც ორ მთას აერთებს. ხედი საუცხოოა. ჩვენ უკან გადაშლილია
თვალუწვდენელი უდაბნო, წინ კი რამდენიმე მილის მანძილზე თოვლისსწორი საფარია გადაჭიმული. მთა ზემოთ და ზემოთ თანდათან მრგვალდება.
მის ცენტრში, ოთხი ათასი ფუტის სიმაღლეზე, აზიდულია უზარმაზარი
მწვერვალი. ჩვენ ირგვლივ სულიერი არსად ჭაჭანებს. ღმერთო, გვიხსენი!
ვფიქრობ, ჩვენი აღსასრული მოახლოებულია.
ახლა კი ჩემს დღიურს გვერდზე გადავდებ, რადგან იგი მაინცდამაინც
დიდი ინტერესით არ უნდა იკითხებოდეს. გარდა ამისა, ის, რაც შემდეგ
მოხდა, უფრო საინტერესოა და მინდა დაწვრილებით მოგითხროთ.
მთელი ის დღე ( მაისი) ნელ-ნელა მივუყვებოდით თოვლიან ფერდობს.
დროდადრო ჩავიფერხებდით, ან დავწვებოდით, რომ ძალა მოგვეკრიბა.
ალბათ საოცარი სანახავები ვიყავით. ხუთი კაცი, ხუთი ძალღონეგამოცლილი,
გასავათებული ადამიანი ძლივს მიათრევდა ფეხებს აზინვარებულ თოვლში
და დამშეულები ხარბად აცეცებდნენ აქეთ-იქით თვალებს, მაგრამ სულ ტყუ-
ილად კი. რაც უნდა გვეძებნა, ირგვლივ პირში ჩასაკარებელს ვერაფერს
ვიპოვიდით. იმ დღეს შვიდ მილზე მეტი არ გაგვივლია. მზის ჩასვლის ხანს
მივაღწიეთ დედოფალ საბიას მარცხენა ძუძუს მწვერვალს _ უზარმაზარ სწორ
ბორცვს, რომელიც გაყინული თოვლით იყო დაფარული და ჩვენ ზემოთ ათასი
ფუტის სიმაღლეზე გადმოყუდებულიყო.
ხომ შავი დღე გვადგა, მაგრამ ჩვენ წინ გადაშლილ სურათს მაინც თვალს
ვერ ვაცილებდით. ჩამავალი მზის შუქი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ
წარმტაცი ბუნების სილამაზეს. მზის სხივებს ალაგ-ალაგ სისხლისფრად
შეეღება თოვლი, მთის მწვერვალისათვის კი ბრწყინვალე ჯიღა დაედგა.
_ იცით, რა? _ თქვა უეცრად გუდმა, _ თუ ვერწმუნებით მოხუც და
სილვესტრას, აქ, სადღაც მღვიმე უნდა იყოს.
_ დიახ, დიახ, _ მივაგებე მე, _ უნდა იყოს, თუკი, საერთოდ, სადმე
არსებობს.
_ მომისმინეთ, ქუოტერმენ, _ ამოიოხრა გუდმა, _ ნუ ლაპარაკობთ ასე. მე
სავსებით ვენდობი ამ რუკას. აბა წყლის ამბავი გაიხსენეთ? ჰოდა, მღვიმესაც
მალე მივაგნებთ.
_ ძალიან კარგი, მაგრამ თუ მაგ მღვიმეს დაბნელებამდე ვერსად
წავადექით, მაინც ცოცხლებში აღარ უნდა ვიგულოთ თავი, _ გაისმა
დამამშვიდებელი პასუხი.
კიდევ ათიოდე წუთს მივლასლასებდით სიჩუმეში. ამბოპა ჩემს გვერდით
მოდიოდა. საბანში გახვეულიყო, ტყავის ქამარი მაგრად შემოეჭირა წელზე,
რომ, როგორც თვითონ ამბობდა, «შიმშილი მოეკრუნჩხა". უეცრად მან ხელზე
ხელი წამატანა.
_ შეხედეთ! _ მითხრა და თითი მწვერვალისაკენ გაიწვდინა. მე იქითკენ
გავიხედე და ორასიოდე იარდის დაშორებით, თოვლიან ფერდობზე ხვრელის
მსგავსირაღაც დავლანდე.
_ იქ მღვიმეა, _ თქვა ამბოპამ.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბეთ და აჩქარებით გავეშურეთ იქითკენ. ის
ხვრელი მართლა მღვიმის შესასვლელი აღმოჩნდა, სწორედ იმ მღვიმისა, დასილვესტრას რუკაზე რომ იყო აღნიშნული. სულზე მივასწარით. როგორც კი
მღვიმეს მივაღწიეთ, მზე საოცარი სისწრაფით ჩაესვენა და ირგვლივ
ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. ამ განედზე ხომ ბინდბუნდი თითქმის არ
არსებობს. მღვიმეში შევძვერით, იგი არც თუ ისე დიდი გვეჩვენა. ერთმანეთს
მივეკარით, რომ როგორმე გავმთბარიყავით, და დარჩენილი ბრენდი
გადავკარით. თითოეულს თითო ყლუპმა თუ მოუწია. ბრენდი დავლიეთ და
შევეცადეთ, ჩვენი უბედურება და შავსვიანობა ძილში დაგვევიწყებინა, მაგრამ
აუტანელმა სიცივემ თვალი არმოგვახუჭინა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაღალ ადგილას თერმომეტრი თოთხმეტ-
თხუთმეტ გრადუს ყინვას უჩვენებდა. მკითხველს შეუძლია წარმოიდგინოს,
რა იქნებოდა ეს ჩვენთვის, გზის სიმძიმით, უსმელ-უჭმელობითა და უდაბნოს
სიცხით ღონემიხდილი ადამიანებისათვის. მე კი ამის ასაწერად სიტყვები არ
მყოფნის. საკმარისია ვთქვა, რომ არასოდეს მიგრძვნია სიკვდილის მოახლოება
ისე, როგორც იმ საზარელ ღამეს ვიგრძენი.
საათი საათს მისდევდა, ჩვენ მღვიმეში ვისხედით და ვგრძნობდით,
როგორ დაეხეტებოდა ყინვა ჩვენ ირგვლივ, დაგვეძგერებოდა ხოლმე
თითებში, ფეხებზე, სახეში. სულ უფრო მჭიდროდ ვეკვროდით ერთმანეთს,
ვცდილობდით, გავმთბარიყავით, მაგრამ ამაოდ, ჩვენს გასაცოდავებულ
დამშეულ ჩონჩხებს სითბო აღარ შერჩენოდათ. ზოგჯერ რომელიმე ჩვენგანს
ძილი წაართმევდა თავს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ რამდენიმე წუთით. დიდხანს
ძილი, საბედნიეროდ, არავის შეგვეძლო, რადგან, რომ დაგვძინებოდა, ვეღარც
გავიღვიძებდით. დარწმუნებული ვარ, იმ ღამით მხოლოდ ნებისყოფამ
შეგვინარჩუნა სიცოცხლე.
გათენებას ბევრი აღარაფერი უკლდა, როცა ვენტფოგელმა, მთელი ღამე
კბილს კბილზე რომ აცემინებდა, ერთი მაგრად ამოიოხრა და კბილების
კაწკაწი შეწყვიტა. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე, ალბათ
ჩაეძინა-მეთქი.
ვენტფოგელი და მე ზურგიზურგმიყრდნობილი ვისხედით და ვიგრძენი,
რომ მისი ზურგი თანდათანობით გაცივდა, ბოლოს კი ყინულივით შეიქნა.
წყვდიადი რიჟრაჟმა შეცვალა. შემდეგ თოვლზე ოქროს სხივებიც
აკიაფდა. მზე ამოგორდა და ჩვენი გათოშილ-გაყინული სხეულები გაანათა.
მაშინღა დავინახეთ, ვენტფოგელი გარდაცვლილიყო, რაღა გასაკვირია, მისი
ზურგი ასე ცივი რომ მეჩვენებოდა. საბრალოს ალბათ მაშინ ამოხდა სული,
როცა მისი ოხვრა შემომესმა. ახლა მისი გვამი ერთიანად გაშეშებული იყო.
ღრმად შეძრწუნებულნი, ფოფხვით გავშორდით ცხედარს (საოცარია, რა
თავზარდამცემი გრძნობა გვიპყრობს ხოლმე მიცვალებულის დანახვისას).
საბრალო ვენტფოგელი ისევ ისე იჯდა მუხლებზე ხელებშემოჭდობილი.
ამასობაში მზის ცივმა სხივებმა (დიახ, ნამდვილად ცივი სხივები იყო)
პირდაპირ მღვიმეში შემოანათა. უეცრად ვიღაცამ საზარლად შეჰყვირა. უკან
მივიხედე დარა დავინახე: მღვიმის ბოლოში, _ მღვიმის სიგრძე ოციოდეფუტითუ იქნებოდა, _ ვიღაც იჯდა, თავი მკერდზე ჩამოეგდო, გრძელი ხელები კი
დაბლა დაეშვა. მიცვალებული იყო, თანაც თეთრკანიანი.
მიცვალებული სხვებმაც დაინახეს. ჩვენმა დაძაბულმა ნერვებმა ვეღარ
შეძლეს ამ სურათის ატანა. ყველანი ერთმა სურვილმა შეგვიპყრო, _
სასწრაფოდ გავცლოდით ამ საშინელ ადგილს. წამოვცვივდით და ნახევრად
გაყინულიფეხების თრევით გასასვლელისაკენ გავექანეთ.
თავი VII
სოლომონ მეფის გზა
მღვიმიდან მზით გაბრწყინებულ თოვლიან პლატოზე გამოვცვივდით,
მაგრამ თითქმის იმწამსვე შევჩერდით. ყველანი უხერხულად ვგრძნობდით
თავს იმ სულმოკლეობისათვის, მიცვალებულის დანახვაზერომ გამოვიჩინეთ.
_ მე მღვიმეში უნდა შევბრუნდე, _ თქვა სერჰენრიმ.
_ რატომ? _ შეეკითხა გუდი.
_ რატომღაც ასე მგონია, რომ ის... ის ჩემი ძმა უნდა იყოს, _ აღელვებით
თქვა სერჰენრიმ.
ეს სავსებით შესაძლებელი გვეჩვენა და მღვიმეში შევბრუნდით. მზის
სხივებმა და თოვლის ქათქათა სითეთრემ გარეთ ყველას თვალი მოგვჭრა,
ამიტომ ნახევრად ბნელ მღვიმეში ერთ ხანს ვერაფერი გავარჩიეთ, მაგრამ
თვალი ბნელს მალე შეეჩვია და ჩვენც კრძალვით მივუახლოვდით
მიცვალებულს.
სერჰენრიმ ჩაიმუხლა და მკვდარს სახეში ჩააშტერდა.
_ მადლობაღმერთს, ჯორჯი არყოფილა! _ შვებით წამოიძახა მან ბოლოს.
მაშინ მიცვალებულს მივუახლოვდი და დაკვირვებით დავაცქერდი, ასე,
შუახნის კაცი იქნებოდა. სწორი ნაკვთები, გრძელი შავი ულვაში და შავი
ჭაღარაშერეული თმა ჰქონდა. გადაყვითლებული კანი მაგრად გადაჭიმოდა
გამშრალ სახეზე. ტანთ არაფერი ეცვა, გარდა ნახევრად შემომპალი შარვლისა,
რომელიც უკვე ძონძებად ქცეულიყო. მიცვალებულს ყელზე სპილოს ძვლის
ჯვარცმა ეკიდა.
_ ნეტავ ვინ უნდა იყოს? _ წამოვიძახე გაკვირვებით.
_ ნუთუ ვერმიმხვდარხარ? _ შემეკითხა გუდი.
მე უარის ნიშნად თავი გავიქნიე.
_ ვინ უნდა იყოს, თუ არხოზე და სილვესტრა!
_ ეგ შეუძლებელია! _ შევძახე ათრთოლებული ხმით. _ და სილვესტრა
ხომ სამასი წლის წინათ მოკვდა.
_ ვერ გამიგია, რა გიკვირთ, _ მშვიდად მიპასუხა გუდმა, _ ასეთ ყინვაში
მიცვალებული სამასს კი არა, სამი ათას წელსაც გაძლებს. დაბალ
ტემპერატურაზე სისხლი და ხორცი არ იხრწნება და უკუნითი უკუნისამდეშეინახება. ამ მღვიმეში კი, ღმერთმა დასწყევლოს აქაურობა, საკმაოდ ცივა. მზე
აქ არ შემოიხედავს, ვერც ნადირი მოეხეტება, რადგან სულიერი არსად
ჭაჭანებს. უეჭველია მონამ, დონ ხოზე თავის წერილში რომ ახსენებს,
ტანსაცმელი თან წაიღო, მიცვალებული კი აქ დატოვა. ეს გასაგებიცაა, მარტო
ვერაფრით შეძლებდა მის დამარხვას. აბა, ამას შეხედეთ! _ გუდი დაიხარა და
საკმაოდ უცნაური მოყვანილობის წვეტიანი ძვლის ნატეხი აიღო. _ აი, ამ
ძვლით დახატა და სილვესტრამ ისრუკა.
თავზარდაცემულები ვიდექით. ამ აღმოჩენამ იმდენად გაგვაოცა, რომ
საკუთარი გასაჭირი სულ გადაგვავიწყდა. ყველაფერი თითქმის
ზებუნებრივად მიგვაჩნდა. ჩუმად დავცქეროდით ძვლის ნატეხს და მოხუცი
პორტუგალიელის ცხედარს.
_ აბა, ნახეთ, _ თქვა სერ ჰენრიმ და სილვესტრას მარცხენა ხელზე
მიგვითითა. ხელს ოდნავ აჩნდა პატარა ჭრილობა. _ აი, საიდან აუღია სისხლი,
რომ წერილი დაეწერა. განა თქვენს სიცოცხლეში მსგავსირამ გინახავთ?
ახლა ეჭვი აღარ გვეპარებოდა, რომ ჩვენ წინაშე ნამდვილად და
სილვესტრას ცხედარი იყო. მართალი მოგახსენოთ, შიშმა ამიტანა.
შევყურებდით მიცვალებულს, რომლის მითითებების წყალობით ამ
გამოქვაბულამდე მოვაღწიეთ. ეს მითითებები ხომ სამი საუკუნით ადრე იყო
დაწერილი. ხელში მეჭირა ძვლის ნატეხი, რომლითაც სიკვდილის წინ წერდა.
ვუცქეროდი ჯვარცმას, რომელსაც ალბათ მიცვალების ჟამს გაყინული
ტუჩებით ეამბორა. ვიდექი ცხედრის წინაშე და თვალწინ დამიდგა ამ
საზარელი დრამის უკანასკნელი სურათი. თვალწინ დამიდგა შიმშილისა და
სიცხისაგან ღონემიხდილი მოგზაური, რომელსაც მარტოდმარტო ამოხდა
სული ამ მღვიმეში. კვდებოდა, მაგრამ მაინც იმაზე ფიქრობდა, როგორმე
ადამიანებისათვის გადაეცა თავისი დიდი საიდუმლო. მომეჩვენა კიდეც, რომ
სახის ნაკვთებით რამდენადმე წააგავდა თავის შთამომავალს, ჩემს მეგობარს,
სილვესტრს, ამ ოცი წლის წინ ჩემს მკლავზე რომ დალია სული. ეგებ
ყველაფერი ეს ჩემი დაღლილი ფიქრის ნაყოფი იყო, მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენ
წინ იჯდა მოხუცი და სილვესტრა და თითქოს სასტიკად აფრთხილებდა მათ,
ვინც არად აგდებს ბედისწერას და ცდილობს ფარდა ახადოს საიდუმლოებას.
გაივლის საუკუნეები, ისევ და ისევ იჯდება აქ და თავზარს დასცემს მგზავრს,
რომელიც ჩვენსავით შემთხვევით შემოეხეტება ამ მღვიმეში და მყუდროებას
დაურღვევს. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილი გვაწუხებდა და სიცივით
ვკანკალებდით, ამ სურათმა სულით-ხორცამდე შეგვძრა.
_ წავიდეთ აქედან, _ ხმადაბლა თქვა სერ ჰენრიმ, _ თუმცა არა, ჩვენ
დავუტოვებთ და სილვესტრას თანამოსაგრეს, რომელიც მის მარტოობას
გაიზიარებს. ისინი ხომ ერთნაირი სიკვდილით დაიხოცნენ!
სერ ჰენრიმ ჰოტენტოტის გვამი და სილვესტრას ცხედრის გვერდით
გადაიტანა. შემდეგ დაიხარა, გადაჭრა დამპალი თასმა, მოხუც
პორტუგალიელს ყელზე რომ ეკიდა, და ჯვარცმა ხელში აიღო. არც ცდილა,
თასმა გაეხსნა, რადგან გაყინულ თითებს ვერც კი ხრიდა. ვფიქრობ, ეს ჯვარცმადღესაც მასთან ინახება. მე კი წამოვიღე ძვლის ნატეხი, და სილვესტრამ
კალმად რომ იხმარა. ეს «კალამი" ახლაც ჩემ წინ, მაგიდაზე დევს. ზოგჯერ
ხელს ამ ძვლის პატარა ნატეხით ვაწერხოლმე.
გარდასულ საუკუნეთა ამაყი თეთრკანიანი და საბრალო ჰოტენტოტი
ფეხდაუკარებელი თოვლიანი მთების სიჩუმეში მუდმივ სადარაჯოზე
დავტოვეთ. არაქათგამოცლილები მზით გაბრწყინებულ ველზე გამოვედით
და გზას გავუყევით, დარწმუნებულნი, რომ სულ მალე ჩვენც ამ ორი ადამიანის
ბედს გავიზიარებდით.
ნახევარი მილი თუ გვექნებოდა გავლილი, პლატოს კიდეს რომ
მივადექით. აქედან ცხადად დავინახეთ, რომ მწვერვალი, ანუ ბორცვი,
რომელიც მთას აგვირგვინებდა, არ იმყოფებოდა მთის შუაგულში, როგორც ეს
უდაბნოდან გვეჩვენებოდა. სქელი ნისლის გამო ჩვენ ქვემოთ ვერაფერს
ვხედავდით, მაგრამ მალე ნისლი შეფრთხა, მიიფანტ-მოიფანტა და დაბლა, ასე
ორმოცდაათიოდე იარდზე, ზედ თოვლიანი ფერდობის კიდეზე ხასხასა
ბალახით დაფარულ მდელოს მოვკარით თვალი. მდელოზე ნაკადული
მიწანწკარებდა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ნაკადულის პირას ათი-თორმეტი
ანტილოპა მიფიცხებოდა მზეს. ძალიან შორს ვიყავით, ამიტომ გაგვიჭირდა
დადგენა, რა ჯიშს ეკუთვნოდნენ.
ვერ აგიწერთ, როგორ გაგვეხარდა ამ ცხოველების დანახვა. ეს იყო
საჭმელი, აუარება საჭმელი და იგი ახლა როგორმე ხელთ უნდა გვეგდო.
როგორ მოვქცეულიყავით? ანტილოპები ჩვენგან ექვსასი იარდით მაინც
იქნებოდნენ დაცილებულნი, ესე იგი, აქედან კარგ მსროლელსაც კი
გაუჭირდებოდა ტყვიის მიწვდენა. ვის უნდა ესროლა? არადა, ჩვენი სიკვდილ-
სიცოცხლე ამ ერთ ტყვიაზე იყო დამოკიდებული.
სასწრაფოდ მოვითათბირეთ, რა გზას დავდგომოდით. ვერც კი
ვიფიქრებდით იმაზე, რომ ანტილოპებს ჩუმად მივპარვოდით, რადგან ქარი
მათკენ ქროდა. გარდა ამისა, როგორც არ უნდა გვეფრთხილა, შეუძლებელი
იყო ამ ქათქათა თოვლში ჩვენთვის თვალი არმოეკრათ.
_ მეტი რა გზა გვაქვს, აქედან უნდა ვესროლოთ, _ თქვა სერ ჰენრიმ. _
საქმე ისაა, რომელი თოფი ვიხმაროთ, «ვინჩესტერი" თუ «ექსპრესი". თქვენ რას
ფიქრობთ, ქუოტერმენ?
საკითხი სერიოზული იყო, სავაზნეკოლოფიანი «ვინჩესტერი"
(«ვინჩესტერი" ორი გვქონდა, ამბოპამ თავის თოფთან ერთად საბრალო
ვენტფოგელის თოფიც წამოიღო) ათას იარდზე სცემდა, ორლულიანი
«ექსპრესი" კი სამას ორმოცდაათ იარდს ძლივს უწევდა. ამ მანძილს იქით
სროლა საფრთხილო იყო, რადგან შეიძლებოდა მიზნისათვის აგვეცდინა,
მაგრამ თუ ტყვიას მოვახვედრებდით, ცხოველის მოკვლის მეტი შანსი
გვქონდა, რადგან «ექსპრესი" სასკდომი ტყვიებით იყო დატენილი. საკითხი
ძნელი გადასაჭრელი იყო, მე მაინც გავბედე და «ექსპრესი" ავირჩიე. _ ყველამ ესროლეთ იმ ანტილოპას, რომელიც თქვენს პირდაპირ დგას, _
გავეცი განკარგულება, _ უმიზნეთ პირდაპირ ბეჭში, ან ცოტა ზემოთ, შენ კი,
ამბოპა, მოგვეცი ნიშანი, რომ ყველამ ერთბაშად გავისროლოთ.
ჩამოვარდა სიჩუმე. სამივენი ვუმიზნებდით თოფებს და გულდაგულ
ვემზადებოდით სასროლად. უთუოდ ასე ემზადება ადამიანი, რომელმაც იცის,
რომ მისი სიცოცხლე ამ ერთ გასროლაზეა დამოკიდებული.
_ ისროლეთ! _ ზულუსურ ენაზე თქვა ამბოპამ და სამივე თოფმა
გამაყრუებლად იჭექა.
წამით ჰაერში, ჩვენს თვალთა წინ, ბოლის სამი ღრუბელი დაეკიდა. ეხომ
აიტაცა თოფის ხმა და თოვლის თეთრი მდუმარება დაარღვია. მაგრამ აი,
ბოლი გაიფანტა და, ოჰ, ღმერთო ჩემო! მამალი ანტილოპა ზურგით მიწაზე
განრთხმულიყო და სასიკვდილოდ იკრუნჩხებოდა. არა, შიმშილით აღარ
დავიხოცებოდით. ათიოდე წუთის შემდეგ წინ გვეწყო ანტილოპას გულ-
ღვიძლი. მაგრამ აქ ახალი დაბრკოლება გადაგვეღობა წინ. შეშა არსად იყო, რომ
ცეცხლი გაგვეჩაღებინა და ხორცი შეგვეწვა. დამწუხრებულ-
დანაღვლიანებულნი შევცქეროდით ერთმანეთს.
_ როდესაც ადამიანი სიკვდილის პირზეა მისული, მისთვის არჩევანი
აღარარსებობს, _ თქვა გუდმა, _ ვჭამოთ ეს ხორცი უმად.
მართლაც, სხვა გამოსავალი არ გვქონდა. შიმშილი კი იმ ზომამდე
გვტანჯავდა, რომ გუდის სიტყვებს ჩვენში ზიზღის გრძნობა არ გამოუწვევია,
რაც სხვა შემთხვევაში და სხვა დროს უთუოდ მოხდებოდა.
ხორცი რამდენიმე წუთით თოვლში ჩავმარხეთ გასაცივებლად, მერე
ნაკადულის ცივ წყალში გავაღანღალეთ და დავუწყეთ ჭამა.
ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ყველაფერი ეს ძალზე საზარელი
მეჩვენება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ გულ-ღვიძლზე გემრიელი ჩემს
სიცოცხლეში არაფერი მიჭამია. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ჩვენი
ცნობა აღარ შეიძლებოდა. ყველანი გამოვცოცხლდით, ძალ-ღონე მოგვემატა,
სუსტი მაჯისცემა გაგვიცხოველდა, ძარღვებში სისხლი აჩქეფდა, მაგრამ რაკი
კარგად ვიცოდით, რა სახიფათო იყო ნაშიმშილარზე გაძღომა, ძალიან
ვფრთხილობდით და დაზოგვით ვჭამდით.
_ მადლობა ღმერთს! _ წამოიძახა სერ ჰენრიმ, _ ამ ცხოველმა სიკვდილს
გადაგვარჩინა. სხვათა შორის, ქუოტერმენ, რა ცხოველი იყო ეგ?
მე წამოვდექი და მოკლულ ცხოველს მივუახლოვდი, რომ კარგად
დამეთვალიერებინა, რადგან ბოლომდე არც ვიყავი დარწმუნებული, რომ
ნამდვილად ანტილოპა იყო.
იგი სიდიდით ვირს არ ჩამოუვარდებოდა, ბეწვი სქელი ჰქონდა,
ყავისფერი და ზედ ოდნავ შესამჩნევი წითელი ზოლები გასდევდა, რქები _
დიდი და უკან გადახრილი. მართალი გითხრათ, ასეთი ცხოველი არასოდეს
მენახა. ეს ჯიში ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. ბოლოს შევიტყვე, რომ ამ
უცნაური ქვეყნის მცხოვრებნი მას «ინკოს" ეძახდნენ. «ინკო" ანტილოპას ერთ-
ერთი იშვიათი სახეობაა და მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მაღლობადგილებში გვხვდება _ იქ, სადაც სხვა ცხოველები, საერთოდ, არ ბინადრობენ.
ჩვენს ანტილოპას ტყვია შიგ ბეჭში ჰქონდა მოხვედრილი. ძნელი სათქმელია,
ვისმა ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ ვფიქრობ, გუდს ახსოვდა, როგორ
მოკლა ჟირაფი და გულის სიღრმეში ანტილოპას სიკვდილსაც თავის
მარჯვენას მიაწერდა. მაგრამ, მართალი გითხრათ, ამის გამო არ
შევდავებივართ.
ჭამაში გართულებს ყველაფერი გადაგვავიწყდა და არც კი გვიფიქრია,
სად ვიმყოფებოდით, მაგრამ მხეცური შიმშილი რომ დავიოკეთ,
დავმშვიდდით და ადგილმდებარეობის დათვალიერებას შევუდექით. ამბოპას
ვუბრძანეთ, აეკაფა საუკეთესო ნაჭრები, რომ გზაში ხორცის საკმაო მარაგი
გვქონოდა. უკვე დილის რვა საათი სრულდებოდა. ჰაერი სუფთა და კრიალა
იყო, გეგონებოდათ, ის სქელი ნისლი, წეღან ხევხუვებს რომ ებურა, ერთიანად
მზემ შეიწოვაო. როგორ ავწერო იმ სურათის სიდიადე, თვალწინ რომ
გადაგვეშალა _ ჩვენს თავზე და ზურგს უკან ამართული იყო მთები, დედოფალ
საბიას მთების ქათქათა, თეთრი მწვერვალები. დაბლა კი, ასე, ხუთასი ფუტის
დაშორებით, თვალისმომჭრელი ხედი იშლებოდა. ჩვენ პირდაპირ ქედებს,
ველებსა და თვალუწვდენ ჩაბნელებულ ტყეებს შორის მოედინებოდა ფართო
მდინარე. ხელმარცხნივ გადაჭიმული იყო ფართო საძოვრები, ტალღისებურად
მობიბინე ბალახში ჯოგები გაფანტულიყვნენ. შორს, ცის დასალიერთან ძლივს
ილანდებოდა მთები. მარჯვნივ მთა-გორები ნაკლებად იყო. ცალკეულ ქედებს
მოვლილ-დამუშავებული ველების ზოლი ემიჯნებოდა. ველებს შორის ჯგუფ-
ჯგუფად მოჩანდა გუმბათისებური ქოხები. მთელი ეს სურათი რუკასავით იყო
გადაშლილი ჩვენ თვალწინ. მდინარეები ვერცხლის გველებივით
მიიკლაკნებოდნენ; მედიდურად აზიდულიყო თოვლის გვირგვინებით
თავშემკობილი მთის მწვერვალები. ცად კი მხიარულად ციმციმებდა მზე.
ყველგან სიცოცხლის სუნთქვა იგრძნობოდა.
ძალიან გაგვაოცა იმან, რომ ჩვენ წინ გართხმული მიწა სამი ათასიფუტით
უფრო მაღლა იმყოფებოდა უდაბნოზე, ახლახან რომ გადმოვლახეთ, და
იმანაც, უკლებლივ ყველა მდინარე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ რომ
მიედინებოდა.
ჩვენს მძიმე განსაცდელის ჟამს დავრწმუნდით, რომ ქედის სამხრეთ
ფერდობზე, რომელზედაც ამჟამად ვიდექით, არსად იყო წყალი, მაშინ, როცა
ჩრდილოეთ ფერდობზე ზოლებად მიიკლაკნებოდა ნაკადულები. მათი
უმეტესობა ერთვოდა უცნაურად დახლაკნილ დიდ მდინარეს, რომელიც
ქვეყნის შუაგულისაკენ მიედინებოდა. ვისხედით და მოჯადოებულებივით
უხმოდ გავცქეროდით ბუნების ამ საოცარ სურათს. სიჩუმე სერ ჰენრიმ
დაარღვია.
_ მითხარით, ქუოტერმენ, _ მკითხა მან, _ აღნიშნულია თუ არა და
სილვესტრასრუკაზე სოლომონ მეფის დიდი გზა?
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ისე რომ ჩემს წინ გადაშლილი
სურათისათვის თვალი არმომიცილებია. _ მაშ მიიხედეთ იქით, _ მითხრა სერ ჰენრიმ და მარჯვნივ მიმითითა, _ აი
ის გზაც.
მე და გუდმა ნაჩვენები მიმართულებით გავიხედეთ და დავინახეთ
ფართო გზა, რომელიც თავდაპირველად ვერ შევამჩნიეთ, რადგან იგი ბარში
ჩასვლისთანავე მკვეთრად უხვევდა გვერდით და ბორცვებს შორის
იკარგებოდა. საკვირველია, მაგრამ ამ აღმოჩენას ჩვენზე მაინცდამაინც დიდი
შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ამდენი რამის გადამტანებს აღარაფერი
გვაკვირვებდა, თითქოს ისიც კი ჩვეულებრივ ამბად მივიჩნიეთ, რომ ამ
მიკარგულ ქვეყანაში ვხედავდით გზატკეცილს, რომელიც, ერთი თვალის
გადავლებით, ძველირომის მოვლილ-შენახულ გზებს მოგვაგონებდა.
_ ჩემი აზრით, გზა აქ სადღაც, მარჯვნივ, სულ ახლოს უნდა გადიოდეს, _
თქვა გუდმა. _ წავიდეთ, ვეძიოთ.
ეს კეთილგონივრული რჩევა იყო. ნაკადულში ხელ-პირი დავიბანეთ და
გუდს მივყევით. ერთხანს კაჭარზე და უთოვლო, მოტიტვლებულ ადგილებში
მივაბიჯებდით. ამგვარად გავიარეთ დაახლოებით ერთი მილი და პატარა
ბორცვის თხემზე აღმოვჩნდით. უეცრად ზედ ჩვენ წინ გზატკეცილი
დავინახეთ... დიახ, ეს კლდეში გაჭრილი საუცხოო გზატკეცილი გახლდათ.
სიგანით დაახლოებით ორმოცდაათი ფუტი იქნებოდა. საუცხოოდ იყო
შენახული, ეტყობოდა, კარგად უვლიდნენ. თავდაპირველად ვიფიქრეთ, გზა
აქ იწყებაო, მაგრამ, როდესაც დაბლა დავეშვით და უკან, დედოფალ საბიას
მთებს მივხედეთ, დავინახეთ, რომ იგი მთებისკენ მიემართებოდა, მაგრამ
ჩვენგან ასიოდე ნაბიჯზე მოულოდნელად სადღაც იკარგებოდა. იქიდან
მთელი მთის ფერდობი კაჭარით იყო დაფარული. მოტიტვლებული
ადგილებიც ბლომად ჩანდა.
_ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, სად დაიკარგა გზა? _ შემეკითხა სერ
ჰენრი.
გაოგნებულმა თავი გავიქნიე.
_ ყველაფერი ცხადია, _ თქვა გუდმა, _ დარწმუნებული ვარ, რომ
ოდესღაც ეს გზა ქედზე გადადიოდა და უდაბნოს ჭრიდა. მაგრამ დროთა
განმავლობაში, ვულკანების ამოხეთქვის შემდეგ, იგი მთებში ლავამ
გადარეცხა, უდაბნომ კი ქვიშით დაფარა.
ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოს იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველანი
დავეთანხმეთ გუდს და მთიდან ნელ-ნელა დავეშვით. ახლა მაძღრები
ვიყავით, გზატკეცილზე ადვილად მივაბიჯებდით, მაშინ, როცა ამოსვლისას
ფეხებს ძლივს ვადგამდით და შიმშილით დაოსებულები,
არაქათგამოლეულები და გაყინულები, წამდაუწუმ თოვლში ვეფლობოდით.
ახლა თავს საუცხოოდ ვგრძნობდით, მაგრამ გვაგონდებოდა საბრალო
ვენტფოგელი, მისი შემზარავი სიკვდილი, ბნელი მღვიმე, სადაც იგი და
სილვესტრასთან ერთად დავტოვეთ, და გული გვეთუთქებოდა. საკუთრ
თავზე აღარ ვფიქრობდით, მიუხედავად იმისა, რომ მივდიოდით უცხო
მხარეში, რომელზედაც არაფერი ვიცოდით. ვინ იცის, რა მოგველოდა იქ! რაც უფრო დაბლა მივიწევდით, ჰაერი მით უფრო რბილი და
სურნელოვანი ხდებოდა. ჩვენ წინ გადაშლილი მიწა სულ უფრო და უფრო
გვატყვევებდა თავისი სილამაზით. რაც შეეხება გზას, უნდა მოგახსენოთ, რომ
ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მენახა, თუმცა სერ ჰენრი ამტკიცებდა, სენ-
გოტარდის გზა შვეიცარიაში ამ გზატკეცილს ძალიან წააგავსო. ეტყობოდა,
მშენებლებს, რომელთაც ეს გზა გაჰყავდათ, არ აშინებდათ არავითარი
დაბრკოლება და სიძნელე. ერთ ადგილას წავადექით ხეობას, რომლის სიგანე
სამასი ფუტი მაინც იქნებოდა, სიღრმე კი არანაკლებ ასი ფუტისა და
დავინახეთ, რომ იგი მთლიანად თლილი ლოდებით იყო ამოვსებული. ამ
ლოდებში დატანებული იყო ღარი, რომ წყალს დაბლა თავისუფლად ედინა.
მეორე ადგილას გზა უფსკრულის პირას მიიკლაკნებოდა. უფსკრულის სიღრმე
ხუთასი ფუტი იქნებოდა. მესამეგან ოცდაათი ფუტის სიგრძის გვირაბს
წავაწყდით. იგი გათხრილი იყო კლდეში, რომელიც გზას წინ ეღობებოდა.
გვირაბის კედლები ბარელიეფებით იყო შემკული. ბარელიეფებზე
უმთავრესად ჯავშანში ჩასმული მეომრები იყო გამოხატული, ისინი ეტლს
მართავდნენ. განსაკუთრებით მომეწონა ერთი ბარელიეფი. წინა პლანზე
ასახული იყო ბრძოლა, შორს, უკან კი დამარცხებული ტყვეები მიდიოდნენ.
სერ ჰენრი დიდი ინტერესით ათვალიერებდა შორეული წარსულის ამ
შესანიშნავ ნიმუშებს.
_ რასაკვირველია, _ თქვა მან ბოლოს, _ შესაძლოა, ამ გზას სოლომონ
მეფის გზა ერქვას, მაგრამ გავბედავ ვთქვა, რომ ეგვიპტელები აქ სოლომონ
მეფის ქვეშევრდომების მოსვლამდე ყოფილან. ეს ბარელიეფები ძველი
ეგვიპტური სტილის ნიმუშებს წააგავს.
შუადღისათვის უკვე კარგა გვარიანი მანძილი გავიარეთ და ტყის ზონაში
შევედით. თავდაპირველად მხოლოდ აქა-იქ გვხვდებოდა წვრილი ბუჩქნარი,
მაგრამ რაც უფრო დაბლა ჩავდიოდით, ბუჩქები მით უფრო ხშირდებოდა.
ბოლოს მივაღწიეთ ერთ ფართო კორომს და დავინახეთ, რომ აქ ხარობდა
მოვერცხლისფროფოთლიანი ხეები. ასეთი ხეები კეიპტაუნთან, მაგიდის მთის
ფერდობებზე შემხვედრია და ამიტომ, ცოტა არიყოს, გაკვირვებული დავრჩი.
_ ოჰ, _ აღტაცებით წამოიძახა გუდმა, აბზინვარებული ფოთლების
დანახვაზე, _ აქ ხომ აუარებელი შეშაა. მოდით, ცოტა შევისვენოთ და სადილიც
მოვამზადოთ. ჩემმა კუჭმა ის უმი ხორცი უკვე მოინელა.
ეს წინადადება ყველას მოეწონა. გზიდან ოდნავ გადავუხვიეთ და იქვე
მოლიკლიკე ნაკადულისკენ წავედით. ხმელი ფიჩხი შევაგროვეთ და ორიოდე
წუთის შემდეგ ცეცხლი ავაგუზგუზეთ. ხორცს რამდენიმე სქელი ნაჭერი
ჩამოვაჭერით, წვეტიან ჯოხებზე წამოვაგეთ და ნაკვერცხლებზე ავაშიშხინეთ.
სხვათა შორის, ხორცს კაფრებიც ამგვარად წვავენ. სადილს უდიდესი
სიამოვნებით შევექეცით. როდესაც კარგად დავნაყრდით, ჩიბუხები გავაჩაღეთ
და თავი განცხრომას მივეცით. ამგვარი ყოფა განვლილი ტანჯვა-წამებისა და
ათასი უბედურების შემდეგ თითქმის ღვთაებრივი გვეჩვენა. ნაკადულის
ნაპირებს სქლად მოსდებოდა უზარმაზარი გვიმრები, მათ შორისმაქმანებივით გამჭვირვალე ველური სატაცური იჭყიტებოდა, ნაკადული
მხიარულად მორაკრაკებდა, ნაზი ნიავი ხეების ვერცხლისფერ ფოთლებში
დაქროდა. ირგვლივ ქედნები ღუღუნებდნენ. პატარა ჩიტები ტოტიდან
ტოტზე ხტოდნენ, მათი ჭრელი, მოხატული ბუმბული ძვირფასი ქვებივით
ელვარებდა. დიახ, ეს ჭეშმარიტი სამოთხე იყო.
შეგნებამ იმისა, რომ დაუსრულებელი ტანჯვა-წამება, ფათერაკებით
აღსავსე დღეები წარსულს ჩაბარდა და, როგორც იქნა, აღთქმულ ქვეყანას
მივაღწიეთ, ისე გაგვაოგნა, რომ უნებლიეთ ყველანი დავდუმდით. სერ ჰენრი
და ამბოპა გვერდიგვერდ ისხდნენ და დამტვრეულ ინგლისურ და არანაკლებ
დამტვრეულ ზულუსურ ენაზე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. მე გვიმრის
სურნელოვან საწოლზე ვიწექი და თვალმილულული მათკენ ვიცქირებოდი.
უეცრად შევამჩნიე, რომ გუდი სადღაც გაქრა და თვალებით ძებნა დავუწყე.
მალე მივაგენი კიდეც. იგი ფლანელის პერანგის ანაბარა იჯდა ნაკადულის
პირას, ტანის დაბანა უკვე მოესწრო. ამ კაცს იმდენად ჰქონდა ტანში გამჯდარი
სისუფთავის გრძნობა, რომ ძვირფას დროს დასვენების ნაცვლად თავის
წესრიგში მოყვანას ანდომებდა.
მას უკვე გაერეცხა გუტაფისის თეთრი საყელო, გაებერტყა და
გულდაგულ გაეწმინდა პიჯაკი, ჟილეტი, შარვალი, რომლებიც გზაში
დახეოდა, დაჰყურებდა დახეულ-გამოგლეჯილ ადგილებს და თავს
ნაღვლიანად იქნევდა. შემდეგ ტანსაცმელი კოხტად დაკეცა, ნაპირზე დააწყო,
ფეხსაცმელი აიღო და ტალახი გვიმრით მოაცილა, გაუსვა ქონი, რომელიც
ინკოს ხორცს საგანგებოდ ააჭრა და დიდხანს აპრიალებდა. როცა ფეხსაცმელმა
ლაპლაპი დაიწყო, მონოკლით კარგად დაათვალიერა და ჩაიცვა. პატარა
სამგზავრო ტოპრაკიდან, რომელსაც არასოდეს არ იშორებდა, ამოიღო
სავარცხელი შიგ ჩადგმული სარკით და ყურადღებით დააკვირდა თავის სახეს.
ეტყობოდა, უკმაყოფილო დარჩა, რადგან ხელი მიჰყო თმის ვარცხნას და
სწორებას. მერე ისევ სარკეში ჩაიხედა. ჩაიხედა და თავი კვლავ არ მოეწონა.
თითებით მოისინჯა ნიკაპი, რომელზედაც კარგა მოზრდილი წვერი
ამოსვლოდა. რა გასაკვირია, უკვე ათი დღე იყო, მის სახეს სამართებელი არ
მიჰკარებოდა.
_ «არა, ეს შეუძლებელია, _ გავიფიქრე მე, _ ნუთუ პირის გაპარსვას
აპირებს?"
დიახ, არ შევმცდარვარ, გუდმა აიღო ქონის ნაჭერი, რომლითაც წეღან
ფეხსაცმელი გააპრიალა, გულდაგულ გააღანღალა წყალში, შემდეგ ისევ გახსნა
ტოპრაკი, ბრინჯაოს პატარა სამართებელი ამოიღო, ლოყებზე და ნიკაპზე ქონი
წაისვა და პარსვას შეუდგა. ეტყობოდა, ეს საკმაოდ მტკივნეული იყო, იმიტომ,
რომ დროდადრო ოხრავდა და კვნესოდა. მე კი სიცილით ვიგუდებოდი, როცა
ვუყურებდი, როგორ ცდილობდა ჩვენი კაპიტანი გაეპარსა აქეთ-იქით
გაჩაჩხული, სქელი, ჯაგრისებური წვერი.
როგორც იქნა, დიდი ჯახირის შემდეგ, გაიპარსა მარჯვენა ლოყა და
სწორედ ამ დროსრაღაც სხივმა ელვასავით გადაუქროლა თავზე. გუდი საშინელი წყევლა-კრულვით წამოხტა (დარწმუნებული ვარ,
ჩვეულებრივი სამართებელი რომ ჰქონოდა, უეჭველად ყელს გამოიჭრიდა).
მეც ფეხზე წამოვიჭერი _ ოღონდ მასავით წყევლა-კრულვას არ მოვყოლივარ, _
და, აი, რა დავინაზე: ჩემგან ოციოდე, გუდისაგან კი, ალბათ, ასე, ათიოდე
ნაბიჯზე იდგა ხალხი. ძალზე მაღლები იყვნენ, კანი მოწითალო-
მოსპილენძისფრო ჰქონდათ, ზოგ მათგანს თავზე შავი ბუმბულის ჯიღა ედგა,
მხრებზე კი ჯიქის ტყავის მოსასხამი მოესხა. ერთი თვალის შევლებით სხვა
ვერაფერი დავინახე.
ყველაზე წინ ჩვიდმეტიოდე წლის ჭაბუკი იდგა, ხელი მაღლა აღემართა
და დისკოსმტყორცნელის ანტიკურ ქანდაკებას წააგავდა. როგორც ეტყობოდა,
მან ისროლა ის დანა, კაპიტანს თავზე ელვასავით რომ გადაუშხივლა.
ვიდრე მათ ვათვალიერებდი, წინ წამოდგა მოხუცი, ჭაბუკს ხელი წაავლო
და რაღაც უთხრა. შემდეგ ყველანი ჩვენკენ გამოემართნენ. სერ ჰენრიმ, გუდმა
და ამბოპამ თოფებს ხელი დაავლეს და მუქარით აღმართეს, მაგრამ მოსულებს
ამისათვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ, არც ფეხი შეუჩერებიათ.
ცხადი იყო, არ იცოდნენ, რა იყო თოფი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე
გულგრილად არმოიქცეოდნენ.
_ დაყარეთ თოფები! _ დავუყვირე თანამგზავრებს, რადგან მივხვდი, თუ
სიცოცხლე გვსურდა, უნდა დაგვერწმუნებინა ეს ხალხი, რომ ცუდი
განზრახვით არ ვიყავით მოსულნი და ვცდილიყავით, როგორმე მათი გული
მოგვენადირებინა. გუდი, სერ ჰენრი და ამბოპა ჩემს ბრძანებას დაემორჩილნენ.
მე კი წინ წავდექი და თავი დავუკარი მოხუც მეომარს, წეღან ის ჭაბუკი რომ
შეაჩერა.
_ სალამი თქვენდა! _ მივესალმე ზულუსურად, თუმცა არ ვიცოდი, ამ
ხალხთან რა ენაზე მელაპარაკა. ძალიან გამიკვირდა, როცა მოხუცი ნათქვამს
მიმიხვდა.
_ სალამი! _ მომიგო მან არც თუ ისე წმინდა ზულუსურით, მაგრამ მე და
ამბოპა მაშინვე მივხვდით, რაც გვითხრა.
შემდეგ შევიტყვეთ, ეს ხალხი ძველი ზულუსურით ლაპარაკობდა.
ძველსა და ახალ ზულუსურს შორის დაახლოებით ისეთივე განსხვავებაა,
როგორიც ჩოსერის ენასა და მეცხრამეტე საუკუნის ინგლისურენებს შორის.
_ საიდან მოხვედით? _ გვკითხა მოხუცმა. _ ვინ ხართ? რატომ არის, რომ
თქვენს შორის სამს თეთრი კანი აქვს, მეოთხე კი სახით ისე წაგვაგავს, თითქოს
ჩვენთა დედათა ეშობნეს? _ თქვა და ამბოპაზე მიგვითითა.
ამბოპას შევხედე და დავრწმუნდი, მოხუცი მართალს ამბობდა. ჩვენი
მსახური სახით და თვალ-ტანადობით საოცრად წააგავდა ამ ხალხს, მაგრამ
მაშინ ამაზეფიქრის დრო არმქონდა.
_ ჩვენ უცხოელები ვართ და აქ მშვიდობიანი განზრახვით მოვედით, _
ვუთხარი მე. თან ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა, ნელა მელაპარაკა, რომ
მოხუცი ჩემი სიტყვების აზრს მიმხვდარიყო. _ ეს კაცი კი, _ დავუმატე შემდეგ,
_ ჩვენი მსახურია. _ ცრუობ, _ მომახალა მოხუცმა, _ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია
გადმოლახოს ეს მთები, იქ ხომ ყველა სულიერი კვდება და იღუპება. თუმცა რა
მნიშვნელობა აქვს, ცრუობ თუ არა, უცხოელებს ეკრძალებათ კუკუანელთა
მიწაზე ფეხის დადგმა. თქვენ უნდა დაიხოცოთ, ასეთია მეფის უზენაესი
ბრძანება. მოემზადეთ, ჰოი, უცხოელებო!
ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, შემაცბუნა. მეტადრე მაშინ შევკრთი, როცა
მეომრებმა ქამარზე იტაცეს ხელი. ქამრებზე დიდი მძიმე დანის მსგავსი რაღაც
იარაღი ეკიდათ.
_ რას რატრატებს ეგ ბებერი მაიმუნი? _ მკითხა გუდმა.
_ ამბობს, უნდა დაგხოცოთო, _ კუშტად მივუგე მე.
_ ოჰ, ღმერთო ჩემო! _ აღმოხდა კვნესა გუდს და, როგორც ყოველთვის,
აღელვების ჟამს, ახლაც ხელი პირისკენ წაიღო, ზემო ყბის ხელოვნური
კბილები გამოიღო, შემდეგ ისევ ჩაიდგა და ენა გაატკაცუნა, რომ კბილები
მჭიდროდ ჩაჯდომოდა.
გუდი უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა. ამის დანახვაზე ამაყ
კუკუანელებს შემზარავი ყვირილი აღმოხდათ და ყველამ უკლებლივ
რამდენიმე იარდით უკან დაიხია.
_ რა ამბავია, რა მოხდა? _ გაოცებით შევეკითხე სერჰენრის.
_ გუდმა კბილები ჩამოიხსნა, _ აღელვებით ჩამჩურჩულა სერ ჰენრიმ, _
ჰოდა, ამის დანახვაზე თავზარი დაეცათ. გუდ, გამოიღეთ კბილები, სულ
გამოიღეთ!
კაპიტანი იმწამსვე დათანხმდა, კბილები გამოიღო და მარჯვედ ჩამალა
ფლანელის პერანგის სახელოში.
ცნობისმოყვარეობამ თანდათანობით სძლია შიშს და კუკუანელები ნელ-
ნელა ისევ მოგვიახლოვდნენ. როგორც ეტყობოდათ, სულ დაავიწყდათ, ყელის
გამოღადვრასრომ გვიპირებდნენ.
_ გვითხარით, ჰოი, უცხოელებო! _ მოგვმართა მოხუცმა და ხელი
გუდისკენ გაიწვდინა. გუდი ფლანელის _ პერანგისამარა იყო, სახე
სანახევროდ გაპარსული ჰქონდა, _ როგორ შეუძლია ამ მსხვილ კაცს,
რომელსაც სხეულს ტანსაცმელი უფარავს, ფეხები კი შიშველი აქვს, თმა
მხოლოდ სახის ერთ მხარეს ეზრდება, მეორეზე კი ბეწვიც არ ამჩნევია, ერთ
თვალში მეორე თვალი უდგას, _ გამჭვირვალე მბრწყინავი თვალი _ როგორ
შეუძლია-მეთქი ამ კაცს, თავის ნებაზე გამოიღოს კბილები პირიდან და მერე
ისევ ჩაიდგას?
_ გააღეთ პირი! _ ვუჩურჩულე გუდს.
კაპიტანმა იმწამსვე გააღო პირი და გამოაჩინა ორი წითელი ნუნა,
რომელთაც ახლად შობილი სპილოსავით კბილების ნიშანწყალიც არსად
ეტყობოდათ.
_ სად გააქრო კბილები? _ შიშით შეჰყვირეს კუკუანელებმა, _ აკი წეღან
პირში ჰქონდა! გუდმა ველურებს ამაყად შეაქცია ზურგი, ხელი პირთან მიიტანა, შემდეგ
შემობრუნდა, პირი გააღო და, _ ჰოი, საკვირველებავ! _ ველურებმა პირში
ჩაწიკწიკებული კბილები დაუნახეს.
მაშინ ის ჭაბუკი, გუდს დანა რომ ესროლა, მიწაზე დაეცა და
თავზარდაცემულმა გულშემზარავი ყვირილი მორთო. მოხუცს კი შიშისაგან
მუხლები აუკანკალდა.
_ ახლა კი ვხედავ, რომ სულები ხართ, _ ენის ბორძიკით წაიბუტბუტა მან,
_ რადგან არც ერთ მოკვდავს, ქალის მიერ შობილს, არ ეზრდება წვერი ცალ
მხარეს, არა აქვს მრგვალი, გამჭვირვალე თვალი და თავის ნებაზე მოსეირნე
კბილები. მოგვიტევეთ, ჰოი, მბრძანებელო!
ალბათ მიხვდებით, როგორ გამეხარდებოდა ამ სიტყვების გაგონება. რაღა
თქმა უნდა, მაშინვე ვისარგებლე ამ მოულოდნელი ბედნიერი შემთხვევით.
მოწყალედ გავიღიმე და განვაცხადე:
_ კარგი, ამჯერად გვიპატიებია, რაც შესცოდეთ, ახლა კი დროა სიმართლე
შეიტყოთ. ჩვენ სხვა სამყაროდან ვართ მოსულნი, დავეშვით უდიდესი
ვასრკვლავიდან, რომელიც ღამით თქვენს ქვეყანას თავზე დანათის, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.
_ ო! ო! _ ერთბაშად აღმოხდა ყველას გაოცების ამოძახილი.
_ დიახ, ჩვენ ვარსკვლავეთიდან ჩამოვედით, _ განვაგრძე
შემწყნარებლური ღიმილით, თან თვითონვე მიკვირდა, რაებს ვროშავ-მეთქი. _
დავეშვით მიწაზე, რომ თქვენი ხალხი ჩვენი აქ ყოფნით გავაბედნიეროთ. ხომ
ხედავთ, მეგობრებო, თქვენთან წამოსვლას ვეპირებოდით და ამისათვის
თქვენი ენაც კი შევისწავლე.
_ დიახ, დიახ, სწორია, ეს ასეა! _ ერთხმად დამიმოწმეს ველურებმა.
_ ჰოი, მბრძანებელო ჩემო, მაპატიე, მაგრამ ძალიან ცუდად შეგისწავლია
ჩვენი ენა, _ სიტყვა გამაწყვეტინა მოხუცმა.
მაგრამ ისე მწყრალად გადავხედე, რომ საბრალო შეკრთა და ენა მუცელში
ჩაიგდო.
_ ახლა კი, მეგობრებო, _ განვაგრძე, _ იქნებ იფიქროთ, სამაგიეროს
გიზღავთ მტრული შეხვედრისათვის და სიცოცხლეს გამოვასალმებთ იმას,
ვინც მოძრავ კბილებიან კაცზე ხელი შემართა...
_ შეგვიბრალეთ, ჩემო მბრძანებელო, ის ჩვენი უფლისწულია, ჩემი ძმის
შვილი, რამე რომ შეემთხვას, სისხლი მე უნდა ვზღო, რადგან მაგის სიცოცხლე
მე მაბარია.
_ მაგაში ეჭვი არშეგეპაროს, _ ბოროტად ჩაისისინა ჭაბუკმა.
_ ეგება ფიქრობთ, ძალა არ შეგვწევდეს სამაგიერო გადაგიხადოთ? _
განვაგრძე მე ისე, რომ მისი სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, _
მოითმინეთ და ახლავე დარწმუნდებით; შენ, ჰეი, მონა ძაღლო, _ რამდენადაც
კი შემეძლო მრისხანედ ვუთხარი ამბოპას, _ მომაწოდე ის ჯადოქმნილი
მოლაპარაკე ლულა! _ თან შეუმჩნევლად თვალით ჩემს «ექსპრესზე" ვანიშნე. ამბოპამ იმწამსვე მომაგება ხელში თოფი, მის ამაყ სახეზე იმ დღეს
პირველად დავინახერაღაცღიმილის მსგავსი.
_ ინებეთ, მბრძანებელთა მბრძანებელო! _ მითხრა და თავი მდაბლად
დამიკრა.
რამდენიმე წუთის წინ თვალი მოვკარი ანტილოპას. ჩვენგან
სამოცდაათიოდე იარდის დაშორებით კლდეზე იდგა. სწორედ მისი მოკვლა
მქონდა განზრახული, როცა ამბოპას თოფის მოტანა ვუბრძანე.
_ ხედავთ იმ ცხოველს? _ ვკითხე ველურებს და ანტილოპასკენ ხელი
გავიშვირე, _ განა დედაკაცისაგან შობილ ჩვეულებრივ ადამიანს ძალუძს
მხოლოდ და მხოლოდ ხმით მოკლას იგი?
_ ეგ შეუძლებელია, ჩემო მბრძანებელო, _ მიპასუხა მოხუცმა.
_ მიუხედავად ამისა, მე მაინც მოვკლავ იმ ანტილოპას, _ მშვიდად
მივუგე.
მოხუცმა მეომარმა გაიღიმა.
_ არა, ჩემო მბრძანებელო, შენ ამას ვერშეძლებ.
მე თოფი შევმართე და ანტილოპა მიზანში ამოვიღე. ანტილოპა ძალზე
პატარა იყო და ასე შორი მანძილიდან სულ ადვილად შეიძლებოდა ტყვია
ამეცდინა, მაგრამ ვიცოდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მომეკლა.
ანტილოპა უძრავად იდგა. მეღრმად ამოვიოხრე და ჩახმახს თითი გამოვკარი.
ბუჰ, ბუჰ! იგრიალა თოფმა. ანტილოპამ შეიკუნტრუშა და უსულოდ
დაეცა მიწაზე. ველურებმა საზარლად დაიღრიალეს.
_ თუ გინდათ ხორცი, წადით და ის ანტილოპა აქ მოათრიეთ, _
მოჩვენებითი გულგრილობით ვთქვი მე.
მოხუცმა ერთ-ერთ ველურს რაღაც ანიშნა. ველური კლდისკენ გაქანდა.
მალე დაბრუნდა, ზურგზე მოკლული ანტილოპა მოეგდო. რომ იცოდეთ,
როგორ გამეხარდა, როცა ვნახე, ტყვია ზედ ბეჭს ზემოთ მოხვედროდა. მე ხომ
სწორედ ბეჭი ამოვიღე მიზანში. ველურები შემოეხვივნენ საბრალო ცხოველს
და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ ნატყვიარს. სახეზე შიში ეწერათ.
_ ხომ ხედავთ, _ მივუბრუნდი მათ, _ მე სიტყვებსფუჭად როდი ვხარჯავ!
ხმა არავის გაუღია.
 _ თუ ჩვენს ძლევამოსილებაში კიდევ ეჭვი გეპარებათ,
_ განვაგრძე მე, _ რომელიმე თქვენგანი იმ კლდეზე დადგეს, დიახ, დიახ,
დადგეს და მასაც იმ ანტილოპასავით გავაგორებ.
მსურველი არავინ აღმოჩნდა. ჩამოვარდა სიჩუმე, რომელიც მეფისწულმა
დაარღვია.
_ მისმინე, ძია, _ მიმართა მან მოხუცს, _ გემუდარები, წადი და იმ
კლდეზე დადექ. ჯადო კაცს ვერმოკლავს, მას მხოლოდ ცხოველზე აქვს ძალა.
მაგრამ მოხუცს ძმისწულის წინადადება სულაც არ მოეწონა, პირიქით,
ეწყინა კიდეც.
_ არა, არა! _ სწრაფად წამოიძახა მან, _ კმარა, რაც ჩემმა თვალებმა ნახეს, _
მერე თავის ამალას მიუბრუნდა და ბრძანა: _ ეს ადამიანები მისნები არიან დამეფეს უნდა მივგვაროთ, ხოლო თუ ვინმეს სურს, ჯადო საკუთარ თავზე
გამოცადოს, შეუძლია წავიდეს და კლდეზე დადგეს, ჯადოსნური ჯოხი მასაც
დაელაპარაკება.
მაგრამ კუკუანელთა შორის ამის მსურველი არავინ იყო.
_ ტყუილუბრალოდ რად უნდა დახარჯო ჯადოსნური ძალა ჩვენს ბილწ
სხეულებზე, _ თქვა ერთმა ველურმა. _ საკმარისია, რაც ვნახეთ. არც ერთ ჩვენს
მისანს მსგავსი არაფერი შეუძლია.
_ მართალს ამბობ, _ შვებით მიუგო მოხუცმა მეომარმა, _ დიახ, დიახ, ეს
ჭეშმარიტებაა. მისმინეთ, ჰოი, ვარსკვლავის შვილნო, ბრჭყვიალა თვალისა და
მოძრავი კბილების შვილნო, თქვენ, რომელნიც მართავთ ელვა-ქუხილს და
შორი მანძილიდან კლავთ ცხოველს თუ კაცს. მე ინფადუსი ვარ, კუკუანელთა
ყოფილი მეფის კაფას შვილი. ეს ჭაბუკი კი სკრაგაა.
_ მაგ სკრაგამ ცოტას გაწყდა, საიქიოს არ გამისტუმრა, _ დაიჩურჩულა
გუდმა.
_ სკრაგა უფლისწულია, _ ერთი ყოფით განაგრძო ინფადუსმა, _ თუალას
შვილია. თუალა კი დიდი მეფე გახლავთ, _ ათასი ცოლის მეუღლე,
კუკუანელთა წინამძღოლი და მბრძანებელი, დიდი გზის ბატონ-პატრონი,
მტრის რისხვა და ძრწოლა, ბრძენი, რომელიც მისნობის ყველა საიდუმლოს
განაგებს, ასი ათასი მეომრის სარდალი, თუალა ცალთვალაა, თუალა შავია,
თუალა მრისხანეა.
_ რაკი ასეა, წაგვიყვანე იმ შენს თუალასთან, _ ქედმაღლურად ვუთხარი
მე, _ ჩვენ არ გვსურს ქვეშევრდომებთან და მსახურებთან ლაპარაკი თუ საქმის
დაჭერა.
_ თქვენს სურვილს შევასრულებთ, ჩემო მბრძანებლებო! წაგიყვანთ
მეფესთან. მაგრამ წინ გრძელი გზა გვიდევს! ამ ადგილებში სანადიროდ
მოვედით და სასახლეს სამი დღის სავალითა ვართ დაცილებული. მოთმინება
იქონიეთ, მბრძანებელო, დიად თუალას სამი დღის შემდეგ იხილავთ.
_ კარგი, _ აგდებულად ვუთხარი მე, _ ჩვენ დროს არ ვზოგავთ და არც
არსად მიგვეჩქარება, რადგან უკვდავნი ვართ. მზადა ვართ, წაგვიყვანე, მაგრამ
მისმინე, ო, ინფადუს, და შენც, ჭაბუკო სკრაგა! ერიდეთ ჩვენს მოტყუებას! ნუ
ეცდებით მახე დაგვიგოთ. ვიდრე თქვენი საბრალო ტვინი რამეს
გაიფიქრებდეს, ჩვენ უკვე გვეცოდინება ყოველივე, რადგან მონიჭებული
გვაქვს სასწაულებრივი ძალა, ჩავწვდეთ ადამიანთაფიქრსა და ზრახვებს. შუქი,
გამომდინარე იმ კაცის გამჭვირვალე თვალიდან, ვისაც ფეხები შიშველი აქვს,
სახეზე კი მხოლოდ ცალ მხარეს ეზრდება წვერი, ადგილზევე გაგაქვავებთ,
თქვენს ქვეყანაში უბედურებას უბედურებაზე დაატრიალებს. მისი მოძრავი
კბილები პირიდან გამოხტებიან და ტანში ჩაგესობათ, რომ შეგჭამონ არა
მარტო თქვენ, არამედ თქვენი ცოლებიცა და შვილებიც. ჯადოსნური მილები
კი საცერივით დაცხრილავენ თქვენს სხეულს.
ამ ბრწყინვალე სიტყვამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა არც
კი ვიცი, საჭირო იყო თუ არა ამისთქმა, რადგან ჩვენი ახალი მეგობრები უამისოდაც საკმაოდ შეშინებულები
იყვნენ.
მოხუცმა მეომარმა მონურად მოიხარა ქედი ჩვენს წინაშე. «კუუმ!" «კუუმ!"
_ რამდენჯერმე წამოიძახა. შემდგომ შევიტყვე, რომ «კუუმ" კუკუანელთა
მისასალმებლი სიტყვა იყო და ზულუსურ «ბააიეტს" უდრიდა. ამ სიტყვით
კუკუანელები მხოლოდ მეფესა და სამეფო სახლის შვილთ ესალმებიან. შემდეგ
ინფადუსმა რაღაც გადაულაპარაკა თავისიანებს. მათაც მყისვე სტაცეს ხელი
მთელ ჩვენს ავლა-დიდებას, გარდა თოფებისა, რადგან მათთან მიკარებაც კი
ეშინოდათ, აიღეს გუდის ტანსაცმელი, რომელიც, თუ გახსოვთ, ნაკადულის
პირად იდო. კაპიტანმა მოინდომა მათთვის თავისი შარვალი და პიჯაკი
წაერთმია, რის შედეგადაც მასსა და ველურებს შორის კაი ხმამაღალი დავა
ატყდა.
_ ჩემი მბრძანებელი და მფლობელი გამჭირვალე თვალისა, ხელს ნუ
ახლებს თავის ნივთებს. ყველაფერს მონები წამოიღებენ.
_ კი მაგრამ, მე მინდა შარვალი ჩავიცვა, _ ღრიალებდა გუდი.
ამბოპამ მისი სიტყვები ველურებს გადაუთარგმნა.
_ ჰოი, ჩემო მბრძანებელო, _ შეჰყვირა ინფადუსმა, _ ნუთუ გსურს ეგ
მშვენიერი თეთრი ფეხები შენი მორჩილი მონების თვალთაგან დაჰფარო? რით
დავიმსახურეთ შენირისხვა, რატომ ინებე ასე ჩვენი დასჯა?
მე გუდს ვუცქეროდი და სიცილით ვიგუდებოდი. ამასობაში ერთ-ერთმა
ველურმა გუდის ტანსაცმელს ხელი დაავლო და მოკურცხლა.
_ წყეულიმც იყავ! _ ბრდღვინავდა გუდი, _ იმ შავკანიანმა მაიმუნმა ჩემი
შარვალი გაიტაცა.
_ მისმინეთ გუდ, _ უთხრა სერ ჰენრიმ, _ თქვენ ამ მხარეში გარკვეული
როლით გამოცხადდით და ეს როლი ბოლომდე უნდა შეასრულოთ. ვიდრე აქ
ვიმყოფებით, შარვალს ვეღარ ჩაიცვამთ, დღეიდან მხოლოდ ეგ პერანგი და
ფეხსაცმელი უნდა ატაროთ; ჰო, მონოკლიც გრჩებათ. ერთი სიტყვით,
დროებით ბედს უნდა დაემორჩილოთ.
_ დიახ, დიახ, _ დავუდასტურე მეც, _ წვერიც მხოლოდ ცალ მხარეს უნდა
ატაროთ. კუკუანელთა წინაშე ახლა სხვა სახით რომ წარსდგეთ, ყველას
თაღლითებად მიგვიჩნევენ. ძალიან ვნანობ, ამის გადატანა რომ გიხდებათ,
მაგრამ სრული სერიოზულობით გეუბნებით: სხვა გამოსავალი არა გაქვთ,
გუდ. ველურებმა მცირეოდენი ეჭვიც რომ შეიტანონ, სიცოცხლეს საფრთხეში
ჩავიგდებთ.
_ მართლა ასეფიქრობთ? _ კუშტად შემეკითხა გუდი.
_ რა თქმა უნდა. ეგ «მშვენიერი თეთრი ფეხები" და ეგ მონოკლი ჩვენი
მხსნელია. თქვენი როლი ბოლომდე უნდა შეასრულოთ. ღმერთს მადლობა
შესწირეთ, ფეხსაცმლის ჩაცმა მაინც რომ მოასწარით და რომ აქ შედარებით
თბილი ჰავაა.
გუდმა მწარედ ამოიოხრა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. საბრალო
მხოლოდ ორიოდე კვირის შემდეგ შეეგუა თავის მწარე ხვედრს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий