XXXV
მარიამ დედოფალი ბიზანტიონს წასასვლელად ემზადებოდა, ამიტომაც
აფხაზეთს გაემგზავრა სული წმინდის მოფენის დღეს.
გირშელის ნიშნობა წინა კვირას შესდგა. ქორწილს აჭიანურებდა გურანდუხტი
რატომღაც.
ხან ამას მოიმიზეზებდა: შორენას მზითევს მოველიო კვეტარიდან, ხანაც თავის
ძმას უცდიდა დაჩის, ცოტა-ერისთავს ცხრატბისას.
გიორგის ნანახი ჰქონდა შორენას მზითევი, მაგრამ ასე ვარაუდობდა მეფე:
ალბათ სხვა საჭურჭლენიც ექნებაო ერისთავის ქალს გადამალულიფხოვში.
თავათ არა სწუხდა მაინცდამაინც გიორგი, გირშელის ქორწინება რომ
გადასდეს შემოდგომის მიწურულისთვის.
პირიქით, ეს უნდოდა მეფეს: დედოფლის ბიზანტიონს წასვლამდი არ
შემდგარიყო როგორმე იგი. მცირე იმედი ჭიატობდა სადღაც. ხანაც ყოველივე
წაგებულად ეჩვენებოდა წინასწარ.
ეს შემოდგომა არც ისე შორს იყო.
მერმე?
მერმე იწყებოდა საშინელი და გადაუხიდავი უფსკრული. ფიქრიც უმძიმდა
ამის გამო... თრიაქის წევასა და ღვინის სმას უმატა, უცნაურად გამოიცვალა,
ნადირობასა და ქეიფს მიეძალა ბოლოჟამს.
ომის მონატრული იყო მეფე. ისეთი ომი ატეხილიყო სარკინოზებთან, ან ბერძნებთან, ერთად
დაღუპულიყვნენ თუნდაც გირშელი და გიორგი, ისე როგორც დაუღვლილ კამეჩებს
მოაშთობს ხოლმე დიდროაის ჟამს არაგვი.
როცა გირშელი მცხეთაში იყო, გიორგი ყოველ წუთს უთვალთვალებდა მას,
განსაკუთრებით საღამოობით არ აშორებდა თვალს, უცილოდ უნდა სცოდნოდა, თუ
სად იყო ყველისციხის პატრონი ამ დროს?
ერთი რამ იყო სანუგეშო მხოლოდ: თავათ შორენა გულგრილად ეკიდებოდა
თავის საქმროს, გაცილებით უფრო ტფილად ეპყრობოდა გიორგის, ამიტომაც
მოუხშირა წვეულებებს, ნადიმობასა და ნადირობას მეფემ.
არც გურანდუხტი ანებებდა დანიშნულებს პირისპირ შეყრას და ეს ამბავი
განუსაზღვრელად ახარებდა გამიჯნურებულ მეფეს.
თიბათვის პირველს გირშელი ყველისციხეში იხმეს საერისთავოს საქმეების
მოსაგვარებლად.
ორი კვირაც ვეღარმოითმინა სასიძომ და კვლავ ჩამობრუნდა მცხეთაში.
სწორედ იმ საღამოს, როცა ყველისციხის პატრონი კვლავ ეწვია მეფეს, ზვიად
სპასალარი დაუბარებლად გამოცხადდა სასახლეში.
უცნაურად აღელდა გიორგი, როცა ზვიადის ტლანქი ნაბიჯები შემოესმა დიდ
დარბაზში მარტო მჯდომარეს.
მსახურთუხუცესი შემოჰყვა სპასალარს, სელი მიაწოდა სტუმარს.
მოუთმენლად წამოდგა ზვიადი, მისთვის უჩვევი მღელვარებით მოახსენა
გაფითრებულმა მეფეს:
მსტოვარებს უსიამო ამბავი მოეტანათ ფხოვიდან. კვეტარის საბრძოლო
გოდოლების კვლავ აგებას შესდგომიანო ხევისბერები. თვალდამწვარი
კოლონკელიძე ვერაფერს ხედავს, მაგრამ ისე იქცევა თურმე, სმენაც წართმევიაო
ვითომდაც.
«კოლონკელიძე წაჰკიდებია მოღალატე მამამზე ერისთავს, − განაგრძო
სპასალარმა, − კიდევაც რომ აჯანყდნენ ფხოველნი, მამამზე და ტოხაისძე არ
მიეშველებიან ერისთავს, არა!
დიდონი დაღალღაიც გადასდგომიან, მეფევ ბატონო, კოლონკელიძეს.
გაზაფხულზე თავს დასხმიან საერთო ჯარით, საცხოვარი და ხვასტაგი
წაუსხამთ კიდევაც.
ერთი უსიამო ამბავიც საჭოჭმანოა ოდნავ, − შემოდგომის დამლევს მამამზის
ქალი, კატაი, უნდა შეირთოს სახლთუხუცესმა ტოხაისძემ თურმე».
კარგად იცნობდა მეფე გიორგი თალაგვა კოლონკელიძეს, თუმცა ცოლ-შვილი
მცხეთაში ჰყავდა მძევლად, მაგრამ თავაწყვეტილი ერისთავი უდიდესი
განსაცდელის წინაშეც უკან არ დაიხევდა, თუ შურისგების საქმე ამას მოითხოვდა
მისგან.
როცა ზვიადმა მოხსენება დაასრულა, მეფე სახეზე მიაჩერდა სპასალარს და
ეუბნება:
«მერმე?»
«მერმე შენი ბრძანებაც თუ იქნება, მე აგრე მგონია, მეფევ ბატონო, ლაშქარი
უნდა წარვგზავნოთ დაუყოვნებლივ ფხოვს, კოლონკელიძე უნდა შევიპყრათ ახლავე.
თავი მოვკვეთოთ მოღალატეს, სანამ მამამზე ერისთავსა და დიდოელებს
შეირიგებდეს, არა?»
მეფე თავჩაქინდრული იჯდა და სდუმდა.
ზვიადმა ეს დუმილი თანხმობის ნიშნად მიიჩნია და განაგრძო უფრო თამამად: «ახალი ამბოხის თავკაცებიც ახლავე შევიპყრათ, შვიდივე ხევისბერი, არა?..
მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაშაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი
მისურაული, ბედია ბებურაული, უშიშაღუდუშაური და შიოლა აფხანაური».
ამათაც დავაყრევინოთო დაუყოვნებლივ თავები, ესეც უნდა განეცხადებინა
სპასალარს, მაგრამ როცა ხევისბერების ჩამოთვლა მოათავა, გიორგის თავი არ აუღია,
ზედაც არშეუხედავს მისთვის, იჯდა და მდუმარებდა კვლავ...
და მაშინ მიხვდა ზვიადი, თანხმობის ნიშანს რომ არ მოასწავებდა დუმილი
მეფისა.
გააოცა და შეაძრწუნა ამ ამბავმა გიორგი.
ომიო?
ომი დიახაც ენატრებოდა, მაგრამ არა შინაური, არამედ გარეშე მტერთან,
შინაური ომები სძაგდა ჟამის დღესავით მეფეს.
გარდა ამისა იგიც იცოდა: შორენა დიდად გამბედავი და თავნება დიაცი იყო,
დაბრმავებულ ერისთავის დალაშქვრა თუ საჭირო შეიქმნებოდა, ვინ იცის, რას
მოიმოქმედებდა თვალებდამწვარი მამის მხოლოდშობილი ქალი?!!
გირშელის ჯვრისწერა საერთოდ არ შესდგებოდა, ალბათ. ეს არ აწუხებდა
გიორგის. მთავარი ის იყო, ომის ატეხამდის ერისთავის ქალი კვლავ ღართისკარის
ციხეში უნდა დაემწყვდიათ უცილოდ.
ესეც იყო, ზვიად სპასალარის სიფრთხილე მუდამ გადაჭარბებულად
ეჩვენებოდა მეფეს. არც მსტოვარების ნაუწყები მართლდებოდა ყოველთვის.
იცოდა: გადაჭარბებულ სიფრთხილეს თანრომ სდევენ მოჩვენებანი.
ამას ეტყოდა ხოლმე ზვიადს:
შენმა მსტოვარებმა თუ მუდამ მართალი სთქვეს, შიმშილისაგან
ამოსწყდებიანო უცილოდ.
ბოლოს თავი აიღო გიორგიმ. სპასალარი დაითხოვა. ასე უთხრა: ხვალ გეტყვიო
პასუხს.
გუნებაში ასე გადასწყვიტა: თავათ წასულიყო უჯაროდ, უამალოდ ფხოვს,
როგორც მონადირე და მოქეიფე ვინმერაინდი.
თავათ შეემოწმებინა ეს ყოველივე, რათა უსაზმნოდ არ დაღვრილიყო სისხლი.
მხოლოდ ერთი რამ აბრკოლებდა ამ საქმეს: არ უნდოდა გირშელი მარტო
დაეტოვებინა მცხეთაში. გულცივად ექცეოდა თავის საქმროს შორენა, მაგრამ ვინ
იცის, ხვალ ან ზეგრა მოხდებოდა მათ შორის?!
კანონად ჰქონდა მიჩნეული მეფე გიორგის: მსტოვრებსა და დიაცებს ნურვინ
ენდობაო ბოლომდის.
იმ ღამესვე გაუზიარა ეს ამბავი გირშელს, წასვლას ვაპირებ, მაგრამ როგორ
დაგტოვოო სტუმარი მარტო?
გირშელიც განსაცდელის მოყვარული იყო ბუნებით, მუდამ საფრთხე
ენატრებოდარაინდს.
ეგეც ეწადა ერისთავს, თავისი მომავალი ცოლოური ენახა, თანაც
ჯიხვებზედაც წაინადირებდნენ გზადაგზა, ხატობაში წაიქეიფებდნენ სადმე.
ერთ დარბაზში მოთავსდნენ ყმაწვილებივით იმ ღამეს, ისევ იგონებდნენ
სიყრმეს, იცინოდნენ, ხუმრობდნენ საწოლში.
იმ ღამესვე გადაწყდა: იდუმალად გაპარულიყვნენ მცხეთიდან, ზვიადის მეტს
არავის სცოდნოდაფხოვს წასვლის ამბავი. ძველმანები თან წაეღოთ მრავალნაირი, წვერი ინით შეეღებათ, არავითარი
ამალა არ წარეტანათ თან, ეს ყოველივე მართლაც ყმაწვილურ ხალისს ჰგვრიდა ამ
იდუმალი მოგზაურობის გმირებს.
მხოლოდ ორი მხლებელი გააფრთხილეს, მალემსრბოლი უშიშარაისძე პიპა და
კოხრიჭისძე გაბოი, ძველი მეჯინიბე.
აფხაზური სატალახო ცხენებით უნდა ემგზავრათ, რადგან არაბული ან
თექური ულაყები არგამოდგებოდა მთაში.
●
უთენია გავიდა ოთხი გადაცმული მხედარი მცხეთიდან. რკინის ჩაბალახები
ეხურათ თავზე, ჟანგისფერნი თორნი ზედ ეცვათ, ღარიბული თექანი მიჰქონდათ
უნაგირების ტახტაზე მიკრულნი.
ლაღბობით დაიწყეს მგზავრობა: მეჯინიბე და მალემსრბოლი წინ გაუშვეს
პირველად.
იცინოდა თავათ ახმახი გირშელი, მალემსრბოლის უშიშარაისძის ანაგობის
გამო.
ტანმორჩილ, სატალახო ცხენზე იჯდა ეს უზარმაზარი დევკაცი, თავზე
ძველთაძველი ჩაფხუტი ეხურა (ბაგრატ კურაპალატის ჟამინდელი). ნახმლევებისაგან
კიდეშელეწილი, ხელში ჰოროლი ეჭირა თოროსანს, ხოლო ფეხები თითქმის
მუხლამდის უწევდა აფხაზურცხენს.
(უკანიდან შეეხედა ვისმეს, თავათ გირშელიც ასეთი მოსჩანდა თავის
ცხენზედაც).
«გლახუნა, რა ჰქვია შენს მალემსრბოლს, მუდამ მავიწყდება მისი სახელი?»
«პიპა»,
ეუბნება გიორგი.
«ამხელა კაცს ვინ დაარქვა პიპა!?»
ხარხარებდა გირშელი.
«მე დავარქვი, სიყრმეში. ისე ბერძნული სახელი ჰქვია. ანაქსიმანდრეს,
მცხეთის მიტროპოლიტს, მაქსიმეს მოუნათლავს მას ჟამსა შინა.
შენ კარგად იცი, მე ყველაფერი მეზიზღება ბიზატიური».
ჯერ საფურცლეშიაც არ იყვნენ მისული, საშინელი ხვატი დააცხრა მიწას,
მოფუყულნი სტიროდნენ იფნის, მურყანის და ტირიფის ფოთლები, ხვატისაგან
დახეთქილ მიწაზე მიაჯირითებდნენ დასიცხული მხედრები გაღვარულ ცხენებს.
პიპამ ნეშო აკინძა, მუზარადზე წამოიცვა, გაბოი ხუმრობდა: დათვოულად
გამოდგებაო ყანებში პიპა.
დასიცხული კამეჩები ეყარნენ ჭალების ჭოჭში, ნაღვლიანად ყოყინებდნენ
მხედრების დანახვისას.
ენაგამოვარდნილი ჯოგის ძაღლები ფეხებში უცვიოდნენ ცხენებს.
ღუღუნებდნენ განკერძოებულ მუხებში შეკუჟული ქედნები, დასამწყურვებლად
მიიწევდნენ გზადაგზა ცხენები.
ცას აწყდებოდნენ საირაოზე გადმოსული ქორები, წრეებს ხაზავდნენ
გაკრიალებულ ცარგვალზე, საწყალობლად ყიოდნენ, ცას შესტიროდნენ გადარუჯულ
მიწის სიმძიმილს.
სურათზე ნახატივით მოსჩანდნენ ციხეების, ეკლესიების და ქვითკირების
კონტურები უსაზღვრო სილურჯეში. ხვლიკები გადარბოდნენ გზებზე. ძერასფერქარაფების კიდეებს შეფარვით ეტმასნებოდნენ თავაწეული გველები. არაგვი
მოხტოდა ლოდებზე. კლდეებს აწყდებოდა მდვრინავი ეხო.
არაგვის პირად დაისვენეს, ტიკი გახსნა გაბოიმ, წაიხემსეს, თითო-ოროლა
მოზვრის ყანწი დასცალეს.
დასთქვეს: გუდამაყარს ვუწიოთო საღამოს, და განაგრძეს გზა.
ეკლესიამ იელვა მთაზე, მონასტრის თეთრი კედლები გამოჩნდა შორიდან.
სოფელშიაც არიყვნენ შესული, ყანებიდან გამოვიდაფეხშიშველა მონაზვნების
მთელი ლაშქარი.
მიდიოდნენ შავადმოსილი, თავდაბურული დიაცები, მტვერში ამოსვრილი
ძაძები ეცვათ.
«როგორ უძლებენ ამ შავებში ამნაირხვატს?»
ეუბნება გირშელი გიორგის.
«სიცხეს დიაცი უფრო იტანს».
მიუგო გიორგიმ.
მეწინავე მონაზონს თეთრ ტილოში გახვეული თიხის ლაზარე მიჰქონდა.
ფქვილის ტომრებსა და თეთრ ტოპრაკებს მიათრევდნენ სხვანი.
მიდიოდნენფეხშიშველა მონაზვნები, გალობდნენ:
ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა...
გიორგი და გირშელი მხარმარცხნით მიჰყვებოდნენ გზას. იდუმალ
უჭვრეტდნენ მონაზვნებს.
გადაიხარა გირშელი ცხენიდან, უჩურჩულა გიორგის:
«არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად, როგორც მახინჯი დიაცები ერთად
შეყრილნი. როგორი მოდრეკილი, კუკუმოქცეული, დაღრეჯილი ანაგობა აქვთ ამ
საცოდავებს!»
მართლაც საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში. თოჯინებსავით
გამოჩორგვილნი, თეძოდაშლილნი, ფეხმოქცეულნი, მენჯბრტყელნი და თავწვრილა,
მხარგანიერნი, გრძელწელიანნი, მოკლეფეხება, დათვოულის ძელივით აყლაყუდანი
ზოგნიც.
«ლამაზებიც არიან შიგადაშიგ, − ეუბნება ხმადაბლა ყველისციხის პატრონს
გიორგი, − აბა დააკვირდი ქარაფის პირად მიმავალთ, აშოლტილი გოგონებია ისინი,
მე დავინახე ჯერკიდევ მაშინ, როცა მთავარგზაზე გადმოუხვიეს».
ცხენები ააჩქარეს, გაუსწორდნენ მეწინავეთა. შეფარვით უჭვრეტდნენ ეს
დიაცები თოროსანრაინდებს, შესწითლებოდათ დასიცხული ლოყები.
თავსაფარებიდან ელავდნენ ნაღვლიანი, ღამეზე უშავესი თვალები. სხვანიც
შენიშნა გირშელმა: ქერათმიანი, თეთრყირმიზა დიაცები, ოდნავ ჭორფლიანი,
მკერდსავსენი და თეძოსავსენი, სწორბარკლიანი, დროშის ტარივით აშოლტილი
დედაკაცები.
უთვალთვალებდნენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვლისა და
სირბილის ტოკას ძაძით შეფარვულს, განიერი თეძოებისრყევას.
მტრედის ხუნდივით პაწია და თეთრიფეხები მიტოპავდნენ მტვერში...
გიორგი კვლავ გადმოიხარა ცხენიდან, გირშელს ეუბნება ჩურჩულით: «ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი დიაცები, მუდამ მგლოვიარენი იყვნენ, ჭკნობას
შეუნახონ მშვენება, რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი, რომ
ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე!»
«იცი, გლახუნა, სარკინოზების ქვეყნებში უზომოდ მახელებდა ჩადრიანი
დიაცების მზერა, როგორც ენკენისთვის მიწურულში თეთრ ყურძენს ამოდ
შეაყვითლებს ხოლმე მზვარე, ისე ამშვენებს მუსლიმთა ქვეყანაში ჩადრის ჩრდილი
დიაცის სახეს.
მუდამ მახელებდა ეს უცნაური სიყვითლე, ჩადროსნების ღაწვზე დაჭერილი
შეფარვით.
მაჰმადიანი დიაცებიც კარგი ბოზებია ზოგნი, მიდიხარ ხანდახან ქუჩაბანდში,
მწუხრისას, ზღვაური აფრიალებს კაბებსა და ჩადრებს. ჩამოგიქროლებს ჩადროსანი
პირშებურვილი, თუ მოეწონე, წაეხმარება ნიავს, ხელს აჰკრავს უცაბედად ჩადრს და
გაჩვენებს ირანულ ვარდზე უტურფესს პირს.
მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღშირომ ჰყვავის ხოლმე სულ
პირველად, ვარდობის თვეში.
წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერისა, შენ
რომ სკიპტრა მაჩვენე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმფერისა, გლახუნა, გესმის?
სწორედ იმ ფერის დიაცები მიყვარს, გლახუნავ, მე, ჩადრის ჩრდილში
შენახული, იშვიათად, სავსებით იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?»
«მოკლედა სთქვი, გირშელ, სიმოკლე ამშვენებს ხანდახან სათქმელს, შენს
საცოლესრომა აქვს, კოლონკელიძის ქალს, სწორედ ისეთი, არა?»
თავი დაუქნია გირშელმა ცბიერად მომღიმარე გიორგის და დეზი ჰკრა ცხენს,
რადგან ბოგირზე გადასვლისას გაოჩნდა იგი.
აღმართი მოათავეს, მონაზვნებმა მარჯვნით გადაუხვიეს, ჭილყვავივით
შეესიენ ისინი კალმუხის ქუდივით აწოწილ გორაკს.
დაღმართიდან ოციოდე თოროსანი რაინდი ამოდიოდა, როცა ოთხ მხედარს
გაუსწორდნენ, შესძახეს:
ვინა ხარო?
გიორგი მეფის ყმანი ვართო.
შეაგებეს ოთხთა.
დაქვეითდნენ მხედრები, პატივითა ხილვა მოუწყვეს, ოთხივენი გადაჰკოცნეს
და გაუდგნენ მცხეთისკენ გზას.
გიორგიმ განაგრძო გირშელის მიერშეწყვეტილი საუბარი.
«თუ შენ ჩადრის ჩრდილში დამშვენებულნი აგრე გყვარებია, არც ის ბეხრეკა
ფარსმანი ყოფილა უჯილაგო».
«მერმე შენრა ჰქენი, გლახუნავ?»
«რა და ფარსმანი სადედო მონასტერს შეეჩვია მცხეთისას, ულამაზეს გოგონებს
ახადა ნამუსი. შარვაშისძის ქალს ნაბიჭვარი გაუკეთა, მონათა შვილებს ნუღარ
იკითხავ, ბოლოსფანასკერტელის ქალი მოიგდო ერთი, სწორედ მასაც ჰქონდა ძველი,
ძველი სპილოსძვლისფერიღაწვები. შენრომ გყვარებია, სწორედ ისეთი, გირშელ».
«მერმე?» ეკითხება მსუნაგი გირშელი.
«მერმე და ბისტი... შე რა გგონია, ჩვენი კანონები მხოლოდ სულელებისთვისაა
დაწერილი, ჩემო გირშელ. ჭკვიანები ისე აჭახრაკებენ თავიანთ დანაშაულს, მათ
მაგივრად სულელები გაებმებიან ხოლმე მახეში.
მელქისედეკ კათალიკოსი კალიასავით ახტა და დახტა, უსასტიკესად დასჯა
მოითხოვა მისი». მეფე გაუჯავრდა ცხენს, გირშელმა ვეღარმოითმინა და ისევ იკითხა:
«მერმე შენრა ჰქენი, გლახუნავ?»
«მე რა უნდა მექნა? ფარსმან სპარსი ციხეთა მშენებელია საუკეთესო მთელს
აღმოსავლეთში, ვიღაცფანასკერტელის გომბიოს გამო ხომ არმოვსჭრიდი თავს?
დავაჯილდოვეთ პირიქით ამისთვის, ზვიად სპასალარი შემომიჩნდა:
ფარსმანმა ზოგი რამ საიდუმლო იცის ჩვენი, ეს უნდა დავტყუოთო, ამიტომაც
შევრთეთ, შენრომ იცოდე ვინ?»...
გირშელმა ცხენი შეაყენა.
ვინაო?
იკითხა.
«ვინა და ვარდისახარი, შენი საცოლეს, შორენას პირისფარეში.
შენი მსუნაგობის ამბავი ვიცი, ეს დიაცი რომ ნახო, შესაძლოა ქორწილი მეორე
შემოდგომამდის გადასდო კიდევაც».
გირშელი დაინტერესდა, გაუღიმა გიორგის, მერმე ყმაწვილურად,
ქარაფშუტულად ეკითხება მეფეს:
«სადაა მერმე ის დიაცი ახლა?
შენ ხომ იცი, ბებრის ცოლიფრიად ტკბილია».
«მაგის ჟინი მეცა მჭირს, გირშელ, თუ სადმე მოვახელე, შენს წყალობას არ
მოვუცდი, იცოდე».
გიორგიმ ცხენი შეაყენა, რადგან უშიშარაისძე და კოხრიჭისძე აღარსად
სჩანდნენ.
აზღვავებული ხალხი შესეოდა ყანებს. დროშები და ხუცები წინ მიუძღოდნენ
ბრბოებს.
მდინარეებში საბანაოდ მიჰქონდათ ხატები.
ფეხშიშველა დიაცები გალობდნენ ლაზარეს, ორღობეებში ბიჭები წყლით
წუმპავდნენ გოგოებს. ტკარცალებდნენ გაქცეული დიაცები.
გიორგიმ ერთ ხილნარში გადაიხედა:
«ფშატი აყვავებულა ამ სოფელში, გირშელ, გოგოები ათქვირებულან მიტომაც».
ეუბნება ყველისციხის პატრონს.
სიცხისაგან შეჭარხლული გირშელი გაოგნებული იჯდა უნაგირზე, მაინც
უთვალთვალებდაფეხშიშველა დიაცებს. განზრახ ჩამორჩებოდნენ მეფე და ერისთავი
მხლებლებს, სტკბებოდნენ მრუში ამბების მოყოლითა და ბილწსიტყვაობით.
ქუშამომჯდარი ხვნეშოდა აფხაზური ცხენი გირშელის გოლიათური სხეულის
ზიდვისაგან.
ციხე-სოფელში შევიდნენ უკვე. სახედრები ღრიალებდნენ ქედზე
გადმომდგარნი, კოკებით დატვირთულებს მოაჯირითებდნენ სხვათა, მიწამდი
უწევდნენფეხებს ვირზე გადამჯდარი ვირგლა ბიჭები.
XXXVI
ძელსა ჰკრეს თეთრგუმბათიან ეკლესიაში. შურისდარ ბილიკებიდან
ბღავილით დაიძრნენ ცხვრის ფარები, მღვრიე ტალღასავით შეესხნენ მთის კალთებს,
კოტრიალით ცვიოდნენ ნერბები და ვერძები წყალში.
ბღაოდნენ საძოვრებიდან მობრუნებული კუროები, ჭიხვინებდნენ
მუცელდაბერილი ჭაკები, ფეხშიშველა დიაცები დაძრწოდნენ ორღობეებში, თიხის
ლაზარე ეჭირათ ხელში, საწყალობლად გალობდნენ: ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა...
........................................
ღმერთო მოგვეც ტალახიო,
აღარგვინდა გორახიო.
მდუმარედ ისხდნენ მოქანცული მხედრები გაღვარულ ცხენებზე,
უთვალთვალებდნენ ფეხშიშველა დიაცების გათქვირულ ძუძუებსა და მზისგან
დაბრაწულ, შიშველ წვივებს.
ენატრებოდათ სეფექალებისგან თავმობეზრებულებს ქარცემული ლოყების
კოცნა, გომიჯივით მკვრივი ძუძუების სრესა...
შევიდოდნენ ხევში. გზირები დაუხვდებოდათ, გაივლიდნენ ხეობას,
ციხეებიდან უყივლებდნენ.
შემოერტყმოდნენ შუბოსნები გარს, დაზვერავდნენ, ჰკითხავდნენ: ვისნი
ხართო?
გიორგი მეფის ყმანი ვართ, დიდოეთს მივდივართო ცხენების სასყიდლად.
ქრთამებს მიართმევდნენ ციხისთავებსა და ხევისთავებს და მიიწევდნენ
ფხოვის მიწაზე წინ.
ცხენები ძლივს მიფოხრიკობდნენ შემრეცილ ბილიკებზე.
მთების ჩრდილები ტაფობებზე წვებოდნენ, კიოდნენ ტურები, შემოღამებული
არწივები ჰყიოდნენ მთებში. შავი არაგვის პირად ციხე იდგა ოთხგოდოლიანი.
კოხრიჭისძემ აიჩემა:
შევიპაროთო ციხეში, მეჯინიბეებს ვიცნობო იქაურს. გაგვათევინებენო
როგორმეღამეს.
არა ჰქნა გლახუნამ. სადმეფიჭვნარში შევუცადოთო ცისკარს.
წიწვიანი ტყეები დაიწყო, ამოდ ქშუოდნენ ქარაფებიდან გადაკიდული
ჩქერალები, სვავები დგებოდნენ უფსკრულებიდან, მთის მგელი ყმუოდა ხევში.
გზა აერიათ მხედრებს, რომელიღაც ხეობაში დაეკარგათ ბილიკი, გლახუნამ
მოითხოვა: თორმუზარადი დავმალოთ, ჰოროლები ხელიდან გავაგდოთ, თორემ
გაძნელდებაო ფხოვის მიწაზე მგზავრობა.
ავაზასფერი კლდეები გამოჩნდნენ გზიდან.
როცა გირშელმა და პიპამ ძველმანები გადაიცვეს, სიცილს ვეღარ იკავებდნენ
გლახუნა და გაბოი, საფრთხობელას მიაგავდნენ ძონძებში გადაცმული მხედრები.
უკვე შეუძლებელი გახდა ცხენით სვლა, მოსართავები წარამარა უწყდებოდათ
გირშელსა და პიპას.
დაქვეითდნენ, ხელით მიათრევდნენ ცხენებს.
გირშელის ტაიჭი სავსებით დავარდა. პიპა უკანიდან აწვებოდა და ასე
მიჰყავდათ ორვაჟკაცს ერთი ცხენი.
დეკათი მოფენილ ტაფობს მიადგნენ ერთს, საწყალობლად წიოდნენ როჭოები
ჩირგვებში.
ორიოდეროჭო ძლივს მოინადირეს.
ცეცხლი გააჩაღეს, მწვადები შესწვეს, გაბოს არაყი აღმოაჩნდა ტიკში.
სამი თოროსანიფხოველი წამოადგათ თავზე.
მათაც ესა ჰკითხეს, რომელი სოფლისანი ხართ, რად მოსულხართო ფხოვს?
გლახუნამ სავსე ყანწი მიაწოდა სამთაგან უხუცესს. «შენ გეტყვი, ძია კაცო, ვინ განაგებს ამჟამად ფხოვს?»
«ერისთავი კოლონკელიძე».
«ჰო, მაგრამ, აკი ბრმაა კოლონკელიძე?»
ბრმაა, მაგრამ მაინც უკეთ ხედავს, ვიდრე იგი, ვინც თოლები დასწვაო
ერისთავს.
ვინ დასწვაო თოლები კოლონკელიძეს?
«მაგ პირძაღლმა მეფე გიორგიმ».
ყველისციხის პატრონმა ძლივს შეიკავა ღიმილი. როჭოს კურტუმი დაითრია
დაღოჯებით დაუწყო ღრღნა.
გაეცალნენ თუ არაფხოველნი, ერისთავს ეუბნება გიორგი:
«შენ გეტყვი, გირშელ, სხვა მეფეებიც ჩემსავით გადაცმულნი რომ ივლიდნენ,
ქება არმოაკლდებოდათ დილას და საღამოს».
ბილიკს შეუდგნენფიჭვნარში მიმავალს.
ცეცხლი დაანთეს აქაც. ცხენებს თოფრები გაუკეთეს, ქეჩები დააგდეს მიწაზე.
მორიგეობით ეძინათ დაქანცულებს, მორიგეობით ყვინთავდნენ შუაღამემდის.
გუთანი გადავიდა ცაზე.
უცნაური ჩქამი გახმიანდა ტყეში, საშინელი ღნავილი ისმოდა ჩირგვებში,
კატის კნავილის მინაგვარი ხმა.
გირშელმა ხმალი აიღო და შეუვარდა ბუჩქნარში ნადირს.
მცირე ხანს მისდევდა ღიჭიანში ლანდს, მერმე ფოსფორული ნათელის ელვა
შენიშნა, შეუტია ხმლით, ისევ დადუმდა ტყე. ხელცარიელი გამობრუნდა და მიუჯდა
ჩანაცრულ ცეცხლს.
«რა მოგელანდა, გირშელ?»
ეკითხება გლახუნა.
«ავაზა იყო ვგონებ, ხვადები იბრძოდნენ ბნელში».
პიპა და გაბოც გამოფხიზლდნენ ავაზის ხსენებაზე. მიაყურეს, ახლა ხევში
ისმოდა ჩხავილი, ისეთი, როგორიც ამძუვნებულ კატებს სჩვევიათ ხოლმე.
«უსასტიკესი მხეცია ავაზა, − დაიწყო გირშელმა, − ხომ ყოველ ნადირს ეშინია
ადამიანისა; როცა ევიპტიდან გამოვიქეცი, ვეფხი შეგვეფეთა ოაზისებში, არაბთა
სოფელს შესჩვეოდა ერთს, შვიდმა იბერიელმა სამი ვეფხი მოვინადირეთ ერთს
კვირას, ლომირომ ლომია, იგიც არშეუტევს უმიზეზოდ კაცს.
ავაზა მოსახლეობას თავს ესხმის ეგვიპტეში, განა თუ ღამით, დღისით, მზისით,
გაიტაცებს ბალღებს და ძროხებს. ერთი ვიროსანი მოლაჰ დაჰგლიჯა ჰალებში».
«ავაზა, ფხოვში?»...
იკითხა გაბომ.
«სწორედ ამ ჩალისფერ კლდეებს ირჩევს თავის სამყოფლოდ ავაზა, სწორედ
ისეთ ქარაფებს, ტაფობის გვერდით რომ ენახეთ წეღან, დალეწილ კლდეებში
დაიდებს ბუნაგს, თუ ბოკვერები ჰყავს აქ სადმე მახლობლად, გამოვეთხოვოთ ჩვენს
ცხენებს ამაღამ».
«როგორ, განა ცხენებსაც შეჰბედავს ავაზა?»
იკითხა პიპამ.
«ცხენსაო? სპილოებს ახტებიან ხანდახან ქედზე. განსაკუთრებით ძუ ავაზაა
საშიში, ცხოველთა შორის ძუ ავაზაა უმამაცესი».
●რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ფხოვში, მით უფრო ძნელდებოდა მოგზაურობა,
ყოველ მთის ცხვირთან ციხე უხვდებოდათ, ყოველი ხევის ყელთან გზირები,
უამრავი საფასი გასცეს ხევისთავების მოსაქრთამავად.
გზირებისა და მსტოვარების დაკითხვას ვეღარაუდიოდნენ მხედრები.
დიდოეთს მიმავალ ცხენის ვაჭრებად თავის გასაღება უკვე სახიფათო იყო.
გიორგი დარწმუნდა: დიდონი მართლაც მტრად შეერაცხათ ფხოველთა, ერთ-ორ
ადგილას ზვიადის მსტოვარები მოიკითხეს.
უფლისციხეს გაქცეულანო, ამის გაგება მოახერხეს მხოლოდ.
ახლა ქორისფერი კლდეები გამოჩნდნენ...
ერთ გვირაბში გაათიეს მეორე ღამე, ითათბირეს, დასთქვეს: ერთად არ ევლოთ
ოთხთა, სადაურობას თუ ჰკითხავთ ვინმე, სხვადასხვაგვარი პასუხი მიეცა
თითოეულს.
მეფე და ერისთავი ასე ეუბნებოდნენ გზირებს: გიორგი მეფის ყმანი ვართო,
უფლისციხის დილეგიდან გამოქცეულნი.
უბრძანეს მეაბჯრესა და მალემსრბოლს:
დიაცებთან სიახლოესა და ლუდის სმას განრიდებოდნენ.
პურ-მარილზე არავის სწვეოდნენ, საკუთარი საფასით ესაზრდოვათ გზადაგზა.
გაშორდნენ გზაჯვარედინზე ურთიერთს, დასთქვეს: ხატობაზე შევხვდეთო
ერთმანეთს.
თითო ციკანი უნდა წაეყვანათ საკლავად ხატში.
იცოდა გიორგიმ: ხატობაზე მოსულ უცხო «მეზღვნეს» პატივისცემით
ეკიდებოდნენფხოველნი.
პიპასა და გაბოს ებრძანათ: როგორც კი სიტყვა მოიტანდა, შეძლებისამებრ
ეგინებინათ გიორგი მეფე და ზვიად სპასალარი, ამ გზით გამოერკვიათ მოსახლეობის
განწყობილებაფხოვში.
ისიც დააბარეს: აუგად ეხსენებინათ მელქისედეკ კათალიკოსი, მამამზე
ერისთავი, დიდონი დაღალღაი.
ხატში მისულთ, მახლობელ ტყეში გადაემალნათ ცხენები.
გირშელი და გიორგიფეხით დაადგნენ გზას.
ყველისციხის პატრონი არ იყო ფხოვში ნამყოფი. გაოცებული შესცქეროდა
ფხოველთა ხატებს, მათ დეკანოზებს, გზისპირად აღმართულ ქვის ყორეებს,
სალოცავებად მიჩნეულთ.
სიბრალულით აღვსილი უყურებდა სოფლების ბოლოს, ნაკელით სავსე
სამრელოებში დამწყვდეულთ, მშობიარე დიაცებს.
ბოლოს გამოჩნდა ნანატრი ხატი.
გიორგიმ და გირშელმა ციკნები იყიდეს, ცალ-ცალკე შევიდნენ ხატის ეზოში
«მეზღვნენი»:
გირშელი გაოცებული შესცქეროდა ჯიხვის რქებით შემკულ ხატის დარბაზის
სვეტებს.
შორიდან უმზერდა გიორგის, სცდილობდა საქციელით მიებაძნა მისთვის.
გაკვირვებული უთვალთვალებდა საჯურუმოსთან მიყვანილ გიჟებს.
მედროშენი დროშის ბუნს ადგამდნენ სულით ავადმყოფებს ქედზე, ხუცი ხუცობდა,
აჟღრიალებდა დროშებს, ამწყალობებდა ხელფეხგაკოჭილ გიჟებს.
ეზოში თოროსანიფხოველები ირეოდნენ.
ხატის დარბაზის წინ დიდი დროშა ესვენა ქვის ტახტზე.
დროშის გვერდით ხუცი იდგა. ხატის დროშის წინ დაიჩოქა მეფე გიორგიმ. ცალ ხელში ციკანი ეჭირა, ცალში
ანთებული კელაპტარი, აღმოსავლეთისკენ პირშექცეულს.
ხუცმა უბრძანა და ცალი მუხლი მიწას დაჰკრა მახვეწარმა.
თვალი ზეასწია ხუცმა, ცარგვალს მოავლო თვალი.
«ააა, ღმერთმა ადიდოს შენი ძალი, წმინდაო გიორგივ, შენს გასამარჯვებლად
მაიხმარი, ავშანისძეი გლახუნა, შენდ სამსახურ არ დაუკლავ, ააა, შენს წყალობას ნუ
დააკლებ, ღმერთ შენს ბატონობას გაუმარჯვებს.
ააა, დიდება ღმერთსა, დიდება მზესა, მზის მიმყოლ ენგელოზთა, გეხვეწები
ლადის მტრისად, მწარის სიკვდილისად»...
მერმე ისეთი იდუმალი ბუტბუტი დაიწყო ხუცმა, არც შორიახლო მდგარ
გირშელს და არც დაჩოქილ მეფეს აღარესმოდათ მისი დამწყალობება.
დასტური მივიდა, ციკანი გამოართვა გიორგის, გაჩაჩხა.
ხუცმა ყელი გამოჰღადრა მსხვერპლს.
დასტურმა ჯამი გაავსო ცხელი სისხლით, ხუცმა წამოუყო გიორგის, მანაც
თითები ჩააწო ტფილ სისხლში, ხელი გაინათლა, შუბლზე და ღაწვის თავებზე
წაიცხო.
გიორგი გაეცალა სასანთლო კოშკს, შორიახლოდან უჭვრეტდა გირშელის
«განათვლას».
ისეთი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა მახვეწარს, გიორგი ძლივს იკავებდა
ღიმილს.
ბოლოს გაბოი და პიპაც გამოჩნდნენ.
ციკანი გაექცა პიპას, დაბობღავდა ახმახი, კიკინებდა ციკანი, ხელიდან
უძვრებოდა მახვეწარს.
გირშელი და გიორგი უმზერდნენ ამ სანახაობას, ეცინებოდათ, ვერ ბედავდნენ
სიცილს.
ბოლოს დასრულდა დამწყალობება. იფნების ჩრდილებში დალაგდნენ
ხატიონები ჯგუფ-ჯგუფად.
ერთად თავმოყრა ეწადათ ოთხთა, ვერა ბედავდნენ ამასაც,
დამდურებულივით გვერდს უქცევდნენ ხატიონების ბრბოში ურთიერთს.
შეწყდა ხატის დროშების ჟღრიალი, საკოდეებიდან გამოჰქონდათ დასტურებს
ნაკურთხი ლუდი, ურიგებდნენ მდელოზეფეხმორთხმულ ხატიონებს.
მოხარშულ ხორცს პირდაპირმიწაზე ჰყრიდნენ შულტები.
ვიღაც წითური, სახედაჩეხილი ფხოველი მიეკედლა გიორგის, მხარბეჭიანი,
ჟღალთვალება ვაჟკაცი, ქალუნდაური გოდერძი.
წარამარა უჭვრეტდა მის ხმალს.
ჰკითხავდა ვინაობას, სადაურობას.
ეგეც უთხრა თავაზიანად: ჩვენი ხატების საჭვრეტად ხომ არა ხარო მოსული? ან
მსტოვარი თუ ხარო, მეფე გიორგის მიერწარმოგზავნილიფხოვს?
მეფე გიორგის ხსენებაზე ვითომც აილეწა ავშანისძე გლახუნა.
წმ. გიორგიც შეაჩვენებსო მეფე გიორგის და მის მსტოვრებს, მღვდელი
შემომაკვდაო უფლისციხეში ერთი, ამიტომაც სამ წელს ვიჯექიო დილეგში.
გოდერძი ქალუნდაური თანაგრძნობით მოეკიდა სტუმარს, თავისი ცხოვრების
ამბავიც მოუთხრო. მეშუღლენი მყავსო ბევრზე ბევრი.
ხევისბერის, მუროჩი ქალუნდაურის ვაჟი აღმოჩნდა იგი.
ლუდი და ხაშლამა შესთავაზა. ახლა თავათ დაუწყო მეფე გიორგის ძაგება ფხოველმა, არ შევარჩენთო ფხოვის
დალაშქვრას.
ფერხისაის ცეკვა დაიწყეს უკვე.
მკლავებით გადაებნენ მოცეკვავენი ურთიერთს, ქორებივით დაბობღავდნენ
მთვრალი ვაჟკაცები, ქორისფერი თორ-აბჯარი ეცვათ. ორ მწკრივად ცეკვავდნენ,
თანაც ორპირად მღეროდნენ ხატიონები, წამოიწყებდა გამყინავი ხმით გუნდის
მეთაური.
დღესამ დღეობა ვისია,
წმინდისა გიორგისია...
მთელი მწკრივი დვრინავდა, იმეორებდა სიმღერას ერთხმად, ახლა მეორე
გუნდის მეთაური იწყებდა:
ვალი მიკიდავ ქაჯებსა,
რად მკითხავ, ქრისტის დედაო,
ცომს ზელდა ქაჯის ბებერი,
მივასწარცხობაზედაო.
ისევ პირველი გუნდის მეთაურმა დაიწყო:
ნუ გაიქცევი, გიორგივ,
სამძიმარმომდევს ხელაო,
არგაიქცევის გიორგი,
ჯაჭვი ზედ აქვის ჭრელაო.
ნელ-ნელა, მწკრივად როკავდნენ აბჯრიანი, ზუჩიანი ვაჟკაცები. ფხოვის
ნაძვებივით აშოლტილი ჭაბუკები ხატის კარისკენ მიიწევდნენ ცეკვით.
პირისპირ დაუდგებოდნენ ურთიერთს გუნდები, მარჯვნით ტრიალებდნენ
ხატიონები, მარცხნით ფრიალებდნენ ჩოხის კალთები.
ჟღარუნებდნენ აბჯრები, ომახიანი ხმით დვრინავდნენ წმ. გიორგის ყმები.
მოათავებდნენ ცეკვას, იფნების ქვეშ მიუსხდებოდნენ სუფრას, ახლა სხვანი
დგებოდნენ და ებმოდნენფერხულში მწკრივად.
ბოლოს გაიკრიფნენ მამაკაცები, ახლა მშვენიერ ფხოვურ სადიაცოთი
მორთულმა ქალებმა დაიწყეს როკვა, ფრიალებდნენ გრძელფესვიანი, აბრეშუმის
მანდილები, წითელ-ყვითელი შიბებით შემკული კაბები.
გიორგიმ თვალი წაატანა ვარდისახარს ერთ მწკრივში, მეორე მოახლეც
ეცნაურა, პირიმზისა.
ფაშატივით ხტოდა ვარდისახარი, შვენოდა შიბებითა და ჯვრებით მოხატული
სადიაცო ფხოვური სათაურა, უმანდილოდ თავზედადგმული.
ტოკავდნენ მისი მშვენიერი, მაღალი ძუძუები, უცხო თვალიც შეამჩნევდა,
გადაჩვეულიყო ფხოვურფერხისაის.
ყანწი გაუვსო ქალუნდაურმა გიორგის, გამოსცალა სტუმარმა და ისევ მიჰხედა
მოცეკვავე დიაცებს.
უნდოდა ენახა, ფერხისაის რა მოათავებდნენ, საით წავიდოდნენ ვარდისახარი
და პირიმზისა? ადრე მოეკიდა გოდერძი ქალუნდაურს ლუდი.
უსაყვედურა სტუმარს:
«ჩვენი დიაცების საჭვრეტლად მოსულხარო, კახო».
გიორგიმ გაუღიმა ქალუნდაურს და ისევ გამოსცალა ყანწი.
გირშელი უკვე სავსებით დამთვრალ ფხოველებს მიჰკედლებოდა. სამი
მოხუცი გარს უჯდა ერისთავს, სამივენი ხმამაღლა ლანძღავდნენ მეფეს.
ფხოვის არწივებისა და ჯიხვებისათვის ვინ გასჭედაო ხუნდები?
არც ერთ მეფეს ეს არშესძლებია ჯერ, ვერც მეფე გიორგი მოახერხებსო ამას.
გველისფერი წმ. გიორგი − იახსარი მტრად მოიკიდაო გიორგიმ, ვერ
გადაურჩებაო წმინდანისრისხვას, წელს მოსწყვეტსო გველისფერი წმ. გიორგი მას.
თუ ხელში მოვიგდეთ მეფე და ზვიად სპასალარი, სამრეკლოზე დავკიდებთო
თოკით.
გირშელმა თავი აიღო, შენიშნა შორიდან:
გიორგი და წითურიფხოველი გაცხარებულნი ლანძღავდნენ ურთიერთს.
ერთბაშად წამოიჭრნენ და იშიშვლეს ხმლები.
შემოუარეს ნავარდი ურთიერთს.
შეუძახეს.
შეუტიეს და შეიბნენ ხმალდახმალ.
წამოსცვივდნენფხოველები და წრე შეჰკრეს წაკიდებულთა გარშემო.
გირშელიც წამოდგა დინჯად, მიმოიხედა: უშიშარაისძე და გაბოიც მწკრივში
იდგნენ გაფითრებულნი.
უყივლა გიორგიმ ქალუნდაურს, ბექთარზე აძგერა ხმალი.
მტკიცე აღმოჩნდა ფხოველის ბექთარი, შემოუქნია ქალუნდაურმა მეფეს, ფარი
იფარა გიორგიმ და ნაპერწკლებმა გაიელვეს ჰაერში.
შეუძახა.
შეუტია და უყივლა ქალუნდაურმა:
გამიმაგრდიო, ჯაბანო კახო.
უკუიქცა გიორგი, ფარი იფარა, კვლავ შეუძახა და შეუტია მედგრად.
განზე გადაუხტა ფხოველი, ფარით აიცდინა ელვასავით მოქნეული ხმალი და
სწორედ ამ დროს მდელოზე დაუცურდა ბანდულიანი ფეხი, ცალი მუხლით
წამოიჩოქა.
შესდგა გიორგი, ანიშნა მოპირდაპირეს: არგერჩიო ნაბიჯმოცარულს.
ისევ გაიმართა მამაცი ფხოველი წელში, თავს ზევით ასწია ფარი, ცალი ხელით
ხმალი გადაიცდინა, ცალითაც მუზარადს უწია მტრისას.
აბჯრების ჭახანი ისმოდა, მუზარადებს გაჰქონდათ ჟღრიალი, უცნაურად
წკრიალებდნენ ელვარე მახვილები ჰაერში.
გირშელმა თვალი მოავლო გარსმოჯარულ ბრბოს.
მოწყურვებულ ქორებივით ტორტმანებდნენ სისხლში განათლული
ფხოველები ირგვლივ, ხელები, ღაწვები და შუბლი სისხლით ჰქონდა გათხუნული
ყველას. გაავებული შესცქეროდნენფხოველთან მებრძოლ არათვისტომს.
ყივანა ქორებს მოსწყურებოდათ სისხლი!
შემოაკვდებოდა გიორგის ეს წითური ფხოველი, მყისვე გაიშიშვლებდა მთელი
ტომი ხმალს და მაშინ ოთხ ვაჟკაცს მოუხდებოდა მთელ ლაშქართან პირისპირშებმა.
ადგილი შეინაცვლა გირშელმა. უშიშარაისძესა და კოხრიჭისძეს შორის ჩადგა,
მკლავში უჩქმიტა ორივესფრთხილად.
უსიტყვოდ ამცნო: მზად იყავითო ახლა. მიწისფერი გადასდებოდა მეაბჯრესა და მალემსრბოლს.
თავათაც გაფითრებული იდგა გირშელი, ხმლის ვადაზე ხელი წაევლო.
კიდევ ერთი წუთი, ერთი დაფახულება თვალისა, სულ ერთია, გიორგი
წაიქცეოდა, თუ ფხოველს წააცლიდნენ თავს, გირშელი მზად იყო, გაარღვევდა
ფარხმალიან ფხოველების ბრბოს, ხმალზე გაივლებდა ხელს და ისე შეებმებოდა
მთელს ტომს, როგორც გაავებული ავაზა სპილოს.
დაწინაურდა ისევ ფხოველი, დაიჟღრიალა გიორგის ფარმა, ხმლის წვერმა
შელეწა იგი, გიორგის მკლავიდან იფეთქა სისხლმა.
დაიღრიალა გამძვინვარებულმა ბრბომ.
და როგორც ეგვიპტელ ხალიფას ცირკში გამოუშვებენ გალიიდან ავაზას,
მიუსევენ ცხრა შუბოსანს ზედ, აკუწავენ თუ არა ვაჟკაცები მხეცს, გახარებული ბრბო
შემოანგრევს ჭიშკარს, დიდი და მცირე მივარდება სულთმობრძავ ნადირს, რათა
ავაზის სისხლში განათლონ შუბები, ასე ეგონა გირშელსაც:
აჰა, ამ წუთში იშიშვლებენ ფხოველნი ხმალს, რათა უცხოს სისხლში განათლონ
ხმლები.
შეტოკდა გირშელი, წინ გადადგა ერთი ნაბიჯი და ხედავს, ხედავს, მაგრამ
თვალს არ უჯერებს.
მარცხენა მკლავიდან სისხლი მოთქრიალებს გიორგის, ფარი გადააგდო, ხმალი
შემართა კვლავ, უფრო მძვინვარი გაუხდა სახე, შემზარავი ხმით შეუძახა
მოპირდაპირეს, ზედიზედ იფარა ხმალი, დაწინაურდა სწრაფად და სწრაფად
მიიმწყვდია მოპირდაპირე აბჯრიანფხოველების მწკრივთან და მერმე მთელმა ტომმა
დაიზრიალა...
დაიშალა მწკრივი, ვიღაცეებმა წინ გაუსწრეს გირშელს, ბრბო გაარღვია
შეშფოთებულმა ერისთავმა.
ხმლის გაშიშვლებას აპირებდა ყველაზე ადრე და თვალი წაატანა ამ დროს,
გაფითრებულ ქალუნდაურს ხმლის ვადა ეჭირა ხელში.
გაუღიმა გიორგიმ ფხოველს, უცნაურმა სიკეთემ გაიელვა მის თეთრ კბილებზე.
მიეჭრა უხმლოს, სისხლიანი მარცხენა მხარზე დაადო, ცალითაც ხმალი
გაუწოდა თავისი.
«ნაძმობნი ვიყოთ დღეიდან, გოდერძი».
გადაეხვივნენ მოპირდაპირენი ურთიერთს.
აჩოჩქოლდნენ ფხოველნი, უცხოს მიერ ნაჩუქარ ხმალს მისცვივდა დიდი და
მცირე.
ხევისბერი მუროჩი ქალუნდაური მივიდა დამარცხებულ ვაჟთან პირველი.
ნაჩუქარი ხმალი გამოართვა, ყურადღებით დაუწყო ჭვრეტა.
არაოდეს ენახა ასეთირამ ხევისბერს.
სისხლში გასვრილი ეგონა, ჩოხის კალთით გასწმინდა, ისევ დახედა ზედ.
მოწითანო და მომწვანო სხივი ცვალებადად ელავდა გამოხურვებულ
ოქროსებრმოლაპლაპე ხმალზე.
ვადის ქვემოთ თავწაგრაგნილი ჯვრები იყო ზედამოჭრილი, შუაზე ფრთოსანი
ჭაბუკი ერთი, და სახე მგლისა.
წარწერაც შენიშნა ხევისბერმა.
გიორგი შეკრთა, ვაითუ ვინმემ ამოიკითხოსო ზედ წარწერა:
«მეფეთ მეფე გიორგი − მესიის მახვილი». დამშვიდდა გიორგი, როცა წამკითხველი არავინ აღმოჩნდა.
«მგლისსახიანი გორდაი ვინ მოგცა, ჭაბუკო?»
ეკითხება მოხუცი მეფეს.
სარკინოზებთან ნაომარი ვარ, მათი ერისთავი მოვკალი ერთი, მას ავართვიო ეს
ხმალი.
გაუხარდათ ფხოველებს უსჯულოებთან ნაომარი ვაჟკაცის დანახვა.
სათითაოდ აშიშვლებდნენ თავიანთ ხმლებს. გიორგისეულს უსვამდნენ ზედ,
გაოცებულნი ხედავდნენ, ყველივით სჭრიდა ნაჩუქარი «გორდაი» ფხოვურხმლებს.
მიიპატიჟა ხევისბერმა ქალუნდაურმა გიორგი.
მკლავი შეუხვიეს, დალოცეს, ლუდი შეასვეს მძივებით შემკული ყანწით.
მივიდა ხუცი, ვერცხლი ჩასთალა ლუდით სავსე ყანწში, ქალუნდაურმა დალია
და დაალევინა ნაძმობს, «ფიცვერცხლი» სჭამეს მეფემ დაფხოველმა.
გირშელი, გაბოი და პიპაც შემოისხეს ქალუნდაურებმა გარს.
უცხონი ხართო თქვენაც, უცხოთაგანნი ერთად დავსხათო სუფრაზე.
ლუდს იპარავდნენ სტუმრები ჩუმჩუმად.
როცა ფხოველები დათვრნენ და იფნების ქვეშ ამოუშვეს ხროტინი, ოთხივენი
სათითაოდ გაეპარნენ მასპინძლებს.
ცხენები მოიკითხეთო, უბრძანეს გაბოსა და პიპას. ხატის ტყეში
დაგველოდეთო.
შულტები და დასტურნიც იფნების ქვეშ ეყარნენ მთვრალნი.
ხატის ეზოდან გამოსულთ ვარდისახარი და პირიმზისა შეეყარათ გირშელსა
და გიორგის.
ვარდისახარმა ავშანისძე იცნო, «მალემსრბოლი მეფისა», მაინც თავაზიანად
მიესალმაფხოველი სტუმარს.
გირშელი მთვრალი იყო, მეფის ნაამბობი გაახსენდა. თვალი დაადგა
გათქვირულ დიაცს.
ვარდისახარმა იცნო შორენას საქმრო, გააოცაღარიბულმა სამოსმა მისმა.
ფრიად ნაწყენი იყო თავის პატროზე, ხელაღებით მიმათხოვაო ბებერფარსმანს.
ამიტომაც მიიყვავილა გირშელი.
ეკეკლუცებოდა გამიჯნურებულ ერისთავს.
გირშელმა იდროვა, მკლავში ხელი წაავლო დიაცს და ხატისტყისკენ
გაემართნენ ოთხნი.
პირიმზისა მორცხვობდა, უგუნებოდ მიყვებოდა გიორგის. მოეწონა მშვენიერი
ვაჟკაცი, მაგრამ ვარდისახარისა რცხვენოდა ქალწულს, მტრედის ხუნდივით
გატვრინული გვერდზე ეკვროდა მამაცს.
ეკითხება გიორგის:
რად წაგეკიდაო ხევისბერის ვაჟი?
მე და ვარდისახარი შორიდან ვუჭვრეტდითო შუღლობას თქვენსას.
შენ გითვალთვალებდი, ამიტომაც წამეკიდაო ფხოველი.
იცრუა გიორგიმ.
იამა პირიმზისას ეს ამბავი, კიდევ უნდოდარაღაც ეკითხა უცხოსათვის, მაგრამ
პირი უშრებოდა ვნებისაგან აღრეულს.
წიფლის ჩრდილს ქვეშ კოცნა დაუწყო ავშანისძემ დიაცს. ყოველ ხესთან
შეაყენებდა, თავს დაუწევდა, აკოცებდა და განაგრძობდნენ გზას.
წინ მიმავალი წყვილი ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. გირშელმა ბალღივით აიყვანა ვარდისახარი, ჯერ უღონოდ ეწინააღმდეგებოდა
დიაცი. მერმე გაიტვრინა. იამა ესოდენ ძლიერი ვაჟკაცის სუნთქვა.
გვიმრიანში დააწვინა ვარდისახარი გირშელმა. კვლავ შეეცადა ურჩობას დიაცი,
მაგრამ როცა ვაჟკაცის გახურებულმა ტუჩებმა სუნთქვა შეუკრეს, ათრთოლდა
ანაზდად, ბაგეზე დაადნა გირშელს...
გიორგი და პირიმზისა უზარმაზარ წიფლის ქვეშ იწვნენ, ნეტარების ცრემლით
სტიროდა ქალი.
მალემსრბოლის სტვენა შემოესმა გიორგის.
უკანასკნელად აკოცა და ახლა იგრძნო, ცხვრის სუნი უდიოდა ფხოველ
მხევალს.
ჯიხვისრქასავით მოდრეკილი მთვარე ზედ დანათოდა ხატისტყეს.
ცხენებისფრუტუნი ისმოდა შორიდან.
როცა დიაცები სოფლის ბოლომდის მიაცილეს რაინდებმა, ცხენებზე შესხდნენ
და გიორგიმ ეს უთხრა თავის დედის დისწულს:
«ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იცოდე, გირშელ».
ყველისციხის პატრონმა გიაღიმა, ახალ მთვარეს გაუსწორა თვალი.
XXXVII
ფხოვში მგზავრობამ დაარწმუნა მეფე, ხელახლა ამბოხი არ უნდა ყოფილიყო
მოკლე ხანში მოსალოდნელი.
«გაავებული ხევისბერის ქადილი გაუზვიადებიათ შენს მსტოვრებს, − ეუბნება
სპასალარს, − ორგზის დავზვერეთ კვეტარის ციხე. გაბოი შევგზავნეთ, ერთი ღამე
თავლაში გაათია კოხრიჭისძემ მეჯინიბეებთან. გოდოლების განახლების ამბავიც
გამოუკითხავს წვრილად.
დიდოელების თავდასხმას მოელიან, ამადაც აპირებენო ციხის განახლებას.
მე ასე მგონია, საჭიროა ერთი მეჯინიბე მოვისყიდოთ როგორმე, ზვიად. ცხენი
ჰყოლია კოლონკელიძეს უცნაური, დაატარებს თურმე ფხოვის თვალშეუდგამ
ქარაფების კიდეზე თავის ბრმა პატრონს.
სწორედ ამ ცხენის მეჯინიბე თუ მოვიქრთამეთ, გვეცოდინება სად რას დადის
ერისთავი კოლონკელიძე».
ზვიადი სდუმდა და მეფემ განაგრძო:
«მე მაინც დარწმუნებული ვარ, ზვიად, მამამზესა და ტოხაისძეს მართლაც
წაჰკიდებია თალაგვა, რაიცა შეეხება დიდოთა, ეს ამბავი განზრახ უნდა იყოს
მოჭორილი, რათა ციხეთა და გოდოლთა განახლება თვალში არგვეცეს ჩვენ».
ზვიად სპასალარს არა სჯეროდა ნიშანდება მეფისა, ამბოხის საფრთხე კარზე
მომდგარი ეგონა, მაგრამ ვერაფერი შეჰკადრა პატრონს.
XXXVIII
საერისთავოებში მშვიდობა სუფევდა სხვა მხრით.
მარიამ დედოფლის აფხაზეთში დაყოვნებამ და მელქისედეკ კათალიკოსის
კლარჯეთს გამგზავრებამფრიად საამური გახადა სასახლეში ცხოვრება.
ეზოსმოძღვარს უცნაური სვირინგები გამოაყარა ტანზე. არა მარტო მეფე,
მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: კეთრი აღმოაჩნდეს
ეზოსმოძღვარს ეგებ და ამ სვირინგებს თან გადაჰყვესო გულბოროტი ხუცესი. გიორგი და გირშელი ხან უფლისციხეში ნადირობდნენ, ხანაც მცხეთაში
ქეიფობდნენ იდუმალ.
ნადიმებს ნადირობა მოჰყვებოდა ხოლმე. ნადირობას ისევ ნადიმი, ჯირითი,
ჰოროლის ტყორცნა და ცხენბურთი.
ბოლოს მოაღწიეს ცხრატბის ერისთავმა დაჩიმ და მისმა მეუღლემრუსუდანმა.
დაქალებულიყო ფანასკერტელის ასული, მონაზვნური სიყვითლე უკვე
გადასცლოდა სახიდან, მკერდი აბურცვოდა, თეძოები დამრგვალებოდა, ახელებდა
ვაჟკაცებს ბეჭედივით ვიწრო ტუჩპირის ზემოთ ოდნავ, ოდნავ შესამჩნევი ბუსუსები,
ულვაშის დარი.
ვნებიანად აფახულებდა გრძელწამწამიან თვალებს, ურიდოდ დადიოდა
ქალაქში, თრიაქსა სწევდა იდუმალ, კვიცივით უკან დასდევდა მეფე გიორგის.
გიორგი და გირშელი იოლად ათრობდნენ დაჩი ერისთავს, მორიგეობით
დაათრევდნენ სანადიროდ მის ცოლს.
გააშაირეს მცხეთელებმა დიაცი.
ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრაღამეც არგაუთევიაო ქმართან.
ქმრისათვის თვალის ასახვევად მუდამ ლოცულობდა ერისთავის ცოლი,
ხატებსა და ლოცვას მიანება იგი ქმარმა, გირშელსა და გიორგის აეკიდა თავადაც.
ღვინის სმაში იჯაბნებდნენ მეფე და ერისთავი მას, სამაგიეროდ ჰოროლის
ტყორცნაში სჯობნიდა ორივეს.
დაჩის სრულიადაც არ აწუხებდა თავის დისწულის, შორენას მოსალოდნელი
ქორწილის ამბავი.
სასახლის ჭორები გამოეკითხა წინასწარ, ყურმოკვრით გაეგო:
მეფე გიორგის თვალი უჭირავსო ყველისციხის პატრონის სასძლოზე.
ამიტომაც ურჩია დისწულს: მე ისეთი ამბები მესმის, გათხოვებაზე ხელი აიღე
სრულად, მონაზვნად აღიკვეცეო მცხეთაში.
სასახლეში სტუმრობის დროს მიმინოების ლაზურად გაწვრთნამ გაიტაცა დაჩი,
გულით ეწადა თავის საერისთავოში შემოეღო ეს ახალი დარგი ნადირობისა.
გვიან ღამემდის არა სცხრებოდა ციხეების ჩარდახებზე სტუმრების,
სეფექალების, რაინდების ხარხარი და კისკისი.
უომრად მოწყენილი აზნაურები მოგროვდნენ მცხეთაში, უამრავი სიძვის
დიაცები თან ჩამოჰყვა საერისთავოებიდან მათ, მოხუცებული ერისთავების
ახალგაზრდა ცოლები და აზნაურების ქვრივები.
კათალიკოსისაგან კურთხევის მისაღებად ჩამოსულიყვნენ ისინი მცხეთაში,
რაკი მელქისედეკი მანდ არ დაუხვდათ, ბახუსისა და აფროდიტეს წყალობასაც
დასჯერდნენ ბოლოს.
გიორგისა და გირშელის ყმაწვილურგართობას ერთიც შეემატა ახლა.
ერთმა ინგილომ ორი ავაზა მოჰგვარა ჰერეთიდან მეფეს.
სწორედ იმ დღეს პირველი ბავლი გაეგდოთ გიორგისა და გირშელს
მიმინოებისათვის სასახლის ბაღში.
კონსტანტინე არსაკიძე მოეწვია საგანგებოდ მეფეს, ლაზურად უნდა
გავაწვრთნევინოთო მიმინოები.
რა დროს ბავლია, ფიქრობდა გულამრეზილი კონსტანტინე, კლარჯეთიდან
მობრუნებულ მელქისედეკისათვის მოთავებული უნდა დაეხვედრებინა
სვეტიცხოველი.
ბიზანტიელ სტუმრებს თან ჩამოიყვანდა არტანუჯიდან მელქისედეკი, რადგან
რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა ეკურთხებინათ ტაძარი კიდევაც. ესეც არ იყოს, აღარ მოსწონდა ხუროთმოძღვარს ბაზიერობა მეფისა, რადგან ეს
ასეა, დიდი ქმნილების შემოქმედს თავმოყვარეობაც შეუდგება ხოლმე მეფისაზე
აღმატებული ხანდახან.
ავაზების ჩამოყვანის ამბავი ელვასებრმოედო სასახლეს.
სასახლის ბაღში მოგროვდნენ სტუმრები, სეფექალები დარაინდები.
გიორგი და გირშელიც გამოჩნდნენ, ჯაჭვისფერი მიმინოები უსხდათ
მარცხენაზე ორივეს, ქვიშისფერი ჯაჭვი ეცვათ თავათაც.
არსაკიძეს გადასცა თავისი მიმინო მეფემ, მიეახლა ინგილოს და ეკითხება:
«როგორ დაიჭირე, ძია კაცო, ეს ავაზები?»
«ორმოს ამოვთხრით ხოლმე, მეფევ ბატონო, უკაცრიელ მთებში, წვრილი
წნელებით გადავხურავთ მას, ძაღლის ლეკვს ყურში გავუყრით ანკესს, გრძელ საბელს
მივაბამთ ზედ.
ეს საბელი მონადირეს უჭირავს ხელში. უშიშარ სახუნდარში ჩასაფრულს
მახლობლად.
ზის მთელი ღამე ეს ლეკვი ორმოს თავზე, მეფევ ბატონო, სველი მჩვრებით
პირახვეული მონადირე სახუნდარიდან უთვალთვალებს.
ხანგამოშვებით გამოსწევს საბელს, ანკესი ააყვირებს ლეკვს, ძაღლის ხორცი
ძლიერ უყვარს ავაზას. სუნს აიღებს, ხმას შეიცნობს, მიწაზე გალურსული მიეპარება,
ერთბაშად კამარას გააკეთებს ჰაერში, ისკუპებს, ზედ დააცხრება ლეკვს.
წნელები ვერშეიმაგრებს მხეცს და ორმოში ამოჰყოფს იგი თავს».
«მერმე?»
ეკითხება მოუთმენლად გიორგი.
«მერმე შევკოჭავთ, წავიყვანთ, თვალს ავუხვევთ, ვცემთ და ვაშიმშილებთ, ისევ
ვაშიმშილებთ, ისევ ვცემთ».
«ეგვიპტეში მახეებით იჭერენ ავაზას».
შენიშნა ყველისციხის პატრონმა.
გირშელმა აიჩემა, ანჩაბაისძის ასული და ცოტა-ერისთავის დაჩის მეუღლე,
რუსუდან, წარგზავნეს შორენას მოსაყვანად.
მეფემფარსმანი ახმობინა, ვითარცა ყოვლისმცოდნე და მჩხიბავი.
ინგილო მიწაზე იჯდა, ცალ ხელში ორი საბელი ეჭირა, ცალშიაც შოლტი.
როცა გარსმოჯარულ უცხოთ შეუღრენდნენ ავაზები, ატკაცუნებდა შოლტს
ისევე, როგორც ჩვენი მეურმე აშინებს ხოლმე კამეჩებს ტკაცანით.
სამეფო ბაღში ირანული ვარდები გაშლილიყვნენ, სისხლივით წითელი ზოგნი,
ნუშისგულივით თეთრნი, მოყვითალონი სხვანი, ყვითელი კი არა, ძველთუძველესი
სპილოსძვლისფერისანი.
ჰყვაოდნენ ბაღის ყაყაჩოებიც. სუსამბარები და ნარგიზები, ნაირ-ნაირი
მიხაკები, რომელთაფერების ასაწერად წამალი არეყოფოდა ადამიანის სიტყვას.
იისფერნი, მზისფერნი, სინგურისფერნი, ჟრუნნი, მოწითანო, მოლურჯო და
სავსებით ლურჯნი, კარაქისფერნი და ხოხბის ყელისფერნი, ფარშავანგის ბოლოსებრ
მოხატულნი, ჰინდური ყვავილები ნაირ-ნაირნი.
ტალავერებზე მიშვებულნი იყვნენ ხატაური გლიცინიები და ხვიარები
სხვადასხვა ჯიშისა.
ერთ ტალავერს ქვეშ თავი მოეყარათ სტუმრებს, რაინდებს, სეფექალებს,
საერისთავოებიდან ჩამოსულ ლამაზმანებს.
აქ იყო თმოგვისციხის პატრონის მხოლოდშობილი ასული დედისიმედი,
პირმშვენიერი, მკერდსავსე ქალწული, რომელსაც მშვილდივით მოდრეკილი წარბებიჰქონდა, ხოლო ხელებირძიარძიასავით თეთრი, და გრძელი თითები, სწორედ ისეთი,
როგორსაც ანგელოზებისას ჰხატავდნენ ხოლმეფრესკოს ოსტატები იმჟამინდელნი.
შარვაშისძის უმრწემესი ქალი ხათუნა, ლურჯთვალებიანი, ლელივით
რხეული დიაცი.
პირველ ცოდვასავით მღელვარების მომგვრელი თუთაი, ვარდანისძის ქვრივი,
ტანმორჩილი, მაგრამ ეშხიანი დედაკაცი.
ერისთავის, გვარამ აბულელის სამივე ქალი: ერთი ქერა, ერთი შავგვრემანი და
ერთიც «მზისსახიანი» (როგორც ყმაწვილკაცები უწოდებდნენ მას).
ულამაზეს სეფემოახლეთა წრეშიაც ბრწყინავდა ცხვილოსციხის პატრონის
მეუღლე ცოქალა, უზადოდ მშვენიერი სხეული-ჰქონდა მას, მაგრამ თევზისებრ
თვალები უჭკუო გამომეტყველებას აძლევდნენ პატრონს (ამიტომაც «თევზისფერი
ძროხა» შეარქვა მეფე გიორგიმ ცოქალას).
მკერდგათქვირული, მაღალთეძოიანი ფაშფაშა დიაცი იყო იგი, გამომწვევი
გარეგნობის და საქციელისა.
მეორე სახელიც ჰქონდა ცოქალას, ცხვილოსციხის პატრონის მეუღლეს,
«აპოკალიპსური მეძავი» შეარქვა მას ეზოსმოძღვარმა ამბროსიმ.
ფრიად შორეული ნათესავი იყო ცოქალა მეფისა.
ასე ამბობდნენ: იდუმალი ხარჭააო მისი «თევზისფერი ძროხა».
საჭოჭმანო ეს იყო, ცოქალაი სწორედ ისეთ დროს ჩამოდიოდა «სალოცავად»
მცხეთაში, როცა მარიამ დედოფალი აფხაზეთს ან კლარჯეთს გაემგზავრებოდა
მონასტრების მოსახილველად.
«თევზისფერ ძროხას» თან ახლდა უფროსი ქალი, ნათია, ჯეირნის ნუკრივით
მორცხვი, ახლად შეღერებული ქალწული.
სხეული დედისა გამოჰყოლოდა ნათიას, მაგრამ საფირონისფერი თვალები
ჰქონდა.
ისე ნაზად აფახულებდა შავსა და გრძელ წამწამებს, ასე იტყოდი, თალხი
პეპლები არხევენო მის თვალის უპეებზეფარფლებს.
ამ გოგონას მთვრალი გამოხედვა აქვს, ამიტომაც მომწონსო, წამოსცდენია
თრიაქით მთვრალ მეფე გიორგის ერთხელ.
ეზოსმოძღვარი და სასახლის სხვა ჭორიკანები ასეფიქრობდნენ:
«თევზისფერი ძროხა» ხარჭად ჰყავდა მეფეს, დედოფლობა ეწადა ცოქალას,
მაგრამ თვალებმა უღალატეს, ახლა თავისი ქალის, ნათიას ტახტზე აყვანას
მიელტვისო ერისთავის ქალი.
როცა ლამაზმანების კრებულს პირმშვენიერი ანჩაბაისძის ქალი, «ულვაშიანი»
რუსუდან − ცხრატბის ერისთავის მეუღლე და კოლონკელიძის ასული მიეახლნენ,
ერთბაშად დაჩრდილა თანადამსწრენი შორენამ.
ოდნავ ნაღვლიანი ეჩვენა კოლონკელიძის ასული მეფეს.
ეკბატანის ვარდივით ბრწყინავდა იგი უმშვენიერესს დიაცებსა და ყვავილებს
შორის.
შორენა მიესალმა თანადამსწრეთა, არც მეფისა, არც გირშელისათვის თვალი არ
გაუმართავს. ზედაც არ შეუხედავს ზეზისა და ოქსინოს ჯუბაჩებში მორთულ
რაინდებისათვის, კონსტანტინე არსაკიძეს შეჰხედა იდუმალ, ბრწყინვალე, თოროსან
ვაჟკაცებს შორის ლანდივით მდგარს.
უბრალო, ფხოვურ ჩოხაში მორთული, არამიწიერ არსებას მიაგავდა იგი
ლოყებღაჟღაჟა, კურატივით ჩასუქებულ მამაკაცთა წრეში. ბოროტი მზერა წაატანა «თევზისფერმა ძროხამ» კოლონკელიძის ასულს,
შემდგომ ამისა გიორგის შეხედა შეფარვით.
მღელვარება შეატყო მეფეს.
არა მარტო მანდილოსნები, რაინდებიც არგაჰკარებოდნენ ავაზებს ჯერაც.
ხვადი იწვა, ძუ იდგა.
შორენას სახე გაუბრწყინდა. უშიშრად მიეახლა ძუს, სწორედ ამ წუთში
გიორგიმ თვალი შეავლო დიაცსა და მხეცს.
რაღაც საერთო ჰქონდათ ამ ავაზასა და ამ ქალს.
არსაკიძე შეკრთა, არავნოსო ნადირმა შორენას.
მოწითალო და მოყვითანო ზოლები გადასდიოდა თხემიდან კუდის
წვეტამდის ძუს, წითლად და ყვითლად სხურვებული ჰქონდა ტყავი, ოქრომკედის
დორივით მოხატულს.
ეს იყო მხოლოდ, ფორეჯები ბეწვისა უფრო წვრილად დაწინწკლული სჩანდა,
ვიდრე ვეფხვისანი.
ყბები, მუცელი და ფეხები ქვედა მხარენი ჩალისფერი, კუდიც უფრო
ჭრელჭრულა, ვიდრე მიწაზე მწოლიარე ხვადს, ფხოვურ შიბებისდარ რკალებს
მოთეთრო რგოლები თიშავდნენ აგრეთვე ჩალისფერწვეტამდის.
ვეფხისაზე უფრო წვრილი თვალები ჰქონდათ ორივეს და როცა ხვადიც
ზეწამოდგა, შორენამ შენიშნა: იოგებმაგარ, მაღალ ფეხებზე იდგნენ ორივენი.
ზურგზე ხელი გადაუსვა ძუს, თვალები განაბა ავაზამ და ისეთი კრუტუნი
ამოუშვა, როგორიც კატას სჩვევია ხოლმე პატრონის კალთაში მყუდროდ მონებივრეს.
რაინდები აიმღვრნენ, როცა გამბედაობით აჯობა დიაცმა მათ.
ახლა მეფეც მიეახლა ავაზას, გაუხარდა, როცა არც მას შეუღრინეს მხეცებმა.
თავის ძველ ავაზებს არ უმადლოდა გიორგი.
ხუშტურიანნი იყვნენ ისინი, ჟამიდანჟამზე მენადირეთუხუცესსა და
მენადირეებს არიკარებდნენ ხოლმე.
გაჯიქდებოდნენ, გალიიდან ვეღარ გამოჰყავდათ, ცუდი კვება ჰქონდათ მუდამ
ამრეზილთ.
მოთავდებოდა ნადირობა, ქამანდით უხდებოდათ დაჭერა.
მენადირეთუხუცესი თავს იმართლებდა: დაგვიბერდნენ ავაზები, სიბერეში
უხალისო ხდებიანო ისინი.
როცა ახალი ავაზები მოიყვანა ინგილომ, გიორგის უკვე გადაწყვეტილი
ჰქონდა მენადირეთუხუცესის გადაყენება.
ღელავდა გიორგი, ფარსმან სპარსირომ არსად სჩანდა.
ეგებ ავად გახდაო ბერიკაცი, მაინცდამაინც დღეს.
არკი იცოდა, განზრახრომ იგვიანებდაფარსმანი.
ხუროთმოძღვართუხუცესის პატივი აჰყარეს, ახლა მენადირეთუხუცესობას
მიელტვოდა იგი.
იცოდა ფარსმანმა: სასახლეში არავინ ჰყავდა ავაზების გამწვრთნელი გიორგის,
ამიტომაც თავპატიჟს იდებდა იგი.
ბოლოს, როგორც იქნა, მოაღწიაფარსმანმა.
მეფეს თაყვანი სცა, სტუმრებს მიესალმა, თამამად მივიდა ავაზებთან.
ყვრიმალები დაუსრისა ხვადს, ზურგზე მოუალერსა ძუს.
მეფეს მიუბრუნდა და მოახსენა:
«სპარსული პალანგებია, მეფევ ბატონო, ესენი, ჰინდონი ჰონიგას უწოდებენ,
ხანაც კერკალს, მეგვიპტელნი გნოს». «თუ არვცდები, ჩიტად უხმობენ ჰინდონი, აა?»
სიტყვა ჩაურთო მეფემ.
«დიახ, ჩიტასაც იტყვიან, ავაზები მრავალგვარნი არიან მაინც...»
ფარსმანს ბევრი რამ ჰქონდა წაკითხული ამ მხეცების გამო არაბულად, მათი
წვრთნისათვის მხოლოდ მცირეოდენი სმენოდა ქაიროში. ამიტომაც შეეკითხა
ინგილოს:
«გინადირნია ამ ავაზებით, კაცო?»
«ჯეირნებზე მყოლია, ბატონო».
«მშველზე?»
ინგილომ კეფა მოიფხანა, ყოყმანით უთხრა:
«მშველზე ჯერარა, ბატონო»...
«ვის დააგეშინე ეს ავაზები, კაცო?»
«დიაცს მივუსვამდი ხოლმე თვალახვეულ ავაზას, ბატონო, მერმე ყურში
უყვიროდა, ან ზღაპრებს უამბობდა ხოლმე დიაცი, ამრიგად ადამიანის ხმას
შეაჩვევდა მხეცს».
მეფეს მიუბრუნდაფარსმანიღიმილით.
«ავაზა ერთადერთი ცხოველია, მეფევ ბატონო, დიაცის ლაყბობას რომ უძლებს
ხანგრძლივად».
ესა სთქვა ფანასკერტელის ქალსა და ცხვილოსციხის პატრონის მეუღლეს
შეჰხედა შეფარვით.
«თევზისფერი ძროხა» აიმღვრა, მას დიაცების მოდგმისათვის მესიტყვეობა
ჰქონდა რატომღაც ნაკისრი, მხარზე ხელი დაადო გიორგის, ყვრიმალთან მიუტანა
პირი და უჩურჩულა:
აქამდისრად არჩაგიძაღლებიაო ეს ენაჭარტალა ბებერი, გიორგი?
ფანასკერტელის ქალმაც იწყინა, მაგრამ იგი გაიტრუნა, რადგან მისი ქმარი
დაჩი გვერდით ედგა, ფარსმანის ხსენებასაც ერიდებოდა მის სიახლოეს.
მოხუცმა იგრძნო, ცოტა უხეში რომ მოუვიდა ეს ხუმრობა, სხვა
მანდილოსნებსაც შესცინა, ისევე მეფეს გაუმართა თვალი და დასძინა:
«დიაცივით გულბოროტია ავაზა, ტანხატულა და პირმშვენიერი, დიაცივით
რბილი და ტფილი.
კიდევ ერთი ზნე სჭირს დიაცური ამ ნადირს, მაგრამ მეშინია, არ შემრისხონ
ლამაზმანებმა, ამიტომაც სხვა დროს მოგახსენებთ, მეფევ ბატონო, ამას».
გიორგიმ ისევ გაუღიმა ბერიკაცს, მერმე ყველისციხის პატრონს მიუბრუნდა
და ეს უთხრა:
«შენრას იტყვი, გირშელ, წავიყვანოთ ეს ავაზები სანადიროდ დღესვე?»
გირშელი დაფიქრდა.
ბოლოს ეუბნება მეფეს:
«მე მეშინია, გიორგი, არ გაგვექცნენ მიუჩვეველნი, მოდი, შევიცადოთ,
დავაკვირდეთ ერთ კვირას».
ახლა ინგილო დაჰკითხა გიორგიმ.
«მე წამიყვანეთ, მეფევ, ბატონო, თან, თავი მომჭერით, თუ ჩემს მიერ დაგეშილი
ავაზები გაგვექცნენ».
მაინც გირშელის ნათქვამი უფრო სარწმუნოდ მიიჩნია მეფემ.
●იმ დღესვე შეუდგნენ მშველზე ნადირობის სამზადისს.
გირშელი ამტკიცებდა: ურმით ტარება აბრაზებსო ავაზებს, ეგვიპტეში ეტლით
დაჰყავდათო ეს მხეცები მონადირეებს.
უფლისციხის სასახლეში ოდითგანვე ეგდო მწვანე ეტლი, რომელიც ბასილი
კეისარმა მიუბოძა ბაგრატ მესამეს, კურაპალატის ხარისხთან ერთად.
ეს ეტლი ისევე სძაგდა გიორგის, როგორც ბიზანტიის კეისარის სახსენებელი.
სიჭაბუკეში სანადირო ძაღლებს დაათრევდა ამ ეტლით მეფე, ბოლოს
მელქისედეკი აუხირდა: პატივი ეციო ქრისტიან კეისარს, თუ შენ არ ჩაჯდები
კურაპალატისეულ ეტლში, ძაღლებს მაინც ნუ ჩასვამო შიგ.
ახლა სწორედ ეს მწვანე ეტლი მოატანინა მეფემ.
წესისამებრ, წითელი აბრეშუმით აუხვიეს ავაზებს თვალები და ეტლში ჩასვეს.
მონადირენი დაფრთხნენ, უშიშარაისძემ იკისრა მათ გვერდით ჯდომა.
ერთადერთი უსიამო ამბავი ჩრდილავდა მონადირეთა სიხარულს. სწორედ
წინაღამით საშინელმა ხურვებამ წამოუარა ინგილოს.
შორენას ძლიერ ეწადა ამჯერად სანადიროდ წასვლა, არსაკიძეს სთხოვა,
უთუოდ უნდა წამოხვიდეო მშველზე სანადიროდ.
თანაც დასძინა: მეფე გიორგიმ გთხოვა, მიმინოებიც თან წამოიყვანოო,
ლაზურად გაწვრთნილნი.
თავდაპირველად უარზე იდგა ხუროთმოძღვარი მეფისა.
დღეს თუ ხვალ ტაძარი უნდა მოვათავო, სანადიროდ სად მცალიაო?
«გარდა ამისა, მე არ შემიძლია მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა
ოსტატის საქმესთან შევათავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი
ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს დავამთავრებ და ისევ
კირითხურო გავხდები უბრალო».
არსაკიძე ჰხედავდა: ცუდ საქმეს რომ გადაჰკიდა იგი მიმინოების ლაზურად
გაწვრთნამ, მეტი გზა აღარიყო, ბოლოს დაუთმო შორენას.
უთენია გავიდნენ მცხეთიდან მეფე და მისი ამალა, რაინდები, სეფექალები და
სტუმრები.
მწვანე ეტლში უშიშარაისძე იჯდა, ორი თვალახვეული ავაზა გვერდით ჰყავდა,
მათი საბელები ხელში ეჭირა.
ყვავილებითა და მანეულის შტოებით მორთული იყო მწვანე ეტლი.
მეფე გიორგი, გირშელი, განმგეთუხუცესი, შორენა, არსაკიძე, ცხრატბის
ერისთავი დაჩი და მისი მეუღლე რუსუდანი, «თევზისფერი ძროხა»,
საფირონისთვალებიანი ასული მისი დაფარსმან სპარსი უკან მიჰყვებოდა ეტლს.
ფარსმანი წარამარა დეზს უშენდა აფხაზურ სატალახო ცხენს, რადგან მუდამ
მეფის გვერდით ეწადა სვლა, რათა ავაზების გამო საუბრით ახალი თანამდებობა
ხელში ჩაეგდო როგორმე.
ხან მეფეს ლიქნიდა გზადაგზა, ხანაც საინგილოდან მოყვანილ ავაზებს აქებდა.
სამი ერისთავი, შვიდი თოროსანი რაინდი მათ შორიახლო მოაჯირითებდნენ
არაბულ იაბოებს.
მთლად ბოლოს, ღვინის რუმბებითა და ხორაგეულით დატვირთულ ურმებს
ცხენდაცხენ მოჰყვებოდნენ მენადირეთუხუცესი, მერემეთუხუცესი, ათი მონადირე,
სამი ბაზიერი და ესტატე.
სწორედ ამ ბაზიერებს მიჰყავდათ აბრეშუმის «პერანგში» შეფუთვნილი,
ლაზურად გაწვრთნილი მიმინოები, ერთი მეფისა, ერთი შორენასა და ერთიც
გირშელისათვის. მეფე გიორგი ჩინებულ გუნებაზე იყო, დაუცხრომლად მიაჯირითებდა თავის
ოქროსფერ ულაყს, ფრიად კმაყოფილი იყო იმითაც, კიდევ ერთხელ რომ მოუხერხდა
საქვეყნოდ გაპამპულება კეისრის მიერნაბოძებ მწვანე ეტლს.
გირშელსა და მის საცოლეს მოუბრუნდა და ეუბნება:
«როგორც ვატყობ, ნამეტნავი პატივი მოსდის კეისრისეულ მწვანე ეტლს.
აქამდის ძაღლებს სვამდა ბაზიერი ესტატე შიგ, ახლა მეფური სისხლის ნადირები
მგზავრობენ ამ ეტლით. შენ ხომ იცი, გირშელ, ბასილი კეისარს მიკიტნის სისხლი
უდუღს ძარღვებში?!»
გირშელმა გაიღიმა და თავის საცოლეს გადახედა.
ჰშვენოდა ცხენოსნობაც შორენას.
ფარსმან სპარსი უკვე მისწეოდა მეფეს, უკითხავად ჩასჩარა საუბარში სიტყვა:
«დიახაც მეფური სისხლისაა, მეფევ ბატონო, ავაზა.
უფრო მეტს მოგახსენებთ, ბახუსის დედამძუძედ ითვლება იგი, ასეთია
გადმოცემა ბერძნული: ძუძუს აწოვებდა თურმე ძუ ავაზა ბახუსს, ძევესისა და
ზემელეს ძეს».
მეფე გიორგი ისევ შორენას ესაუბრებოდა მწვანე ეტლისა და ბასილი კეისრის
გამო, ასერომ მას არც კი გაუგონიაფარსმანის ნათქვამი.
ფარსმანმა მიმოიხედა, «თევზისფერი ძროხა» ხელში შერჩა. რადგან იგიც მეფე
გიორგის გვერდით სვლას მიელტვოდა, მაგრამ ცხენოსნობაში გამოუცდელ ცოქალას
წესისამებრ ვერ წარემართნა თავისი თექური იაბო. ამიტომაც მას უამბო ფარსმანმა
მეფისათვის სათქმელი. არც «თევზისფერ ძროხას» გაუგონია მისი ნათქვამი, იგი
შურისაგან ამრეზილი იყო, რაკი ჰხედავდა, რომ მეფე გიორგი არც მასა და არც
საფირონისთვალებიან ნათიას ყურადღებას არ აქცევდა. შორენას ესაუბრებოდა
გზადაგზა.
XXXIX
ლელიანი ჭაობები დაიწყო, ახლა ექვსი მონადირე უკან მიჰყვებოდა მწვანე
ეტლს, ეშველებოდნენ ტლაპოებზე გადასვლისას ცხენებს.
ლაქაშიანი ველებიდან დგებოდნენ ხოხბები, გარეული ტახები ფრთხებოდნენ.
ლიწინლიწინი გაჰქონდა ლელს.
საწყალობლად წიოდნენ ხოხბის ლაპებიღიჭიანებში.
ბოლოს მიადგნენ ლაშქარათი მოფენილ ტაფობს, ზღვის ყურესავით მთების
უბეში შეჭრილს.
სამივე კიდით მთები გარს ერტყა მას, სამხრეთიდან ზედმომდგარიყო
თვალუწვდენელი, შიშველი ტრამალი.
მენადირეთუხუცესი ჭენებით წამოეწია მეფეს.
მარეკები უნდა ავგზავნოთო მთების კალთებზე. დამფრთხალი ნადირი
ტაფობში გადმოვა, მარეკები თან ჩამოჰყვებიან.
ტაფობისა და ველის მიჯნაზე უნდა დავახვედროთო ავაზები მშვლებს.
მენადირეთუხუცესი სწუხდა, მადევრები რომ არ გამოდგებოდნენ მშვლების
გამოსარეკად იმ დღეს, რადგან მოგეხსენება, ავაზას ძაღლის ხორცი უყვარს, როგორც
კი მადევრებს დაინახავს, მშვლებს თავს დაანებებს და ძაღლებზე გამართავსო
ნადირობას იგი.
დიდხანს იყვნენ ხმაგაკმენდილი ცხენოსნები ველის მიჯნაზე, ბოლოს
ჩრდილოეთიდან შემოესმათ დიდი ბუკის ხმა, მთების კალთებზე შემოსულმამარეკებმა ასტეხეს დაფდაფების ცემა.
მამალი ხოხბები დგებოდნენ ლაშქარასა და ანწლის ტევრებიდან.
სტკბებოდნენ მონადირენი ამ მშვენიერი ფრინველების შორიდან მზერით,
გარბოდნენ გოჭებიანი ტახები ტყისკენ.
სრული მყუდროება დამყარდა ტაფობზე, ნიავიც არიძვროდა ირგვლივ.
მონადირენი უკვე ამჩნევდნენ შორიდან ლაშქარას წვეროკინების ტოკვას, ახლა
გიორგიმ და გირშელმა დაინახეს თუ როგორ მოფრთხიალობდა ტაფობზე ორი
ფრინველი, ფრინველი კი არა, ოთხი ყური ორი მშველისა.
გიორგის შეეშინდა, ვაითუ შეგვნიშნონო, გაიტვრინონო ლაშქარას ჩირგვებში.
გირშელი ასე ამბობდა, რაკი ფერდობებიდან ტაფობში გადმოიხვეწნენ,
უთუოდ გამოვლენო ველისპირზე ისინი.
ბოლოს გიორგიმ თვალი ჰკიდა თუ როგორ ისკუპეს ლაშქარას ზღვიდან
მშველებმა და გაჭენდნენ ტრამალზე.
ასიოდე უტევანიც არა ჰქონდა წინ მიმავალს განვლილი, წითელი აბრეშუმის
რიდე აჰხადა უშიშარაისძემ ავაზებს.
გასაოცარის სისწრაფით გაეკიდნენ ძუ და ხვადი შუნსა და ხარმშველს.
მეფემ, შორენამ, “თევზისფერმა ძროხამ”, მისმა ასულმა, გირშელმა, არსაკიძემ,
დაჩიმ და მისმა მეუღლემ, მთელმა ამალამ მოსწყვიტა ადგილიდან ცხენები.
მხედრები ძლივს ატანდნენ თვალს თუ როგორ ელავდნვნ ცეცხლასფერი
ზოლები მშვლისფერ ტრამალზე.
ორივენი გამალებული მისდევდნენ თითქმისფრენაზე გადასულ მშველებს.
ელვასებრ მიჰქროდნენ ავაზები ტრამალზე. მათზე უმშვენიერესს არსებას
ჯერაც არგადაელახა ეს მწვანე ტრამალი.
ისეთი სისწრაფით მიჰქროდნენ ცხენებიც, მუცლით ზედეკვრიანო მინდორს,
მაინც ორიოდე უტევანის მანძილზე უკანრჩებოდნენ ცხენები ავაზებს.
თავდაპირველად გიორგი და გირშელი მიუძღვოდნენ ცხენოსნებს წინ, მალე
მოიღალა გირშელის ცხენი, ახლა შორენას თექური ჭაკი წამოეწია ოქროსფერ ულაყს.
დეზი ჰკრა არაბულ იაბოს არსაკიძემ, მშვლის ნახტომზე წამოეწია ორივეს.
მწკრივად მიგელავდნენ ოქროსფერი ულაყი და შორენას თექური ჭაკი.
უხაროდა გიორგის მის გვერდით რომ მიჰქროდა ეკბატანის ვარდი.
ამ წუთში არც ავაზები ახსოვდა მას და არც გაქცეული მშვლები.
ხვადი მიეწია პირველად ხარს, კიდევ ორიოდე ნახტომი და ზურგზე
დაახტებოდა მსხვერპლს, სწორედ ამ წუთში მხარმარცხნით შემოიქცა მშველი (ისე
როგორც კურდღელი უგანებს ხოლმე მწევარს), ავაზამ თავი ვეღარ შეიკავა და
გაჰქანდა წინ. ვიდრე იგიც მობრუნღებოდა, მანძილი მოიგო მშველმა. განი უქნა
მეორე მშველმა ძუს, მხარმარჯვნისკენ გაიტყუა ავაზა.
ერისთავი დაჩი, განმგეთუხუცესი, მერემეთუხუცესი და ხუთიოდე მხედარი
მხარმარჯვნივ გაქცეულთ გამოუდგნენ უკან, მეფემ და დანარჩენებმა
მხარმარცხნისაკენ გაჰქუსლეს ცხენები.
ორიოდე მანდილოსანი ჩამორჩენოდა მათ.
შურისაგან აღვესო “თევზისფერი ძროხა”, უცნაურად დასჭყივლა დიაცმა ცხენს,
ელვის უსწრაფესად წამოეწია კოლონკელიძის ასულს - შორენას ჭაკმა დაუთმო
ცოქალას იაბოს.
ბრაზი წაეკიდა მეფეს, “თევზისფერ ძროხას” რა წაატანა თვალი, წამოსწეოდა
ხარჭაყოფილი გიორგის, როგორც სიყმაწვილის ცოდვა სიჭარმაგეში გადასულს.
ახლა შორენა და უტა მოჰქროდნენ წყვილად, აგონდებოდათ ფხოვშიგანვლილი სიჭაბუკის ლხენა.
გულში გაუელვა არსაკიძეს უცნაურად, დაეტუქსა თავისი იაბო, ეჩვენებინა
აფხაზთა მეფისათვის თუ როგორემარჯვებათ ცხენის მონუსხვა ლაზებს.
ჰაზარტში შესულიც მიხვდა: არივარგებდა გადასწრება მეფისა.
ისევ წამოეწია ხვადი ავაზა მშველს, ხელახლა უგანა ხარმა, მაგრამ აქ კი ჭკუა
იხმარა ავაზამ, საშინელის სისწრაფით დასძლია სივრცე, თვალისმომჭრელი კამარა
გააკეთა ჰაერში და ქედზე შეახტა მშველს.
როცა მხედრები დაქვეითდნენ, ავაზა კისერში მისწვდენოდა ნადავლს, ხარბად
ხვრეპდა გამარჯვებული სისხლს, თანაც ღრინავდა გაავებული. დაახლოებით ასე
ისმოდა ესღრენა
“ჰურრრაჰხ, ჰურრრაჰხხ”...
მამაკაცებიც ვერმიეკარნენ ახლოს.
“აბა, მიდი, გირშელ”...
ეუბნება ღიმილით ყველისციხის პატრონს გიორგი. გირშელი შეყოყმანდა და
გაფითრდა სავსებით.
გიორგიმ ისევ გაიღიმა, წინ გაუსწრო თავის დედის დისწულს.
“ჰურრრაჰხხ”, დაიღრიალა მომეტებული სიმძაფრით ავაზამ.
მათრახი დაატკაცუნა გიორგიმ, საშინელის ხმით უყივლა ხვადს.
პირი გაუშვა მტაცებელმა მშველს, ისევ ამოუშვა გასისხლიანებულ პირიდან
“ჰურრრაჰხ”...
გიორგი თამამად მივიდა მშველთან, ხანჯლით გამოფატრა იგი, ჯერაც
ორთქლიანი ნაწლავები მიუგდო ნადირს.
ორი ცხენოსანი მოჰქროდა ტრამალზე.
დაჩი ერისთავი და მენადირეთუხუცესი იცვნეს.
ორივენიფერმკრთალნი ეჩვენა გიორგის.
“რა მოხდა, ვაჟკაცებო?”
ეკითხება გიორგირაინდებს.
“ავაზამ შეიპყრო მშველი, მაგრამ მიადგა და თავათ შეექცევა, არავინ გაგვიკარა
ახლოს, დაჩი ერისთავს ლამის არწასჭამა ბარკალი”.
მოახსენებს მენადირეთუხუცესი მეფეს.
“ვერა ყოფილხართ მამაცები, თუ ერთმა ძუმ დაგიჯაბნათ ამდენი თოროსანი
რაინდი”.
გაიხუმრა გიორგიმ.
“ჩემი ქმარიც დაუშინებია ავაზას!”
გაიხუმრაფანასკერტელის ქალმა, ძლივს შეიკავაღიმილი დიაცმა.
გირშელი ჯერ გაწითლდა, მერმე გაფითრდა, სამსჭვალივით გულზე მოხვდა
რუსუდანის ნათქვამი: “ქმარიც” (განსაკუთრებით უკანასკნელი ბგერა “ც”).
არასდროს ჯერასეთი შეურაცხყოფა არმიუყენებია არავის მისთვის.
კვლავ მოასხდნენ მონადირენი ცხენებს.
გუნება გაუფუჭა ამ ერთმა ბგერამ გირშელს.
მეფე და შორენა წინ მიჰქროდნენ, დანარჩენებს ოთხახმით მიჰყავდათ ცხენები
ტრამალზე, რადგან არავის ემეტებოდა გახელებულ ავაზასთვის ბარკალი.
გიორგი გახარებული იყო, მუდამ მოწყენილი შორენა ასე რომ გაერთო
ნადირობით. მეფემ იდროვა ამით, ეუბნება კოლონკელიძის ქალს:
“ერთი რამ მინდა გკითხო, შორენა, ოღონდ არ შემრისხო, გევედრები წინასწარ”.
“მიბრძანეთ, რაც გენებოთ, მეფევ ბატონო, ყმათა წყრომას მეფენი სადერიდებოდნენ?”
“არავინ იცის, რომელია ჩვენს შორის ყმა!”
შორენამ გაიღიმა, დაინტერესდა.
“გულწრფელად მითხარი, შორენა, როგორმოგწონს შენი საქმრო, გირშელი?”
დაუყოვნებლივ ეს მიუგო ქალმა:
“არა უშავს, კარგი ყმაწვილია გირშელ, ლამიყლაპიასრომ არწააგავდეს ცოტა”.
მეფეს სახე გაუბრწყინდა, გადახედა გვერდით მომქროლავს, კვლავ უნდოდა
ეკითხარაღაცა, მაგრამ შორენამ დასძინა ნათქვამს:
“მშიშარაც ყოფილა ყველისციხის პატრონი”.
ცხენი შეაყენა გიორგიმ ერთბაშად, უკან მოიხედა, რა დარწმუნდა შორს არიანო
მხლებლები, ჯიქურეუბნება კოლონკელიძის ასულს:
“მოგაცილებ, თუ გნებავს, გირშელს?”
შორენა სდუმდა, მცირე ხნის შემდეგ ეუბნება ხმადაბლა:
“თქვენი ნებაა, მეფევ ბატონო, ეგეც, მაგრამ მე ვიცი მეფეებიც ვერ გადუვლენ
განგების ნებას”.
მეფემ დეზი ჰკრა ცხენს, ზედ წამოადგნენ გვიმრიან ტაფობს.
ქარაფის კიდეზე მიემწყვდიათ შუბოსნებს ავაზა.
გაგლეჯილ მშველის ლეშზე იდგა სისხლში ამოსვრილი მხეცი, გააფთრებული
ბრდღვინავდა:
“ჰურრაჰხ, ჰურრაჰხხ”.
უდაბნოს ცეცხლი ელავდა მის თვალებში.
ფარსმან სპარსიც აქ იყო, ვერც მას გაებედნა ავაზასთან მისვლა.
ფარსმანი მიეჭრა და მოახსენა:
“ღვინო მოვიტანოთ, მეფევ ბატონო, ახლავე, ღვინო სისხლს ურჩევნია ავაზას,
დათვრება თუ არა, ჭუკივით დავიჭერთ ხელით”.
გიორგიმ არა მიუგო რა, ხელი ჩაიქნია დარაინდების გასაგონად ესა სთქვა:
“ახლა ვინც ვაჟკაცია, იგი მივიდეს მასთან”, თვალით აჩვენა ავაზაზე მხედრებს.
გირშელ ერისთავი გამოეყო რაინდებს, ოდნავ გაფითრდა, წითელი აბრეშუმის
საფარველი აიფარა მარცხენა ხელით, მარჯვენათი ხმლის ვადა მოისინჯა
ფრთხილად, გულდაგულ მიეახლა ავაზას.
შემზარავი ხმით ღრიალებდა ნადირი: “ჰურრრაჰხხ”.
უკვე ერთი ნაბიჯი უკლდა მშველის ლეშამდის გირშელს, სწორედ ამ დროს
ისკუპა ავაზამ და მარჯვენა მხარზე ეცარაინდს.
ერთხმად დაიკივლეს მანდილოსნებმა, რაინდებმა იშიშვლეს ხმლები, ავაზა
მოეშვა დაკბილულს, უცნაური კამარა გააკეთა ჰაერში ძუმ და ქარაფიდან გადაიხვეწა
ლანდივით.
მწვანე ეტლში ჩააწვინეს დაკოდილი გირშელი.
დაცალებული ავაზა ურემზე შესვეს, დაღვრემილი მანდილოსნები და
რაინდები უხმოდ დაადგნენ მცხეთისკენ გზას.
შორენას გუნება გაუფუჭდა, გიორგის ჩამორჩა განზრახ. არსაკიძეს მოჰყვებოდა
ცხენდაცხენ მდუმარე, როცა ხურსისეულ სასახლემდი მიაღწიეს ორთა, შორენამ ეს
უთხრა ვაჟს:
“ხვალ საღამოს შემოგივლი, უტა”.
*
სასახლეში მისვლისთანავე გირშელი დიდ დარბაზში დააწვინეს, თურმანიძემცხეთაში აღმოჩნდა ბედად. ავაზას ნაკბილარები უმნიშვნელოდ მიიჩნია აქიმმა,
ფოლადის ბექთარს გადაურჩენიარაინდი, ორკვირაში ავაყენებო დაკოდილს.
მეფემ ფარსმანი შეიყვანა საწოლის დარბაზში, მესაწოლე დაითხოვა, სელზე
უჩვენაფარსმანს.
შიშისგან ცახცახებდა მოხუცი.
ვაჲთუ მე დამაბრალოსო ავაზის გაქცევა მეფემ.
ერთადერთი იმედი ეს იყო, უგუნებობა არ ეტყობოდა პატრონს. მეფე დაჯდა,
ოფლი მოიწმინდა შუბლიდან და ეუბნება:
“შენ გეტყვი, ფარსმან, ახლა მითხარი რაც უნდა გეთქვა სასახლის ბაღში იმ
დღეს? კითხული ვერმიხვდა გულისთქმას მეფისას.
“შენ ამას ამბობდი, კიდევ ერთი ზნე სჭირსო ავაზას”...
“მე ეს მინდოდა მეთქვა, გაქცევა იცის - მეთქი შემოჩვეულმა ძუმ”.
“როგორ უნდა გავიგო შენი ნათქვამი ახლა?”
“ზოგიერთი დიაცი ამითაც ჰგავს, მეფევ ბატონო, ავაზას”.
ავაზას ხსენებაზე კოლონკელიძის ასული გაახსენდა მეფეს, ფარსმანის იგავის
შინაარსსაც მისწვდა, მაგრამ დადუმდა. დაითხოვა მოხუცი.
LX
ამ თავში მოთხრობილია, თუ როგორ დასაჯა
“შანდლის ქურდი” მეფემ
გირშელი მართლაც ვერ ადგა ორ კვირას, უმისოდ ფრიად მოეწყინა გიორგის.
აღარც ნადირობანი იმართებოდა, არც ნადიმები.
შავარდნები და მიმინოები ხარიხებზე ამთქნარებდნენ. დაცალებული ავაზა
დღედაღამ ბრდღვინავდა, “ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ” იძახოდა გაავებული, ფარშავანგები
უკმეხად ჩხაოდნენ სასახლის ბაღში, საჩიხეში ბღაოდა ნებიერა, ნატრობდა ფხოვის
მთებსა და მჟავე წალს.
გიორგი ადგებოდა ხოლმე, წავიდოდა, თავათ ნახავდა, რომელი ირემი
ბღავისო ასე საწყალობლად? როცა გაიგებდა, რომელიც იყო, უკვირდა: როგორ
დამსგავსებიაო შვილი დედას, ირმების ჯოგშიც.
და აგონდებოდა კოლონკელიძისეული ფურირემი, რომელმაც ტყვეობაში
სიცოცხლეს თავისუფალი არჩია სიკვდილი.
ხანგრძლივი წვიმები დაიწყო, სავსებით უჩვეულო ამ დროს მცხეთაში.
მარიამ დედოფალი უფლისციხეში ჩამოვიდა აფსაზეთიდან, მელქისედეკმა
წიგნი მოიწერა, ბიზანტიელი სტუმრები მომყავს, ერთი თვის შემდეგ ვიქნებიო
მცხეთაში.
სტუმრები სასახლიდან წავიდნენ, სიძვის დიაცებიც გაიკრიფნენ მცხეთიდან.
ცოქალამ, ანუ “თევზისფერმა ძროხამ”, ნოკორნას წაიყვანა ნათია,
საფირონისთვალებიანი ქალწული, რათა ჯაჭვით ნაბამი წმ. გიორგის შვილიანად
ხლებოდა ახალ საბრძანისში.
დაჩიმ და რუსუდანმა ცხვილოსციხეს მიაშურეს, რადგან ცოქალას დედოფლის
ეშინოდა, ხოლო “ულვაშიან” რუსუდანს მელქისედეკ კათალიკოსისა.
დღისით დაუცხრომლად წვიმდა. ღამე გადაიდარებდა ოდნავ. ციხის
ჩარდახზე ადიოდნენ მეფე და ფარსმანი, უთვალთვალებდნენ მთვარეს, რადგანურჩხულის დარი არმური გარს ეხვეოდა მნათობს, ფარსმანის სამთვარიოც ცუდ
ამბებს იუწყებოდა.
ეზოსმოძღვარის სვირინგებიც ვერიძლეოდნენ სანუგეშო ნიშანს.
გიორგი დიახაც ნატრობდა, კეთრი აღმოაჩნდესო ეგებ, მაგრამ რაკი ეს
სვირინგები ოდნავ გაშავდნენ, უკვე შიშმა აიტანა უშიშარი გიორგი.
თურმანიძე არტანუჯს წასულიყო, ამიტომაც საღამოსთვის ახმობინაფარსმანი.
შაბათს მთელი დღე შინ იჯდა გიორგი, ხან ფსალმუნს კითხულობდა, ხან
თრიაქსა სწევდა, ხანაც ფარსმანის ახალ სამთვარიოს ფურცლავდა, უგუნებოდ იყო,
ავაზისაგან გირშელის დაკბენაც ქენჯნიდა მცირედ.
ნასადილევს წვიმამ გადაიღო, მელანქოლიამ წამოუარა, ყიალი მოენატრა ისევე
ველებზე, ისევ მოუნდა წრის გარშემო ტრიალი, მალემსრბოლი უშიშარაისძე
ახმობინა, პიპა.
ასე შეუთვალაფარსმანს:
ეზოსმოძღვარი ინახულე და მოდიო ახლავე, მამცნე თუ რა სჭირსო ხუცესს?
თავათ მალემსრბოლს უბრძანა: ორი ცხენი მზად გყავდეს მიმწუხრისათვის,
საფურცლესკენ გავისეირნოთო მე და შენ ორთა.
როცა ფარსმანი საწოლის დარბაზში შევიდა, მეფე თვალდახუჭული იწვა
პირაღმა, ხელები მკერდზე დაეკრიფა, ნატანჯი სახე ჰქონდა, ალაგ-ალაგ
დანაოჭებული.
ჭაღარაც მომეტებულად მოუჩანდა გაბურძგვნილ თმიდან.
ვერცხლის შანდალი იდგა სასთუმალთან ორი.
ლიცლიცებდნენ ცვილის სანთლები, ცვილისფერი მისდგომოდა სახეზე მეფეს.
ტაბლაზე ნარგილე იდგა, თრიაქის სუნი დაკმეულიყო დარბაზში.
მეფემ თვალი გაახილა, ფარსმანს ახედა და ამ წუთში შემოესმა დაცალებული
ავაზის: “ჰურრაჰხ, ჰურრაჰხ”...
უშიშარაისძეს უბრძანა:
სელი მოართვიო სტუმარს.
“ინახულე ეზოსმოძღვარი?”
ეკითხებაფარსმანს, ხვნეშით ქვე დამჯდარს.
“ვინახულე ავადმყოფი, მეფევ ბატონო”.
“იცოდე, დღეს მაინც მხოლოდ მართალი უნდა მითხრა, ფარსმან”.
“განა ოდესმე ტყუილი მომიხსენებია, მეფევ ბატონო, შენთვის?”
“მხოლოდ სულელები ეუბნებიან მართალს, ჩემო ფარსმან, მეფეს”.
“ეგეც სწორია, მეფევ ბატონო, მაგრამ ერთი დღე მაინც უნდა გამოურიოს
მართლის თქმისა კაცმა”.
“მაშ ეს საღამო იყოს ასეთი”.
მეფემ გაიცინა დაფარსმანს იამაფრიად.
“როგორგგონია, კეთრი ხომ არსჭირს ხუცესს?”
“არა, ბატონო, არ უნდა იყოს კეთრი”.
“ან ჟამი იყოს ეგების? “
“არა მგონია, ჟამის ნიშანისრომ იყოს ეგ სვირინგები”.
“მაშ შენ მარწმუნებ, ამ საღამოს მხოლოდ სიმართლის სათქმელად ხარ
მოსული, ფარსმან?”
“მხოლოდ სიმართლის მაუწყებლად მატარებენ ჩემი ბებერი იოგები, მეფევ
ბატონო, მუდამჟამს”.
“ისემცრა გითხრა მე შენ, ფარსმან!” “ის მითხარი, რაც გენებოს, მეფევ ბატონო”.
“მაშ სად იყავი ამდენ ხანს? სულ სიმართლეს აუწყებდი დილიდანვე ქვეყანას,
არა?”
“თევზებს ვითვლიდი გუდამაყრისკენ, ღამის მაყრად მიმავალთ”.
“რამდენმა აიარა ამ საღამოს ზევითკენ?”
“იმდენმა, რამდენიც სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. მეფევ ბატონო,
მართალი”.
“მაინცრამდენი იქნება იგინი?”
“რამდენიც კითხვა ექნება ჩემს პატრონს ჩემთვის მოსაცემი”.
“ამ თევზებსავით ხომ არჩაივლიან მერმე ის სიტყვები, ბერიკაცო?”
“არა, ჩემი სიტყვები დუმილში დაიძრებიან ნელა, სავსებით ნელა ჩასწვდებიან
მსმენელს და ისე გვიან ეწვეთებიან გულს, როგორც ნარგილეს მილში გავლებული
კვამლი თრიაქისა, გვიან მიაღწევენ მსმენელის გულამდის და გვიან, გვიან მიჩვენებენ
ზემოქმედებას”.
მეფემ თავი აიღო, ორივე შანდალი უჩვენა თვალით და ეუბნება სტუმარს:
“მე ხშირად ჩამძინებია შენი ჯადოსნური საუბრის დროს, ფარსმან, თუ ახლაც
მომეკიდოს რული, ადექი მაშინ, ეს შანდლები აიღე, მცირე დარბაზს რა გასცდები,
მსახურები დაგიხვდებიან ტალანში, დღეს მითხრეს ალყა და ქონი გამოლეულა
სასახლეში, მიუტანე ეს შანდლები მათ.
უბრძანე: არგამაღვიძონ, სანამ მალემსრბოლი არმოვიდეს, პიპა”.
ეს უთხრა და დადუმდა მეფე.
მცირე ხნის შემდეგ ეუბნება ბერიკაცს:
“სიტყვისა და თრიაქის მსგავსება კარგად გამოხატე წეღან, ახლა იგიც მამცნე,
რითი არა ჰგავს კაცის სიტყვა ბანგს?”
“რითი არჰგავს კაცის სიტყვა ბანგს? “ გაიმეორაფარსმანმა.
“მხოლოდ იმას ათრობს თრიაქი, ვისაც ასმევენ ხოლმე, მაგრამ სიტყვას ერთს
ეტყვი ხშირად და ათასებს ეძგერება, როგორც ირიბად გასროლილი ქვა”.
“ქვაო? ვისა სმენია ირიბად გასროლილი ქვა?”
“ჩემს ბალღობაში ცალიერი კოკების მსხვრევა დამჩემდა ერთხელ, საჯინიბოს
კედლის გასწვრივ დავამწკრივებდით ცალიერ კოკებს მე და ჩემი ტოლები. მერმე
მივსდგებოდით და კედელს დავუშენდით ქვას. უკუიქცეოდნენ შეტყორცნილი ქვები,
განუკითხავად ამსხვრევდნენ კოკებს.
მოგვისწრებდა განრისხებული მზრდელი, დავიფიცავდით: არ გვისვრიაო
ცალიერი კოკებისათვის ქვები”.
მეფე დადუმდა, შემდგომ ამისა ეკითბებაფარსმანს:
“რად მეჩურჩულები ამ საღამოს, ფარსმან? მე ოდნავ მთვრალი ვარ, მართალია,
თრიაქისაგან, მაგრამ ასე ვგობებ ჯერ შორსაა ძილი, გარდა ამისა, შენ ისე ბრძნულად
მესაუბრები, შესაძლოა, არც დამეძინოს დიდხანს” .
“მე ერთი მწვრთნელი მყავდა, სიბრძნისმეტყველი, ქაიროში, აბუბექრ-ისმაილ-
იბნ-ალი-აშარი ერქვა სახელად იმ ბრძენს, თავათ შლეგივით დაყიალობდა ამ
ქვეყანაზე, სხვებს ურიგებდა სიბრძნეს.
იგი ითვლებოდა იდუმალთა მიმთხრობად და ჩურჩულის ოსტატად ალ-
ჰაქიმის სასახლეში ოდესღაც.
სწორედ მან მასწავლა, მეფევ ბატონო, მეც, დიდი ჭეშმარიტებანი ჩურჩულით
უნდა უთხრაო დიდკაცებს ყურში, ხოლო იგი, რაც დიდ ბაზრებში ყომარბაზობის
დროს უნდა წამოგცდეს, ისე უნდა იყვირო, როგორც წყლისა და თაფლისგამყიდველნი ყვირიან ქაიროში, რათა მეჯადაგეებმა და მეხამლეებმა გაიგონონ,
თაფლი და წყალი შეისყიდონო შენგან”.
“აბა ერთსა გკითხავ და მალე მაინც მომიგე პირდაპირ”.
“მე არასოდეს არ ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო
პირდაპირსჭრის, მეფევ ბატონო, მუდამ.
მე და ჩემ ტოლებს რომ პირდაპირ დაგვეშინა ცალიერ კოკებისათვის ქვები,
უთუოდ ცხვირ-პირს ჩაგვილეწავდა მზრდელი.
ათინაში ერთი ღვთაების კერპი მდგარა თურმე, ის ღვთაებაც იდუმალთა
მიმთხრობლად მიაჩნდათ ბერძნებს, იგი არაფერს იტყოდა პირდაპირ, ყოველივეს
ირიბად ამბობდა, მუდამჟამს ანიშნებდა მხოლოდ”.
მეფემ დაამთქნარა, თვალი დახუჭა, ისევ მიუბრუნდაფარსმანს:
“ახლა ეს მითხარი, როგორმოგწონს ხუროთმოძღვარი არსაკიძე, ფარსმან”.
“არა უშავს რა, კარგი ვაჟია არსაკიძე, ლაზი, მაგრამ იგი უკეთ ხატავს, ვიდრე
აშენებს. მელქისედეკის მიერმისი დანიშვნა მაინც ერთ ამბავს მაგონებს უცნაურს”...
“კათალიკოსს არ დაუნიშნავს იგი, მე თავათ ავარჩიე არსაკიძე, ფარსმან” .
“მოხუცი შეკრთა და დადუმდა.
სახლის ბაღშიღრიალებდა ხვადი ავაზა: “ჰურრახ, ჰურრახ”.
“ნუ გეშინია, ჩემო ფარსმან, რაც არ უნდა მითხრა აწი, იმისათვის არ დაგსჯი
დღეს”.
“მეფეებს ასე გჩვევიათ, თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის
შემდეგ სამგზის აზღვევინებთ სიმართლისათვის”.
“არც სამი დღისა და არც სამი წლის შემდეგაც... ვფიცავ”.
ფარსმანი ყოყმანობდა და გიორგიმ გაუღიმა.
“მაინცრას გაგონებს არსაკაძის დანიშვნა, ფარსმან?”
“ჯოჯოხეთში მღვდლები გაუწყვეტიათ ეშმაკებს და ყვავი დაუნიშნავსო
თურმე ხუცესად ღმერთს”.
მეფემ გადაიხარხარა დაფარსმანი გამხნევდა.
“სვეტიცხოველიროგორმოგწონს, ახლადნაგები?”
“ახალი წიგნის გამო არაფერა ითქმის, სანამ ათასჯერ არ გადასწერენ მას სხვანი,
არც ახლადაგებულ ტაძრის გამო ითქმის ამაზე მეტი, სანამ ათასი წლის მიწისძვრები
არგამოსცდიან ნაგებობას მისას”.
“შენ ისევ ირიბულად ბნელმეტყველებ, ფარსმან”.
“მე მაინც ასე მგონია, მეფევ ბატონო, ახლაც, საუკეთესო წიგნი მაინც იგია,
რომელიც ჯერაც არ დაუწერია არავის. რაიცა შეეხება ტაძართაგანს საუკეთესოს,
ჯერაც არაგებულა ასეთი მიწაზე”.
“ახლა ჩემი ვაზირების გამოც უნდა მამცნო მცირედი, რომელი უფრო მოგწონს
მათ შორის, ფარსმან? “
“მხოლოდ იგი, რომელიც ერთ დღეს მაინც ეტყვის თავის პატრონს
სიმართლეს”.
“მერმე, რომელია ასეთი?”
“ვგონებ, შენს ვაზირებს ყველას სათითაოდ ეშინია შენი, ჩემზე უკეთ
მოგეხსენება, მლიქვნელების თათბირები არც ერთ მეფეს გამოსდგომია ჯერაც”.
მეფე თავქვე დაწვა, ხარხარებდა, ხელით იწმენდდა სიცილისაგან
გადმოღვრილ ცრემლს.
უფრო და უფრო გამხნევდაფარსმანი.
“მეფეებს ერთი უბედურება სჭირთ ასეთი: მშიშარანი რომ ვაზირებად არგამოდგებიან, ეს ხომ ისე თვალსაჩინოა, როგორც არაგვის დაღმა დინება?”
“უეჭველად სწორია ეგეც”.
“მაშ თუ ეს სწორია, რა უნდა ჰქნას მეფემ? ჯერარც ერთი მეფე ჭკვიან ვაზირებს
არ გაუხდიათ ბრძენი. თუ ისეთი ვაზირები გაიჩინა, რომელთაც მეფის შიში აღარ
ექნებათ, მაშინ ისინი თავათ წაეპოტინებიან ტახტს! “
ეგეც დაუმოწმა მეფემ.
ღიმილით ეკითხება ისევ:
“კიდევრა სენი სჭირთ მეფეებს, ფარსმან?”
ფარსმანი დადუმდა, შეყოყმანდა ოდნავ.
“მე უკვე მიწია ნასადილევს მოწეულმა თრიაქმა, შენი სიტყვების ზეგავლენა
ჯერაც არსად სჩანს, შენ ხომ იცი, სიმთვრალეშიფრიად კეთილირომ ვარ, ფარსმან?”
“შენ სიფხიზლეშიაც კეთილი ბრძანდები, მეფევ ბატონო, მუდამ”.
მეფემ ყური არათხოვა უკანასკნელ სიტყვებს და განაგრძო:
“ერთხელ ვიღაც მთვრალმა მდაბიორმა ცხენი გამომიკლა მცხეთაში, მე
გამიხარდა, თავათ რომ გადავრჩი, გარდა ამისა, მთვრალი ვიყავი, მდაბიორის
სამოსში გადაცმული, ამიტორც არაფერი ვაკადრე მთვრალს”.
“ეგეც მსმენია, მეფევ ბატონო”.
მიუგო ღიმილით ფარსმანმა.
“კიდევრა ზნე სჭირთ მეფეებს, ეგეც მითხარი ბარემ”.
“ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. მეფე ყოველ ქვეყანაში
მარტოხელაა და ერთადერთი, იგიც ხომ ცხადია, მარტოსული არასოდეს იქნება
მთელი.
რამდენად უფრო აღმატებულია მარტოსული, მან უფრო კარგად იცის, რომ
ერთი კაცი თავის უდიდეს სიბრძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ”.
“მერმე, მერმე?”
ეკითხება მეფე და შესცქერის თრიაქისაგან აღრეული თვალებით ბერიკაცს.
“მერმე მიმოიხედავს ხოლმე მარტოსული იგი და რაკი თავის მსგავსს ვერავინ
ნახავს სხვას, მას ხელიდან ეცლება უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა,
თავმდაბლობა”.
ორივენი დადუმდნენ, სასახლის ბაღიდან ისევ მოისმა დაცალებული ავაზის
“ჰურრახ, ჰურრახ”...
“ნამდვილი თავმდაბლობა, - განაგრძო ფარსმანმა, - არასოდეს აურიო მონისა
და მლიქვნელის თავმდაბლობაში, არც იმ გლახაკის თავმოდრეკილებაში, სამოგვის
თასმებსრომ უკოცნის პატრონს.
უდიდესი უბედურება მაშინ ეწვევა კაცს, როცა მას დაავიწყდება, რომ
კაცთაგანი, უფლისწულია ყოველი.
მეფეებსა და შლეგებს ზნედა სჭირთ ხოლმე, სხვაზე უფრო აღმატებულად
შერაცხავენ თავისთავს და ვინც მათ გაუტოლდება, თავს წააცლიან უთუოდ, ხოლო
იგი, ვისაც უმცირესზედაც აღმატებულად თავი მოაქვს, სწორედ იგია ქედმაღალი,
მეფევ ბატონო.
მე რომ მესსია გზაში შემეყაროს და მითხრას, სხვას ჯობიხარო, ასე მივუგებდი:
შენ არყოფილხარ-მეთქი მესსია.
მეფეები და ლომები მარტოობაში ხდებიან გულზვიადნი. აზვავდებიან და
მოიწყენენ, მარტოხელნი იღუპებიან კიდევაც”.
ფარსმანმა კვლავ გაიგონა ხვადი ავაზასღრიალი:
“ჰურრახ, ჰურრახ” მწუხრი უკვე მოსწოლოდა დიდი დარბაზის სარკმელს, დახედა მეფის
სარეცელს.
თვალდახუჭული იწვა მეფე გიორგი. ცვილის სინათლისგან მოფენილი შუქი
უსიცოცხლო სიყვითლეს აძლევდა მის სახეს. იგი მძინარეს როდი მიაგავდა, არამედ
მიცვალებულს.
დასძინებიაო, გაიფიქრაფარსმანმა.
ადგა, შანდლები თან წაიღო დაფეხაკრეფით გაიპარა სულგანაბული.
მცირე დარბაზის ტალანამდისაც არ იქნებოდა მისული იგი, უშიშარაისძე
შემოვიდა საწოლის დარბაზში.
მეფე წამოდგა და ეუბნება მალემსრბოლს:
“ფარსმან სპარსმა ვერცხლის შანდლები მოიპარა, ერთი წამოეწიე, პიპა, და
ორიოდე პანღური ამო ჰკარი მაგ ბებერძაღლს”.
*
როცა გიორგი და პიპა სასახლის კიბეზე ჩამოდიოდნენ ფარსმან სპარსი იქვე
იჯდა. წამოდგა, მეფეს მიეახლა და მოახსენა:
“შენ აკი დამპირდი, მეფევ ბატონო, არ დაგსჯიო სიმართლის თქმისთვის?”
მეფემ წარბები აწკიპა, გაიკვირვა თითქოს ერთბაშად.
“??? განა სიმართლისათვის გაგაპანღურეს მართლა? ეს შანდლების
მოპარვისათვის დაისაჯე დღეს”.
ფარსმანი გაოცდა.
მეფემ გაუცინა და ეს უთხრა მოხუცს:
“შენ ირიბი ზმები გყვარებია, ჩემო ფარსმან, ხოლო ირიბი პანღურები მეფეებს
სჩვევიათ ხოლმე”.
*
ერთი სიმართლე მაინც დაუმალა ამ საღამოს ფარსმანმა გიორგის, მან შეატყო,
ჟამის სვირინგები რომ აჩნდა ეზოსმოძღვარს, კიდევ ერთი რამ მოახსენა გიორგის
მცდარი ამბავი და ამის გამო წაიკითხე ეს:
შ ე გ ო ნ ე ბ ა:
ერთხელ სამი მუსიკოსი გამოსულიყო მოედანზე საღამოს.
იდგნენ და უკრავდნენ ტკბილად.
გარსმოჯარული ხალხი ფერხულს უვლიდა მათ გარშემო. გაიხარებდნენ
სალამურის, ჭიანურისა და სტვირის შეწყობილ მუსიკობისაგან აღტყინებულნი.
ერთი ყრუ მიეახლა ამ მუსიკოსებს, მას არც ხმა ესმოდა და არც სიტყვა.
რა სულელია ეს ხალხი!
გაიფიქრა ყრუმ.
სამი კაცი ხელს აფათურებს, ერთს ლერწამი გაურჭვია პირში, მეორეს ძელის
ნაჭერი აუღია და ძელისავე წკეპლით უხახუნებს ზედ. ხოლო მესამეს გაბერილი
გუდა პირთან მიუტანია და ეს ამდენი ხალხი შლეგურად როკავს ამ ამბის შემყურე!
როცა ოსტატის მიერ შესრულებული ქმნილების დიდებულებას ვეღარ
ჰხედავს შურისგან აღვსილი, ხელმოცარული ოსტატი ვინმე, იცოდე, მკითხველო, ამყრუს მიაგავს იგი, იმ სამთა ტკბილი მუსიკოსის ვერშემსმენელსა.
XLI
თავდაპირველად ქვიშისფერნი იყვნენ ღრუბლები, მაგრამ როცა მთვარე თავზე
წამოადგა ჯვარის მონასტერს, გაყვითლდნენ ისინი.
მერმე ატყდა სხივთა ლიცლიცი ცაზე. გალურჯდნენ მთები, ხოლო
ღრუბლებსა და ცას ქედანისფერმა გადაჰკრა იერმა.
აივნიდან ხედავდა არსაკიძე ამას ყოველივეს, მერმე მის თვალწინ თალხმა
ფერებმა დაიჯაბნეს ნათელი.
ნელ-ნელა გაშავდნენ ხეებისა, ეკლესიებისა და ციხეების ზეთავები გარშემო,
გამოხურვებულ ოქროსფრად გაიელვა ზეცის კალთებზე დასავლეთისკენ, შორს.
და სწორედ ამ დროს გაისმა ციხეების გოდოლებიდან საყვირის ხმა პირველად.
ეს იყო ნიშანი, მეციხოვნენი სცვლიდნენ ურთიერთს.
ბინდი დაეშვა რატისეულ ხილნარზე. თალხი ფერები გადაანთხია ყვავილებსა
და ბალახებს მწუხრმა, ჩრდილისებრ ნახაზებად იქცნენ ხეები და სიგრილე შეიცნო
აივანზე მდგომარემ.
ადგა, დარბაზში შევიდა.
ნონაის უკვე აენთო ჭაღები.
სულ პატარა, სულ პაწია პეპლები ცეკვავდნენ შუქის გარშემო დარბაზში.
ბუს მართვე წიოდა ხილნარში.
დიდხანს იჯდა არსაკიძე დარბაზში და უსმენდა მარტოსულის ძახილს.
ახლა მოზრდილი პეპლები შემოპარულიყვნენ დარბაზში, თალხი, სავსებით
თალხი ფარფლები ჰქონდათ მათ, კიდე-კიდე დაწინწკლულნი წითლად და
ყვითლად, ჭაღებს უვლიდნენ გარშემო.
ვეღარ გაუძლო არსაკიძემ ამის ყურებას, ადგა, ისევ აივანზე გავიდა,
სიბნელეში განმარტოება მოენატრა კვლავ.
ატყობდა თავათაც ოსტატი:
სულ მცირე ხანში ხასიათი გამოეცვალა. მოუთმენელი, დაუდგრომელი გახდა
იგიცა, როგორც ეროსი - სულწასული დედისა და უჯიათი მამისაგან წარმოშობილი.
დღეს გათენება აგვიანდებოდა, მზეს ბნელში ჩასვლა, ხოლო საღამოს
მიმწუხრად ქცევა, ასე გამოდიოდა, თავათ მნათობებსაც შეუცვლიათო ჩვეული ეტლი
მის თვალწინ ანაზდად.
უმთავრესი მაინც ის იყო, მარტოობას ვეღარ უძლებდა მარტოობაში
გაზრდილი კაცი.
ბნელში დაბადებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში.
მადლობა უფალს, დასასრულს რომ მიეახლა მისი საყვარელი ქმნილება უკვე,
თორემ რომელ გულს ეყოფა ძალა, მიჯნურობასა და ხელოვნებას ემსახუროს
ორთავეს თანაბრად?
ასე ყოფილა ჟამის დასაბამისიდან, ერთი ბომონი ვერ დაიტევს ვერასოდეს ორ
კერპს.
ისევ იცვალა სამყოფელი მოუსვენარმა.
ბაღში ჩავიდა.
ღამე შემოსულიყო რატისეულ სასახლეში, მაინც არსჩანდა გულისმიჯნური.
სამი საღამო წვიმდა ზედიზედ, დღეს გადაიღო, მაგრამ იგი არმოდიოდა.
იდგა ცაცხვის ტანს მიყრდნობილი, ყურს მიუგდებდა უმცირეს ჩქამსაც. სდუმდა ხილნარი, ფოთლები არ იძვროდნენ. მარტოშთენილი ბუს მართვე
იძახოდა საწყალობლად. მხოლოდ მისი ხმა მოესმოდა არსაკიძეს, ბნელში მდგომარეს.
თვალებდახუჭულს შორენას ხმა შემოესმა ახლა ანაზდად.
ასე ეგონა: ჩოხის ღირკილოებსაც მისწვდენოდა, ეუბნებოდა თითქოს
ჩურჩულით:
“რამ დაგაღონა, აჰა მოვედი, რამ დაგაღონა, უტა?”
თვალი გაახილა, მთვარეს აჰხედა.
ისევ დახუჭა თვალი, ჟამის სრბოლა გადავიწყნოდა ლოდინისგან
გულშეღონებულს.
ნაავდრალი ზღვის ტალღების დარად უკუქცეულან წლები. კვლავ ყრმა
გამხდარა უტა, მობრუნებულან ბავშვობის დღენი.
ის ნეტარი დრო, როცა სჯეროდა გულმართალს მათი: მზე და მთვარე ერთი
დედის ძუძუმტენირომ ყოფილან თურმე ოდესღაც.
ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეყვარებოდათ.
დაუტუქსავს ორივენი მშობლებს.
ქალი მზედ იქმნა, ყმაწვილი მთვარედ.
ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულან, როგორც თვალის დაფახულება ერთი.
დაეძებენო იმის შემდეგ შეყვარებულნი ძუძუმტენი ერთმანეთს დღემდის.
მზეცა და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე.
და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ
სიკვდილი.
ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ისღმერთიც.
შეკრთა ერთბაშად.
ქარი ხომ არ არხევდა ხილნარში შტოებს? მარტოობას ხომ არ უჩიოდა ბუს
მართვე სადმე?
ეძინათ ტკბილად ყვავილებსა და ბალახებს, მხოლოდ ფუტკრები გალობდნენ
ძილში, ან სიყვარული თუ მღეროდა ვაჟკაცის გულში?
ჰყვაოდნენ ბნელში ბაღის ვარდები და ხატაური გლიცინიები ისე მკაფიოდ
მოსჩანდნენ კიდევ (ვაზის მტევნები, სვეტიცხოველისა, ოსტატის ხელით ამოჭრილი
თეძამის ქვაზე!).
“სიყვარულია თავათ ღმერთი ამ ქვეყანაზე”.
მოიჩქაროდა მისკენ ლანდი რიდემოსხმული, მთვარის შუქისგან დათოვლილი
მოსჩანდა იგი.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და ქალის კაბის შარიშური შემოესმა ბალახებიდან.
“აქრად მიცდიდი, უტა?”
ეს უთხრა ქალმა.
და როცა ცხადლივ შემოესმა მისი ამო ხმა, კვლავ გაიგონა მისივე პირიდან
თავისი ლაზური სახელი, რომელსაც უკვე აღარავინ უძახოდა ამ მარტოობაში. ეს
უნდოდა არსაკიძეს, სველ მდელოზე დაჩოქილიყო, ფერხთით დავარდნოდა
სანატრელს, მას, ვინც არაფერს არ დაერიდა და ეწვია ღარიბ ოსტატს, სიყრმის
მეგობრობის გასაახლებლად.
თავი შეიკავა, საკოცნელად წაეპოტინა მის ხელებს.
დარბაზში შემოსულთ ეს შეამჩნიეს: შავი პეპლები დაფარფატებდნენ ჭაღების
გარშემო, ზედ ეხლებოდნენ ცეცხლს. ფარფლშეტრუსულნი ძირს სცვიოდნენ,
ფართხალებდნენ საწყალობლად. მღამიობებით გავსილიყო მთელი დარბაზი, თავბრუდამხვეველ ფერხულს
უვლიდნენ, დარიალებდნენ წყვილად.
რიდე მოიხსნა შორენამ.
არც მარგალიტის ქუდი ეხურა, არც ალმასების მანიაკი ეკიდა ყელზე.
არც ხატაური აბრეშუმის კაბა ეცვა, არც საწმერთული ხოხბისყელისფერი.
ფხოვური, თალხი სადიაცო ეცვა, ისეთივე სადა, როგორსაც მისი მოახლენი
ატარებდნენ ხოლმე ყოველდღე.
ფერგამკრთალი სჩანდა.
ყინცვისის ანგელოსივით მჭმუნვარე.
მხოღოდ ახლა მიხვდა არსაკიძე, რომ მისი ალმასის ქუდები, დიბის კაბები,
აბრეშუმის საწმერთულები და მარგალიტის სამკაულები, ეს ყოველივე ნიღაბი
ყოფილა თურმე, გიორგი მეფის გარყვნილ სასახლეში სახმარებელი.
და ამას იმისთვის სჩადიოდა, რათა არავის შეეცნო, რომ შორენა თავათ
წააგავდა თავის საყვარელ ნებიერას, მყვირალობის დროს საჩიხეში აწრიალებულს,
ფხოვის მთებსა და მჟავე წყალს მონატრულ ირემს.
ბუნებრივადაც მოეჩვენა თალხი სამოსიც, რადგან ეს გლოვა უფრო ამშვენებდა
მას, ვიდრე ალმასების მანიაკები და ოქსინოს ქათიბებიფერად-ფერადი.
შიშისაგან ცახცახებდა კოლონკელიძის ქალი.
ხომ არავინ არისო შენს მეტი ამ სახლში, უტა?
მიმოიხედა, ვერავინ ნახა, მხოლოდ სურათს დაადგა თვალი.
შეჰხედა, შეკრთა, რა დაინახაღმერთთან მებრძოლი კოჭლი იაკობი.
“სხვა ვინ იქნება აქ ჩემს გარდა, - ამბობდა ვაჟი, - ნონაის სძინავს თავის
სამყოფელოში დიდი ხანია, მე დაღმერთი ვართ ამ უბედურ, ბნელ სასახლეში”.
“როგორ თუ ღმერთი, რას ამბობ, უტა?”
გაოცებული ეკითხება ვაჟკაცს დიაცი.
ისევ მიჰხედა იაკობის ღმერთს, სანთელი აიღო, ახლოს მიიტანა და მიაშტერდა.
“მელქისედეკ კათალიკოსს მიუგავს ამ ბებერს სახე. მე თავათ ვნახე იმ საღამოს,
როცა იაკობის მიერ ღმერთთან შებრძოლებას შეეხო იგი, ხოლო იაკობ შენა გგავს,
უტა!”
ოსტატი სდუმდა (ასე სჩვევია ეს ნამდვილ ოსტატს, ნიღაბს არ ახდის
არასდროს თავათ, თავის ქმნილების პირველად სახეს).
სტუმარი სელზე დასვა მასპინძელმა. გვერდით მიუჯდა.
“მე ასე მგონია, სიზმრად გხედავდე თითქოს, შორენა. რა დიდი გზა, როგორი
წამების გზა უნდა გაგვევლო თურმე, რათა ერთმანეთი შეგვეცნო ბოლოს!
მთელი ჩემი სიცოცხლე ღმერთის ძიებაში ვიყავი მე შლეგი ფხოვში,
ლაზისტანსა და ბიზანტიონში.
მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ
წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს,
რათა თავის თავს და თავისღმერთს მიაგნოს ბოლოს.
გჯეროდეს, ჩემო, საპატიო ვალია კაცისა არა გლახურ ღმერთის ძიება, არამედ
თავათ უნდა გახდეს შემომქმედ უფლის მეტოქედ”.
“რას ამბობ, უტა, მე მაშინებს შენი ნათქვამი”.
“შენ ხომ სხვა დიაცებსავით მშიშარა არა ხარ, შენ არავის ჰგავდი შენს სქესში,
შორენა, ამიტომაც უფრო ადრე მიყვარდი, ვიდრე მე შევიცნობდი თუ რა იყო ქალი და
კაცი. შენრაინდებზე ადრე მიეახლე მეფის ავაზას.
შენ ისეთი წმინდანი ხარ, უმძვინვარესი მხეცებიც ვერ შეგბედავენ. თუსიყვარული ღმერთი ყოფილა, შენა ხარ ჩემი სიყვარული და ღმერთი თავათ.
ამიტომაც გიგულებდი თანამდგომად მარტო ბრძოლაში”.
შორენა იჯდა ტახტის ბოლოში, თავჩაქინდრული უსმენდა ვაჟს.
გაოცების ნიშანიც არ ეტყობოდა მას, ასე ეჩვენა არსაკიძეს, დუმილშიაც
შეუცვნიაო ეს ყოველივე დიდი ხნის წინათ.
მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა, თავზე ხელი გადაუსვა, როგორც გაბუტულ
ბალღს მიეფერებიან ხოლმე.
ქალმა თავი აიღო მშვიდად, თავისი მჭმუნვარე თვალებით შეხედა ვაჟს.
“მეც შენსავით მარტო ვარ, უტა, - კვნესოდა შორენა, როგორც მარტოხე,
ქარისაგან დაბრიყვებული.
მე მუდამ შენთან ვიყავი, უტა, მაგრამ შენ ვერ ჰხედავდი ამას. ხან შენი
ხელოვნებით იყავი გატაცებული, ხან სიძვის დიაცებს აეკიდებოდი, ხან ნადირობდი”.
“როგორ, მე ხელი გკარი განა ოდესმე?”
“შენ ხომ გახსოვს, უტა, როცა ჭიაბერი კვეტარს მოდიოდა ჩემს დასანიშნავად,
მე გთხოვე მამიჩემის ცხენებზე შევსხდეთ, გავიქცეთ-მეთქიღამით, ფხოვიდან?!”
“მახსოვს, მაგრამ მე ასე მეგონა, მართლაც ძუძუმტე იყავ ჩემი”.
“ახლა ვინ გითხრა შენ ეს ამბავი?”
“ფიცი მაქვს დადებული, არგავამხილო”.
“ვიცი, ვინც გეტყოდა, მაგრამ ეს სულ ერთია”.
“შენ თუ იცოდი ეს, მზექალაირომ ყოფილა ჩემი ძუძუმტე?”
“ვიცოდი, მაგრამ მე ამის თქმით გულის ნადებს გაგიმხელდი, არ ვარგა, როცა
გულწრფელობაში ქალი დაასწრებს ხოლმე ვაჟკაცს”.
“მაშ ჭიაბერი შენ არ გიყვარდა? მე ასე მეგონა ეს ქალწულის შიში იყო
გათხოვების წინაშე, სხვა არაფერი”.
“ქალის გაჩენაში ალბათ ღმერთი არგარეულა, უტა.
მიჯნურს გული აურჩევს საკუთარი დიაცს, ხოლო საქმროს, მშობლები და
მდგომარეობა. ჩემთვის ორგვარი არჩევანი იყო იმჟამად.
მეფე გიორგი ან ჭიაბერი.
იგიც ვიცოდი, ჩვენი დედებიც მუდამ მათ გაჰყოლიან ცოლად, ვინც არასდროს
ჰყვარებიათ გათხოვებამდის.
მეცოდებოდა დედოფალი, ისე როგორც დიაცთაგანს შეებრალება ხოლმე
მეორე. არც სხვის უბედურებაზე აგებული ბედი მინატრია ოდესმე. სწორედ ამიტომ
შევურიგდი ჭიაბერის ცოლად გახდომას”.
“ახლა?”
სიტყვა ჩააგდო არსაკიძემ გაოგნებულმა.
“ახლა ყველაფერი გვიანაა უკვე, გვიჯობს, ნუ გავაღვიძებთ სიყრმის
სიყვარულს. გირშელი მიამბობდა, მოულოდნელად გაღვიძებული ავაზააო ყველაზე
მეტად საშინელირამ.
მე კი მგონია, სიყრმის სიყვარულის გაღვიძება მასზე მეტია.
გირშელი თუ გიორგი? მე ვიტყოდი: არც ერთი და არც მეორე. გირშელი
საფრთხობელას მაგონებს, დათვებისათვის ყანაში დადგმულს.
გიორგი მეფემ თვალები დაუბნელა მამაჩემს, უმალ სიკვდილის ცოლი
გავხდები...
ბიძაჩემმა დაჩიმ სწორი თათბირი მითხრა, გიჯობს სადედო მონასტერს
შეეხიზნოო რომელიმეს, და ეს სწორია.
სხვა გზაც არსებობს ერთი, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს ამის თქმა, უტა”. არსაკიძე ფერხთით დაუვარდა, მერმე ქედზე მოხვია მკლავი და აკოცა შორენას.
სიყრმის პირველ ცოდვასავით ტკბილი იყო მისი ტუჩები...
საყვირის ხმა მოისმა მუხნარისას ციხიდან.
ქალი წამოდგა.
ეუბნება ვაჟს:
“ახლა უნდა დაგტოვო მარტო, მშვიდობით, უტა”.
ყელზე შემოეჭდო არსაკიძე ქალს.
ამო იყო მისი სუნთქვა, როგორც მიწის სურნელება ვარდობის თვეში.
“ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ, შორენა, ჩემს გულის სისხლს, ჩემს
სუნთქვას, უკანასკნელს, ოღონდ ნუ დამტოვებ მარტო”.
ხელი გააშვებინა არსაკიძეს კოლონკელიძის ქალმა.
მტკიცედ ეუბნება:
“საყვირის ხმა ისმის ხელახალი, უკვე გვიანაა, უტა!”
XLII
მიდიოდნენ ვიწრო შუკებში, ეძინათ მთავართა სანათლოის ქოხებს.
ამძუვნებული ძაღლების ხროვა დაჯირითობდა ბნელში, მთვარე გადმოსულიყო
ღრუბლის საფარველიდან მრეში ტალებით დატვიფრული სავსებით.
შორიახლოდან მიჰყვებოდა არსაკიძე ერისთავის ქალს.
ხურსისეულ სასახლემდის რა მიაღწიეს, შესდგა, მიმოიხედა, ადამიანის სული
არჭაჭანებდა ირგვლივ, მივიდა, ორივე ხელები დაუკოცნა.
ემუდარა: ნუ დამტოვებო მარტო.
ზეცისრეკვასავით ამო იყო მისი ხმა.
კარგი, ხვალ საღამოს გამოვივლიო, უტა, თუ წვიმა არ იქნა, გამოგივლიო
უთუოდ. უკან ბრუნდებოდა არსაკიძე იმავე შუკებით, ძაღლი დამჯდარიყო მიწურის
ბანზე, თუჯის ქანდაკს მიაგავდა მთვარის შუქზე განჩრდილული მგელ-ძაღლის
ფიგურა, თავაშვერილი შუსცქეროდა მთვარეს, ყმუოდა მარტოსული საბრალოდ.
გააჟრჟოლა შემზარავი ყმუილის გამგონეს.
აუჩქარა ნაბიჯს. თავათაც აჰხედა მთვარეს, თავათაც ინატრა: შემეძლოსო მეც
შევყმუვლო ცას. . . . . . . . .
მთლად იისფერი ბლონდი ზედ შეჰფენოდა მნათობს, მოწითალო სხივების ძნა
ქათქათებდა ზეცის თავანში. ასეთი მთვარე ჯერარენახა მას.
მიფათურებდა არსაკიძე ბნელ ქუჩაბანდში, ქენჯნიდა თავისთავს, მამაკაცური
გულარძნილობის გამო.
ბიზანტიონის სამეძავო სახლების სიბინძურე თვალწინ დაუდგა.
ბერძნის კახპები, თურქის დიაცები, ბიზანტიაში გაყიდული ლაზი გოგონები
მოაგონდა.
ბალღობიდანვე გაკახპებული, უპატრონო დედაკაცები. გული აურიეს ამ
სახეებმა. . .
და დიდი მანძილი იყო ბიზანტიონიდან ფხოვამდის, ვარდისახარი
ასრულებდა ამ სიძვის დიაცების მრავალფეროვან კრიალოსანს.
ყველას მიჰქონდა მისგან ოქროს სოლიდები, ზოგსაც ნამუსრევი სიჭაბუკის
ცეცხლისა, არც ერთი მათგანის ტკბილი მოგონება არ დარჩენია თუნდაც უმცირესიც.
ბოლოს შემოეყარა იგი, ვისაც პირველი სიყვარული უნდა რგებოდა, უკანასკნელი შეაძლიეს უკვე განწირულს და განიკითხეს არსაკიძე თავის ყმაწვილურ
შეცოდებათა გამო.
ასე გამოდის ცხოვრებაში, სიყრმიდანვე იხეტიალებს სიძვის დამრეცილ
ბილიკებზე ვაჟი, მერმე უცილოდ მას უნდა წაეპოტინოს, ვინაც ისე სპეტაკია,
როგორც თოვლი როშკას მწვერვალისა, ვინც ისე შეურყვნელია, როგორც ველის
ყაყაჩოები.
ოჰ! რა სასტიკად განმკითხველია სიცოცხლისა და სიკვდილის უფალი!
კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ, რა ფრთხილად ივლიდა დედის
კალთას მოწყვეტილი ყმაწვილი, მან რომ იცოდეს წინასწარ უმცირესი ვნების გამოც
განიკითხავს ვიღაც იქნება მას.
წვიმის წვეთები გახურებულ შუბლზე დაეცა არსაკიძეს, მიფათურებდა ბნელში,
ლოყებზე მოჟონავდა სისველე.
არა, ეს არ იყო განკითხულის ცრემლი. წვიმა თქორავდა მცირედი, უკვე აღარ
სჩანდა მთვარე, მიწისფრად გამხდარ ღრუბლების ხნულებში მარტოხელა
ვარსკვლავები ელავდნენ აქა-იქ.
მიდიოდა არსაკიძე უქუდოდ, ლოყებზე სილამე ჟონავდა, გული უტიროდა,
თვალის უპეებს უსველებდა ცრემლი კი არა, წვიმა.
“მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის
ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც
გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ
გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა
ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია”.
ამასფიქრობდა არსაკიძე გაოგნებული.
შესდგა.
მხარი აქცეოდა.
გამობრუნდა ქუჩაბანდის ჩიხიდან.
ახლა ის მშვენიერი, ის სანატრელი დაუდგა თვალწინ.
რა ვაჟკაცური შეუდრეკელობით შესცქერის იგი თავის უმწიკვლო ცხოვრების
დასასრულს!
მშვიდი და სათნო, როგორც ქედანი ველისა.
“ერთადერთი გზა დამრჩენია, მონასტრისაკენ მიმავალი გზა, მაგრამ რომელი
მონასტერი მიმიღებს, თუ გიორგი მეფე ამას წინ აღუდგება? არც მონასტერში
დამაყენებენ განწირულს?”
ეს უთხრა შორენამ არსაკიძეს, როცარატისეული ბაღი გადაიარეს წეღან.
ამას ამბობდა იგი, ვისაც ასეთი ფაქიზი, გული დაჰყოლია, ვისთვისაც ეგზომ
უმწიკვლო სული შთაუბერავს განგებას.
ვისი ფრჩხილის ნამუსრევად არა ჰღირს არც ყველისციხის პატრონი, არც
გიორგი მეფე და არც მისი ხუროთმოძღვარი. კიდევ არის ერთი გზა, ამის გამო
შემდეგ გეტყვიო.
არსაკიძემ კარგად იცის, რომ ეგეც ისევე ბნელია, როგორც მონასტრისაკენ
მიმავალიცა, კარებდახშულ მონასტრისკენ მიმავალი გზა.
რა თანადგომა გაუწიოს ამჟამად არსაკიძემ მას, ვინც უფრო ადრე უყვარდა,
ვიდრე შეიცნობდა თუ რა იყო ქალი ან კაცი? ფხოვში თან გაჰყვეს და მეამბოხეთა
გვერდით იბრძოლონ ორივემ?
მოაგონდა ის საშინელიღამე კვეტარის ციხეში.
კატის კნუტივით ისროდნენ ციხის ჩარდახიდან ხევისთავებსა და ხევისბერებსზვიადი სპანი.
აქაც უეჭველი დაღუპვა მოელის შორენას.
ახლა სვეტიცხოველი?
ამ მცირე ხანში უნდა აკურთხონ ტაძარი, მეამბოხეებს მიემხოს პატიოსანი
სიტყვით დილეგიდან გამოშვებული კაცი?
თავის ვაჟკაცურ სიტყვას შეარცხვენს, გიორგი მეფე გულმძვინვარეა, თუ
ფარსმანიც შეუჩნდა, შესაძლოა დააქცევინოს კიდევაც ტაძარი.
შორენა ქალია, ყმაწვილი ქალი, მან ეს არ იცის: ომში წასვლაა სახალისო,
მაგრამ ჯერ არც ერთი, თვით გამარჯვებული მეომარი ამავე ხალისით უკან არ
მობრუნებულა.
წვიმამ მოუხშირა, მიდიოდა სავსებით გაზუზული, მაინც ეს ფიქრები
უტრიალებდა თავში.
ბოლოს მოაღწია შინ.
საშინელი გრიგალი ამოვარდა. გაიელვებდა, მოიჭრებოდნენ ცისკიდურზე
აფხორილი მთები, ისევ დაბნელდებოდა ირგვლივ, ხელი დარია ზღვაურმა ხილნარს,
კვნესოდნენ ასწლიანი ცაცხვები, ქარი დაგელავდა ბაღში, აფორიაქებდა მახლობელ
მუხნარს.
პირქვე დამხობილი იწვა არსაკიძე, წვიმა აღარ ხვდებოდა მის ღაწვებს, მაგრამ
ცრემლი, ნამდვილი ცრემლი ალტობდა თვალებსა და ბალიშს.
შეგონება :
მაინც სხვა რაღაა სიყვარული, თუ არა და ღმერთი? ღმერთი კი არა, სიკვდილი.
რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით
შეუსყიდნია იგი...
*
აგრე უთქვამს ბრძენს: ავაზა ისეთი მხეცია, სიცოცხლეს იოლად რომ
დასთმობს თურმე სიყვარულისთვის.
ბახუსს მან აწოვაო ძუძუ ძევესისა და ზემელეს ძეს, ამიტომაც უყვართო
გამიჯნურებულთ ღვინო, ამადაც ეტანებიანო შეყვარებულნი სისხლსა და ღვინოს,
ავაზასავით.
... და ეს ამბავი ავაზის დღეს მოხდა.
XLIII
კონსტანტინე არსაკიძეს მთელი ღამე არ სძინებია. ყურს უგდებდა წვიმის
შხაპუნს, შიშობდა, ვაჲთუ ხვალაც არგამოიდაროს, ვჲათუ არმოვიდესო შორენა.
გაიხარა. როცა საწოლშივე შეაგება ალერსიანი სხივები მზემ.
მშენებლობას მიაშურა უზმოზე, მაგრამ ეს იყო, თვით საყვარელი ქმნილების
დანახვამაც ვეღარმოჰგვარა ხალისი.
უგუნებოდ აძლევდა პასუხს კალატოზების და მხატვრების შეკითხვებს. ყველა
გაოცებული იყო იმ დღეს მისი დაუდევრობისა და გულგრილობის გამო.
წარამარა ეკითხებოდა ბოდოკია: ავათ ხომ არა ხარ, ოსტატო, ხომ არ იტკივებო
თირკმელებს?
იჯდა ქვის სახელოსნოში ოფლში გაწურული თავხელისძე. თეძამის ქვაზე
სჭრიდაფრთოსანი ლომის ხატებას. წვალობდა მეჩუქურთმე, უმარჯვოდ ხმარობდა სატეხს. უკანკალებდა ხელი.
ლომის ფიგურა კარგად იყო ამოჭრილი სიბრტყეზე, მაგრამ ოსტატის თვალმა
ეს შეამჩნია, სწორედ ფრთები ვერგამოჰყავდა “ქრისტიან ოსტატს”.
მოუხეშავად გამოეკვეთა ფრთები, ქვაში არ იყო გამჟღავნებული ის სირბილე,
გაშლილიფრთისათვის ხელის შეუვლებლად რომ ეცემა ხოლმე კაცის თვალს.
გამოართვა თავხელისძეს საჭრეთელი, დაისვენეო, ძიაკაცო, მცირედი, ეს
უთხრა, თავათ დაჯდა მის ადგილს ხუროთმოძღვარი მეფისა.
სწორედ ის მცირე ღარები უნდა ამოეჭრა ზედ, ზეაშვერილ მხარს ფრთოსნისას
რომ აჩნია ხოლმე.
უცნაურად გაჯიუტდა ქვა, დაარტყამდა საჭრეთელის თავს კვერს, კვნესოდა
ლოდის ნაჭერი, უკანასკნელი ცეცხლით იგერიებდა თავს ოსტატის შემოტევისაგან
გაგულისებული ქვა, ხედავდა ოსტატი, ისეთივე უხეში ხაზები გამოჰყავდა მის
ხელში საჭრეთელს, როგორიც “მეჯადაგე ოსტატებს” სჩვევოდა ეს.
მოხუცი მეჩუქურთმეც ამჩნევდა ქვის ურჩობას და ოსტატის ხელის მოცარვას.
ოფლი გადაასკდა არსაკიძეს შუბლზე, იგიც სახოცით იწმენდდა შუბლს,
მარცხენათი კვერსა სცემდა უმოწყალოდ, მაგრამ საჭრეთელიც ეურჩებოდა მარჯვენას.
ბოდოკია მოვიდა ბედად, ჩუქურთმიანი ლოდი უნდა ჩავდგათო კარიბჭის
თავზე ერთი, კალატოზები გთხოვენო თათბირს.
გაუხარდა არსაკიძეს იდუმალ, სირცხვილსრომ გადაარჩინა ხმობამ.
ლოდი აიტანეს მშვიდობით.
გაეცალა კალატოზებს ხუროთმოძღვარი მეფისა. ნატრობდა: ნეტავ არ
მკითხავდნენ არაფერს, თუნდაც ერთ დღეს, ერთ დღეს მაინც ვეკუთვნოდეო ჩემს
თავს.
დადიოდა დარცხვენილი ოსტატი, ტაძრის გარშემო დაყიალობდა უსაზმნოდ.
ისე ათვალიერებდა კარ-ფანჯრების სამკაულებს, ფასადების ბარელიეფს,
ლავგარდანების ჩუქურთმებს, თითქოს იგინი სხვის მიერ ყოფილიყვნენ
შესრულებულნი.
როგორი უდრეკი ძალმოსილება ჰქონია მათ ოსტატს, რა ძალას
დაუმორჩილებია ლოდების უჯიათობა ასე?!
მარმარილოსთვის სიტფო უსესხებია სულს, გრანიტისათვის ჰარილესებრი
სირბილე.
ჩუქურთმებსა და როზეტებს ისეთი სილბო გადაჰკრავდა ზედ, როგორიც
სალმასურის ჯავშანს გადასდის ხოლმე, ვერცხლის ჯავშანს სამფარეშოსანს, ხანაც
აბრეშუმის ქსოვილებსრბილი და მსხვილი ზეზისაგან შემტკიცულთ.
ჭავლისებრ მღელვარება ეტყობოდა ზოგთა ზედაპირს, ისეთი ჰარმონიული,
კლაკნია ხაზები, როგორიც ვაზის ლერწმებს სჩვევიათ ხოლმე, ხვიარების კლერტოებს,
ნიამორებისა და მშვლების გადრეკილ ზურგებს, ან არადა ზღვაურის სუნთქვით
შეტოკებულ ყანებს, როცა მოდგება საღამოს ბორიო, გადაიჯირითებს ოქროს
თაველებზე, დააუთოვებს თავთუხის ზღვას.
მარყუჟიანი დეტალები, მცენარეულის სახეები ისე ფაქიზად იყვნენ
შესრულებულნი, როგორც ახლადმოსული პწკალები ვაზისა, ან ის უმცირესი, ნატიფი
ხაზები, ვაზის ფოთლებს წაღმართ მხარეზე რომ ამჩნევია (ან არადა თელის მორს,
სწორად გადახერხილსა და ცვილით გასიპულს).
ძლიერად გავლებულ, მომრგვალებულ ნახაზებს მოჩვენებითი დრეკადობა
ირმისრქებისა ზედ ემჩნევოდათ.
თვალისმომჭრელი მიმიკრიით ხიბლავდნენ მნახველს იდეალურად სწორკვადრატების კიდეებზე მიყოლებული წრეები, ყოველი მათგანი თანაბარის
სისწორით იყო შესრულებული, სხვადასხვაგვარი ჩუქურთმებით შემკულნი.
ერთად შეავლებდი თვალს?
ერთნაირი გეგონებოდათ, ხოლო ცალ-ცალკე - სხვადასხვაგვარი როზეტებით
ნაქარგი!
და მთელი მრავალკიდოვანი ბუნება სიბრტყით განფენილი სამყაროისა, ისე
ამოდ, ისე ჰარმონიულად, ისე რბილად გამოთქმულიყო ქვაზე, როგორც თავათ
ღმერთს არმოჰგონებია მისი მოცემა.
ასე, ცვილივით მორჩილი, ვაზის ლერწივით დრეკადი, ჯეჯილის
ზედაპირივით რბილი იყვნენ ეს ლოდები ოსტატის ხელში ოდესღაც და ახლა
საჭრეთელის მონატრული, უაღრესად ნებისდამყოლი თეძამის ქვაც წინ აღუდგა
ოსტატს, ცეცხლს აფრქვევდა პირიდან და ეურჩებოდა მის მარჯვენას, ვისაც ეროსი
ჩასვლოდა გვამში.
. . . ნურავის გაუკვირდება ეს, რადგან ეროსი ზარმაცების ღვთაებაა, იგი
ნადიმებს უფრო მეტად ეტანება, ვიდრე ქვის სახელოსნოებს.
სიმთვრალეში მიუდგა მამამისი თავის ცოლს, ძევესის ბაღში ნაქურდალ
ნექტარით გალეშილი.
ამიტომაც ხხვის ვენახებსა და სხვის საცოლეებს უთვალთვალებს მუდამ ეროსი,
ნაქურდალიღვინისა და სიყვარულისაგან გალოთებული.
ასე უკითხავად შეიპარება იგი თავათ ოსტატების გულშიაც, საყვარლისათვის
ოცნებას, ღვინის სმასა და მუსიკობას მოანატრებს გამიჯნურებულს.
*
ბოდოკიას გადააპირა ორიოდე დავალება არსაკიძემ, ჩვეულებრივზე ადრე
წავიდა მშენებლობიდან, გამოიპარა, როგორც ზარმაცი მონა.
მთავართა სანათლოის გარეუბანში, ღვინოს სვამდნენ ერთ ვენახში მეზვრენი,
შეიპატიჟეს, ყველი, მწვანილი, ახალი კიტრები მიართვეს, ხელადით ასვეს წითელი
ღვინო.
მეზვრენი ისევ საქმეს მიუბრუნდნენ, ხოლო შეზარხოშებული არსაკიძე
მცხეთიდან გავიდა, საფურცლისკენ მიჰყვა ტყეებსა და ველებს.
მიიმღეროდა მთვრალი, უცნაურ შაირებს ამბობდა მარტოხელი მგზავრი,
მღეროდა, ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები.
ქარი სცემდა სახეში, მიდიოდა, მიიმღეროდა, უკითხავად მოსული ცრემლი
ღაწვისთავზე ჩამოდიოდა, კარგად არიცოდა მთვრალმა, ვინ მოჰგვარა ეს ცრემლი?
ქარმა თუ ქალმა?..
*
შეგონება :
ასეთი უგულო ვინმეა ეროსი, იგი მამაც მეფეებს დაალაჩრებს, თრიაქის სმასა
და უსაზმნო ლოთობას შეაჩვევს, ხოლო დიდოსტატებს, რომელნიც მტკიცე ხელით
აქანდაკებდნენ თეძამის ქვაზე როზეტებსა და ყურძნის მტევნებს, მეჯადგე ოსტატებს
დაამსგავსებს და გაახელებს. ბოლოს მინდვრებზე სახეტიალოდ წარგზავნის რათა
საყვარლისათვის აკრეფინოს წარმავალი ყაყაჩოები ველისა. XLIV
საღამომდის იხეტიალა არსაკიძემ ჭალებში, მზვარეში დამწვარი, ქარცემული
მიბრუნდა მწუხრისას მცხეთაში. უამრავი ყაყაჩოები და თავთუხის თაველები
მოიტანა თან.
ისევ დაიწყო წვიმა.
ჯერ ოდნავ, ოდნავ ჟინჟღლავდა, ბოლოს დაიქუხა ცამ, ელვის ლეკურები
გადაამსხვრია მწვერვალებს თავზე. სეტყვამ უწყალოდ შემუსრა ყვავილები და
ხეხილი.
მოუსვენრად დაწრიალებდა არსაკიძე, დაფეთებული უკან დასდევდა ნონაი,
უკვირდა, როგორა ძლებსო უსმელ-უჭმელი ბატონი?
როცა დარბაზში ჭაღების ანთება დაიწყო მხევალმა, არსაკიძემ დაითხოვა, წინა
ღამის უძინარი ვარ, ნუ აანთებო ჭაღებს. თავის სამყოფლოში წარგზავნა მხევალი,
თავათ პირქვე დაემხო ტახტზე, ყურს უგდებდა წვიმის შხაპუნს. ამას ფიქრობდა ამ
წვიმაში თუ მოვაო შორენა?
მოვიდოდა? რა ეთქვა მას თავათ?
ერთ სასწორზე ორი უძვირფასესი ქმნილება დაჰკიდეს.
ეს საღამო გამოარკვევდარომელი მათგანი გადასწონიდა:
სვეტიცხოველი თუ შორენა?
ორივენი ერთსა და იმავეს მოითხივდნენ მისგან: სიცოცხლეს.
განა მარტო სიცოცხლეს მოითხოვდა ქალი? ვაჟკაცური სიტყვის გატეხას,
პატიოსნების და ოსტატობის ნაყოფს უძვირფასესს.
მხოლოდ ახლა ეკითხებოდა იდუმალ თავისთავს:
ხომ არ ეწადა, წვიმას არ გადაეღო, შორენა არ მოსულიყო, არ მოსულიყო არც
დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს, არც არაფერი ეთქვა მისთვის იმ “მეორე გზის
გამო?”
ხედავდა არსაკიძე, ეს გზა ისევე უიმედო იყო, როგორც ყოველი, შორენას
წინაშე მდებარე გზა.
ვთქვათ, ნებას დაჰყოლოდა არსაკიძე, არც ისე იოლი იქნებოდა მცხეთიდან
გაპარვა.
ფხოვში დაწყებული მოძრაობა ზვიადის მსტოვარებს არგამოეპარებოდათ.
მეფე გიორგის უთუოდ მიჩენილი ეყოლებოდა ერისთავის ქალისათვის
მზირები.
დღისით ვინ გაუშვებდა ორ ცხენოსანს მცხეთიდან? მწუხრი დადგებოდა თუ
არა, იკეტებოდა ციხეების კარები.
მოაგონდა მცხეთაში განაგონი: გადაცმული მამამზე ერისთავის შეპყრობის
ამბავი.
იგიც იცოდა არსაკიძემ, ფხოველებს შორისაც რომ არ იყო თანხმობა: მუროჩი
ქალუნდაური და უშიშაღუდუშაური ებრძოდნენ ურთიერთს იდუმალ.
თალაგვა კოლონკელიძეს დროებით უჭერდნენ ხევისბერები მხარს.
დაამარცხებდნენ ზვიადის ლაშქარს? მეორე დღესვე თავს წასჭრიდნენ
თვალდამწვარ ერისთავს, რადგან გიორგი მეფისადმი სიძულვილი აერთებდა
ხევისბერებსა და ხევისთავებს მასთან.
როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების შემდეგ უთუოდ აირეოდა მონასტერი,
ორივე შემთხვევაში უცილო დაღუპვა მოელოდა შორენას.
ძაღლის ყეფა შემოესმა ამფიქრში გართულს. წამოვარდა. კიბე ჩაირბინა.
სანადირო ტყავკაბა ეცვა ერისთავის ასულს, კვერნისა. ტარსიკონის წაღებიც
დასველებოდა წვიმაში, სავსებით გაფითრებული შემოვიდა დარბაზში.
გახადა ტყავკაბა, ქუდი მოხადა.
ხატაური შავი აბრეშუმის სამოსზე გადმოიღვარა გამოხურვებული ოქროსფერი
თმა.
მოწყენილი სჩანდა, სავსებით უმწიკვლო ბუნებას ამხელდა მისი უმზაკვრო და
ნათელი თვალები.
გონების წარმღები იყო მისი პირი, ბროწეულის ყვავილის ფერი, ოდნავ, ოდნავ
გაბუტული ზემო ტუჩი საყვარლად აბურცვოდა გულნაწყენ ბავშვის ბაგესავით.
წვიმის წვეთები მიშხეფებოდა ღაწვებზე, მაგრამ ამ მშვენიერი სახის მნახველი
ან როგორ იფიქრებდა ოდესმე, ცრემლებს თუ დაესეტყვა თვალმშვენიერი, ან ეს
ლოყები, ძველთაძველი სპილოსძვლისფერისანი?
და რა საშინელი იკო არსაკიძისათვის მხოლოდ წარმოდგენა იმისა, რომ ეს
სანატრელი, ეგ ძვირფასი არსება უღვთოდ გაეწირა ბედს.
ეგეც იყო, ეს განწირულება მომეტებულის სხივით მოსავდა არსაკიძის თვალში
მას, რადგან კონსტანტინეს ყოველივე განწირული უყვარდა ბუნებით.
არსაკიძე მიეახლა, აკოცა შუბლზე, მეორე მხარზე შემოხვია მარჯვენა, მაგრად
მიიკრა და აკოცა ყვრიმალში. ჰარილესავით რბილი იყო მისი სხეული, მისი სუნთქვა
ამო, როგორც ზაფხულის ჰაერი ვენახებში, როცა ფშატი ჰყვავის ხოლმე ვაზებსა და
ყაყაჩოებს შორის.
“რა ძლიერი ყოფილხარ, უტა!”
ეუბნება შორენა.
“ძლიერი მანამდის ვიყავ, სანამდის შენი სიყვარული დამათრობდა,
საყვარელო”.
ეს უნდოდა ეთქვა ვაჟს, მაგრამ არა უთხრა რა, რადგან იცოდა, რომ უძლურება
არ უყვართ დიაცებს.
“თუმცა რა, შენ ხომ მოქანდაკე ხარ, უტა, სხვას ვის უნდა ჰქონდეს უფრო
ძლიერი მკლავი, ვიდრე მოქანდაკეს, ქვასთან მებრძოლს!”
“კარგი იქნება, ჩემო, უძლიერესი მკლავი მართლაც ხელოვანისათვის მიეცა
განგებას, მაგრამ ჩვენზე უფრო ძლიერი მკლავები,საუბედუროდ, სხვებს ასხია
მხრებზე”.
მოუწონა ქალს ხატაურიფარჩის სამოსი შავი.
“ვინძლო ხარაჩოდან ჩამოვვარდე, ჩემო, ან მორიელებმა დამგესლონ ამ
უბედურ სახლში, მაშინ ამ შავი კაბით მოდი, ეს დალალები დაიშალე თავთუხის
თავთავებისფერისა და ასე მიტირე, იცოდე”.
“რა მორიელები? რას ამბობ, უტა?”
“არაფერია, ეს ვიხუმრე მხოლოდ - რატისეულ სასახლეში მორიელებს რა
უნდა?!”
ეს უთხრა და დაამშვიდა ქალი.
მერმე ხელახლა შემოხვია მხარზე მარჯვენა, ახლა უფრო სათუთად, ტახტთან
მიიყვანა და დასვა ზედ, აიღო ყაყაჩოებისა და თავთუხის თავთავების კონა, ფეხქვეშ
დაუყარა სანატრელს და უამბო საზმარი.
იგიც უთხრა: როგორც კი სვეტიცხოველს მოვათავებ, ის სიზმარი უნდა
დავხატოო უცილოდ.
“მე ვეღარვნახავ, სამწუხაროდ, იმ სურათს! “ მშვიდად, ნაღვლიანად ამბობს შორენა.
ახლა ხარაჩოების გამო აწრიალდა ქალი:
“რას დაბობღავ ამ ტიალ ხარაჩოებზე, უტა, ერთხელ ძლივს გადარჩი
სიკვდილს, ხომ დაასრულე ტაძარი, აკი?”
მცირე ხნის შემდეგ დასძინა:
“მეფე გიორგი და მელქისედეკ კათალიკოსი ისეთი გულბოროტი ადამიანებია,
სულ ერთია, მაინც არ დაგიფასებენღვაწლს”.
“განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე
სვეტიცხოველს ჯანი?
მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც
განწირული მაქვს თავი”.
“მაშ შენ სიცოცხლე ქვაზე ნაკლებად გყვარებია, უტა?”
“განა ქვაა სვეტიცხოველი, ჩემო? ქვაყოფილია იგი ამჟამად. უფრო უკვდავი,
ვიდრე ასიათასი მოკვდავის სული”.
“მაინც სვეტიცხოველი გირჩევნია შენ ყველაფერს, უტა”.
არსაკიძემ იგრძნო, იჭვნეულობდა ამ ტაძრისადმი ქალი.
ახლა ორივე მკლავი შემოხვია ტანზე მაგრად, მაგრად მიიკრა მკერდზე, აკოცა
კისერზე სწორედ იქ, სადაც მანიაკის მარგალიტები ჰკოცნიდნენ დღენიადაგ შორენას.
ჩურჩულით ეკითხება:
თუ გიყვარვარო, ჩემო?
კოლონკელიძის ქალმა თავისი ზღვისფერი თვალები შეავლო სიყრმის
მეგობარს, ვაჟი შეეცადა ამ კითხვის პასუხი ამოეკითხა მათში, მაგრამ ისე
დაბინდული ეჩვენა ეს თვალებიროგორც ნაავდრალი ზღვა.
თავი ჩაჰქინდრა არსაკიძემ. ქალი უსიტყვოდ მიუხვდა მოწყენის შინაარსს,
თავზე ხელი გადაუსვა ვაჟს.
შეკრთა არსაკიძე, მეხის ნაპერწკალივით დაუარა სხეულში ამ ხელისაგან
მოგვრილმა ჟრჟოლამ. ისევ თვალებში ჩაჰხედა შორენას და ეუბნება:
“მე ღირსი არა ვარ ვისმეს რომ ვუყვარდე, ჩემო, შენ მართალი ხარ, სიძვის
დიაცებს დავურიგე შენდამი სიყვარული, გაძარცვული დაგიბრუნდი სხვათა
ქვეყნიდან, სამშობლოშიაც მფლანგველი დავრჩი, უსასტიკესად დამსაჯა ამიტომაც
ბედმა.
მფლანგველებს ასეთი ბედი ეწვევა მუდამ, სხვის საუნჯეთა მპარავნი
საკუთარსაც ვერშეირჩენენ.
განგებას ასე დაუთქვამს ჩემთვის, თავათ მიყვარდეს, მაგრამ სამაგიეროს არ
ვეღირსო არასოდეს.
შენ რომ კარგად მყავდე, შენი ცხოვრება დაწყობილი მეგულებოდეს, ალბათ
მეყოფოდა სულგრძელობა და ამასაც შევჯერდებოდი, მაგრამ შენ საფრთხეში გიდგას
ფეხი და ამიტომაც მომეძალა შენდამი სიყვარული, ჩემო”.
ქალი აილეწა.
უჩემოდ ვინ გაგაცნოო ჩემი საიდუმლო, უტა? ვარდინახსრი რომ არ ყოფილაო
შენთან?
ვაჟმა დაამშვიდა შეშფოთებული, თვალით არ მინახავსო, რა ხანია,
ვარდისახარი.
“ხომ გახსოვს, თქვენსას რომ ვიყავი იმ საღამოს, დასძინებოდა ხათუთაის,
მხევალს, ამიტომაც, უნებლიედ ვისმინე, რაც ხევისბერებს შენ უთხარი, ჩემო”.
შორენამ თავი ჩაჰქინდრა, მერმე თვალი გაუმართა კონსტანტინეს: “მე ამისთვის არ მოვსულვარ, უტა არც მსხვერპლს მოვითხოვ რაიმეს შენგან.
უთქმელადაც ვიცი. შენ ვერც შესძლებ ამას. მეც უანგარო ვარ ჩემს გრძნობაში მუდამ,
ჯერარავინ მყვარებია ამქვეყნად იმისთვის, რომ სამაგიერო მოეზღო ვისმეს.
ახდილად გითხრა? ეგეც კარგად მესმის - შენსა და ჩემს შორის რა მაღალი
კედელი აღუმართავს ბედს. შენი სვეტიცხოველის სიმაღლე ქვის კედელი, უტა”.
“მე ასე მგონია, ჩემო, შენმა სიცოცხლემ რომ ეს მოითხოვოს, მე საკუთარს
იოლად დავთმობ, იცოდე”.
ქალმა შეხედა, არსაკიძემ უსიტყვოდ შეატყო: დიაცმა ირწმუნა ეს. “შენმა
ბედნიერებამ თუ მოითხოვა, სვეტიცხოველსაც გავსწირავდი, ალბათ”. ეს “ალბათ”
გულზე ეცა ქალს, ხოლო ამ სიტყვების მთქმელს გულის კუნჭულში, სადღაც გაუელვა
აზრმა: ეს ვერარისო სავსებით სწორი.
შორენას თვალებშიც იგივე ამოიკითხა ვაჟმა.
“... მაგრამ უმთავრესი მაინც ეგაა, - სხაპა სახუპით წამოაწია სიტყვა უკვე
თქმულს. - ადამიანებს ასე ჰგონიათ, როცა ერთ უსამართლობას მეორეთი ცვლიან,
მდგომარეობის შეცვლა მოუტანდეს თითქოს მათ შვებას.
მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის
მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები
შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.
ჩემდა თავათ მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს
ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავათ. -
ამიტომაც ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს,
მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.
ყოველი კაცისათვის სანატრელი წყობილება ჯერაც არსად დამყარებულა, ჩემო.
თქვენს ხევისბერებს ჯერაც ცხვრის სუნი უდით და შენ ხომ იცი, ფარას თუ
ყოჩი არწარუძღვანე, კბოდეზე გადასცვივა სულელი ცხვარი.
შენი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა ღია კარიდან. ჩემისთანანი თუნდაც ათასიც
წამოგეხმარონ და ვაჯობოთ კიდევაც ზვიადის ლაშქარს, მეორე დღესვე იგივე
დატრიალდებაფხოვში, რაც კვეტარის ციხეში მოხდა იმღამეს.
ერისთავი უსინათლოა, შენ ქალი ხარ, ხევისბერები და ხევისთავები დაერევიან
ურთიერთს, ამასობაში გზებიც გაიხსნება, ზვიადის ლაშქარი მოვა ხელახლა, დიდსა
და მცირეს გაჟუჟავენ, იცოდე”.
ორივე იდაყვი მუხლზე დაებჯინა, ხელისგულები სახეზე შემოედგა,
ბავშვივით უსმენდა არსაკიძეს დიაცი. მერმე წამოდგა, აუღელვებლად, მშვიდად
ეუბნება ვაჟს:
“შენ ხომ იცი, უტა, ხანდახან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია. შენი
ნათქვამი სწორი იყოს ეგების, მაგრამ მათთვის ჩემი გული დახურულია.
მე სიტყვა მივეცი ხევისბერებს უკვე, წყაროს თვალის წმ. გიორგის დღეობაზე
ფხოვში ვიქნები და იქ დაველოდები-მეთქი ზვიადის ლაშქარსა და სიკვდილს.
მე არ მოვსულვარ შენთან, რათა თანადგომა რაიმე გთხოვო, დიდი ხანია, რაც
ჩვენი გზები გაჰყარა ცხოვრებამ. არც მე მაქვს უფლება შენგან მოვითხოვო თავდადება,
რადგან არც მე გამიწირავს შენთვის ყველაფერი.
მე რომ ჭიაბერის საცოლე არ გავმხდარიყავ, გონს მოსვლა დამეცლია შენთვის,
მეცადა, ვიდრე შემთხვევის ძალით, შენც გაიგებდი, რომ არა ხარჩემი ძუძუმტე, მაშინ
უფლება მექნებოდა შეთვის მეთქვა: ადექი, გავიპაროთ მცხეთიდან და ჩავუდგეთ-
მეთქი სათავეშიფხოველთა ამბოხს.
მეც იგივე მომიზღო განგებამ, არც მე შემძლებია ყოველივე გამეწირასიყვარულისათვის, და ამიტომაც მეც შენსავით დავისაჯე, უტა:
ეგეც იცოდე, არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც
ყოველივეს არშესწირავს თავის სიყვარულს.
ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი
არაა, როგორც მარტოსული, უტა”.
გააოცა ამ სიტყვებმა არსაკიძე.
წამოდგა, ისევ შეჰხედა შორენას.ქალი კი არა, ღმერთი მეტყველებდა მის
მშვენიერ, ბროწეულის ყვავილისფერ, ბავშვურ ტუჩებიდან...
მერმე მოეხვიენ ურთიერთს, დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს, კოცნიდნენ
კვეტარში გატარებული სიყმაწვილის მოსაგონებლად, გაცდენილი ბედნიერების,
დაკარგული დღეების, უსიყვარულოდ გატარებული წლების, სხვისთვის
გაფლანგული ტანჯვის სამაგიეროდ, მერმე ისევ შემოესმათ საყვირის ხმები
მუხნარისას ციხიდან. და შორენა ეუბნება:
“ახლა უკვე გვიანაა, უტა”.
ისევ გადაიარეს ბაღი, განცალკევებულად მიჰყვნენ ბნელ შუკებს, ხურსისეული
სასახლის ჭიშკართანრა მიაღწიეს, შორენამ ეს უთხრა კონსტანტინეს:
“წასვლის წინა დღეს კიდევ გნახავ, უტა”.
როცა შინმობრუნებულმა ჭაღები ჩააქრო არსაკიძემ, გაახსენდა მღამიობების
გამოდენარომ დაავიწყდა.
მოუსვენრად ტრიალებდა იგი საწოლში, წრიპინებდნენ მღამიობები,
კუთხეებშიფაჩუნობდარაღაც.
ძილი არეკარებოდა ვაჟს, გვერდს იცვლიდა, ხანაც ბალიშს, პირქვედამხობილი
იწვა ბნელში და ნატრობდა:
“სად დაიკარგნენ ის წყეულები, გამოძვრნენ ბნელი ნაპრალებიდან და
დამგესლონ ცეცხლისფერმა მორიელებმა ბარემ”.
XLV
ნასმურევზე ირმის ბღავილმა გამოაღვიძა მეფე. მესაწოლემ იდროვა, ახალი
ამბავი ამცნო.
ეზოსმოძღვარი ამროსი კვდებაო.
წარბები მოღუშა უჟმურად. წაიბუტბუტა მხოლოდ:
“აღხოცენინ უფალმან ბაგენი მზაკვარნი და ენა დიდად მეტყველი!”
ეს სთქვა, კედლისკენ პირი იბრუნა და განაგრძო თვლემა.
გირშელს ფილადელფოს ბერი მკურნალობდა. ყოველ დილით ტლეებს
ადებდა წყლულზე, სწორედ მისგან გაიგო: ჟამმა იმსხვერპლაო ეზოსმოძღვარი.
შეშფოთდა ყველისციხის პატრონიფრიად.
მას ეგვიპტეში ტყვედყოფნის დროს ორგზის ჰქონდა ჟამიანობა განცდილი:
პირველად ქარავნებმა გაავრცელეს იგი ქაიროში, ხოლო მეორე ჯერ,
ჰინდუსტანის გემებიდან გადმოცვენილმა ვირთხებმა მოსდვეს ჭირი ხალიფატის
ქალაქებს.
მათვე შეიტანეს ჟამი იმ ციხეში, სადაც სამი ათასი ბერძენი და ხუთასი
იბერიელი ტყვედ ჰყავდა ხალიფას.
ამ ციხეში სახვეტად იყო რწყილი. სიცოცხლე ჰქონდათ მობეზრებული ტყვეებს.
რწყილებმა აითვისეს ჟამი. ერთ თვეში სავსებით მოისრნენ ბერძნები, ხოლოიბერიელთაგან მხოლოდ ცხრა კაცი გადაურჩა სიკვდილს.
მერმე ის იყო ჯარები და მალემსრბოლები შეენაცვლნენ რწყილებსა და
ვირთხებს, ანტიოქიას, სირიასა და ირანში გადატყორცნეს ჟამი.
ამჯერად ასე ვარაუდობდა გირშელი: ალბათ ტფილისის საამიროში
წარმოგზავნილი არაბული ჯარები შემოიტანდნენო საქართველოში ამ სენს.
თუმცა ავაზის მიერ დაკბილული მხარი ჯერაც არა ჰქონდა მოშუშებული,
მაინც უთენია წამოვარდა ერისთავი, გულმოდგინედ დაჰკითხავდა ბერს:
“რწყილს ხომ არ უკბენია ამროსისათვის, მამაო ფილადელფოს?”
“რა მოგახსენო, არვიცი, ერისთავო ბატონო”.
“გულისრევა ხომ არა ჰქონია, თუ იცი?”
“არც ეგ ვიცი, ერისთავთ-ერისთავო, ბატონო”.
“სად გაუჩნდა სვირინგები თავდაპირველად?”
“იღლიის ქვეშ, თუ არვცდები, ბატონო”.
შეშფოთდა ამის გამგონე გირშელი:
“ჟამი ყოფილა უეჭველად, ფილადელფოს მამაო, რამოდენა იყო პირველი
სვირინგი?”
“დაფნისფოთლისოდენა, ბატონო”.
“შენ ხომ არმოგინახულებია ავადმყოფობის დროს ხუცესი?”
“ერთხელ ვინახულე, ერისთავო ბატონო”.
ეს გაიგონა თუ არა გირშელმა, დაცოფილივით უკუიქცა, ეუბნება ბერს:
“აწი არშემოხვიდე, მამაო ფილადელფოს, ჩემთან”.
კარებამდის მიღწეულს მიაძახა გირშელმა: მერემეთუხუცესი აქ მოვიდესო
ახლავე.
მერემეთუხუცესმა ვეღარიცნო ყველისციხის პატრონი.
საერთოდ დინჯი და უშიშარირაინდი უცნაურად აეცუნდრუკებინა შიშს.
თავჩაქინდრული დაწრიალებდა დარბაზში. დაბაჯბაჯებდა ჯაჭვით დაბმული
დათვივით. უცნაურად ბუყბუყებდა შეშფოთებული.
ჯერ ეს უამბო მერემეთუხუცესს, თუ რა საშინელი სენია ჟამი, ორგზის ბეწვზე
ეკიდა ეგვიპტეში ჩემი სიცოცხლე, ლამის იყო არ მიმსხვერპლა წყეულმა,
სარკინოზებსრომ არგამოვქცეოდი, უთუოდ მომკლავდაო მეც.
ბოლოს ჭირის ამბავი შესწყვიტა ანაზდად, ასე უბრძანა: დაუყოვნებლივ
მორეკეთო იალაღიდან ცხენები. ახლავე გააღვიძეთ ჩემი აზნაურები, ამ წუთში
მომგვარეთო ჩემი ცხენები.
გიორგი სწორედ იმ დილით უნდა წასულიყო უფლისციხეს დედოფლის
ჩამოსაყვანად მცხეთაში, მაგრამ სამი დღით გადასდო ეს საქმე, რადგან იცოდა:
მცხეთელებს შეაშფოთებდა მისი წასელა უთუოდ.
უწინარეს ყოვლისა შორენას მისწვდა მისიფიქრი ამ წუთში.
განაგონიდან იცოდა მეფემ თავდაპირველად ღარიბებს დაერეოდა ჟამი,
ხურსისეული სასახლეღარიბების უბანში იმყოფებოდა სწორედ.
ერთი გაიფიქრა: სასახლეში გადმოეყვანა შორენა და გურანდუხტი დროებით,
მაგრამ დედოფალი და კათალიკოსი გაახსენდა მყისვე, შეუძლებლად მიიჩნია ეს.
მესაწოლე დატუქსა სასტიკად: რად არ მამცნე, ჟამმა თუ მოჰკლაო
ეზოსმოძღვარი?
შეშფოთებული მოსახლეობა ფეხზე დააყენა ჟამმა, სახელოსნოებიდან,
მონასტრებიდან და ციხეებიდან გამოცვივდა ხალხი. მონები, ბერები და მონასპები
მოსდებოდნენ ქუჩებსა და მოედნებს. დროული კაცების რჩევით დიდი და მცირე ნადირობდა ვირთხებზე.
სარდაფებში, ხვიმრებში ასხამდნენ მდუღარეს. რწყილების წამალი არავინ იცოდა,
ამიტომაც ვერაფერი დააკლეს ამ მწერებს.
სადილადაც არმოიცადა გირშელმა.
ნუ მიხვალო, ემუდარებოდა გიორგი: ჯერ მონებსა და ღატაკებს დაერევა
სახადი, სასახლეშირა უნდაო ჟამს?
გიორგისაც ეს აფიქრებდა სწორეთ: მთავართა სანათლიოს რომ მოელოდა
უმეტესი საფრთხე, სწორედ ამ უბანში შეჰყროდა ვიღაც მეხამლეს იგი. ჟამიანის დედა
გამოვარდნილიყო ქუჩაში, ეზოსმოძღვარი დაულანდავს, გზადგავლილი
შემთხვევით.
შევედრებია: აზიარეო ჩემი მომაკვდავი შვილი.
შებრალებია ეზოსმოძღვარს მოხუცი.
იმ დღესვე მომკვდარა მეხამლე, მეორე დღეს გააცია თურმე ამროსის. ხურვება
ჰგონებია მკურნალს.
მასპინძლის მოვალეობა მოითხოვდა შეჰპატიჟებოდა გიორგი გირშელს.
გულში უხაროდა კიდევაც მისი წასვლა ამჯერად. განა თუ მარტოოდენ წასვლა?
ყმაწვილივით ხარობდა მეფე, ეს მეორეჯერ რომ აჯობა გამბედაობით თავის
დეიდაშვილს იმ დღეს.
თუ აღრენილ ავაზას ვერ მიეახლა ხმლის გაუშიშვლებლად რაინდი, გასაგები
იყო ეს, მაგრამ მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი, ეს
ღიმილს ჰგვრიდა მეფეს.
ახელებდა ამის გამო ყველისციხის პატრონს გიორგი.
უკვე ხუმრობის გუნებაზე აღარ იყო გირშელი. აღარც საცოლე გახსენებია,
დარწმუნებული იყო, რწყილები იქნება იმ უბანში უთუოდ. მხოლოდ მეფეს
გამოეთხოვა ერისთავი, ამალიანად წავიდა მცხეთიდან.
რა თქმა უნდა, გულისგარეთ მსჯელობდა მეფე გიორგი ასე, ვაჟკაცობის
საქმეში ჩახედული იყო თავათაცფრიად.
კარგად იცოდა, რომ ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე
შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ
ეთქვას.
თავათ მასაც მრავალგზის გაუოცებია ბრძოლის ველებზე მტრებიც, მაგრამ თუ
გირშელს ავაზებისა და რწყილების ეშინოდა, გიორგი ცახცახებდა გველებისა და
ცოფიანი პირუტყვის წინაშე.
გველებისაგან დაშინებულს იფნისა და ხვიარის ფესვებიც აფრთხობდა ხოლმე
ნადირობის დროს, მუდამ გველები ესიზმრებოდა, იტანჯებოდა ამის გამო ძილშიაც.
ცოფიანი ძაღლებისა უფრო მეტად ეშინოდა გიორგის, ვიდრე ბიზანტიურ
ლოდსატყორცნებისა ომში.
უბრალო მყეფარსაც რომ შეეტია მისთვის, მყისეე ხმლის ვადაზე იტაცებღა
ხელს. განა თუ მარტო ძაღლებისა? ცოფიანი პირუტყვისა საერთოდ.
ფარსმან სპარსი ათასგზის ჰყავდა დაკითხული: კამეჩი თუ გაცოფდებაო, ან
ცხენი, ან ხარი, ან მგელი?
ერთხელ ასეთი ხუმრობაც შეაპარაფარსმანმა მეფეს:
ყველაზე მეტად საშიშარი ცოფიანი ძროხააო ამქვეყნად.
მიუხვდა გიორგი მყისვე: “თევზისფერ ძროხას” რომ გულისხმობდა ფარსმანი,
ცოქალას, ხარჭაყოფილს მეფისას, მაგრამ ეს თავხედობაც აპატია მოხუცს.
როცა სპასალარი შემოვიდა დილა ადრიან, ღიმილით ეუბნება გიორგი: მთავართა სანათლიოსრწყილებს გაექცაო ყველისციხის პატრონი.
“შენ რა გგონია, ზვიად, სარკინოზებს როდი გაქცევია გირშელი, არამედ
ეგვიპტურრწყილებს”.
ზვიადს არ უყვარდა გირშელი, იქედნურად გაიცინა თავათაც. ესა სთქვა
მხოლოდ:
“მე მუდამ გაზვიადებულად მიმაჩნდა მისი გმირობის ამბები, მეფევ ბატონო,
წინათაც”.
საგანგებო ღონასძიებანი დაადგინეს იმავე დილით მეფემ, მიტროპოლიტმა,
სპასალარმა და განმგეთხუცესმა.
აქიმები და მკურნალები ახმობინეს, მალემსრბოლი უფლისციხეს აფრინეს.
დედოფალს ამცნეს, ჯერჯერობით არჩამობრძანდეთო მცხეთაში.
თურმანიძე დაიბარეს თმოგვის ციხიდან სასწრაფოდ.
ფარსმანი აწვევინა მეფემ, მაგრამ არ გამოცხადდა “შანდლების ქურდი”, ავადა
ვარო, შემოთვალა, ქუჩაშიც არგამოდიოდა გაპანღურების შემდეგ.
ბრძანება გასცეს: ქალაქს გარეთ წაეღოთ, საკირეში დაეწვათ ამროსის ცხედარი.
ციხისთავებს მიუთითეს: დაუყოვნებლივ აღეკვეთათ ჯარების მიმოგზავნა
ციხეებს შორის, არც ქარავნები შემოეშვათ მცხეთში, დღისით და ღამით, დაეგმანათ
ციხეებისა და გოდოლების კარები.
მუხნარისას ციხისთავი დილეგში ჩააგდეს, რადგან სამი დღის წინად ერთი
მონასპა მოეკლა ჟამს, ასისთავს არ გაუმხელია ეს ამბავი, ქრისტეანული წესით
დაუმარხავთ მიცვალებული.
მკურნალებს დაევალათ: სასტიკად ედევნებიათ მოსახლეობისათვის
თვალყური. თუ სადმე ჟამი თავს იჩენდა, მყისვე “ჟამიანების ფარდულში”
გადაეგზავნათ, თუნდაც “საეჭვონი”, მიცვალებულნი სამოს-საგებიანად დაეწვათ
ცეცხლში. ჭირიანის სახლები გამოეკეტნათ, ვირთხები და რწყილები შეემუსრათ
შეძლებისამებრ.
მონასტრების წინამძღოლებს უბრძანეს: მეროჭიკე ბერები არ შეეშვათ
საოსტიგნოებსა და სენაკებში, სხვა მონასტრებთან მისვლა-მოსვლაც აღკვეთილიყო,
სისუფთავე დაეცვათ ყველგან.
ბაზრების უფროსებსა და სავაჭროების მეთვალყურეთ ხილისა და მხალეულის
გაყიდვა ააკრძალვინეს.
თავის ოქროსფერ ულაყზე შეჯდა მეფე, ამალიანად დადიოდა მოედნებზე,
ეჩვენებოდა ცისქვეშ გამოცვენილ ხალხს. ათვალიერებდა ციხეებს, მონასტრებს და
სახელოსნოებს, ამშვიდებდა დიდსა და მცირეს.
ასე არწმუნებდა მოსახლეობას: ვერმოგვერევაო ჟამიც.
როცა ხურსისეულ სასახლესთან გაიარეს მეფემ და მისმა ამალამ, გიორგიმ
შენიშნა: შეკაზმული ცხენები დაჰყავდათ ეზოში მონებს. “ვისია ეგ ცხენები?”
ეკითხება მერემეთუხუცესს.
“კოლონკელიძეს გამოეგზავნა ექვსი ცხენი ოჯახობისთვის, მეფევ ბატონო”.
აივნისკენ თვალი გაექცა გიორგის. მხევლები დაქოთქოთობდნენ მხოლოდ.
დილა მშვიდობისა უსურვა თავის გულისმიჯნურს იდუმალ, შენს მაგივრად მე
შემეყაროსო ჟამი, ეს გაიფიქრა და დეზი ჰკრა ოქროსფერ ულყს. გადაიჯირითეს
მოედანზე მხედრებმა.
აყმუვლდნენ ბანებზე დაყუნცული ძაღლები მთავართ სანათლოის შუკებში

Комментариев нет:
Отправить комментарий